შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

...და მზე ამოვიდა (მეოთხე თავი)


22-01-2021, 23:02
ავტორი DiscoverYourWo(L)d
ნანახია 923

იდეალური დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. თავს უბედნიერესად ვგრძნობდი, თავისუფლად და უბრალოდ.
- ჰეი, ანა! - დამიძახა დანიმ. - რამდენი ხანია გეძებ. მეგონა დაიკარგე.
- არა, იქითკენ გავისეირნე. თქვენ რას შვრებით? თაია და დემე სად არიან?
- აი აქ არიან, ცეკვავენ. - მიმანიშნა დანიმ.
- სალო?
- სალომე შეყვარებულთან და მის მეგობრებთან წავიდა.
- კარგი, ესე იგი ჩვენ დავრჩით. - ჩავილაპარაკე მე.
- გავიგონე -გაიცინა მან.
- კარგი სმენა გქონია დანიელ - შემრცხვა მე. იმ გაგებით არ მითქვამს, როგორი გაგებითაც მან გაიგო.
ამ დროს კი შედარებით მშვიდი სიმღერა დაიწყო.
- გინდა ვიცეკვოთ? - მკითხა მან.
- დანიი, მაპატიე, ახლა ძალიან დავიღალე. ოთხი საათის განმავლობაში ვცეკვავდი.
- რა? მთელი ეს დრო ცეკვავდი? კი, მაგრამ სად? ვისთან? - დაიბნა ის.
მე ახლახანს გამახსენდა, რომ ნოეს არსებობა საიდუმლო იყო. ეს, რომ ჩემს ე.წ. ,,საქმროს“ გაეგო საქმე ცუდად წავიდოდა.
- სალომეს დაქალები იყვნენ იქითკენ და მეც მათთან ერთად ვერთობოდი. - მოვიტყუე მე. ძალიან შემრცხვა ჩემი ტყუილის, მაგრამ კიდევ მინდოდა, რომ ნოეს შევხვედროდი.
- კარგია, რომ გაიცანი. - გამიღიმა მან.
ჩემდა საუბედუროდ ამ დროს სალომე და მისი ორი დაქალი მოდიოდნენ ჩვენსკენ.
- ჰეიი! რას შვებით? - გაგვიღიმა სალომემ.
- ახლა ზუსტად ქეთიზე და ანანოზე ვსაუბრობდით. - ლუდის ჭიქები აიღო ხელში დანიმ და გოგონებს მიაწოდა.
აი ახლა მივხვდი, სალომეს მეგობრებს ქეთი და ანანო ერქვათ. ძალიან შემეშინდა. მე ფაქტიურად ,,დავიწვებოდი“.
- ჰოო? რას ამბობდით? - იკითხა იმ ორი მეგობრიდან მაღალმა, შავ თმიანმა და სალომეს მსგავსად ჩაცმულმა გოგონამ.
- ოხ, ანანოო, როგორი ცნობისმოყვარე ხარ. - გაიღიმა დანიმ.
ესე იგი, ეს მაღალი, შავთმიანი და გემოვნებიანი გოგო, ანანო იყო, ხოლო საშუალო სიმაღლის, ქერა, მწვანე თვალება გოგონა კი ქეთი.
- ახლახანს მომიყვა ანამ, თუ როგორ გაერთო თქვენთან ერთად. - სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებდა დანი, მე კი მას ვატყუებდი.
- ჩვეენ? - ენა დაება ქეთის და იმ წამსვე სალომე ჩაება ლაპარაკში.
- ხო, მეც იქვე ვიყავი. ბევრს ცეკვავდნენ - თქვა და სიცილი დაიწყო. ამ თამაშში გოგონებიც აყვნენ.
ამოვისუნთქე. ძალიან ვნერვიულობდი. არ მინდოდა დანის ტყუილში გამოვეჭირე.
- ნეტავ სად არის? - აქეთ-იქით იხედებოდა სალომე.
- ვის ეძებ? - ვკითხე მე.
- ჩემს შეყვარებულს - მითხრა მან.
- ნომერი მითხარი და დავურეკავ თუ გინდა. - შევთავაზე მე. მგონი ცოტა უხეშად გამომივიდა. ,,მდიდარი“ გოგონას ფრაზა გავიმეორე, რომელსაც ბალანსი ყოველთვის აქვს. კარგია, რომ სალომე შეგნებულია და ასეთი რაღაცეები არ აინტერესებს.
- არა, არა აი აქ არის. - თქვა მან და გაიღიმა. - ნოე! - დაუძახა მან და მე ჩემი ნოე დავინახე, რომელიც მოვიდა, სალომეს აკოცა, გოგონებს და დანის მიესალმა და ლუდის ჭიქა ხელში აიღო. ეს ნოე იყო... დავიბენი. სუნთქვა შემეკვრა და დებილივით ვიღიმოდი, რომ არავის არაფერი არ შეემჩნია. შემეშინდა, მეტკინა... გული მეტკინა. არ ვიცი რატომ... მან მომატყუა? და წამებში მივიღე ამ კითხვებზე პასუხი... მან თავიდანვე, პირველივე დღეს მითხრა, რომ მას შეყვარებული ჰყავდა, სახელად სალომე. სამაგიეროდ კი მეც ვუთხარი, რომ საქმრო მყავდა... სახელად დანიელი.
- ჰეი! ანა - მითხრა ნოემ. - აქ საიდან?
მე ენა დამება. ვერაფერი ვერ ვუპასუხე.
- საიდან იცნობ ანას? - იკითხა დანიმ.
- ანა პირველად... - და ამ დროს მე გავაწყვეტინე საუბარი.
- დღეს გავიცანი წვეულებაზე. არ იცოდა, რომ თქვენთან ერთად ვიყავი.
ნოემ წარბები ასწია. გაუკვირდა, მაგრამ აღარაფერი აღარ თქვა. იმ დღევანდელი საღამო გამახსენა ნამიოკით:
- დავიჯერო, შენ დანიელთან ერთად ხარ?
მე და დანიელს ცოტა შეგვრცხვა... ჩვენ ხომ ,,ერთად“ არ ვიყავით... ის უბრალოდ ჩემი ,,საქმრო“ იყო, რომელიც არ მიყვარდა. ჩვენ ,,ერთად ყოფნის“ პერიოდი არ გვქონია. თავს უცნაურად, დაძაბულად და გაბრაზებულად ვგრძნობდი. როგორ მინდოდა მეჩვენებინა, რომ დიახ, მეც მყავდა შეყვარებული... დანიელმა საუბარი დაიწყო:
- იცი ჩვენ... - ამ დროს კი იმის თქმას აპირებდა რაც ჩვენს ურთიერთობაში რეალურად ხდებოდა... მე კი იმ საღამოს შემდეგ ეს არ მაწყობდა. არვიცი რატომ, მაგრამ ნოეს უნდა დაეჯერებინა, რომ მე და დანი ერთად ვიყავით. ხმას ვერ ამოვიღებდი, რადგან დანი სხვანაირად გაიგებდა და უარესი გავაკეთე.
ირგვლივ გიჟური მუსიკის ხმა იყო. ყველა საუბრობდა, იცინოდა. ყველას ლუდის ჭიქა ეკავა ხელში. დანიელმა შემომხედა, რომ წინადადება დაემთავრებინა, რომელიც ჩვენი ურთიერთობის განხილვით შემოიფარგლებოდა. წამიერად კისერზე ხელი მოვხვიე და ვაკოცე. არ ვიცი ეს რა იყო. მე დავიბენი. წამიერად... უბრალოდ ვაკოცე. ერთი უბრალო კოცნა და მეტი არაფერი, მაგრამ ეს ხომ ჩემი პირველი კოცნა იყო, რომელიც ცოტა სხვანაირი წარმომედგინა...
ის დაიბნა. ჭიქა დაუვარდა. ტუჩებზე ხელი მოისვა და წამიერად გაიცინა. შემდეგ უცებ დასერიოზულდა. თავზე ხელი გადაისვა და კიდევ ერთი ლუდი აიღო, რომელი ერთი მოყუდებით დალია.
ნოეს სახე არ დამინახავს. მხოლოდ დანიელის რეაქციაზე ვიყავი კონცენტრირებული... შემეშინდა. ეს რა გავაკეთე. ეს წამიერად მოხდა. ვერც კი დავფიქრდი. მას ხომ ამით იმედი მივეცი.
ნოეს გაუკვირდა. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა თქვა:
- ამას არ ველოდი! ესე იგი მართლა ერთად ხართ. - უცნაურად ჩაიღიმა, სალომეს ხელი მოჰკიდა და საცეკვაოდ გაიყვანა.
- დანი! - ძლივს ამოვილუღლუღე მე, არ ვიცი რის თქმას ვაპირებდი საერთოდ.
- ანა! ვიცეკვოთ? - გამიღიმა მან. მის თვალებში სიხარული ჩანდა. მე... არვიცი... დავიბენი. ნოე... დანი... და ეს ყველაფერი ძალიან უცნაური იყო.
- დანი! ახლა ჯობს სახლში წავიდეთ. უკვე ოთხი საათი დაიწყო. - მორიდებულად გავუღიმე მე.
მან თანხმობის ნიშნად თავი დახარა, დემეს და თაიას დაუძახა და მანქანისკენ წავიდა.
ამ დროს სალომემ დამიძახა.
- ერთი წამით შეიძლება ვისაუბროთ? - მე შემეშინდა და ავნერვიულდი. ცალკე გავედით.
- ჰეი მისმინე, წეღან... - დავიწყე მე, მან კი გამაწყვეტინა და მითხრა:
- გაჩერდი, მე ვიცი შენზე და დანიზე. ვიცი რაც ხდება რეალობაში. შენ ის არ გიყვარს და მე მესმის შენი... ისიც ვიცი, რომ წეღან ვიღაც ბიჭთან ერთად იყავი. არვიცი ვინ იყო, მაგრამ მესმის შენი. შენ ალბათ ის ბიჭი გიყვარს ხომ? - თქვა და გამიღიმა.
- არა, არა, მე ის არ მიყვარს...
- მაგრამ მოგწონს. - მე პასუხი ვეღარ დავუბრუნე.
- აჰა, დუმილი თანხმობის ნიშანია. არაუშავს. ეს ჩვენს შორის იქნება, უბრალოდ მინდა რაღაც გთხოვო. დანი კარგი ბიჭია. მას უყვარხარ. თუ მასზე აპირებ დაქორწინებას, გთხოვ მსგავსი რაღაც აღარ გააკეთო და ჩუმათ სხვა ბიჭთან აღარ წახვიდე, მითუმეტეს თუ ის მოგწონს. თუ არა და უთხარი დანის სიმართლე და არ მოატყუო. ნუ გაუცრუებ იმედს რა. მას მართლად უყვარხარ. - გამიღიმა სალომემ და დანის დასანახად ჩამეხუტა, ვითომ მემშვიდობებოდა.
- კარგი სალომე, მართალი ხარ. - ის მართლაც, რომ სწორს ამბობდა. კიდევ კარგი ვერ დაინახა ვის ვეცეკვებოდი. მე ხომ არ ვიცოდი, რომ მას სალომე უყვარდა. მე მეგონა იმ საღამოს მომატყუა, ისევე როგორც მე მოვატყუე... და ახლაც ვატყუებ, ორ ბიჭს ერთად. რა საშინელებაა!
მანქანაში ჩავჯექით. ხმას არავინ არ ვიღებდით. შემდეგ კი დუმილი დემემ დაარღვია:
- რამოხდა? დანი, ხმას რატომ არ იღებ?
- ჰმ, არაფერი დემე, უბრალოდ დავიღალე - თქვა მან და მე შემომხედა.
- ანა რა გჭირს? - მკითხა ჩუმად თაიამ.
- სახლში გიამბობ - გადავუჩურჩულე მეც და თვალი დანისკენ გავაპარე.
ჩვენ, სახლში ჩუმად უნდა შევპარულიყავით. დილის 5 საათი იყო. ჩემს ოთახში ჩუმად ავედი და ლოგინზე დავწექი. ნოე... დანი... სალომე... ჩემს თავში არეულობა იყო. არ მეძინებოდ, მაგრამ ემოციებისგან გადაღლილი ვიყავი. მეშინოდა და თან თითქოს ვბრაზობდი ნოეზე, ჩემზე და ყველაზე, დანის გარდა... ის ხომ არაფერ შუაში არ იყო...
ბოლოს, ბევრი ფიქრის შემდეგ მოვიფიქრე, რომ ეს მორჩა... ნოეს მეტჯერ ვეღარც ვნახავდი. რამდენიმე წელიწადში კი დანის მეუღლე უნდა ვყოფილიყავი... ღრმად ამოვისუნთქე და დავიძინე.
მეორე დღეს გვიანობამდე მეძინა. კიდევ კარგი, ნიკოლოზს დილის ცხრა საათზე შეხვედრა ჰქონდა და ჩვენს ნახვას ვერ ასწრებდა. დღეს ძალიან კარგი დღე იყო. ჩემი საუკეთესო მეგობარი საქართველოში ბრუნდებოდა. ის საზღვარგარეთ იყო წასული სასწავლებლად. მანაც ბიზნესზე ჩააბარა. სასწრაფოდ წამოვხტი. თორმეტი საათი შესრულებულიყო. სპორტულად ჩავიცვი და აეროპორტში გავწიე. როგორც იქნა მივედი და დავინახე აეროპორტის შესასვლელთან მდგარი გოგონა. გამაღლებულა და თმა შეუჭრია მხრებამდე. მისი თვალები კი ბედნიერებისგან ანათებდნენ, იმიტომ, რომ აქაურობა უკვე სამი წელია არ ენახა.
- ნენე! - დავუძახე და გიჟივით ხელს ვუქნევდი.
მისი პირველი ფრაზა, როგორც მას ახასიათებს იყო:
- OMG! ანა! - დაიყვირა და გამოიქცა ჩემსკენ. მის ორ ჩემოდანს კი ძლივს მოათრევდა. როგორც იქნა მოაღწია და მე უკვე საბარგული მქონდა გამზადებული რომ ჩემოდნები მალე ჩაეტენა, თორემ მისი ამბავი, რომ ვიცი, იქვე დაიწყებდა შოპინგზე საუბარს და ყველა მისი ახალი ნივთის დათვალიერებას.
- ნენე! როგორ ხარ? - ვკითხე მე და ჩავეხუტე. ძალიან ბედნიერი ვიყავი. იმ დროს არც ნოე მახსოვდა და არც დანი.
- კარგად, შენ? - მკითხა მან აღფრთოვანებული ხმით. - მოიცა თაიმ არ იცის ჩემი ჩამოსვლა? თუ არ დამხვდა? - თაიას ჩვენ სამში ,,თაის“ ვეძახდით.
- არა, არ იცის! - გავიცინე მე. - დაჯექი მანქანაში, სახლში მალე მივიდეთ და მალე შევიკრიბოთ ალქაჯთა სამეული. - ორივემ სიცილი დავიწყეთ. მე, ნენე და თაი, 7 წლიდან საუკეთესო მეგობრები ვართ. ნენე ბახტაძე ცხრამეტი წლის გახლავთ. მისი ოჯახი: მამა - გიორგი ბახტაძე და დედა - კესო ბახტაძე, კანადაში ცხოვრობენ, იქ სადაც ნენე სწავლობდა. ამის გამო კი ნენე ჩვენთან რჩებოდა. როგორც იქნა სახლში მივედით. გზაში კი ბევრი ვიჭორავეთ. ყველაფერი დეტალებში მოვუყევი ნენეს, რაც ამ დღეების განმავლობაში ხდებოდა. ის გაგიჟდა და გადაირია, როგორც ახასიათებს. ერთი სული ჰქონდა სახლში როდის მივიდოდით, რომ დანი გაეცნო, როდესაც საღამოს გვესტუმრებოდა. ნოეს კი ისედაც ვეღარ ვნახავდი და მხოლოდ გადმოცემით გაიცნო...
- ძლიიივს! მოვედით - კივილით იძახდა გაუჩერებლად ამ სიტყვებს ჩემი გიჟი ნენე, რომელიც ძალიან, ძალიან მომნატრებია. მისი თანადგომა მომენატრა. და საერთოდ დამვიწყებია მეგობარი რას ნიშნავს... მე იმ დროს ვსუნთქავდი. შემეძლო მის გვერდით ჩემი თავი ვყოფილიყავი. ,,ანა, თაია, ნენე“- ეს ყველაზე იდეალურია რაც ოდესმე გამიგონია. ჩვენ ერთმანეთს ვავსებდით. ერთმანეთთან ის ვიყავით ვინც ვართ. ხანდახან ნაბიჯის გადადგმის გვეშინია, ხანდახან გვიჭირს გავიგოთ თუ რას ვფიქრობთ რეალურად ერთმანეთზე. ხანდახან მათთან ბევრი კითხვები მაქვს. მაინტერესებს მართლა ისე ვართ ერთმანეთთან როგორც მე წარმომიდგენია?! ხანდახან უბრალოდ ვიცინი, როდესაც მათთან ერთად ვარ, ფიქრებში ან რეალობაში. ხანდახან კი ვტირი, იმიტომ, რომ მენატრებიან. ხანდახან მეშინია ხოლმე, რომ ეს ურთიერთობა ,,ვალდებულების“ გამოა. საბოლოოდ კი ვფიქრობ, რომ აღარ უნდა ვიფიქრო... რაც არ უნდა იყოს ჩვენ სამნი დღეს, აქ, ამ დროს, ამ მდგომარეობაში, ასე, ერთად ვართ და რაც არ უნდა იყოს ბედნიერები ვართ... როგორც არ უნდა ფიქრობდნენ ეს ორი ,,შეუძლებლობა“ ჩემზე, მე აქ მაინც მათთან ერთად ვარ და ეს მიხარია და მიყვარს ისინი, რადგან უბრალოდ მათ შეუძლიათ გამაღიმონ.
როგორც იქნა შევედით სახლში. თაიას ჯერ კიდევ ეძინა. მე და ნენე მის ოთახში ჩუმად ავედით და ლოგინზე დავახტით. ჩვენი სიცილი და მისი ბედნიერებისგან კივილი ერთი იყო. თვალებში ბედნიერებისგან უციმციმებდა და ბოლო ხმაზე კიოდა. მის კივილზე კი დემეტრე შემოვარდა.
- რა ხდება? - იკითხა დაფეთებულმა.
ნენეს დიდი ხანია დემეტრე არ ენახა. როცა წავიდა დემეტრე არც ისეთი მიმზიდველი არ იყო, იმიტომ, რომ 4 წლის უკან გარდატეხის ასაკში, მუწუკები და გაბუშტული ცხვირი ჰქონდა. თან ბიზნესის არაფერი არ ესმოდა. მხოლოდ გიტარა უნდოდა და ასე მთელი დღეები ოთახში იყო, თინეიჯერული პრობლემებით. ახლა კი ჩემი ძმა ძალიან მიმზიდველად გამოიყურებოდა, როგორც ბიჭი, იდეალური აღნაგობა და იუმორი ჰქონდა. ძალიან ნიჭიერი და საინტერესო ადამიანი იყო. ის და ნენე ერთმანეთს კარგად არ იცნობდნენ. დემეს კარგი სტილი ჰქონდა და გოგონების ყურადღების მიქცევა მისი საყვარლობით, სტილით, ქცევით და მისი მოტოციკლეტით შეეძლო. მოკლედ ის ოცდამეერთე საუკუნის ბიჭი იყო, რომელსაც დადიანების სერიოზულობა და შარმი ჰქონდა.
- არაფერი დემე, ჩემი გიჟი ჩამოვიდა - ყვიროდა თაი.
- ვინ ჩამოვიდა? - გაუკვირდა დემეს.
- გამარჯობა დემეტრე! - ნენე წამოდგა და დემეს ზრდილობიანად გაუღიმა. მათ ერთმანეთი კარგად არ ახსოვდათ, რადგან ერთად ნაკლებ დროს ატარებდნენ. მხოლოდ მისალმებით იცნობდნენ, რადგან იმ პერიოდისთვის ნენეს მშობლები საქართველოში იყვნენ და მეტი წილი მათთან ვიყავით.
- გამარჯობა - უთხრა კითხვანარევი ტონით დემემ, რადგან იმდენად შეცვლილი იყო ნენე, რომ ვერ იცნო.
- მე ნენე ვარ. ნენე ბახტაძე. გახსოვარ? მეც თითქმის დამავიწყდი. თაიმ იყვირა ,,დემე“-ო და მივხვდი ვინც იყავი. - ღიმილით ესაუბრებოდა ნენე. ისე იქცეოდა მართლა ნაზი გოგო გეგონებოდა. არადა ასე საერთოდ არ იყო.
- ნენე?! - თქვა და დაფიქრდა - აა, ნენე, ნენე. გამახსენდი. ნენეე! ძალიან შეცვლილი და ... - თქვა ეს და საუბარი შეწყვიტა.
- და რა?
- გალამაზებული ხარ - თქვა და ჩაახველა დემემ დაბნეულობისგან.
- მადლობა - ისე თქვა ნენემ, თითქოს დაკმაყოფილებული იყო ეს რომ გაიგონა. შემდეგ ისევ საწოლზე ჩამოჯდა. დემეტრე დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით.
- კარგით, მე წავალ. ხელს აღარ შეგიშლით მონატრებულ დაქალებს. - გაიღიმა, ოღონდ არა ჩვეულებრივად, არამედ მნიშვნელოვანი ღიმილით. მან მხოლოდ ტუჩის ერთი ბოლო აწია. დემეტრე გავიდა.
- არ არსებობს! - გაკვირვებისგან პირი დააღო თაიამ.
- შენც შეამჩნიე ხო? - მეც ავუბი მხარი საუბარში.
- რა მოხდა? მეც მითხარით - გაგვიღიმა ნენემ.
- დემეტრემ ცალი მხრით გაიღიმა - თქვა თაიმ და ხტუნაობა დაიწყო. - ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ვინმე მოსწონს.
- კარგია, ესე იგი შეყვარებული ჰყავს? - მორცხვად იკითხა ნენემ.
- რაში გაინტერესებს დემეს ამბები. ასეთი რამ არასოდეს არ გიკითხავს. - ცბიერად გავუღიმე მე.
- არა, ისე ვიკითხე.
- კი, ჰყავს - თვალი ჩამიკრა თაიამ.
- რა? - მოულოდნელობისგან სწრაფად და გაკვირვებული სახით იკითხა ნენემ.
- რა მოხდა? -ჩავეძიე მე და ღიმილს ვერ ვიკავებდი.
- არა, არაფერი. არ მოველოდებოდი. და საერთოდ... - და აი ამ დროს თაიამ ნენეს საუბარი გააწყვეტინა.
- შენ მოეწონე. - თქვა და ღიმილით წარბები აათამაშა.
- რა?
- აუ კარგი რა, სულ მაგას გაიძახი - სიცილი დავიწყეთ მე და თაიმ.
- როდესაც დემეტრე გოგოს შეხედავს და ტუჩის ცალი მხრით გაიღიმებს ესე იგი მოეწონა. ეს მისი სხეულის ენაა და იდეალურად ვიცით. არასოდეს არ ვცდებით. - ავუხსენი მე.
- ნენე! - უთხრა თაიმ. - საბედნიეროდ, ჩვენ შენი სხეულის ენაც ვიცით - თქვა და გაიღიმა.
- რა? ანუ? -დაიბნა ნენე.
- დემე დაგევასაა?- გავიცინე მე.
- კარგი რა! რა სისულელეა - თავის დაძვრენის ღიმილით გაიღიმა მან. დიახ, ეს მას ახასიათებდა. მას სპეციალური ღიმილი ჰქონდა, რითიც თავს იძვრენდა ხოლმე.
- აა, კარგი, კარგი - გავიღიმე მე.
ამ დროს დემეტრე შემოვიდა.
- გოგონებო ბოდიში!
- არაუშავს! - გაუღიმა ნენემ და ჩვენს შემხედვარემ ჩაახველა, როდესაც მიხვდა, რომ ეს ,,არაუშავს“ ზედმეტად აშკარა იყო ზემოთხსენებული საუბრის შემდეგ.
- გისმენ დემე. - ვუთხარი მე.
- დანი მოვიდა, ერთი ფინანსისტი მოიყვანა გასაუბრებაზე და ნიკოლოზი შენ გეძახის, შენი აზრიც აინტერესებს.
- დანი მოვიდაა? - გოგონებმა სიცილი ატეხეს. მე გამახსენდა ჩემი ყველანაირი პრობლემა. კოცნა, ნოე, დანი, სალომე და ჩემს თავში ძალიან დიდი ქაოსი იყო.
- მალე მოვალ. - ვუთხარი მე და საწოლიდან წამოვდექი. ტანსაცმელი გავისწორე და თმები დავივარცხნე. - უნდა გავიდე, საქმრო, მამა და ფინანსისტი მელოდებიან. - ვთქვი უკმაყოფილოდ და კარი გავაღე, რომ გავსულიყავი. კარი გავაღე და ჰოი საოცრებავ. მეგონა მელანდებოდა. როცა ეს დავინახე კარი ისევ დავხურე. გოგონებმა უცნაურად შემომხედეს.
- რა მოგივიდა? - გაუკვირდა თაის.
- არაფერი - დაბნეულმა ვუპასუხე მე.
შემდეგ ისევ გავაღე კარი და ის ისევ იქ იდგა. ისევ ისეთი როგორც იმ საღამოს. კლასიკურ სამოსში სულ სხვანაირი იყო. ძალიან მომწონდა. როცა მას ვუყურებდი სხვა არაფერი აღარ მინდოდა. მავიწყდებოდა პრობლემები. თმები თავის სტილზე დაეყენებინა, როგორც ყოველთვის. შემდეგ კი მან მე დამინახა. გაუკვირდა. მოლაპარაკებას ვეღარ უსმენდა და ეს შორიდანვე იგრძნობოდა. მამაჩემი გაკვირვებული უყურებდა, რადგან მას ეტყობოდა, რომ სულ აღარ უსმენდა არავის. დავიჯერო მართლა მოვწონდი? არა, არა... მას სხვა უყვარს. უკვე დიდი ხანია. შემდეგ კი დანიელმა დაუწყო ძახილი:
- ნოე! ნოე!
- გისმენთ, გისმენთ - უხერხულად გაუღიმა მან.
- მოკლედ, ახლა ჩემი ქალიშვილი მოვა და საბოლოოდ გადავწყვიტავთ აგიყვანთ თუ არა ფინანსისტათ - ხელი ჩამოართვა ნიკოლზმა და ვისკი მიაწოდა.
შემდეგ დანიელი დავინახე. გამიკვირდა. მერე კი გამახსენდა... ნოემ მითხრა, რომ ფინანსისტი იყო და ამ პროფესიით სამსახურს ეძებდა.
დანიელმა შემომხედა. გამიღიმა. ნეტავ რას ფიქრობა? არ მინდოდა გუშინდელის გამო ეფიქრა, რომ ჩვენს შორის რამე იყო...
მივუახლოვდი. ნიკოლოზი ცალკე გავიყვანე:
- მამა! არ აიყვანო ეს ბიჭი!
- რატომ?
- არა!
- ანა? რა ხდება? - მკითხა მან მკაცრი ტონით.
- არ აიყვანო რა! გთხოვ, უბრალოდ არ მომწონს...
- ეს არაა საკმარისი მიზეზი. ის ჩვენთან იმუშავებს. გასაგებია? - მე სხვა გზა არ მქონდა.
- კარგი. - უემოციოდ გავუღიმე და ბიჭებისკენ გავწიე.
ეს რა იყო?! ნოე, დანიელი, მე, დემე, თაი და ნენე ერთად ვმუშაობდით... თაი ჯერ პირველ კურსზე იყო. მოთხობის თავში ის სკოლას ამთავრებდა. ნიკოლოზის წვდომებით კი მან წინასწარი გამოცდა ჩააბარა. ის უკვე ბიზნესზე სწავლობდა და ჩვენთან მუშაობა შეეძლო. ჩვენ ახალ ბიზნესს ვაშენებდით. ,,ჩვენ“-ში ბავშვები ვიგულისხმე. ნიკოლოზისა და აბელი იდეა იყო, რომ ძველები ახალმა თაობამ უნდა ჩავანაცვლოთ. ამიტომაც გვიწევდა ყველას ერთად მუშაობა. მე, თაი, ნენე და დემე კრეატიული განყოფილება. დანი და ნოე კი ფინანსური განყოფილება. ეს ძალიან რთული იქნებოდა.
დანი... აქეთ კი ნოე... სალომე რომ არა, ნეტავ რა იქნებოდა... მეშინოდა... დანის თვალებში ვერ ვუყურებდი. ნოე კი სიგიჟემდე მომწონდა და არ ვუყურებდი, რომ უმისობას შევჩვეულიყავი. მე ფაქტიურად უკვე საქმრო მყავდა. მეშინოდა, სხვა მომწონდა და სხვას ვკოცნიდი.
სალომე რომ არა...



№1 სტუმარი ანუ

რა არეულად წერ

 


№2  offline წევრი DiscoverYourWo(L)d

ანუ
რა არეულად წერ

მირჩიე რამე :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent