შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იძულებითი ქორწინება 18 თავი

4-02-2021, 11:40
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 761

ნათია აივანზე იდგა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებდა ცრემლიანი თვალებით, ვერ იჯერებდა, ბოლომდე კიდევ არ ეჯერა რომ ეს რეალობა იყო, რომ რამდენიმე დღის მერე სასამართლოში მარიანასთვის ბრძოლა მოუწევდა
-ნათია -ნინი მის გვერდზე დადგა და მხარზე ხელი დაადო -თავს ნუ იტანჯავ, გთხოვ, მარიანას ვერავი წაგართმევს, ნუ გეშინია-ნათიამ დას შეხდა ტირილისგან დასიებული თვალებით და მზერა მის მთრთოლარე ხელზე მიეყინა
-მაშინ როცა შენს გამოჯანმრთელებას უნდა ვცდილობდეთ-აღმოხდა ნათიას და ხმა ჩაუწყდა, კარგა ხანს ვეღარ შეძლო ხმის ამოღება და საუბრის გაგრძელება
-გთხოვ არ გინდა-ნინი დას ჩაეხუტა -ჩემზე ნუ ნერვიულობ, ახლა მთავარია რომ მარიანა ჩვენთან დარჩეს, მთავარია რომ სანდრომ მისი წართმევა ვერ შეძლოს შენთვის, რადგან ამას თუ გააკეთებს ვიცი რომ მასთან დაბრუნდები....-ნინის ხმა გაებზარა და ცრემლები მოეძალა
-რატომ ასე რატომ მექცევა, ასე რამ შეცვალა-დაიჩურჩულა ნათიამ და ცრემლებმა ხმა დაუხშო
-შეცვალა?-გაოცებული ნინი დას მიაჩერდა -შენ გიქრობ რომ სანდრო შეიცვალა?
-ის ხომ ასეთი არ იყო?! არ იყო !ვერ ვხვდები რა დაემართა
-ნათია ის სულ ასეთი იყო... უბრალოდ შენ ამის დანახვა არ გინდოდა! რადგან ძალიან შეყვარებული და აღფრთოვანებული იყავი მისით,ვერ აცნობიერებდი რომ მისი განსხვავებული ქცევა არასწორი და არანორმალური იყო! იმიტომ რომ შენ Ის ძალინ გიყვარდა... შენ ბევრ რამეზე თვალს ხუჭავდი-ნათია ცრემლიანი თვალებით მიაჩერდა ნინის -ასე იყო-უთხრა ნინიმ დანანებით
-ნინი-საცოდავად უთხრა ნათიამ და ისევ ცრემლები გადმოუცურდა გაფითრებულ ღაწვებზე
-ნათია როცა შეყვარებულები იყავით რამდენჯერ მოგიყვანა ნასვამმა სახᲚში მანქანით ? გაიხსენე...და შენ ეს ნორმალური გეგონა, გეგონა ეჭვიანობის გამო რომ სრულიად უცნობ ადამიანებს უპირისპირდებოდა ეს ნორმალური იყო, რადგან ძალიან უყვარდი და ამიტომ ეჭვიანობდა ასე ავადმყოფურად... გეგონა რომ მისი სურვილების შესრულება... ჩაცმის სტილის შეცვლა, ვარცხნილობის შეცვლა ნორმალური საქციელი იყო... გეგონა ვალდებული იყავი რომ ისეთად ქცეულიყავი როგორც მას სურდა რომ ყოფილიყავი! გეგონა ქორწილის მეორე დღიდან ქუსლიანი ფეხსაცმელი და მაკიაჟი რომ ამოიღე შენი სტილიდან ეს ნორმალური იყო... გეგონა რომ სანდროს ასეთი უფრო მოწონდი, სინამდვილეში კი ის ცდილობდა შენს შეცვლას და დამორჩილებას, გეგონა სოც ქსელის გაუქმება ჩვეულებრივი ვალდებულება იყო რადგან ქმარს ასე სურდა! შენ ვერ ხვდებოდი რომ სანდრო შენს სულს ითხოვდა, არა მარტო გულს, რადგან ოცდაერთი წლის ოცნებებით, იმედებით და სიყვარულით სავსე გოგონა იყავი... დედა სულ გეუბნებოდა რომ ეს ყველაფერი არანორმალურია მაგრამ შენ არ უსმენდი... იმიტომ რომ ძალინ შეყვარებული იყავი და გინდოდა ისეთდ ქცეულიყავი როგორიც სანდროს მოეწონებოდი... მერე კი დაიღალე, გვიან, მაგრამ მიხვდი რომ ეს არანორმალური დამოკიდებულება იყო... ამ ყველაფერმა მიხვდი რომ შეგცვალა, საკუთარი თავი დაგაკარვინა... იმედები გაგიცრუა...მიხვდი რომ შენ შენ აღარ იყავი და როგორც კი ეს გააცნობიერე გამოიქცეი-გაუღიმა ნინიმ სევდიანად და სახეზე ხელი ჩამოუსვა -მაგრამ ამის გამო ნუ იტირებ, თავს ნუ დაიტანჯავ, ადამიანები შეცდომებს უშვებენ... მითუმეტეს სიყვარულის გამო...ცხოვრება... ის ასეთია! ზოგჯერ ტკივილს გვაყენებს რომ უფრო ძლიერები გავხდეთ, რომ უფრო მეტად შევივრძნოთ საკუთარი თავი...
-როგორც მე-გაეღიმა ნათიას და ისევ ცრემლები გადმოუცურდა -სანამ ბოლომდე არ დამანგრია სანდრომ ვერ გავაცნობიერე რომ ასე ცხოვრება უბრალოდ არა ნორმალურია
-ჰო შენ სანდრომ გატკინა... მაგრამ ამ ტკივილმა მიგახვედრა რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, ძალა მოიკრიბე და გამოიქეცი...
-მაგრამ ახლა რა იქნება? როგორ შევძლებ შევეწინააღმდეგო მას?
-ჩვენ შენს გვერდით ვართ, ნუ გეშინია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ შენს დასახმარებლად
-რა კარგია რომ Მყავხართ, რა კარგია რომ არსებობთ-ნათია ნინის ჩაეხუტა.
ნანა ძალიან ბევრს ეცადა და ბოლოს მᲘნც შეძლო ადვოკატის პოვნა რაღაც ორგანიზაციის დახმარებით ნათიასთვის რომელიც სრულიად უსასყიდლოდ დაეხმარებოდა მათ, მაგრამ ადვოკატი საქმის მასალებს გაეცნო თუ არა მაშინვე გამოუცხადა დიდი მოლოდინი ნუ გექნებათ რომ ამ საქმეს მოვიგებთო
-კი მაგრამ რატომ, რატომ?-ატირდა ნანა და ადვოკატს მიაჩერდა, ქალმს გაუჭირდა ლაპარაკი მაგრამ გულწრფელად უთხრა
-სამწუხაროდ გარდა იმისა რომ მან ასეთ საქმეებში გამოცდილი სამი ადვოკატი დაგვიპირისპირა, არის კიდევ ერთი მძიმე გარემოება, თქვენი ეკონომიური მდგომარეობა... როცა მოვლენ და შეამოწმებენ რა პირობებშიც ცხოვრობთ... სანდროს არ გაუჭირდება მოსამართლის სარწმუნება რომ ბავშვისთვის ეს გაუსაზლისი მდგომარეობაა და ჯობია მასთან გაიზარდოს...
-ასე მარტივად შეიძლება ბავშვი დედას ხელიდან წაგლიჯონ?
-ქალბატონო ნანა მე თქვენი მესმის, მეც ვფიქრობ რომ არაფრის გამო არ შეიძლება დედა შვილს დაᲐშორონ... მაგრამ...არსებობს ბევრი მაგრამ... კანონი, ეკონომიური მდგომარეობა, ჯანმრთობის მდგომარეობა... და... რაც მთავარია მამა რომელიც თავგამოდებით ცდილობს შვილს უკეთესი მომავალი შეუქმნას ზვდებით რას ვგულისხმობ?
-ნათია გაგიჟდება-ახმოხდა ქალს
-მოდით ბოლომდე იმედს ნუ დაუკარგავთ... მაგრამ თან აუხსენით მდგომარეობის სიმძიმე... ასე ჯობია... მერე კი მე დაველაპარაკები
-ქალბატონო თამარ არანაირი შანსი არ გვაქვს? მას ხომ შემაკავებელი ორდერი აქვს?-ნანა მაინც ბოლო იმედს ებღაუჭებოდა
-ჰო მაგრამ მისი ადვიკატები ამტკიცებენ რომ ეს ნათიამ მხოლოდ იმიტომ გააკეთა რომ სახლიდან გაქცევა და ბავშვის წაყვანა უნდოდა, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია არასდროს
-მე ხომ ვნახე როგორ წაიყვანა სახლში
-ამბობენ რომ თქვენ როგორც დედამ უფრო მძაფრად აღიქვით სიტუაცია ვიდრე ის რეალურად იყო...-უთხრა თამარმა თვლცრემლიან ქალს.
ნათია ცრემლებად დაიღვარა როცა სასამართლოს წინა დღეს ნანამ და თამარმა აუხსნეს რომ საქმე იმაზე რთული იყო ვიდრე ეს წარმოესგინა თავად მას და რომ შანსი მინიმალური.
ნათია სასამართლო სხდომათა დარბაზში ტირილისგან თვალებ დასიებული შეიყვანა ნანამ, ნათია ისე იყო შეშინებული, დათრგუნული და გაᲜერვიულებული რომ ფაქტიურად ვერ აღიქვამდა იქ რა ხდებოდა...
-ნათია გთხოვ თავს მოერიე-დაუჩურჩულა ნანამ შვილს და მისკი აკანკალებული ხელი ხელებში მოიქცია, თავს ძალა დაატანა ნათიამ რომ აზრზე მოსულიყო მაგრამ ვერ მოახერხა,მისი გონება მხოლოდ მარიანასთან იყო. მოულოდნელად სახეზე იგრძნო ვიღაცის ცივი და დაჟინებული მზერა რომელმაც თითქოს კანი დაუწვა, იქით გაიხედა ინსტიქტურად ადგილზევე გაქვავდა ,მისი და სანდროს ამღვრეული თვალები ერთმანეთს შეეფეთა, ორ თვიანი განშორების მერე პირველად ნახეს ერთმანეთი, ეს შეხვედრა იმაზე მტკივნეული და რთული აღმოჩნდა ვიდრე წარმოედგინათ, ნათიამ ვერაფრით შეძლო მოწოლილ მძიმე ემოციებთან გამკლავება და ცრემლები გადმოუცურდა, ამიტომ მაშინვე თვალი აარიდა სანდროს ჩამქრალ, ცივ უსიცოცხლო ნაცრისფერ სფეროებს და თვალი თავის აკანკალებულ ხელებს გაუშტერა, ძალიან ეცადა რომ თავი გაეკონტეოლებინა, არ უნდოდა სანდროს დაენახა მისი ტკივილი შიში და სასოწარკვეთა მაგრამ ვერაფერით შეძლო ემოციების და სხეულის მართვა.
სანდრო უემოციო სახით იჯდა და ნათიას თვალს არ აშორებდა, თავადაც ვერ ხვდებოდა რას გრძნობდა ახლა ამ წამს რეალურად, იმით რომ ნათია გაანადგურა, სიხარულს თუ ტკივილს... არეული იყო მისი ტვინი, გრძნობები, ემოციები, განცდები, ერთდროულად ყველაფერს განიცდიდა, იმედგაცრეუებას რადგან ნათიას ამ მდგომარეობაში დანახვამ სული ატკინა, ძალიან ატკინა იმაზე მეტად ატკინა ვიდრე შეეძლო რომ ეს წარმოედგინა, თან სიამოვნებას განიცდიდა რომ ნათიასაც სწორედ ისევ სტკიოდა გურო როგორც თავად მას, ნათიაც ისევე განადგურებული იყო როგორთ თავად მისი წასვლით... ერთხელ კიდევ გაეცქა მზერა ნათიას მისკენ, სანდრომ იგრძნო მისი მწველი მზერა და თავადაც Გახედა, მათი თვᲚები ისევ ერთმანეთს შეეფეთა, ნათიას უნდოდა მის თვალებში სინანულის სულ სულ პატარა მარცვალი დაენახა, მაგრამ სინანულის გარდა ყველა გრძნობა და ემოციის დანახვა შეძლო სანდროს ცივ თვალებში.
ნანამ და ნათიამ ასამართლო დარბაზი იმედგაცრუებულმა დატოვეს, ისე მოხდა როგორც თამარი ვარაუდობდა, გამოცდილი ადვოკატები თავის საქმეს ზედმიწევნით ხარისხიანდ ასრულებდნენ, მათთვის მთავარი სასამართლოს მოგება იყო, ის რომ ამ ყველაფერით დედა-შვილის მომავალს ანგრევდნენ მათთვის სულ ერთი იყო... აღფრთოვანებულები უყურებდნე ერთმანეთს და ხელს ართმევდნენ მომღიმარი სახეებით, ნათიას აღარ შეეძლო ამ საზიზღრობის ყურებ და დედას სახლში წაყვანა სთხოვა, იმის მიუხედავად რომ შიშისა და ტკივილისგან ნანას ფეხები ეკვეთებოდა, იმედგაცრეუბისგან სახე წაშლილი და ძალა გამოცლილი მიწაზე დაცემას და ტირილზე ოცნებიბდა მაინც ამაყად ჯიუტად თავაწეული მიაბიჯებდა წინ და ნიჰყავდა ნათიაც, იცოდა თუ წაიქცეოდა ნათიაც დაეცემოდა და ვეღარ მოახერხებდნენ წამოდგომას.
მეორე სასამართლო სხდომა უფრო მძიმე გადასატანი აღმოჩნდა, ამ შემთხვევაში უკვე ნათელი გახდა რომ ნათიას ფაქტიურად შანსი არ ჰქონდა, მოსამართლეს არწმუნებდნენ ადვოკატები რომ ნათია საშინელ პირობებში ცხოვრობდა ნაქირავებ ერთ ოთახიანში, რომლის კარი და ფანჯრები წესიერად არ იკეტება, წინა თᲕეში დავალიანების გამო გაზი გაუთიშეს... ბავშვს კი ამის გამო გაცივდა, მოსამართლეს წარუდგინეს ყველა შესაბამისი საბუთი, ისიც დასძინეს რომ საავადმყოფოს ხარჯები ნათიას მამიდამ გაისტუმრა... ნინის სარეაბილიტაციო კურსის ფულს კი ნანას ძმები სამადლოდ იხდიან რომელთა ეკონომიური მდგომარეობა ისეთივე რთული როგორც ნანასი.
ნათიამ მარიანა დააძინა თუ არა აივანზე გავიდა და მოთქმით ატირდა, დიდხანს ტიროდა, ვერაფრით მშვიდდებოდა, დარწმუნებული იყო რომ შემდეგ სხდომაზე მოსამართლე განაჩენს გამოიტანდა, ნელ-ნელა ჩაცურდა კედელს მიყრდნობილი და იატაკზე დაეშვა, იმდენად ცუდად იყო რომ უკვე ვეღარ აზროვნებდა
-ნათია გთხოვ-ნანა ფრთხილად მიუახლოვდა -ნუ გეშინია, მე დაგეხმარები-ყველაფერს გავაკეთებ რომ მარიანა ვერ წაგვართვას
-დედა-ახედა ნათიამ სახე წაშლილ ქალს -შენ ყველაზე ძლიერი ქალი და დედა ხარ, შენ ყველაზე კარგი ადამიანი ხარ, შენ საუკეთესო ხარ...
-ნათია-ნანამ შვილი ჩაიხუტა
-ვიცი რომ ყველაფერს აკეთებ ჩემთვის, ნინისთვის, მარიანასთვის...
-მეტსაც გავაკეთებ, ყველაფერს გავაკეთებ რომ დაგიცვათ
-ვიცი მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენს ძალებს აღემატება, ის მაინც წამართმევს ხომ იცი არა?
-არა არა და არა, ამას არ დავუშვებ
-დედა მეშინია-ნათია ძლიერად ჩაეხუტა
დედას -ძალიან მეშინია რომ ის მას წაიყვანს, რომ მის თავს წამართმევს... ხიდან წამგლეჯს შვილს
-ამას არ დავუშვეᲑთ-ნანამ ნათიას სახე ხელებში მოიქცია -ნუ შეგეშინდება
-უნდა დაველაპარაკო
-არ გაბედო, არ გაბედო მასთან წასვლა და თხოვნა
-მარიანას გარეშე არ შემიძლია დედა
-თუ მასთან წახვალ გგონია რომ დაგინდობს? გგონია შეგიცოდებს? საბოლოოდ გაგანადგურებს ნათია
-არა უნდა ვნახო უნდა ჩავხედო თვალებში-ნათია გიჟივით წამოვარდა ფეხზე ტელეფონს ხელი დასტაცა და სახლიდან გავარდა, ნანა გაეკიდა მაგრამ აზრი არ ჰქონდა.
ნათიამ აკანკალებული ხელებით აკრიფა სანდროს ნომერი და მოთმინებით დაელოდა მის პასუხს რომელმაც არ დააყოვნა
-ნათია დიდი ხანია შენს ზარს ველი-გაისმა სანდროს ირონია ნარევი ხმა -არ მეგონა მესამე მოსმენამდე თუ გაძლებდი
-უნდა გნახო-უთხრა ნათიამ ზიზღით
-ხომ იცი სადაც ვარ თუ ჩემი ნახვა გინდა მოდი-მიახალა სანდრომ და გაუთიშა, ნათიას მომდევნო ზარებს აღარ უპასუხა, გაცეცხლებული ნათია დიდხანს ფიქრობდა მისულიყო თუ არა მასთან, ბოლოს რა თქმა უნდა გადაწყვიტა რომ მასთან არ წასულიყო და შეტყობინება გაუგზავნა რომ ბულვარის შესასვლელში ელოდა.
მთი ნახევარი საათი ელოდა მის მისვლას ნათია, სანდრო კი არ ჩანდა, თუმცა ასე ნათიას ეგონა... სინამდვილეში სანდრო შორი-ახლოს იდგა მთელი ეს დრო და უყურებდა სკამზე მჯდომ თვალცრემლიან გოგონას, რომელიც მასსავით იმედ დაკარგული და ბოლომდე განადგურები იყო, ბოლოს ნათიას მოთმინების ძაფი გაუწყდა და სახლში წასვლა გადაწყვიტა, სკამიდან ადგა და სწორედ ამ დროს წამოადგა სანდრო თავზე
-მარიანას ცხოვრებას რატომ უნგრევ?-პირდაპირ მიახალა ნათიამ და თვალებში ჩააცქერდა ჯერ კიდევ ქმარს
-მარიანას მე შენგან განსხვავაებით კაეგ პირობებში ვაცხოვრებ და კარგ განათლენასაც მივცემ-უთხრა უტიფრად და ნათიას რეაქციას დაელოდა რომელიც იმ წამსვე აფეთქდა
-გგონია რომ ის ბედნიერი იქნება შენთან, ფულის გამო? გგონია მას ფულით გააბედნიერებ? გგონია მის ბავშვობას ფულით გაალამაზებ? გგონია მის მომავალს ფულით იყიდი? გგონია ფულით შეძლებ ჩემს ჩანაცვლებას? როგორ შეგიძლია ოთხი წლის ბავშვს ფული შესთავაზო დედის სანაცვლოდ-უყვირა ბოლო ხმაზე სახე წაშლილმა გოგონამ
-ამ ყველაფერს შენ აკეთებ და არა მე-უთხრა სანდრომ მშვიდი ტონით და ნათიას აწყლიანებულ თვალებს მზერა აარიდა
- მე? მეე?-აყვირდა ისევ ნათია
-ჰო შენ-დაეთანხმა სანდრო -შენ რომ არ მიგეტოვებინე ასე არ მოხდებოდა-უთხრა ბრაზ ნარევი ტონით, სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ბერვიულად გააბოლა
-შენ მაიძულე რომ ასე მოვქცეულიყავი-შეხედა ნათიამ ზიზღიანი თვალებით
-ჰოდა ახლა შენ მაიძულებ რომ ასე მოვიქცე
-ვერ ხვდები რომ მარიანას ცხოვრებას უნგრევ? ვერ ხვდები რომ ბავშვს ფსიქიკას უნადგურებ? -ნათია თავს ვეღარ აკონტროლებდა და ფაქტიურად ყვიროდა
-ამას მე კი არა შენ აკეთებ ნათია! ბავშვს როცა მე მომაკუთვნებენ შეგიძლია უკან დაბრუნდე ჩემთან და მას დედის გარეშე ყოფნა აღარ მოუწევს-უთხრა არეული ხმით სანდრომ და ნათიას მწვანე სფეროებს გაუშტერა თვალი
-ამას იმიტომ აკეთებ რომ გინდა შენთან დაბრუნება მაიძულო...-ჩაილაპარაკა ნათიამ -და ამას ასე მეუბნები თითქოს არაფერი არ მომხდარა ჩვენს შორის
-ისეთი არაფერი მომხდარა-დაუღრინა სანდრომ
-ასე გგონია? ასე ფიქრობ? საერთოდ ვერ აცნობიერებ იმას რომ შენ მე გამანადგურე შენი არანორმალური ცქევით და დამოკიდებულებით?
შენთან არ დავბრუნდები რაც არუნდა მოხდეს გესმის?
-დაბრუნდები!-უთხრა სანდრომ დარწმუნებით
-არ დავბრუნდები და არც ბავშვის წაყვანის ფლებას მოგცემ
-როცა სასამართლო მომამუთვნებს და წავიყვან კანონის ძალით, როცა გული ისევე გეტკინება როგორც მე, როცა ძვლების ტკივილამდე მოგენატრება მარიანა და მისი სურნელის მონატრება გაგაიჟებს მერე ვილაპარაკოთ-უთხრა სანდეომ და მიტრიალდა
-ჩემი დასჯა გინდა?-ნათიას ხმამ შეაჩერა -გინდა ისევე მეტკინოს და ისევე დავიტანჯო როგორც შენ?
-ჰო სწორედ ეგ მინდა ნათია-სანდრო მისკენ მიტრიალდა და ისე მიუახლოვდა რომ ცხელი სუნთქვა სახეზე შეაფრქვია -მინდა ისევე დაგტანჯოს მონატრებამ როგორც მე, მინდა მისი შეხების სურვილმა სიგიჟემდე მიგიყვანოს, მინდა სულის ტკივილმა ღამეები გაგათენებინოს მინდა მისი თმის სურნელის შეგრძნების სურვილმა ტვინი აგირიოს, თავგზა აგიბნიოს, მინდა მისი ხმა და კისკისი მოგენატროს, მინდა ძალიან მინდა რომ ისევე გეტკინოს როგორც მე მტკივა ახლა-დაუსისინა ყურთან ახლოს, შენდეგ ისევ მიტრიალდა
-გთხოვ ეს არ გააკეთო-მოესმა ნათიას გაბზარეული ხმა -გთხოვ , ძალიან გთხოვ არ წამართვა-Აღმოხდა და ხმა ჩაუწყდა
-წაგართმევ და წავიყვან-სანდრო მისკენ შეტრიალდა ისევ და ნიკაპზე ხელი წაავლო თავი ააწევინა და მზერა მის გაცრეცილ ტუჩებს
დგაუშტერა -შენი ცრემლები არაფერს შეცვლის ხომ იცი არა?
-ვიცი, ვიცი რა სასტიკი და შურისმაძიებელიც
ხარ-უთხრა ნათიამ აცრემლიანებული თვალებით
-თუ მარიანასთან ყოფნა თუ გინდა იცი რაც უნდა გააკეთო-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და ხელი უხეშად გაუშვა მის ნიკაპს
-ჩემს დასასჯელად მზად ხარ რომ მარიანა დამშორო? როგორ შეგიძლია ასეთი სასტიკი და დაუნდობელი იყო?
-გიკვირს? -გაეცინა ბოროტულად სანროს და ნათიას ლოყებზე თითები ძლიერად მოუჭირა -სწორედ ისე ვიქცევი როგორც შენ! -დაუღრინა სანდრომ -შენც ხომ დამაშორე შვილს? შენც ხომ წამართვი? შენც ხომ წაიყვანე? შენც ხომ იგივეს გადატანა მაიძულე რისი გადატანაც ახლა შენ გიწევს? არ ფიქრობ რომ ეს სამართლიანი შურისძიებაა? მე ერთდროულად ორი ადამინი დავკარგე შენ კი მხოლოდ ერთის დაკარგვა მოგიწევს... თან-სახე ისევ მიუახლოვა და ტუჩებთან დაუჩურჩულა შენ შეგიძლია ყველაფერი გამოასწორო -დაუსისინა და სულ ოდნავ შეეხო მის ათრთოლებულ ტუჩებს და ხელი გაუშვა, აკანკალებული ნათია დიდხანს უყურებდა თვალებში ძალიან დიდხანს და გრძნობდა როგორ ნელ-ნელა და წვეთ-წვეთად ივსებოდა მისი გული ზიზღით, მოულოდნელად სახე წაშლილმა ხელი მოუქნია და სახეში გაარტყა სანდროს, სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, სანდრო და ნათია ერთმანეთს მიაჩერდნენ ზიზღიანი თვალებით, მოულოდნელად სანდრომ მაჯაში ხელინწაავლო და თავისკენ უხეშად მოქაჩა შეშინწბული და დაბნეული გოგონა
-ამის გამო დაისჯები-უთხრა მისი შეშინებული თვალებით კმაყოფილმა სანდრომ მკლავებში მოიმწყვდია ცოლი და მის ტუჩებს მიაწება ვნებიანი ცხელი ტუჩები, ნათია სწინააღმდეგობის მიუხედავად ეს ყველაფერი იქამდე არ დამთავრდა სანამ თავად სანდრომ არ შეწყვიტა მისი წამება, ნათიამ ზიზღით შეხედა ქმარს და ზურგი აქცია და უხმოდ წავიდა სახლისკენ თან მაჯით ტუჩებს იწმენდდა.
მიამ ზიზღით შეხედა ძმას
-როგორ შეგიძლია ასე მოექცე მათ? როგორ შეგიძლია ასე გაიმეტო საკუთარი შვილი შურისძიებისთვის ? როგორ შეგიძლია მარიანა გაწირო იმისთვის რომ ცოლი დასაჯო?
-შენ ვაბშე ხმას ნუ იღებ ლაწირაკო-დაუღრინა სანდრომ -ერთადერთი მიზეზი რის გამოც ჩემ წინააღმედეგ მიცემული ჩვენება გაპატიე ისაა რომ ამ საშინელ მდგომარეობაში ხარ
-გულის ამრევი ხარ-უყვირა წყობრიდან გამოსულმა მიამ -წინააღმდეგ შემთხვევაში ნიკასავით მეც უᲤულოდ დამტოვებდი? მანქანასაც დამიმტვრევდი ხელკეტით?
-ეგ კიდევ ცოტაა ნიკასთვის-უთხრა გაღიზიანებული ტონით სანდრომ დას -მე გაგაფრთხილეთ რომ ჩემს წინააღმდეგ არ წასულიყავით
-ჩვენ სიმართლე ვთქვით სასამართლოზე-უთხრა მიამ ბრაზ ნარევი ტონით სახე წაშლილ ძმას
-მია გეყოფა ვერ ხედავ მთვრალია-გაუბრაზდა ლალი მიას
-და შეენ დედა შეენ? რატომ დაუჭირე მხარი სანდროს?
-შვილს ვერ დავკარგავდი მია, შეხედე ისედაც ვძულვარ-სანდროს გახედა შეშინებული თვალებით ლალიმ
-მართალია მძულხარ-დაეთანხმა სანდრო და კიბეებზე ავიდა
-დედა მესამე სხდომაზე ნათია ისე ცუდად გახდა რომ ჩაიშალა და შენ მეუბნები რომ შვილს დაკარგავ? სანდრო შენ იმ დღიდან გყავს დაკარგული როცა გაიგე რომ ორსულად იყავი და იძულებული გახდი გაგეჩინა რადგან ვეღარ მოიშორებდი, შენ იმ დღიდან გტკივა და გეზედმეტება ის
-მია გაჩუმდი ნუ მაიძულებ რომ ისევ იქ დავბრუნდეთ საიდანაც დავიწყეთ
-შენ ის არ გიყვარს...
-ის ჩემი შვილია როგორ შეიძლება არ მიყვარდეს!-აყვირდა მოულოდნელად ლალი-დაუკვირდი რას ბოდავ
-დედა შენ ის ვალდებულების გამო გიყვარს და ეგ სიყვარული არაა
-მია გაჩუდი თორემ გაწყენინებ
-იმიტომ გიყვარს რომ ვალდებული ხარ შვილი გიყვარდეს, ეგ კი სიყვარული არაა დედა ეგ მხოლოდ ვალდებულებაა-ცრემლები მოეძალა
მიას -შენ მას შენდა უნებურად სულ სჯიდი რომ მამაისი ძალით შეგეხო - აირიე დაიკარგე და სანდროც დაკაერგე ამ ტკივილში
-მია გაყოფა გაჩუმდი
-არც ჩემი და ნიკას დედობის გაწევით ყოფილხარ დიდად აღფრთოვანებული, რადგან იძულებული იყავი გეკეთებინა ის რაც არ გინდოდა, ყოფილიყავი დედა და ცოლი მაშინ როცა შენ სწავლა და მუშაობა გინდოდა... გინდოდა საკუთარი თავი გეპოვა, ჩვენ ყველა ერთად ხელს გიშლიდით, მამა გიყვატდა მაგრამ შენებურად... ცივი იყავი და ხარ ახლაც, ჯერ კიდევ ვერ გაგიგია რა გინდა... შენც დაიკარგე და ჩვენც დავიკარგეთ დედა...
-ყოჩაღ მია -ლალიმ ტაში დაუკრა -დაგრჩა კიდევ სათქმელი თუ ბოლომდე ამოღერღე საბოლოოდ ის რასაც რეალურად ფიქრობდინსაკუთარ დედაზე
-დედა ეს სიტყვა ზოგოსთვის რა ძვირფასია და ზოგოსთვის რა უმნიშვნელო... ზოგისთვის სანატრელი და ზოგისთვის უბრალოდ მოსაწყენი...
-შენთვის რომელია მია-თავზე წამოასგა შვილს თვალ ცრემლიანი ქალი
-ჩემთვის?-მხრებინაიჩეჩა მიამ -არ ვიცი დედა შენ არასდროს გიცდია მისთვის მნიშვნელობა მიგენიჭებინა
-ანუ სრულიად უმნიშვნელოა შენთვის სიტყვა დედა?
-ჰო სიტყვა დედა უმნიშვნოა მაგრამ შენ არა-უთხრა დარწმუნებით მიამ -შენ სიტყვა დედას მნიშვნელობას ვერ ანიჭებ მაგრამ მე შენ მაინც მნიშვნელოვაი და საყვარელი ადამინი ხარ პირადად ჩემთვის
-მადლობა მია-უთხრა ცივად ლალიმ და ოთახში შეიკეტა, ატირებული მია აივანზე გავიდა და გაოცებული მიაჩერდა ლაშას რომელიც ნიკას დალეწილი მანქანის წინა ცხვირზე მიყრდნობილი იდგა და სიგარეტს ეწოდა მშვიდად, მაშინვე მაჯით მოიწმინდა ცრემლები და ლაშას მიაჩერდა ჩაწითლებული თვალებით
-როდის მოხვედი?
-ახლახანს-უთხრა ლაშამ მშვიდი ტონით და სულ ოდნავ აუთრთოლდა თითები -შემოსვლამდე მინდოდა მომეწია-აუხსან დაბნეულ გოგონას
-ნიკა ნახე?
-ჰო მცხეთიდან პირდაპირ აქ მოვედი
-კარგადაა?-მია თვალს ვერ აშორებდა ლაშას ცისფერ სფეროებს
-არა
-დალია?
-ჰო-უთხრა ლაშამ ჩავარდნილი ხმით და თვალი აარიდა მიას ცრემლიან თვალებს
-შეგიძლია მასთან წამიყვანო?-ჰკითხა კარგა ხნის დუმილის მერე მიამ და მათი არეული თვალები ერთმანეთს შეეფეთა
-ჰო...რა თქმა უნდა -უთხრა ლაშამ ჩავარდნილი ხმით და მეორე ღერს მოუკიდა აკანკალებული თითებით
-

№1  offline წევრი likuu_s

ალკოჰოლზე დამოკიდებული, ბავშვობის ტრამვის გამო გაბოროტებული და მთელ სამყაროზე გაბრაზებული ადამიანი..

№2  offline მოდერი ნეაკო

likuu_s
ალკოჰოლზე დამოკიდებული, ბავშვობის ტრამვის გამო გაბოროტებული და მთელ სამყაროზე გაბრაზებული ადამიანი..

აწორედ ასეა და მიხარია რომ შევძელი თქვენამდე ამ ემოციების მოტანა

№3 სტუმარი ატბ

მინდა რომ სანდრო შეიცვალოს რაააა, რა გახდაა.. ძალიან მეცოდება ყველა ამ ისტორიაში..და სანდროც კი.. რომ იმკურნალოს ან რამე არა? ღმერთო ისეთი გამაღიზიანებელია მაგრამ რატო მეცოდება ამ საზიზღარი საქციელების მერე ვერ ვხვდები...

ყოველ მის დიალოგში მოუთმენლად ველი რომ რამე კარგს დავᲘჭერ...

არ ვიცი რა, მინდა რომ დაინახოს თავისი თავი სანდრომ :(
არაფერი იქნება მის ცხოვრებაში გარდამტეხი? არ შემიძლია ასეთს ვუყურო

№4  offline მოდერი ნეაკო

ატბ

სანდრო ვერ აცნობიერებს რომ შეცდომას უშვეს და შესაბამისად არაფრის გამოსწორებას არ აპირებს, მისთვის არავის უსწავლებია სიკეთის და ბოროტების ერთმანეთისგან გარჩევა, ამას კიდევ ავღწერ ისტორიაში, მაგრამ ის დაუშვებს გამოუსწორებელ შეცდომას და სწორედ ეს გახდება გარდამტეხი მისი ცნობიერებაში

№5 სტუმარი ატბ

ნეაკო

გამოუსწორებელს თუ დაუშვებს გარდატეხვას რაღა აზრი ექნება, მერე რას გამოასწორებს?
უბრალოდ თავს მოიკლავს?
ყველაზე სულმდაბალი საქციელია რაც ადამიანს შეუძლია ჩაიდინოს :(

№6  offline მოდერი ნეაკო

არა ასე არ მოხდება, სულ სხვაგვარად წარიმართება მისი ცხოვრება

გამოსწორებით ვერ გამოასწორებს მაგრამ შეცვლის რაღაცას

№7  offline მოდერი sameone crazy girl

აი არ ვიცი როგორ გაჟღერდება ჩემი აზრი ,მაგრამ მაინც უნდა ვთქვა
კაი ეს სანდრო რომ მოძალადე, ლოთი, ცხოვრებაარეული, გაურკვეველი პათოლოგია გავიგეთ უდავოა და საერთოდ ის აზრიც არ მებადება რომ ნათია ამ მდგომარეობაში მყოფთან უნდა დარჩენილიყო,მაგრამ დიდი მაგრამ ეს ნათია ნორმალურია? სანამ არ შედგა , არ დაასინიაკა, არ ცემა და ბავშვის წართმევით არ დაემუქრა მანამდე სად იყო. საერთოდ ცოლად სანამ გაყვებოდა მანამდე რასაც აკეთებდა როგორ ვერ მიხვდა რა კატეგორიის კაცთან ჰქონდა საქმე. რით შეუყვარდა სიმპათიური ნაკვთებით და სექსუალური სხეულით? ახლა კიდე შეხვდა და ეხვერწება . რას თხოვს, რა ეგონა ვიტირებ და მოულბება გულიო? ასე მგონია კიდე ვერ ხვდება ეგ ქალი საკუთარ თავთან ჩადენილ დანაშაულს ტირის ,ტირის, ტირის გარბის და ვერც გარბის. ახლაც მგონია რო დაბრუნდება და თავს დააჯერებს მივალ და მერე ისევ გავექცევიო
მოკლედ ამ ისტორიაში ყველას სჭირდება ფსიქოლოგთან სიანსები
ვნახოთ რა იდეები გაქ და რას დაწერ შემდეგ თავებში მართლა მაინტერესებს რას გეგმავ

№8 სტუმარი ეკა

სანდრო ბოლომდე ეგეთი რჩება

?იმედია შეიცვლება

№9  offline მოდერი ნეაკო

ეკა
სანდრო ბოლომდე ეგეთი რჩება

?იმედია შეიცვლება

რაღაც შეიცვლება მაგრამ მტკივნეულად

sameone crazy girl
აი არ ვიცი როგორ გაჟღერდება ჩემი აზრი ,მაგრამ მაინც უნდა ვთქვა
კაი ეს სანდრო რომ მოძალადე, ლოთი, ცხოვრებაარეული, გაურკვეველი პათოლოგია გავიგეთ უდავოა და საერთოდ ის აზრიც არ მებადება რომ ნათია ამ მდგომარეობაში მყოფთან უნდა დარჩენილიყო,მაგრამ დიდი მაგრამ ეს ნათია ნორმალურია? სანამ არ შედგა , არ დაასინიაკა, არ ცემა და ბავშვის წართმევით არ დაემუქრა მანამდე სად იყო. საერთოდ ცოლად სანამ გაყვებოდა მანამდე რასაც აკეთებდა როგორ ვერ მიხვდა რა კატეგორიის კაცთან ჰქონდა საქმე. რით შეუყვარდა სიმპათიური ნაკვთებით და სექსუალური სხეულით? ახლა კიდე შეხვდა და ეხვერწება . რას თხოვს, რა ეგონა ვიტირებ და მოულბება გულიო? ასე მგონია კიდე ვერ ხვდება ეგ ქალი საკუთარ თავთან ჩადენილ დანაშაულს ტირის ,ტირის, ტირის გარბის და ვერც გარბის. ახლაც მგონია რო დაბრუნდება და თავს დააჯერებს მივალ და მერე ისევ გავექცევიო
მოკლედ ამ ისტორიაში ყველას სჭირდება ფსიქოლოგთან სიანსები
ვნახოთ რა იდეები გაქ და რას დაწერ შემდეგ თავებში მართლა მაინტერესებს რას გეგმავ

მათი სიყვარულის ისტორიასაც ავღწერ შემდეგ თავში და მგონი უფრო გასაგები გახდება თუ რა და რატომ მოხდა.
ნათიას რაც შეეხება ისედაც ჩანს რომ დაბნეული, დაკომპლექსებული და შეშინებულია და არ იცის როგორ მოიქცეს.

№10  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
ნეტა ისეთ საქართველოს მომასწრო, რომ აბა რა ეგონა რო მიყვებოდაო, ქალებისგან აღარ მოვისმენ. ეს მოგონილი ისტორიაა და წაკითხვის დროს მარტივი გასაგებია, რომ არ უნდა გაყოლოდა, მაგრამ ცხოვრებაში ასეთი ცალსახა არაა ხოლმე ყველაფერი. შეცდომას ყველა უშვებს და კიდევ კარგი, რომ ნანას და ნინისნაირებიც არსებობენ რეალობაში. მსხვერპლის დადანაშაულება და წარსულიდან მისი ცხვირისწამტვრევის ამოქექვა გამაღიზიანებელია. თან რა ქვეტექსტია - "მე ეს არ დამემართება"? ვინმეს თავი ქუდში გონია?
რიავიცი, მე მეცინება ხოლმე გვერდიდან...

ძალიან მტკივნეულ თემას შევეხე როგორ ჩანს და ამიტომაა რომ მკითხველი ყველა ფერში რაღაც არალოგიკურს ხედავს...
აწმყოდან იოლია წარსულის განსჯა...
იოლია სხვისი განსჯა და დადანაშაულება, შენი გადმოსახდიდან მაშინ, როცა მისი ცხოვრება არ გაგივლია და არ იცი ის რას გრძნობდა და განიცდიდა იმ მიმენტში ის ადამიანი.
ადამინები შეცდომებს ვუშვებთ, შეიძლება ორჯერ დავუშვათ ერთი და იგიᲕე შეცდომა, მაგრამ ისტორიაში იდეალურ გმირებს Ითხოვენ რატომღაც.
(ზოგი ქალი სამჯერ თხოვდება და მაინც არ უმართლებს რეალურ ცხო რებაში თან საკმაოდ წარმატებულები და ჩემმა ნათიამ ისეთი რა დააშავა ) :D :D

№11  offline მოდერი sameone crazy girl

საშინლად არ მიყვარს დისკუსიაში ჩართვაც კი ისეთ დიდ და მასშტაბურ, რთულ საკითხებში როგორიც ძალადობაა თანაც ცოლ-ქმრული და არა მხოლოდ, მაგრამ ასე გამოვიდა. ზედმეტად ემოციური დღეები მაქვს და თავის შეკავების რეფლექსიც გამეთიშა აშკარად.
საერთოდ ქალის სუსტ სქესად წარმოდგენა ემოციურად ლაბილურს მხდის . შეცდომას ყველა უშვებს, ზოგი საერთოდ ვერც ხვდება რომ შეცდა ან საერთოდ არ თვლის რომ შეცდომა დაუშვა ან ვერ ხვდება ვის მიმართ ჩაიდინა დანაშაული. ზოგჯერ არცააქვს მნიშვნელობა ამ შეცდომას, ზოგჯერ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და შეიძლება მთელი ცხოვრება თავდაყირა დააყენოს. მე რაც წავიკითხე იქედან გამომდინარე ვთვლი ,რომ აშკარა იყო სანდრო რა კაციც იყო ჯერ კიდევ ქორწილამდე. მომდევნო თავში სიყვარულის ამბავს ვრცლად თუ გადმოსცემ შესაძლოა აზრი შემეცვალოს ნუ სიყვარულს ვინ არ დაუბრმავებია ეგეც არაფერი. მაგრამ ხო ფაქტია სანამ ცემა არ დაუწყო რომ არაფერი უცდია რა ვიცი ჩემი აზრით მანამდეც უნდა დაეცვა თავი, მარტო გაქცევა და განქორწინება ხომ არაა. შვიდჯერ გათხოვდეს ამის შემდეგ თუ უნდა, შეიძლება შვიდჯერ შეგიყვარდეს, ასჯერ , ან უბრალოდ კარგად ვერ იგრძნო თავი ადამიანთან და განქორწინდე მაგრამ შვიდივეჯერ თუ გამოხატულად მოძალადეს მიჰყვები ცოლად ეგ ხო ნორმალური აღარაა. ერთი და იგივე შეცდომებსაც ვუშვებთ , კი ჭეშმარიტად ადამიანური მომენტია.
ისევ ბევრს ვლაპარაკობ საერთოდ კომენტარის წაშლის სურვილიც მაქვს მაგრამ ამ ერთხელ კიდევ გამოვხატავჩემს აზრს (როგორც სჩანს მთლად სწორად ვერ გადმოვცემ ემოციებს , სამწუხაროა)
ჩემთვის ბევრი "დამნაშავეა" ამ ისტორიაში და ბევრი მსხვერპლიც. მხოლოდ ნათია და მარიანა არა.
უკაცრავად თუ რაღაც ისე არ ვთქვი მგონია რომ მკითხველმა საკუთარი დამოკიდებულება და აზრი უნდა გაგიზიაროს და ეს არც ვინმეს შეურაცხყოფაა , არც დამცირება, არც აუგად მოხსენიება მითუმეტეს არა ავტორის. ზუსტად მოგონილი გმირის(რომელიც ვაღიაროთ ათასობითაა ჩვენს ირგვლივ) .
წარმატებებს გისურვებ <3

№12  offline მოდერი ნეაკო

აბსოლიტურად გასაგები შენი პოზიცია და გეთანხმები ამ შემთხვევაში, მაგრამ უბედურება ისაა რომ სანდროზე უარესებს მიჰყვებიან ცოლად იმიტომ რომ კარგად ვერ იაზრებენ ადამინები თუ რა შედეგებს მოუტანთ იმ ადამინთან ცხოვრება, შეყვარებული ადამიანები თვალს ხუჭავენ პატარ- პატარა შეცდომებზე, გამოხტომებზე, ეჭვიანობებზე, ცაში დაფრინავენ... ზოგადად ასეთ პრობლემებს იმიტომ ეჯახებიან ხოლმე რომ ადამიანები საკუთარ მანკიერ თვისებებს კარგად ნიღბავენ და ქორწინებაში ყველაფერი იცვლება მერე...რა ვიცი მე ასე მგონია...

მადლობა გამოხმაურებისთვის :)

№13  offline წევრი Marikagogolqdze

ფუუ ეს სანდრო რა გულისამრევი ადამიანია.იმედი მაქვს დაისჯება ისე რომ სული გაუმწარდეა.დაიტანჯოს და და რჩება მარტო.ლალოც ბოროტი და ცივი ქალია.მეზიღება ეგეთი დედები

№14 სტუმარი ელეე

ამ ისტორიის აზრი მითხარით...
სანდრო არ შეიცვლება მოძალადე ა და ისტორიას სადამდე გააგრძელებთ? არც ერთ თავში ნორმალური სიუჟეტი არაა, იქამდე სანამ არ მოკლავ სანდროს ან ნათიას არაფერი შეიცვლება და როგორც ჩანს ამას არ აპირებ. ყველა თავში ტირილის ჩხუბის და ძალადობის მეტი არაფერი არაა, საერთოდ რატომ მოგინდათ მსგავსი ისტორიის დაწერა?

№15  offline წევრი ნანა73

ელეე

სრულიად გეთანხმებით.
იგივე კითხვა მაქვს მეც, რა არის საინტერესო ამ ისტორიაში?
ყველას ტანჯვა-წამება-ტკივილი?
ასევე ფინალიც მტკივნეული დასარულით...

№16  offline მოდერი ნეაკო

Marikagogolqdze
ფუუ ეს სანდრო რა გულისამრევი ადამიანია.იმედი მაქვს დაისჯება ისე რომ სული გაუმწარდეა.დაიტანჯოს და და რჩება მარტო.ლალოც ბოროტი და ცივი ქალია.მეზიღება ეგეთი დედები

სანდრო დამსახურებულ სასჯელს მიიღებს, ლალიც

ნანა73
ელეე
ამ ისტორიის აზრი მითხარით...
სანდრო არ შეიცვლება მოძალადე ა და ისტორიას სადამდე გააგრძელებთ? არც ერთ თავში ნორმალური სიუჟეტი არაა, იქამდე სანამ არ მოკლავ სანდროს ან ნათიას არაფერი შეიცვლება და როგორც ჩანს ამას არ აპირებ. ყველა თავში ტირილის ჩხუბის და ძალადობის მეტი არაფერი არაა, საერთოდ რატომ მოგინდათ მსგავსი ისტორიის დაწერა?

სრულიად გეთანხმებით.
იგივე კითხვა მაქვს მეც, რა არის საინტერესო ამ ისტორიაში?
ყველას ტანჯვა-წამება-ტკივილი?
ასევე ფინალიც მტკივნეული დასარულით...

უბრალოდ მომინდა დაწერა, სულ ესაა, რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ არსებობს, მე სულ ასეთ ისტორიებს ვწერ.
ამ იტორიის აზრი და მიზანი ისაა რომ... არაფერი საერთოდ არაფერი////ბოლოს თქვენ გადაწყვიტეთ რა და რატომ.
დასასრულში არავინ არ კვდება ამას დავწერ მხოლოდ.

№17  offline მოდერი ნეაკო

dali -მე არ ვფიქრობ რომ ნათია ან ვინმე სხვა ამ ისტორიაში უდანაშაულო ან უცოდველია, უბრალოდ ნათია შეშინებული და დაბნეულია, უჭირს გადაწყვეტილებების მიღება რასაც უარეს შედეგამდე მიჰყავს

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent