შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ სერიოზულო ქალბატონო(3)


23-06-2016, 01:28
ნანახია 2 783

არ არსებობს. ის....ის...ხომ მოკვდა ეს შეუძლებელია ის სანდრო არ არის არა აქ რაღაც შეცდომაა. ეს როგორ უნდა მომხდარიყო? როგორ გადარჩა? ამას აუცილებლად გავარკვევ! მანქანაში ჩავჯექი და გეზი სახლისაკენ ავიღე. თუ გადარჩა მაშინ რატომ ვერ იპოვა დათომ ის? ეს ხომ თითქმის შეუძლებელია? ოოო მია ნუღარ ფიქრობ ამ სისულელეებზე რა. სახლში შევვარდი და ანდრო ჩემს ოთახში რასაც ქვია ავათრიე.
-ის არის.
-როგორ??
-სანდრო ჩემი ძმაა.
-არ არსებობს შანსი არაა. ის ხომ ხანძრისას გარდაიცვალა.
-მეც ასე მეგონა, მაგრამ ხედავ? ის ცოცხალია და საიდან გადარჩა ეს არ ვიცი და ამას გავარკვევ.
-ამაში დაგეხმარები.
-დიახ დამეხმარები!
-და მაინც დათოს უნდა გავაგებინოთ ეს ამბავი შესაძლოა დაგვეხმაროს.
-კარგი. მე დათოს დავურეკავ შენ ქვემოთ ჩადი თორემ ბიჭები იქლფიქრებენ რომ რამეს ვჩალიჩობთ.
-ფუუუ რეებს მეუბნები. კაი წავედი მე ქვემოთ.- მის ამ ნათქვამზე დავიჭყანე ის კიდევ ურეაქციოდ იყო
-აჰამ კარგი.-ანდრია
-ოხ მია ამდენხანს განმარტოებაც არ შეიძლება.-იკა
-ვაჟბატონო სიცილს გირჩევნია ეგ ყავა დალიო და მე რას გავაკეთებ და რას არა ეგ ჩემი პირადია.-მია
-კაი ბოდიში უბრალოდ შენი გამხიარულება ვცადე.-იკა
-ეგ მასეთი იოლი საქმე არაა, თვით იუმორიც კი ვერ გამაცინებს ისეთი სერიოზული ვარ.-მია
-აღიარება მომწონს.-ლაშა
-სახელი შენი.-ცოტა ვითომ დავუძაბე
-ლაშა.
-ლაშა მე პირდაპირი ვარ და რამე ცუდი არ მათქმევინო მაინც საკმაოდ პირდაპირივარ და პირში გეტყვი რასაც ვფიქრობ და არ გინდა ჩემი გაღიზიანება-მია
-კარგი სერ.-ლაშა
-ანდრია სად არის?-სანდრო
-ვინ?-მართლა გამიკვირდა მე ხომ ანდროს ვეძახი.
-ანდრია.-სანდრომ გამიმეორა და გაეღიმა.
-ანდრო ტელეფონზე საუბრობს.-სანდეო
-ანდროს ჩვენ რო ვეძახით გვკლავს და ეს ნახეთ რა.-ვითომ ნაწყენმა და გაბრაზებულმა თქვა სანდრო.
-ხო სანდრო განსხვავებული ვარ.-მია
-მერე არ მოგწონს განსხვავებულობა? -სანდრო
-მე მომწონს, მაგრამ ზოგ გოგოს სწერვა ვგონუვარ,ზოგი ვაფშე ფიქრობს რომ კაცი ვიყავი და თავი გადავიკეთე ქალად.-ნაწყენმა ვთქვი ხალხის აზრი და ყელში ბურთი გმეჩხირა,მაგრამ მე არ ვტირი და არც ახლა ვიტირე.
-ეს ხომ აფსურდია.-გაიოცა იკამ
-ხო მე ქალი ვარ ბავშვობიდან და ასეთი შეშინებული სახეებით ნუ მიყურებთ.
მათ გაოცებულ და ამავე დროს შეშინებულ სახეებზე გამეცინა. ანდრო კიბეებზე ჩამოდიოდა მაგ დროს და მისაღებში შემივარდა გიჟივით.
-ვინ იცინის??-ანდრო
-აი ეს. -სანდრომ ხელი ჩემსკენ გამოიშვირა.
-შენ რა სიცილი რა ხილია იცი?-ანდრო
-კი,მაგრამ დავიწყებული მქონდა.-მია
-აააჰაამ ბიჭებო დავესიეთ.-შეჰყვირა ლაშამ
-ეგ რას ნიშნავს?-ცოტა შიში შემეპარა ხმაში.
-რას და უნდა გაიქცე თორემ ჩვენს ღუტუნს ვერ გადაურჩები.-სიცილით მახარა იკამ.
-არც გაბედოთ, ვერ ვიტან ღუტუნს.
მაგრამ რათ გინდა საუბარი ესენი ხო ხისთავიანები არიან და რას შეაგნებინებ. გიჟივით გავვარდი სახლს ათასჯერ მაინც დავარტყით კრუგი და მაინც დამიჭირეს ანდროს დახმარებით. ღუტუნი დამიწყეს მე კიდე უკვე ცუდად ვიყავი იმდენს ვიცინოდი.
-არ დაინდოთ ბიჭებო.-ანდრო
-ჩემი....მეგონე....სხვისი....ყოფილხარ
სიტყვებს თავს ძლივს ვაბამდი იმდენი მაცინეს სანამ ცრემლები არ წამომივიდა. მერე გამანებეს თავი.
-აუუ გვერდები მტკივა.
-რატო?-გაოცებულმა გამომხედა სანდრომ
-რავი ორი წუთის წინ ოთხი დარტყმული მიღუტუნებდა და...
-ააა, უფ ეგ არაფერი ძლიერი ხარ და აიტან როგორმე-ანდრო
-ანდრო გარეთ გამოდი ორი წუთი.
-აჰამ მოვდივარ-ანდრო
-დაურეკე დათოს?-მია
-კი,რომ ვუთხარი ყველაფერი გაოცდა, მაგრამ მიხვდა რომ სანდროს გამოსვლაში მამაშენი დაეხმარა.-ანდრო
-ეგ საიდან იცის?-მია
-სახლში შენი ძმის ცხედარი ვერ იპოვეს, ვერც ძვლების ფერფლი და საერთოდ ვერაფერი ვერ იპოვეს. ხოდა აქედან გამომდინარე ის მამაშენმა გამოიყვანა როცა შენ და დათო უკვე საქართველოში ჩამოხვედით.-ანდრო
-კი მაგრამ სად იზრდებოდა?-მია
-როგორც ვიცი თავშესაფარში იცხოვრა 18 წლამდე, მერე მუშაობა დაიწყო და ბინა იყიდა, ამის შემდეგ ბიზნესიც წამოიწყო და ასე ბიზნესის დახმარებით გავიცანით ერთმანეთი.-ანდრო
-ანუ ახსოვს ცეცხლის ამბავი თავისი და,დედა და მამა.-მია
-არ ვიცი ამ თაზე არ გვისაუბრია.-ანდრო
-მე ის მიყვარს ანდრო მინდა ჩავეხუტო და ვუთხრა რომ ჩემი ძამიკო სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, მაგრამ ახლა ყველაზე რთული კითხვა მაქვს. როგორ ვუთხრა,რომ ჩემი ძმა ხომ შეიძლება არ მიმიღოს?-მეშინოდა რომ არ მიმიღებდა და ხელს მკრავდა,თუმცა ლოგიკურიც იქნებოდა ჩვენ ხომ ის ცეცხლში სასიკვდილოთ დავტოვეთ,მაგრამ გადარჩენას ვცდილობდით.მამა რომ არა უეჭველად მოვკვდებოდით მეც და სანდროც,მაგრამ საბედნიეროდ ცოცხლები ვართ.ანდრია ხმას არ იღებდა ეს კი მაშინებდა იქნებ არ იცის რა მითხრას... ფიქრი ანდრომ შემაწყვეტინა.
-ის ასეთი არ არის მია მას 19წლიდან ვიცნობ და საკმაოდ კარგად შევისწავლე მისი ხასიათი ის საკმაოდ მეგობრული და თბილი პიროვნება,მაგრამ იმის თქმით რომ შენ მისი და ხარ შესაძლოა შეაშინოს და დრო დასჭირდეს გასააზრებლად.
-იქნებ არც არის საჭირო რომ ვუთხრათ. გორბაჩოვმა რომ მიპოვოს ის სანდროს არ დაინდობს და ჩემს წინააღმდეგ გამოიყენებს და სჯობს ჩვენს გარდა არავინ გაოგოს.-მია.
-ჯერჯერობით ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც არის,მერე კი მოვიფიქროთ რა ვქნათ.-ანდრო.
ოთახში შევედი და ცოტა გავმხიარულდი და ყველას ლუდი შევთავაზე...
-ასეთ ფორმაში ხარ და ლუდს სვამ?-გულწრფელად გაუკვირდა იკას.
-ხო ვსვამ,მაგრამ დათო ლუდის დალევის უფლებას მაძლევს ეგეც საუკუნეში ერთხელ და მეც არ ვარ დიდი ფანი ლუდის ხოდა იშვიათად მინდება ხოლმე.დალევთ?
-კი ანდრომ არამგონია დალიოს-გაკრეჭილმა ლაშამ გახედა ანდრიას.
-ანდროს კიდევ დამიძახებ და კბილებს ჩამოგიღებ-გაუბრაზდა ანდრია.
-ოო როგორ იცი ხოლმე ანდრო რაა.-მეც მეტი რა მინდოდა ავყევი ლაშას.
-მია რაღა დღეს დადექი კარგ ხასიათზე? შენ მაინც ნუ აყვები ამათ-ტუჩები საყვარლად დაბრიცა და საწყალი ლეკვის სახე მიიღო.
-გულს დაგწყვეტ და გეტყვი,რომ ეგ სახე ჩემზე არ მოქმედებს და სხვათაშორის ანდროს გაცნობის დღიდან გეძახი და რაღა ახლა გახდა პრობლემა?-გარკვევას ვცდილობდი,რატომ გაბრაზდა ლაშაზე ასე და მე რატომ არ გამიბრაზდა,მაგრამ ამას ხმამაღლა ვერ ვიტყვი რავი არ შემოვაკვდე ან არ შემომაკვდეს.
-შენ კიდე ხო,მაგრამ აი ამას რა დავუშავე რომ ანდროს მეძახის და სახელს მიმახინჯებს.-ოღონდ პასუხი მოაბრუნოს და სისულელებსაც კი იბოდიალებს.
-მასე მეც გიმახინჯებ-უფრო ჩავეძიე,მაგრამ ვეღარ მოფიქრა რა ეთქვა და გაჩერდა.
-ლუდს მეც დავლევ!-ესღა გვითხრა და დივანზე დაეხეთქა.
მეც ლუდები გამოვიტანე და ტელევიზორში ჩემი ფავორიტი ფილმი "მცდარი მოსახვევი" ჩავრთე.სანდროს და ანდრიას მივუსკუპტი გვერდით და ლუდი მოვიყუდე..ფილმს ვუყურებდით როცა უკნიდან ჩუმად იკა მიგვეპარა და შეყვირა.
-აააააააააააააააააა...-ბოლოხმაზე ვწიოდი.
-შენ ბიჭო ში. ხო არ გაქ?-გაუწყრა სანდრო, ანდრია კიდევ ყურს იზელდა დავაყრუე მგონი.
-არა რა არის რო?-სიცილით იკითხა სულელმა იკამ.
-აბა რა გულს გვიხეთქავ? დააყრუა მიამ ანდრია-გადმომწვდა სანდრო.
-ეე მე ნუ მაბრალებ შენც შეგეშინდა ისევე როგორც ანდროას და მე ვაფშე არც ველოდი
-მეც ჩავები საუბარში.
-რაც იყო იყო ეხა მაცადეთ ფილმის ყურება-დაგვაწყნარა დიდმა ლაშამ.
-კარგი მამიკო.-იკამ პატარა ბავშვის ხმით უთხრა და ლაშას გ ერდით მიუჯდა.
მოკლედ ეს დღე მაიმუნობაში გავლიეთ. არც კი მეგონა ოდესმე თუ კიდევ გავიცინებდი და ვიცანცარებდი. მე ხომ ასეთი სულაც არ ვარ,მაგრამ ამათი გადამკიდე კიდევაც კარგად ვარ.მეორე დღეს დათომ დამირეკა ..
-აუუ რა ჯანდაბა გინდათ რაა დილით ძილს არ მაცდიდ არაფერს თქვენ არ მაცდით რაა.-ჯიჯღინით ვუპასუხე.
-გააჩუმე ენა და მისმინე გორბაჩოვმა მომაგნო და სავარაუდოდ ისიც იცის რომ შენც ცოცხალი ხარ და ახლა გაფრთხილებ არ თქვა ის რაც მე მითხარით გუშინ. ახლა უნდა წავიდე და ფრთხილად იყავი ჩემო პატარავ. მიყვარხარ!...
ესღა მითხრა და საშინელი ხმაური გაისმა.
-არა არა არა არა დათო დათო.-განწირული ხმით ჩავყვირე ტელეფონში,მაგრამ უოვე გვიანი იყო დათო მოკლა იმ ნაგავმა მოკლა მე კი ვერაფერს ვიზამდი აქედან.
-ალო.-გორბაჩოვის ხმა გაისმა ტელეფონში და უცებ გავთიშე ვიცოდი რომ ამ შემთხვევაში ძებნას დამიწყებდა. მე კი მაწყობდა ეს დროა სამაგიერო გადავუხადო და მოვკლა თუ ამის უფლებას პოლიცია მომცემს არ მინდა მკვლელი ვიყო მინდა ყველაფერი სამართლიანად მოხდეს.ამიტომ გადავწყვიტე პოლიცია საქმის კურსში ჩავაყენო,მხოლოდ ილმათ ეცოდინებათ ვისაც ვენდობი. დათო მე მას გავანადგურებ ამას გპირდები. იცოდე ვერავინ შემაჩერებს მას აუცილებლად გავისწორდები. საშინლად გაბრაზებული ვიყავი. ოთახში შემოსულ ბიჭენს ყურადღება არ მივაქცი ეგრევე აბაზანა მივიღე და დარნაზში ჩავედი ნერვების მოსათოკვად რამესთვის უნდა დამერტყა თორემ გავაფრენდი.. სიბრაზე კი თავისას შვრებოდა რაც უფრო მეტს ვირტუამდი მით იფრო ვბრაზობდი რომ დათოს ვერ დავეხმარე და მთელი დღე თითქმის დარბაზში გავატარე სანამ გაბრაზებული ანდრია არ შემომივარდა და ზურგზე გადაგდებული არ გამიყვანა დარბაზიდან.
-დამსვი!-გაბრაზებულმა ვუთხარი.
-არ დაგსვამ!-არც მან დააკლო გაბრაზება.
-რა ჯანდაბა გინდა მაშინ?!-ცოტა ხმამაღლა მომივიდა.
-რა და ტელეფონზე ასეთი რა გითხრეს რომ დარბაზიდან არ გამოდიხარ!-არც ანდრიამ დააკლო და მანაც აუწია ხმას აშკარა იყო რომ ორივე გაბრაზებულები ვიყავით. მე გორბაჩოვზე ის ჩემზე.
-რა და
....



№1  offline წევრი isterichka123

ვუიმე კაია გაგრდზელე

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ასეთ მომენტებზე ნუ აჩერებ

 


№3  offline წევრი elegant

Dzakian mshralia, dzaloan swrafad da cota uazrod anvitareb. Ar aris sachiro yvela abzacshi imis dawera rom is aseti ar aris, ase ar umxiarulia, ar utiria, dzlieria. Da maseti ragaceebi. Cota daxvewa chirdeba. Kargi iqneba tu kargad gadaxedav xolme. Roca dawer, shecdomebs shenitve ipovin warmatebebi, sawyenad ar geubnevi, imedia gamoasworeb <3

 


№4  offline წევრი salo173

ანი ანი
ასეთ მომენტებზე ნუ აჩერებ

Xo martalia tan dzan patarebia mainc mogarjuleb ypro didebi iyo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent