შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარებ! 1 თავი


9-02-2021, 02:55
ავტორი ნეაკო
ნანახია 8 180

მარიამს შეშფოთებული სახით მიუახლოვდა ახალგაზრდა ექთანი და რაღაც ჩასჩურჩულა ყურში, მანაც ყავის ჭიქა მაშინვე რაფაზე დადო და კიბეებზე დაეშვა, სრული ქაოსი იყო მიმღებში სასწრაფოს ექიმები, პოლიციელები და უცხო მოქალაქეები ირეოდნენ, გაოცებული მარიამი სწრაფად მიუახლოვდა პოლიციელებს და იკითხა თუ რომელი იყო მათ შორის ვინმე თორნიკე ავალიანი, პილიციელმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ ბიჭთან მიიყვანა და მაშინვე გაეცალა
-უკაცრავად თქვენ ხართ თორნიკე ავალიანი?-ჰკითხა ლაპარაკში გართულ ახალგაზრდა ბიჭს მარიამმა, მოულოდნელად თორნიკე მისკენ მიტრიალდა და დაბნეული მიაჩერდა თეთრ ხალათში გამოწყობილ ახალგაზრდა
ექიმს -უკაცრავად -გაბრაზდა მარიამი მისი გაოგნებული სახის შემხედვარე
-დიახ და თქვენ მარიამ ჯავახიშვილი?-ჰკითხა არეული ხმით
-მე ვარ, შეგიძლიათ ამიხსნათ აქ რა ჯანდაბა
ხდება?-გაბრაზებული ტონით ჰკითხა მარიამმა და მიმოიხედა
-შეიძლება ცალკე დაგელაპარაკოთ?-ჰკითხა თორნიკემ დაძაბული ტონით
-დიახ რა ხდება? -ვერაფერს მიხვდა მარიამი თან ცარიელ პალატაში შეიყვანა
-მთავარი ექიმი ხართ ხომ?-ჰკითხა თორნიკემ და თვალებში ჩააცქერდა, იმდენად ლამაზი მოეჩვენა მისი თვალები რომ მასში ჩაიკარგა და საერთოდ დაკარგა აზროვნების უნარი
-დიახ -უთხრა მარიამმა მკაცრი ტონით და აზრზე მოიყვანა თავგზბნეული ბიჭი
-მოკლეთ თქვენს საავადმყოფოში მოიყვანეს ავარიაში მოყოლილი სამი ახალგაზრდა -თორნიკე მის თვალებს გაექცა რადგან აზრები ეფანტებოდა
-დიახ ვიცი ცოტა ხნის წინ მოიყვანეს-გააწყვეტინა მარიამმა
-მოკლეთ სამივე ეჭვმიტანილია და აქ დარჩება ჩვენი გუნდი... ოპერაციის დასრულებისთანავე ხელბორკილს დავადებთ სამივეს და მათ პალატასთან ჩვენი ორ-ორი კაცი იმორიგევებს... ასევე შიდა და გარე პერიმეტრზეც -აუხსნა თორნიკემ და უნებურად მზერა ისევ მის თვალებზე გადაიტანა
-როგორც საჭიროდ ჩათვლით-უთხრა მარიამმა და მზერა გაუსწორა მის ჭაობისფერ სფეროებს
-კარგით, სულ ეს იყო რისი თქმაც თქვენთვის მინდოდა -უთხრა თორნიკემ ენის ბორძიკით და მაშინვე გავიდა პალატიდან, მარიამმა უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები, არ ესიამოვნა ეს ფაქტი, მაგრამ რას იზამდა, თავის კაბინეტში შევიდა და საბუთების მოწესრიგებას შეუდგა
-შეიძლება?-აკაკიმ შეაღო მისი კაბინეტის კარი
-კი კი შემოდი რახდება დამთავრდა რომელიმეს ოპერაცია?
-კი ორის დამთავრდა ერთს კიდევ უტარდება მაგრამ კარგად იქნება
-კარგია...მაგრამ ეს რა ჯანდაბაა? ისედაც გაჭედილები ვართ და... ესღა გვაკლდა-დანანებით თქვა მარიამმა
-ნუ ღელავ არაფერი არ მოხდება ისეთი
-კაი ნუ მამშვიდებ თუ ღმერთი გწამს რა არ მოხდება რამე ისე რომ არ წავიდეს ხომ იცი ჯერ მე და მერე შენ მოგვხვდება -ახედა მარიამმა თავზე წამომდგარ ბიჭს
-კაი ასე ნუ ადრამატიზირებ-გაეცინა აკაკის
-კაი მიდი წადი თავი დამანებე ნერვებს მიშლი მაინც -გაეცინა მარიამს და მარტო რომ დარჩა თვალები დახუჭა და თავი სავარძლის საზურგეს მიაყრდნო, ტელეფინის რეკვის ხმამ გონს მოიყვანა ფიქრებში წასული გოგონა და სწრაფად უპასუხა
-რა ხდება მანდ?-გაისმა მარიანას დაძაბული
ხმა -მამაშენი გიჟს გავს,ცოფებს ყრის -ამოთქვა და გიჟივით გაეცინა
-ნეტა ნახო რა დღეშია-ტელეფონი წაართვა დას ანამ
-ეგ კაცი მამაჩემი არაა მამათქვენია -უთხრა უკმაყოფილო ტონით მარიამმა ტყუპ დებს
-კაი რა... იცი როგორ ნერვიულობს შენს გამო?!-დასერიოზულდნენ დები
-მკიდ.ა-უთხრა მარიამმა და გაუთიშა, გოგონებმა ისევ დაურეკეს ამჯერად ვიდეოზარით
-ახლა მართლა არ მაქვს ლაპარაკის თავი-აუხსნა მარიამმა
-გთხოვ გვითხარი რა ხდება-შეეხვეწნენ დები -მამამ ეგრევე გადარეკა და უბრძანა ჟურნალისტები მოაშორეთ საავადმყოფოს ტერიტორიასო... შენს გამო-უთხრა ანამ -და წესირად ვერ გავიგეთ რა მოხდა მანდ
-არაფერი განსაკუთრებული-გაეცინა დების ცნობის მოყვარეობაზე მარიამს
-აუ ნუ გვაწვალებ გვითხარი ეგრე რატო გაგიჟდა მამა, ვინ შემოიყვანეს მანდ
-არვიცი ვიღაც სამი ტიპი, ავრიაში
მოყვნენ... -დაიწყო ახსნა რადგან იცოდა არ მოეშვებოდნე დები-პოლიცია მოვარდა ეგრევე, მერე გამომძიებელი და გვითხრა რაღაცაში ეჭვმიტანილები არიანო...სულ ესაა რაც ამ ეტაპზე ვიცი, ახლა თავს დამანეᲑებთ?-გაეცინა მარიამს
-რომ გირეკავ რატომ არ მპასუხობ?-ტელეფონი უხეშად წაგლიჯა გეგამ ანას და ეკრანს დააცქერდა
-არ მეცალა-უთხრა ბრაზნარევი ტონით მარიამამ სახე წაშლილ კაცს
-ნარეკები ხომ ნახე რატომ არ გადმომირეკე?
-მოგვიანებით ვაპირებᲓი შენთვის ახსნა-განმატების ჩაბარებას ამ საქმესთან
დაკავშირებით -უთხრა ისევ ბრაზნარევი ტონით მამას
-არაა საჭირო შენი უადგილო იუმორი-დაუღრინა გეგამ შვილს
-კაი მე წავედი-უთხრა ცივად მარიამმა და გაუთიშა, ისევ რომ გადმოურეკეს უპასუხოდ გაუთიშა. მთელი ღამე გაათენა წინ და უკან სიარულში და დილით ისეთი დაღლილი დაბრუნდა შინ რომ ფეხზე ძლივს იდგა, შხაპი მიიღო მაშინვე და დასაძინებლად აპირებდა დაწოლას რომ კარზე ბრახუნი ატყდა, ცოტა გაუკვირდა და კარი გაბრაზებული სახით გამოაღო
-არა-აღმოხდა გაბრაზებული ტონით
-კიი-გაუცინეს დებმა და სახლში დაუპატიჟებლად შევიდნენ
-ძაან დაღლილი ვარ უნდა დავიძინო-მოიღუშა მარიამი დს კარი მიკეტა უკმაყოფილო სახით
-მიდი მიდი და ჩვენ მივხედავთ ჩვენს თავს-დაამშვიდეს გოგონებმა და ტელევვიზორი ჩართეს
-აუ არსად არაფერი არ წერია ამ ამბავზე და არც გაუშუქებით-აბუზღუნდა ანა -ჩანს მამაჩვენმა კარგად იმუშავა
-კაცი შინაგან საქმეთა მინისტრია და მეტი რა საქმე აქვს?-გაოცებული დები ერთმანეთს მიაჩერდნენ
-ღმერთო რა დავაშავე-მაღლა აიხედა
მარიამმა -როგორ გვანან ერთმანეთს ყველაფერში, ერთი არ მეყოფოდა ? ორი ერთნაირი მეტისმეტია
-შენც გვეყოფი უჟმური-უთხრეს ერთდროულად დებმა და გიჟებივით რომ აუტყდა სიცილი მარიამსაც გაეცინა მათ შემხედვარეს
-ღმერთო აი რატომ რატომ?-თქვა საცოდავად და დებს შორის ჩაჯდა
-მიდი მოყევი აბა ვინ არიან? რა დააშავეს და ის სიპათიური მწვანე თვალება გამომძიებელი როგორი ტიპია
-თუ არაფერი უჩვენებიას საიდან იცით ამდენი?-გაოცდა მარიამი
-გამომძიებელს დახვდნენ ქუჩაში და ათქმევინეს რაღაც რაღაცეები-გაეცინათ გოგონებს
-რაო რა თქვა-უცნაურად დაბრიცა ტუჩები მარიამმა
-რავი ისე ილაპარაკა ჟურნალისტებიც კი დააბნი, ვერაფერი გავივეთ -უთხრა მომღიმარი სახით მარიანამ
-კაი მე წავედი უნდა დავიძინო, ძაან დაღლილი ვარ, ჭკვიანად იყავით -მარიამი ადგა და საძინებელში შეიკეტა, დაძინებას აპირებდა რომ დედამ დაურეკა
-ჰო დე
-დედა რატომ არ მითხარი წუხელ რომ ასეთი ამბავი ხდებოდა შენთან საავადმყოფოში ამ დილას გავიგეთ მე და დათომ?-უსაყვედურა მაიამ შვილს
-კაი რა დედა არაფერი არ ხდება განსაკუთრებული
-მამაშენმა გააყვაინა არა ჟურნალისტები?
-ჰო ალბათ... სხვა ვინ მოახერხებდა ასე სწრაფად და ოპერატიულად ოცი კაცის გაჩუმებას და ტერიტორიიდან გაყვანას-უთხრა მარიამმა
-დაძინებას აპირებ დე? ალბათ საშინლად დაიღალე
-სიმართლე გითხრა ძაან დაღლილი ვარ მართლა... დაძინება მინდა
-არ უნდა გადასულიყავი ცალკე დედა ახლა ვინ მოგხედავს? ნეტა იცოდე როგორ ვნერვიულობ შენზე
-კაი რა დედა ოცდარვის ვარ უკვე, კაი მიდი დათო მომიკითხე გაკოცეთ-გაუთოშა დედას და საერთოდ გამორთო ტელეფონი.
შუადღისით გაეღვიძა, საშინლად გაბრუებულო ადგა და მისაღებში გავიდა
-როგორც იქნა -გაუღიმეს დებმა და მაშინვე წამოვარდნენ ფეხზე და ტელეფონები მიუტანეს ცხვირთან -ბოლო ზარზე სპორტული სტილი ჯობს თუ კლასიკური?-ჰკითხა მარიანამ
-Ნუ გამაგიჟეთ კიდევ ამაზე დაობთ?-გაოცდა მარიამი -მთელი წელია ამ დღეს ელით და გეგმავთ რა ჩაიცვათ... წინა დღეა და ისევ აზრზე არ ხართ რას იცმევთ? -შეიცხადა მარიამმა
-აუ მე კლასიკური სტილი მინდა-თქვა უკმაყოფილო ტონით ანამ
-რა კლასიკური, ბანკეტზე რაღა უნდა ჩაიცა? სპირტული ჯობს -დას მიაჩერდა გაბრაზებული სახით მარიანა
-ვაიმე რაც თქვენ გინდათ ის ჩაიცვით სავალდებულო არაა ორივეს ერთნაირად გეცვათ და გააგიჟოთ ხალხი, ისედაც ერევით ყველას ერთმანეთში, გინდა სხვდასხვა გეცვათ გინდა ერთნაირი მნიშვნელობა არ აქვს
-აუ ერთნაირი გვინდა-გაჯიუტდა ანა
-ჰოო-დაეთანხმა მარიანა
-ჩემგან რას ითხოვთ ვერ გავივე-ჯერ ერთს მიაჩერდა საცოდავად მარიამი მერე მეორეს
-ეს დაარწმუნე რომ-ხელი ერთდროულად გაიშვირეს ერთმანეთისკენ-რომ ჩემი შეთავაზებული სტილი ჯობია-იყვირა ორივემ ერთდროულად
-გავგიჟდები-აღმოხდა მარიამს და სამზარეულოში შევიდა გაოგნებული, -ყავა გინდათ?-გასძახა დებს
-აუ კიი-შევიდნენ და მიაჩერდნენ მარიამს რომელიც მშვიდად ამზადებდა ყავას, მალევე გააკეთა და ჭიქები დებს შეაჩეჩა ხელში
-კლასიკური-თქვა მოულოდნელად და თავის ყავის ჭიქას წამოვლო ხელი და აივანზე გავიდა, გოგონებიც უკან მიყვნენ
-აუ კაი რა-გაიბუტა მარიანა
-მთელი წელია ვერ გადაწყვიტეთ და მაინც არ ვერეოდი...ახლა გეუბნებით რომ ასე ჯობია-უთხრა დარწმუნებით, სახლში შევიდა და სიგარეტი გამოიტანა, ნერვიულად ამოიღო ერთი ღერი და მოუკიდა
-ისევ დაიწყე?-უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები მარიანამ
-არა ხანდახან ვეწევი ხოლმე... მისწორდება
-ანუ შეეშვი?
-ეგრე გამოდის-გაუღიმა მარიამმა დებს -მაგრამ ბოლომდე ვერ, ჰო მართლა გიოს რა მანქანა დაუკვეთეთ?-აივნის მოაჯირს მიეყრდნო ზურგით და დებს მაიჩერდა
-ჯიპი-თქვა ანამ
-სედანი-გაბრაზდა მარიანა
-აქაც ვერ ჩამოყიბდით?-გაეცინა მარიანას -სხვადასხვა ბიჭმა რომ წაგიყვანოთ არა? და სხვადასხვა მანქანით რომ წახვიდეთ?-შესთავაზა მომღიმარი სახით მარიამმა
-არა შანსი არაა გიომ უნდა წაგვიყვანოს
-კაი მაშინ პატარა მაქანით წადით, სტილი ანას, მანქანა მარიანას გემოვნებით...
-კარგი აზრია-გაეღიმათ გოგონებს
-ნუ სხვა გზა არ დამიტოვეთ და თქვენს ბოლო ზარზეც მე უნდა ვიფიქრო-გეცინა მარიამს
-გიოს დავურეკვ ვეტყი რომ ჯოპს ვაუქმებთ
-აუ წარმომიდგენია რა დღეში აგდებდით-გულიანად გაეცინა მარიამს
-აქამდე რატომ არ გვირჩიე? -უსაყვედურა მარიანამ დას
-პაციენტებზე ვიფიქრო თუ თქვენს ბოლო
ზარზე?-გაბრაზდა მარიამი-დღესაც იმიტომ გაძლევთ რჩევებს რომ ვიცი თავიდან ვერ მოგიშორებთ სხვანაირად-უთხრა სერიოზული ტონით და გაეცინა
-ახლა კაბა აგვარჩევინე და ვსო მართლა წავალთ
- შავი რომ გაქვთ ორივეს ის....კლასიკური გამომწვევი, ტანზე ძალიან მომდგარი არა, ქუსლიანები და გაშლილი
თმა -მიაყარა მარიამმა -თუ რამეს მეტყვით კიდევ არაფერს აღარ გირჩევთ საერთოდ -სწრაფად მიაყარა და გააჩუმა დები
-მამა გაგიჟდება -გაეცინათ გოგონებს
-ეგ ყველაფერზე გიჟდება-თქვა მარიამა და მეორე ღერს მოუკიდა
-იმედია დედაც არ გაჭედავს მამასავით-ერთმანეთს შეხედეს დებმა
-კაი თუ ეგრე ძაან გაჭედავენ სხვა რამე ჩაიცვით
-აუ არა მომწონს ეგ იდეᲐ, რაც უფრო ადრე დავიწყეთ ფიქრი უფრო ავირიეთ და ჩიხში შევედით
-თან ერთნაირები ხართ თან არა-გაეცინა და ნერვიულად გააბოლა.
გიორგი გაღიმებული სახით გავიდა ტერასაზე და დივანზე დაჯდა
-მოკლეთ ანამ დამირეკა ჯიპი არაო-თქვა და მომღიმარ ბიძაშვილს და მის მეგობრებს მიაჩერდა
-ანუ როგორც იქნა ხვალ მივდივარ სოფელში-გაუხარდა ბექას -ჩემი ჯიპი დაიბრაკა და მიბრუნებთ ხო? შემიძლია ამაღამვე წამოვიყვანო თქვენი სახლიდან?
-აუ მოდი ამაღამაც დამიტოვე რა, დილაზე რომ დარეკონ ისევ ჯიპი გვინდაო მაგრად გამოტყდება რომ ვერ მივიდე იმ მანქანით რაც უნდათ
-შენ რომელიმე მაგრად ხომ არ გევასება ეგრე რომ უსწორებ?-ჰკითხა ბექამ აღელვებულ ბიჭს
-რავი არა-მხრები აიჩეჩა გულიბრყვილოდ -კარგი მეგობრები ვართ უბრალოდ
-მეგობრები-გაიმეორა და გიჟივით გაეცინა
ბექას -კაი დაგიტოვებთ, არაა პრობლემა-გაუღიმა გიორგის და ალექსანდრეს მიაჩერდა
-ხვალ მაგრად გაერთობი სკოლის
მოწაფეებთან-თქვა და ისევ გიჟივით გაეცინა
-ოცდაშვიდი წლისები რომ ხართა თავი ძაან დიდი ბიჭები გგონიათ-გაბრაზდა გიორგი
-ხვალ მაგრად დაგენ.რევა ალექს იმენა ბაგა ბაღი იქნება -არ ჩუნდებოდა ბექა
-აუ ნუ აქეზებ ისედაც ძლივს დავითანხმე წამოსვლაზე -აბუზღუნდა გიორგი
-კაი დავლიოთ ხვალ ისედაც მძიმე დღე
გექნება ალექს -გაეღიმა ბექას და სამელი დაასხა ჭიქებში , შემდეგ მუხლზე ხელი დაარტყა ლადოს რომლიც ტელეფონში იყო ჩამძვრალი და ვერაფერი გაიგო იქ რა ხდებოდა -შენ დალევ ძმა?-გიორგის მიაჩერდა ბექა -თუ მშობლები ჯერ არ გაძლევენ უფლებას -ჰკითხა და სამივე ბიჭს გიჟივით გაეცინა
-არ დაუსხა სად მაქ ბიძაჩემის თავი-თქვა სერიოზული ტონით ალექსმა და ერთი მოყუდებით დაცალა ჭიქა
-აუ კაი რა-გაბრაზდა გიორგი-მარტო ერთი ჭიქა
-არა-მკაცრად უთხრა ალექსმა და ფეხზე
წამოდგა -წავალთ ჩვენ ბიჭებო, უნდა გამოვიძინო ხვალ სკოლის ავტობუსის მძღოლობა დამევალა ჩემივე მანქანით -წარბი აწკიპა და გიორგის მიაჩერდა -რას მიყურებ სახლში წასვლის დროა.
დათქმულ დროს ალექსი და გიორგი მინისტრის კორპუსთან მივიდნენ ალექსანდრეს შავი მერსედესით და მოთმინებით ელოდნენ გოგონების გამოჩენას
-გადავალ მოვწევ ჩანს დააგვიანებენ-თქვა მოთმინება დაკარგულმა ბიჭმა და გადავიდა
-დავურეკავ
-არ გინდა შეეშვი-უთხრა დაძაბული ტონით და სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან, ერთს მეორე ღერი მიაყოლა მეორეს მესამე თან ტელეფონი ეჭირა ხელში და სოც ქსელში უაზეოდ ათვალიერებდა სიახლეებს, უკვე მოთმინების ძაფი უწყდებოდა რომ ხმაური მოესმა და თავი ასწია, მის წინ ერთნარი ორი ულამაზესი გოგონა იდგა ისე გაოცდა მათი მსგავსებით და სილამაზით რომ დაბნეულს ლამის ტელეფონი გაუვარდა ხელიდან
-გოგოებო-გაოცებული გიორგი მანქანიდან გადავიდა და დებს მიუახლოვდა ორივე გადაკოცნა და შეათვალიერა -ამდენი ხნის ლოდინი ამად ღირდა არა ალექს?-ბიძაშვილს მიაჩერდა რომელიც ჯერ ისევ დაბნეული იყო
-Ნამდვილად ღირდა -მალევე მოვიდა აზრზე და თქვა გამომწვევი ტონით
-მოკლეთ ეს ანა და მარიანა არიან რომელი რომელია მაინც ვერ გაარჩევ , ვერც მე ვარჩევ და აზრიც არ აქვს ჰკითხო-გაეცინა გიორგის-ეს ალექსია მიხვდით ალბათ
-სასიამოვნოა-გაუღიმა ანამ და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად თან სახელიც
უთხრა -ჩემთვისაც -თქვა ალექსანდრემ და დაჟინებით ჩააცქერდა თვალებში, შემდეგ კი ცოტა არ იყოს და დაბნეულ მარიანას თავად გაუწოდა ხელი, მარიანამ ჩამოართვა და რაღაც უცნაურმა სასიამოვნო მუხტმა დაურბინა მთელს სხეულში ალექს
-



№1 სტუმარი ninia

ვაიმეე ძალიან შემიყვარდი....წავიკითხავ და შევაფასებ kissing_heart

 


№2  offline მოდერი ნეაკო

ninia
ვაიმეე ძალიან შემიყვარდი....წავიკითხავ და შევაფასებ kissing_heart

მოუთმენლად ველი თქვენს შეფასებას :)

 


№3 სტუმარი ninia

ძალიან მომეწონა მაგრამ ერთი რამე ვერ გავიგე ეს ის ალექსანდრე მარიამს რომ შეხვდა? რომელი გოგო მოეწონა ვეღარ ვხვდები..ნუ მოკლედ ველი ახალ თავს heart_eyes

 


№4  offline მოდერი ნეაკო

მარიამი უფროსი
ninia
ძალიან მომეწონა მაგრამ ერთი რამე ვერ გავიგე ეს ის ალექსანდრე მარიამს რომ შეხვდა? რომელი გოგო მოეწონა ვეღარ ვხვდები..ნუ მოკლედ ველი ახალ თავს heart_eyes

მარიამი უფროსი დაა, ანა და მარიანა ტყუპები არიან

 


№5  offline წევრი likuu_s

ვაიმე! ანუ, ყოველი ახალი ისტორიის ატვირთვისას მაკვირვებ. ასე მალე საიდან რა მოგდის თავში? :დდ შენი ნიკი რომ დავინახე მართლა ძალიან გამიკვირდა. კარგია, თუ ასე მალ-მალე მოგდის თავში ახალ-ახალი მოთხრობების იდეები, მიუხედავად იმისა, რომ ყველას რაღაც მსგავსი აქვს, მაინც არის რაღაც განსხვავებული ისტორიაში (ნუ სულ დევნას თუ არ ჩავთვლით :დდ). ავალ წავიკითხავ :დ წარმატებები!<33

 


№6  offline მოდერი ნეაკო

likuu_s
ვაიმე! ანუ, ყოველი ახალი ისტორიის ატვირთვისას მაკვირვებ. ასე მალე საიდან რა მოგდის თავში? :დდ შენი ნიკი რომ დავინახე მართლა ძალიან გამიკვირდა. კარგია, თუ ასე მალ-მალე მოგდის თავში ახალ-ახალი მოთხრობების იდეები, მიუხედავად იმისა, რომ ყველას რაღაც მსგავსი აქვს, მაინც არის რაღაც განსხვავებული ისტორიაში (ნუ სულ დევნას თუ არ ჩავთვლით :დდ). ავალ წავიკითხავ :დ წარმატებები!<33

იმედია მოვეწონებათ ეს ისტორია, სიმართლე გითხრათ თავში უკვე ახალი ისტორია მიტრიალებს და ერთი სული მაქვს ეს დავწერო :) :) მიხარია რომ კითხულობთ ჩემს ისტორიებს

 


№7  offline წევრი OKI ME

აუ, რა კარგი ისტორია ჩანს ❤️❤️ პირველი თავი ძალიან მომეწონა. იმედი მაქვს შემდეგი თავებიც ასეთივე ან უფრო უკეთესი იქნება ❤️❤️ ნამდვიალდ არ ველოდი ასე მალე, ახალ ისტორიას თუ დადებდი. პირველი თავით როგორც მივხვდი, ცოტა განსხვავებული ისტორიაა, წინა ისტორიებისგან, მგონი :დდ

წარმატებები და მპუთმენლად ველი ახალ თავს. ❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი ნეაკო

Megioki
აუ, რა კარგი ისტორია ჩანს ❤️❤️ პირველი თავი ძალიან მომეწონა. იმედი მაქვს შემდეგი თავებიც ასეთივე ან უფრო უკეთესი იქნება ❤️❤️ ნამდვიალდ არ ველოდი ასე მალე, ახალ ისტორიას თუ დადებდი. პირველი თავით როგორც მივხვდი, ცოტა განსხვავებული ისტორიაა, წინა ისტორიებისგან, მგონი :დდ

წარმატებები და მპუთმენლად ველი ახალ თავს. ❤️

მიხარია რომ მოგეწონათ, ეს ცოტა განსხვავაებული იქნება წინა ისტორიებისგან, მადლობა გამოხმაურებისთვის :)

 


№9  offline წევრი Life is beautiful

ვაიმეეეეეე! ♥️ კარგი დასაწყისი აქ... :D
(ასე გააგრძელე... პრინციპში უკეთესი და უკეთესი :D)
მოკლედ, ვგიჟდები საერთოდ ტყუპებზე და გოგოები რო არინ ხო, საერთოდ...

აქ არის ხო, ერთი ისტო. "კოწახურის კანფეტები".... ნუ, არ ვიცი ეს რისი იყო, მაგრამ კანფეტი იყო.

ცოტა გავილექსები :D. ანუ, შეცდომები გაქ სასვენ ნიშნებში, უფრო სწორად, ზოგგან სულ არ გაქვს გამოყენებული, თუ დაუკვირდები და ნელა მიყვები, თვითონ ითხოვს ის ადგილი და იძახის აქ წერტილი და იქ მძიმეო! ^_^

მე არ მიყვარს ზოგადად, ვინმესთვის შენიშვნის მიცემა, მაგრამ ეს აუცილებელი!!! შტრიხია ნაწარმოებებში.. შეიძლება ნიშნებმა: აზრი, ხმა და მიმართვის ფორმა შეგგაგრძნობიოს. :D

როგორც გთქვი: არ მიყვარს შენიშვნები და მირჩევნია ჭიქა ნახევრად სავსე დავინახო, ვიდრე ნახევრად ცარიელი. თუმცა ეს იმას არ ვიშნავს, რომ ვერ ვხედავ წყლის ნაკლებობას.. ხოდა, "პირველი" და შეიძლება, "უკანასკნელი" შენიშვნა იყოს ჩემი... :D
ხოდა რას ვამბობდი.. ძალიან, ძალიან მოხიბლული ვარ ამ ახალი ისტოთი.. სასიამოვნო წუთები დავუთმე.. :D



ერთი რაღაღაცა ვერ გავიგე..
"გაოცებული მარიამი სწრაფად მიუახლოვდა პოლიციელებს და იკითხა თუ რომელი იყო მათ შორის ვინმე გაგა ავალიანი, პილიციელმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ ბიჭთან მიიყვანა და მაშინვე გაეცალა
-უკაცრავად თქვენ ხართ თორნიკე ავალიანი?-" აი აქ ამ პოლიციელს ქვია თორნიკე, ამას მივხვდი და გაგა... თუ ხარვეზია? :)



მადლობა ყურადღებისთვის მია♥️და წინა ისტორია იძულებითი ქორწინება ვერ მოვახერხე წაკითხვა ხოდა აუცილებლად წავიკითხავ :)


გელი♥️ :D

 


№10 სტუმარი სტუმარი ნეაკო

Life is beautiful
ვაიმეეეეეე! ♥️ კარგი დასაწყისი აქ... :D
(ასე გააგრძელე... პრინციპში უკეთესი და უკეთესი :D)
მოკლედ, ვგიჟდები საერთოდ ტყუპებზე და გოგოები რო არინ ხო, საერთოდ...

აქ არის ხო, ერთი ისტო. "კოწახურის კანფეტები".... ნუ, არ ვიცი ეს რისი იყო, მაგრამ კანფეტი იყო.

ცოტა გავილექსები :D. ანუ, შეცდომები გაქ სასვენ ნიშნებში, უფრო სწორად, ზოგგან სულ არ გაქვს გამოყენებული, თუ დაუკვირდები და ნელა მიყვები, თვითონ ითხოვს ის ადგილი და იძახის აქ წერტილი და იქ მძიმეო! ^_^

მე არ მიყვარს ზოგადად, ვინმესთვის შენიშვნის მიცემა, მაგრამ ეს აუცილებელი!!! შტრიხია ნაწარმოებებში.. შეიძლება ნიშნებმა: აზრი, ხმა და მიმართვის ფორმა შეგგაგრძნობიოს. :D

როგორც გთქვი: არ მიყვარს შენიშვნები და მირჩევნია ჭიქა ნახევრად სავსე დავინახო, ვიდრე ნახევრად ცარიელი. თუმცა ეს იმას არ ვიშნავს, რომ ვერ ვხედავ წყლის ნაკლებობას.. ხოდა, "პირველი" და შეიძლება, "უკანასკნელი" შენიშვნა იყოს ჩემი... :D
ხოდა რას ვამბობდი.. ძალიან, ძალიან მოხიბლული ვარ ამ ახალი ისტოთი.. სასიამოვნო წუთები დავუთმე.. :D



ერთი რაღაღაცა ვერ გავიგე..
"გაოცებული მარიამი სწრაფად მიუახლოვდა პოლიციელებს და იკითხა თუ რომელი იყო მათ შორის ვინმე გაგა ავალიანი, პილიციელმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ ბიჭთან მიიყვანა და მაშინვე გაეცალა
-უკაცრავად თქვენ ხართ თორნიკე ავალიანი?-" აი აქ ამ პოლიციელს ქვია თორნიკე, ამას მივხვდი და გაგა... თუ ხარვეზია? :)



მადლობა ყურადღებისთვის მია♥️და წინა ისტორია იძულებითი ქორწინება ვერ მოვახერხე წაკითხვა ხოდა აუცილებლად წავიკითხავ :)


გელი♥️ :D

აუცილებლად გავითვალისწინებ შენს რჩევას, იმედი მაქვს მოგეწონება ეს ისტორია, მადლობა გამოხმაურებისთვის :)

ხარვეზი მაქვს ჯერ გაგა დავარქვი მერე თორნიკე : D

 


№11  offline წევრი Tamo73

ძალიან კარგი დასაწყისია, იმედია მომდევნო თავსაც მალე დადებ ❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი ნეაკო

ვეცდები ხშორად ავტვირთო ხოლმე, მიხარია რომ მოგეწონათ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent