ისევ მარტო ვარ (სრულად)
დღეს ისევ მარტო ვარ, ჩემს ქოხში. ისე როგორც არასდროს, ტანზე მარტოობა მაკრავს. თაროსთან დავდექი, წიგნი გადმოვიღე, გადავშალე და იქაც მარტოობა დამხვდა, მომეწყინა. დავხურე და უკან დავაბრუნე, სხვებთან ერთად მხიარულად გამოიყურებოდა, ჩემს ხელებში კი მარტო იყო. მოწყენილობა ჩამოწვა, ქოხშიც და სულშიც.. ფანჯრის დაბალ რაფაზე ჩამოვჯექი, ფეხებს ნიკაპი დავაჭდე და ხელები შემოვხვიე, მხოლოდ ჩემი ხელები მეხვეოდა, ისევ მარტო ვარ.. ფანჯარას მივაბყარი მზერა და ტყეს გავსქეროდი, ჩამოღამებული და უსისხოცხლო იყო, ჩემს თავს შევადარე.. ამინდიც უცნაური იყო, ნაცრისფერს შეემუსრა ყველა’ფერი’, სამყაროც მარტო დარჩენილიყო და გლოვობდა. ტბაც არ ღელავდა, ცის რუხ და შემზარავ ღრუბლებს ირეკლავდა მხოლოდ.. თითქოს სამყაროს მხარდაჭერას უცხადებსო, მე კი არავინ.. ყველგან ნაცრისფერი იყო, ყველგან უიმედობა და მარტოობა სუფევდა.. ავდექი და კარი გავაღე, ქარმა ცივი ჰაერის ნაკადი სახეში შემომაგება, მეგონა რომ სამყარომ სილა გამაწნა და თვალები ამემღვრა. ვიცოდი რომ ამას არ ვიმსახურებდი. ამიტომ მტკიცედ გადავაბიჯე ზღურბლს და ტყისკენ ავიღე გეზი. უიმედობაში შევაბიჯე თავდახრილმა, უიმედოდ მისულს უიმედოდ დამხვდნენ. რაც უფრო ღრმად შევდიოდი მით უფრო ვიძირებოდი მასში, მარტოობაში. გავჩერდი და თვალები დავხუჭე, სიბნელე იყო, უძირო სიბნელე. შემეშინდა მაგრამ არ შევიმჩნიე. თვალი გავახილე და იქაც სიბნელე დამხვდა. გული დამწყდა რომ ყველა’ფერი’ ბნელით იყო მოცული.. თითქოს სინათლეს ფეხი აღეკვეთა ამ სამყაროდან. ცისარტყელა როგორი იყო აღარც კი მახსოვდა, მხოლოდ რუხი ფერი კრთებოდა სიბნელეში. დავღონდი იმაზე მეტად, ვიდრე მოველოდი. სინათლის საძიებლად წამოსულს სიბნელის გარდა არაფერი შემრჩა ხელში. ხმაც კი არსით ისმოდა, უსულო იყო ყველაფერი, თითქოს სულიერსაც დაეკარგა სული.. ვიდექი და ვფიქრობდი, მაგრამ ფიქრიც გამიშავდა.. დახმარების მოლოდინში ცხოვრება წავაგე, ხსნა და იმედი არსით იყო, მხოლოდ სასოწარკვეთა.. შემზარავი სიჩუმე მაკრთობდა, ვიცდიდი მაგრამ არაფერი იცვლებოდა.. ძნელი ყოფილა მოლოდინი რომელსაც არაფერი მოაქვს, ძნელი ყოფილა უიმედობა, უფრო სწორად დამღუპველი და დამთრგუნველი.. ასეთი სიბნელე არასდროს მენახა, მეგონა რომ არ არსებობდა, სანამ საკუთარი თვალებით არ დავინახე და უსულო სულში არ ჩავხედე. უკვე იმაზე მეტად ბნელა ვიდრე ქოხში, მაგრამ აღარ მეშინიაა.. ყველა გრძნობა გამიქრა, დარდი, ფიქრი, აღარაფერი შემრჩა.. გავქვავდი, ცოცხალი მკვდარი ვარ, ცოცხალი მაგრამ რა აზრი აქვს ასეთ სიცოცხლეს.. ეს ხეებიც რომ ვერ მანუგეშებენნ, მაგრამ აღარ მეშინიაა, რომც შემეშინდეს უკვე გვიანიაა, უკვე ყველაფერი გვიანია.. დამთავრდა, საზრიანი უაზრო ცხოვრება მიილიაა.. მაგრამ რაღაც უფრო მეტს ველოდი, მაინც არ მიშველა, თითქოს სამყარომ მეორედ გამაწნა სილა.. ცხოვრება დასრულდა მაგრამ მე უფრო ცუდად ვარ, ვერ ვპოვე ხსნა იქ სადაც ვეძებდი.. სიკვდილი აღარ მინდა.. მაგრამ უკვე გვიანია.. სიცოცხლემ დაიგვიანა ისე როგორც არასდროს,ისე როგორც არასდროს ჯერ არავის არ დაუგვიანია.. ტკივილი არ ყუჩდება, ასეთი ტკივილი ჯერ არავის არ გაყუჩებია.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.