შეჯახება ზევსთან (თავი 12)
-შენ აქ საიდან?_ყურებამდე გაეწელა ღიმილი ნინის. -რომ გითხრა აქვე ვიყავი და შემოგიარეთქო, დამიჯერებ? -რა თქმა უნდა არა_გვერდით გადგა ბიჭი რომ შემოეშვა -სინამდვილეში, სახლისკენ მივდიოდი მიოს რომ ჩავუარე, ვიღაც გოგოები გამოვიდნენ, ისე გემრიელად ჭამდნენ ნაყინს შენ გამახსენი და_მხრები აიჩეჩა ვაჩემ და ხელში დაკავებული ყუთები დაანახა მიოს ემბლემით. ნინი ისე მიჩერებოდა ბიჭს სახეში ძლივს მოიფიქრა თვალის არიდება, თორემ რამდენიმე წამიც და გულები ამოხეთქავდა ფეისბუქის სმაილის მსგავსად. ღიმილით ჩამოართვა ყუთები და სამზარეულოსკენ გაუხვია. -ნესვის ნაყინიი_გახარებულმა ახადა თავი და ბიჭს მოწყენილმა გადმოხედა, -ეს ნათიას შევუნახოთ რა, თორემ ვერ გადაიტანს რომ გაიგოს ნესვის ნაყინი იყო მიოში და ვერ მოასწრო მისვლა. -ნათიასთვის მეორეცაა_სიცილი აუტყდა ბიჭს ნინის საცოდავ სახეზე. -ჩათვალე მისი გული სამუდამოდ მოიმადლიერე_საყინულეში შეინახა ნაყინი. -არ აქვთ ხშირად? -არაა, ნესვი სეზონურად აქვთ ხოლმე, სხვა დროს იშვიათად, ახლა რომ ვუთხრა არისთქო, კომენდანტს დაარღვევინებს გიორგის და მაინც გაუშვებს_ღიმილი ვერ მოიშორა ნინიმ მეგობარზე საუბრის დროს. -ვაიმე ბელგიურებიიიი, ჩემი საყვარელი, რა იცოდიი? -ბრძანება ორსული ქალბატონისგან წამოვიდა_ზემოთ აიხედა ვაჩემ და ორივეს ერთად აუტყდათ სიცილი. დივანზე ისხდნენ ფეხმორთხმით ორივე და გემრიელად ილუკმებოდნენ ნუტელიან ბელგიურ ვაფლებს, ღიმილს ვერ იშორებდა ვაჩე გოგოს შემხედვარე და ამ წუთებს ზუსტად იცოდა, მზად იყო ყოველ საღამოს ასე გაეხარებინა ეს გადარეული ქალი. -ვგრძნობ როგორ მიყურებ და ვეღარ ვჭამ_სიცილი აუტყდა რამდენიმე წამში ნინის. -სხვა ახლა გაინაზებოდა და წამწამების ფახუნით ამომხედავდა. -რითი ამოგხედავდაა?_ლამის ლუკმა გადაცდა ნინის. -ფახუნით_ვაჩესაც გადაედო სიცილი და ლამის მთელ ბუხაიძეს ეგრძნო მათი ბედნიერება. -ახლა დედაშენთან ვინ არის?_მხოლოდ თეფშების გადადების შემდეგ მოიკრიბა ნინიმ გამბედაობა ეკითხა. -დედაჩემზე საიდან იცი? -იმ დღეს მითხარი_გვერდით გაიხედა ნინიმ -ხოოო, ერთი ეგ დღე გამახსენებინაა_გაეღიმა ვაჩეს, თუმცა მაინც აშკარად ეტყობოდა დასევდიანება. -დედაჩემია, ექთანი მომყავდა ხოლმე, მაგრამ ღამით მორიგეობა როცა მჭირდებოდა ბევრს ითხოვდნენ და მაგხელა ხელფასი ნამდვილად არ მაქვს, ამიტომ დეიდაჩემს ვთხოვე და რა თქმა უნდა უარი არ მიმიღია. -შეიძლება გკითხო რა დაემართა? თუ არ გინდა არ მომიყვე. -სამი წლის წინ, ჯერ კიდევ ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა, ერთელ ღამით გამოძახება მივიღეთ, წყალტუბო ქუთაისის გზაზე ავარია იყო ისეთი გვამების გადმოტანაზე დახმარება დაჭირდათ, მანქანის ნაწილებიც კი ერთიმეორეში იყოო რაციაში ამბობდნენ. მე და გოგაც წავედით, იმ პერიოდში ამ გზაზე ყოველ დღე რაღაც ხდებოდა, არც კმერები იყო, არც არაფერი და საონკაოდ იყენებდნენ, ადგილზე მისულს მხოლოდ საქმე მაინტერესებდა, არაფერი მიგრძვნია, წამითაც კი არ მქონია იმის შიში, რომ რაღაც ისე ვერ იყო, მიახლოებისას კი უკვე ნამდვილად ვიცანი მამაჩემის მანქანის ნომერი, იმ წუთს ყველაფერი შეიცვალა, ვიცოდი მამა ჩემ დასთან ერთად სოფელში აპირებდა დარჩენას, დედასთვის წნევას აუწევია და დაურეკავს ვაჩე მორიგეა და იქნებ თქვენ ჩამოხვიდეთო. ჩემ დას მარტო არ გამოუშვია და ორივე იქ აღმოჩნდნენ. სხეულები ისეთ დღეში იყო დაკრძალვის დღეს თავდახურული იყო ორივე, ნუცა და მამა ერთად დავკარგეთ იმ დღის შემდეგ კი დედაჩემისგან ტირილის გარდა არც ერთი სიტყვა არ გამიგონია_მხრები აიჩეჩ ბიჭმა და ფეხზე წამოდგა წყალი რომ დაესხა. გაშეშებული იჯდა ნინი და პირველად ხდებოდა მის ცხოვრებაში, რომ არ იცოდა რა ეთქვა, ვერც კი წარმოიდგენდა ვაჩეს თავს მსგავსი რამ თუ გადახდა. ახლა მიხვდა მის მზერას პირველი შეხვედრისას რატომ ჰქონდა ისეთი არაფრისმთქმელი გამოხედვა. სახეზე ხელები ჩამოისვა და ეცადა ბიჭის დაბრუნებისას ნორმალური სახე ჰქონოდა. -ფილმს ხომ არ ვუყუროთ?_ ლეპტოპისკენ მიუთითა დაბრუნებულმა ვაჩემ და ნინიმაც მაშინვე დაუქნია თავი. -ბატი-ბუტს გავაკეთებ. დილის შვიდი საათი იქნებოდა ვაჩეს მაღვიძარას ხმამ რომ გააღვიძა. გაკვირვებულმა დაიზილა ხელით ნატკენი კისერი და ირგვლივ მიმოიხედა. აშკარად არ ეცნო გარემო და მარჯვენა მხარეს საერთოდაც რაღაც უშლიდა ხედვაში ხელს. კიდევ ერთხელ დახუჭა თვალი, რამდენიმე წამში ისევ გაახილა და უკვე დაკვირვებით გაიხედა. ისევ ნინის ბრძანდებოდა დივანზე წამომჯდარი და გვერდს ისევ ქალბატონი უმშვენებდა, ლეპტოპი კარგად ხნის გამორთული იდო მათ წინ პატარა მაგიდაზე, ნინის კი ცხვირი მის კისერში ჩაედო და ისეგემრიელად ძინავდა აშკარად დაგენანებოდათ გაღვიძება. -რას მიკეთებ ის მაინც ვიცოდე_ღიმილით მოავლო გოგოს სახეზე თბილი მზერა და ხელის ზურგით მიეფერა ლოყაზე. -ნინი გაიღვიძე. -აუ დე ხუთი წუთიც რა_ცხვირი აიბზუა გოგომ და მისი ჭკუით ლოგინში მყოფმა გვერდის შებრუნება მოინდომა, შედეგად დივნიდან გადავარდა, რასაც გვერდის ტკენა და ვაჩეს ხარხარი მოჰყვა. -რა ჯანდაბაა_თვალების ფშვნეტით და ვაი წელის ძახილით წამოდგა ფეხზე და მოცინარ ვჩეს დახედა. -შენ აქ საიდან? -ფანჯრიდან შემოვედი_სერიოზული სახით უპასუხა ბიჭმა. -მეშვიდეზე? რანაირად?_ირგვლივ მიმოიხედა ნინიმ, სავარაუდოდ პარაშუტის ან ბაწრის ძებნაში. -სულ ახალი გაღვიძებული უნდა დადიოდე_სიცილით წამოდგა ბიჭი და მისკენ წავიდა ნელი ნაბიჯებით. -რომელი საათია?_თმის სწორებით დაიხია ერთი ნაბიჯით უკან ნინიმ. -მაღვიძარა 7-ზე მაქვს. -7? ღმერთო სწრაფად წადი ნახევარ საათში დალი მოვა_მაშინვე გაუფართოვდა გოგოს თვალები და ადგილზე დატრიალდა ვაჩეს ნივთების ძებნაში. -ჰმ, სახლიდან მაგდებ?_ნამუსზე შეგდება სცადა -რა თქმა უნდა_პირდაპირ კარისკენ გააგდო ნინიმ და მოსაცმელი ხელში შეაჩეჩა. -რაც მომენატრა სანამ არ მაღირსებ ფეხს არ მოვიცვლი აქედან_ ზღურბლზევე მობრუნდა ვაჩე. -რაზე ამბობ გაკვირვებულმა ახედა ბიჭს და მოახლოებულზე წამში გაუფარდოვდა თვალები. პირდაპირ ღია კარებში იდგნენ, ლამის შუა სადარბაზოში, თუმცა დიდად არც ერთს ეტყობოდა ამ თემაზე რომ ფიქრობდნენ. ვაჩემ მანამდე მოკიდა ლოყაზე ხელი სანამ ბოლომდე მიხვდებოდა ნინი. მომენტალურად აეწვა დაკავებული ადგილი და გონება ბრინჯივით დაეშალა, ხედავდა მოახლოებულ ბიჭს, გრძნობდა შეხებულ ტუჩებს, მაგრამ რატომღაც სხეულს აღარ ეკუთვნოდა. თურმე მასაც როგორ მონატრებია ეს შეგრძნება, გალაკტიკაში გაფრენილის, როცა არც სახელი გახსოვს და არც ადგილი, არც ის ვინ ხარ და რა გინდა, მხოლოდ ის იცი, რომ ამ შეხებაზე გიჟდები და მხოლოდ მის ტუჩებს გრძნობ შენზე მოწეპებულს. -ერთი დღე იქნება გულს გამიხეთქავ_ძლივს ამოიხვნეშა ნინიმ როცა გათავისუფლება იგრძნო. -სკოლიდან რომ გამოხვალ დამირეკე_ცხვირზე დაუტოვა თბილი კოცნა და სანამ კიბეებზე ჩავიდოდა მაინც ვერ მოითმინა არ გამოეხედა. ღია კარებში იდგა ნინი, ფეხშიშველი, ელასტიკბზე გრძელი ზედა ეცვა და მკერდი ხშირი სუნთქვისგან გაორმაგებულად ადიოდ-ჩამოდიოდა, ბედნიერებისგან სახე ისე უბრწყინავდა რამდენიმე წამით თვალი ვერ მოაშორა ვაჩემ, ვერც მის ღიმილს მოწყდა და მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მიხვდა კიბეზე ჩასვლა აუცილებელი რომ იყო. ღიმილით ჩაჯდა მანქანაში და სცენის გახსენებისას მიხვდა, რომ ამ მომენტზე ლამაზი მის ცხოვრებაში არაფერი უნახავს. -დედა, როგორ ხარ?_ყურებამდე ღიმილი ვერც სახლში შესვლისას მოიშორა ვაჩემ და დეიდამისიც გემრიელად ჩაკოცნა, -დეიდა შენ? -კარგად შვილო, რამე მოხდა?_აცრემლებული თვალებით და ღიმილიანი სახით უყურებდა დშვილს და ხვდებოდა რაც ხდებოდა ბიჭის თავს. -არაჩვეულებრივად დეი, ფანტასტიურად, ჩემი საყვარელი დედიკო_როგორც ყოველთვის ფანჯარასთან მჯდომ ქალსაც მაშინვე მიეჭრა და ორი წლის შემდეგ პირველად დაუკოცნა ლოყები. იმდენად მონატრებული სითბო იგრძნო მანანამ შვილის ჩახუტებით სისველე მოადგა თვალებზე, თვალის კუთხით კარგად დააკვირდა უკვე ერთადერთ შვილს და მიხვდა რაღაც შეცვლილი. -რახდება ვაჩე_უკვე დეიდასაც გადაედო ბიჭისგან სიცილი. -დამერხა დეიდა, სერიოზულად დამერხა, _დივანზე დავარდა ვაჩე -შეგიყვარდა?_ტაში შემოკრა დეიდამისმა და გვერდით მიუცუცქდა, -მომიყევი რა. -შემიყვარდა დეიდა, შემიყვარდა და ვაი ჩემი ცოდვა მის ხელში_პირველად იცნოდა ვაჩე ასე გულიანად. -რა კარგია შვილო, ღმერთმა სულ ასეთი კარგი ამბები გვასმენინოს შენგან. -რა ქვია?_უცხო ხმა გაისმა ოთახში და გაკვირვებულმა მოიხედა ვაჩემ, სამი წლის შემდეგ პირველად გაიგონა საკუთარი დედის ხმა და იმდენად დავიწყებოდა ძლივს მიხვდა რომ მანანას ეკუთვნოდა. -ნინი დე_ნერწყვი გადაყლაპა ვაჩემ და ძლივს გაბედა ხმის ამოღება. არ უნდოდა ქალი შეეშინებინა. -ლამაზი სახელია_ისევ პირველად გაუღიმა ბიჭს და ფანჯრისკენ მიბრუნდა. გაოცებულმა გადაედა ვაჩემ დეიდას და მანაც ბედნიერებისგან გულში ჩაიკრა ბიჭი -ყველაფერი კარგად იქნება შვილო. ვაჩეს ცხოვრება კარგისკენ იცვლებოდა და რა თქმა უნდა ესეც ნინის დამსახურებით. სამი საათი არ იქნებოდა გასული ქავთარაძის მობილური გოგას ზარისგან რომ განათდა. საჭმლის კეთებაში გართლმა ძლივს მოახერხა ეპასუხა. -ვაჩე, განყოფილებაში უნდა მოხვიდე. -შენც დილა მშვიდობის ყმაწვილო, კარგად ვარ კი და დღეს ვისვენებ ამიტომ შემეშვით და მორიგეობის გაცვლებს არ ვართ_სიცილით უპასუხა ძმაკაცს. -რა ბედნიერი ხმა გაქ შე ჩე*მა და რა ცოტა ხნით_მძიმედ ამოიხვნეშა გოგამ. -დაიცა უბედური რატო უნდა მქონდეს?_ვითომ გაბრაზდა ვაჩე. -აუ ძმურად უბრალოდ მოდი რა. -გოგა, რა ხდება?_ამჯერად ვაჩესაც დაუსერიოზულდა ხმა და არ შეუმჩნევია როგორ გამოხედა მანანამაც. -გეუბნები და მეტი რა გითხრა? ყიფიანები გიბარებენ. -გოგა, გაბრიელმა თავად გამომიშვა ერთი დღე დაისვენე რომ გიყურებ გული მიწუხს უკვეო, რაღაც მოხდა_თეფშით ხელში იდგა ვაჩე გაზქურასთან. -ნინის დაკარგვის შესახებ შემოვიდა ვაჩე განცხადება_დადაბლებული ხმით ამოოხვრას მიაყოლა გოგამ სიტყვები და გაიგონა კიდევაც წინადადების ბოლოს თეფშის გატეხვის ხმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.