შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეჯახება ზევსთან. (თავი 5)


22-01-2021, 12:12
ავტორი naattii
ნანახია 3 075

-ნათია ვიწვი_რამდენიმე წუთის შემდეგ ძლივს მოვიდა გონს და მიხვდა, რომ ვიღაცისთვის უნდა მოეყოლა.
-ჰაჰაა, უკან მოგიბრუნა ღმერთკაცმა ყველანაირი წყევლა?_სიცილი აუტყდა გოგოს.
-ნათია, ვიწვი_ჩახვეულ მდგომარეობას თავს ვერ აღწევდა ნინი და ჯერ კიდევ წიწკნიდა ვაჩეს შეხებისგან სხეულის ნაწილები.
-შენი ამბავი რომ ვიცი მიოში იქნები და გამოიტანე ვედროთი ნაყინი გაგაგრილებს.
-მეც დაგირეკე რა, სულ გაგაფუჭა შენმა ქმარმა._ტირილი მოუნდა შუა ქალაქში ნინის სიმწრისგან.
-გამო, მომიყევი_სიცილით გათიშა ნათიამ დ ამეგობარს დაუწყო ლოდინი. დიდხანს არც დაჭირვებია.


-გოგა, რა ქენი?_ღიმილიანი ხმით საუბრობდა ვაჩე.
-დაველოდე როგორც მთხოვე, რამდენიმე წუთი ისევ იქ იჯდა, შემდეგ ტაქსი გამოიძახა და მეგობართან წავიდა.
-ასეც ვიცოდი_სიცილს მოუმატა ბიჭმა.
-კიდევ დაგიმატო როგორი დან*რეული გაქ?_გოგას ახალი გასართობი თემა მიეცა.
-მადლობთ, წინა 9 მეყო_ხასიათს ვერაფერი გაუფუჭებდა ვაჩეს.

-პირდაპირ დაიწყებ თუ ცივ წყალს დალევ ჯერ_ყინულიანი წყლით ხელში დახვდა ნათია
-ოჰ ნათელა, შენ კი გყავს გენაცვალე ქმარი და გულაობ და მე, ამ თავშენახულ ქალს კი ამიფოფრა და ამიფოთქინა ჰორმონები. ღმერთო, მართლა ღმერთკაცია_ვარსკვლავის ფორმაში დაეგდო პირდაპირ დივანზე.
-მოიცა, მართლა ასე მოგწონს? რაღაც მხრივ მეგონა ხუმრობდი.
-ნეტავიიი, მართლა სიმპატიურია, რა თქმა უნდა ჯერ ცნობით არ ვიცნობ, მაგრამ ფორმა საშინლად კი უხდება.

კიდევ ცოტა ხნით გაჩერდა მეგობართან და შემდეგ სახლში დაბრუნდა. ვანა წყლით აავსო და ყურსასმენების თანხლებით ნეტარებით ჩაწვა ცხელ წყალში, უნდოდა წამიერად მაინც დაფიქრებულიყო მის ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებზე. ზევსი, მეზობელი, ძალადობა, ნარკოტიკები, როდის დაემსგავსა მისი ცხოვრება ფილმის სიუჟეტს? ახლა რა, ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ უნდა წასულიყო? ხელში იარაღად რა დაეკავებინა, კალამი? ან ეს ვაჩე სად გამოძებნა, ადამიანს წესიერად არც იცნობდა, მაგრამ იმხელა ლტოლვას გრძნობდა მის მიმართ ჰორმონებს კი არა, ხელებს ვერ აწყნარებდა. ბიჭის დანახვაზე ძალაუნებურად უჩნდებოდა სურვილი მოფერებოდა, უბრალოდ ხელით შეხებოდა და მასთან ახლოს ყოფილიყო.
-მემგონი დავვავადმყოფდი_წამში დაჭყეტილი თვალებით ამოძვრა ვანიდან და შხაპს მიაშურა.

დილით ისევ ჯეიმს ბონდივით გამოეწყო. ამჯერად სულ სხვა მიზანი ამოძრავებდა, რადგან მათ ბუნაგს მიაგნო კაფეში, ერთი თენგო არაფერი იქნებოდა იმათთან შედარებით სხვა ხალხიც რომ ამოეცნო. ბოლომდე დატენილი მობილურით დაჯდა მოპირდაპირე მხარეს ისე, რომ სადგომზე დაყენებული მანქანები მის დანახვას მვენივრად უშლიდნენ ხელს. კამერა ჩართული იჯდა და ყველა ამომსვლელს აფიქსირებდა გვერდიდან, ზედმეტად ახლოს განაგონმა ხმამ რომ შეაფუცხუნა:
-აქ რას აკეთებ?_ისე მკაცრად შესძახა ვაჩემ ლამის ტელეფონი გააგდებინა ხელიდან.
-ჯანდაბა ინფაქტი დამმართე_გულზე მიიდო ხელი და ძლივს მოასწრო იმ წამს ამოსული კაცის დაფიქსირება კამერაზე.
-ისევ აგენტობ?_აშკარად ქენონის ახალი მოდელის აპარატი ეკავა ბიჭს ხელში და ლამის დადნა ნინი.
-ეს სად გქონდააა?
-სამსახურისაა_ გაეცინა ვაჩეს და კიდევ ერთს გადაუღო.
-შენ რას აკეთებ ყმაწვილო აქ?_თვალები აუციმციმდა გოგოს.
-საკუთარი მოკვლევით მივალ გამომძიებელთან, ვიღაცაზე დაყრდნობით ვერა.
-ვიღაცა ვარ ამხელა ფილარმონია ქალი?_აშკარა წყენა ეტყობოდა ნინის ხმაზე.
-შენი ფილარმონიობის რა მოგახსენო, მგრამ აი ....._მკერდ ზე უყურებდა ვაჩე გოგომ რომ შეჰყვირა -თენგო მოდის.
-რაა? სად?_ვერ გაიხედავდა ვაჩე, მაშინვე იცნობდნენ.
-ჯანდაბა, ვიღაც კაცთან ერთად, რომელმაც ზუსტად ჩვენს გვერდით მდგომი მანქანა გააღო.
-არ უნდა დავიწვეთ, უნდა წავიდეთ_გასაქცევ გზებს ეძებდა თვალებით ვაჩე.
-უფრო მივიპყრობთ ყურადღებას, სხვა იდეა მაქვს_გაკვირვებულად მომზირალ ბიჭს მთელი ძალით დაქაჩა მაისურზე და თავისკენ მოსწია, ორ წამში კი უკვე ტკბებოდა სასურველი ტუჩებით. იმდენად სასიამოვნო იყო სურვილზე აყოლა, ბოლოსდაბოლოს იმისი გაკეთება რაც მთელი გულით გსურს, ისეთი ფაფუკი ტუჩები ქონდა ნინის თვალები მიეხუჭა ბიჭს, სრულიად დაავიწყდა, სად იჯდა და როგორ, საქმეზე იყო თუ გასართობად, ეს იყო ის ბედნიერი წამები, როდესაც საკუთარი სახელიც კი არ ახსოვდა დედამიწის ზურგე.
როცა უჰაერობამ შეაწუხა ორივე, მხოლოდ მაშინ მოიფიქრეს გაჩერებულიყვნენ. უკან დაწეული სახეებით არცერთმა იცოდა ახლა რა რეაქცია უნდა ქონოდათ. ვაჩე ისევ ნინის მადისაღმძვრელ ტუჩებს მიშტერებოდა და ფაქტი იყო ისევ უნდოდა ის შეგრძნება ქონოდა.
-მიუხედავად იმისა რომ დასახვეწი ხარ, იდეა ნამდვილად მომეწონა_სრულიად შეუფერებელი კომენტარით დაიხია ვაჩემ უკან და ღრმად ამოისუნთქა ისევ რომ გაეწმინდა გონება.
-დიდი შეღავათია_გული ჩაწყდა ნინის და მაშინვე წამოდგა -ნახვამდის ღმერთკაცო.
-ნინი, მიდიხარ?_გულდაწყვეტილი წამოდგა ვაჩეც, მაგრამ გოგო აღარ მობრუნებულა.

ისეთი გულდამძიმებული მიაბიჯებდა სახლისკენ, გეგონებოდათ მთელი მსოფლიოს ტვირთი მას აჰკიდესო, პირველად მისცა თავს უფლება სურვილებს აჰყოლოდა, პირველად მოუშვა ადამიანი ასე ახლოს, პირველად შეეხო მის ტუჩებს თანაც საკუთარი ინიციატივით და რა? რა მიიღო პასუხად? ღმერთო, როგორი სირცხვილია, ხელები აიფარა სახეზე და მთელი გულით მოუნდა იქვე ატირებულიყო....

გაურკვევლობით სავსე შევიდა ვაჩე განყოფილებაში და გამომძიებელი ყიფიანი იკითხა, უკვე გადაღებული ფოტოებითა და მოგროვილი მასალით მიიწევდა კაბინეტისკენ და ვერაფრით იშორებდა შეგრძნებას, რომ რაღაც ისე არ იყო, რაღაც ცუდად გააკეთა. დარეკვაც სცადა ნინისთან, მაგრამ მობილურის ოპერატორმა საკმაოდ ზრდილობიანად მოახსენა ტელეფონის გამორთვის შესახებ. ასეთი რა უთხრა? მან ხომ იხუმრა? სულ არ ხუმრობდნენ? აბა რა ეთქვა, გასაგიჟებელი ტუჩები გაქვს და ერთი სული მაქვს როდის გავიმეორებთო? ისე დააკაკუნა კარზე და შიგნითაც შევიდა არეული გონება წამითაც არ მოსულა მწყობრში.

მეორე დილით რვა საათი იქნებოდა ვაჩე და გოგა მანქანით უკვე სამორიგეოდ რომ იყვნენ გასულები. პირველად მოხდა სენსაცია და გოგას საჭესთან დაჯდომა ყოველგვარი შეკამათების გარეშე ერგო.
-რა გჭირს ბიჭო, გამომძიებელმა დამხმარედ აგიყვანა, რაც შენს შეფასებაშიც შევა, მეცხრე ცაზე უნდა იყო_გაკვირვებულმა გადმოხედა მეგობარს.
-აუ რავი, არ ვარ ხასიათზე_თვალი აარიდა ბიჭს.
-გასაგებია, სატრფოს ამბავია ანუ_ჩაეცინა გოგას და პასუხი რომ ვერ მიიღო გაკვირვებულმა გადმოხედა გვერდით მჯდომს -არც კი შემეკამათები?
-ერთმანეთს ვაკოცეთ_ხმადაბლა გაისმა სალონში ხმა
იმდენად გაუკვირდა საჭესთან მჯდომს წამიერად დაამუხრუჭა და ლამის ცხვირი მიარტყმევინა ვაჩეს
-რაოო?
-რა იყო გეგონება მოჩვენება დაინახე.
-მერე ასეთ ხასიათზე ხარ? გაგიჟდი შე*ემა? უნდა დაფრინავდე.
-მასეც არაა_თავი დახარა ბიჭმა
-რა ჩაიდინე?_მაშინვე მიხვდა გოგა
-მან მაკოცა, ანუ არც ვიცი ნამდვილი კოცნა ქვია თუ არა, იმ მოძალადის სათვალთვალოდ ვიყავით და დაგვინახავდა რომ არ ეკოცნა.
-სულ გამო*ლევდი? შენი აზრით რომ არ ნდომოდა სხვა გზას ვერ მოიფიქრებდა? იდიოტი ხარ, გოგოს დანახვის დღიდან მოწონხარ და შენ რა დასკვნებს აკეთებ.მოიცა, მაგის გამო არ იქნები ასე. რა გააფუჭე?_თვალები დაიწვრილა ბიჭმა
-კარგი იდეა კი იყო, მაგრამ კოცნა დასახვეწი გაქვსთქო?_შეკითხვად გადააკეთა ნათქვამი და გოგოას სახეზე მიხვდა, რომ მართლაც ვერ ხვდებოდა რაღაცას.
-ბიჭ *იგ გაქ თუ რა გჭირს? გოგომ გაკოცა, გ ა კ ო ც ა, და შენ შეურაცხყოფა მიაყენე.
-რითი, ნუ გადამრევ მე ხომ ვეხუმრე.
-კოცნაზე? ეგრე რომ ვუთხრა სალომეს ვეღარც მივაგნებ მეორედ.
-ორი დღეა არ მპასუხობს.
-კაი გამარჯობა შენი, სკოლაში მივაკითხოთ_თვალი ჩაუკრა ძმაკაცს და ბუხაიძისკენ გადაუხვია.

ნახევარი საათი მოუწიათ სკოლასთან ცდა სანამ ნინი გამოჩნდებოდა, მომავალს მათემატიკის წიგნი ეკავა ხელში და ზემოთ არც კი იხედებოდა.
-ნინი მას, კერძო გაკვეთილებს თუ ატარებთ?_ნაცნობ ხმის გაგონებაზე ინება მხოლოდ წიგნიდან ამოძრომა.
-სამწუხაროდ, თავისუფალი დრო აღარ მაქვს_უბრალოდ გაუღიმა ბიჭს.
-როგორ ხარ ნინი?
-კარგად ვაჩე, თავად?_ზრდილობიანად დაუბრუნა პასუხი და საათს დახედა, თითქოს აგრძნობინა შენთვის დრო არ მაქვსო.
-მეც კარგად, გირეკავდი._არაფერი შეიმჩნია ბიჭმა
-ხო, დასატენი მქონდა ტელეფონი, ახალია რამე საქმეზე?_ისე უბრალოდ ესაუბრებოდა ეს გოგო ვითომ გუშინ სხვა კოცნიდა ისე ვნებიანად.
-გამომძიებელთან ვიყავი გუშინ, მასალები გადავეცი და მეც დავეხმარები ამ საქმეზე რადგან ჩემი ინფორმაცია იყო_ნირი წაუხდა ბიჭს.
-გასაგებია, მადლობა რომ გამაგებინე_თავი დაუკრა გოგომ და პასუხს არც დაელოდა ისე წავიდა ისევ სკოლისკენ.
გაოცებული იდგა ვაჩე ისევ იმ ადგილას და ფრთხილად მიმოიხედა ირგვლივ, ეს ნამდვილად ნინი იყო? გამოცვალეს?
-გამაგიჟებს ეს გოგო_გაკვირვებულმა გააყოლა თვალი მიმავალს და მანქანისკენ მიბრუნდა.
-ხმის ამოღება არც კი გაბედო_მაშინვე შეუღრინა სიცილ შეპარულ გოგას და მკაცრი სახით გაიკეთა ღვედი.



№1 სტუმარი სტუმარი gvantsa

აი რატო მიყვარს ეს გოგო ,სუპერ გოგოა ,რა ჩაუტარააა , გააგიჟებს და გადარევს ამ ბიჭს : )))

 


№2  offline წევრი ვიპნი

მოუწევს ვაჩეს ცოტა გარომანტიულება, ძალიან სახალისოა.წარმატებები თქვენს მუზას ❣️

 


ბატონო ვაჩე შეგახმა ღიმილი სახეზე? :) ჯერ სად ხარ აწი ნახე შენ :) ასე განაგრძე ნინი ❤
მე მომეჩვენა თუ ჩემი საყვარელი გამომძიებელი აქაც გამოჩნდა❤
ველოდები შემდეგს❤

 


№4 წევრი OKI ME

ოჰ, ოჰ, ოჰ, ოჰ, რა ამბები დაატრიალეე ? smiley laughing კარგი თავი იყო. heart_eyes

 


№5 სტუმარი სტ

უი, უი, უი ახლა ნახოს ვაჩემ...
ისე ასე როგორ აწყენინა, ხოა ღირსი კიდე ერთი თავი ესე მოექცეს. მეტი არ მემეტება ჩვენი ვაჩიკო, მაინც ხომ ხვდები... :დდდდდ

 


№6  offline მოდერი naattii

უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებებისთვის ❤️ თქვენ აწი უნდა ნახოთ საწყალ ვაჩეს რაც ელის :D

 


№7 სტუმარი ანუ

დღეს იქნება ახალი თავი?

 


№8  offline წევრი ირო

ვაუ ყოჩაღ ნინი.წარმომიდგენია რა დამხვდება შემდეგ თავებზე.ღმერთკაცი იმსახურებს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent