შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შენ?! IX


12-02-2021, 14:22
ავტორი ირი ...
ნანახია 1 488

IX
გზაში რომა და გურამი რაღაც საკითხებზე საუბრობდნენ, მაგრამ მე სიტყვა არ მესმოდა. ჩემს ფიქრებში ვიყავი წასული. ჯერ ისევ გიორგისთან ვიყავი, ისევ მეწვოდა ტუჩები მისი შეხებისას და ისევ ფრთხიალებდნენ მუცელში ამოუცნობი ობიქეტები. დაბნეული, აჟიტირებული, გაბრაზებული, გახარებული-ყველაფერი ერთად ვიყავი. წარმოდგენა არ მქონდა, რატომ გააკეთა ეს, ან მომავალში როგორ განვითარდებოდა ჩვენი ურთიერთობა. ამის გაფიქრებაზე ვიძაბებოდი.
ვერც კი შევნიშნე, როდის მივუახლოვდით, ჩემს მიერ რომასთვის ნაკარნახებ მისამართს და როდის დავინახე ჩემი სახლი.
-ირა, მოვედით. -ფიქრებიდან რომას ხმამ გამომაფხიზლა.
-უი, ვერც კი შევამჩნიე. -ვთქვი დაბნეულმა და ჩანთაში გასაღებს დავუწყე ძებნა. -შემობრძანდით, ბევრს ვერაფერს შემოგთავაზებთ, რამდენიმე დღე სახლში მარტო მიწევს ყოფნა. თუმცა, ყავას და ორცხობილებს აუცილებლად მოვიძიებ. -შევთავაზე მათ ღიმილით, მაგრამ უარი მივიღე.
-არა, სხვა დროს იყოს ირა რა. შენ მიდი ჩქარა მოაგროვე შენი ნივთები, მე მანამდე გურამს დავტოვებ სახლში და დაახლოებით 40 წუთში აქ ვარ, კარგი?
-კარგი რომა, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის ბატონო ლევან.-დავემშვიდობე მე და მანქანიდან გადავედი. თუმცა, რომას იქამდე არ მოუცვლია ადგილიდან ფეხი, სანამ მე სახლში არ შევედი. მესიამოვნა, ეს გალანტური ქცევა.
სახშლი მისულმა პირველ რიგში სამსახურში გადავრეკე და ავუხსენი, რომ პირადი მიზეზების გამო, ერთი კვირით შვებულების აღება მინდოდა, რაზეც უპრობლემოდ დამთანხმდნენ.
მოგვიანებით კი ჩემებს დავურეკე. დედაჩემთან დარეკვის შემეშინდა, ვიცოდი, რომ ხმაზე შემატყობდა რაღაც ისე რომ ვერ იყო და უნდა ჩაპანიკებულიყო, ამიტომ ვარჩიე დათოსთან დარეკვა.
-ორი წუთი გაქვს, დაიწყე.-დამასწრო პასუხის გაცემა.
-ზაქო, კამეჩო...-მივეფერე ჩემს აყლაყ ძმას.-რას შვებით.
-რასაც პანაშვიდებზე შვებიან ხოლმე იმას.
-აუუ... ნორმალური პასუხი გიჭირს?
-რასაც მეკითხები , იმას გპასუხობ ვაა..
-როდის ჩამოხვალთ?
-რავი, მამამ თქვა, ალბათ ასე 1 კვირაშიო, გასვენება 3 დღეშია, მაგრამ მერე კიდევ იქნება რაღაც საქმეები მოსაგვარებელი და..
-უიი.. ძალიან კარგი.-წამომცდა მე და შუბლზე ხელი შემოვირტყი რომ ჩემი ძმის ყბაში ჩავიგდე თავი.
-ეუფ... რა იყო, ნაშები უნდა აყარო?- ჩემმა მოლოდინმაც არ დააყოვნა და დათოს იუმორი ჩაერთო.
-არაა.. ანუ ის ვიგულისმე, რომ საქმეებს ბოლომდე მოაგვარებთ და სანერვიულო არ დაგრჩებათ.
-გაჩერდი ერთიი....-დათო კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ შორიდან დედას ხმა მომესმა.
-მაგას უთხარი, ჭამოს ხოლმე, მშიერი არ იყოს.
-დედამ შემოგითვალა, დილაობით ჯარისკაცებად დაჭრილი კარაქიანი პური ჭამოს და ჩაი შეხვრიპოს ხოლმე, იქნებ სიმაღლეში გაიზარდოსოო...-დათო ლაზღანდარაობას არ წყვეტდა. -აუ გოგო, იცი რა უნდა მეთქვა, მოკლედ სანამ ამ კაცს ჩამოასვენებდნენ, მამამ ხომ ელვის სისწრაფით შეუკვეთა კუბო და შიგნით რომ ჩაასვენეს, არ ვიცი, ეს კაცი ძალიან იყო დაპატარავებული და კუბო ძალიან დიდი ჰქონდა, კაი ორსაწოლიანივით მოერგო რა. რომ გადავასვენეთ ტახტზე ყანყალებდა. -დათო სიცილს ვერ იკავებდა, ალაგ-ალაგ მესმოდა სიცილისგან ჩაბჟირებული რას ამბობდა.
