შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თანახმა ხარ?(1)


17-02-2021, 13:27
ავტორი sati
ნანახია 2 847

სიყვარულის ერთი და კონკრეტული განსაზღვრება არ არსებობს, რადგან მას ყველა სხვანაირად აღიქვამს. სიყვარული უნივერსალური არ არის, მისი გაგება ბევრს არ შეუძლია. ერთია ფიქრობდე რომ გიყვარს და მეორე, როდესაც თავს არწმუნებ რომ არაფერს გრძნობ მის მიმართ მაგრამ თავდავიწყებით იყო მასზე შეყვარებული. ყველა ადამიანს არ აქვს უნარი უყვარდეს. ზოგისთვის ეს გრძნობა ხსნაა, ზოგისთვის კი სასჯელი. სიყვარულს ყველანაირი სენის განკურნება შეუძლია. სიყვარული ერთია, მაგრამ მისი იმიტაცია - ათასი.
უბრალოდ არ არის ნათქვამი რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი, თუმცა არან ადამიანები, რომლებიც, რამდენადაც განათლებულნი და ინტელექტუალები არ უნდა იყვნენ, მაინც ვერ ხვდებიან. ძალიან ადვილია აგერიოს სიყვარული უბრალო მიჯაჭვულობაში ადამიანის მიმართ, ან თუნდაც მიჩვევაში. და პირიქით.
ადას იდეალური ცხოვრება აქვს, მეოთხე კურსზე სწავლობს უცხოეთში, უზრუნველი ბავშვობა, მზრუნველი მშობლები, ფული არასდროს არ აკლდა. ახლაც თბილისის ერთ-ერთ ყველაზე წარჩინებული ოჯახის შვილს მიყვებოდა ცოლად-დიმიტრი აბელაშვილს. მოკლედ რომ დაგიხასიათოთ, ადა ნამდვილად არ არის ფულზე შეყვარებული ადამიანი, არც გარეგნობაზე არ ხამდება, არც უთაყვანისმცემლობას უჩივის, ვერც იტყვით რომ მიეჩვია საქმროს და იმიტომ მიყვება, რადგან წლებია უცხოეთში სწავლობს. თუმცა ელიტის გარეთ, მაგრამ მაინც უკვირდა ხალხს, ადასნაირ კეთილს, თავმდაბალ და სიცოცხლით აღსავსე ადამიანს რა უნდოდა დიმიტრისნაირ ადამიანთან. რაც შეეხება ელიტას, მათთვის ადა და დიმიტრი ისე შეეფერებოდნენ ერთმანეთს, როგორც ელიზაბეთ ბენეტი და დარსი. მაგრამ ვერც ერთს მიამგვანებდით ელიზაბეტს და დარსის თუნდაც ხასიათით. თუმცა სიმართლე მხოლოდ ადას და დიმიტრის ცხოვრებაში უფრო ღრმად არის დამარხული.
4 წელი ერთად ყოფნის შემდეგ დიმიტრიმ ვეღარ მოითმინა და გადაწყვიტა ადა ცოლად მოეყვანა. ნიშნობის წვეულაბზე უამრავი ადამიანი დაპატიჟეს. ადა მართლაც ცამდე ბედნიერი იყო, უზარმაზარ დარბაზში მეგობრებთან ერთად იდგა და მომავალ გეგმებს აწყობდა.
-შენ ხომ მუშაობა გინდოდა , ბავშვი რომ მალე შეგეძინოთ?
-ნინი მოეშვი, რა დროს ბავშვზე ფიქრია ჯერ დაინიშნენ მარტო.
-ხო , მაგრამ ქორწილიც ხომ მალე ექნებათ, მალე რომ დაფეხმძიმდეს კარიერას ვერ აიწყობს, მაგრამ მესმის დიმასნაირ ადამიანს ვერც მევ ეტყოდი უარს-ნინი და ირმა გაუთავებლივ საუბრობდნენ დიმას იდეალურობაზე. მათთვის ის მამაკაცის იდეალი იყო. ადასაც უყვარდა საქმროს რომ უქებდნენ, რწმუნდებოდა საკუთარი არჩევნის სისწორეში. აი ისიც, მაღალი, ტანადი, სიმპატიური, განათლებული და მზრუნველი, მისკენ მოდიოდა.
-ორი წუთით მოგპარავთ ჩემ საცოლეს თუ შეიძლება-დიმტრიმ ხელი ნაზად მოკიდა და ოდნავ მოშორებით გაიყვანა.
-საცოლე, რა კარგად ჟღერს არა?
-რა თქმა უნდა. ცოლი კიდე უკეთესად-დიმიტრიმ ხელი შემოხვია და უცბად, მოწყვეტით აკოცა.
-ხალხი გვიყურებს.
-და რა? ხო იციან რო უკვე საცოლე ხარ. მოკლედ, ეხლა ესე ერთ საათში დაიწყებენ დაშლას, იქამდე იმედი მაქ მამაჩემიც დაბრუნდება სამსახურიდან, მაგრამ მეც უნდა გავიქცე დავეხმარო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, ხომ არ მიწყენ?
-დიმიტრი, ჩვენი ნიშნობის დღეა. აქ მარტო როგორ უნდა დამტოვო?
-ვერავინ შეამჩნევს ზუსტად 20წუთში უკან ვიქნები.
-იცი, იცი რომ შეამჩნევენ.
-ყველას მინიმუმ ნახევარი საათი ველაპარაკე, როგორც წესია. იმდენად მოვაწყინე თავი წეღან ნაკაშიძეების უფროსს რო მგონი ყველაზე ადრემ დატოვა წვეულება. სულ 20 წუთი მინდა, გპირდები. არ მოიწყინო-პასუხს არც დაელოდა, ისევ მოწყვეტით, ჩქარა აკოცა და წავიდა. წვეულება მის გარეშე მართლაც ძალიან მოსაწყენად მოეჩვენა ადას. თავი მარტოსულად იგრძნო, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ცოტახანში ოთახში ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა, რომელსაც ადა საერთოდ ვერ ცნობდა. არადა დაცვა უცხოს არავის შემოუშვებდა.
-უკაცრავად, დარბაზი ხომ არ შეგეშალათ?-ადა ღიმილით და თავაზიანად შეეგება უცნობს.
-აქ დიმიტრი აბელაშვილის ნიშნობა არ არის?-მორცხვად იკითხა და თან ადას თვალს არიდებდა.
-კი, თქვენ მისი მეგობარი ხართ?
-არა, ძმა. მოსალოცად მოვედი. ხომ ვერ მეტყვით სად არის და მალე გაგეცლებით.
-ძმა? დიმიტრის ძმა არ ჰყავს. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არ უხსენებია.
-თქვენ ადა? ბოდიშს გიხდით ფოტოებით კი გიცნობდით შორიდან, მაგრამ ვერ გიცანით. გილოცავთ-მამაკაცმა ადას ხელი თვის ხელში მოითავსა და ნაზად აკოცა-ჩემი ძმა სად არის?
-ის.. სამსახურშია. რა გქვიათ?
-დაჩი.
-კარგით, დავურეკავ დიმიტრის და...
-არა , არ დაურეკოთ. თუ შეხვედრაზეა არ ესიამოვნება. აქვე დაველოდები. თქვენის ნებართვით.
-როგორც ინებებთ.. მობრძანდით , ღვინოს ხომ არ ინებებთ?
-არა, მადლობა.
ადა დაიბნა. როგორ შეიძლებოდა ადამიანს 4 წელი არ ეთქვა არაფერი ძმის შესახებ, მითუმეტეს საცოლესათვის. იქნებ სულაც არ იყო დაჩი მისი ძმა და ცრუოდა? ადას გაურკვევლობისგან თავი ატკივდა, სირცხვილისგან ლოყები გაუწითლდა, საკუთარი საქმროს ძმას არ იცნობდა და ლამის დაცვას გააგდებინა დარბაზიდან. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა რომ ხალხი ეკითხებოდა დიმიტრის ადგილსამყოფელს და მისი წასვლიდან 5 წუთში ადასთვის საღამო სრულიად უსიამოვნო მოვლენად იქცა. დაჩიც იქვე ახლოს იდგა, როგორც ჩანს არავის არ იცნობდა და უხერხულად იყურებოდა ფანჯრიდან, ეტყობოდა რომ ერთი სული ჰქონდა წასულიყო. ადას არ უნდოდა სტუმარს თავი ცუდად ეგრძნო და მასთან მივიდა, თუმცა ჯერ არც იცოდა რაზე დაიწყებდა საუბარს.
-ხომ არ მოიწყინეთ?
-მე? არა. მაგრამ თქვენ?
-არა, რატომ.. რატომ უნდა მომეწყინა-ადამ ნაძალადევად გაიღიმა.
-ხო, ისე გკითხეთ.
-აქ ცხოვრობთ თუ საზღვარგარეთ?-ცდილობდა მაქსიმალურად აერიდებინა თავი პირადი კითხვებისთვის, მაგრამ ხელსახოცებზე და ამინდზე ლაპარაკი ნაღდად არ სურდა. ცნობისმოყვარეობას ძლივს იკავებდა.
-თბილისში. ზოგჯერ უცხოეთშიც დედასთან.
-იტალიაში?
-კი.
-ძალიან მიყვარს იტალია, ულამაზესი ქვეყანაა, რა თქმა უნდა ბევრჯერ არ ვყოფილვარ, მაგრამ დიმიტრი სულ მპირდება რომ წამიყვანს.
-ეჭვიც არ მეპარება.
ამასობაში დიმიტრიც მოვიდა და დაჩის დანახვაზე პირდაპირ ადასკენ წამოვიდა.
-დაჩი-სახეზე ნამდვილად უსიამოვნო გამომეტყველება ჰქონდა, ხელი ძალით ჩამოართვა და უცბად აათვალიერ-ჩაათვალიერა-როგორ გამოწყობილხარ.
-ძმამ ცოლი მოიყვანა, როგორ გამოვტოვებდი. გილოცავ.
-მადლობა.
-დედაც გილოცავს. გადმოგცა.
-მადლობა გადაეცი ჩემგან. ადა , წამოდი მამაო მოვიდა.
-კარგი, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა-დიმიტრიმ ხელი ჩაავლო მკლავში და ძმას მალევე მოაცილა.
***
ნიშნობის შემდეგ დიმიტრიმ ადა სახლში წაიყვანა. მთელი გზა მანქანაში უხერხული სიჩუმე იდგა, ადა ფიქრობდა უნდა ეკითხა რამე ძმის შესახებ თუ არა. ამავდროულად კი გაღიზიანებული იყო, რომ საქმრომ მსგავს მდგომარეობაში ჩააყენა ამ საღამოს. დიმიტრიმ სახლში აიყვნან, ხვდებოდა რომ გაბრაზებული იყო, თუმცა არ უნდოდა მასთან კონფლიქტში შესვლა და ის იყო უნდა დაეტოვებინა, რომ ადამ ვეღარ მოითმინა.
-ძმის შესახებ რატომ არაფერი არ გითქვამს?-ისე კითხა, თვალები იატაკისთვის არ მოუშორებია. თითქოს არ უნდოდა მასაც კამათი, მაგრამ უხმოდაც ვერ ისვენებდა.
-არ ვიცი, ალბათ გიხსენე ადრე და შენ არ გახსოვს.
-არა, არასოდეს არ გიხსენებია.
-მაშინ კარგია რომ დღეს გაიცანი არა?-დიმიტრიმ გაუღიმა.
-ხო.
-ღამე მშვიდობის.
-მიდიხარ?
-გვიანია. შენ მშობლებსაც არ ესიამოვნებათ გვიანობამდე რო ვიყო.
-არა, მაგიტომ არ გეკითხები. მეტს არაფერს მეტყვი?
-ადა, საყვარელო, ვიცი რომარ გესიამოვნა სამსახურში რომ წავედი, მაგრამ ისიც ვიცი რომ ძალიან გამგებიანი ხარ. ჩემი სამსახური დიდ იპასუხისმგებლობაა, აი ნახავ მალე დამაწინაურებენ და აღარ მომიწევს ამდენი მუშაობა. არ ინერვიულო-ადა რა თქმა უნდა მართლა გამგე ადამიანი იყო, არ უყვარდა დიმიტრის გაღიზიანება, მაგრამ ვერაფრით ვერ მიმხვდარიყო ძმას რატო მალავდა ან მამამისისგან როგორ არასდროს სმენია დაჩის შესახებ. თუმცა ამის გამო ნაღდად არ აპირებდა მათ შორის ურთიერთობის გაფუჭებას, ამიტომ გადაწყვიტა ნელ-ნელა გაეგო ეს ყველაფერი, ისე რომ დიმიტრი ვერაფერს მიმხვდარიყო.
***
მეორე დღეს ადას და დიმიტრის მშობლებთან ერთად ჰქონდათ სადილი, ქორწილისთვის მზადება უნდა დაეწყოთ. ეს ყველაფერი კი დიმიტრის სახლში უნდა მომხდარიყო, რადგან მხოლოდ იქ თუ დაიჭერდით ვაჟა აბელაშვილს ისიც 15 წუთით. ვაჟა ცოლს გაშორებული, 50 წლის ჯერ კიდევ ენერგიული ორი შვილის მამა გახლდათ, რომელსაც მეორე ცოლი, ბიჭების დედინაცვალი, 30 წლის თათა ჰყავდა ცოლად მოყვანილი. სადილზე ისიც უნდა ყოფილიყო. ადა მშობლებთან ერთად გამოწყობილი 3 საათისთვის უკვე დიმიტრის სახლში იყო. ადას მშობლებზეც ორი სიტყვით მოგახსენებთ. ალბათ დიმიტრიზე და ადაზე მეტად, ისინი თუ შეეფერებოდნენ საზოგადოების აზრით ერთმანეთს. ადას დედა შეძლებული ოჯახიდან არ ყოფილა, არც თბილისის ელიტის წევრი არ გახლდათ, მაგრამ დავითს ეს საერთოდ არ ადარდებდა. ყოველთვის ამბობდა, რომ მთელ ქონებასაც კი დათმობდა, ოღონდ ეკატერინე მუდამ მის გვერდით ყოფილიყო(როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ამას როდესაც იძახდა ხალხი მას გიჟად თვლიდა, ერთი უბრალოდ ქალისთვის მილიონები როგორ უნდა დაეთმო).
-მე ვფიქრობ სადღაც 200 კაცი საკმარისი უნდა იყოს, ქვეყანაში ეპიდემიაა და უნდა მოვერიდოთ დიდ ქორწილს, თან ადას წასვლამდე უნდა მოვაგვაროთ. რაც შეეხება ბიუჯეტს მგონი ლიმიტი არც ერთს არ გვაქვს დაწესებული , არა ჩემო დავით?-ფაქტობრივად ყველაფერს ვაჟა და დავითი წყვეტდნენ,რ ადგან ხარჯებს ისინი იხდიდნენ, თუმცა შვილებსაც ბევრ რამეს ეკითხებოდნენ.
-თარიღი მოიფიქრეთ?-დავითმა ადას გახედა.
-ვიფიქრეთ და 2 კვირაში გადავწყვიტეთ.
-200 კაცი ბევრი ხომ არ არის?-ადამ ძლივს ამოიღო ხმა-ვფიქრობდი, პატარა ქორწილი ყოფილიყო, მითუმეტეს ვირუსია ქვეყანაში. დედას გულის პრობლემები აქვს, რამე რომ გადაედოს თან არ მინდა დიდი პომპეზურ..
ამ დროს ვაჟა და დავითს ღიმილს ძლივს იკავებდნენ.
-ადა, 200 კაცი იმის მეოთხედიც არ არის, რაც უნდა ყოფილიყო თქვენს ქორწილში. ბოლო ბოლო ერთადერთი შვილი მყავს და მინდა ნორმალური ქორწილი ჰქონდეთ, თნ ამ პირობებში. რაც შეეხება ვირუსს, ტესტებს გავუკეთებთ ყველას ვინც მოვა, თუნდაც წინა დღით. ამიტომ ქალბატონო ეკატერინე, არაფერზე არ იდარდოთ.
-ადა, კაბა უკვე აარჩიე? შემიძლია დაგეხმარო რამე მოდურის არჩევაში, ჩემი დაქალი გათხოვდა 1 კვირის წინ და აი უმაგრესი კაბა ჰქონდა-თათამ ძლივს ამოყო თავი ტელეფონიდან და ჩაერთო საუბარში.
-არა, ჯერ არ ამირჩევია, მაგრამ მადლობა. ბატონო ვაჟა...
-ახლა მხოლოდ ვაჟა ან მამა, ადა.
-დიახ, ერთადერთი შვილი .. მყავს თქვით, მაგრამ გუშინ დიმიტრის ძმა გავიცანი, დაჩი. ის არ იქნება ქორწილში?
-მაგას განვიხილავთ შემდეგზე, როდესაც სტუმრების სიის შედგენას დავიწყებთ ,ყველაფერს თავისი დრო აქვს, ჩემო ადა. აბა თუ თარიღზე შევთანხმდით და რაოდენობაზეც სტუმრების, დანარჩენს ალბათ მიხედავენ ბავშვები უკვე.
-მეც ესე ვფიქრობ ვაჟა, 100-100 კაცი ალბათ ხო?
-კი, დავით. აბა, შეხვედრამდე-ვაჟა დაემშვიდობა ყველას და წავიდა, მალე ადას მშობლებმაც დატოვეს მათი სახლი. დარჩნენ დიმიტრი, თათა და ადა.
-ბავშვებო რამე გემრიელს ხო არ შეჭამთ? გაგიკეთებდით ნამცხვარს.
-არა, თათა მადლობა-ადას რატომღაც აღიზიანებდა თათა, თუმცა მიზეზს ვერ ხვდებოდა. ალბათ იმიტომ რომ მასზე გაუნათლებელი ,ცარიელი ადამიანის შტაბეჭდილებას ტოვებდა. ყოველ შემთხვევაში სულ ცდილობდა თავაზიანად მოქცეულიყო მის გარემოცვაში. ახლა ყველაზე მეტად რაც ადარდებდა იყო ის ფაქტი, რომ ვაჟა საკუთარ ვაჟს რაღაც მიზეზის გამო მალავდა. ადა თავს კიცხავდა ცნობისმოყვარეობის გამო, მაგრამ მაინც ვერ იქარვებდა ამ გრძნობას.
-რამე არასწორად ვთქვი? მამაშენი ხო არ გაბრაზდა ჩემზე?
-არა, ადა. რა უნდა გეთქვა არასწორად, ქორწილს ვგეგმავთ. უბრალოდ ხო იცი სულ ეჩქარება და სამსახურში ერთი სული ჰქონდა როდის დაბრუნდებოდა.
-არა , მაგას არ ვგულისხმობ, შენი ძმა რომ ვახსენე.
-არა, უბრალოდ ეჩქარებოდა. წამოდი, სახლში გაგიყვან.
-მოიცა, ქორწილს ვინ დაგეგმავს?
-ხვალ დავიწყოთ , მაგრამ ჯერ შეხვედრა მაქვს თათა და დედაშენი დაიხმარე და მერე მოვალ აუცილებლად.
-დიმიტრი-ადამ საყვედურით გახედა-ქორწილიც მარტომ უნდა დავგეგმო?
-არა, ხომ გეუბნები, გპირდები აუცილებლად მოვალ და აი ნახავ თაფლობის თვეზე საერთოდ ისე შორს წავალთ...
-თაფლობის თვეზე მე უნივერსიტეტი მეწყება.
-მაშინ, როდესაც უნივერსიტეტს დაამთავრებ?
-იქნებ ვჩქარობთ? იქნებ დაგვეცადა ეს ერთი წელიც, დავასრულებ და მერე ყოფილიყო ყყველაფერი.
-ადა, არ მინდა, მინდა რომ ჩემი ცოლი გერქვას, 3 წელი საკმარისად ვიცადეთ, ეჭვები გაქ?
-არა, არა. ისე ვთქვი. ანუ მპირდები რომ ხვალ იქნები.
-აბა როგორ დიმიტრიმ მისკენ მიიზიდა, აკოცა, შემდეგ ხელი მოკიდა და გარეთ გაიყვანა.
***
-მოსაწვევების დიზაინის შერჩევით ხომ არ დაგვეწყო? ავარჩიე გუშინ რამოდენიმე, მე და ვაჟას ხომ არ გვქონია დიდი ქროწილი, და რაღაცნაირად მინდა ...-თათა დაუმთავრებლად საუბრობდა და ეს ქორწილი თითქოს მას უფრო უხაროდა ვიდრე ადას. ეკატერინეც არ იყო დიდად ენთუზიაზმით აღსავსე, მაგრამ მას არავინ ეკითხებოდა აზრს. ის უმეტეს შემთხვევაში ჩუმად იჯდა,სანამ რამეს არ ეკითხებოდნენ. ადას უყურებდა და ცდილობდა გაეგო მასაც აწუხებდა ეჭვები თუ არა.
-დედა, რას ფიქრობ?-ეკატერინე ფიქრებში გართული იყო და ვერც მიხვდა რას ეკითხებოდა ადა.
-რაზე?
-მოსაწვევებზე, რომელი მოგწონს?
-შენ რომელი მოგწონს?
-არ ვიცი, მაგიტომ გეკითხები.
-ადა, შენი ქორწილია, კარგად დააკვირდი, რომელიც გინდა ის აირჩიე.
-ყველა ძაან ძვირი.. და რაღაცნაირია.
-აბა იაფიანი და უხარისხო ხომ არ გვექნება მილიონერის ქორწილია ბოლო-ბოლო. არა, ადა ასე არ გამოვა. ხალხმა უნდა დაინახოს რომ არაფერს არ ვინანებთ თქვენთვის. ასე სად გაგონილა, არაუშავს ეკატერინე ახალგაზრდაა, აი გაერევა საზოგადოებაში და ყველაფერს მიხვდება-ეკატერინესაც აღიზიანებდა თათა, ცოტაც და ალბათ დედა-შვილი თმაში წვდებოდა.
-გამარჯობა, ბოდიშს გიხდით რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ ოფისში ვიყავი უკვე და მითხრეს რომ იქ ვაჟა არ არის-ადამ უკან გაიხედა და დაჩი დაინახა,უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა ტანში, თითქოს დაჩის მაგივრად სულს ხედავდა-სახლშია?
***



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

ცოტა უცნაურად დაიწყო, მაგრამ განსხვავებულია ჯერ მომწოოონს. მალე დადე რა შემდეგი

 


№2  offline წევრი Mariam Khutsishvili

მომწოონს, ყველასგან განსხვავებული დასაწყისი აქვს

 


№3  offline წევრი sati

Mariam Khutsishvili
მომწოონს, ყველასგან განსხვავებული დასაწყისი აქვს

დიდი მადლობააა heart_eyes heart_eyes

სტუმარი ნანა
ცოტა უცნაურად დაიწყო, მაგრამ განსხვავებულია ჯერ მომწოოონს. მალე დადე რა შემდეგი

ვეცდებიი heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent