შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომავალი ბედნიერება {10 თავი}


26-05-2018, 21:59
ავტორი Avrora-Gallagher
ნანახია 1 454

ალექსი მთლიანად სისხლში იყო დაფარული. ტყვია მუცელში მოხვდა რითაც საშინელი ტკივილის შედეგად გონება დაეკარგა.
გეგამ უეცრად დრო იხელთა, ალექსი მანქანამდე მიიყვანა და შიგნით ჩააჯინა. მალევე კი სხვებიც ჩასხდნენ მანქანაში და სავადმყოფოსკენ აიღეს გეზი.
როდესაც ალექსი მიიყვანეს, იმწამსვე საოპერაციოში შეიყვანას, გადაუდრბელი ოპერაცია ესაჭიროებოდა.
*
*
*
მთელი დღე ოთახიდან არ გავსულვარ. არავისთან საუბარი არ მინდოდა. მხოლოდ ალექსი,, ალექსთან მინდოდა ყოფნა. "ანამარია ჯობია მასზე აღარ იფიქრო, ის აღარ მოვა შენთან და მის გამო სულ ესეთ მდგომარეობაში ხო არ იქნები." ვუჩიჩინებ თავს და აივანზე გავდივარ. ირგვლივ მთელ ბუნებას გადავყურებ, სულ მიყვარდა აქ ყოფნა როდესაც ცუდ ხასიათზე ვიყავი, რადგან აქ გულს ვაყოლებდი და ფუჭი ფიქრებისგან თავს ვითავისუფლებდი. უეცრად კი ნენემ შემოგლიჯა ოთახის კარები და აივანზე გამოვიდა.
-ანამარია , ალექსი.. ამბობს ნენე და სიტყვების ერთმანეთზე დაწყობას ცდილობს.
-რა ალექსი ნენე?.
-ალექს ესროლეს. სიტყვა დაასრულა და ადგილს მივეყინე. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. დიდი ბურთი მომაწყვა ყელში და გაუაზრებლად დავიწყე ზლუქუნი.
-რა მოუვიდა?
-არაფერი ვიცი, ახლა სავადმყოფოშია.
-კარგი წავიდეთ, სწრაფად. ვეუბნები ნენეს და ჩქარი ნაბიჯებით ოთახიდან გავდივართ.
ლიზიმ მანქანა გამოიყვანა, ნენე და მე კი უკან დავჯექით. მთელი გზა ალექსზე ვფიქრობდი, "რომ რამე მოუვიდეს, უიმისოდ არ შემიძლია. მაგრამ მას ხომ ჩემთან ურთიერთობა არ უნდა." თუმცა ანამარია ამის დროა ახლა??. მთავარია ალექსი იყოს კარგად.
როგორც კი მივედი, სწრაფადვე ჩამოვედით მე და ნენე, ხოლო ლიზი კი მანქანაში დარჩა. პალატასთან ლუკა დავლანდეთ და მასთან მივედით.
-როგორაა ალექსი? მივვარდი იმწამსვე ლუკას.
-საოპერაციოში ყავთ შეყვანილი.
მე კი იქვე სკამზე ჩამოვჯექი და ტირილი დავიწყე. მიზეზი კი ალექსის ახლანდელი მდგომარეობა იყო. მეტირებოდა ალექსზე და მის ნათქვამ სიტყვებზე, რომელმაც გული ასე დამწყვიტა. ჩემთვის ჩუმად ვქვითინებდი. ისიც კარგად ვიცოდი, რომ ცხოვრებაში მის გარდა არავინ დამრჩენოდა, ახლა კი მასაც აღარ სურს ჩემთან ყოფნა.
აქ ტყუილი დროს დახარჯვაა. მისთვის მაინც არაფერს ვნიშნავ.
-ანამარია! გთხოვ ნუ ტირი!. მეუბნება ნენე და გვერდით მიჯდება.
-როგორ არ ვიტირო ალექსი ესეთ მდგომარეობაშიადა..
-მალე კარგად იქნება დაწყნარდი. მეუბნება და თმაზე ხელს მისვებს.
უეცრად კი ექიმი საოპერაციოდან გამოდის. ყველანი ფეხზე წამოვდექით და ექიმს მივვარდით.
-ალექსი როგორაა? რასშვება?. კითხა ლუკამ.
-კარგადა, მალე პალატაში გადმოვიყვანთ, სანამ არ გამოჯანმრთელდება მანამ აქ დარჩება.
დაამთავრა თუარა საუბარი, გულზე მომეშვა, თვალებში გამინათდა და უეცრად ტანში ერთიანად გამაჟრჟოლა. დიდხანს ჩემთვის მარტო ვიდექი, გაშეშებული, მალევე კი თავლებიდან ბედნიერების ცრემლები გადმომცვივდა, უეცრად შევიმშრალე და გვერდზე მდგომ ნენესთან მივედი.
-ნენე რაღაც უნდა გთხოვო.
-ხო ანამარია გისმენ.
-მე წავალ მანქანაში დაგელოდები, ალექსი გონს რომ მოვა, მე რომ აქ ვიყავი არ უთხრათ, გთხოვთ.
-რატომ? შენ არ ნახავ ალექს?.
-რომ გაიგებს აქ რომ ვიყავი, დიდად არც კი გაუხარდება.
-რა აზრიაქ, რაცარუნდა გითხრა მაინც არ დარჩები.
-ხო კარგი! მანქანაში დაგელოდები.
-კარგი!.
-მომწერე მერე. მივაძახე ნენეს და მანქანისაკენ წავედი.
მანქანაში კი მარტო ლიზი იჯდა და ტელეფონს ჩაჰყურებდა.
-ანამარია რაშვება ალექსი? როგორა?.
-კარგადაა, პალატაში გადმოიყვანეს. ვუპასუხე მოკლედ და სავარძელს თავი მივადე.
-ნენე სადაა?
-იქ დარჩა. ალექს ნახავს და მოვა.
-და შენ რატო წამოდი?.
-რაიმე აზრი ჰქონდა ჩემს იქ ყოფნას?!
-ჰმ! არანაირი. მიპასუხა და წინ მიბრუნდა.
ჩემთვის ჩუმად ტირილი დავიწყე. სულ ალექსი და ალექსი, უკვე ყელში ამოვიდა. "მე რომ რაიმე მომსვლოდა, დარწმუნებულივარ პანაშვიდზეც არ მოვიდოდა." ვფიქრობ ჩემთვის და ტელეფონს დავჰყურებ, რომელზეც ნენეს შეტყობინებაა მოსული.
"-გონს მოვიდა, მალე კი სანახავად შევალთ."
-ვახ! უკვე გონს მოსულა... სიანტერესო კი ის არის, ვინ დაჭრა! რა თქმა უნდა ალბად ვინმეს ეჩხუბა, მისგან ხო გასაკვირი არ არის.
-ოო ეგ მეც მაინტერესებს, და იქ არ თქვეს რა მოუვიდა?.
-არა, სიმართლე გითხრა არც მიკითხია. ის ვიცი მხოლოდ რომ, დედამის არ გაუგია. ვუპასუხე და უეცრად დავამატე.
-მე გარეთ გავალ ჰაერზე. მანქანიდან გამოვედი და გარეთ გავედი.
ქუჩაში გავისეირნე და აქეთ-იქით დავიწყე სიარული. ერთ ადგილზე ვერ ვრჩერდებოდი. ალექსის ნახვა მთელი გულით მინდოდა. " ანამარია, წადი ნახე და დაისვენე." შევსძახე ჩემს თავს და პალატისაკენ ავიღე გეზი. გული ლამისაა და ამომვარდნოდა, სახეზე კი არაამქვეყნიური ფერი მქონდა. პალატასთან არავინ იდგა. სახელურს ხელი მოვკიდე, ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ოთახის კარები გავაღე.
ყველანი პალატაში იყვნენ. მათ დანახვაზე კი ერთიანად ავწითლდი, აქ არცერთს არ მოველოდი. უეცრად კი ნენე ჩემსკენ მოტრიალდა და სიცილით მითხრა.
-ანამარია, შენ არ თქვი არ ვნახავო?. ამბობს და ბოლო ხმაზე იწყებს სიცილს.
-კარგი, ჯობია ჩვენ წავიდეთ. ამბობს გეგა და ყველანი ოთახიდან გადიან. მე კი უკვე პომიდორს ვგავდი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. უხერხულად ვიყავი. სხვა გზა არ იყო, ალექსთან მივედი და ვკითხე.
-როგორ ხარ?. დავასრულე სიტყვის თქმა თუ არა, უეცრად ხელში მწვდა და ლოყაზე მაკოცა, რაზეც ტანში ერთიანად დამაყარა ეკლებმა და უხერხულად შევიშმუშნე. შემდეგ კისერში მწვდა და სველი კოცნა დამიტოვა. ეს ვეღარ მოვითმინე, ჩემი ხელი გამოვგლიჯე და ბოლო ხმაზე ვუყვირე.
-რასაკეთებ?
-მომენატრე პატარავ.
-საერთოდ შენ თუ ხვდები რა გინდა?.
-კი, დაახლოებით.
- რა?
-შენთან ერთად ყოფნა.
-უკვე ყელში ამოდი. რატომ მიკეთებ ამას? ჩემს გრძნობებზე თამაში ძალიან მოგწონს? შენ არ მითხარი შენთან ურთიერთობა არ მინდაო?, და რა გინდა იცი საერთოდ?! ვყვირი ბოლო ხმაზე და ცრემლებს უმისამართოდ ვყრი. ჩემთვის ვქვითინებ, ალექსი კი გაჩუმებულა და წარბებ შეკრული მიყურებს.
-ანამარია, ცუდად ვარ, მერე დაგელაპარაკები, ახლა კი წადი.
-ჰმჰ! რას ველოდი, ჩვენი საუბარი ხომ ბოლოში "წადით" მთავრდება. ვუთხარი დამცინავად და ოთახის კარები მთელი სიმწარით გავიხურე.



№1  offline წევრი Avrora-Gallagher

ველი თქვენს შეფასებებს❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან მომწონს.მალე დადე

 


№3  offline წევრი Avrora-Gallagher

სტუმარი მარიამი
ძალიან მომწონს.მალე დადე

მადლობა მარიამ❤️❤️ცოტა შეიძლება დამაგვიანდეს რადგან ბოლო თავი იქნება ალბად მომდევნო❤️❤️

მარტო სახლში
ძალიან კარგია ველოდები ახალ თავს ♡

მადლობაა❤️❤️დასასრულსაც დავდებ მალეეე❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent