შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფული,სიყვარულის სანაცვლოდ (ნაწილი13)


25-01-2021, 00:10
ავტორი ♡The moon
ნანახია 1 389

-ნანა სად არის? დაიჭექა მამას ხმამ.
-წავიდა, რა მე მცველად ამიყვანეთ და არ ვიცოდი?
მამამ იარᲐღი მოუქნია სახეში, გოჩას ცხვირი დაუზიანდა და სისხლი ნიაღვარივით წამოუვიდა.
-მაგრამ, მამა ის თვითონ მაფრთხილებდა, აქედან თუ გავიდოდი, მგლების ლუკმა გავხვდებოდი....
-რა Დაუშავე ჩემს ცოლს?
-მე თქვენს ცოლს? -არაფერი ფანჯარა ჩაამტვრია და წავიდა, ვუთხარი რომ აქ არავინ დაგვტოვებდა და მოგვაკითხავდით, მაგრამ არ დამიჯერა, ისიც მითხრა, მიჯობს მგელმა შემჭამოს, ვიდრე გიორგის ხელით მოვკვდეო...
-მამა,პოლიცას გამოვუძახოთ და მოძებნიან?
-მაგრამ,აქ ტელეფინს მიღება ეკარგება...
-წამოდი,გზამდე გავიდეთ, ემილი და იქიდან დავრეკოთ.
-მეც გამიყოლეთ გზამდე, იქიდან მანქანს გავაჩერებ.
-სახლში ხომ არ მიგიყვანო?
სახლიდან გამოვედით, მანქანა გზამდე ჩავიყვანეთ, პოლიციაში დავრეკეთ...
თხუთმეტ წუთში პოლიცია იქ იყო, მეძებარ ძაღლებთან ერთად.
ადვიკატსაც დაურეკა, გოჩა ციხეში გადაიყვანეს სხვა ბრიგადამ. ათი კაცი,ძაღლებთან ერთად,ქოხის ირგვლივ დაიქსაქსა...
დედა უკვე, რვა საათის გასული იყო ქოხიდან...
-მამა, რამე ხომ არ დაემართებოდა დედას?
-არ ვიცი, ემილი. მამას თვალებში დიდ ტკივილს ვგრძნობდი, ის და დედა მოსიყვარულე ცილ-ქმარი იყვნენ და მამას სული ეწვოდა, აღარ იცოდა რა ექნა...
მე თავს ვიდანაშაულებდი,იმის გამო რომ გოჩასთან დავტოვე და მე წავედი, მაგრამ მან ისე მატკინა გული რომ...
ხუთი საათის ძებნის შემდეგ,კვალსაც ვერ მიაკვლიეს, ხელ ჩასაჭიდი არაფერი იყო.
პოლიცია დაიშალა, მეორე დღეს დილით ისევ განაგრძეს სამძებრო მოქმედებები.
ერთი კვირის თავზე,დედას Ყელზე მოსახვევი იპოვა ძაღლმა, ქოხიდან კარგა მოშორებით...
მამა პატარავდებიდა და დარდისგან ქრებოდა, აღარ იცოდა რა გზას დადგომოდა. არც ფულს და არც ხალხს ზოგავდა, ტყე რომ დაეთვალიერებინათ, მაგრამ ყველა ქმედება ამაო იყო, თითქოს მიწამ უყო პირი...
პოლიცია ამტკიცებდა, მხეცს რომ შეეჭამა,მის ტანისამოს მაინც მივაგნებდითო!
მამაჩემისთვის ეს სიტყვები, იმედის ბოლო ძაფზე ჭმჩაბღაუჭება იყო.
ჩემზე აღარ ვიტყვი...
არც ჭამა მახსოვდა,არც ჩაცმა და ანდრიაც კი დამავიწყა,დედაჩემის სიკვდილის შიშმა...
ხალხთან ერთად დავდიოდი და ვეძებდი დედაჩემს, იმედს არ ვკარგავდი რომ ვიგრძნობდი დედას სუნს,ისე როგორც ,ამას ბავშვობაში ვაკეთებდი...
ორი კვირაც გავიდა...
ცვლილება არაფერი იყო.
თბილისში დავბრუნდით.
სახლში შესვლა აღარ მინდოდა, ვიცოდი რომ კედლებში სადაც დედას ვერ ვნახავდი, მომკლავდა და გამანადგურებდა...
არც მამას დატოვება მინდოდა, ვიცოდი რომ დაიტანჯებოდა, ახლა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ერთმანეთი.
მთელი ძალა მოვიკრიბე, კარი მამამ გააღო, დაღვრემილი თვალები მომანათა და შევიდა, კარში ნაბიჯი გადავდგი და დამიბუჟდა მთელი სხეული,გონება დავკარგე...
თვალი რომ გავახილე დივანზე ვიწექი, მამა თავთან მეჯდა და ტიროდა.
-მაპატიე, შვილო.
-არა მამა, შენ მაპატიე.
ამის მერე ის ჩემ გამო იძლიერებდა თავს და მე კი მის გამო.
დივანი გადავშალეთ და ტანსაცმლიანად წამოვწექით.
გულში მიხუტებული მყავდა მამა...
ჩაეძინა.
ავდექი და სამზარეულოში გავედი, ვგრძნობდი ყველგან, დედას სუნს, აჩრᲓილს და სიცილის ხმას...
ღვინო ჩამოვასხი ჭიქაში და წრუოვა დავუწყე...
თავში ანდრიას ფიქრმა გამკრა და ძალიან გავბრაზდი, რადგან ამხელა ტკივილი გამოვიარე,მან კი ერთხელაც არ დარეკა...
მინდოდა მენახა, მაგრამ მამას მიტივება არ მინდოდა, თან გვიანი იყო.
ერთი ბოთლი ღვინი ჩამოვცალე და გავილეშე, ადგომაც აღარ შემეძლო რომ წამოვწოლილვიყავი.
ჩემ ირგვლივ ყველაფერმა ტრიალი დაიწყო... -გული მერევა, ჯანდაბა ჩემ თავს!
ტელეფინი ავიღე და მარისთან დავრეკე.
-მარი, მოდი რა დაო ჩემთან გთხოვ.
-ახლავე მარი, მშვიდობაა?
-ცუდად ვარ ბევრი დავლიე .
-კარგი, ხუთ წუთში მანდ ვიქნები, თავს მოერიე, ცივი წყალი შეისხი სახეზე.
ონკანთან მივედი და ცივ წყალს სახე მივეცი,ტკივილის ჩამოსარეცხად... ნეტავი ჩემი დარდის წაღებაც შეგეძლოს, ისე როგორც, სიფხიზლეს მანიჭებ.
ხუთ წუთზე მეტხნას ასე ვიყავი, ცივ წყალზე შეშვერილი...
მარი უკანა კარიდან შემოვიდა, მამა რომ არ გაეღვიძებინა.
-მოხვედი?
-გოგო,შენ კიდევ მანდ დგახარ? - ვაიმე სულ გაყინულხარ, გაცივდები გოგო!
-გთხოვ აქ ვიქნები.
-გეყოფა ახლა წამოდი, საძინებელში ავიდეთ, ჩუმად მამაშენს სძინავს. ცოდოა,რამდენი დღეა ნორმალურად არ დაუსვენია.
-კარგი ჩუმად ვარ. ფრთხილად ამიყვანა ოთახამდე, მისი ხელით გამხადა და სააბაზანოში გრილი წყლის ქვეშ დამაყენა.
მერე თბილად ჩამაცვა და საწოლში ჩამაწვინა.
დედასავით ზრუნავდა ჩემზე.
-მოდი, დაწექი ჩემთან.
მოვიდა, გვერდით მომიწვა, ჩავეხუტე.
-მარი, ხომ არ იცი,ანდრია სადაა?
სახეზე ფერი შეეცვალა, იმდენად რომ მთვრალმაც კი შევამჩნიე.
-არ ვიცი, არ მინახია.
-მიმალავ რამეს?
-რა უნდა დაგიმალო?
-ერთხელაც არ დამირეკᲐ, ხომ იცის ბექასგან რა დღეშიც ვარ?
-არ ვიცი ემი, ძვირფასო, ნახავ და გაარკვევ.
-არ მინდა მისი დანახვა.
-კარგი,დაიძინე ახლა და ხვალ ვილაპარაკოთ.
-ჩამეხუტე...
ამ მძიმე დღეებში, მარი დასავით მედგა გვერდში, ჩემთან ერთად დადიოდა ტყე-ტყე, ერთ წუთს არ მტოვებდა...
მივხვდი რომ ბექა, ნიკა და მარი ჩემ იმედად იქცნენ.
ღამემ დილა მოიტანა...მშვიდი ყველასთვის და მძიმე ჩვენთვის...
ავდექი, მარის ისევ ეძინა, ოდნავ ვაკოცე ლოყაზე და პირი დავიბანე.
დაბლა ჩავედი,მამას ისევ ეძინა.
დამხმარე ქალი მოსულიყო უკვე, ის მუდამ უკანა კარიდან, შემოდიოდა, მიელაგებინა ჩემი არეული სამზარეულო.
-დილამშვიდობის, ეკა დეიდა.
-მშვიდობა მოქცეს, ემი! -ახალი არაფერი?
-არა! არაფერი ვიცით.
-ღმერთი მოწყალეა!არ მიგატივებთ.
-მადლობა. ძალიან თბილი და მშრომელი ქალი გახლდათ...
-დაგეხმარები ცოტას, მითხარი რა ვქნა?
-არაა შვილო საჭირო, დაჯექი.შენ დაღლა არ გაკლია.
-ცოტახანს სუფთა ჰაერზე გავალ, მამა რომ გაიღვიძებს,დამირეკე კარგი?
-კარგი ემილი.
ანდრია,მინდოდა მენახა, ამიტომ პირდაპირ მასთან წავედი. ნაქირავებ ბინაში იყო, სანამ ახალს ააშენებდა.
კართან ღრმად ამოვისუნთქე და დავაკაკუნე.
კარი მალევე გააღო, მაგრამ...
კარში ჩემთვის უცხო ადამიანი ვნახე, დიდი წვერით და მკვდარი თვალებით, წვერი არ გამკვირებია, რადგან წლამდე ატარებდა,მაგრამ ეს თვალები? ბოლოს რომ ვნახე სხვა იყო, თბილად მიყურებდა და ...
ხმის ამოღება ვერ გავბედე.
-ამ დილაადრიან, აქ რას აკეთებ?
-დილამშვიდობის ანდრია.
-გისმენ!
-რა დაგემართა?
-არ იცი ? -გინდა მოგიყვე რა დამემართა? -სულ თავიდან დავიწყო თუ ისიც დაგაკმაყოფილებს, დედაჩემის ცოცხლად დაწმიდან რომ გავაგრძელო?
თვალებში ვეღარ ვუყურებდი, ვტიროდი და იატაკზე, პატარა ბზარს ვუყურებდი, მეგონა ჩემი გული იყო,რომელსაც ფეხი დაადგეს და შუაზე გაიბზარა...
-თავიდან დავიწყებ, მერე კითხვები რომ არ გაგიჩნდეს კარგი?
არაფერი მიპასუხია.
-შემიყვარდი ემილი ძალიან, პირველი დანახვის თანავე მივხვდი რომ,ჩემი ადამიანი ვიპოვე, Ადამიანი რომესაც ოცნებებში ვქმნიდი, აი ასე შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და ვოფიქრე, გამიფერადა ყველა მუქი ფერი -მეთქი. ამ ტყუილში დიდხანს ვიყავი, იქამდე სანამ დედა არ მომიკლა მისმა სიყვარულმა!
მერე მოხდა ის რომ გავიგე, თურმე დაქალთან დადებული ფსონი ვიყავი და მომიგო იმ გოგომ. რომელსაც ვაღმეღებდი ეს არ მაკმარა და დედამისმა, ძვირფასმა დედამ, დედაჩემი მოაკლევინა!
-ძალიან გთხოვ...
-რას მთხოვ, ხომ არ გეგონა რომ ჩამოვიდოდი და Დედაჩემის მკვლელის ძებნაში დაგეხმარებოდი? -შენი დანახვა აღარ მინდა გაიგე, არც შენი და არც არავის დანახვა! მომშორდი...
კარი ცხვირ წინ მომიხურა და იმ კარის დახურვა და ჩემი ძირს დავარდნა ეღტი იყო.
აღარ მქონდა ძალა ხალხო! ყველა ძალა გამომეცალა, ჩემი ბედნიერი წლები გაქრა და ყველაფერს შავი ფერი გადაეფარა, რაც მთელი 18 წელი არ მეწვალა,ერთ თვეში ამინაზღაურა განგებამ.
გონს რომ მოვედი მანქანᲐში ვიყავი, უკანა სავარძელზე.
-სად მივდივართ?
-საავადმყოფოში.
თვალებში ჩამდგარი ცრემლი შევნიშნე, რომელიც არაფრით გამოეშვა ლოყამდე...
-არ მინდა! გამიჩერე სახლში წავალ.
-მიგიყვან მე თვითონ.
-არ შეწუხდე! მანქანა სწრაფად დაამუხრუჭა და მანქანიდან გადავიდა.
დიდ ხანს ვიჯექი, ისევ იმ ადგილას, ვცდილობდი გამეაზრებინა თავზე დაქცეული ცხოვრება და მიმეწერა რამისთვის, მაგრამ ვერაფერს ვახერხებდი.
სახლში დასიებული თვალებით შევედი, მამას გაღვიძებოდა და ბაღში Იჯდა.
მარი დივანზე დამხვდა.
-ანდიასთან იყავი ?
-ხო.
-ვწუხვარ.
-იცოდი ეს ყველაფერი?
-ანანომ მითხრა...
-ყველა ჩემს წინააღმდეგ რატომაა? -მე რა დავუშავე ანდრიას, მარი?
რომ შემიყვარდა ეᲒ თუა დანაშაული, ბოდიში.
-გთხივ ემი, შენ არაფერ შუაში ხარ, მსხვერპლი ხარ, როგორც ის.
-მაგრამ მან მითხრა რომ ვეზიზღები, მითხრა რომ ჩემი დანახვაც აღარ უნდა...
-დამშვიდდება და ბოდიშს მოგიხდის.
-არა, არ მომიხდის რადგან მართალია! -დედაჩემმა დედა მოუკლა და ჩემთან როგორ იქნებ?!
-გაჩუმდი, იქნებ ეგრე არ იყო?
-მაგრამ დედას არ უთქვამს რომ გოჩა ტყუილს ამბობდა.
-ის გითხრა რომ მე Დავუკვეთეო?
-არა.
-ხოდა დამშვიდდი, ნანა მაგას არ გააკეთებდა.
-მაგრამ მას არ უნდოდა,რომ ანდრიასთან ვყოფილვიყავი.
-ხო მაგრამ, არ მგონია მაგის გამო ვინმე მოეკლა.
-ეს მხოლოდ დედამ იცის, რომელიც უგზოუკვლოდ დაიკარგა.
ერთი კვირაც, ასე მძიმედ გავიდა არაფერი ისმოდა დედაზე...
მაისი იდგა. თბილი Დღე.
სკვერში ვიჯექი, ტელეფონმა დარეკა. -ანანო?
-გისმენ!
-ემი, ცუდად ვარ, სავადმყოფოში დამაწვინეს,იქნებ მოხვიდე?-ვიცი გაბრაზებული ხარ, მაგრამ ...
-რომელ სავადმყოფოში?
-რესპუბლიკური, ხომ იცი?
-კარგი.
წავედი, მაგრამ ფეხები უკან მექაჩებიდა, ისეთი შეგრძნება მქონდა...
პალატაში ავედი,მარტო იყო.
-როგორ ხარ?
-არ ვიცი,თავს სუსტად ვგრძნობ ბოლო დღეებია, გულის რევა მაქვს, გონება დავკარგე და ორი საათია აქ ვწევარ. სისხლის ანალიზის პასუხი მალე იქნებაო.
-გადაიღალე ალბᲐთ.
-ხო შეიძლება, მადლობა რომ მოხვედი.
-არაფერს, ხილი მოგიტანე.
-მადლობა.
კარი გაიღო, კარში ანდრია დავინახე. ფეხებში სიცივე ვიგრძენი. თავს ძალა დავატანე მაგრად დამეჭირა თავი.
- მარტო არ ხარ?, ცოტახანში გნახავ.
-მოდი ანდრია გთხოვ.
უსიტყვოდ შემოვიდა და სკამზე დაჯდა.
ხელი ზარს დააჭირა ანანომ, ექთანიც მალე იქ გაჩნდა.
-პასუხები მალე იქნება? ფულს დაგიმატებთ!-აღარ შემიძლია საავადმყოფის სუნის ვისუნთქო!..
-დიახ, ათ წუთში პასუხს შემოგიტანთ და შემდეგ გადავწყვიტოთ მოგიწევთ თუ არა აქ ყოფნა.
-კარგი მადლობა.
მეც და ანდრიაც ჩუმად ვისხედით, მხოლოდ ანანო იყო ლაპარაკის ხასიათზე, იცინოდა კიდეც და რაღაც ისტორიას ჰყვებოდა, რომლის აზრიც, მგონი ვერცერთმა გავიგეთ....
ექთანი, ექიმთან ერთად დაბრუნდა, ხელში ანალიზის პასუხი ეჭირა.
-აი ქალბატონო ემილი, პასუხი მზადაა, ახლა გაგაცნოთ თუ მარტოდ გნებავთ?
-მითხარით ექიმო, ესენი ჩემი ყველაზე ახლო ადამიანები არიან.
გამეცინა, მაგრამ არაფერი მითქვამს.
-მაშ, მოსალოცად გაქვთ საქმე,
გილოცავთ!- თქვენ ბავშვს ელოდებით...
ჩემს ყურებში რამდენჯერმე გაისმა-ბავშვს ელოდებით....
-რაა? ანდრია გესმის?-გილოცავ მამა გახდები.
ანდრიამ ჯერ მე შემომხედა შეშინებული თვალებით,მერე ანანოს...
-რა სისულელეა?
-რა არის სისულელეა ანდრია? დაგავიწყდა ის ღამე, მთვრალი რომ იყავი და სახლში არ გამიშვი? -აი თუ არ გჯერა, ტელეფონი ამოიღო და ფოტოები ჩართო,ანდრიას მიუტრიალა...
არც კი შეუხედავს, ეს არ უყურებს და ემი შენ ნახე, თვალებთან მომიტანა ტელეფონი...
გავქვავდი ადგილზე, ვერ ვდგებიდი რომ გავქცეულვიყავი, სპაზმები დამეწწყო,ჰაერი აღარ მყოფნიდა და ღრამად ვსუნთქვადი, თითქოს ვიღაც ყელში მიჭერდა ხელებს.
-რა დაგემართა, ემილი?
-ექიმი, სწრაფად ექიმი!..



№1 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან საინტერესოა, იმედია იტყუება ანანო???????? წარმატებები❤️❤️

 


№2  offline მოდერი ♡The moon

სტუმარი მარი
ძალიან საინტერესოა, იმედია იტყუება ანანო???????? წარმატებები❤️❤️


დიდი მადლობა,რომ კითხულობ... ♡
ვნახოთ... ♥︎♥︎
--------------------
მ.ზ

 


№3  offline წევრი EllaTriss

დაიჭექა - ვფიქრობ, დაიქუხა უფრო მოუხდებოდა.
- მამა,პოლიცას გამოვუძახოთ და მოძებნიან? - აქ კითხვის ნიშანს რა უნდა? თუ კითხვით ფორმაში გინდოდა წინადადების აწყობა, მაშინ ასე იქნება: - მამა, პოლიციას რომ გამოვუძახოთ, ხომ მოძებნიან? - თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ თხრობითი ფორმა სჯობს.
- "და დამიბუჟდა მთელი სხეული.." - და მთელი სხეული დამიბუჟდა.

აი ეხლა, ბევრი იტყვის/გაიფიქრებს რა მნუშვნელობა აქვს) , რომ ნეტავ იტყუებოდეს ანანოო. აი მე პირადად, არ მინდა რომ იტყუებოდეს. სავსებით შესაძლებელია, ბავშვის მამა ანდრია იყოს და თუ ეს მართლა ასე იქნება, ვფიქრობ უფრო განსხვავებული გამოვა და სხვანაირ ხიბლს შესძენს ისტორიას.
თუმცა აქვე, ისიც არ მინდა ძალიან გაიწელოს.. რომ აღარ ამთავრებენ ხოლმე, გეცოდინება..

პ.ს საბოლოოდ მაინც ყველაფერი შენზეა, უვრალოდ აზრი გითხარი, ვალდებული არ ხარ რამე შეცვალო, ესეც გაითვალისწინე .❤

 


№4  offline მოდერი ♡The moon

EllaTriss
დაიჭექა - ვფიქრობ, დაიქუხა უფრო მოუხდებოდა.
- მამა,პოლიცას გამოვუძახოთ და მოძებნიან? - აქ კითხვის ნიშანს რა უნდა? თუ კითხვით ფორმაში გინდოდა წინადადების აწყობა, მაშინ ასე იქნება: - მამა, პოლიციას რომ გამოვუძახოთ, ხომ მოძებნიან? - თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ თხრობითი ფორმა სჯობს.
- "და დამიბუჟდა მთელი სხეული.." - და მთელი სხეული დამიბუჟდა.

აი ეხლა, ბევრი იტყვის/გაიფიქრებს რა მნუშვნელობა აქვს) , რომ ნეტავ იტყუებოდეს ანანოო. აი მე პირადად, არ მინდა რომ იტყუებოდეს. სავსებით შესაძლებელია, ბავშვის მამა ანდრია იყოს და თუ ეს მართლა ასე იქნება, ვფიქრობ უფრო განსხვავებული გამოვა და სხვანაირ ხიბლს შესძენს ისტორიას.
თუმცა აქვე, ისიც არ მინდა ძალიან გაიწელოს.. რომ აღარ ამთავრებენ ხოლმე, გეცოდინება..

პ.ს საბოლოოდ მაინც ყველაფერი შენზეა, უვრალოდ აზრი გითხარი, ვალდებული არ ხარ რამე შეცვალო, ესეც გაითვალისწინე .❤

შენ, ჩემო ტკბილო და დაუზარელო ???? ხომ არ იცი როგორ ველი ხოლმე შენს კომენტარს????????
კითხვის ნიშანი ალბათ გამეპარა...
დანარჩენი მიღებულია...

რაც შეეხება ანანოს ფეხმძიმობას, არ მოუტყუებია, მაგრამ არსებობს მაგრამ.... :დდ ინტიგა, დდდ
ტექსტის სიდედას რაც შეეხება არ მინდა უაზროდ გავწელო...
ვნახოთ რა გამოვა... ♡♡♥︎♡♥︎
--------------------
მ.ზ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent