90's. 90- იანელი ( 3 )
***** გაგამ ცალი თვალით ამომხედა და მკითხა: -რომელი საათია? - ბარემ! ერთ საათში, შენი ადგომის დროა! - ანუ! არ დამაძინებ ხო? - და საბანი თავზე გადაიფარა. მე ვერ დავიძინე და ვიფიქრე გაგაღვიძებდი, - წავალ გინდა საუზმეს გაგიმზადებ, - ეხლაა ? მოიცა რა ყავა გამიკეთე ეხლა? საუზმე? კაი რა. - კაი გაგიკეთებ, წასვლას ვაპირებდი, შემდეგ ერთ ადგილზე მივიყინე, გაგასკენ წავედი ისევ, დივანთან მივედი, ის ისევ იწვა, - ...... გაგა ვნერვიულობ. - ვუთხარი მცირე პაუზის შემდეგ. - რაზე! კაი რაა...გაგა დივანზე წამოიწია ,ზურგზე დაწვა თავქვეშ ხელი ამოიდო ,თვალები დახუჭა და მითხრა: - არ გაქ სანერვიულო შენ. - კაი რა გთხოვ, არ შეიძლება რომ წყნარად,მშვიდათ დასრულდეს ყველაფერი,მეშინია, ვიცი გავიგე დათოსთან რასაც ლაპარაკობდნენ, უნდა შეხვდეთ ხო?იქნებ არ გინდა აა? -გამოუძინებელი ხარ შენ გატყობ, ყავა გამიკეთე რა გთხოვ ...... -გადაიფიქრე? მეც მოვალ დამაცადე ავდგე. - კაი ვაკეთებ ხო..- ჩავიბუზღუნე და სამზარეულოში გავედი. სიგარეტს მოუკიდე ,ჩავფიქრდი, იქნებ ვუთხრა იას და ცოტა ხნით სოფელში წავიდეთ, ბუნება, ტყე,სუფთა ჰაერი, ცხელი ხაჭაპურები ,ჰმმ ,თან ბიჭებიც თუ წამოვლენ იქნებ ცოტა დამშვიდნენ, სანამ მე ჩემს ოცნებებში ვმოგზაურობდი გაგა შემოვიდა, კისერში მაკოცა ,წელზე ხელები შემომხვია და ჩამჩურჩულა: - მიყვარხარ.... - არ მჯერა ,შენ რომ გიყვარდე შემისრულებდი ამ თხოვნას, და თან იმაზეც არ გვილაპარაკია იარაღით რომ იყავი , რამდენი ვინერვიულე. - ქეთ, სულ ტყუილად , მე ისედაც სულ თან დამაქვს , შენ უბრალოდ არ შეგიმჩნევია. - რა?! სერიოზულად ამბობ ამას? რა ჩვეულებრივათ მეუბნები ? -კარგი, მაპატიე მართალი ხარ აქ არ უნდა ამოვსულიყავი იარაღით. - მარტო მაგაში არაა საქმე, საერთოდ არ მეგონა რომ გქონდა, არ მეგონა თუ.... ჯობია გავჩუმდე გავიფიქრე, გაგას აშკარად ტონი დაეძაბა და სანამ ისევ აფსიხდა ..... გავჩუმდი ...... და სკამზე დავჯექი. -თუ რა ?! დაამთავრე! - გაგა აშკარად აიჭრა, ვფიქრობდი სიტუაციის გამწვავებას სჯობს უთხრა ეს თუ!!!....ისედაც ხომ იცის?! - გაგა შენ იარაღს ატარებ,ჩხუბობ,ცემ,ქურდობ, ვიცი ყველაფერი , ისიც ვიცი რომ პატივს გცემენ ეშინიათ , შენზე ყველა ამბობს რომ ძველი ბიჭი არისო , მე არ მინდოდა გესმის ეს ყველაფერი, ამის გამო ვიკავებდი თავს რომ, მეთქვა ჩემი გრძნობების შესახებ. - ვიცი და ვხვდებოდი, მეგონა შეეგუებოდი. - რას უნდა შევეგუო? იმას რომ შეძლება დაგიჭირონ? შეძლება დაგჭრან ? ან იარაღით რომ დადიხარ მაგით თავი დავიმშვიდო, იქ რომ რამე მოხდეს რომ იცოდე ჩემს თავს არ ვაპატიებ, მთელი ღამე ვლოცულობდი დათო კარგათ ყოფილიყო, - ცრემლები მომაწვა და სიბრაზეც , ეხლა გაგაზეც საშინლად გავბრაზდი და საკუთარ თავზეც . -ქეთ , არა ...არა პატარა...არ იტირო გთხოვ, ნუ გეშინია არაფერი არ მოხდება უბრალოდ შევაგნებინებ და მორჩა შენ ნუ შეგეშინდება, შენ ჩემი ხარ და ვერავინ ვერასოდეს ვერ გატკენს. - არ დამიმთავრებია, მისმინე მე ერთი და იგივეს ყოველთვის ვერ ავხსნი , უბრალოდ არ მინდა ვინმე დაშავდეს ჩემს გამო. - ეხლა უკვე დათოს გამოც. ადრეც ესე იყო , ახალი არ არის ეს , ეხლა შენს გამო დაემატა ,დათოს გამოც , იყო კიდე ადრეც რაღაცეები უბრალოდ ეხლა გაიბლატავა ბიჭმა ! აბაროტის აღება მოინდომა ! არაა ეს შენი საქმე, არაა საჭირო რომ იცოდე, მიიღებს და მოჯდება თავის დგილზე! - დამამთავრებინებ? ვლაპარაკობ მე აქ? - გისმენ მითხარი! - გაგა მე ვნერვიულობ რომ ესე გამოვიდა რომ ჩემს გამო დაიწყო, სიყვარული ამიხსნა და იმის გამო რომ ვუთხარი სხვა მიყვარსთქო გაფსიხდა და ყველგან მხვდებოდა უკვე 2 წელია ესე გრძელდება, იკა აქ რომ იყო მეშინოდა და ვერ ვეუბნებოდი იკას, შენც არ მინდოდა გაგეგო რომ მაწუხებდა უკვე ძალიან !!! - რას ქვია არ გინდოდა?- ფეხზე წამოდგა გაგა და ზემოდან დამხედა, - რას ქვია და ეს ყველაფერი რომ არ მომხდარიყო, ია რომ არა ვერც გაიგებდი. - არც ეგრე იყო რა, მაგ * ლემ იბლატავა ბიჭებთან ქეთას სიყვარული ავუხსენი , ჯერ-ჯერობით უარი მითხრა მაგრამ თუ ძალიან დავიღალე ლოდინით მივიტაცებო , დავბრიდავ მაგ სი*ს რომ გაბედოს თითის დაკარება. - გავიგე! გავიგე! არ უნდა მომეკაროს. მაგრამ გეუბნები რო ეს ჩხუბები, დასისხლიანებები ზედმეტია უკვე, ისე მოაგვარე რომ მაქამდე არ მივიდეს. - მასწავლი?! -ხმა უფრო დაუბოხდა გაგას და მკაცრი ტონი დაიჭირა. - არა კაი რა, გაგა ვინმეს რამე რომ დაუშავდეს ამის გამო იცოდე რომ ამით მერე მე ვერ ვიცოცხლებ უბრალოდ ვერ შევძლებ, ისედაც დათოზე ჭკუაზე არ ვიყავი და კიდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს რომ ჩემს გამო საავადმყოფოში აღმოჩნდა, არავის არაფერი დაემართოს გთხოვ. - კაი ჩემი გოგო დამშვიდდი, არაფერი არ იქნება ეგეთი, მეორედ აღარ ახსენო ეგ სიტყვა "თავს აღარ ვიცოცხლებ!" გესმის? - ხო ! გავიგე, უბრალოდ დაელაპარაკე კაი?- გაგასკენ მივიწიე ,თითისწვერებზე ავიწიე ვუთხარი "ჩამოდი " მეთქი... - ჩემი პატარა ... - ჩამოიწია ოდნავ და ჩამეხუტა, მოვდუნდი, აი ისევ ვერ მივეჩვიე რომ მის ყოველ შეხებაზე გული გაგლეჯვას არ უნდა მქონდეს , ასე მგონია ახლა მასაც ესმის ჩემი გულის ცემა, ნეტავ მას თუ უცემს ესე როგორც მე ? - გაგა არ ვარ პატარა , ეს შენ ხარ მაღალი! ჩავიჩურჩულე ნაწყენმა. - არა არ ხარ! მაგრამ ჩემი პატარა მაინც ხარ , -უფრო მაგრად ჩამეხუტა ,სული შემიხუთა, სკამზე დაჯდა, მეც მისკენ მიმიზიდა და მის მუხლებზე აღმოვჩნდი, - ეხლა ერთ ღერსაც მოვწევ და წავალ . - დღეს მოხვალ? - დღეს შეიძლება ვერ მოვიდე,ან ძალიან გვიან მოვიდე არ ვიცი ზუსტად , არ მინდა მარტო რომ იყო სახლში , ყველა ვარიანტში მოვალ , ან ჩემთან წაგიყვან , ვნახოთ მაგრამ თუ მაინცდამაინც დამაგვიანდა, საღამოს შვიდამდე დამელოდე და მერე თუ არ მოვედი , იასთან და დათოსთან დარჩი. - ოო , კაი რა , მარტო ვცხოვრობ, მივეჩვიე , გგონია მეშინია? - ესე გააკეთე მხოლოდ დღეს გთხოვ,დამპირდი და უფრო მშვიდად ვიქნები. - კარგი , ხო გპირდები. - მოდი ეხლა ჩემთან ... - და ვისთან ვარ ხომ არ იცი ? - ქეთი... ჩამჩურჩულა გაგამ და ნაზად მაკოცა. - როგორ მაგიჟებს როდესაც გაგა ჩემს სახელს წარმოთქვამს, რაცაცნაირად, ჩახლეწილი ხმით, " ე" ზე , მახვილს აკეთებს და გაწელილად ჟღეს ქეეეთ, ესე როდესაც მომმართავს ყველაფერზე თანახმა ვარ. - ხო , კიდე რა უნდა ვქნა? - რა და თმები აღარ გაისწორო რა , როგორ მიყვარს ესე რომ გაქვს ხუჭუჭები , ჩემი ლამაზი გოგო, ჩემი მწვანე თვალება, ესე რომ მიყურებ მკვლელი გამოხედვით ,მართლა მკლავ , იმდენი ხანი მაოცნებე ამ წუთებზე , ხანდახან მავიწყდება რომ ჩემი ხარ. - გავიწყდები ხოლმე? - არასოდეს ! ქეთა ! ა - რ -ა - ს -ო -დ -ე - ს .... ყველაზე ლამაზი , ყველაზე საყვარელი, ყველაზე ყველაზეეე ჩემი... და ვერასოდეს ვიფიქრებდი რომ გაბედავდი და აღარ გამაწამებდი, გაბედავდი და მეტყოდი შენს გრძნობებს. - სიმართლე გითხრა , მინდოდა მეპასუხა შენთვის იგივე გრძნობით, მაგრამ ხანდახან მეშინოდა.- თვალი ავარიდე მის სახეს, და თავი გაბრაზებულმა შევატრიალე. - რისი გეშინოდა? - შენი გაგა ...მხარზე თავი მივადე , წუთიერი სიჩუმე ჩამოვარდა, გაგა ადგა კარებისკენ წავიდა,მეც წავყევი, კედელს მივეყუდე სანამ გაგა გასაღებს ატრიალებდა , მე კი გაგას თვალს არ ვაშორებდი, საკეტის ხმა ჩამესმა , ეხლა წავიდოდა და ძალიან არ მინდოდა მისი წასვლა , მაგრამ საქმე აქ და თან ვერც გავბედავ თქმას "დარჩი" . ჩემსკენ მოიწია კედელთან ისე ვიყავი აწებებული სუნთქვა მიჭირდა , მარცხენა ხელით კედელს მიყრდნო ,მარჯვენა ხელი თმებში შემიცურა ,ნაზად მეფერებოდა, მისი მზერა ჩემს ბაგეებზე ვირძენი, მის სუნთქვას ისევ ახლოს ვგრძნობდი , ისევ ის მომენტი ,როდესაც საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი , მისი ტუჩები სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ ჩემს ტუჩებს , უცბად გაჩერდა , ორივე ხელები წელზე შემოვხვიე , ვეცადე ისე ძლიერად ჩავხუტებოდი როგორც ის მეხუტებოდა, არაფერი გამოვიდა, არც კი მაცადა , საკუთარ თავზე გაბრაზება ! არ ვიყავი საკმარისად ძლიერი, მის გვერდით რაც კი ძალა მქონდა ისიც აღარ ფუნქციონირებდა, ორივე ხელები თმებში შემიცურა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა, არც კი შევეწინააღმდეგე, მეც ავყევი მისი ტუჩების მოძრაობას, შემდეგ გავჩერდი , მის მკლავებს დავეხსენი. - გაგა ხომ არ გაგვიანდება? - ვიკითხე ეშმაკურად. - ხო ,ხო , ხომ ხედავ რას მიშვები სამყაროსგან მთიშავ. - მე? - გულში გავიფიქრე " მე რაღა ვთქვა" . -მოკლედ როგორც შევთანხმდით კარგი! **** დრო გადიოდა ,ისე უაზროდ ისე ნელა , ისე მომაბეზრებლად, გადამიყოლა სახლის საქმეებმა, აშკარად ტვინის განიავება მჭირდებოდა, როგორ უაზროდ ავიჩემე ეს სოფელი , მართლა ძალიან მომინდა გასვლა თბილისიდან , მომბეზრდა აქაურობა , ირაკლი მაინც რომ ყოფილიყო აქ .... რა ბედნიერება იქნებოდა , ყველაფერს დავთმობდი მასთან შესახვედრად , ეს გავიფიქრე და გული ამიჩქარდა, სახლიდან ბევრჯერ იმის გამო არ გავსულვარ რომ დარეკოს და მე არ ვიყო, ინერვიულებს ! ღერი ღერზე ვეწეოდი ვფიქრობდი : - იქნებ არც ისე ცუდათ დასრულდეს მათი შეხვედრა , უბრალოდ ისაუბრებენ , შემდეგ გაგას საუბარი წარმოვიდგინე და ... .. გამორიცხულია ! ის ისეთი ფეთქებადია...... მარტო დათოს ცემას არ აპატიებს ! როგორ გადაეკიდნენ ესე ერთმანეთს, ნამდვილად არ დაწყებულა ჩემით მათი მტრობა , მაგრამ მეც შევდივარ მათ მთელ რიგ პრობლემებში, ზაზას ვიცოდი რომ ალბათ , სადღაც.... პირველი კლასიდან ვუყვარდი, ყოველ 8 მარტს ჩემი სახლის კარებთან იდგა ! ელოდებოდა როდის გამოვიდოდი, დაკაკუნებისაც ერიდებოდა , ირაკლი სულ ხუმრობდა , სასაცილოდ ეჩვენებოდა ეს ბავშვური საქციელები , ზაზა და გაგა ძმაკაცები არასოდეს ყოფილან , გაგა უფროსი იყო ზაზაზე . დაახლოებით ორი წლის უკან ზაზამ სკოლაში , მეშვიდე კლასელ ბიჭებზე ფულის ახევა დაიწყო , აი ზუსტად მაშინ მოხდა პირველი ჩხუბი და მას შემდეგ ზაზა ყველაფერს ანადგურებდა რაც გაგასთვის ძვირფასი იყო , როდესაც მან გაიგო რომ გაგას მოვწონდი სულ გადაირია , გაგა როგორც კი უბნინიდან გავიდოდა, ან მისი ძმაკაცები იქ აღარ იყვნენ , მაშინვე იქ ჩნდებოდა ! საჩუქრებს მიტოვებდა ყვავილებს , ხან სკოლასთან მხვდებოდა, გრძელდებოდა იქამდე სანამ გაგამ არ გაიგო რომ მან მე სიყვარული ამიხსნა , გაგა მგონი იმაზე უფრო გაგიჟდა , როდესაც გაიგო რომ მე ზაზასთან ვთქვი სხვა მიყვარს მეთქი , შეპყრობილი იყო იმით თუ ვინ სხვა მიყვარდა . გაგა კი ყოველთვის სხვანაირ ყურადღებას იჩენდა ჩემს მიმართ , ისე შემომიყვარდა ვერც კი გავიგე , როდის მოხდა ეს ?! სულ ვჩხუბობდით , მისი კომპლექსების გამო! ჩაცმაზე! გასვლაზე ! დაბადების დღეზე! წასვლაზე ! ყველაფერზე ! ყველაფრის კონტროლს ცდილობდა, მეათე კლასში რომ ვიყავი ერთი ბიჭი იმიტომ სცემა რომ , ჩემზე თქვა - ძაან ლამაზი გოგოა - ო , ნეტა შეყვარებული თუ ყავსო , შემდეგ ეს ბიჭი მოვიდა ბოდიში მოიხადა და მას შემდეგ გამარჯობასაც აღარ მეუბნებოდა, გაგა ყოველთვის როდესაც დაიწყებდა ლაპარაკს იმის შესახებ რომ ვუყვარდი , რაც იშვიათად ხდებოდა, უფრო ჩხუბით და ეჭვიანობით გამოხატავდა თავის გრძნობებს , სულ მეუბნებოდა: - ქეთი შენ გიყვარვარ , უბრალოდ ჯერ არ იცი ამის შესახებ ! ვიცოდი ! ძალიან კარგათ ვიცოდი ! რასაც ვგრძნობდი მის მიმართ. ტელეფონის ზარი გაისმა , ყურმილი ავიღე .... - იკა შენ ხარ! - ავხტუნავდი სიხარულისაგან. - ჩემი პრინცესა როგორ არის, გაისმა ეს მონატრებული ხმა , ცრემლები მომაწვა. - რატომ არ მირეკავდი ? როგორ ვნერვიულობდი. - ქეთა ხომ გითხარი ხანდახან შეიძლება დიდი ხნით ვერ დავრეკო , და შენ არ უნდა ინერვიულო , ხომ გაქცევენ ბიჭები ყურადღებას ?! - ხო იკა , კი ძალიან ზედმეტადაც ! იქნებ სთხოვო ცოტა სივრცე მომცენ , - ჩავილაპარაკე ჩემთვის. - ესე წყნარად ვარ უფრო , ქეთი !გაგა ნერვებს ხომ არ გიშლის? - იკა მაგაზე მინდოდა მეთქვა რაღაც. - რა გაგაბრაზა? ხო დამპირდა არავინ აწყენინებსო? რა! არ დამიმალო! - არა , იკა უბრალოდ არ მინდოდა შენთვის დამემალა რამე. - ეხლა არ გამაგიჟო, მე ველაპარაკე მაგ თემაზე , ისედაც ვიცოდი რომ უყვარდი გაგას და ვუთხარი რომ არ ვარ წინააღმდეგი თუ შენც გიყვარს, მაგრამ შენ მე არ მეუბნები რაღაცას? მიმალავ? ხომ იცი ყველაფერში გაგიგებ . მე უბრალოდ გაგა რასაც დამპირდა ის უნდა შეასრულოს , სანამ მე არ ჩამოვალ ,ჩემს გარეშე არაფერი გადაწყვიტოთ. - ხო რათქმაუნდა , ეგ ისედაც ვიცოდი და არც არაფერს ვაპირებ , უბრალოდ გვიყვარს ერთმანეთი. - კაი ხო , ძაან დეტალები აღარ მინდა , ეხლა დათოზე მომიყევი რახდება, წეღან სახლში დაურეკე და დედამისმა წევსო და გაგაღვიძებდი მაგრამ წამლები აქვს დალეულიო , აღარ ვკითხე და ხო არ იცი რახდება. - კი ვიცი ,მაგრამ არ მინდა განერვიულო ,შენ შორს ხარ და.. - სად ვარ რა მნიშვნელობა აქვს? ეხლავე მითხარი რახდება? - ზაზა ხომ გახსოვს? - მერე ! ისევ იჩხუბეს ბიჭებმა....ხმაში სიბრაზე გაერია ირაკლის. - ხო , მაგრამ ეს ორჯერ რაც იჩხუბეს ჩემს გამო მოხდა და ვიფიქრე იქნებ შენ დაელაპარაკო? - რას ამბობ რა შენს გამო ! ხო არ უნდათ ჩამოვიდე და დავხოცო სათითაოდ , რა მოხდა მანდ! - დამშვიდდი იკა,უბრალოდ გადამეკიდა, ყველგან მხვდება, საჩუქრებს მიგზავნის, შემაწუხა რა! - ეგ ხო არ უბერავს, ყელს გამოვჭრი,გაგა იყო მოსული? სადაა საბაზრო მაქვს! - გაგამ იცის, პირველად გაგა შეხვდა იჩხუბეს ,შემდეგ ისევ მოვიდა უბანში ზაზა მ, დათო მარტო იყო,იჩხუბეს და კი იცი,დათო ეხლახანს გამოწერეს. - ერთი გაგას უნდა დაველაპარაკო! რას აპირებენ. -როგორც ვიცი , უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, არ ვიცი ზუსტად , ამიტომ გითხარი ვნერვიულობ რამე ცუდათ არ წავიდეს , იქნებ ისე მოაგვარო არავინ რომ არ დაზარალდეს, გაგა ძალიან ემუქრება და მეშინია. -არ უნდა დამეტოვებინე , შევცდი! უნდა წამომეყვანე , მაგრამ ვიფიქრე სწავლას დაამთავრებდი, მეც მოვეწყობოდი , ან შენ ჩამოგიყვანდი ან მე ჩამოვიდოდი ,თან ხომ იცი ! ვიცოდი, ყოველთვის გაგას როგორ უყვარდი , მე გაგიგე ყველაფერში, პატივს ვცემ შენს გადაწყვეტილებას , ვიცოდი შენც გიყვარდა და არ მინდოდა თქვენი ერთმანეთისგან დაშორება , მეგობრები გყავს მანდ , არ მინდა რომ რამე მოგაკლდეს , განსაკუთრებით ყურადღება , მე გაგა დამპირდა რომ ყურადღებას მოგაქცევდა , საკუთარ სულს ვანდობ გაგას , არ ვარ წინააღმდეგი თქვენი სიყვარულის , მაგრამ გავაფრთხილე მე , როგორც კი რამე პრობლემა შეგექმნებოდა და ვერ მოაგვარებდა ! აქ წამოგიყვანდი ჩემთან ! გაცოფდა, იგინებოდა ..- მღუპავო ? - ესე მითხრა გაგამ , ასე რომ დალშე თვითონ ჩამოვიდეს აქ , მანდ მე შენ აღარ გაგაჩერებ ! გაგა სახლშია?! სად დაუკავშირდე?! - ესეთი მკაცრი ჯერ ირაკლი არ მახსოვს , ჩემთან არასოდეს ყოფილა მკაცრი , შემეშინდა , ეხლა სხვა სანერვიულოც გამიჩნდა , მაგრამ უნდა მეთქვა , სხვისგან რომ გაეგო გაჭედავდა. - არა , საღამოს შვიდის მერე მოვალო მითხრა , აუუ... კაი რა , იკა გთხოვ , ხომ იცი როგორ მენატრები , როგორ მინდა შენთან , მაგრამ გთხოვ რა ...არ მინდა , აქ მინდა ყოფნა. -გეყოფა ეხლა ! გაგას უთხარი რომ მოვა , შვიდის მერე დავრეკავ და დაელოდოს ჩემს ზარს , ისე არ წავიდეს ! მიყვარხარ და გკოცნი . - ბოლო სიტყვები ჩქარ-ჩქარა მომაყარა და გაითიშა. ***** სიგარეტი ნერვიულად ჩავწვი საფერფლეში , შვიდს გადაცდა და როდესაც იმედი გადამეწურა , გაგაც ზუსტად მაშინ მოვიდა , ვიფიქრე მოვასწრო თქმა სანამ იკა დარეკავს . კარებშივე ვეტაკე და მივაყარე: - ირაკლიმ დარეკა გაგა , და მე ყველაფერი უთხარი , მაინც გაიგებდა , თქვა რომ დაგირეკავს წუთი წუთზე და შენთან უნდა დალაპარაკება! შენ სად იყავი ამდენხანს! - ხო , მაინც უნდა მეთქვა, არ ინერვიულო შენ კარგი?და შენ ხომ დაპირდი რომ თუ დავაგვიანებდი იასთან წახვიდოდი, - უცებ ტელეფონი აწრიალდა, ეს ზუსტად ვიცოდი, ეს გაბმული ზარი ირაკლი იყო , გაგას ვანიშნე ყურმილის აღება. - ზდაროვა ბრატ! როგორ ხარ? - კარგათ ძმა შენ რას შვები? - რავიცი ,იცი ხომ უკვე აქაური ამბები! - ეს თქვა გაგამ და თვალით მანიშნა გავსულიყავი. სამზარეულოში გამოვედი, ინტერესი მკლავდა რას ლაპარაკობდნენ, პარალელური ავიღე და სუნთქვა შემეკრა , როდესაც ჩემი თანდასწრებით საუბრობს გაგა სხვანაირია ,ეხლა კიდე როგორ დაისტროგა ხმის ტემბრი. - გაგა , ქეთა მომყავს მაქეთ ! მორჩა მანდ ვეღარ დავტოვებ! შენ ჩამოდი აქეთ! - იკა ძმაო , არ გამოვა ეგრე წინა კვირას პირობითი ავიკიდე , წელიწად ნახევარი ვერ დავტოვებ საქართველოს, სად უნდა წაიყვანო, მიტყდება რომ გეუბნები მაგრამ, მიყვარს ძმაო , სიტყვას გაძლევ თმის ღერიც არ ჩამოუვარდება, დავბრიდავ ნებისმიერს ქეთას გულისთვის, ხომ იცი შენც, მოვაგვარებ ყველაფერს, დედასმოუტ*ნავ იმ ნაბო*არს .არ შევარჩენ ვინც არ უნდა მთხოვოს. - ანუ შანსი არაა "რასხოდის "? - გამორიცხულია , " რასხოდი " არ მოხდება! - გადაურეკავ ბიჭებს მეც , ომი უნდათ და ომი ექნებათ ! და შენ სად აიკიდე ეგ პირობითი! - რავიცი ძმაო, .... (ორწამიანი პაუზის შენდეგ გააგრძელა )წელიწად ნახევარი აქ ვარ გაჭედილი,ისე საკმარისად ვართ ჩვენც, არ გინდა ბევრი ხალხი ! - ვნახოთ ,ვნახოთ. ეხლა ცოტა წყნარად ძმა პირობითის პონტში. მივხვდი მალე გათიშავდნენ და სწრაფად და დავკიდე ყურმილი , ეს რა პირობოთი გავიგე ,მერე დამარტყა თავში,ეს რატომ არ ვიცოდი... ყავა დავისხი , მაგიდასთან დავჯექი , სახე ხელებში მოვიქციე, ერთი სული მქონდა გაგა როდის შემოვიდოდა. მძიმე ნაბიჯებით შემოვიდა სამზარეულოში , სკამი აიღო შემოატრიალა , ჩემს წინ დაჯდა შემობრუნებულ სკამზე , ხელები ზემოდან გადმოყარა, ისე ამოიხვნეშა თითქოს ბოლო ამოსუნთქვაა, თავი მძიმედ ავწიე, მინდოდა თვალებში ჩამეხედა და მის თვალებში წამეკითხა რას აპირებდა. - გაგა , არაფრის თქმას არ აპირებ?- ვკითხე ,სიგარეტი ამოვიღე უნდა მომეკიდებინა ,ამ დროს გაგამ გამომგლიჯა ,თითებში მოფშვნიტა და მაგიდაზე ისროლა - უაზროდ ეწევი ეს დღეები! - ესეც ამიკრძალე! მეტყვი თუ რას იზავ?! - რა გითხრა ვერ გავიგე? რა გინდა რომ იცოდე? - რა? რა და ის რომ ემუქრები ზაზას და არ დასრულდება ეს კარგათ, შენ საერთოდ არ აპირებ იმის განხილვასაც კი რომ მშვიდობიანად დაასრულო! და საერთოდ რა პირობითი ამიხსნი? - მაგ სახელს ნუღარ მიხსენებ! ფეხზე წამოვარდა , სიგარეტს ნაფაზი ნერვიულად დაარტყა, ორი თითით დაიჭირა ,გვერდით გაწია , ჩემს სახესთან სულ ახლოს მოვიდა და ხმის ტემბრი დაძაბა : - აღარასოდეს! აღარ გაბედო მაგის სახელის წარმოთქმა! - გავიგე! რას მეძაბები! - რაც შეეხება ჩემი და იკას საუბარს, როგორც ჩანს მოისმინე ყველაფერი,არავინ არსად არ წაგიყვანს, მე მოვაგვარებ ყველაფერს , შენს გარეშე წელიწად ნახევარში გავჭედავ! - ხო აი მიხვედი მაქამდე შენით! პირობითი ? არ მეგონა თუ ... - თუ რა? ჩემი გეშინია? - არ მეშინია! უბრალოდ ,ამ ყველაფერთან ერთად ვერ წარმოვიდგენდი რომ ნასამართლევიც იქნებოდი, სულ ესე იქნება? რომ ვიცოდე! მთელი ცხოვრება? - არ დაგიმალავ ,და ხო ესე იქნება. - გაგა ... დავიღალე! არა ! არ უნდა მეთქვა შენთვის არაფერი! არ უნდა მეთქვა რომ მიყვარხარ. - სადისტი ხარ? ჩემი წამება მოგწონს? რა არ უნდა გეთქვა! რა?!!ჭკუიდან გადაგყავდი უკვე! - კარგი ხო , კარგი . - უნდა გავიდე ერთი ორი საათით, დაიძინებ შენ თუ დამელოდები? - მეც წამოვალ, - ვთქვი დაუფიქრებლად. - სად წამოხვალ , ბიჭებთან ? - მაშინ გასაღები წაიღე და რომ მოხვალ შენ გააღე მე დავწვები, დილას ადრე უნდა ავდგე. - ეხლა მოდი ჩემთან, ხელები წელზე შემომხვია , ჰაერში ამიტაცა და დივანზე დამსვა. - მუსიკას ჩავრთავ. - არა მოიცადე ,მე თვითონ. გული გამალებით მიცემდა , 2 Pac ის "only fear of death" ჩართო,მომიახლოვდა ,იმდენად ახლოს დაჯდა რომ , დავიძაბე. - რა იყო ქეთ ? - ხელი ჩამომისვა სახეზე, თმები რომლებიც თვალებს მიმალავდნენ, თითების ნელი მოძრაობით მომაშორა. - მოიცადე გაგა, არ გინდა რა. - უცბად გონს მოვეგე. - ჩემი გეშინია? ვიცი ვგრძნობ, არ მენდობი? - რა შუაშია, ეგ არ მითქვამს. - აბა რა ხდება, - არც კი დაასრულა საუბარი , ჩვენი ტუჩები უკვე ერთმანეთს ეხებოდნენ, სამყარო გაჩერდა, დროც გაჩერდა, აღარ მაინტერესებდა რა ხდებოდა ჩვენს გარშემო , მის მკლავებში თავი ჩავრგე , ცოტა შემრცხვა კიდეც, - მიყვარხარ! - ისეთი დაჟინებული მზერით მითხრა ეს სიტყვა ეჭვსაც ვერ შევიტანდი. - მეც მიყვარხარ , - გაგას ჩავეხუტე ,თვალებში ჩავხედე და კიდევ ერთხელ გავიმეორე, - მიყვარხარ! უცბად წამოიწია საკოცნელად, მე დავასწარი, ემოციების პიკზე მისულს , უბრალოდ დავემორჩილე, რამდენი ხანი ვოცნებობდი ამ წუთებზე. - მგონი ვიღაც აკაკუნებს კარებზე, - თქვა გაგამ მაისური ჩამომიწია და თემები გამისწორა და კარებს მიუახლოვდა გზადაგზა კი თავის მაისურს ისწორებდა. -რომელი ხარ! - დაიძახა გაგამ. - ჩვენ ვართ , - გაისმა ბექას ხმა. - შემოდით, ძმაო ხომ მშვიდობაა? - ყველაფერი კარგათ, - აშკარად დავინახე ,ლევანმა ანიშნა ცალკეო. - მე დაგტოვებთ, - სამზარეულოში გავედი,გული უცნაურად ამიჩქარდა ,კარები მივხურე , უცბად გამახსენდა რომ, იამ მეზობელ გოგოს სიგარეტი და ნამცვარი გამოატანა და სადარბაზოსთან უნდა ჩავსულიყავი,იასთან გადავრეკე ,იმის გასარკვევად წამოვიდა თუ არა. მისაღებში გავედი. - მე ჩავალ დაბლა, 5 წუთით იამ სიგარეტი გამოატანა ნანას და ნამცხვარი , ყავა მიირთვით მანამდე და ნამცხვარსაც დაგაწევთ. ვთქვი უმისამართოდ და ყოველი შემთხვევისთვის გაგას გავხედე ,არვიცი რისთვის! ნებართვისთვის ? .... შემრცხვა ესე აშკარად გრძნობების გამოხატვა , რადგან საკმაოდ შესამჩნევი იყო. - იყავი მე ჩავალ, - თქვა ლევანმა და წამოდგა! - არა ლევან იყავი აქვე გვერდით სადარბაზოში ცხოვრობს ნანა , არაა შორს. ლევანმაც გაგას გახედა, გაგამ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია. - ბექა შენ გაყევი.. თქვა გაგამ და საუბარი გააგრძელა. - კაი რა ბარემ ,ყველა წამოდით, რათ მინდა გაყოლა?!ჩავალ გამოვართმევ და ამოვალ! აქამდე ხომ ამოვიდოდი?- კარები გავაღე, და კიბეებს ჩაუყევი, ჯერ ნანა მოსული არ იყო და ერთი 5 წუთი ველოდებოდი, - ამოგიტანდი,რატო ჩამოხვედი. - მითხრა ნანამ სიგარეტი და ნამცხვარი გამომიწოდა ,გადამკოცნა და ის იყო წასვლას აპირებდა რომ,უეცრად ისეთი ხმა გაისმა, მანქანა რომ ადგილს მოსწყდება! ჩამქვრალი ფარებით , შემოვარდა ჩვენი მიმართულებით ავტომობილი , ნანა ზურგით იდგა და ვერ ხედავდა ჩვენსკენ აწყვეტილ " ტროიკას " ,ნანა! დავიყვირე,სულში გამცრა, მიწა ფეხქვეშ მეცლებოდა ენით აუღწერელი სიჩქარით, ჩემი ცხოვრების კადრების მაგივრად, გაგას სახე მიტრიალებდა, ორივე ხელით მოვქაჩე ნანა ჩემსკენ, და სადარბაზოში შესავარდნად გავემზადე, ვიფიქრე: - მარტყავს! ვერ მოვასწრებ შესვლას მეთქი! მანქანა ჩემს ცხვირწინ შეჩერდა, არავინ არ ჩანდა დაბურულ შუშებში , არ ჩანდა ვინ იჯდა მასში, მაგრამ ვიცანი იმ წუთას ზაზას მანქანა , წამიერად გავშეშდი ........ - მარტყავდა? - გავიფიქრე და უკან ნელ-ნელა დავიხიე, მანქანის კარების გაღების ხმა გავიგე ,ეხლა უკვე სისწრაფეს მოუმატე ,მივხვდი! არ მარტყავდა ამისთვის არ მოსულა! მანქანიდან ზაზა და კიდევ ორნი თვალის დახამხამებაში გადმოხტნენენ მანქანიდან და ჩემსკენ გამოიქცნენ,თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა , სადარბაზოში შემესწრო , ბედის დაცინვის დაწყება მხოლოდ ეხლა დაიწყო......პირველ სართულზე შუქები გაითიშა ,.....3 კაცს გაურბოდი ,ეხლა უკვე სიბნელეში, უეცრად დავიკივლე - გაგაა!!!!ეს ბოლო იყო რაც შევძელი, რომელიღაცამ პირზე ხელი ამაფარა , ვიბრძოდი, ისტერიკა დამწყო , ისტერიულად ვტიროდი, შველას ვითხოვდი მაგრამ ,პირზე აფარებული ხელით ვერაფერს გავხდი. სახლში მუსიკები ქონდათ ალბათ და საკმარისად ხმამაღლა ვერ დავიძახე, გამაკავეს და მანქანაში ჩასმას ცდილობდნენ, ვბრძოლობდი თითქოს რამდენჯერმე ვცადე გაქცევა, მაგრამ სამს ვერ ვერეოდი, შემომტვრეული ფრჩხილებიც არ მეწვოდა სიმწრისაგან, ნანას მოვკარი წამით თვალი ,ამ არეულობაში სადარბაზოში შევარდა, მივხვდი გაგას გააგებინებდა! უცნაურია ესეთ მომენტში ვთქვა შვება ვიგრძენითქო, მაგრამ ნამდვილად ესე იყო. გავტყდი ,ძალა გამომელია. - მალე ჩასვი ! რა გჭირთ რა ვერ მოერიეთ, - თქვა იმ ორიდან ერთმა რომელმაც უკვე მანქანა დაძრა და ნერვიულად აბღუილებდა გაზს! აქეთ - იქედან თვალის დახამხამებაში ჩახტნენ ზაზა და ის! წამიერად შემოვტრიალდი უკან გამოვიხედე, ბიჭები სადარბაზოდან გამოცვივდნენ, ამის დანახვაზე უფრო გავმწარდი, უმისამართოდ ვიბრძოდი, ვტიროდი უკანასკნელი ბგერის ამოსვლამდე .თვალი მოვკარი გაგას , ....ჰაერში ისროლა ირაღი და სანამ მანქანაში ხტებოდნენ, ჩვენი მანქანა უკვე შორდებოდა კორპუსს , უკან ვიყურებოდი და უარესად განადგურებული ახლა უკვე სიმწრისგან ვკვნესოდი, მომენტებში ვიბრძოდი რომ უკან გამეხედა, რაც უფრო ვშორდებოდი , მით უფრო გულის ფეთქვა მიმძაფრდებოდა. - რას შვები ! გაგუდავ! აუშვი პირზე ხელი. გულ ამოვარდნილმა ამოვიხვნეშე ! მძიმედ ჩავისუნთქე და კივილი დავიწყე, ყველა სიტყვებით ვლანძღავდი, ვაგინებდი , ურტყავდი . - დაწყნარდი მორჩა, ჩემი ცოლი გახდები! უკან აღარავინ წაგიყვანს! - დაიღრიალა ზაზამ და ჩემი მისი მისამართით მოქნეული ხელი დაიჭირა. - ხელი გამიშვი, არ ვარ შენი ცოლი! მეზიზღები! გაჩერე ეხლავე!!! ორივე ხელი შემომხვია ზაზამ - ჩუ ჩუ, დაწყნარდი..- ვითომდა ალერსიანად წარმოსთქვა ზაზამ. - ენა ჩაიგდე ! - მივაკივლე და მეორე ხელი მოუქნიე ! ამჯერად ვერ აიცილა, სხარტად გამეჭიმა მანქანაში! ერთბაშად აიშალა ფაფარი, ზემოდან დამხედა. - ვის გაუბედე!!! - იღრიალა ზაზამ ! ამის თქმა იყო და ზაზამ იარაღი ამოიღო და გააფთრებული სახით გადატენა! .... ერთბაშად გავიყინე...... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.