ჩამომყვები ჯოჯოხეთში? (2)
სანამ დავიწყებ რაღაც მაინტერესებს და თუ იცით იქნებ დამეხმაროთ ^^ ანუ კომენტარებს ვეღარ ვწერ და ამიტომ ვერ გპასუხობდით :( ვწერ თუ არა ,ზუსტად ამას მიწერს: თქვენ არ შეგიძლიათ მესიჯის გაგზავნა ჩვენს საიტზე, რადგან თქვენი IP მისმართი ან ელ-ფოსტა შემჩნეული იყო როგორც სპამერი. სასურველია შეცვალოთ IP მისამართი პროვაიდერთან, ამის შემდეგ შეძლებთ საიტზე რეგისტრაციას. ელ-ფოსტა შევცვალე ,ჩემი IP მისამართი როგორ უნდა შევცვალო ეგ არ ვიცი,ამგვარად არაფერი არ შეცვლილა ელ-ფოსტის შეცვლით და თუ რამე იცით ამის შესახებ იქნებ დამეხმაროთ ^^ ეს თავი კი საკმაოდ დიდი იქნება და სავარაუდოდ ცოტა დავაგვიანებ ხოლმე დადებას,მაგრამ დიდი თავები იქნება ,როცა დავდებ. ლუნა: ვგრძნობდი როგორ ითრევდა შიში ჩემს მთელ სხეულს ,იმის მიუხედავად რომ მთელი ძალით ვებრძოდი მას! ფეხებს ვეღარ ვაკონტროლებდი უკვე და კანკალით ვუახლოვდებოდი ოთახის ცენტრს,თან კი ვფიქრობდი ღირდა თუ არა ამად ეს ბიჭი. ამდენ ფიქრში მალევე მივუახლოვდი ოთახში მდგარ სილუეტს ,რომელიც ზურგით იდგა...წესით ესაა ჯეფრი ფრენკლენდი. მეც ადგილზე გავჩერდი და უბრალოდ მის განიერ ზურგს მივაშტერდი,რადგან არ ვიცოდი რა მეთქვა! -დაგაგვიანდა. უეცრად კი მან ამოიღო ხმა,რის შედეგადაც ცოტა შევხტი,თან კი მეტად მომაწვა შიში...ნუთუ მან მართლა იცოდა რომ მივიდოდი? -იცოდით რომ მოვიდოდი? ვიკითხე შეშინებულმა და თან ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე,მაგრამ უკან მდებარე კარი უკვე დაკეტილი ,რომ მომხვდა თვალში მივხვდი ამ დროისთვის გაქცევასაც აღარ ექნებოდა აზრი და მის პირისპირ უკვე მტკიცედ დავდექი,მალევე კი მისი მშვიდი ხმაც მომესმა. -რა თქმა უნდა ვიცოდი...ბოლოს და ბოლოს მე გაკონტროლებ ლუნა,ვიცი როდის რას გრძნობ და რას ფიქრობ,როდის მხედავ სიზმარში და როდის ფიქრობ ჩემზე. ახლაც კი ,ზუსტად ვიცი რომ გეშინია...შენი კანკალი აქაც კი კარგად მესმის და შენი აჩქარებული გულის ცემაც. ეს ყოველივე რომ თქვა ,თან ფეხზე წამოდგა,შემდეგ კი ჩემსკენ ნელი ნაბიჯით წამოვიდა,მანამ მე ადგილზე გაშეშებული და ფერ დაკარგული ვუსმენდი. -თუ მოვინდომებ ,მე გავაკონტროლებ შენს ფიქრებს,მოძრაობებს,გრძნობებს და მთლიანად შენც. სააბოლოდ ესღა თქვა და ჩრდილიდანაც ,რომელიც მის სახეს ფარავდა გამოვიდა! თვალებში მიყურებდა და თან იღიმოდა! მე კი აღარ ვიცოდი რა მექნა ან თუნდაც რა მეთქვა! ენა პირში ჩამივარდა,უბრალოდ შოკში ვიყავი. ის ზუსტად ისეთია როგორსაც ჩემს სიზმარში ვხედავდი! საშუალო სიმაღლის,გამხდარი,სახიფათო და იდუმალებით მოცული მზერა და დიდი წითელი ტუჩები,რომელითაც ცბიერად მიღიმოდა. ანუ ეს სიზმრები და ყველაფერი რეალობა იყო ?! განძრახ ვხედავდი მას? კი ,მაგრამ ეს როგორ?! ვინაა?! ვინ?! -ვინ ხარ და რა გინდა ჩემგან? გავბედე და განრისხებულმა ხმამაღლა ვკითხე,თან ისე რომ უკვე მტკიცედ ვუყურებდი თვალებში,იმის მიუხედავად რომ შიშისგან ჯერ კიდევ მიჭირდა ხმის კონტროლი. მაგრამ არც ვიცოდი სიმართლისთვის თუ ვიყავი მზად,რადგან ამ ყოველივეს არ ვიცი რა ახსნა ექნება. -მე ის ვარ ვის გამოც ცოცხალი ხარ,ის ვისაც სული მიყიდე. შენი ოცნებების ასრულების სანაცვლოდ. არ გახსოვს ლუნა ის ღამე? ის მშვენიერი ღამე,როდესაც ერთმანეთს შევხვდით...მე შენ გადაგარჩინე. ეს ყოველივე მითხრა და უეცრად ,ისე რომ არც მოველოდი ხელით კედელთან ამაყუდა,რაზეც უკვე პანიკაში ჩავარდი! -რა? როგორ?ვინ ჯანდაბა ხარ?! ხმის კანკალით ვთქვი და ხელი ვკარი ! ამ წამს გაქცევა მინდოდა ,მაგრამ თითქოს სხეულს ვერ ვაკონტროლებდი! ისე ჩანდა ,თითქოს და მართლა ის წყვეტდა ყოველ ჩემს მოძრაობას და ამრიგად მას თავს ვერ დავახწევ?! ის ღამე სიზმარი არ იყო?! როგორ,ეს როგორ!? -გამიშვი,მე შენგან არაფერი არ მსურს,გთხოვ აქედან გამიშვი! ჩემგან რა გინდა? ვკითხე ყვირილით და თავი ვეღარ შევიკავე ცრემლები წამსკდა! ასეთი შეშინებული არასდროს არ ვყოფილვარ! მგონია რომ სიკვდილზე უარესი მელის მისი სახით და სწორედ ამიტომ ვარ ასეთი შეშინებული. -იცი ვინც ვარ და უკვე გითხარი როგორც ვაკეთებ ამას. უკვე გაღიზიანებულმა მითხრა ეს ყოველივე და თან ხელით ისევ კედელს ამაკრო. -რა? ვერ ხვდებოდი და დაბნეული შევყურებდი თუ რას აპირებდა. -რას აპირებ? შიშით ვკითხე და თითქოს მთელ სხეულში დავკარგე ძალა ისე ,რომ მეგონა წუთი წუთზე ჩავიკეცებოდი. -ჩუ,უბრალოდ დამშვიდდი,ყველაფერი კარგად იქნება ლუნა...მთავარია შენ ჩემთან ხარ. მიცნობს? ვიცნობ? ასე რატომ ლაპარაკობს?! ვერც ვხვდები რა ხდება,რომ რაიმე მოვიმოქმედო! ეს ყველაფერი რეალობას იმდენად სცდება,რომ ჯერ კიდევ მგონია ეს სიზმარია. -არა,არა...შეჩერდი! ცრემლები ვეღარ შევიკავე და ამის წამოყვირებაღა შევძელი,თან ისე რომ როგორღაც რაც ძალა მქონდა ხელი ვკარი,მაგრამ ის არც კი შეტოკებულა და ადგილზე მყოფმა,უბრალოდ შეკრული შუბლით ამომხედა. -ნუ შემეწინააღმდეგები,თორემ გეტკინება. უკვე გაბრაზებულმა მითხრა ეს სიტყვები და ისევ ჩემსკენ წამოვიდა,რის შედეგადაც აღარ მიფიქრია მეტი და გაქცევა ვცადე,იმის მიუხედავად რომ ვიცოდი ასე ადვილად ვერ დავტოვებდი აქაურობას. მოსალოდნელადაც შუა გზაში რატომღაც ადგილზე გავიყინე,რადგან გულის არეში საშინელი ტკივილი ვიგრძენი და არამარტო გულის,თავის ტკივილიც და ყურებიც საშინლად მიწუოდა! როგორც ეს მაშინ,მისი პორტრეტის დანახვისას დამემართა! ეს ტკივილი გაუსაძლისი იყო,ამიტომ ვეღარ გავუძელი და იქვე ადგილზევე ჩავიკეცე. -რა ვერ გაიგე?ჩემი სურვილის წინაღმდეგ ვერ წახვალ. მაინც თუ გაბედავ ,გპირდები იმ წამსვე ინანებ. მისი ხმაც მომესმა და გაუგნებულმა ავხედე. თავზე მედგა და ღიმილით ზემოდან დამყურებდა,მე კი ჩემს ხელებს დავყურებდი ,რომელზეც სისხლი მეწვეთებოდა! სისხლი, რომელიც ასე უმიზეზოდ ცხვირიდან წამომივიდა. ეს ყოველივე მის გამო მემართება?! ეს ტკივილიც ,სისხლიც ყველაფერი მან გამოიწვია ჩემში?! -რა,ეს როგორ...როგორ_ ჩავიჩურჩულე მე და ცხვირზე მოვიკიდე ხელი,რათა სისხლი შემეჩერებინა,მაგრამ მან არც მაცადა და ჯერ კიდევ შოკში მყოფს მკლავზე მტაცა ხელი. -ადექი,დროს ტყუილად წელავ ლუნა. ფეხზე საკმაოდ უხეშად წამომაყენა და მის პირისპირ ,რომ აღმოვჩნდი ისევ,ისე რომ თან ამ თვალებს ვუყურებდი,მეტად დავსუსტდი. -საკმარისი ვითმინე,ახლა კი თავს ვეღარ შევიკავებ. დროა ჩვენი შეთანხმება სააბოლოდ შედგეს,ამისათვის კი მხოლოდ ერთი დეტალი დაგვრჩა შესასრულებელი. მე შენ დრო მოგეცი ლუნა,საკმარისი დრო,ახლა კი დრო დადგა შენი მოვალეობა მოიხადო ჩემს წინაშე. თქვა გაღიზიანებულმა და ჩემი საროჩკის საყელო უხეშად გადასწია,მე კი უკვე ვეღარაფერი ვერ მოვიმოქმედე,მხოლოდ გაყინული ადგილზე ვიდექი და ვგრძნობდი მისი სუნთქვა როგორ უახლოვდებოდა ჩემს კანს,მალე კი მისი შეხებაც ვიგრძენი,რომელსაც შემდეგ საშინელი და აუტანელი ტკივილი მოჰყვა ,რადგან მან მე კბილები ჩამასო კანში! კბილები ჩამასო გესმით!? რა არსებაა?! რა არის?! ნელ-ნელა ისე დაიწყო სისხლის გამოწოვა ჩემი ყელიდან,ვითომც და არაფერი! მე კი ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა და რა იყო,მაგრამ ამ პროცესის თითოეული წამი რომ აუტანელი ხდებოდა ,ამას ვაცნობიერებდი! თითოეულ წვეთი სისხლის დაკარგვისას თავს ისე ვგრძნობდი ,თითქოს სულს მწოვდნენ ! -გაჩერდი... ძლივს ამოვიბუტბუტე დასუსტებულმა ,რადგან ვგრძნობდი,რომ მალე გონებას დავკარგავდი ამდენი სისხლის დაკაგვისგან . საბედნიეროდ კი როგორც იქნა ამას თვითონაც მიხვდა და ჩემს კისერს მოშორდა. -მაპატიე პატარა,ცოტა შევტოპე...შეგეშინდა? ცბიერი ჩაცინებით მითხრა და შემდეგ ნაზად მომისვა ლოყაზე ხელი,მანამ მე ჯერ კიდევ ტკივილისგან ვკვნესდი. იმდენად სუსტად ვიყავი,რომ ხმის ამოღებაც არ შემეძლო,მაგრამ მაინც გავბედე და კარებისკენ წავედი...ნუთუ მართლა მეგონა რომ წავიდოდი,მაგრამ ამ წამს ისეთი ძლიერ მინდოდა აქედან წასვლა,რომ ვერც კი ვაზროვნებდი. ერთადერთი რაც მინდოდა მისგან გაქცევა იყო,თანაც ყველაფრის ფასად,მაგრამ კართან მისულმა რა თქმა უნდა კარი ვერ გავაღე და უბრალოდ დარჩენილი ძალით მივარტყი მუშტი. -ვინმე... ძლივს ამოვულუღლუღე სიმწრით და კიდევ ერთხელ დავარტი ხელი. -დამეხმარეთ! დავასრულე წინადადება სუსტად და კარს როგორი ძლიერადაც შემეძლო სააბოლოდ დავარტყი,შემდეგ კი უკან ნაბიჯების ხმა როგორც კი გავიგე მეტად ავუჩქარე კარზე მიწოლას მუშტებით,იმის მიუხედავად,რომ უკვე ხელებიც მტკიოდა! მაგრამ რა უნდა მექნა? ის ჩემსკენ მოდის და უკვე მიახლოვდება,რის შედეგადაც ვიცი ამჯერად ვეღარ გავუძლებ იგივე ტკივილს. -რას აკეთებ შენი აზრით? კარს მოშორდი,აქედან ვერ გახვალ ლუნა...შენს დასახმარებლად არავინ არ მოვა. მშვიდად მითხრა ეს ყოველივე და ხელით თავისკენ მიმატრიალა,მე კი უკვე სასოწარკვეთილი თხოვნითღა შემოვიფარგლე. -გამიშვი,გთხოვ გამიშვი! გაფითრებულმა ავხედე,თან ისე უენერგიოდ ვიყავი,რომ რამის მის მკლავებს ვეყრდნობოდი სხეულით,რათა არ წავქცეულიყავი. -მნიშვნელობა არ აქვს გაგიშვებ თუ არა ,მაინც ყოველთვის როდესაც ჩემგან შორს იქნები შენი გონება მოგკლავს თვითონ ,რა ვერ გაიგე ლუნა? მაცდურად გამიღიმა და შემდეგ კი მთელი ძალით მიმიხუტა. -რა? მომკლავს? მის მკერდზე მედო თავი და თან შიგადაში ვქვითინებდი...იმასაც ვერ ვახერხებ რომ მის სხეულს მოვშორდე. თავს კი უცნაურად ვგრძნობ, რაღაც ვერაა რიგზე ,თითქოს ყველაფერი ტრიალებს! ესღა ვიგრძენი და მის მკერდს რომ მოვშორდი,არემარეს მოვავლე თვალი...ეს აშკარად სულ სხვა ადგილი იყო. მაგრამ აქ როგორ მოვხვდი?! გაშეშებული დიდხანს ვიდექი ერთ ადგილას და ბიჭს მივჩერებოდი თუ რას მოიმოქმედებდა ამჯერად! ის კი უბრალოდ მომღიმარი მიყურებდა თვალის დაუხამხამებლად...ასე დიდხანს ვიყავით,მანამ ხმა მე არ ამოვიღე. -აქ რა მინდა? ხმის კანკალით ვიკითხე ,მან კი უბრალოდ უხმოდ გამომიწოდა ხელი,რომელშიც წითელი ხელსახოცი ეჭირა. მეც უხმოდ გამოვართვი და ნაკბენ ჭრილობაზე სიმწრით დავიდე. -ძაალიან სუსტად ხარ,ამიტომ ცოტახანში საჭმელს მოგიტანენ და შეჭამე,დაგეხმარება რომ ენერგია აღიდგინო. ვითომც და არაფერი მშვიდად მითხრა ეს ყოველივე,მეც დადუმებული იქვე საწოლზე ჩამოვჯექი და საკუთარ კალთას მივაშტერდი. -ამიერიდან აქ იქნები. გირჩევ არაფერი ზედმდმეტი არ სცადო. მანამ ეს არ მიამატა და არ გამოვფხიზლდი! რატომ უნდა დავრჩე აქ ,მასთან! ის მკლელია,მანიაკი,მონსტრი! -აქ არ გავჩერდები,რა უფლებით მტოვებ ჩემი ნების წინააღმდეგ?! ხმამაღლა მივმართე ამ სიტყვებით,იმის მიუხედავად,რომ ჯერ კიდევ მეშინოდა მისი შემდეგი მოქმედების. ის კი სწრაფად გამოემართა ჩემსკენ და განრისხებულმა უხეშად მიმწია თავისკენ. -გირჩევ ენას კბილი დააჭირო ძვირფასო...შენ აქ დარჩები გინდა თუ არა ეს. აბა გაბედე და გაიქეცი! ყველგან გიპოვი,აუცილებლად გიპოვი,ეს ზუსტად იცოდე. საკმაოდ სახიფათოდ მითხრა ეს ყოველივე და შემდეგ ერთი მოძრაობით ისევ საწოლზე დამსვა. -რა გინდა ჩემგან?რატომ მე? აქ რატომ უნდა ვიყო! ვიკითხე უკვე აცრემლილი თვალებით ,თანაც საკმაოდ ხმამაღლა. მართლა მაინტერესებდა რაში ვჭირდებოდი ან რატომ უნდა ვყოფილიყავი აქ მე და არა ვინმე სხვა. -აი ეს კი საიდუმლოა. ღიმილით მიპასუხა ჩემს კითხვებზე და ხელით გამაჩუმა,შემდეგ კი ამავე ღიმილით წავიდა კარისკენ. -ახლა უნდა წავიდე ,იმის მიუხედავად რომ ეს არ მინდა,მაგრამ ნუ ღელავ ,ერთად კიდევ ძაალიან დიდ დროს გავატარებთ. კარგად მოიქეცი,რადგან იცოდე მე ყველაფერს ვხედავ. თქვა სააბოლოდ კარიდან გასვლამდე,შემდეგ კი უკან მოუხედავად დატოვა ოთახი. მე კი დავრჩი ამ უცხო ოთახში სულ მარტო,ჯერ კიდევ მომხდარით ტრავმირებული და შეშინებული. ყოველთის მეგონა რომ მითი ვამპირებზე უბრალოდ გამოგონილი ლეგენდა იყო,მაგრამ დღეს ჩემს თვალწინ დიდ საიდუმლოს აეხადა ფარდა ,რადგან მე ვამპირი ვნახე...ვამპირი ,რომელმაც მიკბინა და სისხლი რამის სიკვდილამდე ამომწოვა! ვერ ვიჯერებდი კიდევ რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა...ის სიზმარი, რომელიც ვნახე როგორც ჩანს სიზმარი არ იყო და მე მას მართლა სული მივყიდე! ვუთხარი რომ ჯოჯოხეთშიც კი ჩავყვებოდი! არ ვიცი ეს როგორ ან რატომ ,მაგრამ ცხადია მას მე ვუნდივარ,ახლა კი მგონი რაც არ უნდა მოვიმოქმედო მას თავს ვერ დავახწევ. ამის შემდეგ რა იქნება არ ვიცი ,არც ის არ ვიცი აქ სადამდე ვიქნები ან როგორ გავძლებ,მაგრამ ალბათ მთელი დროის მანძილზე ისე ვეყოლები როგორც მისი საკვები! ვნანობ...ძლიერ ვნანობ რომ აქ წამოვედი,ნეტავი დროის უკან დაბრუნება შემეძლოს. ამას როგორ გავუძლებ ? როგორ მივცე უფლება ,რომ ასე უბრალოდ დამეპატრონოს? ძაალიან ცდება თუ ჰგონია, რომ მისი ეშვები ან ძალაუფლება შემაშინებს ან თუნდაც სიკვდილი ...აქედან უნდა წავიდე,თანაც რაც შეიძლება სწრაფად! რაიმეს მოვიფიქრებ და ვცდი მაინც ,იქამდე მანამ სააბოლოდ დავნებდები. ესღა გავიფიქრე და ფეხზე წამოვდექი ,შემდეგ კი საძინებლის უდიდეს გასასვლელ კარს მივვარდი ! კარი არ გაიღო რა თქმა უნდა და ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტი ვიყავი,რომ ფანჯრიდან გადაძრომა მეცადა, ამდენი სისხლის დაკარგვის შემდეგ ჩავარდნის შემთხვევაში,ნამდვილად ვეღარ გადავრჩები . ამიტომ კარზე ხელების ბრაგუნი დავიწყე,იქნებ ვინმეს ნორმალური იყოს აქ და კარი გამიღოს! რადგან დღეს იმ ბიჭმა ის ვიღაც შეაჩერა,იქნებ ახლაც დამეხმაროს! იქნებ ცუდი არაა და გამათავისუფლოს! -ვინმეს გესმით ჩემი? ხართ მანდ ვინმე ? გთხოვთ ,კარი გამიღეთ! გაუჩერებლად ვყვიროდი ,მაგრამ არავინ სულიერი არ მოდიოდა ჩემთან,არამც თუ ჩემს გადასარჩენად! თითქოს და არავის არ ესმისო ჩემი ხმა. მგონი უკვე დანებებას ვაპირებდი,უეცრად ფეხის ნაბიჯები რომ მომესმა გარედან! ამაზე ცოტა შევშინდი ,ვიფიქრე ჯეფრი ხო არ დაბრუნდათქო და სასწრაფოდ კარს მოვშორდი და საწოლზე დავჯექი ! შემდეგ საკეტის ხმაც მისწვდა ჩემს სმენას და კარი ვიღაც მაღალმა ახალგაზრდა ბიჭმა შემოაღო! კარის გაღების თანავე მზერა ჩემზე გააჩერა და შუბლი შეკრა. -შენ ვინ ხარ!? ცივად მკითხა და თან თვალებით ამათვალიერა . -გთხოვთ აქედან გამიშვით! ბიჭთან სასოწარკვეთილი ამ სიტყვებით მივედი და ამღვრეული თვალებით შევევედრე! ბიჭი კი ცოტახანს უცნაურად მაკვირდებოდა უცბად კი მოიწია და ყელზე ხელი მომისვა. -ნაკბენი გაქვს,ანუ ჯეფრის სჭირდები. დაჯექი და ხმა ჩაიგდე ნუ ყვირიხარ,აქ ხალხი ცხოვრობს და თუ შეაწუხებ მათ, ყველა ჩემსავით კეთილი არა რომ დაგინდონ. ალექსმა ან თენისონმა რომ გაიგონ აქ მარტო ხარ მოგკლავენ ,გესმის სულელო? ხმა აღარ ამოიღო. მკაცრად მითხრა ეს ყოველივე და ზურგი მაქცია ,წასვლას აპირებდა ,მე კი ასე უბრალოდ ვერ ჩავიქნევდი ხელს,ამიტომ ისევ გავაჩერე! -და რა უნდა მად ჩემგან? რას ქვია ვჭირდები,აქედან გამიშვით. ეს ვთქვი თუ არა ,თან ბიჭს მივუახლოვდი,ის კი აშკარად გაბრაზდა და თვალებ გაწითლებული მომვარდა! -შეწყვიტე ზედმეტი კითხვების დასმა! ამაზე მე შეშინებულმა პირი მოვხურე და უბრალოდ უკან დავიხიე . ისიც მისნაირია...ისიც ვაპირია და მგონი აქაურობა მისნაირებითაა სავსე! მისი სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ,ჯეფრიზე მეტ საფრთხეს ჩემთვის სხვა დანარჩენები წარმოადგენენ. აღარ ამომიღია ხმა და გავჩუმდი,მან კი კარი გაიჯახუნა და გავიდა . რა უნდა მექნა ? ალბათ ყვირილს და შებრძოლებას აზრი არ აქვს...ახლა არა,მაგრამ როგორც კი ამის შესაძლებლობა მომეცემა,აუცილებლად გამოვიყენებ. რამოდენიმე საათის შემდეგ: არ ვიცოდი რომელი საათი იყო ,მაგრამ სავარაუდოდ უკვე შებინდებული იქნებოდა. ცაა მოღრუბლული იყო და მთვარე არსად ჩანდა ღრუბლებში დამალული ,ოთახში ვიჯექი ერთ ადგილას და ვფიქრობდი რა მექნა? ყველაფერი რაც დღეს მოხდა ,ძაალიან შოკის მომგვრელი იყო ჩემთვის და ჯერ კიდევ ტრავმირებული ყველაფრის გადახარშვას ვცდილობდი და გამოსავალზე აღარც კი მეფიქრებოდა! ოთახში გამეფებული სიჩუმე კი მეტად ქმნიდა ჩემში დაძაბულობას. -ლუნა! ამ სიჩუმეში უეცრად ვიღაცის დაძახილი გავიგე ,რაზეც არემარეს მოვავლე თვალი ,მაგრამ ვერავინ ვერ შევნიშნე...მომეჩვენა? შეუძლებელია! -ლუნა ,აქეთ! ისევ გავიგე ხმა და რომ მივხვდი საიდან მოდიოდა ეს ხმა ფეხზე წამოვდექი! შემდეგ კი ფანჯრიდან რომ გადავიხედე ,ჩემს წინ ესმა დამხვდა ! ის ჰაერში იყო! როგორ და საიდან მოვიდა აზრზე არ ვიყავი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა ამ წამს,მთავარია აქაა! -ესმა,აქ როგორ მოხვდი? შენ ჰაერში ხარ... სიხარულით მივუახლოვდი და ჰაერში რომ დავინახე წინადადება დაბნეულმა დავასრულე და ცოტათი შევშინდი კიდეც...მეგონა რომ ისიც მათნაირი იყო და ცოტა უნდობლობის გრძნობა გამიჩნდა,ეს კი ესმამ აშკარად შენიშნა. -ლუნა,არ შეგეშინდეს ! ყველაფერს აგიხსნი მოგვიანებით, ახლა კი უბრალოდ ხელები ჩამკიდე და მომენდე, აქედან გასვლაში დაგეხმარები! ესმამ ესღა მითხრა და ხელები გამომიწოდა,მეც გაკვირვებულმა შევხედე და ცოტახანს დავფიქრდი. თვალებში ვუყურებდი პირდაპირ და მასში მხოლოდ გულრწფელი და სუფთა ემოციები ჩანდა,რაზეც მივხვდი რომ მისი ნდომა ღირდა და ხელები ჩავკიდე ! ეს იყო და ეს უეცრად ,რომ ნელ-ნელა იატაკს მოწყდი და ჰაერში აღმოვჩნდი მასთან ერთად! ცოტა შემეშინდა თავიდან ,მაგრამ დიდად აღარ გამკვირვებია,იმის შემდეგ რაც ცოტახნის უკან ვნახე. ესმამ გარეთ გამიყვანა და სასახლედან საკმაოდ შორს წამომიყვანა. ხო,ასე უბრალოდ ჰაერში ვიყავით და მივფრინავდით და ამის მეც კი არ მჯეროდა ბოლომდე და ჯერ კიდევ სიზმარი მეგონა დღევანდელი დღე. ყველაფერს გაოცებული დავყურებდი ზემოდან,მანამ უცბად მზერა ესმაზე არ შევაჩერე. -ესმა ამას როგორ აკეთებ? მართლა ძაალიან მაინტერესებს ვინ იყო! ვიცოდი რომ იმ დღეს მომხდარი დამთხვევა არ იყო...მან ჩემი ტკივილი აშკარად წაიღო. -ვიცი რთული დასაჯერებელია და შეიძლება გიჟადაც ჩამთვალო,მაგრამ მე ჯადოქარი ვარ ლუნა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ,სულ არ ჩამითვლია ის გიჟად ,რადგან თუ ვამპირები ვიხილე დღეს,რა გამორიცხულია რომ ჯადოქრებიც არსებობდნენ? ჯადოქრები და ვამპირები კი დღეს აღმოვაჩინე რომ თურმე არსებობენ ! რა ხდება ჩვენს თავს? ვერ წარმოვიდგენდი რომ ლეგენდები სიმართლე იყო! ვერ წარმოვიდგენდი რომ ეს სამყარო ამხელა საიდუმლოებებს ინახავდა ჩვენგან. ცოტახანში მიწაზე რომ დავჯექით ესმამ მზერა მომაპყრო და იმ კითხვაზე გამცა პასუხი,რომელიც ცოტახნის უკან დავუსვი თუ ამას როგორ აკეთებდა. -ლუნა ,პირველივე წამს როდესაც შეგხვდი ამის თქმა მინდოდა,მაგრამ ვერ გავბედე. ეს სასწავლებელი არაა ჩვეულებრივი და რახამ აქ მიგიღეს ,ეს იმას ნიშნავს რომ არც შენ ხარ ჩვეულებრვი...ეს კი შენც იცი და გრძნობ. მე როდესაც პირველად დაგინახე თუ როგორ ყვიროდი და ტიროდი ,შენ გარშემო რაღაც აღუწერელი ენერგია შევნიშნე. ის შენს თავზე დაგტრიალებდა და არც ისეთი უსაფრთხო ჩანდა,არამედ ბნელი და ბოროტი ენერგია,რომელიც თითქოს შენ გეკუთნოდა და თითქოს სხვასაც . ეს ყველაფერი რომ მითხრა ესმამ დავიბენი,რადგან დღემდე მეგონა,რომ ის უცნაური სიზმრები ჩემი შეშლილი გონების ნაწილი იყო,რომელიც ტრავმამ გამოიწვია,მაგრამ მისი სიტყვების შემდეგ მართლა ვფიქრობ თუ რა არის ჩემში რეალურად. -ესმა აქ რა ხდება ? ამ სასწავლებელში რა ტიპის ადამიანებს იღებენ? თითქოს და მშვიდად ვიკითხე,რადგან უკვე ცხადი იყო რა შეიძლებოდა ყოფილიყო პასუხი. -აქ არანორმალური შესაძლებლობის ბავშვებს იღებენ მხოლოდ,ანუ მისტიური შესაძლებლობები ვისაც აქვს,როგორიცაა:ჯადოქრები,ფერიები,ქალთევზები,დემონები,სუპერ ძალების მქონე პირები ,მაქციები და ვამპირები... დაასრულა და პირ ღია დამრჩა! უბრალოდ ჯადოქრებს და ვამპირებს მეგონა იტყოდა,მაგრამ ჩემს მოლოდინებს ისევ გაადაჭარბა გაგებულმა. მაგრამ ყველაზე მეტად იმას ვერ ვხვდებოდი თუ მათ შორის მე აქ რა მინდა მინდოდა...ვინ ვარ? -მე რა შუაში ვარ?აქ რატო მიმიღეს? არამგონია რაიმე არარეალურს ან ზებუნებრივ ძალას ვფლობდე. ის ძალა კი შეიძლება ჯეფრის იყო,რადგან როგორც გავიგე მას მე სული მივყიდე. გაგებულით ჯერ კიდევ შეძრწუნებულმა ესღა ვთქვი და თან დაბნეული მზერა ესმასკენ მივმართე. -არამგონია ლუნა. რადგან შენთვის ამის თქმაც არ მინდოდა ,მაგრამ შენი ტკივილი რომ წავიღე და ხელით შეგეხე,საშინელება დავინახე...ეს ბნელი ძალა მისგან არ მოდის,ის შენ გეკუთნის. შოკში ვიყავი რასაც ვისმენდი,ნუთუ მართლა რამე ძალას ვფლობ?! -რა დაინახე ესმა? შეშინებულმა ვიკითხე,მაგრამ სანამ ესმა ამ კითხვაზე მიპასუხებდა ,დაცვის ხმამ შეაჩერა,რომელიც ჩვენი სასწავლებლის ეზოში იდგა. -მანდ ვინ ხართ!? თქვენ ორნი აქ რას აკეთებთ? ფანარს პირდაპირ სახეში გვანათებდა და თან ეჭვის თვალით გვიყურებდა შორიდან. -მოსწავლები ვართ სერ. მალევე უპასუხა ესმამ,რაზეც დაცვა უკვე ჩვენსკენ დაიძრა. -მერე აქ რა გინდათ ამ დროს? დროზე ოთახებში დაბრუნდით! მკაცრად ხმამაღლა გვიბრძანა და ორივე ჩვენგანი ჩვენს ოთახებში გაგვაგზავნა,რის შედეგადაც ესმასთან საუბარი ვეღარ დავასრულე და დასმული კითხვაც უპასუხოდ დამრჩა. ოთახში რომ შევედი უკვე ჩემს მეზობელს ეძინა,ამიტომ მასთან ჩხუბი ხვალისთვის გადავდე. ვიცი რომ ეს ყოველივე მე მოვინდომე,მაგრამ მან აშკარად იცოდა სადაც მგზავნიდა და არაფერი არ მითხრა! პირიქით პირდაპირ უყოყმანოდ მომცა მისამართი,რადგან ზუსტად იცოდა იქ რა ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. ყველაფრის მიუხედავად მიხარია,რომ მას გამოვექეცი,მაგრამ სადამდე? აი ეს კითხვა კი მოსვენებას არ მაძლევს! მინდა რომ ჩემებს დავუკავშირდე,რათა აქედან სასწრაფოდ წამიყვანონ ,თორემ ზუსტად ვიცი ის ისევ მოვა ჩემთან. თვალები შიშით მოვხუჭე ,იმის შიშით რომ ღამით სიზმრებში ან თუნდაც ისე ,ჯეფრი მომაკითხავდა...ძალიან მეშინოდა,მას თავი როგორ დავახწიო? ჯეფრი : სახლში როგორც კი დავბრუნდი და მისი სურნელი ,რომ ვეღარ ვიგრძენი,უკვე მივხვდი რომ რაღაც ვერ იყო,ამიტომ პირდაპირ ჩემი ოთახისკენ დავიძარი და როგორც ვვარაუდობდი ის ოთახში აღარ დამხვდა. გაბრაზებული თვალებს ვაცეცებდი და ვფიქრობდი ეს როგორ გაკეთა და როგორ გამექცა ! ვინ დაეხმარა მას? განრისხებული პირდაპირ პირველი სართულისკენ გავიქეცი და ჩემს ბედზე ყველა მისაღებში დამხვდა. -ვინ იყო ჩემს ოთახში და სადაა გოგონა,რომელიც იქ დავტოვე?! პირდაპირ ყვირილით მივუახლოვდი,ამით კი ყველას ყურადღება მივიპყარი ! გაშტერებულები მიყურებდნენ ,მანამ აბნერმა არ ამოიღო ხმა. -ოთახში იყო ცოტახნის უკან. -იქ აღარაა! -კარგი დაწყნარდი ,მაგას რა უნდა მერე ?ვიპოვით და დავაბრუნებთ. ამჯერად თენისონმა დამამშვიდა და წყნარად მითხრა ეს ყოველივე და მეც ცოტა გულზე მომეშვა. -როგორც ვიცი ჩვენს სასწავლებელში სწავლობს ეგ გოგოც. -ძაალიან კარგი,მაშინ ხვალ ყველას სასწავლებელში მოგვიწევს წასვლას,ის სასწრაფოდ უკან უნდა დავაბრუნოთ. -კარგი,წავიდეთ,მაგრამ რათ გინდა ასე ძალიან ის გოგო? ამაზე არასდროს არ გვპასუხობ. დაბნეულმა მკითხა ალექსიმ და შედეგად ყველა მე მომაშტერდა პასუხის მოლოდინში. -ამის შესახებ ვერაფერს ვერ გეტყვით,ეს ჩვენი ოჯახის დიდი საიდუმლოა. ის გოგო კი მე მეკუთნის. მშვიდად ვუპასუხე კითხვაზე და ზედმეტი პრეტენზიების მოსმენის გარეშე ისევ ჩემი ოთახისკენ წავედი . ლუნა არ უნდა გაქცეულიყავი...ნუთუ ასეთი რთულია იმის გაგება,რომ ჩემს გარეშეე მოკვდები. ლუნ: დილით უკვე საშინელ ხასიათზე გამეღვიძა,რადგან მზე პირდაპირ თვალებში მანათებდა! როგორც ჩანს ვიღაცას ფარდა გადაუწევია, გავიფიქრე და ნელ-ნელა ფეხზე წამოვდექი და არემარეს თვალი მოვავლე. ჩემი მეზობელი ოთახში არ იყო,რაც იმას ნიშნავს ,რომ მასთან საუბარს დღეს ვერც შევძლებ. მაგრამ არაუშავრს,სჯობს ჩემს საქმეს მივხედო და როგორღაც დეიდას მოსვლისას ,დაველაპარაკო და დავითანხმო ,რომ აქედან წამიყვანოს...აქ უსაფრთხოდ არ ვარ. დეიდა ალბათ შუა დღისკენ მოვა,რაც იმას ნიშნავს,რომ ჯერ ადრეა და დრო მაქვს ცოტახანს კიდევ გამოვიძინო. ნელა და მშვიდად ფეხზე წამოვდექი და ფარდა გადავწიე ,შემდეგ კი ისევ დავწექი ,ვაპირებდი ძილი გამეგრძელებინა,ახლა უეცარმა კაკუნმა ადგილზე რომ შემახტუნა! მეც ისევ ფეხზე ავდექი და კარი მობეზრებული სახით გავაღე, იქ კი კაცი დამხვდა, მას დიდი ორი ჩემოდანი ეჭირა ხელში. -დილა მშვიდობის (გვარი) ლუნა ეს თქვენმა დეიდამ მოიტანა და მთხოვა ,რომ თქვენთვის გადმომეცა. კაცს არც დავამთავრებინე ბოლომდე,გიჟივით რომ ჩავირბინე დერეფნის ბოლოს დიდი კიბები ! როგორ მოხდა ეს? ასეთ დროს რატომ მოვიდა ან რატომ არ მნახა! ნუთუ ბოლო შანსიც დავკარგე?! მეორე სათულიც ძაალიამ სწრაფად ჩავირბინრ და პირველზეც მდებარე კართან მჯდომ ქალს გიჟივით მივვარდი. -ქალი ,რომელიც ამ წუთას იყო წავიდა უკვე? შეკრული სუნთქვით ძლივს გადავაბი ერთმანეთს სიტყვები,რაზეც ქალმა ზანტად მიპასუხა. -კი,ახლახანს წავიდა. ამაზე არც კი ვუპასუხე და იმის მიუხედავად ,რომ ჩემი გასვლა არ შეიძლებოდა ,კარიდან სწრაფად გავიქეცი გარეთ,სადაც უკვე ქალის ყვირილი სუსტად მომესმა უკნიდან და დავაიგნორე. დეიდას რამენაირად უნდა ვუთხრა ,რომ აქედან სასწრაფოთ წამიყვანოს ,აქ ვერ გავჩერდები! ჯეფრი ზუსტად ვიცი ისევ მიპოვის და თავისთან წამიყვანს. მთელი ძალით მივრბოდი ,მაგრამ ეზოს თვალი რომ მოვავლე არავინ არ დამხვდა...როგორც ჩანს დეიდა უკვე წავიდა! გამასწრო...მორჩა,ახლა ვერაფერს ვერ ვიზავ,ტელეფონსაც კი არ მომცემენ,რათა დეიდას დავუკავშირდე...ხაფანგში ვარ. იმედ გაცრუებული უკან მივბრუნდი და იქ მჯდომ ქალს ,ვითომც არაფერი მშვიდად ვკითხე. -დეიდამ რამე ხომ არ დაგაბარათ ჩემთან? რატომ არ მოვიდა და მნახა? ამაზე ქალმა სათვალე მკაცრად ჩამოწია და მიპასუხა. -მითხრა რომ არ უნდოდა შენი გაღვიძება და რაც შეეხება შენს წეღანდელ საქციელს ამჯერად დავაიგნორებ,მაგრამ ასეთი რაღაც აღარ განმეორდეს. უემოციოდ და ცივად გამაფრთხილა,რაზეც ამოვიხვნეშე და ნელა ისევ ჩემი ოთახისკენ წავედი. მგონია რომ ციხეში ვარ,აქედან თავის დასახწევად არ ვიცი რა მოვიმოქმედო,თითქოს ყველა გზა მოჭრილია. რა მექნა არ ვიცოდი...დეიდა ვერ ვნახე ,ანუ აქ მომიწევს ყოფნა და ჯეფრის აქ დავემალები? ამ ფიქრებში უეცრად რაღაც ხმა მომესმა კარიდორიდან და რომ დავუკვირდი მივხვდი,რომ ეს სპეციალური გადმომცემი იყო ,საიდანაც ქალის ხმა ისმოდა. ის აცხადებდა ,რომ ოც წუთში გაკვეთილები იწყებოდა და ბავშვები გამოცხადებულიყვნენ მთავარ დარბაზში. არ მინდოდა გაკვეთილებზე გასვლა, აქ მინდოდა ვყოფილიყავი ყველასგან შორს,მაგრამ ჩემს პირველ გაკვეთილს ვერ გავაცდენდი,მეტი პრობლემა შემექმნებოდა ასე,მე კი პრობლემები აღარ მინდა! ამიტომ უიმედოდ პირდაპირ სააბაზანოში შევედი და შხაპი მივიღე ,შემდეგ ჩაცმამდე კარგახანი ვაკვირდებოდი სარკეში ჩემს უდიდეს ნაკბენს ყელზე და კიდევ ვერ ვიჯერებდი რომ ეს ნამდვილი იყო. სააბაზანოდანაც რომ გამოვედი ჩემი მეზობელი ისევ არ იყო ოთხში ,ამიტომ მეც მშვიდად დავიწყე მზადება,ტანისამოსი ავირჩიე და ჩავიცვი ,მაგრამ ნაკბენისთვის რა მეყო არ ვიცოდი! ვიცი აქ ალბათ ნაკბენი არ გაუკვირდებათ ,მაგრამ მაინც არ მინდოდა! ამიტომ ხან შარფით ვცადე ხან რით ,მაგრამ ნაკბენის გამო ისე იყო მთელ ყელი დალურჯბული, რომ ნაკბენს ვერ ვმალავდი ამ ჩემს მცდელობებში გართულს უეცრად უკნიდან ვიღაცის ხმა მომესმა. -რა იყო გიჭირს დამალვა? ამაზე მე უკან მივბრუნდი და წიმ ჩემი მეზობელი დამხვდა. -შენ! განრისხებულმა ვიყვირე და მისკენ გავემართე,რაზეც ისიც ჩემსკენ წამოვიდა. -რაა? რა იყო? ახლა გგონია შენს საყვედურებს მოვისმენ? ეს შენ მთხოვეე სულელო მისამართი, მე რა შუაში ვარ? რაღაც მხრივ მართალი იყო,მაგრამ მისი საქციელით აშკარა ცუდი განძრახვა ცხადი იყო ჩემთვის და ეს უფრო მაბრაზებდა! რამე დავუშავე ,პირველივე დღიდან რომ ვერ მიტანს! -შეგეძლო გეთქვა რა ხდებოდა იქ,შენ მე სასიკვდილოდ გამიშვი! ავუწიე ხმას, ამაზე კი მან უბრალოდ ჩაიცინა. -რატომ უნდა მეთქვა რა გელოდა იქ? იკითხე ეს? რაც მკითხე გითხარი ,დანარჩენი ჩემი პრობლემაა არ არის ძვირფასო. მის ცინიკურ და აგდებულ საუბარზე უკვე ძაალიან გავბრაზდი და ხელი უხეშად ვკარი. -ვინ ხარ ასეთი,რა დაგიშავე გამაგებინე!? ამაზე ისიც ძაალიან გაბრაზდა და ასევე ხელი მკრა. -ახლავე თუ არ გაჩერდები,გპირდები გუშინ ჯეფრის რომ გადაურჩი ,დღეს მე ვერ გადამირჩები! აშკარად დამემუქრა,რაზეც მივხვდი რომ მასთან ამაზე კამათს აზრი არ ჰქონდა და უბრალოდ ცივად შევხედე სააბოლოდ , შემდეგ კი კარი უხეშად მოვიჯახუნე უკან! დილა მისი დამსახურებით უკვე ცუდად დაიწყო ! მთელი სისწრაფით მივდიოდი ბრაზით და თან ვფიქრობდი...ნეტა ოთახის შეცვლა მაინც შემეძლოს! ახლა დავივიწყებ ამას ,რადგან ამაზე მეტი პრობლემები მაქვს,მაგრამ ერთ დღეს პასუხს ვაგებინებ ამ საქციელისთვის. აშკარად ადრე მივედი კლასში, მაგრამ უდიდეს დარბაზში მაინც იყო რამოდენიმე მოსწავლე. ყველა ზედ მიყურებდა და რაღაცებს ჩურჩულებდნენ! მე კი უდიდეს დარბაზში ძლივს ვიპოვე ჩემი ადგილი და დავჯექი ,იმის ლოდინში როდის დაიწყებოდა გაკვეთილი ან ესმა როდის მოვიდოდა. დიდხანს არ ვმჯდარვარ მარტო და მალევე დავინახე ,რომ ესმა კლასში შემოვიდა! მეც გახარებულმა დავუძახე მას,რომ ჩემთან მოსულიყო. -ესმა ,აქეთ! მანაც მალევე შემამჩნია და ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ. -დილა მშვიდობის! ღიმილით მომესალმა და გვერდით მომიჯდა . -დილა მშვიდობის. მეც გავუღიმე,შემდეგ კი ვკითხე აქ როგორ მიმდინარეობდა გაკვეთილები. -ესმა ,აქ როგორ მინდინარეობს გაკვეთილები ან რამდენხანს გრძელდება? ეს ვიკითხე თუ არა მანაც დამიწყო ახსნა რა როგორ არის გააკვეთლებზე. მართლაც დაკვირვებუთ ვუსმენდი და მისი ხმა თითქოს მამშვიდებდა,მაგრამ შუა პროცესში გავჩერდით,რადგან უეცრად ხალხის ყაყანის ხმით აივსო მთელი დარბაზი! -ლუნა,მგონი ცუდად არის საქმე. გავიგე ესმას ხმა ,რომელმაც ხელით იქით მიმახედა და მეც მალევე დავინახე კარში მდგარი ჯეფრი. ოთახში დანარჩენ ბიჭებთან ერთად შემოდიოდა და მკაცრი მზერი იყურებოდა აქეთ-იქით და აი უეცრად გააჩერა კიდეც მზერა ჩემზე ! ადგილზე გავიყინე და საკუთარი ჰაერი ყელში გამეჭედა თითქოს! უბრალოდ გაფითრებული ვუყურებდი მეც და არ ვიცოდი რა მექნა! გავიქცე? დავიმალო? რა ვქნა!? მისი გამოხედვაც კი უკვე ისე მაშინებს,რომ მთლიანად ვკანკალებ . ასე მალე როგორ მომაგნო! რა ვქნა,სად დავემალო? როგორ დავახწიო თავი?! -ლუნა ,კარგად ხარ? გავიგე ესმას კითხვა და მერეღა ავარიდე თვალი ჯეფრის. -ჯეფრი,ის ჩემს წასაყვანად მოვიდა ესმა. შეშინებულმა შევხედე ესმას ,რაზეც ესმამ ჩემი დაწყნარება ეცადა. -დაწყნარდი ,ასე ყველას თვალწინ არ წაგიყვანს და გაკვეთილის შემდეგ რამეს მოვიფიქრებთ,გპირდები! თვითონაც აშკარად ძაალიან ნერვიულობდა და ეშინოდა,მაგრამ ამას არ იმჩნევდა. -დარწმუნებული ხარ? შეშინებულმა მისი მდგომარეობით ესღა ვიკითხე,რაზეც ცოტახანა გაჩუმდა... -არ ვიცი... სააბოლოდ კი ასე მიპასუხა და მეც უარესად ამიტანა კანკალმა! მანაც კი არ იცოდა ბოლომდე თუ ჯეფრისგან გაქცევას შევძლებდი,მაგრამ არ ვადანაშაულებ,რადგან ესაა არსებული რეალობა! მისი სახით დიდ საფრთხეში ვარ. ჯეფრი კი ვითომც და არაფერი მოხდენილად და მშვიდად წამოვიდა ჩემი მერხისკენ,თან ისე რომ თვალი არ აურიდებია ჩემთვის,ამის შემდეგ კი ჩემს უკან დაჯდა. მთელი გაკვეთილი გაშეშებული ვიჯექი და ვგრძნოდი როგორ არ მაცილებდა მზერას ჯეფრი. ხოლო მაშინ,როდესაც გაკვეთილის დასრულებამდე სულ ცოტა დრო იყო დარჩენილი, ვიღაცის მოახლოვება ვიგრძენი,რაზეც შიშით შევკრთდი,შემდეგ კი მისი სუნთქვა,ჩემს აკანკალებულ სხეულს რომ მისწვდა ,მივხვდი რა ახლოს იყო! -გაკვეთილების შემდეგ გარეთ გამომყევი,ზედმეტი შეწინაღმდეგების და კითხვების გარეშე. ამის მოსმენაზე გული საშინლად ამიჩქარდა ,სუნთქვაც კი მიჭირდა უკვე! მზად ვიყავი ახლავე წამოვმდგარიყავი და აქედან გავქცეულიყავი და გეფიცებით მართლა ვიყავი ამაზე წამსვლელი! ამიტომ ბევრი აღარ მიფიქრია და მართლაც არსაიდან ფეხზე წამოვდექი,შემდეგ კი უსიტყვოდ გავიქეცი კლასიდან! ვიცი სისულელე გავაკეთე,მაგრამ შიში მაკონტროლებდა! ჩქარი ნაბიჯით მივდიოდი წინ და თან ნელ-ნელ აშკარა ნაბიჯების ხმა მესმოდა ! მეგონა ესეც შიშისგან გამოწვეული მოჩვენებები იყო,მანამ ცოტახანში ვიღაცამ მთელი ძალით კედელზე არ მიმახეთქა ...თუ ვინ იყო ამას მსჯელობას არ უნდოდა...ეს ჯეფრი იყო. -სად გამექცევი შენი აზრით? მკაცრად მკითხა და ნელ-ნელა ჩემსკენ მოიწია! -რა გინდა ბოლოს და ბოლოს ჩემსგან !?თავი დამანებე და ვინმე სხვა ნახე გამოსაკვებად! უშიშრად ვუყვირე ეს სიტყვები და ამით აშკარად მეტად გავაღიზიანე. -გაიგე რომ მე მეკუთნი და სხვა არაფერში არ მჭირდება! -არავის არ ვეკუთნი, ხელი გამიშვი შეშლილო! ვთქვი და ხელი ვკარი ,ამაზე კი ჯეფრიმ სიცილი დაიწყო როგორც შეშლილმა! გაკვირვებული ვუყურებდი თუ რას აკეთებდა,მან კი უეცრად მაჯაზე ხელი მომიჭირა ,შემდეგ კი მაღლა ამაწვინა და ისე დამიჭირა კედელთან! მეგონა რამეს დამიშავებდა,მაგრამ მან უარესი გააკეთა და ნელ-ნელა ჩემსკენ დაიწყო მოწევა და მოულოდნელად პირდაპირ ტუჩებზე მეცა! ამ პროცესში კი ვგრძნობდი ,თან როგორ მკბენდა ქვედა ტუჩზე! გული ისე სწრაფად მიცემდა,რომ მეგონა მკერდიდან ამომივარდებოდა! ხელებით ვაწვებოდი როგორც შემეძლო და სააბოლოდ გაჩერდა კიდეც და ჩემს ტუჩებს მოშორდა ,შემდეგ კი უკან დაიხია და ვითომც არაფერი ღიმილით მითხრა... -უცნაურია, მაგრამ შენით ვერა და ვერ ვკმაყოფილდები ლუნა...პირველად ვგრძნობ თავს ასე. ეს რომ მითხრა ზიზღით სავსე თვალებით შევხედე და ტუჩები მაჯით მოვიწმინდე. ჩაცრემლილი თვალებით ჯერ კიდევ მას ვუყურებდი და თან შეშინებული ვიყავი თუ სადამდე შეტოპავდა მომავალში,აქ რომ დავრჩენილიყავი! თან ვგრძნობდი როგორ მომდიოდა ტუჩიდან სისხლი და ვნერვიულობდი ისევ არ ეკბინა...ამჯერად სისხლის დაკარგვას ვეღარ გავუძლებ. ამით შეშინებულმა შევამჩნიე ჯეფრი ჩემსკენ როგორ გადმოიწია და სისხლი ხელით მომწმინდა,შემდეგ კი პირთან მიიტაანა და ალოკა! -დღეს საღამოს შენი ნივთები ჩაალაგე ,ჩემთან მიმყავხარ ისევ ან ნებით ან კი ძალით. მინდოდა ბოლო ხმაზე მეყვირა ,რომ არ ვაპირებდი,მაგრამ ესმას იმედად ,რომ გადამარჩენდა აღარაფერი არ ვუთხარი და უბრალოდ თავი დავუქნიე,შემდეგ კი წასვლა ვცადე ,იმ იმედით რომ გამიშვებდა,მაგრამ მან უეცრად მაჯაზე მომკიდა ხელი და ადგილზე გამაჩერა. -სად მიდიხარ? ჩემთან იქნები მთელი დღე , ერთი წუთით არ მომშორდე. ამის გაგებაზე სიმწრით ჩავყლაპე ნერწყვი,მაგრამ სხვა გზა რომ არ მქონდა ამაზეც თავი დავუქნიე და ნელა გავყევი უკან. ის ნამდვილი ურჩხულია,რომ არ დავუჯერო მართლა მომკლავს,ან იქნებ უარესიც და რომ გაიგოს ესმას შესახებ თუ როგორ აპირებს ჩემს დახმარებას , რამე დაუშავოს! ამას ვერ დავუშვებ...სჯობს დავემორჩილო,იქამდე სანამ რამე გამოსავალს ვიპოვი. ჯეფრი: მთელი დღე ლუნა გვერდით მყავდა და ყველგან თან დავყვებოდი. ვხედავ რომ უკვე ყველა ეჭვის თვალით გვიყურებს ,მაგრამ არ მაინტერესებს! მის გვერდით ყოფნა სიზმარს გავს,რომელიც რეალობად იქცა...იმდენიხანია მე მასზე ვოცნებობ და როგორც იქნა ეს ოცნება ავიხდინე! ლუნა სევდიანია და ვიცი ვერ ხვდება ჯერ თუ რამხელა ძალა გვაკავშირებს ერთმანეთან,მაგრამ არაუშავრს! ნელ-ნელა ამას მიხვდება. მისი სურნელიც კი ჭკუიდან მშლის და მომენტებში კონტროლს ,რომ ვკარგავ ამ სურვილზე,მისი მაჯიდან ცოტა სისხლს ვსვავ,ისე რომ ეს ვერავინ ვერ შენიშნოს და გინდაც შენიშნონ რა!? ვინ გამიბედავს რამის თქმას? ყველამ იცის ისედაც რომ ამ სკოლი კედლებში ბევრი სისხლიანი ისტორია იმალება. უკვე შუა დღე იყო და ლუნას წინ ვიჯექი და თმებზე ვეთამაშებოდი ,თან კი თვალს არ ვაშორებდი და პირდაპირ ვუყურებდი მშვენიერ თვალებზე,ის კი მშვიდად იჯდა და რაღაცას წერდა...როგორც ჩანს შეეგუა იმას,რომ ჩემს გვერდით მოუწევს ყოფნა. -ძაალიან ლამაზი ხარ ლუნა. უეცრად არსაიდან ღიმილით ვუთხარი ,მან კი გაკვირვებულმა ამომხედა და ის კითხვა დამისვა რასაც საერთოდ არ მოველოდი. -დიდიხანია ამაზე ვფიქრობ და გთხოვ მითხარი რამ გადაგაწყვეტინა ჩემი ამორჩევა? სად მიპოვე? ამაზე მე მხოლოდ ჩავიცინე... ალბათ დრო იყო მეთქვა მისთვის იმ ამბის შესახებ ,როდესაც მის შესახებ გავიგე და თავდავიწყებით შემიყვარდა! მართლა ისე გამიჩნდა მის მიმართ გრძნობები რომ ვერც გავიგე . -მოგიყვები... მშვიდად ვუპასუხე და კარგად მოვკალათდი სკამზე. -ძაალიან დიდიხნის უკან სისხლზე ავადმტყოფურად ვიყავი დამოკიდებული ისე ,რომ მთელი დღე ერთ ლიტრამდე სისხლი მაინც უნდა მიმეღო,რათა ჭკუიდან არ გადავსულიყავი. ამის გამო მთელი ღამე დავეხეტებოდი და მსხვერპლს დავეძებდი. ამ პერიოდში კი ბევრი ადამიანი შემომაკვდა ,რადგან სავსე მთვარის დროს ,მხოლოდ ერთი ლიტრი სისხლი არ მყოფნიდა და წყურვილის გამო ნამდვილ მხეცს ვემსგავსებოდი! მე ვამპირი ვარ და სისხლის მიღება ჩემთვის ნორმალურია,მაგრამ ის რაც მემართებოდა უკვე ნორმას და საზღვრებს სცდებოდა! ხოდა ერთი გაზაფხულის ღამეს სავსე მთვარე იყო ,როდესაც ქუჩაში ჩემს მსხვერპლს დავეძებდი,რომლისთვისაც ეს ღამე ალბათ ბოლო იქნებოდა! უეცრად კი ქარმა დაუბერა და ვიღაცის სისხლის სურნელით გამაბრუა! ეს სუნი ქარს საიდანღაც მოჰქონდა და მე ვიცოდი ,რომ შემეძლო მისი პოვნა და ასეც მოვიქეცი და იმ სახლში შევედი საიდანაც სუნი მოდიოდა. ნელა გავყევი სუნს და ღია ფანჯარასთან აღმოვჩნდი...ოთახში შემოვედი ,იქ კი მშვიდად მძინარე ლამაზი გოგო დავინახე! მთვარის შუქი ანათებდა მის კანს ისე, რომ კანი უბზინავდა ...დაუცველი და უსუსური იყო,ამავდროულად კი ნაზი და მშვენიერი . მისმა სილამაზემ დამაბრმავა და სურნელმაც,რომელის სხვისას არ გავდა. ეს შენ იყავი ლუნა...ამის შემდეგ ყოველ სავსე მთვარეს მოვდიოდი და შენც იქ მხვდებოდი ,მე კი მთელი ღამე უბრალოდ ვიჯექი და გიყურებდი. ეს აღარ მხდიდა ისეთ მონტრს სავსე მთვარის დროს როგორიც ადრე ვიყავი,რადგან შენს გვერდით ყოფნა ან თუნდაც შენი ყურება მამშვიდებდა და სრულიად სხვა პიროვნებად მაქცევდა. ბევრჯერ ვიფიქრე იქნებ მოვკიდო ხელი და გავიტაცო აქედან შორს! მაგრამ ვერ ვბედავდი,ვერ გიმეტებდი ჯერ ჩემი კლანჭებისთვის! შენ მაიძულებდი არანორმალურივით მოვქცეულიყავი და იმის მაგივრად ,რომ შენი სისხლიი დამელია, რომლის სუნიც მათრობდა,უბრალოდ გიყურებდი მთელი ღამე. შენ მე მეკუთნი ლუნა,როგორც კი დაგინახე იმ წამვე ვიგრძენი ეს. მაგრამ შენ უეცრად გაქრი და ერთ ღამესაც ,როდესაც შენთან მოვედი ,იქ აღარ დამხვდი! მეგონა ჭკუიდან გადავიდოდი,მაგრამ პირობა დავდე ჩემს თავთან ,რომ გიპოვიდი და ჩემი გახდებოდი,მე კი ეს პირობა შევასრულე,გიპოვე ლუნა. ეს ყველაფერი მთელი გრძნობებით და ემოციებით მოვუყევი,რადგან ეს პერიოდი ჩემთვის გადამწყვეტი იყო. ლუნა კი გაკვირვებული მისმენდა ,მანამ ნელ-ნელა ჩემსკენ არ მოიწია და გაფართოვებული თვალებით არ მკითხა. -ანუ ჩემგან რა გინდა? აღარ გამიშვებ? ვხვდებოდი როგორ ეშინოდა და ჩემზე ,რომ ყოფილიყო ეს დამოკიდებული გავუშვებდი,მაგრამ ჩემგან შორს ის მეტ საფრთხეში იქნება...მე ის მათგან უნდა გადავარჩინო. -შენგან ყველაფერი მინდა,მაგრამ ყველაზე მეტად რაც მინდა,ეს შენი სიყვარულია და გეფიცები ლუნა არ გავჩერდები ,სანამ თავს არ შეგაყვარებ! თამამად ესღა ვთქვი და პირდაპირ ლამაზ თვალებზე მივაჩერდი ,ისიც მიყურებდა და რამდენიმე წამი ასე ვიყავით და ერთმანეთს ვუყურებდით ვიღაცის ყვირილმა რომ შეგვაწყვეტინა ეს ყველაფერი! -წითელი მთვარის ხალხიი! ამის გაგება იყო და პირდაპირ ფეხზე წამოვდექი და ლუნას ხელი მოვკიდე! -რა ხდება!?ვინ არიან ისინი? იკითხა გაკვირვებულმა ლუნამ,რაზეც პირდაპირ გასასვლელისკენ გავემართე. -ახსნის დრო არაა, გამომყევი ! აქ უსაფრთხოდ არ ხარ. ხელი მოვკიდე და ჩემი ოთახისკენ წავიყვანე,იქ მეტად გავაკონტროლებ სიტუაციას. ლუნა: რაც ჯეფრის მონაყოლი მოვისმინე შოკში ვიყავი,მაგრამ ამ საშინელმა აურზაურმა და გაუგებრობამ სულ გადამავიწყა ყველაფერი! უბრალოდ დერეფანში მივრბოდი ჯეფრისთან ერთად,უეცრად სამი სისხლში მოტივტივე გვამი ,რომ დავინახე და შიშისგან ვიკივლე ! ორი ბიჭის და ერთი გოგოსი,მაგრა ვინ იყვნენ ისინი და რა დაემართად ეს უცნობი იყო. ვერ ვხვდებოდი ვინ გაკეთა ეს ,რატომ და საერთონ ვინაა ეს წითელი მთვარის ხალხი ,მაგრამ ჯეფრის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ ,არც ისეთი კარგი ვიიღაცები იქნებიან. ლუნა: ჯეფრი გიჟივით მიმათრევდა და თან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა,თითქოს და ვიღაცას ან ვიღააცებს ეძებდა! -ცხადდება განგაში,ყვველანი დაბრუნდით თქვენს ოთახებში,ყველანი დაბრუნდით თქვენს ოთახებში! უცბად გადმომცემიდან ქალის ხმაც გავიგე,რომელიც სიგნალიზაცის ხმას ერთვოდა და ხალხს აფრთხილებდა,რომ ოთახებში დაბრუნებულიყვნენ. ბავშვები აქეთ-იქით ირეოდნენ ,ზოგი საით მიდიოდა ,ზოგი საით...მეც ჯეფრის უკან მივდევდი, უეცრად რაღაც ძაალიან საშინელს რომ შევეჯახე წინ! ჩემს წინ უთავო სისხლიანი სხეული იგდო ,ამაზე მე შიში ვეღარ მოვთოკე და ბოლო ხმახე ვიყვირე! ჯეფრიმ კი თვალებზე ხელი ამაფარა ,მკერდზე მიმიხუტა და ისე გაანაგრძო გზა! მგონი ასე მივყავდი მთელი გზა ,ბოლოს ძლივს რომ გავჩერდით. თვალი რომ გავხილე უკვე ოთახში ვიყავი და როგორც მივხვდი ეს ჯეფრის ოთახი იყო. -რა ხდება აქ?!ის ხალხი ვინ დახოცა?! პირდაპირ ამ კითხვით მივვარდი მად,რადგან ამ ერთ კითხვაზე მაინც მჭირდებოდა ზუსტი პასუხი! თუ რა ჯანდაბა ხდება. -მერე გეტყვი,ახლა არ არის ამის დრო ლუნა. მშვიდად მითხრა და იქვე მდგარი კამოდი გაამოაღო, იქიდან კი რაღაც დიდი ისარი ამოიღო ! როგორც მივხვდი მიდიოდა და უკვე ვაპირებდი შემეჩივლა ამის გამო, რომ მარტო მტოვებდა,კარი რომ შემოიღო ,იქიდან კი ბიჭები შემოვიდნენ,მგონი მისი ამხანაგები და ერთ-ერთი მეცნო კიდეც სახეზე. -კორიდორში ნენსი შემხვდა,ყველაფერი იცის! ამ სიტყვების შემდეგ ჯეფრის სახეზე გაოცება შევნიშნე და მეც გამიკვირდა თუ რა კავშირში იყო ჯეფრი ამ ვიღაც ნენსისთან და წითელი მთვარის ხალხთან. -როგორ გაიგო? თენისონ,აქედან წაიყვანე ლუნა! ჩვენ იმათ მივხედავთ. ესღა თქვა ჯეფრიმ და ხელი მიშვა,მე კი დაბნეული ხარ ერთს ვუყურებდი ხან მეორეს. -მე რატომ!? წამოვიდა უკმაყოფილო სახით თენისონი,რაზეც ჯეფრი ჩემსკენ წამოვიდა ,შემდეგ კი ხელი მომკიდა და ამაყენა. -ლუნა,თენისონს გაყევი და მეც მალე გნახავ. ესღა მითხრა და თენისონის წუწუნი უბრალოდ დააიგნორა,შემდეგ კი დანარჩენ ბიჭებთან ერთად გარეთ გავიდა . მე კარგახანს ასე ვიდექი გაშეშებული და ველოდებოდი თენისონს თუ სად წამიყვანდა ამჯერად! ისიც ჩუმად იყო ცოტახანს,მანამ ხმა არ ამოიღო. -ხელი მომკიდე ,რაც შეიძლება კარგად ! პირდაპირ ეს მითხრა და ხელი გამომიწოდა, მეც დავუჯერე და ხელი კარგად მოვკიდე,ამის შემდეგ კი ჩვენ ცაში ავიჭერით ! უკვე აღარც ვიცოდი მქონოდა თუ არა ამ ზებუნებრივ მდგომარეობაზე რეაქცია,რადგან ამ დღეებში ბევრი ვნახე და გავიგე! ცივი ნიავი მიბერავდა და შიშთან ერთად მციოდა კიდეც, ამიტომ მთლიანად ვკანკალებდი. თენისომი ჩუმად იყო და არაფერს არ იძახდა,ამიტომ მხოლოდ ქარის და საკუთარი სხეულის კანკალის ხმა მესმოდა,მაგრამ მოულოდნელად უცნაური ხმა ჩამესმა და შევკრთი! -ლუნააა! პირდაპირ ყურებში ჩამესმა ეს ხმა,ჯერ ვერ ვხვდებოდი ეს ხმათუ რეალური იყი ან საიდან მოდიოდა საერთოდ,მაგრამ ამ ხმას ძაალიან ვამსგავსებდი ესმას ხმას! ის ჯადოქარია და მგონი შეუძლია ჩემთან დაკავშირება! ალბათ ახლა სწორედ ამას ცდილობს,ესღა გავიფიქრე და მეტად დავუგდე ხმას ყური. -დამეხმარე... კიდევ ერთხელ შემომესმა ხმა,ოღონთ ამჯერად შედარებით სუსტად! გაუგნებული ვაცეცებდი თვალებს და ნელ-ნელა ნერვიულობას ვიწყებდი. ესმა შენობაშია,ვინმემ რამე რომ დაუშავოს? ის ხალხი ყველას ხოცავენ მგონი ვინც წინ გადაეყრებათ,იქნებ ესმაც ჩაიგდეს ხელში! ასე ვერ მივატოვებ,მე მასთან ვალში ვარ. -თენისონ,ერთ წამს გაჩერდი! ყვირილით მივმართე მას, რომ ჩემი ხმა გაეგო,რაზეც მალევე მომხედა... -რა ხდება!? ცივად ,მობეზრებული სახით მიპასუხა. -ცოტახანი დავჯდეთ,სკოლაში ჩემი მეგობარია და უნდა გამოვიყვანო! სასოწარკვეთილმა წამებში ავუხსენი,იმის მოლოდინში რომ გამიგებდა,მაგრამ მისი გამომეტყველება რომ დავინახე,ჩემთვის პასუხი უკვე ცხადი იყო. -ჯეფრი მომკლავს რამე რომ დაგემართოს! ვერ დავჯდებით ახლა ,საშიშია! ყველაფრის მიუხედავად კიდევ ერთხელ ვცადე. -მაშინ ხელს გაგიშვებ და მაინც დავშავდები ან უბრალოდ შენი ნებით დამსვავ! უკვე მუქარაზე გადავედი,რადგან მართლა ვიყავი ამის გამკეთებელი და საკმაოდ სერიოზულადაც ვიყავი განწყობილი. -ჯანდაბა,ჯიუტი ხარ. დაგსვავ, მაგრამ გვერდიდან არ მომშორდე და რაც შეიძლება მალე გააკეთე ყველაფერი! დანებდა და ნელ-ნელა ქვემოთ დაეშვა . მე კი როგორც კი ფეხ ქვეშ მიწა ვიგრძენი,აღარც მომიცდია და პირდაპირ შენობაში შევედი სირბილით ,ისე რომ თენისონი არც გამხსენებია! ვიცოდი სახიფათო იყო ასე მარტო,მაგრამ ესმას რაღაც უჭირსს ,მე კი ყველაფრის ფასად უნდა გადავარჩინო! მან ერთხელ გადამარჩინა, მე ვალდებული ვარ მის წინაშე! ესმა ძაალიან შემიყვარდა ამ დროის მანძილზე,რადგან ამხელა ძალას ვგრძნობ,როდესაც ვიცი რომ ის საფრთხეშია! მგონია რომ მთებსაც კი გადავდგავ,ის თითქოს ჩემი სულის ნაწილია . მთელი ძალით მივრბოდი და პანიკაში მყოფ ხალხს ვეჯახებოდი ,რომლებიც ყვირილით გაფანტულები გამორბოდნენ შენობიდან,მე კი პირიქით შენობაში შევრბოდი ! მეორე სართულზე მალევე აღმოვჩნდი და კარიდორი უცბად გავირბინე და ესმას კარს როგორც კი მივუახლოვდი ყვირილის ხმა მეტად მომესმა და კარი გიჟივით შევაღე! იქ კი ესმა დამხვდა,მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი,რომ ამას ვიხილავდი. მტკიოდა...ძაალიან მტკიოდა გული,რადგან დავინახე ჩემს წინ როგორ ამოგლიჯეს გული. ადგილზე გავშეშდი და ენა ჩამივარდა,თითქოს მეტყველების უნარი დავკარგე...ისიც? რატომ ის? რატომ ხდება ყოველთვის ასე?! უბრალოდ მის უკვე უსულო სხეულს ვუყურებდი და ვგრძნობი როგორ ვკანკალებდი ბრაზისგან და ტკივილისგან! სევდისგან და სინანულისგან,რომ ვერ მოვუსწარი! ეს უკვე ზედმეტია...ჭკუიდან ვიშლები და არარეალურ ძალას ვგრძნობ! მგონია რომ აქაურობას ჰაერში ავწებ! თენისონი: -ხო ვუთხარი იმ გოგოს არ მომშორდეთქო,სად გაიქცა! რამე რომ დაემართოს,ჩემი ხელით მოვკლავ! ძაალიან ვბრაზობდი მის უაზრო გაუჩინარებაზე და თან შიგადაში გაბრაზებული ვეძებდი . წითელი მთვარის ხალხმა რომ ნახოს ის სულელი გოგო, ცოცხალი ვეღარ გადარჩება ან კი მაქამდე მე ვერ გადამირჩება. ისე სწრაფად მივდიოდი,რომ ერთ წუთში ორი სართული ავიარე,ხოლო როგორც კი მესამე სართულამდე მივედი საშინელი ბიძგი ვიგრძენი ფეხქვეშ ! მიწა იძვროდა ,თან ისე რომ მეგონა მალე შენობა თავზე დაგვექცეოდა ! წონასწორობას ვეღარ ვიკავებდი და ცხადი იყო კედლებსაც ბზარები უჩნდებოდა. ეს მიწის ძვრა იყო თუ რა იყო ვერ ვხვდებოდი,მაგრამ კარგად ვხედავდი უდიდეს ნათებას, რომელიც მესამე ოთახიდან მოდიოდა. მეტი აღარ მომიცდია და იმ წამსვე ლუნა გამახსენდა...რასაც ჰქვია ხოხვით მივედი კარამდე,რადგან სინათლის ძალა თითქოს ახლოს მისვლის უფლებას არ მაძლევდა! როგორღაც მაინც მივახწიე იქამდე და იქ უკვე გაშეშებული უემოციოდ მდგარი ლუნა დამხვდა...უბრალოდ იდგა და თვალები რაღაც არარეალურა უნათებდა. საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებდი,რომ ამ წამს ამ გოგოს ასეთ სიტუაციაში ვხედავდი...რა დაემართა? მის გარშემო ყველაფერი ჰაერშია,მათ შორის წითელი მთვარის ერთ-ერთი წარმომადგენელიც ! ატაცებულია ჰაერში და ნაწილ ნაწილებად იშლებაა,თითქოს და მინის იყო. მისი სხეული ნელ-ნელა იშლებოდა პატარ პატარა ნამსხვრევებად და შემდეგ აქეთ-იქით ისე იფანტებოდა, რომ ვერც დაიჯერებდით ცოტახნის უკან თუ ეს ნარჩენები ადამიანი იყო. -ლუნა,გამოფხიზლდი! ფეხზე ძლივს წამოვდექი და ლუნასკენ მთელი ძალისხმევით მივედი,შემდეგ კი გათიშული ხელით შევატოკე ,მაგრამ მას რეაქციაც არ ჰქონია! -გამოფხიზლდი,ყველაფერი ინგრევა! ყვირილით ვუთხარი,იმ იმედით რომ გაიგებდა და თვალებზე მივაჩერდი ,ამან როგორც ჩანს გაჭრა და უეცრად ლუნას თვალები ჩვეულებრივ მდგომარეობას დაუბრუნდა და ყველაფერიც გაჩერდა,მათ შორის ჰაერში მყოფი ნივთებიც ძირს დაენარცხა! -ესმა... ჩუმად თქვა ეს სახელი და არსაიდან ბოლო ხმაზე ტირილი დაიწყო,რაზეც იქვე მიგდებულ გვამსაც გადავხედე და მივხვდი რაშიც იყო საქმე. ეს მისი მეგობარია,რომლის გადარჩენაც უნდოდა. აღარ მომიცდია და გოგონას გვამი ხელში ავიყვანე. -დავეხმარებით,უბრალოდ დამშვიდდი და უკან გამომყევი! ლუნასაც მოვკიდე ხელი და ისევ ორივესთან ერთად ცაში ავიჭერი . მგონია რომ ამ გოგონას კიდევ აქვს შანსი იცოცხლოს,თუნდაც სხვა ფორმით. ლუნა: რამდენიმე წუთის უკან საოცარი რაღაც მოხდა და მხოლოდ ის მახსოვს როგორი მძაფრ ემოციებს განვიცდიდი,შემდეგ კი უეცრად გავითიშე ! ცოტახანში კი თვალი რომ გავახილე გარშემო ყველაფერი დალეწილი იყო. ვერ ვხვდები რა მოხდა, მაგრამ ძაალიან უცნაურად ვგრძნობ თავს! თენისონი დამპირდა რომ ესმას დაეხმარებოდა და დიდი იმედი მაქვს მართლა რამეს უშველის. -იქით გაიწიე. ერთ ოთახში გავჩერდით და თენისონი როგორც კი ოთახის ფანჯრიდან ძირს დაეშვა ,პირდაპირ ესმა დაწვინა ძირს და ხელზე უკბინა,წვეთ წვეთად წამოსული სისხლი კი ესმას პირთან მიიტანა. ეს ყველაფერი ისე უეცრად მოხდა ,რომ ბოლო წუთამდე ვერ მივხვდი რას აპირებდა. -რას აკეთებ? -ვამპირად უნდა ვაქციო! მხოლოდ ასე გადავარჩენთ. ამაზე მე თავი დავუქნიე ,რადგან სხვა გამოსავალი მაინც არ იყო! წამებში იმოქმედა მისმა ნაკბენმა და მალევე დაიწყო ესმამ თენისონის მაჯიდან სისხლის გამოწოვა,შემდეგ კი თვალები გაახილა და ფეხზე შეშინებული წამოდგა. -რა მოხდა?აქ რა მინდა? აშკარად შოკში იყო და მეც ვერ ვიღებდი ხმას...არ ვიცოდი როგორ მეთქვა,რომ მოკლეს და ვამპირად ვაქციეთ. -არაფერი ისეთი ,უბრალოდ მოგკლეს. მაგრამ თენისონმა არ დააყოვნა და უემოციოდ მიახალა ყველაფერი,შემდეგ კი საროჩკა მაჯაზე ჩამოწია. -ვამპირად მაქციე? წამოიძახა შიშით ესმამ და ხელი პირზე მოიკიდა ,რომელიც თენისონის სისხლით იყო მოსვრილი. -ჯერ არა,ადამიანის სისხლი უნდა დალიო. ისევ ცივად უპასუხა და შემდეგ ვითომც და არაფერი ჩემი ხელი აიღო . -რას აკეთებ?! ვიკითხე დაბნეულმა. -თუ არ ვცდები ,შენ ხარ აქ მარტო ადამიანი. მობეზრებული სახით ესღა მითხრა და წამებში გამიჭრა ხელი ,შემდეგ კი ესმასკენ წაიღო. -ძაალიან არ შეტოპო იცოდე. ესღა უთხრა და ესმასაც შევატყე როგორ ანერვიულდა...ცოტახანს ეტყობოდა გადაყვეტილებაზე მსჯელობდა რა ექნა ,მაგრამ სააბოლოდ გადაწყვეტილება მიიღო და ჩემი მაჯისკენ მოიწია,ხოლო როგორც კი სისხლის სუნი იგრძნო თვალები გაუწითლდა! ჯერ არ გამოსული ეშვები ჩამასო კანში და სისხლის გამოწოვა დაიწყო,მაგრამ ცოტახნის შემდეგ,მივხვდი რომ მგონი ზედმეტად შეტოპა,რადგან საშინელი სისუსტე ვიგრძენი. -გეყოს,საკმარისია. მკაცრად გააფრთხილა თენისონმა ესმა და თან ჩემი სხეულს მოაშორა ,მაგრამ მოულოდნელად ესმამ თენისონს ხელი ჰკრა და ისევ ჩემსკენ გამოიქცა,ისე როგორც მშიერი მხეცი! -ესმა, მე ვარ... აცრემლილი თვალებით ვუყვირე ესმას ,რომელიც წითელი თვალებით მომჩერბოდა და ისე მიახლოვდებოდა,რომ აშკარად არ აპირებდა ჩემს დანდობას! ასეც მოხდა და უეცრად მთელი ძალით მკრა ხელი,ისე რომ პირდაპირ შორს მდგომ კედელს მივენარცხე! თავი ძაალიან მეტკინა და ცოტხანში სისხლიც შევამჩნიე,რომელიც გატეხილი თავიდან მომდიოდა ! უკვე მეგონა რომ ან მე მომკლავდა ესმა ან თენისონი დაუშავებდა მას რამეს...ორივე ვარიანტი აშკარად ცუდად დასრულდებოდა. მოულოდნელად კი გაბატონებულ სიჩუმეში სადაც მხოლოდ ჩვენი დაძაბული სუნთქვის ხმა ისმოდა ,მამაკაცის ხმა გაისმა. -რა ხდება აქ? ეს ჯეფრის ხმა იყო და მე მისი ხმა როგორც კი გავიგე იმაზე მეტად შევშინდი,ვიდრე ციტახნის უკან ვიყავი...ესმას მოკლავს!? ესღა გავიფიქრე შიშით და ბოლოს ისღა შევნიშნე ესმას როგორ ეცა და იქით რამხელა ძალით გადააგდო ! ესმაც ადგილზევე გაითიშა,მე კი მომხდარით შოკში მყოფი ადგილზე გავშეშდი. -ლუნა ,კარგად ხარ? მანამ ჯეფრის ხმა არ მომესმა,რომელმაც ფეხზე წამომაყენა. -კი,მე კარგად ვარ...ესმა როგორაა? ეს კითხვა დავსვი და თან ესმასკენ გავაპარე მზერა,ხოლო ჯეფრი თენისონს მიუბრუნდა. -თენისონ,აქ რა მოხდა ?! თენისონი კი რატომღაც გაყინული იდგა ადგილზე,აშკარად დაძაბული იყო. -ამას მნიშვნელობა არ აქვს,უბრალოდ აქედან წაიყვანე ,თან რაც შეიძლება მალე,ყველგან მისი სისხლის სუნი დგას! ამის გაგებაზე ჯეფრიმ წამებში ამიტაცა ხელში და მთელი სისწრაფით,ისე რომ ვერც გავიგე მის ოთახში გავჩნდი ! ოთახში მისვლის თანავე ჯეფრიმ საწოლზე დამსვა და მკითხა... -გტკივა? შემიძლია მოგარჩინო. დახმარება შემომთავაზა,მაგრამ ამ წამს სულ არ მეფიქრებოდა ამაზე! -არა ,არ მინდა...უბრალოდ ესმა მინდა ვნახო,მინდა გავარკვიო როგორ არის. ანერვიულებული წამოვდექი ფეხზე და კარისკენ დავიძარი ! მართლა ვაპირებდი ამას,მაგრამ ჯეფრიმ კარამდე მისვლაც კი არ მაცადა. -მას ვერ ნახავ ლუნა! ხელით გამაჩერა და თავისკენ შემატრიალა. -ახლა სახიფათოა შენი მის გვერდით ყოფნა. ამ წინადადებით რომ დაასრულა,უკვე მივხვდი რას გულისხმობდა და დავნებდი,მაგრამ დანაშაულის გრძნობა მაინც არ მეშვებოდა. -ეს ჩემი ბრალია. საწოლს მივუახლოვდი და უსიცოცხლოდ ჩამოვჯექი,მთელი გული მეწვოდა და ტირილი მინდოდა. ეს ყველაფერი კი იმ ვიღაც წითელი მთვარის ხალხის ბრალია! -ვინ იყო ის ხალხი? ცოტახანში ესეც ვიკითხე და ჯეფრის მივაშტერდი,ამაზე კი მან ჩემდა გასაკვირად მიპასუხა. -ეს ხალხი საშინელი სამეფო დაჯგუფების ნაწილია,რომელიც სავსე მთვარეს დროს მსხვერპლს წირავენ მთვარეს ,რომელიც შედეგადაც მთვარე წითლდება და ამით ისინი დიდ ძალას იძენენ. ყველაფერი გასაგები იყო და ისეთივე შემზარავი ხალხი ყოფილა ,როგორსაც ვფიქრობდი,უბრალოდ ერთი კითხვა მიჩნდება ... -ამდენი საიდან იცი? ვიკითხე კიდეც ,რადგან შევატყე არც ისეთი დიდი სიაამოვნებით ყვებოდა ამას და აშკარად მასაც რაღაც აკავშირებდა მათთან! -მათი წინამძღოლი მამაჩემია...ანუ იოლად რომ ვთქვათ მე პრინცი ვარ ამ სამეფოსი...სამეფოსი, რომლის მიზანიც ერთი არსების განადგურებაა და ეს არსება შენ ხარ ლუნა. ამას ვეღარ დაგიმალავ და მინდა დღევანდელი დღის შემდეგ ,რაც მოხდა ეს იცოდე...ისინი შენ დაგეძებენ. წინადადება სევდით სავსე ხმით დაასრულა,ისე რომ თვალებშიც არ მიყურებდა. -რაა? კი ,მაგრამ ვერ ვხვდები,რატომ მე? შეშინებულმა პირდაპირ ეს ვიკითხე ,რადგან მართლა ვერ ვხვდებოდი მე რა შუაში ვიყავი?! მე რატომ ვჭირდები მათ? -ლუნა,შენ განსაკუთრებული სისხლი გაქვს და თან მთვარესთან გაქვს რაღაც ამოუხსნელი კავშირი ,ზუსტად მეც არ ვიცი რა კავშირი,მაგრამ მამაჩემმა შენზე რომ გაიგო თქვა ,რომ შენი მსხვერპლად შეწირვა უნდოდა,ამიტომ გამოვიქეცი იქიდან. -მან როგორ გაიგო ჩემზე? -ვერც კი წარმოიდგენ მამაჩემი როგორი ძლიერია,თან მე და შენ ძლიერი სისხლის კავშირი გვაქვს. ვერაფერს ვერ ვხვდებოდი თუ რა კავშირი უნდა მქონოდა მთვარესთან და რით ვიყავი ასეთი განსაკუთრებული,მაგრამ ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ ერთადერთი რისი სურვილიც მქონდა ,აქედან წასვლა იყო! -ჯეფრი,მირჩევნია აქედან წავიდე და გთხოვ გამიშვი. შეშინებულმა შევთხოვე ,იმის მიუხედავად რომ ისედაც ვიცოდი პასუხი. -ვერსად ვერ გაგიშვებ. ჯეფრიმ მალევე მიპასუხა და უეცრად ხელები სახეზე მომკიდა . -ნუ შეგეშინდება ლუნა. მე პირობა დავდე და გეფიცები სიცოცხლის ფასად დაგიცავ . ------------------------------------------ ცოტა უაზრობა ჩანს ვიცი,მაგრამ ნელ-ნელა საინტერესო გახდება^^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.