-რა დეგენერატი ხარ ბიჭო. ეგეთ რამეზე ხუმრობა როგორ შეიძლება?
-არ ვხუმრობ გოგო, მართლა ეგრეა, ყველას ეცინება.
-და რა უნდა ქნათ ახლა? ახალი უნდა შეუკვეთოთ?
-არა, ვერ ესწრება.
-ბიჭო, ქუსლიანი ფეხსაცმელი რომ ჩააცვათ? ზემოდან ხომ მაინც რაღაც აქვს ხოლმე გადაფარებული და ვინ დაინახავს. -მე სიცილით და ხუმრობით მართლა არ მითქვამს, ვცდილობდი, გამოსავალი მომეძებნა და ასეთი სისულელე დავახეთქე, დათო რამდენიმე წამი ხმას არ იღებდა, მაგრამ რომ ახარხარდა, დაახლოებით 15 წუთი ვერ მოსულიერდა.
-ბიჭოოოოო.... მე მეუბნება, ნუ ღადაობო და თვითონ რა თქვა... აუ ცუდად ვარ ეე.... ვააახ.....-დათოს სიტყვები კიდევ ალაგ-ალაგ მესმოდა.
-აუუ.... დამანაბე თავი რა.-ავბუზღუნდი მე. წავედი საქმე მაქვს .-ამის გაგონებაზე მომენტალურად დასერიოზულდა.
-კარგი, ჭკუით იცოდე, თუ რამე დაგჭირდეს ეგრევე დამირეკე. -გამეღიმა მის მზრუნველობაზე. ასე თვალსა და ხელს შუა გამეზარდა და ახლა თვითონ ზრუნავდა ჩემზე.
-კარგი მიდი...-დავემშვიდობე მე და ტელეფონი გავუთიშე. მერეღა დავფიქრდი, რომ ამ საუბარში, 20 წუთი გასულა და მხოლოდ 20 წუთი მრჩებოდა ჩასაბარგებლად. მოზრდილი ჩანთა გამოვაძვრინე კარადიდან და დაუდევრად დავიწყე ტანსაცმლის ჩაყრა. რომ დროში ჩავტეულიყავი. ის იყო, სააბაზანოში განვიზრახე შესვლა, რომ გარედან სიგნალის ხმა მომესმა, აივნიდან გადავიხედე და რომა მოსულიყო.
-ჰა რას შვები ირა აბა? მზად ხარ? თუ რამე საქმე გაქვს კიდევ, არაა პრობლემა დაგელოდები. -მითხრა ღიმილით.
-არა, არა, მზად ვარ. -ვიუარე მე. მომერიდა მეთქვა სააბაზანოში მინდა შესვლა და დამელოდეთქო. სწრაფად ავიღე ნივთები, კარი გადავკეტე და მანქანისკენ ავიღე გეზი. რომამ ჩანთა მაშინვე გამომართვა და საბარგულში ჩადო,
-რომა, გზად თუ პრობლემა არ იქნება, სადმე მარკეტში შევიაროთ რა, რამე პროდუქტებს წავიღებ, თორემ არაფერი აქვს იმას სახლში.
-კი კაცო, რა პრობლემაა. მითხრა რომამ და ფრთხილად დაძრა მანქანა. გამეღიმა. გავიგე, წამოსვლამდე როგორ გააფრთხილა გიორგიმ, ფთხილად ატარე, თორემ მთელი წელი უმანქანოდ გატარებო. ისიც დამჯერი ბავშვივით უსმენდა გიორგის დარიგებას.
-რომა, შენ მგონი ასაკით პატარა უნდა იყო ხომ?
-კი, 23 წლის ვარ.
-უი, რა პატარა ყოფილხარ, მერე რანაირად დაუმეგობრდი გიორგის.-ორივეს გაგვეცინა. მაგრამ რომა მომენტალურად დასერიოზულდა.
-გიორგი ჩემთვის ძმასავითაა, შეიძლება ითქვას მამასავითაც კი, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა გვერდში დგომა, მხარდაჭერა, სწორედ მან გამომიწოდა ხელი და წლებია ასე ხელჩაკიდებული მოვყავარ, ხან ისეთი მკაცრია, ლამის ამატიროს ხოლმე, მგონი ჩემს მშობლებთან არ მაქვს იმხელა რიდი და პატივისცემა, რაც გიორგისთან. ძალიან ძლიერი პიროვნება და ავტორიტეტია. იცი როგორაა? მკაცრი კია და ზოგჯერ ნერვები მეშლება ხოლმე მის ასეთ სიმკაცრეზე, მაგრამ სიტყვაზე როცა რამე ცუდს ვაპირებ, მაგრამ იმ წამს არ ვიცი რომ ცუდია, სხვები ხელს შემიწყობენ, იმიტომ რომ ყველას ყველა ფეხებზე კიდია და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, არავინ მეტყვის ეს ცუდია და ინანებო, პირიქით, მაქეზებენ ხოლმე მიდი, გააკეთეო. გიორგი სხვანაირია, თუ ხედავს რამე ცუდი გავაკეთე, შეიძლება შემოვაკვდე, მოკლედ არასდროს მაძლევს იმის საშუალებას,რომ ხრამიდან გადავიჩეხო და მეც როგორც შემიძლია, ვცდილობ, ეს ამაგი დავუფასო. სიტყვებით ვერ აღვწერ ისეთი დამოკიდებულება მაქვს მასთან. უფროსი ძმა და მამაა ჩემთვის. -რომა ისეთი აღფრთოვანებით ყვებოდა გიორგიზე, მეც ჩამეღიმა. მესიამოვნა და მომეწონა, ასეთი რომ იყო... მეც ვატყობდი, რომ ჰქონდა რაღაც მომნუსხველი სიმკაცრე, მაგრამ რომას მონაყოლის შემდეგ ამაში უფრო დავრწმუნდი.
გზად უზარმაზარ ჰიპერმარკეტთან გამიჩერა, ვუთხარი დამლოდებოდა, მაგრამ თავი გაიგიჟა. კალათი აიღო და ყველაფერს ყრიდა შიგნით, გვჭირდებოდა თუ არა.
-რა იყო ბიჭო, ომი კი არ იწყება, რად გვინდა ამდენი რამე.
-მოიცა კაცო, რამე რომ არ მოეწონოს იმას, ხო წამაცალა თავი. ჯობს ყველაფერი ავიღოთ რომ აღარ გამთათხოს. -მომაძახა რომამ სიცილით და დახლებს შორის გაუჩინარდა. საბოლოოდ უამრავი პროდუქტით დატვირთულები დავიძარით მანქანისკენ. რომამ არაფრით დამანება ფულის გადახდა სალაროსთან . ჩანთიდან ამოღებული საფულე უკან ჩამაბრუნებინა და სტვენა -სტვენით წავიდა მანქანისკენ.
რამდენიმე წუთში უკვე გიორგის სახლთან ვიყავით. გიგი და ბუჩი მანქანის ხმის გაგონებისთანავე ეზოში გამოვიდნენ. გახარაბული ბუჩი ჯერ წკმუტუნით დარბოდა ჩემ გარშემო მერე კი ფეხებთამ გამიწვა, რომ მოვფერებოდი.
გიგი რომასთან შედარებით მორცხვი მეჩვენა, თითქოს ერიდებოდა ჩემთან საუბარი. უხმოდ მივიდა რომასთან, რომელმაც სავარაუდოდ მანქანიდან ჩანთების ამოღება დაავალა.
-ირა , შენ ხომ არ გინდა რამე? -მკითხა გიგიმ მორცხვად.
-არა, რას ამბობ.-ვუთხარი ღიმილით და საბარგულისკენ წავედი ჩანთების ამოსაღებად, მაგრამ ბიჭებმა არ დამანებეს.
-არა, რას ამბობ. ადი შენ სახლში და ამეებს ჩვენ მივხედავთ.-მითხრა გიგიმ სერიოზული სახით და საბარგულისკენ დაიხარა.
-ნახე ირა, როგორ მონა გვყავს. -გაეკრიჭა რომა, რაზეც გიგი ძალიან გაბრაზდა, წელში გასწორდა და ისე წამოარტყა რომას თავში, ინერციით რამდენიმე ნაბიჯი გადაადგმევინა წინ.
-ოეე. ნელა შე საქონელო, შენნაირი ხისთავიანი კი არ ვარ. -შემოუბღვირა რომამ, ის იყო გიგიმ კიდევ მეორეჯერ შემორტყმა განიზრახა, რომ კართან გიორგი გამოჩნდა წარბშეკრული და გიგისაც ხელი გაუშეშდა ჰაერში.
-რა დღეში ხართ თქვენ მანდ? -შეუღრინა ორივეს.
-არა გიო, ხო იცი ეხლა, რომ ვლანძღავ ჩემი ძუძუები ლოცავენ. -კიდევ ერთხელ გაეკრიჭა რომა, რაზეც გიგის ბღვერა მიიღო საპასუხოდ, მე კი სიცილი ვერ შევიკავე და ავფხუკუნდი.
-ნუღარ ბოდიალობ ეხლა და ნუ უშლი ნერვებს, თორემ, შენც ხომ იცი, გამეტებით რომ შემოგარტყას, ვეღარც აგფხეკტთ ასფალტიდან.- მე ისევ ვხითხითებდი, მაგრამ გიორგიმ თვალებით მანიშნა, მასთან მივსულიყავი და მეც დაბნეული წავედი.
სანამ ბიჭები ლაზღანდარაობდნენ, სულ გადამავიწყდა დილანდელი, მაგრამ როცა პირისპირ აღვმოჩნდი გიორგისთან, ისეთი დაძაბულობა ვიგრძენი, მოძრაობაც კი მიჭირდა. გიორგი უხმოდ მოვიდა ჩემთან, მხარზე ხელი გადამხვია. რაზეც მე გაოცებულმა შევხედე.
-ჰო, რას მიყურებ, დაჭრილი ვარ და მიჭირს მარტო გადაადგილება. -იმართლა თავი და უფრო მეტად დამეყრდნო მხარზე.
-როგორ გრძნობ თავს, ძალიან გტკივა? -ვიკითხე ხმადაბლა.
-მტკიოდა, მაგრამ გამაყუჩებელი დავლიე, გურამმა რომ დამიტოვა და ახლა აღარ მტკივა.- ვგრძნობდი, რომ გიორგი თვალს არ მაშორებდა. მე კი ჯიუტად ვერ ვუსწორებდი მზერას.
-გასაგებია.-ჩავილაპარაკე მე. -წავალ ახლა ბიჭებს დავეხმარები პროდუქტების ამოლაგებაში. -ვუთხარი მას შემდეგ, რაც მისაღებში მივიყვანე და სავარძელზე ჩამოვაჯინე.
-მოიცა. -გიორგიმ მაჯაზე წამავლო ხელი და თავისკენ დამქაჩა, მე წონასწორობა ვერ შევიკავე და მის კალთაში აღვმოჩნდი, წამოდგომა დავაპირე, თუმცა, გიორგიმ ცალი ხელი ისეთი ძალით შემომჭიდა წელზე, რომ ადგილიდანაც კი ვერ დავიძარი, თუმცა მცდელობას არ ვწყვეტდი.
-ნუ ფართხალებ, ხომ იცი, რომ მაინც არ გაგიშვებ?! -მე გავიყუსე, თავი დაბლა მქონდა დახრილი და არ ვიცოდი, რა მექნა. -შემომხედე. -მითხრა დინჯად, მაგრამ მე მაინც ვერ ვბედავდი მის თვალებში ჩახედვას. -ნუ ნერვიულობ, შემომხედე.-მითხრა ჩურჩულით და თავისუფალი ხელით ნიკაპი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა. -სულ გაწითლებულხარ.-მითხრა ღიმილით და თითებით სახეზე ჩამოყრილი თმა გადამიწია უკან. -აფორიაქებული ხარ ხომ? -მკითხა ისე, რომ თვალებში ყურება არ შეუწყვეტავს.
-კი.-ვუპასუხე მე.
-დილანდელი კოცნის გამო ? -დავინახე, წამიერად როგორ შეკრა წარბი.-ვიცი, რომ მაგიტომ ხარ უხერხულად, მაგრამ ის არ იფიქრო, რომ მე ეგ გაუაზრებლად გავაკეთე. ასჯერ, ათასჯერ, მილიონჯერ გავიაზრე, სანამ გაკოცებდი. ასე, რომ არ იფიქრო, რომ ეგ სპონტანური, ან მითუმეტეს დაუდევარი საქციელი იყო, კარგი? მე არასდროს გავაკეთებ ისეთს არაფერს, რომ შენ რამენაირად ზიანი მოგაყენო, პირიქით, ყოველთვის, ყველაფერს, გავაკეთებ ისე, რომ შენ მუდამ ღიმილით, მუდამ ლაღად და ბედიერად იარო. -მითხრა ღიმილით . მე მისგან ასეთ აღიარებას არ მოველოდი. ზუსტად ვერ ვხვდებოდი, რას ემსახურებოდა მისი ეს სიტყვები, ან რატომ საუბრობდა ასე დაუზარებლად მომავალზე, თუმცა ფაქტი იყო, რომ დამამშვიდა და უფრო მეტად ვენდე, ვიდრე ოდესმე. -ბოდიში, რომ შეგარცხვინე და უხერხულობის განცდა გამოვიწვიე შენში, ძალიან ვუბრაზდები საკუთარ თავს მაგის გამო. გპირდები, რომ აღარასდროს მოვიქცევი ისე, რომ კიდევ გამოვიწვიო შენში ასეთი უხერხულობა. -გიორგი, ყოველ წამს, ყოველ წუთს განაგრძობდა თავისი სიტყვებით ჩემს აღფრთოვანებას. იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ ეთქვა , მთებს გადავდგამო, უყოყმანოდ დავუჯერებდი.
კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ ბიჭების საუბარი უფრო და უფრო ახლოდან მოისმოდა.
-ადექი ახლა, თორემ ბიჭებმა რომ ასე დაგვინახონ, კიდევ შეგრცხვება და არ მინდა, რომ ასე მოხდეს. -მითხრა ღიმილით, ფრთხილად მიმეფ ერა სახეზე და წამოდგომაში დამეხმარა. ის იყო წამოვდექი, ბიჭებიც შემოვიდნენ ოთახში . მე კი უსაზღვრო მადლიერებით განვიმსჭვალე გიორგის მიმართ, რომ ასეთი წინდახედული იყო და ასე უფრთხილდებოდა ჩემს გრძნობებს.
-ოჰ, კორლეონე, როგორ გრძნობთ თავს აბა?-შემოვიდა რომა ლაზღანდარაობით ოთახში და დივანზე მორთხმით გაიშოტა.
-რომა, გცემ.- შეუბღვირა გიორგიმ. რომა კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ ოთახში გამწარებული გიგი შემოვარდა.
-სად წახვედი ეე? წამოეთრიე დროზე და შემალაგებინე ის პროდუქტები მაცივარში, სანამ თავი გაგიტეხე.
-დაიწყეეს.-აღმოხდა გიორგის და შუბლზე ხელი შემოირტყა.
-ეხლავე დედიკო.- რომა ლაზღანდარაობას არ წყვეტდა. სასაცილო მოძრაობით წამოდგა და ქალის სიარულის იმიტაციით დაიძრა სამზარეულოსკენ, მაგრამ ბოლომდე მისვლა არ დასცალდა. გიგიმ სავარძლიდან ბალიში აიღო და სამზარეულოს კარისკენ მიმავალ რომას ისე გაარტყა მიზანში და ისე წააქცია, როგორც ბოულინგის კეგლი.

-გიგი...-გაისმა გიორგის ხმა გამაფრთხილებლად.
-გასაგებია! ოთახში შევიდეთ და დანარჩენი იქ გავაგრძელოთ. -გაეცინა გიგის და სამზარაულოს მიაშურა მანაც. იატაკზე გართხმულ რომას ზედ გადააბიჯა და ერრთი ნაბიჯით შეასწრო შიგნით. რამდენიმე წამში კი რომაც შეყვა. მოგუდულად გვესმოდა სამზარეულოდან სირბილის და ბათქა-ბუთქის ხმა.
-დარწმუნებული ხარ, რომ ღირს მათი მარტო დატოვება? -ავღელდი მე.
-კი კაცო, ხუმრობენ, არ ინერვიულო.-გამიღიმა გიორგიმ.
-რაღაც უცნაური ხუმრობები აქვთ.-შევეცადე მეც გამეღიმა თუმცა რამდენად დამაჯერებლად გამომივიდა არ ვიცი. ამის თქმა იყო, სამზარეულოდან ორივე ერთად გამოლაგდა. გიგის თმა ისე ქონდა აბურძგნული, ეჭვი მეპარება, როგორმე მისი დავარცხნა მოეხერხებინა, რომა კი ისე იყო სახეზე აწითლებული, როგორც პომიდორი.
-ირა, ნახე მე ყავა მოგიდუღე. -ჩემკენ დაიძრა გაკრეჭილი რომა და ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადო.
-ირა, ნახე მე ნამცხვარი მოგიტანე.-სიარულში დაეწია გიგი და გამჭვირვალე თეფში ყავას მიუდო გვერდით. არ ვიცი, რა ნაირად მოახერხა, მაგრამ შოკოლადის ტორტის უზარმაზარ ნაჭერს სამკუთხედის ნაცვლად, პარალელეპიპედის ფორმა უფრო ჰქონდა და თეფშზე არ ეტეოდა. მე სიცილით გადავუხადე მადლობა და ყავის ფინჯანი ხელში ავიღე.
-მე?-წამოიწუწუნა გიორგიმ და ორივეს გაუბღვირა.
-შენ მაინც კვდები კაცო და პროდუქტები რაღატო დავხარჯოთ.-გაეკრიჭა რომა , რაზეც გიორგიმ თავში მსუბუქად წამოარტყა. თუმცა, გიორგიზე რეაქცია არ ქონია. ოდნავ მოიქავა კეფა და ეგ იყო...
როგორც კი ბიჭებმა ლაზღანდარაობა განაგრძეს და ჩვენთვის აღარ ეცალათ, დრო ვიხელთე და გიორგის მივუბრუნდი.
-შეიძლება რომ შენი სააბაზანოთი ვისარგებლო? სახლში მინდოდა წყლის გადავლება, მაგრამ ვერ მოვასწარი. -გავუღიმე მორცხვად.
-კი , მაგრამ ერთი პირობით.-მიპასუხა სრულიად სერიოზული სახით.
-რა პირობით? -მე აშკარად დავიძაბე.
-ისევ ჩემს პერანგს ჩაიცვამ.-გამიღიმა მაცდურად.
-გიორგიი..-შევუბღვირე მე და ლოყებზე წამოვწითლდიი.
-ნუ წუწუნებ, გთხოვ რა, იცი რა საყვარელი და სასაცილო ხარ, მუხლებამდე რომ გწვდება ? მიდი რაა..-მეწუწუნებოდა გიორგი ღიმილით.
-კარგი ხო, ნუ დაიქოქქე, ჩავიცვამ.-ვუპასუხე მე და სანამ კიდევ რამეს მეტყოდა ოთახიდან გავვარდი. კიბესთან ჩემი ბარგი დამხვდა, ავიღე ხელში და მეორე სართულზე სწრაფად ავედი.
თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, თითქოს ის პრობლემაც დამაციწყდა, რაც თავს მეხივით დამატყდა, სრულიან მოდუნებული და მოშვებული ვიყავი. სწრაფად შევედი გიორგის ოთახში, ვიფიქრე, ჯერ შხაპის მიღება აჯობებდა სანამ გიორგი მოვიდოდა და მოგვიანებით ამოვალაგებდი ბარგს. ჩანთაში საჭირო ნივთები მოვნახე და სწრაფად შევვარდი სააბაზანოში.
ცხელმა წყალმა უფრო მომადუნა, დაბალ ხმაზე ჩართულ მუსიკას ხმადაბლა ავყევი და ასე ცეკვა-სიმღერაში როდის გამეპარა დრო არ ვიცი, ტანზე პირსახოცი შემოვიხვიე და ფეხშიშველი გავტანტალდი საძინებელში. იმაში სრულიად დარწმუნებულმა, რომ გიორგი ჯერ არ ამოვიდოდა, რადგან ქვევით სტუმრები ყავდნენ, მუსიკას ოდნავ ავუწიე და ტანის მსუბუქი მოძრაობით ავყევი, თან ბარგის ამოლაგება დავიწყე, ვერც კი მივხვდი, როგორ შევყევი ასე მუსიკას, ვერც ის გავიგე, როდის შემოვიდა გიორგი, გონს მხოლოდ მაშინ მოვეგე, როცა ზურგიდან მომეპარა, მუცელზე ხელი მჭიროდ შემომხვია , თავისკენ მიმიზიდა და ცხვირი ჩემს ჯერ კიდევ სველ კისერში ჩარგო და ღრმად ჩაისუნთქა ჩემი სურნელი.
-ბოლოს მომიღებ შენ მე.-ამოილაპარაკა დაბოხებული ხმით, ისე რომ კისრიდან თავი არ მოუშორებია, საუბრისას მისი ტუჩები ოდნავ მეხებოდა ყელზე და ჟრუანტელს მგვრიდა.
-რატომ? -ვკითხე დაბნეულმა და მისი ხელებიდან გასხლტომა დავაპირე.
-ღმერთო , შენ მომეცი ნებისყოფა, რომ ამ გოგოს გავუძლო.-ჩაილაპარაკა ისევ და ხელი ოდნავ მოადუნა, მე ისევ მისი ხელიდან გასხლტომა ვცადე და გამომივიდა კიდეც, თუმცა გიორგიმ დაჭერა დააპირა და სხეულზე შემოხვეულ წინსაფარს წაწვდა. წამიერად ვერც ერთი მივხვდით რა მოხდა, მე მის მოპირდაპირედ ვიდექი, ის კი ჩემი პირსახოცით ხელში ადგილზე გაყინულიყო.
-ჯანდაბაა. -გიორგიმ მომენტალურად დახუჭა თვალები და ზურგი მომაქცია. -დედას გეფიცები, იქამდე დავხუჭე თვალები, სანამ რამეს დავინახავდი, მაპატიე გთხოვ რა..-მისი ხმა იმდენად გულწრფელად ჟღერდა , რომ წამით გამეცინა.
-მობრუნდი.-ვუთხარი მაქსიმალურად მისტიური ხმით.
-რა?-აშკარად დაიბნა.
-მობრუნდითქო. -გიორგი ფრთხილად შემობრუნდა ჩემკენ, მაგრამ თვალებს არ ახელდა. -თვალები გაახილე. -ამჯერად მომდევნო მოთხოვა წავუყენე?
-რა? რას ამბობ გოგო. სულ გაგიჟდი? თვალები რომ გავახილო, მერე არ ვიცი როგორ მოვახერხებ თავის ხელში აყვანას. ჩაიცვი შენ და მე მერე შემოვალ, წეღანაც დავაკაკუნე შემოსვლამდე კარზე, მაგრამ შენ ვერ გაიგე მუსიკის ხმაში.- გიორგი დაბნეული რას მიედ-მოედებოდა, თვითონაც არ იცოდა.
-გიორგი, თვალები გაახილეთქო. -ჩემი ხმა უფრო გამკაცრდა.
-დარწმუნებული ხარ? -მკითხა ხმააკანკალებულმა.
-კი! -გიორგიმ ჯერ ერთი თვალი გაახილა ფრთხილად, მერე მეორე და გაოცებისგან ორივე თვალი შუბლზე აუვიდა.
-აუუუ... რას გიზააამ. -წარმოთქვა გაწიწმატებულმა და ჩემკენ გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი სწრაფად.
-ფრთხილად, შენთვის სირბილი არ შეიძლება.-ვუთხარი ხითხითით და უკან გავხტი.
-ეგრე ხუმრობა შეიძლება გოგო? გული ლამის გამისკდა, პირსახოცი რომ შემრჩა ხელში, წარმოვიდგინე, როგორ შეგრცხვებოდა და გული მომიკვდა.- წარმოთქვა გიორგიმ და კიდევ ერთხელ აათვალიერა ჩემი ჩაცმული სხეული.
საქმე იმაშია, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავს მშვიდად ვგრძნობდი, მაინც ვერ მივცემდი თავს იმის უფლებას, რომ მხოლოდ პირსახოც შემოხვეულს მევლო ოთახში მაშინ, როცა ქვევით სამი კაცი იყო. სააბაზანოდან გამოსვლამდე სწრაფად მოვირგე საღამურები, მოკლე კრემისფერი შორტი და ასეთივე ფერის მაისური, რომელსაც არც მკლავები ქონდა და არც ბრეტელები. თუმცა საკმაოდ ციოდა ოთახში , ამიტომ იქამდე, ვიდრე ტანსაცმელს ჩავიცვამდი, პირსახოციც შემოვიხვიე გასათბობად. გიორგიმ კი გადაწყვიტა, რომ შიშველი ვიყავი.
-გაგამაიმუნე?-ვუთხარი ხითხითით უკვე ენერგია დაკარგულ გიორგის და მის წინ ავისვეტე.
-ჩემი მოკვლა გინდა შენ , დღეს დავრწმუნდი მაგაში.-მითხრა სასოწარკვეთილი ხმით და დაღვრემილმა შემომხედა.
-ხო, მაგაზე ვფიქრობ დღე და ღამე.-მე სიცილს არ ვწყვეტდი.
-ირინა.
-ბატონო?
-გთხოვ რა , ეგრე აღარ მომექცე ხოლმე, არ ვიცი რამხელა ნებისყოფა მაქვს და რამდენის მოთმენას შევძლებ და არ მინდა, რომ რამე სანანებლად გავიხადოთ, კარგი? -მითხრა სერიოზულად.
-ვინ არისო პატიოსანი ბიჭიო, ვინო?
-ოხ როგორ უნდა მოგცხოო..-ამჯერად გიორგისაც გაეცინა.-მიდი მოწესრიგდი და ქვევით ჩამოდი რა, განვიხილოთ აბა ის თემა რას ვიზამთ და როგორ.
-კარგი, ახლავე .-ვუთხარი მე და მაისური სულ ოდნავ ავიწიე გვერდიდან.
-ირინააა.!!!!-აღმოხდა გიორგის, ისევ თვალები დახუჭა და ზურგი მომაქცია. მაგრამ როცა ჩემი ხითხითის ხმა გაიგო, მიხვდა, რომ ვეხუმრებოდი. -ეგრე ხო?-სწრაფად მოტრიალდა ჩემკენ. წელზე ხელი შემომხვია, თავისნკენ მაქსიმალურად მიმიზიდა. იმდენად ახლოს იყო, რომ მისი ტუჩები ფაქტიურად ტუჩებზე მეხებოდა.
-რატომ ვერ ისვენებ, რა გინდა?-მკითხა გამომცდელად და გრძელი თითები, ოდნავ შემიცურა მაისურის ქვეშ წელზე. როცა მისი გრილი თითების შეხება ვიგრძენი, ერთიანად დამბურძგლა.
-მე... -ხმა წამერთვა და ვეღარაფერს ვამბობდი. -მეე...-ისევ განვააგრძოვდი უცნაური ბგერების წარმოთქვას.
-ჰო, მე მეე.. თხა ხარ მართლა. -ამჯერად გიორგის გაეცინა.-ახლა ხვდები, რომ საშიშია ცეცხლთან თამაში? ნუ მეთამაშები ეგრე იცოდე, თორემ არც მე დაგრჩები ვალში .-მითხრა დაბოხებული ხმით. მერე ჩემი მაისურიდან თითები გამოაცურა, უბრალოდ ჩამიხუტა და შუბლზე მაკოცა. შემდეგ კი ისე მოულოდნელად მომშორდა და დაიძრა კარისკენ, მე განძრევაც ვერ მოვახერხე.
-ცუდო გოგო.-მომაძახა სიცილით უკვე ოთახიდან გასულმა და კარი ხმაურით დახურა.
ემოციებისგან შოკირებული იქვვე საწოლზე ჩამოვჯექი და ღრმა სუნთქვით ვცადე პულსის დარეგულირება, თუმცა რამენად გამომივიდა არ ვიცი.
წარმოდენა არ მქონდა, რატომ ვეთამაშებოდი გიორგის, ან რას ველოდი, მაგრამ იმაში კი ნამდვილად დავრწმუნდი, რომ თუ კვლავ განვაგრძობდი ცეცხლთან თამაშს, უდაოდ დავიწვებოდი.....



№1 სტუმარი ანუ

აუუუუ ძაან მომეწონა ამ თავში ირა და მისი თამაში გიორფისთან, ძაააალიან საყვარლობა იყო :დ ^-^

 


№2  offline წევრი კატკო

რა ლამაზად წერთ

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა კარგი წყვილია იმედია ერთად იქნებიან ბედნიერი ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 


№4  offline წევრი Life is beautiful

აუ აქამდე რატო არ წავიკითხე.. რა კარგი ყოფილაა♥️იმედია მალე დადებთ ახალს.. ძალიან საყვარლები არიან♥️

 


№5  offline წევრი ირი ...

რია როსი
აუ:დდდდდდ ძაან საყვარლად ვიცინე(ანუ ახლა თავსაც
ვუთხარი კომპლიმენტი და შენც,ხვდები?:დდდდდ)
რომა რო მიყვარს ხო ვთქვი უკვე? კეე,მაახსოოოვსს:დდდდდდ ახლა უფრო მიყვარს(მწვანე გული)გჯერა ხო?:დდდდდ
ხოდა იმას ვამბობ,რო ძალიან ლამაზად წერ(ისევ მწვანე გულები იგულისხმე)

წარმატებები იირ❤️



დიდი მადლობაა❤️❤️❤️ პ.ს
რომას წავაკითხე შენი ეს კომენტარი და დიდი მადლობა შემოგითვალა❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი ეკა

შემმდეგი თავი როდის იქნება??

 


№7  offline წევრი Mariam Khutsishvili

როდის დადებ შემდეგ თავს?

 


№8  offline წევრი ირი ...

ადმინს კითხეთ, ორი დღეა გადაგზავნილო მაქვს და არ დებს არაფრით????????☹️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent