შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეჯახება ზევსთან (თავი 13)


8-02-2021, 10:51
ავტორი naattii
ნანახია 2 914

-რას ნიშნავს დაიკარგა? განცხადება ვინ შემოიტანა?_იქვე სამზარეულოს სკამზე ჩამოჯდა. თეფშისკენ არც კი გაუხედავს ისე აუარა გვერდი.
-დედამისმა, სკოლიდან დაურეკავთ, ტელეფონი გამორთული რომ ჰქონია სახლის ნომერზე დაურეკავთ არ მოსულაო, ქალს კი სახლში არ დახვედრია ვიფიქრე სკოლაში წავიდაო. ალბათ გზიდან აიყვანეს, მოწმეებია მოსაძებნი.
-ტყუილად იწვალებთ_მძიმედ ამოიხვნეშა ვაჩემ და ანერვიულებულმა თავზე გადაისვა ხელი
-შენ რა იცი? ასე ვარაუდობენ, ტყუპები არკვევენ ამ წუთებში, კაროჩე რას მარჩევინებ ტელეფონით მოდი რა.
-კარგი ახლავე, ვსო გამოვდივარ_ფეხსაცმლის ჩასაცმელად მივიდა ბიჭი დედამის რომ გახედა და თითქოს უცებ გაახსენდა. -აუ გოგა, ძმურად აქედან გიკარნახებ რაც ვიცი დეიდაჩემს უნდა დაველოდო, დავურეკავ ახლავე.
-შეგიძლია წახვიდე შვილო, კარგად ვიქნები_თავი დაუკრა მანანამ და ფრთხილად წამოდგა ფეხზე.
-დედა.......
-ეს მანანა დეიდა იყო?_თთქოს ყურებს არ უჯერებდა გოგა
-გეფიცები ჩემ თავს აღარაფერს დავუშავებ, დეიდაშენს მშვიდად დაველოდები, წადი ნინი იპოვე_მკრთალი ღიმილით გამოხედა შვილს. რომ დაინახა ბიჭი მაინც ყოყმანობდა, მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი -ნუცას გეფიცები.
-დედა, ახლა რომ წავიდე, ნინის ძებნა დავიწყო და შენ რამე დაგემართოს, ვეღარც ნინის შევხედავ და ვეღარც საკუთარ თავს ვაპატიებ ოდესმე. გთხოვ, თუ რამე მოგივა იცოდე შენ შვილსაც მოკლავ.
-ვიცი შვილო, წადი_უკვე მტკიცედ დაუქნია თავი და ბიჭის დეიდის ნომრის აკრებით დაეშვა კიბეებზე.


-ავიყვანეთ უფროსო_მშვიდი ხმა გაისმა ტელეფონში.
-პრობლემა?
-არანაირი, ისევ იძინებს ორი საათი.
-მშვენიერი, გართობის გარეშე მიაბრძანე დანარჩენებთან, ერთიანად გავაგზავნი, იტლიკინოს რამდენიც უნდა აწი.
-გასაგებია _იმედგაცრუებულმა დახედა გათიშულ გოგოს და გულდაწყვეტილმა დაახურა საბარგულს -არადა ლამაზი ხარ, კი დაგათვალიერებდა კაცი_გვერდითვე გადააფურთხა გზაზე და საჭეს მიუჯდა.



-ახალი რა გვაქვს?_განყოფილებაში შევარდნისასვე იყვირა ვაჩემ და გოგას მიეჭრა.
-იფრინე? ათი წუთის წინ გელაპარაკე_საათს დახედა ბიჭმა.
-ათ წუთში სახელმწიფოს გადაატრიალებ, მის მოვკლას რა უნდა_გოგასთან საჭორაოდ ნამდვილდ არ ეცალა პირდაპირ ტელეფონზე მოსაუბრე ტყუპებს მიაკითხა.
-ბატონო გაბრიელ, არასწორ ადგილას ეძებთ_ტელეფონის გათიშვა არ აცადა ტყუპს.
-უკაცრავად?_წარბ აწეულმა მოხედა ბიჭმა
-სახლიდან ყავთ აყვანილი _დარწმუნებით განაცხადა ბიჭმა.
-კარგი, გისმენ_ირგვლივ მიმოიხედეს ბიჭებმა და წინ ჩამოუჯდნენ ვაჩეს.
-გატაცება დაახლოებით, 7დან 8ის ნახევრამდე მოხდა, მხოლოდ სამი საათია გასული შანსი ჯერ კიდევ გვაქვს, თუ დალის მოსვლისას უკვე სახლში არ იყო ჩაცმას და გასვლას ვერ მოასწრებდა, 8ის ათ წუთზე დავტოვე მისი ბინა და ჯერ სახეც კი არ ჰქონდა დაბანილი, ნინი კი საუზმის გარეშე არაფრით გავა სახლიდან, მერე ვეღარ ვასწრებ ჭამას და ბავშვებთან მასწავლებელს არ შეიძლება მუცელი უბუყბუყებდესო_ლამის ხმა წაერთვა ბიჭს გოგოს გახსენებაზე.
-მოიცა, მოიცა, შენ რა მასთან იყავი და ბოლოს ნახე?_თვალები დააწვრილა იოანემ.
-ფილმს ვუყურებდით და დივანზე ჩაგვეძინა_წარბიც არ შეუხრია ბიჭს, -თქვენ მოიძიეთ რამე?_იმედიანად ახედა ტყუპებს.
-ჩვენ......
-ვაჩე, ხვდები ახლა ამჩვენებით შენ თავს რა უქენი?_იოანეს ხელის აწევით გააწყვეტინა გაბრიელმა სიტყვა.
-არ გაბედოთ, არ გინდათ, გთხოვთ, მოწმე არ ვარ_საოცრად მოუნდა ვაჩეს სიმწრისგან აქვე ატირებულიყო.
-რომც არ იყო ის შენთვის ზედმეტად ახლობელია, თავიდანვე ვხედავდი ამას_თავი მოწყენილმა გადააქნია გაბრიელმა და დაღლილმა აარიდა ბიჭს მზერა.
-საქმიდან მხსნით?_დასარწმუნებლად იკითხა უკვე ხმა ჩაწყვეტით.
-უკვე მოხსნილი ხარ ვაჩე, შეგიძლია წახვიდე_სახეში ვერ შეხედა გაბრიელმა ბიჭს.
ხმა აღარ ამოუღია ვაჩეს ისე შეაქცია ტყუპებს ზურგი და გოგასკენ წავიდა.
-რა გააკეთე?_ვერ იჯერებდა იოანე მომხდარს.
-ვერ ხვდება, მაგრამ გადავრჩინე.
-რითი გაბრიელ? ხომ იცი რომ არ გაჩერდება? მარტო მუშაობისთვის გაიმეტე? ასე უფრო საფრთხეში არ ვარდება?
-ის ამისთვის მზად არაა იოანე, მხოლოდ აკადემიის გამოცდები და სწავლება აქვს გავლილი, უბრალოდ იმედი მაქვს, რომ დავასწრებ და სისულელეს არ ჩავადენინებ_ურწმუნოდ გახედა ბრაზისგან გაბერილ ვაჩეს და მაშინვე მალხაზთან შეიმალა.
-ვითომ არ მოაბრუნებ ორ საათში, არ გიცნობდე მაინც_თავი გადააქნია იოანემ და უკან მიყვა ტყუპს.


-რა მოხდა_გაურკვევლად იყურებოდა გოგა.
-ამის დედაც_თავზე შემოიწყო ორივე ხელი ვაჩემ და ირგვლივ დატრიალდა, -საქმიდან მომხსნეს_ავადმყოფურად გაეცინა ბიჭს და ბრაზისგან თვალები აუელვარდა.
-რაა? რატო? რანაირად?_ვერაფერს ხვდებოდა გოგა.
-ამის დედაააც_ვეღარაფრით დაიტია, ვერაფრით შეეწინააღმდეგა ვაჩე გულის ტკივილს, იქვე, მაგიდაზე მდგარ კომპიუტერის ეკრანს სწვდა, ბუმბულივით ამოაგდო თავისი შესაერთებლებით და ღრიალით დააგდო იატაკზე. -ჯანდაბააააა_ლამის ტირილამდე მისული იქვე დაემხო დამტვრეული ნივთის გვერდით და ატკივებულ საფეთქლებზე მიიჭირა ხელის გულები.
-ვაჩე ვიპოვით გესმის?_მთელი ძალით ცდილობდა გოგა ბიჭის სახედან ხელები მოეშორებინა, -არავინ გაჩერდება სანამ არ ვიპოვით, გონს მოდი, ახლა ამის დრო არაა, ადექი, შეყვარებული გყავს მოსაძებნი_ბეჭზე მიარტყა ბიჭს და დენის დარტყმასავეთ გამოუვიდა ისე წამოხტა ვაჩე.
-შენი შეყვარებული ნორმალური როგორ იქნებოდა_ტყვიასავით გავარდნილ ბიჭს უკან გაეკიდა და თვალის კუთხით დაინახა კაბინეტიდან გამოსული ტყუპები, თავის დაქნევით მიანიშნა მასთან ვიქნებიო და თავადაც გაიხურა განყოფილების კარი, ძლივს მიუსწრო ვაჩეს დაქოქილ მანქანაში და წამიერად ჩაუხტა გვერდითა სავარძელზე.
-გადადი_მაშინვე შეუღრინა ბიჭა.
-მარტო ვერაფერსაც ვერ იზამ, ასე რომ დროს ნუ კარგავ და გაზს მიაჭირე_მტკიცე ხმით ჩაილაპარაკა ბიჭმა და მეტი დემონსტრაციულობისთვის ხმაურიანად გადაიკრა ღვედი.

-საიდან ვიწყებთ?_ფრთხილად გადახედა სირენებით მოძრავ მეგობარს.
-დარწმუნებული არ ვარ_შუბლზე ხელი მოისვა ვაჩემ, -ნინის ჩასახვევთან მოპირდაპირე მხარეს ორი აფთიაქია, პსპს 24 საათიანი გადაღება აქვს , მხოლოდ 20 წუთიანი მონაკვეთი გვაქვს სანახავი რამდენი მანქანა იქნებოდა_არც ისე მტკიცედ ლაპარაკობდა ბიჭი.
-მაგრამ ჩვენ კომპიუტერთან წვდომა არ გვაქვს თთოეული რომ შევამოწმოთ_თავი გადააქნია გოგამ.
-გადასარევი, ხოდა იმ მეთოდს მივაკითხავთ კომპიუტერებისა და კამერების დამონტაჟებამდე რომ არსებობდა.
ისე სწრაფად მოძრაობდა ბიჭი ქალაქიდან 7 წუთში უკვე ბუხაიძეზე იყო, მაშინვე აფთიაქს მიაშურა და კამერების ჩანაწერები მოითხოვა, ლოცულობდა ნინის შესახვევი გამოჩენილიყო და აუხდა კიდევაც_ ძლივს შეიკავა თავი იქვე არ გამოეხატა აღტაცება და მარტივად დაითანხმა დაცვის წევრი ჩანაწერის ასლი მისთვის გადაეგზავნა.
-ახლა?_ისევ ჩანაწერს უტრიალებდა გოგა.
-ახლა ჩემი სასიდედროს დახმარებაა საჭირო_გაღიმებული მობრუნდა ბიჭისკენ.
-რადგან შენ ხასიათზე მოხვედი რას დავეძებ.
-უბრალოდ იმედი გამიორმაგდა, რომ დროულად ვიპოვი_ისევ სასწაულად მოუნდა ვაჩეს ტირილი შეძლებოდა.

მხოლოდ ორი დაკაკუნება დაჭირდა ბიჭს სანამ თვალებ დაწითლებული დალი კარს გააღებდა.
-ვაჩე, შვილო, ახალი ხომ არაფერია?
-ჯერ არაფერი ქალბატონო დალი, თანაც საქმიდან მომხსნეს და ოფიციალური მსვლელობის დეტალები არ ვიცი_თავის გადაქნევით მიუგო ბიჭმა.
-მაშინ აქ ....
-თქვენი დახმარება მჭირდება, ნუ თქვენი არა, თქვენს ეზოში იქნება ვინმე ისეთი ქალი, რომელიც მთელ დროს ეზოში და სხვების თვალიერებაში ატარებს? ეს ხომ ქუთაისია
-ეზოში, კი როგორ არა, ლალი, ლალი გვჭირდება, ვის სარდაფში რა ხდება ისიც კი იცის_მაშინვე სახლის ჩუსტებითვე დაეშვა ქალი კიბეებზე და ბიჭებიც წამიერად გაყვნენ უკან
-ლალიი, ლალი სად ხარ_სადარბაზოდან გასვლისთანავე დაიწყო ყვირილი მანანამ.
-აქავარ შექალო, რა გეტაკა, რა ამბავია_ქოთქოთით წამოდგა ეზოს სკამიდან პუტკუნა ქალი.
-ბიჭებს დაეხმარე_მაშინვე გამოხედა დალიმ და ქალისკენ ანიშნა ესაა ვინც გინდათო.
-გამარჯობათ ქალბატონო ლალი, როგორ მშვენივრად გამოიყურებით, ნებისმიერ ეზოს დაამშვენებდა თქვენნაირი მეზობელი_დაიშაქრა გოგამ და მიიღო კიდევაც მუჯლუგუნი ვაჩედან რა დროს ეგ არისო.
-ასეთ ბიჭებს როგორ არ დავეხმარები_მაშინვე შესწორდა სკამზე ქალი და გოგამაც გამარჯვების ღიმილით გადმოხედა ვაჩეს ისწავლეო, მან კი თვალები გადაატრიალა და პირდაპირ პლანშეტი აჯახა მოწადინებულ ქალს.
-ლალი დეიდა, თქვენ მიხვდებით აქედან ისეთი უცხო მანქანა მინდა თქვენი ეზოდან არცერთ მეზობელს ან ნაცნობს რომ არ ეკუთვნის, აი არასდროს რომ არ გინახავთ.
-აბა დამაცადეთ_სათვალე მოიმარჯვა ქალმა და ყურადღებით დააკვირდა ეკრანს, -ეს ჩემი გელასია, ეს ზურასი, აი ეს უცხოა ბიჭებო_შავი სუბარუს მანქანისკენ მიუთითა ქალმა, -ესეც, ორი წუთის შემდეგ კიდევ დაადო ერთს. საბოლოო ჯამში უცხო სულ 4 მანქანა გამოვიდა.
-სახლში ზუსტად რომელ საათზე დაბრუნდით?_დალის მოუბრუნდა ბლოკნოტით და კალამით შეიარაღებული ვაჩე.
-7:27 წუთი იყო სახლში ასულმა ტელეფონს რომ დავხედე, ზუსტად მახსოვს_სანამ შეკითხვას დაუმატებდა მანამდე დაუმატა ქალმა.
-მაშინ ეს მეოთხე ზედმეტია, მაშინვე გადაშალა ვაჩემ ბოლოს მიწერილი ნომერი და დარჩენილ სამს შეხედა, -ამათ ახლავე შევამოწმებ.
-კარგი შვილო _ცრემლმორეულმა დაუქნია თავი.
-ხომ იცით რომ ვიპოვი_მტკიცე ხმით წარმოთქვა დალის წინ ჩამუხლულმა.
-ეგ კი ვიცი შვილო, მაგრამ საქმე იმაშია როგორს იპოვი_ვერაფრით შეაპარა უკვე ცრემლი დალიმ და ისიც შეამჩნია როგორ გაშეშდა ბიჭი.

-მალხაზთან წავიდეთ ხომ?_საეჭვოდ გაჩუმებულ მეგობარს გადახედა გოგამ.
-ხო, ამ ნომრებს მივცემ და ტყუპებთან კიდევ ერთხელ ვცდი_საზურგეს მიაწვა ვაჩე და ისე ამოიხვნეშა გეგონებოდა გულიც თან გააყოლაო.

აზუზუნებული დახვდათ განყოფილება, აშკარა იყო რაღაც რომ ხდებოდა, მაშინვე ტყუპები მოიძებნა ვაჩემ და იარაღის საცავში მიაგნო, გასასვლელად ემზადებოდნენ.
-რა ხდება?_მაშინვე მიეჭრა ბიჭიც.
-მისამართი გვაქვს და უნდა შევამოწმოთ.
-მეც მოვდივარ_თხოვნა აშარად არ ჟღერდა ვაჩეს ხმაში.
-იარაღი აიღე_მალევე უპასუხა გაბრიელმა და ბრონი ჟილეტი თავად ესროლა ბიჭს რომ ჩაეცვა.
მაშინვე მოკიდა იარაღს ვაჩემ ხელი, საკუთარიც შეიმოწმა, ბრონი ჟილეტიც დაიმაგრა და სპეცნაზმის უკან გასულ ტყუპებს გაეკიდა.



№1  offline წევრი ირო

ტყუპები როგორ მომნატრებიან.წარმოდგენაც არ მინდა რას დაატრიალებენ,სხვანაირებს შენ ისტორიის გმირებს ვერაფრით წარმოვიდგენ.

 


№2  offline მოდერი naattii

ირო
ტყუპები როგორ მომნატრებიან.წარმოდგენაც არ მინდა რას დაატრიალებენ,სხვანაირებს შენ ისტორიის გმირებს ვერაფრით წარმოვიდგენ.

მადლობაა ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი gvantsa

ჩემი საყვარელი ტყუპები : )) ეს ძაან პატარა თავი იყო თუ მე არ მეყო ??

 


№4  offline წევრი OKI ME

ვაჰ, იმედი მაქვს უვნებელს იპოვნიან ნინის.

არ ვიცი სხვა რა ვთქვა, დაძაბული ვკითხულობდი. ვაჩე ძალიან შემეცოდა. იმსახურებს ეს ბიჭი ბედნიერებას ჩემ გიჟ ნინისთან ერთად ❤️❤️

 


№5  offline მოდერი naattii

სტუმარი gvantsa
ჩემი საყვარელი ტყუპები : )) ეს ძაან პატარა თავი იყო თუ მე არ მეყო ??

არადა სხვებთან შედარებით დიდი იყო :D

Megioki
ვაჰ, იმედი მაქვს უვნებელს იპოვნიან ნინის.

არ ვიცი სხვა რა ვთქვა, დაძაბული ვკითხულობდი. ვაჩე ძალიან შემეცოდა. იმსახურებს ეს ბიჭი ბედნიერებას ჩემ გიჟ ნინისთან ერთად ❤️❤️

ვნახოთ ვნახოოთ....

 


№6 სტუმარი სტუმარი nancho

იმედია უვნებელს იპოვნიან.ოხ ნინი ნინი რაა,რა დღეში ჩაიგდო თავი.ჩვენც გვანერვიულებს.

 


ოხ, ნინი, ნინი! მაინც შარში გაეხვა. იმედია უვნებელს იპოვნიან.
ჩემი ტყუპალები როგორ მიყვარს რა❤
მინიმუმ ერთი ლალი ყველას ეზოშია :)

საკმაოდ დაძაბული თავი იყო და ველოდები გაგრძელებას❤

 


№8  offline წევრი Nobodyelse

კარგია, სასიამოვნოდ იკითხება,მაგრამ პატარა თავებია ძალიან...

 


№9 სტუმარი ატბ

როდის დადებ

 


№10  offline მოდერი naattii

სტუმარი nancho
იმედია უვნებელს იპოვნიან.ოხ ნინი ნინი რაა,რა დღეში ჩაიგდო თავი.ჩვენც გვანერვიულებს.

ცუდი გოგო ❤️
რუსკიმარუსია
ოხ, ნინი, ნინი! მაინც შარში გაეხვა. იმედია უვნებელს იპოვნიან.
ჩემი ტყუპალები როგორ მიყვარს რა❤
მინიმუმ ერთი ლალი ყველას ეზოშია :)

საკმაოდ დაძაბული თავი იყო და ველოდები გაგრძელებას❤

კიი მემგონი ერთი ლალი მართლა ყველას ყავს :D

Nobodyelse
კარგია, სასიამოვნოდ იკითხება,მაგრამ პატარა თავებია ძალიან...

სხვანაირად ვერ ვახერხებ :))))

ატბ
როდის დადებ

ხვალ ❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი ნანა

მოუთმენლად ველოდები ახლ თავს !!!თქვენი ფანი ვარ!!!!

 


№12 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მოსიარულე კატასტროფაა ეს გოგო ველოდი მოიტა ებდნენ მაგრამ არ მეგონა თუ ესე მალე მოიტაცებდნენ და თან ტყუპები მართლა მომნატრებია საყვარლები არიან, იმედია ნინის დროულად იპოვიან მადლობააა ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent