შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი სიცოცხლე II-თავი


10-02-2021, 17:11
ავტორი სალისალომე
ნანახია 955

გაიარა ემოციურად გატარებულმა ერთმა დღე და ღამემ ცივ შენობაში.არ ვიცოდი, კიდევ რამდენს ხანს გასტანდა ჩემი იქ ყოფნა. წუთებს, წამებს და საათებს ვითვლიდი. ყოველ წამს მეგონა სახლში წავალ, ჩემს მონატრებულ ოჯახის წევრებს ჩავეხუტები მეთქი. მაგრამ როგორც ჩანდა ჯერ ამაზე ფიქრი ნაადრევი იყო, თან ძალიან.ერთი დღე,ერთი წელიწადი გამიხდა. თან როგორ იწელება ხოლმე დრო საავადმყოფოში ისეთი შეგრძნებაა,იტყვი საუკუნეები გავიდაო. გათენდა ერთი შეხედვით მზიანი დღე,ფანჯრიდან ყოველ შემთხვევაში ასე მოჩანდა.


ფანჯრის იქით ცხოვრების ხალისი იგრძნობოდა გაყინულ ოთკუთხა,თეთრ კედლებიან ოთახში კი დამღლელი აპარატურის ხმა გრძელდებოდა ,თეთრ ხალათიანები კი ენერგიულად ისევ განაგრძობდნენ საუბარს ამჯერად თავიანთ ოჯახებზე ყვებოდნენ. რა აღარ გავიფიქრე მათზე, ხან ჩემს გულში ვიძახდი რა მოცლილები არიან,მერე ცივი გონებით,რომ დავფიქრდი ესენიც ადამიანები არიან, ჩემნაირი ყოველდღიურად რამდენი უწევთ მეთქი.ყველა ექთანი ახალგაზრდა გახლდათ მოციმციმე  თვალებითა და ენერგიული მუხტით. აქა-იქ მამხნევებდნენ,მეუბნებოდნენ

-ნუ,გეშინია აღარაფერია საშიში,ახლა კარგად ხარ და მალე უკეთესად იქნებიო.თავს ისე ცუდად აღარ ვგრძნობდი,უბრალოდ შოკი მქონდა მიღებული სტრესისგან გამოწვეული. ყოველ წუთიერად თავში თავდაპირველი სცენა მიტრიალებდა როცა საავადმყოფოს კარზე მივედი, სუნთქვა მიჭირდა,თავბრუ მესხმოდა,ხელები მიკანკალებდა ფეხებიც აღარ მემორჩილებოდა,მეკეცებოდა რადგან ძალა  და ენერგია გამომეცლილი მქონდა.დრო და დრო წონაში ვიკლებდი და უფრო და უფრო ვდნებოდი...მისაღებში უზარმაზარი რიგი იყო,ადამიანებს კი ჩემი თვალები როგორც უამრავი ფიგურა ისე აღიქვამდა. მე,დაღლილი სახე მქონდა.დედა რიგში ჩადგა,მე და ბებო კი სკამზე დავჯექით.ბებოს დაუძახეს-საბუთი დასჭირდათ.მე,კი შემეშინდა ბებო არ გავუშვი

-ბე,არ წახვიდე გთხოვ.

ეს სიტყვები იყო და ფეხებით ძირს დავეგე,დედა ექიმის კაბინეტიდან გამოვიდა,უკვე ძირს ფორთხიალე შვილს უყურებდა რომელიც ეს ესაა გონებას დაკარგავდა...მახსოვს დედას გაოგნებული სახე,შიშისგან ცახცახებდა...მერე იყო ხმები...ბებოს დ ა დედას ყვირილი...დაგვეხმარეთ,ბავშვი ცუდადაა...ჩქარი რეაგირება იყო,გვერდითა ოთახში შემიყვანეს,დამაწვინეს სასწრაფოდ გადასხმა დამიდგეს და რაღაც დროის შემდეგ ოთხ ბორბლიან ეტლში ჩამსვეს. ჩემთვის მოუხერხებელ,ზედმეტად დიდ ეტლში... იმ ეტლში როცა ადამიანს გადაადგილება თავისით აღარ შეუძლია,აღარ შესწევს  ძალა სიარულისა.გონება არ დამიკარგავს,მამაცად გავუმკლავდი.უბრალოდ მსუბუქად დავვარდი,უძალობამ მძლია. საღამოს ხანი იყო,რეამინაციის კარებისკენ მოდის ნაცნობი კაცის სილუეტი...მამაჩემი...ავნერვიულდი,არ მინდოდა ასეთ მდგომარეობაში ვენახე.ისიც განიცდიდა არ იცოდა რა ეთქვა,ჩემს ასეთ მდგომარეობაში დანახვისას მეტად შეშინდა,დაიბნა,თვალები აუცრემლიანდა იმ კაცს რომელიც არასდროს გამოხატავს გრძნობებს...გამიკვირდა...

- მამი,მალე კარგად იქნები.

ეს სიტყვები მითხრა და მალევე გავიდა.დედა არ ამოვიდა,ვერ გაბედა...და რომც ამოსულიყო ვერც შემოვიდოდა,მერე მოთხრა დედამ, რომ ვერ შეძლებდა ჩემს ნახვას ასეთ მდგომარეობაში. ვიცოდი ეს მე ძალიან კარგად...მერე იყო სატელეფონო ზარები ახლობლები,მეგობრები,მასწავლებლები...

გულს უხაროდა ამდენი ყურადღება მაგრამ რაღაც მხრივ მეტად მაღელვებდა ამდაგვარი ზარები,რომ ძლიერი უნდა ვიყო,მალე მორჩება და ა.შ...
ორი დღე და ღამე რეამინაციაში გავატარე.
 
გათენდა მესამე დღე,გუნება უკეთესი
მქონდა რადგან ვიცოდი,რომ ამ საშინელ ადგილს მოვშორდებოდი. თუმცაღა არ მივდიოდი სახლში ახლა მეორე ეტაპი დადგა-უნდა გადავეყვანე პალატაში. ნუ,ესეც მიღწევა იყო.თუმცა მაშინ არც ის ვიცოდი პალატა რას ნიშნავდა. ჩემი ახალი მეგობარი დამეხმარა ისევ,დამხარების ხელი უკვე მეორედ გამომიწოდა.ოთხბორბალათი ჩამიყვანეს,არადა შემეძლო სიარული,მაგრამ მაინც მქონდა თავბრუს ხვევები ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო.იქ კი პირველი დედა დამხვდა...რომელიც მთელი ორი დღე არ მენახა,დედა რომელსაც განერვიანებული,წითელი  და ნამტირალევი სახე ჰქონდა.დედა რომელიც დარდობდა შვილის ჯანმრთელობას,დედა რომელიც სულმოუთქმელად მელოდა. ისე ძლიერ ჩავეხუტე თან ვტიროდი...ახლა იმით მშვიდდებოდი,რომ დედას ვხედავდი და გვერდით მყავდა და ჩემთან დარჩებოდა.

იქ,ექიმები იყვნენ დედას ესაუბრებოდენ.განიხილავდნენ რაღაც ცხრილებს,წამლების,ნემსების დასახელებებს.ისევ შოკურ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი,თეთრ ჭერს გავყურებდი და წამიერდ თუ შევხედავდი დედას...ვერ ვბედავდი მისთვის შემეხედა რადგან თვალზე ცრემლი მადგებოდა და ეს რომ დედას დაენახა ინერვიულებდა მე კი არ მინდოდა დედას ნამტირალევი ვენახე.

-რა დამემართა? რატომ დამემართა ეს მე?

გავბედე და ვთქვი,ამდენი ხნის მერე.ის კითხვა რომელსაც გულში,გონებაში ვიტრიალებდი და ვერავინ ვერ მცემდა აქამდე პასუხს.
 
გაკვირვებული ექიმი მიყურებდა.ამას არ ელოდა პატარა გოგონასგან.
 
შემდეგ ყველაფერი ამიხსნეს და ჩემთვისაც ნათელი გახდა ჩემი მდგომარეობა.დავიწყე გაანალიზება და შეგუება.არ ვიცოდი ეს ყოველივე რამდენ ხანს გასტანდა,მაგრამ მზად ვიყავი ყველაფრისთვის. ძალა მომეცა,რადგამ მარტო მე არ ვიყავი იქ. იქ,სხვა ბავშვებიც იყვნენ.ჩემზე პატარები,რომელთაც საერთოდ ვერაფერს ვერ აგებინებდნენ მე კი მათთან შედარებით მოზარდი,ჩამოყალიბებული ვიყავი რომელსაც ესმოდა რა შეიძლება და რა არ შეიძლება ან რატომ არ შეიძლება.
 
ასე დავიწყე ახალი ცხოვრება,ძველი წარსულს ჩაბარდა.თავიდან პირველი დღეები ურთულესი იყო,მაგრამ მერე ნელ-ნელა ძალა მომეცა ფეხზე მყარად დავდექი და ვემორჩილებოდი ყველა ექიმის მოთხოვნას.სხვა გზა არც იყო, ჩემივე კეთილდღეობისთვის ასე იყო საჭირო.
 
 
სულ სხვა სამყაროში მოვხვდი,ახალ ადამიანებთან.იმხელა სითბო,სიყვარული,თანაგრძნობა ვიგრძენი.თეთრხალათიანთა გუნდი საუკეთესო გამოდგა.მათ მე ახალი სიცოცხლე მაჩუქეს,ძალა შემმატეს,გამამხნევეს,მასწავლეს,მედიცინაშიც ჩამახედეს.სულ მატკბობდნენ,მეფერებოდნენ,სიყვარულს არ იშურებდნენ.
ასეთი ფრაზა მითხრეს

-მოვა დღე და შენ,საკუთარი თავის ექიმი გახდები.
 
ასეც მოხდა და დღეს მე,საკუთარი თავის ექიმი  ვარ.



№1  offline წევრი Life is beautiful

ვაუვ.... აი ეს მესმის..
ეს ახლა რეალური ამბავი იყო თუ მე ვფიქრობ არასწორად...
ერთი სიტყვით არ ვიცი როგორ იყო რა იყო მარა დავმუნჯდისავით.. რო დავმუნჯებულიყავი არ ვილაპარაკებდი მარა ვწერ... :)
ხო რაც შეეხება ამ თავს ბოლო სიტყვები.. ინტრიგა იყო მართლა... იმედია აქვს ხო გაგრძელება ძალიან დამაინტერესა♥️

 


№2  offline წევრი სალისალომე

Life is beautiful
ვაუვ.... აი ეს მესმის..
ეს ახლა რეალური ამბავი იყო თუ მე ვფიქრობ არასწორად...
ერთი სიტყვით არ ვიცი როგორ იყო რა იყო მარა დავმუნჯდისავით.. რო დავმუნჯებულიყავი არ ვილაპარაკებდი მარა ვწერ... :)
ხო რაც შეეხება ამ თავს ბოლო სიტყვები.. ინტრიგა იყო მართლა... იმედია აქვს ხო გაგრძელება ძალიან დამაინტერესა♥️


დიახ,სწორად მიხვდით რეალური ამბავია არანაირი გადაჭარბების გარეშე.თითოეული სიტყვა,ქმედება ნამდვილია რომელიც წარსულში მოხდა.ექნება გაგრძელება დავდებ შემდეგ თავს ხვალ.მადლობა შეფასებისთვის????❤

 


№3  offline წევრი Life is beautiful

სალისალომე
Life is beautiful
ვაუვ.... აი ეს მესმის..
ეს ახლა რეალური ამბავი იყო თუ მე ვფიქრობ არასწორად...
ერთი სიტყვით არ ვიცი როგორ იყო რა იყო მარა დავმუნჯდისავით.. რო დავმუნჯებულიყავი არ ვილაპარაკებდი მარა ვწერ... :)
ხო რაც შეეხება ამ თავს ბოლო სიტყვები.. ინტრიგა იყო მართლა... იმედია აქვს ხო გაგრძელება ძალიან დამაინტერესა♥️


დიახ,სწორად მიხვდით რეალური ამბავია არანაირი გადაჭარბების გარეშე.თითოეული სიტყვა,ქმედება ნამდვილია რომელიც წარსულში მოხდა.ექნება გაგრძელება დავდებ შემდეგ თავს ხვალ.მადლობა შეფასებისთვის????❤

????????გული ამიჩუყდა, ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent