შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამარჯობა საკნიდან (2)


3-02-2021, 18:30
ავტორი ბლა ბლა ბლა
ნანახია 655

გახდა.დავრჩით მე და ჩემი პატარა ძმა. იცი მასზე ხშირად ვფიქრობ, ვერ გამირკვევია მიყვარდა თუ არა, რაღაც უცნაური გრძნობა მქონდა მის მიმართ, ალბათ სიყვარული ეგაა, არ ვიცი რა გითხრათ როგორც უკვე გითხარით ფსიქიატრიულში დაასკვნეს რომ ფსიქოლოგიური პრობლემები მაქვს არაა გამორიცხული რომელიმე იმაშიც მიშლიდეს ხელს რომ ვინმე მიყვარდეს,ხოდა როგორც გეუბნებოდით დავრჩით მე და ჩემი ძმა, ჩვენი ლოთების ბუნაგი და ჩემი სამსახური სკოლაში სპორტის მასწავლებლად. ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა. ყოველი დღე ერთმანეთს გავდა, არაფერი განსაკუთრებული, მივდიოდი სკოლაში, ბავშვებს ბურთს გადავუგდებდი, ვარბენინებდი და სახლში მოვდიოდი, მაგრამ ტვინი არ იყო წყნარად, არც ახლაა ჩუმად. ვიცოდი, ვიცოდი რომ განსაკუტრებული ვიყავი, რომ რაღაც გამაოგნებელი უნდა გამეკეთებინა მაგრამ ყოველდღიურობა და გაწერილი გრაფიკი იმაზე მეტად მბოჭავდა ვიდრე ეს გალია.
საკუთარ ტავთან საუბარი დავიწყე, განვიხილავდი რა იქნებოდა ჩემი შესაფერისი დიადი საქმე, როგორ დავამახსოვრებდი ისტორიას თავს, ,,კეთილი“ საქმენი თუ გულიდან ამომავალი დაუვიწყარი მოქმედებები არ ვიცოდი რომელზე გამეკეთებინა არჩევანი, გონებაშიც კი, ის კი დარწმუნებით ვიცოდი, დღევანდელი გადმოსახედიდან კი მეგონა ჩემს ფიქრებს სისრულეში ვერასოდეს მოვიყვანდი. არ მინდა წინასწარ მოგიყვე მანამ სანამ იმ მომენტამდე არ მივალთ როცა ჩემში ჩემმა სიდიადემ გაიღვიძა, ეს ხომ მხიარულების მოსპობა იქნება, ასე რომ დავუბრუნდები მოსაწყენი ნაწილის თხრობას და გპირდები მალევე დავასრულებ მას.
სკოლა... სკოლა კარგი ადგილი იყო იმისათვის, რომ საზოგადოებაში კარგი სახელი შემექმნა, მეფიქრა, ცოტა ფული გამეკეთებინა და ბევრი დრო მქონდოდა, თითქოს შესანიშნავიც კი იყო. ვიყიდე მანქანა და იმ მოსაწყენი პიროვნების თამაში დავიწყე რომელსაც ყველა იცობდა. მეორეს მხრივ ჩემი პატარა ძმა სხვა საქმით იყო დაკავებული, ის არ ფიქრობდა, სრულად იყო შერწყმული საზოგადოებას, სწავლობდა და „სასახელო“ პიროვნებად იზრდებოდა, არ მჭირდებოდა მასზე დარდი, ის უკეთ ართმევდა თავს, ასე რომ მხოლოდ ჩემი ცხოვრებით დავინტერესდი და ზუსტად მაშინ გამოჩნდა ჩემი სიყვარულიც, რა თქმა უნდა მიხვდებით, რომ მისი სახელის გამხელაც არ შედის ჩემს გეგმებში, ეს ხომ უსახელო ისტორიაა...
ქალი, ოხ... ეს მეტად თავბრუდამხვევი და გონების ამრევი თემაა, ხოდა მანაც მოახერხა ჩემი გონების არევა, ფიქრებით მხოლოდ ჩემი ქალისკენ ვისწრაფოდი, მისი ნახვა და მოფერება მინდოდა, მისი სიტყვების გაგება, მოკლედ მისგან ყველაფერი მინდოდა, ჩემი ცხოვრების ორი წელი სწორედ ამ ქალთან გავატარე, მან კი ჩემი ფიქრები გააქრო, ვეღარ ვფიქრობდი დიად გეგმებზე, ნელნელა ჩვეულებრივ ადამიანს ვემსგავსებოდი, ამ ქალის მარიონეტად ქცეული და მე ეს მომწონდა, როგორც ჩანს მას არა... მარტივი მისახვედრია, დამშორდა, და მე როგორც ნამდვილმა ჯელტმენმა გადავწყვიტე იმ ორი წელის ასანაზღაურებლად, რომელიც ასე ლამაზად გამატარებინა,ჩემი მანქანა მეჩუქებინა, სიმართლე რომ გითხრათ მე დიდად არც მინდოდა, ყოველთვის ფეხით სიარული მიზიდავდა, ადამიანებზე დაკვირვება, მათი მომავალის ჩემს ხელში წარმოდგენა... მოკლედ ასე დამთავრდა ჩემი „ლამაზი“ სიყვარულის ისტორია ქალთან.
რომ დავფიქრდეთ ეს ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რომ გავმხდარიყავი ის ვინც ახლა ვარ, ალბათ ამისგამოც უნდა ვუმადლოდე მას... მაგრამ ალბათ ხვდები, დაშორება ვერ გამაკეთებინებდა ისეთ ვერაფერს რომ ციხეში მოვმხვდარიყავი, ამისათვის მეტად დიდი მოტივაცია მჭირდებოდა, მე კი ამ მტივაციას არ ვეძებდი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩემი უმოქმედობის მიუხედავად მან თავად მომაგნო. გახსოვს ჩემი ძმა?! რა თქმა უნდა გემახსოვრება, არც იმდენად დიდი წერილი არ დამიწერია რომ რამე დაგვიწყნოდა, ხოდა გეტყვი რომ ის დაიღუპა. ეს უკვე აღვნიშნე, ჩემი ძმა მიყვარდა, მისი სიკვდილი კი მეტკინა თანაც როგორი სიკვდილი?! ჭორად ყვებოდნენ და მეც მომიყვნენ : ვიღაც ბიჭი ღამე სახლში მიდიოდა მეგობრებისგან, როცა ლოთმა ნაბიჭ*არმა ფული სთხოვა, ბიჭი გაჩერდა საფულე ამოიღო, და სანამ ფულს ამოიღებდა მუცელშ დანა გაუყარეს, ჰომ... ლოთმა გააკეთა მეტი ფული უნდოდა და კიდევ საათი, რომელიც ხელზე ეკეთა... მსხვერპლი დატოვა და გაიქცა.
ბიჭი ჩემი ძმა იყო, საათი კი ჩემი, მე თვითონაც მოვიპარე, როცა ჩემმა ძმამ დაინახა მოეწონა და ასე აღმოჩნდა მის ხელში, ნამდვილად ვენესუელური სერიალივით ჟღერს...რას ვიზავთ როგორც არ უნდა ჟღერსდეს სინამდვილე არ იმალება. ასე დაიღუპა ჩემი ძმა და ზუსტად ამავე მოვლენამ გააღვიძა ჩემში ის განსაკუთრებულობა რასაც ამდენი წლის განმავლობაში ასე გულმოდგინედ ვაძინებდი.
ძმა ქრისტიანობის მიერ ნაკარნახები გზით გავაცილე, იმას ვერ გეტყვით რატომ, მორწმუნე არ ვარ უბრალოდ მინდოდა რამე კარგი გამეკეთებინა მისთვის და სხვა არაფერი მაფიქრდებოდა, უფრო სწორად მაფიქრდებოდა მაგრამ ამისათის ჯერ მომზადება მჭირდებოდა.
და აი მივადეგით იმ სანუკვარ დროსაც როცა ყველაფერი დაიწყო. ალბათ მიხვდებით ჩემი დიადი საჩუქარი მისთვის შურისძიება იყო, იმ ლოთის მოკვლა, რომ დაფიქრდე ამით კარგ საქმესაც ვაკეთებდი, ორი ერთში შურისძიება და უსარგებლო ნაგავისგან დედამიწის გაწმენდა, მაგრამ სანამ პირველ მკვლელობას ჩაიდენ მომზაება გჭირდება, არ მოგატყუებ მე დიდი ხანი არ გამიწელავს ეს პროცესი... ბრაზი მახრჩობდა და მისი მალე ამონთხევა მინდოდა, ვერც კი აღგიწერ როგორ მინდოდა, ხელები მექავებოდა, გული აფორიაქებული მქონდა, აღელვებული ვიყავი,სხვებისთვის შემაძრწუნებელი ალბათ ის იქნება რომ სიკვდილის სუნი არ მაშინებდა არც, წინასწარი დანაშაულის გრძნობა მიჩნდებოდა, პირიქით მიხაროდა, არაადამიანურად მიხაროდა... სამი დღე სანამ ძმას დავმარხავდი გეგმებს ვაწყობდი ჩემში ის არსებული იდეალური მონსტრი როგორ გამომეშვა, რამხელა თავისუფლება მიმეცა.
ხალხი მოდიოდა და მისამძიმრებდა:
„ -გამარჯობათ! ვიზიარებ თქვენს მწუხარებას.
-დიდი მადლობა გამოთქმული მწუხარებისათვის.“
გულში კი იმას ვფიქრობდი დანა გამომეყენებინა თუ სხვა ორიგინალური იარაღი ამერჩია, იქნებ ბოთლი გადამეტეხა, იარაღი თავიდანვე გამოვრიცხე, ზედმეტად ჰუმანურია, როგორ მომეღო ბოლო იმ არსებისათვის, როგორ მიმეღო სიამოვნება.
დაკრძალვის დღეს გადავწყვიტე რომ მაწანწალას აღსასრულიც ის დღე უნდა ყოფილიყო, ორიგინალური ვერაფერი მოვიფიქრე ისევ დანა ავირჩიე, ისიც გადაწყვეტილი მქონდა,ჩემს მიერ ცადენილი მკვლელობის სურათი მხოლოდ ბრაზს რომ გადმოსცემდა.დავკრძალე და საღამოს დაველოდე. მარტივი სათქმელია, მაგრამ გონებაში ბევრი ფიქრი მიტრიალებდა, ბევრჯერ ისიც ვიფიქრე გავჩერებულიყავი. არა... ასე მარტივად რა თქმა უნდა არ დავნებდებოდი, ჩემში იმ იდეალურს გაღვიძების საშუალებას ვაძლევდი ბრაზს კი ჩემი კონტროლის უფლება მივეცი, თავიდან გავიხსენე ძის მკვლელობა და ბრაზმა საბოლოოდ გაიმარჯვა, ახლა მისი მარიონეტი გავხდი. გარეთ გავედი, იდეალური სარამო იყო მკვლელობისათვის, ბნელი, საშნლად ბნელი. მთვარე არ ჩანდა, არცერთი ვარსკვლაი არ იყო ცაზე, შეიძლება ეს ჩემი დაბინდული გონების წარმოსახვაც იყო მაგრამ გონებაში ხომ ყველაფერი იდეალურად იყო შექმნილი, ყველაფერს იდეალურად ვხედავდი და აღელვება ისევ ბედნიერებამ ჩაანაცვლა. ქალაქის განაპირას მდებარე პარკში მივედი სადაც ის მაწანწალა იძნებდა, თავზე ქუდი დავიფარე, ქურთუკი პირამდე შევიკარი, დანა ჯიბეში დავმალე, ხელი მაგრად მოვკიდე და მსხვერპლის საძებნელად გავედი, თავი ველური სამყაროს წევრად აღვიქვი, და მივხვდი რომ ვიყავი კიდეც.
ვიარე, პარკის გარშემო ბევრი ვიარე, მსხვერპლი სკამზე დავინახე წამოწოლილი იყო ეძინა, არ მინდოდა რომ მძინარე მალევე მომეკლა, გარშემო წრეებს ვურტყავდი და ნელნელა ვუახლოვდებოდი, მანამ საანამ მის გვერდით არ აღმოვჩნდი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent