შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იძულებითი ქორწინება 20 თავი


6-02-2021, 12:02
ავტორი ნეაკო
ნანახია 5 408

ნათია აივანზე იჯდა და ეზოში მოთამაშე ბავშვებს უყურებდა ცრემლიანი თვალებით, ნინიმ პლედი მოახურა მხრებზე და მის გვერდით დაჯდა ფეხ მორყეულ სკამზე
-ნათია ძალიან გთხოვ თავს მოერიე, ასე ცრემლებით ვერაფერს გახდები... ვიცი რომ სული გეწვის... ისიც ვიცი რომ გული საშინლად გტკივა...ისიც რომ მარიანას მონატრება გკლავს...ისიც ვიცი რომ ისეთი შეგრძნება გაქვს თითქოს ნაწილებად დაიშალე... თითქოს დაიკარგე მაგრამ მხოლოდ შენ შეგიძლია ისევ, რომ დაცემული შენი თავი ფაეხზე წამოაყენო, მხოლოდ შენ შეგიძლია დაუპირისპირდე სანდროს და მხოლოდ შენ შეგიძლია დაარწმუნო მოსამართლე რომ შეგიძლია იყო ძლიერი იმდენად ძლიერი რომ შვილი მასზე უკეთ გაზარდო...აჩუქო ლამაზი ბავშვობა და შეუქმნა მომავალი... ნათია შენ ერთადერთი ხარ ვისაც შეუძლია რომ სანდროს მარიანა ხელიდან წაგლიჯოს და გთხოვ ეს გააცნობიერე, თავს მოერიე ფეხზე მყარად დადექი და დაუპირისპირდი! მხოლოდ ასე შეძლებ რომ შვილი დაიბრუნო, მე შენს გვერდით ვარ მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემიძლია, დედაც ბევრს ცდილობს მაგრამ ისისც უძლურია ამ სიტუაციაში... ბიძები გვეხმარებიან მაგრამ Მათ ჩვენზე ურესად უჭირთ სოფელში, რა შეუძლიათ მათ? მამიდა ქირა ქირა ცხოვრობს სულ... გარშემო არავინაა ისეთი ვინც ფულით და გავლენებით სანდროს დაუპირისპირდება შენს გამო, ამიტომ Მას შენი დედობა და გამბედაობა უნდა დაუპირისპირო დამიჯერე ეს ყველაზე ძლიერი იარაღია...
-ნინი რა კარგია რომ არსებობ-უთხრა ნათიამ და ცრემლები გადმოუცურდა გაფითრებულ ღაწვებზე
-ნათია ცრემლები და სასოწრკვეთა ვერ დაგეხმარება ხომ ხვდები... -უთხრა ნინიმ მკაცრი ტონთ -შეხედე გარშემო რამდენი ადამინია, რამდეს ვეცოდებით მაგრამ ვერაფერს აკეთებს ჩვენთვის, ზოგო აკეთებს მაგრამ განსაკუთრებულს ვერაფერს...და ზოგს არც კი ეცოდები იმიტომ რომ ზოგ ადამინს სიბრალურის შეგრძნებაც კი არ აქვს, ზოგს კი უბრალოდ არ შეუძლია ეცოდებოდეს ის ვინცვარაფერს აკეთებს მაშინ როცა ბევრის გაკეთება შეუძლია... ვიცი ახლა ფიქრობ რომ არაფერი არ შეგიძლია, არაფროს შეცვლა და გამოსწორება და სწრედ ამიტომ ხარ ამ მდგომარებაში მაგრამ სინამდვილეში ბევრი რამის შეცვლა შეგიძლია... -ნინი გაჩუმდა და ნათიას შეხედა რომწლიც ისევ ცრემლებად
იღვრებოდა- სამყარო ისეთია როგორსაც დაინახავ...
როგორსაც შენ თვითონ შექმნი...
პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა შეცვალო და საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს !-გესმის რას გეუბნები? -ნათიამ თავი დაუქნია და დას
ჩაეხუტა -მე შემომხედე, ლამის ერთი წელი გავიდა ჩემი ავარიიდან და ჯერ კიდევ ვერ დავდივარ ნორმალურად... იმისთვის რომ ისევ გამევლო ისევ დავმდგარიყავი ფეხზე საკუთარ სხეულს და ტკივილს ვებრძოდი... შენ, დედა და მარიანა სულ ჩემს გვერდით იყავით და ხედავდით როგორ ვიტანჯებოდი ტკივილებიაგან, როგორ ვტიროდი როცა აღარ შემეძლო ვარჯის დროს ტკივილების ატანა მაგრამ ვერაფერი გააკეთეთ ჩემთვის ხომ ასეა? ვერც ტკივილი შიმსუბუქეთ ვარჯიშების დროს და ვერც ამარიდეთ... მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვაგრძელებდი ტკივილთან ბრძოლას! ასე ხარ შეც...სინამდვილეში ჩვენ არ შეგვიაძლია შენი ტკივილის არც შემსუბუქება და მითუმეტეს არიდება! მაგრამ შენ შეგიძლია ისევე როგორც მე რომ დაუპირისპირდე ამ ტკივილ, მიიღო ის და დაძლიო! -ნინიმ თავზე აკოცა დას და გულში ძლიერად ჩაიკრა -ნუ გეშინია, ნუ გგონია რომ დაიკარგე, ნუ ფიქრობ რომ ყველაფერი დამთავრდა... სულ პატარა მაგრამ იმედი ხომ მაიმც არსებობს? ხოდა ამის გამო თავს ძალა დაატანე ფეხზე დადექი და მარიანას დასაბრუნებლად ბოლომდე იბრძოლე! მხოლოდ შენ შეგიძლია დაუპირისპირდე სანდროს და მხოლოდ შენ შეგიძლია დაამტკიცო რომ შვილს იმსახურებ, დამიჯერე სხვა ვერავინ დაგეხმარება! შენ დედა ხარ დედობა კი ყველაზე ძლიერი იარაღია!
-ჩემი დატანჯული გოგოები-ნანა მიუახლოვდა მათ და თავზე აკოცა ორივეს -ნინი მართალს გეუბნება ნათია, თავს მოერიე და ბრძოლა დაიწყე შენი შვილისთვის შენი მარიანასთვის შენი ლაპარა გოგონასთვის! მხოლოდ შენ შეგიძლია ხელიდან წაგლიჯო იმ არანორმალურს შვილი! მასთან დაბრუნებაზე ფიქრიც არ გაბედო! ვიცი ძნელია ვიცი გული გტკივა და გეშინია მაგრამ მასთან დაბრუნება საბოლოოდ გაგანადგურებს და მარიანასაც შეშლით ვიცი... ამიტომ ძალა მოიკრიბე და მის დასაბრუნებლად ყველაფერი გააკეთე!
მეორე დღეს ნანა გახარებული შევარდა ნათიას ოთახში და ტელეფონი ხმამაღალზე ჩართო
-ნათია-გაისმა თამარის აღფრთოვანებული ხმა
-დიახ?-დაიძაბა ნათია და ტელეფონს მიაჩერდა
-დღეს დასრულდა როგორც იქნა შენი და სანდროს განქორწინების საქმე-აღფრთოვანებით ლაპარაკობდა თამარი-სასამართლოზე არც სანდრო გამოცხადდა შენსავით ხოდა .... მოკლეთ სასამართლოს ძალით განქორწინებულები ხართ... Ნათია გილოცავ დღეიდან შენ თავისუფალი ქალი ხარ! -აღმოხდა აღფრთოვანებულ ქალს და ნათიას სიხარულეიგან ფეხზე წამოვარდა
-დასრულდა? მართლა დასეულდა ეს საქმე?-ვერ იჯერებდა, იმდენხანს გაიწელა ეს ამბავი
-ჰო ნათია დღეიდან თავისუფალი ქალი ხარ-უთხრა თამარმა აღფრთოვანეული ტონით
-დედა-ნათია დედას ჩაეხუტა და თამარს ნადლობები უხადა
-ნეტა იცოდე როგორ მიხარია უკან რომ არ დაიხიე... სულ მეგონა რომ უარს იტყოდი გაყრაზე მარიანას გამო-შეხედა ნანამ სევდიანიბთვალებით შვილს
-ბევრჯერ ვიფიქრე მაგაზე მაგრამ... იმის გაცნობიერება რომ მასთან დავბრუნდებოდი და ის ისევ შემეხებოდა...-ხმა ჩაუწყდა ნათიას -დედა მე ის აღარ მიყვარს და მისი შეხების ატანა უბრალოდ არ შემᲘძლია, თუნდაც მარიანას გამო... ამიტომ უკან აღარ დავიხიე... შვილის დასაბრუნებლად კი ყველაფერს გავაკეთებ
-მაშინ რომ მოხვედი-დაიწყო ნანამ და ვეღარ გააგრძელა
-ჰო... მაშინ მცხეთაში წამიყვანა თავის დაბადების დღის აღსანიშნავად და ... მისი შეხება.. ეს საშინელება იყო... ვერ შევეწინააღმდეგე მაგრამ გამოვექევი ამ ყველაფრის გამო, რადგან მივხვდი რომ მის მიმართ არანაირი გრძნობა აღარ მქონდა, მხოლოდ ზიზღი ვიგრძენი და ვალდებულება და ეს უბრალოდ გულისამრევი იყო... ახლა როცა გავაცნობიერე რომ მასთან დაბრუნებით იგივეს გადატანა მომიწევდა ყოველდღე... უბრალოდ არ შემიძლია მისი შეხების ატანა, ყველაზე გულისამრევია როცა ვალდებულების გამო ხდები ვიღაცის საკუთრება... როცა კაცი გეხება შენ კი აღარაფერს არ გრძნობ გარდა ზიზღისა და იმედგაცრეუებისა მის მიმართ... ამან დამანგრია, საბოლოოდ დამანგრია, ეს უბრალოდ აუტანელი იყო, იმიტომ გამოვიქცეი რომ იგივეს ვეღარ გადავიტანდი...ვერ გავუძლებდი ამ ვალდებულებას და მოვალეობას რომელიც ჩემთვის საშინელება იყო...
-კარგია რომ გააცნობიერე ეს და წამოხვედი, საშინელებაა როცა იმ კაცის გვერდით ცხოვრობ ვინც არ გიყვარს და ვალდებული ხარ მისი შეხება აიტანო, ეს უბრალოდ ანგრევს ადამიანს
-ჰოდა სწორედ ამიტომ მივიღე ეს
გადაწყვეტილება-შეხედა საცოდავდ მათიამ
დედას -მაგრამ არ მეგონა ასე მწარედ თუ დამსჯიდა ამის გამო
-მას ავადმყოფირად უყვარხარ... ეს ნორმალური დამოკიდებულება არაა, უნდა რომ დაგიბრუნოს ამის გამო კი არ იცვლება და უკეთესი ხდება უფრო სიგიჟეებს აკეთებს რადგან სასოწარკვეთილია და იცის რომ გძულს ამიტომ მზადაა ყვალანაირად გაგანადგუროს რომ მის იქით გზა არ გქონდეს! და მიხარია რომ შენ შეძელი თავს მოერიე, დაუპირისპირდი იმის მიუხედავად რომ ყველაზე ძვირფასი წაგიჯა ხელიდან.
-ძალიან არეული ვარ მაგრამ რაც ზუსტად ვიცი ისაა რომ მასთან დაბრუნება და მისი შეხების ატანა უბრალოდ არ შემიძლია და არ მინდა, ამიტომ გამოსავალს ვიპოვი
-როგრო მიხარია რომ თავს მოერიე და ფეხზე დადგომა შეძელი-ნანა ნათიას ჩაეხუტა
-მარიანას გამო და შენი თავის გამო უნდა იყო ძლიერი-ნინიც შევიდა ოთახში და მათ
ჩაეხუტა-ყველაზე ძლიერი და ბოლომდე იბრძოლო შენი და შენი შვილის ბედნიერებისთვის სხვა უბრალოდ ამას შენს მაგივრად ვერ გააკეთებს
-მართალი ხარ დედა-გაუღიმა ნანამ ნინის -ჩვენ დაგეხმარებᲘთ ფეხზე დადგომაში დანარჩენი კი შენზეა ნათია-თავზე ხილი გადაუსვა შვილს და შუბლზე აკოცა. ნინის შემართებამ და სიტყვებმა გავლენა მოახდინა ნათიაზე და ფიქრი დაიწყო თუ როგორ რა გზით უნდა დაეღწიანთავი ამ კოშმარიდან და როგორ დაებრუნებინა თავისი გოგონა, ამ რთულ და გამოუვალ სიტუაციაში.
სანდროსთვის დარეკვა და იმის თქმა რომ ნათია გაშორდა ძლივს გაბედეს სამმა კაცმა და როცა ყვირილი და ჩხუბი დაიწყო მაშინვე გაუთიშეს ტელეფონი დაფეთებულმა ადვოკატებმა. გაგიჟებულმა სანდრომ ტელეფონი დაახეთქა იატაკეზ ისეთი ძალᲘთ რომ ნაწილებად დაიშალა
-რა მოხდა?-ლალი სამზარეულოდან მისაღებში გავარდა და სახე წაშლილ შვილს მიაჩერდა, სანდეომ არაფერი უპასუხა მაგრამ ლალი მიხვდა რაც მოხდა სანდროს ცრემლიანი თვალებით მიაჩერდა-ნუ გიჟდები... შენ ისედა იცოდი რომ ასე მოხდებოდა, ერთი კვირა გავიდა... ის არ დაბრუნებულა... შესაბამისად უნდა გეფიქრა რომ განქორწინების საქმეს არ შეაჩერებდა
-მიყვარს მიყვარს გესმის?-იყვირა მოულოდნელად სანდრომ და წიხლი დაარტყა სკამს -რატომ არავის გესმით რომ მე ის მიყვარს-იმავე სკამს წამოავლო ხელი და კედელს შეახეთქა -ამის გამო დაისჯება დაისჯება-იმეორებდა გიჟივით და რაც ხელში ხვდებოდა ლეწავდა, ეს ახალი არ იყო მათ ოჯახში ამიტომ უემოციო სახით უყურებდა ლალი მის გაგიჟებას
-თუ გიყვარს გაᲣშვი-უთხრა როცა ოდნავ ჩახრა ლეწვა მტვერვით სანდრო -უფლება მიეცი ბედნიერი იყოს-დაამთავრა სათქმელი ლალიმ ყოყმანით და შვილის ამღვრეულ თვალებს გაექცა
-ბედნიერი? -უცნაური ტონით თქვა და დედას მიაჩერდა -სხვასთან გავუშვა? სხვა რომ შეეხოს?
-სანდრო ის აღარ დაბრუნდებᲐ, არ უყვარხარ, არ ვიცი ოდესმე უყვარდი თუ არა საერთოდ... ის უბრალოდ დაკომპლექსებული დაბნეული გოგო იყო და შენი პირველივე ყურადღებით აღფრთოვანდა... შეიძლება ეგონა რომ უყვარდი... უხაროდა შენი მიძღვნილი ყვავილები, საჩუქრები, სიმღერები... მერე კი დაქორწინდით და ეს ყველაფერი გაქრა დაიკარგა... შეიცვალე, ისიც შეცვალე... აირიე ისიც არიე... დაკიკარგე ისიც დაკერგე-ლალი შვილს მიუახოვდა და თვალებში ჩააცქერდა -მე... მე დავუᲐვი შეცდომა შენს გაზრდაში და მათ ნუ დასჯი ამის გამო... მე გატკინე და შენ მათ ნუ ატკენ! პასუხს მათ ნუ მოსთხოვ იმის გამო რომ მე შენ
გატკინე-ლალის ცრემლები მოეძალა და სანდროს ალეწილი სახე ხელებში მოიქცია -შემომხედე თვალებში მიყურე-უყვირა სანდროს როცა ის ცდილობდა დედას თვალებს გაჰქცეოდა -მარიანა დედასთან გაუშვი... ნუ აიძულებ ის გადაიტანოს რაც შენ... ნუ გაზრდი ზიზღში, ნუ აიძულებ რომ პატარა გული დაეტანჯოს... მე შენ გატკინე შენ მას ნუ ატკენ გთხოვ... ის ძალიან პატარაა სანდრო
-მეც პატარა ვიყავი ძალიან პატარა-სანდრო ზიზღით მიაჩერდა დედას -მეც მინდოდა დედა, მეც მინდოდა ჩახუტება, მოფერება, იმის ცოდნა რომ ვიღასაც ვუყვარვარ და ვჭირდები! მაგრამ არა! -სანდრომ ლალის ხელები იხეშად მოშორა-მე ყველასთვის ზედმეტი ვიყავი! პირველ რიგში შენთვის დედა! მე არავის ვუყვარდი... მხოლოდ მათიამ შემიყვარა ისეთი როგორ ვიყავი! მხოლოდ მან... მხოლოდ მან გამიგო და მიმიღო ისეთი როგორ ვიყავი...ახლა ვერ დავკარგავ, არ შემიძლია მიყვარს
-სანდრო გთხოვ გაუშვი ... თავი დაანებე... ნუ ტანჯავ მას და მარიანას... მე დავაშავე მე გატკინე ვიცი ვიცი რომ ცუდი დედა ვარ
-არ შემიძლია ვერ გავუშვებ სხვასთან
-მან მიგატოვა... იმიტომ რომ შენ არ შეგიძლია ზღვარი დაიცვა არც ბრაზში, არც სიყვარულში... ამიტომ გაიქცა რომ თავსუფლება სჭირდება და არა ვინმე სხვა ... გესმის ეეს?
-მარტო სრულიად მარტო ვარ ამ სამყაროში... არავის Გჭირდებით... -უთხრა სანდეომ ჩავარდნილი ხმით და მიტრიალდა რომ გასულიყო გარეთ და კარში მიას შეეფეთა
-მე მჭირდები-ახედა სახე წაშლილ ძმას მიამ -მე მიყვარხარ ისეთი როგორიც ხარ... ნეტავ უფრო ადრე დავბადებულიყავი -ცრემლები მოერია
მიას -ნუთუ ეს ეს პატარა მიზეზი არაა შენთვის საკმარისი? რომ ცხოვრება გააგრძელო? ნუთუ მე შენთვის არაფერს არ ვნიშნავ?-სანდრო მიას წინ ჩაიმუხლა და დას მიაჩერდა -შემომხედე მე რა მდგომარეობაში ვარ, მე ვეღარასოდეს გავივლი, ეს შეულებელიაო ექიმმა ათასი გამოკვლევების მერე გვითხრა და შენ რა მითხარი გახსოვს როცა წამლები დავლიე ამია გამო? როცა საბოლოოდ გადამწურა იმედი რომ ოდესმე გავივლიდი და სიკვდილი მინდოდა? მე მჭირდებიო! მე მიყვარხარო მაგ ეტლიანადო! მე სულ შენთან ვიქნებიო! მე დაგეხმარებიო! Ხოდა აქ ვარ შენთან შენს გვერᲓით და გთხოვ დამეხმარე რომ ცხოვრება გავაგრძელო... შეხედე ნიკა გაიქცა, მიგვატოვა, ვერ გაუძლო შენ კი აქ ხარ, აქ და ისე მექცევი როგორ ადრე, თითქოს არაფერი შეცვლილა, ერთხელაც კი არ დამინახია შენს თვალებში სიბრალური იმის მიუხედავად რომ რელაურად ვიცი გული საშინლად გტკიოდა და ძალიანაც გიჭირდა ჩემი ამ მდგომარეობაში ყურება, ამან ძალა მომცა რომ ცხოვრება გამეგრძლებინა სანდრო... -მიამ მისი სახე ხელებში მოიქცია -მე მჭირდები ძალიან მჭირდები... მე მიყვარხარ ისეთი გიჟი და არანორმალური როგორიც ხარ... მე შენზე უარს არასოდეს ვიტყვი... შენ ჩემი ძმა ხარ, ის ძმა რომელსაც შემიძლია დავეყრდნო, რომლის გულზეც შემიძლია ვიტირო, ის ძმა ხარ რომელიც ყველაფრის მიუხედავად ფეხზე მყარად დგას... ხელს მკიდევს და მატარებს ... შენა არ იყავი კარგი ქმარი, არ ხარ კარგი მამა, არეული შეშინებული და დაბნეული ხარ... შეიძლება ზედმეტი შვილი იყავი და ამის გამო ხარ ასეთი შეშლილი მაგრამ ჩემთვის მაინც კარგი ძმა ხარ! ეს საკმარისი მიზეზია რომ გააცნობიერო რომ შეგიძია კარგი ადამინი იყო.
სანდრომ მთელი ღამე თეთრად გაათენა ნათიას სახლში, იმის მიუხედავად რომ ბევრი დალია მაინც ვერ გაექცა მასზე ფიქრებს და ვერ მოიშორა მისი სახე თვალებიდან, ბოლოს იატაკზე დაჯდა სახე წაშლილი და თავი ხელებში ჩამალა, ცხვირი აეწვა და ცრემლები მოეძალა, იმაზე ფიქრი აგიჟებდა რომ ნათია გაეყარა, ეგონა, ბოლო წამამდე ეგონა რომ ნათია ამ პროცეს შეაჩერებდა, მარიანას მონატრება გააგიჟებდა და დაუბრუნდებოდა მაგრამ ასე არ მოხდა, ის არ დაბრუნდა, შვილის მონატრებისგან გაგიჟებულიც კი არ დაბრუმდა მასთან და ამან შეშალა , იმის გაცნობიერებამ რომ ნათია სამუდამოდა და რეალურად დაკარგა გააგიჟა, ვეღარ მოერია საკუთარ თავს, გრძნობებს და მოწლილ მძიმე ემოციებს,ამიტომ ფეხზე წამოდგა და სარკეში ჩაიხედა, საკუთარ თავს დააკვირდა, შესძულდა და შეეზიზღა ის საცოდავი უსუსური და ყველასათვის საძულველი კაცი რომელიც სარკიდან უყურებდა სასოწარკვეთილი... გაგიჟებულმა მუშტი დაარტა კარკეს რომელიც მაშინევ ნამსხვრევებად იქცა და იატაკზე მიმოიფანტა.
ნათია დილით ადრე ადგა გასასვლელი ტანსაცმელი ა ჩაიცვა თმა მოიწესრიგა და სარკეში ჩაიხედა, დიდხანს უყურებდა საკუთარ თავს სარკეში და ცდილობდა დაენახა რეალურად ვინ უყურებდა სარკის მიღმა მდგომი ადამიანი, ვინ იყო ის, რა სურდა რეალურად ცხოვრებისგან, როგორ შეძლო მან იმ ადამინად ქცევა ვინც ახლა მის წინ იდგა, უნდოდა კი ასეთად ქცეულიყო? თუ ასეთად აქციეს?
-დე რა ლამაზი ხარ-ნანა შევიდა ოთახში და ფიქრი გააწყვეტინა
-უნდა წავიდე და დავბრუნდები
-საად?-გაოცდა ნანა, რაც აქ ჩამოვიდნენ სულ რამდენჯერმე იყო გასული თავის სურვილით ნათია სახლიდან
-არაფერი მკითხო გთხოვ
-კარგი დე-გაუღიმა ნანამ და მისი ხვეული თმა უფრო მოაწესრიგა -როგორ გახდი დე, როგორ შეიცვალე, როგორ ჩაგიქრა თვალები...
-ლინზების გამოა ეგ-ნინიმ თვალები გაახილა და მათ გახდა-სათვალის მაგიერ რომ უკეთია, თორემ ნახე, მის თვალებში ისევ კიაფობს იმედის პატარა ნაპერწკლები
-იმიტომ რომ თქვენ მყავხართ, თქვენ მაიძულებთ ფეხზე მყარად ვიდგე არ დავეცე და ცხოვრება განვაგრძო-გაუღიმა ნათიამ და ჩანთა აიღო.
საღამოს გახარებული დაბრუნდა შინ
-სამსახური ვიშოვე-თქვა აღფრთოვანებულმა როგორც კი კარი ნინიმ გაუღო და ორივე გიჟებივით აკივლდნენ
-რაა? მართლა? როგორ? მომიყევი ჩქარა-ნინიმ შიგნით შიყვანა და დივანზე დასვა
-ტანსაცის მაღაზიაში ვიყავი კონსულტანტი სჭირდებოდათ, ინტერნეტში ვნახე...მენეჯერს არ მოვეწონე გამოცდილება არ გაქვსო... მერე რუსები შემოვიდნენ საშოპინგოთ, არავინ აზრზე არ იყო რას ეკითხებოდნენ ისინი, ჰოდა მე რომ დავუწყე ლაპარაკი პირი დააღო გაოცებისგან მენეჯერმა და სამადლოდ მითხრა კაი ერთ შანს მოგცემო
-ნათია როგორ გამახარე-ნინი ჩაეხუტა დას -ძალიან მიხარია რომ თავს მოერიე, დაძლიე ეს შიში, სასოწარკვეთა პირველი ნაბიჯი გადადგი მარიანას დასაბრუნებლად
-გგონია რამე გამომივა?
-თუ ძალიან მოინდომებ და იბრძოლებ გამოგივა, ყველაფერი გამოვა
-იმედი მაქვს შწვინარჩუნებ ამ სამსაზურს ცოტა კი მეშინია არაფერის აზეზე არ ვარ
-თავიდან არავინ არაფერი იცის...ნუ გეშინია.
რამდენიმე დღის შემდეგ ნათია სახლში გიჟივით გახარებული დაბრუნდა და გაონებულ დედას და დას გამოუცხადა
-ჩაალაგეთ ნივთები მივდივართ ამ სახლიან
-რას ამბობ ნათია?-დაიბნა ნანა
-ახალიბინა ვიქირავე-გაუღიმა დედას ნათიამ
-რაა?-ერთდროულად შეყვირეს ნანამ და გაოგნებულმა ნინიმ
-ჩემი თანამშრომლის მეგობარი აქირავებდა ჰოდა რომ გავიგე მისამართი ვკითხე და სახლში მივადექი იმ გოგოს, ვთხოვე ბინა მომაქირავე ახლავე და პირველ ხელფას რომ ავიღებ გადაგიხდი მეთქი, ცოტა იყოყმანა წინასწარ ვიღებ ორი თვის ქიროს ფულსო მითხრა, მე ვუთხარიბთვის ბოლოს სასამართლო იმართება და შეიძლება შვილი სამუდამოდ დავკარგო ამის გამო და გთხოვ მომაქირავე, როგორც კი პირველ ხელფას ავიღებ გადაგიხდი-მეთქი
-ნათია?-გაოცდა ნინი
-მარიანაზე ფიქრმა გამაგიჟა ხოდა ძალიან შევეხვეწე
-მერე?-ვეღარ ითმენდა ნანა
-კარგიო დამთანხმდა
-რაა? მართლა?-აღფრთოვანდა ნანა
-რომ ვილაპარაკეთ მითხრა ეგ ფული შვილის დასაბრუნებლად გამოიყენეო და ბინის ქორა მერე გადამიხადეო
-მე ვუთხარი რომ აუცილებლად გადავუხდიდი და მითხრა არ მინდაო, ჩავთვალოთ მარიანას საჩუქარი გავუკეთეო, მითხრა იმედი მაქვს შვილს დაიბრუნებო...
-ნათია მართლა ამბობ თუ მესიზმრება?-ნინი ვერ იჯერებდა რომ ნათია ასე შეიცვალა
-ნინი შენ მართალი ხარ, მხოლოდ მე შემიძლია მარიანას დაბრუნება და მᲮოლოდ მე შემᲘძლია სანდროს დავულირისპირდე.... მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ჩემი შვილო ჩემთან თუ მე მისი მომატრებისგან კიარ გავგიჟდები არამედ ამით უფრო გავძლიერდები... სხვა შემთხვევაში მე მას სამუდამოდ დავკარგავ
-ნათია ნეტა იცოდე როგორი ძლიერი და მაგარი გოგო გახდი
-შენს გამო და დედას გამო, სხვაგვარად ისევ იმ ჯოჯოხეთში ვიქნებოდი, თქვან მაიშულებთ ვიყო ასეთი ძლიერი და თავდაჯერებული
-უნდა იყო დედა უნდა იყო, სხვაგვარად ცხოვრება არ დაგინდობს, ყველა გადაგივლის... ზოგს არც კი შეეცოდები... არც კი ეცდებიან გაგიგონ, თავისი ცხოვრებიდან განსჯიან შენს ცხოვრებას და დაგადანაშაულებენ რომ საკმარისად ძლიერი არ იყავი... ისინი არ იფიქრებენ იმაზე თუ შენ იმ მომენტში როგორ გტკიოდა, როგორ იტანჯებოდი, როგორ იშლებოდი ნაწილებაᲓ ტკივილისგან განადგურებული, ისინი ვერ გაიგებენ რა სიმწარეა შვილის მონატრება რადგან არასოდეს მონატრებიათ, მათ არ იციან რას ნიშნავს ქუჩაში დარჩენა, სასოწარკვეთა, დაცემა და შიში რადგან მათ ასეთი ცხოვრება არ გაუვლიათ და ვერ გაგიგებენ, ვერასოდეს გაიგებენ სანამ თავადაც არ ეტკინებათ ასე რომ ნუ ელოდები ნურავისგან დანდობას და შებრალებას... მხოლოდ შენ! შენ უნდა შეძლო საკუთარი თავის ფეხზე დაყენება, მარტო უნდა ებრძოლო ცხოვრებას, რამდენჯერაც წაგაქცევს იმდენჯერ უნდა წამოდგე ფეხზე
-ჰო ასეა მაგრამ ადამინებს სჭირდებათ გვერდზე ის ადამინები ვინც დაეხმარებიან და გვერდში დაუდგებიან... თქვენ რომ არა, შენ და ნინი რომ არა მე აქ არ ვიქნებოდი, მე ამდენს ვერ შევძლებდი
-ასეა დედა ასეა, ქალის ძალა ოჯახია, მისი ოჯახი მაგრამ მაინც მთელ ამ ტკივილის ატანა Ქალის გულს უწევს, ქალის სულს, სხეულს, ამიტომ თავს უნდა მოერიო და მარტომ უნდა დაიწყო ბრძოლა ცხოვრებასთან რომელიც გამუდმებით ცდილობს ტკივილი მოგაყენოს! ჩვენც შენთან ვიქნებით, დაგეხმარებით გვერდში დაგიდგებით გაგამხნევებთ მაგრამ მხოლოდ შენ შეგიძლია ან არ შეგიძლია დაუპირისპირდე ამ მხიმე გამოწვევებს გესმის?.
სასამართლო სხდომა შიში, დაძაბულობა ნერვიულობა, შფოთი და არავითარი სასოწარკვეთა და შიში. მხოლოდ იმედი რწმენა და ბრძოლა... ბრძოლა ბოლომდე! სანდროს თვალები ცარიელი, უსიცოცხლო შეშინებული დაბნეული, სასოწარკვეთილი... თამარის სამართლიანი გადამწყვეტი ბრძოლა ფულის გამო გაგიჟებულ ადვოკატებთან, მათი გაჩუმება და ბრძოლა დედა-შვილის გასაერთიანებლად იმაზე მძაფრი განსაცდა აღმოჩნდა ვიდრე წარმოედგინა თავად. თამარმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ყველაფერი გაერკვია სანდროზე და მარიანაზე, ისიც კი გაარკვია ბავშვი რომ საავადმყოფოში ეწვინათ ერთი კვიარა სიცხიანი, ისიც რომ ამის მიზეზი არავითარი ვისური არ იყო და ეს მხოლოდ დედასთან განშორების მძიმე ემოციების ფონზე მოხდა, ნათიას სახე წაეშალა როცა ეს ამბავი გაიგო, ვერ იჯერებდა რომ მარიანა ამ დონემდე მიიყვანა სანდრომ. ამიტომ ძალა მოიკრიბა და დედორივი სიყვარული და ინსტიქტები დაუპირისპირა სანდროს გავლენებს და ფულს.
მია ლაშას უყურებდა მომღიმარი სახით და ვერაფრით ახერხებდა მის გაბრწყინებულ თვალებს გაჰქცეოდა
-ასე რატომ მიყურებ?-ლაშამ სიგარეტს მოუკიდა და მიას მიაჩერდა
-ისე უბრალოდ
-მოგენატრე?-ჰკითხა მოულოდნელად და დაძაბული დააკვირდა მის სახეზე აღბეჭდილ ემოციებს
-შეენ?-კითხვა შეუტრიალა მიამ
-მგონი... ცოტათი-უთხრა ძლივს შეკავებული ღიმილით და მიას სახის შემხედვარეს ბოლოს მაინც გაეცინა
-მე საერთოდ არა-უთხრა ბრაზნარევი ტონით მიამ
-მართლა? აბა რატომ მწერდი მომენატრეო?
-ჯერ შენ მომწერე-თავი იმართლა მიამ
-მე რომ მოგწერო მიყვარხარ-მეთქი შენც მომწერ ამას? -ჩაეკითხა ლაშამ მომღიმარი სახით, მია აშკარად დაიბნა
-ლამაზია სვენეთი არა?-სიტყვა ბამზე აუგდო მიამ და თვალი აარიდა მის სახეს
-ძაან-უთხრა ლაშამ - წაგიყვან...მერე სახლს რომ გავაკეთებთ უთხრა მომღიმარი სახით
-გიყვარს იქაურობა არა?
-ძაან
-კარგია -უთხრა მიამ და მისკენ გააპარა მზერა
-გინდა გავისეირნოთ?-ჰკითხა მოულოდნელად ლაშამ და მიას მიაჩერდა გამომწვევი მზერით
-რა თქმა უნდა არა-მაშინვე უარი გამოუცხადა მიამ
-ძალიან რომ გთხოვო?-ლაშამ სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩააჭყლიტა და მიას მიაუახლოვდა, გოგონას მაშინვე სუნთქვა შეუწყდა და გულისცემა გაუჩერდა -სულ რამდენიმე საათით-ლაშა სავარძლის სახელურებს დაეყრდნო და თავი ისე ახლოს მიუტანა მიას რომ ცხელი სუნთქვა მიაფრქვია სახეზე
-მე...-მია არეული თვალებით მიაჩერდა ლაშას მწვანე ჩამუქებულ სფეროებს და ხმა ჩაუწყდა, მოჯადოებულივით უყურებდა და ვერ ახერხებდა გაჰქცეოდა მის თვალებს
-მია გთხოვ-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და სულ ოდნავ შეეხო მის ათრთოლებულ ბაგეებს, მიას გულმა მაშიმვე დაიწყო გამალებული ცემა, სისხლმა კი გიჟური დენა ძარღვებში, ლაშამ იგრძნო, იგრძნო მიას აჩქარებული პულსაცია და თავდავიწყებაში გასავარდნილმა გაბედა და ცხელი ტუჩები მიაწება მიას ტუჩებს, თავგზააბნეული გოგონა რომელსაც წინააღმდეგობის გაწევის არანაირო სურვილი არ გასჩენი და პირიქით ძალიანაც უნდოდა ეს შეხება მაშინვე თმებში შეუცურა ხელი ინსტიქტურად, ლაშამ მაშინვე დაკრგა თავი და თავდავიწყებაში გადავარდა, კოცნა იქამდე გაგრძელდა სანამ სულ ოდნავ არ დაცხრა მონატრებისგან აბობოქრებული ვნებები, ლაშა მოწყდა პირველი მის ტუჩებს მაგრამ მასთან განშორება გაუჭირდა ამიტომ მის შუბლს შუბლი მიაბჯინა და სუნთქვა არეულმა დაიჩურჩულა
-მიყვარხარ-ძალიან ეცადა მაგრამ აზრზე მოსვლა მაინც ვერ შეძლო და ისევ მის ტუჩებს წაეტანა.
-ლაშა-დაიჩურჩულა მიამ და თავად მოწყდა ამჯერად მის ტუჩებს
-მია-ლაშამ ოდნავ უკან გასწია თავი და თვალებში ჩააცქერდა -გაგიჟებით მიყვარხარ-უთხრა სუნთქვა არეულმა და მისი სახე ხელებში მოიქცია, შუბლზე აკოცა და უკან დაიხია -მიდი მოემზადე მივდივართ
-ლაშა-საყვედურით ახედა მიამ
-მიდი მოემზადე, მაინც წაგიყვან და ჯობია მოწესრიგდე
-გინდა თქვა რომ ახლა მოუწესრიგები ვარ?-გაუბრაზდა მია
-მინდა ჩემსთვის გალამაზდე-აუხსნა ლაშამ და მიას გაეცინა მისი სახის შემხედვარეს
-წამოსვლა არ მინდა... გთხოვ... აქ ვიყოთ სახლში, ხომ არავინაა
-არა უნდა წავიდეთ-უთხრა ლაშამ დაჟინებული ტონით
-მაინც საად?-ჰკითხა მიამ ინტერესით
-ეგ სიურპრიზია
-ხომ იცი ვერ ვიტან ეგეთ რაღაცეებს, არ წამოვალ გაჯიუტდა მია
-ძალით წაგიყვან-წარბი აწკიპა ლაშამ და მიას მიაჩერდა
-არ გაბედო-გაბრაზდა მია
-გავბედავ და მეტსაც ვიზავ ხომ იცი არა?-გაჯიუტდა ლაშა
-არ მინდა წამოსვლა, აქ ვიყოთ-გატყდა მია
-Არა უნდა წავიდეთ! მიდი მოემზადე თორემ ძალით ჩაგტენი მანქანაში და მაინც წაგიყვან
-ხო ეგ არ გაგიჭირდება-გაბრაზდა მია -თან ჩემს ამ მდგომარეობაში
-ტყუილად მელაპარაკები მია ან მოემზადე ან ასე მივდივართ
-ვერ გიტან როცა ასე იქცევი ხოლმე-დაუღრინა მიამ
-შენ მაიძულე-უთხრა ლაშამ უეცრად მივიდა და ხელში აიტაცა მია და თავისი მანქანისაკენ წაიყვანა
-კარგი-უყვირა მიამ -წამოვალ ოღონდ სახლში შემიყვანე ჯერ რამე ავარჩიო რომ ჩავიჩვა
-აი ასე-კმაყოფილი ტონით უთხრა ლაშამ და საძინებელში შეიყვანა მია კარადასთან მიამ კაბა აარჩი და ლაშამ საწოლზე დასვა
-იქნებ გახვიდე? -უთხრა დაბნეულ ბიჭს ლაშა გავიდა და მალევე დაუძახა მიამ -შეგიძლია დამეხმარო?-ლაშა შევიდა და მიას მიაჩერდა
-ამ ელვა შესაკრავს ვერ ვხსნი-ზურგზე მიუთითა ცოტა არ იყოს და აღელვებულმა, ლაშამ არაფერი უთხრა მიუახლოვდა და ფრთხილად გახსნა გაჭედილი შესაკრავი და ბოლომდე გაუხსნა თან ისე რომ მიას კანს არ შეხებია
-გავალ თუ რამე დაგეხმარები-ისე უთხრა რომ მისთვის არ შეუხედია და გავიდა, მიამ წვალებით გაიხადა კაბა და უარესად წვალებით ჩაიცვა ახალი კაბა ,ძალიან მოერიდა მაგრამ ისევ დაუძახა ლაშას რომელიც მაშინვე შეᲕიდა
-ფეხსაცმელი მომაწოდე თუ შეიძლება-ლაშამ მიუტანა და თავისი ხელით ჩააცვა და მომღიმარი სახით მიაჩერსა თვალცრემიან გოგონას
-არ იტირო-გაუღიმა, წამოდგა თავზე აკოცა და ხელში აიყვანა.
მთელი გზა მია ცდილობდა იმის გარკვევას თუ სად მიჰყავდა ლაშას და რატომ მაგრამ ვერაფერი ათქმევინა, როცა ლაშამ მანქამა სახელმწიᲤო უნივერსიტეტის წინ გააჩერა მანქანა სადაც უამრავი ახალგაზრდა ირეოდა მიას შეხედა მომღიმარი სახით
-აქ რატომ მომიყვანე?-ვერაფერს მიხვდა მია
-აიმიტომ რომ ეროვნულ გამოცდებზე გახვიდე და ჩააბარო-გაუღიმა ლაშამ და ნიკაპზე აკრა ხელი
-ვერ გავივე-დაინბნა მია და გაოგნებული მიაჩერდა ლაშას -მე ხომ ვთქვი რომ არ მინდოდა ეროვნულებზე გასვლა და არც დავრეგისტრირდი
-მე დაგარეგისტრირე-გაუღიმ ლაშამ -და მინდა ახლა გამოცდაზე შეხვიდე
-ლაშა შენ რა გაგიჟდი? -აირია მია
-მია ჩვენ ავარიაში ოქტომრებში მოვყევით და იმის მიუხედავად რომ ამ მძიმე მდგომარეობაში იყავი შენ ექსტერნად ჩააბარე სკოლის რვავე საგნის გამოცდა ორ თვეში რომ სკოლაში არ გევლო, საუკეთესო მოსწავლე იყავი და უფლებას არ მოგცემ შნი ნიჭი და შეაძლებლობები ასე უკვალოდ გაქრეს მხოლოდ იმიტომ რომ შენ ჯერ ისევ გაკომპლექსებს შენი ეს მდგომარეობა
-ლაშა მართლა არ შემიძლია-უთზარ მიამ ხვეწნით
-შეგიძლია ვიცი რომ შეგიძლია და სწორედ ამიტომ დაგარეგიატრირე, ჩემს გამო გთხოვ... შედი გამოცდებზე და შენი ოცნებისაკენ გადადგი ნაბიჯი გპირდები მე შენს გვერᲓით ვიქნები და ყველაფერში დაგეხმარები
-მეშინია
-ნუ გეშინია, დაიკიდ. ყველა და ყველაფერი და იფიქრე მხოლოდ იმაზე რომ ამას იმიტომ აკეთებ რომ შენი ოცნებები აიხდინო... გზას კი აქ მოვყავართ ამ შენობისკენ მია საიდანაც დაიწყებ ახალ ცხოვრებას
-ლაშა-ცრემლები მოეძალა მიას
-მიდი მიდი გთხოვ ეს გააკეთე ჩენს გამო შენს გამო... ჩვენს გამო



№1  offline მოდერი ნეაკო

დრო არ დამრჩა და ვერ დავასრულე შემდეგი თავით დავასრულებ აუცილებლად მადლობა ყველას რომ კითხულობდით და ბოლომდე წამომყევით :)

 


№2  offline წევრი ნაამა

ლაშა არის ნუ არ ვიცი❤️ჯერ ხო ისედაც ძააან სიმპატიურ ბიჭად მაყვს წარმპდგენილი, მერე რა კეთილი და საყავრელაია. ისეთია მია რომ იმსახურებს❤️სანდრო არ მიყავრს, მაგრამ მაინც ცოდოა. ❤️ნიკა როგორ დამიჩაგრე? მთელ ისტორიაში ეგ ყველაზე "ჩემია"

 


№3  offline წევრი Mariam Khutsishvili

ნეაკო
დრო არ დამრჩა და ვერ დავასრულე შემდეგი თავით დავასრულებ აუცილებლად მადლობა ყველას რომ კითხულობდით და ბოლომდე წამომყევით :)

ძალიან მომწონს ეს ისტორია და ველი დასასრულს. ძველ ისტორიებს არ დაასრულებ?

 


№4  offline მოდერი ნეაკო

ნაამა
ლაშა არის ნუ არ ვიცი❤️ჯერ ხო ისედაც ძააან სიმპატიურ ბიჭად მაყვს წარმპდგენილი, მერე რა კეთილი და საყავრელაია. ისეთია მია რომ იმსახურებს❤️სანდრო არ მიყავრს, მაგრამ მაინც ცოდოა. ❤️ნიკა როგორ დამიჩაგრე? მთელ ისტორიაში ეგ ყველაზე "ჩემია"

სანდროს და ნათიას გადამკიდე ნიკას ისტორია ვეღარ გავავითარე... ძალიან მინდოდა ბოლოში გავსულიყავი რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ამ ისტორიამ უკმაყოფილება გამოიწვია მკითხველში

Mariam Khutsishvili
ნეაკო
დრო არ დამრჩა და ვერ დავასრულე შემდეგი თავით დავასრულებ აუცილებლად მადლობა ყველას რომ კითხულობდით და ბოლომდე წამომყევით :)

ძალიან მომწონს ეს ისტორია და ველი დასასრულს. ძველ ისტორიებს არ დაასრულებ?

ყველა დასრულებული მაქ ერთის გარდა - ,, ჩემი სასჯელი ხარ" მხოლოდ ეს ვერ დავასრულე.
,,სხვისი ცოლიც" დასრულებული მქავს მაგრამ სათაური მიწერია შეცდომით ,,სხვისი ცოლო" ასეა ამიტვირთია :)

 


№5  offline წევრი Marikagogolqdze

❣️❣️❣️????????????♥️♥️♥️♥️♥️????????????????

 


№6  offline წევრი Mariam Khutsishvili

ნეაკო
ნაამა
ლაშა არის ნუ არ ვიცი❤️ჯერ ხო ისედაც ძააან სიმპატიურ ბიჭად მაყვს წარმპდგენილი, მერე რა კეთილი და საყავრელაია. ისეთია მია რომ იმსახურებს❤️სანდრო არ მიყავრს, მაგრამ მაინც ცოდოა. ❤️ნიკა როგორ დამიჩაგრე? მთელ ისტორიაში ეგ ყველაზე "ჩემია"

სანდროს და ნათიას გადამკიდე ნიკას ისტორია ვეღარ გავავითარე... ძალიან მინდოდა ბოლოში გავსულიყავი რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ამ ისტორიამ უკმაყოფილება გამოიწვია მკითხველში

Mariam Khutsishvili
ნეაკო
დრო არ დამრჩა და ვერ დავასრულე შემდეგი თავით დავასრულებ აუცილებლად მადლობა ყველას რომ კითხულობდით და ბოლომდე წამომყევით :)

ძალიან მომწონს ეს ისტორია და ველი დასასრულს. ძველ ისტორიებს არ დაასრულებ?

ყველა დასრულებული მაქ ერთის გარდა - ,, ჩემი სასჯელი ხარ" მხოლოდ ეს ვერ დავასრულე.
,,სხვისი ცოლიც" დასრულებული მქავს მაგრამ სათაური მიწერია შეცდომით ,,სხვისი ცოლო" ასეა ამიტვირთია :)

????ხოო ძალიან მომწონს შენი ყველა ისტორია და იმედია,, ჩემი სასჯელი ხარ" ამასაც დაასრულებ❤️❤️❤️

 


№7  offline მოდერი ნეაკო

Mariam Khutsishvili
ნეაკო
ნაამა
ლაშა არის ნუ არ ვიცი❤️ჯერ ხო ისედაც ძააან სიმპატიურ ბიჭად მაყვს წარმპდგენილი, მერე რა კეთილი და საყავრელაია. ისეთია მია რომ იმსახურებს❤️სანდრო არ მიყავრს, მაგრამ მაინც ცოდოა. ❤️ნიკა როგორ დამიჩაგრე? მთელ ისტორიაში ეგ ყველაზე "ჩემია"

სანდროს და ნათიას გადამკიდე ნიკას ისტორია ვეღარ გავავითარე... ძალიან მინდოდა ბოლოში გავსულიყავი რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ამ ისტორიამ უკმაყოფილება გამოიწვია მკითხველში

Mariam Khutsishvili
ნეაკო
დრო არ დამრჩა და ვერ დავასრულე შემდეგი თავით დავასრულებ აუცილებლად მადლობა ყველას რომ კითხულობდით და ბოლომდე წამომყევით :)

ძალიან მომწონს ეს ისტორია და ველი დასასრულს. ძველ ისტორიებს არ დაასრულებ?

ყველა დასრულებული მაქ ერთის გარდა - ,, ჩემი სასჯელი ხარ" მხოლოდ ეს ვერ დავასრულე.
,,სხვისი ცოლიც" დასრულებული მქავს მაგრამ სათაური მიწერია შეცდომით ,,სხვისი ცოლო" ასეა ამიტვირთია :)

????ხოო ძალიან მომწონს შენი ყველა ისტორია და იმედია,, ჩემი სასჯელი ხარ" ამასაც დაასრულებ❤️❤️❤️

მიხარია რომ მოგწონთ ჩემი ისტორიები, იმ ისტორიას კი ალბათ ოდესმე დავაყენებ საშველს და დავასრულებ :)

 


№8  offline წევრი Emisanthropy

თუ არ ვცდები თქვი, რომ ამ ისტორიამ დიდი უკმაყოფილება გამოუწვია. ვფიქრობ უკმაყოფილება იმ რეალობამ გამოიწვია რაც ამ ისტორიაშია გადმოცემული და არა ზოგადად ისტორიის შინაარსმა. მე მომეწონა ამ ისტორიის სტილი და ის რაც ამ ისტორიაში დევს. წარმატებები და მაქსიმალურად გამოიყენე დრო და დაასრულე ისე როგორც გეგმაში გქონდა და არა ვიღაცის კრიტიკის ან არ მოწონების გამო "მიფუჩეჩებული", წარმატებები❤️

 


№9  offline მოდერი ნეაკო

Emisanthropy
თუ არ ვცდები თქვი, რომ ამ ისტორიამ დიდი უკმაყოფილება გამოუწვია. ვფიქრობ უკმაყოფილება იმ რეალობამ გამოიწვია რაც ამ ისტორიაშია გადმოცემული და არა ზოგადად ისტორიის შინაარსმა. მე მომეწონა ამ ისტორიის სტილი და ის რაც ამ ისტორიაში დევს. წარმატებები და მაქსიმალურად გამოიყენე დრო და დაასრულე ისე როგორც გეგმაში გქონდა და არა ვიღაცის კრიტიკის ან არ მოწონების გამო "მიფუჩეჩებული", წარმატებები❤️

ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ ეს ისტორია, საკმაოდ რთული იყო წერა მაგრამ ვეცდები რომ დასასრულიც ლოგიკური იყოს :) მადლობა

 


№10 სტუმარი Sopo

Mec dzalian momwons es istoria ubralod sandros da natias tema iko zedmetad gawelili torem sxva sawinaagmdegi aranairad armak yoveltvis velodebi axal tavs xolme

 


№11  offline მოდერი ნეაკო

Sopo
Mec dzalian momwons es istoria ubralod sandros da natias tema iko zedmetad gawelili torem sxva sawinaagmdegi aranairad armak yoveltvis velodebi axal tavs xolme

მადლობა :) მიხარია რომ მოგწონთ

Maia -მიხარია რომ მოგეწონათ

 


№12 სტუმარი ეკა

ძალიან კარგიაყველაფერი ცხოვრებისეულია

 


№13  offline წევრი triniti

ცხოვრებაში ვერ წარმომიდგენია ასეთი მონსტრი ადამიანი.ბოლომდე მჯეროდა რომ სიკეთე და სიყვარული არ იკარგება და ბოლოს ფსიქოლოგების დახმარებით შეძლებდა უკეთეს ადამიანად ქცეულიყო სანდრო.სამწუხაროა ნამდვილად.ერთი რამ ვერ გავიგე ფულში ცურავს სანდრო და განქორწინების შედეგად ვერაფერი ვერ მიიღო ნათიამ?თან ძალიან მიკვირს ისოც რომ შვილი წაართვა,ზოგადად ძალიან მგრძნობიარე თემაა შვილის და დედის დაშორება.მატერიალური მდგომარეობის გამო ძალიან იშვიათია ასეთი შემთხვევები ბავშვს ენიშნება ალიმენტი.ამ შემთხვევაში პროცენტული წილი ბავშვის ალიმენტი იმდენად დიდი იქნებოდა შვილი არ უნდა წაერთმიათ წესით.ის ფაქტი რომ კონსულტანტობით აპირებს მოხოდოს ოჯახი ხომ სისულელეა ისეთი გაქანების ბიჭი როგორიცაა სანდრო ყველა გზას დაუბლოკავდა მითუმეტეს რომ სხვა საქმე არაფერი აქვს.ანუ ვთვლი რომ ცოტა აცდენებია რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო წერის დროს.თუმცა საერთო ჯამში რისი გადმოცემაც გინდოდა მშვენივრად არის გადმოცემული.მომწონს შენი ისტორია ველი შემდეგ თავს.წარმატებები

 


№14  offline მოდერი ნეაკო

triniti
ცხოვრებაში ვერ წარმომიდგენია ასეთი მონსტრი ადამიანი.ბოლომდე მჯეროდა რომ სიკეთე და სიყვარული არ იკარგება და ბოლოს ფსიქოლოგების დახმარებით შეძლებდა უკეთეს ადამიანად ქცეულიყო სანდრო.სამწუხაროა ნამდვილად.ერთი რამ ვერ გავიგე ფულში ცურავს სანდრო და განქორწინების შედეგად ვერაფერი ვერ მიიღო ნათიამ?თან ძალიან მიკვირს ისოც რომ შვილი წაართვა,ზოგადად ძალიან მგრძნობიარე თემაა შვილის და დედის დაშორება.მატერიალური მდგომარეობის გამო ძალიან იშვიათია ასეთი შემთხვევები ბავშვს ენიშნება ალიმენტი.ამ შემთხვევაში პროცენტული წილი ბავშვის ალიმენტი იმდენად დიდი იქნებოდა შვილი არ უნდა წაერთმიათ წესით.ის ფაქტი რომ კონსულტანტობით აპირებს მოხოდოს ოჯახი ხომ სისულელეა ისეთი გაქანების ბიჭი როგორიცაა სანდრო ყველა გზას დაუბლოკავდა მითუმეტეს რომ სხვა საქმე არაფერი აქვს.ანუ ვთვლი რომ ცოტა აცდენებია რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო წერის დროს.თუმცა საერთო ჯამში რისი გადმოცემაც გინდოდა მშვენივრად არის გადმოცემული.მომწონს შენი ისტორია ველი შემდეგ თავს.წარმატებები

ჩემო კარგო ასე მარტივი რომ იყოს ყოფილი ქმრისგან წილების მიღება ამდენი ქალი არ იქნებოდა იძულებული რომ ქმრის ოჯახში ეცხოვრა და აეტანა ძალადობა.
ალიმენტს რაც შეეხება იშვიათი და ძალიან კარგი ადამიანი უნდა იყოს რომ გადაიხადოს. როგორც წესი მამაკაცები შვილების ნახვაზეც კი ამბობენ უარს ოღონდ ალიმენტი არ გადაიხადონ, პირადად ვიცნობ ასეთებს.
ჩემს მეზობელს ცოლმა ალიმენტი მოსთხოვა შვილის ნახვის სანაცვლოდ სასამართლოში და მამამ თქვა გაიზრდება Და თუ უნდა მნახოსო სად მაქ ალიმენტის ფულიო :D (არადა აქვს).
ყველა წვრილმანს წერის დროს ვერ ვეხები რადგან ისტორია ასე უსასრულოდ გაიწელება.
კონსულტანტობას რაც შეეხება ნათიამ სამსახური და ახალი სახლი იპოვა, შექმნა სათანადო პირობები რომ შვილი ნორმალურ გარემოში აღზარდოს, ვცადე ეს გადმომეცა-ალბათ ვერ ავღწერე იტორიაში ეს კარგად.
მადლობა გამოხმაურებისთვის

ეკა
ძალიან კარგიაყველაფერი ცხოვრებისეულია

მადლობა მიხარია რომ მოგწონთ ეს ისტორია

 


№15 სტუმარი ეკა

როდის დადებთ შეშემდეგ თავს? ველოდები სულმოუთქმელად ❤

 


№16 სტუმარი სტუმარი მირა

სადღაც სანდროც ცოდოააააა,მაგრამ ამ დროს იმის ნაცვლად რო ექიმთან მივიდნენ და იმკურნალონ გადადიან დესპოტოპაზე და აგრესიაზე.. :disappointed_relieve cold_sweat d: disappointed_relieved
ნათია ხო ძააან გაამწარა მისმა უხასიატობამ მოძალადე ადამინისგან უკვე აღარაფერი გინდ აგარდა თავისუფლებისა,,აი ეგრე რა ნათიას შეეძლო სვილის დაბრუნება და ეს არის სიძლიერე და თანადგომა ოჯახის წევრების,,,ყოჩაღ ნათიას heart_eyes
ლაშა და მიაც კარგები არაინნ,,
მოკლედ ძალიან მომწონს რააა უმაგრესია,,, heart_eyes

 


№17 სტუმარი სტუმარი ნეაკო

ეკა
როდის დადებთ შეშემდეგ თავს? ველოდები სულმოუთქმელად ❤

ხვალ დავდებ ახალ თავს

სტუმარი მირა
სადღაც სანდროც ცოდოააააა,მაგრამ ამ დროს იმის ნაცვლად რო ექიმთან მივიდნენ და იმკურნალონ გადადიან დესპოტოპაზე და აგრესიაზე.. :disappointed_relieve cold_sweat d: disappointed_relieved
ნათია ხო ძააან გაამწარა მისმა უხასიატობამ მოძალადე ადამინისგან უკვე აღარაფერი გინდ აგარდა თავისუფლებისა,,აი ეგრე რა ნათიას შეეძლო სვილის დაბრუნება და ეს არის სიძლიერე და თანადგომა ოჯახის წევრების,,,ყოჩაღ ნათიას heart_eyes
ლაშა და მიაც კარგები არაინნ,,
მოკლედ ძალიან მომწონს რააა უმაგრესია,,, heart_eyes

ძალიან მიხარია რომ თქვენამდე მოვიტანე ის ემოციები რაც მინდოდა გადმომეცა ამ ისტორიით, რადგან ბევრ ადამიანში უკმაყოფილება გამოიწვია...
მადლობა გამოხმაურებისთვის, თვითოეული დადებითკ კომენტარი ძალას მმატებს რომ ისევ ჯიუტად განვაგრძო წერა :)

 


№18 სტუმარი Sopo

Yvelas yvelaperi ver moewoneba mtavari aris rom am istorian kritika daimsaxura da didi mowonebac anu istoria shedga da wera yoveltvis unda gaagrdzelo rac ar unda iyos kritikis gareshe cxovreba gardauvalia ase rom ar shewyvito wera da amas roca daamtavreb axal istoriebsac davelodebit ....<3

 


№19  offline მოდერი ნეაკო

Sopo
Yvelas yvelaperi ver moewoneba mtavari aris rom am istorian kritika daimsaxura da didi mowonebac anu istoria shedga da wera yoveltvis unda gaagrdzelo rac ar unda iyos kritikis gareshe cxovreba gardauvalia ase rom ar shewyvito wera da amas roca daamtavreb axal istoriebsac davelodebit ....<3

ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის, ძალას მმატებს მე თქვენი სიტყვები :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent