ოცნებისკენ მიმავალი (თავი პირველი)
მართალია ის რომ ოცნებისთვის ბრძოლა ყოველთვის ღირს რა დროც არ უნდა იყოს და რა ასაკიც, ჩემ შემთხვევაშიც ესეა... თსუ კერძოდ გეოგრაფიის ფაკულტეტი წარმატებით დავამთავრე და ეხლა ვდგავარ და ვეძებ სამსახურს ჩემი პროფესიით, საქმეს ისიც მიმარტივებს რომ ვარ ლაშქრობის დიდი მოყვარული და თითქმის ყველგან მაქვს ნალაშქრი საქართველოს ფარგლებში... ჩემი ოცნებაა იყო სვანეთის ნახვა და თუშეთის ნახვა და ეს ოცნებაც ავისრულე როცა მეოთხე კურსის დამამთავრებელი სტუდენტი ვიყავი... მაგრამ ოცნებად მაქვს სვანეთში დაბრუნება ამჯერად ჩემს მეორე ნახევართან ერთად... ამ ფიქრებში გართულს დამავიწყდა რომ ერთ ერთ ტურისტულ კომპანიაში გასაუბრება მქონდა... გიჟივით მოვემზადე და გავიქეცი არც კი მახსოვს როგორ მივაღწიე ან რა მეცვა ტანზე.. მთავარია არ დამაგვიანდა... -გამარჯობათ ბატონ სპარტაკთან მაქვს შეხვედრა დანიშნული გასაუბრების თაობაზე - დიახ დიახ ეხლავე შევატყობინებ რომ მოხვედით... შეგიძლიათ შეხვიდეთ გელოდებათ.. -მადლობა დიდი.. მადლობა გადავუხადე და მთელი ძალები მოვიკრიბე რომ შევსულიყავი და ნორმალურად ჩაერია ამ გასაუბრებას თორემ კიდე ერთ იმედ გაცრუებას ვერ გადავიტანდი... ხელისკანკალით დავაკაკუნე კარზე და ცივი ოფლი მოვიწმინდე.. - მობრძანდით გაისმე სასიამოვნო ბარიტონი - გამარჯობათ ბატონო სპარტაკ -გამარჯობათ თქვენ ალბათ ქალბატონო ანა ბრძანდებით ხო ?? -დიახ დიახ მე გახლავართ -ვნახე თქვენი რეზიუმე და ძაან მომეწონა, ლაშქრობაც გყვარებიათ - დიახ დიახ ეს ესეააა.. მიყვარს ლაშქრობა და ის დაღლა რაც ლაშქრობის მერე გრძნობ, როდესაც გზად მიდიხარ იცი რა გელის და იცი რა დაბრკოლებაც უნდა გადალახო მაგრამ მზად ხარ თუნდაც ერთი სასწაული ადგილის გამო მთელი დღე იარო შეუსვენებლივ, მაგრამ არის ის მომენტებიც ზოგჯერ რომ გგონია რომ ვერ შეძლებ, სწორედ იმ მომენტში გეძლევა ძალა რომ გზა გააგრძელო და იმ ადგილს მიაღწიო რომელიც გინდა ნახო... სწორედ ესეა ცხოვრებაც.. -ისე აღფრთოვანებით საუბრობ რომ შემშურდა შენი.. არ გიცდია საკუთარი კლუბის გახსნა ??? -კი მქონდა იდეაშია მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ მოხერხდა, პირველ რიგში ჩემი აზრით როდესაც ადამიანი ლაშქრობაში ან თუნდაც ისეთ ადგილას მიგყავს ნდობააა, მეშინია იმის რომ ნდობას ვერ გავამართლებ და სწორედ ესააა მიზეზი იმის რომ არ გავამართლებ მათ ნდობას და კლუბი რომ წარმატებული გახდეს ბევრი რამ არის სწორად დასაგეგმია და განსახორციებელი -ვხედავ მიზანი არ გაკლიათ და მითუმეტეს ვხედავ რომ სამი ენა გცოდნიათ და ეს უპირატესობას გაძლევთ, მარტო ეს არა ისივ თუ როგორ კარგად იცნობთ ჩვენ ქვეყანას და მის ისტორიას, ასევე აისის სერთიფიკატი და გიდის კურსები გქონიათ გავლილი ძალიან ძალიან საინტერესოა, დაგიკავშირდებით განვიხილავთ თქვენ კანდიდატურას დააა. - კარგით ძალიან დიდი მადლობა წარმატებული დღეს გისურვებთ. -თქვენც ასევე... გასაუბრებიდან ძალიან დაღლილი და ძალა გამოცლილი დავბრუნდი, მაგრამ ამავე დროს კმაყოფილი.. ვფიქრობდი თუ მუშაობას დავიწყებდი მომეცემოდა იმის საშუალება რომ ჩემი საყვარელი საქმე მეკეთებინა და ამავე დროს მომენახულებინა ის ადგილები რომელიც ნანახი არ მქონდა და პლიუს ისიც რომ თუნდაც უცხოელს და პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს გავაცნობდი იმას თუ რა დიდი ღირსესანიშნავი ადგილის მატარებელია საქართველო და საზღვარგარეთ გაქცევას და იქაურობის დათვალიერებას კი არააა არამედ ჯერ თავის ქვეყნის ნახვას მოისურვებენ.... ამ ფიქრებში გართულს როგორ მივედი სახლში აღარ მახსოვს... - ანა მოხვედი?? - კი დეეე - როგორ ჩაიარა გასაუბრებამ?? -ჩვეულებრივად დაგიკავშირდებითო და იმედი მაქვს თორემ კიდე ერთი უარი და ხელს ჩავიქნევ ყველაფერზე - არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება - იმედია როგორც ყოველთვის გამოვიცვალე და ჩემი ოთახის დალაგება დავიწყე და თან ჩემ თავს ვლანძღავდი თუ როგორი არ უნდა იყოს გოგო.. როგორც იქნა დავამსგავსე გოგოს ოთახს... და ამ დროს აწკრიალდა ჩემი ტელეც -გისმენთ -ანა ბრძანდებით? -დიახ მე გახლავართ - სპარტაკი ვარ, განვიხილეთ თქვენი კანდიდატურა და როდიდან შეძლებთ მუშაობის დაწყებას ? ხვალიდან?? -დიახ დიახ ხვალიდან შევძლებ -კარგით ხვალ გელოდებით, მისამართი იცით წარმატებები -თქვენც სიხარულისგან არ ვიცოდი რა გამაკეთებინა ვყვიროდი და ვწიოდი -ამიყვანეს ამიყვანეს დავხტოდი გიჟივით -დედაააა ამ არანორმალურს რა აყვირებს გასკდა თავიიი -ოეეეეე შენი არანორმალური და აიყვანეს ხვალიდან მუშაობას ვიწყებ -გილოცავ მაგრამ ეხლა დამაძინე თორემ დაგამტვრევ ძვლებში -აუ რა უჟმური ძმა მყავს რააააააააა - ფრთხილად ეხლა ბალიში წამოვა -დედააააააა იოოომ ბალიში მომარტყაააა -აი ეხლა მართლა ღირსი ხარ რომ გესროლო რააა ვიცოდი რომ მესროდა და ინსტიქტურად ავიცილე ბალიშის მოხვედრააა.. მთელი ღამე არ მეძინა სიხარულისგან... ნუთუ ჩემი საყვარელი საქმიანობის კეთების საშუალება მომეცა... პ.ს. იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.