შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებისკენ მიმავალი (თავი პირველი)


5-02-2021, 16:09
ავტორი 4-ever
ნანახია 878

ამ ფიქრებით გართულს გამახსენდა რომ ოცნების ასასრულებად საჭირო იყო შესაბამისი სამსახურის პოვნა, გადავწყვიტე მუშაობა დამეწყო ტურისტურლ სააგენტოში გიდად, ჩემ ქვეყნის ყველა კუთხეს ვნახავდი და პლიუს ხალსხსაც გავაგებინებდი იმას თუ რამდენი რამის მატარებელია ჩვენი პატარა ქვეყანა. თითოეულ კუთხეს საკუთარი ადათ-წესები გააჩნია და თითოეულ კუთხეს კი გამორჩეული ადგილები ახასიათებს. გეოგრაფიის ფაკულტეტი წარმატებით დავამთავრე და ოფიციალურად დიპლომიანი ქალბატონი გავხდი, სწავლის პერიოდში კი სულ ვმუშაობდი. მე გახლავართ ანა რომელიც სულ იმისთვის იბრძვის რომ დასახულ მიზანს სულ მიაღწიოს, ამიტომ საკმაოდ კარგი სივი მაქვს იმის რომ მუშაობა დავიწყო და ავიხდინო ოცნება.
-რა ქენი ჟიჟაფო?
-გოგო კაი რა როდემდე უნდა მეძახო ეგ სახელი?
-სადამდეც შენ დამიძახებ იხვს
-ხოო გეყოფა თორემ მოგხვდება ეს ბალიში თავში
-კაი, კაი ეხლა სრული სერიოზულობით რა ქენი გასაუბრებაზე?
-არ ვიცი პასუხი მითხრეს დაგირეკავო, მაგრამ სრული მოულოდნელობა მოხდა იცი? ვინ აღმოჩნდა ტურისტული სააგენტოს მთავარი ხელმძღვანელი?
-არ მითხრა ეხლა ის იდიოტი?
-დიახ დიახ ბატონი გიორგი ეხლა მისი ხელმძღვანელი, მეც რომ გავიგე პირი დამრჩა ღია
-კაი რაა შანსი არაააა არ მჯერა
- კი სამსახურიდან წამოსვლის მერე თურმე აქ დაუწყია ბიჭს მუშაობა, არც მიკვირს სამსახურიდან რომ წამოვიდა, იმის მიუხედავად მენეჯერი რომ იყო მაინც გარისკა და წამოვიდა და კარგიც ქნა იქ მას არავინ დააწინაურებდა, რადგან თუ არავის ეტენები არ გაქვს შანსი და პლიუს ვირული სამუშაო გაქვს ანახღაურება კი ბატონო მაგრამ მაინც როგორც რიგითისთვის ისე მენეჯერისთვისაც რთულია
-კაი რა რატომ ამართლებ?
- მე და მას შორის რაც იყო მის საქციელს გამართლება არ აქვს და შენც კარგად იცი რომ მის დაცვას მე ტყუილად არ დავიწყებ რაც არ უნდა იყოს მაინც მეცოდებოდა იმის გამო რომ წინ ვერ მიიწევდა..
-ეხლა გასაგებია, იმედია არ დაგავიწყდება ის რაც მან გაგიკეთა
-მაგას რა დამავიწყებს მაგის მერე აღარ მაქვს არცერთი ბიჭის ნდობა..
-კარგი ჰო ნუ გადაეშვი წარსულში ეხლა, გეყო უკვე დროა შენს მომავალს მიხედო, ხომ ხედავ რა კარგად წავიდა ყველაფერი არა?
- კი ვხედავ.. დავამთვარე ფაკულტეტი რომელიც მინდოდა ძალიან და მიყვარს ხომ იცი ჩემი პროფესია და მინდა ვიმუშავო ჩემი პროფესიით რადგან დარწმუნებული ვარ რომ შევძლებ ყველაფერს..
-კი ვიცი რომ შეძლებ შენ ისეთი მონდომებული ხარ რომ რავი, ისე კი წარმატება მოგიტანა მასთან დაშორებამ და გასწავლა ჭკუა რომ წინ წასულიყავი და გებრძოლა იმისთვის რომ წინ წასულიყავი.
-კი გოგონი, გეთანხმები ჩემი მოტივაცია იყო.
-კაი ეხლა აღარ გვინდა ამდენი სენტიმენტები და ზაფხულია და არ ფიქრობ დროა ქობულეთს დავადგეთ?
-ვა ვა ვა საღოლ გისწავლია რაღაც იხვო ჩემგან
-ჟიჟაფო ეხლა გეყოოო
-კი ნამდვილად კარგი იდეააა წამო წამო დავადგეთ ჩვენს უჟმურ და ბუზღუნა დაქალს, ერთი ეგეთიც საჭიროა სადაქალოში
-წამო წამო როდის წავიდეთ?
-ხვალვე წავიდეთ და მოულოდნელად დავადგეთ თავზე და მერე ნახოს მაგან როგორია სიუჟმურე
-ხო გავამხიარულებთ ხომ იცი როგორ ვენატრებით
-მერე ვინ ეუბნებოდა წადი და ქობულეთში გათხოვდიო?
-ეგეც მართალია, კაი დავიშალოთ და ხვალისთის მოვემზადოთ...
ქალბატონი ნესტანი რომ გავუშვი , მერე გადავწყვიტე ჩემ არანორმალურ ნათლულებთან დამერეკა რომლებიც საკმაოდ დიდიხანი არ მყავდა ნანახი, რომლებიც ჩემს დაქალს ცირას აბრაზებდნენ და ნერვებს უშლიდნენ, მაგრამ რა ექნა ხომ ვერ გადაყრიდა მისი შვილები იყვნენ და შესაბამისად უყვარდა გიჟივით, მათთან ლაპარაკით გული რომ ვიჯერე ეგრევე მივვარდი საიტს სადიანაც ვიყიდე ორი ბილეთი ქობულეთში წასასვლელად, იმის მიუხედავად ზარს ველოდებოდი სააგენტოდან, მაინც გადავწყვიტე მომესწრო გარუჯვა ცოტათი მაინც... დამირეკავდნენ თუ არა ეგრევე დავბრუნდებოდი თბილისში, არა რა ეს უმანქანობა მე დამღუპავს დროზე უნდა ვიყიდო თორემ როდემდე შეიძლება ესე. დღითი-დღე ვრწმუნდები იმაში რომ მანქანის ყოლა აუცილებელია.... ბილეთების ყიდვას რომ მოვრჩი გადავწყვიტე ჩამელაგებინა ნივთები რომ არ დაგვეგვიანა მატარებელზე, დაგვეგვიანა არა ის რომ დამეგვიანა რადგან ამ ყველაფერს მოყვებოდა ლექცია რატომ უნდა დავწვე ადრე და რატომაა მნიშვნელოვანი ადრე მისვლა სადღაც რომ ვაპირებთ წასვლას, მე ხომ ქრონიკული დაგვიანების სინდრომი მაქვს ყველგან ყოველთვის ვაგვიანებ გამონაკლისია გასაუბრება.
ტელეფონმა მეთასედ რომ დარეკა და ნომერზე მახინჯი იხვი რომ დაეწერა მაშინვე მივხვდი რომ შარში ვიყავი, საათს დავხედე თუ არა არ ვიცი ელვის სიწრაფით ჩავიცვი ხელში პირველი რაც მომხვდა გაპრანჭვას აზრი არ ჰქონდა და ეს დროს წამართმევდა ხოლო მაგდენი დრო არ მქონდააა... „აუუ აშკარად ვერ ავცდები ლექციას, იმედია არ დავაგვიანებ“. პირველივე ტაქსში ჩავხტი და არც ვაცადე საუბარი ეგრევე ვეცი და მთელი გზა ვუბურღავდი ტვინს რომ ჩქარა ევლო.. „ვაიმეე ანა როდემდე უნდა იყო დაუდევარი და როდემდე უნდა გავიწყდებოდეს ბუძელნიკის ჩართვა“. იმედია თვითონაც დააგვიანებს თორემ მომავალი კატასტროფას ვერ ავიცილებ და მთელი სადგური გაიგებს ნესის ყვირილს.როგორც იქნა მივაღწიე შეხვედრის ადგილს და შორიდან გავიგე ნესის ყვირილი
-ისევ აგვიანებ ხოოო??? როდის უნდა ისწავლოს ის რომ ადრე დაიძინო და ბუძელნიკი დააყენო? როდემდე უნდა გაღვიძებდე ჰა?? ეჰ საწყალი შენი ქმარი შენს ხელში. ხელი ჩაიქნია და გზა გააგრძელა..
-მაგიტომაც არ ვთხოვდები და ენა გამოუვიყავი
- ეჰ ბავშვი ხარ, როდის უნდა ისწავლო შენ ჭკუა ჰა?
- კაი რაა რას იბუსხები ?
- გოგო გაჩუმდი მთელი ვაგონი ჩვენ გვიყურებს..
მართლაც რომ გავხედე ყველა ჩვენ სულელურ კამათს უყურებდა და ვერც აგვიგე როგორ შევედით ვაგონში და ჩვენი ადგილები დავიკავეთ, ქობულეთამდე უკვე გზა იყო და რამით უნდა გავმხიარულებოდი თორემ ჩემმა მტერმა უყურა ესე ხალხს, ამიტომ დილით წამოწყებული კამათი გავაგრძელე, ბუნტისთავად მაინც მე ვითვლებოდი, ვითვლებოდი რა ვიყავი ისედაც და ამ დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ვასრულებდი, ამიტომ არც ვაციე და არც ვაცხელე ეგრევე მივვარდი
-ქალბატონო ჩემ გათხოვებაზე რომ წუწუნებ შენ ვისზე რას ამბობ მალე სახტად დარჩენილის სტატუსი მოგენიჭებ
-მე მაინც მყავს სათადარიგო, შენნაირად კი არ ვარ მარტოსული
-კაი რააა რომელი ერთი?
- დავიწყო?
-შენც არ იყო ეხლა სამხრეთის დედოფალი რომ რიგები გედგას, ერთი საწყალი ბიჭი გამოიჭირე და ისიც მალე გაგექცევა
-შენ საერთოდ ხმა მაგიტომ ხარ ეულად რააა შენ ვისზე რას ამბობ
-მძიმე ხასიათი რომ მაქვს, მაგიტომ ვერავინ მიჩერდება და ეგ მეც ისედაც ვიცი
მთელი გზა ესე ვპაექრობდით, მთელი ვაგონი ავიკელით, აბა რა გვეგონა ორი არანორმალური რომ ერთად მგზავრობს და თანაც საუკეთსო მეგობრები. დრო ისე გავიდა ვერ გავიგეთ როდის ჩავედი ქობულეთში, სანამ დისპეჩერმა არ გამოაცხადა რომ უკვე ქობულეთში ვიყავით მანამდე ერთმანეთთან კამათს ვაგრძელებდით , აი მაშინ კი ამოისუნთქა ვაგონმა დიდი შვებით, როცა უკვე გასასველელისკენ დავიძარით. გარეთ რომ გავედით ჩვენი ბუზღუნა დაქალი დაგხვდა, რომელიც სულ მუდამ ჩხუბის ხასიათზე იყო და გამოუძუნებელი სახით დადის ხოლმე.
-ბუზღუნ რა გჭირს რა სახით ხარ კიდე არ გიჭამია?(მე)
-ვაიმე დაგკლავ ერთხელაც იქნება(ქრისტო)
-მარტო შენ კი არ მისდევ მოსაკლავად(ნესი)
-შენც?(ქრისტო)
-კარგით რაააა ეხლა ჩამოვედით და დაიწყეთ ხო ორივემ ერთდროულად? ბუზღუნ შენ კიდევ ხო და შენ იხვო არ მოგბეზრდა ის რომ მთელი 4 საათი გზაში კამათი? ეხლაც აგრძელებ, საცოდავი მე თქვენს ხელში რაა... ღმერთო გთხოვ მომეცი ძალა და გამძლეობა ამათ რომ გავუძლო დრამატულად აღვმართე ცაში ხელი და დავიწყე მონოლოგი იმაზე თუ როგორი დავუცველი ამათ ხელში
-არა რააა ამასთან საუბარი ზედმეტია ისევ დაიწყო მასხრობა რაა, არაფერი ეშვლება ამას, საწყალი მომავალი ამის ქმარი მის ხელში (ორივე ერთად)
-ამიტომაც არ ვთხოვდები და არ მყასვ შეყვარებული ადამინს ხომ არ დავაქცევ(მე)
-კაი როდემდე რჩებით აქ?
-სანამ არ დამირეკავენ და არ მეტყვიან გასაუბრების შედეგს მანამდე აქ ვარ და როცა დამირეკავენ მაშინვე წავალ.
-იყავი გასაუბრებაზე და მე დღეს უნდა ვიგებდე ამას?
-მაგაზე თუ გააგრძელებ ჩხუბს არ გეტყვი ყველაზე საინტერესო რამეს
-რა რა ხდება ?
- იცი ვინაა მაგ სააგენტოს მფლობელი?
- მოიცა გამოვიცნობ
-შანსი არაა გამოიცნო
-კაი მაშინ თქვი
-გიორგია მაგის მფოლებლი
-შანსი არააააა, არარსებობს, ასეთი ცნობილია ეგ სააგენტო და გიორგი მაგის მფლობელი? არ მჯერა როგორ შეძლო ეს?
-არ ვიცი და დიდად არ მაინტერესებს, მე მინდა ვიმუშავო და მეტნაკლებად მნიშვნელოვანია ვინაა მფლობელი, დარწმუნებული ვარ არც კი იცის თანამშრომლების სახელი და გვარი, მე შეხება მენეჯერთან მექნება და არა მასთან, ამიტომ დარწმუნებული ვარ იშვიათად ვნახავ და არც გამოჩნდება სააგენტოში. კარგით ეხლა რა გიორგი რა სააგენტო წავიდა გუგუნი. გოგოებო ბათუმშიც ხომ მივდივართ?
-კი რათქმაუნდა, ბინაც ვიშოვე უკვე
-ყოჩაღ ჩემო ბუზღუნა და ყოველთვის მშიერო
-იცემები, გეყო მაიმუნობა არ დაიღალე?
-არა რა დამღლის მე, ეხლა იწყება არ დავიწყება
სახლში როგორც კი მივედით დავიწყეთ დაბინავება, რათქმაუნდა ჩანთები არ ამოგვილაგებია, რადგან აზრი არ ჰქონდა მესამე დღეს ბათუმში ვაპირებდით გადასვლას და როგორც ზარმაცს დამეზარა ხელახლა ჩალაგება და ამიტომ დავტოვე ისე როგორც იყო და მხოლოდ საჭირო ნივთები ამოვიღე და მალევე დაღლილს ჩამეძინა.
პ,ს, იმედია მოგეწონებათ, წინა ისტორიაც ზუსტად იგივენაირად დავიწყე და იგივე სათაურით, მაგრამ შევცვალე ბევრი რამ და სხვანაირად წავიყვანე სიუჟეტი



№1  offline წევრი OKI ME

აბა ვნახოთ ერთი როგორი ისტორიაა :P სათაური, საინტერესო ჩანს, ისტორიის აღწერაც ❤️ წავიკითხავ და დაგიბრუნდები, ჩემს აზრს დავწერ აუცილებლად :დდდ ❤️❤️

 


№2  offline წევრი MmariiamM))

საინტერესო ჩანს, სათაურმა მიიქცია ჩემი ყურადღება. მომწონს და შემდეგს ველოდები
--------------------
Mm))

 


№3 სტუმარი სტუმარი მიმი

ვოუუუ....ახალ თავს ველოდებიი kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent