შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭის დღიური,რომელიც დღიური არაა


22-01-2021, 00:26
ავტორი სოფოკო
ნანახია 1 920

ავტორი ანონიმურია!

ბიჭის დღიური, რომელიც დღიური არ არის
ეს წიგნი არის დაწერილი ჩემი ტვინის, ფანტაზიის უნარის დახმარებით, სიმართლის ,,ნაშთებზე“ დაყრდნობით... ეს წიგნი ისეა დაწერილი, როგორც დღიური, ფაქტიურად სიმართლეა, მაგრამ არაფაქტიურად ფანტაზია...
თუ არ მოგეწონა მე მაპატიე, ეს სიმართლის ნაშთებზე დაყრდნობილი (უმეტესწილად) ფანტაზიაა
ტექსტში შეხვდებით ისეთ ადგილებს, რომლის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა თქვენთვის სარგებლის მომტანი არ იქნება _ ,,ცუდი“ იქნება...

დაიწყე კითხვა ...

MLTabu1623

ბიჭის დღიური, რომელიც დღიური არ არის
გამარჯობა. მე ლუკა ვარ. შენ კი ალბათ ჩემი საიდუმლოების, მნიშვნელოვანი ამბების თანამოაზრე უნდა გახდე და რაც მთავარია, ეს ყველაფერი არავის არ უნდა გაუმხილო ჩემო დღიურო. მუსიკის მოსმენა მამშვიდებს ...( ალბათ ასეთი რაღაცეები უნდა ვწერო)... ჯერ ჩემი თავი უნდა გაგაცნო ხო?.. კაი... მე ლუკა ... ვარ, ზედმეტსახელად ,,თაბუ“... ვცხოვრობ ბებიასთან ერთად ... ჩემი ერთადერთი მშობელი ბებოა... დედ-მამა ... მძიმე თემაა... ასე რომ ჩემ ჰობზე_საყვარელ საქმიანობაზე გეტყვი... ესაა ფეხბურთის თამაში... ვირტუალურადაც ვთამაშობ და რეალურადაც... როცა ფეხბურთს ვთამაშობ მხოლოდ ბურთზე ვფიქრობ და ჩემი გონება სრულიად ცარიელია... ხო მე მოქმედი ფეხბურთელი ვარ... ნახევარმცველი... ერთხელ ,,დინამო თბილისის“ წარმომადგენლები მაკვირდებოდნენ... ხო, ეს ან სიმართლე, ან კიდევ ვინმე გამეღადავა, მაგრამ რომელიც არ უნდა იყოს, ეს მეხმარება გოგოებს თავი მოვაწონო... ბებო, მე ყველაზე მაგარი ბებო მყავს ... ვიცი რომ ასე ხშირად ამბობენ ,,მე ყველაზე მაგარი ... (მყავს ან მაქვს)... მაგრამ მე მართლა ყველაზე მაგარი ბებო მყავს ... არგუმენტად შემიძლი მოვიყვანო ის ფაქტი (ან ფაქტია ან ფანტაზია) ,რომ მაშინ როცა ტრამვა მქონდა... და მარტო მომბეზრდა PES2013-ის თამაში ბებომ მეორე ჯოისტიკი მოიტანა და მეთამაშა, მართალია 0-8 დამარცხდა მაგრამ იმ მომენტში გამამხიარულა და სევდა მომაშორა... ასე რომ ყველაზე მაგარი ბებო მყავს... როგორც ვიცი დღიურში თარიღებს წერენ როცა დღიურში ჩანაწერს გააკეთებენ... მაგრამ მე არ მიყვარს თარიღები...რაღაც მიზეზების გამო... (რა მიზეზებია შიგადაშიგ გაიგებთ)... ხო რადგან გაიგე, რომ ფეხბურთელი ვარ ალბათ გაინტერესებს რომელიმე გუნდს თუ ვქომაგობ... რათქმაუნდა ბარსელონას, ბეტკრულ ბარსელონას, რომელსაც ახლა (2020 წელს) ძალიან მძიმე დრო უდგას... მაგრამ მე არც ისე ერთგული ადამიანმა (2009-დან როცა პირველად ვუყურე ბარსელონას თამაშს, იმ დღიდან დღეის ჩათვლით) ვუერთგულე ბარსელონას... სადღაც წამიკითხავს ერთგულება ყოველთვის კარგი არ არისო, ალბათ ეს სწორედ ის შემთხვაა, რაც ვიღაცამ სადღაც თქვა და მერე მე წავიკითხე სადღაც... კითხვას საყვარელი კლუბის შემდეგ საყვარელ ფეხბურთელზე კითხვა მოყვება ხოლმე… წესით, ადამიანებში მაინც და დღიურებში არ ვიცი როგორაა... ამიტომ როგორც ვიცი ისე გეტყვი... საყვარელი ფეხბურთელის გამოცნობა ადვილია ეს რა თქმა უნდა არ იქნება ,,პორტუგალიელი რონალდო“, რომელიც ჩემი აზრით, რომ არა ის ვინც არის... რონალდოს ნამდვილად ხუთზე მეტი ოქროს ბურთი ექნებოდა, ასევე რომ არა ის ვინც არის ახლა ოქროს ბურთი ექნებოდა: ნეიმარს, სნეიდერს, ინიესტას, ვირჯილ ვანდაიკს... და კიდევ ბევრ სხვას... მაგრამ ის არის და დღეს მას აქვს ექვსი ოქროს ბურთი რითაც ასევე მსოფლიოს საუკეთესოა რათქმაუნდა ეს ლიონელ მესია არგენტინელი ლეგენდა... დღეისთვის მგონი საკმარისია, საკმარისად გამიცანი, მომდევნო შეხვედრებისთვის ასე, რომ დავიძინებ და შენც დაგასვენებ. მომავალ შეხვედრამდე ახალო მეგობარო.
გამარჯობა. პირველი საუბრიდან დიდი ხანი გავიდა... ზუსტად არ ვიცი, რადგან თარიღები არ მიყვარს... ახლა შემოდგომაა რიცხვს არ გეტყვი მაგრამ სწორედ ის უკანასკნელი დღეა, როცა მიწაზე ჩამოცვენილი ფოთლები კვლავ ყვითელია და არა ტალახიანი... ხო რაღაც უნდა გითხრა ... როცა გელაპარაკები თავი ფსიქოლოგთან მგონია... სწორედ იმ ფსიქოლოგთან მე, რომ დავდიოდი ... მაქსიმუმ ერთი კვირა... ხო, აი ასე გადავედით ერთ საიდუმლო თემაზე... რადგან შენგან პასუხებს არ უნდა მოველოდო მოგიყვები იმ ,,მაქსიმუმ ერთი კვირის“ შესახებ... პირველად იმიტომ მიმიყვანა ფსიქოლოგთან ბებომ, რომ მასწავლებლის აზრით მშობლების ... შემდეგ მისი, (მასწავლებლის) აზრით იმაზე მეტად ჩაკეტილი გავხდი ვიდრე მანამდე ვიყავი... პირველმა მისვლამ დამაინტერესა მეც და ფსიქოლოგიც ჩუმად ვიჯექით (ვისხედით... ვიღაც შემისწორებდა)... მეორედ, რომ მივედი სხვა ოთახში ვიჯექით (ხო ვიცი...) და კითხვა დამისვა ... თუ როგორ ვგრძნობდი თავს მშობლების ... შემდეგ, მე ვუთხარი, რომ ძალიან გაფანტული ვიყავი და არავისთან მინდოდა საუბარი მშობლების შესახებ... მერე საყვარელ საქმიანობაზე მკითხა და კალათბურთის თამაში ვუთხარი... არ ვიცი, რატომ მოვიტყუე ... შემდეგ კიდევ ვილაპარაკეთ, მაგრამ ნამდვილად არ მახსოვს რაზე, ალბათ ძალიან ფსიქოლოგიური თემა იყო... მესამე შეხვედრაც არ მახსოვს და არც მეოთხე, ამიტომ მეხუთეს მოგიყვები... მეხუთე შეხვედრისას ძალიან გახარებული ვიყავი, რადგან წინა ღამეს ბარსამ ,,ელ-კლასიკო“ მოიგო და ეს სიხარული არავის გაუფჭებია.... სახლში, რომ შევედი ალკოჰოლის მძიმე სუნი იდგა... ჩემი ფსიქოლოგი თავის მდივანზე იწვა და სახეზე გაზეთი ეფარა... მივუახლოვდი შევანჯღრიე და ,,უი ლუკა რომელი საათია... დავიჯერო ხუთია?.. ‘‘ იმ დღეს ,,სეანსი“ არ ჩამტარებია ცოტახანი გავჩერდი და სახლში დავბრუნდი სადაც ყველაზე მაგარი ბებო მელოდებოდა...

სახლში, მივედი PES2013 ვითამაშე და მერე კინოს ვუყურე... რომელიც გვიან დამთავრდა... მერე კვლავ ვითამაშე... და ასე გათენდა შემდეგი დღე, რომელიც არ მახსოვს ... და დღეს ის დღე მთავრდება, რომელიც შემოდგომის ფერებით ტკბობის ბოლო დღეა... ხვალ სკოლაში მივდივარ...(გაკვეთილები არ ვიცი მაგრამ მაინც წავალ კლასელებს ვნახავ)... ტალახიანი ფოთლები დამხვდება ხვალ... და არ მინდა მათი ნახვა... იცი რანაირ დღეს გავს მეგობარო? აი ვიღაც აუცილებლად რომ უნდა მოკვდეს... სწორედ ისეთი როგორიც... სხვა დროს მოგიყვები მეგობარო... ახლა 03:24-ია და წავედი დავწვე თორემ ხვალ სკოლისთვის რა გაიღვიძებს... მომავალ შეხვედრამდე მდუმარე მეგობარო...



მესამე გამარჯობა მეგობარო. როგორ ხარ?.. იმედია კარგად... ბოლო შეხვედრიდან ბევრი დრო არ გასულა, მაგრამ არც ცოტა... და მინდა სკოლაზე მოგიყვე... მე დავდივარ N I სკოლაში თუ ცუდად წერია გეტყვი, რომ ნომერ პირველ სკოლაში დავდივარ... ხო მგონი ასაკიც არ დამიწერია ... მეათე კლასელი ვარ (ასაკს ალბათ მიხვდები... და თუ ვერა დაბლა წერია სადღაც) და როგორც თითქმის ყველა მეათე კლასელი ბიჭივით მე სიგარეტს არ ვეწევი... სწავლით დიდად არ ვსწავლობ... როგორც მეათე კლასელი ბიჭების უმეტესობა... ხო სკოლაზე უნდა მელაპარაკა... სკოლაში ისეთი მეგობარი რომელთანაც ყველაფერზე შევძლებდი საუბარს აღარ მყავს კაი ხანია ... სკოლაშინ წასვლა დიდი ხანია უკვე ჩემში აღარ იწვევს სიხარულს... დამრიგებელს რაც შეეხება ქართულის მასწავლებელია... ძალიან მომთხოვნი, როგორც თითქმის ყველა მასწავლებელი... და ძალიან მკაცრი, როგრც უმეტესობა მასწავლებლებისა... საყვარელი საგანი... ისტორიაა... მიყვარს საქართველოს ისტორია მეათე საუკუნიდან მეთვრამეტეს ჩათვლით...მიყვარს ძველი რომის პერიოდიც... ასე რომ ისტორია ასე თუ ისე სკოლის საგნებს შორის ყველაზე მეტად მიყვარს... რა თქმა უნდა სპორტიც მიყვარს... საუკეთესო მოგონებები სკოლას ნამდვილად არ უკავშირდება... ასე, რომ სკოლა არაა ის ადგილი სადაც თავს კარგად ვგრძნობ... მეგობარო რთულია ისე წერა, თითქოს ჩემი არ გესმის, ან პასუხის გაცემა არ შეგიძლია... ვიცი, რომ კომუნიკაციას ჩვენს შორის გავაუმჯობესებთ... ახლა თუ არა მალე მაინც... ხო ისე მეც მეუბნებოდნენ ჩუმად ყოფნა კარგს არაფერს გაგიკეთებსო და ალბათ გამართლდა მათი ნათქვამი... ხო გამახსენდა ჩემმა დამრიგებელმა მითხრა ერთხელ ყველაფრის შენთვის დატოვება არ შეიძლებაო... ყველაფერი თუ არა, რაღაც მაინც უნდა თქვაო... საუკეთესო მოგონებაა არაა!!! მაგრამ მოგონება მაინცაა სკოლის ცხოვრებიდან... ახლა ხომ მეათეში ვარ და მეშვიდეში კი მიყვარდა ჩემი კლასელი... სახელი არაა საჭირო... ძალიან ლამაზი იყო... ყოველშემთხვევაში ასე ვფიქრობდი მაშინ... მიყვარდა დიდი ხანი მაქსიმუმ ორი წელი... ვიღაც იტყოდა თავგადაკლულად უყვარსო... მაგრამ არ უთქვამს ალბათ... მაგ პერიოდში ლექსებს ვწერდი იმ გოგოზე... როცა მივხვდი რომ აკვიატება იყო და არა სიყვარული უკვე სამარცხვინო საქციელები ...(ყოველშემთხვევაში მე ასე ვთვლი) ... უკვე ჩადენილი მქონდა, სამარცხვინოში ვგულისხმობ ახლა, რომ გაიხსენებენ კლასელები და რომ ეცინებათ ისეთი... ეს იყო მაგალითად ის, რომ მისი მერხის ქვეშ კიტკეტებს ვუტოვებდი ხოლმე...

აი ესაა არც თუ ისე სასიამოვნო მოგონება სკოლის ცხოვრებიდან. ნახვამდის ახლა წავედი მეძინება... შენც დაიძინე... იმედია მალე ალაპარაკდები... ჩემო ჯერ-ჯერობით მდუმარე მეგობარო...


(ჰეი... მკითხველო ეს მე ვარ დღიური ... ლუკას სანამ სძინავს მოგიყვებით თუ რატომ დადიოდა ლუკა ფსიქოლოგთან... ეს იმიტომ, რომ ლუკას მშობლები ავტოკატასტროფაში დაეღუპა... ალბათ უფრო ადვილად გადაიტანდა თვითონაც, რომ არ მჯდარიყო მანქანაში... ის ტრამვაც რაზეც მე მესაუბრებოდა სწორედ ავტოკატასტროფის შემდეგ მიიღო... მწვრთნელი ეუბნებოდა გააცდინე ვარჯიშები და როცა მზად იქნები მაშინ მოდიო... ლუკამ კი მტკიცე, სევდანარევი უარი უთხრა მწვრთნელს და ამ საუბრის მერე არცერთი ვარჯიში არ გაუცდენია და დამატებითაც დარჩენილა ვარჯიშებზე ... ხანდახან ისეც მომხდარა, რომ დილით მისულ ლუკას სტადიონზე დაღამებოდა... მშობლების სიკვდილს თითქოს არ განიცდის მაგრამ... სანამ დაიძინებს მათ ფოტოს მიაშტერდება ხოლმე ორი წუთით... რამდენჯერმე ცრემლებიც წამოსვლია შემდეგ წვება საწოლში და ტირის... მისი სიტყვებიც გამიგონია ,,ნეტავ მოვმკვდარიყავი“... ზოგჯერ სკოლაში არ მიდის და პარკში იპარება ხოლმე... უბრალოდ მიდის და სამის ნახევრამდე ზის და ფიქრობს... რაზე არ ვიცი ეს ჩემ ძალებს აღემატება... ლუკა პირველი ადამიანია რომელიც ჩემ ალაპარაკებას ელოდება... მუსიკას მართლა უსმენს ხოლმე როცა აღელვებულია, ერთხელ სანამ ყურსასმენებს შეაერთებდა გავიგონე სიმღერა ეს იყო ჯგუფი წერილის ,,წვიმს“... თუ მოუსმენთ მიხვდებით რომ კარგ ხასიათზე ნამდვილად არ იყო... მე გითხარით ყველაფერი წარსულის შესახებ... მომავალი... გაიგებთ როცა ლუკა დაწერს...

ეს ყველაფერი იქიდან ვიცი, რომ ლუკას თქმით ,,ყველაზე მაგარი ბებია“ როცა მეზობლები მოდიან ყავის დასალევად... საუბრობენ ლუკაზე...
და არა მარტო ლუკაზე... განიხილავენ ახლანდელ მთავრობას...ძველ მთავრობას...
შემდეგ ჭორებს სხვა მეზობლების შესახებ...
შემდეგ თავის საყვარელ სერიალზე საუბრობენ...
ვარაუდობენ რას იზამს ,,ომარი“...
შემდეგ ყავის ჭიქებს გასარეცხად გაამზადებენ...
მერე ლუკას ბებია კარადიდან არაყს გადმოიღებს...
შემდეგ ლუკას მშობლების ხსოვნისას იტყვიან... ტკბილს დააყოლებენ...
შემდეგ განიხილავენ ხვალ ვისთან დალიონ ყავა...
ბოლოს კი წავლენ თავ-თავიანთ სახლებში... ამ გვერდს ლუკა ვერ წაიკითხავს ეს მხოლოდ თქვენთვისაა მკითხველო...)
გამარჯობა... ხო რაღაც უცნაურზე ვფიქრობდი გოგო და ბიჭი დღიურები არსებობენ?.. იმიტომ გეკითხები, რომ თუ არსებობენ იმედია ბიჭი ხარ... გაგება-გააზრებით მე ვფიქრობ ბიჭი უფრო გამიგებს... და თუ გოგო ხარ, არაუშავს შენ იქნები პირველი გოგო, რომელთანაც ასე გულახდილად ვისაუბრე და ვისაუბრებ... ხოო ვთვლი, რომ უკვე უნდა იცოდე რა მოუვიდათ ჩემს მშობლებს... არდადეგების ჩვეულებრივი დღე იყო... თბილისში მივდიოდით... ბაბუასთან... (დედააჩემის მამასთან) ... მართალია რეალის ფანი იყო, მაგრამ ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ბაბუასთან... ხო წავედით, გორამდე ჩვეულებრივად ვიარეთ გავჩერდით გუდვილთან ... მამამ ჩემი საყვარელი ლობიანი მომიტანა... შევჭამე და წავედით... თბილისში შევედით და აი ის წუთიც მოახლოვდა... როცა დაბოლილმა მძღოლმა არასწორი გზა აირჩია და შეგვასკდა... რომ გამოვფხიზლდი საავადმყოფოში ვიყავი და თავზე ექიმები მადგნენ...და პირველი სიტყვები... დედაა სად ხარ... მეგობარო ალბათ დღიურებს არ გყავთ მშობლები... ალბათ ისეთი გრძნობაა ფურცლებს, რომ ამოგახევენ...მაგრამ ამ შემთხვევაში მშობელი შენ გამოდიხარ და ფურცლები შენი შვილები... თითქოს რაღაც გრძნობები სანამ განვითარდებოდა მანამდე მოკლესო... სიტყვებით ძნელია ახსანა რას ვგრძნობდი და რას ვგრძნობ ახლა... ალბათ ყველა ნორმალური ადამიანი იმ დაბოლილ მძღოლს ვერასდროს აპატიებდა საკუთარი მშლობლების მკვლელობას... მაგრამ პირველივე დღეს როგორც კი ფეხზე ადგომა მოუხერხებია ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა ბოდიში მომიხადა და ჩემს მხარზე იტირა... როცა ვნახე თუ როგორი გულახდილი იყო სიბრაზე გაქრა და ასე თუ ისე მივხვდი რას გრძნობდა სრულიად ფხიზელი წვეროსანი მძღოლი იმ დღეს... ალბათ მე ვერ გამიგებს ხალხის უმრავლესობა... და ეს ვერ გაგება პირველივე დღეებში გამოჩნდა ... როდესაც პირველად გავედი გარეთ, ხალხი ისე მიყურებდა თითქოს მე შემეკვეთა ჩემი მშობლების მკვლელობა... მეგობარო დამიჯერე ეს ძალიან რთული იყო მათი ცივი, უთანაგრძნო სახეები ახლაც მახსოვს... სკოლაში როგორც კი მივედი ვნახე მასწავლებლები რომლებიც ზიზღით მიყურებდნენ, ვნახე კლასელები რომლებსაც არ სურდათ ჩემს გვერდით დგომა... ამ დღეების შემდეგ მინდოდა დამესრულებინა ყველაფერი... ბევრჯერ მქონია სუიციდის მცდელობა მაგრამ რაღაც მაკავებდა... თითქოს ვიღაც მეუბნებოდა ,,არა ლუკა თუ ამას გააკეთებ მათ ანახებ, რომ ღირსი იყავი იმ ,,ცივი“ სახეების...
ასე რომ, ჩემო ნამდვილო მესაიდუმლევ, ეს იყო ის, რასაც ჩემი აზრით, ისედაც ხვდებოდი... ახლა კი სჯობს წავიდე და ფიქრები მოვიშორო... მომავალ შეხვედრამდე მეგობარო.



რომელიღაცა დღის რომელიღაც გამარჯობა ჩემს მეგობარს. მეგობარო დღეს ფეხბურთზე ვიყავი და დღეს გვქონდა ქუთაისის ტორპედოსთან თამაში...დაააა 2-0 მოვუგეთ ერთი საგოლე გადაცემა გავაკეთ... და შემდეგი თამაში ვიტ ჯორჯიასთან გვაქვს... უკეთესი გუნდია უკეთესი მწვრთნელით და უკეთესი მოთამაშეებით...და თუ მოვახერხეთ და მოვუგებთ ფინალში ან დინამო თბილისს ვეთამაშებით, ან ლოკომოტივს... და შენ კიდევ არ იწყებ ლაპარაკს... ცუდია ... იმედია მალე გამცემ პასუხებს კითხვებზე... მეგობარო არ ვიცი დღიურები აღნიშნავთ თუ არა ახალ წელს მაგრამ გეტყვი, რომ ახალი წელი ზუსტად რვა დღეში ,,შემოაბიჯებს ფეხს“... მე ვფიქრობ ახალი წელი სისულელეა ყველაფერ იგივეს ვაკეთებთ რაც წინა წელს ... ავღნიშნავთ დიდი იმედებით და რა ძალიან ღარიბი ოჯახები, რომლებმაც შეიძლება სხვა დღეები მშივრებმა დააღამონ ახალ წელს ნაგროვ ფულს ხარჯავენ ისეთ პროდუქტებში, რასაც შეიძლება ხელი და პირი არავინ დააკაროს მაგრამ ახალი წლის სუფრაზე უნდა იყოს, ... ,,თვალს უხარია“... თან ვერ ვხვდები ყოველ ახალ წელს ერთი და იგივე საჭმელები რატომ ,,ყრია“ პატარაობაში მეგონა რაც დარჩებოდა ახალი წლის სუფრაზე ინახავდნენ, რომ შემდეგ ახალ წელს ჰქონოდათ სუფრაზე. მე მუღამი ვერ დავუჭირე ამ საქციელს და შენ მეგობარო?.. ილიამ_ჭავჭავაძემ ...ალბათ იცი... დაწერა ახალი წლის მილოცვა და სათაურად ეწერა ,,რა გითხრათ რით გაგახაროთ“ ვფიქრობ ახლაც იგივეს დაწერა მოუწევდა, რადგან ჩემი აზრით ბევრი არაფერი შეცვლილა იმ დღიდან დღეის ჩათვლით...
მეგობარო ველი შენს პასუხებს...
(ალბათ გადმოთვალე ხო რვა დღე ახალი წლიდან უკან) ...
ალბათ დიდი ხანი ჩემთან იქნები მეგობარო...
შენს გარეშე
არ ვიცი
ვისთან
შემეძლება ასე
თავისუფლად
საუბარი...



და აჰა, მეგობარო გათენდა 01.01.2021... თოვლი ბევრი არაა... იმიტომ, რომ 23 დეკემბერს მოთოვა პირველად... ოღონდ კარგად მოთოვა... 24-ში დილით ფანჯრიდან, რომ გაიხედავდი სიმშვიდეს დაინახავდი თოვლში ჩაძირულს... 23-ის თოვლი 26-ში ალაგ-ალაგ იყო შემორჩენილი... შემდეგ კი 31 დეკემბერს მოთოვა ღამის თერთმეტისკენ დაიწყო და მთელი ღამე თოვდა... ასე, რომ მთები ჯერ კიდევ თეთრია როგორც 24-ში... ფანჯრიდან გადახედვის შემდეგ 2020-ისთვის უჩვეულო 21-ისთვის საკვირველი ჟრიამული მომესმა... ალბათ იცი რაც ხდებოდა 2020-ში... მოყოლა ნამდვილად მეზარება... დაიწყო ახალი წელი იმედია უკეთესი იქნება... ხო ახალ წელს არავინ არ შემხმიანებია (კლასელი)... მხოლოდ ერთი უცხო ნომერი მირეკავდა, რომ ვუპასუხე არ მოველოდი... ზარი ციხიდან იყო... სწორედ ის ,,გულახდილი წვეროსანი“ კაცი მირეკავდა... კიდევ ერთხელ მომიხადა ბოდიში... მერე ყოველივე კარგი მისურვა და მერე მითხრა უნდა გავთიშო საუბრის დრო ამომეწურაო... მეც დავემშვიდობე... ასე, მეგობარო წინა წლის ტკივილი ამ წელშიც გამომყვა... რა თქმა უნდა იმას არ ვფიქრობდი, რომ ახალ წელს მშობლებზე აღარ ვიფიქრებდი, ეს სისულელე იქნებოდა... უბრალოდ მეგონა, რომ ტკივილი შემსუბუქდებოდა... ვიღაცამ ხომ თქვა ,,დრო ყველაფრის მკურნალიაო“ მაგრამ მერე ვიღაცამ თქვა ,,დრო არ გკურნავს, დრო გაჩვევს იმ ფაქტს...“ (რა ფაქტიც არ უნდა იყოს)... ასე რომ მეგობარო ეს არის ჩემი ახალი წელი... არ ვიცი შენს გარდა სხვა მეგობარს თუ შევიძენ... არ ვიცი რა მოხდება... რა მომივა... კაი მეგობარო ახლა წავედი თოვლში სტადიონზე თამაშს არაფერი სჯობს...



ახლა როგორ ხარ მეგობარო?.. ბევრი არ გასულა ბოლო საუბრიდან, მაგრამ არც ცოტა... კვლავ იანვარია მაგრამ უკვეე ბოლოშია გასული... ვიტ ჯორჯიასთან თამაში მალე მოვა...(თებერვლის დასაწყისში უნდა ჩატარდეს)... ცოტას ვნერვიულობ, არა მეგობარო ძალიან ვნერვიულობ... მუხლის ტკივილები მაწუხებს...(მკითხველო ეს სწორედ ის მუხლია რომელიც ლუკას ავარიის დროს დაუშავდა ) ... და მეშინია, რომ თამაშის დროს არ გამირთულდეს... და ვფიქრობ ვუთხრა მწვრთნელს თუ არა... კაი წავალ დავწვები მეძინება და იქნებ ტკივილებიც შემსუბუქდეს...



გამარჯობა მეგობარო...თებერვალი მთავრდება... ვიტ ჯორჯიას მოვუგეთ 3-2... მე ვითამაშე... მწვრთნელისთვის არ მითქვამს, რომ ფეხის ტკივილები მაწუხებდა...რადგან სხვადასხვა აფთიაქებში ერთიდაიგივე ტკივილ გამაყუჩებლები ვიყიდე და თამაშის დაწყებამდე ხუთი წუთით ადრე სამიცალი აბი დავლიე... ვერ გეტყვვი, ძალიან დამეხმარათქო, მაგრამ კოჭლობით აღარ დავრბოდი... იმ თამაშის შემდეგ ყოველ დღე ვსვამ დღეში ერთ აბს... ტკივილის შემსუბუქების მიზნით... ალბათ მარტო ასე თუ გავამართლებ იმას, რომ ტკივილ გამაყუჩებლის გარეშე ფაქტიურად აღარ ვცხოვრობ... ფინალში დინამო თბილისს ვხვდებით, რომელმაც ლოკომოტივს 4-1 მოუგო... ფინალი ჯერ არ ვიცი როდის იქნება... და არც ის ვიცი რანაირ ფორმაში ვიქნები... (რანაირად უნდა ვიცოდე წინამეტყველი კი არ ვარ... წინამეტყველი იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები მატყუარები არიან)... აი ეს ხდება მეგობარო ამჟამად ჩემს ცხოვრებაში...
მე
ჯერ კიდევ
ველოდები
შენს ამეტყველებას
... ხომ ხედავ
არ მავიწყდება
ასე რომ
გთხოვ მალე გამეცი
პასუხები
კითხვებზე...
მეგობარო ნახვამდის...






მეგობარო მარტია ... ნამდვილად დიდი დრო გავიდა ბოლო საუბრიდან... თამაშის თარიღი როგორც იქნა გავიგე... 16.04.2021 თამაში თბილისში ჩატარდება, დინამო არენაზე... მაგრამ მანამდე რაც მოხდა ისაა, რომ ერთი აბი გამაყუჩებლიდან ორ აბზე ავედი... ვიცი, რომ კარგი არაა მაგრამ ტკივილი ძლიერდება და ძლიერდება... შენთან საუბარი მჭირება მეგობარო და გთხოვ დამელაპარაკე... ვინმეს უნდა დაველაპარაკო, თორემ ცუდად ვარ... გამაყუჩებლები ტკივილს კი მაკარგვინებს და მეხმარება მაგრამ მეხსიერების პრობლემები შევამჩნიე... თვალებში მიბნელდება... ყველაზე მაგარი ბებო კარგადაა PES2013-ის თამაში კარგად ვასწავლე და უკვე მიგებს ხოლმე... უკვე 68 წლის ბებო... ჩემს პირად ლეპტოპში PES2013-ის გარდა კიდევ გადმოვწერე თამაში ... ფეხბურთზე არაა... კალათბურთია NBA2K16... მე იმედს არ ვკარგავ და ველოდები შენს ამეტყველებას... არ დავნებდები ამ საკითხში მაინც არ დავნებდები... რამდენი ხანიც არ უნდა დამჭირდეს, მე დაველოდები შენს ერთ სიტყვას მაინც...


16 აპრილია... უკვე თბილისში ვართ მეგობარო... მატჩამდე დარჩენილია ორი საათი...
მეგობარო უკვე სტადიონზე უნდა გავიდეთ ახლა აქ დაგტოვებ და პირველი ტაიმის მერე მოვალ და გეტყვი რაც მოხდა... კი გამაყუჩებელი დავლიე სამი აბი...
მოვედი მეგობარო პირველი ტაიმი 0-1 წავაგეთ... მეკარის შეცდომის გამო გაგვიტანეს... არაზუსტი პასი გააკეთა ... ახლა ცოტახანი დავისვენებ... თამაშის მერე კიდევ დაგელაპარაკები...
მოვიგეთ მეგობარო მოვიგეთ... ძირითადი დრო 1-1 და მერე თერთმეტმეტრიანების სერიაში მოვუგეთ 5-4... ახლა უნდა გამოვიცვალო და წავიდეთ...


სახლში რომ შევაბიჯე ბებო ჩამეხუტა და თავის გამომცხვარი ლობიანი მაჭამა და ჩაი დამალევინა... მერე დავწექი და დავიძინე...


გამარჯობა მეგობარო ივნისია... არდადეგები დაიწყო უკვე... ბავშვები მეძახიან დაბლა ჩამოდიო... ფეხბურთი ვითამაშოთო, მაგრამ არ ჩავდივარ სახლში ჯდომა მირჩევნია... და შენთან ლაპარაკი... მაგრამ თავი გიჟი მგონია, გელაპარაკები და შენ არ მცემ პასუხს... ალბათ ესაა თქვენი დღიურების სტრატეგია... თუ ვინმე მიხვდა, რომ დღიურებს საუბარი შეუძლიათ... უფრო ბრთხილობთ... მე ნამდვილად არაფერი შემიმჩნევია... უბრალოდ მგონია, რომ მოვა დრო და მომენტი, როცა ვისაუბრებთ ჩვენ ორნი...


_ გამარჯობა ლუკა... დღეს 25.07.2021 მე პირველად ვისაუბრებ შენთან...
_ გამარჯობა... ვიცოდი, რომ შეგეძლო საუბარი... როგორ მოგმართო სახელი არ გაქვს?
_ კი მაქვს სახელი... მე მქვია: პოლ-ჯონ-ასტონ-სტემპტონი... სხვა დღიურები ჯონის მეძახიან...
_ გასაგებია ჯონ...
_ აქამდე რატომ არ მელაპარაკებოდი?
_ ჩვენ გვეკრძალება ადამიანებთან საუბარი...
_ შენი მეხსიერება?..
_ ჩემი მეხსიერება ადამიანისას ბევრად სჯობს...
_ კარგი... ანუ ბიჭი ხარ... რაღც გაგებით კარგია...
_ ლუკა ნამდვილი მეგობრების გაჩენას არ აპირებ?
_ არ ვიცი ... მეშინია ახალი ურთიერთობების...
_ კი მაგრამ თუ ახლა გეშინია... თბილისის დინამომ მართლა რომ გამოგიგზავნოს მოწვევა, მერე რას იზამ? ახალი გუნდელები, ახალი მწვრთნელი...
_ მაგაზე არ მიფიქრია...
_ ახლა ფიქრობ და დროა ფიქრი პრაქტიკაში გადმოიტანო... ხვალ ჩახვალ ეზოში და ფეხბურთს არა მარტო არამედ ბიჭებთან ერთად ითამაშებ!!!
_ და რაში დამეხმარება მათთან თამაში?
_ რაში და დაუახლოვდები... ისინიც გაგიცნობენ... მარტო ეზოს ურთიერთობები არაა საკმარისი ვინმე გაიცანი... მაგალთად სოციალურ ქსელში..
_ კაი გავითვალისწინებ... მადლობა რჩევებისთვის... მეგობარო...
_ ახლა მზიანი ამინდია ამიტომ ადექი და ჩადი დაბლა... ვინმე იქნება...
_ ახლა? აუცილებელია?
_ კი დარწმუნებული ვარ!..
_ კაი მაშინ ნახვამდის მეგობარო.
_ ნახვამდის ლუკა...


_ გამარჯობა მეგობარო როგორ ხარ?
_ გამარჯობა ლუკა... აბა რა ხდება?
_ გავიცანი...
_ სახელები არაა აუცილებელი...
_ ხო ეზოში, რომ ჩავედი ორი ბიჭი და ერთი გოგო გავიცანი... ერთი ბიჭი ჩემზე პატარააა ერთი წლით, მეორე ბიჭი და გოგო ჩემი ტოლები არიან...
_ კი მაგრამ მანამდე არ გინახავს ეგ ბავშვები?
_ არა... იმიტომ, რომ თბილისიდან ჩაამოვიდნენ სამივე არდადეგებზე...
_ კაი... გავიგე... და ონლაინ არავინ გაიცანი?..
_ კი ერთი დინამოელია ბიჭი... და გავიცანი... კაი ტიპი ჩანს... რომ გაიგო რომ მეც ფეხბურთელი ვარ, გაუხარდა დააინტერესა სად ვთამაშობდი მე ვუთხარი ბორჯომის თორში ვთამაშობთქო... მერე მითხრა აპრილში სწორედ მაგათთან წავააგგეთო მაგრამ მე არ ვყოფილვარო... ალბათ ტრამვის გამო...
_ კარგია ლუკა...
_ კაი შეხვედრამდე მეგობარო... ახლა ეზოში უნდა ჩავიდე ბურთის სათამაშოდ...
_ შეხვედრამდე...

...მკითხველო ახლა კიდევ ერთხელ დარწმუნდი, რომ ლუკა რთული პიროვნებაა...



მეგობარო გთხოვ მხოლოდ ამ შემთხვევაში არ გამცე პასუხი არაფერზე... ... გამარჯობა მეგობარო... იმედია კარგად ხარ... ახლა იმიტომ გვაქვს ცალმხრივი საუბარი, რომ უნდა გესაუბრო ადამიანზე, რომელიც ან მიყვარს, ან მომწონს... ალბათ მომწონს... სახელი არაა აუცილებელი... მითუმეტეს გვარი... ზემოთ გითხარი, რომ მიყვარს... მერე კი მოვაყოლე ან მომწონსთქო, სიმართლე ისაა, რომ ონლაინ გავიცანი... პროექტის დახმარებით... ვისაუბრეთ... სწორი იქნება თუ დავწერ... მიმოწერა გვქონდა... არც თუ ისე ცოტა... იქამდე მივედით, რომ სალაპარაკო თემას ინტერნეტში ვეძებდით... მხოლოდ ონლაინ ვიცნობ... პირადად მინახავს თურმე... მაგრამ ბევრი წლის წინ და არ მახსოვს კარგად... იმან გაიხსენა ესეც... რომ სადღაც გვინახავს ერთმანეთი... რავი რა გითხრა... ჭკვიანია, მხიარული, თავის თავს ზარმაცს უწოდებს... რავი ... ნამდვილად ,,კარგი“ გოგოა... მაგრამ არ ვიცი თუ შევხვდები რა გავაკეთო... მგონი ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა, როცა გოგოს ვხვდები არ ვიცი რა ვქნა... ცოტა... ცოტა კი არა მგონი ძალიან გაუგებრად წერია რისი თქმა მინდა შენთვის, მაგრამ ალბათ მიხვდები ლამაზიცაა (მგონი მანამდეც უნდა დამეწერა) ... ლამაზია ,,ც“-არ უნდა ... ხანდახან გონია, რომ თავს მაბეზრებს... და მეუბნება, რომ ჩემ თავზეც მოვყვე რაიმე... რომელიც ნამდვილად არ ვიცი მე... მაგრამ კითხვების დახმარებით... მაინც გამომდის ჩემ თავზე საუბარი...


_ ახლა ხომ მიხვდი, რატომ არ მინდა მელაპარაკო ამ თემაზე?..
_ გინდა შენით ,,გაიკვლიო“ გზა...
_ მადლობა, რომ გამიგე მეგობარო
_ მეგობარიც ხომ მაგიტომ ვარ?..
_
_ შეგიძლია ყოველთვის დამელაპარაკო მაგ თემაზე...
_ მადლობა მეგობარო
_ მე შენთვის მხოლოდ კარგი მინდა მეგობარო...
_ ვიცი ჩემო მესაიდუმლევ... მხოლოდ ეს მინდოდა... მადლობა მოსმენისთვის და ნახვამდის...
_ ნახვამდის



_ მეგობარო დამეხმარე... ცუდად ვარ... ხელები მიკანკალებს და გამაყუჩებელი არ მიყუჩებს ფეხის ტკივილს...
_ რამდენი აბი დალიე?
_ ოთხი აბი მიყოლებით...
_ რა დრო გავიდა წამლის დალევის შემდეგ?
_ ათ წუთზე მეტი...
_ ბებია სადაა?
_ მეზობელთან წავიდა... და რომ ვუთხრა ფეხი მტკივათქო დაპანიკდება...
_ იქნებ დაწვე და დაასვენო ფეხი?..
_ ვცადე მადგამ ფეთქავს... ძალიან...
_ არ ვიცი როგორ დაგეხმარო...
_ კიდევ რომ დვლიო გამაყუჩებელი?
_ არა ლუკა აღარ დალიო! ლუკა სად წახვედი!! აღარ დალიო მეტი!!! ლუკა!!!!
...
...
...
...
...
...
...
...
_ გამარჯობა მეგობარო... ბოდიში, რომ შეგაშინე... ბოდიში, რომ არ დაგიჯერე...
_ ბოდიში ვერ უშველიდა ვერაფერს რომ მომკვდარიყავი...
_ ხო მაგრამ ცოცხალი ვარ...
_ ცოცხალი იმიტომ ხარ, რომ ბებიაშენი დროზე ადრე ჩამოვიდა თავისდაუნებურად...
_ ხო... მართალი ხარ... მაგრამ გადავრჩი და ახლა ფეხბურთს ვერ ვითამაშებ... მინიმუმ ორი თვე... ვარჯიშები კი ერთ კვირაში მეწყება... მეგობარო აქ ხარ?.. დამელაპარაკე გთხოვ... იმედია წყენა მალე გადაგივლის... ნახვამდის მეგობარო...



_ მეგობარო... დინამოსგან მოწვევა მომივიდა...
_ ხო მაგარია...
_ მადლობა, რომ დამელაპარაკე...
_ შენი თქმით შენი მეგობარი ვარ ამიტომ... წყენა დავივიწყე...
_ კარგი მეგობარო...
_ თბილისში როდის გადადიხარ?..
_ ორშაბათიდან...
_ დღეს შაბათია 16.10.2021
_ მართალი ხარ მეგობარო...
_ ბებიამ როგორ მიიღო ეს ამბავი?
_ ეწყინა, რომ მივდივარ მაგრამ...
_ კაი... და იქ სად უნდა იცხოვრო?
_ დინამოს ბაზაზე... ჩემი ოთახი მექნება და ერთი ოთახის მეზობელი....
_ კაი... ახლა წადი ნივთები ჩაალაგე...
_ წავედი... თბილისში ვილაპარაკებთ...


_აჰა მეგობარო თბილისში ვართ... როგორც ჩანს ჩემი ოთახის მეზობელიც ბარსას ფანია... კედელი ბარსას პლაკატებითაა სავსე...
_ კარგია...
_ პირველი ვარჯიში ხვალ მაქვს... ცხრა საათზე, ვარჯიშის მერე საუზმე, მერე გართობისთვის კომპიუტერის ოთახში შეგვიშვებენ... მერე სამ საათზე სადილი... მერე დავისვენებთ, ხუთის ნახევარზე კიდევ ვარჯიში... მერე დავისვენებთ... და ცხრა საათზე ვახშამი...
_ ნამდვილად კარგი გრაფიკია...
_ კარგი მეგობარო ახლა ნამდილად არ ვიცი როდის დაგელაპარაკები... შეიძლება ძალიან მალე ან დიდი დროის შემდეგ... ასე რომ ნახვამდის მეგობარო...
_ ნახვამდის და წარმატებები...



_ გამარჯობა მეგობარო... როგორ ხარ?
_ კარგად... შენ ლუკა?
_ მეც კარგად... უკვე 2022-ია მეგობარო თან აპრილი მეგობარო...
_ ნამდვილად ლუკა 24.04.22
_ უკვე დინამოს ახალგაზრდული გუნდის ძირითადის ფეხბურთელი ვარ...
_ ძალიან კარგია მეგობარო... რა ქენი ახალ წელს?..
_ ბორჯომში ჩავედი ისე რომ ბებიასთვის არ მითქვამს... და გავახარე ახალი წლის ღამეს...
_ კარგი გიქნია
_ ბებიას ძალიან მოვნატრებივარ... ცრემლებიც შევნიშნე თვალებზე... მერე მისაყვედურა, რატომ არ მითხარი თუ მოდიოდიო რამეს მაინც დაგახვედრებდიო...
_ ბევრი რამე მომხდარა... ფეხი როგორ გაქვს?..
_ უკეთესად მაგრამ ტკივილები მაინც მაწუხებს ხოლმე...
_ ხო ცუდია..
( დიდი ხანი გავიდა იქიდან როცა ლუკამ ჩემთან ბოლოს ისაუბრა... მე ჩანთაში ვარ რა ხდება ლუკას თავს ვერ ვხედავ და არც მესმის მისი ხმა... ცოტას ვნერვიულობ... არ მინდა ის ერთადერთი ადამიანი დავკარგო რომელთანაც თავისუფლად ვსაუბრობ... რომელთანაც არ მჭირდება ჩემი აზრების ჩემთვისვე შენახვა... )
(ამ ჩანთაში ჯდომით აზრების კითხვა ვისწავლე... უკვე ლუკას აზრები მესმის ყოველშემთხვევაში მაშინ მაინც როცა ოთახშია...და ეს ძალიან იშვიათად ხდება... როცა ოთახშია ან სძინავს... ან მსოფლიოს ჩემპიონატს უყურებს და ამიტომ მისი ფიქრები და სიზმრები მოსაბეზრებელი იყო მანამ სანამ ერთ დღეს განერვიულებული არ მოვიდა... თავის მშობლებზე ფიქრობდა... ამბობდა ნეტავ მოვმკვდარიყავიო... ენატრებოდა მშობლები... ცოტა გაურკვეველი იყო რატო მოვიდა ასე განერვიულებული... მანამ სანამ მის გონებაში ბებიაზე არ გაირბინა აზრმა... ძალიან სწრაფი იყო და ამიტომ ცოტა გამიჭირდა... რომ გავიგე... მივხვდი რასაც გრძნობდა ლუკა ... როგორც ჩანს ლუკას ყველაზე მაგარი ბებია ... გულის შეტევით გარდაცვლილა... ასე კონკრეტულად იქიდან გავიგე, რომ დაიყვირა: ,,რატომ წახვედი ბებო რატომ დამტოვე მარტო“... ჯერ კიდევ 16 წლის ბიჭის არავინ დარჩა... დედ-მამა ბოლოს კი ბებიაც დაკარგა... )


(24.12.2022… ორი წლის წინ ამ დროს ლუკა ფანჯრიდან უყურებდა ,,სიმშვიდეს თოვლში ჩაძირულს“ ახლა კი საწოლში წევს... ელოდება ვარჯიშის... და ფიქრობს მათზე... მსოფლიო ჩემპიონატმაც ვერ გაახარა ბოლომდე... მე არ დამლაპარაკებია დიდი ხანია... )


(მოვიდა ახალი წელი ყველა თავის საყვარელ ადამიანებთან ... მარტო ლუკაა ბაზაზე თავის ოთახში წევს და ფიქრობს მომავალზე... აინტეერესებს რა მოხდება ... აინტერესებს რა ელის... თუ ეყოლება მომავალში საყვარელი ადამიანები...
ეს ყველაფერი მეც მაინტერესებს და ყველაზე მეტად ის რომ ვიქნები თუ არა ისევ ლუკას გვერდით)


მოვიდა ის დღე როცა გადამშალა და :
_ გამარჯობა ძველო მეგობარო...
_ გამარჯობა ლუკა ... დიდ ხანია არ გვისაუბრია უფრო ზუსტად...
_ არაა საჭირო დაკონკრეტება, მეგობარო...
_ კარგი... ახალი რა მოხდა?ამდენი ხნის შემდეგ?
_ ახალი... ის რომ ახლა მე ფეხბურთელი აღარ ვარ... იმ ტრამვის გამო კარიერა ნაადრევად დავამთავრე... ახლა კი ტკივილ გამაყუჩებლებთან ერთად ალკოჰოლსაც ვსვამ...
_ და ახლა რატომ გაგახსენდი?
_ ვიღაც ნაცნობთან მინდოდა საუბარი...
_ და მარტო მე ვარ ეგეთი? ამდენი ხნის შემდეგაც?
_ როგორც ჩანს...
_ ახლა სად ვართ?
_ ახლა თბილისში ვართ... აწ უკვე გარდაცვლილი ბაბუის სახლში...
_ თავს რით ირჩენ მეგობარო?
_ ხან სად ვმუშაობ ხან სად..
_ გასაგებია...
_ დიახ მეგობარო აქამდე დავეცი... თითქოს ნათელი მომავლის მქონე ლუკა, რომელსაც რაიმე პროფესიაზე მაინც შეეძლო ჩაბარება, მაგრამ მოხდა ის რასაც ხედავ ,, ალბათ კამათლები ცუდად გავაგორე“ ... გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვიღვიძებ... სასმლის გარეშე კი ვერ ვიძინებ... აი ეს დაემართა 2019-ში ჯერ კიდევ ,,კარგი“ მომავლის მქონე ლუკას...
_ ვხვდები რასაც გრძნობ... ჩვენთვის დღიურებისთვის დიდი იმედ გაცრუებაა როცა ვიღაც გიყიდის მაღაზიაში რაღაც მიზნებისთვის... მაგრამ ბოლოს ისე ხდება, რომ ჩვენში მხოლოდ 1-2 სიტყვას ჩაწერენ, შემდეგ შემოგვდებენ თაროზე და ასე ვივსებით მტვრით...
_ გავიგე მეგობარო გავიგე... ზოგჯერ ის რაც რთული მისაჩვევი გვგონია სწორედ მას ვეჩვევით ადვილად... მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ტკივილ გამაყუჩებლებს მივეჩვეოდი... მაგრამ დღეს მაგით ვცხოვრობ... არ ვიცი კიდევ თუ გვექნება საუბრები... უკვე არაფერი ვიცი... თუ ვისაუბრებთ ალბათ კარგი იქნება...
_ ნახვამდის მეგობარო...



(მკითხველო... რა თქმა უნდა იცი ვინ ვარ... ამ ბოლო დროს ლუკა სულ ერთ ,,რამეზე“ ფიქრობს... რაღაც წიგნს კითხულობს... რაღაცას შავი ყდით და წითელი ნახატით... ზოგჯერ მაკვირვებს... ისეთ რაღაცეებს აკეთებს... ვიღაცას ელაპარაკება... ხანდახან ვიღაცას მიმართავს: ,,დაჯექი დაიღლები სულ დგახარ, აქ მაინც დაჯექი...“ არის დღეები, როცა იცინის... უბრალოდ იცინის, კონკრეტულად არაფერზე... არის დღეები, როცა ტირის... უბრალოდ ტირის, კონკრეტულად არაფერზე... ხანდახან მდუმარედ ზის... თითქოს სძინავსო, მაგრამ არა... შეიძლება ჩაძინებია კიდეც... უმეტეს შემთხვევაში თითებით თამაშობს... თითქოს პიანინოზე უკრავს... არის შემთხვევები იატაკზე წევს... ხანდახან რაღაც მოუვლის ხოლმე და წამოიყვირებს... ხანდახან წვიმის წვეთებს აშტერდება... ხანდახან... კითხულობს...
სანიშნედ მესის ნახატიან ბარათს იყენებს... როგორც იმ შემთხვევებისა როცა წიგნებს კითხულობდა... ადრე... მისთვის კარგ დროს... როცა ,,სიცივე შორს იყო“ ... როცა წიგნი დაამთავრა აივნიდან მოისროლა... მერე დაჯდა და იტირა... რატომ არ ვიცი... მერე უცაბედად წამოხტა, ფურცელი მოგლიჯა... პასტა ვერ იპოვა და ფანქრით წერდა, რაღაცას ორ საათზე მეტი... როცა დაასრულა: დაკუჭა, დახია, დააქუცმაცა და შეჭამა... მეც გამიკვირდა ლუკასგან ასეთი მოქმედება, მაგრამ როგორც თქვა ერთმა ბრძენმა ადამიანმა: ,, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს“... ლუკა არის ადამიანი, რომელმაც ვერ გადაიტანა... ლუკამ ტკივილი უკან ვერ მოიტოვა... სწორედ ეს იყო მიზეზი რამაც დღეს აქ მოიყვანა ლუკა...
...მე მართალია დღიური ვარ, მაგრამ ბევრი ადამიანის ,,დაცემა“ მინახავს... ჩემი ძველი პატრონის მაგოდიდან დამინახავს, როგორ გადახტა საგიჟეთის ფანჯრიდან ერთი მწერალი კაცი... მინახავს ყოფილი ფეხბურთელი რომელმაც ნარკოტიკებით მოკლა თავი... და კიდევ მრავალი... ახლა კი ვუყურებ ლუკას რომელიც... კარგავს საკუთარ თავს... არაფერი ,,კარგი“ არ ტრიალებს მის გონებაში... ალბათ რომ არა მე და ვინმე ადამიანი კარგი იქნებოდა ლუკასთვის... და მისი გონებისთვის... მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ლუკას ,,ჩაკეტილობას“ დიდად ვერც ის ვინმე დაეხმარებოდა ახლა... ამ წამს... ამ წუთს...ამ დღეს... ამ კვირას... ამ თვეს... ამ წელს...


მოვიდა ის დღე როცა ლუკამ დიდი დროის შემდეგ ჩანთიდან ამომიღო ხელში საწერი კალამი ეჭირა გადამშალა და :
_ გამარჯობა ძველო მეგობარო...
_ გამარჯობა ლუკა ... დიდ ხანია არ გვისაუბრია უფრო ზუსტად...
_ არაა საჭირო დაკონკრეტება, მეგობარო...
_ კარგი... ახალი რა მოხდა?ამდენი ხნის შემდეგ?
_ ახალი... ის, რომ ახლა მე ფეხბურთელი აღარ ვარ... იმ ტრამვის გამო კარიერა ნაადრევად დავამთავრე... ახლა კი ტკივილ გამაყუჩებლებთან ერთად ალკოჰოლსაც ვსვამ...
_ და ახლა რატომ გაგახსენდი?
_ ვიღაც ნაცნობთან მინდოდა საუბარი...
_ და მარტო მე ვარ ეგეთი? ამდენი ხნის შემდეგაც?
_ როგორც ჩანს...
_ ახლა სად ვართ?
_ ახლა თბილისში ვართ... აწ უკვე გარდაცვლილი ბაბუის სახლში...
_ თავს რით ირჩენ მეგობარო?
_ ხან სად ვმუშაობ ხან სად..
_ გასაგებია...
_ დიახ მეგობარო აქამდე დავეცი... თითქოს ნათელი მომავლის მქონე ლუკა, რომელსაც რაიმე პროფესიაზე მაინც შეეძლო ჩაბარება, მაგრამ მოხდა ის რასაც ხედავ ,, ალბათ კამათლები ცუდად გავაგორე“ ... გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვიღვიძებ... სასმლის გარეშე კი ვერ ვიძინებ... აი ეს დაემართა 2019-ში ჯერ კიდევ ,,კარგი“ მომავლის მქონე ლუკას...
_ ვხვდები რასაც გრძნობ... ჩვენთვის დღიურებისთვის დიდი იმედ გაცრუებაა როცა ვიღაც გიყიდის მაღაზიაში რაღაც მიზნებისთვის... მაგრამ ბოლოს ისე ხდება, რომ ჩვენში მხოლოდ 1-2 სიტყვას ჩაწერენ, შემდეგ შემოგვდებენ თაროზე და ასე ვივსებით მტვრით...
_ გავიგე მეგობარო გავიგე... ზოგჯერ ის რაც რთული მისაჩვევი გვგონია სწორედ მას ვეჩვევით ადვილად... მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ტკივილ გამაყუჩებლებს მივეჩვეოდი... მაგრამ დღეს მაგით ვცხოვრობ... არ ვიცი კიდევ თუ გვექნება საუბრები... უკვე არაფერი ვიცი... თუ ვისაუბრებთ ალბათ კარგი იქნება...
_ ნახვამდის მეგობარო...

_ გამარჯობა მეგობარო...
_ გამარჯობა მეგობარო...
_ მინდა ერთი ამბავი მოგიყვე...
_ გისმენ ყურადღებით
_ თბილისში, რომ ჩავდიოდით მთელი ოჯახი ბაბუასთან... რა თქმა უნდა სულ სახლში ვერ ვიჯდებოდი... ამიტომ ერთ დღეს ეზოში მარტო თამაშისას გავიცანი, ამერიკელი, ,,ჩემი შავი ძმა“ (სახელი არაა საჭირო) რომელსაც დედა ქართველი ყავდა და როგორც გავიგე უკვე ორი წელია საქართველოში ცხოვრობდნენ... კალათბურთის შესახებ რაც ვიცი მისი დამსახურებაა... ვთამაშობდით ხოლმე, უმეტესად მიგებდა მაგრამ ხანდახან მეც ვუგებდი... რომ არა ფეხბურთის ასეთი სიყვარული კალათბურთზე შევიდოდი... მაგრამ ჩემი ტრამვით არ ამ სპორტში მელოდა დიდი მომავალი... მართალია მაშინ არ მქონდა ტრამვა მაგრა... თბილისში ერთადერთი მეგობარი მყავდა და სულ მიხაროდა თბილისში ჩასვლა... მაგრამ ერთ დღეს მეგობარო მომდის მესიჯი ,,ჩემი შავი ძმისი“ მესენჯერით... დედამისი მწერდა... როგორც ჩანს ,,ჩემი შავი ძმა“ ამერიკაში წასულა მამამისის სანახავად და...
_ და მეგობარო რა?..
_ რა და მანქანას დაურტყამს...
_ ეს ამბავი ნამდვილად არ ვიცოდი...
_ ხო მეგობარო მე კი პირველად მოვუყევივი ეს ამბავი მეგობარს... როგორც წინათ გითხარი... როგორც ჩანს ჩემი დამრიგებელი მართალი ყოფილა... ყველაფრის ჩვენთვის დატოვება კარგი ნამდვილად არ არის... რაც არ უნდა იყოს ,,ეს“ შიგნიდან გჭამს... რაღაც დოზით მაინც უნდა თქვა ის რასაც ფიქრობ, ვინმეს თუ არა, რამეს მაინც უნდა დაელაპარაკო...
_ გასაგებია მეგობარო...
_ სულ ცოტა ხანში დაგელაპარაკები...
(ლუკამ ორად გადამკეცა, შარვლის უკანა ჯიბეში ჩამიდო და სადღაც აძრომა დაიწყო...
...
...
...
...
...
...
_ ეს ჩვენი ბოლო დიალოგი იქნება მეგობარო...
_ მოვიდა დრო?
_ კი მეგობარო... დრო მოვიდა ვიფიქრო მშობლებზე, ,,ყველაზე მაგარ ბებოზე“ და ბოლოს ფეხბურთზე...
_ მგონი ცოტა მაღალია მარტო მაგ სამ თემაზე საფიქრალად...
_ ბოდიში უნდა მოგიხადო რადგან შენც უნდა გადაგაგდო...
_ ხო მაგას მივხვდი... საბოდიშო არაფერია... მეგობარო ბოლო კითხვა: დროის მანქანა, რომ გქონდეს რას გააკეთებდი?
_ თბილისში წასვლაზე უარს ვიტყოდი იმ ვითომდა ჩვეულებრივ დღეს...
_ კარგი მეგობარო მე მზად ვარ...
_ მეც მეგობარო...
...

. .
... გათენდა.. როგორც ძველმა პატრონმა მითხრა დაკონკრეტება არაა საჭირო... მზე მთლიანად თეთრია... წვიმის წვეთები ნაზად ეცემა მდინარეზე... ამ ყველაფერთან ერთად უჩვეულოდ თბილი სიო არწევს ფოთლებს... ტალახიანი ფოთლები ხის ძირში ყრია... დღეს სწორედ ის დღეა, როცა ფერადი შემოდგომა ერთ ფერს მიეჩვევა...მე მთლიანად სველი ვარ... ლუკას ვერ ვხედავ... ალბათ დინებამ წაიღო...ჩემ ბოლო აზრს ვიტყვი ლუკასთან დაკავშირებით: ლუკას ვინმე ახლო ადამიანი, რომ ყოლოდა გვერდით... მაგალითად ის ერთხელ, რომ მითხრა ონლაინ გავიცანი ერთი გოგოო... მაგალითად ის გოგო, რომ ყოფილიყო ლუკასთან ლუკა არ ...
ვხედავ ვიღაც შავებში ჩაცმულ მოხუც ქალს შარვლის ერთი ტოტი უფრო გრძელია ვიდრე მეორე, დახეული ,,კურტკა“ აცვია რომელსაც ,,ზმეიკა“ მოგლეჯილი აქვს, რომელმაც შემამჩნია... დროა ყველაფერი ეს ამოვშალო ჩემი ფურცლებიდან
და
ახალი პატრონის მფლობელობაში
გადავიდე.
...
...
...
...
...
...
სიტყვები ხანდახან თავისით ქმნიან წინადადებებს... ზოგი წინადადება ერთ სიტყვიანია, ზოგი ორ სიტყვიანი... ხანდახან თვრამეტ სიტყვიან წინადადებებსაც შეხვდები... ასე რომ ყველაფერს შეიძლება შეხვდე... შეიძლება შეხვდე მათხოვარს, რომელიც ადრე ოპერის მომღერალი იყო, შეიძლება შეხვდე ტაქსისტს, რომელსაც სახლში არა ორი არამედ ექვსი დიპლომი უწყვია, შეიძლება შეხვდე მცხობელს, რომელმაც სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა... შეიძლება შეხვდე ადამიანს, რომელიც ერთი შეხედვით მდუმარე არსებაა, მაგრამ მრავალჯერადი დაკვირვების და მისი გაცნობის შემდეგ ის ყველაზე სიცოცხლით სავსე ადამიანია, რომელიც ოდესმე გინახავს... შეიძლება ნახო ისეთი დღე როცა მზე და მთვარე ერთად იტივტივებენ ღრუბლებში, შეიძლება გათენდეს ისეთი დღე როცა წვიმის მაგივრად ციდან ცეცხლის ისრები ,,წამოვა“ , შეიძლება გათენდეს ისეთი დღე, როცა ვულკანში ცეცხლის ნაცვლად წყალს დავინახავთ, შეიძლება გათენდეს ისეთი დღე, როცა მიწის ნაცვლად ცაზე გავივლით... დამეთანხმები ბევრი რამე შეიძლება, როცა სიტყვა ,,შეიძლებას“ ვხმარობთ... შეიძლება შენ ერთ დღეს მიყიდო მე (დღიური) მაგრამ ვერ მიცნო ორი სიტყვა დააწერო ჩემს ფურცლებს და შემომდო სადღაც თაროზე, რომ მტვრით დავიფარო... შეიძლება შეხვდე ლუკას, მაგრამ ვერ იცნო იმიტომ, რომ ის ლუკა იქნება...თავის ფანტაზიაში ჩაფლული, რომელსაც არ ეცლება უბრალოდ შემოგხედოს შენ... ( სულ იყავი საყვარელ ადამიანებთან ერთად... მერე რა თუ როდესღაც რაღაც გეწყინა მათგან... მნიშვნელოვანი ადამიანები აცოცხლებთ ერთმანეთს და მრავალფეროვანს ხდით თქვენს სიცოცხლეს)...

(შენ, ყოველთვის მომღიმარო, დაბალი თვითშეფასების მქონე, კონკრეტულად შენ, იქნებ მომენტი ,,,გამეპარა“?.. კონკრეტულად შენ... მაშინ არ მითქვამს...)



№1 სტუმარი სტუმარი George

avtori damdebi ar aris? Ki Ewera anonimurio, mara egec sheileba istoriis nawilic yofiliyo cota davibeni

 


№2  offline წევრი სოფოკო

არა მე არ ვარ ავტორი, ჩემი მეგობარისაა

 


№3 სტუმარი სტუმარი Kato

აუ ძალიან მომეწონა ემოციებით სავსე ისტორიაა. სასიამოვნო იქნებოდა ავტორის ამ საიტზე ხილვა შეუძლია აქაც იყო ანონიმური
მადლობა წარმატებები.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინი

განსხვავებულია. ბოლოს როდის შემითრია ასე კითხვამ, აღარც კი მახსოვს.
მომეწონა, მაგრამ რაღაცნაირი შეგრძნება დამიტოვა. კითხვის შემდეგაც ვფიქრობდი, ვერაფრით მოვიშორე ფიქრები - იშვიათად მემართება ასე.
ზოგადად ხომ ყველას აზრი განახვავებულია, მაგრამ მე ვფიქრობ ბიჭები კიდევ სხვანაირად გაიგებენ, რავიცი.
მართლა მაინტერესებს მათი აზრი.
ავტორს წარმატებები.


სტუმარი George
avtori damdebi ar aris? Ki Ewera anonimurio, mara egec sheileba istoriis nawilic yofiliyo cota davibeni

გიო, შენ რას ფიქრობ? არ შეაფასე, რაიმე მიზეზი არსებობს?

 


№5 სტუმარი სტუმარი George

Shepaseba mindoda mara avtori anonimuriao ragacnairad damikarga aman mugami. Vici ro mainc naxavs mara ravi raa.
Zogadad pentezis janris moyvaruli ar var.
Albat ertadertia rac am mxriv wavikitxe isic imito ro sataurma shemitria.
Shecdomebi aris nawershi mara magaze ar daviwyeb exla pilologebi chemze uket gaasworeben.
Ubralod rasac rchevasavit vityodi
Rogorc tema iwereba daaxloebit egeti pontia istoriis dawerrisasacc.
Shesavali mere gavrcoba daskvna.
Shua nawilshi zedmetad gawelilad momechvena sawyenad nu miigebt chemi azria ubralod. Titqos ragac erts tkepnida ra.
Roca aset temas exebi cota meti emociaa sachiro ro mkitxvelmac metad igrdznos imedia xvdebi rasac vambob.
Ase amboben xolme jer shen unda igrdzno ro mkitxvelmac igrdznoso, magari ar mjeroda tavidan mara ai weris proceshi mivxvdi ro martla egre yopila.
Wer ase iyo ase iyo, ki ragac nawili iyo martla vigrdzeni mara mere daikarga ra. Ravici sheileba chemshia problema.
Tanac ise iwyeb, ise agwer tavidan sul ar gegoneba pentezi. Mere uceb dgiuris alaparakeba.. Ai rogor vtqva ra.
Iseti shegrdzneba maq tavidan sul ar apirebdi pentezss da mere shecvale.
Yvelaperi imdenad realuria tavidan da mere hop am lukas sjera ro dgiuri alaparakdeba ertxel aucileblad.
Amit tu imis migweva gindoda ro luka ver laparakobs tavis tavze, ar aris gaxsnili da rac aqvs gadatanili es mkitxvelma rogorgac unda gaigos, shegedzlo ubralod mesame pirshi dagewera.
Dzaan kritikosadac nu mimigeb ubralod pirdapirobis gareshe ar shemidzlia.
Me xom ar vici sheni sxva nawerebi, sheileba stili gaq aseti, komportis zona ase pentezshi weraa, ase giadvildeba.
Me vicodi xolme adre, ro damiwyebdnen ase were, ise were, eg ar unda shegshloda ar gepatieba metqi me ase miswordeba da ase mewerineba.
Xoda sheileba shenc ase giswordeba.
Ar gicnob rogorc avtors, vgulisxmob shens nawerebs ar vicnob.
Es bolo nawili kide saertod ra shuashia ver gavige. Titqos istoriis nawili sulac araa.
An tu mainc da mainc gindoda dawera tavshi upro mouxdeboda me ase vpiqrob.
Da is kidev dabali tvitshefasebis mqonde adamianoo, amaze ai arvici ra vtqva. Saertod risi tqma gindoda magit ver chavwvdi. Ubralod asota tanmimdevrobaa chemtvis meti araperi.
Arvici, kidev ertxel gavmeordebi sheileba chemshia problema, chemamde ver movida da sxvistvis shedevri iyos.
Es ubralod chemi azria.

Tu damwyebi xar,mashin getyvi ro didi potenciali gaq da ar danebde arapris pasad.
Martalia Dadebiti da uaryopiti yvelapershia mara mwerloba es kide yvelqze rtulia.

Ravici warmatebebs gisurveb. Vimedovneb ro arc damdebs swyenia arc avtors.

 


№6  offline წევრი სოფოკო

მადლობა. იმედი მაქვს გაითვალისწინებს

 


№7 სტუმარი პოლ-ჯონ-ასტონ-სტემპტონი

ბატონო გიორგი... პირველ რიგში, მადლობა კრიტიკისთვის... პირადად შენ იმიტომ გესაუბრები, რომ მთლად სწორი კრიტიკა არ იყო... შენ ამბობ: ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ თავიდან არ აპირებდი ფენტეზის დაწერასო..." (ბოდისში თუ აზრი დაგიმახინჯე)... არადა თავშივე წერია ეს სიმართლის ნაშთებზე დაყრდნობილი ფანტაზიაა... მაშინ სხვას რას ელოდი, როცა ამას კითხულობდი?.. მერე ამბობ (ან მანამდე...) უემოციოდაა დაწერილიო, ჩემთვის კი ნამდვილად ემოციური იყო ყოველი სიტყვა რაც წერია... რაც შეეხება ბოლო ფრაზას, ის ვისთვისაც იყო იმან გაიგო... ,,ეს'' რაც მე დავწერე აქ დასადებად ნამდვილად არ დამიწერია... აქ მხოლოდ მეგობრის გამო მოხვდა... და კიდევ ერთი გთხოვ ამის მერე წერე ქართულით...

ყველას დიდი მადლობაა :)

 


№8 სტუმარი სტუმარი მარი

პირველ რიგში, მგონი მწერლებზე მეტად არავის უნდა ქართულად წეროს :დ მაგრამ ზოგს შრიფტი არ აქვს. ამაზე ხაზის გასმას, მე მაგალითად საჭიროდ არ ვთვლი.
ისტორია მომეწონა. ძალიან კარგი იყო, ძალიან.
მაგრამ კომენტარიდან გამომდინარე, ავტორს კრიტიკა ეწყინა, თუ მე დამრჩა ასეთი შეგრძნება ვერ გავიგე.
ძალიან კარგად მესმის, როდესაც ამბობ ჩემთვის ემოციური იყო ყოველი სიტყვა რაც წერიაო.
ამიტომაცაა მწერლობა რთული. ამას ვინც იტყვის, ყოველთვის ყველას დავეთანხმები.
შეიძლება შენთვის არის. კი ბატონო, ჩემთვისაც არის. რაღაც მომენტში ცრემლიც კი მომადგა, მაგრამ ვიღაცისთვის არ არის.
მნიშვნელობა არ აქვს, ეს მწერალი იქნება თუ ვინ.
მეც მწერალი ვარ, გიორგიც მწერალია. მაგრამ მე სხვა შეხედულება მაქვს, მას სხვა.
მე მომწონს, ვგრძნობ.
მანაც თქვა რომ ისიც გრძნობს, ოღონდ უფრო ნაკლებად.
ვიცი, ძალიან კარგად მესმის რას ნიშნავს როდესაც გეუბნებიან ვერ ვგრძნობო, როცა შენ მთელ ემოციებს დებ მასში. მეც ვყოფილვარ დამწყები (შეიძლება შენ არც ხარ) და ძალიან ცუდად გავმხდარვარ, თითქმის იგივე კრიტიკაზე.
მაგრამ დრო გავიდა და მივხვდი ეს უბრალოდ ასეა. ჩვენ კი ვეგუებით. ყოველთვის, ყველაფერს არამარტო მწერლობაში.
მაშინ მწყინდა, ახლა აღარ მწყინს. იმიტომ რომ ყოველთვის, ყველას მოსაწონი ვერ იქნები.
წარმატებებს გისურვებ და არც კი გაბედო, ვიღაცის გადაბრუნებული სიტყვის გამო, წერის შეწყვეტა.
ასე ძალიან ხშირად იქცევიან და ყველას ვერც ვუსწრებ.
შეიძლება შენ ასე არც ფიქრობდი, არც გწყენია. მაგრამ პირიქით რომ ყოფილიყო?
არ მინდა, სამყაროს ნიჭიერი ახალბედა მწერლები დააკლდეს.
კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ ძალიან მომეწონა და სიამოვნებით ვიხილავდი შენს შემდეგ ნამუშევარს.

 


№9 სტუმარი პოლ-ჯონ-ასტონ-სტემპტონი

სტუმარი მარი
პირველ რიგში, მგონი მწერლებზე მეტად არავის უნდა ქართულად წეროს :დ მაგრამ ზოგს შრიფტი არ აქვს. ამაზე ხაზის გასმას, მე მაგალითად საჭიროდ არ ვთვლი.
ისტორია მომეწონა. ძალიან კარგი იყო, ძალიან.
მაგრამ კომენტარიდან გამომდინარე, ავტორს კრიტიკა ეწყინა, თუ მე დამრჩა ასეთი შეგრძნება ვერ გავიგე.
ძალიან კარგად მესმის, როდესაც ამბობ ჩემთვის ემოციური იყო ყოველი სიტყვა რაც წერიაო.
ამიტომაცაა მწერლობა რთული. ამას ვინც იტყვის, ყოველთვის ყველას დავეთანხმები.
შეიძლება შენთვის არის. კი ბატონო, ჩემთვისაც არის. რაღაც მომენტში ცრემლიც კი მომადგა, მაგრამ ვიღაცისთვის არ არის.
მნიშვნელობა არ აქვს, ეს მწერალი იქნება თუ ვინ.
მეც მწერალი ვარ, გიორგიც მწერალია. მაგრამ მე სხვა შეხედულება მაქვს, მას სხვა.
მე მომწონს, ვგრძნობ.
მანაც თქვა რომ ისიც გრძნობს, ოღონდ უფრო ნაკლებად.
ვიცი, ძალიან კარგად მესმის რას ნიშნავს როდესაც გეუბნებიან ვერ ვგრძნობო, როცა შენ მთელ ემოციებს დებ მასში. მეც ვყოფილვარ დამწყები (შეიძლება შენ არც ხარ) და ძალიან ცუდად გავმხდარვარ, თითქმის იგივე კრიტიკაზე.
მაგრამ დრო გავიდა და მივხვდი ეს უბრალოდ ასეა. ჩვენ კი ვეგუებით. ყოველთვის, ყველაფერს არამარტო მწერლობაში.
მაშინ მწყინდა, ახლა აღარ მწყინს. იმიტომ რომ ყოველთვის, ყველას მოსაწონი ვერ იქნები.
წარმატებებს გისურვებ და არც კი გაბედო, ვიღაცის გადაბრუნებული სიტყვის გამო, წერის შეწყვეტა.
ასე ძალიან ხშირად იქცევიან და ყველას ვერც ვუსწრებ.
შეიძლება შენ ასე არც ფიქრობდი, არც გწყენია. მაგრამ პირიქით რომ ყოფილიყო?
არ მინდა, სამყაროს ნიჭიერი ახალბედა მწერლები დააკლდეს.
კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ ძალიან მომეწონა და სიამოვნებით ვიხილავდი შენს შემდეგ ნამუშევარს.









მადლობა... სტიმულიაა... და არა არ მწყენია.....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent