შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შენ?! (X)


17-02-2021, 18:22
ავტორი ირი ...
ნანახია 1 116

X
როგორც იქნა, ავიყვანე თავი ხელში, რაც მომხვდა ის ჩავიცვი და პირველ სართულზე ჩავირბინე. ბიჭები ამჯერად სრულიად სერიოზული სახეებით შესცქეროდნენ გიორგის, ნატამალიც აღარ იყო იმ ხუმარა მოუსვენარი ბიჭებისგან დარჩენილი.
-ხელს ხომ არ შეგიშლით? -მივმართე მე.
-ირა, მოდი დაჯექი. -გამიღიმა გიგიმ და სავარძელი გამითავისუფლა ბუხრის წინ.
-იჯექი კაცო, სხვაგან დავჯდები. -ვუთხარი მე, თუმცა გიგი არ შეჩერებულა, რომას გვერდით გადაჯდა. მე ხმა აღარ ამომიღია, ბუხრის წინ მოვთავსთი და რაღა თქმა უნდა, ჩემს წინ ასვეტილ ბუჩის თავზე ხელი გადავუსვი. უკვე საღამო იყო , საკმაოდ გრილოდა და უზომოდ მესიამოვნა ცეცლისან წამოსული სითბო.
-როგორ მოვიქცეთ? როგორც გურამმა გაარკვია, მაგასთან ჩვენ კი არა, პარლამენტარები ვერ გახდებიან ვერაფერს. -წარმოთქვა რომამ და მგონი ამ პერიოდის განმავლობაში პირველად ვნახე დასერიოზულებული.
-აბა რას მთავაზობ, მივიდე, ბოდიში მოვუხადო? მაგით გამოდის, რომ ვაღიარებ, თითქოს მეშინია, ან მითუმეტეს მართალი იყო ირინასთან მიმართებაში.-გაღიზიანდა გიორგი.
-ჰო , მაგრამ, რის გაკეთებას აპირებ, მაგასთან ჩვენ ჩვენსას ვერ გავიტანთ ძმაო, შანსი არაა.-ჩაერთო გიგიც. ბიჭებს დაძაბული სახეები ჰქონდათ და გული დამიმძიმდა, რომ ისინიც ხიფათში ჩავყარე. ოთხივე ჩაფიქრებული ვისხედით და ხმას არც ერთი ვიღებდით. ბუჩიც კი გატრუნული იჯდა ჩემს ფეხებთან და თავი ჩემს კალთაში ედო. სიჩუმე კარის ხმამ დაარღვია, ვიფიქრე, გურამი მოვიდათქო და პირველი წამოვდექი კარის გასაღებად, მაგრამ სახტად დავრჩი, როცა იქ გურამის ნაცვლად ჩემი ძმა დამხვდა აწოლილი.
-დათოო?- წამოვიძახე შოკირებულმა. ხმა არ ამოუღია, მოვიდა, შუბლზე მაკოცა და ისე შეაბიჯა სახლში, თითქოს ყოველდღე იქ დადიოდა.
-სად არიან ბიჭები?-მკითხა სერიოზული სახით. მე დაბნეულობისგან ხმა ვერ ამოვიღე. ჩუმად წავედი მისაღებისკენ და დათოც უკან გამომყვა.
-გამარჯობა.-თქვა ოთახში შესვლისთანავე. გიორგი გაჭირვებით წამოდგა ფეხზე და დათოსთან მივიდა.
-გამარჯობა, დათო ხომ?-ჰკითხა მან და ხელი ჩამოართვა. რამდენიმე წამიანი გაცნობების შემდეგ, მე, გიორგიმ და ბიჭებმა დეტალურად მოვუყევით მომხდარის შესახებ. დათო ხმას არ იღებდა, იჯდა წარბშეჭმუხნული და ყურადღებით გვისმენდა. როცა თხრობა დავასრულეთ, ბიჭებმა რაღაც საკითხზე განაგძეს კამათი, ამ დროს მე დრო ვიხელთე და დათოს მივუბრუნდი.
-შენ აქ საიდან გაჩნდი? -ვკითხე გაოცებულმა.
-მე დავურეკე. -საუბარში ჩაერთო გიორგი.
-კი მაგრამ, საიდან იცოდი მისი ნომერი?
-სანამ შენ გეძინა, იქამდე მოვძებნე შენს ტელეფონში. ვიფიქრე, რომ არასწორი იქნებოდა, მისთვის ამ ამბის დამალვა. -მე დამნაშავესავით გავხედე ჩემს ძმას მაგრამ მის სახეზე ვერაფრის ამოკითხვა შევძელი. გაქვავებული იჯდა და ერთი ადგილისკენ ჰქონდა მზერა მიშტერებული.
-მაინც რამდენ ხანს აპირებდი დამალვას?-მკითხა მოულოდნელად.
-დამალვა არც მიცდია, უბრალოდ არ მინდოდა, რომ გენერვიულა.
-ცუდი გოგო ხარ.-შემომიბღვირა მან.-ისე ნეტა ვიცოდე, რის ან ვის იმედად ხარ ხოლმე დიდ გულზე? რომ შემოგარტყან, იატაკიდან ვეღარც აგფხეკავთ. -მობეზრებით გადაატრიალა თვალები დათომ , რაზეც ბიჭების სიცილი დაიმსახურა.
-არა ძმაო, ისეთი და გყავს, ისეთი სული აქვს, ბევრ კაცს შეშურდება. -უთხრა გიგიმ სიცილით.
-მაგისი ხასიათის გამო იქნება, რომ ფეხებს გამაფშეკინებენ ერთხელ.-ბუზღუნს არ წყვეტდა დათო. -გიორგი, დიდი მადლობა, რომ დამირეკე, მართალია, წესიერად ვერ გავიგე, ჩემს დას საიდან იცნობ, მაგრამ მაგაზე მოგვიანებით, ახლა პრიორიტეტული იმ პრობლემის მოგვარებაა, ამ ქალბატონმა რომ დაგვატეხა თავს. -ოთხივემ მე შემომხედა. მორიდებისგან ადგილზე ავიწურე.
-მე უკვე ვიცი, რაც უნდა გავაკეთოთ. აღარაა ზედმეტი გეგმების მოფიქრება საჭირო. -წარმოვვთქვი მე და ამაყად გავიჯგიმე ისევ ბუხრის წინ.
-რა? ამჯერად რა მოიფიქრე? -წარბები შეკრა გიორგიმ.
-საუკეთესო თავდაცვა ხომ თავდასხმაა?
-მერე?-დაიძაბა დათო.
-რა იყო, რას იძაბებით, მოკვლას კი არ ვაპირებ. უბრალოდ მივალ, დაველაპარაკები და საუბარში შევეცდები მივიდეთ კონსესუსამდე.
-არა, ირა რას ამბობ? -შემაწყვეტინა გიგიმ.
-ირა, ხო არ ღადაობ, საშიშია.-საუბარში ჩაერთო რომა.
-მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ეტაპზე ეგ საუკეთესო გამოსავალია და რამდენიც არ უნდა მელაპარაკოთ, ვერ გადამათქმევინებთ.- გიორგიმ დათოს გადახედა, რომელმაც მსუბუქად დაუკრა თავი. რომა და გიგი ჩემს გადარწმუნებას არ წყვეტდნენ, დათო და გიორგი კი ჩემდა გასაკვირად ჩუმად ისხდნენ.
-რომელი საათია გიგი?-მიუბრუნდა გიგის.
-5-ის ნახევარია, რაში გაინტერესებს?-დაინტერესდა გიგი.
-ხუთ წუთში მომზადებას ხომ მოასწრებ?-ამჯერად მე მომიბრუნდა და უკვე მივხვდი, საითაც მიყავდა საუბარი.
-ჩათვალე უკვე მზად ვარ.-თვალები გამიბრწყინდა მე და დათოს გადავხედე, რომელიც მიღიმოდა, რაც დადებითი პასუხის ნიშანი იყო.
-ჰოდა, მიდი უცებ მოემზადე და ახლავე წავიდეთ, რაც სწრაფად ვიმოქმედებთ, მით ნაკლებ დროს დავუტოვებთ იმათ რამე გეგმის მოსაფიქრებლად, თან ვანახებთ, რომ არ გვეშინია. -წარმოთქვა გიორგიმ და გაკვირვებულ ძმაკაცებს გადახედა.-ჰო, რა იყო, რას მიყურებთ, ეს ჯაჭვით რომ დავაბათ, მაინც თავისას გაიტანს, აზრი არ აქვს და თან, ვფიქრობთ, რომ არაა ცუდი აზრი.
მე გიორგის სიტყვის დასრულება არ ვაცადე. თავპირისმტვრევით გავვარდი მეორე სართულზე, შევეცადე, მაქსიმალურად კლასიკურად ჩამეცვა და თავპირისმტვრევითვე დავეშვი ქვევით. სახლში რომ არავინ დამხვდა, მივხვდი, რომ ეზოში იქნებოდნენ. არც შევმცდარვარ. ჩემი ძმა და გიორგი უკვე დათოს მანქანაში ისხდნენ. გიგი და რომა კი რომას მანქანაში. მხოლოდ მე მელოდებოდნენ და როგორც კი გარეთ გავედი. დათომ ხელით მანიშნა მანქანაში ჩავმჯდარიყავი.
უკანა კარი გამოვაღე და ლამის გული გამისკდა, როცა იქიდან ბუჩიმ გამოყო თავი.
-ეს რაღას აკეთებს აქ? -გამეცინა მე.
-თუ საჭირო გახდა, მძიმე არტილერიას ჩავთრთავთ, ერთმანეთზე აწყვიტავებს ყველას.-გაეცინა გიორგის.
-დარწმუნებულები ხართ, რომ საჭიროა ყველას წამოსვლა? -შუბლი შევჭმუხნე მე.
-კი, არ ვიცით, იქ რა მოხდება, ამიტომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ბიჭები გარეთ დაგველოდებიან ახლოს არ მოვლენ სახლთან, თუ საჭირო გახდება, მხოლოდ მაშინ დავურეკავთ. -ამიხსნა ჩემმა ძმამ.
-მე მგონი, ჯარში მიგყავართ და არ მეუბნებით. -გამეცინა მე და ბუჩის გვერდით ადგილი დავიკავე.
-ესეთ დროსაც არ წყვეტს ეს ლაზღანდარაობაას ხო?-მიუბრუნდა გიორგი დათოს.
-არა, რას ლაპარაკობ, ასეთ დროს იუმორის ახალი ტალღა ეხსნება ხოლმე. ჯერ სად ხარ. –„დაამშვიდა“ სიცილით და მანქანა დაძრა.
-მეც აქ ვარ, რომ რამე.-ჩავიბურდღუნე და ბუჩის მივეხუტე.
გზაში ხმას არ ვიღებდით. ვცდილობდით, არ შეგვემჩნია, მაგრამ სიმებივით ვიყავით დაჭიმულები დაძაბულობისგან. სიჩუმე მე დავარღვიე.
-იცით რა მაინტერესებს? -შევეკითხე ორივეს.
-რა? -გამომეპასუხა გიორგი, ალბათ, იფიქრა, რომ მომავალ საუბართან დაკავშირებით მაფიქრებდა, რამე, თუმცა, ჩემმა კითხვამ სახტად დატოვა.
-ზღარბი რომ მშობიარობს , არ სტკივა? -ვიკითხე მე და დაფიქრებული მზერით შევხედე ორივეს.
-ღმერთო, შენ მომეცი გამძლეობა. -წარმოთქვა ჩემმა ძმამ და შუბლზე მსუბუქად შემოირტყა ხელი. გიორგი კი ხმას ვერ იღებდა. პირღია შემომყურებდა და ბოლო წამამდე ეგონა, რომ ვხუმრობდი, მაგრამ როცა ჩემს გამოხედვაში ვერაფერი სახუმარო ვერ შეამჩნია, ცოტა დაიძაბა.
-არ მიაქციო ყურადღება, სახლში არ ვეუბნებით, მაგრამ პატარა რომ იყო სავარაუდოდ ჩემებს დაუვარდათ და მის მერე ვერ აქვს თავში ყველაფერი რიგზე.-ამოიხრა დათომ. -მოვედით. -დაამატა მალევე.
ჩემი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა. თუმცა, ნერვიულობისგან სულ გადამავიწყდა.
გაფითრებული გადავედი მანქანიდან. დათო სწრაფად ამომიდგა გვერდით, გიორგი კი გაჭირვებით გადმოვიდა. სამივე ჭიშკრისკენ გავემართეთ, მაგრამ უზარმაზარ შავ რკინის ჭიშკარს ორი შეიარაღებული დაცვის წევრი იცავდა.
-რითი შემიძლია დაგეხმაროთ? -გვკითხა ერთ-ერთმა ბოხი ხმით.
-ბატონი თამაზის ნახვა მსურს, თუ შესაძლებელია.-მივუგე მე.
-ვინ ბრძანდებით, რა ვუთხრა?
-უთხარით, რომ ირინას სურს მისი ნახვა, სკოლის ფსიქოლოგს. -დაცვას პასუხი აღარ დაუბრუნებია, რამდენიმე ნაბიჯით ჩამოგვშორდა, რაცია ამოიღო და სავარაუდოდ ჩემი დანაბარები გადასცა. საუბარი რამდენიმე წამს გრძელდებოდა, მაგრამ ჩვენ არ გვესმოდა.
-ბატონი თამაზი მიგიღებთ, მაგრამ თქვენს კავალერებს გარეთ მოუწევთ დაცდა. სურს, რომ პირადად შეგხვდეთ. -ჩვენ ერთმანეთს გადავხედეთ.
-საშიშია. -ჩაილაპარაკა გიორგიმ ხმადაბლა.
-კი, მაგრამ, აქამდე მოვსულვართ, ახლა უკან ვერ დავიხევთ, ასე რომ ჯობს, შევიდე. - სანამ ბიჭები ჩემს დაყოლიებას დაიწყებდნენ, რომ სახლში წავსულიყავით, მე დაცვას მივუბრუნდი და შემოთავაზებაზე დავთანხმდი. მინდოდა, რაც შეიძლება სწრაფად დამესრუნებინა ამ კაცთან ყველანაირი საქმე და განმეგრძო ჩვეულებრივი ცხოვრება. მთელი ჩემი ქვეცნობიერი მიმითითებდა, რომ შიგნით უნდა შევსულიყავი და მეც აღარ დამიხევია უკან.
ღრმად ჩავისუნთქე, წელში გავსწორდი და ერთ-ერთ დაცვას გავყევი უკან. სანამ ჭიშკარი დაიხურებოდა, უკან მივბრუნდი და ბოლოჯერ მოვკარი ჩემს ძმას და გიორგის თვალი, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს გილიოტინაზე მივდიოდი და უკანასკნელად ვხედავდი საყვარელ ადამიანებს. თუმცა, როგორც კი ჭიშკარი დაიხურა და მივხვდი, რომ იმ წამიდან მხოლოდ ჩემზე იყო ყველაფერი დამოკიდებული, თავს შემოვუძახე. მაშინვე დამავიწყდა ნერვიულობა. ისეთი თავდაჯერებული მივდიოდი წინ, თითქოს, აქეთ უნდა შეშინებოდა თამაზს ჩემი.
-არ მეგონა, ასე მალე თუ შევხვდებოდით. -ეზოშივე მომეგება თამაზი.
-მიყვარს მოულოდნელობები. -ალმაცერად გავუღიმა მე და მარჯვენა გავუწოდე ჩამოსართმევად, რაზეც თამაზი აშკარად გაოცდა, თუმცა ხელი მაინც ჩამომართვა.
-დაბრძანდი.- კრიმინალის არ ვიცი, მაგრამ უდაოდ კარგი მანერებით გამოირჩეოდა, მან ხეების ქვეშ მდგარ მაგიდასთან და ხის სკამებთან მიმითითა, ერთ-ერთი მათგანი გამომიწია და დაჯდომა შემომთავაზა. მე ოდნავ გავუღიმე და ადგილი დავიკავე.
-ძალიან ლამაზი სახლი გაქვთ .-ვუთხარი თავშეკავებული ღიმილით.
-დიდი მადლობა, დიდი შრომა და ენერგია ჩავდე მასში. თუმცა, ეჭვი მეპარება, ჩემი სახლის ინტერიერის და ექსტერიერის განსახილველად მოსულიყავით.
-ნამდვილად არა.
-გავიგე, ჩემს შემოთავაზებაზე უარს ამბობთ.
-ის არ გაგიგიათ, თქვენმა დამქაშებმა ჩემი მოტაცება რომ განიზრახეს და შემდეგ ჩემი ახლობელი ლამის სასიკვდილოდ დაჭრეს? -თვალი თვალში გავუყარე. იმ წამს მართლა მომეხსნა ყველანაირი შიში.
-გავიგე, ისიც გავიგე, რომ ღირსეული და საკმაოდ ძლიერი კაცი ყოფილა თქვენი მეგობარი. პატივს ვცემ ეგეთ ხალხს.
-პატივისცემას თუ ადამიანების დაჭრით გამოხატავთ, ნამდვილად არ ვისურვებდი თქვენგან დადებით შეფაასებებს.-მივახალე რასაც ვფიქრობდი, თუმცა თამაზს მხოლოდ გაეცინა.
-თქვენ არა მხოლოდ პატივს გცემთ, არამედ აღფრთოვანებული ვარ, თქვენი უშიშარი ხასიათით, პრინციპულობით, შეუვალობით და საუბრის მანერით. -ამჯერად სრულიად სერიოზული ჰქონდა სახე.
-რა პატივია, ღმერთო. ბატონო თამაზ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ , იქნებ შევთანხმდეთ, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა, კარგად ვიაზრებ, რომ თქვენთვის ძალიან ადვილია ჩემნაირი ადამიანის ჩამოშორება, თუმცა, იქამდე, ვიდრე პირში სული მედგმევა, გპირდებით, რომ არ დავნებდები და თავს არ დაგიხრით. -თამაზს ისევ ჩაეღიმა, თუმცა ეს არ იყო ირონიული ღიმილი, უფრო მოულოდნელად გაოცებული ადამიანის ღიმილი ჰქონდა. ის იყო პირი გააღო, რაღაცის სათქმელად, რომ სახლიდან კივილის ხმა შემოგვესმა.
დავინახე, როგორ დაეკარგა მომენტალურად თამაზს ფერი. ფეხზე წამოდგა და სახლში დააპირა შესვლა, მაგრამ ზუსტად ამ დროს სახლიდან დაბალი, ოდნავ ჩაპუტკუნებული, ასაკში შესული ქალი გამოვარდა , ხელებზე კი პატარა, დაახლოებით 5-6 წლის გულწასული ბავშვი ყავდა გადაწვენილი. ზუსტად ვერ გავარჩიე საიდან, მაგრამ პატარა სულ სისხლით იყო დასვრილი და იატაკზეც სისხლი დაუნანებლად წვეთავდა.
-ბატონო თამაზ, მიშველეთ. -ამოიხავლა ქალმა საცოდავად და იქვე დაიჩოქა. თამაზმა მოასწრო და ბავშვი გამოსტაცა ხელიდან.
-ლალი, რა მოხდა, რა დაემართა ანას?-ამ ხნის განმავლობავში პირველად ვხედავდი თამაზს შეშინებულს.
-ბატონო თამაზ, ვაბანავე, კაბა ჩავაცვი და სანამ კომოდთან მივედი, რომ წინდები და ფეხსაცმელი ამეღო, ანას ჭიქა დაუვარდა, შეშინებულმა სწრაფად გამოირბინა ჩემთან და ფეხისგულები სულ დაესერა მინის ნამსხვრევებზე. თავიდან ტიროდა, მერე უცებ გონი დაკარგა. -სლუკუნ -სლუკუნით მოუყვა ქალმა მომხდარის შესახებ.
-სასწრაფოში დარეკეთ დროზე.- დაიყვირა თამაზმა.
-ბატონო თამაზ, დავრეკეთ უკვე.-ოთახიდან გამოვიდა შავებში ჩაცმული დაცვის წევრი. -თუმცა, ოპერატორმა მითხრა, რომ საცობებია და დაახლოებით 20 წუთი მაინც დასჭირდებათ, სანამ აქ მოვლენ.
-ფუ შენი...ანა, გესმის მამიკო? გამოფხიზლდი გეხვეწები. -სახეზე ფრთხილად უსვამდა თამაზი ხელს და მის გონზე მოყვანას ცდილობდა.- გელა, გასაღები მომიტანე დროზე.-მიმართა დაცვას.
-ბატონო თამაზ, ვფიქრობ, ჯობს, სასწრაფოს დაველოდოთ. საცობებია მართლა და შეიძლება, უარესად შევყოვნდეთ. ამიტომ ჯობს დაველოდოთ. -ფრთხილად ვუთხარი თამაზს.
-კი მაგრამ, სანამ სასწრაფო მოვა, რამე რომ მოუვიდეს? რომ მოკვდეს? -თამაზი ადამიანს აღარ ჰგავდა, დაჭრილი ცხოველივით ღმუოდა და არ იცოდა რა ექნა.
-ქალბატონო, თუ შეიძლება, სააფთიაქო ყუთი, ნიშადურის სპირტი და ყოველი შემთხვევისთვის პინცეტი მომიტანეთ. -მივუთითე ძიძას. შემდეგ კი თამაზს მივუბრუნდი. -ბატონო თამაზ, თუ შეიძლება, ბავშვი შიგნით შევიყვანოთ, სადმე სადაც მის დაწვენას შევძლებ .-გავუღიმე თამაზს დამამშვიდებლად. მან გაოცებულმა შემომხედა.
-შენ შეგიძლია დახმარება? -მკითხა ისე, თითქოს ჩემგან ელოდა შველას.
-დიახ, შემიძლია ბატონო თამაზ, წლებია სკოლაში ვმუშაობ, პირველადი დახმარების კურსები გავლილი მააქვს და ამასთან, დღეში 10 ბავშვი მაინც სახიჩრდება ხოლმე თამაშის დროს, ამიტომ ასეთ ექსტრემალურ სიტუაციებს მიჩვეული ვარ, არ ინერვიულოთ, კარგად იქნება . ახლა კი გთხოვთ, სახლში შევიყვანოთ. -თამაზმა საქმიანი, დამჯერი მზერით დამიქნია თავი, სახლში შეაბიჯა და მეც უკან გავყევი. ბევრი არ უვლია. მისაღებშივე წამოაწვინა ბავშვი უზარმაზარ დივანზე . ამასობაში კი ძიძაც მოვიდა უზარმაზარი სააფთიაქო ყუთით.
-აქ ყველაფერია, პერიოდულად ექიმი მოდის ხოლმე და ყველანაირ ხელსაწყოს, წამალს და ნივთს გვიტოვებს, რაც შეიძლება უცებ დაგვჭირდეს. -მითხრა ქალმა და ყუთი გახსნა.
-ბატონო თამაზ, თქვენ თუ შეიძლება თავთან დაუჯექით და ეცადეთ, მაგრად დაიჭიროთ. უგონოდ კია, მაგრამ დამუშავების დროს შეიძლება დაეწვას.-ვუთხარი მე და ყუთში ქექვა დავიწყე. ხელები სწრაფად დავიმუშავე სპირტით. ამასობაში თამაზი უკვე თავთით ეჯდა ბავშვს. ნიშადურის სპირტი ფრთხილად გავხსენი და ბავშვს ცხვირთან მივუტანე. რამდენიმე წამში იმოქმედა და პატარამ ულამაზესი, ლურჯი თვალები გაახილა.
-მამიკო, მტკივაა.-ამოიტირა საცოდავად და ხელი თამაზს ჩასჭიდა .
-ვიცი პატარავ, მაგრამ აი ნახე, ექიმი მოვიდა და დაგვეხმარება. -მიუთითა ჩემზე და გაუღიმა.
-მეშინიაა. რომ მეტკინოს?-ტირილს არ წყვეტდა.
-უკაცრავად.-მივუთითე ხმადაბლა ძიძას. -გარეთ ჩემი ჩანთა დარჩა და შეგიძლიათ მომიტანოთ? -ვკითხე მე. ქალი ხმისამოუღებლად გავარდა გარეთ და რამდენიმე წამში ჩანთით დაბრუნდა . ჩანთაშიი სწრაფად მოვიძიე ორი ცალი ჩუპა-ჩუპსი. საქმე იმაშია, რომ სკოლაში მუშაობისას, პატარების წასახალისებლად ხშირად ვიყენებდი ხოლმე და მუდმივად მქონდა ჩანთაში რამდენიმე.
-პატარავ, შემომხედე? ნახე რა მაქვს? -მივუთითე ჩუპა-ჩუპსზე.-გიყვარს? -ვკითხე ღიმილით.
-დიახ. -მან თავი მორცხვად დამიქნია.
-გინდა მოგცე?
-დიახ.
-მაშინ ასე შევთანხმდეთ. მე ახლა ერთ ცალს მოგვემ, შენ კი შენი ფეხის ნახვის საშუალებას მომცემ და თუ არ იტირებ და ძლიერი გოგო იქნები, რომ დავასრულებ, მეორესაც მოგცემ, კარგი? -გავუღიმე მე.
-კარგი. -პატარა მაშინვე გახალისდა, ცრემლები ცალი ხელით გაიწმინდა, მეორე კი მე გამომიწოდა კანფეტის გამოსართმევად.
-ჭკვიანი გოგო ხარ. მიდი, ახლა შენ ეგ მამიკოს მიეცი, გაგიხსნის, მე კი ჭრილობის დამუშავებას დავიწყებ. -მე თამაზს გავხედე, რომელიც მადლიერი თვალებით შემომყურებდა , მაშინვე მიხვდა, რომ პატარას ყურადღება უნდა გადაეტანა და საუბარი გაუბა. მე კი ამასობაში ხელთათმანი მოვირგე და ჭრილობას შევხედე. ერთი ფეხის გული ოდნავ ჰქონდა გაკაწრული, მეორეზე კი საკმაოდ ღრმა ჭრილობა ჰქონდა, ხელი ოდნავ მოვუსვი და პატარამ წამოიკვნესა, მივხვდი, რომ პატარა მინის ნამსხვრევი ჰქონდა ჩარჩენილი.
-პატარავ, ახლა ოდნავ აგეწვება , მაგრამ ხომ არ შეგეშინდება? წეღან მამიკო მეუბნებოდა, ისეთი ძლიერი გოგოა, მეც კი მჯობნის ხოლმეო.- პატარა ჩემს შექებაზე გახალისდა და თავი დამიქნია.
-არ მეშინია, სულ არ მტკენია, არც ახლა მეტკინება .-ატიტინდა ბავშვი, თამაზი წარბშეჭმუხნული მიყურებდა, მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, როგორც კი ბავშვმა მზერა მომაშორა, მე თამაზს მივუთითე, რომ ბავშვი კარგად დაეჭირა, მანაც დამიჯერა და ხელები შემოხვია. პინცეტს სპირტი დავასხი და ფრთხილად მოვსინჯე, შევძლებდი თუ არა მინის ამოღებას, პატარამ წამოიკვნესა, თუმცა საუბარი განაგრძო, ძიძა და დაცვა ბავშვს ართობდნენ, თამაზი კი დაკვირვებით უყურებდა ჩემს თითოეულ მოძრაობას. პინცეტის გასმისას, შუშის კუთხე მაშინვე ვიგრძენი და გამიხარდა, რომ მინა ღრმად არ იყო წასული. პინცეტი შუშას შეძლებისდაგვარად ფრთხილად მოვკიდე , რაზეც პატარამ მსუბუქად წამოიკვნესა და ამასობაში მე მისი ტერფიდან, პატარა, ფრჩხილის ზომის გამჭვირვალე მინა ამოვიღე, ნერვიულობისგან შუბლი სულ ოფლით დამეცვარა.
-აი სულ ეს იყო პატარაც, ძალიან გეტკინა? -ვკითხე მოწყენით, როცა მის სატირლად დაბრეცილ ტუჩს მოვკარი თვალი.
-არა, სულაც არ მტკენია, ხომ შეგპირდი, რომ არ ვიტირებდი.
-ყოჩაღ, ჰოდა, აი ეს შენ დამსახურებულად. -გამეღიმა მე და მეორე ჩუპაჩუპსზე მივუთითე ძიძას , რომ მიეწოდებინა . -შენ შეჭამე, მე კი მანამდე უბრალოდ სისხლს მოგწმენდ და ცოტა სპირტს წაგისვამ, რომ ინფექცია არ შეგეჭრას და მალე მოგირჩეს კარგი?
-დიაახ.-გაუხარდა ბავშვს და მეორე ჩუპა-ჩუპსი დაიჭირა ხელში. -მაა.. ნახე, მე ორი კანფეტი მაქვს, წითელი და ყვითელი. -აღფრთოვანებას ვერ მალავდა ბავშვი, თითქოს პირველად ნახა კანფეტიო.
ამასობაში მე ჭრილობები საბოლოოდ დავუმუშავე და ფეხზე წამოვდექი. პატარას ემოციებისგან დაღლილს მალევე ჩაეძინა, ძიძამ ფრთხილად გამოართვა ხელიდან კანფეტები და პლედის გადაფარება დააპირა.
-თუ შეიძლება, ფეხებზე ნუ დააფარებთ. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ შეიძლება, პატარა ნაკერის დადება დასჭირდეს და ინფექცია არ შეეჭრას.-
-დიახ ექიმო, როგორც იტყვით.-მე ჩამეღიმა როცა ქალმა ექიმოთი მომმართა, თქმით კი არაფერი მითქვამს. ხელიდან ხელთათმანი მოვიხსენი და დაცვის მიერ მითითებულ საპირფარეშოში შევედი ხელის გადასაბანად. რომ გამოვედი კართან თამაზი დამხვდა.
-კარგად იქნება? -მკითხა შეშინებულმა.
-დიახ, თქვენც ხომ ნახეთ რა ხალისიანადაა. უბრალოდ ცოტა შოკურ მდგომარეობაშია და ემოციებისგან და ტირილისგან დაღლილს უცებ ჩაეძინა. ვფიქრობ, პატარა ნაკერის დადება მოუწევს, სასწრაფო რომ მოვა, უფრო ზუსტად გეტყვიან, მაგრამ სანერვიულო მართლა არაფერია. -მე სანდომიანად გავუღიმე, რაზეც თამაზმა ღრმად ამოისუნთქა.
-მთელი ცხოვრება ვერ ამოვალ თქვენი ვალიდან, მთელი ცხოვრება დავალებული ვიქნები. წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდებოდა, აქ რომ არ ყოფილიყავით.
-რა სალაპარაკოა. არც სამადლობელია რამე. არაფერზე ინერვიულოთ.
-ეს ამბები რომ დამთავრება და ანა გამოკეთდება, დაგირეკავთ და ჩვენი შერიგება ავღნიშნოთ. -შემომთავაზა თამაზმა.
-რა თქმა უნდა, მთავარია პატარა კარგადაა და სანერვიულოც არ გაქვთ.
-ბატონო თამაზ, სასწრაფო მოვიდა .-საუბარი გააწყვეტინა დაცვამ..
-დიახ, ახლავე. ირინა, უკაცრავად, დაგტოვებთ. -ამჯერად მე მომმართა.
-არა, რას ბრძანებთ. მე წავალ, უკვე სანდო ხელშია პატარა . როცა გენებოთ დამირეკეთ .-გავუღიმე მე და ჩანთას დავწვდი .
-ირინა. კიდევვ ერთხელ დიდი მადლობა .-თამაზმა მეგობრულად გამიღიმა, მე კი თავი დავუკარი. -გელა, გააცილე ქალბატონი.
-დიახ შეფ. აქეთ მობრძანდით. -კარისკენ მიმითითა ახალგაზრდა ბიჭმა. ის იყო ეზოში გავედი, რომ ჩაკნორისი, ბრუსლი, სტალონე და ვანდამი დავინახე ძაღლთან ერთად.
-ღმერთოო რა იდიოტები არიან...-ამოვიხავლე მე და ბიჭებს მივვარდი, რომლებსაც უკან ორი დაცვის წევრი სირბილით მოსდევდა. -აქ რას აკეთებთ ოთხოვე? ან ბუჩი რაღატომ წამოიყვანეთ? -გამოვცარი კბილებსი და გაოცებულ ბიჭებს გაბრაზებულმა გადავხედე.
-ირა, სასწრაფო რომ დავინახეთ, ვიფიქრეთ, შენ დაგემართა რამე და გამოვცვივდით.--მითხრა რომამ.
-დაცვას როგორ გამოეპარეთ? -გამიკვირდა მე.
-ვცემეთ. -ამჯერად გიგი ჩაერთო ლაპარაკში. -მე მორიდებულად გადავხედე მომღიმარ გელას.
-მიგიყვანოთ სახლში, მე გცემთ ოთხივეს. დიდი, ბოდიში, ჩემი მეგობრები არიან, რაღაც არასწორად გაიგეს და.. -ვცადე თავი მემართლებინა გელასთან.
-მივხვდი, არაა პრობლემა, მითუმეტეს სანერვიულოდ არ ღირს. -ბიჭები გაოცებულები აკვირდებოდნენ ჩვენს ღიმილიან დიალოგს.
-წამოდით ახლა დროზე. -შევუღრინე მე ოთხივეს, ძაღლის საყელური რომას გამოვართვი და წინ წავედი.
-აჰა გიო, ეგაც მე ვარ? ხო გეუბნებოდი, სასწრაფოს იმათ დააჭირვებდათქო და არ დამიჯერე. -ახითხითდა დათო, რაზეც დანარჩენებმაც ვერ შეიკავეს სიცილი.
-რა მოხდა, აღარ გვეტყვი, ამოგვხდა სული ინტერესით. -ამ ხნის განმავლობაში პირველად ალაპარაკდა გიორგი.
-როგორ არა, ყველაფერს დეტალურად გეტყვიტ, მხოლოდ ერთი პირობით?
-ეხლა რაღა მოიფიქრე?-ამოიოხრა დათომ.
-მშია. Mcdonalds-ში წავიდეთ რა.-გავიკრიჭე მე და სანამ გაოცებული ბიჭები გონზე მოვიდოდნენ ბუჩისთან ერთად წინ გავიქეცი და მანქანაში შევძვერით.



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი მომეწონა საინტერესო რამდენი ვიმხიარულე მართლა გიჟი გოგო რა ველოდები შემდეგ თავს მადლობა წარმატებები

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან ძალიან კარგია,.სულ ღიმილით ჩავიკითხე.

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

ძალიან სახალისო იყო, იმედია ასეც გაგრძელდება ^-^

 


№4 სტუმარი ცირა

არ ამომისუნთქავს ისე ჩავიკითხე ,ბოლოს მივხვდი რომ უნდამესუნთქა,მაგრამ ახლა სიცილისგან ვერ ვსუნთქავდი????????????????

 


№5 სტუმარი one

arasodes rom ar myopnis????supper gogo xar❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ლილიანა

რამდენ ხანს მოგვიწევს ლოდინი?

 


№7  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როდის დადებ?

 


№8  offline წევრი ირი ...

გადაგზავნილი მაქვს და მიკვირს აქამდე რომ არ დადეს :/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent