შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმის საჩუქარი 2 თავი


6-02-2021, 13:06
ავტორი laelake
ნანახია 1 155

2 თავი
დარბაზში როგორც კი დავბრუნდი ზუზუ მომვარდა ეგრევე და ჩხუბი დამიწყო, გეგონება ხუთი წლით გავქრიო. ამას ხომ ვერაფერს გამოაპარებ.
_სად იყავი გოგო? საერთოდ ამ წვიმაში გარეთ რა გინდოდა? იცი რეები გამოტოვე?
_აუუ ანამარია არ დამიწყო რა ჩხუბი, რა გამოვტოვე?
_სულ სველი ხარ გოგო, გეგამ ყანწით დალია ღვინო, მერე მასწავლებელს ეხუტებოდა და ტიროდა მასწავლებელო არც კი იცით ისე მიყვარხართო და ბოლოს არწყია, მასწზე თან.
წინადადება დაამთავრა თუ არა მე და ანამარია ერთ ხმაში ავკისკისდით. გეგასგან ნამდვილად არ მოველოდი ესეთ საქციელს, სკოლაში ისეთი გულქვა იყო რომ რავიცი.
_არარსებობს სადაა გაფიცებ უნდა დავცინო, ისე არ დამეძინება დღეს.
_გაბრომ წაიყვანა სახლში, აუუ იცი მასწს რა სახე ქონდა? კინაღამ ხელი მოუქნია გეფიცები მე შემეშინდა.
სიცილისგან მუცელი ამტკივდა, ნამდვილად დამამახსოვრდებოდა ეს დღე. ცოტა სევდაც კი შემომაწვა, ვინ იცის კიდევ როდის ვნახავდი კლასელებს. თან დიდად შეკრული კლასიც არ ვყოფილვართ რაიმე რომ დაეგეგმათ, ალბათ ქუჩაში თუ გადავეყრებოდით ერთმანეთს შემთხვევით. ამ დღის შემდეგ დაიწყო სრული ჯოჯოხეთი, მთელი დღეები წიგნებს ვეჯექი, ხან ერთი გამოცდა მქონდა ხან მეორე, როგორც იქნა ყველა გამოცდა ჩავაბარე და აი დადგა დღე, როდესაც უნდა გავიგო რომელ უნივერსიტეტში მოვხვდი. იმედი მაქვს კავკასიის უნივერსიტეტში ჩავირიცხე. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის კარგ უნივერსიტეტში მოხვედრა. ყველა ჩემთან შევიკრიბეთ დეაკო, ზუზუ, გიორგი. კომპიუტერი ჩავრთეთ და ლოდინი დავიწყეთ, ღმერთო ისე ვნერვიულობთ მე და ზუზუ არც კი ვიცი რაიმე დაგვამშვიდებს თუ არა. ზუზუს მეორე კომპიუტერი მივეცით.
_აუუუ ზუზუუ, დაიდო შენი პასუხები?
_არა თებე არ დადებულა, როდის დაიდებაა რაარის ეს?
_ვაიმე ჩემი ალქაჯები, როგორ ნერვიულობთ რაარის. ცოტა მოდუნდით ზუსტად ვიცი კავკასიის უნივერსიტეტში მოხვდებით.
_აუუუ ნუ გვაიმედებ რა გიორგი, რომ ვერ მოვხვდეთ მერე უფრო გვეწყინება.
_დაიდოოო, თებე ნახე დაიდოო, ღმერთოოოო კავკასიაში ვააარ.
სკამზე ახტა ზუზუ და ყვირილი დაიწყო
_მეც კავკასიაში ვაააარ ზუზუუუ სამუდამოდ ერთაად.
_აი ალქაჯებო ხომ გითხარით.
მე და ზუზუ ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვხტუნავდით, ისე ძალიან გამიხარდაა, პატარაობიდან ჩემი ოცნება იყო კავკასიის უნივერსიტეტში მოხვედრა.
_მოკლედ გოგონებო ამ კარგ ამბავთან ერთად გეტყვით მეორე კარგ ამბავს. ბიჭები დასასვენებლად მივდივართ ორი კვირით, ნუ ყველა ბიჭი არ იქნება წყვილები მივდივართ რა, ხოდა წამოდით თქვენც სამი მარტოხელა ვიქნებით. მაგრამ მე უკან შეყვერებულით დავბრუნდები, ვიცი გაინტერესებთ თეკლას სიყვარული უნდა ავუხსნა.
_აუუუ კიი რა, ზუზუ წავიდეთ ხო? დავისვენოთ ცოტახნით. დაა თეკლამ თუ არ გითხრა მიყვარხარო? რას იზამ?
_ნახეთ ბავშვებო, გიო რამხელა გაიზარდა უკვე გოგოებს უხსნის სიყვარულს.
_მაკა დეიდა ჩემი ძმა თავიდანვე ეგეთი იყო, ბაღში ხუთი შეყვარებული ერთად ყავდა.
_ანამარია გისვრი ფანჯრიდან. რას ვაპირებ მოვიტაცებ.
_რაოოო? ზუზუ შენმა ძმამ სულ გააფრინა? ხუმრობ ხო გიორგი
_არა არ ვხუმრობ, მეტი რა დამრჩენია თან ვიცი ვუყვარვარ.
_მე ვერ ავიტან სხვათაშორის ფსიკოპატ მეგობარს.
_აბა ამდენი ხანი ანამარიასთან როგორ მეგობრობ? სხვათაშორის ანამარია დამპირდა დაგეხმარებიო.
ზუზუს გავხედე, უსტვენდა და ჭერში იყურებოდა.
_ზუზუ ამდენი ხანი ტყუილში ვიცხოვრე?
_არა ჩემო ფერია, ძმაა ხომ უნდა დავეხმარო.
ეს რა გიჟი მყავს, არადა უცხო ადამიანმა რომ შეხედოს იფიქრებს ასეთი წყნარი და მორცხვი გოგო ჯერ არ დაბადებულაო.თან გარეთ ისე ნაზად იქცევა, შესახედაობაც რაღაცნაირად ნაზი აქვს ქარმა რომ დაუბეროს წაიღებს.საბოლოოდ გადავწყვიტეთ წავსულიყავით თან გიორგი გვეკონტროლებინა რამე სისულელე, რომ არ გაეკეთებინა. ისეთი გიჟია დარწმუნებული ვარ თეკლა თუ არ ეტყვის მიყვარხარო ხელს დავლებს და მოიტაცებს. სამეგრელოში მივდიოდით, გიორგის მეგობრის სახლში. ხვალ დილის ექვსზე გავდიოდით, ამიტომ ბარგი დღეს ჩავალაგე. ყველაფერი ჩავდე რაც დამჭირდებოდა.
_დედიკო იქნებ ეგ ჰუდიც ჩადო? ხო იცი ცივა სამეგრელოში.
_დედაა კარგი რაა, იმდენი რამე ჩავდე ვინმეს ეგონება ერთი წლით მიდისო.
_კარგი ხო, რო რამე დამირეკე დედიკო ჩამოვალ და წამოგიყვან.
_წესით ამ სიტყვებს შენ არ უნდა მეუბნებოდე.
სიმწრით ჩამეღიმა, მაინც რთული იყო უმამოდ ყოფნა. დედას გარდა არც არავინ მჭირდება, უბრალოდ მეც მინდა ის სითბო ვიგრძნო რასაც მამები გასცემენ.
_თებე ნუ დაიწყებ გთხოვ!
_მოვრჩი, უნდა დავიძინო. ხვალ თუ არ გამეღვიძა მაღვიძარის ხმაზე გეხვეწები გამაღვიძე რა.
_კარგი დედიკო, ღამე მშვიდობისა.
_ღამე მშვიდობის.
საწოლზე წამოვწექი, თვალები არ დამიხუჭავს ჭერს მივაშტერდი. ბევრი ვიტრიალე მაგრამ ვერ დავიძინე, ასე მემართება თუ მეორე დღეს დიდ გზაზე მივდივარ. ოთხი საათი იქნებოდა რომ დამეძინა. დილით დედას ხმამ გამაღვიძა.
_დედიკო ჩქარა ადექი, გამეზადე უკვე.
_რომელი საათია?
_ექვსის ნახევარია, მოვა გიო მალე.
უცებ წამოვჯექი საწოლზე, ისე მიჭირს ახლა გამოფხიზლება. ნეტავ კიდევ მქონდეს დრო დასაძინებლად. ფართხა-ფურთხით წამოვდექი და აბაზანაში შევედი, ცივმა წყალმა გამომაფხიზლა.მოვწესრიგდი და უცბად ჩავიცვი, ტელეფონმა დარეკა თუ არა ჩემოდანი ავიღე დედას ვაკოცე და კიბეებზე დავეშვი. გიორგი მანქანაზე იყო მიყუდებული.
_გიოო გამარჯობაა
_გაგიმარჯოს ალქაჯო, რაარის რა ენერგიაზე ხარ? ანამარია მანქანაში ჩაჯდა თუ არა ხვრინვა დაიწყო.
_ოო რას იტყუები ახლა არ ხვრინავს ჩემი ზუზუ.
_ჰო აბაა, ჩაჯექი და რომ არ მოგასვენებს მაგის ხვრინცა ნახავ მერე.
ზუზუ კარგად გამოფხიზლებული იყო აშკარად ფანჯრიდან გამოყო ხელი და გიორგის თავში წამოარტყა.
_რას ატყუებ ჩემს დაქალს? ჯერ ერთი არ მეძინა თვალებს ვასვენებდი.
საბოლოოდ სიცილ-კისკისით ჩავჯექით მანქანაში და სამეგრელოს გზას დავადექით.როგორც ყოველთვის გიოს პატარა შოკოლადების სამოთხე ქონდა მოწყობილი მანქანაში. მალევე დამეძინა, ზუზუსაც ეძინა.
_თებეე, გაიღვიძე რაა გთხოოვ
ძილბურანში მომესმა გიოს ხმა.
_აუუ გიოო დამანებე რა თავი
_ჩამეძინება საჭეზე და გადაგჩეხავთ სადმე, ვაჩერებ ეხა მანქანას გამოფხიზლდი და შემეცვალე, ანამარიამ არ იცის ტარება ხო იცი
_აუუ რა ვირი ხარ, რამე ენერგეტიკული წამომიღე რა კარგად რო გამოვფხიზლდე
მანქანა გააჩერა და სწრაფად გადავიდა. არც კი იცით როგორ მეზარება ახლა მანქანის ტარება, საერთოდ სად ვართ ნეტა.ზუზუს გადავხედე, კიდევ ეძინა თან ისეთი საყვარელი იყო, ფოტო გადავუღე და ამ დროს გიორგიც ჩაჯდა მანქანაში.
_აბა დალიე და გავცვალოთ ადგილები, ოღონდ გთხოვ რა არ იზოზინო.
_მე მსვავ საჭესთან გიონი და მე გადავწყვეტ ვიხოხინო თუ არა.
_ოჰ დაიწყო, რა ტკბილი იყავი რა გჭირს? აჰ არა არ გინდა, არ მითხრა მივხვდი ისედაც. შენგან შედარებით ჩემი და უარესად არი ხოლმე.
_ოჰჰ შენ გოგოების საქმეებში როდიდან ერკვევი? შემთხვევით ხომ არ გიფიქრია ტრანსგედერობაზე? კაი ნაშა იქნებოდი.
_გაუბერა ამან, ენას ამოგაცლი ლაწირაკო. რამდენს ტლიკინებს უყურეთ რა
_გადმოეთრიე ახლა დამსვი მანდ, ზუზუ არ გამიღვიძო ჩუმად.
ადგილები გავცვალეთ, საჭესთან მოვთავსდი სავარძელი მაღლა ავწიე გზა უკეთესად, რომ დამენახა. ზუგდიდამდე ერთი საათი იყო დარჩენილი. ნორმალური სიჩქარით მივდიოდი, უცებ ქვა მოხვდა მანქანის მინას, დავატორმუზე თვალებიც დავხუჭე. ნამსხვრევები მხოლოდ თავზე მეყარა. გიოს და ანამარიას უცებ გაეღვიძათ, რა ხდებაო თვალებით მეკითხებოდნენ.
_თებეე კარგად ხარ?
ერთდროულად იკითხეს გიომ და ზუზუმ.
_კიი გიო კარგად ვარ, უბრალოდ არ ვიცი უცებ ქვა მოხვდა საქარე მინას, საიდან არ ვიცი მართლა, აუუ ბოდიში მე გამოვცვლი საქარე მინას მართლა.
_შენ ვერ ხარ გოგო? მთავარია კარგად ხარ, უფ შემეშინდა ანამარია შენც კარგად ხარ?
_კი გიო მე კარგად ვარ, თებე მართლა არაფერი გჭირს ხო?
_აარა ზუზუ, კარგად ვარ მართლა.
_მოდი თებე აქეთ გადმოჯექი, მე დავჯდები საჭესთან. რა იდიოტი ვარ როგორ დაგსვი საჭესთან რამე, რომ მოგსვლოდა?
_ო, კარგი რა კარგად ვარ
სამეგრელოში ჩავედით, სახლშიც დავბინავდით, დასასვენებლადაც დავწექით. მე და ზუზუ ერთად ვიყავით ოთახში.
_თებეე
_ხო ზუზუ
_იცი როგორ მაინტერესებს ჩვენი მომავალი? ნეტავ ხუთი წლის შემდეგ სად ვიქნებით ან საერთოდ ვისთან ერთად.
_ეგ მეც მაინტერესებს, იმედია ისევ მეგობრები ვიქნებით.
_რატო არ უნდა ვიყოთ ვითომ? ვერ მომიშორებ რა. დავიძინოთ თორე დაღლილი ვარ
_ოჰ, მომესმა ალბათ. შენ ხარ დაღლილი? მთელი გზა გეძინა ჩქიმ ჯიმა.(ჩემო ძმაო)
_ერთი საათია რაც ჩამოვედით და მეგრრული უკვე აითისე თებე?
_ნიჭიერი ვარ...
ისე ჩაგვეძინა ვერც კი მივხვდით.
ხმაურმა გამოგვაღვიძა, როგორც მივხვდი გიოს ძმაკაცები ჩამოვიდნენ შეყვარებულებითურთ. ანამარია გავაღვიძე და ქვემო ჩავედით. გიომ ყველა გაგვაცნო, თეკლაც. გახსოვთ ხომ? გიოს რჩეულია.
_ალქაჯებო გაიცანით, წლევანდელი წყვილები.
სიმპატიურმა, მაღალმა ქერათმიანმა ბიჭმა გადმოდგა ჩვენკენ ნაბიჯი, ლამაზ, მწვანეთვალება გოგოს წელზე ქონდა ხელი მოხვეული, ისიც გამოიყოლა და ერთად გაგვეცვნენ.
_მე ირაკლი ვარ, ეს ჩემი ნერვების მომსპობია სალომე.
ყველას გაგვეცინა, სალომესაც მაგრამ მაინც უჩქმიტა ირაკლის და ჩუმათ უთხრა.
_ნერვების მოსპობას გაჩვენებ მე შენ, დღეს იმასთან დაიძინე ვინც ნერვებს არ გისპობს საყვარელო.
_კარგი რა სალო, ხო იცი შენს გარეშე ვერ დავიძინებ.
_თორე ისე იძინებთ ხო? იმედია ამ სახლში სქელი კედლებია, მარიამი მეუბნება ქორწილამდე ხელი არ დამაკაროო, მეც გამიგე ძმაო მიჭირს, თქვენი რომ მესმის.
უცებ ჩაერთო შავთმიან გოგოსთან მდგომი ბიჭი, გოგოების გაწითლება და თავში ხელის წამორტყმაც მიიღო. ახლა ის წამოვიდა ჩვენკენ.
_მე მერაბი ვარ, მეკო დამიძახეთ. ეს კი ჩემი შავი ანგელოზია მარიამი. როგორც უკვე მიხვდით ჩვენ პატიოსნები ვართ.
ყველას გაეღიმა, საბოლოოდ თეკლა გაგვეცნო.
_მე თეკლა ვარ, შეყვარებული არ მყავს და არც ვაპირებ კიდევ დიდი ხანი.
ამის თქმისას გიოს გახედა. უკვე მივხვდი ყველას ხასიათს, იმაზე სასიამოვნო ადამიანები აღმოჩნდნენ ვიდრე წარმოვიდგენდი.
_მე თებე ვარ, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
_მე ზუზუ, დავიჯერო ჩემი ვირი ძმა ჩემზე საერთოდ არ ლაპარაკობს?
_კი როგორ არა, თებეზეც გაგვიგია ბევრი. მმმ... ალქაჯებიო დაა რამეს უნდა ველოდოთ თქვენგან?
კიდევ ერთხელ დავიწყეთ სიცილი. ასეთი მომენტებისვის ზუზუს დაძალებით და მუქარით, სიცი გვქონდა შერჩეული. თვალებს ვადიდებთ და ყელიდან საზარელ ხმებს ვუშვებთ. ზუსტად ასე დავიწყეთ სიცილი, რასაც ხუთი ადამიანის გაფართოებული თვალები მოჰყვა. გიორგიმ გაარკვია ხალხი.
_არ შეგეშინდეთ, სინამდვილეში ესეთები არ არიან. სიცილი აქვთ შერჩეული ესეთი სიტუაციებისთვის.
საბოლოოდ ყველა ტელევიზორის წინ ვიჯექით და საშინელებათა ფილმს ვუყურებდით. თითქოს იგრძნოო ზეცამ ჩემი სურვილი და გაწვიმდა კიდეც. ფანჯარას გავხედე, მოსაღამოებული იყო, როგორც ყოველთვის ახლაც მომინდა გარეთ გასვლა. წამოვდექი, ფრთხილად წავედი გასავლელისკენ. ყურებით იმდენად გართულები იყვნენ ჩემი გარეთ გასვლა ვერც შეამჩნიეს.მოსაცმელი მოვიცვი და ნელი ნაბიჯით გავედი წვიმაში. უნდა შეიგრძნო წვიმა. გამეღიმა, ალბათ ახლა გიჟს ვგავარ.ჩავილაპარაკე კიდეც
_მგონი გიჟი ვარ!
უცებ ძალიან ახლოდან გავიგე ხმა.
_ანუ წვიმა ასე ძალიან გიყვარს?
სასიამოვნო ბარიტონით დამისვა კითხვა, ლაპარაკისას მისი ცხელი სუნთქვა კისერზე მეფრქვეოდა. წვიმას მისი სურნელი სასიამოვნოდ შეერია.



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ეს რა იყო დასავლეთშიც ერთმანეთი აღმოაჩინეს ამათმა საინტერესოა????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent