შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამდენიდან მე?! {თავი 7}


15-02-2019, 12:31
ავტორი anukaaa
ნანახია 1 374

მე კი ვიცანი და უშედეგოდ ვეცადე რომ ნოეს გადავფარებოდი.
- დამშვიდდი, დამშვიდდი! იარაღი აღარ მაქვს, არ შემომატანინეს...
- ნინი, ვინ არის ეს კაცი?
- ეს... ეს... ეს კაცი ნოე... ის არის... აი, შენ რომ... შენთვის რომ უნდა ესროლა, და სხვას ასროლინა...
- შე, არაკაცო, შენა - ნოე საწოლიდან გადმოხტა, იმ კაცთან მივარდა და ყელში წაუჭირა - იცი, რომ შენს გამო შვილი მომიკვდა, იცი, შენ რა არის შვილის სიკვდილი? არ იცი, აი, მე კი ვიცი!!! ჯერ ისიც არ ვიცოდი რომ შვილი მყავდა, მერე კი უცებ ვიგებ, რომ მოკვდა. აი, ასე-ნოემ თითები გაატკაცუნა-აი, ასე და ბავშვი აღარაა, მორჩა! ჯერ მისი რსებობაც არ ვიცოდი უკვე სიკვდილი გავიგე... საერთოდ შენ ვინ ხარ? რა უფლებით გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში და შვილი მომიკალი? მიპასუხე!
კაცი უკვე გალურჯებულიყო და ლაპარაკს ვერ ახერხებდა.
პანიკაში ჩავვარდი... ვიკივლე და ექიმები ერთი - მეორის მიყოლებით შემოლაგდნენ პალატაში. კაცები ვერ გააშველეს (ნოე ძალიან ძლიერი იყო), ერთ-ერთმა ნოეს უთხრა პაციენტს დასვენება სჭირდებაო და ნოემ მტერს ხელი გაუშვა. ჩემკენ ექიმი მოდის, მკლავში ნემსს მარჭობს და უსიზმრო ძილში ვეშვები...
როცა ვიღვიძებ ისევ ნოეს ვხედავ.
- "ზდაროვა"!
- ვერ ვიტან ბარბარიზმებს!
- ბოდიშს გიხდით, პრინცესა.
- ნოე, ცოტა ადრე არ გამიშვებენ აქედან?
- ვეცდები გაგიყვანო.
- მადლიობა.
- არაფიერს.
ორივე ავხარხარდით...
3 კვირაში ნოემ წამომიყვანა საავადმყოფოდან. მანქანაში ვიჯექით, უცებ რომ მკითხა ახლა ყველაზე მეტად სად გინდა წასვლაო.
- ზღვაზე!
- მერე ჭრილობა?
- შენი აზრით რა მინდოდა იქ რომ ვიწექი? - ხელი საავადმყოს შენობისკენ გავიშვირე - თუმცა, შენ ხომ აზრი არ გაგაჩია... არ შემეპასუხო, თორემ ვინერვიულებ და შეხორცებული ჭრილობა გამეხსნება.
ნოემ არ იცოდა, რომ ბოლომდე შეხორცებული ჭრილობა არ იხსნება, ჰოდა დამიქნია თავი... ჩემი ტვინი გამარჯვებას ზეიმობდა... ბათუმამდე ისე ვიარეთ ნოე ხმას არ იღებდა მე კი ვლაქლაქებდი, ხან ვმღეროდი. ალბათ ნოეს ეშინოდა თუ დაილაპარაკებდა რამეს ისე იტყოდა... მერე მე ვინერვიულებდი და ჭრილობა "გამეხსნებოდა".
- მოვედით - მაღვიძებს ნოე.
ყველაზე მაგარ სასტუმროში დავბანაკდით. სანაპიროზე ვიჯექით მზის ჩასვლას ვუყურებდით... კეფაზე შემომაწყო ხელები და...

ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის. ხელი მოვიტეხე და ერთი ხელით ბევრს ვერ ვწერ. ეს თავიც დიდი გაჭირვებით დავწერე რადგან არ გამიბრაზდეთ... მიყვარხართ ❤



მეღადავები ტოოო? უფრო დიდი ვერ დადე? მე მაინც მოგყვები ბოლომდე, და ჩემთვის დაწერე რა, მარტო ჩემთვის ან უბრალოდ საკუთარი თავისთვის, წარმატებები შენ

 


№2  offline წევრი anukaaa

სიყვარული გულს გვტკენს
მეღადავები ტოოო? უფრო დიდი ვერ დადე? მე მაინც მოგყვები ბოლომდე, და ჩემთვის დაწერე რა, მარტო ჩემთვის ან უბრალოდ საკუთარი თავისთვის, წარმატებები შენ

მადლობა ❤ დავდებ დღეს შემდეგ თავს... ❤ ხელი მოვიტეხე და მარტო მარცხენათი ბევრს ვერ ვწერ... ????
თან ეს თავი ბოლოდმე არ არის დადებული, არ ვიცი, რატომ მგონი ადმინისტრაციამ წაშალა ერთი ამდენი....

 


№3  offline წევრი Niniko11

ძაან მომეწონა როგორც ყოველთვიიისს♡♡♡
შემდეგ თავს მოუთმენლად ველიიი♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent