იძულებითი ქორწინება 1 თავი
ლალი დივანზე გაქვავებულივით იჯდა და ერთ წერტილს მისშტერებოდა, მიამ ყავის ჭიქა გაუწოდა მაგრამ რეაქცია არ ჰქონია, ამიტომ მაგიდაზე დადო და გვერდით მიუჯდა სახე წაშლილ ქალს და ჩასჩურჩულა -დედა ყავა მოგიტანე- ლალიმ ამღვრეული თვალებით შეხედა შვილს და ცივი მზერა მისი სახიდან ყავის ჭიქაზე გადაიტანა -რა ხდება? ჩემი არანორმალური ძმა ჯერ არ გამოჩენილა?-თვალების ფშვნეტით ჩამოვიდა ნიკა კიბეზე და ნელა მიუახლოვდა დივანზე მსხდომთ-როგორც ჩანს ტელეფონი ჯერ არ ჩაურთვას, თორემ მაშინვე მოახსენებდი რაც მოხდა არა? და ისიც მაშინვე გიჟივით მოვარდებოდა სახლში-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა სახე წაშლილ ქალს და დას გვერდით მიუჯდა -შენ როგორ ფიქრობ?-დაუღრინა მიამ ძმას -როგორ გაბედა!-იყვირა მოულოდნელად ლალიმ- როგორ გაბედა იმ შტერმა გოგომ, ბავშვთან ერთად სახლიდან წასვლა -დედა სანდრო რომ დაბრუნდება გთხოვ უარესად არ გააგიჟო-შეეხვეწა მია -ხომ იცი ისედაც გადაირევა როცა გაგიგებს რომ ნათია სახლიდან წავიდა ბავშვთან ერთად -გადაირევა კი არა ჭკუიდან გადავა, ალბათ მთელს სახლს თავზე ეგ ავადმყოფი -უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები ნიკამ -მარტო არ უნდა დაგვეტოვებინა სახლში ეგ სულელი გოგო-იყვირა ისევ ლალიმ -ერთხელ გაარტყა სანდრომ ხელი და მაშინვე სახლიდან გაიქცა, რა ჰგონია რომ სანდრო თავს დაანებებს? -დედა სანდროს ნუ ამართლებ!-გაბრაზდა მია და ლალიმ ამღვრეული თვალები შვილს მიაპყრო -ნათია არ იმსახურებდა ამას, არაფერი დაუშავებია, სრულიას უმიზეზოდ გაარტყა ხელი სანდრომ, ამ ბოლო დროს გიჟივით იქცევა ხომ ატყობ -სანდროს არ ვამართლებ!-გაცეცხლდა ლალი-მაგრამ ერთი ხელის გარტყმის გამო არ შეიძლება ასე ნაგლად ბავშვს ხელი მოკიდო და სახლიდან გაიპარო სადღაც ჯანდაბაში და თან ტელეფონიც გამორთო -დედა მართალია-ჩაერია ნიკა-თავის დედასთანაც კი არ წასულა ნათია, ვიღაცასთან დაიმალა -ახლა ეგ გაქვთ სალაპარაკო, დედამისთან რომ წასულიყო შენ და დედა ძალით არ მოათრევდით სახლში? სანდროს რომ არაფერი გაეგო? რომ არ გაგიჟებულიყო? ნათიას ძალით მოიყვანდით აქ -მია ბევრს ლაპარაკობ -დაუღრინა ნიკამ დას - ჯობია ყავა მომიდუღო -ყავის მომდუღებელს ვგავარ? -გაბრაზდა მია -მიდი და ის გააკეთე რასაც ძმა გეუბნება-დაუღრინა ლალიმ და მიაც მაშინვე ფეხზე წამოვარდა და სამზარეულოში გავიდა, ნიკა კი დედას მიუჯდა გვერდით -შენი აზრით მართლა არ იცის ნანამ სადაა ნათია? -შენ გგონია მართლა არ იცის სადაა თავისი სულელი გოგო მაგ ალქაჯმა?-წარბი აწკიპა ლალიმ -სანდროსაც არ ეტყვის როგორ ფიქრობ? -არვიცი ნიკა არაფერი არ ვიცი უკვე-აფეთქდა ლალი -რას ვიფიქრებდი რომ ამდენს გაბედავდა ნათია, თორემ სახლში მარტოს არ დავტოვებდი და მოთუმეტეს არ გავუშვებდი წასვლა რომ მოესურვებინა -ინებე შენი ყავა-მიამ ჭიქა მაგიდაზე დადო და დივანზე დაჯდა ძმის გვერდით -ჩემი პატარა ალქაჯი -ნიკამ ხელი გადახვია დას და საფეთქელზე აკოცა -იდესმე თუ ვინმე გაბედავს და გაწყენინებს ცხვირ-პირს დავუნგრევ -ნათიას რომ არ ჰყავს მამა და ძმა მაგიტომ ექცევით ასე?-გაბრაზდა მია და ძმის ხელი მოიშორა -როგორ ვექცევით-შეიცხადა ნიკამ-ნათიასთვის რა დაგვიშავებია ჩვენ? -მია შენს ოთახში წადი და შენს საქმეს მიხედე-დაუღრინა ლალიმ შვილს -მე პატარა აღარ ვარ და ასე ნუ მექცევით-ცრემლები მოეძალა მიას -პატარა ხარ აბა რა ხარ, გოგო თექვსმეტის ხარ ჯერ-გაეცინა ნიკას -ორ თვეში ჩვიდმეტის ვხდები სხვათაშორის-გაუბრაზდა მია ძმას -მია შენს ოთახში შედი-დაუყვირა ლალიმ შვილს და მიაც მაშინვე ოთახში შეიკეტა -დედა მართლა ისე ნუ ექცევი თითქოს ორი წლის ბავშვი იყოს -ნიკა ყავა დალიე და შენც შენს ოთახში წადი, ჯერ ისევ Მთვრალი ხარ...ორივემ თავი მომაბეზრეთ, შენმა ძმამ და რძალმა ხომ საერთოდ ჭკუიდან გადამიყვანეს-დაუღრინა ნიკას და ფანჯარასთან მივიდა. ნათიამ ძლივს ჩაძინებული პატარა საწოლზე ფრთხილად დააწვინა, საბანი დააფარა შუბლზე აკოცა და ფანჯარასთან მივიდა,ღრუბლებში მიმალულ მთვარეს გაუშტერა თვალი რომელიც მკრთალად მაინც ანათებდა ჩაბნელებულ ქალაქს - პატარამ დაიძინა?-ოთახში შევიდა სოფი და ნათიას მიაუახლოვდა -კი დავაძინე როგორც იქნა-გაეღიმა ნათიას და სოფისკენ შეტრიალდა -ტელეფონი მოგიტანე დედაშენს დაურეკე თუ გინდა -მინდა -ნათიამ გამოართვა და ნანას დაურეკა მაშინვე -დედა როგორ ხართ? -კარგად დედა შენ?-აშკარად აღელვება დაეტყო ხმაში ნანას -მოხდა რამე?-დაიძაბა ნათია -სანდრო ხომ არ გამოჩენილა? -არა დედა ჯერ არ გამოჩენილა საბედნიეროდ მაგრამ... -დედა თუ გაგიჟდება ძალიან... უთხარი სოფისთან რომ ვარ -როგორც გინდა გაგიჟდეს არ ვეტყვი...ნათია ძალიან ვნერვიულობ შენზე დედა -ნუ ნერვიულობ დედა, ნუ გეშინია -ნათია ახლა რა იქნება? რას ფიქრობ უნდა გაშორდე? -არვიცი დედა, არაფერი არ ვიცი... უბრალოდ მარტო ყოფნა და ფიქრი მჭირდება ახლა -ნათია ხომ იცი რომ სანდრო შენზე უარს არ იტყვის არავითარ შემთხვევაში? თუ გადაწყვეტ რომ დაშორდე დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს და თუ ამ გადაწყვეტილება მიიღებ არავითარ შემთხვევაში უკან აღარ უნდა დაიხიო -ვიცი დედა ვიცი, ზუსტად ვიცი რასაც იზავს და ისიც ვიცი რისი გადატანა მოგვიწევს -ნათია მთავარი ახლა ისაა შენ რა გინდა დედა... გინდა თუ არა მასთან ყოფნა, გჭირდება თუ არა ეგ ადამიანი... კარგად დაფიქრდი და გაიაზრე შენ რა გინდა და ცივი გონებით გადაწყვიტე! ბრაზს არ აჰყვე დედა! შეცდომა დაუშვა რომ ხელით შეგეხო თან უმიზეზოდ მაგრამ ამის პატიება ალბათ შეიძლება, ამის გამო ასე უცბათ ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას დაშორებაზე კარგი დედა? კარგად დაფიქრდი ყველაფერზე დედას ბედნიერებავ -კარგი დედა გპირდები რომ ყველაფერს კარგად გავიაზრებ და ისე მივიღებ გადაწყვეტილებას -კარგი მიდი მიყვარხარ პატარას აკოცე ჩემს მაგივრად -ნანამ გაუთიშა და ნინის შეხედა -თქვენ ორმა უნდა შემიწიროთ რა, როგორ ახერხებთ რომ სულ გაუთავებელ პრობლემეᲑში ხართ დები ვერ ვხვდები-გაუბრაზდა ნინის -დედა ჩემგან რაღა გინდა? ხომ გავშორდი აკაკის? რამეს ვაშავებ კიდევ?-გაებუტა ნინი დედას -ჩემი თავგზააბნეული გოგონები-ნანამ Გულში ჩაიკრა ნინინდა თავზე აკოცა. გამთენიისას სანდროს მანქანის ხმის გაგონებისთანავე ლალი გიჟივით წამოხტა სავარძლიდან, ეზოში გავარდა, სანდრო მოთმინება დაკარგული ელოდებოდა ეზოს კარის გაღებას და გვერდით მჯდომ ლაშას გახედა -აი ეს ყ.ეობა დაგვაყენებინა დედაჩემა-დაიღრინა და საჭეზე თითები ნერვიულად აათამაშა -მშვენიერი კარია, ავტომატურად იღება იკეტება რას ერჩი-შიცხადა ლაშამ -მეც უნდა დავაყენო მაგრად ასწორებს -ერთხელ რომ შევანგრევ მანქანით მერე ნახავს ქალბატონი ლალიკო-დაიღრინა და როგორც კი კარი გაიღო საბურავების ხრჭიალით მანქანა ადგილს მოწყვიტა და ეზოში შევარდა, მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა და გადავიდა, ეზოს კარი პულტით დაკეტა და დაფეთებულ ლალის შეხედა -დედა სად ჯანდაბაში გაქვს ტელეფონი? დღეს ათასჯერ მაინც დაგირეკე-უყვირა ლალიმ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.