ხმაურიანი მარტოობა (თავი 1)
იჯდა მდუმარედ, ფიქრებში დაკარგული ალექსი და შეჰყურებდა ცაზე ლამაზად მოკაშკაშე ვარსკვლავებს. მის შავ, მრავლისმეტყველ თვალებში ტკივილი იგრძნობოდა, მაგრამ ამას ცოტა თუ შეამჩნევდა. მხოლოდ მთვარეს შეეძლო ჩამწვდარიყო მის გონებაში და ამოეკითხა თუ რას გრძნობდა იგი. ალბათ ეს იმიტომ, რომ მას ღამე ძალიან უყვარდა, მხოლოდ დროის ამ ნაწილში შეეძლო ფიქრებთან და გრძნობებთან განმარტოება. ჩაბნელებული ქუჩები, რომლებსაც მთვარის შუქი ანათებდა, ცაზე უამრავი ვარსკვლავის სიკაშკაშე, ოდნავი სიო, სიჩუმე, ეს ყველაფერი გზას უკვალავდა ფიქრებისკენ და უფრო მძლავრად ითრევდა ფიქრების მორევში, მორევში რომლისგანაც თავის დაღწევა შეუძლებელი იყო. კვირები, თვეები, ასე მდუმარედ გადიოდა. მთვარეც შეეჩვია ალექსს და მის შავ თვალებს, რომელშიც მისი ფიქრების ამოკითხვა შეეძლო... რეალობისგან მოწყვეტილი ალექსი ყვირილმა გამოაფხიზლა. -- მიშველეეთ იქვე ქუჩის კუთხიდან მოდიოდა. ალექსი ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო, და წასვლა გადაწყვიტა. აივნიდან ოთახში შევიდა, ქურთუკი მოიცვა და სახლი დატოვა. კიბეები ჩაირბინა. ირგვლივ სიჩუმე სუფევდა, არავინ ჩანდა, ქუჩა უცბად გადაირბინა და იქვე კუთხეში შეუხვია. შეკრთა.. გოგონა ძირს უგონოდ ეგდო. მუცელში იყო დაჭრილი, სწრაფად ხელში აიყვანა და სავადმყოფოსკენ გაიქცა. საავადმყოფო მეორე შესახვევში იყო და მალე მივიდა... -ექიმო დამეხმარეთ! გოგონა სისხლისგან იცლება... --სწრაფად პალატა გაამზადეთ სასწრაფო ოპერაციაა საჭირო... ექიმები ირეოდნენ, ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა დაჭრილ გოგონას სასუნთქი მილი დაადო... დაბნეული და შეშინებული ალექსი ექიმებს მიყვებოდა და ხელს არ უშვეებდა დაჭრილ გოგონას... --თქვენი იქ შესვლა არ შეიძლება ბატონო! --ხომ კარგად იქნება? --ვერაფერს შეგპირდებით... -- წამომყევით ანკეტა შევავსოთ ალექსი ექთანს გაჰყვა, ჯერ მარჯვნინ შეუხვიეს, შემდეგ მარცხნივ, დერეფანი ჩაიარეს და მისაღებში გავიდნენ. ექთანი ალექსს შეკითხვებს უსვამდა და რაღაცეებს იწერდა... --გოგონას რა ქვია? --არ ვიცი... --სად იპოვეთ? --ორი მოსახვევის იქით.. ძირს უგონოდ ეგდო.. მე მისი ხმა გავიგონე..."მიშველეთ" და როცა მივედიი ის... ის უგონოდ იყო.. -- კარგით შეგიძლიათ დაბრუნდეთ სახლში დანარჩენს ჩვენ გავარკვევთ --მე.. მე არ შემიძლია...მას ასე უბრალოდ ვერ დავტოვებ.. --ჩვენ მივხედავთ, როცა გამოიღვიძებს შეგატყობინებთ. ახლა კი წადით. -- კარგით ხვალ ისევ მოვალ.. ექთანო გთხოვთ გადაარჩინეთ მისი სიცოცხლე. --ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ... ალექსი სახლში დაბრუნდა. უკვე ღამის ორი საათი იყო. ტანსაცმელი გაიხადა, საწოლში დაწვა და ისევ ფიქრების უძირო მორევში გადაეშევა. ფიქრობდა იმ გოგონაზე... ლამაზ გოგონაზე...ძალიან უნდოდა, რომ გადარჩენილიყო და კიდევ ერთხელ ენახა მისი ვარდივით ლამაზი სახე... ქერა, კულულა თმა, ვაშლივით აწითლებული ლოყები...დაღლილმა და ფიქრებში გახვეულმა ჩაიძინა. ის გოგონა ესიზმრა. თეთრი კაბა ემოსა. კულულა თმა მხრებზე ჩამოშლოდა. მღელვარე და მჩქეფარე ზღვის ნაპირას იდგა. ტალღები მის შიშველ ფეხებს ეხეთქებოდა, ის კი მისგან გაქცევას ცდილობა. უეცრად დიდი ტალღა წამოვიდა ნაპირისაკენ, გოგონამ წონასწორობა დაკარგა და დაეცა, ამას მეორე ტალღა მოჰყვა...მესამე... გოგონა ცდილობდა ტალღებისგან თავის დაღწევას მაგრამ ყოველ ჯერზე ნაპირს უფრო და უფრო შორდებოდა. ყველანაირად ცდილობდა, რომ გადარჩენილიყო მაგრამ ტალღები ამის საშუალებას არ აძლევდნენ. ვეღარ გაუძლო უჰაერობას და გული გაუჩერდა. მისი სხეული ფსკერზე დაეშვა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.