იძულებითი ქორწინება 2 თავი
სანდრომ გაოცებული სახით შეხედა სახე წაშლილ ქალს და მაშინვე დაიძაბა, ლალი აპირებდა მაშინვე სიმართლე ეთქვა მისთვის, მაგრამ ნიკას შეაჩერა -როგორც იქნა მოხვედით-Მიასთან ერთად მიუახლოვდა მათ და ლაშას ხელი ჩამოართვა და დედას თვალები დაუჭყიტა ანიშნა ჩუმად იყავიო, მიას ლაშას დანახვისთანავე სუნთქვა შეეკრა და გულისცემა გაუჩერდა, უნებურად მზერა მის სახეზე მიეყინა, ლაშამ თითქოს იგრძნო ეს დაჟინებული მზერა და განზრახ შეხედა მიას თვალებში, გოგონამ მაშინვე თვალი მოაშორა მის სახეს და დაძაბული მზერა სანდროზე გადაიტანა რომელიც დას მიუახლოვდა და ხელი გადახვია -ჩემო ყველაზე მშვენიერო და გადარეულო გოგო როგორ მომენატრე-გულზე მიიხუტა და შუბლზე აკოცა -გადარეულზე ვერ შეგეკამათები-წარბი აწკიპა ლაშამ და მიას მიაჩერდა, რომელიც მაშინვე გაბრაზდა მის კომპლიმენტზე და უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები -აი მშვენიერის რა მოგახსენო -განაგრძო მიას ნერვებზე თამაში და აშკარა წყენა რომ დაეტყო გოგონას სახეზე გულიანთ გაეცინა ყველას -კაი ნუ იბუტები-ლაშამ ცხვირზე მოიჭირა თითები და მზერა გაუშტერა მის ცისფერ სფეროებს -რა აუტანელი ხარ-უთხრა ბრაზ ნარევი ტონით მიამ და განზრახ ჯიუტად გაუშტერა თვალი ლაშას მწვანე სფეროებს, დიდხანს უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში, ბოლოს ისევ ლაშამ აარიდა მზერა მომღიმარი სახით და სანროს მიაჩერდა -სახლში შედი ცივა-უბრძანა ლალიმ -არ შემცივა-გაბრაზდა მია -დედა შეეშვი რა-სანდრომ ხელი ჩაკიდა დას -მია უკვე დიდი გოგოა ნუ ექცევი როგორც ბავშვს -ჰო დედა თავი დაანებე-გაეღიმა ნიკას როცა მიას სახე გაუბრწყინდა სანროს სიტყვებზე -სად ჯანდაბაში იყავი მთელი ღამე?-მიას შეეშვა ლალი და სანროს მიუბრუნდა საჩხუბრად -ერთად ვიყავით ლალი დეიდა არ ინერვიულოთ-დაამშვიდა ლაშამ -რომ დაგირეკე და გკითხე ხომ არ იცი სადაა ჩემი არანორმალური შვილი-მეთქი რატომ მითხარი არ ვიციო?-ახლა ლაშას დაუწყო ჩხუბი ლალიმ -სანდრომ მთხოვა არ მეთქვა რომ ერთად ვიყავით -ოცდაშვიდი წლის ბიჭები ხართ და თავში ტვინი არ გაქვთ-გაცეცხლდა ლალი -იცით რომ ნათია... -დედა!-დაუყვირა ნიკამ დედას და თვალები დაუბრიალა -ნათიას რა დაემართა?-მაშინვე სახე წაეშალა სანდროს და ლალის მიაჩერდა -წავიდა-დაუფიქრებლად მიახალა გაღიზიანებულმა ქალმა და ნიკას გაცეცხლებული სახე დააიგნორა -დედა -მიამ გაოცებით შეხედა დედას, მერე კი ძმას -რას ჰქვია წავიდა-ვერაფერი გაიგო სანდრომ -ტელეფონი რომ ჩაგერთო გაიგებდი რასაც ნიშნავს-ცეცხლზე ნავთი დაასხა ლალიმ -დედა გეყოფა -უყვირა ნიკამ -აი ასე ბავშვს ხელი მოჰკიდა და სახლიდან წავიდა თან ტელეფონიც გამორთული აქვს დედამისთანაც კი არ წასულა -სანდრო-დაიწყო მიამ -ძალიან აწყენინე ხომ იცი არა? ხომ იცი რომ შენ ხარ დამნაშავე ყველაფერში -რას ნიშნავს ბავშვი წაიყვანა და წავიდა?-ბრაზისგან ტუჩები დაბრიცა და ხელები მომუშტა სახე წაშლილმა სანდრომ -ნუ გაგიჟდები ახლა-ნიკამ თვალები დაუბრიალა ძმას, სანდრო მაშინვე მანქანაში ჩაჯდა და დაქოქა, ნიკაც ჩაჯდა მაგრამ სანდრომ მკვლელი მზერით შეხედა -გადადი -სანდრო გთხოვ -გადადი-დაუღრიალა ბოლო ძმას და ნიკა რომ გადავიდა მანქანიდან და ეზოს კარი გაიღო უკუსვლით გაიყვანა მანქანა და წამში ადგილს მოწყვიტა, მიას მაშინვე ცრემლები მოეძალა -დედა ასე რატომ მოიქეცი?-შეხედა დედას აწყლიანებული თვᲚებით -მაინც გაიგებდა -მიაყვირა ქალმა და სახლში შევარდა -ნუ ნერვიულობ უკან გავყვებით -ნიკამ თავზე აკოცა მიას და სახლში შევარდა მანქანის გასაღების ასაღებად -ნუ გეშინია-შეხედა ლაშამ სახე წაშლილ მიას -არ მინდა რამე სისულელე ჩაიდინოს-ახედა მთელი თავით მაღალ ბიჭს მიამ -უფლებას არ მივცემთ რომ რამე სისულელე ჩაიდინოს ნუ გეშინია-უთხრა დაძაბული ტონით და ნიკა რომ მიადგათ მანქანით მაშინვე ჩაჯდა. მია სახლში შევარდა გაბრაზებული და დედას წამოადგა თავზე -როგორ შეგეძლო ასე მოქცეულიყავი? არ შეგეძლო მშვიდად აგეხსნა სანდროსთვის ყველაფერი? -შენს ოთახში შედი-იმხელა ხმაზე დაუღრიალა ლალიმ შვილს რომ ადგილზე შეხტა მოულოდნელობისგან მია, ცრემლები მოეძალა ისევ და ოთახში შეიკეტა. ნათიამ მთელი ღამე თეთრად გაათენა, ვერაფრით შეძლო დაძინება, რატომღაც აფორიაქებული და დაძაბული იყო, როცა კარზე ბრახუნის ხმა მოესმა შეშინებული გავარდა მისაღებში სოფისთან ერთად -სოფი გააღე-დაიყვირა გაცოფებულმა სანდრომ და კიდევ ერთხელ დაარტყა კარს ხელი -ნათია რა გავაკეთო?-ჩურჩულით ჰკითხა დაბნეულმა გოგონამ შეშინებულ ნათიას -გააღე-უთხრა მაქსიმალურად მშვიდი ტონით და სოფიმ კითზვა ჩამდგარი თვალებით რომ შეხედა დარწმუნებით უთხრა -გააღე-სოფიმ გააღო თუ არა კარი სანდრო Გიჟივით შევარდა სახლში ნათიას მკლავზე ხელი წაავლო და გარეთ გაიყვანა -ხელი გამიშვი-წინააღმდეგობის გაწევა სცადა ნათიამ-სანდრო მტკივა-იყვირა მწყობრიდან გამოსულმა მაგრამ სანროს რეაქცია არ ჰქონია კიბეები ჩაარბენინა და მანქანასთან მიიყვანა -რას აკეთებ Ხელი გამიშვი-უყვირა ნათიამ, სანდრომ ამღვრეული თვალებით შეხედა ცოლს და მანქანის კარი გააღო -დაჯექი-უთხრა მბრძᲜებლური ტონით -უნდა ვილაპარაკოთ -ნათია ცდილობდა სიმშვიდს შეენარჩუნებინᲐ -მანქანაში ჩაჯექი-გაუმეორა ძლივს შეკავებული მრისხᲜე ტონით, ნათიას ცრემლები მოეძალა და მანქანაში ჩაჯდა, სოფი რომელიც იქვე ახლოს იდგა და მოვლენების განვითარებას დაძაბული ადევნებდა თვალს ადგილზე გაიყინა როცა სანდრო მიუახლოვდა -მარიანა მოიყვანე-დაუღრინა სოფის -სანდრო -სოფის მისმინე... ჩემი შვილის ნათლია ხარ და არ მინდა გაწყენინო, მარიანა მოიყვანე-დაუღრინა და მანქანაში ჩაჯდა, სოფიმ ბავშვი ნათიას მიუყვანა და ჩურჩულით ჰკითხა პოლიციაში ხომ არ დავრეკოო მაგრამ ნათიამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია, როგორ კი მანქანის კარი დაკეტა სოფიმ სანდრომ მანქანა გიჟივით გააქანა. ხმას არცერთი არ იღებდა, მარიანაც ჩუმად იყო, თითქოს გრძნობდა მშობლების დაძაბულობას. სანდრო დროდადრო სარკიდან გახედავდა ხოლმე ცოლს რომელიც განზრახ ჯიუტად აიგნორებდა მის მზერას. სანდრომ მცხეთის სახლში მიიყვანა ცოლ-შვილი, მანქანიდან გადავიდა და კარი გაუღო ნათიას -გადმოდით -დაუღრინა ნათიას, რომელიც ბავშვთან ერთად გადავიდა და დაძაბული მიაჩერდა ქმარს,სანდრომ სახლში შეიყვანა და თავად გარეთ გავიდა მოსაწევად -დედა მეძინება-ახედა მილულული თვალებით მარიანამ ნათიას -წამოდი დედას სიხარულო-ნათიამ საძინებელში შეიყვანა პატარა დააწვინა და გვერდით მიუწვა თავად, მალევე ჩაეძინა მარიანას ამიტომ ნათია საწოლიდან ფრთხილად ადგა და მისაღებში გავიდა, თვალებით სანდროს ძებნა დაიწყო -დაიძინა?-მოესმა სანდროს ხმა ზურგს უკნიდან და შეშინებული ადგილზე შეხტა, უნდა მიტრიალებულიყო მაგრამ სანდრო ზურგიდან აეკრო მის სიფრიფანა სხეულს და მუცელზე შემოაჭდო ძლიერი ხელები, ცხვირი მის თმებში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა მისი გამაბრუებელი სურნელი, ნათიამ თვალები დახუჭა და სცადა მოწოლილი ცრემლებისთვის მაქსიმალურად გაეწია წინააღმდეგობა, როცა სანდროს ცხელი ტუჩები მის მხარს მიეწება ჟრუანტელმა დაურბინა მთელს სხეულში და საშინელი სიცარიელის განცდა დაეუფლა -ნათია მაგიჟებ-დაუჩურჩულა ყურში და მოულოდნელად თავისკენ შეატრიალა დაძაბული გოგონა, ნათია თავდახრილი იდგა რომ სანდროს მის თვალებზე მომდგარი ცრემლები არ შეემჩნია, მაგრამ სანდროს რა თქმა უნდა არ გამოჰპარვია ნათიას მღელვარება და ზიზღი, იმის მაგივრად რომ შეეწყვიტა მისი წვალება თმებში ხელი შეუცურა მეორე ხელით თავი ააწევინ და მის ტუჩებს მიწვდა, მის ვნებიან კოცნას კოცნით არ უპასუხა ნათიამ მაგრამ სანდრო მის ტუჩებს მაინც არ მოშორდა იქამდე სანამ თავად ნათიამ არ მოიშორა თავიდან მისი ხელები და უკან არ დაიხია -გთხოვ-დაიჩურჩულა ნათიამ და ცრემლები გადმოსცვივდა, სანდროს წამში სახე წაეშალა და მრისხანებისგან ხელები მომუშტა იმდენად რომ ძარღვები დაებერა მკლავესა და ყელზე -რას მთხოვ-დაუღრინა ცოლს როცა მრისხანების პირველმა ტალღამ გადაუარა -ვილაპარაკოთ-დამშვიდება სცადა ნათიამ და ცრემლები მოიშორა გაფითრებული ღაწვებიდან -რაზე?-ჰკითხა უცნაურად მშვიდი ტონით -ჩვენზე -დაიჩურჩულა და გაბედა მისთვის თვალებში შეეხედა -სალაპარაკო არაფერია, შენ ჩემი ცოლი ხარ და ასე იქნება სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს-უთხრა გაღიზიანებული ტონით ცოლს და მისკენ გადადგა ნაბიჯი, შეშინებულმა ნათიამ უკან დაიხია თან ისე რომ სანდროს ნაცრისგერი სფეროებისთვის თვალი არ მოუშორებია -სანდრო გთხოვ ასე ნუ იქცევი-ნათიას ძალიან ეშინოდა მისი ამ გამოხედვის და ქცევის -მაინც როგორ ვიქცევი?-ჰკითხა გამომწვევი ტონით შეშინებულ ცოლს და მათ შორის არსებული მანძილი წამებში დაფარა ნათის წელზე შემოაჭდო ხელები და სხეულზე მიიკრო ათრთოლებული გოგონა, ნათიას შიშისგან სუნთქვა შეეკრა და გულისცემა გაუჩერდა -გრძნოობ?-ჰკითხა გამომწვევი ტონით სანდრომ ცოლს და უფრო მეტად მიიკრო სხეულზე -ჩემზე რა საშინლად მოქმედებ? -თვალებში ჩააცქერდა ნათიას რომელსაც უმალ ისევ ცრემლები მოეძალა -შენთან ყოფნა აღარ მინდა-უთხრა მოულოდნელად ნათიამ და სანდროს რეაქციას დაელოდა რომელსაც წამის მეასედში სახე წაეშალა, Ისე შეეცვალა მზერა და გამოხედვა რომ შეშინებულმა გოგონამ თავი დახარა, სანდრომ ხელი გაუშვა ნათიას და წიხლი დაარტყა იქვე მდგარ სკამს, ნათიას გააჟრჟოლა შიშისგან, სწორედ ამ დროს ნიკა და ლაშამ დააკაკუნეს ღია კარში და შევიდნენ სახლში -აქ რა ჯანდაბას აკეთებთ-დაიღრიალა გაცოფებულმა სანდრომ -უკან გამოგყევით-აუხსნა ნიკამ -დედა-ოთხაიდან ფეხშიშველი გამოვიდა შეშინებული მარიანა და ნიკა რომ დაინახა მისკენ გაქანდა, მან მაშინვე ხელში აიყვანა ბავშვი და ჩაეხუტა -მარიანა წაიყვანეთ და წადით, მე და ნათიამ უნდა ვილაპარაკოთ-გახედა შეშინებულ ნათიას სანდრომ ჩაწითლებული თვალებით -ახლა ყველა გაღიზიანებული და დაძაბული ვართ, სახლში წავიდეთ ყველა ერთად და იქ ილაპარაკეთ მერე რომ დამშვიდდებით -შესთავაზა ნიკამ გაცოფებულ ძმას -წადით-დაუღრიალა სანდრომ ძმას და მარიანამ უმალ ტირილი დაიწყო, ლაშამ ნიკას ბავშვი გამოართვა და გარეთ გაიყვანა რომ დაემშვიდებინა -რა ჯანდაბა გემართებათ, გინდათ რომ ბავშვი Გააგიჟოთ -წაიყვანე და წადით, უბრალოდ წადით -ასეთ მდგომარეობაში მარტოს ვერ დაგტოვებთ- შეეწინააღმდეგა ნიკა ძმას -ცოლთან მარტო დარჩენა და ლაპარაკი მინდა სულ ესაა-უთხრა მშვიდი ტონით ძმას, თან ხელი გადახვია და გარეთ გაიყვანა -სანდრო -წადით და ჩვენც მოვალთ-დაუღრინა ძმას და სახლში შებრუნდა კარი გასაღებით ჩაკეტა და ნათიას მიაჩერდა ამღვრეული თვალებით. ნიკამ ბევრი იფიქრა როგორ მოქცეულიყო და საბოლოოდ გადაწყვიტა ბავშვი სახლში წაეყვანათ და მერე თავად მარტო დაბრუნებულიყო უკან. ნათია სავარძელში იჯდა და ცრემლებად იღვრებოდა -ჩემთან ყოფნა რატომ აღარ გინდა?-სანდრო მოუახლოვდა თავზე წამოადგა, ნიკაპზე ხელი წაავლო თავი ააწევინა და თვალებში ჩააცქერდა -იმიტომ რომ...-ხმ ჩაუწყდა ნათიას -აღარ გიყვარვარ?-ჰკითხა სანდრომ მოულოდნელად, ნათია ამ კითხვისთვის მზად არ იყო და დაიბნა -არვიცი-გულწრფელად უთხრა მისი სიმშვიდით მოტყუებულმᲐ გოგონამ - რა მიზეზიც არ უნდა იყოს მაინც არ გაგიშვებ გასაგებია? -მის ნიკაპს ხელი გაუშვა სანდრომ, დაიხარა და ხელი მოუჭირა ლოყებზე -მითუმეტეს თუ სხვა არსებობს! -სხვა?-ფეხზე წამოვარდა გაცეცხლებული ნათია -ვერაფერს ხვდები? საერთოდ ვერაფერს? შენ მე მომატყუე, გული მატკინე! გამასულელე! ამ ყველაფერთან ერთად ისე მექცევი როგორც შენს საკუთრებას! -ჩემი საკუთრება ხარ! ხარ გესმის ეს?-სანდრო ნათიას მიაუახლოვდა და მაჯებში ხელი ჩაავლო -არ ვარ! მე შენი საკუთრება არ ვარ! -შენ ჩემი ხარ Მხოლოდ ჩემი და ასე იქნება სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს! -ასე რატომ მექცევი, რატომ-ატირდა ნათია -ხომ შეიძლებოდა უბრალოდ ბედნიერები ვყოფილიყავით? -დანახვის წამიდან მივხვდი რომ სიგიჟემდე შემიყვარდი, გესმის ეს? შემიყვარდი, გაგიჟებით შემიყვარდი და წასვლის უფლებას არასოდეს მოგცემ -სიყვარული? რა სიყვარულზე მელაპარაკები მაშინ როცა შენი ყველა ქმედებით ტკივილს მაყენებ! -უყვირა ნათიამ და მაჯები გაინთავისუფლა თან სანროს მიუტანა სახესთან ახლოს დაწითლებული მაჯები -შენ ასე გესმის სიყვარული, გამუდმებით ტკივილს მაყენებ და მაიძულებ ის გავაკეთო რაც შენ გინდა! -გაცეცხლებულმა სანდრომ თვალები დახუჭა და ბრაზისგან კბილები გაახრჭიალა -შენ წარმოდგენაც არ გაქვს რა არის სიყვარული -ახვამ სწორი წარმოდგენა შეგიქმნა?-ყელში ხელები წაუჭირა ნათიას, მაგრამ მაშინვე გაუშვა -გიჟი ხარ-უყვირა ნათიამ -ჰო გიჟი ვარ ვარ შენ გამაგიჟე შენ გადამიყვანე ჭკუიდან, შენმა სიყვარულმა შემშალა ნათია-ცოლს მიაუხლოვდა და სახეზე ჩამოყრილი თმები ყურს უკან გადაუწია -ძალიან მიყვარხრა, ნათია... შენთვის ტკივილის მოყენება არ მინდა მაგრამ შენ გამუდმებით გამირბიხარ, ხელს მკრავ და მაიძულებ რომ ასე მოგექცე რომ ვიგრძნო რომ ჩემი ხარ- უთხრა ისე რომ მისთვის თვალი არ მოუშორებია -ასე ცხოვრება აღარ შემიძლია-ატირდა ნათია -სუუ-ტუჩებზე ხელი მიადო სანდრომ და გულში ჩაიკრა ატირებული გოგონა -გპირდებ რომ ასეთ შეცდომას აღარ დავუშვებ შენ კი ამ სისულელეზე ფიქრი შეწყვიტე-უთხრა მშვიდი ტონით ნათიას და საფეთქელზე მიაწება ცხელი ტუჩები. -კიდევ თუ მატკენ გეფიცები გაგშორდები-ახედა ნათიამ ქმარს ცრემლიანი თვალებით -გამშორდები?-გაეცინა სანდროს -სულ მკიდ.ა ხელი მოწერილი გვექნება თუ გაწერილი შენ მაინც ჩემი იქნები! ჩემი პატარა გოგო იქნები სულ! გგონია ოდესმე ჩემგან წასვლის უფლებას მოგცემ? -მე შენი საკუთრება არ ვარ და კიდევ თუ შეცდომას დაუშვებ არ გაპატიებ სანდრო-მიანათა ქმარს აწყლიანებული მწვანე სფეროები -ნათია მიტოვებით ნუ მემუქრები-მწყობრიდან გამოვიდა ისევ სანდრო -იმიტომ რომ წასვლის უფლებას არ მოგცემ -აქ ჩვენს შორის პოლიცია მხოლოდ იმ მიზეზით არ დგას რომ მინდა მშვიდად ვილაპარაკოთ და ყველაფერი გავრკვიოთ სანამ ძალიან გვიანი არაა სანდრო -პოლიცია?-გაეცინა ბოროტულად სანდროს -გგონია პოლიციის მეშინია? გგონია ჩემთვის რამეს ნიშნავს პოლიცია? ნათია აზრზე მოდი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.