შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იძულებითი ქორწინება 11 თავი


27-01-2021, 14:26
ავტორი ნეაკო
ნანახია 5 018

ლალი იატაკზე იჯდა და ცრემლებად იღვრებოდა, შეშინებული მარიანა რომელსაც ვერ გაეგო თუ რატომ ტიროდა ყველა შეშინებული დედას მიჰკროდა გულზე და ხმას არ იღებდა
-დედა-შეეხმიანა სახე წაშლილ ქალს ნიკა და მის ვერდით დაჯდა ცივ იატაკზე -ნუ გეშინია მია გაუძლებს
-არ უნდა გამეშვა-შეხედა ნიკას ჩაწითლებული და ტირილისგან დასიებული თვალებით-გული ცუდს მიგრძნობდა
-შენი ბრალი არაა რაც მოხდა-შეხედს ნიკამ დედას არეული თვალებით
-Მას რომ რამე დაემართოს ვერ გადავიტან-აღმოხდა ქალს და ისევ ცრემლები გადმოსცვივდა
-ნუ გეშინია-ნიკამ ვეღარ გაუძლო და დედა გულში ჩაიკრა, ლალის უარესად აუჩუყდა გული და მოთქმით ატირდა. სანდრო ძირითადად გარეთ იყო შიგნით შესვლას ვერ ბედავდა, არ უნდოდა ვინმეს მის თვალებზე მოწოლილი ცრემლები, შიში და ტკივილი დაენახა, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და ფიქრით მხოლოდ მიასთან და ლაშასთან იყო, იმის გაფიქრებაც კი აგიჟებდა რომ შეიძლებოდა რომელიმეს რამე დამართნოდა
-სანდრო შვილო-მოესმა ზურგს უკნოდან მართას ხმა და მაშინვე მიტრიალდა
-გისმენთ მართა ბებო-საშინლად დაიძაბა სანდრო მისი დანახვისას
-მია როგორაა? რამე ახალია?
-არა ჯერ ოპერაციას უკეთებენ-აღმოხდა სანდროს და გუკი შეეკუმშა -ლაშა? დასრულდა მისი ოპერაცია?
-არა არც მისი არ დასრულებულა-აღმოხდა ქალს და ცრემლები გადმოსცვივდა -რომ მცოდნოდა, რომ მცოდნოდა ასე მოხდებოდა ღმერთო-აღმოხდა მართას
-დამშვიდდით-სანდრომ გულში ჩᲘკრა ქალი და შუბლზე აკოცა -ეს არც თქვენი ბრალია და არც დედაჩემის-აღმოხდა და ხმა ჩაუწყდა სანდროს
-ნეტა იცოდე როგორ მტკივა გული, როგორ მენანება ორივე, ნეტავ არ წაგვეყვანა მია, ასე ხომ არ მოხდებოდა-ამოიტირა ქალმა
-ის კაცი მთვრალი დაეჯახა მათ, რა თქვენი ბრალია
-ჰო მაგრამ ასე ხომ არ მოხდებოდა... მაგრამ ისეთი ბედნიერები იყვნენ...-აღმოხდა ქალს და სანდრომ ვეღარაფერი თქვა რადგან იცოდა კიდევ რამეს თუ იტყოდა ვეღარ გაუძლებდა მოწოლილ ემოციებს.
ცხრა საათიანი ოპერაციის შემდეგ, საოპერაციოდან გამოსული სახე წაშლილი ექიმის დანახვამ ყველას შიში და იმედი ერთდროულად ჩაუსახა გულში, ხმის ამოღება ვერავინ გაბედა უბრალოდ მიაჩერდნენ სათვალიან ექიმს რომელსაც უჭირდა ლაპარაკის დაწყება, ლალი მიხვდა რომ რაღარც საშინელების თქმას აპირებდა და ცრემლები მოეძალა
-ექიმო-გაბედა და ხმა ამოიღო სანდრომ, ექიმმა მას შეხედა ამღვრეული თვალებით და მერე იატაკს დააშტერდა, რადგან უჭირდა მათ თვალებში დანახული ტკივილის ატანა
- მძიმე მდგომარეობაა მაგრამ -დაიწყო ჩᲕარდნილი
ხმით -ჩვენ ყველაფერი გავაკეთებთ მის გადასარჩენად...-თქვა დაძაბული ტონით და თავი ასწია - იმედი გვაქვს რომ გაუძლებს... -ისე ლაპარაკობდა ექიმი რომ მისი ნათქვამიდან ვერაფერს მიხვდნენ
-ექიმო ანუ გამოვა მდგომარეობიდან?-ჰკითხა მოთმინება დაკარგულმა ნიკამ
-თუ რაიმე გართულება არ იქნება გამოვა, მაგრამ... მას Ხერხემალი დაუზიანდა და...-აქ უკვე გაუჭირდა საუბრის გაგრძელება
-და რა?-გაღიზიანდა სანდრო
-სამწუხაროდ სიარულს ვეღარ შეძლებს-აღმოხდა ექიმს და გონება დაკარგული ლალი ხელებში ჩაუვარდა ნიკას.
-დედა გთხოვ თავი ხელში აიყვანე, წარმოიდგინე მიას რა დაემართება როცა ამას
სგაიგებს...-შუბლზე აკოცა ნიკამ დედას -ახლა შენ Ყველაზე ძლიერი უნდა იყო
-არ შემიძლია არ შემიძლია ღმერთო ამას ვერ გადაიტანს ვიცი-შეხედა შვილს ლალიმ და ცრემლები გადმოსცვივდა
-გადაიტანს ჩვენ გადავატანინებთ-დაუჩურჩულა ნიკამ დედას და Გულში ჩაიკრა
-არა ამას ვერ გადაიტანს, ვერ გაუძლებს
ვიცი-შეხედა ნიკას არეული თვალებით ლალიმ
-ის მარტო ამას ვერ გადაიტანს მაგრამ ჩვენ ყველა ერთად გადავიტანთ გესმის? არ შეგეშინდეს-უთხრა მშვიდი ტონით დედას და მისი გაფითრებული სახე ხელებში მოიქცია -შენ თუ ამ მდგომარეობაში იქნები და წაიქცევი წარმოიდგინე მიას რა დაემართება! როცა გონს მოვა და აუცილებლასდ მოვა გონს შენ უნდა გახდე მისი ძალა და იმედი, შენ უნდა აიძულო რომ სირთულეებს შეეგუოს... შენ უნდა გადაატანინო ეს საშინელება... რკინის უნდა გახდე დედა...
-ნიკა ძალიან მეშინია, ჯერ გონს არ მოსულა და უკვე მეშინია მდგომარეობიდან რომ გამოვა მერე რა იქნება
-ნუ გეშინია-მოესმა სანდროს ხმა რომელიც ღია კარში შევიდა და მათ მიუახლოვდა -ვიცი რთულია, მაგრამ მიასთვის უფრო რთულია, ამიტომ ჩვენ ყველა ცრემლების გარეშე გვერდში დავუდგებით მას და ამ ყველაფერის გადატანაში დავეხმარებით
-ასე იოლია?-ცრემლები მოეძალა ლალის-ასე იოლია ამ ყველაფერთან შეგუება? ვერ შევძლებ ცრემლების გარეშე მის ამ მდგომარეობაში ყურებას არ შემიძლია ბავშვებო
-დედა-სანდრო მის გვერდით დაჯდა დივანზე და ხელი ჩაკიდა-დედა მიასთან ყველაზე ძლიერი უნდა იყო, ყველაზე გამბედავი, მან უნდა დაგიჯეროს რომ ეს ტრაგედია არაა, სხვა შემთხვევაში მია ამას ვერ გადაიტანს, ვერ გაუძლებს, არც კი ეცდება... ხვდები? ხომ ხვდები რასაც გეუბნები, ცხოვრება ხელახლა უნდა ასწავლო ... ჩვენ სულ თქვენს გვერდით ვიქნებით მაგრამ ახლა მას ისე როგორც არასდეოს სჭირდება დედა, ადამინი ვისაც დაეყრდნობა, მიენდობა, ვის გულზეც იტირებს და შენ ამ ყველაფერს ცრემლების გარეშე უნდა უყურო რომ მია საბოლოოდ არ განადგურდეს გესმის რას გეუბნები?-ლალიმ სანდროს შეხედა ცრემლიანი თვალებით
-დედა-დაიჩურჩულა ნიკამ -გთხოვ თავს მოერიე... გთხოვ ძალა მოიკრიბე რომ მიას ეს საშინელება გადავატანინოთ-კარზე კაკუნის ხმამ ყველა შეაკრთო
-შეიძლება?-იკითხა ნათიამ ჩურჩულით
-მოდი შვილი-გახედა ლალიმ ცრემლიანი თვალებით
-ლაშას ოპერაციაც დასრულდა-დაიჩურჩულა ნათიამ და ინსტიქტურად ფეხზე წამოვარდნილ სანდროს გახედა
-რა მდგომარეობაა?-დაიძაბა ნიკა რადგან სანდრომ Ხმის ამოღება ვერ გაბედა
-ძალიან მძიმე მდგომარეობააო-დაიჩურჩულა ნათიამ -გადარჩენის იმედს ვერ იძლევიან ექიმებიო ასე თქვა მართა ბებომ-თქვა ნათიამ და სანდროს აარიდა თვალი რომელსაც სახე წაეშალა მაშინვე
-გავალ მე-აღმოხდა სანდროს და ოთახიდან გავარდა
-ღმერთო რატომ რატომ რა დავაშავეთ-ხელახლა ატირდა ლალი.
გვიან ღამით მარიანას ნათიას კალთაში მჯდომს დაეძინა
-დედა ნათია და ბავშვი სახლში წაიყვანე-გახედა სახე წაშლილ სანდოს ლალიმ
-იყოს დავრჩებით-გახედა ნათიამ დედამთილს
-არა შვილო ცოდოები ხართ, სანდრო მიდი დედა დაიტანჯნენ მთი დღეა აქ არიან
-მე დავრჩები დედასთან არ ინერვიულო-გახედა ძმას ნიკამ.
მთელი გზა ხმა არ ამოუღია ნათიას, ფიქრებით სულ მიასთან იყო, ვერ იჯერებდა რომ ასეთი საშინელება შეემთხვათ მას და ლაშას, არც სანდროს ჰქონდა ლაპარაკის თავი მისი ფიქრი და გონებაც სულ მიას და ლაშას უტრიალებდა. სახლამდე ისე მივიდნენ რომ ხმა არცერთს ამოუღია, როცა მანქანა გააჩერა სანდრომ ნათიას კარი გაუღო და მძინარე ბავშვი გამოართვა, ნათიამ სახლის კარი დააღო და სახლში შევიდა, სანდრომ მარიანა ძლიერად მიიკრა გულზე და მიას საძინებელს რომ ჩაუარა გული შეეკუმშა, სულში რაღაც ეტკინა, ნათიას ოთახში შეიყვანა მარიანა და საწოლში დააწვინა, საბანი დააფარა და ფრთხილად გამოვიდა ოთახიდან და კართან მდგომ ნათიას თავზე წამოადგა
-მიდი დაწექი დაისვენე -თვალებში ჩააცქერდა ცოლს
-არ მინდა -უთხრა დაძაბული ტონით ნათიამ და თვალი აარიდა მის ნაცრისფერ ჩამქრალ სფეროებს
-ნუ Გეშინია ოთახში არ შემოგივარდებით-უთხრა ბრაზნარევი ტონით სანდეომ და მიას ოთახში შევიდა, მის საწოლზე პირქვე დაემხო და თვალები მაგრად დახუჭა, ნათია მაინც შეშინებული და დაძაბული იყო ამიტომ მაგარი ყავა გაიკეთა მისაღებში დივანზე დაჯდა და ფიქრით ისევ მიასთან წავიდა, ცრემლებს ვერ იკავებდა როცა მასზე ფიქრობდა, განსაკუთრებით ის საშინელი წუთები წარმოუდგებოდა თვალწინ როცა მია ამას გაიგებდა, რატომღაც მისი გონება სულ ამ მომენტს წარმოიდგენდა, უნდოდა რომ არ ეფიქრა მაგრამ ვერაფრით ახერხებდა თავი დაეღწია ამ საშინელი მომენტის წარმოდგენისთვის
-შეგიძლია ყავა მეც გამიკეთო?-მოესმა სანდროს ჩავარდნილი ხმა და შეკრთა
-ახლავე-უთხრა ისე რომ მისკენ არ გაუხედია და ადგა, მალევე დაბრუნდა უკან და მაგიდასთან მჯდომ სანდროს მაგიდაზე დაუდო ჭიქა
-რა სიცარიელეა არა სახლში?-გახედა დივანზე მჯდომ ცოლს არეული თვალებით, ნათიას ინსტიქტურად მზერა მისი ნაცრისფერი სფეროებისკენ გაექცა და მაშინვე აარიდა მზერა
-ჰო საშინელებაა ეს ყველაფერი-უთხრა დაძაბული ტონით და ყავის ჭიქას გაუშტერა თვალი
-გავალ მოვწევ-სანდრო ადგა და ყავის ჭიქით ხელში გარეთ გავიდა, ნათია, კარგა ხანა იჯდა დივანზე და დაბნეული, ფიქრებით ხან მიასთან იყო ხან სანდროსთან, მარიანას ტირილის ხმა მოესმა და ოთახში შევარდა მაშინვე და მის გვერდზე დაწვა და დაამშვიდა ძილში ატირებული პატარა, რომელიც იქამდე ვერ დამშვიდდა სანამ დედამ გულში არ ჩაიკრა, როცა სმენა დაძაბულმა ნათიამ კარის ხმა გაიგო ძალიან დაიძაბა, ეშინოდა სანდროსთან მარტო დარჩენის ამ ყველაფერის მიუხედავად, როცა ოთახის კარი შეაღო სანდრომ ისე შეშინდა რომ შეკრთა და მარიანაც შეკრთა, სანდრომ დიდხანს უყურებდა ჩახუტებულ ცოლ-შვილს და გულში რაღაც ეტკინა, ხმის ამოუღებლად კარი მიხურა და მისაღებში დივამზე დაწვა.
მარიანა ბაღში დატოვეს და საავადმყოფოში წავიდნენ დილით სანდრო და ნათია, მთელი გზა არც ახლა ამოუღით ხმა, ერთმანეთისთვის სათქმელი არაფერი ჰქონდათ
-მოხვედით დედა?-შეხედა ლალიმ Დასიებული თვალებით მათ
-ჰო მიდი ახლა შენ და ნიკა წადით-შუბლზე აკოცა დედას სანდეომ
-ახლა თქვენ წადით, ცოტა დაისვენეთ-შესთავაზა ნათიამაც
-არა ვერ წავალ, მია რომ გონს მოვიდეს და აქ არ დავხდე...-აღმოხდა ლალაის სლუკუნით
-მიდი წადით, ნიკაც ცოდოა-უთხრა სანდრომ -თუ რამე დაგირეკავთ და მოხვალთ რა
-არა არ შემიძლია-იუარა ლალიმ
-ეს ბიჭი არ გეცოდება?-გახედა ძმას სანდრომ-მიდი წადით მოწესრიგდით და მოდით-სევდიანად გაუღიმა ძმას -აქ ჩვენ დავრჩებით.
ლალი საბოლოოდ დაარწმუნეს და ნიკამ სახლში წაიყვანა, სატირებული ლალი როგორც კი სახლში შევიდა მაშინვე მიას ოთახში შევიდა მის საწოლზე დაწვა და ატირდა
-დე სიგარეტს ვიყიდი და მოვალ-შეეხმიანა ნიკა და სახლიდან გავიდა, ძალიან უჭირდა შინ ყოფნა, საშინელ სიცარიელეს გრძნობდა ამ სახლში.
მაღაზიიდან გამოსული და ფიქრებში წასული ნიკა ანის შეეფეთა მოულოდნელად ქუჩაში რომელიც თავის პატარა გოგონას ასეირნებდა ეტლით
-ნიკა-აღმოხდა ანის და ცრემლები მოეძალა, ნიკამ არეული თვალებით შეხედა ანის და მზერა მისი თაფლისფერი სფეროებიდან მომღიმარ პატარაზე გადაიტანა, არ ეგონა ორ თვიანი განშორების შემდეგ ეს შეხვედრა ასე ძლიერად თუ იმოქმედებდა მასზე -მია და ლაშაზე რამე ახალი ხომ არაა?-ჰკითხა ჩავარდნილი ხმით ანიმ
-არა უგონოდაა ჯერ ისევ ორივე-შეხედა ისევ ანის და დაიხარა, პატარას ჩააცქეედა თვალებში და სიცივისგან აწითლებულ ლოყებზე ოდნავ მოუჭირა თითები -ძაან საყვარელია-ადგა და სევდიანად გაუღიმა ანის
-მადლობა-გაუღიმა ანიმ და უნებურად მზერა მის შავ თვალებზე მიეყინა
-გამიხარდა გუშინ რომ დამირეკე-უთხრა ნიკამ დაძაბული ტონით
-სხვაგვარად არ შემეძლო-უთხრა ანიმ და მზერა აარიდა
-მადლობ აყურადღებისთვის-უთხრა ჩავარდნილი ხმით და დაემშვიდობა.
მეორე დღეს მია გონს მოვიდა მაგრამ იმდენად სუსტად იყო რომ ლაპარაკის თავიც არ ჰქონდა, შესაბამისად ვერ აღიქვა რაც სჭირდა და მალევე ისევ გონება დაკარგა
-ნუ ღელავთ, ეს ნორმალურია-დაამშვიდა შეშინებული ლალი ექიმმა
-არაფერი ხსოვს
-ასეც ხდება ხოლმე-დაამშვიდა ისევ ექიმმა
-როგორ ფიქრობთ ხვალ შეიძლება მიხვდეს რომ...
-შესაძლებელია, რადგან გონს მოვიდა ახლა უკვე ნელ-ნელა გააცნობიერებს ყველაფერს-უთხრა ექიმმა და ლალის ისევ ცრემლები მოეძალა.
მიას გონს მოსვლამ ყველა გაახარა მაგრამ იმის შიში არ ასვენებდა თუ რა რეაქცია ექნებოდა მომხდარზე, როგორ გადაიტანდა ამ საშინელებას მია, როგორ მოერეოდა ასეთ ტკივილს.
-დედა არაფერი მახსოვს-უთხრა მიამ თვალცრემლიან ქალს როცა ისევ გონს მოვიდა
-არაუშავს დედიკო-გაუღიმა ქალმა და შუბლზე აკოცა
-ვისთან ერთად მოვყევი ?-ახედა ისევ დედას და ლალიმ ხმის ამოღება რომ ვერ გაბედა მია დაიძაბა
-დედა სიმართლე მითხარი-შეეხვეწა მია
-ნუ ღელავ გთხოვ-ცრემლები ვერ შეიკავა ლალიმ
-ლაშა-მოულოდნელად წამოიყვირა მიამ -მასთან ერთად ვიყავი სოფელში-უთხრა დედას აღელვებულმა -მასთან ერთად მოვყევი ავარიაში?
-ჰოო-ვერ დაუმალა სიმართლე თავგზააბნეულმა ქალმა
-როგორაა? კარგადაა?-განერვიულდა მაშინვე მია
-აქაა საავადმყოფოში-აღმოხდა ლალის და ისევ ცრემლები მოეძალა
-კარგადაა?-ხმა გაებზარა მიას
-კარგად იქნება-აღმოხდა ლალის და ხმა ჩაუწყდა, ვეღარ გაუძლო მიას მზერას და თვალი აარიდა მის ჩამქრალ ცისფერ სფეროებს, მერე დაიხარა და შუბლზე აკოცა შვილს
-დედა-მიას ცრემლები მოეძალა -ლაშა
ცოცხალია?-აღმოხდა ხმააკანკალებულს და ცრემლები გადმოსცვივდა
-ცოცხალი, დედას ფერია ცოცხალია-სახეზე მოეფერა ლალი და ცრემლები მოწმინდა მიას
-დედა გთხოვ სიმართლე მითხარი-დაუჩურჩულა მიამ და ისევ გადმოსცვივდა ცრემლები
-სიმართლეს გეუბნები-ცრემლები მოეძალა ლალისაც -კარგად იქნება, უგონოდაა ახლა...მაგრამ აუცილებლად გამოვა მდგომარეობიდან-მიამ სახეზე ხელები აიფარა და ატირდა, ამ ტირილში გაახსენდა თითოეული დეტალი თუ რა და როგორ მოხდა და უარესი დაემართა, ლალიმ ვეღარ შეძლო მისი დამშვიდება ამიტომ ეᲥთნმა რეანიმაციიდან გამოიყვანა და დამამშვიდებელი გაუკეთა
-დედა ყველაფერი გაახსენდა არა?-ნიკა დაძაბული მოუახლოვდა სახე წაშლილ ქალს
-ჰო გაახსენდა -ატირდა ლალი და შვილს ჩაეხუტა
-დაგიჯერა?-ჰკითხა სანდრომ ჩამწყდარი ხმით
-არა-შეხედს ცრემლიანი თვᲚებით ლალიმ
-გთხოვ გონს რომ მოვა... თავს მოერიე ამის მერე იმასაც გააცნობიერებს რომ სიარულს ვერ შესძლებს...-შეეხვეწა ნიკა
-დედა გთხოვ თავი ხელში აიყვანე-სანდრო ლალის მიუახლოვდა და თავზე აკოცა -გთხოვ ახლა ყველაზე მატად გვჭირდები-აღმოხდა მოულოდნელად და ყველა გაოცებული მას მიაჩერდა -ჰო დედა ჩვენც გვჭირდება-უთხრა ლალის სევდიანი ხმით და ჩაეხუტა.
საღამოს მია ისევ გამოფხიზლდა და დედას ნახვა მოითხოვა ექიმმა ნება დართო მაგრამ გააფრთხილა თუ კიდევ იტირებდა დედას აღარ შეუშვებდნენ მასთან, მიამ კი პირობა მისცა აღარ ვიტირებო.
-დედა ლაშა მართლა უგონოდაა?-შევიდა თუ არა ლალი მასთან მაშინვე ეს კითხა მიამ
-ჰო ჩემო ლამაზო-გაუღიმა ლალიმ -ნუ გეშინია კარგად იქნება-სახეზე მოეფერა შვილს და შუბლზე აკოცა
-დედა აქედან როდის გადამიყვანენ პალატაში?
-ხვალ-გაუღიმა ლალიმ
-შეიძლება რომ მერე ლაშა ვნახო?
-მია ჩემი არ გჯერა?-ეწყინა ლალის
-მჯერა მაგრამ ძალინ მინდა ვნახო-ახედა საცოდავად ლალის მიამ
-ჯერ არ მგონია უფლება მოგცენ ჯერ სუსტად ხარ
-გთხოვ ექიმს სთხოვე ძალიან მინდა მისი ნახვა
-უკეთ რომ იქნები მერე -გაᲣღიმა ლალიმ
-დედა ყველაფერი მტკივა, ფეხებს საერთოდ ვერ ვგრძნობ ისე მაქვს დაბუჟებული ალბათ-ახედა მიამ დედას და სწორედ ამ დროს ლალის ცხვირი აეწვა საშინლად და ცრემლები მოეძალა -დედა-მიამ რომ შეატყო ლალის როგორ წაეშალა სახე და აირია მაშინვე დაიძაბა -რა ხდება?-მიას კითხვამ კიდევ უფრო გაანადგურა ლალი და მოწოლილ ცრემლებს ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა -დედა რა ხდება-მეთქი -აღელდა მია
-მია -აღმოხდა ლალის და ხმა ჩაუწყდა
-დედა რა ხდება-ხმა აუკანკალდა მიას
-გთხოვ არ შეგეშინდეს -უთხრა ლალიმ და მისი სახე ხელებში მოიქცია, მია ცარიელი არაფრის მთქმელი თვალებით მიაჩერდა დედას
-მითხარი რა ხდება-ცრემლები მოეძალა მიას, რადგან მიხვდა რომ რაღაც საშინელება ხდებოდა მის თავს
-მია გთხოვ, ძალიან გთხოვ არ შეგეშინდეს-ატირდა ლალი და სწორედ ამ დროს მიამ მისი ხელები მოიშორა სახიდან და გიჟივით მიაჩერდა მას, გაგიჟებულმა წვეთოვანი მოიგლიჯა ვენიდან და წამოჯდომა სცადა მაგრამ ვერაფრით დაიმორჩილა სხეული
-რა მჭირს-იკივლა ბოლო ხმაზე და გადასაფარებელი გადაიძრო და თავის ფეხებს მიაჩერდა
-მია-ლალი ცრემლებად დაიღვარა და ხმის ამოღება ვეღარ შეძლო ძალა არ ეყო რომ რამე ეთქვა, მია არეული თვალებით დააკვირდა თავის ფეხებს, კარგახანს დაყურედა ჩამქრალი ცარიელი თვალებით და ბოლოს აკანკალებული ხელით შეეხო მუხლს, მაგრამ ვერაფერი იგრძნო და მოულოდნელად აკივლდა, კიდევ შეეხო ფეხებს მაგრამ ამაოდ, ვერაფერს გრძნობდა საერთოდ
-არა არა -იკივლა ბოლო ხმაზე და ისევ ფეხებს შეეხო აკანკალებული ხელებით, ლალი კი იდგა გაქვავებულივით და ვერაფერს აკეთებდა, იმის გააზრება რომ მისი შვილი ამ წამს ამ ქვეყნად ყველაზე საშინელ ტკივილს განიცდიდა გულში მასაც ანადგურებდა და ანგრევდა
-მია მია-სანდრო შევარდა და გულში ჩაიხუტა აცახცახებული მია რომელიც გიჟივით კიოდა და მხოლოდ ერთ სიტყვას გაიძახოდა ,, არა" , ხმაურზე ნიკაც შევარდა და გაშეშდა ადგილზე , მიას ამ მდგომარეობაში დანახვამ სული მოუწამლა, ვარაფერი გააკეთა საერთოდ ვერაფერი -ნიკა დედა წაიყვანე-უღრიალა სანდრომ და გაფითრებული ქალი სანამ უღოონოდ იატაკზე დაეცემოდა ნიკამ გაიყვანა და სკამზე დასვა. -მია მისმინე ჩემო ლამაზო-სანდრომ მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალეᲑში ჩააცქერდა დას, მია არაფერისმთქმელი თვალებით შეხედა ძმას და ცრემელბი გადმოაცვივდა -მთავარია რომ ცოცხალი ხარ, აქ ხარ ჩვენთან ხარ გესმის ეს? მია გესმის?-მაგრამ მაის არაფერი ესმოდა მისი გონება მხოლოდ ერთს აღიქვამდა რომ ის სიარულს ვერ
შეძლებდა -მია გთხოვ-სანდროს ხმა გაებზარა და აკანკალებული მია გულში ჩაიკრა -ნუ
გეშინია -დაუჩურჩულა და საფეთქელზე აკოცა -ნუ გეშინია ჩვენ აქ ვართ შენს გერდზე ვართ, ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ, ნუ გეშინია-უმეორებდა სანდრო და უფრო ძლიერად იკრავდა გულში სახე წაშლილ მიას, ექთანი და ექიმი კართან იდგნენ და ცრემლიანი თვალებით უუყურებდნენ მათ, როცა პირველი გაგიჟების, სასოწარკვეთის და ტკივილის პირველმა მძიმე ტალღამ გგადაუარა მიას და ოდნავ დაწყნარდა, სანდრომ მისი სახე ისევ ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააშტერდა დას -არ შეგეშინდეს გესმის? ჩვენ ყველა შენს გვერდით ვართ, ჩვენ შენ არასოდეს დაგტოვებთ-უთხრა ხმა ჩამწყდარმა და შუბლზე აკოცა
-მია -ლალიმ როცა ძალა მოიკრიბა და ისევ შევიდა მასთანს ამოიტირა -გთხოვ მაპატიე-აღმოხდა ქალს და მიას ხელი ხელში მოიქცია -გთხოვ მაპატიე რომ კარგი დედა არ ვარ, გთხოვ მაპატიე რომ არ შემიძლია ვიყო კარგი და ძლიერი დედა... გთხოვ მაპატიე ყვლაფერი მაპატიე, Გპირდები შენთან ერთად ვისწავლი ახალ ცხოვრებას, გპირდები დედობას ვისწავლი... -ხელზე აკოცა და სანდროსთან ერთად ჩაეხუტა.
ამ ყველაფერთან შეგუება მიასთვის და მისი ახლობლებისთვის იმაზე რთული და მტკივნეული აღმოჩნდა ვიდრე წარმოედგინათ, მია საერთოდ არავისთან აღარ კონტაქტობდა მთელი დღეები ცრემლებად იღვრებოდა და ექიმს სთხოვდა მასთან არავინ შეეშვათ, რამდენჯერაც ლალი და სანდრო შევიდნენ მასთან პალატაში იმდენჯერ უკან გამოიყვანა ექიმმა, რადგან მიას საშინელი ისტერიკა ემართებოდა და რაც კი ხელში ხვდებოდა აქეთ-იქით ყრიდა გაუზრებლად.
ერთადერთი რაც აინტერესებდა იყო ლაშა გონს მოვიდა თუ არა და რა მდგომარეობა ჰქონდა მას, სხვა არავინ და არაფერი არ აინტერესებდა... მისთვის სულ ერთი იყო ახლა ყველა და ყველაფერი, საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა მისთვის არაფერს, ყველა ფერი მხოლოდ ნაცრის ფერი გახდა, ყველა გრძნობა და ემოცია გაიყინა მის სულში და უგრძნობ უემოციო ადამიანად იქცა, სიცარიელე სულს უყინავდა მაგრამ ძალა არ ჰქონდა რომ რამე გრძნობა ან ემოცია მის გულს შეხებოდა, რადგან ეს მეტ ტკივილს აყენებდა ასე ერჩია ცარეიელი სულ მთლად ცარიელი ყოფილიყო, თითქოს ასე ტკივილსაც არ განიცდიდა არც სულში და არც გულში.
ცოტა ხანს დაჰყვნენ მიას ნებას და მარტო დატოვეს თავის ტკივილთან და სევდასთან, რომ შეგუებოდა ამ საშინელ რეალობას, მაგრამ მალევე მისი პალატის კარი გააღეს და გააღეს მისი დახურული გულის კარიც, პირველი ვინც მასთან შევიდა ამდენი ხნის შემდეგ იყო მარიანა, რომელის დანახვამ მიას გაყინული გული უმალ გაალღო, მარიანა სანდრომ მის საწოლზე აიყვანა და გამოვიდა მაშინვე უნდოდა მარტო დაეტოვებინა ისინი
-როგორ მომენატრე-სახეზე მოეფერა მამიდას მარიანა
-მეც მეც ჩემო პრინცესა-ცრემლები გადმოსცვივდა მიას
-არ იტირო-მარიანამ ცრემლები მოაშორა სახიდან და ლოყები დაუკოცნა
-ჩემო პატარა-უარესად აუჩუყდა გული მიას და გულში ჩაიკრა მარიანა, ეგონა გული სამუდამაოდ გაუცივდა, სამუდამოდ გაეყინა მაგრამ მარიანას ერთმა ჩახუტებამ აგრძნობინა რომ ასე მარტივი არაა ადამინების გულიდან ამოგლეჯა და მათი დავიწყება მითუმეტეს თუ ეს ადამიანები მხოლოდ გულში კი არა გონებაში და სულში გყავს
-შეიძლება მეც ჩაგეხუტოთ?-ჰკითხა სანდრომ როცა კარი ფრთხილად შეაღო და ჩუმად შეიხედა
-მოდი -გაუღიმა მიამ და ძმა და ძმის შვილი ხლიერად ჩაიკრა გულში
-მე?-შევიდა ნიკა და იქვე შორი ახლოს დადგა, მიამ თავი დაუქნია და ცრემლებად დაიღვარა როცა სამივემ აკოცა სახეზე
-დედას ფერია-ლალიც შევიდა პალატაში და მიას მიაჩერდა -მე? მე არ ჩამეხუტები?-მიამ ხელები გაუწოდა და როცა ლალი ჩაეხუტა ისევ ატირდა
-აწი ღამე ჩუმად არ მოგვიწევს შენ კოცნა და მოვერება -გაუღიმა ნიკამ დას
-ღამე?-გაოცდა მია
-ჰო დამამშვიდებელს რომ გიკეთებდნენ და გეძინა ჩვენ აქ მორიგეობით გითენებდით
ღამეებს -Გაუღიმა ნიკამ -სხვაგვარად უფლებას არ გვაძლევდი რომ შენთან ვყოფილიყავით და
-ჰო დედას ბედნიერებავ სულ გეფერებოდით-გაუღიმა ლალიმ შვილს და შუბლზე აკოცა
-ნეტა იცოდეთ როგორ მიჭირს ამ ყველაფერის ატანა-ცრემლები მოეძალა მიას
-მია ხელს ნუ გვკრავ გთხოვ-ჩაეხუტა ლალი-უფლება მოგვეცი რომ ამ ტკივილს ერთად გავუმკლავდეთ, ერთად გადავიტანოთ ეს საშინელება გთხოვ
-კარგი-გაᲣღიმა მიამ დედას აკოცა აᲙანკალებულ ხელზე
-რძალმა რა დააშავა?-გაეღიმა ნათიას რომელიც მთლი ეს დრო კართან იდგა
-ჩემო ლამაზო-გაუღიმა მიამ და ხელი გაუწოდა, ნათიამ ჩაკიდა და ჩაეხუტა.
ახლობლების გვერდში დგომამ მიას უფრო მარტივად გადაატანინა ეს საშინელება, მაგრამ ეს მათ ეგონათ ასე...
მიას საშინლად გაუჭირდა იმ აზრთან შეგუება რომ ახლა ინვალიდის სავარძლით მოუწევდა გადაადგილება, განსაკუთრებით მაშინ გაუჭირდა როცა პალატაში შეუტანეს, ძალიან ეცადა რომ მშვიდად შეხვედროდა ამ ამბავს და როგორმე ემოციების გარეშე გადაეტანა ეს ყველაფერი მაგრამ ტკივილის სიცარიელის შიშის და იმედგაცრუების მეორე ტალღამ გადაუარა და ისევ იგივე განმეორდა
-გთხოვ არ მინდა არ მინდა -შეეხვეწა სანდროს
-მია გთხოვ ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ-თმაზე ჩამოუსვა ათრთოლებული თითები სამდრომ
-არ მინდა არ მინდა რატომ არ გესმით-იკივლა მიამ და ცრემლები გადმოსცვივდა
-მია გთხოვ-გულში ჩაიხუტა მია სანᲓრომ და თავზე აკოცა
-არ მინდა არ მინდა-აკანკალდა მია
-ლაშას სანახავად წაგიყვან თუ ამას გააკეთებ-მისი სახე ხელებში მოიქცია სანდრომ და თვალეᲑში ჩააცქერდა მიას
-სანდრო
-გთხოვ -ცხვირზე აკოცა სანდრომ-გთხოვ თავს ნუ იტანჯავ, გთხოვ გთხოვ თავს მოერიე...
-არ შემიძლია იქ ჩაჯდომა და იმის გააზრება რომ...
-მია გთხოვ-სანდრომ ისევ გულში ჩაიკრა -ძალიან გთხოვ ასე ნუ ფიქრობ, ეს უბრალო... ეს მხოლოდ დაგეხმარება შენ... ეს შენი სასჯელი არაა გესმის ეს?
-არა არა არ მინდა-აყვირდა მია სანდრო მოიშორა და რაც ხელში მოხვდა ძირს გადმოყარა -არ შემიძლია ეს რატომ არ გესმით-აკანკალდა მთელი სხეულით.
მეორე დღეს როცა დამშვიდდა ეტლში ჩაჯდა ნიკას დახმარებით რადგან ლაშას ნახვის სხვა შანსი არ ჰქონდა მისი ნახვა კი ძალინ უნდოდა, სამ კვირაზე მეტი იყო გასული ავარიიდან და ძალიან უნდოდა ენახა, შეხებოდა და ეგრძნო ის.
-მია შვილო-ქეთის მის დანახვაზე გული საშინლად ეტკინა
-შეიძლება ლაშა ვნახო -ახედა საცოდავად მიამ ლაშას დედას
-ჰო რა თქმა უნდა-გაუღიმა სევდიანად ქალმა და თმაზე მოეფერა -როგორ მიხარია რომ მოხვედი მია, ვიცი რისი გადატანაც მოგიწია ჩემო ლამაზო ამ ავარიის გამო და შენ მაინც მასთან მოხვედი...
-ეს მისი ბრალი არაა-ცრემლები მოეძალა მიას
-მას უნდოდა ძალიან უნდოდა რომ იქ წაეყვანე... არ ვიცი რატომ... თითქოს ამ საშინელებისკენ მიისწრაფვოდა და შენც... ცხოვრება დაგინგრია...
-ასე არაა, მისი ბრალი არაა-აღმოხდა მიას
-მია -ქეთი ჩაეხუტა-ნეტავ იცოდე ჩემთვის რამდენს ნიშნავს ეს-თმაზე მოეფერა და რეანიმაციის კართან მიიყვანა, ფრთხილად შეაღო კარი მიამ და ნელ-ნელა შევიდა ეტლით, ლაშას დანახვამ იმაზე მეტად ატკინა გული ვიდრე იმის გააზრებამ რომ ვერღაასოდეს გაივლიდა, მისი გაფითრებული სახე, ჩაშავებული უპეები, პირში აპარატი... რისი მიზეზითაც დღემდე მისი გული ფეთქავდა... გამხდარი ხელები... ხმა... აპარატის ზუზუნის სუსტი ხმა და სიჩუმე, მიამ აკანკალებული ხელი შეახო ლაშას ხელს და გააჟრჟოლა, უგრძნობი, ცივი გამხდარი ხელი...მიამ ათრთოლებული ხელი ძლიერად მოუჭირა მის უგრძნობ ხელს და ცრემლებად დაიღვარა
-ჩემი არ გესმის არა?-აღმოხდა როცა ცრემლები გაუშრა -აპარატი გაიძულებს რომ იცოცხლო არა? მხოლოდ აპარატია გამო ფეთქავს შენი გული არა? მხოლოდ მის გამო-მიას Უნებურად თვალი აპარატის მონიტორისკენ გაექცა -მხოლოდ მის გამო! ლაშა და მე? -აღმოხდა მიას -იცი ცოცხალი რატომ ვარ დღემდე? იცი რატომ ჩავჯექი ამ სავარძელში? მხოლოდ შენს გამო... მხოლოდ შენს გამო ფეთქვა ჩემი გული ლაშა... ერთადერთი მიზეზი თუ რატომაც შევეგუე ამ ჯოჯოხეთს, რატომაც ვუძლებ ამ საშინელებას, რატომაც ვაიძულებ თავს რომ ყოველდღე ვებრძოლო ამ უბედურებას და არ მინდა მოვკვდე მხოლოდ იმ მიზეზით რომ მინდა ისევ ჩაგხედო თვალებში...ისევ გავიგო შენი ხმა, ისევ მოვუსმინო შენი გულის ფეთქვის ხმას... და თუ ეს არ მოხდება თუ შენი გული ფეთქვას შეწყვეტს, თუ წახვალ იცოდე რომ მეც წავალ ლაშა... შენი გულის ცემა ჩემი გულის ცემაა გესმის ეეს? -ატირდა მია და ძალიან შეეშინდა როცა აპარატი აწეიპინდა, მია მაშინვე გამოიყვანა ექმმა და გაოცებული მიაჩერდა მას
-რა მოხდა -დაფეთდა ქეთი
-უბრალოდ-დაიწყო ექიმმა-გულისცემა აუჩქარდა და...
-რაა?-გაოგნდა მია
-დარწმუნებული ვარ იგრძნო თქვენ ხლოვე გაუღიმა ექიმმა



№1 სტუმარი ანინე

სულმოუთქმელად ველოდები ახალ თავს❤️
საუკეთესო ხარ

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინი

ღმერთოო რა ემოციურიიი თავიი იყოოო ❣❣❣ბოლომდე ძლივს წავიკითხე .
ლაშა კარგად იქნება ვიცი!

 


№3  offline წევრი OKI ME

ჰოო, საინტერესოაა. ძალიან შემეცოდა მია და ლაშა. იმედი მაქვს გაივლის მია ((

 


№4  offline წევრი ნაამა

ძალიან ბევრი ემოცია ერთად განვოცადე❤️მაგრად წერ და ზუსტად ვიცი ლაშა მიას არ მაიტოვებს, დებიალი პროსტა და ვერ ხვდება რომ უყავრს თორე ტიპი ჩეულებრივად გიჟდება❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი მარი

ყველა ამ უბედურების მიუხედავად ყველაზე თბილი და კარგი თავი იყო❤ ემოციებით სავსე❤ წარმატებები❤მალე დადე ახალი თავიი რაა????❤????

 


№6 მოდერი ნეაკო

ანინე
სულმოუთქმელად ველოდები ახალ თავს❤️
საუკეთესო ხარ

ძალიან დიდი მადლობა მიხარია რომ მოგეწონათ

სტუმარი ნინი
ღმერთოო რა ემოციურიიი თავიი იყოოო ❣❣❣ბოლომდე ძლივს წავიკითხე .
ლაშა კარგად იქნება ვიცი!

მიხარია ხალიან რომ მოგეწონათ :)

Megioki
ჰოო, საინტერესოაა. ძალიან შემეცოდა მია და ლაშა. იმედი მაქვს გაივლის მია ((

მია ვერ გაივლის მაგრამ გაუმკლავდება ამ სირთულეებს

ნაამა
ძალიან ბევრი ემოცია ერთად განვოცადე❤️მაგრად წერ და ზუსტად ვიცი ლაშა მიას არ მაიტოვებს, დებიალი პროსტა და ვერ ხვდება რომ უყავრს თორე ტიპი ჩეულებრივად გიჟდება❤️

ძალინ მიხარია რომ მოგეწონათ, მია ლაშას ურთიერთობას რაც შეეხება ცოტა გართულდება აქ სიტუაცია :)

სტუმარი მარი
ყველა ამ უბედურების მიუხედავად ყველაზე თბილი და კარგი თავი იყო❤ ემოციებით სავსე❤ წარმატებები❤მალე დადე ახალი თავიი რაა????❤????

ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ, მიხარია რომ შევძელი თქვენამდე იმ ემოციების მოტანა რაც მინდოდა რომ გადმომეცა ამ ორის ურთიერთობით

 


№7 სტუმარი Შათირი

Დღეს პირველად დავფიქრი ერთ დღეს რომ ვერ შევძლო გავლა რა იქნება.? ..

 


№8 მოდერი ნეაკო

Შათირი
Დღეს პირველად დავფიქრი ერთ დღეს რომ ვერ შევძლო გავლა რა იქნება.? ..

სიმართლე გითხრათ ამაზე ფიქრიც კი მაშინებს, წარმოდგენაც არ მინდა თუ რისი გადატანა უწევთ ასეთ დროს ადამინებს.
ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი ალბათ ახლობელი ადამინების გვერდში დგომაა

 


№9 მოდერი ნეაკო

marika -მიხარია რომ მოგეწონათ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent