შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაცრისფერი {14}


10-02-2021, 23:59
ავტორი painter1
ნანახია 4 295

ერთი სიტყვით ვერ ვახერხებ ჩასწორებას.
რამდენი დღე გავიდა ხო, რა მალე გადის დრო.
ნუ ვერც მოვახერხე დაწერა, ჩემი ძმის ძმაკაცისთვის ნახატის დახატვა დავიწყე რომელიც ერთი წლის წინ დავპირდი. ცალკე “ჩემი” ბოი” და კიდევ ათასი რამ. თავის გასამართლებელი მიზეზები ბევრი მაქვს :დდ ხოდა რომ აღარ ვიცი რომელი ერთი გავაკეთო მერე ტვინი მეჭედება ხოლმე :დ ხოდაა ერთი სიტყვით ვცდილობ და ყველანაირად ვეცდები რაც შეიძლება მალე დავბრუნდე. Enjoy-თ.
*************

საავადმყოფოს დერეფანში იატაკზე მჯდომს სახე ხელებში ჩაერგო, კედელს წელით ეყრდნობოდა და ირგვლივ მყოფების საუბარი ბუნდოვნად ესმოდა. გული იმაზე ნელა უცემდა ვიდრე შესაძლებელი იყო, კადრები გონებაში გაუჩერებლად ტრიალებდა, თავი სტკიოდა ყურებში წუილის შეგრძნებისგან და ვერც ხვდებოდა როდის ან როგორ ახერხებდა სუნთქვას. სისხლში ამოსვრილ საკუთარ ტანსაცმელს ხშირად დახედავდა ხოლმე, მაშინვე სუნთქვა ეკვროდა წითელი ფერის დანახვისას, წარმოიდგენდა დარჩენილ დროს საყვარელი ქალის გარეშე და სიცოცხლის სურვილი თვითონაც უქრებოდა.
დრო მტანჯველად იწელებოდა, საათები ჩვეულებრივთან შედარებით ნელა გადიოდა, საოპერაციოს კარი კი არა და არ იღებოდა. უკვე ვეღარ ძლებდა, ვერც გულში არსებულ ტკივილს უძლებდა, უნდოდა რაც შეიძლება მალე ენახა სესილიას მომღიმარი სახე და მისი ბრჭყვილა თვალები რომლებიც მის ცხოვრებას აფერადებდა.
-ჰეი, ადექი. - მხარზე ხელი მიარტყა თავზე წამომდგარმა ანდრომ და პირველიც გონზე მოიყვანა.
-თავი დამანებე. - უხეში ტონით გასცა პასუხი ხმა ჩავარდნილმა, ნიკოლაიშვილიც რამდენიმე წამი გაუნძრევლად უყურებდა, მერე კი მკლავში სწვდა და ფეხზე ძალით წამოაყენა. წამსვე შებარბაცებულს საყრდენად ამოუდგა და მასთან ერთად გასასვლელისკენ წავიდა. მიუხედავად პირველის წინააღმდეგობისა, მაინც მოახერხა სუფთა ჰაერზე მისი გაყვანა. ისედაც ნეგატიური ემოციებით დამუხტულს ცივი ჰაერი სხეულზე არასასიამოვნოდ მოედო, კაცმა კი იქვე სკამზე დასვა და რამდენიმე წამში მოკიდებული სიგარეტი პირში ლამის ძალით ჩატენა. - რამე რომ მოუვიდეს… - რამდენიმე ნაფაზის გამოქაჩვის შემდეგ გონზე მოსულმა სახე ხელებში ჩარგო, ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა, თან თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა.
-თავი ხელში უნდა აიყვანო… ყველაფერი კარგად იქნება, შანსი არ არის ამდენი ხნის და ამდენი რამის გადატანის შემდეგ მის გარეშე მოგიწიოს ცხოვრების გაგრძელება.
-რატომ ხდება რაღაც ზუსტად მაშინ როცა ბედნიერებას ვგრძნობ.
-ალბათ მაგ ბედნიერების დასაფასებლად. - ფილტვებში გაჩერებული კვამლი სიტყვებს ამოაყოლა, ცას ახედა რამდენიმე წამით, შემდეგ კი კვლავ მეგობარზე გადაიტანა მზერა. - დროს ვერ ვაფასებთ, ხშირად ვაგვიანებთ ჩვენი უმოქმედობით, იმის მაგივრად რომ საყვარელ ადამიანებთან ყოველი წუთით დავტკბეთ, ჩვენი პრინციპების, კომპლექსები და სხვა მაგავსი თვისებების გამო დროს ვკარგავთ. რა მოხდებოდა პირველივე დღესვე რომ გეპატიებინა, გულში მაგრად ჩაგეკრა, ყველაფერი დაგევიწყები და ბედნიერება მაშინვე შეგეგრძნო. ალბათ საჭიროა ცხოვრებაში ასეთი მომენტები იმის უკეთ დასაფასებლდ რაც გვაქვს. - მხარზე დაადო ხელი, თითები ოდნავ მოუჭირა და სიგარეტის წევაში გართულს პროფილი შეუთვალიერა.
-შენზე რას იტყვი? რატომ კარგავ დროს?
-რა?
-როდის აპირებ ნინიზე თქმას. - ისე ჩაილაპარაკა არც შეუხედავს ანდროსთვის, ნიკოლაიშვილი კი ადგილს მიეყინა. ხელიც გაუშეშდა და მეგობრისკენ მიმართული თვალებიც. მერე თავისთვის გაეღიმა როცა მიხვდა რომ კონსტანტინემ მისი გრძნობების შესახებ იცოდა, რათქმაუნდა ეცოდინებოდა, ის ხომ მისი ბავშვობის მეგობარი იყო და ერთმანეთის აზრები თუ გრძნობები ორივეს კარგად ესმოდა.
-ის ქალი ჩვენზე მეტად ნერვიულობს. - სწრაფად შეცვალა თემა და ამით ანიშნა პირველს რომ ამ თემაზე საუბარი ჯერ არ სურდა.
-ვინ ქალი?
-ვინც სესილიას დაეჯახა… მუხრუჭის ნაცვლად შემთხვევით გაზის ბერკეტს დააჭირა ფეხი…
-და შემთხვევით ლამის ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა… აქამდე რატომ არაფერს ამბობენ. - სახეზე ჩამოისვა ხელები, თითქოს უკვე გონზეც მოდიოდა და ტვინი მუშაობას იწყებდა.
-მა… - მოულოდნელად შემოესმა ბავშვის ხმა პირველს, ისიც კი იფიქრა რომ მოელანდა, მაგრამ მალევე გაარჩია წინ მდგომი გაბრიელი, თვალებ ამღვრეული, ანერვიულებული გამომეტყველებით რომ შესცქეროდა.
-აქ რა გინდა პატარა? - უცებ გამოფხიზლებულმა წელზე მოხვია ხელი, კალთაში ჩაისვა და ლოყაზე აკოცა.
-არ იძინებდა, არ მომასვენა მამასთან წამიყვანეო და წამოვიყვანე. არის რამე ახალი? - ბავშვს მოყოლილმა დავითმა უცებ გასცა პასუხი, კონსტანტინემ კი უბრალოდ თავი უარყოფის ნიშნად გააქნია.
-შევიდეთ, ცივა აქ. შენ წადი სახლში.
-დავრჩები.
-არ არის საჭირო მამა, ტყუილად უნდა იყო აქ. - ფეხზე წამომდგარმა ხელი ჩაკიდა შვილს და შენობაში ისე შევიდა უკან აღარც მიუხედავს.
-დედა ხო კარგად იქნება?
-კი მა, აი იმ კარიდან ცოტახანში ექიმი გამოვა და გვეტყვის როდის შევძლებთ მის ნახვას. - თმაზე გადაუსვა ხელი, ტუჩები თავზე მიაკრო და თვალ დახუჭულმა მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა. - მოდი ჩემთან. - გვერდზე მჯდომი საკუთარ მუხლებზე დაისვა, ბავშვმაც უცებ ჩარგო სახე კონსტანტინეს ყელში და თვალები მინაბა. - მალე გამოკეთდება დედა, მერე სულ ჩვენთან იქნება. - ჩუმად ჩაილაპარაკა, თითქოს თავის თავს უფრო ამშვიდებდა ამ სიტყვებით ვიდრე ბავშვს, გაბრიელის იქ ყოფნით სესილიას ნაწილს გრძნობდა და სხეული შედარებით უმშვიდდებიდა. მალე ჩაეძინა მამის მკერდზე მიკრულ ბავშვს, კონსტანტინეს კი უბრალოდ თვალები დაეხუჭა, ფიქრებში ჩაკარგული დროს ვეღარ გრძნობდა, უფრო და უფრო მეტად განიცდიდა მონატრებას და ერთი სული ჰქონდა მისი მწვანე თვალები დაენახა. საბოლოოდ გაიღო საოპერაციოს კარი და ექიმის მომღიმარი სახის დანახვისას სხეულში სრული სიმშვიდე მოედო. თვალებ დახუჭულმა თავი კედელს მიადო და ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა.
-რა მდგომარეობაა? - მიახლოვებულ ექიმს მაშინვე ჰკითხა ფეხზე მდგომმა ანდრომ.
-ერთი მხრივ გაგვიმართლა კიდეც დიდი მანქანა რომ იყო, თორემ ასეთი სიმძლავრით დაჯახებული სპორტული მანქანა სიარულის უნარს აუცილებლად წაართმევდა. მუცლის და მკერდის არეში უამრავი დაზიანება აქვს და ამიტომ დაგვჭირდა ამდენი ხანი, მერჯვენა მერვე და მარცხენა მეცხრე ნეკნი აქვს გატეხილი, გაგვიმართლა გულს რომ არ შეხებია, მაგრამ სხვა ორგანოები დააზიანა რამაც ორგანიზმში სისხლდენა გამოიწვია და პაციენტი ლამის დავკარგეთ. ასეთ მდგომარეობაში გასაკვირიც კი არის როგორ გადარჩა. საბოლოო ჯამში ყველაფერი სტაბილურად არის, დიდი ხანი მოუწევს წოლა და…
-მინდა სახლში წავიყვანო. - საუბარში ჩაერთო კონსტანტინე და კაცს ქვემოდან ახედა.
-კოსტა ჯობია…
-ხომ იცი რომ ყველაფერს გავაკეთებ რაც საჭირო იქნება, უბრალოდ მინდა სახლში იყოს, იქ უფრო კარგად მივხედავ.
-კარგი, მაგრამ იქამდე აქ იქნება სანამ მისი გადაადგილება უსაფრთხო არ გახსება.
-მადლობა. - ახლოს მდგომს მკავზე მოუჭირა თითები, კაცმაც ხელი თანაგრძნობის ნიშნად ოდნავ მიარტყა მტევანზე, მერე კი ბავშს მიეფერა ზურგზე.
-ხვალამდე მაინც ვერ ნახავთ, თუ წასვლას არ აპირებთ ექთანს ვთხოვ თავისუფალ პალატაში საწოლი მოამზადოს. - ბავშვზე ანიშნა მომღიმარმა, დამშვიდოდების შემდეგ კი იქაურობა დატოვა.
-ხომ გითხარი. - მხარზე მიარტყა ანდრომ ხელი მეგობარს, რომელსაც შვილის თმაში ჩაერგო სახე.
-მის ადგილას მე უნდა ვიწვე ანდრო. მე მეჯახებოდა მანქანა, მაგრამ ხელი მკრა და ახლა შენც იცი რა მდგომარეობაშია. - ლოყა თავზე დაადო ბავშვს და გაოცებულ მეგობარს ქვემოდან ახედა. - გადარჩა ჰო, მაგრამ კიდევ რამდენი ტკივილის გადატანა მოუწევს სანამ არ გამოჯანმრთელდება. - თვალები დახუჭა იმის წარმოდგენისას როგორ მოუწევდა კვირების მანძილზე ქალს ყოფნა, რომ შესძლებოდა ყველა მის ტკივილს წაიღებდა, აღარ უნდოდა კიდევ სტკენოდა და ეგოისტურად იმაზეც კი ბრაზობდა რომ ხელი ჰკრა და მისთვის საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად გასწირა. ამის გააზრებისას კიდევ უფრო გრძნობდა მის სიყვარულს და გული წამსვე უთბებოდა.
-მომხდარს ვეღარ შევცვლით, მთავარია ცოცხალია და სტაბილური მდგომარეობა აქვს, დანარჩენს ეშველება.
-ჰო, ეშველება. - თავისთვის ჩაილაპარაკა, მერე ხელში აყვანილი ბავშვით ფეხზე წამოდგა და პუტკუნა ექთანს გაჰყვა.
დილით უძილო თვალებით ისევ მძინარე შვილს დაჰყურებდა, ფიქრებში წასულმა ვერც გაიგო ანდრო როგორ შევიდა, მისმა შეხებამ მოიყვანა გონს და სახესთან მიტანილი ჭიქიდან ყავის სურნელიც შეიგრძნო.
-დალიე, გამოფხიზლდები.
-რომელი საათია? - სახეზე ჩამოისვა ხელები, მერე ჭიქაც გამოართვა და ცხელი ყავის შეგრძნებისას სხეულში სასიამოვნო გრძნობამ დაუარა.
-ცხრა.
-აქ დარჩი?
-არა, ახლა მოვედი და მითხრეს რომ ისევ აქ იყავი. ყველგან თქვენზე წერენ, გუშინ ალბათ ვინმემ გადაგიღოთ სურათი შენ და გაბრიელს.
-წააშლევინე.
-ეგ უკვე ვქენი, უბრალოდ ბევრი სქრინებია.
-დაიკ.იდე მაშინ. - ურეაქციოდ გასცა პასუხი, ამაზე ფიქრის დრო ნამდვილად არ ჰქონდა და არც აინტერესებდა დიდად ხალხის აზრი. ერთი სული ჰქონდა სესილიას როდის ნახავდა, არც იცოდა გამაყუჩებლების ზემოქმედების ქვეშ მყოფი როდის გამოიღვიძებდა.
მთელი დღის მანძილზე ახალი არაფერი ისმოდა, გაბრიელი სახლში გაუშვა, ისიც მთელ დღეს ხატვაში ატარებდა თავის ოთახში გამოკეტილი. კონსტანტინე კი საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატასთან იცდიდა. წასვლა არ უნდოდა, უამრავ მიზეზს იგონებდა ანდრო, მაგრამ მეგობარს იმ ადგილს ვერ აშორებდა. ყველა შეხვედრა გააუქმა, ისე რომ არც უფიქრია ამ ნაბიჯს რა მოჰყვებოდა, იმ წუთებში ფიქრი არც შეეძლო, მაგრამ დარწმუნებული იყო მის მდგომარეობას ყველა საღად მოაზროვნე გაიგებდა. რამდენიმე მეგობარი და წლების პარტნიორიც მივიდა მის მოსანახულებლად, რასაც ნამდვილად აფასებდა პირველი სულ რომ თვალთმაქცური ყოფილიყო მათი ქცევა. მიუხედავად იმისა რომ არავის ნახვა, ან მათი მწუხარების და აზრების მოსმენა არ სურდა, მათი ყურადღებისთვის, არ დაზარების და იქ მისვლისთვის მადლიერი იყო.
შუაღამისას სკამზე ჩაძინებული ვიღაცის შეხებამ მოიყვანა გონს, თვალი რომ გაახილა მაშინვე დაბნეული გოგოს სახეს წააწყდა და სკამზეც გასწორდა.
-ბოდიშით, უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ თქვენი მეუღლე გონს მოვიდა და სანამ კვლავ დაიძინებს, ვიფიქრე რომ მისი ნახვა გენდომებოდათ. - უხერხულად შეშმუშნულმა სწრაფად ჩაილაპარაკა, კონსტანტინეც მაშინვე წამოდგა ფეხზე და პალატისკენ ჩქარი ნაბიჯებით დაიძრა. გოგოს ნათქვამი “მეუღლე” სასიამოვნოდ ჩაესმოდა ყურში, აქამდე არც უფიქრია ამაზე, ახლა კი წამებში გაუჯდა გონებაში ის აზრი რომ სესილიას გამოჯანმრთელების შემდეგ მაშინვე იქორწინებდა მასზე და დარჩენილ დრო მასთან ერთად გაატარებდა. მყუდროდ მოწყობილ VIP პალატაში ნელა შეაბიჯა, რამდენიმე მეტრი გაიარა და საწოლზე მწოლი ქალის დანახვისას გულში მტკივნეული ჩხვლეტა იგრძნო. ადგილზე გაშეშდა, ტკივილისგან მკერდზე ხელიც კი მიიჭირა და მერე მიხვდა რომ აღარც სუნთქავდა. არ უნდოდა ასეთ მდგომარეობაში ეყურებინა, მისვლასაც ვეღარ ბედავდა, მთელი დღის მანძილზე მის ამ მდგომარეობაში ნახვას გაურბოდა, ახლა კი სრულიად სხვანაირი ქალის დანახვისას გული საშინლად სტკიოდა. უამრავი რეზინის შლანგები უერთდებოდა მის სხეულს, თხვირში მოთავსებული სასუნთქი აპარატიც უკეთ სუნთქვაში ეხმარებოდა და ამ ყველაფრის ყურებისას იქიდან გაქცევა სურდა კაცს. ბოლოს მაინც მოახერხა სესილიასთან მისვლა, მისკენ დახრილი მაშინვე წააწყდა ქალის ამღვრეულ მწვანე თვალებს და გული კიდევ ერთხე შეუთამაშდა. დიდი სიფრთხილით მიაკრო ტუჩები შუბლზე, შემდეგ ორივე თვალზე აკოცა, ცხვირით ცხვირზე ოდნავ შეეხო რამდენიმე წამით, შემდეგ კი მთელი სინაზით მის გამშრალ ტუჩებს დაეპატრონა. სხეულში დავლილმა ჟრუანტელმა თვალები აუწვა, თითები თმაზე ჩამოატარა, მერე კი კოცნით ლოყაზე გადავიდა.
-უსაზღვროდ მიყვარხარ სესილია. - მის ყურთან ჩუმად დაიჩურჩულა, ქალის თმებში ცხვირ ჩარგულმა მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა, მერე უკან გაწეულმა ბრწყინავ თვალებში ჩახედა და მისი აბრჭყვიალებული სფეროების დანახვისას წამსვე სხვა ფერები მოედო იქაურობს. იქვე სავარძელში ჩამჯდარმა საწოლზე დადებული ქალის მტევანი ხელის გულებში მოიქცია და ყველა თითი სათითაოდ დაუკოცნა, იგრძნო როგორ მოუჭირა სუსტად თითები ნაკანმა, მისი ხელის გული ლოყაზე მიიდო და ქვევიდან სველი ნაცრისფერი თვალებით ახედა. - ხომ გითხარი, იმაზე მეტად შემიყვარდი, ვიდრე ვგეგმავდი, თვითონ შენ ხარ ეს გრძნობა სესა, შენ თუ არ იქნები, არც ეს გრძნობა და არც მე არ ვიარსებებთ. - მის გასაგონად საუბრობდა, თვალზე მომდგარ მარილიან სითხეს ძლივს იკავებდა, თან ხელზე კოცნიდა ნაკანს რომელსაც ცრემლები დაუკითხავად მოსდიოდა თვალებიდან და გაბრუებული გამოძრავებასაც ვერ ახერხებდა. - შენ რომ რამე მოგსვლოდა… - ყბებ დაჭიმულმა თვალები დააჭირა ერთმანეთს და პატარა ცრემლის გორგალმაც გაიკვალა გზა მის სახეზე. თითების ნელი მოძრაობით ძლივს მოახერხა მისი ცრემლის შეხება ქალმა და სისველის შეგრძნებისას მაშინვე დახუჭა თვალები. როგორც შესძლო ისე მოეფერა სახეზე, სველი თვალები გაუსწორა კონსტანტინეს ნაცრისფერ სფეროებს და იმ მზერით აგრძნობინა როგორ უყვარდა, როგორ სტკიოდა მისი ცრემლები, ის რომ მისი ასეთ მსგომარეობაში ყურებისას გული ეკუმშებოდა. აპარატმაც აჩვენა მისი შეცვლილი გულის ცემა და ჰაერის რაოდენობის უკმარისობაც. - ყველაფერი კარგად იქნება პატარა. - ხელზე რამდენჯერმე აკოცა და იქამდე უყურა მის ბრჭყვიალა თვალებს, სანამ წამლის ზემოქმედებისგან წინააღმდეგობის მიუხედავად ორივე თვალი არ მიენაბა. მთელი ღამე მისი ხელი ეჭირა, იქამდე იყო მასთან სანამ მეორედ არ დაინახა მისი ბრჭყვიალა თვალები და ტუჩის კუთხეებში გაპარულ ღიმილს არ მოჰკრა თვალი.
მთელ დღეებს სესილიას გვერდით ატარებდა, მხოლოდ მაშინ ტოვებდა როცა ნაკანი იძინებდა, ისიც წყლის გადასავლებად მიდიოდა სახლში, კომპანიაში რამდენიმე წუთით შეივლიდა, თუ რამე გასაკეთებული იყო ყველაფერს მალე აგვარებდა და სესილიას გაღვიძებამდე კვლავ საავადმყოფოში ბრუნდებოდა. გაბრიელი სხვადასხვა ნახატებს უხატავდა, ლექსებს სწავლობდა და დედის გახარებას ყველანაირად ცდილობდა. ნელ-ნელა ლაპარაკიც დაიწყო ნაკანმა, ორი საყვარელი ადამიანის ყურებაში დღითიდღე უკეთ ხდებოდა, კონსტანტინეს კოცნებს კოცნით პასუხობდა, თან სრულიად შეცვლილ კაცს სასიამოვნოდ გაკვირვებული ადევნებდა თვალს. ორო კვირის შემდეგ პირველმა კატეგორიულად მოითხოვდა სესილიას სახლში გადაყვანა, ექთანიც დაიქირავა და სახლში დაბრუნებისას ქალი მაშინვე საკუთარ ოთახში მოათავსა. ნოსტალგია შემოაწვა ნაკანს ნაცნობ ოთახში ისევ აღმოჩენისას, იქაურობას ათვალიერებდა და კონსტანტინეს არ ყოფნის დროს ძველი მოგონობების გახსენებით გაჰყავდა დრო. გაბრიელს ყოველ ღამით მათ საძინებელში ეძინა, დედის ცუდად ყოფნით შეშინებული გვერდიდან აღარ სცილდებოდა, გაუაზრებლად უშლიდა ხელს მშობლებს ერთად ყოფნაში, იქამდე სანამ შემხვევით არ დაინახა სახლში ადრე დაბრუნებული მალა როგორ ეფერებოდა მძიმარე სესილიას.
-აქ არ იძინებ? - სპორტილ შარვლებში გამოწყობილ შვილს გაკვირვებულმა და თან თითქოს გახარებულმა შეხედა, ისიც უარყოფის ნიშნად თავის ქნევით ავიდა საწოლზე და საცვლის ამარა საწოლზე მჯდომ კონსტანტინეს მკერდზე მიეხუტა.
-არ მინდა მურმანის ეკალი ვიყო. - გაოცებულ კონსტანტიმეს როგორც კი მოშორდა მაშინვე სესილიას აკოცა ლოყაზე. - აუ როდის აღარ გეტკინება რა, მგონი მომემატრა შენი შემაწუხებელი მოფერება. - აწუწუნებულმა რამდენიმე წამით მკერდზე დაადო თავი ქალს, მერე კი უკან გაიწია.
-აღარ მტკივა და რა მურმანის ეკალი დე, საიდან მოიტანე?
-დღეს პაპამ მომიყვა ეთერიზე და აბესალონიზე, ერთმანეთი უყვარდათ და რომ დაიღუპნენ მურმანი მათ შორსი ჩაწვა, აქეთ-იქიდან ვარდები ამოვიდა, მაგრამ მურმანის საფლავზე ეკალი ამოვიდა და ხელი იქაც შეუშალა წყვილს.
-აბესალომი ერქვა მაგას მა და ვფქრობ წინადადებების დალაგებაზე უნდა ვივარჯიშოთ, ამ ბოლო დროს ურევ.
-მთელი დღე ინგლისურად ან რუსულად უყურებს მულტფილმებს და მაგის ბრალია. - ღია კარიდან საძინებელში შესული ქეთი ჩაერთო საუბარში, თან ლანგარზე დადებული ვახშამი შეიტანა საძინებელში.
-წავედი მე.
-მადლობა ქეთი.
-ღამე მშვიდობისა. - წყვილს გაუღიმა და გაბრიელთან ერთად დატოვა ოთახი. პირველად დარჩნენ მარტოები ბავშვის წყალობით, რამდენიმე წამით დახურულ კარებს მიშტერებოდნენ, შემდეგ კი ერთდროულად შეხედეს ერთმანეთს.
-არ მინდა ჭამა.
-აქამდე არ წუწუნებდი. - წარბები ასწია პირველმა, თან წვნიანით ნახევრამდე სავსე ჯამი ფრთხილად აიღო ლანგარიდან.
-იმიტომ რომ ორივეს ერთად ვერ გიმკლავდებოდით და ახლა მარტო ხარ… კოსტა კარგი რა. - პირველი კოვზი როგორც კი შეაჭამა, მაშინვე აწუწუნდა, პირველს კი გაეღიმა მის პასუხზე.
-ახლა ის გამახსენდა რომ გაცივდი და ძალით გაჭმევდი. მაშინაც ასე წუწუნებდი.
-გთხოვ თითქმის თვეზე მეტია შენს ბრძანებებს ვემორჩილები, ფეხზეც კი არ ვდგები… აღარ მინდა… უკვე კარგად ვარ, აღარ მტკივა არაფერი… უბრალოდ ჩამეხუტე და კიდევ უფრო კარგად გავხდები. - ლოყებ შეფარკლულმა დამრგვალებული თვალები შეანათა, პირველმაც ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა, ჯამი ძველ ადგილას დააბრუნა და საწოლზე წამოწოლილმა ძალიან ფეთხილად მოიქცია მკლავებში სესილია. სხეულზე მიკრულს თმაზე მოეფერა, ცხვირიც იქვე ჩარგო და სუნთქვა ისე განაგრძნო.
-რამე რომ მოგსვლოდა… - მისი სურნელით გაივსო ფილტვები, სხეულზე კიდევ უფრო მჭიდროდ მიიკრო, თან ეშინოდა მისთვის რამე არ ეტკინა. ისე ჰყავდა მონატრებული ქალი, წარმოდგენა არ ჰქონდა თავს როგორ იკავებდა. აქამდე გაბრიელის დახმარებით ერეოდა სურვილებს, ახალ საკუთარ საძინებელში, საკუთარ ლოგინზე მკლავებში ჰყავდა მომწყვდეული მისთვის ყველაზე სასურველი სხეული და ამის გააზრებისას ძარღვებში სისხლი უდუღდა. - ასე აღარასდროს მოიქცე! აღარასდროს გაწირო თავი ჩემს გამო თორემ არ ვიცი რას გიზამ.
-რამდენჯერაც საჭირო გახდება, იმდენჯერ გავწირავ თავს შენს გამო კონსტანტინე, არა რამის დასამტკიცევლად, იმიტომ რომ იმდენად მიყვარხარ მირჩევნია შენ იცხოვრო ჩემს გარეშე ვიდრე მე შენს გარეშე. მეყო ის დრო რაც უშენოდ გავატარე, წარმოუდგენლად მტკივნეული და მყანჯველი წლები იყო, იმის ცოდნა რომ შენ აღარ იქნები, ძალას მაცლის. თუ გინდა ეგოისტობა დაუძახე, ან სხვა რამ, მე უბრალოდ ვერ ვიცხოვრებ იმ სამყაროში სადაც შენს ყოფნას ვერ შევიგრძნობ… ნუ მიყურებ ასე, მთელი სხეული გიხურს და გაბრაზებული, ანთებული თვალებით ძალიან მიმზიდველად გამოიყურები. - ხმადაბლა ამოიოხრა, თან შუბლი ტუჩებზე მიადო გაკვირვებულ კაცს, იმის უმოქმედობის შემდეგ რამდენიმე წამში ქვემოდან ახედა, დაბინდულ თვალებში ცოტახანს უყურა, მერე კი თვითონ შეეხო კაცის ტუჩებს და კოცნაში სწრაფად აიყოლა.
-მომენატრე სესილია. - ჩამწყდარი ხმით ძლივს თქვა ორი სიტყვა, თვალები აეწვა სურვილისგან და ბინდიც წამსვე გადაეკრა მისი შეხებისას. - წარმოდგენა არ გაქვს როგორ მენატრები. - საბანი მოაშორა ქალს, სახიდან ყელამდე კოცნით ჩაუყვა, მისი აჩქარებული გულისცემა ესმოდა და ატლასის თეთრი პერანგის ღილებსაც ნელა უხსნიდა. სხეულზე ეკალმა დააყარა ქალის წვრილი თითების შეხებისას. მკერდის ძვალზე მიაკრო ტუჩები, მკერდიც მოუშიშვლა და საყვარელი ქალის სხეულის ტკბობით გაბრუებული იქაურობას სრულიად მოსწყდა. აზროვნების უნარი სრულიად წაერთვა, თავსაც ვეღარ აკონტროლებდა, თან ეშინოდა რამე არ ეტკინა მისთვის. ნაიარევზე ნაზად შეახო ტუჩები, იგრძნო ქალს სუნთქვა როგორ შეეკრა და მისი ამ მდგომარეობის გამო გულში უცნაურმა გრძნობამ მტკივნეულად გაჰკრა. ვერ იტანდა კარგად რომ არ იყო, ღამე ტკივილებისგან შეწუხებულს რომ ეღვიძებოდა და იქამდე არ იძინებდა სანამ მიღებული გამაყუჩებელი მოქმედებას არ დაიწყებდა. მისი ეს მდგომარეობა ტანჯავდა, თან ცდილობდა არ დაენახებინა ქალისთვის ის რასაც მისი ყურების დროს განიცდიდა. - ნეტა შემეძლოს შენი ტკივილების წაღება. - მუცლის არეში რამდენჯერმე აკოცა, თმაში შეცურებული ხელების საშუალებით ქალის ტუჩებს დაუბრუნდა და ცრემლისგან დანამული სახეც კოცნებით შეუშრო.
-არ გაჩერდე გთხოვ. - ხმა ჩამწყდარა ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა, ათრთოლებული ტუჩები კაცის ბაგეებს მიაკრო, წვრილი თითები კი მის ბეჭებზე გადაიტანა.
-არ მინდა რამე გატკინო.
-არ მატკენ… გამაყუჩებელზე უკეთ მოქმედებს შენი შეხება, მაშინვე მაბრუებს და ვეღარაფერს ვგრძნობ შენი შეხების გარდა. - მის ყურთან ჩაილაპარაკა, კბილები ბიბილოზე გამოსდო კაცს და როგორც კი საცვლის ქვეშ მისი თბილი თითები იგრძნო სხეული მაშინვე დაეჭიმა. კაცის შეხების გარდა მართლა ვეღარაფერს გრძნობდა, სასიამოვნო ტალღები გაუჩერებლად უვლიდა სხეულში და მონატრებული შეგრძნებებისგან გონება გათიშული სხვა ვეღარაფერზე ფიქრობდა.
-თუ რამე გეტკინება მითხარი თორემ რომ გამოკეთდები სიჩუმისთვის პასუხს მოგთხოვ. - საცვალთან ერთად მოაშორა საღამურის შარვალი, თითები მოკეცილ ფეხზე აატარა, შემდეგ მუცელზე გადავიდა, თითები მკერდზე ნაზად მოუჭირა, ტუჩები ყელზე მიაწება და მის სხეულს ნელა შეუერთდა. სხეულში დავლილმა ჟრუანტელმა გონება სულ დაუბინდა, მოწყურებული დაეწაფა ქალის ბაგეებს და მოძრაობაც გააგრძელა. სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა სესილიას თითებს სხეულის ყველა მაწილში რომ გრძნობდა, მის მიმართ გაჩენილ მონატრებას ვერაფრით იქრობდა, გული სწრაფად უცემდა, მიღებული სიამოვნებით და მკლავებში მოქცეული ქალის ყურებით უდიდეს ბედნიერებას განიცდიდა, მისი დაშორებული ბაგეებიდან ამომავალი ხმები სასიამოვნოდ ჩაესმოდა ყურში და იმის ყურებისას თუ როგორ სურდა ქალს, ორმაგად ბედნიერდებოდა. მალევე იგრძნო მისი დაჭიმული ფეხები რომლებიც წელზე შემოეხვივნენ, აჩქარებულ სუნთქვას მისი ვერ შეკავებული კვნესაც მიჰყვა და მის ამ მდგომარეობაში შემყურე მომღიმარმა პირველმაც ქალთან ერთად მიაღწია სიამოვნების მწვერვალს. გული ისე სწრაფად უცემლდა საყვარელი ქალის საბოლოოდ კვლავ მისაკუთრების შემდეგ, ეგონა ცოტაც და გაუსკდებოდა. ბედნიერებას ყველა უჯრედით შეიგრძნობდა, სულ სხვა იყო საყვარელი ქალის მთლიანად შეგრძნება, მისი სხეულის ყველა დეტალით ტკობა, იმის ყურება თუ რამხელა სიამოვნებას ანიჭებდა თავის ქვემოდან მოქცეულს და მისი ბედნიერებაც ყველაზე მეტად ახარებდა. მაინც არ ჩერდებოდა პირველი, ქალის მთრთოლვარე სხეულზე დაატარებდა თითებს, ტუჩებით ნაზად ეხებოდა ყველა ადგილზე და სურვილებს ბოლომდე მაინც ვერ იკმაყოფილებდა. ნაზად შემოხვია ხელები წელზე, თავი ნელა დაადო მკერდის მაღლა, ლოყით მისი ნაძი კანის შეგრძნებისას სხეულში სასიამოვნო ტალღამ დაუარა, ცხვირის წვერი იქვე გაუსვა, თან მისი სურნელიც ხარბად შეისუნთქა, მერე იქვე აკოცა, ბოლოს კი თვალები დახუჭა სხეულის დასამშვიდებლად.
-მურმანის ეკალიო. - შვილის სიტყვების გახსენებისას ინსტიქტურად გაეცინა, კონსტანტინეს თმებში შეუცურა ხელი და ზემოდან დააჩერდა გატრუნულ კაცს.
-ვერ წარმოიდგენ მისი არსებობით როგორი ბედნიერი ვარ სესილია. თან ისეთი სხვანაირი, თან ისეთი ჩემნაირია რომ ვუყურებ ყოველ ჯერზე გუკი მიჩქარდება, ალბათ კიდევ დიდხანს ვერ შევეჩვევი იმდენად რომ როგორც უბრალოდ შვილს ისე მივუდგე.
-თითქოს იცის რა გვახარებს და რა არა. თუ დაკვირვებიხარ, მიხვდები რამდენად მოსწონს როცა გრძნობს როგორ მოქმედებს ჩვენზე. უცნაურია, ზოგჯერ საერთოდ ვერ ვიგებ რას ფიქრობს.
-რომ გავიგე შვილი მყავდა აზრზე დიდხანს ვერ მოვდიოდი. და პირველად რომ შევხვდი იქ, გაოცებული მიყურებდა, არც კი დამჭირვებია იმის თქმა რომ მამამისი ვიყავი, მაშინვე მკითხა ხოცხალი ხარო? - გაეცინა იმ მომენტის გახსენებისას ქვევიდან ახედა სესილიას და მომღიმარი სახე მთლიანად შეუთვალიერა, მაშინვე წარბები შეკრა და უკანალზე მტკივნეულად მიარტყა ხელი. - მაგის გამო კიდევ ბევრჯერ აგიწითლებ ტრა.კს, იქამდე სანამ საბოლოოდ არ დამავიწყებ უშენოდ გატარებულ დროს, ბავშვის დამალვას და სხვა შენს სულელურ ქცევებს.
-მთლიანად გამოვჯანმრთელდე და გპირდები დაგავიწყებ. - უცნაური სხივი გაკრთა აბრჭყვიალებულ თვალებში, კონსტანტინეს კი გაეცინა, შუბლი მკერდზე დაადო, ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა, მერე კი ტუჩები დაუკოცნა ქალს, გვერდზე გადაწოლილმა თავისკენ მისწია და წამსვე ის დღე გაახსენდა სულ პირველად რომ დაეუფლა მის სხეულს. სხეულში დავლილმა ჟრუანტელმა თვალები აუწვა, სხეულზე კიდევ უფრო მჭიდროდ მიიკრო მისი სხეული და სახე ნელა დაუკოცნა. - კიდევ მინდა. - ტუჩებ დაბრეცილმა ქვევიდან ახედა პირველს, კონსტანტინეს კი წამსვე ღიმილი გაეპარა ტუჩის კუთხეებში. კოცნა გააგრძელა, უკანალზე მტკივნეულად მოჭერილი თითებით სუნქვა შეუკრა ქალს, შემდეგ კი ისე დაეწაფა ტუჩებზე ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა.
-გაჩერდი სანამ თავის შეკავება შემიძია, რამეს გატკენ, რაც ძალიან არ მინდა და უბრალოდ შეწყვიტე მოძრაობა.
-მიყვარხარ. - თვალებ გაბრწყინებულმა ლოყაზე ჩამოატარა თითები, მერე ზურგზე მოხვია და თავი მკერდზე მიადო. - ამის მერე დაგვიჯერე მე და ჩემს ცუდ შეგრძნებებს… აღარ მინდა უშენოდ ერთი დღეც კი. - ჩუმად ჩაიბურტყუნა, კონსტანტინე კი მომღიმარი ეფერებოდა თმაზე, იმ წუთებით ტკბებოდა და აღარ აინტერესებდა რა იქნებოდა ხვალ, ან ზეგ.

მეორე დღეს სამუშაოდან დაბრუნებულს ფეხზე მდგომი სესილია რომ შეეჩეხა შესასვლელში თვალები მაშინვე აენთო, თვალებ დამრგვალებულმა ქალმა კი ძლიერად ჩახუტების და კოცნის გარდა ვეღარაფერი მოახერხა.
-მე შენ რა გითხარი? - ჩუმად ჩაილაპარაკა მის ყურთან, თან უკანალზე მოჭერილი თითები დაბლა ჩაასრიალა და სუნთქვა შეკრული ქალის დანახვისას თვითონაც აუჩქარდა გული, სისხლი აუდუღდა და მაშინვე ინატრა იმ დროს სახლში მათ გარდა არავინ ყოფილიყო.
-კონსტანტინე, გუშინ ჩემმა ორგანიზმა იმხელა ორგაზმს გაუძლო, ცოტა ხანს ფეხზე დგომასაც გაუძლებს. - ქვედა ტუჩს გამოსდო კბილები და ანთებული თვალებით შეათვალიერა უკვე გონება დაბინდული პირველი.
-ჯანდაბა, როგორ მომენატრე ასეთი სესილია. - კეფაზე მოკიდებული თითებით თავი ახლოს მიაწევინა და ტუჩები ვნებიანად დაუკოცნა.
-დღეს ახალი წლის ღამეა, ბავშვი გვყავს სახლში, ხომ არ დაგავიწყდა?
-ჩემს შვილს ნაძვის ხის მორთვა არ ეყვარება.
-სამაგიეროდ დედა უყვარს, როგორც მამას და დედას გამო ორივე მიიღებს მორთვაში მონაწილეობას. - გაბრწყინებული სფეროებით მისჩერებოდა, პირველიც ვეღარ ეუბნებოდა უარს, ბოლოს თვალები აატრიალა და საკუთარ თითებში ახლართულ ქალის თითებს მისაღებისკენ გაჰყვა. შიგნით გაბრიელთან მოთავსებული ანდროს და ნინის დანახვისას წამსვე წარბები შეკრა, სესილიამ ხელზე მოუჭირა თითები კაცს, პირველმაც შვილზე გადაიტანა ყურადღება. ტრადიციულად შეგებებულს ხელები მოჰხვია, ლოყაზე აკოცა და მისი ამ ქცევისგან გაბადრულ კაცს მალევე მოშორდა.
-შენ აქ რა გინდა პატარა. - თმები აუჩეჩა ნინის, სავარძელში ჩაეშვა და მშვიდად მყოფი ანდრო ინტერესით შეათვალიერა, შემდეგ კვლავ დაზე გადაიტანა ყურადღება.
-ჩემს ძმის შვილთან მოვედი, ერთად უნდა მოვრთოთ ნაძვისხე და ახალ წელს ისე შევხვეთ.
-და შენს პირველ ძმიშვილებთან ერთად რატომ არ რთავს ნაძვისხეს.
-მოვრთე უკვე… და სხვათაშორის ისინიც მალე მოვლენ.
-გიო არ ჩამოვიდა?
-არა, ვერ ვახერხებო, ამერიკელი შეყვარებული ჰყავს, სხვა გეგმები მაქვსო. მერე ნერვები მომიშალა და გავუთიშე.
-ლაწირაკი, ამ ბოლო დროს სულ აურია და ვატყობ მოუწევს აქ გადმოსახლება.
-ნაძვის ხე გავამზადეთ, მარტო სათამაშოებია გასაკეთებელი… რა ლამაზია, სად იყიდე ესენი? - ბალერინა ასწია მაღლა ნინიმ, მას კი ოატარა მაკნატუნაც უპოვნა.
-სესილიას ნაყიდია ყველაფერი.
-მაშინ ლამის კოსტაც აგვიცეკვა. - სიცილით მოხვია იქვე მდგომ ნაკანს ხელი ანდრომ, საფეთქელზე აკოცა, მაგრამ სესილია მაშინვე მოშორდა.
-ჰო შენ კიდე მეგი მომიყვანე აქ, ახლა ცოტა ვბრაზობ.
-ჩემი ბრალი არ იყო.
-სულ მაინტერესებდა, მაგ მეგის კოსტა უყვარდა? - ჩაფიქრებულმა იკითხა გოგომ, პირველმა კი თვალები აატრიალა.
-კი პატარა, უყვარდა რომელია, ერთად იყვნენ იქამდე სანამ სესილია არ გამოჩნდა. - ლიყაზე უჩქმიტა ანდრომ, მის გაფართოვებულ თვალებზე კი გაეცინა.
-არადა მხიარული ქალი ჩანს.
-არის, მაგრამ სესის არ ევასება. - მხრები აიჩეჩა ანდრომ, არავის არაფერი უთქვამს, კარებზე დარეკილმა ზარმა დაარღვია სიჩუმეც და მალე შიგნით შემოვარდნილ ლუკას გახარებული შეეგება გაბრიელი. ეკატერინეს დანახვისას სულ გადაავიწყდა ყველა პირველს, კალთაში ჩაისვა ბავშვი და ლიყები მაშინვე დაუკოცნა.
-ძია! - გახარებულმა ლოყებზე შემოსცხო ხელები კონსტანტინეს და მის დაძახებულზე წამსვე თვალები გაუბრწყინდა.
-თქვენც გაიგეთ რა დამიძახა?
-ამ ბოლო დროს რამდენიმე სიტყვა დაამუღამა. - მომღიმარი უყურებდა ქალიშვილს ნიკოლოზი, კონსტანტინე კი კვლავ მის მოფერებას განაგრძობდა. - შენ როგორ ხარ სესო?
-შესანიშნავად ვგრძნობ თავს. - თბილად გაუღიმა, მერე კვლავ კონსტანტინეზე მიკრულ ბავშვზე გადაიტანა ყურადღება.
-დე ჩვენ რომ ჩემს ოთახში ავიდეთ?
-ჯერ ნაძვის ხეს მოვრთავთ!
-აუ რაა, არ მიყვარს ხო იცი?
-მე მიყვარს, ავადმყოფ დედას არ უნდა ასიამოვნო, მიეხმარო და მის მაგივრად დაკიდო სათამაშოები? - რამდენიმე წამს უყურებდა შვილს, ბოლოს თვალები აატრიალა გაბრიელმა და ნაძვისხისკენ დაიძრა.
-იმდენჯერ მოიმიზეზე ეგ, ხვდება უკვე. - ყურში ჩასჩურჩულა პირველმა, მისი თმიდან სურნელი მოიპარა და ლოყაზე აკოცა.
-მთავარია აკეთებს. - მშვიდად ჩაილაპარაკა, ბავშვს თმაზე გადაუსვა ხელი და როგორც კი აყვანა დააპირა კონსტანტინემ წარბების აწევით ანიშნა რომ მისთვის ხელი არ დაედო.
მთელი საღამო მხიარულად გაატარეს, ნაძვის ხის მორთვის შემდეგ ახალი წლისთვის ფეიერვერკებიც მოამზადეს და როგორც კი სროლა დაიწყეს ქალაქში, თვითონაც შეუერთდნენ. ცას შემყურე სესილიას მხრებზე მოახვია პლედი, ხელები მუცელზე მოხვია, თვითონ უკნიდან მიეკრო და ლოყა შუბლზე მიადო ქალს. კარების ჩარჩოზე მხრით მიყრდნობილი ანდრო სიგარეტს ეწეოდა, თან ბავშვებთან მყოფ ნინის თვალს არ აშორებდა, არც მერე შეუწყვიტამს მისი თვალიერება მისი მზერით აფორიაქებულმა გოგომ რომ გამოხედა. რამდენიმე წამო უყურებდნენ ერთმანეთს, შემდეგ საათს დახედა ნინიმ, ყურებამდე გაიღიმა და არც დაფიქრებულმა ისე წავიდა ანდრისკენ.
-გილოცავთ! - უცებ წამოიყვირა, მოულოდნელობისგან დაბნეულს მკერდზე მიეკრა და მთელი ძალით ჩაეხუტა.
-მეც გილოცავ პატარა. - თმაზე ჩამოატარა თითები, შუბლზე აკოცა, მერე კი კონსტანტინეს გადაეხვია. - მგონი მალე მოგვიწევს საუბარი. - მის გასაგონად ჩაილაპარაკა, მომღიმარ სესილიას თვალი ჩაუკრა, მერე გაშლილი გრძელი ხელები მთლიანად შემოხვია ნაკანს. - იმედი მაქვს ეს წელი როგორც დაიწყო ისე გაგრძელდება და შენს სახეზე ბედნიერების გარდა სხვას ვერაფერს დავინახავ. - ყურებამდე გაუღიმა სესილიას, მერე კიდევ ერთხელ ჩაეხუტა და მილოცვები ისე გააგრძელა. ბავშვებს უკვე ეძინათ, ნიკოლოზიც სახლში წავიდა ცოლთან ერთად.
-შენ არ ადგე რა, მე ავალაგებ. - ფეხზე წამომდგარ სესილიას ხელი მხარზე დაადო ნინიმ და დაჯდომა აიძულა.
-ხალხო კარგად ვარ, სიარულიც შემიძლია და კიდევ ბევრი სხვა რამ, თავს უუნაროდ მაგრძნობინებთ.
-გიფრთხილდებით უბრალოდ. - თვალები აატრიალა გოგომ.
-ხვალ მიხედვს ქეთი, შეეშვი. ანდრო შეგიძლია ნინი სახლში წაიყვანო?
-იქნებ აქ მინდა დარჩენა. - უკმაყოფილომ წყენით ჩაილაპარაკა, თან მაგიდის ალაგება განაგრძო.
-წავიდეთ პატარა, მარტო უნდათ დარჩენა ვერ ხედავ? თუ ისეთი პატარა ხარ დიდი დეიდების და ბიძიების ფიქრებს ჯერ ვერ ხვდები. - ცხვირზე ჩამოჰკრა თითი, ნინის შეკრულ წარბებზე გაიცინა, ხელი მიადო ზურგზე და გასასვლელისკენ უბიძგა. მისი შეხებისგან გაბრუებული ინსტიქტურად დაჰყვა მის ნებას და დამშვიდობებაც ძლივს მოახერხა.
-რა საყვარელია… - მისი ქცევების შემჩნევისას ღიმილი მოედო სახეზე ნაკანს, კონსტანტინემ კი არაფრის მთქმელი გამომეტყველება შეანათა.
-რა არის საყვარლობა, რომ ვუყურებ როგორ შტერდება ჩემი და ჩემი ძმაკაცის შეხებისას?
-24 წლის ხდება, უყვარს და შტერდება… რაზე ნერვიულობ? თან ანდროა, ვინმე უცხო ხომ არ არის? მე ოცდაერთის ვიყავი, არც მიყვარდი და ისე ჩაგიწექი, ესენი თავს მაინც იკავებენ.
-მე და შენ სხვა ვართ და სხვა სიტუაციაში ვიყავით. - სწრაფად ააფრიალა ხელში სესილია და საკუთარი საძინებლისკენ დაიძრა.
-შენ ადვილი გგონია ამდენი წელი უყურო ქალს და შეხებითაც ვერ შეხო? მეცოდება უკვე ანდრო.
-ამაზე საუბარი აღარ მინდა. - საძინებელში შესული პირდაპირ აბაზანისკენ დაიძრა, მაისური ნელა მოაშორა ფეხზე მდგომს, შარვალი საცვალთან ერთად ჩასწია დაბლა და ტოტებიდან ტერფები ფრთხილად ამოაყოფინა. ხელი შიგნიდან აატარა მარჯვენა ფეხზე, ტუჩები ბარკალზე მიაკრო რამდენჯერმე, მერე ქვევიდან ახედა ქალს ნერწყვი მძიმედ რომ გადაყლაპა გაეღიმა, ფეხზე წამოდგა და წყკის ტემპერატურის დარეგულირებამდე თვითონაც გაშიშვლა. წინ დაიყენა ქალი, ღრუბელის ნაცვლას ქაფიან ხელებს დაატარებდა მის სხეულზე და იმის შეგრძნებისას თუ როგორ უვლიდა ჟრუანტელი ტანში, სიამოვბებისგან ტუჩის კუთხეები უფრო და უფრო ეწელებოდა. ქაფიანი თითები ფეხებს შორის რომ მოთავსა მაშინვე იგრძნი მკლავზე მოჭერილი თითები და წამით შეკრული სუნთქვა.
ხელი მუცელზე აატარა, ნაიარევზე გაჩერა და თავს დახრილ ქალს ისე შეხედა.
-აღარ მომწონს ჩემი სხეული.
-მე მომწონს, ეტყობა რაღაც დიდ ისტორიას ინახავს. - თითებით მიეფერა იმ ადგილას. მერე მკერდზე გადავიდა.
-კოსტა.
-თუ გინდა, მოვიშოროთ. - ლოყაზე ნაზად აკოცა, მერე ყბაზე და ტუჩებზეც გადავიდა.
-მისი დანახვისას სულ ის დღე და ის დრო გამახსენდება რომლის დავიწყებაც მინდა.
-მაშინ პლასტიკურ ქირურგს ვესტუმროთ.
-ნინის როგორ დაუახლოვდი? ან როგორ გაიგო?
-დებილმა ნიკოლოზმა უთხრა. - სველი თმა უკან გადაუწია, თან ლოყებზე მიეფერა. - ხომ გახსოვს როგორ მიყურებდა, ისევ უნდოდა ჩემი ნახვა, ვერ მოითმინა და ნიკოლოზს უთხრა კონსტანტინე ვნახეო, იმ დებილმა, ვიცოდი დიდხანს ვერ გაქაჩავდა და თავისი დის გაცნობა მოუნდებოდაო, ნინიმ რა დაო, მერე მოვარდა სახლში და მეც ნერვები მომეშალა. თავიდან ძალიან შემაწუხებელი იყო მათი ქცევა, ძმას რომ მეძახდნენ ყოველ ჯერზე ვგრძნობდი ტვინში პატარა ნერვი როგორ მიწყდებოდა. ნიკოლოზს კიდე გავაგებინე რაღაც, მაგრამ ნინის ვერაფერი შევაგნებინე. არც ისმენდა, არც აინტერესებდა. იმ შემთხვევის გამო თავიდან ძლივს მიყურებდა თვალებში, სცხვენოდა, თან იმ აზრს მაინც არ ნებდებოდა რომ მისი ძმა ვიყავი და ურთიერთიბას ყველანაირად ცდილობდა. ერთხელ ავუხსენი რომ სმაარცხვინო არაფერი იყო, რომ საერთოდ არ შემიხედია მაშინ და მაგის შემდეგ უფრო გათამამდა. დაუკითხავად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში, მოვიდოდა, დამიჯდებოდა და თავის დღეს მიყვებოდა. თავიდან არ ვუსმენდი, მერე მივეჩვიე, ნინისაც შევეჩვიე და ერთი-ორი დღით თუ არ გამოჩნდებოდა ინსტიქტურად ვკითხულობდი. მერე ისე შემაყვარა თავი აზრზე ვერ მოვედი, ახლა რეაქციაც არ მქვს მის არცერთ ქცევაზე. ზოგჯერ რომ ვუყურებ ხოლმე მინდა რამე მაინც დავინახო რაც მარიტას გამახსენებს, მაგრამ საერთოდ არაფერი. ერთხელაც არ უთქვამს ისეთი რამ რასაც ამრიტა ამბობდა, ან იტყოდა. სრულიად განსხვავებულია და თავიდან ამას ვერ ვეგუებოდი.
-მე ძალიან მომწონს.
-შენზე რომ გაიგო წახვედი, სულ იმას ამბობდა რომ დარწმუნებული იყო რაღაც სერიოზული მოხდებოდა რაც ჩემს მიტოვებას გაიძულებდა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში არასდროს დამტოვებდი ისე გიყვარდი. - დის სიტყვები გაიმეორა, თან გაიცინა გახსენებისას.
-ანდრო დიდი ხნის შემდეგ გავაცანი, ერთ მომენტში საუბარში დაქოქილი ანდროს დანახვისას მაშინვე დადუმდა და იმის შემდეგ ხმაც აღარ ამოუღია.
-ჰო ეტყობა როგორ უყვარს.
-მე იმაზე მეშლება ნერვები რომ არ მეუბნებიან და არა იმაზე რომ ერთმანეთი უყვართ.
-ხან რას იძახი, ხან რას.
-ცოტა რთულია. - აწუწუნებულმა ჩაილაპარაკა, მერე წყალი დაკეტა, წელზე დაიმაგრა პირსახოცი და სესილიას გამშრალებას შეუდგა. ბოლო თვეში ისე მიეჩვია ამ პროცესს უკვე ინსტიქტურად მოქმედებდა, თავიდან თუ თავს იკავებდა, ახლა აღარ ერიდებოდა და ყველა ადგილას დააცოცებდა თითებს. - ლამის იმპოტენტი გამხადე, უკვე ვფიქრიბდი საერთოდ აღარ ამიდგებოდა. - საკუთარ ნათქვამზე თვითონ გაეცინა და სესილიც მის სიცილს აჰყვა. - ჰო სასაცილოა, ისე გბანდი თითქოს ჩემი ქალი კი არა ბავშვი იყავი. იმის მაგივრად რომ შენს სხეულზე მეფიქრა ტვინში მხოლოდ ის მიტრიალებდა რომ რამე არ გტკენოდა.
-ეგ იმიტომ რომ გიყვარვარ. - მომღიმარმა ტუჩებზე აკოცა აწუწუნებულს, ხელები მოხვია წელზე, ნიკაპი მკერდზე მიადო და ქვევიდან მნათობი მწვანე თვალებით ახედა.
-საერთოდ არ არის გასახარებელი ის ფაქტი რომ კაცი გიყურებს შიშველს, გეხება და როგორც ქალს ისე ვერ აღგიქვამს.
-შესანიშნავად ვხედავ როგორ აღმიქვავ, არც იმპოტენტი ხარ და ჩემს შეხებაზე ისევ რეაგირებს შენი სხეული, პრობლემას ვერ ვხედავ. - თითები სახეზე ჩამოატარა, კონსტანტინემ კი ხელი ჩაკიდა და წვრილი თითები სათითაოდ დაუკოცნა.
-მიყვარხარ და აღარ მინდა დღე შენი შეხების გარეშე დავიწყო, ან დავამთავრო.
-მეც მიყვარხარ. - თვალებ ამღვრეული მკერდზე მჭიდროდ მიეკრა და მისი სასიამოვნო სურნელი ხარბად შეისუნთქა.
-ბოლომდე რომ გამოჯანმრთელდები მინდა გნახო როგორი ხარ გაბერილი მუცლით.
-ჯერ გაბრიელს შეეჩვიე, შეიძლება ხუთი წლის არის, მაგრამ ძალიან ცოტა ხანია რაც იცნობ. როგორც ახალ დაბადებულ ბავშვთან შეჩვევას იწყებ, ასე ხარ ახლა მასთან.
-მეჩვენება თუ ბავშვზე უარს მეუბნები.
-რამდენსაც გინდა იმდენს გაგიჩენ კოსტა, მაგრამ ცოტა დრო ორივეს გვჭირდება. მომენატრე, ცოტა ხანს მხოლოდ შენით ტკბობა მინდა. - თვითონ მოაშორა პირსახოცი წელიდან, საძინებელში გასულმა თვალებ ანთებული კაციც გაიყოლა და საყვარელ ტუჩებს მოწყურებული დაეტაკა. ტანში დავლილი ჟრუანტელი ძლივს დააიგნორა და ლოგინზე მიწოლილი საყვარელი კაცის ალერსით გაბრუებული იქარურობას საერთოდ მოსწყდა.
***



№1  offline წევრი sofi_sofiaa13

დაიდოო დადააამ
--------------------
ფეფო

 


№2  offline მოდერი painter1

sofi_sofiaa13
დაიდოო დადააამ

ყველას გვეშველა :დ

 


№3  offline წევრი sofi_sofiaa13

painter1
sofi_sofiaa13
დაიდოო დადააამ

ყველას გვეშველა :დ

ღმერრთმანი ცუდად ვხხდები ამათ ურთიერთობაზე სული მეხუთება რომ ვკითხულობ და იდიოტივით ვიღიმი
--------------------
ფეფო

 


№4  offline წევრი Margo Tokyo

ანუუუ გადათენებული რომ მაქვს, ადამიანობა რომ მაერორებს და თვალის გახელის დროს თვალი რომ მივარდება, რაღა მაინც და მაინც მაშინ დებ რა არიი, ახლა დავიბოღმები სხვა რომ წაიკითხავს და მე ვერა.
ხვალ მოვალ და პატარა თავი რომ დამხვდეს, ეფესოს საღამოს მოვაწყობ.
ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო!
ძაან რო მეძინება მეტყობა, ხო?
წავედი და დავბრუნდები ;)))

 


№5  offline მოდერი painter1

sofi_sofiaa13
painter1
sofi_sofiaa13
დაიდოო დადააამ

ყველას გვეშველა :დ

ღმერრთმანი ცუდად ვხხდები ამათ ურთიერთობაზე სული მეხუთება რომ ვკითხულობ და იდიოტივით ვიღიმი

that’s good ^_^❤️❤️

 


№6 სტუმარი Елка5

Далиан гагвахаре. Вгиждеби тквенс квела новелазе. Царматебеби.

 


№7  offline მოდერი painter1

Margo Tokyo
ანუუუ გადათენებული რომ მაქვს, ადამიანობა რომ მაერორებს და თვალის გახელის დროს თვალი რომ მივარდება, რაღა მაინც და მაინც მაშინ დებ რა არიი, ახლა დავიბოღმები სხვა რომ წაიკითხავს და მე ვერა.
ხვალ მოვალ და პატარა თავი რომ დამხვდეს, ეფესოს საღამოს მოვაწყობ.
ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო!
ძაან რო მეძინება მეტყობა, ხო?
წავედი და დავბრუნდები ;)))

:dd არ არის პატარა❤️❤️

 


№8  offline წევრი ნანა73

მიხარია რომ გამოჩნდი, აღარც გეკითხები ხომ ხედავ ? laughing
ყველაფერი ისე ხდება როგორც სიყვარულით სავსე ოჯახებში.
მადლობა ღმერთს სერიოზული არაფერი მოხდა, ანუ გამოუსწორებადი.
რა მოულოდნელი იყო ისე ეს ავარია, არც ასე მარტივად მეგონა განვითარდებოდა მოქმედენბები, თუმცა მთავარია მშვიდობა და სიყვარული.
ასეც მოხდა და ყველაფერი კარგად იქნება.
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№9  offline წევრი ირო

გაბრიელი ჩემი ფავორიტი ბავშვი.მურმანის ეკალიო.რა საყვარლობააა,ასე ვართ ადამიანები სანამ დაკარგვის საფრთხის წინაშე არ ვდგებით მანამ ვერ ვაფასებთ,რა გვაქვს,რა გვიხვარია და რა გვინდა.მახარებს შენი გამოჩენა,წარმატებები.

 


№10  offline მოდერი painter1

Елка5
Далиан гагвахаре. Вгиждеби тквенс квела новелазе. Царматебеби.

მასლობა ❤️❤️

ნანა73
მიხარია რომ გამოჩნდი, აღარც გეკითხები ხომ ხედავ ? laughing
ყველაფერი ისე ხდება როგორც სიყვარულით სავსე ოჯახებში.
მადლობა ღმერთს სერიოზული არაფერი მოხდა, ანუ გამოუსწორებადი.
რა მოულოდნელი იყო ისე ეს ავარია, არც ასე მარტივად მეგონა განვითარდებოდა მოქმედენბები, თუმცა მთავარია მშვიდობა და სიყვარული.
ასეც მოხდა და ყველაფერი კარგად იქნება.
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

მე ხომ იცი ბევრი სიყვარულები მიყვარს ^_^ ეს ავარიაც ასე რომ ვთქვათ ამ მიმალული სიყვარულის გამოსაჩენად უფრო იყო^_^ ❤️❤️❤️

ირო
გაბრიელი ჩემი ფავორიტი ბავშვი.მურმანის ეკალიო.რა საყვარლობააა,ასე ვართ ადამიანები სანამ დაკარგვის საფრთხის წინაშე არ ვდგებით მანამ ვერ ვაფასებთ,რა გვაქვს,რა გვიხვარია და რა გვინდა.მახარებს შენი გამოჩენა,წარმატებები.

კი ზუსტად, მაშინ ვაფასებთ როცა დაკარგვის პირას არის ჩვენთვის ძვირფასი რამ. ჰოდა კონსტანტინემაც დააფასა ❤️❤️❤️

 


№11  offline წევრი OKI ME

არის, ასრულდა ნატვრა, ოცნება. :დდ რადგან ეს ორი შერიგდა, ერთად არიან და სიყვარულობენ :დდ უუჰ, ნამეტანი კაი თავი იყო. :დდ

ისე, კოსტა ნახე რაა. უკვე მეორე ბავშვი მოინდომა. :დდ

ეჰ, ჩემი ნინი და ანდრო მიმყოფე კარგად. :დდ კოსტა და სესა კი მყვანან მშვენივრად. ნინიმ და ანდრომ იკითხონ კოსტას შიშით, ხმას რომ ვერ იღებენ.

მოკლედ, დიდათ ვისიამოვნე ამ თავით ❤️❤️

 


№12  offline მოდერი painter1

Megioki
არის, ასრულდა ნატვრა, ოცნება. :დდ რადგან ეს ორი შერიგდა, ერთად არიან და სიყვარულობენ :დდ უუჰ, ნამეტანი კაი თავი იყო. :დდ

ისე, კოსტა ნახე რაა. უკვე მეორე ბავშვი მოინდომა. :დდ

ეჰ, ჩემი ნინი და ანდრო მიმყოფე კარგად. :დდ კოსტა და სესა კი მყვანან მშვენივრად. ნინიმ და ანდრომ იკითხონ კოსტას შიშით, ხმას რომ ვერ იღებენ.

მოკლედ, დიდათ ვისიამოვნე ამ თავით ❤️❤️

ანდროს და ნინისაც ეშველებათ ალბათ, მთავარია კონსტანტინე დაწყნარდეს და შეეგუოს მაგ აზრზს. :დ
მიყვარს როცა მკითხველი სიამოვნებას იღებს ^_^ შემდეგი თავიც სასიამოვნო იქნება დიდი ამბათობით❤️❤️

 


№13 სტუმარი სტუმარი ნინი

ანდრო და ნინი მინდა ცალკე ეპიზოდებით:(((

 


№14  offline წევრი Margo Tokyo

მოვედი კმაყოფილ-დაუკმაყოფილებელი :დ შეიძლება არ იყო პატარა, მაგრამ მაინც პატარა თავი იყო, რა.
რაც შეეხება სიტუაციასა და მოვლენების განვითარებას - იდეალური იყო.
ყველაფერი ძალიან კარგად და ბუნებრივად აეწყო, ამ მხრივ კმაყოფილი ვარ :დ
ბევრ ისეთ თემას შეეხე, აი, რეალობის გამომხატველს. თუნდაც ის ფაქტი, რომ ადამიანს მხოლოდ საფრთხის დროს ვაფასებთ. ანდრო უიდეალურესია, მომეწონა მისი სიტყვები ამ თემასთან დაკავშირებით.
არ ვიცი კიდევ რა უნდა ვთქვა... i have no words. ერთ-ერთი გამორჩეული თავი იყო.
პატარა ეკალი უსაყვარლესი არსებაა!
მოკლედ, გელოდები რა, დიდი იმედი მაქვს ჯერ არ დასრულდება :დ
ლოდინსაც კი მივეჩვიე უკვე joy

 


№15  offline მოდერი painter1

სტუმარი ნინი
ანდრო და ნინი მინდა ცალკე ეპიზოდებით:(((

ისტორია კონსტანტინეზე და სესილიაეა, დანარჩენი ყველა შემოყვანილი პერსონაჟები არიან. შესაბამისად სხვების ცალკე ეპიზოდები ცოტა იქნება❤️

Margo Tokyo
მოვედი კმაყოფილ-დაუკმაყოფილებელი :დ შეიძლება არ იყო პატარა, მაგრამ მაინც პატარა თავი იყო, რა.
რაც შეეხება სიტუაციასა და მოვლენების განვითარებას - იდეალური იყო.
ყველაფერი ძალიან კარგად და ბუნებრივად აეწყო, ამ მხრივ კმაყოფილი ვარ :დ
ბევრ ისეთ თემას შეეხე, აი, რეალობის გამომხატველს. თუნდაც ის ფაქტი, რომ ადამიანს მხოლოდ საფრთხის დროს ვაფასებთ. ანდრო უიდეალურესია, მომეწონა მისი სიტყვები ამ თემასთან დაკავშირებით.
არ ვიცი კიდევ რა უნდა ვთქვა... i have no words. ერთ-ერთი გამორჩეული თავი იყო.
პატარა ეკალი უსაყვარლესი არსებაა!
მოკლედ, გელოდები რა, დიდი იმედი მაქვს ჯერ არ დასრულდება :დ
ლოდინსაც კი მივეჩვიე უკვე joy

მომწონს იდეალური რომ გამოდის ხოლმე )) ზოგადად ხელოვანი ადამიანები ჩვენს ნამუშევრებს დიდად ვერ ვაფასებთ, და ვიქრობ უკეთესიც შეიძლებოდა, ან უფრო დიდი :დ
“იმედი მაქვს ჯერ არ დასრულდებამ დამაფიქრა :დ ნუ შემდეგი თავით დასრულებას არ ვაპირებდი მაგრამ სადამდე გავწელო? :დ❤️❤️

 


№16 სტუმარი ank

აუ რო შევხედე არ დავიჯერე რო ახალი თავი იყო???? როგორ მომენატრნენ❤️
ვგიჯდები მე კონსტანტინეზე და მის ემოციებზე სესილის და ბავშვთან მიმართებაში რასაც გრძნობს❤️❤️❤️
ამ სამზე ვარ ზოგადად შეყვარებული.
გთხოვ აღარ დააგვიანოო და მალე დადე ახალი თავი. ????

 


№17  offline აქტიური მკითხველი grafo

ისე ცნობისთვის ეს "ვერ დაფასება სანამ განსაცდელი არ მოხდება ან არ დავკარგავთ" შეგონება კიდევ ერთი არასწორად გავრცელებული მიდგომაა. კი არ უნდა ვაფასებდეთ რაც/ვინც გვაქვს/გვყავს, არამედ მადლიერი ვიყოთ. ამ განცდის შეგრძნება იწყება იმის გააზრებით , რომ წყურვილი და შიმშილი არ გვაწუხებს.
გმადლობთ, გავალ ჩემით :).

 


№18 სტუმარი სტუმარი თამო

მიყვარს ეს ორი.ძალიან კარგია

 


№19  offline მოდერი painter1

ank
აუ რო შევხედე არ დავიჯერე რო ახალი თავი იყო???? როგორ მომენატრნენ❤️
ვგიჯდები მე კონსტანტინეზე და მის ემოციებზე სესილის და ბავშვთან მიმართებაში რასაც გრძნობს❤️❤️❤️
ამ სამზე ვარ ზოგადად შეყვარებული.
გთხოვ აღარ დააგვიანოო და მალე დადე ახალი თავი. ????

ნამდვილად საყვარელი ოჯახი გამოვიდა კი ❤️ვეცდები არ დავაგვიანო❤️

grafo
ისე ცნობისთვის ეს "ვერ დაფასება სანამ განსაცდელი არ მოხდება ან არ დავკარგავთ" შეგონება კიდევ ერთი არასწორად გავრცელებული მიდგომაა. კი არ უნდა ვაფასებდეთ რაც/ვინც გვაქვს/გვყავს, არამედ მადლიერი ვიყოთ. ამ განცდის შეგრძნება იწყება იმის გააზრებით , რომ წყურვილი და შიმშილი არ გვაწუხებს.
გმადლობთ, გავალ ჩემით :).

ხშირად უფრო დაფასებას/არდაფასებას ვაქცევთ ყურადღებას ვიდრე მადლიერებას, არა? მაგრამ მართალი ხარ, მადლიერი უნდა ვიყოთ იმითი რაც გვაქვს ❤️❤️

სტუმარი თამო
მიყვარს ეს ორი.ძალიან კარგია

❤️❤️❤️

 


№20 სტუმარი სტუმარი Barbarebibileishvili

რამდენი ხანია კომენტარი არ დამიწერია შენს ისტორიაზე, ხოდა დავბრუნდი.
ნუუ იმათზე რაზეც კომენტარი არ გამიკეთებია, წაკითხული რომ მაქვს და ჩვეულებრივ და იმაზე უფრო მეტადაც კი რომ ველოდებოდი ალბათ დიდად რთული მისახვედრი არ არის. ხოოდაა...
ძაალიან გამაგიჟე, უდიდესი სიამოვნება იყო ეს ბოლო თავები და მადლობა ამის გამო.
ყველაფერს გვაჩვენებ საერთოდ, ნებისმიერ სიტუაციას, ნებისმიერ მათ სახეცვლილებას, გრძნობებს და ემოციებს და ამის გამო ცალკე დიდი დიდი მადლობა გეკუთვნის. ასე დეტალურად და ღრმად რომ აღწერ ყველაფერს და ისტორია სულ უფრო და უფრო დიდი სიგიჟე რომ ხდება.
მოვლენების განვითარება კი, არც კი ვიცი, უბრალოდ უკეთესს ვერ ვინატრებდი და სულ ერთი სული მაქვს ხოლმე, სანამ წავიკითხავ თავს ფიქრით ვიტეხავ, “ნეტავ ახლა რა მოხდებაა?”, ხანდახან მგონია რაღა უნდა მოხდეს თქო და ამ ბოლო ორმა თავმა გამაჩუმა და კუთხეში მიმსვა პირდაპირი მნიშვნელობით.
ყველა პერსონაჟი მიყვარს და უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი რომ შენ შემაყვარე, ზოგიერთი მათგანი ხომ მხოლოდ ახლა გაგვაცანი მაგრამ მაინც...
სესო, კოსტა და მათი ეკალი ცალკე განსხვავებულ ემოციას იტავენ ჩემთვის. ვერც კი აღვწერ რამდენად განსხვავებულს თან. მათ ურთიერთობებზე და ერთმანეთისადმი დამოკიდებულებებზე ვაფანატებ ჩვეულებრივად. და რაც შეეხება პატარა დეტალებს, ეს პატარა დეტალები საოცარ სითბოს იტევენ სულ და ჩემთვის პერსონაჟს ქმნიან, სასწაულად მომწონს მათ ჩვევებს, უცნაურ თვისებებს, ჟესტებს, მზერებს და სხვა უამრავ რამეს რომ გვაჩვენებ...
აუუ იმდენი რამის დაწერა მინდა მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობ რაღაცნაირად.
ვიმედოვნებ რამოდენიმე თავით კიდევ გაგვანებივრებ და გულს არ დამწყვეტ.
სიგიჟე ხარ ჩვეულებრივი და მადლობა თითოეული ამ ისტორიის ნაწილისთვის და პერსონაჟისთვის. ❤️❤️❤️❤️

 


№21  offline მოდერი abezara98

რაღა მაინცდამაინც მაშინ გამომრჩა შენი სიახლე, როცა ატვირთე, არა და ყოველ დღე მაგას ვამოწმებდი, დაიდო თუ არა-მეთქი. მაგრამ რაც მთავარია, უზარმაზარი თავით დაგვიბრუნდი და ძალიან გამახარე! ❤❤❤❤
როგორც შევატყვე, ნელ-ნელა ყველაფერი გვარდება და წერომაც თბილისის საცობები რომ ვიცი, ბარემ ახლავე მოვემზადები და გამოვფრინდები, თავის დროზე მანდ რომ ვიყოო :D :D
ისე ეჭვიანი კოსტა ეძახე შენ და ანდრო ისევ თავად მოიყვანა აზრზე. ხან რას გაიძახოდა, ხან რას - ჩემი ხელით ხომ არ მივუყვან და ჩაცაბარებ ჩემს დასო და მაინც მასე გამოუვიდა. აი, კოსტა, კოსტაა, შენ ვინ ხარ, ვინც არ გიცნოობს :D
ჰო, ვატყობ კოსტა როგორ გამოიცვალა. ამის მერე სესილიას ყველაფერს რომ დაუჯერებს, აქედანვე ვატყობ. მოგარჯულა ეთერმა აბესალომ? :D
შენ იცი, ჩემო საყვარელო, კიდევ გაგვანებივრე ასეთი უზარმაზარი და სითბოსა და სიყვარულით აღსავსე თავებით ❤❤❤❤ გელი ❤❤❤❤

 


№22 სტუმარი სტუმარი მარიამი

მადლობა, ძალიან კარგია
წარმატებები
პ.ს მალე დადე :დდ

 


№23  offline მოდერი painter1

სტუმარი Barbarebibileishvili
რამდენი ხანია კომენტარი არ დამიწერია შენს ისტორიაზე, ხოდა დავბრუნდი.
ნუუ იმათზე რაზეც კომენტარი არ გამიკეთებია, წაკითხული რომ მაქვს და ჩვეულებრივ და იმაზე უფრო მეტადაც კი რომ ველოდებოდი ალბათ დიდად რთული მისახვედრი არ არის. ხოოდაა...
ძაალიან გამაგიჟე, უდიდესი სიამოვნება იყო ეს ბოლო თავები და მადლობა ამის გამო.
ყველაფერს გვაჩვენებ საერთოდ, ნებისმიერ სიტუაციას, ნებისმიერ მათ სახეცვლილებას, გრძნობებს და ემოციებს და ამის გამო ცალკე დიდი დიდი მადლობა გეკუთვნის. ასე დეტალურად და ღრმად რომ აღწერ ყველაფერს და ისტორია სულ უფრო და უფრო დიდი სიგიჟე რომ ხდება.
მოვლენების განვითარება კი, არც კი ვიცი, უბრალოდ უკეთესს ვერ ვინატრებდი და სულ ერთი სული მაქვს ხოლმე, სანამ წავიკითხავ თავს ფიქრით ვიტეხავ, “ნეტავ ახლა რა მოხდებაა?”, ხანდახან მგონია რაღა უნდა მოხდეს თქო და ამ ბოლო ორმა თავმა გამაჩუმა და კუთხეში მიმსვა პირდაპირი მნიშვნელობით.
ყველა პერსონაჟი მიყვარს და უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი რომ შენ შემაყვარე, ზოგიერთი მათგანი ხომ მხოლოდ ახლა გაგვაცანი მაგრამ მაინც...
სესო, კოსტა და მათი ეკალი ცალკე განსხვავებულ ემოციას იტავენ ჩემთვის. ვერც კი აღვწერ რამდენად განსხვავებულს თან. მათ ურთიერთობებზე და ერთმანეთისადმი დამოკიდებულებებზე ვაფანატებ ჩვეულებრივად. და რაც შეეხება პატარა დეტალებს, ეს პატარა დეტალები საოცარ სითბოს იტევენ სულ და ჩემთვის პერსონაჟს ქმნიან, სასწაულად მომწონს მათ ჩვევებს, უცნაურ თვისებებს, ჟესტებს, მზერებს და სხვა უამრავ რამეს რომ გვაჩვენებ...
აუუ იმდენი რამის დაწერა მინდა მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობ რაღაცნაირად.
ვიმედოვნებ რამოდენიმე თავით კიდევ გაგვანებივრებ და გულს არ დამწყვეტ.
სიგიჟე ხარ ჩვეულებრივი და მადლობა თითოეული ამ ისტორიის ნაწილისთვის და პერსონაჟისთვის. ❤️❤️❤️❤️

რა სასიამოვნოდ წასაკითხი კომენატრი იყო კომპლიმენტებით სავსე ❤️❤️
დეტალების აღწერა ძალიან მიყვარს, მომწონს ყველა მოქმედება რომ ჩანს და თუ არ მეზარება სულ ასე ვწერ. მომწონს ამასაც რომ ამჩნევ, ჩემთვისაც უფრო სასიამოვნო წასაკითხი ხდება ხოლმე ^_^
მადლობა შენ ასეთი ლამაზი კომენტარისთვის ^_^ დღეს ულამაზეს ხასიათზე ვარ და ესეც რომ მიამატა უფრო გამილამაზდა❤️❤️❤️

abezara98
რაღა მაინცდამაინც მაშინ გამომრჩა შენი სიახლე, როცა ატვირთე, არა და ყოველ დღე მაგას ვამოწმებდი, დაიდო თუ არა-მეთქი. მაგრამ რაც მთავარია, უზარმაზარი თავით დაგვიბრუნდი და ძალიან გამახარე! ❤❤❤❤
როგორც შევატყვე, ნელ-ნელა ყველაფერი გვარდება და წერომაც თბილისის საცობები რომ ვიცი, ბარემ ახლავე მოვემზადები და გამოვფრინდები, თავის დროზე მანდ რომ ვიყოო :D :D
ისე ეჭვიანი კოსტა ეძახე შენ და ანდრო ისევ თავად მოიყვანა აზრზე. ხან რას გაიძახოდა, ხან რას - ჩემი ხელით ხომ არ მივუყვან და ჩაცაბარებ ჩემს დასო და მაინც მასე გამოუვიდა. აი, კოსტა, კოსტაა, შენ ვინ ხარ, ვინც არ გიცნოობს :D
ჰო, ვატყობ კოსტა როგორ გამოიცვალა. ამის მერე სესილიას ყველაფერს რომ დაუჯერებს, აქედანვე ვატყობ. მოგარჯულა ეთერმა აბესალომ? :D
შენ იცი, ჩემო საყვარელო, კიდევ გაგვანებივრე ასეთი უზარმაზარი და სითბოსა და სიყვარულით აღსავსე თავებით ❤❤❤❤ გელი ❤❤❤❤

ძალიან გვიან მომიწია დადება და მაგიტომ ალბათ :დდ ნუ კი ვიფიქრე სად არის რომ არ ჩანსთქო :დ❤️
ნუ შეწუხდა კონსტანტინე კაცი, სიბრძნეები რომ ელაპარაკა და თვითონ არაფერს აკეთებდა, უცებ ვეღარ მოითმინა :დდ შენ ვის არიგებო :დ
ნუ მთლად როგორ მოარჯულებს არ ვიცი, კონსტანტინე კონსტანტინეა მაინც როგორც არ უნდა შეიცვალოს :დ ასე რომ ვნახოთ რა იქნება ❤️❤️❤️ ტკბილი და თბილი თავები მეც მიყვარს ხომ იცი❤️❤️

სტუმარი მარიამი
მადლობა, ძალიან კარგია
წარმატებები
პ.ს მალე დადე :დდ

მადლობაა :დ❤️

 


№24 სტუმარი სტუმარი ნესტანი

საოცარი თავი იყო ძალიან მომეწონა ესეთი გიჟური სიყვარული მარტო კოსტას და სესილიას შეუძლიათ,ანდრო და ნინიც საყვარელი წყვილია გამიხარდა რომ ვნახე ეს ნაწარმოები იდო გავათენე მაგრამ ღირდა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

 


№25 სტუმარი სტუმარი painter1

სტუმარი ნესტანი
საოცარი თავი იყო ძალიან მომეწონა ესეთი გიჟური სიყვარული მარტო კოსტას და სესილიას შეუძლიათ,ანდრო და ნინიც საყვარელი წყვილია გამიხარდა რომ ვნახე ეს ნაწარმოები იდო გავათენე მაგრამ ღირდა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

მიხარია რომ მოგეწონა ❤️❤️მადლობა დიდი❤️❤️

 


№26  offline წევრი Nobodyelse

როგორც ყოველთვის საუკეთესო smile <3 ვგიჟდები ამათზე!

 


№27 სტუმარი სტუმარი painter1

Nobodyelse
როგორც ყოველთვის საუკეთესო smile <3 ვგიჟდები ამათზე!

მადლობაა❤️❤️❤️

 


№28 სტუმარი ana

ვითმინე, ვითმინე რომ რაც შეიძლება გვიან წამეკითხა და მერე იქნებ ახალი თავიც მალე დაგედო, მაგრამ მეტი ვერ მოვითმინე. სიყვარულები არიან <3 აუ ძალიან მაინტერესებს კიდევ ბევრი თავი მინდა თან მალე. იქნება მალე დადო ახალი თავი :( გელოდეი სულმოუთქმელად :დ <3

 


№29 სტუმარი ნეა

როდის დადებ?

 


№30 სტუმარი ფეფო ამირეჯიბი

???? მოკლედ, დავიწყებ იქდან რომ იმდენად იშვიათად დებ თავებს,ეხლა გადავხედე და აღარც კი მახოსვდა მანამდე რა ხდებოდა.ამიტომ შევეშვი.თავს ვიკავებდი კომენტარის დაწერისგან მაგრამ უნდა გითხრა,იმედი მაქვს არ გეწყინება.
მე წაკითხული მაქვს შენი ცარიელი(იმედია სწორად მახსოვს სათაური) და მაგ ისტორიის მერე ვერც მანამდე და ვერც მას შემდეგ დაწერილს ვეღარ ვკითხულობ.კარგად წერ,ნიჭიერი ხარ,ნამდვილად გაქვს წინ წასვლის პოტენციალი მაგრამ ვერ ვხვდები რაში გჭირდება ელ ჯეიმსის ხაზი?!(აქ საუბარი არ მაქვს +18 ზე)ძალიან გრეის ორმოცდათი ელფერის გავლენაა...თან იმდენად ძალიან რომ ბოლოს მაიძულე მეთქვა.
ჰო კიდევ ძალიან გთხოვ სიტყვა "მწოლი" ამოიღე საერთოდ ლექსიკონიდან.მწოლიარეა და არა მწოლი...ყველგან და ძალიან ხშირად გიწერია ეს თხოვნაა.(ეს ერთადერთია რაც ჩემს მეწვრილმანე ხასიათს პირდაპირი გაგებით აჯანყებს :დ დანარჩენს გავატარებ)
წარმატებებს გისურვებ და მინდა რომ იმდენად კარგი ისტორია დაწერო შემდეგ კომენტარში ქების მეტს არაფერს გიწერდე.????❤(წესით კრიტიკა არ გვწყიბს,მაგრამ თუ მაინც გვწყინს ???? არაუშავს გაიზრდები და დაგავიწყდება ❤❤❤❤)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent