შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მემკვიდრეობითი ცოდვა (თავი 6)


16-02-2021, 05:45
ავტორი Melice
ნანახია 2 999

თვალები ნელა გავახილე და მოსაფხიზლებლად მთქნარებით გავიზმორე. საწოლში მარტო ვიწექი, შემწვარი კვერცხის სუსტმა სურნელმა ნესტოებში შემოაღწიეს და ჩემი კუჭიც ყმუილით გამოეხმაურა. ზანტად წამოვდექი და თვალების ფშვნეტით სამზარეულოსკენ გავწიე.
საბა გაზქურასთან იდგა. ათქვეფილ კვერცხში სწრაფად ალბობდა პურის თხელ ნაჭრებს და გახურებულ, ზეთიან ტაფაზე აწყობდა. კედელს ზურგით ავეკარი და ჩუმად დავაკვირდი. მაღალი იყო, მუქი სვიტერი განიერ იდეალურად მოერგო, მკლავები საოცარი სიზუსტით აეკაპიწებინა იდაყვებამდე. კისერსა და წელზე ჩემი წინსაფრის წვრილი ბალთები გაენასკვა. ჩუმად ღიღინებდა ნაცნობ მელოდიას, კარგად რომ მოვუსმინე ირაკლი ჩარკვიანის „ქაღალდის ნავს“ მივაკვლიე.
გამეღიმა. ჩემს სამზარეულოში ზღვისფერთვალება ბიჭი საუზმეს ამზადებდა და ღიღინებდა, რომ გადმოცურავდა ზღვას.
უკანასკნელი ნაჭერიც ამოიღო აშიშხინებული ტაფიდან და თეფშზე დახვავებული ზვინის სათავეში მოათავსა. ორთქლმოდებული წყალი ჩაის ფინჯნებში გადაანაწილა და როცა გეზი მაგიდისკენ აიღო, მისი ხედვის არეალში მეც მოვხვდი. შეკრთა, თუმცა გაეღიმა და წარბაწეულმა შემათვალიერა.
- დიდი ხანია, რაც სანახაობით ტკბები?
- შენც დილა მშვიდობისა. - მზით განათებულ ქუჩას ფანჯრიდან გადავხედე და მაგიდასთან ჩამოვჯექი.
- დღეს რა გეგმები გაქვს? - მადისაღმძვრელი კერძი მაგიდის ცენტში მოათავსა, წინსაფარი მოიშორა, სკამის საზურგეზე გადაკიდა და თვითონაც ხალისიანად ჩამოჯდა.
- უბანში ბიბლიოთეკა გვაქვს? – „ყიყლიყოს“ ერთი ნაჭერი გადმოვიღე და არაჟანი მოვასხი.
- აქვეა, პეტრიწის ათ ნომერში, ვარდისფერი საცხობის უკან. - ხელით აღმოსავლეთისკენ მანიშნა. - რაიმე კონკრეტულ წიგნს ეძებ?
- ქართველი პოეტების ლექსების კრებული ან რაიმე მაგდაგვარი მინდა. სიმღერებად ვაქცევ, თორემ ეს ერთი და იგივე რეპერტუარი მსმენელს მობეზრდება.
- შენ რასაც მღერი და როგორც მღერი, არასდროს მობეზრდებათ. - დამაჯერებელი სიდინჯით გამისწორა მზერა. - თუმცა, ძველი ლექსების გაცოცხლება კარგი იდეაა.
- შენ რას აპირებ?
- სახლში ავალ. - თვალი ამარიდა და ჩაი მოსვა.
- შეგიძლია, თათიას ჩამოსვლამდე აქ დარჩე.
- გავითვალისწინებ ამ შემოთავაზებას. - სევდიანად გამიღიმა და მზით გამთბარ კორპუსებს გახედა.
ბიბლიოთეკას მარტივად მივაკვლიე. მცირე ფორმალობის შემდეგ მომხმარებლის ბარათი მომცეს და ლექსების კრებულთან ერთად სახლში დავბრუნდი. საღამომდე ვკითხულობდი საოცარი სიტყვებისგან შექმნილ გენიალურ ლექსებს, რამოდენიმე მათგანი უკვე სიმღერის სახით იყო ცნობილი, თუმცა ბევრი ისეთიც აღმოვაჩინე, რომლებიც ჩრდილში დარჩა. სწორედ მათ გაცოცხლებას ვაპირებდი.
საღამოს რვა საათისთვის საბა დაბრუნდა და დივანზე მობნეულ ქაღალდებს ეჭვნარევად დახედა.
- შესაბამის აკორდებს ვეძებ. - თავი გავიმართლე და სწრაფად მივალაგე.
- მთელი დღე ამაზე მუშაობდი? - გიტარის სიმებს ცერა თითი გადაუსვა და ყრუ ნოტები ჰაერში გაიბნა.
თავი თანხმობის ნიშნად მსუბუქად დავუკარი.
- მოემზადე, სადღაც მინდა წაგიყვანო. - ხელები მომხვია და მის მკერდზე აკრულს ყველა შეგრძნება წამიერად გამიქრა. მხოლოდ საკუთარი გულისცემის ხმა მესმოდა და სუნთქვა მეკვროდა.
არც ერთი მილიმეტრი გვაშორებდა, მაგრამ ვგრძნობდი ჩვენს შორის გაჩრილ სიფრიფანა, ელასტიურ მემბრანას, რომელიც არაფრით გაქრა.

მანქანა გასართობი ცენტრივით აბრდღვიალებულ, გრძელ შენობასთან გააჩერა და როგორც კი გადმოვედით, ხელი ჩამჭიდა.
- რამე უნდა ვითამაშოთ? - აზარტმა ტვინის თითოეული უჯრედი მოიცვა და ამაფორიაქა.
- თამაშით უნდა დავძლიოთ შიშები. - გვერდულად დამხედა. - კარტინგზე გსმენია?
- მოიცა!.. - მკვეთრად გავჩერდი და საბაც გავაჩერე. - არ მინდა.
- ჯერ ყველაფერი დავათვალიეროთ და მერე გადაწყვიტე. - კიბის საფეხურებზე ამიყოლა და შუშის კარი მსუბუქად შეახო.
ვრცელი დარბაზი გადაიშალა, კარის მოპირდაპირედ საინფორმაციო დახლი იდგა, დახლს მიღმა ორი გოგონა დავლანდე. ირგვლივ სხვადასხვა გასართობებს თვალი მოვავლე.
- მოდი, აი ის ვითამაშოთ. - მინი კალათბურთის აპარატისკენ გავახედე.
პასუხად მხოლოდ თვალები აატრიალა და დახლთან ხელჩაკიდებული მიმიყვანა.
- საღამო მშვიდობისა ბატონო საბა. - ორივე გოგონა ფეხზე წამოხტა, ჯერ საბას შეანათეს თვალები, მერე კი ყურადღებით ამათვალიერეს.
- ცარიელია? - სერიოზული გამომეტყველებით ანიშნა მარჯვნივ.
- დიახ, რა თქმა უნდა. - თვალების ხამხამით უპასუხა შედარებით მაღალმა.

პატარა კარი გამოაღო და მომცრო ოთახში გადავინაცვლეთ. კედელზე მიკრულ ღია თაროებზე ფერადი ჩაფხუტები ელაგა. ორი მათგანი აიღო და ჩემკენ შემობრუნდა.
- მხოლოდ ჩვენ ვიქნებით. - თავდაჯერებული ზღვები გამისწორა. - მე, შენ და შენი ფობია.
- როგორც ჩანს ხშირი სტუმარი ხარ. - წარბი გამექცა. - ბატონო საბა.
- თავიდან ღია ტრასებით და სამი მანქანით დავიწყეთ, ახლა უკვე დახურული სივრცე და ათობით მანქანა გვყავს. - კარი შეაღო და გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა. - ეს ყველაფერი მე და ჩემმა მეგობარმა შევქმენით.
შავ ტრასას ორივე კიდეზე საბურავების ჯებირები ეკრა. დარბაზის შუაგულში კი ხიდი გადიოდა და პატარა გვირაბში იკარგებოდა. გზის დასაწყისთან ოცამდე ღია, ბორბლიანი მანქანა ჩაემწკრივებინათ.
- რამდენად სწრაფია? - ვცადე ამ ყველაფრისთვის სხვა მხრიდან შემეხედა, მაგრამ არაფრით გამომივიდა.
- ორი სახის ძრავა გვაქვს, დღეს შედარებით ნელი ვერსია ვცადოთ. - მომცრო, ყვითელი ავტომობილისკენ მიმითითა. - ეს სასწავლო ვერსიებია და რაც არ უნდა ძლიერად ჩააჭირო ფეხი გაზის პედალს, მაინც ნელა წაგიყვანს. უსაფრთხოების გარანტიას მე გაძლევ, ხომ გჯერა ჩემი?
- ანუ ამბობ, რომ სწრაფად არ დადის? - თითქოს გულიდან ლოდი მომეხსნა.
- ვამბობ, რომ არ შეგეშინდება და მერე სწრაფ კარტინგს მომთხოვ.
- როგორ უნდა ვატარო?
- სულ ორი პედალი აქვს. - მოქნილად ჩახტა და როგორც კი ერთ-ერთ პედალს ფეხი მიაბჯინა, მანქანა წინ გასრიალდა. - გაზი და მუხრუჭი. უკან ვერ მობრუნდები, თუ შემთხვევით საბურავების ზღუდეს დაეჯახები, საჭე დაატრიალე და გაზის პედალს დააწექი. - მოქნილად დაატრიალა და გაჩერდა.
- მარტივი ჩანს. - გული ყელში მომებჯინა და გისოსებს მიღმა ჩარჩენილმა შიშმა ხელი დამიქნია.
- მარტივია. - გადმოვიდა და მომიახლოვდა. - მე უკან გამოგყვები და თუ თავს ცუდად იგრძნობ, ნებისმიერ დროს შეგიძლია გაჩერდე.
- ყველაფერი რომც გამომივიდეს, ეს ვერ დამაძლევინებს ჩემს ფობიას.
- ვიცი. - ზედმეტად დიდი ჩაფხუტი თავზე ფრთხილად ჩამომაცვა და თვალებთან მინა ჩამომეფარა. - ეს უბრალოდ პატარა ნაბიჯია დიდი მიზნისკენ. მზად ხარ?
- ხომ მართლა გამომყვები? - საკუთარი გულისცემის ხმა სმენას მიხშობდა.
- არ მოგშორდები. - სევდიანად გამიღიმა და განზე გადგა.
პატარა სავარძელზე მთელი მობილიზაციით დავჯექი და გაზის პედალს ფეხი მსუბუქად შევახე. საჭე მყარი იყო, ორივე ხელით ძლიერად ჩავებღაუჭე და ჰაერი ღრმად შევისუნთქე.
თვალები დავხუჭე.
თავს ვაჯერებდი, რომ არაფერი იყო საფრთხის შემცველი და ეს პატარა ნაბიჯი უნდა გადამედგა. ეს არ იყო ის სისწრაფე, რომლისაც მეშინოდა... ცარიელ ტრასაზე ნელა უნდა მევლო და მეტი არაფერი.
პედალს ნელა დავაჭირე ფეხი და შავ ტრასაზე გავსრიალდი, ადრენალინი წამალივით ჩამეწვეთა თითოეულ უჯრედში, არაფერი იყო საშიში...
უფრო ძლიერად ჩავაჭირე და ინერციით სავარძლის ხმელ საზურგეს მივენარცხე. მოსახვევში ფეხი ავუშვი და საჭე მსუბუქად მოვატრიალე, მცირე გამარჯვებამ მეტი დავდაჯერება შემძინა და ჩემმა აღფრთოვანებულმა ქვეცნობიერმა ტაში შემოსცხო.
მიუხედავად იმისა, რომ გაზის პედალს ბოლომდე ვაწვებოდი, ხიდზე ასვლა მაინც გამიჭირდა. როგორც კი სათავეს მივუახლოვდი, სიმაღლიდან მკვეთრად დავეშვი და სანამ საჭეს მოვაბრუნებდი, საბურავების გროვაში შევვარდი.

- ლიტა!.. კარგად ხარ? - საბამ ჩაფხუტი სწრაფად მომხსნა და ჩემი სახე ხელებს შორის მოაქცია.
- ავარიაში მოვყევი. - ისტერიული სიცილი ამივარდა.
- დაღმართზე პედლიდან ფეხი უნდა აგეშვა... - მანქანას წინიდან მოაწვა და ტრასაზე დამაბრუნა. - წამოდი, ფეხით გავიდეთ.
- არა, გზას გავაგრძელებ. - ჩაფხუტი დავიბრუნე და თავზე ჩამოვიმხე.
- დარწმუნებული ხარ? - ეჭვის თვალით ამათვალიერა.
- კი, კარტინგის უსაფრთხოება უკვე შევამოწმე და კმაყოფილი ვარ. - შენგრეული ზღუდისკენ მივუთითე. - ვნახოთ, თუ დამეწევი.
ადგილიდან მაქსიმალური სისწრაფით მოვწყდი და კმაყოფილების შეგრძნება სხეულში თბილი სითხესავით ჩამეღვარა.
რამოდენიმე წრის შემდეგ დავიღალე, წელი და ზურგიც მეტკინა და მანქანა საწყის პოზიციაზე დავაბრუნე. ჩაფხუტს ვიხსნიდი, როცა საბამაც იგივე გაიმეორა და გადმოვიდა.
- აბა, რას იტყვი? - ღიმილის შეკავება არც უფიქრია.
- მომეწონა. - აღტაცებული ვიყავი. თვალი მოზრდილი ავტომობილებისკენ გამექცა. - ანუ, ისინი უფრო სწრაფია?
- სხვა დროს ვცადოთ. - ხელი მომხვია და წინ ჩამოყრილი თმა ხელის ერთი მოძრაობით ზურგს უკან გადამიყარა. - ძალიან ძლიერი ხარ.
- გიკვირს? მე ხომ ლილიტი ვარ... - ენერგიის ნაკადი ჩემში ჯერ ისევ ბობოქრობდა. ხელი კეფაზე შევავლე და თავი ჩემს სიმაღლემდე დავაწევინე.
ვიდექი, წელზე მის ხელს, ხოლო ტუჩებზე მის რბილ ტუჩებს ვგრძნობდი და ვგრძნობდი, რომ ვიპოვე ჩემი ადამიანი. ის, ვისაც ჩემი შიშები უბრალოდ გულს კი არ სწყვეტდა, არამედ მის გაქრობაზე აფიქრებდა. ის, ვისაც უნდა რომ გავძლიერდე. მჯეროდა, რომ ნელა და უმტკივნეულოდ გავარღვევდით იმ თხელ მემბრანას, ჩვენს შორის რომ დალივლივებდა.

მანქანა ჩემს სადარბაზოსთან გააჩერა. ღვედი შევიხსენი და საბას მივუბრუნდი.
- გმადლობ... - ადრენალინმა მთლიანად დამტოვა, თუმცა საკუთარი სიმამაცით ისევ აღფრთოვანებული ვიყავი.
- სამაგიერო გადამიხადე. - ღიმილმა ბაგე ორად გაუპო.
- როგორ?
- ხვალ ჩემთვის იმღერე. - ჩემი თმის კულული თითებს შორის შეათამაშა.
- მაშინ, ხვალ ბარში გელოდები. - კეკლუცად გავუღიმე და კარი გავაღე.

სახლში ასვლისთანავე სააბაზანოს შევეხიზნე, თითქმის მთელი საათი ცხელი წყლის ნაკადის ქვეშ ვიდექი და ისევ კარტინგზე ვფიქრობდი.

მეორე დღეს, საღამომდე ისევ საჭირო აკორდებსა და მელოდიებს ვეძებდი. როცა რაიმე ლექსს ვკითხულობდი, თავში ყოველთვის მომდიოდა რაღაც კონკრეტული, მხოლოდ იმ სტრიქონებისთვის დამახასიათებელი მელოდია. თითოეულ ლექსს სხვადასხვაგვარი ამომღერება უნდა, განსაკუთრებული მოფერება, გრძნობა.

ბარში ჩამავალი საფეხურები ჩავირბინე და ლურჯად შეღებილ ატმოსფეროში შევაბიჯე. ყველაზე სასურველი სილუეტი კუთხის მაგიდასთან იჯდა და მობილურის ეკრანს მიშტერებოდა. ბარის დახლთან მოკალათებულ ბატონ ლადოს თავი მისალმების ნიშნად დავუკარი და საბასკენ გავწიე.
- ადრე მოსულხარ, მე კი შენთვის მოსაძღვნელი სიმღერა ბოლოს უნდა მემღერა.
- ბოლომდე დარჩენას ვაპირებ. - გულწრფელი თვალებით ამომხედა.
- არ მოიწყინო. - გავუღიმე და მუსიკოსების მაგიდისკენ წავედი.
დარბაზი თითქმის სავსე იყო, რაც შაბათის საღამოსთვის სრულიად ლოგიკური გახლდათ. გიო აპარატურას ამოწმებდა, მართა ნაფაზს ნაფაზზე ნაჩქარევად ქაჩავდა, ხოლო გიგა მათკენ მიმავალს ჩვეული არაფრისმთქმელი სერიოზულობით მაკვირდებოდა.
- გამარჯობა. - გიტარა მხრიდან ჩამოვიცურე და სკამზე ჩამოვდე.
- გაგიმარჯოს. - გიომ სცენიდან გამომძახა, მართამ გამიღიმა, გიგამ კი უბრალოდ თავი დამიკრა.
- შეგიძლია, რომ ხვალაც იმღერო? - საბოლოოდ ხმა ამოიღო.
- კი, რაღაც უნდა გითხრა. - ტუჩი შიგნიდან მოვიკვნიტე და თვალები დამიწვრილდა. - ძველ ლექსებს გადავხედე და რამოდენიმე მათგანის სიმღერად ქცევა მინდა.
- როგორი გამოდის? - გიგა მაშინვე გამოცოცხლდა.
- ჯერ მხოლოდ ერთი მაქვს მზად. ვფიქრობ, რომ კარგია.
- დღეს იმღერებ?
- ბოლოს ვიმღერებ. - თითქოს პირველად გავიაზრე ჩემი გეგმის სერიოზულობა, ტანში გამცრა.

პირველი და მეორე სიმღერა ძველი რეპერტუარიდან შევასრულე, შუალედებში საბასთან მივდიოდი, თავი მარტოდ რომ არ ეგრძნო.
- ვიდეოს მიღებდი? - მის წინ ჩამოვჯექი.
- არსად დავდებ, ჩემთვის მინდა. - თავი იმართლა და მობილური ისე ჩაბღუჯა, თითქოს ეშინოდა, რომ წავართმევდი.
- სოციალურ ქსელს საერთოდ იყენებ? - მისი ძიების მრავალჯერადი, უშედეგო მცდელობა გამახსენდა.
- მხოლოდ კარტინგების ოფიციალურ გვერდს. - მხრები აიჩეჩა. - მიხარია, რომ სიმღერის დროს თვალებს აღარ ხუჭავ, მაგრამ უფრო მიხარია, რომ მე მიყურებ.
- იცი, რომ ზღვისფერი თვალები გაქვს? - ლურჯად განათებულ დარბაზში მისი თვალები უფრო მეტად ჰგავდა თვალუწვდენელ ჰორიზონტს.
- ასე გგონია? - თვალები ზედიზედ რამოდენიმეჯერ დაახამხამა და მის ხმაში გაბნეულმა დაბნეულობამ გამახალისა.
- ასე ვხედავ.
რამოდენიმე წუთი უხმოდ შევყურებდით ერთმანეთს და მიუხედავად იმისა, რომ მაგიდის სხვადასხვა მხარეს ვისხედით, ვგრძნობდი, რომ სულ ახლოს იყო. მიყვარდა ეს სიახლოვე.

შემაღლებულ სკამზე კომფორტულად მოვთავსდი და გიტარა მუხლზე დავიბჯინე. გული ისე მიფართხალებდა წამიერად შემეშინდა, რომ ეს ნერვიულობა ხმაზეც იმოქმედებდა. დასამშვიდებლად სახლივით მყუდრო თვალებს გავხედე, რამოდენიმეჯერ ღრმად ჩავისუნთქე და დაზუთხული აკორდებისკენ თითებმა გზა თვითონ გაიკვლიეს.
- „ მანძილი შენამდე დიდია,
შენიდან ჩემამდე - არც ისე,
ამინდი საგრძნობლად მშვიდია,
მანცვიფრებ...
ჯერ კიდევ ჰყვავიან ატმები,
ქარია - მომიტანს რამე ჭორს,
მე ვამბობ, არ მომენატრები.
შენ სდუმხარ, იღიმი
საეჭვოდ...
მუდმივად რაღაცა მაწამებს
და ჩემში მუდმივად ბინდია,
და მაინც მიზიდავს
წამწამებს
მთვარე რომ ნისლივით ჰკიდია.
შორს სადღაც ჰყვავიან ატმები,
ქარია - მომიტანს რამე ჭორს,
მე ვამბობ, არ მომენატრები,
შენ სდუმხარ, იცინი
საეჭვოდ...“


წუთები წუთებს გაედევნა და იქცა საათებად, დღეებად, კვირეებად. თითქოს ეს იყო სამყარო, რომელიც სამოთხეს ჰგავდა და პირველად დავფიქრდი, იქნებ ღმერთს ადამი და ევა სამოთხიდან არ გამოუყრია? იქნებ სულ იქ დავრჩით, მაგრამ ზღუდეები შეირყა? ჩვენს ედემში გამუდმებით იჭრებიან ბოროტი ძალები და ჩვენც თავდაუზოგავად ვიბრძვით, ვიმარჯვებთ და ვმარცხდებით. გამუდმებულ ომში ვართ, ოღონდ ამ ომს ცხოვრებასა და სიცოცხლეს ვუწოდებთ.


თათია და ნიკა რომ დაბრუნდნენ, სახლი გამოცოცხლდა. საღამოობით ვიკრიბებოდით და დრო ისე გადიოდა თითქოს ვიღაცამ საათს ელემენტები გამოაცალა და ხელით ატრიალებდა სამივე ისარს.
საერთო გარემოცვაში საბაც უფრო გაიხსნა და გახალისდა, შევყურებდი და არ მჯეროდა, რომ ორიოდე თვის წინ დასანახად ვერ ვიტანდით ერთმანეთს. შემომანათებდა თავის დიდ, ზღვისფერ სფეროებს და ეს ნათება საკმარისი იყო.
ზურას შევპირდი, რომ ახალი წლისთვის უპირობოდ ჩავიდოდი, თავიდან სიმშვიდემ მომიცვა, მაგრამ დრო უმოწყალოდ გადიოდა და გარდაუვალი ნაცნობის შემოჭრის სუსტი ქალაქის გუშაგივით მეშინოდა.

დეკემბრის შუა რიცხვებისთვის საგრძნობლად აცივდა, მშრალი ყინვა ძვალსა და რბილში ატანდა.
უნივერსიტეტიდან რომ დავბრუნდი თათია ერთიანად აჟიტირებული დამხვდა.
- ლიტა, ვერ დაიჯერებ! - კარის გაღებისთანავე მეცა და მისაღებ ოთახში ლამის შემათრია. - ნიკა დაბადების დღეს სახლში იხდის და მისი მშობლებიც აქეთ იქნებიან!..
- და? - პირი გამიშრა.
- და გავიცნობ! - ისე შეკივლა, შევხტი. - თან შენც გაიცნობ საბას მშობლებს.
- მოიცა... - აუტანლად დამცხა და ქურთუკი შევიხსენი. - მე რომ არ წამოვიდე?
- გაგიჟდი? - თვალები ისე დაუმრგვალდა, თითქოს თეთრ პერანგში გამოწყობილ გიჟს უყურებდა, რომელისთვისაც ხელების ზურგზე დაკვრა დავიწყებოდათ.
- უხერხული იქნება, თან ჯერ საბას არაფერი უთქვამს.
- დღეს გადაწყვიტეს და ვერ მოასწრო ალბათ. - შემოსასვლელისკენ ტყვიასავით გავარდა და თბილი ფეხსაცმელები ნაჩქარევად ამოიცვა. - წამოდი, საჩუქრები ვიყიდოთ, ხვალ ვეღარ მოვახერხებთ.
ზომბირებულივით გავყევი. თათიამ ნიკას საყვარელი სუნამო შეარჩია, მე - მამაკაცისთვის განკუთვნილი თავის მოვლის საშუალებათა ნაკრები.
ვახშმისთვის დიდ ტაფაზე კარტოფილი შევწვით, თათიამ სალათი დაჭრა და სანამ სუფრას გავაწყობდით ბიძაშვილ-მამიდაშვილის დუეტიც გვეწვია.
- კართანაც კი ისეთი გემრიელი სუნია!.. - ნიკა კისერწაგრძელებული შემოვარდა სამზარეულოში და გაწყობილი მაგიდის დანახვაზე სიამოვნებისგან ამოიხვნეშა.
- საღამო მშვიდობისა. - საბა ფეხდაფეხ შემოჰყვა, მომიახლოვდა და ლოყაზე ტუჩები მომაწება. თითქოს მეძინა და გამოვფხიზლდი, მაშინვე გამოვცოცხლდი და საკუთარ რეაქციაზე გამეცინა.
- ლიტა, ხვალ ხომ მოხვალ? - ნიკა არ დაგველოდა, მაგიდას მიუჯდა და ორივე კერძი თეფშზე დაიხვავა.
- მოვალ. - ისე ვუპასუხე საბასთვის თვალი არ მომიშორებია, მხოლოდ წამით შეკრა წარბი, მაგრამ სახე მალევე დაულაგდა და გამიღიმა.
ვახშამმა მხიარულად ჩაიარა. თათია ისეთი დაღლილი იყო ყოველ ხუთ წუთში ამთქნარებდა და ჩვენც დამჯერი მოსწავლეებივით ვამთქნარებდით. ბიჭებმა წასვლა გადაწყვიტეს, მანამდე საბამ აივანზე გამიხმო, ჟაკეტის მკლავები თითებამდე გავწელე და დეკემბრის ცივ ღამეს შევეგებე.
- რამე მოიცვი. - სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძრო.
- არ მცივა... - დაჟინებით ვაკვირდებოდი, თუ როგორ მიუშვირა სახე ცეცხლის ალს. - ისევ ეწევი?
- ხომ გითხარი, ხანდახან ვეწევი. - გაღიმება სცადა, თუმცა რაღაც გაუგებარი მიმიკა გამოუვიდა.
- დღემ როგორ ჩაიარა?
- კარტინგებზე ვიყავი, მერე სახლში, მერე ისევ კარტინგებზე. - განათებულ პეტრიწის ქუჩას გადახედა. - მომენტრე.
- აქ ვარ... - გამეცინა და სიცივემ ძვლებამდე დამიარა.
- მაინც მომენატრე. - სიგარეტის ღერი თუნუქის თავსახურზე ჩააქრო და მკლავები მომხვია. - ზეგ სადმე წავიდეთ, ოღონდ მხოლოდ ჩვენ.
- კარგი, სად წავიდეთ? - წამის წინ სიცივისგან აკანკალებულს, უკვე მცხელოდა და სუნთქვა მეკვროდა.
- არ აქვს მნიშვნელობა. - ყურთან დამიჩურჩულა და ცხვირის წვერი ღაწვზე გამისვა. - მთავარია მხოლოდ ჩვენ ვიყოთ.

უმზეო დილა გათენდა. ცაზე ერთფეროვანი, ბლანტი ღრუბელი გადაწოლილიყო და მზის სხივებს დედამიწამდე არ უშვებდა.
უნივერსიტეტიდან დავბრუნდი და სანამ თათია მოვიდოდა, აბაზანის მიღება გადავწყვიტე. სველი თმა გავიშრე და თმის უთოს მეშვეობით ჩამოვისწორე.
უკვე გულდამშვიდებული ვმეცადინეობდი, როცა თათია ქარბორბალასავით შემოიჭრა.
- სწრაფად ვიბანავებ, თმას მოვიწესრიგებ, მაკიაჟს გავიკეთებ და ტანსაცმელს შევარჩევ. - პატარძალივით ქოთქოთებდა.
- დამშვიდდი, ჯერ ადრეა და ყველაფერს მოვასწრებთ. - კონსპექტიდან თავი წამოვწიე.
- ღმერთო, მიშველე!.. - ვერაფრით დაწყნარდა.

რვა საათისთვის ბიჭებს უნდა გამოევლოთ, ერთი საათით ადრე უკვე მზად ვიყავით. თათიამ მელნისფერი კაბა და საშუალო ქუსლიანი ფეხსაცმელი შეარჩია, მე - შავი კაბა და დაბალძირიანი ჩექმა. მაკიაჟის გაკეთება საკუთარი ნებით მოვინდომე, გაეღიმა და თხოვნა შემისრულა.

სადარბაზოსთან მხოლოდ ნიკა დაგვხვდა. დაბადების დღე კიდევ ერთხელ მივულოცეთ და საჩუქრებიც გადავეცით.
- მანქანაშია? - მოშორებით დაყენებული სედანისკენ ვანიშნე.
- არა, სახლში დაგვხვდება. - სუსტად გამიღიმა და ორივე შეგვათვალიერა. - ისეთი ლამაზები ხართ, გულის შეტევა დამემართება!..

საბას სახლი ხუთიოდე ქუჩის მოშორებით აღმოჩნდა. ახალი კორპუსი იყო, ეს თანამედროვე სისტემით აღჭურვილ ლიფტის კაბინაზეც შეიმჩნეოდა. მეთორმეტე სართულზე გავჩერდით და სანამ ნიკა რკინის, შავ კარზე დააკაკუნებდა ნერვიულობისგან გულის რევის შეგრძნებამ გამაბრუა.
კარი შუახნის მამაკაცმა გაგვიღო და თავაზიანი ღიმილით შეგვიპატიჟა.
- გაიცანით ძია ვანო, თათია ჩემი საცოლეა. - ხელი ნაზად მოხვია და მის ხმაში გაბნეულმა სიამაყის ნოტებმა თათიას ნაცვლად მე გამითბო სხეული. - ეს კი, ლიტაა.
- ძალიან სასიამოვნოა, მობრძანდით. - ორი ნაბიჯი უკან გადადგა და სახლში შეგვიძღვა. მოზრდილი შესასვლელიდან გემოვნებით მოწყობილ მისაღებ ოთახში გადავინაცვლეთ. გაშლილ სუფრასთან სკამები მიჯრით დაელაგებინათ. კედელზე მიმაგრებული ჩარჩოებიკენ მზერა გამექცა. საბა მიყურებდა, მიღიმოდა, მიბრაზდებოდა, თვალს მიკრავდა, ორი წლის, ხუთი წლის, ათი წლის...
ნამდვილი საბა კი არსად ჩანდა. კუთხეში ჩალაგებული დივნიდან სამი სილუეტი წამოიშალა.
- ეს ლია მამიდაა, - ნიკამ მომღიმარი ქალი გაგვაცნო. - თათია და ლიტა. - სწრაფად წარგვადგინა და იქვე მდგომ ხნიერ წყვილს მიუბრუნდა. - ესენი კი ჩემი მშობლები არიან, მანანა და გიორგი.
- ძალიან სასიამოვნოა. - მე და თათიამ ერთხმად წამოვიძახეთ, ყველას გაეცინა და დაძაბული აურაც წამში გაიფანტა.
- საბა სადაა? - ჩემი კითხა ნიკამ გაახმოვანა.
- გავიდა, იმედია მალე მოვა... - ლიამ ხელები გაასავსავა.
ყველანი მაგიდას მივუსხედით. ჩემს გვერდით დარჩენილ ცარიელ სკამს გავხედე და უამრავმა ურთიერთსაწინააღმდეგო აზრმა გონება ამირია.
- ლიტა, ძალიან მეცნობი... - ლია გამჭოლი მზერით მათვალიერებდა.
- აქვე ვცხოვრობთ და ალბათ ქუჩაში შევხვდით. - ყურადღებით დავაკვირდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ პირველად ვხედავდი.
- ალბათ. - გამიღიმა და მის ღიმილზე საბა გამახსენდა. ძალიან ჰგავდა დედამისს.

ნახევარი საათიც არ იქნებოდა გასული, როცა კარზე კაკუნი გაისმა, ნიკა მაშინვე ფეხზე წამოდგა და შემოსასვლელში გაუჩნიარდა. მცირე პაუზის შემდეგ ოთახში საბასთან ერთად შემოაბიჯა. სრულიად შავები ემოსა და სახეზე ღიმილი გადაჰფენოდა.
- საღამო მშვიდობისა, ოჯახო!.. - თავი დახარა, მერე კი წელში გაიმართა და ჩემს გვერდით დარჩენილი სიცარიელე შეავსო. მისკენ მივტრიალდი, მაგრამ ალკოჰოლის მძაფრმა სუნმა ცხვირის ნესტოები ამიწვა და ენის წვერზე მოსული სიტყვები აზრებიანად დამეკარგა.
- უკვე იმღერე? - ხელი ჩემი სკამის საზურგეზე გადადო, ინსტიქტურად წინ წავიწიე და უხრხულობისგან სახეზე ალმური მომედო.
- მღერი? - ლია სკამიდან წამოდგა და ორივე მტევანი გულზე მიიბჯინა. - მე ფორტეპიანოს კერძო მასწავლებელი ვარ, მოდი, რამე ერთად შევასრულოთ.
- სიამოვნებით. - ავდექი, მაგრამ აზრზე არ ვიყავი რას ვაკეთებდი. თითქოს სხვის სხეულში ჩავსახლდი და მართვას ჯერ კიდევ ვსწავლობდი. ასე მეგონა, საკუთარ თავს ბოლომდე ვერ ვფლობდი.
- „იები“ იცი? - ინსტრუმენტს მიუჯდა და შავ-თეთრ კლავიშებს თითები გადაუსვა. მხოლოდ თავის დაქნევა მოვახერხე. თვალები დავხუჭე და ტალღების ხმა ნათლად წარმოვიდგინე. კლავიშებმა უნაზესი ნოტები ჰაერში აიტყორცნეს და ისინიც თვალით უხილავ მოლეკულებს შეერივნენ.
- „მესმის იების ჩურჩული, წყნარი...
მას ყვება ჩემი გული, ქნარი,
გეძახი, გამიღე კარი
სანამ მეყვარები...
მომანათე სევდიანი, შენი თვალები.
დრო... მიქრის დრო,
მიქრის ქარი...
მე შენთან ყოფნა მსურს,
გეძახი, გამიღე კარი,
სანამ უყვარხარ გულს, სულს...“

სანამ ყველა ტაშს უკრავდა, საბა წამოდგა და მოგვიახლოვდა.
- ისეთი საყვარლები ხართ, ახლა უნდა ვთქვა. - ხელი წელზე შემომხვია და ისე დავიძაბე, ძარღვებში სისხლმაც კი შეწყვიტა მოძრაობა. - ლიტა და მე ერთმანეთს ვხვდებით, შეყვარებულები ვართ.
- როგორ გამახარე! - ლიამ გაბრწყინებული სახით გადამეხვია, ხოლო როცა ხელები საბასკენ გაიწვდინა, ჰაერშივე გაუშეშდა და უხერხულად ჩამოუშვა.
იგივე გაიმეორა ვანომაც, მაგრამ ის საბასაც გადაეხვია.
- რა გვარის ხარ შვილო? - მკითხა, როგორც კი მაგიდას დავუბრუნდით.
- მელიქიშვილი. - თავაზიანად გავუღიმე.
- ზურა მელიქიშვილი გახსოვს? - საბას ხმამ გამყინა. - ჩვენი უბნელი იყო, იმისი შვილია.
- ჩვენი ზურა? - ვანოს სახე გაებადრა და ხმას ორი ტონით აუწია. - როგორ არ მახსოვს, ერთ სკოლაში ვსწავლობდით. უბანშიც ხშირად ვხედავდი. მერე ბათუმელი ცოლი შეირთო და დასავლეთში გადასახლდა. ლია, გახსოვს ზურა?
- არა. - მოკლედ მოუჭრა ცოლმა და საბაზე გაშეშებული მზერა საკუთარ თეფშზე გადაიტანა. მისმა წაშლილმა სახემ შემაძრწუნა.
- შავგვრემანი ბიჭი იყო, მაღალი...
- არ მახსოვს! - ქმარს წამიერად გახედა და ისევ თავის თეფშს დაუბრუნდა.

ორიოდე საათის შემდეგ, საბა ჩემკენ დაიხარა და თმა ფრთხილად გადამიწია.
- წამო, მოვწიოთ. - პასუხს არ დალოდებია, ხელი ჩამჭიდა, ადგა და მეც თან ამიყოლა. - თქვენის ნებართვით.

თავიდან ვიფიქრე, რომ აივანზე გავიდოდით, თუმცა ღია ტერასაზე აღმოვჩნდით. მოქროლილი ცივი ნიავი ფილტვებამდე ხარბად ჩავუშვი.
- თვალები რატომ დახუჭე? - სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძრო.
- იცი, რატომაც. - წყენის დამალვა არც მიცდია, ამაოდ ცდილობდა სანთებელას ანთებას. შევამჩნიე, რომ ხელები ოდნავ უკანკალებდა. - მომეცი.
ერთი ხელი ალს შემოვაფარე, გადმოიხარა და ღერს მაგრად მოქაჩა.
- არ ვიცი. - სიტყვებს თამბაქოს კვამლი ამოაყოლა, ნაწილაკები სუფთა ჰაერში აიზილა და მალევე გაქრა.
- მეგონა, მამაჩემს არ იცნობდი. - თემა სწრაფად შევცვალე და მის გაქვავებულ გამომეტყველებას დავაკვირდი.
- არ ვიცნობ, ვიცი, რომ აქ ცხოვრობდა, სულ ესაა.
- შემცივდა, ქურთუკს მოვიტან. - ხელები მხრებზე მოვიხვიე და პატარა ოთახის გავლით შემოსასვლელის კარადასთან აღმოვჩნდი. მარტივად ვიპოვე კუთვნილი მოსასხამი და ჩავიცვი.
ტერასაზე ვბრუნდებოდი, როცა საბას ხმამ ადგილზე გამაშეშა.
- რა გინდა? - უსისინა ვიღაცას.
- ის არაფერ შუაშია... - ლიას ხმა ამოვიცანი და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.
- მაგას მე გადავწყვეტ! - უხეშად მიუგდო და ჩემკენ წამოვიდა. მიმალვაც კი ვერ მოვასწარი, წინ ამესვეტა და დაბნეული მზერა ერთმანეთს გავუცვალეთ.
- ჩემთან ერთად წამოხვალ? - უარის თქმა მინდოდა, მაგრამ მის ხმაში გაჟღერებულმა სასოწარკვეთამ წინააღმდეგობის ყველა სურვილი ჩამიხშო.
- მოვდივარ. - მის გამოწვდილ ხელს ჩავეჭიდე.

ჩემს კორპუსამდე მისასვლელი გზა ფეხით დავფარეთ, გზად თათიას შეტყობინება მივწერე და სიტუაცია ავუხსენი.
პირველ სართულზე ვიდექით და ლიფტს ველოდით.
- ხომ იცი, რომ მიყვარხარ? - წყლიანი მზერა გამისწორა.
- ვიცი... - მეტი დამაჯერებლობისთვის თავიც დავუკარი. - მეც მიყვარხარ.
- არასდროს დავივიწყებ. - ძლივსშესამჩნვად გაიღიმა. - არც შენ დაივიწყო, კარგი?
- რა გჭირს? - როგორც იქნა ამოვღერღე კითხვა, რომელიც მთელი საღამოს მანძილზე მაწუხებდა.
- კარგად ვარ. - თვალები მოისრისა, კარი გაიღო და კაბინაში მარტომ შევაბიჯე.
მისკენ მივტრიალდი, ისევ ისე იდგა, გაშეშებული და დაძაბული.
- დამპირდი, რომ არ დაივიწყებ.
- გპირდები!..
გამეცინა, რადგან ჩავთვალე, რომ ალკოჰოლი ალაპარაკებდა.
სრულიად სერიოზულ სახეზე თვალი შევავლე და ღიმილი სახეზე მიმეყინა. ჩვენს შორის დარჩენილი სივრცე ლიფტის კარმა ხმაურით გაკვეთა.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთა

აუუ გული როგორ მომეწურა ბოლო ფრაზაზე ???? ვფიქრობ და ვერ ვხვდები რა აქვს ასწთი დანაშაული ზურას? საბას დედასთანაც პრობლემები აქვს. მიზეზი მაინტერესებს.
როგორ სასიამოვნოდ წერ იცი? ყოველი სიტყვა რაღაცნაირად გავსებს, საოცარი თხრობის უნარი გაქვს. აი შიგნით გულამდე აღწევს. მომწონხარ სასწაულად.
მგონი მომდევნო თავი მეტად ემოციური იქნება, იმედია მალე შეძლებ დადებას. დავიწყებ ხვალიდან ისტერიულად საიტის შემოწმებას :დდდ

 


№2  offline წევრი Melice

სტუმარი ქეთა
აუუ გული როგორ მომეწურა ბოლო ფრაზაზე ???? ვფიქრობ და ვერ ვხვდები რა აქვს ასწთი დანაშაული ზურას? საბას დედასთანაც პრობლემები აქვს. მიზეზი მაინტერესებს.
როგორ სასიამოვნოდ წერ იცი? ყოველი სიტყვა რაღაცნაირად გავსებს, საოცარი თხრობის უნარი გაქვს. აი შიგნით გულამდე აღწევს. მომწონხარ სასწაულად.
მგონი მომდევნო თავი მეტად ემოციური იქნება, იმედია მალე შეძლებ დადებას. დავიწყებ ხვალიდან ისტერიულად საიტის შემოწმებას :დდდ

მადლობა ასეთი შეფასებისთვის ❣️
ყველანაირად შევეცდები ახალი თავი მალე ავტვირთო❤️

 


№3  offline წევრი OKI ME

დავიჯერო, ის აკავშირებთ ზურას და ლიას რასაც მე ვფიქრობ? confused ლიას, 2 წლიანი დაშორება ვანოსთან და ის, კაცი რომელთანაც ცხოვრობდა, ზურა იყო? hushed არ ვიცი, რა ვიფიქრო. ერთი რაც ზუსტად მახსოვს წინა თავებიდან, თუ როგორ ეკითხებოდა საბა, ლიტას, შენი მშობლები თუ დაშორებულანო, დარწმუნებული ხარ რომ არაო და ეგეთი რაღაცეები. stuck_out_tongue პლიუს, პირველ თავში, მახსოვს რა დაემართა საბას, როდესაც ლიტას კორპუსთან მივიდა და მის სართულზე ასულის რეაქციას მახსოვს. confused confused

ვაჰ, ეს საბას დასევდიანება და უცნაური კითხვებიც, თითქოს უფრო და უფრო მარწმუნებს მაგ აზრში. ვნახოთ, ერთი რას მიმზადებ, შემდეგ თავში. smile როგორ გამიხეთქავ გულს, საინტერესოა laughing

ისე დიდი იმედი მაქვს, ლიტა თავის გონიერებას მოუხმობს, სიყვარული არ დაუხშობს გონებას და ცივი გონებით გაისაზრებს ყველაფერს, რაც არ უნდა მოხდეს. ჰოდა, კიდევ, იმედი მაქვს, გაიხსენებს რომ საბას მართლა უყვარს. worried ლიას სიტყვებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სულ სხვა რამ ქონდა საბას ჩაფიქრებული, ლიტას მიმართ და ამასობაში შემოუყვარდა კიდეც stuck_out_tongue_closed_eyes

აი, შენ კი საოცრად წერ. ყველაფერს ძალიან ლამაზად, კარგად, დეტალურად, სწორად და ზომიერად აღწერ. heart_eyes heart_eyes

უუჰ, ნამდვილად მოუთმენლად ველი ახალ თავს. heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№4  offline წევრი Melice

Megioki
დავიჯერო, ის აკავშირებთ ზურას და ლიას რასაც მე ვფიქრობ? confused ლიას, 2 წლიანი დაშორება ვანოსთან და ის, კაცი რომელთანაც ცხოვრობდა, ზურა იყო? hushed არ ვიცი, რა ვიფიქრო. ერთი რაც ზუსტად მახსოვს წინა თავებიდან, თუ როგორ ეკითხებოდა საბა, ლიტას, შენი მშობლები თუ დაშორებულანო, დარწმუნებული ხარ რომ არაო და ეგეთი რაღაცეები. stuck_out_tongue პლიუს, პირველ თავში, მახსოვს რა დაემართა საბას, როდესაც ლიტას კორპუსთან მივიდა და მის სართულზე ასულის რეაქციას მახსოვს. confused confused

ვაჰ, ეს საბას დასევდიანება და უცნაური კითხვებიც, თითქოს უფრო და უფრო მარწმუნებს მაგ აზრში. ვნახოთ, ერთი რას მიმზადებ, შემდეგ თავში. smile როგორ გამიხეთქავ გულს, საინტერესოა laughing

ისე დიდი იმედი მაქვს, ლიტა თავის გონიერებას მოუხმობს, სიყვარული არ დაუხშობს გონებას და ცივი გონებით გაისაზრებს ყველაფერს, რაც არ უნდა მოხდეს. ჰოდა, კიდევ, იმედი მაქვს, გაიხსენებს რომ საბას მართლა უყვარს. worried ლიას სიტყვებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სულ სხვა რამ ქონდა საბას ჩაფიქრებული, ლიტას მიმართ და ამასობაში შემოუყვარდა კიდეც stuck_out_tongue_closed_eyes

აი, შენ კი საოცრად წერ. ყველაფერს ძალიან ლამაზად, კარგად, დეტალურად, სწორად და ზომიერად აღწერ. heart_eyes heart_eyes

უუჰ, ნამდვილად მოუთმენლად ველი ახალ თავს. heart_eyes heart_eyes heart_eyes

როგორ მიყვარს შენი მსუყე კომენტარები ❤️
ყველაფერი თანდათან გაცხადდება ))
გმადლობ შეფასებისთვის ❣️

 


№5 სტუმარი Qeti qimucadze

vaime sadacaaa guli gamiskdebaa. rasac velodi daicyooo. aurzauriiiii. zalian lamazi xar da ceritac lamazad cer. ase eom moutmenlad veli gagrzelebqs. imedai lia da zura sayvarlebi ar iyvnen. es marto sabam icis. mama ara rogorc chanss. auuuuu

 


№6  offline წევრი Melice

Qeti qimucadze
vaime sadacaaa guli gamiskdebaa. rasac velodi daicyooo. aurzauriiiii. zalian lamazi xar da ceritac lamazad cer. ase eom moutmenlad veli gagrzelebqs. imedai lia da zura sayvarlebi ar iyvnen. es marto sabam icis. mama ara rogorc chanss. auuuuu

უღრმესი მადლობა ❤️❤️
ძალიან მეძვირფასება შენი კომენტარები ❣️❣️

 


№7  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ჯანდაბააააა, ჯანდაბა ჯანდაბააააა.......
ოხხხ.
ზუსტად ისაა რასაც ვფიქრობდი.
ზუსტად ისაა რისიც მეშინოდა და არ მინდოდა.
პორველი თავიდანვე ამას ვფიქრობდი, ოფფფფფ ვიტირებ ახლა :'(

ანუ ვეღარაფერი გამოვა არა?

ლიტა არ ვიცი ამას როგორ აპატიებს.

წინა თავის სიზმარიც მართალი აღმოჩნდა, ჯანდაბაააააა...

"რა გვარის ხარ შვილო? - მკითხა, როგორც კი მაგიდას დავუბრუნდით.
- მელიქიშვილი. - თავაზიანად გავუღიმე.
- ზურა მელიქიშვილი გახსოვს? - საბას ხმამ გამყინა. - ჩვენი უბნელი იყო, იმისი შვილია."

ხელ ფეხი გამიშეშდა ამ მომენტზე :(

და ბოლოს ლამის მოვკვდი :'(

ღმერთოოოო რა, ძაან მეტირება ახლა უფფფ :(

მალე დადე რა შემდეგი.
ისეთი 'გაყინული' ვარ ახლა ვერაფერს ვწერ სხვას :(

 


№8  offline წევრი Melice

ანი ანი
ჯანდაბააააა, ჯანდაბა ჯანდაბააააა.......
ოხხხ.
ზუსტად ისაა რასაც ვფიქრობდი.
ზუსტად ისაა რისიც მეშინოდა და არ მინდოდა.
პორველი თავიდანვე ამას ვფიქრობდი, ოფფფფფ ვიტირებ ახლა :'(

ანუ ვეღარაფერი გამოვა არა?

ლიტა არ ვიცი ამას როგორ აპატიებს.

წინა თავის სიზმარიც მართალი აღმოჩნდა, ჯანდაბაააააა...

"რა გვარის ხარ შვილო? - მკითხა, როგორც კი მაგიდას დავუბრუნდით.
- მელიქიშვილი. - თავაზიანად გავუღიმე.
- ზურა მელიქიშვილი გახსოვს? - საბას ხმამ გამყინა. - ჩვენი უბნელი იყო, იმისი შვილია."

ხელ ფეხი გამიშეშდა ამ მომენტზე :(

და ბოლოს ლამის მოვკვდი :'(

ღმერთოოოო რა, ძაან მეტირება ახლა უფფფ :(

მალე დადე რა შემდეგი.
ისეთი 'გაყინული' ვარ ახლა ვერაფერს ვწერ სხვას :(

ხვალ დავდებ ახალ თავს ❣️
ვეცდები დიდი გამოვიდეს და ბეევრი რამ ჩაიტიოს❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი nancho

როგორი მტკივნეული იქნება ლიტასთვის ეს გაურკვევლობა.ვნახოთ რას იზავს საბა,.ისე კარგად წერ,გემრიელად,

 


№10  offline წევრი Melice

სტუმარი nancho
როგორი მტკივნეული იქნება ლიტასთვის ეს გაურკვევლობა.ვნახოთ რას იზავს საბა,.ისე კარგად წერ,გემრიელად,

გმადლობ ❤️
ლიტა ძლიერი გოგოა ❣️

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

დიდი ნიჭია წერო ისე რომ ერთი სიტყვაც არ იყოს ზედმეტი , ყველას საკუთარი მიზანი ჰქონდეს და კრავდეს ჯაჭვს , მოჰქონდეს ემოცია , გხდიდეს ამბის ნაწილს
უბრალოდ და ბრალიანად სიტყვები არ მყოფნის . იმედია დასასრულამდე გადმოგცემ როგორმე ჩემს ემოციებს
მიხარია რომ აღმოგაჩინე

 


№12  offline წევრი Melice

sameone crazy girl
დიდი ნიჭია წერო ისე რომ ერთი სიტყვაც არ იყოს ზედმეტი , ყველას საკუთარი მიზანი ჰქონდეს და კრავდეს ჯაჭვს , მოჰქონდეს ემოცია , გხდიდეს ამბის ნაწილს
უბრალოდ და ბრალიანად სიტყვები არ მყოფნის . იმედია დასასრულამდე გადმოგცემ როგორმე ჩემს ემოციებს
მიხარია რომ აღმოგაჩინე

უღმესი მადლობა ❤️
ნეტაც იცოდე რამდენს ნიშნავს ეს სიტყვები ჩემთვის ❣️❤️

 


№13 სტუმარი ანუ

დღეს ველოდო ახალ თავს თუ არა? ^-^

 


№14  offline წევრი Melice

ანუ
დღეს ველოდო ახალ თავს თუ არა? ^-^

წერის პროცესში ვარ.
დღეს ავტვირთავ, მაგრამ როდის დაადასტურებენ არ ვიცი ❣️

 


№15  offline აქტიური მკითხველი grafo

Melice
ანუ
დღეს ველოდო ახალ თავს თუ არა? ^-^

წერის პროცესში ვარ.
დღეს ავტვირთავ, მაგრამ როდის დაადასტურებენ არ ვიცი ❣️


როდის დაადასტურებენ არ ვიციო რომ გიწერია, მეთქი ქულებს ვაჩუქებ რომ მოდერობა იყიდო, მაგრამ გქონია საკმარისი.
ამიტომ იყიდე და მერე 24საათში ერთხელ შენ თვითინ შეგიძლია შენი სიახლე დადო ლოდინის გარეშე!

 


№16  offline წევრი Melice

grafo
Melice
ანუ
დღეს ველოდო ახალ თავს თუ არა? ^-^

წერის პროცესში ვარ.
დღეს ავტვირთავ, მაგრამ როდის დაადასტურებენ არ ვიცი ❣️


როდის დაადასტურებენ არ ვიციო რომ გიწერია, მეთქი ქულებს ვაჩუქებ რომ მოდერობა იყიდო, მაგრამ გქონია საკმარისი.
ამიტომ იყიდე და მერე 24საათში ერთხელ შენ თვითინ შეგიძლია შენი სიახლე დადო ლოდინის გარეშე!

ამ ეტაპზე შეჩერებულია მოდერობის ყიდვის შესაძლებლობაო, ასეთი პასუხი მივიღე ((
როგორც კი აღდგება, მაშინვე ვიყიდი❣️

 


№17  offline წევრი Daldoni Daldoni

ოჰოოო აი მიზეზიც თუმცა საკმაოდ მტკივნეული მიზეზი იქნება რაც დადის წარსულ ცხოვრებას უკავშირდება, საკმაოდ რთულჲ იქნება და საინტერესოა რამდენად მოახერხებს საბას გრძნობა გაუმკლავდეს ამ წინააღმდეგობას, და იმედია მხოლიდ შურისძიება არ ამოძრავებს. დააა მაინც იმედს ვიტოცებ რომ ჩემი ვარაუდი მცდარი იქნება...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent