ახალი სიცოცხლე I-თავი
ადამიანის ცხოვრება იყოფა ორ ნაწილად.მდე და შემდეგ. შესაძლოა იყო შენს ცხოვრებაში ეს ეტაპი,გაიარე კიდეც ან ჯერ არ მოსულა მაგრამ ერთ დღეს ადრე თუ გვიან გეწვევა.განსაკუთრებულად ის ადამიანი გამიგებს ვისაც გამოვლილი, გამოცდილი და შეგრძნებულიც აქვს.შესაძლოა ეს პატარა ასაკშიც მოხდეს ეს კი ყველაზე რთულია... ჯობს ასაკი გქონდეს, აანალიზებდე ვიდრე ბავშვი იყო და ამ გარემოებამ სტრესში ჩაგაგდოს. ვერ იგებდე რა გჭირს ,რა დაგემართა და ხარ უაზრო ფიქრებში წასული,რომ რაღაც საშინელება გჭირს რადგან დაუსრულებელი,ვიწრო თეთრი ფერის დერეფნიანი გრძელი,დიდი კარის იქით ერთ-ერთ საწოლზე წევხარ. რომელზეც არასდროს წოლილხარ და პირველად ხარ ამ სიტუაციაში შენს ცხოვრებაში...აუტანელი,სპეციფიკური წამლების სუნი და თეთრ ხალათიანები.არადა ბავშვობაში მათი ყველას ეშინოდა მათ შორის მეც. უმეტესობა მკაცრი, ცივი, უხეში გამომეტყველებით.ღამეები თეთრად გათენებული.გვერდით მწოლიარე ათიოდე პატარა ბავშვი,ზოგიც ჩვილი...ტირილს,რომ იწყებდნენ აღარ ასრულებდნენ...ეს კი მოქმედებდა...რადგან ცუდად ვიყავი.იქ ჩემი ადგილი არ იყო.თითქოს სხვაგან მოვხვდი იქიდან გამოქცევა მინდოდა,თავის დაღწევა.განა მქონდა ამის ძალა? მხოლოდ ერთი რამ შემეძლო უაზროდ მესმინა ექთნების საუბრისთვის,ბალიშისებრი ფორმის ოთკუთხა თეთრი სითხით გაჟღენთილი წვეთოვანისთვის,მასზე დამაგრებული ე.წ უფერული შლანგისთვის და ჩემს ხელზე დამაგრებული კათეტერის...წვეთებს ვითვლიდი რომელიც ზემოდან ქვემოთ ჩემი ორგანიზმისკენ მიედინებოდა.დავასკვენი,რომ ეს აუცილებელი იყო. კიდევ იყო ბევრი რამ გაურკვეველი,მოვიდოდნენ და გაურკვეველ ნემსებს მიკეთებდნენ....არ ვიცოდი რისთვის იყო საჭირო და არც მიკითხავს,არც ისინი მეუბნებოდნენ.გათიშული ვიყავი-გაოცებისგან,გაოგნებისგან და ცუდად ყოფნისგან.საწოლზე ენერგია გამოცლილი და უძალოდ მყოფი უძრავად ვიწექი...ლაპარაკის თავი არ მქონდა.არც მინდოდა ლაპარაკი,მერჩივნა ჩუმად ვყოფილიყავი და მათ დავმორჩილებოდი ე.ი საჭირო იყო ასე ჩემივე ჯანმრთელობისთვის.მეც ვითმენდი,ვიფიქრე მთელი ცხოვრება კი არ გაგრძდება ერთ დღეს ხომ მაინც მორჩება-მეთქი.მაშინ ეს ყოველივე წარმოუდგენელი რაღაც მეგონა ახლა კი ცხოვრების ნაწილია.ისევ დაუსრულებლად გრძელდებოდა მძიმე ხმები თავისი სიგნალებით...ამას ემატებოდა წვეთოვნის წკაპა-წკუპის ხმა...მძიმე გარემო,აურა რომელიც ავადმყოფს კიდევ უფრო ამძიმებს და უიმედობას იწვევს.როცა მათ მძიმე საწოლზე წვები,ხუთ წუთშივე იწყება ძვლების ტკივილი...რადგან არაა ისეთი რბილი,თბილი,კომფორტული როგორც საკუთარი ლოგინი.იწყება კისრის ტკივილი რადგან ოთკუთხა ფორმის ქვა დევს და არა ბალიში.ადამიანი კი გმირულად უძლებს და მაინც არ ნებდება.სუნსაც ეგუები,სხვა რაღა დაგრჩენია საწოლზეც დებ თავს...ღამე მოდის თვალს ხუჭავ მაგრამ ვერა და ვერ იძინებ. ან კი როგორ დაიძინებ როცა არადა არ ჩერდება აპარატურის ხმები,წიკწიკს განაგრძობს უზარმაზარი ზომის მრგვალი საათი ,აქვე ექთნების ხმამაღალი ქვითინი და ლაპარაკი არადა როგორი არასასიამოვნოა როცა გიჭირს და ამ დროს სხვა იცინის.ძილით ვერ იძინებ, თვალებსაც ვერ ხუჭავ ნორმანულად...თვალებიც წვას განიცდის ზემოთ მნათობი მთელი სიძლიერის,კაშკაშა ნათურები მოჩანს... არ ვიცი რა საჭიროა ამდაგვარი ერთიანი ნათურები რომელიც მეტად იწვევს დაძაბულობას და ქვეყნიერებას გაშორებს.დღემდე არ დამავიწყდება, გულთ მაქვს ის სიტყვები რომელმაც იმ დროს ბავშვს გული მოუკლა. იქვე ერთი სხვა ავადმყოფიც იწვა,ხუმრობდა ექთნებიც იცინოდნენ.მე კი ამის ნერვები არ მქონდა რადგან განვიცდიდი,პატარა ვიყავი და არც გარკვეული მედიცინაში. არ მესმოდა მედიცინის ტერმინები, ეს კი კიდევ უფრო რთული გადასატანი აღმოჩნდა ჩემთვის.დაფიქრებული,მოწყენილი და სერიოზული სახით ვიწექი ან გასაჭირის პირას მყოფი ადამიანი შეიძლება ბედნიერი იყოს? ყველა იცინოდა ჩემს გარდა და ამ დროს... მოდის ერთი ექთანი, და მეუბნება -გოგო,შენ რა დაღვრემილი იყურები გაიცინე მაინც-ო. განა რბილი ტონით თქვა,უხეში და ცივი სახით მითხრა. რა მქონდა სასაცილო? რაზე უნდა გამეცინა? ან რა უნდა მეთქვა? არც შემეძლო,ლოგინს ვიყავი მიჯაჭვული...ამიტომაა სანამ ადამიანი არ გამოცდი გასაჭირს,გინდაც ექიმი იყო და მკურნალობდე პაციენტებს იქამდე ვერ მიხვდები სხვის ტკივილს,ვერც გაიზიარებ და ვერც მოვა შენ გულამდე. მეც ხელოვნურად გავიღიმე უფერული,ყვითელი,გამხდარი,გამომშრალი სახით. გაგრძელება იქნება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.