შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლანგრით მორთმეული ( თავი 13)


24-01-2021, 06:42
ავტორი Melice
ნანახია 2 602

გერმანიაში გამგზავრება რვა იანვარს დაიგეგმა. მანამდე ისევ მშობლებთან გადავცხოვრდი, ანდრო ოფისიდან პირდაპირ ჩემთან მოდიოდა და ჩემს პატარა საძინებელში ვიწრო საწოლს ვიყოფდით. კოშმარებს აღარ შეუწუხებია და ყველაფერმა იდეალური სახე მიიღო. ელენემ მირიანის ბინის გასაღების ასლი ფოტოების მიხედვით დაამზადებინა, მხოლოდ კარგი გეგმა და იღბალი გვჭირდებოდა.

- ყოველ დღე დამირეკე! - შუა აეროპორტში ვართ, ლანას ხელს მთელი ძალით ვებღაუჭები. - ნებისმიერი სიახლე მითხარი, ხოლმე...
- ნუ ნერვიულობ. - სწრაფად მეხვევა. - უკვე ჩასხდომის დროა.
- ყველაფერი კარგად იქნება... - ლანადან დათოს უღონო მკლავებში ვინაცვლებ. - ექიმებს დაუჯერე და ძლიერი იყავი!
- ერთმანეთს გაუფრთხილდით... - დათო მომდგარ ცრემლებს ებრძვის, მაგრამ ერთი თავნება წვეთი ლოყაზე მაინც უგორდება.
- ანაბელზე ნუ იღელვებთ. - ანდრო დათოს ხელს ართმევს. - მალე ისევ აქ შევხვდებით.



- აღარ წავიდეთ? - ისევ შუა აეროპორტში ვდგავართ, მხოლოდ ანდრო მიდგას გვერდით. თვითმფრინავი თხუთმეტი წუთის წინ გაფრინდა, მაგრამ ადგილიდან დაძვრას ვერ ვბედავ.
- იქნებ ბოლოჯერ ვნახე... - საგულდაგულოდ გამოკეტილი შიშები გისოსებს აწყდებიან.
- გპირდები, რომ ამის შემდეგ უკვე ჯანმრთელს ნახავ! - მისი დამაჯერებელი ხმის ტონი მამშვიდებს და დაძაბულობაც თანდათან მეხსნება.



აეროპორტიდან სახლში დავბრუნდით. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სიმშვიდე ქავთარაძის ბინაში დავტოვე. ჯერ გათენებულიც არ იყო, ამიტომ ჩუმად ავიარეთ კიბე და საძინებელში შევიკეტეთ.


თვალის გახელისთანავე ანდროს სხეულს ხელის ცეცებით ამაოდ ვეძებ. ზმორებით ვდგები.
- დილა მშვიდობისა. - სავარძლიდან მიღიმის, თვალის უპეები ჩამუქებული აქვს.
- არ გეძინა? - ჩახლეჩილი ხმით ვეკითხები და მსუბუქ გულისრევას ვგრძნობ.
- ბაჩოს ამბავზე ვმუშაობდი. - მხრებს იჩეჩავს და ლეპტოპის მონიტორს აშტერდება.
- რამე სიახლეა? - მაშინვე ვცოცხლდები და მის გვერდით ვიკავებ ადგილს.
- ვფიქრობ, რომ ბლეფია. - მხრებს იჩეჩავს. - უბრალოდ მოიტყუა.
- დარწმუნებული ხარ? - გული საფეთქლებში მიცემს.
- ღამით მთელი რესტორანი გადავატრიალეთ, არანაირი ყალბი ზედნადები არ არსებობს... ბაჩო უკვე წლებია ბარმენად მუშაობს, თითოეული ბოთლის ასავალ-დასავალი იცის. - გაცხარებულია, მაგრამ თან კმაყოფილიც. - იქნებ ბაჩოს ვკითხოთ, რამე საეჭვო სასმელი თუ შეხვედრია?
- არა! - მაშინვე ფეხზე ვხტები.
- დღეს რესტორანში ვისაუზმებთ. - მოულოდნელად ამბობს და საუბარიც დამთავრებულია.



ელენეს ოთახის კარზე მსუბუქად ვაკაკუნებ.
- ანაბელი ვარ! - დაეჭვებული ვეძახი, როცა ხმაური მესმის, მაგრამ კარს არ აღებს.
- შემოდი. - ყვირის და მაშინვე შევდივარ.
- მე და ანდრო სასაუზმოდ გავდივართ, არ გინდა წამოხვიდე? - ღია კარიდანვე ვთავაზობ და საწოლზე გაშოტილს თვალს ვავლებ.
- სად მიდიხართ? - მაშინვე ჯდება.
- მარჯანიშვილზე, თან ბაჩოსაც ვნახავთ. - ვითომ შემთხვევით ვამბობ.
- მაგ ჭუკის სახელი აღარ მიხსენო! - ფეხზე დგება და საბანს უხეშად ასწორებს.
- მოხდა რამე? - კარს ვხურავ და ოთახის გულში ვდგები.
- ერთი კვირის წინ თანამშრომლების დოსიე გადავქექე. - ქვედა ტუჩს ნერვიულად იკვნეტს. - მაგ უხსენებლის ნომერი ამოვიწერე და შეტყობინე გავუგზავნე... მანქანა რომ მომიყვანე მადლობა-მეთქი. და იცი რა მიპასუხა?
- არაფრისო? - მის გაწიწმატებულ სახეზე გაცინებასაც ვერ ვბედავ.
- არა! - ბალიშს მთელი ძალით ისვრის. - არაფერიც არ მიპასუხა...
- ნომერი სწორად ამოიწერე? - პატარა სკამზე ვჯდები.
- მეც დავვეჭვდი და დავურეკე... - ძლივს გასწორებულ საწოლზე მოწყვეტით ეშვება. - ცივად მიპასუხა, სამადლობელი არაფერიაო და გამითიშა. შენ კიდევ მეუბნებოდი. მოსწონხარო...
- ახლაც ასე ვფიქრობ. - სკამიდან საწოლზე ვინაცვლებ. - შენ საქმრო გყავს, ბაჩო ახლახანს დაშორდა საცოლეს, ასე სწრაფად ვერ მოხდება ყველაფერი...
- ისევ ის უყვარს, ხომ? - თვალები საწყლად უმრგვალდება.
- არ ვიცი... - თითქმის ვჩურჩულებ. - ბაჩო სრულ უსიყვარულობაში გაიზარდა, ოდნავ გამოხატული სითბოც კი აბედნიერებს. პირველივე გოგოს, რომელმაც სიყვარულით უპასუხა ხელი სთხოვა.
- ალბათ, თავს საშინლად გრძნობს... - მზერას მარიდებს და თავის მცენარეებს აკვირდება. - მე კიდევ, ჩემი ბავშვობა მეგონა ყველაზე უბედური... მამა ყოველთვის ანდროზე იყო გადაყოლილი, მაშინაც კი, როცა ანდრო გერმანიაში ცხოვრობდა, თავისუფალ დროს სულ ჩადიოდა ხოლმე. ილია დედაჩემის ოქროს ბიჭუნაა... მე კიდევ, უბრალოდ ელენე ვარ. მახსოვს, ბავშვობაში დედა მხოლოდ მე და ანდროს გვსჯიდა. არასდროს ილია არ დაუსჯია... მაგრამ ის მაინც ანდროს ეჯიბრებოდა ყველაფერში. - თვალს ჩემკენ აპარებს. - ახლაც კი, როცა სამივე გავიზარდეთ... აქციების ნახევარზე მეტი წილი ანდროს ერგო, რადგან დედამისის წილიც მას ეკუთვნოდა... ილია ისე გაცხარდა, ერთი თვე სახლში არ მოსულა.
- იცი, ილიას აქამდეც ვიცნობდი და...
- მოსწონდი. - ჩემს ნაცვლად ასრულებს. - ანდროსგან განსხვავებით რაღაცეებს მიყვება.
- არ მინდა ჩემ გამო ურთიერთობა გაუფუჭდეთ. - ყელში მწარე ბურთი მებჯინება.
- შენ არაფერ შუაში ხარ. - გამომეტყველება გულწრფელი აქვს, მაგრამ ვერ მამშვიდებს. - უბრალოდ, ანდრომ მიიღო ის, რაც მას უნდოდა. ყოველთვის შურდა, მაშინაც კი როცა ანდრო გერმანიაში გადაიხვეწა... - საკუთარ ხელებს აკვირდება და მზერას მარიდებს. - არადა, ანდრო უბრალოდ უბედურ ბავშვობას გაექცა...
- მაგდას გულისხმობ? - გული ლამის მიჩერდება.
- მაგდა ძალიან ცუდი დედა იყო ჩემთვის... - თვალები მაშინვე უწყლიანდება. - მაგრამ, როგორც დედინაცვალი, უბრალოდ უსასტიკესი.
- როგორ სჯიდა? - მთელი სხეული მეძაბება და მუშტს გაუაზრებლად ვკრავ.
- სარდაფში კეტავდა ხოლმე... - ჩემი რეაქციით დამფრთხალი სწრაფად მპასუხობს.
- რამდენი სარდაფია ამ სახლში? - ვდგები, თავბრუ მესხმის და გულის რევის შეგრძნება მთელი ძალით მიტევს.
- ერთი... - დაბნეული მპასუხობს. - ფერი არ გადევს, კარგად ხარ?
- კარგად ვარ... - ჩასუნთქვას ვცდილობ, მაგრამ ჰაერი ფილტვებამდე ვერ აღწევს.
- ანაბელ! - ელენეს ხმა შორიდან მესმის.



უსიამოვნოდ მძაფრი სუნი შეგრძნებებს მიფხიზლებს, მაგრამ თავის ტკივილი ყველაფერ დანარჩენს ფარავს.
- ანაბელ, გესმის ჩემი? - ანდროს შეშინებული ხმაზე თვალებს ნელა ვახელ. - შემომხედე!
- ანდრო... - ირგვლივ ვიყურები, ჩვენს საძიბელში ვართ. საწოლზე ვწევარ და ანდროს უკან მთელ ოჯახს ვლანდავ.
- გონება დაკარგე... - გაღიმებას ცდილობს, მაგრამ დაძაბული სახე სულ ოდნავ ეცვლება. - რამე გტკივა?
- თავი მტკივა... - ორივე ხელს ვეყრდნობი და წამოჯდომას ვცდილობ.
- დალის უთხარი საუზმე აქ ამოიტანოს. - ელენე თავს უკრავს და ოთახიდან ლამის გარბის.
- არ მინდოდა თქვენი შეშინება... - ოთახში გაშეშებულ სამ სხეულს ვუყურებ.
- რას ამბობ, შვილო... - თომა მზრუნველ თვალს მავლებს. - გავალთ ჩვენ და დაისვენე. - ღია კარში ჯერ მაგდას ატარებს და მის ყალბ ღიმილზე თავი უფრო ძლიერად მტკივა. ილია კარამდე თავჩახრილი მიდის.
- თუ რამე დაგჭირდებათ, ჩემს ოთახში ვიქნები. - თითქოს სივრცეს ესაუბრება, წამით ყოვნდება სწარაფი ნაბიჯით გვტოვებს.



- ჩემითაც შემიძლია! - ვაპროტესტებ, მაგრამ ანდრო ჯიუტად მაჭმევს თავისი ხელით.
- ნუ ლაპარაკობ, ჭამე! - ისეთი სერიოზული სახე აქვს, თითქოს ამაზე ქვეყნის ბედი იყოს დამოკიდებული.
ვუყურებ და სული მეყინება... ვინ იფიქრებს, ამ თავდაჯერებულობის უკან ვინ დგას? ხუთი წლის ბიჭი, რომელმაც დედის ცხედარი სარდაფში იპოვა, თუ ბავშვი, რომელსაც დედინაცვალი იმავე სარდაფში გამოკეტავდა ხოლმე? იქნებ საკუთარ ცხოვრებას გაქცეული ბიჭი? ამ სახლში გატარებული ყოველი ღამე, ისევ იმ ბნელ კოშმარში ამწყვდევს, ამას ნათლად ვხედავ. ჩემს მშობლებთან გატარებულ მშვიდ ღამეებს ვიხსენებ და ვერ ვხვდები, ისევ აქ რატომ ცხოვრობს?
- ისე მიყურებ, თითქოს რაღაც გტკივა... - ანდროს ხმას ფიქრებიდან გამოვყავარ.
- როცა გიყურებ, არაფერი მტკივა. - გაღიმება გამომდის. - ანდრო, დავნაყრდი უკვე...
- სამი ლუკმა როდის მერე გყოფნის? - წარბს წევს და ცინიკური ღიმილი ეფინება.
- მართლა აღარ შემიძლია. - პირთან მოტანილ კოვზს თავს ვარიდებ და ოხვრით განზე ვიხედები. შეღებულ კარში მამაკაცის სილუეტს ვლანდავ.
- ანაბელ, შეიძლება ვისაუბროთ? - ილია მაშივე ერთი ნაბიჯით იწევს.
- სხვა დროს. - ანდრო ჩემს ნაცვლად პასუხობს.
- კარგად ვარ და პასუხის გაცემაც შემიძლია. - თვალებს ვუბრიალებ და ასადგომად ვიწევ.
- ნუ დგები! აქ ისაუბრეთ. - ლანგარს ხელს ავლებს და ოთახიდან გასვლამდე ილიას დაჟინებით ათვალიერებს.




- თავს როგორ გრძნობ? - მეკითხება, როგორც კი ანდრო გადის და საწოლიდან ვდგები.
- უკეთესად. - მისი გაპარსული სახის დანახვისას ისევ ძველი ილია მახსენდება. - შენ როგორ ხარ?
- ცოტა დაბნეული... - უხერხულად იღიმება. - მისმინე, სწრაფად გეტყვი...
- ნელა მითხარი. - მშვიდად ვაწყვეტინებ.
- კარგი. - ნერვიულად ეცინება. - ეს თქვენი მოულოდნელი ქორწილი, რაღაც უკიდურესად ყალბი მეგონა. ვფიქრობდი, რომ ანდრომ ჩემს ჯიბრზე მოგიყვანა ცოლად.
- ხშირად აკეთებს ხოლმე? - გაღიზიანებული ვეკითხები.
- ჩვენ ყოველთვის გვქონდა კონკურენცია. ანდრო მამას ბიჭი იყო, მე-დედასი.
- ერთი მარტივი ჭეშმარიტება გავიწყდება. - სიმშვიდის შენარჩუნებას ვცდილობ, მაგრამ ბრაზი უკვე ყელში მიჭერს. - შენ ორივე მშობელი გყავდა.
- საერთოდ სხვა რაღაცის სათქმელად შემოვედი. - მომენტალურად იბნევა. - მინდა გითხრა, რომ პირველად ვნახე ანდროს შეშინებული სახე... პირველად არ იცოდა რა ექნა, როცა იატაკზე უგონოდ გნახა და ამან ძალიან ცუდად გამხადა. არ მინდა ჩემმა აქ ყოფნამ უხერხულობა შეგიქმნათ, ამიტომ საღამოს ბათუმში წავალ...
- არ არის საჭირო. - ამღვრეულ თვალებს ვაგნებ. - შენ თუ არ გინდა წასვლა, ნუ წახვალ.
- გინდა, რომ დავრჩე? - განწირული ბგერები ეპარება.
- რა თქმა უნდა... შენ ანდროს ძმა ხარ და ყოველთვის, როცა გიყურებ, თითქოს ბავშვობის მეგობარს ვხედავ. - ძალაუნებურად მეღიმება.
- კარგი, მაშინ წავალ, ჩალაგებულ ბარგს უკან ამოვალაგებ! - თვალები სიხარულისგან ენთება.




- შედით, სანამ ადგილს ვიპოვი. - ანდრო მანქანას რესტორანთან აჩერებს. მართალია, დილით ვერ მოვახერხეთ გარეთ საუზმობა, მაგრამ სავახშმოდ ლამის იძულებით წამომიყვანა. იგივე იძულებით წამოვიყვანე ელენე.
- თავი მურმანის ეკალი მგონია. - ოხრავს ელენე და მანქანიდან სინქრონულად გადმოვდივართ.


სამ ახალ მიმტანს შესასვლელშივე ვამჩნევ და ძალიან მიკვირს. ბარის დახლს ვუახლოვდებით.
- ჭუკი სად არის? - ელენე ბარში მდგარ უცხო ბიჭს ეკითხება.
- ვინ? - ჩაის ორ ჭიქას დახლზე დგამს და ორივეს ისე გვიყურებს, თითქოს გიჟები ვიყოთ.
- ბაჩო სად არის? - ახლა მე ვეკითხები და ცუდის მოლოდინით გული მიჩქარდება.
- აა, მენეჯერი გნებავთ. აქვე იყო... - იღიმება და დიდ თვალებს ირგვლივ აცეცებს.
- ეს დაგვცინის? - ელენე ღრმად შეურაცხყოფილი სახით მიყურებს.
- მირიანს არ ვგულისხმობთ. - მოუთმენლად ვუხსნი. - ბარმენია.
- ბარმენი მე ვარ! - ახლა მხოლოდ მე მიყურებს, ისე როგორც შეშლის.
- ახლა ამ დახლიდან გადმოგიღებ და ისე გცემ! - იწელება ელენე და თითს სახესთან უტრიალებს.
- არ არის საჭირო. - ბაჩოს ხმაზე ორივე მისკენ ვტრიალდებით და ვგრძნობ, ყბა როგორ მივარდება. სოლიდურად გამოიყურება და მკერდზე დამაგრებულ ბეიჯზე დიდი ასოებით აწერია „მენეჯერი.“
- მოიცა... - მეტყველების უნარი მიბრუნდება. - არ არსებობს! - მთელი ძალით ვეხვევი და ახლაღა ვხვდები ანდროს იძულებას წამოსვლასთან დაკავშირებით.
- გილოცავ. - ელენეს აციმციმებული თვალები მთელ რესტორანს ანათებს.
- მადლობა... - ბაჩო თვალს უსწორებს და მაშინვე იბნევა. - ბარმენებთან ჩხუბი თქვენი ძლიერი მხარეა?
- არა, უფრო არაყი და ფრთიანი ფრაზები. - უცებ ღიზიანდება ელენე, ალბათ თქვენობითი ფორმის გამო.
- კიდევ კარგი იცნობთ. - ახალი ბარმენი ბაჩოს თავაზიანად უღიმის. - უკვე დაცვის გამოძახებას ვაპირებდი.
- ამას მართლა ვცემ! - ისევ იმუქრება ელენე.
- ანაბელი ჩვენი ყოფილი თანამშრომელი და ახლა უკვე ქსელის მეწილის მეუღლეა. - უხსნის ბაჩო. - ქალბატონი ელენე ასევე ქსელის ერთ-ერთი მეწილე და ჩემი წინამორბედის საცოლეა. - ბოლო სიტყვებს ზედმეტად გამოკვეთს.
- უკაცრავად, არ ვიცოდი... - დიდ თვალებში შიში უდგება.
- არაუშავს, არც შენმა წინამორბედმა იცის ბევრი... - ელენე ერთიანად ჩაქმრალია. - წავალ ადგილს დავიკავებ.

- ეს თქვენობით საუბარი რას ნიშნავს? - ვტუქსავ, როგორც კი ელენე გვშორდება.

- რა იცი? - ხელებს გულზე იკრეფს და ეჭვის თვალს მავლებს.

- რამე უნდა ვიცოდე? - მის მოძრაობას ვიმეორებ და დარწმუნებული ვარ, მიმიკაც ანალოგიური მაქვს.

- ანუ, არაფერი იცი.

- გააჩნია, რას გულისხმობ... - წარბი თვითნებურად გარბის.

- ანდრო სად არის? - მოულოდნელად მეკითხება და მეც მაშინვე კარისკენ ვიყურები.

- მანქანას აყენებს, ალბათ... - მხრებს ვიჩეჩავ. - მირიანი სად გადაიყვანეს?

- ახალი ობიექტი გაიხსნა და იქ დასჭირდათ გამოცდილი მენეჯერი. - სახე მაშინვე ეშლება.

- და ირა? - დარბაზს თვალს ვავლებ და სასხვათაშორისოდ ვეკითხები.

- რამოდენიმე მიმტანთან ერთად ახალ ობიექტზე გადავიდა... - ნერვიულად ცმუკავს. - იძულებით არავინ გადაუყვანიათ, თვითონ უნდოდა ჩემს გარემოცვას გასცლოდა...

- ასე ფიქრობ? - გული გამალებით მიცემს. ვიცი, მაგას ვისი გარემოცვაც უნდოდა!

- კიდევ იმასაც ვფიქრობ, რომ ყველაფერი დამთავრდა... - მხრებს უღონოდ იჩეჩავს.

- სხვას შეხვდი? - ღიმილი ყურებამდე გამდის.

- რა შუაშია? - ორი ტონით უწევს ხმას, რაც ჩემს ვარაუდში უფრო მარწმუნებს. - უბრალოდ, აღარ ვენდობი... შერიგება რომ გადაწყვიტოს, ვერ ვაპატიებ ქორწილამდე რამოდენიმე თვით ადრე მიტოვებას. თან ასე აუხსნელად...

- ასე ნუ განიცდი... - მხარზე მსუბუქად ვეხები.

- ყველაზე მეტად ის მაცოფებს, რომ არ განვიცდი ისე, როგორც უნდა განვიცდიდე... - თვალებში გიჯივით ჩამცქერის. - გული მწყდება, მაგრამ არ განვიცდი.

- კიდევ ერთხელ გილოცავ! - ვერც კი ვამჩნევ როდის გვიახლოვდება ანდრო და ბაჩოს ხელს ართმევს.

- უღრმესი მადლობა, რომ შანსი მომეცით. - სახე უნათდება ბაჩოს.

- ყველა იმას იღებს, რაც დაიმსახურა. - ანდრო თბილად უღიმის და წელზე ხელს მხვევს. - ელენე სადაა?

- მაგიდასთან გველოდება... - ვპასუხობ, მაგრამ ბაჩოს თვალს არ ვაშორებ და მის შემცბარ რეაქციაზე უაზრო კმაყოფილებას ვგრძნობ.





- არა, გამომიშვი! - ანდროს განწირული ყვირილი ღრმა ძილიდან კინწისკვრით მისვრის. როგორ მინდა ვუთხრა, რომ ვიცი... რომ ვიზიარებ მის ტკივილს, სარდაფივით ბნელ წარსულს.
- აქ ვარ... - მხოლოდ ორ სიტყვას ვამბობ და თვალებში მოწოლილ ცრემლებს ვებრძვი.



- ეს კორპუსია! - ელენე მანქანას ხელის კანკალით აყენებს და შეშინებული თვალებით შემომცქერის.
- არ უნდა ვინერვიულოთ... - შეუსაბამო ხმით ვამშვიდებ და მანქანიდან გადმოვდივართ.


- მეოთხე სართული, თეთრი კარი... ეს არის! - საკეტს გასაღებს არგებს, ენერგიის საოცარ ნაკადს მთელი ორგანიზმით ვგრძნობ.
სამ ოთახიან ბინაში გაბნეული მძვებივით დავრბივართ და რაიმე სეიფის მაგვარს ვეძებთ. ყველაფერი გადავჩხრიკეთ, დისკის ან მეხსიერების ბარათის მაგვარი არაფერი იყო.
- ანაბელ! - ელენეს ხმაზე ისე ვხტები, საკუთარ თავზე მეცინება და საძინებლის ქექვას თავს ვანებებ. - ვიპოვე... - მისაღებ ოთახში კედელში ჩაყენებულ შავ სეიფთან დგას, ხელში მოზრდილი ნახატით.
- უნდა გავხსნათ... - ადრენალინს სხეულის თითოეული უჯრედი ითვისებს. - მირიანის დაბადების თარიღი ან რამე მსგავსი იქნება...
ხუთამდე სხვადასხვა კოდს კრეფს, მაგრამ არაფერი გამოდის.
- ოცდახუთი ოქტომბერი სცადე. - მე თვითონაც მიკვირს ამ იდეის. - ირას დაბადების თარიღი.
- გაიღო!.. - სიხარულისგან ორივე ბოლო ხმაზე ვკივით და რამოდენიმე წამი თინეიჯერებივით დავხტივართ.
ელენეს მალევე უსერიოზულდება სახე, სეიფს გაქვავებული სახით უახლოვდება და ბოლომდე აღებს.
- აქ არის... - სათითაოდ იღებს დისკებს. - ყველაფერი აქ არის...
ყველაფერს მიყოლებით ვანადგურებთ და ფეხების ბაკუნზე გადავდივართ. რამოდენიმე წუთში კარზე კაკუნი ისმის.
- გასაღებით გადაკეტე? - ვეკითხები ელენეს და ისიც თავს შეთქმულივით მიკრავს. - ესეიგი ქვედა მეზობელია. - ისევ ფეხების ბაკუნს ვაგრძელებთ.


გარედან ვიღაც კარს აღებს და მაშინვე საძინებელში გავრბივარ. მობილურს მღელვარებისგან აკანკალებული ხელით ვიღებ და ვიდეოს ჩაწერის რეჟიმს ვრთავ.
მირიანი მისაღებ ოთახში გიჟივით შემორბის და გამოცარიელებულ სეიფს სასოწარკვეთილ მზერას ავლებს.
- ყველაფერი გავანადგურე! - გამარჯვებულის ხმით აცხადებს ელენე.
- რა ქენი? - ორივე ხელს მკლავებში ავლებს და ძლიერად ანჯღრევს.
- ყველა დისკი, ყველა მეხსიერების ბარათი გავანადგურე. - ელენე თავს ინთავისუფლებს. - ვეღარაფრით დამაშანტაჟებ!
- და შენ გგონია მხოლოდ აქ ვინახავდი? - მირიანი მთელი ხმით ღრიალებს. - ყველას ვაჩვენებ შენს ნამდვილ სახეს... ყველა გაიგებს ანგელოზი ელენეს მიღმა კლუბის იაფასიანი ბო.ი რომ იმალება!
- არც იმის თქმა დაგავიწყდეს, ჩემი სიმთვრალით რომ ისარგებლე, ვიდეო უკითხავად გადამიღე და ორი წელია წურბელასავით აზიხარ ჩემს ოჯახს! - ელენეს კივილი სისხლს ძარღვებშივე მიყინავს.
- პირველ რიგში, სწორედ შენს ოჯახს გავუგზავნი პატარა ამანათს. - მირიანის ტონი არაფრით დაბლდება.
- შენს გამო ორჯერ ლამის მოვკვდი! - ელენე ბრალდებებს აგრძელებს. - შენი გაუთავებელი შანტაჟების გამო ხან ჩემი ნებით გადავხტი მტკბარში, ხან-შენ მაიძულე აბების დალევა...
- კიდევ ერთელ მოგიწევს, როცა ყველა სოციალურ ქსელში ამ ვიდეოს ვირუსულად გავავრცელებ! - ლარნაკს ხელს ავლებს და კედელს მთელი ძალით ანარცხებს. - ამ ჯერად შენი ნებით და იმედი მაქვს, წარმატებულად.
სუნამოს ფლაკონს ხელს ვკრავ და ძირს ხმაურით ეხეთქება. მირიანი მაშინვე საძინებელში შემორბის.
- შენ? - სრულიად წითელია და ყელზე თითოეული ძარღვი ეკვეთება, ხელს უხეშად მავლებს და მისაღებ ოთახში ძალით მიმათრევს. მობილურს ხელიდან შემჩნევისთანავე მგლეჯს.
- დამიბრუნე! - წართმევას ვცდილობ, მაგრამ მხოლოდ ძლივს ჩაწერილი ვიდეოს წაშლის შემდეგ მიბრუნებს.
- ჩათვალე, რომ ამით ბაჩოს განაჩენი გამოუტანე.
- რას გულისხმობ? - ვიცი, მაგრამ მინდა თავისი პირით თქვას.
- დღესვე შევა ზარი პოლიციაში, გაყალბებულ ზედნადებებთან დაკავშირებით. - მის ხმაში დაგროვებული აგრესია ზიზღისგან სისხლს მიდუღებს.
- ორივემ ვიცით, რომ ყველაფერი შენი გაკეთებულია... - პატარა ტუმბოსკენ უკუსვლით მივდივარ.
- სამაგიეროდ, სასამართლომ არ იცის! - ამაზრზენად მიღიმის.
ელენეს თვალს ვუსწორებ.
- მოგკლავ და ვეღარავის დაუშავებ! - მირიანს თავს ესხმის. ყურადღება ეფანტება და სანამ უეცარ შტურმს იგერიებს, ტუმბოდან საგულდაგულოდ დამალულ ელენეს მობილურს შეუმჩნევლად ვიღებ და პალტოს ჯიბეში ვიჩურთავ.
- მომშორდი! - ელენეს უკან აგდებს.
- ცხოველი ხარ! -გაოგნებულ მირიანს ვემშვიდობები, თანამზრახველს ხელს ვავლებ და კარისკენ მივარბენინებ.



მანქანაში მოკალათებისთანავე მობილურს ვწვდები.
- ყველაფერი გადაღებულია! - ბოლო ხმაზე ვკივი.
- მეტი ვიდეო აღარ აქვს... - დარწმუნებით ასკვნის და ორივე ხელს საჭეზე ურტყამს. - ასე იმიტომ გაბრაზდა, რომ მეტი არაფერი აქვს!
- დაწყნარდი და სახლში მშვიდობიანად მიმიყვანე. - თვალებით ვტუქსავ.
- აბა რა! - ყურებამდე იღიმება და ჰაერს ღრმად უშვებს ფილტვებში. - ცხოვრება ისევ მშვენიერია!..



№1  offline წევრი OKI ME

ვერაფრით ვხვდები, თომა ასეთ საშინელ ქალთან ერთად რატომ არის? ან ელენემ რა დაუშავა მაგდას რომ ასე მიგდებული ყავდა? ან ანდროს ასე რატომ ექცეოდა? დიდი იმედი მაქვს თომას აუხელ თვალებს და მოიშორებენ ამ საშინელ ქალს.

ეს ილიაც მოიყვანე რა ჭკუაზე. რა დედიკოს ბიჭია, უიმეე. არადა ცუდი ადამიანი არ ჩანს, უბრალოდ დედის გავლენის ქვეშ არის ზედმეტად მოქცეული. იმედი მაქვს ბოლომდე ანაბელის სიყვარულს თავს არ შეაკლავს.

ყველაზე საზიზღარი პერსონაჟები ამ ისტორიაში: პირველი ადგილი ერგო - მირიანს, მეორე ადგილი - მაგდა, მესამე ადგილი - ირა. პრიმციპში, ირა იმდენად საზიზღარი არაა რამდენადაც, უთავმოყვარეო ქალია.

მოინდომეს ელენემ და ანაბელმა "აგენტი 007" ყოფნა:დდ დავიჯერო ყველაფერი გაანადგურეს? ვაახ, საინტერესო მომენტზე გაჩერდი. ნეტა რა მოხდება შემდეგ თავში.

კი გამოგილანძღე რამდენიმე პერსონაჟი მაგრამ რა ვქნა. არ მიწყინო. :დდდ

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

ოხხხ ბაჩუკიიი, რას მიბრაზეეებ ბიჭო ამ ანგელოზივით გოგოოოს..

მირიანი ხო ამაზრზენია, მაგრამ მეგიმ მოუჯოკრა, ეგ კახ** ქალი ეგ.. ფუ. უსახო პირით ვლანძღავ მთელი სულით და გულით, უშვერი სიტყვებით, უბრალოდ აქ ვერ ვწერ.
დᲛპალი დეგენერარი ქალი, ვერ ვხვდები ანდრო ისევ ამ სახლში რატო ცხოვრობს, ჭკუიდან ავიწეოდი ყოველდღე მაგ ამაზრზენი ქალის სიფათის ყურება რო მიწევდეს.

ანდეო ამათ ჯაშუშობას არამგონია ბედნიერი სახით შეხვდეს, და მაინტერესებს როდის გაიგებს ამ ორი ქალბატონის წანწალის შესახებ.
ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მირიანს წერტილს დავუსმევთ შემდეგ თავში და უბრალოდ მოშორდება ეგ დამპალი.

ველი ახალ თავს

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

საოცარი !!!საუკეთესოაა!!!! მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას წარმატებები

 


№4  offline წევრი ვიპნი

მირიანმა ასე წყნარად რო გამოუშვა მაინც გამიკვირდა,ცოტა შევშფოთდი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent