...რომ არ უნდა გიყვარდეს სრულად (დასასრული)
არ ვიცი, სად გადის ზღვარი, შემთხვევითობასა და ბედისწერას შორის. მაგრამ ზუსტად ვიც, რომ ეს, ორი მოვლენა ქმნის და წყვეტს ჩვენს ცხოვრებას... ახლაც რომ მკითხოთ, მაინც ვერ გიპასუხებთ ჩემს შემთხვევაში, რომელი უფრო გადამწყვეტი იყო. ბებიაჩემი ხშირად იტყოდა – შემთხვევით არაფერი ხდება ამ ქვეყნადო. იქნებ მართლაც ასეა. იქნებ შემთხვევაც ბედისწერის ნაწილია. ან სულაც, იქნებ ეს ყველაფერი იქ, ზემოთ წყდება და მერე ჩვენ, ადამიანები ვარქმევთ სახელებს... დავრქვათ ! მთავარია, წინასწარ ნუ გვეცოდინება,თორემ ძალიან მოსაწყენი და უფერული იქნება ადამიანთა ცხოვრება... ჩემი ისტორიაც, როგორც ყველასი ასე დაიწყო, დავიბადე. ბედნიერი ბავშვობა მქონდა, მაგრამ დაუმორჩილებელი, რთული ხასიათით გამოვირჩეოდი, ყველაფრის მიმართ, ჩემი შეხედულებები და წესები მქონდა. შემეძლო ყველასა და ყველაფრის წინააღმდეგ წავსულიავი, თუ ჩემი ქმედებისა და აზრის სისწორეში ვიყავი დარწმუნებული. ვიღებდი რჩევას, თუ ის, მბრძანებლური ტონით არ იქნებოდა ნათქვამი. ბრძანება, ეს ერდადერთია,რასაც შეეძლო ვირივით ჯიუტი გავეხადე და წყობიდან გამოვეყვანე. სხვა შემთხვევაში, ჩემი აღელვება, ძალიან რთული იყო. კარგად გამომდიოდა საკუთარი თავის კონტროლი. პროფესიაც ხასიათიდან გამომდინარე შევარჩიე, იურიდიულის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. სტუდენტობა ეს, დაუვიწყარი და შეუცვლელი წლები წარმატებით გავიარე. სამსახურიც მალე ვიშოვე.ერთ პატარა ოფისში, იურისტად დავიწყე მუშაობა. კომპანიის ფორმალური მხარეების მოგვარება მიწევდა. არ არის უბრალო და იოლი სამსახური, მაგრამ მე არ მაკმაყოფილებდა. რაღაც უფრო მეტი და უფრო რთული მინდოდა მეკეთებია. თანაც, ანაზრაურება კი მქონდა კარგი, მაგრამ რახან სწავლის გაგრძელებას ვგეგმავდი, ფულის დასაგროვებლად მეტი შემოსავალი მჭირდებოდა. არ მინდოდა ჩემი მშობლებისთვის მეთხოვა, ისედაც არაფერს იშურებდნენ ჩემთვის. შანსს ველოდი, რომ სამსახური შემეცვალა. თუმცა, ამის მიუხედავად ძალინ კარგად ვგრძნობდი თავს, თბილი გარემო და სასიამოვნო თანამშრომლები მყავდა. განსაკუთრებით უფროსი, ბატონი ნიკა, რომელსაც ძალიან არ მოსწონდა ბატონოთი, რომ მოვმართავდი და რომელიც შანსს არ უშვებდა ხელიდან, ჩემს მიმართ ყურადღება გამოეჩინა. უნდა ვაღიარო, მეც მომწონდა, მისი ყურადღება და კომპლიმენტები. განსაკუთრებით, როდესაც ჩემს ნიჭს უსვამდა ხაზსს. თანაც სიმპატიური და კარგი ადამიანი იყო. ჩვენი ურთიერთობა, ასე თუ ისე აეწყო, მეგობრობის დონეზე. თუმცა, ის, ჩემგან უფო მეტს მოითხოვდა. მე კი არსად მეჩქარებოდა. მასთან მეგობრობაც საკმარისი იყო. ისიც ვიცოდი, რომ მომენდომებია ხელფასსაც მომიმატებდა, მაგრამ ამ კატეგორიას არასოდეს ვეკუთვნოდი. პირიქით მძულდა კიდეც. შვებულება ავიღე. დასასვენებლად და ახალი სამსახურის საძებნელად, დრო მჭირდებოდა. ისე მინდოდა სამსახური, სადაც მთელი ჩემი პროფესიის სირთულით გადავეშვებოდი, რომ ამის გამო აღებულ შვებულებაში, თურმე ბედისწერა ცხოვრების სირთულეებს მიმზადებდა. არც იმაზე მიფიქრია ნიკას, რომ ვაწყენინებდი და არც ჩემი გეგმები გამიმხელია. მშობლებთან წავედი. მინდოდა მათ მზრუნველობასა და სიყვარულს ბავშვობში დავებრუნებინე. კარგი მშობლები მყავს ,კეთილი და პატიოსანი ადამინები.მათი დამსახურებაა, ჩემში, რაც კარგია. ყოველთვის სწორად გვზრდიდნენ მე და ჩემს ძმას, რომელიც ბედის საძებნელად ინგლისში გაგვექცა. არჩევანში არასდროს შევუზღუდივართ. დილით საუზმე. თბილი და სიყვარულით გაჯერებული დიალოგები, რომლებიც ზომიერად შეიცავდა დამრიგებლურ ფრაზებს. დედის კალთაში მოკალათება და მისი სურნელი(ასაკი არ მიშლიდა ხელს ხან დედის და ხანაც მამის კალთაში მოვკალათებულიყავი). მამის, ჩემი, იქ ყოფნით გამოწვეული ბედნიერებით სავსე მზერა. გაორმაგებული იყო ეს ყველაფერი, რადგან ჩემი ძმა სანდრო, აქ არ ჰყავდათ. მის წილსაც მე დამფოფინებდნენ. ღმერთო რა ბედნიერებაა! ეს, ის იყო, რაც ყველაზე მეტად მაკლდა და რასაც არასდროს არაფერში გავცვლიდი.მათთვის ცეცხლშიც ჩავვარდებოდი. თითეული ჩემი ნაბიჯი ისე მქონდა გათვლილი,რომ რაც შეიძლებოდა ნაკლებად დამეშვა შეცდომა. მათი ღირსება არ შემელახა და გული არ მეტკინა. დღემდე ასე ვცხოვრობ. ჩემი სუსტი წერტილია ჩემი ოჯახი. მშობლებთან და ახლობლებთან გატარებული დეებით ისე ვიყავი აღვსილი, მეგონა მთელი ცხოვრება მეყოფოდა ეს ემოცია. მინდოდა გამეხანგრძლივებინა ლაღი, უდარდელი დღეები. ამიტომ უარი არ მითქვამს,როდესაც თანამშრომლებმა ბაკურიანში, დასასვენებლად წასვლა შემომთავაზეს. თან ნიკაც მოდიოდა და შანსი მექნებოდა, ჩემს გადაწყვეტილებაზე მეთქვა.დავფიქრდი და მივხვდი, არ იქნებოდა სწორი ბოლოს, რომ გაეგო. ჩემი საუკეთესო მეგობარი ლილეც, თან გავიყოლე. მიყვარს ბაკურიანისკენ მიმავალი გზა,განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს. სიმწვანე,ხის პატარა სახლები, ჰაერში დატრიალებული არომატები და ამას თან დართული, ჩემი ბავშვობის, მოგონებათა არომატები. სუნების მიმართ, განსაკუთრებით მგრძნობიარე ვარ. ნაცნობ სურნელს, წლების მიძინებული მოგონებები შეუძლია გააღვიძოს ჩემში. მთელი გზა მხიარულად გავიარეთ. ჩვენი ავტომობილი, ლამაზი და მდიდრული სასტუმროს წინ გაჩერდა(ნიკამ წინასწარ იზრუნა ჩვენს თუ ჩემს კომფორტზე). ჩანთები ნომრებში ავიტანეთ და გადავწყვიტეთ ცოტა დაგვესვენა.მგზავრობამ ძალიან დაგვღალა. ვერანდის კარები გამოვაღე და გრილი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. მინდოდა გული და გონება იმ უცნაური გრძნობისგან გამეთავისუფლებინა დილიდან, რომ მაწუხებდა.ვერ ვხვდებოდი რა იყო, მაგრამ სულს ძალიან მიფორიაქებდა.თითქოს, რაღაც უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში. რაღაც ისეთი, ერთიანად ყველაფერს, რომ შეცვლიდა. ლილეც გრძნობდა ჩემს გაურკვევლობას და კითხვების კორიანტელი დამაყარა: –რა გჭირს? რას ფორიაქობ ? რამე მოხდა და მე, არ ვიცი? არა რა, მარტო არსად არ უნდა გაგიშვა! ცოტახნით ჩავაბარე, მშობლებს შენი თავი და როგორი კაეშანით დამიბრუნდი. - თქვა და სიცილით საწოლზე აყირავდა. ვუყურებდი და უნებურად მეც, მეცინებოდა. -ეხლა არ მითხრა ნიკა შემიყვარდაო, თორემ ჩავთვლი, რომ საერთოდ არ გიცნობ ! – მაგ კითხვას შენ არ უნდა მისვამდე ! პასუხი ისედაც იცი და მორჩი ახლა ცანცარს თორემ თმებს შეგილამაზებ. – ჩვენი ასეთი დიალოგი ძირითადა, მართლაც ასე მთავრდებოდა –რას ამბობ! ძლივს საგულდაგულოდ დავილაგე. ისე, არ გინდა დაელაპარაკო იმ ბიჭს და იმედები გაუქარწყლო? არ ხარ შენ, მაგის შემყვარებელი და საერთოდ ნეტა ოდესმე თუ შეგიყვრდება ვინმე?! –რომელი იმედი გავუქარწყლო ლილე, რომელიც არ მიმიცია? მშვენივრად იცის ყველაფერი, რასაც უნდა ელოდოს ჩემგან. თავად აწყობს ეს სიტოაცია და არც მე ვარ წინააღმდეგი. –ნწ ნწ ... არადა როგორი დასვენება მოგიწყო. – ვითომ დიდ სინანულით წარმოთქვა. – ძალიან ცდება, თუ ჰგონია, ჩემს ხარჯებს მაგას დავაფარინებ! – ნეტავ იცოდნენ შენმა თაყვანისმცემლებმა, ამ, ბავშვური და თვალწარმტაცი გარეგნობის უკან, რა უჟმური ქალი იმალება.ზედაც არ შემოგხედავენ . – აშკარად მხიარულობდა ჩემს ხარჯზე. –შეიძლება შემოვიდე? – კარზე კაკუნის ხმამ, დაასერიოზულა ლილე. –შემოდი ნიკა ! – ისეთი მხიარული ხმები ისმის, ოთახში კლოუნი მეგონა. – გაღიმებული სახით მოათვალიერა ოთახი. – შენს წინ დგას! – ლილეზე ვანიშნე. – არ მოგშივდათ? ჩავიდეთ, ვივახშმოთ . –კი, კი, ძალიან ! იმდენი ვიკლოუნე მომშივდა. – არ ჩამოგვრაჩა ხუმრობაში ლილე. –დახურე პირი! იფიქრებს მას დასცინი,უხერხულია.– გზაში ლამის გვერდები დავულურჯე ჩქმეტით. მეგობრები უკვე მაგიდასთან გველოდნენ . გემრიელად ვივახშმეთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის უცნაური გრძნობა არ მომშორებია.პირიქით უფრო მიმძაფრდებოდა,როდესაც გვერდით მაგიდიდან, სადაც ბიჭები ისხდნენ,ვიღაც დრო და დრო ჩემსკენ მზერას გამოაპარებდა ხოლმე . შეგნებულად არ გავიხედე. არ მინდოდა დამენახა ვინ იყო,მხოლოდ მის დიდ, შავ სილუეტს ვამჩნევდი და ვგრძნობდი მის უცნაურ მზერას, რომელიც სხეულს ეკალივით მიჩხვლეტდა. როგორც ჩანს, ნიკასაც არ გამოპარვია. განსაკუთრებით აქტიურობდა ჩემს მიმართ,სახეზე სიბრაზეც ეტყობოდა. ბიჭები ცოტახანში ადგნენ, ნიკას უცნაურად გადახედეს და გავიდნენ. შვებით ამოვისუნთქე. თან გულში ვფიქრობდი ვინ იყო, ან უფრო მეტად, რატომ ამიშალა ფორიაქი. –ოჰო ! მგონი, ჩვენ თაკოს, ვიღაცამ თვალი დაადგა. თან, რომ იცოდეთ ეს ვიღაც, ვინ არის?! სხვა სიკეთეებთაბ ერთად, გემოვნებასაც არ უჩივის ბიჭი. – თქვა სიცილით ნატამ. –ხო მეც შევამჩნიე. ვინ არის? – ჰკითხა ინტერესით ლილემ და სახეგაბადრულმა გადმოგვხედა მე და ნიკას. ( ჩემი და ნიკას „მეგობრობის“ შესახებ, არაფერი იცოდნენ თანამშრომლებმა) –ეგ ბიჭი როგორ არ იცი ლილე ?! მთელი თბილისი ცნობს. გავლენიანი და პატივსაცემი ბიზნესმენის, გოგი აბაშიძის, არანაკლებ გავლენიანი ვაჟი, თვით დიმა აბაშიძე. –მე და თაკო, თბილისის ელიტით, დიდად არ ვინტერესდებით ხოლმე. ისე, კი გამიგია და ამბობენ ცოტათი უცნაური ტიპიაო. სიმპატიურიც ყოფილა. – გოგონების საუბარს ყურს არ ვუგდებდი. ისე, თითქოს არაფერი მესმოდა. –ჭორაობას თუ მორჩით ვერანდაზე გავიდეთ! – თქვა სიმკაცრე შეპარული ტონით ნიკამ. –კარგი აზრია. გავიდეთ. – ვთქვი და წამოვხტი, ვიფიქრე ჰაერი მიშველიდა. გარეთ ციოდა. ამიტომ ოთაში ავირბინე, ფეხზე ბაჭია „ღუნღულები“ ჩავიცვი და ტანზეც, ბაჭიებით მოხატული, თბილი ჟაკეტი შემოვიცვი.მოკლედ საკურდღლედან გამოქცეულს ვგავდი. ჩემი პროფესია მუდმივად სოლიდურ სტილს მოითხოვს, მე კი ძალიან მიყვარს, ბავშვური აქსესუარები და ტანსაცმელი. ამიტომ შანსს არ ვუშვებდი ხელიდან. 22 წლის ასაკშიც, ვერ ველეოდი ბავშვობას. საახლობლოშიც ყველმ იცოდა, რა მაბედნიერებდა და მანებივრებდნენ მსგავსი საჩუქრებით. ეს ბაჭიებიც, სანდროს გამოგზავნილი იყო. როგორც კი, ვერანდის ზღურბლზე გადავაბიჯე, მსუბუქმა ქარმა, ჩემი გაშლილი თმები,სახეზე მომაფინა. მალე მოვიწესრიგე და როდესაც თვალებიდან გამოვიხედე, ახოვანი, სიმპატიური მამაკაცის სილუეტს გადავაწყდი. ვერანდის კიდესთან იჯდა,ოდნავ მოხრილი.იდაყვები მუხლებზე დაეყრდნო, თითები გადაეჭდო და მუქი შავი თვალებით, ინტერესით მაკვირდებოდა. მზერა გავუსწორე. წელში გაიმართა, შავ თმებში თითები შეიცურა გასასწორებლად, საზურგეს მიეყრდნო და ისე ამათვალიერა, მეგონა თვალების ნაცვლად , რენდგენით მიყურებდა. გაეღიმა.ისეთი მომხიბლავი ღიმილი ჰქონდა, უეცრად ამ სუფთა და უხვ ჰაერზე, უჰაერობა ვიგრძენი.თვალები სწრაფად მოვაშორე და ჩემებისკენ გავიქეცი. სავარძელში მოწყვეტიტ ჩავეშვი. ღრმად ჩავისუნთქე და ერთი ჭიქა წყალი, ერთ ყლუპზე გამოვცალე.ყველა გაოგნებული მიყურებდა. მთელი საღამო ხმა არ ამომიღია, ზოგჯერ ხათრის გამო თუ გავცემდი პასუხს. ჩემს სხეულში ცივი ქარიშხალი დათარეშობდა.არ მინდოდა, არ შემეძლო რამეზე მეფიქრა. უფრო სწორად, ფიქრს გავურბოდი. ფიქრს იმაზე, თუ, როგორ მოახერხა, არსაიდან მოსულმა განცდამ, ჩემს გონებაზე კონტროლი. რა მემართებოდა? ან ეს ბიჭი რა შუაში იყო ამ ყველაფერთან?– თავში, აზრები, განცდები და ფიქრები, ქაოსურად მოძრაობდნენ.მისკენ აღარ გამიხედავს. არ მინდოდა მის თვალებს, კიდევ გადავყროდი. ლილემ დაეჭვებით შემომხედა და დააპირა კითხვის დასმა, მაგრამ ისეთი საცოდავი თვალები შევანათე, მიხვდა რომ პასუხი არ მქონდა და გადაიფიქრა. შემდეგისთვის გადადო. რამდენიმე დღე ასეთ ფორიაქში გავიდა. მიუხედავად ამისა, დრო მხირულად გავატარე. ამ ხნის განმავლობაში, ჩემს უცნობს, რამდენჯერმე მოვკარი თვალი. უფროს სწორად თითქოს, თავად სურდა ასე.მოჩვენებასავით არსაიდან გამოჩნდებოდა, დამენახვებოდა, სიმშვიდეს ამიშლიდა და მერე ისევ გაქრებოდა. ერთ საღამოს, გამახსენდა ნიკასთან, სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით, რომ არ მისაუბრია და ნახვა გადავწყვიტე. ჩემი „ბაჭიები“ შემოვიცვი და მისი ოთახისკენ გავეშურე. ნიკა ოთახში არ დამხვდა. ტელეფონზეც არ მიპასუხა. გამიკვირდა, რადგან სულ რაღაც ათი წუთის წინ ნომრებამდე მიგვაცილა და თავადაც დასაძინებლად წავიდა. რამდენიმე უპასუხო ზარის შემდეგ, სასტუმროში დავუწყე ძებნა. თითქმის, ყველა სავარაუდო ადგილი შევამოწმე, მაგრამ არსად არ იყო. ვიფიქრე, ალბათ გარეთ გავიდა სასეირნოდ და ტელეფონიც უხმოზე აქვსთქო. ჩემს ნომერში ვბრუნდებოდი. პირველ სართულზე, ბოლოში , ბილიარდის ოთახიდან ხმაური გავიგონე. გულმა არ მომითმინა და კიბეებზე ნახევრად ასული უკან დავბრუნდი. კარებთან მისულმა, შესვლა გადავიფიქრე. რაღაც მაკავებდა. ჩემმა ხელმა ინსტიქტურად ჩამოსწია სახელური და ოთახში აღმოვჩნდი. ლამის თვალებში დამიბნელდა. ნიკა, ჩემგან ზურგით იდგა და არ დაუნახივარ. ჩემმა უცნობმა, რომელსაც ნიკას საფეთქელთან იარაღი ჰქონდა მიბჯენილი, გაოცებული და გაცოფებული თვალებით შემომხედა. გავშეშდი. მივხვდი და თანაც ვერ მივხვდი, რა ხდებოდა.მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე, როცა ნიკა მოწყვეტით დაეშვა იატაკზე და საკუთარმა კივილმა გამაყრუა. მერე აღარაფერი მახსოვს. გონს ოთახში მოვედი. ჩემს წინ, მჯდარი მკვლელი რომ დავინახე, ყველაფერი გამახსენდა.საწოლიდან წამოვიჭერი, მასთან მივვარდი და საყელოში ჩავაფრინდი. –სად არის, რა გაუკეთე, მოკალი? – ვკიოდი და ვკანკალებდი. ის დუმდა. –მითხარი რომ ცოცხალია, არ მოგიკლავს ხო? – მან ხელები გამაშვებინა და წამოდგა. ჩემს კივილზე ორი ბიჭი შემოვიდა ოთახში . –ოჰ! არა მკითხე მოამბე ქალბატონი, გონს მოსულა. დიმა რას ვუპირებთ? – ჰკითხა პირველმა შემოსულმა ისე, თითქოს გატეხილი ნივთი ვიყავი და ვერ გაეგოთ, გადაეგდოთ თუ შეეკეთებიათ. –უკვე იცი ! –კაი რა ტო, სისულელეს აკეთებ. ჩვენებურად მოვაგვარებთ. –მე ასე გადავწყვიტე !. რაც გითხარი გააკეთე? –კი მოგვარებულია. ყველაფერი სწორად გაიგო, დამჯერეა.– თქვა და გაეცინა . –სად არის მოკალით?იცოდეთ ამ საქმეს ასე არ დავტოვებ, ყველას პასუხს გაგებინებთ! – ამოვიკნალე და თვალები ამემღვრა. –ეჭვიც არ გვეპარება ადვოკატო. – მოვიდა, ხელით მკლავები დამიჭირა, თვალებში ჩამაჩერდა და მკაცრად მითხრა: –ახლა კარგად მომისმინე! დავიწყებ იმით, რომ ის იდიოტი არ მომიკლავს. უბრალოდ არ იყო აუცილებელი, მასაც დაენახე დაუკითხავად, რომ შემობრძანდი ოთახში. ინერვიულებდა შარში, რომ გაეხვიე. მასზე ვიზრუნე და გავთიშე. შენ კი, ის დაინახე,რაც არ უნდა დაგენახა.კარგად ვიცნობ შენისთანა ცნობისმოყვარე ახალგაზრდებს „გამომძიებლობანას“ თამაში და ჭიანჭველას, სპილოდ გადაქცევა გიყვართ. მე კი ზედმეტი თავის ტკივილი არ მჭირდება მიუხედავად იმისა, რომ ამის მოგვარება შემიძლია.ოღონდ, მერე შენ გექნება თავის ტკივილები. ამიტომ ორივეს სასარგებლოდ გადავწყვიტე - შენ ჩემი დაზღვევა იქნები! – სიტყვა დაასრულა და მომშორდა. –რა... რა ვიქნები? –ჩემი დაზღვევა. –ვერ მივხვდი რას გულისხმობ ! –ვუთხარი და პასუხს განაჩენივით დაველოდე. – ცოლად უნდა გამომყვე პატარა ქალბატონო! –შენ რა, თავი კედელს მიარტყი? _ვცადე ირონიით დამეფარა შიში. მივხვდი, რომ არ ხუმრობდა. –არა ! – ძალაინ ცივად მიპასუხა. კლდესავით შეუვალი ჩანდა. –აბა ისე, როგორ იფიქრე, რომ შენნაირ ნაძირალას ცოლად გავყვებოდი? –სხვა გზა არ გაქვს! –ვინ გადაწყვიტა,რომ სხვა გზა არ მაქვს? –იმ წამმა, როცა ოთახში შემოხვედი და ჩემს საქმეში ცხვირი ჩაყავი. წესით შენი ასაკის გოგოს, ამ დროს უნდა ეძინოს. შენ კი დადიხარ და ხიფათებს ეძებ. შედეგმაც არ დააყოვნა, ასე რომ შენ თავს დააბრალე. – ჩემგან ზურგით იდგა და ისე მცემდა პასუხებს. –თუ ნიკას არაფერი სჭირს, არავისთან არაფრის მოყოლას არ ვაპირებ და არც „გამომძიებლობანას“ ვითამაშებ. ასე რომ ეგ აზრი, თავიდან ამოიგდე. –ვცადე დამაჯერებლად მეთქვა და როგორმე ამ ოთახიდან გამეღწია, მერე მოვიფიქრებდი, როგორ გავამწარებდი. –ჭკვიანი გოგო ხარ, მაგრამ არა იმდენად, რომ ჩემი მოტყუება შეძლო ! –და შენ ვინ ხარ ასეთი? _ დამცინავი და ზიზღნარევი ტონით ვკითხე. –ვინ? არ იცი? –უნდა ვიცოდე? –იცი!– მიპასუხა დაბალი, მედიდური ტონით. –ეგ არაფერს ცვლის. შენ, ჩემთვის თვითდაჯერებული ნაძირალა ხარ ! აღარ მინდა შენთან ერთად აქ ყოფნა. –აბა სად გირჩევნია, პირდაპირ საწოლში ხომ არა ?–ბიჭებისკენ გავიხედე, გასულიყვნენ. გამიხარდა. ვერ გაიგებდნენ რაც მაკადრა. მასთან მივვარდი და ისეთი სილა გავაწანი ხელი მეტკინა. არც შეტოკებულა. ან რას ვუზავდი,ჩემზე გაცილებით მაღალი და კუნთიანი იყო. აშკარად არ ელოდა. –როგორ გაბედე ჩემთან ასეთი საუბარი?! ამჯერად მისკენ წაღებული , მეორედ გასარტყმელი ხელი, ჰაერში დამიჭირა და შემაჯანჯღარა . –იცოდე, შენ აღარ გაბედო თორე,მეორედ ასეთი შემწყნარებელი არ ვიქნები და თავს ნუ იფასებ, ამ შუაღამეს იმ ბიჭის საძებნელად რომ დადიოდი რა, ცეკვაზე ეპატიჟებოდი? – მისი სიტვები ხანჯალივით მომხვდა.საშინლად მეწყინა. ბრაზითა და სიძულვილით სავსე თვალებით შევხედე. ვერ ვიჯერებდი, ჩემს წინ მდგარი, ასეთი კარგი გარეგნობის ადამიანი, როგორ შეიძლებოდა ამდენად უგულო ყოფილიყო. –შენ ახლა ჩემს ღირსებას შეეხე! უნამუსო ადამიანი ხარ! –როგორმე გადაიტან. წადი შენი ნივთები აიღე, მივდივართ! –შენ რა მართლა გგონია, ჩემს მეგობრებს გამოვეპარები და სადმე გამოგყვები? –არ მგონია დარწმუნებული ვარ! –რატომ? –შენი ოჯახი ძალინ გიყვარს. –ვერ გავიგე... რა ჩემი ოჯა.... რაააა? იცოდე მათ არაფერი დაუშავო თორემ ჩემი ხელით გამოგჭრი ყელს! –მუხლები ამიკანკალდა და საწოლზე დავეცი . – ეგ შენზეა დამოკიდებული ჭკვიანად მოიქცევი თუ, არა. შენი მშობლებისა და ძმის ბედს თავად გადაწყვეტ. –რატომ აკეთებ ამას, რაში გჭირდება ეს ყველაფერი? – ვკითხე აქვითინებული ხმით. –მჭირდება! რაც გითხარი ის გააკეთე. არავის არაფერი უთხრა. მოგვიანებით მოვიფიქრებთ რამეს. ათ წუთში მისაღებში გელოდები..– მან ჩემზე ყველაფერი იცოდა , სხვა გზა არ მქონდა,დავნებდი. ვერ გავრისკავდი, ერთი წამითაც ვერ დავუშვებდი, ჩემს ოჯახს რამე, რომ დამართნოდა. მოკლედ სუსტი წერტილი მიპოვა. –სასტიკი და უგულო ადამიანი ხარ! – ვუთხარი და ოთახიდან გავედი.კართან მისი მეგობრები მელოდნენ. ბადრაგებივით მიმაცილეს ნომრამდე. ისე, სასჯელ მისჯილი რომ მიჰყავთ ხოლმე. ჩემი ნივთები ავიღე და მისაღებში ჩავედი. სასტუმროს ანგარიში მოვითხოვე. –ქალბატონო თქვენი უკვე გადაიხადეს. – მითხრა და დიმასკენ მიმანიშნა, რომელიც კართან მიცდიდა. ბრაზი ძლივს შევიკავე. –თუ შეიძლება, ლილე ამაღლობელის ანგარიში ! –მისი ანგარიშიც ეხლახანს გადაიხადეს. ეს უკვე მეტისსმეტი იყო. ჩემი სიჩუმის ყიდვა უნდა. მისკენ ჩქარი ნაბიჯებით გავემართე.მიხვდა ჩემს რეაქციას. ახლოს რომ მივედი ხელი დამავლო, გულზე ამიკრა და გარეთ სწრაფად გამიყვანა. სწორედ მაშინ ვიგრძენი პირველად მისი საოცარი, თავბრუდამხვევი კედარისა და ჟასმინი ერთდროულად, მკაცრი და ნაზი სურნელი . არომატებს ხარბად ვისუნთქავდი და ვბრაზობდი, რატომ მქონდა ასეთი დამოკიდებულება კაცის მიმართ, რომელიც ცხოვრებას მპარავდა. დამსვა და რამდენიმე წამი დამჭირდა გონზე მოსასვლელად. ის დაჟინებით მიყურებდა შავი, გიშრის თვალებით. ალბათ უკვირდა ხმას, რომ არ ვიღებდი. დამავიწყდა რა უნდა მეთქვა. –შენი ბინძური ფული არ მჭირდება ! –ძლივს ამოვღერღე. ავტომობილის კარი გააღო. ადგილიდან არ ვიძროდი, მართალია იმ წუთას, ჩემი ოჯახის გამო უფრო მეშინოდა ვიდრე ჩემს გამო, მაგრამ მაინც მზარავდა იმის გაფიქრება, მანქანის კარს რომ დახურავდა და წავიდოდით, მერე რა მოხდებოდა. რისი გადატანა მომიწევდა, როგორ დატრიალდებოდა ჩემი ბედის ბორბალი. –ჩაჯდები თუ დაგეხმარო?! - თავის მოძრაობით, ღია კარისკენ მანიშნა. –ძალიან დიდ შეცდომას უშვებ. იცოდე, მე, არ ვარ ის ქალი, ვის გვერდითაც სიმშვიდეს ეღირსები! –მაგას უკვე მივხვდი, მაგრამ არ მაქვს პრობლემა. ისედაც არ ვიცი სიმშვიდე რას ნიშნავს. –ადამიანის მკვლელობის მცდელობა, შანტაჟი, მოტაცება. იცი მაინც ამ ყველაფრისთვის, რა სასჯელი გელის? –ვიცი ! –არ გეშინია? –არა! –რატომ? –ჩემი მომავალი ცოლი ადვოკატია და დამიცავს. – თქვა და თვალი ჩამიკრა. –თუ სამართალს მამიკოს ფულით იყიდი? –არ მიყვარს მამიკოს ფულის ხარჯვა. დაჯექი მანქანაში დრო ნუ გაგყავს, მაინც არაფერი შეიცვლება ! – აშკარათ გავაბრაზე. –არ მინდა! გთხოვ სხვა გამოსავალი ვიპოვოთ, ხომ ხედავ ვერცერთი ვერ ვიტანთ ერთმანს. –უცნაურად შემომხედა. ახლოს მოვიდა, წყნარი და ოდნავ მკაცრი ტონით მითხრა: –ნუ მაიძულებ უხეშად მოგექცე, იცოდე არ გამიჭირდება ! დაჯექი თორემ ძალით ჩაგტენი მანქანაში! –არ შემეხო, გაიწიე, შენ თვითონ ნუ მაიძულებ იმის გაკეთებას რაც არ მინდა! – ჩაჯექი მანქანაში! –ისე დაიღრიალა შიშისგან შევხტი. კარები მთელი ძალით მომიჯახუნა. მეგონა ჩამოიღო. თავადაც დაჯდა და მოწყვეტით დაძრა მანქანა ადგილიდან. მინები ჩამოწია და ქარისგან ჩემი თმები, ჰაერში, ერთმანეთში გაიხლართა. უფრო და უფრო უმატებდა სიჩქარეს და თმებიც ჰაერის წნევის შესაბამისად ტრიალებდნენ. უკვე აუტანელი ხდებოდა, შემცივდა კიდეც, მაგრამ არაფერი მითქვამს. ვიფიქრე, ეს ალბათ რა მარტივი ასატანი იქნებოდა იმასთან შედარებით, რისი ატანააც ამ, უსისხლოს ხელში მომიწევდა. საჭეზე ისე ძლიერად უჭერდა ხელებს,თითები სულ გათეთრებული ჰქონდა. მანქანას ადამიანი კი არა, გამძვინვარებული მხეცი მართავდა. სიჩქარის მაქსიმუმი აკრიფა, ძალაინ შემეშინდა. თვითონ ვერც ამჩნევდა, მანქანა ლამის ცაში, რომ მიაპობდა ქარის ტაღებს. –შეგიძლია შეანელო? სიჩქარის მეშინია. – ყურადღება არ მოუქცევია.–დიმა გააჩერე,მეშინია! – ხმამაღლა დავუყვირე. უეცრად ისე დაამუხრუჭა, უსაფრთხოების ღვედი, რომ არა ნამდვილად მინიდან გამისვრიდა. –გაგიჟდი? ჩემი მოკვლა გინდა? – შემომხედა, დარწმუნდა რომ არაფერი მჭირდა. –ცოცხალი და უვნებელი ხარ, ესეიგი არ მინდა. თანაც, მგონი ცუდისგან შენი ბაჭიის ბაჩუჩები გიცავენ. - სახეზე ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა. –დაცინვაღა მაკლდა შენგან. –დაცინვა რა მოსატანია. უბრალოთ იშვიათი ეგზემპლარი ხარ.იურისტის პროფესია და ბაჭიების სიყვარული, ვერაფერს იტყვი. –რომც თქვა ვინ მოგისმენს... –დღეიდან, ყოველთვის მოგიწევს ჩემი მოსმენა! –არც კი იოცნებო! შეიძლება ახლა იძულებული ვარ დაგემორჩილო, მაგრამ შენი საკუთრება და შენი მონა არასდროს გავხდები. აუცილებლად დაგაღწევ თავს, ეს არ დაგავიწყდეს! –ჩემთან საბრძოლველად ძალა არ გეყოფა ! –მაგასაც ვნახავთ. მთელი დღის ემოციებისა და შიშისგან ისე ვიყავი დაღლილი,თვალებს ძლივს ვახელდი. ვთხოვე მინები აეწია და ნელა ევლო. მინდოდა დამეძინა, ცოტახანს ყველაფერი დამევიწყებინა და არაფერზე არ მეფიქრა. მაგიჟებდა მისი მბრძანებლური ტონი და ჩემი თავის იძულება, დავმორჩილებოდი. რა უსუსური ვიყავი, როგორ ვკარგავდი საკუთარი ცხოვრების კონტროლს... როგორ მინდოდა სიზმარი ყოფილიყო... არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა. ის, ისევ ჩემს გვერდით იჯდა. არსად არ გამქრალა. მცდელობა იმის, რომ ნანახი სიზმრად მექცია, რათქმაუნდა ამაო იყო.კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რეალობა იყო ის, რაც ჩემს თავს ხდებოდა. მივხვდი და სიმწრის ცეცხლმა დამიარა მთელს სხეულში. ჩემი ბედის სასჯელი იჯდა და ჩემს გაღვიძებას ელოდა. –სახლში შევიდეთ! – შედარებით მშვიდი ჩანდა. –ჩემს სახლში მინდა, გთხოვ! _უკვე ცრემლებს ვეღარ მოვერიე, თუ ეხლა, მის სახლში, მასთან ერთად შევიდოდი, უკან გამოსასვლელი გზის პოვნა გამიჭირდებოდა. –შენი სახლი იქ არის, სადაც მე ვარ! – ვაიმე ეს რა სასჯელია, გავგიჟდები ...არ მინდა, არ წამოვალ, გამიშვი გთხოვ! უსიყვარულოდ შენთან ერთად ვერ ვიცხოვრებ, არ შემიძლია.ან შენ რაში გჭირდება ჩემნაირი ცოლი. შენც ხომ იცი, რომ არ გჭირდები. დარწმუნებული ვარ, ჩემზე ბევრად უკეთესის პოვნა შეგიძლია. მე თავი დამანებე ... გეფიცები არავის არაფერს ვეტყვი , ყველაფერს გეფიცები შენს არსებობას და გუშინდელ დღეს საერთოდ დავივიწყებ ოღონდ გამიშვი გთხოვ... გთხოვ ... –ნუ ტირიხარ და ჩემს მაგივრად ნუ საუბრობ! ვატყობ შენი ფეხით არ გადმოხვალ, ამიტომ მე დაგეხმარები. გადავიდა, სწრაფად გაჩნდა ჩემს კართან, გამოაღო, ხელი დამავლო და წამში მომიქცია მკლავებში. ძალაინაც კი ვცდილობდი დავესვი, მაგრამ მე რას მოვერეოდი. მის დაკუნთულ მხარ–ბეჭში ალბათ წიწილასავით ვჩანდი. ამ ჩხუბში ისე შევედით სახლში, ისე აიარა მეორე სართულის კიბეები და ისე დამსვა საწოლზე გააზრებაც ვერ მოვასწარი. –აქ ყველაფერია რაც დაგჭირდება. შენს ნივთებს ამოგიტან და შეგიძლია მოწესრიგდე. –არაფერი არ მჭირდება შენგან. გადი ოთახიდან! –სჯობს შენს ახალ ცხორებას შეეგუო. შენთვისვე იქნება უკეთესი. ოთახიდან, როგორც კი გავიდა შვებით ამოვისუნთქე. უკვე ვეღარ ვუძლებდი, ისე მინდოდა ხმამაღლა მეტირა. ბრაზისა და ტკივილისგან ცოტათი მაინც გავთავისუფლებულიყავი. საწოლზე დავემხე, ჩემი გულიდან და სულიდან ამოსულ სიმწრით სავსე ბგერებს ბალიშში ვახშობდი. ვტიროდი ყველაფერს, რაც გავიარე და რაც, აწი უნდა გამევლო. ვტიროდი საკუთარ თავს, ჩემს ოჯახს და ერთ წუთში შეცვლილ ცხოვრებას. ტირილიც აღარ შემეძლო, ერთმა დღემ მთელი ცხოვრების ენერგია წამართვა და ემოციებით გამომფიტა. ოთახში სარკე იდგა, მასში ჩავიხედე და იქედან სხვა ადამიანი მიმზერდა. მე არ ვიყავი. ჩემი თავი ასეთი, არასდროს მენახა, შემეშინდა.... სკამზე ჩამოვჯექი და ისევ განვაგრძე სარკეში ჩემი თავის თვალიერება. უეცრად თავში რაღაც აზრმა გამიელვა. – ღმერთო ჩემო! უარესი სადარდელი გამომიჩნდა. ჩვენ ხომ... ჩვენ აქ მარტო ვართ.... გამახსენდა, როდესაც შემოვედიოდით კარი გასაღებით თავად გააღო, სახლშიც არავინ დამინახავს.- მარტო ვართ... არააა! არააა!... რამდენმა აზრმა გამიარა. მას შეუძლია რამე დამიშავოს, ხელს კი ვერ შევუშლი, წინააღმდეგობას ვერ გავუწევ. ღმერთო დამეხმარე! არ მჯერა, რომ ეს ჩემ თავს ხდება. რისვის ვისჯებიი?! – ფეხის ხმა გავიგონე, კარებს მივვარდი და გადავკეტე. ვკაანკალებდი მუხლებს ვერ ვიმორჩილებდი. დააკაკუნა და შემდეგ სახელურს ჩამოსწია. –შენი ნივთები მოგიტანე. –მანდ დატოვე და წადი. ოთახში არ შემოგიშვებ! –არ ვიკბინები. –დიმა, წადი! –როდემდე იქნები მად ჩაკეტლი? –თუ საჭირო იქნება მთელი ცხოვრება არ გამოვალ. –გააღე კარი და ამიხსენნი რა გეტაკა! –არაააა ! –იცოდე შემოვამტვრევ! –გთხოვ წადი! წავიდა. ცოტა დავმშვიდდი. უცებ გასაღები გადატრიალდა და კარი გაიღო. რათქმაუნდა გასაღები ექნებოდა, ეს ხომ მისი სახლია. ოთახში შემოვიდა, კედელზე აკრული და დამფრთხალი, რომ დამინახა ნაბიჯი აღარ გადმოუდგამს. –რა გჭირს, ცუდად ხარ? ექიმს მოვიყვან თუ გინდა. ხმა არ გამიცია, მთელი სხეული მითთრდოდა. ჩავიკეცე, მუხლებში ჩავრგე თავი და კედელზე უფრო მეტად მივეკარი. – რა გჭირს–მეთქი გკითხე! – ჩვენ აქ მარტო ვართ? –ნიკაპი ისე მიკანკალებდა ძლივს ამოვთქვი. –კი.ეს ჩემი სახლია და სხვა ვინ უნდა იყოს?! –არ მინდა ამ სახლში შენთან მარტო ყოფნა! –რატომ, რისი გეშინია? –ისე მკითხა თითქოს იცოდა რას ვეტოდი. –არ გენდობი! შენ ..... შიშის მიზეზს მიმიხვდა. რამდენიმე წამი იდგა და მიყურებდა, მერე კარისკენ წავიდა, სანამ გავიდოდა შეჩერდა და არც მობრუნებულა ისე მითხრა: – შეიძლება უხეში ვიყო, უგულო და ნაძირალაც კი, მაგრამ ცხოველი ნამდვილად არ ვარ. თითსაც არ დაგაკარებ. არ ვიცი როგორ მოახერხა მაგრამ დავიჯერე. მის ხმაში ისეთი სიმართლე იყო, შემრცხვა კიდეც ჩემი აზრების. არ გავდა იმ კაცს რომელიც სიტყვებს ტყუილად ისვრის . მაგრამ მისი სასტუმროში ნათქვამი სიტყვები : თავს ნუ იფასებ – ისევ ამერია გონება. ისევ დავკარგე ცოტა ხნით მოპოვებული სიმშვიდე თუ მას, რათქმაუნდა საერთოდ სიმშვიდეს დავარქმევდი . ამ ფიქრებში გართულს, კარის ძლიერი ბრახუნის ხმა მომესმა. გარეთ გავიდა და ალბათ სადმე წავიდოდა. იმის გააზრებამ, რომ ცოტახნით მთაინც მარტო დავრჩებოდი, დასვენების და ამ მდგომარეობიდან გამოსავალზე მშვიდად ფიქის საშვალება მექნებოდა, გუნებაზე მომიყვანა. ფანჯარასთან მივედი და გავხედე. მანქანისკენ მიდიოდა ნელი, მოზომილი ნაბიჯებით. ახლა შევამჩნიე, რომ მოხდენილად ეცვა. თეთრი კედები, ჯინსის შარვალი და ლურჯი პერანგი, სინქრონულად ეწყობოდნენ ჯერ ერთმანეთს და მერე მის, მაღალ დაკუნთულ სხეულს. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, ვიღაცას დაურეკა და დიდხანს ესაუბრა. თვალს არ ვაშორებდი. მომწონდა მისი მანერები, საუბრის სტილი, მისი შავი თმა, დროდადრო თითებით, რომ შეისწორებდა ხოლმე. ოდნავ მუქი კანი, რომელიც განსაკუთრებით მამაკაცურ იერს ანიჭებდა. სწორი ცხვირი, ზომიერი ტუჩები და განსაკუთრებით მისი შავი თვალები „გიშრები“, იყო მათში რაღაც ძალიან სევდიანი და სანდო. სწორედ ამ თვალების გამო ვერ გამეგო, ამ კაცის მიმართ, რა გრძნობები მქონდა. გულის სიღრმეში ვენდობოდი მას. საუბარი დაასრულა და სადღაც წავიდა. სასწრაფოდ მოვძებნე ჩემი ტელეფონი. ჯერ ლილესთან და შემდეგ ნიკასთან დარეკვას ვაპირებდი, ყველაფრის მოყოლა მინდოდა. იმწუთას არ მიფიქრია შედეგებზე, სამაგიეროთ ისევ მან იზრუნა გონზე, რომ მოვეყვანე.ტექსტური შეტყობინება დამხვდა: „ შენი ტელეფონი არ მიმაქვს და არც სხვა დროს ვაპირებ ჩამოგართვა. ჭკვიანი გოგო ხარ და იცი, თუ შეცდომას დაუშვებ, შემდეგ რაც მოხდება. შეგიძლია შენს მეგობარს დაურეკო და აუხსნა წასვლის მიზეზი, გენდობი რამეს მოიფიქრებ.“ მეორე შეტყობინება: „ ხო მართლა, ცნობისთვის, შენს ტელეფონს და სოციალური ქსელებს ვაკონტროლებ. არ მოიწყინო, მალე დავბრუნდები. თუ რამე გინდა დამირეკე და წამოგიღებ“. –ცინიკოსი ! –ბრაზი მომაწვა, ყელში სიმწრის ბურთი გამეჩხირა, საკუთარი უსუსურობის გამო ვიხრჩობოდი. მართალი იყო როცა მითხრა, შენ თავს დააბრალეო, დავტეულიყავი ოთახში. ჩემი „არამკითხე მოამბეობის“ გამო, ის ჩემი ცხოვრების მმართველი გახდა. ვგიჟდებოდი, ვერ ვეგუებოდი იმ აზრს, რომ ვიღაც ჩემს მაგივრად იღებდა გადაწყვეტილებებს და ჩემ თავს „ცოლის სტატუსით“, საკუთრებაში იფორმებდა. ნუთუ ასე ძვირად უნდა დამჯდომოდა უკეთესი სამსახურის სურვილი. ნუთუ უმადურობის გამო ვისჯები. რაღაც რთულს ვეძებდი და ჰოი საოცრებავ, უკეთესს ვერც ვინატრე, პირდაპირ ცხოვრების სირთულეში გამიშინა ბედმა. –სასჯელი ნამდვილად, დამსახურებულად დიდია ! – გაცოფებული ვუმეორებდი ჩემ თავს. დაღლა ვიგრძენი, ხელები დამძიმებული მქონდა ოთახს თვალი მოვავლე და რას ვხედავ, თავდაყირა დამიყენებია. საწოლი ოდნვ შევასწორე და დავჯექი. ლილესთან მისაწერ ტექსტზე ბევრი არ მიფიქრია: „ვიცი გამიბრაზდები, მაგრამ ისიც ვიცი გამიგებ. მაპატიე, რომ გაუფრთხილებლად წავედი. გვიანი იყო და აღარ გაგაღვიძე. გაჩერება არ მინდოდა, თავს უცნაურად და უხასიათოდ ვგრძნობდი, ალბათ შენც შემამჩნიე. ჩემს მშობლებთან ვარ, ცოტას კიდევ იზრუნებენ ჩემზე და უკეთ გავხდები. სხვებსაც უთხარი რა! ჩემს მაგივრადაც შენ გაერთე. მზად რომ ვიქნები თავად მოგწერ. საუკეთესო ხარ!“ პირველად მოვატყუე მეგობარს. საწოლზე მივწექი და ემოციებით დაღლილს მალე ჩამეძინა. თვალი რომ გავახილე ჩემს წინ სასიამოვნო გარეგნობის ქალი იდგა და ღიმილით მიყურებდა. შეშინებული წამოვხტი. –ნუ გეშინია ჩემო გოგო, ბოდიში ! არ მინდოდა შენი გაღვიძება, უბრალოთ ოთახი არეული დავინახე და შემეშინდა. დავრწმუნდი, რომ კარგად იყავი. –აქ ქარიშხალის ნაკვალებს ვხედავ. უკვე გადაიარა? შეიძლება შემოვიდე? – ოხ დიმა ! არ ვიცი რა გიყო. თქვენ ქვემოთ ჩადით, ისაუზმეთ, მე აქაურობას დავალაგებ. – არა! თქვენ რატომ უნდა დაალაგოთ, მე ავურიე და მე მივხედავ. – ძალინ მომეწონა ეს ქალი თბილად, სიყვარულით მიყურებდა, თან მიხაროდა ამ სახლში მარტო აღარ ვიყავით. _ჩემო ბიჭო, ეს რა კარგი გოგო მომიყვანე, თან როგორი ლამაზია. –გემოვნებას არ ვუჩივი. – ღიმილით უპასუხა –შვილო თუ გინდა მოწესრიგდი და მერე ქვემოთ ჩადით, საუზმე უკვე მზადაა. –არ მინდა !მეც დაგეხმარებით. –წავიდეთ, მასთან კამათს აზრი არ აქვს, მითუმეტეს თუ საქმე ჭამას ეხება. სხვა რა გზა იყო, გავყევი. თან არ მინდოდა ამ ქალსთვის მეწყენინებია. ალბათ ყველაფერი იცოდა ჩვენზე. არ გაკვირვებია არეული ოთახი, არც ზედმეტი კითხვა დაუსვამს. დიმასაც კარგი დამოკიდებულება ჰქონდა მასთან, მისი უგულობიდან გამომდინარე მიკვირდა ასეთი თბილი როგორ იყო. ნამდვილად ძალიან ახლობელია. –იქნებ დედა? –ვინ არის? –ლალი? მან გამზარდა. –რატო დედა არ გყავს? – გაოცებულმა ვკითხე. –მყავს. ლალი ჩემი ძიძა იყო. გულში გავიფიქრე, ალბათ როგორ უყვარს ამდენი წლისაა და მაინც გვერდით ყავს. მაგრამ დედა თუ ყავს, ლალიმ რატო გაზარდა? ისე თქვა დედაზე მყავსო თითქოს მოვალეობა მოიხადა. სუფრასთან დავჯექით. –შენი მშობლები, რატომ არ არიან აქ? – რაიყო, გეჩქარება მათი გაცნობა? –ეგ რა შუაშია?! – ეს ჩემი სახლია, ისინი თბილისში ცხოვრობენ. უფრო სწორად მეც იქ ვცხოვრობ და ამის შემდეგ შენც. ანუ ერთი დიდი ოჯახი ვიქნებით. – ეს ბოლო სიტყვები ისე ცინიკურად და თან ნაღვლიანად წარმოთქვა, გულზე მომხვდა, თუმცა ამის მიზეზი მე ნამდვილად არ ვიყავი. მის გიშრებში სევდა ჩადგა. –ეხლა სად ვართ? არც კი ვიცი სად მომიყვანე. –საგურამოში. ამ სახლში გავიზარდე. –ლამაზი სახლია! –შენც ლამაზი ხარ! – გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა.– რაიყო პირველად გაიგონე? შენს ბიჭს არასდროს უთქვამს? – თითქოს უხეშობით უნდოდა გადაეფარა, რაც წამოცდა. –არა ხშირად მეუბნებიან და მითუმეტეს „ჩემი ბიჭი“. უბრალოდ შენგან გამიკვირდა. არ მეგონა სილამაზის აღქმა თუ გქონდა. –სამაგიერო გადავუხადე. ვიცოდი, რომ გაბრაზდებოდა. არც შევმცდარვარ. ჩანგალი თეფშზე ხმაურიანად დააგდო, მხრებში გასწორდა და ცეცხლიანი გიშრებით შემომხედა. –დღეიდან თუ ვინმე გაბედავს და მსგავს სიტყვებს გეტყვის ყელს გამოვჭრი! შენ ჩემი ცოლი და ჩემი ღირსება ხარ. ეს, არ დაგავიწყდეს არც შენ და არც სხვას. ისე უნდა მოიქცე, როგორც ჩემ ცოლს შეეფერება. სამუდამოდ ამოიგდე თავიდან ვინც აქამდე ყოფილა შენ ცხოვრებაში! გასაგებია? –არააა! –რა არა? –არ არის გასაგები! მე შენი საკუთრება არ ვარ! ისე საუბრობ თითქოს მთელი ცხოვრების გატარებას შენ გვერით ვაპირებ. ეს მდგომარეობა დროებითია, მოგიწევს ჩემი გაშვება. –არასოდეს! უნდა მოვკვდე შენ, რომ შეძლო წასვლა. –ხოდა მოკვდი! ვიყვირე დაუფიქრებლად და წამოვხტი. ადგა, ჩემთან მოვიდა, მარჯვენა ხელი ამაწევინა და იარაღი ჩამიდო. –მიდი,მესროლე! –რას აკეთებ გაგიჟდი? –ხომ გინდა წასვლა, ხოდა შანსს გაძლევ. მესროლე! –იარაღის ლულას ხელი მოკიდა და პირდაპირ გულზე მიიდო. შიშით ცივმა ოფლმა დამასხა. –გამიშვი გთხოვ, მეშინია! შემთხვევით ტყვია მართლა რომ გავარდეს? –შენც ეგ არ გინდა? მე მოვკვდები, შენ თავისუფალი იქნები. –არ მინდა! გამომართვი იარაღი გთხოვ... –იცოდე ჩემგან თავის დაღწევის უკანასკნელი შანსი გაუშვი ხელიდან! –შენნაირი გგონივარ? გგონია საკუთარი სარგებლის და მიზნებისთვის შენი მოკვლა შემიძლია? –შენნაირში რას გულისხმობ?–მკითხა და იარაღი გამომართვა, მაგრამ ხელი არ გამიშვა, მომქაჩა და ახლოს მიმიწია თავისთან. –უგულო მკვლელი. –მკვლელი? მაშინ შენ ცოცხალი რატომ ხარ? მკვდარი უფრო სასარგებლო იქნებოდი ხომ ასეა? –არ ვიცი, მაგრამ შენ იარაღი გაქვს და გუშინ ნიკას უმიზნებდი. –მაგრამ ის ცოცხალია. იარაღი კი ნახევარ მსოფლიოს აქვს. ანუ, ყველა ვისაც იარაღი აქვს მკვლელია? –არა! – აბა, მე რატომ? –არ ვიცი. –ბევრი „არ ვიცი“ დაგიგროვდა უკვე.თანაც, უდანაშაულობის პრეზუმციას არღვევ ადვოკატო. არ გეკადრება. –ვიცი. გამიშვი ხელი! –უკვე ისადილეთ ბავშვებო? ვნახო ერთი რა ჭამეთ.– გვითხრა და ინტერესით გადახედა სუფრას ლალიკომ.– დიმა შენი საყვარელი კატლეტები გავაკეთე და შენ ერთიც არ შეჭამე ბოლომდე? მეწყინა. –კარგი რა ლალიკო, არ მინდოდა მეტი. გპირდები საღამოს შევჭამ.– უთხრა და მოეხვია. –როგორ სარგებლობ ჩემი სიყვარულით საძაგელო ბიჭო! – ხო მართლა ჩემო გოგო, შენს ოთახში დაძინება არ შეიძლება, ფანჯარაც ჩამსხვრეულია. ამიტომ დიმას საძინებელში გადახვალ, უკვე მოვამზადე. – დიდი ბოდიში ! ცუდად გამომივიდა. –ისე შემრცხვა ჩემი საქციელის, დიმას ოთახი, რომ ახსენა ყურადღება არ მიმიქცევია. –არაუშავს შვილო , ალბათ ძალაინ გაგაბრაზა ამ ვაჟბატონმა. წამოდი შენი ნივთები გადავიტანოთ. –შენ დაისვენე,მე დავეხმარები. ახლა დავფიქრდი. ამ სახლში უამრავი ოთახია და მაინდამაინც მისი რატომ მომიმზადა, მითუმეტეს იცოდა ჩვენი მდგიმარეობა? მაგრამ უკვე მოამზადა და მომერიდა მეთქვა, იქ არ დავიძინებთქო. ოთახში ავედით. –შენს ოთახში დაძინება არ მინა! – ლალიმ უკვე მოგიმზადა. –არაუშავს, მე მოვიმზადებ სხვა ოთახს. – შენ აქ დაიძინებ ! – მითხრა და გავიდა. ახლაც ვერ შევეწინააღმდეგე რათქმაუნდა. რა აზრი ჰქონდა თორემ, კი. რამდენიმე დღე ოთახიდან არ გამოვსულვარ. მხოლოდ საჭმელად თუ ჩავიდოდი. ისიც, ისეთ დროს, ის ტირანი, რომ არ იყო სახლში. საერთოდ არ ვეკონტაქტებოდით ერთმანთს, არც თავად მაძალებდა. სულ სადღააც გადიოდა საქმეზე. დამამშვიდებლებს ვსავდი და ძირითადად მეძინა. ერთ დილას დააკაკუნა და ნებართვა მთხოვა შემოსვლაზე. ტანსაცმელი ჭირდებოდა, რომელიც რათქმაუნდა მის კარადაში ელაგა. –არ მინდა ამ ოთახში მეძინოს!–მკაცრად ვუთხარი –ოთახთან რა პრობლემა გაქ, არ მოგწონს? – ის შენია და იქნებ თავად გინდა დაიძინო. –ჩემთვის არ არის პრობლემა. თან თუ მომინდება დიდია, ორივე დავეტევით. –არ ვარ ხუმრობის ხასიათზე. შენ გვერით დაწოლას მირჩევნია სააბაზანოში გავათენო. –მერე ვინ გიშლის. –.მითხრა და გაეცინა –დიმა, როგორი ადამიანი ხარ ვერ გავიგე. ხან მემუქრენი, ხან მეჩხუბები, ხან დამცინი ,ხან რა და ხან რა. რის მიღწევას ცდილობ? –ხან რა და ხან რაში, რას გულისხმობ? –ეგ შენ უკეთ გეცოდინება. – მე ვიცი, მაგრამ შენგან მაინტერესებს. –ვაიმე, ისევ ! –ყველაფერზე ნუ ფსიხდები. სადაც მეძინა ისევ იქ დავრჩები, დამშვიდდი. კიდევ დიდხანს ვიჩხუბებდით ალბათ ლალის რომ არ დაეძახა სტუმრები გვყავსო. დიმა მისაღებში ჩავიდა, მე არ გავყევი არ ვაპირებდი მისი სტუმრების გაცნობას და მითუმეტეს ბედნიერი სახით ჯდომა არ შემეძლო. თუმცა კარი ღია მქონდა და მისაღებიდან ხმა მშვენივრად მესმოდა. –ლალიკო შენც აქ ხარ?– ჰკითხა ერთ–ერთმა სტუმარმა. – ხო, იმ დილით მომაკითხა და წამომიყვანა. არც კი უკითხავს მოვყვებოდი თუარა. –უპასუხა ქალმა სიცილით. –შენი გაფუჭებულია ეს! –ვიცი, ვიცი, მაგრამ მის მეტი ვინ მყავს. გზაში მიზეზი, რომ მითხრა უარს როგორ ვეტყოდი, ან როდის მითქვამს. ისე ძალიან ცუდად მოიქეცით , ძალიან გაბრაზებული ვარ თქვენზე. სასჯელს ცოტახნით გადავდებ. თანაც გოგო ისე მომეწონა ცოტა გადამიარა, მარტო მაგ თუ გიშველთ. ისეთია, ჩემ ბიჭს,რომ ეკადრება. –ესეიგი უკვე იცი რა შარშიც გაყო თავი. –შარი შენთვის არ ვიქცე ახლა. სად ხართ ამდენხანს ? –გვეძინა ძმაო. ქანცი გვქონდა გაწყვეტილი. მთელი თბილისი, რომ მოგვატარე წუხელ, დაგავიწყდა ტო? –არ მინდა ცოლის მოყვანა, ძაან საშარო საქმეა რა.– დაუმატა მეორემ. –აშკარად ცუდად ხართ, ისაუზმეთ? გინდა კატლეტები გაჭამოთ?– საუბარში ჩაერთო ლალი. –აუ რა ჯიგარიხარ, მგელივით მშია. ისევ შენ თუ არა ამ, ჩემს დეიდაშვილს მაგრად ვკიდივართ. თან როგორ მიყვარს შენი კატლეტები! –წამოდით, თქვენ მაინც ჭამეთ. მაგ ვაჟბატონი საერთოდ აღარ ჭამს. –კატლეტი არ ჭამა? ვახ! ცუდადაა საქმე ტო, უკვე შეიცვალა. –ხომ ვთქვი ცოლი შარიათქო. დღეს კატლეტი არ ჭამა, ხვალ აღარ დალევს, ზეგ ჩვენც დაგვივიწყებს. არადა რამდენი ვებაზრეთ ჯერ ადრეათქო. –მორჩით ღადავს ახლა თორემ... –კაი დიმა დამშვიდდი, ნერვებს გაუფრთხილდი, დაგჭირდება. –დავაი ახლა, დროზე ჭამეთ და მერე ჩემთან გამოცხადდით! –არის უფროსო! – უპასუხეს და სიცილ–ხარხარით გავიდნენ სამზარეულოში. მე რათქმაუნდა სტუმრების ვინაობას მივხვდი, ჩემი სასტუმროს ბადრაგები. ალბათ დიმამ დაიბარა ახალი გეგმების დასაწყობად. გადავწყვიტე მათი საუბრისთვის ყური დამეგდო. აქამდე, მსგავს უკადრის საქციელს არც კი გავიფიქრებდი, მაგრამ ეს სხვა შემთხვევა იყო. ეს თავის გადარჩენის მიზნით გამართლებული, ცუდი საქციელი, უფრო სწორად, პრინციპის ღალატი იყო. ჭამას მორჩნენ და კაბინეტში შევიდნენ.მისაღებში ჩუმად ჩავედი. კარი დახურული ჰქონდათ, ამიტომ სიტყვებს ვერ ვარჩევდი. რამდენიმე წუთი გავიდა ასე. სამზარეულოდან ფეხის ხმა შემომესმა, იქვე მუქ, სქელ ფარდას ამოვეფარე. თან მეშინოდა ფაქტზე არ დავეჭირე, მართალია მიზეზი მქონდა, მაგრამ მაინც ძალიან შემრცხვებოდა. ლალიმ სასმელი შეუტანა და გამობრუნებისას კარი, ოდნავ ღია დარჩა. ახლა შემეძლო სიტყვების გარჩევა. ახლოს მივედი და მივაყურადე. –აუ ტო მართლა არაფერში გჭირდებოდა ეგ ამბავი რა. ისეთები მოგვიგვარებია ეგ რა პრობლემა იყო. –გუგა მგონი გავიწყდება რომ ეგ ქალია თანაც იურისტი. შენი აზრით ჩემისთანა თევზი ყოველდღე წამოეგებოდა მის ანკესს? თან ის ტიპი მისი მეგობარია და მოკლედ ბევრი მიზეზი ჰქონდა რა.. –შენ არ ხარ ის კაცი 22 წლის, დამწყები იურისტი ქალის, რომ შეეშინდეს. იმდროს როცა მოსამართლის მოჯენაც შეგვიძლია რაზე მებაზრები ტო? –მოსამართლეს კიარა მინისტრსაც მოვაჯენ, მაგრამ ქალიათქო რომ გეუბნები არ გესმის? შენი აზრით რამე არასწორს გავაკეთებ ქალთაან? –მესმის მარა, ახლა სწორად იქცევი? –სხვა გამოსავალი არ მქონდა. ჩემი ცოლია ვერავინ გაბედავს მის წყენინებას დედამიწის ზურგზე. უზრუნველყოფილი და დაცული იქნება. –გქონდა. ცოტა შეგვეშინებია, სულ ცოტა,ეგეც ეყოფოდა. ან ფული .... რავიცი იქნებ გაჩუმებულიყო. –ფული არა ! არ გაიყიდებოდა, არც შეეშინდებოდა და ისევ მე უნდა მედევნა კუდში. ასე რომ კუდში დევნას, სახლში მეყოლება და გავაკონტროლებ. –შევეშვათ გუგა, ხოცი აზრი არ აქვს . ისე მაინც მგონია სხვა მიზეზი გაქ.–უთხრა მეორემ და გაეცინა. – ზურა მგონი დიმას მიზეზი ყველაზე მეტად იმ ნიკაა თუ ვიღაც ჩემი ს**ი, მისი სიტვებია. გამოიწვია ბიჭმა ეგ გოგო ჩემია და შენ არ გჭირდებაო. ახლა ნახოს ვისიცაა, ხო ? არ გიცნობდე მაინც... –მოკეტე! ისე მაგრად გადამირჩა მაგ ნაბ*****ი.რამე რომ გაბედოს, ამჯერად მართლა გავუხვრიტავ შუბლს. –დამშვიდდი, ისე დავამუშავეთ ვერაფერს გაბედავს. სხეული გამეყინა, არაფრის მოსმენა აღარ მინდოდა, კარებს მოვშორდი და დივანზე დავჯექი. ვერ გავიაზრე მოსმენილი. ხელებს, სახეზე უმისამართოდ ვისვამდი. ვერ გამოვერკვიე საერთოდ, რატომ აღმოვჩნდი ამ მდგომარეობაში. იმიტომ, რომ იმ ღამით შემთხვევით, დიმა დავინახე იარაღით ხელში თუ, ეს ისედაც დაგეგმილი ჰქონდა. ხელახალი ფიქრთა ომი დაიწყო ჩემს ტვინში.მომენტებს და ფაქტებს ვიხსენებდი, ვაჯამებდი, მაგრამ ვერ მივხვდი მართლა რა მიზეზი ამოზრავებდა დიმა აბაშიძეს. ან, ახლა რაღა აზრი ჰქონდა ამ მიზეზს. შედეგი უტყუარი იყო, მე მისი ნების ტყვე ვიყავი. –გამარჯობა! –მომესალმენ . ავიხედე, დიმა და ჩემი ბადრაგები მადგნენ თავზე. –გამარჯობა!– ზრდილობის გამო ვუპასუხე, ისედაც მათ რას ვერჩოდი. –რა ფერი გაქვს, ცუდად ხარ?- მკითხა დიმამ – კარგად ყოფნის მიზეზი მაქვს? –კითხვით ვუპასუხე –კარგად იქნები თუ არა ეგ შენზეა დამოკიდებული. ლალიკოს ვთხოვ ყავა მოგიტანოს,იქნებ ხასიათი გამოგიკეთოს. –სამი კოვზი შაქარით თხოვე. - მართლა მჭირდებოდა იმ წუთას ყავა. – რაიყო სიროფს სვამ? –რაიყო, გენანება? –ხო. არ მინდა გასუქდე. –ხოდა გავსუქდები. იქნებ შეგრცხვეს ჩემ გამო და გამიშვა. – რა პრობლემაა, არ გამოგაჩენ. –ისედაც არსად ვაპირებ შენ გვერდით გამოჩენას.... ცივი თვალებით შემომხედა, აღარაფერი უთქვამს. ლალის, ყავის მოტანა სთხოვა და მერე სამივენი ჩემს წინ, მსაჯულებივით ჩამოსხდნენ. მე, ისევ ჩემს ფიქრებში გავიხლართე. იქ მათ არსებობას ყურადღებას არ ვაქცევდი. თავადაც მგონი სამსახურის საკითხზე საუბრობდნენ. დიმა, მართალია ყოველწუთს მე არ მიყურებდა, მაგრამ რაღაცნაირად ვგრძნობდი, რომ ყველა ჩემს მოძრაობას და სახის ცვლილებას ამჩნევდა. მერე ერთხანს, ყველანი ჩუმად ვიჯექით.მხოლოდ ჩემი ყავის ჭიქა არღვევდა სიჩუმეს. რომელსაც ყოველი ყლუპის მოსმის შემდეგ, ხმაურიანად ვდგავდი, ჩემს წინ მდგარ მინის მაგიდაზე, რომელზედაც სხვა ძვირფას სუვენირებთან ერთად, სპეციალური ჭიქის დასადებიც იყო. მაგრამ მე მაინც დემონსტრაციულად ვაბრახუნებდი მინაზე. ინტერესი მკლავდა გამეგო –რა მოხდა სასტუმროში, ბილიარდის ოთახში მანამ, სანამ მე შევიდოდი. ყავის სმისა და ბრახუნის რაოდენობას ვუმატე, აშკარად მიმტყუნებდა ნერვები. ის, რათმაუნდა ამასაც ამჩნევდა და მგონი ჩემს დასამშვიდებლად მკითხა: –გინდა თბილისში წავიდეთ? სამსახურის საქმეც მაქვს და შენ თუ რამე გჭირდება ვიყიდოთ. უარის თქმა არც მიფიქრია, პირიქით გამეხარდა.რისი იმედი მქონდა არ ვიცი, მაგრამ ვიფიქრე, იქნებ რამე, ისეთი მომხდარიყო, რაც დამეხმარებოდა, „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“. ისე ვუპასუხე წავიდეთთქო, თითქოს ვამადლიდი კიდეც საერთოდ, რომ მივყვებოდი. ოთახში ავედი, წყლის გადავლება მინდოდა. დაძაბული საათის შემდეგ შხაპი მესიამოვნა და დამამშვიდა კიდეც. აბაზანიდან გამოვედი და გადავწყვიტე საგულდაგულოდ მოვწესრიგებულიყავი. ზოგადად ძალიან მიყვარს თავის მოვლა და მუდმივად კარგ ფორმაში ყოფნა, მაგრამ იმ წუთას მიზეზი ნამდვილად არ მქონდა. თუმცა, რატომღაც ასე მომინდა. თმა გავიშალე და ბოლოები ისე დავიხვიე ბუნებრივობა, რომ არ დაეკარგა.ტანზე შავი, ღია ფერის ყვავილებით გაწყობილი, გრძელი კაბა ჩავიცვი . მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, თვალებზე მხოლოდ ტუში და ტუჩებზე ღია ვარდისფერი კონტური, ლოყები ოდნავ რუმიანით გავიმუქე. საკმაოდ დიდი დრო მოვანდომე ამ ყველაფერს, სპეციალურად ვაჭიანურებდი, მინდოდა მოთმინება დაეკარგა. როდესაც ყველა მიზეზი ამოვწურე მისაღებში ჩავედი. –მზად ვარ, წავიდეთ. –ყოველთვის ასე დააგვიანებ?–მკითხა და ისე მომაშტერდა უხერხულობა ვიგრძენი, ისევ რენდგენში გამატარა. სახეზე ხელი მოისვა და წარბები მაღლა ასწია. –თუ არ მოგწონს არავინ გაძალებს ! –ბავშვებო ჩვენ ეზოში გავალთ.–გვითხრა ზურამ, რომელიც დიმას უყურებდა და ღიმილს ვერ მალავდა. – აქ დიდხანს უნდა ვიდგეთ თუ, ჩვენც მივდივართ? – ვკითხე და უფრო ახლოს მივედი, მიდოდა მეტად დამებნია. –წავიდეთ ! – შორიდან მომიარა და ეზოში ისე გავიდა. –რა გაცინებთ, რამე უკუღმა მაცვია ? – ჰკითხა ბიჭებს მკაცრად. –რას ერჩი, თავი დაანებე, აბა შენსავით სულ გაბრაზებული სახეებით უნდა იყვნენ? –დაცვა გამოუჩნდათ. აბა სულ კლოუნებივით უნდა იყვნენ? –თუ თავად უნდათ იყვნენ. შენ მდგომარეობას ნამდვილად სჯობს! –ვაუ ! ვიღაც შენ ენაზე გელაპარაკება. უკვე მომწონს ჩვენი რძალი! –თქვა კმაყოფილი სახით გუგამ. –ჩემს ნერვებს ნუ ცდით! – ხელის ჟესტით დაემუქრა და მერე, ნახევრად მობრუნებული თავით მითხრა : – ჩაჯექი მანქანაში. –შენთვის არავის უსწავლებია, როდესაც ქალი მანქანაში ჯდება მამაკაცი კარს, რომ უღებს? –რატომ, ქალს არ შეუძლია კარის გაღება? –მითხრა და ორონიული სახით შემომხედა. –რატომ ველოდი შენგან სხვა პასუხს, არ ვიცი. –ნელ–ნელა სწავლობ ადვოკატო, კარგია!– მითხრა და კმაყოფილი სახით სიჩქარეს მოუმატა. –ადვოკატოთი, რომ მომიხსენიებ დამცინი თუ, რა? –არა, რატო?! პატივისცემას გამოვხატავ. –არ გინდა რა ეს ცინიზმი, იცი რაც მქვია და შეგიძლია სახელით მომმართო. –როგორც თქვენ ინებებთ ქალბატონო თამარ ! ახლობლებისთვის თაკო, ხო? –დიახ ! –კარგი სახელია თაკო ! –შენთვის თამარი ! – ჩემთვის მითუმეტეს თაკო! ბოლოს და ბოლოს ერთ საათში ჩემი კანონიერი ცოლი უნდა გახდე. –რა კანონიერი, ვერ გავიგე? –ხელის მოსაწერათ მივდივართ. ძალიან გთხოვ ისტერიკას ნუ მოაწყობ ახლა ხომ იცი, აზრი არ აქვს. –ესეიგი წინასწარ დაგეგმე ყველაფერი და თბილისში წასვლა ვითომ შემთხვევით შემომთავაზე ხო? –არაფერი არ დამიგეგამავს. ხელის მოწერა ამ მოვლენების გაგრძელებაა და გასაკვირიც არაფერია ამაში. თანაც, დარწმუნებული ვარ შენც, არ გენდომებაა უსტატუსოდ ჩემს სახლში , ჩემს გვერდით ცხოვრება. . ისე, დღეს ნამდვილად არ ვაპირებდი შენ წაყვანას. უბრალოთ ასე გამოვიდა. ჯერ ქორწინება გავაფორმოთ,მერე საყიდლებზე გავიაროთ. ან, თუ გინდა პირიქით. იქნებ თეთრი კაბის ჩაცმა გინდა. – ბოლო სიტყებზე სახის გამომეტყველება არ შეცვლია. ვერ გავიგე, დამცინოდა და თუ, მართლა მეუბნებოდა. –ნუთუ არ იცი, როგორი მნიშვნელოვანია ეს საკითხი ადამიანისთვის და შენ ისე უგულოდ საუბრობ, თითქოს უბრალო შეთანხმებას ვაფორმებდეთ.... თეთრი კაბა? ნუ მაცინებ... სასიკვდილო განაჩენზე მაწერინებ ხელს და სუდარა უფრო შემეფერება. მკლავ, ცხოვრებას მართმევ გესმის? – ნერვიულობით ისტერიკა მეწყებოდა –გამიჩერე მანქანა ! გამიჩერე ! იცოდე გადავხტები ! გააჩერა. კარი გავაღე და სწრაფად გადავედი, ტირილი ვეღარ შევიკავე და ხმამაღლა ავქვითინდი. თვითონაც გადმოვიდა. –არ გინდა გთხოვ ! თუ გინდა დაგიჩოქებ, ოღონდ გადაიფიქრე.–ვუთხრი და მისკენ წავედი. –არ გაბედო! არ გაბედო! არასდროს არავისთან!_მითხრა და ხელებით დამიჭირა, სანამ მის ფეხებთან ჩავიმუხლებოდი. ტირილით მუხლები მეკვეთებოდა,მანქანამდე გულზე აკრული მიმიყვანა და ჩამსვა. თვალებიდან სიბრაზის ნაპერწკლებს ყრიდა. ხელები საბარგულს დააყრდნო და რამდენიმე წუთი მიწას დაჩერებოდა. რაც არ უნდა მეტირა და მემუდარა უშედეგო იყო. მას, გადაწყვეტილი ჰქონდა უკვე ყველაფერი. თანაც ჩემს, უსიტყვოდ დასათანხმებლად ხელში კოზირი ეჭირა. მდგომარეობა კიდევ ერთხელ, სწორად შევაფას, ასე მხოლოდ ნერვებს გავიფუჭებდი. თავი ხელში ავიყვანე და დავმშვიდდი. ჩემთან მოვიდა, ნიკაპი ხელით ამიწია, თავისი გიშრის თვალებით ჩამაჩერდა, რომლებიც ბრაზისგან უფრო შავი და დაუნდობელი მომეჩვენა. შეშინებული ვუყურებდი. რამდენიმე წამი ასე გავიდა. –ჩემი ნუ გეშინია! არასდროს არაფერს დაგიშავებ თუ შენ, არ მომცემ მიზეზს. შენზეა დამოკიდებული, როგორი ვიქნები შენს მიმართ. გთხოვ ნუ მაიძულებ ცუდი ვიყო, არ მინდა... და კიდევ, ასე მეორედ არ მოიქცე. არცერთი კაცი არ არის ღირსი მის ფეხებთან ქალმა დაიჩოქოს. დააშავე ! არ ვიცოდი რა მეპასუხა ან რა უნდა გამეკეთებია. ცრემლები უნებურად მოგორავდნენ ლოყებზე.გაშეშებული ვიყავი და ვუყურები უძირო შავ თვალებში, რომლებიც სათქმელს უთქმელადაც ამბობდნენ. – როგორ შეიძლება, ასეთი ლამაზი და სევდიანი თვალების პატრონი,ასეთი უგულო იყოს?!– ვფიქრობდი. –ცრემლები მოიწმინდე და მოწესრიგდი ! –არ მოვწესრიგდები! ასეც კარგად ვარ. –შენი ნებაა. მე პრობლემა არ მაქ.მაგრამ მერე, თავად მოგინდება კარგად გამოიყურებოდე. აღარ გამახსენდა, მთელს ქვეყანასა და თბილისში, ესოდენ ცნობილი, რომ იყო. რათქმაუნდა ქალს, რომელსაც მის გვერდით დაინახავდენ, დიდი ინტერესი და ყურადღება ხვდებოდა წილად. ნამდვილად არ მესიამოვნა ის აზრი, რომ შეიძლებოდა ვინმეს არ მოვწონებოდი. ქალი ყველა სიტოაციაში, ჯერ მაინც ქალია... ჩემს ჩანთას გადავწვდი, საჭირო ნივთები ამოვიღე, რომლებიც ყოველი შემთხვევისთვის თან დამაქვს ხოლმე და სწრაფად მოვწესრიგდი. –წავიდეთ. – ვუთხარი დაბალი და დაღლილი ტონით. –კარგი, მაგრამ მნამდე კიდევ რღაც უნდა გითხრა. –ამჯერად რა უნდა მიბრძანო ! – ისე ვუთხარი მისკენ არ გამიხედავს, მარჯვენა ხელი კარებს დავაყრდენი, ნიკაპი თითებით დავიჭირე და ფანჯრის მინაში გავიხედე. –მოკლეთ, ყველამ უნდა იფიქროს, რომ სიყვარულით დავქორწინდით. ჩემი ოჯახის წევრები ბევრ კითხვას არ დაგისვავენ, არ ერევიან ჩემს ცხოვრებაში და სხვა დანარჩენთან შენს პასუხს ვენდობი. ვიცი რამეს მოიფიქრებ. შენს ოჯახთან კი, როგროც შენთვის იქნება უკეთესი ისე მოაგვარე, ოღონდ ჯერ მე შემითანხმდი. ისე აჯობებს თუ ყველასთან ერთი ვერსია გვექნება. ჩვენი პრობლემები მხოლოდ ჩვენია და არაა საჭირო სხვებმაც გაიგონ. იმედია გამეორება არ დაგჭირდება. –ისეთი მშვიდი და ამავდროულად კატეგორიული იყო მისი ტონი. ყველა ფრაზას პაუზა მოსდევდა. ერთია იძულებით იყო ადამიანთან და მეორე ბედნიერის როლი ითამაშო. –სიყვარულით? შენი აზრით ასე ადვილია სიყვარულის და ბედნიერების თამაში? და რომ ვერ გიტან მაგ გრძნობას რა ვუყო? შენი მშობლების არ ვიცი მაგრამ ჩემებს ვერ მოვატყუებ, მიხვდებიან. ისედაც შიშით ველოდები დედის ზარს. არ ვიცი, როგორ ვუპასუხებ, ან რას ვეტყვი. ის დედა და უთქმელად, ხმაზეც კი შეუძლია მიხვდეს როგორ ვარ. თუ დაფიქრდი მაინც რას მთხოვ? –დავფიქრდი და ვიცი მარტივი არ არის, მაგრამ საჭიროა.ყველასთვის ასე აჯობებს. ამიტომ ცოტახანს მათთან შეხვედრას გავაჭიანურებთ. დამშვიდდები, მომხდარს შეეგუები და იქნებ მომეჩვიო კიდეც. –მოგეჩვიო? ხო ნამდვილად მისაჩვევია შენი სიუხეშე და საერთოდ გაუგებარი ხასითი. არა რა, არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი მე მემართება. ნეტავ დროის დაბუნება შეიძლებოდეს. იმ ოთახის კარი, რომ არ შემომეღო ვერასდროს გაგიცნობდი და შენი ატანა არ მომიწევდა. ვერ ვგებულობ რას მერჩი. ჩემი ოჯახით, რომ დამმუქრებოდი და უბრალოდ გეთქვა ენას კბილი დააჭირეო ეგეც მეყოფოდა გასაჩუმებლად. დარწმუნებული ვარ შენი საცეცები იმხელაზე წვდება, ყველგან შეძლებდი ჩემს გაკონტროლებას. რატომ წამომიყვანე, ჩემგან რა გინდა? და საერთოდ რათ გინდა ისეთი ქალი გვერდით, რომელიც ვერ გიტანს, იმდროს, როცა ნებისმიერი სხვა ჩამოგეკიდება კისერზე?! - ლამის ერთი ამოსუნქვით ვუთხარი ეს ყველაფერი. –ვინ იცის. –რამდენიმე წუთის წინ ხომ მითხარი, არ მინდა ცუდად მოგექცეო? –გითხარი. –და შენი აზრით ახლა, როგორც მექცევი აბა მაგას რა ქვია? ამას თუ კარგი ქვია,ცუდი რაღა უნდა იყოს? ამაზე მეტი რა უნდა გამიკეთო რომ მატკინო? მკლავში ხელი ჩამავლო , თავისკენ მომქაჩა და უხეში, ირონიული ხმით მიპასუხა: –დამიჯერე არ გენდომება გაიგო, მე ცუდს რას ვეძახი. წარმოდგენაც კი არ გაქვს, რას ნიშნავს ტკივილი, რისი მოყენებაც შემიძლია. ალბათ, საერთოდ არც კი იცი ნამდვილი ტკივილი. მართლა არ მინდა და ნუ მაიძულებ. გასაგებია? – ხელი მეტკინა, გამიშვი! ვერ ვხვდები რა ადამიანი ხარ... –არაუშავს, მალე გაგივლის ! –შენ რა გტკივა ასეთი, რომ არ გაგიარა და ასეთი ბოროტი გაგხადა ... უფრო ჩემთვის ჩავიბურდღუნე. ისეთი თვალებით შემომხედა სიტყვის შებრუნება ვერ გავბედე. მე მართალი ვიყავი, სწორად მივხვდი, მისი გულცივობის უკან, რაღაც მიზეზი იდგა. იმწუთას, მის მიმართ, ჩემს უცნაურ გრძნობებს კიდევ ერთი დაემატა.ეს ადამიანი ერთდროულად: მიზიდავდა, მძულდა და ახლა მეცოდებოდა კიდეც. მთელი გზა ხმა ამომიღია, არც ქონდა აზრი, არაფერი შეიცვლებოდა . ხელი 5 წუთში მოვაწერეთ, ყველა საკითხი წინასწარ ქონდა მოგვარებული, ყველგან იყენებდა გავლენას. მარიონეტივით ვიდექი მის გვერდით, ყველაფერი შეწინააღმდეგების გარეშე გავაკეთე. ისეთი უემოციო ვიყავი საერთოდ დამავიწყდა სული თუ მედგა. ბევრი გულთბილი მილოცვა მივიღეთ და ბევრი ზრდილობით ნათქვამიც, უკანასკნელი უფრო ქალბატონებისაგან. დიმას, ნამდვილად ყველაფერი ჰქონდა სასურველი სასიძოს სტატუსის სატარებლად. ალბათ როგორ შურდათ ჩემი. მე კი, ნებისმიერს გავუცვლიდი ადგილს უფლება, რომ მქონოდა... მთელს ენერგიას ვიკრებდი ბედნიერი სახით, რომ ვყოფილიყავი. მასაც თბილი მზერა და ხელი არ მოუშორებია ჩემს წელზე. ისე ბუნებრივად გამოგვდიოდა და ჩანდა ეს ყველაფერი, ეჭვს ვერავინ შეიტანდა. გამოსვლის წინ ყველა გააფრთხილა, ეს ამბავი არ გახმაურდეს ,ჯერჯერობით ასეა საჭიროვო. ბიუროს ხელმძვანელმა, ისე დაუქნია თავი, უსიტყოდ ნიშნავდა „შენ თუ არ გინდა თქმას ვინ გაბედავსო“. როგორც იქნა დამთავრდა ეს ფარსი და მანქანამდე მივედით . ბევრი უარის მიუხედავად საყიდლებზე მაინც წამიყვანა, თან გამაფრთხილა: ან ყველაფერს ვიყიდდი რაც საჭირო იყო, ან თავად გამოიტანდა მთელს მაღაზიას. საუკესო სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები მომატარა, დიზაინერთან წასვლაც შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი. მისი ასეთი „ზრუნვა“ არც გამკვირვებია, რადგან ვფიქრობდი საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად აკეთებდა ამას. დიმა აბაშიძის ცოლი, რათქმაუნდა საუკეთესო ბრენდის სამოსით უნდა ყოფილიყო ჩაცმული. კარგად მოვლილი და შეფუთული „ღირსეული მეუღლის“ ფუნქცია მქონდა. მისთვის, ამ ყველაფრის მნიშვნელობაში უფრო ვრწმუნდებოდი, მართლაც რომ მთელი ქალაქი ჩვენ გვიყურებდა. ბოლოს ყველაზე ცნობილ ბუტიკში მიმიყვანა. ერთი თეთრი კაბა თავად შეარჩია და მთხოვა, თუ მიბრძანა : –ეს ჩაიცვი, აქედან რესტორანში წავალთო. – ძალიან ლამაზი იყო, მომიხდა და ბრძანებას არ შევეწინააღმდეგე. გასვლას ვაპირებდით. –დიმა, აქედან ისე მიდიოდი არ უნდა გენახე? – გამომწვევად ჩაცმული ქალი წინ გადაგვიდგა. – ნინა ? მეგონა არ იქნებოდი. როგორ ხარ? –დავიჯერო გაინტერესებს? მშვენივრად. სად დაიკარგე? – მე, თითქოს ვერ მამჩნევდა. – დაკავებული ვარ ნინა ხომ იცი... – ვიცი და გპატიობ – უთხრა ქალმა და გაეკეკლუცა. ლამაზი იყო. თავი ზედმეტად ვიგრძენი და წასვლა დავაპირე. სანამ ნაბიჯს გადვდგავდი მიხვდა და ხელი მაგრად ჩამჭიდა. –როგორც ყოველთვის კარგად გამოიყურები !– შეაქო და მე გადმომხედა. –შენ კი, როგორც ყოველთვის სიმპატიური და ყურადღებიანი ხარ! დავიძაბე. ჩემ თავზე გავბრაზდი, აქ რას ვაკეთებთქო და ხელი გამოვქაჩე.უფრო ძლიერად მომიჭირა და თავისკენ მიმწია. ნინამ ამჯერად ვეღარ დამაიგნორა, კარგად ამათვალიერა, მაგრამ „მეგობრისთვის“ არ უკითხავს ვინ არისო. – დროებით ნინა ! როგორც კი გარეთ გავედით, ხელი ისე უხეშად გავაშვებინე გაკვირვებულმა შემომხედა. – ჩაჯექი, რესტორანში მივდივართ. – რაიყო იქაც გყავს მეგობრები და მონახულება გადაწყვიტე? –ჩვენი ქორწინების ამბავი მალე გახმაურდება. ზედმეტი საფიქრალი, რომ არ მივცეთ ხალხს, უკეთესია რომანტიკულ ვახშამს თუ მოვიწყობთ. –შენ რა ხალხის აზრი გაწუხებს? თანაც ბრძანება ხომ გაეცი, ვერავინ გაიგებს. – მე არა, მაგრამ ჩემს ოჯახს აწუხებს. შენსავით, მეც მიწევს ოჯახის გამო რაღაცეების კეთება. –ის ქალბატონი არ იცნობს შენს ოჯახს? –ვინ ქალბატონი? – აი ის, შიგნით რომ ტკბილად საუბრობდით. მასთან რატომღაც დაგავიწყდა, ბედნიერი ქმრის როლის თამაში, დაგავიწყდა შენს გვერით, რომ ვიდექი. – უკვე?! – თქვა და გაეცინა. ძალიან უხდებოდა სიცილი, უფრო მიმზიდველს ხდიდა. ისე ამაფორიაქა თვალი ავარიდე და დიდი ინტერესით ვკითხე: –რა უკვე? –არაფერი. წავიდეთ რესტორანში? – არ მინდა ! მე კითხვა დაგისვი ! –მართალია კითხვის არსს ბოლომდე ვერ ჩავწვდი, მაგრამ მაინც გიპასუხებ–ის ქალბატონი ჩემი წარსულია და არ ვთვლი თავს ვალდებულად, მის წინაშე რაიმე როლი ვითამაშო. –ააა წარსული? ესეიგი აქ სპეციალურად მომიყვანე. ახლა მე მომისმინე. მეც მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პირობა სანამ ერთად ვიქნებით: არ მაინტერესებს ვინ იყო ან, ამის შემდეგ ვინ იქნება შენს ცხოვრებაში. რამდენიც გინდა იმდენი საყვარელი შეგიძლია გყავდეს, მაგრამ ამას ისე გააკეთებ, რომ ჩემს ღირსებას და თავმოყვარეობას არ გათელავ. შენი ცხოვრება, რომელიც სავარაუდოდ აქამდე ძალინ ბოჰემური იყო, შეუმჩნევლად განაგრძე. და კიდევ ეს ქალბატონი, რომელსაც „დროებითო“, ასე დაემშვიდობე, შენს წარსულში დატოვე, არასდროს გახდეს ჩვენი ცხოვრების აწმყო! გასაგებია? კარგახანს არაფერი უთქვამს იდგა და ღიმილიანი, უცნაური გამომეტყველებით მიყურებდა. – ანუ რესტორანი არ გინდა და სახლში ვბრუნდებით. კარების გაღებას შეძლებ თუ დაგეხმარო? –ესაა შენი პასუხი, ესაა რისი თქმაც შეგიძლია? –არასდროს ვიძლევი ისეთ დაპირებებს რაშიც დარწმუნებული არ ვარ. ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ახლა კი გთხოვთ, მანქანაში ჩაჯდეთ და იქ განაგრძოთ თქვენი ეჭვიანობა. – მითხრა და გამიღიმა. საოცარი საუბრის მანერა ჰქონდა, ყოველთვის სიტოაციას მორგებული. აი, ისეთი შეპასუხების, რომ მოგერიდება ადამიანს. ჩემდაუნებურად ზეგავლენას ახდენდა ეს, ადამიანი ჩემზე. იმ წამს, ისე მაცდური იყო მისი ღიმილი.... ეს სრულყოფილი მამაკაცი ჩემი ქმარია ?! ალბათ რამდენის ოცნება დავამსხვრიე და მე ავიხდინე , ალბათ უამრავი ქალი წამართმევდა სიამოვნებით. ის ჩემია, მე კი უბრძოლველად დავუთმობდი ნებისმიერს. ბედის ირონია... მაგრამ დავუთმობდი კი ?! გზაში ლალიკოს დაურეკა და სახლში რაც გვჭირდებოდა, ყველაფერი იყიდა. მე შოკოლადები მომიტანა. არ ვიცი,როგორ გამოიცნო, მაგრამ მიზანში მოარტყა, ვგიჟდები შოკოლადებზე. გამეხარდა, თუმცა არ გამოვხატე. კარგ ხასიათზე იყო. ამ რამდენიმე დღეში შევამჩნიე, რომ რამდენჯერმე რადიკალურად განსხვავებულად შეიძლებოდა შეცვლოდა ხასიათი. ძალიან მაინტერესებდა რომელი იყო ნამდვილად მისი: კეთილი და მზრუნველი, რომელსაც ზოგჯერ უწევდა უხეშობა, თუ პირიქით უგულო, რომელიც ხანდახან კეთილის როლს ირგებდა . დასკვნას არ ვჩქარობდი, დრო აუცილებლად გამოავლენდა მის ნამდვილ სახეს. სახლამდე საკმაო მანძილი გვქონდა და სიმღერის მოსმენა მომინდა. მიყვარს კარგი მელოდია, მამშვიდებს და ჩემს ფიქრთა სამყაროში მამოგზაურებს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე თექნოლოგიებთან არ მიჭირს ურთიერთობა, ავტომობილებში ვერ ვერკვევი და არც არასდროს მიცდია მათთან დამეგობრება. მართვის მოწმობაც მეგობრებთან ერთად, მათივე თხოვნით ავიღე. ამიტომ ვერაფრით ვერ მოვახერხე , მის ალბათ, ძალიან ძვირადღირებულ მანქანაში ფლეიერის ჩართვა.რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ , კომპიუტერი ისეთ ხმებს გამოსცემდა ვიფიქრე სისტემა არ ავუროთქო და შევეშვი. პატარა ბავშვი „საწრიპინო“ სათამაშოთი, რომ ერთობა ხოლმე, ზუსტად ისე ვაწვალებდი კომპიუტერს . ისეთი სახით მიყურებდა, აშკარად ძლივს მალავდა ძალით შეკრულ ტუჩებში, ღიმილს. მერე შევეცოდე ალბათ და თავად ჩამირთო. თან დაურთო: ჩემი შერჩეულია და შეიძლება შენ არ მოგეწონოსო. მთავარია სიმღერა იყოს და არაუშავსთქო.–ვუპასუხე და ჩემი მოუხერხებლობის გამო, სახეზე მომდგარი სიცილი ძლივს შევიკავე. გამაოცა. კარგი გარეგნობა, გემოვნებიანი მუსიკა, იმიჯი , ბოლო მარკის მანქანა, თანამედროვედ მოწყობილი სახლი... რომ არა მისი ხასიათი და ბნელი ცხოვრების სტილი (მართალია დამამტკიცებელი საბუთი არ მქონდა, მაგრამ მაინც ვფიქრობდი,რომ „შავ“ საქმეებს ეწეოდა) სრულყოფილ მამაკაცად შევრაცხავდი. მელოდიებმა კარგად იმოქმედა. ყველაფერს მშვიდად და ინტერესიტ ვაკვირდებოდი. ახლა შევამჩნიე, სახლი, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით მოსახლეობისგან ცოტათი მოშორებით, ძალიან ლამაზ ადგილზე იდგა. ჭიშკარი ავტომათურად გაიღო და ეზოში, რომ შევედით ისეთი მშვენიეი მომეჩვდენა, მეგონა პირველად ვიყავი. უკვე ბნელოდა და ანთებული ლამპიონების შუქზე, ძალიან ლამაზად ჩანდა სხვა და სხვა ყვავილები და მცენარეები, ზოგიერთი აქამდე არ მენახა. ჩემს წინ ეგზოტიკური ბაღი იყო. საცურაო აუზით, მოსასვენებელი ადგილებით, სადაც ყავის მირთმევა და სადილობაც კი შეგეძლო. შუაში ჩასმული დიდი, ვერანდებიანი, ნაცრისფერი სახლით საოცნებო ადგილის გავდა. ლალიკო შეგვეგება და პარკების შეტანაში დაგვეხმარა. ვახშამიც მზად ჰქონდა. ძალიან დაღლილი ვიყავი, ამიტომ რამდენიმე ლუკმა ლალიკოს ხათრით გადავყლაპე და ოთახში ავედი. დაძინება ვერ შევძელი, თავში ათასი ფიქრი და დარდი მიტრიალებდა. რა უნდა გამეკეთებია, გამოსავალზე მეფიქრა თუ შევგუებოდი ჩემს ახალ ცხოვრებას?! ასე ხომ ბევრ გოგოს დამართნია. ადრე, როცა მოტაცება ჩვეულებრივი ამბავი იყო. ისინი უამრავი მიზეზის გამო, ქმრის ოჯახეში რჩებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არ უყვარდათ. ზოგჯერ არც კი იცნობდნენ და საერთოდ ნანახიც კი არ ყავდათ მომავალი ქმრები. თავს წირავდნენ შემდეგ შეხედულებებს: მონატაცებს და მობრუნებულ ქალს ცოლად ვინღა წაიყვანს; ოჯახს და თავად გოგოს სახელი გაუტყდება; ხალხი რას იტყვის; სანათესაოში თავი მოგვეჭრება; მოკვდები და ამ ოჯახში დარჩები... ზოგს გაუმართლა და ბედნიერები არიან, ზოგი კი უბრალოდ ბედს შეეგუა.... მაგრამ ჩემთვიის ხომ ყველაფერი, რაც ადამინის სურვილს ეწინააღმდეგება და მის, თავისუფალ ნებას ზღუდავს ყოველთვის მიუღებელი იყო.როგორ შევეგუებოდი თავისუფლების დაკარგვას, როგორ შევეგუებოდი ოჯახს რომელიც ძალადობით შეიქმნა. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ოდესმე, მსგავს მდგომარეობას ჩემს თავზე გამოვცდიდი მაგრამ, ამწუთას არაფრის შეცვლა არ შემეძლო. მე არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი სტერეოტიპი არ მაკავებდა და არ მაშინებდა. ჩემთვის მათზე უზენაესი, საყვარელი ადამიანების უსაფრთხოება და სიმშვიდე იდო სასწორის ერთ პინაზე, მეორეზე კი მედა ჩემი ცხოვრება ვიდექით. ყველა ქმედება უნდა გამეკონტროლებინა და შეცდომა არ დამეშვა ჩემი გირა, რომ არ დამემძიმებინა. დიმა ტირანს ნამდვილად არ გავდა მაგრამ, დარწმუნებული ვიყავი გაქცევა რომ მეცადა, დაპირებულ მუქარას აუცილებლად შეასრულებდა. თანაც ვერსად გავექცეოდი, ის, ჩემზე ზლიერი იყო და ყველგან მოგვწვდებოდა მე და ჩემს ოჯახს. ვგრძნობდი, მის გვერდით უსაფრთხოდ ვიქნებოდი. ყველასგან და ყველაფრისგან დამიცავდა, მაგრამ შეცდომის შემთხვევაში ყველაზე დიდი საფრთხე, თავად იყო ჩემთვის. გადავწყვიტე რაღაც დროით მომეთბინა და სხვის თვალში ბედნიერი ცოლის როლი მეთამაშა. თანაც, მან სიტყვა მომცა: ცოლ–ქმარი მხოლოდ ფურცელზე ვიქნებითო... მაგრამ როგორ უნდა მეთქვა ეს სიახლე ჩემი მშობლებისთვის? ალბათ, როგორ ვაწყენინებდი. იფიქრებენ, რომ მოვატყუე, რადგან სულ რამდენიმე დღის წინ ვუთხარი, რომ ჩემს ცხოვრებაში არავინ იყო. ეხლა კი... ერთი უკიდურესობიდან, მეორეში ვვარდებოდი. – ჯერ იქნებ სანდროს დაველაპარაკო?– გავიფიქრე. ის ყოველთვის მშველოდა როცა მშობლებისთვის რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი უნდა მეთქვა ან მეთხოვა. წინასწარ ნიადაგს ამზადებდა და საქმეს მიადვილებდა. ყოველთვის და ყველაფერში ჩემს გვერდით იდგა, მიუხედავად იმისა იზიარებდა თუ არა ჩემს აზრს. ის ყველაზე დიდი საყრდენი იყო და არის ამ ქვეყნად ჩემთვის. ამ, ყველაზე რთულ მომენტში, მხოლოდ ის თუ დამეხმარებოდა, მაგრამ მასთანაც არ იქნებოდა ადვილი ამ საკითზე საუბარი ჩემთვის. ამ ფიქრებში გართულს, შეტყობინება მომივიდა: „ ხვალ დილით, ადრე უნდა წავიდე და შეიძლება გვიან ღამემდე ვერ დავბრუნდე. ლალიკო სახლში იქნება. თუ რამე მოგინდება უბრალოთ დამირეკე. არ მოიწყინო!“– წაკითხვაც ვერ მოვასწარი, მეორეც: „ იმედია ჭკვიანად იქნები, არ მინდა ლალიკოს აგენტობა დავავალო. „ „სადაც გინდა, იქ წადი და თუ გინდა, საერთოდ არ დაბრუნდე. რაც შეეხება ლალიკოს, არამგონია აგენტობაზე დაგთანხმდეს.“ „მოსწონხარ! ადვილი არ იქნება მისი დათანხმება და ვიჩხუბებთ კიდეც, მაგრამ უარს მაინც არ მეტყვის. უბრალოთ მინდა შენ გენდობოდე!...“ „მე არ გენდობი!“ „ვიცი, ! ღამემშვიდობის !“ „ იმედია ჩემი საწოლი კომფორტულია!“ პასუხი აღარ მიმიწერია. ვერ მივხვდი რისი თქმა უნდოდა ბოლო შეტყობინებით, მაგრამ ახალი საფიქრალი კი გამიჩინა. მე მის ოთახში, მის საწოლში ვიწექი.მარტივი არ აღმოჩნდა ამის გააზრება. პირველი რაც თავში მომივიდა იყო : ნეტავ რამდენ ქალს ეძინა ამ საწოლში მის გვერდით? ამ აზრმა ტანში უსიამოვნოდ დამიარა. ავდექი და მისი ტანსაცმლის კარადა გამოვაღე. რატომ, არ ვიცი. იქედან მოვარდნილმა, კედარისა და ჟასმინის სუნმა, მთელი სასუნთქი სისტემა მოიარა. როგორ მაფორიაქებს ეს სურნელი... ტელეფონი ავიღე და გაუცნობიერებლად დავწერე: „ ხვალისთვის ტანსაცმელი არ გჭირდება?“ „ მჭირდება, მაგრამ ჩემს კარადას საშიში ჯადოქარი დაეპატრონა!“– გამიკვირდა, იუმორის გერძნობაც ჰქონია. „ესეიგი ჯადოქარი? ბარემ ალქაჯი გეთქვა.“– არ ჩამოვრჩი. „ნუ, ჯერ–ჯერობით ალქაჯს ვერ დავარქმევ.“ „თუ გინდა შემოდი და აიღე, ჯადოქარს მე მივხედავ.“ „შემოვიდე, მქონდეს შენი იმედი?“ „ამ შემთხვევაში კი. თუ გეშინია, მითხარი რა გჭირდება და მე გამოგიტან.“ „არა იყოს, მასეც ვერ შეგაწუხებ! მე შემოვალ თუ პრობლემა არ გაქვს?“ „შემოდი.“ პირველად შედგა ჩვენი ნორმალური საუბარი. კარზე დააკაკუნა და ნებართვა მთხოვა. ოთახში ისე შემოვიდა,ჩემთვის არ შემოუხედავს სანამ არ დარწმუნდა, რომ უხერხულად ჩაცმული არ ვიყავი. მესიამოვნა ამის შემჩნევა და პატივისცემა გამიჩნდა მის მიმართ. აიღო რაც ჭირდებოდა და გასვლის წინ მითხრა: –მინდა ყოველთვის მქონდეს შენი იმედი და არა მარტო ამ შემთხვევაში. შენში ეჭვის შეტანის უფლება არ მომცე ! ეს, გინდ ბრძანებად ჩათვალე, გინდ თხოვნად. მადლობა დახმარებისთვის! პასუხი არ გამიცია. მივხვდი რასაც გულისხმობდა და იმასაც მივხვდი ყველაზე მეტად რითი ვატკენდი. თუმცა ეს არ იყო ჩემი სტილი და ალბათ არც არასდროს გამოვიყენებდი. რამდენიმე დღე, მშვიდად გავიდა. მშობლებთან და მეგობრებთან მიმოწერით შემოვიფარგლებოდი, ათას მიზეზს ვპოულობდი მათთან საუბარს, რომ ამერიდებინა თავი, განსაკუთრებით დედათან. ლალიკო თავს მევლებოდა, ოღონდ კი რამე მომენდომებინა, წამში მზად ჰქონდა. არ ვიცი, როგორ ხერხებდა ამას. დახმარების უფლებასაც არ მაძლევდა. მთელი ეს დრო, უსაქმურობითა და მოწყენილობით ვკვდებოდი. „ჩემი მეუღლე“, ნახევარჯერ სახლში არ იყო. საღამოობით კი ზოგჯერ ზურა და გუგაც მოყვებოდნენ ხოლმე. მიხაროდა მათი დანახვა ცოტას მამხიარულებდნენ. დიმა კი უსიტყვოდ „გაუცინარი ხელმწიფესავით“ იჯდა და გვიყურებდა, ხანდახან თუ იტყოდა რამეს. ერთ დღეს, ადრე მოვიდა სახლში. ცოტახანში ბიჭებიც მოჰყვნენ საბუთებით ხელში. ბაღში დასხდნენ და აშკარად, მნიშვნელოვან საკითხს განიხილავდნენ. რამდენიმე ხნი შემედ, გადავწყვიტე მათთვის ყავა მიმეტანა განსატვირთად. თანაც, სიმართლე გითხრათ, მეც მაინტერესებდა, ასეთს რას აკეთებდნენ. –აუ რა ჯიგარი ხარ! ყველაზე მეტად მჭირდებოდა.–მითხრა ბედნიერი სახით გუგამ. –ძმა ხარ რა! შენთვის არ მოიტანე ?– დაუმატა ზურამ –არა იყოს, არ მინდა ხელი შეგიშალოთ! –რა ხელი შეგვიშალო, მოდი ჩამოჯექი და მე მოგიტან !– წამოხტა ზურა და სამზარეულოს კარისკენ გაიქცა, რომელიც პირდაპი ბაღში გამოდიოდა. –მადლობა ! ისე, ჯერ თქვენი მეგობრისთვის გვეკითხა ხმას, რომ არ იღებს იქნებ ვაწუხებ! –ნუ იკბინები და ამათ საკბილოს ნუ აძლევ თორემ, დღეს არ გაჩუმდებიან ! – მითხრა და ჯერ მე შემომიბღვირა,მერე თავის მეგობრებს, რომლებიც უკვე გულიანად იცინოდნენ. –ხოდა ნუ გაჩუმდებიან, თორე შენი გადამკიდე ლაპარაკი დამავიწყდება. – ცოტა უხეშად ვუთხარი და მერე ბიჭებს მივუბრუნდი. არ გშიათ? ჩვენთან ერთად ივახშმეთ. –კი, ძალიან, მაგრამ ლიკა უნდა ვნახო. ამ საქმეების გამო, საერთოდ ვეღარ მოვიცალე და ახლაც რომ უარი ვუთხრა, მერე ტვინს შემიჭამს. მგონი გუგასაც ეს დღე ელის . არ გეწყინოს რა! –არ მეწყინება, აქ თუ დაპატიჟებთ. ცოტას გავერთობით. –ლალიკო დღეს არ მოვა, ნათესავთან წავიდა. მოიფიქრეთ რა გინდათ და რესტორნიდან მოვატანინებ. – დიმა ჩაერთო საუბარში. – რესტორნიდან რატო? – ვკითხე გაკვირვებულმა. –აბა რამე ხომ უნდა ვჭამოთ?! –მოიცა, შენ გგონია საჭმლის კეთება არ ვიცი? – ძალიან გავრაზდი. –იცი? – დაეჭვებით შემომხედა. –ეგ მანამდე უნდა გეკითხა, სანამ ცოლად მომიყვანდი ! – გულში ვფიქრობდი: დაიცა,ისეთ კერძებს მოვამზადებ, შეგრცხვება შენი სიტყვებისთქო. –მე მაინც მგონია, უკეთესი იქნება შევუკვეთოთ. – ისე დაჟინა, ვიფიქრე მოწამვლის ეშინიათქო. –რა იყო, არ მენდობი? – სპეციალურად დავუსვი ეს კითხვა. –შეიძლება მერე გიპასუხო, როცა საჭმელებს გავსინჯავ?–მიმიხვდა და პასუხიც შესაბამისი გამცა. –კარგი ! მოკლეთ შევთანხმდით, მე ვახშამს მოვამზადებ, თქვენ კი გოგონებს ამოიყვანთ. –ანუ, მზად ხართ უკვე ამ ურთიერთობის გასაჯაროებისთვის?– ინტერესით გვკითხა გუგამ. –როგორც ვატყობ თქვენი ეგობარი, ჩემს გაშვებას არ აპირებს. მთელი ცხოვრება სახლში გამოკეტვას და უბედური სახით ჯდომას, არც მე ვაპირებ. ახალ წესებს ვსწავლობ. თქვენ, ხომ არ გაქვთ რაიმე პრეტენზია ბტონო დიმა? – არა! დროა უკვე. –მაშინ მე სამზარეულოში წავალ. ცოტახანს კიდევ ისხდნენ და ხალისიანი სახეებით საუბრობდნენ. ხმა არ მესმოდა, მაგრამ დაახლოებით წარმოვიდგინე მათი დიალოგი, სადაც დიმა სულ სერიოზული სახითაა, ისინი კი, მუდამ გასართობს ეძებენ. მაცივრიდან საჭირო ინგრედიენტები გამოვალაგე და ერთდროულად რამდენიმე კერძის მზადება დავიწყე. სამზარეულოში ტრიალი ბავშვობიდან კარგად გამომდიოდა. ხორცთან ურთიერთობა მამამ მასწავლა, ძალიან კარგად ამზადებდა. მახსოვს, ჩემს სოფელში, თუ რაიმე დიდი სუფრა კეთდებოდა, ყოველთვის მამას ეძახდნენ დასახმარებლად. სალათები და დესერტი კი, დედის დამსახურება იყო. მათი წყალობით კარგი კულინარი ვიყავი და სხვა და სხვა საშვალებებით , მუდმივად ვვითარდებოდი ამ სფეროში. რომ არ იურიდიულის დიდი სურვილი , აუცილებლად კულინარიის კურსებზე ჩავირიცხებოდი. საღამოსთვის ყველაფერი მზად მქონდა, სუფრა თეფშებით გავაწყე, კერძებს კი ცოტა მოგვიანებით მივიტანდი. ოთახში ავედი მოსაწესრიგებლად. თმა მაღლა ავიწიე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და ნახევრად კლასიკურად ჩავიცვი. მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს, როდესაც ადამიანი თავს იქებს, მაინც უნდა ვთქვა, რომ კარგი გარეგნობა მაქვს და ამას სხვები უფრო ხშირად აღნიშნავენ. მე კი, ამ დროს, უხეხულობას ვგრძნობ. იმ საღამოსაც კარგად გამოვიყურებოდი. ეტობა იმდენად კარგად, რომ მისაღებში ჩამოსვლისას, კიბის დასაწყისშივე შევამჩნიე დიმას დაჟინებული, ვნებით ანთილი შავი თვალები. სუფრის გაშლაში მეხმარებოდა და თვალს არ მაშორებდა. ისე ვიქცეოდი თითქოს ვერ ვამჩნევდი, ძალაინ მაბნევდა. თავად კი, მგონი ორმაგად დაბნეული იყო, ჩემი გარეგნობით და ჩემი კერძებით. ალბათ, ნამდვილად არ ელოდა რამე თუ გამომივიდოდა. იმასაც კი ვფიქრობ, რომელიმე რესტორანშიც ექნებოდა შეკვეთა მიცემული, ყოველი შემთხვევისთვის. სუფრის გაშლას მოვრჩით და სტუმრებიც მოვიდნენ. კარი ერთად გავუღეთ, ჩემი თავი წარუდგინა. მათი გამომეტყველებით მივხვდი, რომ დაიძაბნენ და დაიბნენ. მიუხედავად ამისა, გულთბილად მოგვილოცეს. მთავარი მოულოდნელობა და დაძაბულობა მაშინ შეიქმნა, მათ უკან „ქალბატონი“ ნინა, რომ გამოჩნდა. ისე მოგვესალმა თითქოს მისი მოსვლით იქ ყველა გახარებული იყო. გაკვირვებული და გაფართოებული თავლებით ჯერ ბიჭებს შევხედე და მერე დიმას. მან უარის ნიშნად თავი გააქნია, არაფერ შუაში ვარო. გუგა და ზურა, გოგოებთან ერთად ისეთ უხერხულობას გრძნობდნენ, ალბათ, რომ შეძლებულიყო უკან გაბრუნდებოდენ. უცებ გონს მოვეგე. მეც დიდი სიხალისით შევეგებე ნინას და სუფრასთან დავსხედით. ყველა კერძების დაგემოვნებას შეუდგა, მხოლოდ მე დამეკარგა მადა. ხან ნინას ვაკვირდებოდი, ხანაც დიმას. ამ უკანასკნელის სახეზე კი, ემოციას ვერ გაარჩევდი. სიჩუმე „ქალბატონმა“ დაარღვია: –დიმა, ცოლი ისე მოიყვანე, რომ უახლოეს მეგობრებსაც არ უთხარი? –უახლოესმა მეგობრებმა იცოდნენ! – ირონიულად უპასუხა. –ანუ გინდა თქვა რომ მე, შენი მეგობარი არ ვარ? მაშინ აქ რატომ ვარ? – მაცდური სახით კითხა ისევ. დაძაბული დაველოდე პასუხს, თავს ძლივს ვიკავებდი. მაინტერესებდა რა პასუხს გასცემდა. დიმამ შემომხედა მიხვდა, რაც მჭირდა. პასუხის თქმა რომ დააპირა, ზურამ სწორად შეაფასა მდგომარეობა, არ დააცადა და მე მითხრა: –თაკო, ისეთი გემრიელია ყველაფერი, თავი ხუთ ვარსკვლავიან რესტორანში მგონია. –ნამდვილად, ქედს ვიხრი შენი ხელების წინაშე! – ღიმილით დაუმატა გუგამ. –მადლობა! გემრიელად მიირთვით.– ზრდილობის გამო ვუპასუხე. ამ დროს კი თავში დიმას პასუხის რამდენიმე ვერსიას განვიხილავდი, თან ზურაზე ვბრაზობდი, თქმა რომ არ დააცადა. სამზარეულოში გავედი. უკან ზურას შეყვარებული, ლიკა გამომყავა. –ბოდიში მინდა მოგიხადო, იმდენად არ ველოდით წესიერად ვერც მოგილოცეთ. ძალაინ გამეხარდა. –საბოდიშო არაფერია. მესმის თქვენი, უეცრად გადავწყვიტეთ დაქორწინება. მადლობა მოლოცვისთვის. –ხო მაგრამ ნინაც, რომ მოვიყვანეთ მაგის გამო უფრო მრცხვენია. –არაუშავს. დიმას წარსული არ მაინტერსებს და სასირცხვილოც არაფერია. –ხო მაგრამ ნინა არ ტოვებს წარსულში. არც კი გაკვირვებია თქვენი ქორწინება, რომ გაიგო მგონი იცოდა და შეგნებულად წამოვიდა. ვერ მივხვდი, ლიკას ეგონა, რომ მთელი ისტორია ვიცოდი და გულიბრყვილობით მეუბნებოდა ამას, თუ შეგნებულად, რომ გავეღიზიანებინე. ეჭვები კი გამიჩინა: –იქნებ დიმამ დაურეკა და იმიტო მოვიდა? ნუთუ შეეძლო ამის გაკეთება, როცა მე ნდობაზე მელაპარაკება?–თუმცა ამ უგულო კაცისგან არ გამიკვირდებოდა. შინაგანად გაცოფებული ვიყავი, მაგრამ არ შევიმჩნიე და ვუპასუხე: –ამ საკითხზე საერთოდ არ ვღელავ და შენც ნუ იგრძნობ თავს უხეხულად. წამოდი სუფრასთან დავბრუნდეთ! ნინას მაცდურ გამოხედვასა და დიმასადმი ფლირტს, ჭკუიდან გადავყავდი, ჩემიც კი არ ერიდებოდათ .მიუხედავად ამისა, მთელი საღამო თავი ღირსეულად მეჭირა,შიგადაშიგ მოსიყვარულე ცოლის როლსაც ვთამაშობდი, ყველა გაოცებული მიყურებდა ნინას გარდა, ალბათ უკვირდათ, რატომ არ ვაწყობდი სცენებს. საღამომ მშვიდად ჩაიარა და სტუმრების წასვლის დროც მოვიდა. ეზოში გავაცილეთ, გოგონები ძალიან მომეწონენ და გულთბილად დავემშვიდობე, ბიჭებს კი მზერით დავემუქრე. წასვლის წინ ნინამ ირონიული სახით მითხრა: –მადლობა, ყველაფერი კარგი იყო ! „კუხნაში“ უდაოდ უკონკურენტო ხარ, მაგრამ ხომ იცი, მარტო ეგ არ ყოფნით კაცებს! –კომპლიმენტისა და რჩევისთვის მადლობა, მაგრამ ყველაფერში უკონკურენტო ვარ დამიჯერე, რაც ჩემ ქმარს სჭირდება!– ვუპასუხე და დემონსტრაციულად მივეხუტე დიმას, მანაც ჩემი ფიქრი სწორად დაიჭირა, არ დააყოვნა და მკლავებში მომიქცია. მის, სახეზე ათამაშებული ცინიზმი, მარცხის ტალღებმა შეცვალეს. დამშვიდობებისას მოუნდა ჩემი ქმრისთვის ეკოცნა, მაგრამ ნება არ მივეცი. დიმასთან ზურგით აკრულმა ხელები ავატრიალე და სახეზე შემოვაჭდე. ცოტა უცნაურად კი გამოვიდა მაგრამ... ჩემი პასუხითა და ქცევით აშკარად უკმაყოფილო ნინა, უგემურად მოთავსთა ავტომობილის სავარძრლზე. ეზოდან, რომ გავიდნენ ჯერ კიდევ მის მკერდზე ვიყავი აკრული და გამარჯვებულის გრძნობა მქონდა. ჭიშკარი რომ დაიხურა მკლავებიდან დავუსხლტი და სახლისაკენ გავიქეცი. საძინებლის კარათან დამიჭირა. – სად გარბიხარ, რა გჭირს? –ვერ ხვდები? მე შენ რა გთხოვე? –ვერ ვხვდები! –ეხლა დამცინი ხო? შემიშვი ოთახში. –ვერსად ვერ წახვალ სანამ არ ამიხსნი მე რა შუაში ვარ ! – მე შენი ცოლი ვარ ! მართალია ფიქთიური, მაგრამ ეს სხვამ არ იცის და მათ თვალში , მე შენი ცოლი ვარ ! ჩემი დამცირების უფლება არ გაქვს ! არ მოგცემ უფლებას ჩემს ღირსებას გადაუარო! ყველაფერი წამართვი მაგრამ თავმოყვარეობას ვერ წამართმევ. ეგ მეორე სახლში არ მოათრიო და საერთოდ მის გვერდით არ გნახო! მეორედ ასეთი თავშეკავებული არ ვიქნები! –შენ გგონია აქ მე დავპატიჟე? – დაეჭვებით შემომხედა. –ეგ უკვე აღარ მაინტერესებს,ჩემი სათქმელი უკვე გითხარი. გამიშვი ! -არაფერში მჭირდება შენი მოტყუება, არ ვიცოდი თუ მოდიოდა. თუ ასე გაწუხებდა მისი აქ ყოფნა უბრალოდ გეთქვა და გავუშვებდი. –არ მჯერა! შენ თვითონ არ გაწუხებდა მისი აქ ყოფნა. –შენი ნებაა ! –მითხრა და გამიშვა. საძინებელში შევედი და კარი ჩავკეტე. ვერ ვხვდებოდი, გაბრაზებული ვიყავი თუ ნაწყენი. ვერანდაზე გავედი, გრილმა ჰაერმა ფიქრის უნარი დამიბრუნა. – კი მაგრამ საერთოდ, რატომ მაქვს ესეთი რეაქცია?... ან რა უფლებით ველოდები მისგან ერთგულებას, როცა ერთმანეთს საერთოდ არ ვიცნობთ. არც მოვალეობები და მითუმეტეს, არც გრძნობები არ გვაკავშირებს. მაშინ რატომ ვარ ახლა გაბრაზებული თან არც კი ვიცი ვისზე, მასზე თუ საკუთარ თავზე?! ის არ არის ვალდებული ჩემს წინაშე. ის კაცია, თანაც ასეთი სიმპათიური, ალათ აქვს ცხოვრება, რომელიც მე არ მეხება! თუ არ იქნება ნინა, იქნება სხვა, მსურველების რიგი ნამდვილად ეყოლება, ვინ იტყოდა მასთან ურთიერთობაზე უარს. ბოლო აზრმა უცნაურად, უსიამოვნოდ გამკრა გონებაში .–არა...არა თაკო, არ გაბედო... ოღონდ ეჭვიანობა არაა.არანაირი მიზეზი არ გაქვს, მის მიმართ რამეს გრძნობდე სიძულვილის გარდა... მაგრამ, რომ არ მძულს? რატომ არ მძულს?– ვეკითხებოდი ჩემს თავს და თმაში ხელებგაყრილი, ვერანდაზე წინ და უკან ნერვიულად დავდიოდი. მივხვდი, რომ ამაზე ფიქრი, საკუთარი თავისგან შორს წამიყვანდა. არ მინდოდა პასუხის საპოვნელად, ზედმეტად ჩავღრვმავებოდი ქვეცნობიერს, იქ არც თუ ისე კარგი იმფორმაცია მელოდა. ამიტომ, როგორც მჩვევია ხოლმე, ემოციებსა და აზრებს თავი მოვუყარე და სკივრში გამოვკეტე, იმ იმედით, რომ არასდროს გავხსნიდი. დილით მისაღებიდან მისი ხმა მომესმა, ფეხი შევიჩერე, არ მინდოდა მენახა. ლალიკოს ესაუბრებოდა, გამოკითხა: ნათესავი როგორ არის, რამით ხომ არ დაგეხმარებით, ან შენ ხომ არაფერი გჭირდებაო. პასუხად უარი, რომ მიიღო გააფრთხილა: იცოდე თუ გავიგე რამე გჭირდებოდა და არ მითხარი ძალიან მაწყენინებ, ჩემთვის იმდენი გაქვს გაკეთებული, მეც მომეცი საშვალება, როგორმე გადაგიხადოვო. გამიკვირდა მისგან ესეთი ზრუნვა, ან რატომ იყო მისთვის ასეთი სანდო და მნიშვნელოვანი ძიძა. ჩვენი ისტორიაც კი მოუყვა, როცა მე მთხოვდა სხვებმა არაფერი არ უნდა გაიგონო. დავრწმუნდი სახლში, რომ აღარ იყო და სამზარეულოში ჩავედი, სადაც ლალიკო დაფუსფუსებდა და საოცარი სურნელი ტრიალებდა. მეც ძალიან მომწონდა ეს ქალი, სასიამოვნო გარეგნობა ქონდა, სიკეთეს და სიმშვიდეს ასხივებდა. –დილამშვიდობის. როგორ ხარ? –მივესალმე გულთბილად. –დილამშვიდობის ჩემო გოგო. კარგად. შენ როგორ ხარ? ვნერვიულობდი გუშინ რომ დაგტოვეთ, რამე რომ დაგჭირვებოდათ. –ამის შემდეგ აღარ ინერვიულო. გუშინ მე ვიდიასახლისე და კიდევ ბოდიში მინდა მოგიხადო, არეული სუფრა, რომ დაგახვედრე.ვიფიქრე ,დილით ავალაგებთქო, მაგრამ შენ უკვე მოგიწესრიგებია ყველაფერი. –არაუშავს შვილო, საბოდიშო რაა. პირიქით, სუფრა რომ დავინახე გამეხარდა, მივხვდი სტუმრები გყავდათ და ვიფიქრე მშივრებს არ დაუძინიათთქო. თან ცოტას გაერთობოდით. –კი, კი გავერთეთ! –ვუთხარი ირონიული სახით. –რაიყო , რამე მოხდა? - არა, ისეთი არაფერი ! –ამჯერად რა დააშავა? –არაფერი, მივეჩვევი ალბათ. –არ მიეჩვიო ! პირიქით, აიძულე უკეთესეად მოიქცეს. ვიცი, რომ თქვენი ურთიერთობა არ არის ადვილი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ის ასეთ სერიოზულ ნაბიჯს დაუფიქრებლად არ გადადგავდა. არ მჯერა იმ მიზეზის რასაც ამბობს ! –მე მჯერა ! –მე ბვშვობიდან ვიცნობ მას. ის სულაც არაა ისეთი, როგორიც ჩანს. ძალიან დიდი და კეთილი გული აქვს. აუცილებლად შეძლებ მის გაგებას თუ მოინდომებ. –მას გული აქვს საერთოდ? –აქვს ჩემო ლამაზო, უბრალოდ კარგად მალავს. არ მინდა თქვენს ურთიერთობაში ჩავერიო, მაგრამ თუ ოდესმე რამე დაჭირდება ჩემგან, შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს. მისი ბედნიერების გარდა არაფერი მინდა, შვილივით მიყვარს. –ეტყობა, მასაც ძალიან უყვარხართ. – ვიფიქრებდი, უბრალოთ სუბიექტურია და ამიტომ აქებსთქო, მაგრამ ზედმეტად დარწმუნებით მეუბნებოდა ამ სიტყვებს. თუმცა მაინც არ ვაპირებდი იმ წუთას მის, უსისხლო სხეულში გულის ძებნას. –სადილი მზად მაქვს, მოდი დაჯექი. როგორც ვამჩნევ ძალიან ცოტას ჭამ, ფაქტიურად არაფერს. ასე თუ გააგრძელებ ცუდად გახდები. –მადა არ მაქვს! თანაც ამ ყველაფრის შემდეგ. - საღამოს ისევ ვაპირებ წასვლას ჩემს ნათესავთან, დილით ლამის გამომეტირა, ასაკშია და ხომ იცი, როგორები ხდებიან, სანამ უკეთთ გახდება ასე მომიწევს სიარული. ასე, რომ სადარდელი უკვე მაქვს და შენსას ნუღარ დამიმატებ. სჭმელს მაცივარში დავტოვებ ხოლმე და რომ მოვალ აღარ უნდა დამხვდე ! კარგი? -მოდი ასე შევთანხმდეთ. მე აუცილებლად შევჭამ ყველაფერს, მადის მოსაყვანსაც დავლევ თუ საჭიროა, ოღონდ შენ ჩვენზე ნუ იჯავრებ და რამდენხანსაც გინდა იმდენხანს დარჩი შენს ნათესავთან. საჭმელების კეთებაც ვიცი და სხვა საშინაო საქმეებიც. თუ დაგვჭირდება შენი დახმარება, თავად წამოგიყვანთ. ასაკშია, ახლა იმას უფრო სჭირდები. იცოდე უარს არ მივიღებ! -კარგი. ოღონდ თუ გინდა დაგთანხმდე წინ რაც გიდევს ყველაფერი ჭამე. მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო, ჩემს უმადობას მაინც არ შველოდა. ყველა ლუკმა ლალიკოს ხათრით გადავლაპე, არ მინდოდა იქ დარჩენა გადაეფიქრებინა და წინ და უკან ერბინა. წასვლის წინ დიმას დაურეკა და უთხრა: ყოველდღე დავრეკავ და იცოდე ჭამაზე არ მომატყუოთ, აუცილებლად შეგატყობთო. დაიმედებული გავაცილე.მარტო დარჩენილს, არ ვიცოდი რა მეკეთებია, ამიტომ სახლის დალაგება გადავწყვიტე. რატომღაც კაბინეტით დავიწყე, ამ სახლში ყოფნის დროს პირველად შევედი კაბინეტში. უამრავი წიგნი და სუვენირი იყო. საოცრად დახვეწილი ავეჯი, ძვირადღირებული, ჩუქურთმებით გაფორმებული სამუშაო მაგიდა, მუქი შინდისფერი სავარძლები. წიგნების თარო, კედლების მთელს სიგრძეზე იყო განლაგებული. უთუოდ ღრმად განათლებული უნდა ყოფილიყო, ამ წიგნების მეპატრონე. მაგიდაზე ანტიკვარული ნივთები ელაგა, მათი დათვალიერება ახლოდან გადავწყვიტე. ყველა ისეთი ძვირფასი მეჩვენა, ხელის მოკიდება ვერ გავბედე არაფერი დავუშავოთქო. მაგიდის მარჯვენა კუთხეში ფოტო დავინახე, ოჯახური ფოტო. მივხვდი, ვინც შეიძლებოდა ყოფილიყვნენ. ახალგაზრდა, მაღალი, სიმპატიური მამაკაცი, დიმას მამა იყო,თან ძალიან ჰგავდა.საშვალო სიმაღლის თხელი ლამაზი ქალი დედა. მამის წინ იდგა დიმა, დაახლოებით რვა წლის ასაკის, გვერდით კი, ლამაზი სიფრიფანა გოგონა ხუთ წლამდე იქნებოდა. ძალიან კარგი ფოტო იყო. აღარ მიკვირდა რატომ იყო ასეთი სიმპატიური, ორმხრივი გენები ერია ამ საქმეში. დალაგებას რომ მოვრჩი წყალი გადავივლე და ცოტათი გამომწვევად ჩავიცვი, ცხელოდა თან ვიცოდი საღამომდე არ მოვიდოდა. შევცდი, იმ დღეს ადრე დაბრუნდა, შესაბამისად გამოცვლაც ვერ მოვასწარი და ვნებით სავსე მზერაც დავიმსახურე. გაბრაზებული ჩანდა. – ზარებს რატომ არ პასუხობ ან მას, რატომ არ წერ პასუხს? ვერ მივხვდი რა, ან ვინ, იგულისხმა. ჩემი ტელეფონი მოვძებნე, ზარი დაწეული მქონდა და მთელი დღე არ გამხსენებია. დიმას უამრავი ზარი და ნიკას მესიჯი დამხვდა : „როგორ ხარ? შენზე ძალიან ვღელავ ისე წახვედი არაფერი გითქვამს“ „ლილემ მითხრა მშობლებთან არისო, მაგრამ იქ არ ხარ. ვერ გავიგე რომელი იტყუებით.“ „ჩემგან გეწყინა რამე? რამდენი დღეა არ მოგიწერია, არ გვისაუბრია. გაგიგებ თუ მარტო ყოფნა გინდა უბრალოთ მითხარი, რომ კარგად ხარ.“ „მალე შვებულებაც გეწურება, მოუთმენლად ველი შენთან შეხვედრას. მენატრები !“ –რა უნამუსობა! შენ რა, ჩემს შეტყობინებებსაც ამოწმებ? –ძალიან გავბრაზდი. –ყველაზე ნაკლებად მაწუხებს ახლა ჩემი უნამუსობა. პასუხის მიწერას არ აპირებ? –კი, რათქმაუნდა მივწერ ! –რას? მეც მაინტერესებს ! – ირონიულად მკითა და სავარძელში მოკალათდა. –არ არის ეგ, შენი საქმე! არ გაბედო მეორედ ჩემს ესმესებში ქეთიალი ! –რატომ? უფრო მშვიდად, რომ იმესიჯო ვისთანაც გინდა და რაც გინდა? –თუნდაც. ჩემი უფლებაა! –რა ურთიერთობა გქონდა მაგ ნა********ნ? – ისეთი ტონით მკითხარ, მივხვდი სისხლი უდუღდა სიბრაზით. ჩემი პირადის განხილვას შენთან არ ვაპირებ!– ნინას გამო,სამაგიეროს გადახდა გადავწყვიტე . –გოგო, კითხვა დაგისვი და მიპასუხე, ნუ მაცოფებ !– იღრიალა. –ნუ ღრიალებ ! არ ვარ ვალდებული გიპასუხო. შენ, შენ პირას მიხედე და მე ჩემსას მივხედავ. გასაგებია? –რა შენი პირადი, რა სისულელეებს მეუბნები, კიდე ვერ გაიგე, შენს ცხოვრებაში ჩემს გარდა, არავინ რომ არ იქნება? –ვითომ რატომ? შენ თუ შეგიძლია ვისთანაც გინდა და რაც გინდა ის აკეთო, მე რატომ არ შემიძლია? არ ვაპირებ მთელი ცხოვრება შენთან უბედური ვიყო ! მეც ადამიანი ვარ და მეც მაქვს გრძნობები. –იცოდე ახლა ეგ ენა გააჩერე თორემ შუბლს გაგიხვრეტ ! ვისთან რა უნდა აკეთო? აზრზე ხარ საერთოდ, რას ლაპარაკობ?– გაცეცხლებული წამოვარდა სავარძლიდან და ახლოს მოვიდა. –ვერაფერსაც ვერ მიზამ და მშვენიერ აზრზეც ვარ. ჩემგან რას ითხოვ ვერ გავიგე? – ცოტა შემეშინდა კიდეც, მაგრამ უკან ხომ არ დავიხევდი. ხელი დამავლო კედელთან ამაკრა, ორივე ხელებში მომიმწყვდია და კბილების ღჭიალით მითხრა: –შენ ჩემი ცოლი და ჩემი ღირსება ხარ! თავში აზრადაც არ გაივლო რაიმე ცუდი, იცოდე არც დავფიქრდები ისე მოგკლავ ! –შენ ხომ არ გავიწყდება ცოლ–ქმარი, მხოლოდ ფურცელზე რომ ვართ? შენს წინაშე არანაირი ვალდებულება არ მაქვს! ვხვდებოდი, რომ ზედმეტი მომდიოდა, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვთოკავდი, დათმობა არ მინდოდა. ერთიანად დაიჭიმა, კისერზე და ხელებზე ლამის ძარღვები დაუსკდა. მის, შავ თვალებში ცეცხლსა და ყინულს ერთდროულად ვხედავდი. კედელს მუჭები დაუშინა, თან ღრიალებდა: გაჩუმდი ! ხელებ დაუსისხლიანდა . შემეშინდა. მთელი სხეული მიკანკალებდა. გამძვინვარებულ მხეცს გავდა. მომვარდა, ყბაზე ხელი ისე მომიჭირა მეგონა მომტეხდა. თავისკენ ამახედა და ერთმანეთზე ძლიერად დაჭერილ კბილებში ნელი და მკაცრი ტონით გამოსცრა : – თუ შენ, ჩემი ცოლი, მარტო ფურცელზე ხარ, ეგ იმიტომ, რომ მე მინდა ასე ! ვცდილობ კარგად მოგექცე , მაგრამ თუ მაიძულებ ერთ წუთში შემიძლია მაგ მდგომარეობის შეცვლა ! თქვა და თვალი ჩემი მკერდისკენ ჩააყოლა, რომელიც ღრმა დეკოლტეში საკმაოდ გამომწვევად ჩანდა. ბოლო სიტყვების გაგონებაზე ერთიანად შევცბი, ყველა სიტყვა ვინანე, რაც კი მის გასაბრაზებლად ვთქვი. შიშისაგან გაფართოებული თვალებით შევხედე, ისეთი უკონტროლო ჩანდა, მართლა შეეძლო რამე დაეშავებინა. მკერდზე ხელები ავიფარე და კედელთან ჩავიკეცე. –გთხოვ არ შემეხო ! – შევევედრე ტირილნარევი ხმით. ცოტახანს გაშეშბული იდგა და მიყურებდა. ეტობა ძალიან შეშინებულს ვგავდი, მერე გარეთ გავარდა, კარები გაიჯახუნა და მანქანა გიჟივით წაიყვანა. ზუსტად არ მახსოვს რამდენხანს ვიყავი ამ მდგომარეობაში. აზროვნების უნარი, რომ დამიბრუნდა დაღამებული იყო. ყველა სიტყვა, ყველა მომენტი მიტრიალებდა თავში, ძალიან ვინანე საერთოდ ხმა რომ ამოვიღე. მიუხედავად იმისა, რომ ცუდად მომექცა, ჩვენ შორის ბევრი გაუგებრობა, ბევრი კითხვის ნიშანი და ცუდი დამოკიდებულება იყო, მაინც არ მქონდა უფლება, ეს ზღვარი გადამეკვეთა. მე მის, როგორც კაცისა და ქმრის ღირსებას შევეხე. ამავდროულად ჩემსასაც, როგორც ქალის და როგორც ცოლის , ვთქვი ის, რაც არ ზის ჩემში და რასაც საერთოდ არ ვფიქრობ. მის ადგილას, მეც ისეთივე რეაქცია მექნებოდა და ალბათ უარესიც კი. არადა, როგორ მთხოვა: მინდა გენდობოდეო. - დავკარგე მისი ნდობა , უფრო მეტად გამაკონტროლებს და გარეთაც არ გამახედებს . მეტის ღირსი ვარ ენა რომ არ მიჩერდება პირში. - ამ სიტყვებით ვესაუბრებოდი და ვისჯიდი თავს კარებთან რაღაც ხმაური, რომ შემომესმა. ეხლა კი საბოლოოდ გამოვერკვიე, კარგად დაღამებულიყო. მე კი სახლში მარტო ვიყავი თანაც, მოსახლეობისგან მოშორებით. ბავშვობიდან მეშინოდა სახლში მარტო დარჩენის. მივვარდი, ყველა კარები გადავკეტე, ფარდები ჩამოვაფარე, სავარძელში რკალივით მოვიხვიე და თავზე პლედი გადავიფარე. კიდევ გაისმა კარებთან რაღაცის ხმა. ისე შემეშინდა სუნთქვაც კი შევიკარი , ცივმა ოფლმა დამასხა, სხეული გამეყინა. –ამდენხანს სად არის ? ალბათ ჩემი დანახვაც არ უნდა და დღეს არც მოვა. – ჩუმათ ვბუტბუტები. ტელეფონზე შეტყობინება გავუგზავნე. – „სად ხარ? გთხოვ მოდი, მეშინია!“ – არ მომწერა. დავურეკე, არ მიპასუხა. კიდევ რამდენჯერმე დავრეკე მაგრამ არ მპასუხობდა. ვგრზნობდი გონებას ვკარგავდი. კიდევ დავრეკე და როგორც იქნა მიპასუხა, ერთადერთი რისი თქმაც აკანკალებული ხმით შევძელი იყო: –მეშინია , გემუდარები მოდი ! – არ ვიცი როგორ მოახერხა მაგრამ 5 წუთში მოვიდა. სანამ არ დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ის იყო კარს არ ვაღებდი. რამდენიმე წუთიანი ხვეწნისა და მე ვარ გამიღეს შემდეგ, როგორც იქნა კარი გავაღე და რომ დავინახე სიხარულით ვიყვირე: – ნამდვილად შენ ხარ ! მადლობა ღმერთს შენ ხარ !-და ძლიერად მოვეხვიე. მერე შიშისგან დაღლილს გული წამივიდა. თავლი საძინებელში გავახილე , თავზე მადგა და სევდიანად მიყურებდა. მის დანახვაზე ისეთი სიმშვიდე ვიგრძენი, წამოვხტი და კისერზე ჩა,ოვეკიდე.მანაც ისე ძლიერად მიმიკრა გულზე, მინდოდა არასდროს დამთავრებულიყო ეს წამი. –დამშვიდდი , შენთან ვარ ! – ზუსტად ამ სიტყვების მოსმენა მჭირდებოდა. –ბოდიში ! აღარასდროს გაგაბრაზებ, აღარასდროს გეტყვი ისეთ სიტყვებს, ოღონდ მარტო აღარ დამტოვო გთხოვ! – პატარა ბავშვივით ვბუტბუტებდი. – არ დამიტოვებიხარ. ცოტა დავწყნარდებოდი და გვიან მოვიდოდი. არ ვიცოდი თუ გეშინოდა. – უფრო მეტად მიმიკრა, თავი ჩემს თმებში ჩარგო.. –შენ ხომ ჩემზე ყველაფერი იცი ! – ჩუმად ჩავილაპარაკე. –ხო, მაგრამ ეგ შენი განცდებია და შენს გარდა ვერავინ მეტყვის. ახლა მომიყევი რა მოხდა? - ღამე მარტო ვერ ვრჩები სახლში. თან მგონი კარებთან ვიღაც იყო, ხმა მესმოდა. –კი იყო... მეზობლის ძაღლი. ეხლაც ეზოში დასეირნობს.– სიცილიანი ხმით მოგვახსენა ზურამ. –არ მჯერა! ძაღლი და ქურდი ერთმანთისგან ვერ გაგირჩევია და შენ დამნაშავეს გაარჩევ უდანაშაულოსგან ქალბატონო, მშიშარა ადვოკატო? – სიცილით დაუმატა დიმამ. –ძაღლი? მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ღამე, მარტო ვიყავი სახლში და შემეშინდა.– თავი გავიმართლე. –რახან ყველაფერი კრგადაა მე წავალ, თან მგონი ხელს გიშლით. ღამემშვიდობის! - სიხარულით ცქმუტავდა ზურა. მის მკლავებში თავს ყველაზე დაცულად ვგრძნობდი, მაგრამ შემრცხვა ზურასი და გამოვეცალე. გააცილა და ოთახში ამობრუნდა. –მიდი დაიძინე. მე ცოტახან აქ ვიქნები. –მე ბოდიში მოგიხადე! –მერე? –მერე არ მიპასუხე და ანუ ისევ ნაწყენი ხარ? –ასე გადარდებს ჩემი წყენა? –ამ შემთხვევაში დავაშავე და რათქმაუნდა მადარდებს! –აღარც მახსოვს. უბრალოდ, დროა ჩვენი ქორწინება ყველამ გაიგოს, მერე კი მოვთხოვ ნიკას პასუხს იმ მესიჯებისთვის. –გთხოვ თავი დაანებე ! ის რა შუაშია არაფერი იცის. –ნუ იცავ ! –არ ვიცავ სიმართლეს ვამბობ და დარწმმუნებული ვარ შენც ხვდები. –თუ კი ოდესმე შენთან, რაიმენაირად დაკავშირებას ეცდება, არ ვაცოხლებ... და არამარტო მაგას, არავის დავინდობ ვინც კი, უბრალოდ ზედმეტად შემოგხედავს. შენ ჩემი ცოლი ხარ! მარტო ჩემი ! ეს არ დაგავიწყდეს! დაიძინე ახლა! ისედაც ნახევრად უკვე მეძინა, მაგრამ მისი ყველა სიტყვა გარკვევით მესმოდა. „მარტო ჩემი“ მესიამოვნა. ვგრძნობდი ჩემი გული იცვლებოდა მის მიმართ და არ მინდოდა ამაში თავს გამოვტყდომოდი.... დილით, ისევ ჩემს ოთახში იყო, დივანზე ეძინა. საწოლზე წამოვჯექი და ვუყურებდი, მსიამოვნებდა იმის გააზრება, რომ აქ,ამ მოუხერხებელ დივანზე ღამე მარტო იმიტომ გაათია, რომ ჩემზე ეზრუნა და მე არ შემშინებოდა. ხან მომწონდა და ხან ვერ ვიტანდი ამ ადამიანს. ოთახიდან ჩუმად გავიპარე და სამზარეულოში საუზმის მოსამზადებლად ჩავედი, სუფრას გავშალე და დაველოდე სანამ გაიღვიძებდა. იმაზე ფიქრში ვიყავი გართული ჩემი ძმისთვის ეს ამბავი როგორ მეთქვა ხმა რომ მომესმა. –შენს საჭმელებს რომ მივეჩვიო? - დილაშვიდობის! მოდი დაჯექი ! – თითქოს ვერ გავიგონე რა მკითხა. –მართლა მიკვირს როდის მოასწარი ამ რაღაცეების სწავლა?! -მე ჩვეულებრივ ოჯახში გავიზარდე, მოსამსახურეები არ მყოლია და თავად მიწევდა ჩემ თავზე ზრუნვა, როცა ჩემი მშობლები სამუშაოდ იყვნენ. შენ ალბათ ამას ვერ გაიგებ ! -ვინ იცის, იქნებ გავიგო კიდეც! - კარგი ახლა... ერთი თითის გაწკაპუნება და ყველაფერი „მოგდის“ და შენ გგონოა იმის გაგებას შეძლებ, რა პრობლემები შეიძლება ქონდეთ ჩემი ფენის ხალხს? –ვერ ვიტან, ადამიანები ფენებად, რომ იყოფიან !... და პრობლემას რაც შეეხება, დამიჯერე ყველას აქვს, გააჩნია ვისთვის რა არის პრობლემა. –სამწუხაროდ, თავად ადამიანები ყოფენ, სოციალურ ფენებად საზოგადოებას. სიმართლე გითხრა, არც კი დავფიქრებულვარ მე, რომელ საფეხურზე ვარ. თუმცა ფაქტია შენთან ახლოსაც ვერ მოვალ. მგონი შენი მშობლებისთვის სასურველი რძალი ვერ ვიქნები. – ცოტა ირონია გამოვურიე სიტვებში -საკმაოდ დიდი ვარ საიმისოდ, რომ ვინმეს სურვილებზე ვიარო. საერთოდ არ მანაღვლებს, რომელ საფეხურზე ხარ და მითუმეტეს არავის აზრი არ მაინტერესებს, მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. –ნელი და მკაცრი ტონოთ მითხრა, თან პირდაპირ თვალებში მიყურებდა. -შეიძლება, მაგრამ ჭორიკანა ხალხს როგორ გააჩერებ ? შენს „რეიტინგს“ თუ გადავხედავთ, ბევრი მოინდომებს ჩვენს ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას და გადააჭრელებენ საინფორმაციო ველს. მათ როგორ აუხსნი, რომ შენი ცოლი, რომელიმე მილიონერის შვილი კი არა, ერთი ჩვეულებრივი, რაიონიდან ჩამოსული გოგოა? -არავის, არაფერს არ ავუხსნი, მაგრამ შენ თუ შეგაწუხებს ეგ ამბები, მაგ „რეიტინგს“ სხვანაირად გამოვიყენებ. -შენ თუ არა, მე მითუმეტეს არ შემაწუხებს. დამაჯერებელი ტონით კი წარმოვთქვი ბოლო სიტვები, მაგრამ მაინც მაწუხებდა. მითუმეტეს ბევრი, სხვისი მაგალითი ვიცოდი. უსაქმურ და ბოროტ ადამიანს რა დალევს ამ ქვენად. სხვის პირადში ქექვითა და მათზე ჭორაობით, რომ იკვებებიან. თავისი ცხოვრება რომ ვერ დაულაგებიათ და სხვის არევასაც ფიქრობენ. ადამიანს რომელიც საკუთარი ბედნიერების მოწყობითა დაკავებული, არც ცალია და არც სურვილი აქვს სხვისას უმზიროს დ განიხილოს, მაგრამ ასეთები რომ იშვიათად იყვნენ ? თავში ყველა შესაძლო სათაური მიტრიალებდა, რითიც შეეძლოთ ჩვენი ისტორია დაესათაურებინათ. ჩემს გამო არ ვდარდობდი, დავიცავდი ჩემს უფლებებს, მაგრამ ეს ჩემს ოჯახსაც, რომ შეეხებოდა ეგ ყველაზე მეტად მაწუხებდა. გულის სიღრმეში, უსიამოვნოდ ის ფიქრიც გამკრავდა-შეიძლებოდა დიმას მშობლებს მართლაც არ მივეღე. წესით არ უნდა მედარდა, მაგრამ .... სიჩუმე დავარღვიე: -დღეს ჩემს ძმას უნდა ვუთხრა, ჩვენს შესახებ. მშობლებთან უფრო გამიადვილებს, მაგრამ მასთანაც მჭირს ამაზე საუბარი. არც კი ვიცი, როგორ უნდა დავიწყო. – ვუთხარი და პირისკენ წაღებული ლუკმა, უსიამოდ დავაბრუნე თეფშზე. – თუ გინდა ფოტო გადავიღოთ და ჩათში ჩაუგდე, თან უთხარი ვინ ვარ ან უბრალოდ დაელოდე სანამ თავდა არ გკითხავს და მერე რაღაცნაირად აეწყობა სათქმელიც... – ვიფიქრე სულ სხვა ადამიან მელაპარაკებოდა, მისგან არ მოველოდი. -კარგი აზრია. ძლივს რაღაც მოგაფიქრდა ჩემს დასახმარებლად. – ცოტა დავცინე ხმაში. -მადლობას არ მეტყვი? – მადლობა? რისთვის, იმ პრობლემის გადაჭრაში რომ მეხმარები, რომელიც შენ შემიქმენი? -იცი რა? ძალიან რთული ხასიათი გაქვს ! – გაბრაზებულმა მითხრა და ჭამა შეწყვითა. – იმედია საჭმელში შხამი არ ჩამიყარე ?! -რომ არ ვიცოდე სასჯელი რამდენად დიდია, სიამოვნებით ჩაგიყრიდი! –ვუთხარი და უნებურად გამეღიმა. -ბევრს, რომ იღიმოდე და ნაკლებს საუბრობდე, უფრო კარგი გოგო იქნები ! -იცი რა? იმისთვის არ დავბადებულვარ, რომ მაინც და მაინც შენ მოგეწონო და არც აწი ვაპირებ ამისთვის რაიმეს შეცვლას ! -შენ ახლა ჩემს სახლში, ჩემს გვერით, ჩემი ცოლის სტატუსით ზიხარ და საუზმობ ! ბოლო სიტყვებში მთელი სათქმელი ჩააქსოვა, კულტურულად მიმახვედრა : რა მნიშვნელობა აქვს, რისთვის დაიბადე, ან რისი შეცვლა გინდა, ან არ გინდა, უკვე ჩემი ცოლი ხარ და რაც არ უნდა თქვა, ან გააკეთო, ეგ ერთადერთია რაც არ შეიცვლებაო.(ყოველშემთხვევაში მე ამ მნიშვნელობით გავიგე) დიდი ენაწყლიანობით არ გამოირჩეოდა ჩემგან განსხვავებით, თუმცა ნამდვილი ოსტატი იყო რამდენიმე სიტყვაში სრული სათქმელის ჩატევის. ზემოთ ვახსენე კიდეც, რომ ჩემი ძმა, სანდრო მუდამ მხარში მედგა და ყოველთვის შეეძლო ჩემი გაგება, მაგრამ ეს საკითხი სულ სხვა იყო. თანაც მოულოდნელი. მთელი ამ ხნის მანძილძე იცოდა, სერიოზული ურთიერთობა არავისთან მქონდა. ეხლა კი უეცრად ვურეკავ და ვეუბნები– გავთხოვდი არსაიდან გამოჩენილ ბიჭზე და თან უნდა დავარწმუნო, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. პირველი ვარიანტი: არსებობდა და დავუმალე. ეს იმას ნიშნავდა –მოვატყუე და ამ დროს, ამის მიზეზი საერთოდ არ მქონდა. ძალიან ეწყინებოდა, რადგან ერთმანეთთან დამალული არაფერი გვქონდა. მეორე ვარიანტი : არ არსებობდა, მაგრამ თუ არ არსებობდა აბა, რა ცოლ–ქმრობაზე იყო საუბარი, ასე უცებ. მგონი ამის ახსნა უფრო გამიჭირდებოდა. მოკლეთ, ორ ცეცხლს შორის ვიწვოდი, ვერ გამეგო რა უნდა მეთქვა, რომლით უფრო არ ვაწყენინებდი. მერე, დიმას იდეა მომაგონდა და ფოტო რომ გადამეღო მასთან, კაბინეტში გავეშურე. იმ დღეს, არსად წასულა. სახლიდან მუშაობა გადაწყვიტა. მგონი, ჩემი მარტო დატოვება არ უნდოდა, წინა დღის შემთხვევის გამო. ტელეფონზე საუბრობდა. დამინახა და თვალით მანიშნა დავმჯდარიყავი. -დიახ, საუკეთესო ნომერი დამიჯავშნეთ 6 დღით... მეუღლესთან ერთად.... თუარ შეწუხდებით ... ხვალ ... მადლობა ! - საუბრის დროს, თავისი შავი გიშრებით სულ მე მიყურებდა და ჩემს გაოცებულ და ეჭვნარე სახეზე დრო და დრო ეღიმებოდა. დაასრულა. უხმოდ, თავის მოძრაობითა და მიმიკით ვკითხე, რა ხდებათქო. -ხვალ „თაფლობის თვეზე ბათუმში მივდივართ! – და ვინ გადაწყვიტა? – მე ! -და მე? -რომ მეკითხა დამთანხმდებოდი ? -არა ! - მაგიტომ არ გკითხე. თანაც, აუცილებლად უნდა წავიდეთ. -უნდა გეკითხა ! -რა აზრი აქვს იმ კითხვის დასმას, რაზეც პასუხი წინასწარ იცი ?! -ჩემთვის აქვს ! -კარგი, ამის შემდეგ გავითვალისწინებ. -მეეჭვება ! კარგი წავიდეთ სადაც გინდა მთავარია ჯერ სანდროს დაველაპარაკო. -ოხ სანდრო ! ცოლიძმასთან მოგვარების, კლასიკური ამბავია რა. – თქვა და გაეცინა. -ფოტო გადავიღოთ ! -ანუ დავზავდეთ? –ისევ ღიმილი. -ამ შემთხვევაში შენთან, ზავზეც კი, თანახმა ვარ. -კარგი, გადავიღოთ! სავარძელზე, გვერდით მომიჯდა. რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ (უშედეგო, რადგან არცერთი ფოტო არ მომეწონა. ან რას ვიპრანჭებოდი.) მითხრა: –თუ შენ, პრობლემა არ გაქვს ხელს შემოგხვევ, იქნებ მოგეწონოს თანაც, შეყვარებულ წვილს ასე უფრო დავემსგავსებითო. სახეზე ეწერა, რომ მოთმინება ელეოდა. დავთანხმდი. მხრებზე ხელი, ისე ნაზად და ამავდროულად ისე ძლიერად შემომხვია, სხეულში ცხელმა ტალღამ დამიარა. თავისკენ მიმიზიდა და მკერდზე მიმიკრა. ნაცნობი სურნელი ერთდროულად მოედო ჩემს, გონებას და სხეულს. ამ სასიამოვნო განცდამ , სრულიად პარალიზებული გამხადა და ლამის ტელეფონი დამივარდა. კიდევ კარგი, დროულად დავიჭირე თორემ, ჩემს გრძნობებს გავყიდდი და ძალიან შემრცხვებოდა. მას, ისედაც შეეძლო ჩემი ცვლილებების შემჩნევა და ეს ხომ არგუმენტი იქნებოდა, მის სასარგებლოდ. სახე, ახლოს მომიტანა. ჩემი ცხვირი, მის ყელს შეეხო. ერთიანად დაიჭიმა და სუნთქვა გაუხშირდა. ვგრძნობდი, როგორ მეხებოდა თმებზე, თითებით კი, თითქმის შეუმჩნევლად ჩემს, მხრებს ეალერსებოდა. მაშინ, პირველად გავიგონე მისი, გულის ხმა. გამალებით ფეთქავდა. მერე მისას, ჩემიც შეუერთდა და ერთად, ჩვენსავით გაუგებარ, მაგრამ ჰარმონიულ რითმებს ქმნიდნენ. ამაღელვებელი იყო ეს მომენტი. არ ვიცი, ფოტოს გადაღება, როგორ მოვახერხე. გამოცლა დავაპირე, უფრო ძლიერად ჩამეჭიდა, არ მიშვებდა. როგროც მივხვდი ეს მელოდია, მხოლოდ მე, არ მესმოდა. უფრო მოვინდომე და გვერდით გავიწიე (თუ გამიშვა). მომდევნო, რამდენიმე უტყვმა წუთმა, იმაზე მეტი გვითხრა, ვიდრე აქამდე ნათქვამმა თითოეულმა სიტყვამ. გამიჭირდა, მაგრამ რეალობას დავუბრუნდი. ფოტო ავარჩიე და სანდროს გავუგზავნე. მოლოდინში, ლამის სული დამელია. ნერვიულობით ტუჩები და ფრჩხილები დავიჭამე. ყოველ, ნახევარ წუთში ვანთებდი მობილურის ეკრანს, მიუხედავად იმისა, რომ ხელში მეჭირა და შეტყობინებას, ისედაც გავიგებდი. ხედავდა, როგორ ვნერვიულობდი, მაგრამ დამშვიდება არ უცდია. ჩემს დარდთან, მარტო დამტოვა. ტელეფონმა გაიწკრიალა. შეტყობინება გავხსენი. „აშკარად კარგი გემოვნება გაქვს ! შენი ახალი თაყვანისმცემელია? „ –ღიმილის სმაილი. „შეიძლება ასეც ითქვას“– მივწერე და გული ყელში მომებჯინა. „ შენ, რომ მათთან ერთად, ფოტოებს არ იღებ?! ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, არ გიჩვენებია.“ „აქამდე მიზეზი არ მქონდა“ „ ეგ, როგორ გავიგო?“ „ უკვე შენი სიძეა ! „ – რატომღაც, ვერ შევძელი ჩემი ქმარიათქო, რომ მიმეწერა. „ შავი იუმორი, უფრო დაგიხვეწია ჩემო პატარა ! „ „ არ ვხუმრობთქო, რომ გითხრა...“ – მომდგარი ცრემლების შესაკავებლად, თვალები ძლიერად დავხუწე. პასუხის მოწერა დააგვიანა, ალბათ ბოლომდე არ სჯეროდა ჩემი სიტყვების. ცოტახანში დამირეკა, მაგრამ ვერ ვუპასუხე. ვერც კი წარმოიდგენთ როგორ არ მინდოდა ჩემზე გაბრაზებულიყო და მისთვის რაიმე მეწყენინებია. მომწერა: „ მიპასუხე და გავარკვევ ხუმრობ, თუ არა. “ – გული შემეკუმშა. -მიდი, სახეზე წყალი შეისხი, დამშვიდდი და მერე ერთად დავურეკოთ. – დამამშვიდებელი ტონით მითხრა, ნამდვილად ვეცოდებოდი. -მეტად რომ გაბრაზდეს? -თუ, უნდა გაბრაზდეს ეგ, ყველა შემთხვევაში გარდაუვალია. აბაზანაში გავედი, მოვწესრიგდი, ისევ შემოვბრუნდი კაბინეტში , ღრმად ამოვისუნთქე და სანდროსთან დავრეკე. ჩემს გვერით მჯდომი, რომ დაინახა, გამომეტყველება შეეცვალა. მერე, მე შემომხედა თვალები, დაწითლებული და ცრემლიანი მქონდა. არაფერი უთქვამს, ადგა და კამერას გაეცალა. სხეულის ყველა უჯრედით ვგრძნობდი, სანდროს განცდებს და ორმაგად მტკიოდა. ალბათ, არ უნდოდა ცხელ გულზე, რამე ისეთი ეთქვა, რასაც შემდეგ ინანებდა. ამიტომ დასამშვიდებლად გავიდა, მაგრამ არ გაგვითიშა ისევ მე, გამიფრთხილდა. დიმამ ხელები დამიჭირა და თავისაში მოიქცია, რადგან სანდროს დაბრუნების მოლოდინში, თითებს ვიმტვრევდი. როგორც იქნა გამოჩნდა. რამდენიმე წამით, მაგიდას ხელებით ჩამოეყრდნო და მერე დაჯდა. –არც კი ვიცი, რა უნდა გითხრა. ამ, მოულოდნელობით ჩემი, გულის გახეთქვა თუ გინდოდა, ნამვილად გამოგივიდა. ხომ შეგეძლო, აქამდე გეთქვა და ახლა, ასეთ მდგომარეობაში არ ჩაგეყენებინე ? – ნერვიულობა ისე ეტყობოდა, სათქმელს ძლივს უყრიდა თავს. –პასუხი არ მაქვს, ვერც თავს გავიმართლებ. უბრალოდ მინდა, არ გაბრაზდე და მინდა, მაპატიო ! – ძლივს ამოვილუღლუღე. –პატიება აქ, არაფერ შუაშია და ეს, შენც იცი თაკო! შენთან „იზვინი“ რა,ცუდათ არ გამიგო ძმაო.– თავის დაქნევით მიესალმა. –დიმა მქვია ძმაო. არა , პირიქით, შენთან გამოვიდა ცუდათ. – არაუშავს, მოვგვარდებით. როგორც ჩანს მას, ასე სურდა. შენთან, მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება, მინდა სულ ბედნიერი იყოს ! მის ცრემლებს ვერ ვიტან ! . – ამ სიტყვებით შეფუთა, მთავარი სათქმელი. –გასაგებია ! – გაიგო რათქმაუნდა. ან, როგორ გაუჭირდებოდა „მოკლე შაირების“ დიდოსტატს, სანდროს იტყვების, მთავარი აზრის გაგება. -გილოცავთ ! – სანდრო ... – სიტყვა შემაწყვეტინა, მიხვდა. – კარგი, მე დავურეკავ. – ცოტა ხნით ბათუმში ვიქნებით. – შეგეხმაინებით, ღამემშვიდობის ! –სანდრო ! -კიდევ რამე უნდა მთხოვო? – მკითხა ღიმილით. - იმედი ხარ, ჩემი! გული სიმშვიდით და სიამაყით ამევსო. კიდევ ერთხელ მივხვდი, რამდენად ძვირფასი ვიყავი მისთვის. მერე, გამეცინა ჩემს, თავზე და ამ მომენტზე. ისეთი ასოციაცია გამიჩნდა, თითქოს ჩვიდმეტი წლის ვიყავი, მშობლებს გავეპარე და საყვარელ კაცს ცოლად გაყევი. ახლა კი, ძმას ვთხოვდი დახმარებას მათთან, რომ შევერიგებინე. მეცინებოდა და თან სანდროს სახე არ ამომდიოდა თვალებიდან. ვიცოდი, რის ფასად დაუჯდა, ასეთი მშვიდი საუბარი ჩვენთან. ვიცოდი, რამდენად ტკიოდა ახლა, ჩემს გამო, გული. – ღირსეული კაცია ! –ისეთი ტონით მითხრა შევატყვე, სანდრომ, მისი პატივისცემა დაიმსახურა. – მაგ ღირსეული კაცის და საერთოდ ჩემი ოჯახის უსაფრთხოებით, რომ მემუქრები ხომ არ დაგავიწყდა ? მას, ახლახან შენს, გამო მოვატყუე და გული ვატკინე. – მოზღვავებული ცუდი ემოციები, გარეთ გამოსვლას იწყებდნენ. -ხომ იცი, რომ შენზეა ყველაფერი დამოკიდებული. პირადად მათთან, არანაირი პრობლემა არ მაქვს. -აბა ჩემთან რა პრობლემა გაქვს? მე რა დაგიშავე ასეთი? - არაფერი და ყველაფერი. -როგორ ახერხებ, ასეთი მშვიდი, უემოციო და ამავე დროს, ასეთი ცინიკოსი იყო. მოკვდები, გრძელი პასუხი რომ გამცე? ვერ ვხვდები როდის, რას და რატომ ამბობ.როდის ხარ გულრწფელი და როდის მეთამაშები.მე, რომელსაც წესით, ადამიანის გამოცნობა, რაღაც დონეზე მაინც უნდა შემეძლოს, თუ სრულიად არა, საერთოდ არ შემიძლია შენში რაიმეს დანახვა. ასეთი,რა ადამიანი ხარ ?ან, საერთოდ ხარ კი ადამიანი? დაგროვილ ბრაზს, ბოლომდე გავუღე კარები და სადავეები მივუშვი. რამდენიმე წუთის წინ მის მიმართ განცდილი ლტოლვაც ვერ ვაპატიე თავს და... მაგიდიდან, რამდენიმე სუვენირი ავიღე და კედელს ვესროლე. შემდეგის გატეხვ რომ დავაპირე ხელში საოჯახო ფოტო შემრჩა, რომელიც უკვე მქონდა ნანახი. სასროლად მოვიმარჯვე და მისკენ გავიხედე. ის, აქამდე მშვიდად იდგა. აკვირდებოდა, როგორ ვამტვრევდი ნივთებს. ფოტოს დანახვაზე კი ერთიანად გაუგიჟდა სახე, სისხლისფერი გაუხდა თვალები. –იცოდე, არ გაბედო ! –რატომ ? შენ ხომ ბედავ ? –არ გამამეორებინო ! –რატომ? რატომ? ვინ არიან, ასე რომ უფრთხილდები, მიპასუხე! –ჩემი ოჯახი ! –ვაიმე, რას მეუბნები მართლა? ახლა მითუმეტეს მაქვს მიზეზი, რომ კედელს მივანარცხო ზუსტად ისე, როგორ შენ უკეთებ ჩემს ოჯახს ამას ! –მწარედ განანებ ! –ამაზე მეტად, რაღა უნდა მანანო ? –დადე მაგიდაზე თორემ, ნახავ როგორც ! – ჩემსკენ წამოვიდა. –ახლოს არ მოხვიდე, არც დავფიქრდები და ვისვრი.– უკან გავიწიე. –თუ მაგ ფოტოს გატეხავ, საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ ! – გაშმაგებულ ცხოველს გავდა, მაგრამ ისე ვიყავი გამწარებული, არ მეშინოდა. -ასე ძვირფასია შენთვის? ეს ხომ, მხოლოდ ფოტოა და როგორ გეტკინა ხედავ ? მე?.. მე რა ვქნა, როცა ჩემი ოჯახით მემუქრები ? იქნებ ისინიც, ასე ძვირფასები არიან ჩემთვის ! არ გინდა დაფიქრდე ამაზე? ამ ფოტოს გამთელება შეიძლება, მაგრამ მე და ჩემს ცხოვრებას, რა გვეშველება? – ყელში უზარმაზარი ბურთი მქონდა გაჩხერილი, ცოტაც და დამახრჩობდა. -შენ? ავაშენებ შენს ცხოვრებას, თუ მოინდომებ. მთავარია ჭკვიანად იყო! -ჭკვიანად ვიყო? მეტი არაფერი გაქვს სათქმელი? -მაქვს ! დადე ფოტო და მერე გეტყვი ! -ასე ნუ მეუბნები, პატარა ბავშვი არ ვარ ! გამწარებულმა ფოტო, დაუფიქრებლად ვისროლე. გატეხვა მართლა არ მინდოდა, უბრალოდ დამავიწყდა ხელში ის, რომ მეჭირა. როცა მივხვდი რაც დავაშავე გვიანი იყო, სურათი კედლისკენ მიფრინავდა. შიშით, თვალები ძლიერად დავხუჭე და გარდაუალ ქარიშხალს დაველოდე. მსხვრევის ხმამ დააგვიანა, გავახილე და ის, ჩემს წინ იდგა. ისეთი აშლილი სახე ჰქონდა, ვიფიქრე მომკლავდა. უფრო მეტად შეშინებულმა, სახე დავიფარე და გვერდით შევაბრუნე. მომიახლოვდა, ხელები ჩამომაშლევინა და ფოტო, ლამის სახეზე ამაფარა. შვებით ამოვისუნთქე. -მიხარია, რომ არ გატდა ! ოღონდ მართლა . წასვლა დავაპირე. დამიჭირა, სახესთან ახლოს მიმიყვანა და რამდენიმე წამი, პირდაპირ თვალებში მიყურებდა. მკერდი, მძიმედ აუდ–ჩაუდიოდა. შუბლით, ჩემს შუბლს შეეხო. მისი სუნთქვა, ცეცხლის ალივით ედებოდა ჩემს სახეს და მწვავდა. ის, იმდენად ახლოს იყო ჩემთან... -რომ გატეხილიყო ...– პაუზა ჰქონდა – თაკო, რატომ იქცევი ასე, რატომ ცდილობ გამაგიჟო და გამომიწვიო? – ძლივს გამოცრა კბილებში. -არ ვიც, ალბათ ჩემებურად გებრძვი ! -ხოდა, შეეშვი ჩემთან ბრძოლას გთხოვ ! -რატომ? – ყველაზე მეტად არ მინდა, შენთან ომი ! -დამარცხების გეშინია? -მეშინია, რომ ორივე დავმარცხდებით. - რომ გატეხილიყო, ამ ომში შენ გაიმარჯვებდი. -როგორ ცდები ! მე ყველაზე მეტად წავაგებდი, ვისაც კი ოდესმე წაუგია. - რატომ, რას დამიშავებდი ასეთს ? იმას რასაც ვფიქრობ? – სახეში შევხედე და ვკითხე. -ეგ აზრი ამოიგდე თავიდან. შეიძლება გავგიჟდე და მოგკლა კიდეც, მაგრამ ეგ, ერთადერთია, რასაც არასდროს გავაკეთებ. – შედარებით დამშვიდებულმა მითხრა. -რადგან ყველაფერი რიგზეა გამიშვი, ხვალისთვის უნდა მოვემზადო ! თუ, რათქმაუნდა არ გადაგიფიქრებია წასვლა. -არა ! ხვალ, ჩემს შხამიან ცოლთან ერთად, თაფლობის თვეზე მივდივარ. – გაეღიმა. -ანუ „შხამობის თვეზე“ მიდიხარ ! – თანახმა ვარ ! – მოიწია და შუბლზე მაკოცა. გაიწიე ! – ხელებით მოვიშორე. –იცი, რომ შუბლზე, მხოლოდ საყვარელ ადამინებ კოცნიან? -ვიცი ! – მითხრა და ისევ მაკოცა. -დიმა რა გინდა ?– ასე მკვეთრად, არასდროს გამომითქვამს მისი სახელი. ღრმად ამოისუნთქა, სახეზე ხელი მოისვა. -შენ ვერ ხვდები? -უნდა მივხვდე ? -უბრალოდ, არ გინდა, რომ მიხვდე. უპასუხოდ დავტოვე. ოთახში ისეთი სისწრაფით ავედი, თითქოს უკან ვინმე მომსდევდა და მეშინოდა, ჩემი აზრები, არ წაეკითხა. მთელი ამდროის განმავლობაში დაგროვილ ფიქრებისა და მომენტების დალაგება დავიწყე. ამ ადამიანში, ორი არსება ცხოვრობდა. ერთს ვძულდი, მეორეს კი, არ ვიცი რა გრძნობა ჰქონდა ჩემს მიმართ, მაგრამ აშკარად ჯობდა პირველს. ათ წუთიან მონაკვეთში ერთდროულად შეეძლო, ეყვირა ჩემთვის და მომფერებოდა, მოვეკალი და გადავერჩინე, ეჩხუბა და დავემშვიდებინე. ჩვენი ურთიერთობა, საუბარი იქნებოდა ეს, ჩხუბი თუ, უბრალოდ უხმო კონტაქტიც კი, ყოველთვის ამ ზღვარზე გადიოდა. ისეთი შთაბეჭდილება მქონდა თითქოს, მუდმივად ებრძოდა საკუთარ თავს, გრძნობებს, ემოციებს და სურვილებს. უნდოდა ერთი, აკეთებდა მეორეს. ან პირიქით, აკეთებდა ერთს და უნდოდა მეორე... ....და აი, ჩემი გრძნობების დროც დადგა. – რას ვაკეთებ?რას ვფიქრობ?რას ვგრძნობ ?.. და საერთოდ რა მეტაკა ფოტოს გადაღების დრო?! –ისე ავირიე და დავიბენი, თითქოს, მამაკაცის გვერდით, პირველად ვიჯექი. – თუ, პირველად არ ვიჯექი მაშინ, მაიცდამაინც მის გვერდით ყოფნა, რატომ იყო ასეთი უცნაური და სასიამოვნოც კი? რით განსხვავდებოდა ის, ჩემთვის, სხვებისგან?!– პასუხი არ მქონდა, მიზეზი არ მქონდა... წესით, სიძულვილი უნდა მეგრძნო, მის მიმართ. წესით? –თუმცა, რა წესზე ვლაპარაკობ ყველა პრინციპი და წესი რაც, აქმდე გამაჩნდა, ერთიანად შემომეფშვნა ხელში. ჩემს თავს, საერთოდ არ ვგაგვდი. ვერ ვიტანდი ბრძანებას და მორჩილებას , მაგრამ მის, ყველა ბრძანებას ვემორჩილებოდი. ვერ ვიტანდი სისუსტის გამომჟღავნებას, მაგრამ მის წინ, ყველაფერზე ვტიროდი. ჩემი ემოციების მართვა ყოველთვის შემეძლო, მაგრამ მასთან სრულიად უკონტროლო ვხდებოდი. რატომ? ... პასუხი კი მქონდა, მაგრამ მზის სინათლეს არ ვძლევდი... სინამდვილეში მასთან კია არა, საკუთარ თავთან ვიბრძოდი. ამბოხი მქონდა ჩემს,გრძნობებთან და ვიცოდი ეს, მალე არ დამთავრდებოდა. „ქმედება უდრის, უკუქმედებას“, აი, სად ვიყავი ... ადრე გავემგზავრეთ. ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ იმ კითხვით შემოიფარგლა, რაიმეს ყიდვა, ხომ არ მინდოდა. უარი ვუთხარი და მიზეზიც განვუმარტე, ვინაიდან ზღვაზე გასვლას და შენს წინ, ნახევრად შიშველი სიარულს არ ვაპირებ არაფერი მჭირდება–მეთქი. დიდად არ გაკვირვებია და არც დაუძალებია.როგორც ჩანს, ჩემი პოზიცია, მისთვისაც მისღები იყო. უხმოდ ვმგზავრობდით. სამაგიეროდ, ფლეიერში ჟღერდა სასიამოვნო მელოდიები. ზოგჯერ, ისეთ უხერხულ, რომანტიკულ გარემოს ქმნიდა, ეჭვი მაქვს საგანგებოდ აარჩია. ამ ყველაფერს, უფრო ართულებდა ის ფაქტი, რომ ცხელი ამინდის გამო, კონდენციონერით ვსარგებლობდით და დახურულ სალონში, მარტო მისი, სურნელი ტრიალებდა. რომელიც სასუნთქი გზებიდან, ჯერ ტვინამდე მერე კი, გულამდე მიდიოდა და მოსვენებას მიკარგავდა. ისედაც გრძელი გზა კიდევ უფრო გაიწელა. ერთი სული მქონდა ამ ყველაფერს გავქცეოდი, ტვინი და სხეული გამეთავისუფლებინა ამ, სურნელით გაჟღენთილი გრძნობისგან. როგორც იქნა ჩავედით. მანქანა გააჩერა და სწრაფად გადმოვხტი. სხვა ჰაერი მჭირდებოდა, არც კი დავინტერესებულვა სად ვიყავი. ღრმად მანამმდე ვსუნთქავდი, სანამ ლამის, ფილტვები არ დამებერა. შუაგულ ბათუმში, ძვირადღირებული სასტუმროს წინ, მზეში ვიდექი და ივლისის ცხელი ჰაერით ვივსებდი ფილტვებს, რომლებიც სახესთან ერთად, უკვე გვარიანად მეწვოდა. მისაღებში პროცედურა გავიარეთ, გასაღები ავიღეთ და ნომერში ავედით. მე, რათქმაუნდა გავაპროტესტე ჩემთვის ცალკე ნომერი, რომ არ დაჯავშნა.კი ვხვდებოდი, ახალ დაქორწინებულებისთვის ცალ–ცალკე ნომერი აშკარად თვალში საცემი იქნებოდა, მაგრამ მაინც. აი, ნომერში კი ნამდვილი რომანტიკა და დაგვხვდა. საოცრად იყო გაფორმებული, სწორედ ისე, მილიონერ ახალ დაქორწინებულ წყვილს, რომ შეეფერება. უნდა ვაღიარო, რომ არა ჩვენი ურთიერთობა, ამაზე უკეთეს გარემოს, ვერც კი ვინატრებდი. -შენ ეს იცოდი? – ეჭვის თვალით ვკითხე. -დიდი ცოდნა არ სჭირდება ამას, როცა ახალდაქორწინებულ წყვილზე ჯავშნი ნომერს. -ხოდა შენც გეთქვა, უბრალოდ მეგობარიათქო. -თაკო!.. – ჩვეული პაუზა, როცა ცდილობს არ აფეთქდეს.მშვიდი ტონით განაგრძო.– ამ სასტუმროში პირველად არ ვარ, ამიტომ ჩემს ახლად შერთულ ცოლს, „უბრალო მეგობრად“ არ გავასაღებდი მარტო იმიტომ, რომ ოთახი ასე არ მოერთოთ. -რათქმაუნდა შენ ხომ დიმა ხარ, აბაშიძე! – ვუთხარი და ირონიულად გავშალე ხელები. -ხო, დიმა ვარ აბაშიძე... და იცი, დიმა აბაშიძის „უბრალო მეგობარი“ რას ნიშნავს? -არ ვიცი! რას?– გულრწფელად ვკითხე. -მართლა ბავშვი ხარ! – გაეღიმა. -რატო ვარ? რა, აუცილებელია ვიცოდე? -აუცილებელია! თუ, რათქმაუნდა გინდა ხვალ, მთელი ქვეყნის თვალში, ჩემი ცოლი იყო და არა საყვარელი. -უუიიი ! – მართლა შემრცხვა. -უუიი! – გაიმეორა და დამცინა. – ხარ თუ არა ახლა ბავშვი? – ისეთი საყავარელი თვალებით და სახით შემომხედა ლამის მუხლებში მოვსხლტი. -არ ვარ ! ბავშვობაზე ისე ლაპარაკობ გეგონება 30 წლის კიარა 300 წლის იყო. – გაბუსული ხმით ვუპასუხე. -თხასავთ ჯიუტი ხარ! მომიწევს ეგ რქები დავამოკლო ! -არც ეცადო! იცი რა მაინტერესებს? -ამჯერად რა? – დაეჭვებულმა შემომხედა. -რა და... – დავფიქრდი, ნამდვილად მეკითხა თუ არა, მაგრამ უკვე დაწყილი მქონდა.–აშკარად წინდახედული ხარ და ძალიან მაინტერესებს, სასტუმროში საყვარლები, რომ მიგყავს მეგობრად ასაღებ? თუ არც მალავ? -შენ ახლა მართლა მეკითხები მაგას? – გაოცებულმა შემოხედა. -ხო, რაყო, არ შეიძლება? -რათქმაუნდა არ შეიძლება ! ეგ, არ არის შენი საქმე ! ან, საიდან გაგიჩნდა ეგ, კითხვა? -რავიცი, ისე, თემამ მოიტანა.– მხრები ავიჩეჩე. მართლა რატო ვკითხე რა სულელი ვარ. ვფიქრობდი და თან სიტოაციის განსამუხტად, ბარგის ამოლაგება დავიწყე. -მეორედ არ მკითხო ეგეთი რამ და მითუმეტეს შენ თავთან ახლოს, ჩემი საყვარლები არ დააყენო ! შეურაცხყოფად მივიღებ ! გასაგებია ? – გაბრაზდა. -ხო, კარგი, გავიგე ! – გამეხარდა კიდეც ასეთი რეაქცია, რომ ქონდა. -ძლივს რაღაცაში, გაუპროტესტებლად დამეთანხმე. -დიმა ! მშვენივრად ვაცნობიერებ როდის, რას ვაშავებ და იმიტომ. -კარგია ! – შენ ძლივს რაღაც მოგეწონა. -მე, ბევრი რაღაც მომწონს ! – საჩვენებელი თითი ცხვირზე ჩამომისვა.– საღამოს, რამდენიმე ადამიანთან ერთად ვივახშმებთ, ბიზნესის საკითხია რა. რახან აქ ვართ მირჩევნია ბარემ მოვაგვარო. -ჩემი წამოსვლა აუცილებელია? -აუცილებელი არა, მაგრამ მე მინდა წამოხვიდე ! - მარტო წადი რა ! მე აქ დავრჩები და დავისვენებ, საერთოდ არ მინდა გარეთ გასვლა. -თუ გასვლაა პრობლემა, სუფრას ამ სასტუმროში შევუკვეთავ, მაგრამ თუ საერთოდ არ გინდა წამოსვლა, გადავდებ ამ შეხვედრას. -ვერ ვხვდები რა საჭირო ვარ, მაგრამ კარგი წამოვალ. ნუ გადადებ. ოღონდ, აქ ვივახშმოთ ... -როგორც გინდა. ცოტახნით გასვლას ვაპირებ, საქმე მაქვს. -ნეტავ რას აიკვიატა ეს ჩემი წასვლა? რა გამეგება მაგ საქმის. ალბათ, მთელი საღამო დებილი, მომღიმარი სახით უნდა ვიჯდე. აბა, მე, რომ არ წავყვე ისე, როგორ შეიძლება, ბატონ დიმას ეგო შეაწუხებს ! მთელმა სასტუმრომ იცის მეუღლე, რომ ახლავს და ვაშამზე უჩემოდ ხო არ წავა. ვაიმე როგორი ამაყი ადამიანია... – ვბურდღუნებდი და თან, ბარგს ვალაგებდი. ჩემსას, რომ მოვრჩი მის ჩემოდაზე გადავედი, მაგრამ ნახევრად გახსნილი, ისევ დავხურე. რაღაცნაირად მეუცხოვა, ცოლის როლის მორგება. დიდი, ფიქრთა ჭიდილის შემდეგ, მაინც გადავწყვიტე ამომელაგებინა და ამასობაში დროც, გავიდოდა. უფრო სწორად, მინდოდა ახლოსს შევხებოდი მის ტანსაცმელს. ამ აზრს კი, ჩემს ტვინში დროის გაყვანის სურვულით ვნიღბავდი. ოღონდ, ვის ვატყუებდი არ ვიცი... ყველაფერი, მისი სურნელით იყო გაჟღენთილი, რომელიც ყოველ ჯერზე , საოცარ შეგრძნებას აღძრავდა ჩემში. ისე მომინდა, ჩემს გვერდით ყოფილიყო და ეს სურნელი, პირდაპირ მისი სხეულიდან მეგრძნო ... სათითაოდ ვიღებდი ჩემოდნიდან ნივთებს და თოთქოს მას ვეხებოდი. შემეშინდა... შემაშინა ჩემმა აზრებმა... კაცის მიმართ, რომელმაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, ასეთი ფიქრები, არ უნდა მქონოდა. ეს არ იყო ნორმალური. კიდევ ერთხელ უარვყავი საკუთარი გრძნობები ... თითქოს ვეგუებოდი ამ მდგომარეობას, მე კი წესით არ უნდა შევგუებოდი... ცოლ–ქმრობანას თამაშის ნაცვლად, თავის დაღწევაზე უნდა მეფიქრა. აი ზუსტად ეს შემეფერებოდა. მე, რომელსაც ყოველთვის შემეძლო ჩემი სურვილების ასრულება და თავისუფლება ძალიან მიყვარდა... მთელი დღე სურვილთა და აზრთა ჭიდილში გავატარე. ოთახში შემოვიდა. ფანჯარასთან ვიდექი, ზღვის ულამაზესი ხედით ვტკბებოდი და თან ვფიქრობდი, როგორ მეთქვა წაყოლაზე უარი. ნაწყენი ვიყავი რაზე, ან ვისზე არ ვიცი. მისკენ არ შევბრუნებულვარ. ვითომ ვერც გავიგე, რომ დაბრუნდა. ცოტახანს დივანზე დაჯდა. მის მზერას, ზურგიდანაც კი ვგრძნობდი. მერე სააბაზანოში შევიდა. ალბათ,კიდევ დიდხანს ვიდგებოდი ასე, იქედან გამოსულს , რომ არ ეკითხა: – რამე მოხდა? – არა ! -აბა რა გჭირს? -არაფერი, რა უნდა მჭირდეს. -ზურგით დგახარ და ვერ მამჩნევ.? -ხედით ვტკბები. – თითქმის ერთი საათია მანდ დგახარ. -მერე რა, თან ვფიქრობ. არ შეიძლება? -შეიძლება, მაგრამ გააჩნია რაზე. -რა, ახლა ჩემი ფიქრებიც შენ უნდა შეგითანხმო? იქნება ისიც მითხრა, როდის ვისუნთქო და როდის არა. -რა ბზიკმა გიკბინა შენ, რას იშხამები?! -უკეთესი, არც არსადროს ვყოფილვარ, შენს მიმართ და არც ვიქნები ! -რა გინდა პირდაპირ მითხარი ! -არაფერი! წადი, შეხვედრაზე დაგაგვიანდება ! -დაგვაგვიანდება ! -მე არ მოვდივარ ! -ვერ გავიგე ! – სიბრაზისგან ძარღვები დაეჭიმა. -მ ე ა რ მ ო ვ დ ი ვ ა რ ! – დავუმარცვლე. -რატომ? – ცოტაც და იფეთქებდა. -ასე გადავწყვიტე ! -მოთმინების ფიალას ნუ მივსებ გოგო, მითხარი რა ჯანდაბა გჭირს ! – ხმამაღალი ტონით მითხრა. -დავიღალე !... შენი ბრძანებებით დავიღალე !... – მეც არ დავაკელი ხმა. -მე, გკითხე, თუ არ გინდა გადავდოთთქო, არ დამიძალებია. -შეიძლება პირდაპირ არ დაგიძალებია მაგრამ ... – პასუხი არ მქონდა, რადგან სიმართლე მითხრა. -შენ ახლა დამცინი? თუ, მიზეზს ეძებ ჭკუიდან, რომ გადამიყვანო? -ჩემი, შენს გვერდით ყოფნა , მთლიანად იძულება არა?! თუ მაინცდამაინც დღეს უნდა გაგეცა ბრძანება ? -სწორია, უნდა გამეცა! ახლა, დროზე გამოიცვლი და ჩემს გვერით წამოხვალ ! როგორც ჩანს, სხვანაირად საუბარი არ ჭრის შენთან. -არსადაც არ წამოვალ ! -ზუსტად ოც წუთს გაძლევ მოსამზადებლად! -არა ! არ წამოვალ–მეთქი ! -იცოდე, წყობიდან ნუ გამოგყავარ თორემ, ჩემი ხელთ გაგხდი, მაგ ტანსაცმელს და სხვა ჩაგაცმევ. -ჯერ ერთი, ვერაფერსაც ვერ გამხდი და მეორე, რას ერჩი ჩემ ტანსაცმელს? -მაგ მაისურით, ოთახიდან ფეხს ვერ გაადგამ ! ეტყობა, სარკეში არ ჩაგიხედავს. არ მინდა, ყველა, შენ გიყურებდეს! -ხოდა ნუ შემომხედავენ. მე არ მაწუხებს, მშვენიერი ზედაა. – ვაღიარებ, გულზე ცოტა ღიად, კი ქონდა, მაგრამ არა გამომწვევად. -მე მაწუხებს ! ძალიან მაწუხებს ! –მკლავებში ხელი დამავლო და კედელს ამაკრა.– რა უბედურებაა ყველაფერი გიჩანს ! – თვალებით, ისე ვნებიანად ამათვალ–ჩამათვალიერა, ჟრუანტელმა დამიარა. -მიზეზი არ გაქვს, ჩემზე, იეჭვიანო ! მითუმეტეს ისეთი არაფერი მაცვია, რომ ზედმეტად, ვინმეს ყურადღება მივიქციო. – მიზეზი ბევრი მაქვს, რომ ვიეჭვიანო ! ამასც ვერ შენ დამიშლი და ვერც ვერავინ. –ყურთან ნაზად, დაბალი ხმით მითხრა და ტუჩები სახისკენ წამოიღო. –ეს ზედა, -ზედმეტად გიხდება და მხოლოდ, იმ შემთხვევაში ჩაიცმევ თუ, მარტო მე, დაგინახავ ! მის, თბილ ჰაერს უკვე, ჩემს ტუჩებთან ვგრძნობდი. ისეთი ნაზი და ვნებიანი იყო, თითოეული ბგერა... მთელი სხეული ამითრთოლდა, გული ამიჩქარდა, დრო გაიყინა. გაქცევაც არ შემეძლო, ისე ძლიერად მიჭერდა. –გამიშვი ! – ძლივს წარმოვთქვი შემეშინდა, მის ტუჩებს, არ შევხებოდი. -გაგიშვებ ოღონდ, სწრაფად გამოიცვალე, გველოდებიან ! – ხმაში აღელვებული ნოტები შეეპარა, რამდენიმე მილიმეტრი და ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეერწყმებოდა. თანხმობის ნიშნად, თავი დავუქნიე. ან, უნდა დავთანხმებულიყავი ან, უარესი მოხდებოდა. გამიშვა, ორი ნაბიჯი კედლისკენ გადადგა, თავით მიეყრდნო, ღრმად ამოისუნთქა და თავლები დახუჭა. ძლივს, არეული ნაბიჯებით შევედი საძინებელში და მოვემზადე... ძალიან მომხიბვლელად ჩაცმულებმა, ამაყად შევაბიჯეთ, ხალხით სავსე დარბაზში. თითქმის ყველა ჩვენ გვიყურებდა. დიმა, ზედმეტად სიმპატიურიც კი იყო. პირველივე წამებიდან არ მესიამოვნა, ქალების დაჟინებული მზერა, მის მიმართ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხელი ჩავკიდე. გაოცებულმა შემომხედა. იმ წუთას, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, მათთვის დამენახვებია, რომ უკვე დაკავებული იყო. თან ჩემს თავს ვეკითებოდი–როდის გავხდი ასეთი ეჭვიანი? ნეტა, რას ფიქრობს ის, ჩემს ამ გამოხტომაზე? მაგრამ რავქნა მიუხედავად ყველაფრისა, არ შემიძლია ჩემი საკუთრება, არ დავიცვა. მესაკუთრეც ვყოფილვარ! ნუ, მთლად ახალი ამბავიც არ იყო ეს ჩემთვის, მეგობარსაც არავის ვუყოფ, მაგრამ ამ დოზით, მაინც არ ვდელოდი... წამებში მოვასწარი ამ ფიქრების შეკრება თავში, თან ბედნიერი სახით ამაყად მივყვებოდი სიმპატიურ მეუღლეს გვერდით. დამავიწყდა კიდეც, რამდენიმე წუთის წინ მოხდარი ამბები. რა უცნაურები ვართ არა ადამიანები ?! როგორ მარტივად შეგვიძლია მდგომარეობის მიხედვით ლავირება. მთავარია ჩვენს სიამაყესა და პატივმოყვარებას მისხალიც არ ჩამოტყდეს. მთავარია ვინმეს საკბილო არ გავხდეთ... იმ წუთას ჩემში, უამრავი გაურკვეველი გრძნობა ბუდობდა და ალბათ, ყველა ჩემი ქმედებაც მათი ნაკარნახევი რეფლექსი იყო. მაგრამ მიუხედავად ამისა ეს, მე, არ ვიყავი. ეს, მე, არ მგავდა ვიცვლებოდი. იმდენი ახალი რამ აღმოვაჩინე ჩემს თავში და იმდენად მალე ხდებოდა ეს ყველაფერ, რომ მგონი სხვანაირი არც არასდროს ვყოფილვარ. მგონი, ეს იყო ჩემი ნამდვილი ბუნება და აქამდე არსებული წარმოდგენა ჩემს თავზე, უბრალო მირაჟი იყო. ან უბრალოდ აქამდე არავის და არაფერს მოუხდენია ჩემი ნამდვილი მეს პროვოცირება... თავდაყირა ვდგებოდი... ჩვენი მაგიდა დარბაზის შუაგულში იდგა. ორი, ორმოცდაათ წლამდე წარმოსადეგი მამაკაცი ბიზნეს პარნიორები, როგორც დიმამ შემდეგ გმაცნო და ახალგაზრდა თარჯიმანი გოგონა ღიმილით შეგვეგებნენე. ჩემმა მეუღლემ მოკრძალებით წარუდგინა ჩემი თავი. თარჯიმანი უკმაყოფილო სახით შეიშმუშნა. საღამო ინგლისურ ენაზე, სასიამოვნოდ წარიმართა. ვინაიდან მეც კარგად ვფლობდი მალევე გავერკვიე საქმის არსში. ოღონდ ვერაფრით ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდა ეს გოგო აქ, რადგან დიმაც არაჩვეულებრივად საუბრობდა ინლისურად. მისი დახმარება არცერთ მხარეს არ ჭირდებოდა. ვიდრე საქმეზე გადავიდოდნენ, ერთმანეთზე და სხვადასხვა საკითხებზე ვისაუბრეთ. როგორც აღმოჩნდა, დიდი ხნის მეგობრობა და პარტნიორობა აკავშირებდათ. ამჯერადაც ახალ შეთანხმებაზე სასაუბროდ მოაწყეს ეს ვახშამი. -დიმა ! –ერთ–ერთმა პარტნიორმა ღიმილით მიმართა. – ჩვენი წინა შეხვედრა, არც თუ, დიდი ხნის წინ იყო. რატომ არ გვითხარი თუ ქორწინდებოდი? ვფიქრობ, ქორწილშიც უნდა დაგეპატიჟე ! – ახლახანს გადავწყვიტეთ ჯოზეფ , ჯერ ქორწილიც არ გვქონია. -მომიტევეთ ! მაშ აწი ველი მოსაწვევს. აუცილებლად მოვალთ მე და ლუსია. – რათქმაუნდა, თქვენს გარეშე არ ჩაივლის ეს დღე. –უთხრა და უცნაურად გადმომხედა. -მისის თამარ, მსურს ჩემთან ვახშამზე დაგპატიჟოთ და ჩემი მეუღლე, ლუსია გაგაცნოთ. გაახარებს დიმიტრის მეუღლის გაცნობა, თანაც დარწმუნებული ვარ ძალიან მოეწონებით. -მოხარული ვიქნები ! – ვუპასუხე მოკრძალებით –მადლობა ჯოზეფ. სიამოვნებით გესტუმრებით. თანაც, დიდი ხანია მისის ლუსია არ მინახავს. -ძალიან გაახარებთ. ხომ იცი, როგორ მოსწონხარ დიმა. ჩვენი შვილის ასაკის, რომ არ იყო ალბაათ, ვიეჭვიანებდი კიდეც. – ბოლო სიტყვებზე ყველას გაგვეცინა. – მეც ძალიან მომწონს მისის ლუსია. ამ ბოლოს თავს ცუდად რომ გრძნობდა, ახლა როგორ არის? – გულთბილად მოიკითხა. – მადლობა, უკეთ. აქ თავს მარტო გრძნობს და ვფიქრობ, ემოციურად უდგება ყველაფერს. ხომ გესმით?! გვანცა, რომ არა მეტად გაუჭირდებოდა. – თქვა და ყველამ თარჯიმან გვანცას შევხედეთ. – ხო გვანცა, მისი მარჯვენა ხელია.– დასძინა ჩემმა მეუღლემ და მისკენ უცნაურად გაიხედა. ახლა კი ნამდვილად მივხვდი ყველაფერს. ეს, გვანცა აქ ჩემი ქმრის გამო იმყოფებოდა. როგორც ჩანს ადრეც იცნობდნენ ერთმანეთ და მათ შორის რაღაც იყო. მთელი ამ დროის განმავლობაში ისედაც მაღიზიანებდა მისი უცნაური გამოხედვა და რეპლიკები , რომელსაც დიმას მისამართით ისვრიდა ხოლმე. ახლა კი საერთოდ სისხლი ამიდუღდა ბრაზით. რადგან სიმართლეში გავერკვიე, უფრო თვალში საცემი გახდა მისი კეკლუცობა. აღელვებულმა, გაუცნობიერებლად დიმას ხელზე, რომელიც მაგიდის ქვეშ, მუხლზე ედო ხელი ჩავავლე და ფრჩხილებით ისე მოვუჭირე, საწყალი ტკივილით ერთიანად შეიშმუშნა. არ შეუმჩნევია რათქმაუნდა. მეორე ხელი დაიხმარა და ჩემი, თავისაში მოიქცია. თანა რაღაცნაირად, თბილი თვალებით შემომხედა, დაახლოებით აი ასეთ რამეს, რომ ამბობს: ძალიან ცუდად კი მოიქეცი, მაგრამ ისეთი ჩემთვის მისაღები მიზეზი გქვს, რომ ჯანდაბასო... ვეჭვიანობდი! იმაზეც კი ვეჭვიანობდი, როდესაც დიმა ზრდილობისთვის, ღიმილიანი სახით გაიხედავდა ხოლმე მისკენ, ან უბრალოდ, როდესაც პასუხს ცემდა. ვეღარ მოვითმინე, არ მინდოდა მათი ყურება. თავის ტკივილი მოვიმიზეზე, ბოდიში მოვიხადე და ნომერში ავედი. გაცოფებული ვიყავი, როგორ არ მომირიდეს. არადა რამდენჯერ ვთხოვე, ჩემს ღირსებას ნუ შეეხებითქო. კარადიდან ღამის პერანგი გამოვიღე და ჩავიცვი. ზედმეტად გამომწვევად მქონდა ტანზე. გამოცვლა გადავწყვიტე, მაგრამ შემდეგიც ასეთივე იყო და ამის შემდეგიც. ეს თეთრეული, ჩვენი ხელის მოწერის დღეს ვიყიდე, თანაც ისე არც კი დავინტერესებულვარ, როგორი იყო. მოკლედ, ამ უხეხულობაში ვიყავი თავში აზრმა, რომ გამიელვა. – მოდი სამაგიეროს გადავუხდი, ამ პერანგით დავხვდები და ყლაპოს ნერწყვი. ნახოს, როგორია გრძნობებზე თამაში. – ზუსტად ვიცოდი რა აუტანელი იქნებოდა მისთვის ჩემი ანუ, ქალის და ცოლის ასეთ ფორმაში ყურება, ზედმეტი შეხების უფლების გარეშე. თანაც ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, ჩემი ნებართვის გარეშე თითსაც არ დამაკარებდა. მისი ტემპერამენტი ამას ვერ გაუძლებდა და ცოტას ავაფორიაქებდი. ცოტა კი მრცხვენოდა ჩემი თავის, ამ საქციელის გამო, მაგრამ აზრი მაინც არ შევიცვალე. აზრის გამყარებაში ისიც მეხმარებოდა სხვა თეთრეული, რომ არ მქონდა და მის მაისურს ვერ ვითხოვდი... ძალინ მოხდენილი პერანგით დავჯექი და ვაჟბატონს დაველოდე. თანაც დაძინების საკითხიც გადასაწყვეტი გვქონდა. მოსვლა შეაგვიანდა. აბაზანში შევედი, რომელიც შემოსასვლელ კარს ესაზღვრებოდა. უკან რომ გამოვბრუნდი, ნომერში ახლად შემოსულ დიმას შევეჩეხე კიარა და პირდაპირ დავეჯახე. ჰოლში, ჩემგან ზურგით იდგა. როცა მობრუნდა და შემომხედა იმ წამსვე ვიჯავრე, რომ ამ პერანგით კი არა საერთოდ, ჩადრით არ დავხვდი. გაშეშდა, თვალები გაუფართოვდა, არეულ სახეზე ხელები მოისვა და აბაზანაში შევარდა. მე თავგზა არეული წავედი და ფანჯარასთან დავდექი. აბაზანიდან ჩემამდე გზა ისე გამოიარა, არ შემოუხედავს. ჩემს წინ, დივანზე დაჯდა. –რატომ წამოხვედი? –ზედმეტი ვიყავი! –ვისთვის? –ამ ცხოვრებაში მხოლოდ შენთვის და შენთარ ვარ ზედმეტი ! –შენით დაასკვენი? –შენი ქცევებით. მე საერთოდ ის მიკვირს რატომ წამიყვანე?! –ჩემი ცოლი ხარ! ეს საკმარისი მიზეზია! -შეგიძლია ყველგან მხოლოდ ის ფურცელი ატარო სადაც შენი ცოლი ვარ, თუ ეგ საკმარისია. სხვა არც არაფერი გვაკავშირებს ! – გინდა სხვაც გვაკავშირებდეს? – შენთან? რა სისულელეა ! არაფერი მიპასუხა. თავის ნელი მოძრაობით ჩემსკენ გამოიხედა და „რენდგენში“ გამატარა. კანი მეწვოდა, როცა მის შავ თვალებს ჩემს სხეულზე დაატარებდა, უცნაური ტალღები გულმკერიდან იღებდა სათავეს და ფეხის თითებამდე დენებად მირტყამდა. თვალს ვერ ვუსწორებდი, მრცხვენოდა. ადგა, ახლოს მოვიდა. გახშირებულად სუნთქავდა. –თვალებში შემომხედე ! – თან თბილად და თან მკაცრად მითხრა. – არ მინდა და არ შემოგხედავ ! –თაკო, რატომ მაიძულებ, ყოველთვის ძალით გაკეთებინო რაღაც ? შემომხედე გთხოვ ! - კარგი ! ცოტა ვაწვალე, მოთმინებით ელოდა და ბოლოს შევხედე. პირველად დავინახე, მისი მშვიდი და თბილი თვალები ასე ახლოდან. თითქოს, გულში რაღაც გაწყდა, სხეულში ცხელი სითხე ჩაიღვარა. მე, ჩემი თავის უკვდავება დავინახე მის თავლებში. უცნაური და წარმოუდგენელი იყო, ეს განცდა ჩემთვის, მაგრამ მთელი არსებით ვგრძნობდი. თვალს არ ვახამხამებდი. არ მინდოდა დამეკარგა ერთი წამიც კი , რომელიც ახალი და შეუცნობელი გრძნობებით იყო გაჟღენთილი. თითქოს მის თვალებთან მარადისობის ფიცს ვდებდი.იმ წუთას ისეთი სუფთა და ნამდვილი ჩანდა ჩვენი ურთიერთობა... გონს მისმა სიტყვებმა მომიყვანა. –ყველა ქალი, რომელიც ჩემთან ერთად სუფრაზე აღმოჩნდება, გამიღიმებს ან, თუნდაც წამეფლირტავება შენი სიბრაზის და ეჭვიანობის მიზეზი უნდა გახდს? - ჯერ ერთი მაგას ჩვენ შემთხვევაში, ღირსების შელახვას ვეძახი. და მეორე, შენ გგონია ვიეჭვიანე? -მე არ მგონია, შენ მითხარი. – დაკაწრული ხელი ცხვირწინ ამიფრიალა. -მისმა სითავხედემ გამაღიზიანა ! -ეგ სითავხედე სხვის მიმართ რომ გამოეჩინა, მაშინაც გაღიზიანდებოდი? -არა, რატო ! სხვა, მე, არ მეხება. –დაუფიქრებლად ვუპასუხე. -მეც მაგას ვამბობ. შენ რაც და ვინც გეხება იმათზე „ღიზიანდები“...– დამცინა. -შეეშვები ჩემს დაკითხვას? -არა ! კიდევ მაინტერესებს, ეს რატომ ჩაიცვი? -რა რატომ? არ იცი ძილის დროს რას იცვავენ? -შენ ახლა გძინავს? -შენ გელოდებოდი, ვინ სად დაიძინებს ხომ უნდა გადავწყვიტოთ. -რაა გადასაწყვეტი?! ჩემს საძინებელში, ცოლი ასე ჩაცმული მხვდება და კიდე იმაზე უნდა ვიმსჯელო სად დავიძინოთ? – ასეთი რა მაცვია, პირველად დაინახე ნეტავ? - უარესებიც დამინახავს, მაგრამ შენს ტანზე ეგ, იმ უარესზეც უარესია. . ჩემი პროვოცირება ხომ გინდოდა? ხოდა მოახერხე. ერთ საწოლში დავიძინებთ. – რათქმაუნდა მიმიხვდა ჩანაფიქრს, მგონი ჩემს აზრებ კითხულობდა ეს ადამიანი. -ზღვარს ცდები! -იცი რა? მიუხედავად იმისა, რომ ჭკვიანი ხარ, არის საკითხები სადაც შენი ნიჭი არ ჭრის. უფრო, გამოცდილებაა საჭირო. შენ მასეთი არ ხარ! -იცი რა ? შენი თავი ყოვლესმცოდნე ნუ გგონია ! -რას გულისხმობ? რა, ხაარ? – გაბრაზებულმა მკლავზე ხელი მომიჭირა. მეორე ხელი კი მხრებზე გადამისვა. – მეტკინა და მეწყინა. თვალები ცრემლებით ამევსო. ორი თითი გულთან დავაჭირე –აი აქ, გული გაქ? რამეს გრძნობ? სად წაიღე, სად მალავ ისეთ ადგილზე რომ ვერ ვიპოვე? –ჩემი ხელი დაიჭირა, გამაშლევინა და გულზე დაიდო. –ძალიან გინდა იპოვო? –მინდა! შენც ხომ ჩვეულებრივი გული გექნება და იქნება გავუგო კიდეც. -მოდი ასე ვთქვათ, გული დავკარგე ! თუმცა, მისი პოვნა ორ შემთხვევაში შეიძლება. -რა შემთხვევაში? – ინტერესით, ნახევრად ატირებულმა ვკითხე. -მართლა გაინტერესებს? -კი. – აი აქ, თუ ოდესმე ჩემი გულის ფეთქვას იგრძნობ, ჩათვალე ან მძულს ან მიყვარს ვინმე ! -ანუუ... მეე.... – ენა ამერია, მერჩივნა ეს კითხვა არ დამესვა. -იცოდე ჩემს გულს თუ ეძებ, პოვნის შემთხვევაში შედეგებისთვისაც მზად უნდა იყო! -აღარ მინდა მისი პოვნა ! – ვუთხარი და ხელი გამოვაცალე. -სად გაქრა შენი გამბედაობა, შეგეშინდა? -არა ! უბრალოდ, რომ ვიპოვო უფრო მეტად უნდა შეგძულდე და აღარ მინდა ესეც საკმარისია ჩემი ცხოვრების დასანგრევად. უფრო მეტი სიძულვილისთვის ვეღარ შევაწუხებ შენს გულს, თორემ ნამდვილად მტვრად მაქცევს. – ძალამოკრებილი დამაჯერებლობით ვეუბნებოდი, მაგრამ სინამდვილესი სულ სხვა სიტყვების თქმა მინდოდა. -უფრო მეტი სიძულვილისთვის. –სევდიანი ხმით გაიმეორა ჩემი სიტყვები.. – იცი რა? საკითხავი ისაა, სიძულვილით უფრო მეტად ვუნგრევ ადამიანებს ცხოვრებას თუ ,სიყვარულით. – დაასრულა და ოთახიდან გავიდა. აცახცახებული სხეულით, საწოლამდე მისვლა ძლივს მოვახერხე.მუხლები მეკვეთებოდა. მისთვის მინდოდა სამაგიეროს გადახდა, მაგრამ მგონი პირიქით გამოვიდა. ვერ მივხვდი მისი ბოლო სიტყვები რას ნიშნავდა, როგორ უნდა გამეგო... დავწექი, მაგრამ ძილი არ მომეკიდა, ველოდი როდის დაბრუნდებოდა, ან საერთოდ თუ დაბრუნდებოდა. კარგა ხანი იყო გასული კარის ხმა რომ გავიგონე. თავი მოვიმძინარე. მოვიდა და საწოლთან ჩამომიჯდა. ვგრძნობდი, როგორ მიყურებდა. მერე ხელი ნაზად, თითქმის შეუმჩნევლად დამისვა მხრებზე გადაფენილ თმებზე. გული ყელში მომებჯინა, სუნთქვა გამიხშირდა ცოტაც და შემეტყობოდა ძილს, რომ ვიგონებდი. კიდევ კარგი ადგა და სამზარეულოსკენ წავიდა. თვალი ჩუმად გავაყოლე. ისეთი არეული ნაბიჯები ჰქონდა აშკარად უგონოდ ნასვამი იყო. გზად ლამის კედელს დაეჯახა. შემეშინდა არ დამტვრეულიყო, სასწრაფოდ ავდექი და ახლოს მივედი, თუ დასჭირდებოდა დავეხმარებოდი. მიუხედავად სიმთვრალისა, მაინც დაუხმარებლად გავიდა სამზარეულოში და სკამზე ჩამოჯდა. ლიმნიანი წყალი გავუკეტე და მივუტანე. -მადლობა ! შენ ხომ გეძინა? -ისე ფრთილად დადიხარ, გამეღვიძა. – იუმორში გადატანა ვცადე. -მომიტევეთ ! მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალბატონს თუ მყუდროება დავურღვიე. – ცოტა პაუზებით და არეულად საუბრობდა, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო, მისი კომპლიმენთი თუნდაც, სასმელით ყოფილიყო ნათქვამი. ისე ხომ გაგიგიათ, ნასვამი ადამიანი ყველაზე მართალს ამბობსო. -არაუშავს. წამოდი დაწექი ! -არა იყოს აქ დავრჩები. ერთ საწოლზე მაინც ვერ დავიძინებთ და... -ნუ სულელობ ადექი. საწოლზე შენ დაიძინებ.– იმდენად ცუდად გამოიყურებოდა, დივანზე ვერ დავაწვენდი. -არა ! მერე შენ? -დივანზე დავწვები. -არ არსებობს მე დავწვები . -არა! საწოლზე დაიძინებ ! -თაკო არა–მეთქი ! -ვაიმე დიმა ! რა სიჯიუტეა ახლა ეს. კარგი ჯანდაბას ორივემ საწოლზე დავიძინოთ. -არა. შენ უხერხულად იქნები. -ადექი ახლა ნუ შემშლი ! ძლივს წამოდგა და ისევ ჩემ დაუხმარებლად, მაგრამ კედლების დახმარებით მივიდა საწოლამდე. მხოლოდ ფეხსაცმელი გავხადე. ფხიზლად იყო სანამ მეც საწოლზე არ დამიგულა, მერე კი წამში ჩაეძინა. როცა მივხვდი ვერაფერს გაიგებდა, დივანზე გადავბარგდი. მთელი ღამე თავლი არ მომიხუჭავს. არ ვიცოდი როგორი სიმთვრალე ჰქონდა და ვდარაჯობდი ცუდად არ გამხდარიყო. გამთენიას, დაღლილს ჩამეძინა. როგორც კი თვალი გავახილე საწოლს გავხედე, მაგრამ იქ აღარ იყო. საათს დავხედე თერთმეტი სრულდებოდა, ბოლოს როდის მეძინა ამ დრომდე აღარ მახსოვს. ფეხის ხმა მომესმა და წამოვჯექი. -დილამშვიდობის! – უკვე ჩაცმული და მოწესრიგებული იყო, არც წინა დღის სასმლის კვალი ეტყობოდა. -დილამშვიდობის ! როგორ ხარ? -მადლობა, კარგად ! მაგრამ შენ, მანდ არ უნდა გეძინოს . -ამ ერთხელ არაუშავს. შენ ვერ დაიძინებდი აქ, ცოტა ცუდად იყავი. -ცოტა? არაფერი მახსოვს და მაგას ცოტა ქვია? იმდედია ცუდად არაფერი მითქვამს. -დამიჯერებ, რომ გითხრა ნასვამი ჯობიხართქო? -გავითვალისწინებ! წამო ვისაუზმოთ.– სამზარეულოსკენ შებრუნდა, მერე უცებ მოტრიალდა, თავი მოიქექა და მითხრა : ოღონდ ეგ გამოიცვალე რა... ახლაღა დავიხედე ტანზე. ისევ ის პერანგი, რომ დავინახე გუშინდელისგან განსხვავებით ძალიან შემრცხვა. -უი... ბოდიში ! აღარ მახსოვდა. -საბოდიშო არაფერია. უბრალოდ მე... სიტყვა აღარ დაასრულა და სამზარეულოში გავიდა. შხაპი მივიღე, მოვწესრიგდი და უკვე კარგად მოშიებული მივუჯექი მაგიდას. მთელი ეს დრო მელოდა და ჩემთან ერთად დაიწყო ჭამა. შემომთავაზა სადმე გაგვესეირნა, სადაც მე ავირჩევდი. დავთანხმდი მთელი ეს დრო ოთახში ჯდომა გამიჭირდებოდა, ისედაც მონატრებული ვიყავი ხალხთან ურთიერთობას. საბედნიეროდ აჭარაში ასეთი ადგილები ბევრია და პირველ ჯერზე „მწვანე კონცხი“ ავირჩიე. მთელი დღე სხვანაირი მორიდებით ვექცეოდით ერთმანეთს. თითქოს ჩვენს შორის უხერხულობა იყო. მეც მქონდა მიზეზი და თავის მხრივ მასაც. მომწონდა ეს მშვიდი მდგომარეობა, ძალიან დაღლილი ვიყავი გაუთავებელი ჩხუბითა და დაძაბულობით. მოდუნება და დასვენება მინდოდა. თანაც, აქედან პირდაპირ მის მშობლებთან მივდიოდით და ძალები ხომ უნდა აღმედგინა მათ წინაშე ბუნებრივად, რომ მეთამაშა ჩემი როლი. განვიცდიდი მათთან შეხვედრას. სხვა, ახალი ეტაპი იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში. კიდევ უფრო მაფიქრებდა ის ფაქტი, რომ დიმას არასდროს უხსენებია თავისი ოჯახი . ერთი–ორს თუარ ჩავთვლით, რომელსაც ხსენებასაც ვერ დავარქმევ. ტელეფონზეც კი არ უსაუბრია მათთან. მართალია დიდი მოსაუბრე არ იყო, ძირითადად ჩუმად ყოფნას ამჯობინებდა, მაგრამ ოჯახი ხომ სხვა თემაა. მითუმეტეს აუცილებელიც კი იყო მათზე საუბარი ჩემთან, რაღაც მაინც ხომ უნდა მცოდნოდა მათზე. გადავწვიტე დრო შემერჩია და თავად მეკითხა. მიუხედავად ჩემი და დიმას ურთიერთობისა, მათ ამ საქმეში გარევას და ცუდ დამოკიდებულებას არ ვგეგმავდი. თუ რათქმაუნდა მათი შვილივით, თავად არ მაიძულებდნენ ამას. სასტუმროში ვბრუნდებოდით სანდროს შეტყობინება, რომ მივიღე: „ როგორ ხარ? მოკლეთ, ველაპარაკე მარტივი არ იყო, უფრო ნაწყენები არიან ვიდრე გაბრაზებულები. ისევე როგორც მე. მალე გადაუვლით არ ინერვიულო. შეგიძლია შენც დაურეკო, არ ვიცი რას გეტყვიან, მგრამ არდარეკვას მაინც აჯობებს.“ „ არ მაპატიებ, არასდროს დაგავიწყდება ხო? „ „დამავიწყდება რა, სკლეროზი კი არ მაქვს ! (გაღიმებული სმაილით) ხომ იცი, რომ შენ ჩემი მზე ხარ და მინდა სულ ანათებდე, ესეც საკმარისია!“ „ვიცი! რა კარგია რომ არსებობ ! „ „ არაფერი იჯავრო კარგი? უბრალოდ მინდა ბედნიერი იყო! ხო ეგეც მომიკითხე მაინც, ისე კაი ტიპი ჩანს. “ სევდა, სითბო და სიხარული ერთდროულად დამეუფლა. უდიდესი საგანძურია ასეთი ადამიანი თუ გყავს და საერთოდ არ აქვს მნიშვლელობა, რომელ პოლუსზე იმყოფება. მთავარია, რომ არსებობს და ყოველთვის, ყველაფერში გრძნობ მის მხარდაჭერას. შეიძლება ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა ცხოვრებაში , მაგრამ მაინც, რომ გაქვს მისი იმედი და ყველაზე მეტად, რომ გინდა მას არ აწყენინო. თუმცა, ამ წყენასაც რომ ივიწყებს. ამიტომ არ მინდოდა მას სიმართლე გაეგო, შეუძლებელსაც კი შეძლებდა, საკუთარი სიცოცხლითაც კი გარისკავდა ჩემს დასახმარებლად. ათასობით კილომეტრი გვაშორებდა, მაგრამ მაინც ყველაზე დიდი იმედი იყო ჩემთვის. -ძლივს ღიმილი დავინახე შენს სახეზე! -მყავს მიზეზი და იმიტომ ! -კარგია. არ მომიკითხა? -რაიყო კითხულობდი? -ნუ სულელობ! უბრალოდ ვიცი, შენ არ მეტყოდი. -კარგი, ჩემზე იცი, მაგრამ მასზე საიდან იცი, რომ მოგიკითხავდა? -კარგი ადამიანია ! -ვაუ ! ეს ალბათ, რაღაც კაცური ლოგიკაა. მე ტვინს არ დავიღლი. -გეთანხმები, მაგაზე არ დაიღალო. – თავი გააქნია და გაიღიმა. ზუსტად ერთი საათი ვაწვალებდი ტელეფონს, ხან ავკრიფე ნომერი და წავშალე, ხან დავდე და ისევ ავიღე, ხან რა და ხან რა... ვერ ვბედავდი დარეკვას. რომ არ გაეგონებიათ ან, ძალიან გაბრაზებულზე რამე საწყენი, რომ ეთქვათ ვერ გავუძლებდი, ვერ გადავიტანდი. ცრემლების ბურთი, უკვე ყელში მქონდა გაჩხერილი, ნერვიულობით ხელები გამიცივდა. ის, უხმოდ მიყურებდა. ალბათ ხვდებოდა, რომ ახლა არცერთ სიტყვას არ ქონდა აზრი. ახლა არაფერი არ შეცვლიდა ჩემს, ამ მდგომარეობას. როგორც იქნა გავბედე და დავრეკე. დიდი ლოდინი არ დამჭირდა. „ ხო დედიკო“ ყოველთვის ასე იწყებოდა ჩვენი დიალოგი. ახლა კი ყურმილში, მკვახე ხმა გაისმა: – გისმენ ! –დე... –სიტყვა გამიწყდა, ცრემლები თავისით მოდიოდა. არ მინდოდა დედას შეემჩნია. -ნუ ტირიხარ! ახლა ეგ აღარფერს შეცვლის. -ვიცი დე, უბრალოდ მაპატიეთ გთხოვთ, ვერ გადავიტან თქვენ გაბრაზებას... გთხოვთ... -ასე მარტივია? იცი როგორ ვინერვიულეთ? მამაშენი ძალიან განიცდის. არ ვიმსახურებით შენგან მაგას, უბრალოთ გეთქვა და ხომ იცი გაგიგებდით. -ეხლაც გამიგეთ, ამ ერთხელ გამიგეთ, გეხვეწებით დედიკო! არ შემიძლია უთქვენოდ. –მაგაზე აქამდე გეფიქრა! – მის ხმაშიც შეერია ტირილის ნოტები. – ნუღა ტირიხარ, დამშვიდდი და სხვა დროს ვილაპარაკოთ.– გამითიშა. ორივე ვცდილობდით, ერთმანეთისთვის, ტკივილი დაგვემალა, კიდევ უფრო რომ არ გვტკენოდა. ეს უკვე ზღვარი იყო, ერთიანად გაიხსნა ყველა ემოცია, რაც აქამდე ვინახე. ცრემლად და ქვითინად დაიწყო დინება ჩემი გულიდან და გონებიდან. მუხლები ნებაზე მივუშვი. ის იყო დივანზე უნდა დავვარდნილიყავი და ბოლო ხმაზე მეტირა, რომ წელზე ხელები მომხვია და გულში მაგრად ჩამიხუტა. ძალა არ მქონდა წინააღმდეგობა, რომ გამეწია, არც მინდოდა. მის ხელებში ჩავესვენ, თავი გულთან დავადე და ავზლუქუნდი. ეტყობა ძალიან ცუდად გამოვიყურებოდი და შევეცედო. -მალე გადაუვლით წყენა, ნუ ტირიხარ გთხოვ! -არ მაპატიებენ! ძალიან ვაწყენინე და სულ შენი ბრალია. – ვუთხარი და ერთი–ორი მჯიღიც მივაყოლე გულზე. უფრო მაგრად შემომეხვია და ჩამიხუტა. -ვიცი და მაპატიე თუ შეძლებ ! დაწითლებული, დიდი თვალებით, გაკვირვებულმა ავხედე. მან პირველად მთხოვა პატიება. თმაში ხელი შემიცურა, ახლოს მიმიზიდა, ოდნავ დაიხარა და შუბლზე ისე თბილად მაკოცა, სიმშვიდე და სიმყუდროვე ვიგრძენი. საწოლამდე მიმიყვანა, გვერდით ჩამომიჯდა, ჩემი ხელი დაიჭირა და დამელოდა სანამ არ დამეძინა. დილით ადრე ავდექი. მას ისევ ეძინა დივანზე. ოთახიდან ფეხაკრეფით გავიპარე. მარტო ყოფნა და დაფიქრება მჭირდებოდა. მინდოდა ისევ მეგრძნო თავისუფლება. მინდოდა ჩემი თავის ბატონ–პატრონი ისევ მე ვყოფილიყავი და არავის წინაშე არ მქონოდა ნებართვის ვალდებულება. ქუჩაში გავედი და უმისამართოდ წავედი, არც მაინტერესებდა სად მოვხვდებოდი, მთავარია შეუჩერებლად მარტოს მევლო . დროისა და სივრცის აღქმა დავკარგე. ვერც ხალხითა და მანქანებით გადავსილ ქუჩებს ვამჩნევდი და ვერც იმას, ამ სიარულში რა დრო გავიდა. მუხლებში დაღლა ვიგრძენი. თანაც უკვე ძალიან ცხელოდა. იქვე, გზის პირას პლიაჟზე დადგმულ, საზაფხულო ფაცხას შევაფარე თავი და ყავა მოვითხოვე. ახლახან აღმოვაჩინე, რომ სასტუმროდან საკმაოდ შორს წამოვსულვარ. ტელეფონი შევამოწმე, ხმა დაწეული მქონდა. დიმას ათასი ზარი, მაინც იყო შემოსული. – ალბათ გაგიჟებულია, ნამდვილად მომკლავს. რადგან აღარ მირეკავს, ალბათ ახლა წითელი ცირკულარით მეძებს. დადგეს და მეძებოს. – ეს დღე მხოლოდ მე მეკუთვნოდა. მშვიდად მივირთმევდი ყავას, თან პლაჟის სანახაობით ვტკბებოდი. მიყვარს ზღვა და ამავდროულად მეშინია. ჩემი მისადმი სიყვარული, ნაპირიდან ათ მეტრში ვრცელდება. მის იქით კი, მაშინებს მისი უკიდეგანო სივრცე. დასასრული რომ არ უჩანს, ცუდ შეგრძნებეს აღძრავს ჩემში. ვიღაცისთვის შეიძლება თავისუფლებასთან ასოცირდება, მაგრამ ჩემთვის პირიქით, მხუთავს, რადგან არასდროს არ იცი, რა შეიძლება დაგემართოს ამ სივრცეში მოხვედრილს. მირჩევნია ხალხით, შენობებით და დაბრკოლებებით სავსე სამყაროში ნახევრად ფრთაგაშლილმა ვიფრინო. აი თუნდაც ასე, დღეს რომ მოვიპარე თავისუფლება. როგორც ჩანს სადარდელი სახეზე მეწერა, რადგან ბარმენი მოვიდა და ცივი კოქტეილზე დამპატიჟა. ხომ იცით როგორც ხდება ხოლმე, ბარმენის და მოწყენილი გოგოს კლასიკური შემთხვევა. ჩემს წინ, სკამზე ისე დაჯდა არც უკითხავს შეიძლებოდა თუ, არა. როგორც მერე გავარკვიე, თურმე თავისუფალი დრო ქონია და სკამს ეძებდა, რომ დამჯდარიყო და დაესვენა. ამ დროს მოწყენილი მე, დამინახა. იფიქრა, ბარემ სიკეთეს გავაკეთებ და ცოტას გავამხიარულებო, თანაც ეს ხომ ჩემი პირდაპირი მოვალეობააო და ასე აღმოჩნდა ჩემს მაგიდასთან. აქამდეც გამეგონა ამ პროფესიის ადამიანების , კომუნიკაბელურობასა და ენამოსწრებულობაზე, მაგრამ ეს ბიჭი განსაკუთრებული შემთხვევა იყო. სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა, მეც ავყევი. თანაც, დროულად გამოჩნდა მჭირდებოდა უცხო ადამიანი, რომელსაც ნაწილობრივ მაინც მოვუყვებოდი ჩემს ბოლოდროინდელ ცხოვრებას და ცოტათი მაინც მომეშვებოდა. რას ვკარგავდი, ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად მხედავდა. საუბარი კარგახანს გაგვიგრძელდა. ყველა ჩემი პრობლემა იუმორში გადაიყვანა და სიცილის ხასიათზეც მომიყვანა. იმასაც ამატებდა, ასეთი სიმპათიური თუა, მთლად უიღბლოც არ ყოფილხარო. კიდევ მითხრა: ბევრჯერ მინახავს, სიძულვილით დაწყებული დიდი სიყვარულიო. ამ საუბარში გართულმა, ვერც კი შევამჩნიე, როგორ დაგვადგა თავზე ჩემი ქმარი. რომ დავინახე შიშისგან შევხტი. ჩემს მოსაუბრეს ისეთი თვალებით გადახედა, ვიფიქრე ნამდვილად შუბლს გაუხვრეტსთქო. თავით მანიშნა გავყოლოდი. ბარმენს თავალებით მადლობა გადავუხადე და მანქანისკენ წავედი. გზაში ხმა არ ამოუღია. შიგადაშიგ მკვლელი მზერით გადმომხედავდა ხოლმე. მანქანას გიჟივით მიაქროლებდა. ვერ გავბედე ნელა იარეთქო, რომ მეთქვა. ნომერში რომ შევედით უფრო მეტად შემეშინდა. ყველაფერი თავდაყირა ქონდა დაყენებული და დამტვრეული. მისაღებიდან საძინებლამდე ძლივს გავიკვლიე გზა, ჩანთა მივაგდე და საწოლზე ჩამოვჯექი. -სად მიდიოდი? – ფანჯარასთან, ჩემგან ზურგით მდგომმა, დიდ ხნიანი სიჩუმის შემდეგ, ისე მკითხა არც მოუხედავს. -სადაც მიპოვე. –ვხვდებოდი, რომ ცუდი დასასრული ექნებოდა ჩვენს დიალოგს თუმცა, ალბათ ამისთვის იმ წუთიდან ვიყავი მზად, ჩუმად გაპარვა რომ გადავწყვიტე. - რატომ არ გამაფრთხილე? ზარებს რატომ არ პასუხობდი? -არ ვარ ვალდებული ყველაფერი შეგითანხმო. ზარებს რაც შეეება, არ მინდოდა და არ გპასუხობდი. უფლება მაქვს შენგან ცოტახანს მაინც დავისვენო. -ჩემგან დაისვენო და სხვასთან გაერთო ხო ? -თუნდაც. –ცეცხლს ვეთამაშებოდი. -ვინ იყო? -რა შენი საქმეა!– ამჯერად ნავთი დავასხი. -ვინ იყო–მეთქი? – დამარცვლით გამიმეორა და ჩემსკენ შემობრუნდა. -შენთვის რა მნშვნელობა აქვს. წესით სულ ერთი უნდა იყოს. – მიზანმიმართულად ვაბრაზებდი. მგონი, მართლა ვაიძულებდი ცუდად მომქცეოდა. -გოგო შენ ნორმალური ხარ? – მიყვირა და ხელი დამავლო. –ჩემი ცოლი ვიღაც ს****ნ ერთად ერთობა, მასთან ერთად სასმელს მიირთმევს და იცინის იმდროს, როცა ჩემთვის ერთხელაც არ გაუღიმია და ეს უნდა იყოს სულერთი ჩემთვის? შენ მე ვიღაც ჩვარი ტიპი ხოარ გგონივარ? – ბოლო ხმაზე ღრიალებდა და ხელს უფრო ძლიერად მიჭერდა. - ჩემი ბრალია? თუარ გიღიმი, შენთან ერთად თუარ ვერთობი და სასმელს არ ვსვავ ჩემი ბრალია? რით დაიმსახურე? მე გაიძულე ცოლად მოგეყვანე? რას ითხოვ ჩემგან ვერ გავიგე...რატო ითხოვ ერთგულებას ? -გაჩუმდი !.. -არ გავჩუმდები ! დიახაც მასთან ერთად ვიცინოდი და თავს კარგად ვგრძნობდი, რადგან ის ადამინი მისმენდა და მესაუბრებოდა. კიარ მიყვიროდა მესაუბრებოდა, გესმის? შენ გიცდია ჩემთვის მოგესმინა?გიცდია აზრი გეკითხა? არა ... იცი რა ? შანსი რომ მქონდეს ისევ იმ მაგიდასთან დავბრუნდებოდი და იქედან გავაგრძელებდი სადაც შენმა მოსვლამ გაგვაჩერა. -მერე? კიდევ რას იზავდი მასთან ერთად? - ზიზღნარევი ტონით მკითხა. -არ ვიცი, დრო მოიტანდა დანარჩენს.– ახლა ნამდვილად დიდი სისულელე ვუთხარი. -იცოდე მოგკლავ ! – დაჭიმული ყბებიდან გამოსცრა და საწოლზე მომიშინა. ოთახში რაც დასამტვრევი დარჩა ისიც დალეწა. – იცი ჯერ რას ვიზავ? წავალ და იმ ნა******ს მივუჩენ ადგილს და მერე შენ მოგხეადვ ! -არსადაც არ წახვალ ! – წამოვხტი და წინ გადავუდექი. – და რომც წახვიდე რას ეტყვი? ქალს, რომელიც მხოლოდ ფურცელზეა ჩემი ცოლი და მხოლოდ იმიტომ, რომ მე ასე მინდა თანაგრძნობა რატომ გაუწიე და თუნდაც ცოტახნით პრობლემები რატომ დაავიწყეთქო? -ესეიგი მხოლოდ ფურცელზე ხარ ჩემი ცოლი ? სანამ შენ ცოლობას საწოლში არ გადავიტან მანამდე არ მოისვენებ ხო? რაღა სხვასთან ეძებ ნუგეშს. -იცოდე სიტყვები გააკონტროლე ! – მგონი არ მქონდა ამის თქმის უფლება. -კიდე მე გავაკონტროლო სიტყვები ? ცოტა ხნის წინ ისეთები მითხარი და კიდე მე გავაკონტროლო? -შენ მე, თითსაც ვერ დამაკარებ ! -აბა ვინ დაგაკარებ? -მაგას მე გადავწყვეტ, ვინ ! -ჭკუიდან ნუ მშლი. ნუ მაიძულებ ისეთი რამე გავაკეთო რასაც ძალიან ვინანებ. არ მინდა გესმის ? არ მინდა ... ნამდვილად შემომაკვდები. – თავი ორივე ხელში მოიქცია, კედელს მიეყრდნო და მომაჩერდა. გაუნძრევლად ვიდექი და პირდაპირ თავლებში ვუყურებდი. – ნუთუ ასე შევცდი შენში? წადი, აღარ მინდა შენი დანახვა ! ბოლო სიტყვები ისეთი დანანები მითხრა, რომ მათ გაგონებაზე ვერც კი ავღწერ რა დამემართა. ცა ჩამომემხო თავზე. თვალები დავუჭე და მისგან ზურგით შევტრიალდი. ტკივილის ცრემლებს ჩუმად ვყლაპავდი. ნებისმიერ, მისგან წასვლის მიზეზს დავთანხმდებოდი ორონდ, ამას არა. მაგრამ ვაი, რომ ჩემი ბრალი იყო. ვაი, რომ ვიმსახურებდი მისგან ამ სიტყვებს. რატომ გამომყავდა ჩემი თავი მის თვალში უღირს ქალად? მნიშვნელობა არ ქონდა რას იფიქრებდა? სულაც არა !–რამდენიმე წამში, რამდენიმე სიტყვით მიმახვედრა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ყოფილა. მინდოდა გამებრაზებინა და მისთვის გული მეტკინა, მაგრამ პირიქით, მასზე მეტად მე მეტკინა. სამაგიეროს გადახდით გული ვერ მშვიდდება პირიქით, უფრო მეტად გიმძიმდება, რამდენადაც არ უნდა იმსახურებდეს ამას. ის, ყველაზე მართალი ადამიანი აღმოჩნდა ჩვენ ორს შორის. მას არასდროს დაუმალავს თავისი მიზნები ჩემს მიმართ. ყოველთვის დაუფარავად და შეულამაზებლად მეუბნებოდა საკუთარ სათქმელს. ტყუილი არასდროს უთქვამს მე კი, ეს არ დავუფასე, მოვატყუე. ვუთხარი ისეთი სისულელე თავში აზრადაც, რომ არ გამივლის და ამით ორივეს ღირსებას გადავუარე. მისგან ზურით დავდექი, არ მინდოდა ჩემი ცრემლები დაენახა, უხმოდ ვტიროდი. უცებ შევტრიალდი და საძინებლიში ჩემი ნივთების ჩასალაგებლად წავედი. არ მინდოდა წასვლა, მაგრამ დარჩენაც არ შემეძლო. ისევ იქ იდგა. გვერდი ისე ავუარე, არ შემიხედავ და სწრაფი ნაბიჯებით გავედი ოთახიდან. არ მინდოდა მის შავ თვალებში, ჩემი ზიზღი დამენახა. კარები რომ გავიხურე მივხვდი, ყველაზე მეტად მინდოდა ამ კარებს შიგნით ყოფნა. ყველაზე ნაკლებად მისგან წასვლა მინდოდა. ნელი მძიმე ნაბიჯებით მივედი ლიფტამდე, ღილაკს დავაჭირე და დაველოდე. ამ დროს ვიღაც მკლავში მწვდა და მომატრიალა. -შენ გგონია ასე მარტივად დააღწევ ჩემგან თავს ? ალბათ, როგორ გაგეხარდა ისე გამიარე და გაიქეცი ვერც შემამჩნიე. ვერსადაც ვერ წახვალ, ჩემგან შორს ყოფნის ბედნიერებას ვერ მოგანიჭებ. ჯერ საკადრისად არ დამისჯიხარ ! - ყველა სიტყვა გავიგონე, მაგრამ ვერ გავიაზრე რა მითხრა, იმდენად მიხაროდა წასვლის საშვალება რომ არ მომცა. ძლივს ვმალავდი თვალებზე მომდგარ სიხარულის ცრემლებს. -მე შენი სათამაშო არ ვარ, რომ ჯერ გამაგდო და მერე მომაბრუნო ! – რამე ხომ უნდა მეთქვა. -შენ ჩემი საკუთრება ხარ და ისე მოგექცევი, როგორც დაიმსახურებ ! ეტყობა, ამას აქამდე ვერ მიხვდი. -ხელი გამიშვი, არსად არ წამოვალ. ხომ გამაგდე ხოდა ბოლომდე შეასრულე შენი სიტყვა. – თავის დაფასების უადგილო მცდელობა მქონდა. არადა სიამოვნებით შევასწრებდი ნომერში. -ბოლომდე, იმ სიტყვას ვასრულებ, რომელსაც პირველად ვამბობ ! . – რომელ სიტყვასთქო მინდოდა მეკითხა, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა მისი ნათქვამი: – მე უნდა მოვკვდე შენ რომ წახვიდეო“. შესაბამისად, ის არც სიკვდილს აპირებდა და არც ჩემ გაშვებას. იმ დღის შემდეგ ძალიან უხეში გახდა, იმაზე მეტი ვიდრე ჩვენი გაცნობის პირველ დღეს. თითქმის არ მელაპარაკებოდა, არც კი მიყურებდა. დილით ადრე გადიოდა და გვიან, დასაძინებლად ბრუნდებოდა. ამ დროის მანძილძე მე ოთახში ვყავდი გამოკეტილი. შანსს არ უშვებდა ხელიდან ეგრძნობინებია, რომ არ მენდობოდა. როდესაც მისი, დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დავდექი მაშინღა გავაცნობიერე, რომ თურმე ძალიან ძვირფასი ყოფილა. ვერ ვუძლებდი მის ცივ დამოკიდებულებას. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ლილემ ჩემი ჩუმად გათხოვების ამბავი გაიგო. წარმოგიდგენიათ რამხელა დარტყმა იქნებოდა ეს, ჩემი საუკეთესო მეგობრისთვის? დამირეკა და არაფერი არ მითხრა, საერთოდ არაფერი. მე კი ვეხვეწებოდი ეჩხუბა, ეყვირა ან გაველაძღე. ის ხმას არ იღებდა. ბოლოს მითხრა: – მე, რომ მასე მოგქცეოდი შენ, როდის შეძლებდი ჩემს პატიებას გულრწფელად მითხარ და მეც იმ დროს გაპატიებ, მანამდე კი შენი დანახვაც არ მინდაო. – მეგობარი დავკარგე, მშობლები არ მელაპარაკებოდნენ, ძმასაც ვაწყენინე და დიმა, რომელიც ამ ყველაფრის მიზეზი იყო, ყველაზე მეტად ამ დროს მტკენდა გულს. დეპრესია დამეწყო, არ ვჭამდი, დამამშვიდებლებს ვსვავდი და ნახევრად მეძინა. ბათუმში ყოფნის ბოლო საღამოს ადრე დაბრუნდა იმის სათქმელად, რომ თბილისში დილით ვბრუნდებოდით და უნდა მოვმზადებულიყავი. ოთხი დღის ნერვიულობისა და უჭმელობისაგან თვალები ჩამიშავდა, სახეზე გაფითრებული ვიყავი და შიგადაშიგ თავბრუ მესხმოდა. ბარგს რომ ვალაგებდი ვგრძნობდი, ფეხებში ძალა როგორ მერთმეოდა. უცებ, ცივმა ოფლმა დამასხა, ყველაფერი დატრიალდა და წავიქეცი. ხმაურზე დიმა შემოვიდა და უცებ მომვარდა... ბურანში ვიყავი, მაგრამ ექიმი რომ მადგა თავზე და მსინჯავდა მაინც ვგრძნობდი. გადასხმის სისტემა დამიდგეს და ძილის საშვალება მომცეს. თავლები ნელ–ნელა გავახილე. ჩემს წინ, ხელებში თავჩარგული იჯდა. ისევ დავხუჭე და გადავბრუნდი. - გეძინება თუ ჩემი დანახვა არ გინდა?– არ ვუპასუხე. – ექმიმმა ნაკლები ნერვიულობა და მეტი საკვები გამოგიწერა. თან, ეგ საქმე მე მომანდო. მე კი ნდობას ყოველთვის ვამართლებ. -ვინც გკლავს იმან მოგარჩინოსო ეგეც დამიბარა? -ხო დაახლოებით. -შენგან არაფერი არ მინდა ! -შენ არ გეკითხები მაგას. არ ინერვიულებ და ბევრს შეჭამ ! -არ მშია და ნერვიულობას რაც შეეხება ვერაფერს შევცვლით, ათასი მიზეზი მაქვს. რადგან მე მისგან ზურგით ვიყავი ადგა, საწოლს შემოუარა და ჩემს წინ ჩაიმუხლა. -გინდა, სარკე მოგიტანო? -რაში მჭირდება ! -იმაში, რომ შენი თვალით დაინახო რას უკეთებ საკუთარ თავს. რატომ იქცევი მასე? -შენ რატომ იქცევი მასე? -საჭმელს შევუკვეთავ და შეჭამ, უარს აზრი არ აქვს. რაც შეეება სანერვიულოს მე მოვაგვარებ.– თემას გადაუხვია კითხვაზე, პასუხი რომ არ გაეცა. -მაშინ, პირველ რიგში შენი თავით დაიწყე მოგვარება. სხვა დანაჩენი ავტომატურად გამოსწორდება. – ვუთხარი და ისევ მისგან ზურგით შევბრუნდი. -ცხოვრებაში არის რაღაცეები რაც, არასდროს გვარდება.– საჭმლის შესაკვეთად დარეკა. საწოლიდან წამოდგომას ვაპირებდი, მაგრამ არ დამაცადა, ხელში ამიტაცა და მაგიდასთან მიმიყვანა. მაიძულა ბოლომდე შემეჭამა ყველაფერი. ერთდროულად, ძალიან მზრუნველი და ცივი იყო. ჩემი მდგომარეობის გამო, რამდენიმე დღით გადადო წასვლა. ამ ხნის განმავლობაში, ჩვენს ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. გარდა იმისა, რომ ჩემს კვებაზე ზედმეტად ზრუნავდა. თითქმის არ მელაპარაკებოდა. რამდენჯერმე საუბრის წამოწყება ვცადე, მაგრამ ყოველთვის მოახერხა თემის შეცვლა. არადა ძალიან მინდოდა სიმართლე მეთქვა მისთვის და ბოდიში მომეხადა, გულზეც მომეშვებოდა. ვერ ვხვდებოდი გაბრაზეული იყო თუ ნაწყენი. არ ვიცოდი რას ფიქრობდა მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გავაკეთე ცუდად ეფიქრა. ემოციების კონტროლის საოცარი უნარი ქონდა და ეს ძალიან მაბნევდა. ორ დღეში ბევრად უკეთ გამოვიყურებოდი და თბილისში დაბრუნება გადავწყვიტეთ. მთელი გზა დაძაბული ვიყავი. მაღელვებდა მის ოჯახთან შეხვედრა და საერთოდ ის ფაქტი, რომ ცხოვრების კიდევ სხვა ეტაპზე გადავდიოდით. ვფიქრობდი, ახლა განსაკუთრებით მომთხოვდა მოსიყვარულე ცოლის როლის თამაშს. ველოდი, როდის დაიწყებდა მითითებების გაცემას – რა უნდა მეთქვა და მეკეთებია და რა, არა. თბილისამდე ისე ჩავედით ხმა არ გაუცია. რამდენიმე დღის წინ გამოვლილმა ავადმყოფობამ და ახლა დამატებულმა ნერვიულობამ თავისი გააკეთა. თავი ცუდად ვიგრძენი. მინა ჩამოვწიე ვიფიქრე, ჰაერი მიშველიდა. როგორც ჩანს მანაც შემატყო, მანქანა გააჩერა და გადმოსვლაში დამეხმარა. ძალიან ცუდად ვიყავი ხელე–ფეხი დამიბუჟდა, გული თითქოს აღარ ფეთქავდა. რაც შემეძლო თავს ვიმაგრებდი, რომ არ წავქცეულიყავი. თვალები დამიბნელდა და მანქანას მივეყრდენი. უცებ ვიგრძენი ხელები, როგორ შემომხვიეს და გაცილებით საიმედო საყრდენს მიმაკრეს. ნაცნობი სურნელი და ნაცნობი ხმა: -ვერ ვუყურებ, როგორ ავადმყოფდები, შეგიძლია ამის შემდეგ მშვიდად იყო, გიშვებ ჩემი ცხოვრებიდან ! -არ გამიშვა ! სიმართლე გითხრათ არ მახსოვს ეს სიტყვები იმიტომ ვუთხარი, რომ მისი ცხოვრებიდან წასვლა არ მინდოდა თუ, იმიტომ რომ ხელი არ გაეშვა და მიწაზე არ დავცემულიყავი. მერე სიბნელეში დავიკარგე... ეს სიბნელე ნელ–ნელა განათდა და ბოლოს თვალისმომჭრელად კაშკაშა გახდა. ზემოდან საავადმყოფოს განათება, გვერდიდან კი, ორი თეთრხალათიანი დამჩერებოდა. შეშინებული წამოვხტი. - დამშვიდდი ! დავიჯერო ახლა ისე ცუდად გამოვიყურებით, რომ შეგაშინეთ? – მითხრა საშვალო ასაკის კაცმა ღიმილით. -თეთრი ხალათის მეშინია . – მეც ავყევი ხუმრობაში. -არ შეგეშინდეს, ანალიზები კარგი გაქვს. ნუ, უმნიშვნელო ცვლილებებს თუარ ჩავთვლით. – საუბრის დროს პალატაში დიმაც შემოვიდა.– კარგია, რომ შენც მოისმენ. ისეთი მძიმე დღე მქონდა, ორჯერ გამეორების თავი აღარ მაქ. -რაიყო დავით, ხომ მშვიდობაა ! -კი, კი პირადი არაფერი. უბრალოთ, ერთ ბავშვს გადაუდებელი , რთული ოპერაცია გავუკეთე. ახლა ნარკოზიდან ბოლომდე გამოსვლას ველოდები და ვნერვიულობ. თანაც, ფინასურადაც ძალიან უჭირს მშობლებს და დაფინანსების საკითხშიც იქნებ დავეხმარო. -მთვარია ახლა კარგადა იყოს და დაფინანსებაზე არ იღელვო. რაც სჭირდება ყველაფერი გაუკეთეთ და ხარჯები გადმომიგზავნე. – ისეთი დაბალი ტონით უთხრა, დარწმუნებული ვარ არ უნდოდა მე გამეგო. -შენ არ იცი, როგორ გაახარებ მის მშობლებს. ღმერთმა დაგლოცოს ჩემო ბიჭო. ეს უკვე მერამდენეა, სათვალავიც კი ამერია. – არ ღირს ამაზე საუბარი. ჩვენში დარჩეს ისევ კარგი ? უბრალოდ, ასეთ დროს გამაგებინე, რამდენჯერაც არ უნდა დაგჭირდეს. არცერთ ბავშვს, არ უნდა ტკიოდეს. – მის სიტვებში გულრწფეი ტკივილი იგრძნობოდა.– ნუთუ, ამხელა სიკეთის კეთება შეუძლია? ვფიქრობდი და ჩუმად ვუყურებდი. -კარგი.– დაეთანხმა და მადლიერებით დაუსვა ხელი მხრებზე. – ახლა, რაც შეეხება ჩვენს მშვენიერ რძალს პირდაპირ აქ, რომ მომიყვანე გასაცნობად. როგორც ავღნიშნე ანალიზებში უმნიშვნელო ცვლილებებია, რაც შეიძლება ნერვული დაძაბულობით იყოს გამოწვეული და ასევე გულის წასვლაც. ისე, თავიდან ორსულად მეგონა და ვიფიქრე, გოგის როგორ გაეხარდებოდა შვილიშვილის ამბავი. მეორედ, მხოლოდ მაგ მიზეზით მიგიღებ იცოდეთ! – ტიპიური, კაცი ექიმი. თანაც, დიმას მამის მეგობარი და ამ დროს ხომ იცით, განსაკუთრებით ენაწყლიანები, რომ არიან ხოლმე. აი, დაახლოებით ისეთი, სიყვარულით თავში წამორტყმევა, რომ სჩვევიათ. უხერხულობისგან სად დავმალულიყავი არ ვიცოდი. დიმაც, აშკარად ხათრით უღიმოდა. კიდევ კარგი ხუმრობებს მალე მორჩა და რეკომენდაციებზე გადავიდა. – არავითარი ნერვიულობა ! ან, რა გაქვს სანერვიულო, როგორი ბიჭი გყავს გვერდით. კარგი კვება და რაც მთავარია, ძილი მოიწესრიგე. მესმის, რომ ახლა ეგ ცოტა რთულია, – მისი სიცილი და დიმას, უხერხულად შუბლზე ატანილი წარბები. – მაგრამ მაინც ეცადე კარგად დაისვენო. როგორც ჩანს, შენი ორგანიზმი სტრესს ვერ უძლებს. მსუბუქ დამამშვიდებლებსაც გამოგიწერ და მალე გამოკეთდები. –ახლა მას მიუბრუნდა.– შეგიძლია შენი ცოლი წაიყვანო, კარგად მიხედე და არ გააბრაზო იცოდე. ხო კიდევ, გოგი მომიკითხე და გადაეცი, იმ ღვინის გასასინჯად მიზეზი მომეცათქო. -აუცილებლად დავით. თანაც სტუმრობისთვის მიზეზი არ გჭირდება ხომ იცი. დიდი მადლობა ! – სასწრაფოდ დავემშვიდობეთ თორემ, ვინ იცის, კიდევ რაზე იხუმრებდა ბატონი დავითი. იქედან კაფეში წამიყვანა. გაახსენდა, დილით რომ არ მიჭამია. ვერანდაზე მყუდრო, სხვებისაგან მოშორებული მაგიდა აირჩია. მსუბუქი საუზმე შეუკვეთა და ჭამის დროს ისე მიყურებდა, სულ რომ არ მდომოდა შიშით შევჭამდი. დავასრულე და ვთხოვე წავსულიყავით. ალბათ შენი მშობლები უკვე გველოდებიან და ინერვიულებენ, რომ ვაგვიანებთთქო. თითქოს, ძალიან მანაღვლებდა ვინ გველოდებოდა, უბრალოთ მაინტერესებდა რას მეტყოდა. ისევ გამიმეორებდა თუ არა იმ სიტყვებს. არაფერი არ უთქვამს გარდა იმისა, ცოტახანს კიდევ დავრჩეთო. დაახლოებთ ათი წუთი ჩუმათ ვიჯექით. ვერ ვბედავდი საუბრის წამოწყებას, მისი პასუხის მეშინოდა. როგორც იქნა სიჩუმე დაარღვია. -ახლა როგორ ხარ, შეგიზლია ვისაუბროთ? -კი. კარგად ვარ ! -კარგია ! მაშინ ჯერ რეესტრში წავიდეთ და ხელი გავაწეროთ. მერე, სადაც გინდა იქ მიგიყვან. -შენ რა დამცინი? – თითქოს გულში ხანჯალი ჩამარჭეს. -სრული სერიოზულობით გეუბნები. ხომ გინდოდა თავისუფლება და ჩემი მოშორება?! -მინდოდა, მაგრამ ახლა?... ახლა, როდესაც ჩემმა მშობლებმა და ლამის მთელმა ქვეყანამ გაიგო? შენ, მე სათამაშო ხოარ გგონივარ? -დამშვიდდი, შენს სანერვიულოდ არ მითქვამს. უბრალოთ, არ ვიცი რა გავაკეთო, რომ ცუდად არ გახდე. მართლა არ მინდა სულ საავადმყოფოში გხედავდე და დამამშვიდებლებზე იჯდე. ახლა, ჩემს წინ ის ძლიერი ქალი არ ზის, პირველად რომ ვნახე. მართლა გაგიშვებ თუ შენ გინდა. – გული მეტკინა, ჩემი სისუსტე ასე შესამჩნევი რომ იყო. ცრემლები დასაწყისშივე გადავყლაპე, არ მინდოდა კიდევ უფრო შევცოდებოდი. -არ მესმის შენი, საერთოდ არ მესმის და მითუმეტეს, შენი სიბრალული არ მჭირდება ! -ეგ რა შუაშია ! მაშინ შენ მითხარი რა გავაკეთო, რომ ცუდად არ გახდე. - ასე რატომ გადარდებს მე, როგორ ვიქნები და რა მომივა? თუ იცი, რომ მაინც უარს გეტყვი და კეთილის როლს თამაშობ? -შეიძლება შენს მიმართ პირადი მიზნები მაქვს, მაგრამ ამ მიზნებში შენი ნერვიულობით სიკვდილი ნამდვილად არ შედის. -დაგაგვიანდა ! სამწუხაროდ ვერაფერს შეცვლი. ახლა შენთან გაყრას, მართლა სიკვდილი მირჩევნია. ეს უფრო ადვილი ასახსნელი იქნება ჩემი ოჯახისთვის. წარმოდგენაც კი არ გაქვს, რა დაემართებათ ერთ კვირიანი თანაცხოვრების შემდეგ, რომ დავშორდე ქმარს. ნუ გეშინია გავუძლებ, არ მოვკვდები და დრო, რომ მოვა აუცილებლად ვიპოვი მიზეზს შენგან წასასვლელად ! -შენ ახლა მეორე შანსი გაუშვი ხელიდან. მესამეს კი აღარასდროს მოგცემ, რადგან სხვისთვის ერთიც კიარ მიმიცია. - შენთვის შანსი არ მითხოვია ! – გაბრაზებული წამოხტომას ვაპირებდი, მიხვდა და ხელით დამიჭირა. – გამიშვი ! გამიშვი–მეთქი! – ანთებული თვალებით შევხედე. უარის ნიშნად თავი გააქნია. -მშვიდად ! საავადმყოფოდან ახლა გამოხვედი. სად გარბიხარ, რომ დაეცე ?! – ოდნავ მოჭუტული, ღიმილიანი თვალებით მითხრა. -მერამდენედ უნდა გითხრა, ბავშვივით ნუ მიყურებ და ნუ მექცევი ! -ბავშვი ხარ და... ისე ბევრად უკეთ გამოიყურები ! – ადგა და ხელჩაკიდებული გამიყვანა ვერანდიდან. უფრო სწორად ბავშვს, რომ ძალით მიათრევ ისე გამიყვანა. მანქანაში, როგორც ყოველთვის სიჩუმე ვამჯობინეთ. მე გაფაციცებით ვაკვირდებოდი გზას. ის, არ მეუბნებოდა და იქნებ, თავად მაინც გამომეცნო სად მივყავდი. ბოლოს, ისეთ ადგილას შეუხვია ნამყოფი, რომ არასდროს ვყოფილვარ. ან როგორ ვიქნებოდი, რა მესაქმებოდა მდიდრების უბანში. ციხეგალავანს მივადექით. ჭიშკარი, რომლის ორივე მხარეს აღმართული სვეტებიდან ვიდეოთვალი გვიმზერდა, ავტომატურად გაიღო და დიდ, ძალიან ლამაზ ეზოში აღმოვჩნდით, რომლის შუაგულსაც უზარმაზარი, ლამაზად ნაგები სახლი ეგრეთწოდებული, „აბაშიძეების რეზიდენცია“ ამშვენებდა. ავტომობილიდან რომ გადმოვედი, იაქურობას თვალი მოვავლე და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს, მათ ღობეს უნებართვოთ ჩიტიც კი ვერ გადაუფრენდა. უსაფრთხოების ყველა ზომა ქონდათ დაცული. ეზოს შემოსასვლელთან დაცვის ოთახი იდგა. იქედან, ახალგაზრდა ბიჭი სიხარულით, ყურებამდის გვიღიმოდა. ზუსტად ისე ვღელავდი, როგორც პირველ გამოცდაზე, ფეხები უკან მრჩებოდა. კარი საშვალო ასაკის პუტკუნა გარეგნობის ქალმა გაგვიღო და ბედნიერების ცრემლები უკვე სდიოდა. ისე მონდომებით ჩამეხუტა და მომილოცა ლამის გამგუდა. დიდ, ლამაზად გაწყობილ მისღებში ნაცნობ სახეებთან ერთად, ( ზურა, გუგა) საშვალო სიმაღლის ლამაზად ჩაცმული, ძალიან ლამაზი დიმას დედა– ნანა და მაღალი, სიმპათიური გარგენობის მამა– გოგი დაგვხვდნენ. ორივეს, სიხარლისაგან სახე უბრწყინავდათ. ისეთი სითბოთი და სიყვარულით მიმიღეს, გული მეც გამითბა. ქალბატონი ნანა, გვერდით მეჯდა და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს, უნდოდა სულ ჩამხუტებოდა. ჩემი შიში, რომ შეიძლებოდა მათ არ მივეღე და არ მოვწონებოდი, ერთ წუთში გაქრა. არავის, ერთი ზედმეტი კითხვა არ დაუსვამს. მთელი ამ დროის განმავლობაში, პირველად ვიგრძენი თავი მშვიდად, თავისუფლად და ბედნიერად. თითქოს, ჩემს საკუთარ სახლში, ჩემს მშობლებთან აღმოვჩნდი. მათი, ძალიან მადლიერი ვიყავი. ერთადერთი, რაც ძალიან მაკვირვებდა დიმასა და მისი მშობლების დამოკიდებულება იყო. თითქმის არ ესაუბრებოდენ ერთმანთს, უფრო ბატონ გოგის სცემდა პასუხს. ეგ კი არა, მილოცვისთვის მადლობაც არ უთქვამს.– კი მაგრამ ეს ხომ, ის ოჯახია ვისი ფოტოს გამოც კინაღამ ჩამომახრჩო და ახლა რა ჭირთ? – გულში ვფიქრობდი და მიკვირდა რასაც ვხედავდი. -უკვე გვიანია, ალბათ ძალიან დაღლილები იქნებით. დასვენება თუ გინდათ, არ მოგერიდოთ. – თბილი ტონით გვითხრა გოგიმ. -შენ თუ გინდა ადი, მე ბიჭებს გავაცილებ და მალე მოვალ. -წამოდი, მე მიგაცილებ შვილო. – ოთახისკენ გამიძღვა ნანა. –თქვენი ნივთები უკვე ამოიტანეს. სხვა, რაც დაგჭირდება ხვალ იყიდე ან, თუ გინდა მე მოგიტან. -არა, არ შეწუხდებით! ყველაფერი მაქვს. -კარგი შვილო, ღამემშვიდობის ! – უკვე წასვლას აპირებდა, შემობრუნდა და მითხრა : – ამ ქვეყნად, დიმას ბედნიერებაზე მეტად არაფერი მინდა ! მინდა ორივეს, ძალიან ბედნიერს გხედავდეთ! – გავუღიმე და მის ცრემლიან თვალებს, თავი დავუქნიე. ოთახში შევედი და ცოტახანს კარებს ზურგით მივეყუდე. ხომ უნდა გამეაზრებინა ვის, საძინებელში ვის, საწოლზე მიწევდა დაძინება და თან ყველაზე მთავარი, ეს ოთახი მეპატრონესთან ერთად, რომ უნდა გამეყო. ძალიან დიდ საძინებელში რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ, ადგილს ვეძებდი, სად შეიძლებოდა დამატებითი საწოლის მოწყობა. ამ დროს კომფორტული დივან მომხვდა თვალში. პრობლემა რომ მოგვარდა, ამის მერე შევათვალიერე ოთახი, რომელიც მთლიანად პატრონს გავდა. ორი, მუქი და ღია ფერების თანხვედრა, როგორც დიმას პიროვნებაში აქაც, რაღაცნაირად გაუგებრად და თან მომხიბვლელად ერწყმოდნენ ერთმანეთს. ოთახში შემოსულს პირველ რიგში, თავლში დიდი თეთრი მდივანი გხვდებოდა, რომელი მუქი ლურჯი ფარდით დაფარულ ვერანდის, მთლიანად მინებიან კედელს ესაზღვრებოდა და წინ შავი მინის მაგდა ედგა. მთავარ კედელთანაც ასევე, დიდი თეთრი საწოლი იდგა. საწოლის თავზე მუქი ლურჯი შპალერი იყო გაკრული და აბსტრაქტული ნახატი ეკიდა. ასეთივე ნახატი სხვადასხვა ფერთა (ძირითადად მუქი ჭარბობდა) კომპოზიციით, რამდენიმე ჰქონდა ოთახში, რომლებიც ამჯერად კედლების თეთრ ფონს ამშვენებდნენ. ისეთი წესრიგის დაცვით იყო ყველაფერი დალაგებული, აღარ მინდოდა ჩემი ნივთებით სიმეტრია დამერღვია. მაგრამ რა მექნა, სადღაც ხომ უნდა დამელაგებინა. ვინაიდან მეც ძლიან მიყვარს წესრიგი, მოვახრეხე და ყველაფერს შესაფერისი ადგილი მივუჩინე. ამასობაში ოთახის მფლობელიც გამოჩნდა. – რატომ არ გძინავს, ვერ გაიგე ექიმმა რა გითხრა? -დავიძინებ. შენ გელოდებოდი. მინდოდა მეკითხა, რომელი სად დავწვებით. -მაგ კითხვისთვის კი ხარ ღირსი იატკზე დაიძინო ! -გასაგებია ! – ცოტახნის პაუზის შემდეგ, საწოლიდან დავუძახე: – დიმა, მგონი შენ ნაშვილები ხარ! -ამჯერად რა მოიგონე? – იმდენად კარგი მშობლები გყავს, მათი ბიოლოგიური შვილი შენნაირი ვერ იქნება! -შეიძლება ! ხვალ ვკითხავ აუცილებლად. დაიძინე ! -დარწმუნებული ხარ, რომ მად თეთრეულის გარეშე მოისვენებ? -აბა რა ვქნა, გავიდე და ვთხოვო ჩემი ცოლი საწოლში არ მაწვენს და დივანი გამიწყვეთთქო? -უი, მაგაზე არ მიფიქრია. ბალიშს მაინც მოგცემ. -ხო, ფიქრი გეზარება აშკარად ! -რას გულისხმობ?– ვკითხე და გაბრაზებულმა ბალიში ვესროლე . -არაფერს ისეთს, უბრალოთ ბევრ რამეს დაუფიქრებლად აკეთებ ხოლმე. – უდანაშაულოს ტონიტ მიპასუხა. -შენ ხომ ყველაფერზე ფიქრობ და მერე გეგმავ სამაგიეროთ. -სახლში მოსვლის პირველივე დღეს ნუ ვიჩხუბებთ გთხოვ ! კარგად გეჭირა თავი და გაუკვირდებათ შენგან. -ნუ დამცინი და ისე შენ დაიწყე ! -კარგი მე დავიწყე. დაიძინე ! გვიან ღამამდე ვფიქრობდი მათ ურთიერთობაზე. ეს ნამდვილად არ იყო ჩემი წარმოსახვის ნაწილი. აშკარა დისტანცია ჰქონდათ –არადა რა თბილი ქალბატონია. განა შეიძლება ასეთი თბილი ადამიანი ცუდი დედა იყოს? რას არ დავთმობდი ახლა დედის ნახვისა და მისი ჩახუტების შანსი, რომ მქონდეს. ამათ კი, ამდენი ხანი ერთმანეთი არ უნახავთ თანაც, შვილი ახლად დაქორწინებული დაბრუნდა და თითქოს, მილოცვაც კი მოერიდათ. არა აქ რაღაც ამბავია. იქნებ დიმაც იმიტომ არის ასეთი, ცხოვრებაში რაღაც დიდი ტკივილი გადაიტანა რომელიც წინ წასვლის საშვალებას არ აძლევს. უხეშია, ცივია მაგრამ არა ბოროტი.– ხომ არსებობს ტკივილი ან შიში, რომელიც ჩვენში ღრმად ბუდობს და შიგნიდან გვჭამს. არც სხვისთვის გამხელა არ შეგვიძლი (ან არ გვინდა) და არც დავიწყება. ის იმდენად შენია, რომ მასთან ერთად ცხოვრებას სწავლობ. უფრო სწორად, ის სწავლობს შენ ცხოვრებას. ყველა განცდას, ფიქრს. გრძნობას ეხება მერე ერგება და შენდა უნებურათ თავის ნებაზე ცვლის. მაგალითად: თუ გიღალატეს მერე, ნდობის გეშინია და ეჭვიანი ხდები. თუ შენს სიყვარულს ზურგი აქციეს მერე, შეყვარების გეშინია და გულცივი ხდები. თუ ავტოავარიაში მოყევი მერე, მგზავრობის შიში გაქვს და ავტომობილში აღარ ჯდები. თუ გადმოხტომისას ფეხი მოიტეხე მერე, გადმოხტომის გეშინია და სიმაღლეზე აღარ ადიხარ. ყველა ტკივილზე თვისებურად, იმუნიტეტს იმუშავებს ადამიანი, რომ მეორედ აღარ განიცადოს. მაგრამ არსებობს კიდევ ისეთი ტკივილი, რომელიც ჩვენს ერთ ან რამდენიმე ქმედებას კიარა, მთლიანად ჩვენს ცხოვრებას განკარგავს. ყველა ფეხის ნაბიჯზე, რომ გვაკონტროლებს და საზღვრებს გვიწესებს. ეს ყველაზე რთული მდგომარეობაა ადამიანისათვის. ათასი პროცენტით არის დარწმუნრბული, რომ ეს იმდენად მძიმე და გაუსაძლისია, ამას არ იმსახურებდა. უსამართლობისა და უსუსურობის განცდა , რომ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია უფრო რთულს ხდის ყველაფერს და შეიზლება გაბოროტდეს კიდეც ადამიანი. ეს, მას დაემართა. ეს, მასში ცხოვრობს. ვერც გაგდებას შეძლებს და თავადაც არსად წავა... მაგრამ იქნებ დგება ცხოვრებაში დღე, როდესაც ამ მტნჯველი გრძნობისგან ვთავისუფლდებით. იქნებ ადამიანებმა ვისწავლოთ, როგორ შევქმნათ ტკივილისა და შიშისგან ბედნიერება. ალბათ, ყველაზე რთული ბრძოლა იქნება, რაც კი შეიძლება ადამიანმა გადაიხადო, მაგრამ საკუთარ თავთან გამარჯვება ამად ნამდვილად ღირს... დილით ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს, არც მძინებია . ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მეზარებოდა ოთახიდან გასვლა და ჩემი როლის მორგება. უფლება რომ მქონოდა საერთოდა არ გავიდოდი. უფლება რა, არც არავინ მაძალებდა, მაგრამ რაღაცნაირად თავს მოვალედ ვთვლიდი. არ მინდოდა მათი წყენინება. თანაც, მერე დაიწყებოდა– ცუდად ხომ არ ხარ ? მერე, ცუდად ყოფნის ათასი ვერსია და კითხვები და ამიტომ სწრაფად წამოვხტი საწოლიდან. ჩემი ბატონი უკვე მზად იყო. -რაიყო, სიზმრიდან გამოგაგდეს? -საიდან მოიტანე ? -ისე წამოხტი საწოლიდან, სხვა რა უნდა მეფიქრა ?! -დილიდან აფრქვევ სიბრძნეებს. – შევბრუნდი და ჩუმად გავიღიმე. -ეხლა არ მითხრა დედამთილის შემეშინდა და იმიტომო ! რძლის მოვალეობები უნდა შეასრულო? – აშკარად ხუმრობის ხასიათზე იყო. – შენისთანა დესპოტი ქმრის თუარ მეშინია, დედაშენისნაირი საყვარელი ადამინის, როგორ უნდა შემეშნდეს? -ხოდა ეგ დესპოტი ქმარი გთხოვს, სწრაფად მოემზადო. საუზმის დრო გაქვს! -კარგი ! ისე ბრძანებას უფრო გავს! -ვაჰ ! ვატყობ, მეც სამკურნალო გავხდები ცოტახანში.– ჯიბეში ჩალაგებული ხელებით, კედელს მიყრდნობილი, ღიმილიანი სახით მიყურებდა . -შენ თავს დააბრალე ! წამლებს გაგინაწილებ, ბევრი მაქვს. -ვაბრალებ უკვე, ვაბრალებ ! მისაღებში დაგელოდები. – ერთი კარგად შემათვალიერა და გავიდა. ყველანი მე მელოდნენ. ჩემს დანახვაზე ბატონი გოგი ფეხზე წამოდგა და ღიმილით შემეგება. გულთბილად მივესალმე. ასეთივე გულთბილი მოსალმება და შუბლზე მზრუნველი კოცნაც დავიმსახურე მისგან. ბატონი გოგის მსგავს ბიზნესმენებზე , ანუ იმ ადამიანებზე, რომლებმაც აქტივები წლების წინ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში დააგროვეს, ცოტა ანტიპატიური განწყობა მქონდა. ჩემი მოსაზრება გამაჩნდა თუ, როგორი შავი გზებით მიაღწიეს წარმატებას და ამავე გზებით ახერხებენ მის შენარჩუნებას. რაც შეეხება მათ პიროვნებას ჩემი აზრით, ისინი აუცილებლათ უტაქტო, მედიდური და უხეშები უნდა ყოფილიყვნენ. მქონდა რამდენიმე ასეთ ინდივიდთან ურთიერთობის „ბედნიერება „ . თუმცა, ეს ადამიანი ჩემდამი დამოკიდებულებით, სრულიად ამსხვრევდა ჩემს გონებაში შექმნილ სტერეოტიპს. - მოდი შვილო ვისაუზმოთ და შემდეგ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, სადღაც მინდა წაგიყვანო. დიმა, თაკო შენ წამოიყვანე ! მე და ნანას მძღოლი წაგვიყვანს. – გაბრწყინებული სახით გვითხრა ბატონმა გოგიმ. - იტყვი სად მივდივართ? იქნებ არ გვინდა წამოსვლა. – ცოტა უხეშად მოუვიდა თქმა დიმას. ბედნიერი სახე უცებ მოეღუშა გოგის. გავბრაზდი, რომ აწყენინა და რადგან მის გვერდით ვიჯექი ისე მწარედ ვუჩქმიტე ტკივილისგან შეიშმუშნა. შემომხედა და ტუჩების მოძრაობით დამემუქრა – დამაცადე ! - რადგან თქვენ გვთხოვთ, დიდი სიამოვნებით წამოვალთ. – ვეცადე დიმას გაფუჭებული გამომესწორებინა და გამომივიდა კიდეც, სიხარული დავუბრუნე სახეზე. დიმას მშობლები ჩვენზე წინ წავიდნენ. მანქანის კარები გამოვაღე და ჩაჯდომას ვაპირებდი უცებ, რომ მომვარდა, კარები მიხურა და მასზე მიმაკრა. მერე ,ის ხელი დამიჭირა რომლითაც ვუჩქმიტე. -ჯობია ეს ლამაზი თითები, სხვა სასარგებლო საქმეებისთვის გამოიყენო. –ისე იქცეოდა ვინმეს, რომ დავენახეთ იფიქრებდა, ჩემ კოცნას აპირებდა. -გაიწიე, სირცხვილია ! ვინმე დაგვინახავს. – ძალიან ავფორიაქდი. -რაა სასირცხვილო, ჩემი ცოლი ხარ ! აბა, მარტო შენ გაქ უფლება, როცა გინდა შემეხო?! -კარგი, აღარ შეგეხები ოღონდ ახლა გაიწიე ! -ნწ... ჯერ არ დამისჯიხარ ! – დიმა, ახლა თუ ჩემ კოცნას აპირებ კივილით ავიღებ აქაურობას ! - კივილის საშვალებას არ მოგცემ ! – ნეტა იცოდეთ , როგორ ერთობოდა ჩემი შეშინებული სახის ყურებით. -ვაიმე, გიჟი ხარ ! გაიწიე ! – ვეცადე მომეშორებინა, მაგრამ რათქმაუნდა უშედეგოდ. -შენ მაგიჟებ ! იცოდე თუ კიდევ რამე მსგავს გამიკეთებ, არავის არ მოვერიდები და მაგ მარწყვებზე გაკოცებ ! -კარგი, კარგი ! გავიგე !... წარმოიდგინეთ რა დამემართებოდა ჩემი თუჩები მარწყვს, რომ შეადარა. კარი გაბრუებულმა გამოვაღე და ჩავჯექი. მანქანა სწრაფად დაძრა და მშობლებს დაეწია. ზოგჯერ გადმომხედავდა და ჩემი არეული სახის დანახვაზე გაიღიმებდა ხოლმე. მე კი, მისკენ გახედვას ვერ ვბედავდი. მძღოლმა, ძვირადღირებული მარკის, ავტომობილის ცენტრთან გადაუხვია. დიმაც მიყვა და ჩაილაპარაკა: – ოხ გოგი , როგორ ვერ მივხვდი ! – მე მაინ ვერფერს მივხვდი. გოგი და ნანა ცენტრის კართან იდგნენ და ჩვენ გველოდნენ. ჩემმა მეუღლემ ხელი ჩამკიდა და ისე წამიყვანა. იმ დღეს ძალიან მოსწონდა, რომ მაბრაზება. ვიფიქრე, ფრჩხილებს ჩავასობ და იქნებ გამიშვასთქო , მაგრამ უცებ გამახსენდა, რომ დამემაუქრა და შეშენებულმა, თითები მოვაშორე. ჩემი ფიქრი გამოიცნო. შემომხედა და სახის მიმიკით გადმომცა : –მიდი სცადე ! თუ გგონია, ვინმესი შემრცხვება და დანაპირებს არ შევასრულებ ძალიან ცდებიო ! – დარწმუნებული ვარ, როგორც იტყვიან ხოლმე „ჭკუა არ დაუშლიდა“ . დავაიგნორე და გაღიმებულმა, მის მშობლებს გავხედე. ბატონი გოგის ისეთი მოუსვენრობა ეტყობოდა ბავშვებს, რომ სჩვევიათ ხოლმე. ახლოს რომ მივედით დიმამ ჰკითხა : -რა ხდება მამა ? -შვილო, შეიძლება ამ საჩუქრის გაკეტება შენ გინდოდა მეუღლისთვის, მაგრამ რავქნათ ისეთი ბედნიერები ვართ გულმა არ მოგვითმინა. ჩვენს რძალს საუკეთესო ავტომობილი უნდა ვაჩუქოთ. – თან ამ დროს, მხარზე ხელი მომხვია და მიმიხუტა. უხერხულობისაგან დამალვა მომინდა. დიმას მუდარის თვალები გავხედე გთხოვ, გადააფიქრებინეთქო. -მამა, იქნებ მინდა ჩემი ცოლი, სულ მე ვატარო?! -ატარე შვილო, ვინ გიშლის. ორივე თქვენი იქნება და რომლითაც გაგეხარდებათ იარეთ. სულ, რომ ტყუილად დააყენოთ ეს მანქანა, მე მაინც ვუყიდი! შევიდეთ გველოდებიან ! -აზრი არ აქვს გოგისთვის წინააღმდეგობის გაწევას, როცა ასეთი მონდომებულია. თან არც იფიქრო, რომ რამე იაფიანს შეარჩევ. აქედან ბოლო მოდელით გახვალ. – ჩუმათ მითხრა დიმამ, როდესაც ნანა და გოგი დაწინაურდნენ. - მაგრამ მე, რომ არ მინდა ?! არ მიყვარს და ვერ ვუგებ ავტომობილებს. – ჩუმადვე ვუპასუხე. -ვიცი, მე გასწავლი ! ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად, მეყიდა ყველაზე იაფიანი მოდელი, ვერაფერს გავხდი. ჩემს საჩუქარში ისეთი ფასი გადაიხადეს, ოცნებასაც კი ვერ გავბედავდი. ჩემი ოჯახის მთელი ქონებაც არ ეყოფოდა. ასეთმა მზრუნველობამ გული ამიჩუყა. მადლობა არ ვიკმარე და აცრემლებული ორივეს ჩავეხუტე. ვხედავდი, ჩემი სიხარული მათ უფრო ახარებდათ. უკვე მიყვარდა ეს, არაჩვეულებრივი ადამიანები. ამ დღეს ბევრი, სხვა საჩუქარიც მივიღე. იმდენი რამ ვიყიდეთ, ერთი წლის მარაგს უდრიდა. შინ საკმაოდ გვიან დავბრუნდით. ვივახშმეთ, კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა ნანას და გოგის და საძინებელში ავედი. ისეთი სიმშვიდე მქონდა სხეულში გამჯდარი, ჩემდა უნებურად მეღიმებოდა. ასეთ მზრუნველობასა და სითბოს, მხოლოდ მშობლებისგან თუ იგრძნობს ვინმე. მიხაროდა იმ მძიმე დღეებისა და ყველაფრის მიუხედავად ეს ადამიანები, რომ მყავდნენ გვერდით.ჩემის მხრივ მეც, ისე უნდა მოვფრთხილებოდი მათ, როგოც საკუთარ მშობლებს... უფრო და უფრო მაკვირვებდა ასეთი კარგი ადამიანების მიმართ, დიმას დამოკიდებულება. ძალიან სერიოზული მიზეზი უნდა ყოფილიყო ამ ქცევის მიზეზი. მაგრამ რა? – გადავწყვიტე, ამ კითხვაზე პასუხი აუცილებლად უნდა მეპოვნა და მერე, იქნებ გამომესწოებია კიდეც. ამ ფიქრებში გართულს, ჩემი ბატონი დამადგა თავზე. ყურადღება არ მიმიქცევია, ჯერ კიდევ რაღაც აზრებს ვალაგებდი გონებაში. გვერდით მომიჯდა. ერთხანს უხმოდ იყო. მერე ჩემსკენ მობრუნდა და მითხრა: – მაშინებ ! – მოიცა, შენ ჩემი გეშინია? – პასუხის მოლოდინში, მეც მისკენ შევბრუნდი და დივანზე მოვკალათდი, ძალიან მაინტერესებდა რას მეტყოდდა. – დღეს სულ იღიმი და ზედმეტად მშვიდი ხარ ! -ჩვეულებრივ, ადამიანის განწყობა დამოკიდებულია მის გარშემო მყოფ ადამიანებზე და მის გარშემო არსებულ სიტოაციაზე. ასე რომ ჩემზედაც დღევანდელმა ამბებმა და შენმა ძალიან კარგმა მშობლებმა, დადებითად იმოქმედეს. მე ის ვერ გავიგე შენ რა გაშინებს ! -არაფერი, დაივიწყე! -მოკვდები კითხვაზე ცოტა ვრცლად, რომ მიპასუხო? -რომ გიპასუხო მაინც არ გაიგებ! გთხოვ, არ დაიწყო ახლა შენებურად! -კარგი ! – რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ ... – დიმა ! რაღაც ძალიან მაწუხებს და მინდა ვისაუბროთ. -გისმენ ! - მაინტერესებს... კარგი, დაივიწყე ისეთი არაფერი. -თუ გაწუხებს ესეიგი მნიშვნელოვანია შენთვის. მითხარი რა ხდება ! -არაფერი–მეთქი ! -თუ თქმას არ აპირებდი, რას დაიწყე? -ხოო? მეც სულ მაგას არ გეუბნები? ახლა შენ გამოცადე ეგ, როგორი გრძნობაა ! -ხუთი წლის ბავაშვივით იქცევი ხანდახან ! -არ ვიქცევი და ბავშვს ნუ მეძახი ! – გაბრაზებულმა ბალიში ვესროლე და ადგომა დავაპირე.წამში ჩემს წინ აღიმართა და ადგილზე დამაბრუნა. -მე, შენ რა გაგაფრთხილე ? მომიწევს შევასრულო. -შენ ხოარ გაგიჟდი? რა უნდა შეასრულო საერთოდ არ შეგხებივარ. - აბა ის ბალიში ციდან ჩამოვარდა? – ისეთი სერიოზული ტონით საუბრობდა თითქოს, ბალიში კიარა ტყვია ვესროლე. -ბალიში გესროლე, ხომ არ მიჩქმეტია ! -შენ გეგონია მარტო ჩქმეტა ვიგულისხმე? -ხო ! შენი ბრალია, წესიერად აგეხსნა ! -აზრი არ აქვს ახლა მიზეზების მოგონებას. სიტყვას ვერ გავტეხ, შენს თავლში ავტორიტეტი დამეკარგება. – იუმორიც რომ შავი აქვს. ისე საუბრობდა წარბიც არ შეხრია. -დიმა , სისულელეებს თავი დაანებე და გაიწიე ! გაიწიე თორე ვიკივლებ ! -მაინც ვერავინ გაბედავს შემოსვლას ! -კარგი, ამის შემდეგ გავითვალისწინებ. ახლა გაიწიე გთხოვ ! ძალიან გთხოვ ! - მაშინ შენი ნებით მომიწიე ლოყა . ჩემ თავთან და შენთანაც, მართალი რომ ვიყო. სხვა გამოსავალი არ დამიტოვა. ისე გააკეთა, რომ კოცნის უფლება ჩემგან მოიპოვა. გაპროტესტების უფლებაც წამართვა. გავბრაზდი მინდოდა სახეში გამერტყა, მეკბინა, დამეკაწრა, მაგრამ მერე უარესი მოხდებოდა. ლოყა მივუწიე და თვალები დავხუჭე. ის, ნელა წამოვიდა ჩემსკენ. ჩემმა გულმა რითმებს უმატა. ის იყო უნდა ეკოცნა უცებ გაიწია, ჩემი ხელი აიღო და მას აკოცა. იმდენად არ ველოდი, გაოცებულმა შევხედე. თავლი ჩამიკრა და ძილინებისა მისურვა. დაწოლას ძლივს მოვაბი თავი. არა და არ მომეკარა ძილი. რამდენჯერმე წაოჯდომა და კითხვის დასმა დავაპირე მაგრამ გავჩერდი რათქმაუნდა. ან რა უნდა მეკითხა. ძილი რატომ გამიტეხე და რატომ არ მაკოცეთქო? – რას იფიქრებდა ვინ იცის. რაც მისი მშობლების სახლში მოვედით, ჩვენი ურთიერთობა შედარებით დალაგდა. უფრო მშვიდები ვიყაით და ყველაფერზე აღარ ვეჩხუბებოდი. რამდენიმე კვირის განმავლობაში მხოლოდ საღამოს ვხედავდი. მამა–შვილი ადრე გადიოდნენ და გვიან ბრუნდებოდნენ. ადვილი მისახვედრი იყო, მათი ასეთი რეჟიმი სამსახურში მნიშვნელოვან საქმეს ეხებოდა. დიმაც გაცდენილის ანაზღაურებას ცდილობდა. სახლში ძირითადად მე, ნანა და ლელა ვრჩებოდით. ლელა თითქმის ოჯახის წევრი იყო. ყველანი დიდი პატივისცემით ვეპყრობოდით მას. რადგან საქმე არაფერი გვქონდა მე და ნანა ბევრს ვსაუბროდით და ძალიან დავახლოვდით. პირველ რიგში მთხოვა, მისთვის მხოლოდ სახელით მიმემართა. მოაზროვნე და განათლებული ქალბატონი აღმოჩნდა. ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა მისგან. ვსაუბრობდით ყველაფერზე. მისგან ვიგებდი ისეთ ინფორმაციას და ამბებს, რასაც დიმა არ მიყვებოდა და არც მომიყვებოდა ალბათ. გავიგე, რომ მას დის გარდა ჰყავდა ორი უფროსი ძმა, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობდნენ. ჩემს ოჯახზე მოვუყევი. მშობლებთან ზოგად და ამჟამინდელ ურთიერთობაზე. მთხოვა, უფლება მიმეცა ამ საკითხის მოგვარებაში დამხმარებოდა. უარი არ მითქვამს. მივხვდი, რომ შეძლებდა დედასთან საერთო ენის გამონახვას და არც შევმცდარვა. არ ვიცი რა უთხრა, მაგრამ დედამ, ნანასთან საუბრის შემდეგ დამირეკა. ისეთი მადლიერი ვიყავი, მივვარდი და მოვეხვიე. მეუღლესთან დაძაბულ და ცივ ურთიერთობას, ოჯახის სხვა წევრებთან გასხნილი და თბილი დამოკიდებულებით ვივსებდი. არ მერიდებოდა მათთან გრძნობებისა და ემოციების გამოხატვა. მათგანაც საპასუხოდ, იგივეს ვიღებდი. შეგნებულად ვაკვირდებოდი, რომ ნანა დიმაზე თითქმის არ საუბრობდა. ჩვენს ურთიერთობაზეც არაფერი უკითხავს. მაგალითად: როგორ გავიცანით ერთმანეთი, რამდენი ხანი ვხვდებოდით, ახლა როგორ ვარ, ან რავიცი... ბევრი კთხვა შეიძლება გაუჩნდეს დედას, მაგრამ მას არცერთი არ უკითხავს. დარწმუნებული ვიყავი ძალიან აინტერესებდა, მაგრამ როგორც მივხვდი ის, ზოგადად დიმაზე საუბარს გაურბოდა. ერთ კვირა დღეს, როდესაც ლელა თავის ოჯახთან წავიდა, (კვირას, ყოველთვის მიდიოდა) სახლში სრულიად მარტო დავრჩით. ვინაიდან მასთან ძალიან გახსნილი და მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, გავბედე მათ ურთიერთობაზე წამოვიწყე საუბარი. -ნანა, რაღაც ძალიან მაინტერესებს და არ შემიძლია არ გკითხო, მაგრამ ისიც არ მინდა შენს პირადში ზედმეტად ჩავერიო და გაწყენინო. -არ მეწყინება შვილო, შენც ოჯახის წევრი ხარ უკვე. გისმენ ! -ძალიან მაკვირვებს და მიუღებელია ჩემთვის, დიმას დამოკიდებულება შენი და გოგის მიმართ. წარმოუდგენელია ასეთ მშობლებს, შვილი ასე ცივად ექცეოდეს. – ვერ ვუთხარი, რომ ასევე გაკვირვებული ვიყავი მისი, შვილისადმი დამოკიდებულებით. თითქოს ელოდა ამ კითხვას. -სამწუხაროდ, ვიმსახურებ ! – მიპასუხა და მოულოდნელობისაგან გამაშეშა. – ოცი წელია დედას არ მეძახის. წარმოუდგენლად მტკივნეულია ეს ჩემთვის. – მის თბილ თვალებში ცრემლის გუბეები ჩადგა. – შენ მართლა არაფერი იცი? -არა ! ხომ იცი შენს შვილს ბევრი საუბარი არ უყვარს. არ მინდოდა შენი ჭრილობები გამეხსნა, ბოდიშს გიხდი ! -ჩემი ჭრილობები არც არასდროს შეხორცებულა. ზოგჯერ კარგია სისხლისდენა ტკივილის ამსუბუქებს . ასე რომ საბოდიშო არაფერი გაქვს შვილო. ოდესღაც ხომ უნდა გაიგო და მირჩევნია თავად მოგიყვე. -არ ხარ ვალდებული, მითუმეტეს ასე განიცდი. თუ გინდა სხვა დროს გადავდოთ. -ახლა მირჩევნია. ამაზე ოცი წელია არავისთან მისაუბრია და იქნებ, ცოტა მომეშავს კიდეც. - სმენად გადავიქეცი. მივხვდი, რომ ძალიან სერიოზულ მიზეზს მეტყოდა. –მე და გოგიმ ერთმანეთი რუსეთში გავიცანით. მაშინ ორივე იქ ვცხოვრობდით. მე ჩემს ოჯახთან ერთად. გოგის კი მის მეგობარ, ზურაბ აბულაძესთან ერთად ბიზნესი ჰქონდა იქ. თანაც, ძალიან ცნობილი ბიზნესმენის, ვასილ ვოლტავსკის სიძე იყო. ეს მოგვიანებით გავიგე. მე ისე გამეცნო როგორც უცოლო მამაკაცი. პრაქტიკულად ასეც იყო, ჩვენი გაცნობიდან ორ თვეში გაშორდა მეუღლეს, რომელთანაც წლების მანძილზე თითქმის, ფიქტიური ურთიერთობა ქონდა. ვოლტავსკის ერდადერთი ქალიშვილი ყავდა . ყველამ იცოდა, რომ ძალიან თავნება და ჭირვეული იყო. გოგის ბიზნეს მაშინ აწყობდა და სიმამრის დაჟინებით, მასზე გარიგებით დაქორწინდა. დიდი ხანი ითმენდა ცოლის ქცევებს, მაგრამ ბოლოს ვეღარ გაუძლო. ამ ქორწინებიდან ორი, არაჩვეულებრი ვაჟი ჰყავს. განქორწინების მერე, შვილები რათქმაუნდა დედასთან დატოვა. ამ ისტორიის შესახებ, რომ შევიტვე მასზე უკვე უგონოდ შეყვარებული ვიყავი. ყველაფერი ჰქონდა საიმისოდ, რომ ერთი ნახვით შეყვარებოდა ქალს. დიმა ძალიან გავს მამას. რათქმაუნდა დავშორდი, მაგრამ არ მომეშვა. ყველაფერი გააკეთა მისი სიყვარული, რომ დამეჯერებინა. მთელი ჩემი ოჯახი დაარწმუნა თავის სიმართლეში და გადაიბირა. მეც დიდხანს ვეღარ გავუძელი, მალე დავქორწინდით და საქართველოში წამოვედით. გოგის კარგი ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა და აქ ახალი საქმე წამოვიწყეთ. ახლა კი საქართველოს გარდა, რამდენიმე ქვეყანაში გვაქ ბიზნესი. ძალიან ბედნიერები ვიყავით. დიმა რომ შეგვეძინა სიხარულით ღრუბლებზე დავდიოდით. რამდენიმე წელში ანაც შემოგვემატა... ჩემი უბედურება მაშინ დაიწყო, როდესაც გოგის ყოფილი სიმამრი გარდაიცვალა. ქონებას მას დაუტოვა, ვიდრე შვილიშილები სრულწლოვანებას მიაღწევდნენ. ამის შემდეგ ხშირად უხდებოდა გამგზავრება და იქ დარჩენა. მანამდეც დადიოდა შვილების სანახავად, მაგრამ ახლა ფაქტიურად იქ უწევდა ცხოვრება. ჩვენს შორის სიცივე და დისტანცია გაჩნდა. თითქოს, სიყვარულიც გაქრა. სულ დაღლილი იყო და არასდროს არ ეცალა ჩვენთვის. სხვა გზა არ მქონდა, ვუგებდი და ვუძლებდი ამ ყველაფერს. იმდენად მიყვარდა და იმდენად ვიყავი დარწმუნებული მასში ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს მდგომარეობა საქმეების კიარა ღალატის გამო ყალიბდებოდა ჩვენს შორის. თვალი ჩემმა მეგობარმა ამიხილა, რომელიც იმ დროს რუსეთში ცხოვრობდა და ხშირად ხედავდა გოგის სხვადასხვა ქალებთან ერთად. მერე გავიგე, რომ აქაც ბევრი საყვარელი ყავდა. ნელ–ნელა მანადგურებდა ეს ამბები. ხშირად ვჩხუბობდით. ოჯახის დანგრევაც მონდოდა, მაგრამ შვილების გამო გავჩერდი. ძალაინ უყვარდათ მამა და არ მინდოდა, მათთვის ასეთი ტკივილი მიმეყენებინა. მამას ვერ წავართმევდი.ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთს დაემსგავსა. განსაკუთრებული დარტყმა მაშინ მივიღე, როდესაც მისი ყოფილ ცოლთან ღალატის ამბავი შევიტყე. ეს ისეთი მტკივნეული იყო მეგონა ვერასდროს გადავიტანდი. ვეღარ გავუძელი და თავის მ***** ვცადე. ძლივს გადამარჩინეს. ჩემმა მშობლებმა თავისთან, რუსეთში წამიყვანეს. იმ დროს, იმდენად ცუდად ვიყავი და იმდენად დაკარგული მქონდა განსჯის უნარი, ვერ მივხვდი რამხელა ტკივილი მივაყენე დიმას, რომელიც აქ უჩემოდ დავტოვე და მხოლოდ ანა წავიყვანე. ეს გადაწყვეტილება ანას ასაკის გამო მივიღე, უჩემოდ არ გაჩერდებოდა. დიმა კი უფროსი და პიროვნული თვისებებით გაცილებით ძლიერი იყო. ვიფიქრე, რომ ცოტახანს ჩემს გარეშე ყოფნას გაუძლებდა და მეც მალე დავბრუნდებოდი. . ორი თვე დამჭირდა გამოსაჯანმრთელებლად. ამ ხნის განმავლობაში ტელეფონზე არ მესაუბრებოდა, მისი მონატრებით ვკვდებოდი. როგორც კი დავრწმუნდი რომ მგზავრობას შევძლებდი მის წასაყვანად ჩამოვედი. აეროპორტიდან გახარებული მოვდიოდი იმ იმედით, რომ შვილს გულში ჩავიკრავდი და ათას ბოდიშს მოვუხდიდი ამ ორი თვის გამო. დაბრუნებულს იმედი წყალში ჩამეყარა. ჩემს წინ ათი წლის ბიჭი კი არა, ორ თვეში გაზრდილი და შეცვლილი ადამიანი დამხვდა. ნაბიჯი არ გადმოუდგამს ჩემსკენ. არ მიმიკარა და მომახალა, მე დედა ორი თვის წინ მომიკვდაო. განადგურებული და ნახევრად მკვდარი დავბრუნდი ჩემს მშობლებთან. მას შემდეგ, კიდევ ბევრი მცდელობა მქონდა მაგრამ უშედეგო. მამამისმაც აუხსნა, რომ თავად იყო ამ ყველაფერში დამნაშავე, მაგრამ არავის უსმენდა. სამი წელი დიმას გარეშე გავატარე. ერთ დრეს გოგი მოვიდა ჩვენთან და პატიება დაჩოქილმა მთხოვა– აღარ შემიძლია თქვენს გარეშე ცხოვრება ძალიან მენატრებით, დიმაც ძალიან შეიცვალა ვეღარ ვიმორჩილებ, ცუდ ბიჭებთან მეგობრობს და იქნებ ერთად რამე გამოგვივიდესო. დავთანხმდი და უკან დავბრუნდი. რათქმაუნდა შვილის გამო, მაგრამ ისიც უნდა ვაღიარო, რომ გოგი ისევ მიყვარდა. რამდენიმე დღე სახლში არ მოსულა. იცოდა ჩვენც, რომ მოვყვებოდით მამამისს. . როგორც იქნა დაბრუნდა, ჩემთვის არც კი შემოუხედავს, მხოლოდ ანასს მივვარდა და გულში ჩაიხუტა. მას შემდეგ ასე მოვდივართ. მე მას ბავშვობა, დედა, ანა და ოჯახი წავართვი . არასდროს მაპატიებს, ამ აზრს უკვე შევეგუე. ჩემთვის მისი ყურებაც საკმარისია. მთავარია ჯანმრთელს და ბედნიერს ვხედავდე. – მოყოლა დაასრულა და ისე ღრმად ამოისუნთქა, თითოს მთელი ამ ხნის ნაგროვები დარი და ტკივილი ამოაყოლა. ცხადზე ცხადი გახდა დიმას ტკივილი ჩემთვის. მოსმენილით განადგურებული ვიყავი. ამ ისტორიის ყველა გმირი მეცოდებოდა. ძლივს აზრებს თავი მოვუყარე და ნანას დამშვიდება ვცადე. -ხო მაგრამ მხოლოდ თქვენ არ ხართ ამ ამბავში დამნაშავე და მე თუ მკითხავთ დამნაშავე საერთოდ არ ხართ . -ვარ შვილო, ვარ ! დედამ პირველ რიგში შვილებზე უნდა იფიქროს, საკუთარი სიცოცხლეც კი არაფერია შვილებთან შედარებით. -მაგაში გეთანხმებით, მაგრამ იმ წუთას თქვენ ხომ საღი გონებით ვერ მოქმედებდით. -ათი წლის ბავსვისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მითუმეტეს მე ვიცნობდი ჩემს შვილს. -ახლა ხომ ოცდაათი წლის არი ! მაგრამ მას არც საუბარი უყავრს და არც მოსმენა, ეს არის მისი ყველაზე დიდი პრობლემა. – ჩემთვის ჩავილაპარაკე.– აუცილებლად ვიპოვი ამ მდგომარეობიდან გამოსავალს, გპირდები ! ახლა თუ გინდა ოთახში შედი და დაისვენე. -მადლობა ! შენ არ იცი რამხელა შვება ვიგრძენი, პირველია ადამიანი ხარ ვისაც ეს ისტორია ჩემი პირით მოვუყევი. -პირიქით, მადლობა ნდობისთვის ! გამიჭირდა მოსმენილის გააზრება. მაგრამ ის ნამდვილად გავიაზრე თუ, რატომ ჰქონდა დიმას ასეთი ხასიათი . მასში ათი წლის ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ აცადეს, ოცდაათი წლის ზრდასრულ ადამიანთან ერთად ცხოვრობდა. შეიძლება ნანა მართლაც არ იყო დამნაშავე ამ ისტორიაში, მაგრამ მისთვის ფაქტი ერთი იყო– ის დედამ დატოვა. წავიდა და თან გაიყოლა, მისი სიყვარული, სითბო და გული. მე იმ წუთას, მასავით მესმოდა და მტკიოდა.. კარგახანს ვიჯექი და ვდარდობდი ამ ისტორიის ყველა გმირზე. ყველა თავის მხრივ იტანჯებოდა შეცდომების გამო. გოგიც მეცოდებოდა, ალბათ ყველაზე მეტად დამნაშავედ თავს ის გრძნობდა. მოკლეთ იმდენი ვიტირე თვალები სულ დამისივდა. ფეხის ხმა გავიგონე, დივნიდან სასწრფოდ წამოვვარდი და დავწექი. აუცილებლად შეამჩნევდა ჩემს თვალებს და კითხვებს დამაყრიდა. მე კი მასტან ამაზე სასაუბროდ მზად არ ვიყავი, ნამდვილად არა მეყოფოდა ემოცია მისი ვერსიის მოსასმენად.დაწოლილი რომ დავხვდი ახლოს მოვიდა და საწოლზე ჩამოჯდა. ძალიან კი ვითმინე, მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე, წამოვხტი და ჩავეხუტე. დამაცადა სანამ მე სლუკუნს მოვრჩებოდი და რომ დავწყნარდი ისევ ჩახუტებულმა მკითხა : -მეტყვი რა გჭირს? -არაფერი... მე მართლა არაფერი ! -აბა მე მჭირს და არ ვიცი? -აუ არაფერითქო, ისე ჩაგეხუტე. რაიყო არ შეიძლება? – ძალიან არ მინდოდა პასუხის გაცემა. -ჩახუტებაზე არ არის პრობლემა, მაგრამ ტირილზე არაფერს პასუხად ვერ მივიღებ. მიდი მოყევი ! -ნანასთან ვისაუბრე. – არ მომეშვებოდა და ვუპასუხე. მთელი სხეული დაეძაბა. – მერე რა გატირებს? -არ იყო ადვილი მოსასმენი. -ამ ბოლოს ძალიან მტირალა გახდი. -მაგაში მართლა გეთანხმები, ნერვების და ემოციების გაკონტროლება აღარ გამომდის. -ახლა რა ვქნათ, წამოვწვე და შენ, თერაპიას ჩამიტარებ ჩემი ბავშვობის ტრამვების სამკურნალოდ? -რა ვქნათ და დავიძინოთ. ახლა არცერთი არ ვართ მაგ თემაზე სასაუბროთ მზად. -საერთოდ თუ არ ვისაუბრებთ უკეთესია. ღამემშვიდობის ! – ძალიან მინდოდა მასთან ჩახუტებულს დამეძინა მაგრამ ხომ არ ვეტყოდი. დილით ისე წავიდა არ ვუნახივარ. მთელი დღე მოუთმენლად ველოდი მის დაბრუნებას. ვიცოდი, ნებით თუ ძალით მაინც მოუწევდა ჩემი მოსმენა და იქნებ რაიმე შედეგიც გამოეღო. საღამოს გვიან, ნასვამი დაბრუნდა. რათქმაუნდა მასთან საუბარი შეუძლებელი იყო. ასე განმეორდა მეორე, მესამე, მეოთხე... დღე. ბოლოს შეტყობინება გავუგზავნე „ რომც გალოთდე მაგ თემაზე მაინც მოგვიწევს საუბარითქო“. – იმ საღამოსაც ძალიან დააგვიანა. ოთახში ვიჯექი და ველოდი. უგონოდ მთვრალიც, რომ მოსულიყო მაინც მოუწევდა ჩემი მოსმენა. ტელეფონმა გაიწკრიალა. სოციალურ ქსელში „კეთილისმსურველმა“ ანონიმურად ფოტო გამომიგზავნა სადაც დიმა, ვიღაც გოგონებთან ერთად ერთობოდა ბარში... სახლში ღამის ორ საათზე დაბრუნდა. მე, ისევ ვიჯექი და ველოდი. – რატომ არ გძინავს? -შენ ნასვამი რატომ არ ხარ. ან სად იყავი ამდენხანს? -როდის აქეთ გაინტერესებს შენ ეგ ამბები ? -როდის და... კარგი მართალი ხარ ! ჯობია დავიძინო. – დამიჭირა და თავისკენ მიმაბრუნა. -მეტყვი, რა პრობლემა გაქვს? -არანაირი პრობლემა აღარ მაქვს შენთან ! -აღარ ... ანუ აქამდე გქონდა? -დიმა დამანებებ ახლა თავს? -ვერა, სანამ არ მეტყვი რა გჭირს ! -არაფერი არ მჭირს, მაგრამ თუ საუბრის ხასიათზე ხარ, შეგიძლია მომიყვე დრეს როგორ და სად გაერთე ! -ახლა გასაგებია. მაგრამ ვერც იმას გეტყვი, სად და ვერც იმას, როგორ ! - რატომ? – შენი საქმე არ არის ! შენ არ იყავი ის გოგო, ჩემი პირადი ცხოვრება, რომ არ აინტერესებდა? რა შეიცვალა? -ანუ პირადია. კარგი ! -რა შეიცვალა– მეთქი? – დამარცვლით გამიმეორა. -არაფერი შეცვლილა ! დაიძინე, ცოტას დაისვენებ დაღლილი იქნები ! -იცოდე მოთმინებას ნუ მაკარგვინებ ! -ისე მეც მაქვს მოთმინება და მეც შეიძლება დავკარგო. ამაზეც იფიქრე ხოლმე ! -ხოდა დაკარგე ეგ მოთმინება, მითხარი რისი თქმაც გინდა ! არ დაიღალე სულ ამ თავშეკავებით? -დავიღალე, ძალიან დავიღალე ! – თავლები ამიწყლიანდა. – ადამიანურად ცხოვრება მომენატრა სადაც მე, მე ვარ და არავის წინაშე არ მიწევს თამაში. დავიღალე შენი სიცივით და იგნორით. დავიღალე ჩემს კითხვებს „შენი საქმე არ არის“ რომ პასუხობ. იმის ნაცვლად, რომ ამ ტვირთის ტარებაში დამეხმარო, კლუბებში გასართობად დადიხარ. მე კი სულ სახლში ვზივარ. რისთვის ვითმენ ამ ყველაფერს მითხარი?! თუ მეტყვი, რას ვაკეთებ შენს გვერით იქნებ კიდევ მეყოს ძალა, თორემ თავი შენი ცხოვრების პატიმარი მგონია და ვეღარ გავუძლებ... – კიდევ ბევრი რამის ტაქმა მინდოდა, მაგრამ ხმა ამიკანკალდა და გავჩუმდი. -რადგან ჩემს გვედით ხარ, ესეიგი ასე ვთვლი საჭიროდ. -ახლა მართლა გავგიჟდები. მძულს შენი სიტყვაძუნწობა ! -რომ აგიხსნა არ გაიგებ და არც მიიღებ. – თავისთან კიდევ უფრო ახლოს მიმიყვანა – ყოველშემთხვევაში მეცოდინება მაინც ... რამდენიმე წამი მიყურებდა. მერე გვერდით გაიხედა და ღრმათ ამოისუნთქა. მობრუნდა, ჩემი სახე ხელებში მოითავსა და მითხრა: – შენი დანახვის პირველივე წამიდან გადავწყვიტე, რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა ჩემს გვერით იქნებოდი ! – კითხვის დასმა დავაპირე , მაგრამ პირის გაღება არც მაცადა ისე ძლიერად დამაცხრა ტუჩებზე. ვერასდროს ავღწერ იმ მომენტს ისე, რომ ჩემი განცდები ზუსტად გადმოვცე. ის იყო, ჩემი პირველი კოცნა. მთელი სხეული გამიცხელდა და ამითრთოლდა. წინააღმდეგობის გაწევა ვცადე, ამ დროს ჩემი წელი დაიჭირა და უფრო ვნებამორეულმა მაკოცა. სხეულზე ვეკვროდი და საოცარი, სასიამოვნო განცდები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს ჩემში. როგორც იქნა შევძელი, დავიხსენი თავი მისი მკლავებიდა. ვიდრე, ჩემი მოქნეული ხელი სახეში მოხვდებოდა მნამდე დაიჭირა. -თუ შემეხები გამეორება მომიწევს ! -როგორ გაბედე ! -ხომ გითხარი, ვერ გაიგებთქო ! -რა უნდა გავიგო? მაგ ტუჩებით სხვას, რომ ეხებოდი და ახლა მე მკოცნი ეგ უნდა გავიგო? – ის ფოტო არ ამომდიოდა გონებიდან. -ეგ საიდან მოიტანე? ან ამის შემდეგ მხოლოდ მაგ აზრი მოგივიდა თავში? -აბა სხვა რა უნდა მეფიქრა? -რატომ აფუჭებ ყველა კარგ მომენტს? ! - შენ, რატომ მპარავ ყველაფერს პირველს ? -ბოდიში მოგიხადო? – ბედნიერი ღიმილი მოედო სახეზე. - ხოო მომიხადე... მომიხადე ! – მივვარდი და ერთი–ორი მუჭიც ჩავცხე.– დრეს სხვას, რომ კოცნიდი მაგის შემგედ ზუსტადაც, რომ უნდა მომიხადო ! - ახლა ჯობია წავიდე თორემ არ ვიცი რა მოხდება . ნამდვილად მოახერხებ ჩემს გაგიჟებას ! -წადი, ისვ მათთან გაიქეცი! ვერ გიტან ! -მართლა ჭკუიდან შემშლი ! გაცოფებულმა ბალიშები დავუშინე. ამ უკანასკნელს ხშირად ვსვროდი ხოლმე, რადგან ხმაურს არ იწვევდა მე კი, ბრაზის ჩახშობაში მეხმარებოდა. მერე მოწყვეტით დავჯექი და დავფიქრდი, რაც მოხდა იმაზე. როგორც კი გონებაში ის წამი დავაბრუნე ის, სასიამოვნო განცდებიც თან მოჰყვა. ისევ ვგრძნობდი მის გემოს.აქამდე არ კვიცოდი, ადამიანს გემო თუ ჰქონდა. ვერ გამეგო ვბრაზობდი, მწყინდა თუ მიხაროდა. მაგრამ ფაქტი ერთი იყო, იმ წამამდე არასდროს განმიცდია მსგავსი სასიამოვნო გრძნობა... ყველა წუთი, ყველა ნათქვამი სიტვა გამახსენდა – ხომ გითხარი ვერ გაიგებ–მეთქი! .– იქნებ არ მინდოდა, რომ გამეგო... იქნებ არ მინდოდა იმ აზრის დაჯერება რასაც ვფიქრობდი... იქნებ მეშინოდა მისი პასუხის და ჩემი გრძნობების...– ნანასგან გავიგე, რომ ის ღამე საგურამოს სახლში დარჩენილა. ლალიკოსთან უსაუბრია და მას უთქვამს. თუმცა, არ უკითხავს მიზეზი, რატომ არ ვიყავი მე მის გვერდით.ყოველთვის მორიდებით ეპყრობოდა სხვის პირად საკითხებს. ალბათ საკუთარი გამოცდილების გამო.. რადგან კვირა იყო და ლელა არ გვყავდა ვახშმის მომზადება მე და ნანამ გადავწყვიტეთ. სხვა დღეებშიც აქტიურად ვიყავით ჩართული საოჯახო საქმეეში და კერძების მომზადებაში. მე, თავისთვად საქმე არაფერი მქონდა და როგორღაც ხომ უნდა გამეყვანა დრო. ნანა კი ჩემს გამო არ დადიოდა სამსახურში და მნიშვნელოვან საკითხებს სახლიდან აგვარებდა. ის, საქველმოქმედო ფონდიში მუშაობდა, რომლის დამფუძნებელი და დირექტორი თავად იყო. ფონდის ძირითადი ბენეფიციარები, მარტოხელა დედები და მძიმე სენით დაავადებულ ბავშვები იყვნენ. ძალიან უყვარდა თავისის საქმე და აბენიერებდა თითეული გადარჩენილი სიცოცხლე. უნდა გენახათ, როგორი შეუპოვარი იყო, როდესაც ვინმეს მისი დახმარება სჭირდებოდა. ოჯახიდანაც სოლიდურ თანხებს რიცხავდა ფონდში. მისგან ბევრი კარგი რამ ვისწავლე. ვახშმის მზდების დროს შვილებზე მესაუბრა. ახლა უფრო თამამად ახსენებდა ჩემთან დიმას და მის თვისებებს, რომლებსაც ასე საგულდაგულოდ მალავდა. ნანასგან უფრო მეტს ვიგებდი დიმაზე, ვიდრე თავად მისგან. –დიმა თვრამეტი წლის იყო ამერიკაში, რომ წავიდა სასწავლებლად. დღემდე მგონია, რომ მე გამექცა – სახე დაუდარდიანდა. – წინაზეც რომ ვახსენე გოგის მეგობარი, ზურაბ აბულაზე მის შვილთან ერთად. – ახლა დავფიქრდი, რომ ძალიან მეცნობოდა ამ კაცის სახელი. თანაც ნიკა, გვარად აბულაძე იყო. – რვა წელი იცხოვრეს იქ. სამწუხაროდ, ოთხი წლის წინ ზურაბი გარდაიცვალა და დაბრუნებამ მოუწიათ. მერე გოგიმ უკან აღარ გაუშვა და ბიზნესში ძალით ჩართო. მას იურისტის , საერთაშორისო სამართლის სპეციალისტისა და ლიდერთა სკოლის დიპლომი აქვს და ამ განათლების მქონეს გოგი, როგორ შეელეოდა. თან, უნდოდა თავის გვერდით ყოლოდა. ახლა კომპანიაში თითქმის ყველაფერს დიმა ხელმძღვანელობს. ნანას დასანახად რათქმაუნდა არ შევიმჩნიე თუ რამდენად გაკვირვებული ვიყავი მოსმენილით. ჩემი მეუღლე თურმე, ესოდენ განათლებულია და ჩემს თვალში კი „ქუჩის ბიჭის“ შთაბეჭდილებას ტოვებს. თანაც კოლეგები ვყოფილვართ. კანონის დამცველია და ამ დროს, დანაშაულს თავად სჩადის. ამ მბით გაოცებული ვიყავი, მაგრამ მთავარი გაოცება მაინც ზურაბისა და ნიკას საეჭვო საკითხი იყო. ტვინში საშინელი ფორიაქი მეწყებოდა, რომ ვფიქრობდი მათ შორის რაიმე კავშირი შეიძლება ყოფილიყო. ნანასთვის, ზურაბის შვილის სახელი არ მიკითხავს. შემეშინდა, რომ იმას მოვისმენდი რისი მოსმენაც არ მინდოდა. ამ შემთხვევაში მთელი ჩემი ბოლოდროინდელი ცხოვრება კიდევ უფორ ჩაიხლართებოდა. ლაბირინთში ვიწყებდი სიარულს და ამ ლაბირინთის შემოქმედი დიმა იყო. რაღაცას საგულდაგულოდ მიმალავდა. მტკიცებულების მოპოვებამდე გაჩუმება გადავწყვიტე. -ამ სახლში, სინათლე და ბედნიერება შემოიტნე ჩემო გოგონა, რაც შენ გამოჩნდი წარმატებებს ვეღარ ვითვლი. – მისაღებში გოგის ომახიანი და თბილი ხმა გაისმა. უკან დიმა შემოყვა. -გეთანხმები გოგი ! ყოველი დღე მიხარია, ერთი სული მაქვს დილით, როდის ჩამოირბენს კიბეებს და ყველაფერს გაანათებს. -ხოდა ჩემო ნანა, უკვე დროა ამ კარგი შვილის გამზრდელი მშობლები გავიცნოთ. დაგვიგვიანდა კიდეც. ამ საქმეს შენ გაბარებ. უბრალოთ მითხარი რა იქნება საჭირო -ძალიან გთხოვთ ასე ნუ საუბრობთ, მერიდება! არაფერს ისეთს არ ვაკეთებ, უბრალოდ ისეთი კარგები ხართ, სხვანაირად არც შემიძლია. –სად დავმალულიყავი არ ვიცოდი. -ჩვენც მაგას ვამბობთ სხვანაირად, რომ არ შეგიძლია. -სუფრას გავშლი და ივახშმეთ.– სიყვარულით მიმართა მეუღლემ. -უკვე ვივახშმეთ. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი კონტრაქტი გავაფორმეთ და თან ავღნიშნეთ. წამოდი დავისვენოთ, ბავშვები მარტო დავტოვოთ. ისედაც, სულ წავართვი ქმარი ეს ბოლო დღეებია. – ჯერ ჩევნ გადმოგვხედა ღიმილით მერე კი, ნანას მხრებზე თბილად მოეხვია და წაიყვანა. -რაიყო, რა სახე გაქვს ხოარ ეჭვიანობ? – მართლა ისეთი სახით მიყურებდა, რომ არ მეკითხა არ შემეძლო. -არა, უფრო მიკვირს ! -რა გიკვირს ? -როგორც წესი გოგი, ემოციებს არ გამოხატავს, მაგრამ შენთან სხვანაირია . როგორ ახერხებ? -არ ვიცი ! სულაც არ მგონია უემოციო. თან ყველა შენნაირი ყინული ხოარ იქნება, ვერაფრით, რომ ვერ გაგალღვე. პასუხის ნაცვლად, ხელი მომკიდა და ოთახისკენ ძალით წამიყვანა. ცოტა არ იყოს შემეშინდა და წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ ხელში აყვანა რომ დამიპირა მერე კი გავყევი ნებით. დამსვა და ჩემს წინ მაგიდაზე ჩამოჯდა. კარგახანს ხმა რომ არღარ ამოიღო, გვერდით შევბრუნდი და ტელეფოში ჩავაჩერდი. -ვისაუბროთ ! -რაზე? – ტელეფონი დავდე და გაკვირვებული თავლები შევანათე. ამ ინიციატივას მისგან ნამდვილად არ ველოდი. -რავიცი რაზეც გინდა, რაც გაინტერესებს. -ვაიმე დიმა ხომ კარგად ხარ, სიცხე ხომ არ გაქვს? – გადასამოწმებლად შუბლზე ხელი -დავადე. რათქმაუნდა დავცინე. -არ გინდა ახლა ეგ სარკაზმი ! შენ თუ გინდა ვისაუბროთ. -წუხელ მთელი ღამე გადიოდი ფსიქოლოგთან კონსულტაციას? – მართლა ვერ ვიჯერებდი. -შენი ქმედებების და მითუმეტეს, გუშინდელი შენი საქციელის შემდეგ ფსიქოლოგი ნამდვილად არ მაწყენდა. -დიმა გუშინდელზე არ ვისაუბროთ ოღონდ კარგი? ნუ მახსენებ ! – ისევ გამიცხელდა სხეული და ჟრუანტელმა დამიარა. -კარგი, მაგრამ ჯერ მთხოვ ღარაცეების ახსნას და როცა გიხსნი არ გესმის თუ, არ გინდა რომ გაიგო, ვერ ვხვდები. -არ ვარ მზად შენთან ამაზე სასაუბროდ. გთხოვ არ დამაძალო, თორემ მერე შეიძლება ისევ რაღაც სისულელე გავაკეთო. -სისულელეები კარგად გამოგდის. – გაეცინა და თმები ნაზად ამიჩეჩა. – კარგი,მაშინ დაგელოდები. ახლა თუ გინდა სხვა რამეზე ვისაუბროთ. -მართლა შეგიძლია ყველაფერე ვრცლად მიპასუხო? -შევეცდები. ცოტას შენც დამეხმარები და ძალით მათქმევინებ , როგორც იცი ხოლმე.– ორივეს გაგვეცინა. -ხომ იცი ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს და რაზე საუბარსაც ასე მონდომებით გაურბიხარ. – ნანაზე ვიგულისხმე, მაგრამ იმ წუთას ნიკას თემა უფრო მაინტერესებდა. თუმცა თავის შეკავება ვამჯობინე, რადგან მის ხსენებაზე განსაკუთრებით აგრესიული ხდებოდა. არ მინდოდა ამ მომენტის გაფუჭება. -ეგ, რომ გამოვტოვოთ არა? -დიმააა ! -კარგი !.. მაგრამ არც კი ვიცი რა უნდა გიპასუხო, იმდენი წელი გავიდა, მგონი ისიც აღარ მახსოვს რა მოხდა. უბრალო მე მაგ წყენასთან ერთად გავიზარდე. – ისეთი ნაღვლიანი იყო მინდოდა ჩავხუტებოდი და როგორმე მენუგეშებინა. - შენ ხომ ყველაფერი იცი რა, როგორ მოხდა. რატომ არ უშვებ, რომ იქნებ ნანა მართალია და იქნებ იმ წუთას სხვა გამოსავალი არ ქონდა. რატომ არ საუბრობ მასთან ამაზე, რატომ არ უსმენ მის ვერსიას? -არ შემიძლია ! ან ვის უნდა მოვუსმინო? ის უბრალოთ მამაჩემის ცოლია. დედაჩემი ოცი წლის წინ მოკვდა და ეს ამბავიც მასთან ერთად დავმარხე. -რამდენჯერაც არ უნდა გაიმეორო ეგ, ფაქტი მაინც უცვლელია. ნანა დედაშენია, ის ცოცხლია და ამ სახლში შენს გვერდით ცხოვრობს და ეს ქალი იმითაც კმაყოფილია, რომ უბრალოდ გიყუროს. -დედები შვილებს არ ტოვებენ ! მითუმეტეს, თავის არ იკლავენ და ორი პატარა შვილს უდედობისთვის არ წირავენ. -თვითმკვლელობის მცდელობას მეც ვერ გავამართლებ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამის მიზეზი მართლაც ჰქონდა. ყველას ერთნაირი ფსიქიკა არ აქვს დიმა. ყველა ერთნაირად ვერ უძლებს ტკივილს. რაც შეება დატოვებას, მას არ დაუტოვებიხარ უბრალოთ, ძალიან ცუდად იყო და საღად ვერ აზროვნებდა. ხომ დაბრუნდა შენ წასაყვანად ?! -დააგვიანდა ! თანაც, მერე მამას მაშორებდა. -შენ განსჯას და დადანაშაულებას არ ვაპირებ, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ სწორად არ იქცევი. მაშინ გოგიც ისეთივე დამნაშავეა, როგორც ნანა. -ვიცი. მისი გაგება როგორღაც შევძელი, მაგრამ არც მისთვის მიპატიებია. - ამ ისტორიაში ყველაზე მეტად დაზარალებული ნანა. მისთვის ერთხელ მაინც, რომ მოგესმინა მიხვდები, რასაც ვგულისხმობ. ოცი წელია თბილად არ შეგიხედავს და დედას არ ეძახი. არ შეუძლია ჩაგეხუტოს და მოგეფეროს. ამაზე დიდი სასჯელი ქალისთვის არ არსებობს. წარმოდგენაც კი არ გაქვს, როგორ ტკივა და განიცდის. - წლების წინ ჩემს ტკივილზეც, რომ ეფიქრათ ახლა ეს მდგომარეობა არ გვექნებოდა. - გთხოვ დაელაპარაკე, დედას ნუ დაუძახებ უბრალოთ დაელაპარაკე. თვეში ერთხელ მაინც ჰკითხე –როგორ არის და რამეში ხომ არ სჭირდები. ეს უბრალოთ, ადამიანური თვალსაზრისით მაინც გააკეთე. -არ შემიძლია ! - დიმა ხვალ რომ გაიღვიძო და აღარ გყავდეს, მართლა რომ მოგიკვდეს? – პასუხი ვერ გამცა, თავლები დახუჭა და ისე ამოისუნთქა გასაგები იყო ყველაფერი.– რამდენიც არ უნდა უარყო ისევ ისე გიყვარს, როგორც ოცი წლის წინ და არ იუარო, მაინც არ დაგიჯერებ ! თუ მაგ წყენის დავიწებას ვერ შეძლებ, შიგნიდან შეგჭამს. ისედაც, ხომ ხედავ შენს ცხოვრებას მთლიანად აკონტროლებს. ეგ შენი სიუხეშე და სიცივე იმუნიტეტია თავის დასაცავად. დიმა მგონია, რომ ადამიანების მიმართ სიყვარულის გეშინია. -არ მეშინია ! უბრალოთ არ გამომდის და ვერც თავს დავაძალებ. თან ნაკლები იმედგაცრუება მოაქვს. – ძალიან ბევრი საკითხია რომელსაც უნდა გადახედო. მაგალითად, როცა დრო მოვა და შენი ცხოვრებიდან გამიშვებ, შემდეგ ხომ უნდა შემოუშვა სხვა და ის სხვა რათქმაუნდა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ მუდმივად იმედგაცრუებაზე იფიქრებ, ასე ხომ მარტო დარჩები ! – ეს ყველაფერი, უფრო პირადი სარგებლობის გამო ვუთხარი მისი რეაქცია და პაუხი მაინტერესებდა. – ჩემი ცხოვრებიდან შენი გაშვება არასდროს არ გადაიხედება ! მგონი, უკვე დროა ამ აზრს შეეგუო . ჩემი გრძნობების საკითხებს კი თუ გინდა ერთად გადავხედოთ... და ძალიან გთხოვ ახლა, ეს პასუხი საჩხუბარ მიზეზად არ აქციო. –ჩხუბს ნამდვილად არ ვაპირებდი, მინდოდა კიდეც ამ პასუხის მოსმენა. უსიტყვოდ ავდექი და საწოლის გაშლა დავიწყე. – ვსო, მოვრჩით? ასე მარტივად? – მიუხედავად თხოვნისა ალბათ, მაინც ელოდა რომ სცენებს მოვუწყობდი. მეც შანსი გამოვიყენე და ვუპასუხე : -ხომ მთხოვე არ მეჩხუბოვო, ხოდა დავიძინებ. – ანუ, ამის შემდეგ ჩემთან ჩხუბისგან თავის შეკავება თუ მოგინდება წახვალ და დაიძინებ? -ასე გამოდის... და სულაც არ არის ეს, სასაცილო ! -კი გეთანხმები, საერთოდ არ არის სასაცილო. უკაცრავად ! -იცინე, იცინე და ცნობისთვის ეს თემა ჯერ არ დახურულა, რაღაც გეგმები მაქვს. და კიდევ იცი რა? ის სიყვარული და სითბო, რომლებსაც შენი მშობლები მჩუქნიან მგონია, რომ შენ გეკუთვნის და რადგან ამის გამოხატვის საშვალებას შენ არ აძლევდი, რაც ამ ხნის მანძილზე დაუგროვდათ, ახლა ერთბაშად მე მიზიარებენ. ასე, რომ სულ ტყუილად იეჭვიანე დღეს მათზე. ღამემშვიდობის ! -მაგ დასკვნების გამოტანას მათლა ჯობია დაიძინო. ღამემშვიდობის ! - დიმა, ნუ გაურბიხარ ყველაფერს, რასაც შეუძლია ბედნიერი გაგხადოს. -ხვალ საღამოს, ექვსი საათისთვის ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე მივდივართ. უარს აზრი არ აქვს! – მშვენიერი გადასვლა ჰქონდა. -არის ბატონო ! – მგონი შევეჩვიე, ის ბრძანებებს გასცემს მე კი ვემორჩილები. წვეულების შესახებ დილით ნანამაც მითხრა. არმოჩნდა, რომ თავადაც დაპატიჟებულები იყვნენ, მაგრამ წამოსვლას არ აპირებდნენ– მაგ ასაკიდან უკვე გამოვედითო. გამიხარდა მისგან, მაინც რომ გავიგე ვისთან და სად მივდიოით. ჩემმა მეუღლემ წინ დღით იმდენი ისაუბრა ამას როგორღა ვკითხავდი. ნანამ, რომ გაიგო სახლში მომზადებას ვაპირებდი გადაირია. საღამოს უნდა ბრწყინავდეო. ძალით ჩამწერა სალონში და ასევე ძალით წამიყვანა მეგობრის მაღაზიაში კაბის ასარჩევად. ბევრი ვეხვერწე არ შეწუხდე რამეს ჩემს გარდერობში შევარჩევთქო, მაგრამ ვინ დაგიჯერა. იმდენი კაბა მომარგო, მოსინჯვაში არაქათი გამომელია. იმდენად ახარებდა ჩემზე ზრუნვა უარი ვერ ვუთხარი.ბოლოს როგორც იქნა შევარჩიეთ. გამოსაცვლელი ოთახიდან გამოვდიოდი და შემთხვევით მათ საუბარს მოვკარი ყური. ალბათ არც გავჩერდებოდო, მაგრამ მივხვდი თემა ჩვენ გვეხებოდა და გულმა არ მომითმინა, ფეხი შევიჩერე. -ნანა ასეთი ბედნიერი ბოლოს როდის გნახე არც კი მახსოვს. რით დაიმსახურა? ანასც კი არ გამოყოლილხარ საყიდლებზე. -შენ რომ იცოდე როგორი კარგი გოგოა, მაგას არ მკითხავდი. ძალიან განათლებული და თავშეკავებული. მასზე ზრუნვის უფლებას მაძლევს, თორემ ხომ იცი ახლანდელი გოგონები დედამთილს არ გაიყოლებდნენ. თან ესეც რომ არა, ჩემი დიმას მეუღლეა და ეგეც საკმარისია. -ოხ ჩემო ნანა ! რამდენი წელი გავიდა და ისევ მაგ დარდს ატარებ. იქნებ ცოლმა მაინც შეცვალოს ცოტათი. -არ ვიცი თინა. ისე უცებ, სინათლესავით შემოიჭრა თაკო ჩვენს ცხოვრებაში ღმერთმა ქნას ეგ, სასწაულიც მოხდეს და შვილი დამიბრუნოს. -მას როგორ ექცევა ? ბოდიში, ამას რომ გეკითხები, მაგრამ ხომ იცი დიმა როგორია. მეგონა არასდროს, არავინ შეუყვარდებოდა. იმდენი საყვარელი გამოიცვალა... თან ნინასაც, რომ დაშორდა მას შემდეგ სულ გადავიწურე იმედი. -არ გეწყინოს თინა, ვიცი შენი ახლობელია, მაგრამ ეგ ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ნინა, ზედმეტად თავისუფალი გოგოა დიმა, კი ზედმეტად ეჭვიანი და მკაცრი. ვერც წარმომედგინა მის გვერდით. - თაკომ იცის მისი წარსული ? -არ ვიცი , არ ვიცი ! გული გამისკდება მათ ურთიერთობა რომ გაფუჭდეს. წარსულს აღარ დავეძებ , მთავარია ახლა იყოს ჭკვიანად. თაკოს, ისე რომ მოექცეს, როგორც გოგი მე, გეფიცები ყველაფერს ხაზს გადავუსვამ. დავივიწყებ, რომ ჩემი შვილია. სასწრაფოდ გამოვედი. კიდევ რამე რომ მომესმინა მის შესახებ ნამდვილად გული გამისკდებოდა. კი ვხვდებოდი მის წარსულზე , მაგრამ ასე დეტალებში მოსმენა, მაინც მტკივნეული აღმოჩნდა. ნინას გაგონებაზე ხომ საერთოდ სისხლი ამიდუღდა. ნანამ შემატყო არელვებული, რომ ვიყავი და გაჩერება არ დაუძალებია. ავიღეთ ჩვენი ნივთები და სალონში წავედით. მანქანაში ერთხანს ჩუმად ვიჯექით. ვერ გადამეწყვიტა მეკითხა თუ არა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და მაინც ვკითხე : -ნანა შეგიძლია რაღაც მომიყვე? -გაიგონე? თინას გაჩუმება შეუძლებელია. თაკო, ამის გამო არ მინდა უსიამოვნება გქონდეთ. - ეს ამბები აქამდეც ვიცოდი და არ ვაპირებ მის წარსულზე ჩავიციკლო. არ ჩხუბებთ დამშვიდდი. _ ღიმილით ვუპასუხე. არაფერიც არ ვიცოდი, მაგრამ მოვატყუე ხომ არ ვანერვიულებდი. – უბრალოდ მაინტერესებს რა ურთიერთობა ქონდა ნინასთან. - მხოლოდ ის ვიცი რაც სხვამ მითხრა. დაახლოებთ სამი თვის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. ზუსტად ვერ გეტყვი რა ურთიერთობა ქონდათ. ნინა რამდენჯერმე ჩემთანაც იყო მოსული საყვედურებით, მღალატობს და არ ვუყვარვარო. დიმას ბევრი გახმაურებული რომანის შემდეგ ესეც დროებით ურთიერთობად ჩავთვალე. არც შევმცდარვარ. თან ნინას ბავშვობიდან ვიცნობ და არასდროს არ მომწონდა მისი ჩვევები, გათამამებული და განებივრებული გოგოა. არც დიმას, მაგრამ არ ვიცი რა მიზეზით იყო მასთან ან რა მიზეზით დაშორდა. მართალია ჩემი შვილი მის ცხოვრებაში არ მიშვებს, მაგრამ ზუსტად ვიცი რა მოსწონს, რა უყვარს, რა აბრაზებს და რა უხარია. შენ სრულად ჯდები მის გემოვნებაში ! – გამიღიმა და ხელზე ხელი დამადო. -ანუ მის ცხოვრებაში სერიოზული არავინ ყოფილა?! – მეტი დარწმუნებისთვის ვკითხე. -არა და აღარც კი მქონდა იმედი მისი დაოჯახების. მიუხედავად იმისა, რომ მსურველი ბევრი იყო. დიმა ვერ იტანს, როცა ინიციატივა ქალისგან მოდის. -თქვენი ურთიერთობის მიუხედავად მასზე ყველაფერი იცი. საოცარი ქალი ხარ ნანა ! – ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე. - მე კიდევ ბევრი რამე ვიცი, მაგრამ შენ გელოდები როდის მომიყვები.– მითხრა და კითხვის თვალებით გადმომხედა. –არ ვაპირებ თქვენს ურთიერთობაში ჩარევას, მგრამ ხომ იცი ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს. – მივხვდი რასაც გულისხმობდა და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. – მას ძალიან უყვარხარ თაკო ! ბოლო სიტყვები სასიამოვნოდ მოედო სმენას. საუბრის გაგრძელება აღარ მიცდია. საკმარისზე მეტი მოვისმინე მისგან. როგორც წესი რძალ–დედამთილს შორის ასეთი დიალოგებია არ იმართება ხოლმე. რატომღაც დედები, შვილის ასეთ ისტორიებს რძალთან ისე მალავენ თითქოს, სახელმწიფო საიდუმლოება იყოს, მაგრამ ნანა განვითარების სხვა საფეხურზე იდგა... ნინასთან დაკავშირებით ვეთანხმებოდი, ნამდვილად გატუტუცებული და თავხედი გოგო ჩანდა. ისიც ნათელი იყო, რომ ადვილად არ გაქრებოდა ჩვენი ცხოვრებიდან და ბევრჯერ შეგვიქმნიდა უსიამოვნო მომენტებს. ისიც ვიფიქრე ფოტოებს ის ხომ არ მიგზავნიდა. ხუთი საათი სრულდებოდა სახლში, რომ დავბრუნდით. დიმაც მალე მოვიდა ჩემს წასაყვანად. თვად უკვე მზად იყო. თამამდ შემიძლია ვთვქვა, ასეთ სიმპატიურ მამაკაც პირველად ვხედავდი.საოცრად მოხდენილად ეცვა. ჩემთვის რათქმაუნდა არ უთქვამს, მაგრამ ისე შემათვალიერა მივხვდი, ტანზე მომდგარ გრძელ, ზურგზე ღრმა ჭრითა და ზომიერი დეკოლტით ვერცხლისფერ კაბაში, ზედმეტად კარგად გამოვიყურებოდი. მერე, ერთმანეთს რომ ვუხდებოდით ამას ნანს და გოგის ბედნიერი სახეც მოწმობდა. ვიდრე კარებში გავიდოდით ნანამ ჩუმად მითხრა, რომ ნინაც იქ იქნებოდა. ეს გოგო, ნამდვილი მოუშორებელი ჭირი გახდა. მთელი გზა დაძაბული ვიყავი, ვინ იცის რა გამოხტომა მოუვიდოდა აზრად. არ მინდოდა უცხო გარემოში, უხერხულ მდგომარეობაში არმოვჩენილიყავი. მერე კი ჯავრი მეუღლეზე უნდა მეყარა... როგორც იქნა მივედით. ავტომობილიდან გადმოსვლაში დამეხმარა და ხელი ისე ჩამჭიდა, გეგონებოდათ სადმე გაქცევას ვაპირებდი. ზურა და გუგაც იქ იყვნენ. კიდევ რამდენიმე მეგობარი გამაცნო. ძალიან სასიამოვნო ხალხი აღმოჩნდა, საერთო ენა მალე გამოვნახეთ და დაძაბულობაც მომეხსნა. საკმაოდ მაღალი დონის წვეულება იყო. მედიის, რამდენიმე წარმომადგენელიც შევნიშნე. ნინა არსად ჩანდა და ვიფიქრე მოსვლას საერთოდ არ აპირებდა. ვეჭვიანობდი. ჩემი სიხარული დიდხნს არ გაგრძელდა და პირიქით თვალებში დამიბნელდა, როდესაც ნინა და ჩემი ყოფილი უფროსი ნიკა, მეგობრებთან ერთად მოვიდნენ. ასე მაშინაც კი არ შემშინებია დიმა, რომ ოჯახით დამემუქრა. ვინ იცის რა საშინელებას დაატრიალებდა ... აღელვებულმა შევხედე და თვალებით შევემუდარე თავი შეეკავებინა. ჩვენთან მოვიდნენ, რადგან იუბილარიც ჩვენს მაგიდასთან იჯდა. ნინამ ყველა, ჩევული თავხედურობით მოგვიკითხა თუმცა, იმ წუთას საერთოდ არ მადარდებდა ის რას გააკეთებდა. მთელი ჩემი ყურადღება დიმაზე იყო გადატანილი. ნიკამ იუბილარს მიულოცა და დანარჩენებს ხელის ჩამორთმევით მიესალმა. როცა ჩემი ჯერიც დადგა პირდაპირ თავლებში შემომხედა და ხელი გამომიწოდა. მთელი სხეულით ავკანკალდი. დავინახე დიმას, როგორ შეეცვალა სახე თავლებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. ხელს ვერ ჩამოვართმევდი, მაგრამ როგორ გაიგებდნენ ამას სხვები?! – წაღებული ხელი უკან დავაბრუნე და ჩემს ქმრის ხელს ჩავებღაუჭე. შევატყე ესიამოვნა და უხერხულობისგან, რომ ვეხსენი თვად შეაგება და ისე მოუჭირა ლამის ძვლების ხმა გავიგონე. მალე მოგვშორდნენ. წვეულება ჩვეულებრივად გაგრძელდა. ვისაც ხალისი ჰქონდა ერთობოდა. მე კი გართობას რას დავეძებდი ოღონდ, ყველაფერი მშვიდობით დამთავრებულიყო. დიმამ გადმომხედა და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ამ დროს მეგობრებმა სთხოვეს ცოტახნით გაჰყოლოდა. შევატყე წასვლა არ უნდოდა, მაგრამ უარიც ვერ უთხრა. ცოტა შეაგვიანდა. ნიკაც ისეთი დაჟინებით მიმზერდა სული მეხუთებოდა. სუფრასთან ბოდიში მოვიხადე და ვერანდაზე გავედი. - მოგილოცავდი, გეტყოდი ბედნიერები იყავითთქო, მაგრამ არ შემიძლია ! –მომესმა ნაცნობი ხმა და მუხლები მომეკვეთა. ძლივს შემობრუნდი. ვერანდის კედელი მთლიანად მინის იყო და ადვილად შემეძლო დამენახა თუ დიმა გამოჩნდებოდა. -ნიკა ძალიან გთხოვ, ახლა მაგის დრო არ არის, სხვა დროს ვისაუბროთ ! -სხვა დროს? ისეთი დაცვა გყავს საერთოდ გარეთ მარტოს გიშვებს? სიმართლე გითხრა, მის ადგილზე მეც ვერ გაგიშვებდი. – მითხრა და ვნებით ამათვალიერა. ზიზღი დამეუფლა. - შენ მის ადგილზ არ ხარ და ახლა მაგ დაცვამ თუ დაგვინახა კაცმა არ იცის რა მოხდება. გთხოვ წადი ! -წავალ, თუ მეტყვი რატომ გააკეთე ეს ! მგონი არ ვიმსახურებდი. - -ნიკა გთხოვ, არ მინდა ამაზე საუბარი. -მოგვიწევს და შენც მოგიწევს სიმართლის მოსმენა. გული ამომივარდა დარბაზში შემოსული დიმა, რომ დავინახე. ნინაც თან ახლდა, მაგრამ ამაზე გასაბრაზებლად ნამდვილად არ მეცალა. მაგიდასთან რომ არ ვიჯექი, ვერანდაზე გამოიხედა და ჩქარი ნაბიჯებით წამოვიდა. მეც სასწრაფოდ წავედი მისკენ კარებში გადავუდექი და ხელებით შევაჩერე. მის უკან გავიხედე, კიდევ კარგი ზურა და გუგა არ ჩანდნენ თორემ, სამ არანორმალურს ნამდვილად ვერ შევაჩერებდი. -გთხოვ ... გთხოვ ... გთხოვ ... – შემომხედა. ეტყობა ძალიან შეშინებული სახე მქონდა. ხელი მომკიდა და წამიყვანა. უკან მოხედვა მოვასწარი. ნიკას, ორივე ხელი ჯიბეში ჰქონდა ჩაწობილი, მოაჯირზე იყო მიყრდნობილი და ირონიულად იცინოდა. მგონი სპეციალურად მოიქცა ასე. იცოდა, დიმა დაგვინახავდა და ცუდი რეაქცია ექნებოდა. გავბრაზდი. უცებ მოცეკვავე წყვილებს შორის არმოვჩნდით. დამატრიალა, ხელზე და წელზე ისე მომიჭირა მეგონა ძვლებში გადამტეხდა. მუსიკას ავყევით. -რა გინდა, ორივე მოგკლათ? – ჩუმად, მკაცრი ხმით მკითხა. -არ მინდა ! -ნამდვილად გინდა ! ისე ვერ გაბედავდი მაგ კაცთან ლაპარაკს. -უბრალოთ ვერანდაზე ერათად აღმოვჩნდით და მომილოცა ! -შენ გგონია მაგ სისულელს დავიჯერებ? -თუ გინდა ნუ დაიჯერებ ოღონდ ახლა აქედან წამიყვანე. სახლში ვისაუბროთ. -სანამ ძვლებს არ დავუმტვრევ მანამდე არსად არ წავალ. როგორც ჩანს კარგად ვერ ავუხსენი. მერე შენ მოგხედავ ! – მისკენ წასვლა დააპირა. ისე ძლიერად მოვეჭიდე მეც გამიკვირდა, სად მქონდა ამხელა ძალა. -იცოდე, ახლა თუ წახვალ მოვკვდები. მედიაც აქ არის. მათ როგორ ავუხსნით? ამ სირცხვილს ვერ გავუძლებ ! სადაც გინდა იქ წავიდეთ, რაც გინდა ის გამიკეთე ოღონდ ახლა აქედან წამიყვანე... -მაინც ვერ გადამირჩება. დამიჯერა. ყველას დავემშვიდობეთ. ნინა ზედმეტად ნაწყენი ჩანდა ჩვენი წასვლის გამო. რატომღაც თავში გამიელვა, ეს ყველაფერი მან და ნიკამ ხომ არ დაგეგმათქო. ალბათ უნდოდათ სკანდალში გავხვეულიყავით და მერე ვინ იცის რას მოიფიქრებდნენ მიზეზად... უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი ჩემი აზრის სისწორეში. ნიკას ამ წრეში კარგად იცნობდნენ. მანქანას,როგროც ყოველი ჩხუბის შემდეგ ახლაც გიჟივით მიაქროლებდა. უკვე გვიანი იყო. სახლში ყველას ეძინა.ხელი მომკიდა და კიბეებზე ძალით წამათრია. ოთახში რომ შევედით პირდაპირ საწოლზე დამაგდო, ჩემს ზემოდან მოექცა, ხელი ყელზე მომიჭირა მიღრიალა: -მითხარი რა გაგიკეთო ახლა?! – მომკალი ... მომკალი და დამასვენე !– ატირებულმა ვუყვირე.– აღარ შემიძლია უკვე შენი შიშით ცხოვრება! სულ ასე უნდა იყოს? ყოველას ცემ ან მოკლავ ვინც დამელაპარაკება და შემომხედავს? -კი, ყველას. განსაკუთრებით კი იმ ნ*******ს. -რატომ ? რატომ? – ხელის კვრით მოვიშორე და საწოლიდან წამოვხტი. -იმიტომ, რომ ჩემს გარდა არავის აქვს უფლება გიყუროს ! -ვაიმე... მიყურონ მერე ამით ჩვენ რა გვაკლდება, მაგრამ მაინცდამაინც ყველაზე -მეტად მას, რატომ ერჩი? -შენ რატომ იცავ, რატომ არ მომეცი უფლება მეცემა? გიყვარს? ბოლოს და ბოლოს იტყვი რა ურთიერთობა გაქვ მაგ კაცთან? – უკვე გიჟს გავდა. -რა ურთიერთობა მაქვს? მაქვს?... შენ საერთოდ ჭკუაზე ხარ? რაც შენთან ვარ გარეთ მარტო არ გავსულვარ, ჩემს ტელეფონს სრულიად აკონტროლებ და ზუსტად იცი ვის ვეკონტაქტები. ყველა ახლობელ ადამიანს ჩამომაშორე და ახლა, როგორ ბედავ და ნიკასთან რამე ურთიერთობას მაბრალებ! თუ ადამინის ცემა და მოკვლა არ მინდოდა, მაინცდამაინც აქ სხვა მიზნები უნდა მქონდეს? საერთოდ არ მენდობი? -ახლა ვეღარ გექნება, მაგრამ აქამდე რა ურთიერთობა გქონდა მასთან? – დამარცვლით გამიმეორა -მე შენ წარსულში ვიქექები ? გეკითხები ნინაზე ახლაც შანსს, რომ არ უშვებს კუდში გდიოს. გგონია ვერ დავინახე ერთად რომ შემოხვედით?.. გეკითხები რამდენი ქალი ყოფილა შენს ცხოვრებაში? -მე კაცი ვარ და ჩემი „სოჩიკი“ არ წერს, გესმის? კითხვაზე მიპასუხე ! -რა გაინტერესებ რა?... მკითხე პირდაპირ! გაინტერესებს დაწერა თუ არა ჩემმა „სოჩიკმა“ ? – გული ყელში მომებჯინა.– არ დაუწერია ... ნიკასთან არ ვწოლილვარ ... ჩემთვის არაფერს წარმოადგენს... მასთან არ ვწოლილვარ გესმის? ... და თუ შენი მამაკაცური ღირსება დამშვიდდება მოდი და თავადა შეამოწმე იქნებ, ამის შემდეგ მაინც შეწყვიტო ჩემი დადანაშაულება და ტანჯვა. – ვუყვიროდი და ტანზე კაბას ვიგლეჯდი. -თაკო რას აკეთებ ?! – მომვარდა და გამაჩერა. -ვიხდი დიმა, ვიხდი ! ჩემი თავი ლანგარით უნდა მოგართვა. იქნებ ამის შემდეგ მაინც დაწყნარდე. -გაჩერდი , გაჩერდი–მეთქი ! – ერთიანად შემბოჭა, კაბის სალტეები ადგილზე დააბრუნა, ჩემი აცხცახებული ნიკაპი ხელში დაიჭირა და პირდაპირ თვალებში ჩამაჩერდა. – გიჟივით მინდა ჩემს მკლავებში მოგაქციო, გიჟივით მინდა მაგ ტუჩების, მაგ თვალებისა და შენი სხეულის ალერსით გული ვიჯერო, მაგრამ ახლა არა და ასე არა ! მოვა დრო შენი სურვილით, შენი სხეულის ყველა სანტიმეტრს შევიგრძნობ... და ეს დრო, რომ მოვა შენ თავს ვერაფრით დაიხსნი ჩემი მკლავებიდან, მანამდე კი ამას დავჯერდები. – ცხოველივით დამაცხრა და ისე მაკოცა, ტუჩები მეტკინა. მერე გაიწია, თავისაზე ენა მოიტარა. აი, ისე რაღაც ძალიან რომ გეგემრიელა და გრამის დაკარგვა, რომ არ გინდა. დიდი თვალებით ვუყურებდი და ღია პირით ღრმად ვსუნთქავდი. ადამინას არ გავდა. მერე გაიქცა და ამ მდგომარეობაში მარტო დამტოვა. ძალაგამოცლილ, განაწყენებული, შეურაცხყოფილი და თითქმის განადგურებული დამტოვა... ყველაზე უადგილო, ყველაზე შეუფერებელი და საერთოდ წარმოუდგენელიც კი იყო იმ წუთას ჩემ თავთან გამოტყდომა, მაგრამ ვეღარ დავმალე, მივხვდი, რომ მართლა გიჟივით მიყვარდა ეს კაცი . მთელი გულით და სხეულის ყველა უჯრედით მიყვარდა. ამიტომ მწყინდა მისგან ყველაფერი. გულს უყვარდა, მაგრამ გონება ამის უფლებას არ მაძლევდა. ამიტომ ვიყავი მასთან შეშლილი არანორმალური და დაუმორჩილებელი . ეს ის მომენტია, რომ არ უნდა გიყვარდეს, მაგრამ მაინც რომ გიყვარს... მეორე დრეს ოთახიდან არ გამოვსულვარ. ნანაც სამსახურს დაუბრუნდა და გამიმართლა, სახლში მარტო ვიყავი. არავისთან საუბარი არ მინდოდა. მთელი დღე ვტიროდი. ვტიროდი ტკივილზე, იმედგაცრუებაზე, იმ გრძნობებზე რომლებიც მის მიმართ მქონდა და ის, ასე მონდომებით ანადგურებდა. ვტიროდი იმაზეც, რომ ამ ტირილს აზრი არ ჰქონდა, რომ ყველას წინაშე მაინც მომიწევდა ბედნიერების თამაში. განსაკუთრებით ახლა, როდესაც რამდენიმე დღეში ჩემი მშობლები უნდა ჩამოსულიყვნენ. მათთან განსაკუთრებით უნდა მებრწყინა, რომ უკან დამშვიდებულები წასულიყვნენ. ... და კაცი, რომელმაც წინ დღით თითქმის სიყვარული ამისხნა და გაიქცა, რომელიც ასე მიყვარდა ახლა, ჩემს გვერდით არ იყო და ჩემს გამხნევებას არ ცდილობდა... ოთახის კარი შემოაღო. ზურგი ვაქციე, არ მინდოდა მისი დანახვა და არც ის მინდოდა ჩემი დაწითლებული თვალები დაენახა... წყალი გადაივლო და გამოიცვალა. გული მიცემდა მის ახლოს ყოფნას, რომ ვაცნობიერებდი. ისევ ზურგით ვიჯექი. კარებთან მისული უკან მობრუნდა ჩემს წინ აღიმართა და მითხრა : -შენთვის შეურაცხყოფი მოყენება არც კი მიფიქრია, მაგრამ თუ უნებურად გამომივიდა ბოდიშს გიხდი ! ისე მტკიოდა მისი ბოდიშიც კი უპასუხოდ დავტოვე. მისაღებში ჩავიდა. რადგან ვახშმის დრო იყო მეც მოვწესრიგდი და ჩავედი. მომიკითხავდნენ და ზედმეტ კითხვებს ავარიდე თავი. თანაც, მათ რას ვერჩოდი. შუა სუფრაზე ვუთხარი რაღაც მინდა გითხრათთქო. დიმამ ისე შემომხედა ვინ იცის რა იფიქრა. -გისმენთ შვილო ! – მზრუნველი ხმა მომაგება გოგიმ. - პირველ რიგში მინდა იცოდეთ, რომ მე ძალიან ვამაყობ ჩემი ოჯახით. ისინი უბრალო, მშრომელი ადამიანები არაიან. ცხოვრების პირობების მოწყობა ყოველდღიური შრომით უწევთ. არ არიან შეჩვეული ასეთ სასახლეებს და ასეთ ცხოვრების სტილს. ამიტომ მინდა გთხოვოთ, მათ დასახვედრად რაიმე განსაკუთრებულს ნუ გავაკეთებთ თავი უხერხულად, რომ არ იგრძნონ. თუ თქვენთვის საწყენი არ იქნება აქ გავუმასპინძლდეთ, უბრალო ოჯახური ვახშმით. - მე მეგონა ასე უფრო გავახარებდით, მაგრამ როგორც შენ გინდა თაკო ისე გავაკეთოთ. მთავარია შენ იყო კმაყოფილი შვილო .მიხარია ასე რომ ფიქრობ მშობლებზე. – მითხრა ნანამ და ჩემთან ჩასახუტებლად წამოვიდა. დიმამ ისეთი ნაღვლიანი თავლებთ შემოგვხედა გული შემეკუმშა. -გადაწყვეტილია, ხვალ აქ ვეპატიჟებით შენს მშობლებს. დაურეკე და უთხარი შვილო. – ომახიანი ხმით მითხრა გოგიმ. ცოტა კიდევ ვისაუბრეთ და მერე ყველანი დასაძინებლად წავიდნენ. მხოლოდ მე და დიმა დავრჩით. მგონი არცერთს არ გვინდოდა ოთახში ასვლა. იქ სულ დაძაბული ატმოსფერო იყო და რაღაცნაირად ჩვენზეც მოქმედებდა. ორივე ერთდროულად ავდექით. ის გასასვლელი კარისკენ წავიდა. -სად მიდიხარ ? – ცოტა უხეშად ვკითხე. – ჩემს სახლში. არ მინდა შეგაწუხო. – ჯერ ოთაში ავიდეთ საქმე მაქვს . – უსიტყვოდ გამომყვა. – მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თხოვნა არასდროს გესმის მაინც იძულებული ვარ რაღაც გთხოვო. ხვალ, როცა ჩემი მშობლები მოვლენ დამეხმარე. ცოტახნით მაინც იყავი სხვანაირი. პატივისცემა, ყურადღება და ცოტაოდენი სითბო გამოხატე. არ მინდა დარდი გაყვეთ. – კარგი ! – ცოტახნის დუმილის შემდეგ – თაკო ძალაინ ნაწყენი ხარ ხო? -შენ, როგორ ფიქრობ, არ მაქვს მიზეზი ? -კარგი, გასაგებია. მე წავალ ! -დარჩი ! – გაკვირვებულმა შემომხედა.– როცა ვიჩხუბებთ, ყოველ ჯერზე თუ წახვალ ეჭვებს გამოიწვევს. – კიდევ რომ გაქცეულიყო და მარტო დავეტოვებინე ვერ გავუძლებდი. ჩემს გვერით, რომ დავიგულე დავმშვიდდი. მერე ტელეფონი ავიღე და ლილესთან გასაგზავნი ტექსტი ასჯერ დავწერე და წავშალე. კიდევ ბოდიშების ხდას აზრი არ ქონდა . არც უნდოდა მას ჩემგან ბოდიში. მას დრო სჭირდებოდა წყენის დასავიწყებლად. მე კი ყველაზე მეტად მჭირდებოდა მისი, გვერით ყოფნა.ხოდა ზუსტად ეს მივწერე: –„ არ ვიცი შენს ადგილას მე, ამ დროში თუ გაპატიებდი. ისიც არ ვიცი საერთოდ გაპატიებდი თუ, არა. ამას არც შენგან ვითხოვ. უბრალოთ ხვალ ძალიან მჭირდები ! ყველაზე მეტად მინდა ჩემს გვერდით იყო“. – პასუხმა საკმაოდ დიდხანს დააგვიანა, იმედიც კი გადამეწურა, რომ მომწერდა. შეტყობინება მოვიდა. – „ მისამართი ? დრო?“ ... ეს ორი სიტყვა ჩემთვის, მის ათას უთქმელ სიტყვას ნიშნავდა. გადააბიჯა ძალიან დიდ წყენას, რომელსაც ის გრძნობდა და მარტო არ დამტოვა. ეს მხოლოდ ერთგულ, ნამდვილ მეგობრებს შეუძლიათ! – იმ ღამით ორმაგად მშვიდად დავიძინე. მთელმა დღემ ფუსფუსში შეუმჩნევლად გაიარა. გოგი შუადღისას თავის მეგობარ დავითთან ერთად დაბრუნდა და პირდაპირ მარანში გაემართნენ, ღვინის საკითხი უნდა გადავჭრათ იმერელი სტუმრები გვყავს და თავს ხომ არ შევირცხვენთო. გამეხარდა კიდეც ვინაიდან დავითის ხუმრობებს კარგად ვიცნობდი, ვინ იცის რას იტყოდა. გოგიმ მძღოლს სთხოვა სტუმრებს დახვდი და სახლამდე მოაცილეო. ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა. დავხედე, ლილე. „ ამ რეზიდენციაში შემოსასვლელად საშვი მჭირდება ? თუ კავშირები გამოვიყენო ! “ გახარებული გავვარდი ეზოში და დაცვას ვთხოვე კარი გაეღოთ. ლილეს მანქანიდა წესიერად გადმოსვლა არც ვაცადე, დავეტაკე და ჩავეხუტე. _ მადლობა, რომ მოხვედი ! -საკმარისზე დიდხანს გაძელი უჩემოდ, ახლა ცოტახანს გაპატიებ. სიძე გვიყურებს. – გავიხედე და ჩვენს უკან იდგა. – გაიცანი ეს ჩემი... -მეთვითონ. ლილე. – ხელი გაუწოდა.– გილოცავთ ! -სასიამოვნოა , დიმა , მადლობა ! – მანაც შეაგება ხელი და გაუღიმა. – სახლში შევიდეთ ! -თაკო რა სიმპატიურია. ახლა მესმის შენი, მაგრამ ძაან სერიოზულია ხო? – ეგონა ისე მითხრა ვერ გაიგონებდა, მაგრამ მის მახვილ ყურს რას გამოპარებდი. ჩვენსკენ თითქმის შეუმჩნეველი ღიმილით მოიხედა. -შენ რა შეგცვლის ! – ღიმილით ვუთხარი და ხელი ვკარი. ლილეს მოსვლამ მხიარულება შემოიტანა. ზედმეტად კარგი კომუნიკაბელურობის გამო ადვილად მოერგო სიტოაციას. თქვენ წარმოიდგინეთ დიმას გაღიმებაც კი შეძლო. გვერდით დაუსკუპტა და დარწმუნებული ვარ ჩემზე „ეჭორავებოდა“, რადგან შიგა და შიგ მიყურებდნენ და ეცინებოდათ. მე კი თვალებით ვემუქრებოდი ლილეს, მისი საპასუხო მზერა კი დაახლოებით ასეთ ტექსტს შეიცავდა : „ დაიცადე, ჯერ საკმარისად არ დამისჯიხარო.“ ამასობაში ზურაც შემოგვიერთდა. გაცნობის წამიდან გაუგეს მან და ლილემ ერთმანეთს, სასიამოვნოდ ჟღურტულებდნენ. „წყვილის“ აზრმა საეჭვოდ გამიელვა თავში და ჩემს აზრზე თავადვე გამეცინა. ერთად ნამდვილი მძიმე არტილერია იქნებოდნენ. გარეგნობაშო ოდნავი შტრიხები უნდა შემეტანა და ამიტომ ლილეც გავიყოლე საძინებელში. -აბა მოყევი, როგორია ამ სასახლეში ცხოვრება ასეთ მეფესთან ერთად? – კიბეებიდან მოჰყვა კითხვებს. -ნეტავ იცოდე, როგორ მენატრებოდით შენ და შენი სიგიჟეები. -მეეც, მაგრამ პასუხი არ გაგიცია. -კარგი რა... არაფერი განსაკუთრებული ვცხოვრობ ჩვეულებრივად. -შენ არ ხარ ნორმალურითქო ტყულად კიარ გეძახი. ასეთი კაცის გვერდით ჩვეულებრივად იცხოვრებს ადამიანი?! -ლილე, ხომ მიცნობ ! --ხო გიცნობ და ახლა იმასაც კი ვფიქრობ, რომ ჯერ არ გქონიათ პირველი ღამე. – საკუთარ ხუმრობაზე გულიანად გაეცინა, მაგრამ ჩემი სახის გამომეტყველებით მალე მიხვა, რომ სულა არ იყო ხუმრობა. – ახლა შეიძლება გავგიჯდე ! თაკო მართლა? -სულ ნუ მიხუთავ გთხოვ ! - რაღაც რიგზე, რომ არ არის მაგას თავიდანვე ვხვდებოდი და გელოდები როდის მოყვები, მაგრამ მთალად ასე? რას მალავ ? -არაფერს არ გიმალავ. უბრალოდ არის რაღაცეები რაზეც ახლა არ შემიძლია საუბარი, მაგრამ აუცილებლად მოგიყვები მერე. – აღარ შემეძლო მისი ნდობიდს ღალატი. -კარგი, ვიცი რომ ამ დგომარეობაში არაფრის კითხვას ზრი არ აქვს შენთვის. მაგრამ ისიც ვიცი რომ ეს კაცი გიყვარს ! შენ თვალებს კარგად ვიცნობ და ის გამოხედვა როგორითაც დიმას უყურებ აქამდე არასდროს შემიმჩნევია. -არ ვიცი ლილე არ ვიცი! ზოგჯერ მინდა, რომ საერთოდ არაფერს ვგრძნობდე. – აი, შესაშური კაცია რა ! ამდენი ხანი, როგორ გიცდის და გითმენს პირდაპირ გასაოგნებელია. აზრზე მოდი თაკო თორე, გაგექცევა იცოდე. მთელი მისი ბიოგრაფია გადავქექე და ზუსტად ვიცი მსურველების ჯარი ეყოლება. საცოდავი შენ ხელში. – თავის ქნევით მითხრა. -არ შემიძლია ლილე და შეეშვი ამ თემას ახლა ! – კარგი, მაგრამ ჩემთან ატირებული, რომ მოირბენ იცოდე დაგიმატებ. -გოგონობო უკაცრავად ხელი თუ შეგიშალეთ, მაგრამ სტუმრები მოვიდნენ. – მოისმა კარებიდან, ნაცნობი ბოხი ტემბრი და სხეულში გამცრა, ვაი თუ ჩვენი სუბარი მოისმინათქო. -მოვდივართ სიძე. –ლილე წინ გაიჭრა, მე დაძაბული ნაბიჯებით გავყევი. ისევ კარში იდგა, რომ გავუსწორდი ისე უცნაურად გადმომხედა გული ამიფრიალდა. -კარგი მეგობარი გყავს ! – მესიამოვნა გაგონილი, მაგრამ თან ისევ დავეჭვდი. კიბეები ხელ–ფეხ აკანკალებულმა ჩავიარე, ძალიან განვიცდიდი მათთან შეხვედრას. ლილე მიხვდა ჩემს ნერვიულობას, მოვიდა ჩუმად გამამხნევა: დამშვიდდი , რაც არ უნდა ნაწყენი იყვნენ შენზე, პირველ რიგში მშობლებარაინ. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. მეც შენს გვერდით ვარ. – მადლობა, საუკეთესო ხარ ! პირველი მამა შემოვიდა და ყველას მოგვესალმა. უკან დედა, ბებია, მამიდა და ბიძა შემოყვნენ. დედამ ჯერ მე შემხედა და მერე დიმას. თვალები ნელ– ნელა ცრემლებით ევსებოდა. ვეღარ მოვითმინე, მათთან მივედი და ორივეს ერთად ჩავეხუტე. -ძალიან მომენატრეთ ! – არეული ხმით ვუთხარი. -ჩვენც. გილოცავ ჩემო კუდრაჭა ! მთავარია შენ იყო ბედნიერი. – დაბალი თბილი ტონით მითხრა მამამ. შვებით ამოვისუნთქე. მხრებზე უზარმაზარი ტვირთი მომეხსნა. როგროც იქნა მაპატიეს. ამასობაში დიმა ნელი ნაბიჯებით მოგვიახლოვდა დამელოდა, ყველასთან ჩახუტებას როდის მოვრჩებოდი. მერე გვერდით ამომიდგა, მარცხენა ხელი მხრებზე მომხვია და ყველას ხელის ჩამორთმევით მიესალმა. მათაც მოგვილოცეს რათქმაუნდა, ბედნიერება და გამრავლებაც გვისურვეს. ერთმანეთის გაცნობის პროცესმა ძალიან თბილად ჩაიარა ყველა კმაყოფილი ჩანდა. სასაცილო იცით რა იყო? ამ შეხვედრებისა და ურთიერთობების მთავარი გმირები, რომ ვტანჯავდით და ლამის ვხოცავდით ერთმანთს, თორემ სხვა დანარჩენთან ყველაფერი იდეალურად იყო. საღამომ ისე კარგად ჩაიარა, იმხელა სითბოსა და პატივისცემა გამოხატავდნენ, ისე უფრთხილდებოდნენ ერთმანეთს , რომ ვერც კი ვიოცნებებდი. მე და დიმაც ისე შევედით როლში, ყველაფერი ბუნებრივად გამოგვდიოდა. როგორც ვთხოვე, მათ წინაშე მართლაც სულ სხვანაირი იყო. შანსს არ უშვებდა ხელიდან, მოსიყვარულე ქმარი ეთამაშა. რამდენჯერმე ხელი ვკარი ასე ძალიანაც ნუ მოინდომებთქო. დიდი თხოვნის მიუხედავად დარჩენილიყვნენ, მამამ დაჟინა უნდა წავიდეთო. ლილემაც დილით ადრე უნდა მივიდე სამსახურში, არ გეწყინოს სხვა დროს გესტუმრებიო. ყველანი ეზოში გავედით მათ გასაცილებლად. როგორც ვხედავდი სიძე ყველას მოეწონა. განსაკუთრებით ბებო გამოხატავდა, როგორც ჩვევიათ ხოლმე. შუა სუფრაზე ვითომ ჩურჩულით მითხრა :– ბებო ეს კინო ვარსკვლავი სად იპოვეო. მამა უკვე გვარიანად იყო ნასვამი, გახარებული სახით მოგვიბრუნდა და გვითხრა :–შვილებო ახლა თქვენი ბედნიერების ყურებისა და შვილიშვილის მეტი არაფერი მინდა, აბა თქვენ იცით, მალე გამახარეთო. – სახეზე ხელოვნური ღიმილი მომეფინა და ეს ღიმილი სულ შემაშეშდა დიმა, რომ უპასუხა ვეცდებითო. ყველანი დამშვიდებული წავიდნენ, რადგან მათი აზრით, საიმედო ხელში დამტოვეს. მეც მათი სიმშვიდით დამშვიდებული შემოვბრუნდი სახლში და პირდაპირ საძინებლისკენ წავედი. დიმა კიბეებზე დამეწია და ხელი მომხვია. -აღარავინ გვიყურებს, შეგიძლია ხელი ჩაწიო. -მარტო ვინმეს დასანახათ უნდა ჩავეხუტო, ჩემს ცოლს ? – ოთახის კარი გამიღო და ხელით მანიშნა შებრძანდიო. -ზედმეტად ხომ არ შეიჭერი როლში? ჩემთან მაინც ნუ თამაშობ კარგ ბიჭს, გთხოვ! -რატომ გინდა ყოველთვის ცუდი დაინახო ჩემ ქცევებში ? -იმიტომ, რომ შენი ქცევები ცუდია ! ყოველ შემთხვევაში ჩემს მიმართ. – მივხვდი, ზედმეტი მომივიდა და მეთვითონ მეწყინა ჩემი ნათქვამი. -ჯობია მე წავიდე ! გატყობ ჩხუბს აპირებ. – შენს ქალებთან გაიქეცი დაგამშვიდებენ ! – გაბრაზებულზე, ენაზე კბილის დაჭერა არ გამომდის. -მადლობა რჩევისთვის ! – ცინიკურად ჩამიკრა თვალი და კარები გაიჯახუნა. მოსვენება დავკარგე. ძალიან ვინანე რაც ვუთხარი. ნაწყენი იყო და ვერ მოვითმენდი, რომ არ მენახა. თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი თხოვნა გაითვალისწინა და ჩემს ოჯახთან რადიკალურად სხვანაირი იყო. ალბათ არ იყოს ეს მისთვის მარტივი. ყველაფერს ხომ ვერ დაუკარგავ ადამიანს. რა მოხდებოდა დღეს მაინც, რომ არ გადმომენთხია შხამი.– არა უნდა ვნახო ! – ვუთხარი ჩემ თავს და ტელეფონნი ავიღე. არ მიპასუხა. ისარი შუაღამის სამ საათს უჩვენებდა. ძალიანაც კი მომერიდა მაგრამ ზურასთან მაინც დავრეკე. -გისმენ თაკო, რა იყო ხომ შვიდობაა? -ზურა ბოდიში ვიცი გვიანაი, მაგრამ დიმა სახლსი არ მოსულა არც ტელეფონს იღებს და შენთან ხომ არ არის? -რა ბოდიში ნუ სულელობ. დაახლოებით ორი საათის წინ წამოვიდა სახლში. -ნასვამი იყო? -ცოტათი, მაგრამ ნუ გეშინია რულთან გაიზარდა. მაგაზე ბევრად ნასვამიც მჯდარა საჭესთან. დამშვიდდი მე მოვძებნი. -იყოს მე თვითონ მოვძებნი. -იჩხუბეთ ? ცოტა სევდიანი იყო ჩემი ბიჭი. -ოხ ზურა ! ძილშიც კი საღადაოს ეძებ. -თაკო, როცა მარტო დარჩენა უნდა საგურამოში მიდის ხოლმე. -მადლობა ! მიდი დაიძინე. -რაღა დამაძინებს დარდით, გამიგიჟებ დეიდაშვილს ! ისე მაგას კიდე გაგიჟება უნდა? -მართალი ხარ ! -თაკო ! -რა დაგავიწყდა ? – სიცილით ვუთხარი. -ლილეს ნომერს მომცემ? ხომ იცი მაინც გავიგებ, უბრალოთ მინდა შენ მითხრა. -იმას მიხედე ვინც გყავს. -ის, რომ მინდოდეს ნომერს არ გთხოვდი. კარგა ხანია წავიდა. -არ ვიცი, დავფიქრედბი. დაიძინე ახლა. ავტომობილის გასღები ავიღე და წავედი. ძალიან კი მეშინოდა საჭესთან მარტო დაჯდომის, მაგრამ მისი ნახვა უფრო მეტად მინდოდა. მთელი გზა კანკალით გავიარე, თან ნაპირებს ვათვალიერებდი, ხომ არსად დაიმტვრათქო. როგორც იქნა მივედი. სახლში, სინათლე რომ დავინახე ცოტა დავმშვიდდი. ზარის დარეკვა არც დამჭირდა, კარი შორტებში და წელს ზემოთ შიშველმა გამიღო. ჯერ კიდევ ნახევრად ეძინა და თვალებს იფშვნეტდა. ცოტა კი ავღელვდი, მისი ნავარჯიშები სხეულის დანახვაზე, მაგრამ არ შევიმჩნიე. გვერდი ავუარე და სახლში შევედი. მისაღებში მდივანზე დავჯექი და თავი საზურგეზე მივაყრდენი. ისევ მიკანკალებდა სხეული და მიკვირდა სადმე, რომ არ გადავიჩეხე. ჩემ წინ დაჯდა. -იცი რომელი საათია? -საათი მაქვს. -მერე, ამ შუაღამეზე აქ რას აკეთებ? -ჩემს სახლში მოსასვლელად არც დრო მჭირდებ და არც მიზეზი ! – თავი გააქნია და გაეღიმა. -კარგი, მაგრამ მაგ მიზეზით არ დაჯდებოდი მარტო საჭესთან. -სულ სხვა ხომ არ მატარებს?! -სხვა დროს მარტო აღარ დაჯდე ! ახლაც ნერვიულობ. -საიდან დაასკვენი ? -ტუჩებს იჭამ. -ეს უბრალოთ ჩვევა. -ხო, ჩვევაა ვიცი, როცა ნერვიულობ მარტო მაშინ აკეთებ მასე. -შენ ჩემი დაკვირვების გარდა სხვა საქმე არ გაქვს? -გვიანია, წადი დაიძინე ! -საწოლის გაწყობა მეზარება. აქ დავრჩები. -ჩემს ოთახში დაიძინე. -მერე შენ? -მე დავრჩები აქ. -როგორც გინდა, მაინც მიჩვეული ვარ შენთვის საწოლის წართმევას !– ვუთხარი და მხრები ავიჩეჩე. იქვე, საწოლთან მისი სპორტული მაისური იდო, რომელიც უნდა ცმოდა და ჩემი გულის გასახეთქად არ ეცვა. გადავიცვი (რომ იტყვიან ჩავვარდი შიგ) და დავწექი. მაისურსაც და ბალიშსაც მისი სურნელი ასდიოდა. ბალიშს ჩავეხუთე და მშვიდად დძინებას ვაპირებდი, მაგრამ მერე მისი დაკუნთული სხეული გამახსენდა... უფრო მერე გამახსენდა ნახევრად შიშველი, რომ აპირებდა დაძინებას, გაცივდებოდა. დროს გასვლას დაველოდე სანამ ჩაეძინებოდა, არ მინდოდა ამ მაისურში ვენახე. ცოტა მოკლედ მქონდა. პლედი ავიღე და კიბეები ფრთხილად ჩავიარე. დივანზე იწვა მაგრამ არ ეძინა. დამინახა. უკან ვეღარ დავბრუნდებოდი. –რატომ არ გძინავს ? – კითხვა, კითხვისთვის დავუსვი. – ძილს მიფრთხობ. – მე რა შუაში ვარ ? -მოხვედი და გამაღვიძე. -მერე ვინ გთხოვა გაიღვიძეო? ჩემითაც შემოვიდოდი სახლში. -ზურამ დამირეკა, შენთან წამოვიდაო. სათანადო მასპინძლობა ხომ უნდა გამეწია. -სტუმარი რომ არ ვარ ? სანამ შენი ცოლი ვარ ეს სახლი ჩემიცაა ! -ეგ მაისურიც შენ გქონდეს თუ გინდა. -უი ხო ... დაუკითხავად ავიღე ! -არაუშავს, გიხდება ! -ნუ დამცინი და ეს დაიფარე. – პლედი ვესროლე. დაიჭირა, გვერდით გადადო და ჩემს წინ აღიმართა. -რაიყო, გეშინია არ გავცივდე და მერე შენი მოსავლელი არ გავხდე? -ნწ... – სული შემეხუთა ისე ახლოს იყო. -აბა? -არა აბა ? ადამიანზე რომ იზრუნო რათ უნდა მაგას შიში და მიზეზი. -თაკო რატომ მოხვედი? -შენ რატომ მიწყობ დაკითხვებს? -მაინტერესებს ! -თავი დამანებე. წავალ, მეძინება. -არ მომწონს გაუგებარ, მოკლე პასუხებს რომ მიეჩვიე. -შენგან ვსწავლობ და გამიშვი ახლა ! – არ მომეშვებოდა, მე კი სიმართლის თქმა არ მინდოდა. სწრაფი ნაბიჯით გვერდის ავლა ვცადე. ამ დროს, დივნის წინ მდგარ მაგიდას წამოვედე და გადავემხე . ფეხი ისე მწარედ დავარტი, ტკივილისგან შევკივლე. - სად გარბიხარ შეგჭამ? მაჩვენე რა დაარტყი. – დაჯდომაში დამეხმარა და ფეხი შემიმოწმა. --ვაიმეე ... ნელა ... არ მომკიდო გთხოვ მტკივა ! მოვიტეხე ხო? -თუ დამაცდი ვნახავ და გეტყვი. -მტკივა.. მტკივაა.. მოტეხილია ? მითხარი რა ! -ფეხს ისე აფართხალებ მოტეხილი არ იქნება.ცოტა გაკაწრული გაქ. საავადმყოფოში წაგიყვან ყოველი შემთხვევისთვის. -არ წამოვალ საავადმყოფოში ! -ნუ გადამრევ ახლა ! - არ მინდა ! საოჯახო აფთიაქი მომიტანე და აქ შევიხვევ. -არ ვიცი სად არის. ადექი მივდივართ ! -მოძებნე გთხოვ! ხვალ წავიდეთ. ძლივს იპოვა და ფეხი შემიხვია. მერე უნდოდა ოთახში ხელში აყვანილი წავეყვანე, მაგრამ არაფრით არ დავთანხმდი. ამ მაისური, რომ ავეყვანე ფაქტიურად წელს ქვემოთ გავშიშვლდებოდი. კიბეებამდე ძლივს კოჭლობით მივედი. კიბეზე მეორე ნაბიჯი, რომ ვერ ავდგი გაბრაზებული დამეტაკა და ხელში ამიყვანა. -ისეთი ჯიუტი ხარ, მოთმინებას მაკარგვინებ. – ეცინებოდა. -ოღონდაც ახლა რაზე გეცინება? -ჩემთვის პასუხის გაცემას ფეხის მოტეხვა, რომ ამჯობინე და ახლა მაგ მაისურს ასე -მონდომებით რომ ექაჩები... -ხო, აქ ფეხების დასამტვრევად და შენი მაისურისთვის ამოვედი. -ვიცი რისთვისაც ამოხვედი ! – „კარგია. მინდა, რომ იცოდე.“– გავიფიქრე და გულზე მივეხუტე. დილით ცოტათი გვიან ამომაკითხა საძინებელში. ფეხი უკეთესად მქონდა, ამოტომ საავადმყოფოში არ გავყევი. იმ დღეს სამსახურში არ წასულა. სასაუზმოდ წამიყვანა. მერე, რადგან ფეხი აღარ მტკიოდა და თანაც მარცხენა იყო საჭესთან დამსვა– სჯობს მართვაში ცოტა გავარჯიშოვო. ქალაქს გარეთ წავედით. შიში ისე მეტყობოდა რამდენჯერმე მითხრა სასწრაფოდ გამეჩერებინა მანქანა, მაგრამ ჩემი სიჯიუტის ამბავი ხომ იცით, არ დავუჯერე. მოთმინების ყველა ძაფი გავუწყვიტე. დამემუქრა კიდეც აღარასდროს დაჯდები საჭესთანო... მერე გავაცნობიერე, რომ ის ჩემ გვერდით იყო, რა შეცდომაც არ უნდა დამეშვა დახმარებას შეძლებდა და ნელ–ნელა დავმშვიდდი. მის მიმართ უფრო მეტი ნდობა და იმედი გამიჩნდა. შესაბამისად გაკვეთილებმაც მშვენივრად ჩაიარა. იმდენად კარგად, რომ გაკვირვებული იყო. იცით რა საყვარელი იყო, როცა რაღაც ძალიან აკვირვებდა ჩემგან, მაგრამ არ იცოდა (ან არ უნდოდა) მიზეზი, როგორ ეკითხა. მყუდრო კაფე შევარჩიეთ სავახშმოდ. საღამოს გუგა და ზურაც შემოგვიერთდნენ. მერე ზურას თხოვნა გამახსენდა, ლილეს დავურეკე და ამოსვლა ვთხოვე. ძალიან მომწონდა ეს ბიჭი ზუსტად ჯდებოდა მის გემოვნებაში. თანაც, ვიცოდი ლილეს ნომერს პირადად მე ტყუილად არ მთხოვდა ესეიგი სერიოზულად ფიქრობდა მასზე... ჩვენი გაცნობის დღიდან, პირველად ვგავდით წყვილს. პირველად არ გვიჩხუბია და გვიწყენინებია ერთმანეთისთვის. ყველანი ერთად, კაფეში ვისხედით და სასაცილო ისტორიებს ვიხსენებდით. ვინაიდან გუგა და ზურა დიმას ბავშვობიდან იცნობდნენ და ყველაფერი ერთად ჰქონდათ გამოვლილი, მის ისტორიებსაც ესენი იხენებდნენ. დიმა მხოლოდ ემოწმებოდა. ამ მხიარულებაში ისე დაღამდა ვერც შევამჩნიეთ. უკვე ძალიან გვინი იყო და დავიშალეთ. ლილეს წაყვანა რათაქმაუნდა ზურამ იკისრა, მეც დიდი ნდობით ჩვაბარე და თვალი ჩავუკარი. მერე კი მეუღლის მანქანის სავარძელში გემრიელად მოვკალათდი. წინა უძილო ღამემ და რამდენიმე ჭიქა კოქტეილმა თავისი გააკეთა. ძილი ადვილად მომეკიდა... ჩუმი ხმა მეძახის: – თაკო გაიღვიძე ! – გამიჭირდა გონზე მოსვლა. ისევ მიმეორებს : – გაიღვიძე ! – ჯერ ცხვირზე ვიგრძენი ხელის შეხება მერე ლოყებზე. თვალები ნახევრად გავახილე, მაგრამ ბოლომდე გამოფხიზლებული არ ვიყავი. – მიდი შენი ნივთები აიღე და ისევ ჩვენ სახლში წავიდეთ ! – რობოტივით გადავედი მანქანიდან. კარი ნანამ გამიღო. მახსოვს, ვუთხრაი საგურამოს სახლში მივდივართთქო. ავიღე რაც მჭირდებოდა და მანქანაში დავბრუნდი. დილის ათ საათზე აღმოვაჩინე, რომ დიმას ოთახში ჩაცმულ დახურულს მეძინა. მოვწესრიგდი და ჩავედი. მარკეტიდან ახალი დაბრუნებული იყო, საუზმეს ამზადებდა. -წუხელ... – ვთქვი და დაეჭვებით შევხედე. -ოო ! ცუდი სიმთვრალე გქონია. -ვაიმე... რა გავაკეთე? -არაფერი გახსოვს? -მანქანაში ჩაჯდომა, მერე ნანა, მერე ჩვენ ოთახში რაღაცას ვძებდი. ვსო... -კარგია სხვა, რომ არაფერი გახსოვს ! -ახლა მოვკვდები... მიდი, გისმენ ! – ვუთხარი და ხელები ავიფარე სახეზე. - მერე მოვედით აქ, გათიშული აგიყვანე საძინებელში და მთელი ღამე გყარაულობდი საწოლიდან, რომ არ გადმოვარდნილიყავი. სულ ეს იყო. -სულ ეგ იყო? მეტი არაფერი? აუ კარგი რა, კინაღამ გული გამისკდა ნერვიულობით. -ცოტა გავერთე შენი სახის ყურებით. წამოდი ვჭამოთ, თორე დაიჭამე უკვე ეგ ტუჩები. ლუდიც მოგიტანე... – ამას, ჩემი ტუჩების ყურების გარდა, ნეტა საქმე არ აქვს ? გავიფიქრე და მაგიდასთან გავყევი. -ისევ აქ რატომ მოვედით? -ასე მომინდა ! -კარგი, ისე ამიხსენი გავიგე. -ცოტახნით ოფისში უნდა მივიდე. თუ გინდა შენც წამოდი თანამშრომლებს გაგაცნობ. -არ მინდა. ოღონდ დაღამებამდე დაბრუნდი რა ! – ვიცი ! დროის ათვლა დავიწყე, როდის დაბრუნდებოდა. მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყო. თუნდაც გვეჩხუბა ან საერთოდ არ გვესაუბრა, უბრალოდ ახლოს ყოფილიყო. რა აღარ მოვიგონე საღამომდე, რომ გამეძლო. ისიც ვიფიქრე ნეტა მართლა გავყოლოდიქო. ბოლოს ლეპტოპი ავიღე და ჩემი ფავორიტი წიგნის, ემილი ბრონტეს, მარადიული რომანის, „ ქარიშხლიანი უღელტეხილი“ ეკრანიზაცია ჩავრთე. აღარც მახსოვს რამდენჯერ მაქვს წაკითხული და ნანახი , მაგრამ არასდროს არ მბეზრდება. მოკლეთ დივანზე მოვკალთდი და საყურებლად განვეწყვე. ამ დროს ტელეფონში, ინტერნეტიდან შეტყობინება მომივიდა. ერთ–ერთი სოციალური მედიის გვერდი მქონდა გამოწერილი და სიახლეებს შეტყობინებით ვიგებდი. თავლებს ვერ დავუჯერე. ჩემი და დიმას, წვეულებაზე გადაღებული ფოტო სათაურით:„გზა რაიონიდან აბაშიძეების რძლობამდე“. შემდეგი გვერდის სტატია : „ ვინ არის და როგორი ოჯახიდანაა გოგონა, რომელმაც ყველაზე გავლენიანი და სასურველი სასიძოს გული მოიგო“ შემდეგი: „ლამაზი კონკიას ისტორია“. ეს არასრული ჩამონათვალია იმ სტატიებისა რაც მე მომიძღვნეს. მათ შინაარსს ალბათ თავადაც მიხვდებით. ასე შეურაცხყოფილი არასოდეს ვყოფილვარ. საზოგადოებას ახალი საჭორაო თემა გამოუჩნდა. ამ მდგომარეობის ყველა არასასიამოვნო მომენტზე დავფიქრდი და მივხვდი, რომ ძალიან გამიჭირდებოდა გადატანა, ვინაიდან ჩემთვის ეს უცხო მდგომარეობა იყო. პატარა ბავშვივით აფუზული, ნაწყენი და ჩაწითლებული თვალებით დავხვდი დიმას, რომელიც ძალიან მალე მოვიდა. ალბათ ივარაუდა, რომ წავიკითხავდი. ჩემს წინ დაჯდა, მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო და იატაკს დააჩერდა. –ესიგი წაიკითხე. – თანმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ცრემელბი შევიმშრალე. – უკვე ყველა გვერდმა აიღო. -ეგ არაფერს ცვლის ! ეს დროც ეყოფოდათ ... -როცა მასეთ საკითხებს მე ვაგვარებ, დამიჯერე ცვლის. აბა სცადონ და გაბედონ სხვებმაც ! -ხომ იცი, ჩემი ოჯახის გამო არ მრცხვენია პირიით, უბრალოთ თავს დამცირებულად ვგრძნობ. -ვიცი, მოდი ჩემთან ! – ორივე ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა. მეც მთელი ძალიათ ჩავეხუტე. ძალიან მჭირდებოდა ახლა მისი ნუგეში. – არავის მივცემ უფლებას გაწყენინოს ! ტირილით გული რომ ვიჯერე, თანაც ისე, რომ მისი პერანგი სულ დავასველე, მკლავებიდან გამოცლა ვცადე. არ გამიშვა. სახე მის კისერში მქონდა ჩარგული. მან რამდენჯერმე გადმომხედა და უცნაურად ამოიხვნეშა. აი, ისე რაღაცის სურვილ, რომ ვეღარ უძლებ. -მორჩები ახლა მაგ ტუჩების ჭამას? -ასე უცებ არ შემიძლია. ნელა გადამივლის. -მეც აღარ შემიძლია ! -შენ რა გაწუხებს? - გითხრა თუ გაჩვენო ? – რას გულისხმობთქო მინდოდა მეკითხა და მისკენ ავიხედე. – მაპატიე, მაგრამ მეტს ვეღარ ვუძლებ ! – მითხრა და კითხვა პირზე შემაშეშა. უცებ სუნთქვა შემეკრა. მოულოდნელობით დაჭყეტილი თვალები, ჩემდა უნებურად დავხუჭე. მუცელი გამიცხელდა, სხეული ამითრთოლდა, გული ამიჩქარდა, თავბრუ დამეხვა. ამ ბედნიერ წუთებთან ბრძოლის არც ძალა მქონდა და არც სურვილი... მისი ცხელი და ტუჩები ჩემს ბაგეებს მთლიანად მოედო. ვნებააშლილი შეუჩერებლად მკოცნიდა. მისი გულის ისე ცემდა მეგონა მკერს ამოხეთქავდა. ორივეს გვიჭირდა თავისა და გრძნობების გაკონტროლება. როგორღაც შევძელი ამ ვნებას ბოლომდე არ ავყოლოდი და ეს ურთიერთობა ნაადრევი, მცდარი ნაბიჯისგან გადამერჩინა. გავიწიე და სირცხვილით გაწითლებულმა, სახე ისევ მის კისერში ჩავრგე. ის ღამე ისევ სხვადასხვა ოთახებში დავიძინეთ. ისე,თითქოს არაფერი მომხდარა. არა და ამ ერთ კოცნაში ყველაფერი მოხდა. იმაზე მეტად მისახვედრი და გასაგები, ვიდრე სიტყვაში გადმოსცემს ადამინი. ახლა ყველაზე ახლოს და ყველაზე შორს ვიყავი მასთან. კიდევ ერთხელ გამოვუტყდი ჩემს თავს მის სიყვარულში. მაგრამ იცით რა იყო ყველაზე მტკივნეული? – საკუთარ გრძნობებს შეცდომად აღვიქვავდი. ერთია იცოდე, რომ გიყვარს და მეორე, იცოდე რომ არ უნდა გიყვარდეს... არ უნდა გიყვარდეს იმიტომ, რომ არ იმსახურებს. არაფერი გაუკეთებია ამისთვის. პირიქით ყველა ტანჯვა გადაგატანინა. გატირა, გატკინა, შიშში გაცხოვრა და ახლაც გეშინია . არც ის იცი მის გვერდით კიდევ, რისი გავლა მოგიწევს. ტვინის ყველა უჯრედით ხვდები, რომ ეს სიყვარული უფსკრულში გადაჩეხვას უდრის. ეჭვიანი, იმპულსური ხასითით სიცოცხლეს მოგიწამლავს... მაგრამ რა ვქნათ, რომ სიყვარულს წესები და საზღვრები არ აქვს. რომ მას ვერ ვაკონტროლებთ და მისგან ვერ ვიკურნებით... რა ვქნათ, სიყვარულს ხომ რეცეპტი არ აქვს ! სხვანაირად თბილი იყო ის დილა. იმედი და სიმშვიდე მოიტანა. ამ დღესავით მშვიდი და თბილი იყო დიმაც. ახლა ვხვდები ჩემი, მის გვერდით გატარებული ყოველი დღე დიმას გავდა. მასთან ერთად იცვლიდნენ ფერებს. თუ აქამდე ყოველთვის გაურბოდა ჩემთან საუბარს ახლა პირიქით, თავად აინტერესებდა ყველაფერი. ერთ დღესაც ვისარგებლე მისი ცვლილებით და გავახსენე, დედაზე საუბარი რომ არ დაგვისრულებია. სახე შეეცვალა, მაგრამ არ მოვეშვი. არ იყო ადვილი მისთვის ამ იარების გახსნა მაგრამ ღირდა. როგორც იქნა აღიარა, რომ ნანასი ესმოდა, მაგრამ იმ ტკივილის გამო ათი წლის ასაკსი, რომ ვერ ვაპატიე დღემდე მომყვებაო. გულის სიღრმეში მას ნაპატიები ჰქონდა, მაგრამ ხომ იცით რა რთულია ყველაზე საჭირო დროს სათქმელი, ართქმული სიტყვები. ბევრი კითხვა არ დამისვამს, უჭირდა საუბარი და არ დავაძალე. მას ადამიანი სჭირდებოდა ვინც ამ სიტყვების თქმაში დაეხმარებოდა. არ იქნებოდა ადვილი და ბევრი ბრძოლაც მომიწევდა მასთან, მაგრამ ნანასთვის ეს ბედნიერება უნდა მეჩუქნია და ასევე დიმასთვისაც. მათ ერთმანეთი სჭირდებოდათ. თითქოს ყველაფერი ლაგდებოდა ჩვენს შორის. თუმცა, ნიკას საკითხი მაინც საეჭვო იყო და ეს აუცილებლად უნდა გამერკვია. ისე ვერ გავაგრძელებდი მასთან მშვიდად ცხოვრებას. სწორი დრო უნდა შემერჩია სამოქმედოდ. მანამდე კი არაფერს შევიმჩნევდი. ერთ საღამოს ოფისში, რაღაც საბუთების წამოსღებად წავიდა და მეც გავყევი. შინ ისეთ დროს ვბრუნდებოდით, ნანაც მაგ დროს ამთავრებდა მუშაობას. ტელეფონი სპეციალურად გამოვრთე, მოვიგონე ელემენტი დაუჯდათქო. ვთხოვე მისთვის დაერეკა და ეთქვა, რომ სახლში ჩვენ წავიყვანდით. ძალიან გამიჭირდა, რა აღარ მოიგონა– გოგი წამოიყვანს, მძღოლს გავუგზავნი ან ტაქსით წამოვიდესო , მაგრამ მაინც დავითანხმე. დაურეკა და ძლივს მოახერხა ამ, რამდენიმე სიტყვის თქმა. ერთ ბედნიერებად ღირდა ნანას გახარებული სახის დანახვა. ისე შემომხედა ჩანაფიქრს მიმიხვდა და თვალებით მომეალერსა. დიმამ საბუთები საძინებელში ამოიტანა და მუშაობას შეუდგა. მე, ჩემი ტყუილი დამავიწყდა, ლილეს შეტყობინება მივწერე და ტელეფონი მის წინ დავდე. როგორც ყოველთვის წამში მიპასუხა და ეკრანი აინთო. ჯერ ტელეფონს დახედა მერე, მე შემომხედა. -შენი ტელეფონი დამჯდარი იყო ხო ? -დავტენე ... -როდის დატენე ახლა არ შემოვედით? – პასუხი არ მქონდა და მხრები ავიჩეჩე. – თუ გგონია, რომ ვერ ვხვდები რას აკეთებ, ძალიან ცდები ! -ჩემს დატუქსვას ჯობია ის მითხრა, რატომ დამიმალე კოლეგები რომ ვართ? --არასდროს გიკითხავს. -როგორ გკითხავდი ან, რას წარმოვიდგენდი კანონის დამცველი თავად თუ დაარღვევდა კანონებს. -პირველ რიგში მეც რიგითი მოქალაქე ვარ და ხანდახან მერღვევა კანონები. – ხუმრობის ხასიათზე იყო. – სხვანაირად შენს კოლეგებს საქმე არ ექნებათ. -კარგი ! მაშინ მომეცი უფლება ვიმუშაო და მე დაგიცავ ხოლმე. -იცი, რომ უარს გეტყვი და მერე უნდა მეჩხუბო ხო ? -რატომ უნდა მითხრა უარი. მე მიყვარს ჩემი საქმე და მინდა ვიმუშაო. -არაფერში გჭირდება მუშაობა. ყველაფერი გექნება რასაც მოისურვებ. -შენც ხომ იცი, ახლა სისულელეს რომ ამბობ ?! - თუ ჩემთან ერთად იმუშავებ ოფისსი, მაშინ თანახმა ვარ. -კარგად იცი, რომ მაგაზე არ დაგთანხმდები. მე ჩემით მინდა მივაღწიო წარმატებას. -თაკო არ მინდა შენთან ჩხუბი ! -მაშინ დამთანხმდი! -ვერა, ახლა არ შემიძლია ! რამე რომ მოხდეს ვიღაც უნდა შემომაკვდეს მერე. ყველაფერზე თანახმა ვარ ოღონდ ეგ აღარ მთხოვო. -კარგი ! – მართლა არ ღირდა მასთან ამის თხოვნა ამ ეტაპზე. -არ გეწყინოს რა. უბრალოთ გამიგე . – მხებზე ხელი მომხვია და თავზე მაკოცა. – ისე, მაგ პროფესიისთვის ზედმეტად სუფთა და კეთილი ხარ ! -ესეიგი მაგის გარდა ყველაფერზე თანახმა ვარო ხო ? -ახლა საეჭვოდ დაიწყე. დაფიქრდი, ისეთი რამე არ მთხოვო რაზეც უარს მიიღებ. მერე გაიბუსები. -აუ კარგი რა ... არა და რამდენი რამაა, რაც შენ ცხოვრებაში მაინტერესებს. -მეც ბევრი რამე მაინტერესებს, მაგრამ ხომ ხედავ არ გეკითხები. -და კითხვა რათ გინდა, ისედაც იგებ ყველაფერს. არ იყო მყარი არგუმენტი ჩემს გასაჩუმებლად. -თაკო, თუ შენს გაჩუმებაზე მიდგა საქმე, გაცილებთ მყარი არგუმენტი მაქვს. – ისეთი სახით გადმომხედა მიზეზის მიცემა არ ღირდა. -კარგი, ვსო გნებდები ! -თუ გინდა არ დამნებდე. – მინდა, გნებდები ! აბაზანაში შევვარდი. კიდევ ერთხელ რომ ეკოცნა თავის შეკავებას ვეღარ შევძლებდი. წყალი გადავივლე და ვინაიდან ისე სწრაფად შევედი, რომ ტანსაცმლის შეტანა დამავიწყდა პირსახოც შემოხვეული მომიხდა იქედან გამოსვლა. იქ აღარ იჯდა, გამიხარდა. ისედაც უხერხულობას ვგრძნობდი ამ ფორმით. მშვიდად შევაბიჯე „დრესინგ“ ოთახში და კინაღამ გული შემიქანდა იქ თითქმის გახდილი, რომ დამხვდა. შემოსაცმელად გამზადებული ხალათი ხელში შეაშეშდა. სად დავმალულიყავი არ ვიცოდი. თვალებზე ხელი ავიფარე. სიცილი აუტყდა. -ბოდიში, არ მეგონა აქ თუ იყავი. ისე, რა გაცინებს ნეტა გამაგებინა ! -რომ დაგანახა ახლა რა სახე გაქვს არ გაგიკვირდებოდა. -დროზე მოიცვი ეგ ხალათი და ნუ დამცინი. -ოთაში შემომივარდი და კიდე შენ ხარ დიდგულზე? -აუ ჩაიცვი და გადი რა... ხომ ხედავ რა ფორმაშიც ვარ უფრო მეტად ნუ მარცხვენ. -მგონი ეგ სირცხვილი უკვე უნდა გადალახო. ერთ ოთახში გვძინავს და ხშირად მოგვიწევს ერთმანეთის ამ ფორმაში ნახვა. – თბილი, დაბალი ღელვაშეპარული ტონით მეუბნებოდა და ნელ–ნელა ჩემსკენ მოიწევდა. -დიმა გაჩერდი ! – უკან რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი. ძალაინ ახლოს მოვიდა. მოძრაობაში პირსახოცი შეიხსნა, ის იყო ტანზე უნდა შემომცლოდა და მის წინ დედიშობილა დავრჩენილიყავი თავლები დახუჭა, დაიჭირა და ისევ მომახვია. -ეს რომ ძირს დავარდნილიყო... – ღრმად სუნთქავდა.– იმ პირსახოცს გახვევ, რომლის შემოხსნაც მინდა... ჰაერზე გავალ თორე ახლა აქ, რომ დავრჩე... მგონი მართლა გავაფრინე – ბოლო სიტყვები ჩუმათ ჩაილაპარაკა, უცებ ცაიცვა და ოთახიდან გავარდა. ძალიან დიდი ხანი გაშეშებული ვიდექი იქ სადაც დამტოვა. დაბნეული, არეული მისი საქციელითა და თავშეკავებით გაკვირვებული. ყოველწუთას ვრწმუნდებოდი, რომ ძალიან ღირსეული კაცი მიყვარდა. შეიძლება უხეში იყო ცივი, ეჭვიანი და ბრაზიანი, მაგრამ არასდროს უღირსი. ველოდი როდის გამოჩნდებოდა. ის არა, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენი კეთილის მსურველისგან ისევ ანონიმურად, ამჯერად ვიდეო გამოჩნდა ჩემს სოციალურ ქსელში. სადაც ჩემი, სახლიდან გაქცეული მეუღლე უცვლელ დუეტთან და გოგონებთან ერთად ბარში სვავდა და საეჭვოდ ერთობოდა. სავარაუდოდ მათთან დაიოკებდა ჩემთან აშლილ ვნებებს. საწოლი თავდაყირა დავაყენე. მერე, ეს ვიდეო დიმასთან გადავმისამართე და ტექსტი დავურთე : „ თუ შენთვის ოდნავ მაინც რამედ ვღირვარ, დრეს სახლში არ მოხვიდე. თუ ცოტათი მაინც შეგრჩა ნამუსი, რამდენიმე დღე არ მომძებნო. მაინც ვერსად გაგექცევი, უბრალოთ დრო მომეცი. „ ... ნანა გავაფრთხილე, რომ ცოთახნით სახლში არ ვიქნებოდი. ჩემს მშობლებთან იმერეთში წავედი. რიკოთის გვირაბს, რომ გასცდები სულ სხვანაირად შენია იქაურობა. საქათველოში, ქართველისთვის ყველა კუთხე–კუნჭული ხომ მშობლიური და სანუკვარია, მაგრამ იქ, სადაც დაიბადე, სადაც შენი ფესვებია სულ სხვანაირად სანატრელია. ამიტომაც იმერულ ჰაერს სხვანაირი სურნელი ქონდა ჩემთვის. გადამავიწყა კიდეც ჩემს ბატონზე, გაბრაზებული რომ ვიყავი და მერე, ამ სიბრაზით დაუფიქრებლად შეტყობინებაში გრძნობებზე, რომ ავლაპარაკდი. თუმცა, რა გასაკვირია ამ ბოლოს ყველა ჩემი ქმედება დაუფიქრებლად ხდებოდა. ვინ იცის რა აზრები უტრიალებდა იმ ჭკვიან თავში. კორპუსის წინ შეკრებილი სამეზობლოს მოკითხვით, რომ ვიჯერე გული მერე, ჩემი ბინის კარს მივადექი. ზარი დავრეკე და მოუთმენლად დაველოდე. დედამ გამიღო და ბედნიერებისგან შეჰკივლა. -თაკო, ჩემო სიცოცხლე, როგორ გამახარე. – თავის თბილ გულში ჩამიხუტა. – შემოდი დედიკო აქ რას დგახარ. მარტო რატომ ხარ? – ცოტა შეშინდა. -დიმა, რამდენიმე დღით გაემგზავრა სამსახურის საქმეზე. მეც დრო გამოვიყენე და გესტუმრეთ. თან, ძალიან მომენატრეთ ჩემო დუდუნა. – ვუთხარი და დედის სურნელით და სიყვარულით გაჯერებულ კალთას შევაფარე თავი. ჩემი ცხოვრების ყველა სიყვარულს თავისი სურნელი აქვს. – დე, მამა სად არის? -სოფელში წავიდა, ბებიას დახმარება სჭირდებოდა. -აუ რა კარგია! – ტაში შემოვკარი.– ჩვენც წავიდეთ. ჩემს „ციცი–ნათელასაც“ ვნახავ და მამასაც. -კარგი დედიკო წავიდეთ. ჩემი ციცი–ნათელა ის გავახარე, ასაკი და წნევა სულ გადაავიწყდა. მუხლმარდი გოგოსავით დარბოდა და თავს მევლებოდა. სიძე აქაც იკითხეს რათქმაუნდა და ამათაც ლამაზი ტყუილი ვუთხარი. ფეხდაფეხ დავიარე ჩემი სოფელი. ნაცნობი ადგილები– სტადიონი, სადაც ბიჭივით ვთამაშობდი ფეხბურთს და მუხლები სულ დაკაწრული მქონდა. წყარო, სადაც ცხელ ამინდებში უფროსები ცივი წყლის მოსატანად გვაგზავნიდნენ ბავშვებს და გზაში ისე გავერთობოდით ხოლმე, შინ უკვე გამთბარი წყალი მიგვქონდა და ასე გვიწევდა წრეზე სიარული. და სოფლის „ბირჟა“ რამდენიმე უბანი, რომ იყრიდა თავს. მითუმეტეს, თუ სტუმრად უცხო გოგო იყო, მეორე სოფლიდანაც კი მოდიოდნენ. ბევრი სიყვარულისა და ლამაზი ოჯახის დასაწყისი გამხდარა ეს ბირჟა. მეც ბევრი მეტრფოდა, მაგრამ იმ დროს ზედმეტდ უცხო იყო მსგავსი საკითხები . ამიტომ პასუხის გაცემის ჩემეული ხერხი მქონდა. ტრადიციული თამაშის – „წითელი, ყვითელი, შავი.“ დროს, გამთვლელს წინასწარ ვანიშნებდი სამიზნეს, ზოგჯერ არც სჭირდებოდათ მინიშნება. მერე, შავს ვირჩევდი და სულ დაწითლებული ქონდათ საწ....ბს სახე. ასე ვპასუხობდი მათ გრძნობებს. ალბათ ჩემგან არც გაგიკვირდებათ. ჩხუბებიც ხშირად იმართებოდა ვნებათა ღელვის გამო. მერე, ეს ჩხუბი გარჩევებში გადაიზრდებოდა და ასე ბობოქარი დღეები მქოდა ხოლმე ჩემს სოფელში. თვალის ჩინივით გვიფრთხილდებოდნენ ჩვენი კუთხის ბიჭები გოგონებს. ჩემთვის, ხშირად ბირჟაზე მისვლასაც აუკრძალიათ– ერთი დღე მაინც ჩაგვატარებინე შარის გარეშეო. განსაკუთრებულ ტრადიცია კი, მაინც სიმინდის მოპარვა იყო მეზობლების ყანიდან. ერთხელ, იმავე მეზობლიდან ვისაც „ტარო“ მოვპარეთ, მოსახარშად ქვაბიც კი ვითხოვეთ. და კიდევ უამრავი ლამაზი მოგონება... ბავშვობა – ყველაზე უდარდელი, ბედნიერი და დაუვიწყარი წლებია ადამიანის ცხოვრებაში. იმდენად დაუვიწყარი, რომ შეიძლება მხოლოდ ბავშვობის მოგონებებით იცხოვროს და იარსებოს ადამიანმა. ხუთი მშვიდი და სითბოთი სავსე დღე გავატარე ჩემს სოფელში. თუმცა, გულში რაღაც ძალიან მაკლდა. ჰამაკზე ვიჯექი და ვქანაობდი, რომელიც პირდაპირ შემოსასვლელ ღია ჭიშკარს უყურებდა. თვალებს ვერ დავუჯერე, მოვიფშვნიტე და ისევ გავიხედე– ჩემი სიმშვიდის დამრღვევის ავტომობილი ვიცანი, პირდაპირ ეზოში შემოიჭრა. გული ამიფრიალდა, როგორ მომნატრებია... სანამ მე ავდგებოდი მანამ, დედა და ბებია გამოცვივდნენ სახლიდან და სიძეს ზარ–ზეიმით შეეგებნენ. მანაც მოწიწებით მოიკითხა. მისვლა, რომ შევიგვიანე ბებიამ დამიძახა : –მოდი ბაჭია შენი ქმარი გვესტუმრა და არ უნდა დახვდე? მოკლეთ ეს თაობა სულ გადაგვარდით. მე ბაბუაშენს ყანიდან მოსულსაც კი ეზოს გარეთ ვხვდებოდიო. – მის, ამ სიტყვებზე ისე გულიანად გამეცინა, დიმა წარმოვიდგინე თოხით ხელში. მისკენ წავედი და ბებოს ვუპასუხე: – ყანიდან თუ მოვა, მეც ეგრე დავხვდებითქო. რათქმაუნდა მათ დასანახად გადავკოცნე და თან ყურში ჩავჩურჩულე: – კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს სამოთხეში! – მისი პასუხი: – გმადლობთ ბაჭია ! – გამიღიმა და საბარგულიასკენ წავიდა. ახლა ალბათ, ამ სახელის გამო ასჯერ მეტად ბავშვად მოვეჩვენე. იმდენი პარკი გადმოალაგა სახლში ძლივს შეზიდეს. თან მადლობეს უხდიდნე თან „ჩემი სიკვდილი, როგრო შეწუხებულხარო“ გაიძახოდა ბებია. ხან მე მიბღვერდა– როგორ არ გრცხვენია, რომ არ გაგვაფრთხილე თუ მოდიოდა საკადრისად დავხვდებოითო. ამასობაში მამაც მოვიდა. დიმა განსაკუთრებული პატივისცემით მიესალმა მას. ყველანი დაფაცურდნენ. მე ისევ ჰამაკისკენ წავედი, ისიც გამომყვა. -როგორ გაიგე სად ვიყავი მაგას აღარ გკითხავ, მაგრამ რატომ ჩამოხვედი? -იმ მიზეზით, რა მიზეზითაც შენ ამოხვედი იმ დღეს საგურამოში. – დამახასიათებელი, „ამომწურავი“ პასუხი გამცა. - ხომ გთხოვე რამდენიმე დღე!– მინდოდა მკაცრი ვყოფილიყავი, არადა მისმა დანახვამ სულ დამავიწყა წყენის მიზეზი. თანაც, გულის სიღრმეში მესმოდა კიდეც მისი. -როგორც ვიცი, ხუთ დღეზე რამდენიმეს თქმა შეიძლება. ისედაც გამიგრძელდა.– უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ბოლო სიტყვები. -აქ არ გელოდი. ან ამ საჩუქრებით რომ მომადექი ... -ეგ საჩუქრები შენი არაა და ნუ ერევი. ჩვენს ციცი–ნათელას მოვუტანე. ისე ძალიან საყვარელი ქალია. – არ მახსოვს მასთან ნათელა, ციცი–ნათელას სახელით მომეხსენიებიოს. ეს საიდანღა გაარკვია? -მისი გულის მოგებით გინდა ჩემთან გმოხვიდე? – მართლა ბავშვი ხარ რა ... – გაეღიმა და ლოყაზე მიჩქმიტა.– შენთან უკეთესი გეგმები მაქვს ბაჭია! -იქნებ ეგ გეგმები მეც შემითანხმო ხოლმე „მგელო“ ! – ამ სახელის გაგონებაზე ისეთი სახე მიიღო მივხვდი, სიცილის სურვილით კუნთები დაეჭიმა. მეც მიჭირდა თავის შეკავება. -შეგითანხმო? უკვე რაღაცეებს ვათხმებთ ერთმანეთთან? ისე, მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია, ბავშვივით უნდა მოგექცე, რადგან დიდივით რომ გექცევი არ ჭრის. -აქ, ჩემი ნერვების მოსაშლელად თუ ჩამოხვედი... - დამშვიდდი, დედაშენი მოდის. -როდის დაბრუნდი შვილო? – კითხა და ვიფიქრე ვსო ჩემი ტყუილი გამოაშკარავდებათქო, მაგრამ... -გუშინ საღამოს. თაკომაც არ იცოდა ტყუილად საყვედურობთ. – გავოგნდი. როგორ შეეძლო ჩემი აზრები გამოეცნო. -კარგი, მაშინ ახლა მითხარი, რა გიყვარს, რა გაგიკეთო? -არაფერი განსაკუთრებული. თუ არ შეწუხდებით უფრო გამეხარდება. – დედა უპასუხოდ მოგვცილდა და მივხვდი, რის საშვალებასაც დრო მისცემდა ყველაფერს გააკეთებდა. - შენ რა ტელეპატი ხარ? როგორ მიხვდი რა ვუთხარი? – ვკითხე, მარტო რომ დავჩით. - ვიეჭვიანე და გამოვიქეციო მაგას არ ეტყოდი. თან კითხვაც ისეთი დამისვა... -ეგ ეჭვიანობა კარგი გამახსენე. -ანუ აღიარებ, რომ იეჭვიანე? - ეგ არის ახლა ჩვენი პრობლემა მე, რას ვაღიარებ? -არის. თუ მეტყვი, რომ იეჭვიანე აღარასდოს მოგცემ მიზეზს. -ვერ ეღირსები ! – ვუთხარი და მკლავზე ვუჩქმიტე. შემომხედა და დანაპირები გამახსენა. – ათასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, მაგას აქ არ გააკეთებ. ასე რომ ტყუილად ნუ მაშინებ. ახლა, ჩემს პერიმეტრზე ვართ. -მოიცა, ჩაგიყვან ჩემს პერიმეტრზე. და კიდევ ზოგჯერ, უთქმელობით უფრო მეტს ამბობ. – სახე ავარიდე და ცოტახანს ჩუმად ვისხედით.– შენი საყვარელი შოკოლადები მოგიტანე მიდი ჭამე, იქნებ ცოტა დაგამშვიდოს. -შენ საიდან იცი, რომელი მიყვარს და საერთოდ, როგორ გებულობ მაგ რაღაცეებს? -უბრალოთ მონდომებაა საჭირო, რომელიც შენ ჩემთან მიმართებაში სულ გაკლია. -დიმა რა მინიშნებებით მელაპარაკები ? -თუ არ მოგწონს, მომეცი საშუალება და პირდპირ გეტყვი. -წავალ შოკოლადებს შევჭამ. მადლობა, რომ შეწუხდი და მიყიდე. – სწრაფად წამოვდექი წასასვლელად, მაგრამ ჰამაკი შექანავდა და მეც შემაქანა. ამ დროს, რომ არ წავქცეულიყავი წელზე ხელები მომხვია და მის კალთაში ჩავსკუპტი. - რამდენხანს აპირებ გაქცევას ?! – მკითხა როდესაც ზემოდან მომიქცია. - ნუ მეხუტები სირცხვილია. გამიშვი ! -დავიღალე უკვე, ცოლთან მიკარების გამო ვიღაცის, რომ უნდა მრცხვენოდეს! – მკაცრი ტონით მითხრა. -გამიშვი ! -მიდი ბაჭია, სკუპ–სკუპით გაიქეცი მგელი არ დაგეწიოს ! – როდესაც ასე ხუმრობდა არც გამომეტყველება ეცვლებოდა და არც ხმა. ვგიჟდებოდი, ისეთი სასურველი იყო ასეთი შავი იუმორის დროს ჩემთვის. იმ საღამოს, ნამდვილი იმერული სუფრა გაიშალა. სიძის მოსვლის ამბავი, რომ გაიგეს მისი გაცნობის სურვილით ბევრი, სტუმარი გვეწვია. დიმაც ისეთი განსხვავებული უბრალო და უშუალო იყო ყველასთან თვალებს და ყურებს არ ვუჯერებდი. თბილი და ყურადღებიანი. ლამის თაფლად გადაიქცა ეს უჟმური კაცი. გვარიანად მოილხინეს. იმერულ ღვინოსაც კარგად შეხვდა. თუმცა, ცოტათი მაინც დაეტყო მხოლოდ მე ვამჩნევდი. უფრო ხშირად და თბილად მიყურებდა. შუაღამე იყო სტუმრები, რომ დაიშალნენე. ყველანი, სიძით მოხიბლულები დარჩნენ. მას სიტყვა–პასუხიც და ინტელექტიც საკმარისზე მეტი ჰქონდა ამ ეფექტის მოსხდენად. ძალიან დაღლილები შევედით საძინებელში, სადაც კიდევ კარგი ორი საწოლი იდგა. რატომღაც თავიდანვე ეს ოთახი ავარჩიე, მგონი გულის სიღრმეში ველოდი მის ვიზიტს. დედამ ბევრი მეხვერწა ოთახი შეიცვალე სირცხვილიაო, მაგრამ გადავარწმუნე. საწოლების გაშლა დავიწყე. ჩამოჯდა და ცოტახანს მიყურებდა. შავი თვალები ლამაზად უციმციმებდა. -მომეწონა შენი სამოთხე! -ვატყობ მასაც მოეწონე ! – ღიმილით ვუპასუხე. –სიამოვნებით დავრჩებოდი აქ სამუდამოდ. ყველანი ისეთი უბრალოები და კეთილები არაინ. – მესმის. შენს სამყაროში კი პირიქითაა, მაგრამ ჩემი ძმა არ დაგითმობს. მასაც უყვარს. – გავახელე ისევ ღიმილიანი სახით. – შეიძლება, მაგრამ შენ დაგითმობს. მე კი შენთან ერთდა ვიცხოვრებ ამ სამოთხეში. -ღვინომ იმოქმედა მგონი. მე გავალ დაიძინე. -ახლა შენ, ისევ გარბიხარ ! არ გავრბივარ. უბრალოთ, საშვალებას გაძლევ გამოიცვალო და დაწვე. -მე არ მრცხვენია ! -კარგი, შევბრუნდები მაშინ. –მისგან ზურგით დავდექი. ადგა. ვიფიქრე გახდას იწყებსთქო, მაგრამ უცებ ჩემს უკან აღმოჩნდა. მხრებზე ხელები ნაზად მომიჭირა, მიმიზიდა და თავზე მაკოცა. გული ამიჩქარდა. -„იცოდე, მე არ ვარ ის ქალი ვის გვერდითაც სიმშვიდეს ეღირსები“– ეს სიტყვები გახსოვს? – თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. გულში ამიფრთხიალა იმის გააზრებამ, რომ ჩემი სიტყვები ახსოვდა. – ასრულებ კიდეც, მაგრამ ის მაინც მითხარი კიდევ როდემდე უნდა მაწამო? – ნაზად ჩამჩურჩულა ყურში. ისეთი მამაკაცური ხმის ტემბრი ჰქონდა ჩემდაუნებურად მაღელვებდა. მისმა თბილმა ბგერებმა წამში მოიარეს გული და გონება. -ხომ იცი, რომ იმსახურებ ! – აღელვების დასაფარდ ვუთხარი, თორემ იმ წუთას მერჩივნა სამყარო დადუმებულიყო და მხოლოდ ჩვენი გულის ცემისთვის მესმინა. -ვიცი, მაგრამ სასჯელსაც ხომ აქვს ვადა.– ძლივს დაიხსნა ჩემი თმების ალერსისგან თავი და არეული ხმით მითხრა. -უვადო სასჯელიც არსებობს ! – სუნთქვაც კი ამერია ისე შემოიპარა ჩემში, მისი სურვილი. -ოხ თაკო, რა გაგიკეთო უკვე აღარ ვიცი !– ისე ამოიხვნეშა გული ამოაყოლა.– კარგი, იყოს სამუდამო ოღონდ ჩემ გვერით იყავი. -დიმა ნუ იქცევი ასე რა ! -როგორ?– მკითხა და თავისკენ შემაბრუნა. თვალები ამღვრეული ჰქონდა, სიმთვრალე გვარიანად ეტყობოდა. -სხვანაირად, თბილად. არ გინდა გთხოვ ! -მე სულ მინდა ასე მოგექცე! – ჩემი ნიკაპი დაიჭირა და კოცნა უნდოდა, მაგრამ ავერიდე და თავი მკერდზე მივადე. – გასაგებია ! – ძლიერად მომეხვია.– რომ იცოდე როგორ მენატრებოდი! მეც ! – გავბედე და ვუთხარი, რადგან დილით ალბათ, არაფერი ემახსოვრებოდა. ადრე გამეღვიძა. საწოლზე ჩამოვჯექი და ვუყურებდი, როგორ მშვიდად ეძინა. სიცხის გამო გადაეხადა და მის სხეულზე კუნთების დათვლაც კი შემეძლო. მიზიდავდა, მაგიჟებდა. ახლოს მივედი, ჯერ მისი თმის სურნელი შევისუნთქე, რომელიც სულ აჩეჩოდა მერე კი, თითებით შევუსწორე.თავში კიდევ რაღაც სულელური აზრები მომდიოდა, ამიტომ სასწრაფოდ გავეცალე. ჩემი ბაჭიების მოსაფერებლად წავედი. ძალიან დიდ ხანს დავყავი მათთან გულს ვაყოლებდი. ვაჭამე, წყალი დავალევინე გულში ვიხუტე. ჭრელები, ფუნფულები და საოცრად საყვარლები იყვნენ. დედამ გამაგდო ქმარს მიხედეო თორემ, ალბათ კიდევ დიდხანს „ვითამაშებდი“ მათთან. დაბრუნებულს უკვე მოწესრიგებული დამხვდა. რომ შევედი შემათვალიერა, მძიმედ, უსიამოდ ჩაისუნთქა და მკითხა : -თაკო სად იყავი? -რატომ მეკითხები? – სიცილი ძლივს შევიკავე, მივხვდი მიზეზს. -მეწყინა აქ მარტო, რომ დამტოვე. – ღიმილით მითხრა და ცხვირზე ხელი მოიჭირა. -რაიყო, ნაბახუსევზე არ წავიდა ეს სურნელი? – ვუთხარი და გულიანად გავიცინე. -მართლა ცუდად მოქმედებს. მითხარი რას დაუკარგე მოსვენება დილიდან ? -კურდღლების ოჯახს ვეწვიე, პაწაწუნა ბაჭიების მოსანახულებლად. -და შიგ, სახლში შეუვარდი?! წყალი გადაივლე თორემ, არ ვიცი რა მომივა ! –მართლა არ გამოიყურებოდა კარგად. -კარგი მივდივარ, აქ არაფეერი დაგემართოს ! მამა სუფრასთან გელოდება, გადი და მეც მალე მოვალ. – ქმარი ოთახში მიატოვა და ბაჭიებთად გაიქცა მოსაფერებლად. საბოლოოდ შემშლის. – რომ გავედი მაშინ ჩაილაპარაკა, მაგრამ მაინც გავიგონე. იმ დრეს ქალაქში წავედით მამას სამსახურის გამო. ძალიან არ მინდოდა ბებოს დატოვება და მგონი დიმას ჩემზე მეტად, მაგრამ ისიც თბილისში უნდა დაბრუნებულიყო. სახლში მიგვაცილა და წასვლას აპირება, მაგრამ ჩემმა მშობლებმა სთხოვეს, ერთი დღით კიდევ დარჩენილიყო. შევატყვე, მასაც არ უნდოდა წასვლა და დიდი ხვერწნა არ დასჭირვებია. მამასათან ბევრს საუბრობდა. ძალიან მშვიდი და მხიარული იყო. თავს ისე გრძნობდა როგორც მე, მის მშობლებთ. თითქოს როლები გავცვალეთ. მეც ვიეჭვიანე. დედას და მამას, მის გამო სულ გადავავიწყდი. ამასობაში დაღამდა და ძილის დროც მოვიდა. მისაღებში ვიჯექით და ტელევიზორის „პულტს“ ვაწვალებდი. -მავნე ადამიანი ხარ ! – მითხრა და ღიმილით გადმომხედა.– მაგან მაინც რა დაგიშავა, რომ არ ასვენებ ? – ისე მითხრა თითქოს წინა ღამის საუბარი ახსოვდა. -ნერვებს ვიმშვიდებ ! -და რა განერვიულებს? -ჩემს საძინებელში ერთი საწოლი დგას. -მერე? -მშვენივრად ხვდები მერე, რაც ! ისევ... ერთი დღე გამიძელი არ შეგჭამ. ან თუ გინდა აქ დავიძინებ არ მაქვს პრობლემა. - ჩემს მშობლებს შენ აუხსნი თუ მე ავუხსნა აქ რატომ წვები?– მოჭუტული თვალებით გავხედე. -მე ავუხსნი მათი შვილი, როგორი მზრუნველი და მოსიყვარულე მეუღლეა . -ნერვებს ნუ მიშლი და წამოდი! ჩემი საძინებელი ზუსტად ისე იყო, როგორც წლების წინ თინეიჯერობას დროს, ბაშვური სურვილებით, რომ მოვაწყე. მას შწმდეგ არაფერი შემიცვლია. ოთახში, რომ შევედით მისი სახე უნდა გენახათ. სიცილს ძლივს იკავებდა და მონდომებით ათვალიერებდა ყველაფერს. საწოლზე დადებული დიდი, ფუმფულა სათამაშო დაჭირა და ერთხანს ხელში ათამაშა. -და ამის შემდეგ კიდევ მეტყვი ბავშვი არ ვარო?- წარბებსქვემოდან ამომხედა. -ნუ დამცინი ! -სერიოზულად ვფიქრობ, კურდღლების საშენი უნდა გაგიკეთო. -დამანებე ახლა თავი თორე, მაგ სათამაშოთი გაგგუდავ. ისედაც გაბრაზებული ვარ. სპეციალურად დარჩი ხო? -ხო. ერთი სული მქონდა ამ ვარდისფერ, გოგოშკურ ოთახში, როდის დავიძინებდი . ეს ფუმფულა ჩავიწვინოთ შუაში, საზღვარი იქნება. ისე ვერ მიხვდი, რომელი ცხოველია?!– რამდენჯერმე კიდევ დაატრიალა ხელში. ხანდახან ვერ ვარჩევდი ხუმრობდა თუ არა ისეთი სერიოზული იყო. - ესეიგი ბავშვი ხო ? კიდე არ ეშვები მაგ თემას... ბატონო დიმიტრი, იქნებ შემახსენოთ საქართველოს კონსტიტუციის, რომელი მუხლით ისჯება და სასჯელის რა ზომაა განსაზღვრული „ბავშვებთან“ ქორწინების დროს? – ვკითხე და მრავლისმეტყველი სახით შევხედე. -შენს დაბადების მოწმობაში, დაბადების თარიღად 1995 წლის 15 ნოემბერი, რომ არ ეწეროს მართლა შემეშინდებოდა. მხოლოდ მაგით თუ გაარკვევს კაცი შენს ასაკს. – ამჯერადაც ღიმილშეპარული შავი იუმორი. -ნეტავ, ჩემი მეხუთე კლასის დროინდელ სკოლის ჟურნალსაც არ გამოითხოვდე. – როგორ მინდოდა გემრიელად გამეცინა, მაგრამ საწოლის საკითხი უფლებას არ მაძლევდა. -ვერ იპოვეს. შენს სკოლას არეული არქივი აქვს. -კარგი რა ... – უცებ თემა შევცვალე – რა ვქნათ ახლა აქ ორივე, როგორ დავწვე... რას აკეთებ ? ნუ იხდი.. ნუ იხდი ... – ალი მომედო წარმოდგენაზე თუ, რა დამემართებოდა ჩემს გვერდით ასე, რომ დაწვებოდა. - თუ გგონია ამ სიცხეში ჩაცმულ –დახურული დავიძიბე ძალიან ცდები. შებრუნდი შენ თუ გრცხვენია და დამაცადე დაძინება. – აშკარად ერთობოდა. -იცოდე მაგ კუთხე იკმარე და ჩემსკენ არ მოიწიო. -შენ თვითონ არ მოიწიო და არ შემაწუხო. ვიცი, ძილში რომ დადიხარ. – საწოლში მოკალათდა. -საიდან იცი? -შენგან განსხვავებით ფიზელი ძილი მაქვს. მართალი მითხრა საშინელი ძილი ვიცი. საწოლის თავში დაძინებულმა შეიძლება შაწოლის ბოლოში ან სულაც იატაკზე გავიღვიძო. თანც დილიით არაფერი მახსოვ. ტანსაცმლიანად, დაჭიმული სხეულით მივუწექი გვერდით. ცეცხლი მეკიდა გულშიც და გონებაშიც. მეძინებოდა, მაგრამ შიშით თვალებს ვერ ვხუჭავდი, რადგან მეშინოდა დილით მასზე მიკრულს არ გამეღვიძა. შიშის ასე ახდენა?!... სასიმოვნო, ნაცნობი სურნელი. თვალები გავახილე და წამსვე დავხუჭე. ვინატრე, რომ იქედან გავმქრალიყავი. მას უკვე გაღვიძებოდა ან, შეიძლება საერთოდ არ ეძინა ისე შემაწუხებლად ვიწექი მასზე... ხო, სწორად გაიგეთ, საწოლზე კიარა მასზე მეძინა. თავი მის მკერდზე მედო, ხელებით კი სხეულზე ვეკვროდი. ძლიერ მკლავებში ვყავდი გამომწყვდეული და თმებზე მეალერსებოდა. სირცხვილით და ვნების ალით ერთდროულად ვიწვოდი. მთელი გულრწფელობით ვუთხარი : - ახლა მართლა არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. მრცხვენია ! - ჯერ კაცს სიახლოვესაც არ ვიკარებ და ახლა, მთელი სხეულით ვარ გადაწოლილი მასზე. -არაფერი თქვა და არფერი გააკეთო, უბრალოთ ცოტახანსა ასე დარჩი. -მრცხვენია–მეთქი ! -ვისი და რისი? -შენი და ამ მდგომარეობის რათქმაუნდა. -თაკო, შენ ჩემი ცოლი ხარ და გაიაზრე ეს ბოლოს და ბოლოს. ახლა კი, შემარგე რაღაც კარგი გთხოვ ! – მითხრა და უფრო ძლიერად მომეხვია. –წუხელ, ორჯერ გადამაგდე საწოლიდან და კონპენსაციას ვითხოვ.– ჩვეული ინტონაციით. -კარგი რა, ამხელა კაცს რას მოგერეოდი ეს წიწილა ქალი. -წიწილა ქალი ? – გაიმეორა და გაეცინა. – ისე, მართლა წიწილას წონა გაქვს. -შენი გულის ფეთქვის სიხშირეს თუ დავუჯერებთ ისეა დაღლილი წიწილას წონა ვერ იზამდა ამას. -გააჩნია თუ, წონას პირდაპირი მნიშვნელობით გულისხმობ ვერა. -ანუ, შენს ცხოვრებაში სხვა წონაც მაქვს? – გამოვეცალე და ზემოდან დაეჭვებით დავხედე. -კი და მართლა თუ გაინტერესებს გეტყვი რაც. -არა, რატო უნდა მაინტერესებდეს?! -თაკო, ნუ მიწვევ თორემ , ამ წიწილას გემოს გავუსინჯავ. – მითხრა და სახეზე ჩამოყრილი თმები გამისწორა. შეშინებული წამოვხტი, როცა მზერა ჩემს ტუჩებზე გაუშეშდა. დამიჭირა საწოლზე დამაბრუნა და ზემოდან მომექცა. – ვერსად ვერ გაიქცევი. ამის შემდეგ არცერთ შენს გამოწვევას არ დავტოვებ უპასუხოდ იცოდე ! ჯერ მაიძულე ხუთი დღე შენს გარეშე გამეტარებინა. მერე მაიძულე მთელი ღამე შენზე ჩახუტებულს მძინებოდა და შენი სიახლოვით ჭკუიდან გადაგეყვანე. რომ გამეღვიძა და ისე დამხვდი.... ხოდა ახლა შენი კოცნა მინდა და ვალდებული ხარ დამთანხმდე. – არ გაქცეულიყავი კლუბში და არაფრის იძულება არ მოგიწევდა. – გული ლამის საგულედან ამომივარდა. -რატომ გამიშვი მერე, რატომ არასდროს მაჩერებ? ნუ გამიშვებ და არსადაც არ წავალ. -შენ თუ წასვლა გინდა მე ვერ შეგაკავებ ! -არ მინდა თაკო ! არ მინდა, მაგრამ არასდოს არაფერს გავაკეთებ შენი სურვილის გარეშე. ამას აქამდეც უნდა მიმხვდარიყავი. შენ კი ყველა გზას მიკეტავ... ნუ მცდი! ეს მოთმინება ძვირად მიჯდება. – უფრო ახლოს დაიხარა ჩემთან. -გეხვერწები, გემუდარები გამიშვი ! ვერა, არ შემიძლია. როცა ვხედავ ტუჩებს, როგორ იჭამ თვას ვერ ვერევი. ნუთუ ასე ძნელია, მხოლოდ ერთ კოცნას გთხოვ !– სასწრაფოდ ავიფარე ხელი პირზე. – შენი გული დამფრთხალი ჩიტივით ფეთქავს ! – გულზე ხელი დამადო და უფრო მეტად ამიფრთხიალა. -დიმა, გთხოვ ნუ მეცქევი მასე ! -მეც სულ მაგას გთხოვ უკვე სამი თვეა. – ცხვირზე მაკოცა და გამიშვა. – დღეს უნდა წავიდეთ, მოემზადე. -შენ წადი, მე რამდენიმე დღეში ჩამოვალ. -დაგტოვებ მხოლოდ იმიტომ, რომ დაფიქრდე და შენ თავში გაერკვე რა გინდა. -შენ რა გინდა ? – სუნთქვა შეკრულმა ვკითხე. -მე დიდი ხანია ეგ გარკვეული მაქვს.იცოდე, რომ ჩამოხვალ ვისაუბრებთ! – მიბრძანა და ხელში კონვერტი და ბარათი მომაჩეჩა. -ეს რა არის ? -ეს შენს მშობლებს დაუტოვე . ეგ ბარათი კი შენია, როგორც გინდა გამოიყენე. -არ მინდა. ჩემი ფული მაქვს. -არ მიკითხავს რა გინდა. იცოდე მაგ კონვერტი უკან არ წამოღო თორემ, მძიმე სასჯელს მოვიფიქრებ. შენთან არაფერ შუაშია. ჩემი საჩუქარია და უბრალოთ შენ გადაეცი. ხო კიდევ, ისეთი კარგი მშობლები გყავს მიკვირს შენ ვის გავხარ ასე შეშლილი. – გაეღიმა და თვალი ჩამიკრა. -შენამდე ჭკვიანი ვიყავი. შენი ბრალია თუ გავგიჟდი. – სიმართლე ვუთხრაი, მისი სიყვარული გამო გავხდი ასეთი. – მეც სხვანაირი ვიყავი შენამდე. ახლა, ისიც კი არ ვიცი ჩემს მდგომარეობას რა ქვია. ასე, რომ ერთმანეთის წარსულთან ვალში არ ვართ. მხოლოდ სამი დღე გაქ თორემ, მერე ისევ მომიწევს ჩამოსვლა და ამ საწოლში შენი ატანა. -კარგი გავიგე , მაგრამ უკმაყოფილო სულაც არ ჩანდი. – ვუპასუხე მხრების აჩეჩვით. – ოხ, როგორ მინდა ახლა ჩვენს ოთახში მყავდე ! ვნახოთ იქ რამდენად დიდგულზე იქნები. გავაცილე და რომ შემოვბრუნდი კონვერტი გავხსენი. საკამოდ სოლიდური თანხა იდო წერილთან ერთად– „ ცუდად არ გაიგო. უბრალოთ პირველად ვიყავი სტუმრად, ვერ მოვიფიქრე მათთვის რა მეჩუქებია. ამიტომ ეს გადაეცი და თავად გადაწყვიტონ. „ – ნამდვილად გულუხვი გამოდგა. ეს საჩუქარი, რომ ჩემს მსობლებს აეღოთ მთელი ძალისხმევა დამჭირდა. ასჯერ ჩავუდე დედას ხელებში და ასჯერვე უკან დამიბრუნა. თხოვნა– ხვერწნაში არაქათი დამელია. ბოლოს ისევ სიძის ხათრმა გაჭრა. ვუთხარი, იფიქრებს იუკადრისეთ და ეწყინებათქო. ეს პრობლემა, რომ მოვაგვარე ჩემი პრობლემა გამახსენდა. საუბარი სურდა ბიჭს და თან რაზე. ჯერ ჩემ თავს ძლივს გამოვუტყდი და მასთან ამის თქმას ყველაფერი მერჩივნა. მაგრამ ისეთი კატეგორიული ჩანდა არ ვიცი თავს, როგორ ავარიდებდი. კაცმა არ იცის რა სისულელს გავაკეთებდი. დროც, რომ გამორწყულად მომცა. გეგონებოდა რაიმე ხელშეკრულებას ვამზადებდი. არადა ამ სამ დღეში მთელს ჩემ ცხოვრებაზე და გრძნობებზე უნდა მეფიქრა, რომელიც ჩემს მომავალს გადაწყვეტდა. საფიქრალი არც არაფერი მქონდა ვიცოდი, რომ მიყვარდა და ისიც ვიცოდი, რომ არ უნდა მყვარებოდა მაგრამ ამის , როგორ შევძლებდი. არც მისი პასუხის მოსასმენად ვიყავი მზად. ეს ყველაფერი ჩვენს ურთიერთობას კი დაალაგებდა, მაგრამ სიმართლე ბოლომდე არ ვიცოდი და ეს უფრო მიშლიდა ხელს. ერთი რამ ყველაზე დანამდვილებით ვიცოდი, მის გარეშე არაფერი არ მინდოდა... ამ აზრთა ჭიდილში გავიდა ორი დღე. მომწერა– „ხვალ გელოდები“ . განაჩენის დღე ახლოვდებოდა. მოსვენება დაკარგულმა მეგობრის სალონს მივადექი. ძველი ამბების გახსენებით გულს გადავაყოლებდი. თან, რაღაც უნდა შემეცვა. თავიდან ვიფიქრე თმას შევჭრითქო, მაგრამ საკმაოდ გრძელი მქონდა და დამენანა. ქეთიმაც, მაგ ცოდვაში ფერს ვერ ჩავდგამ და მხოლოდ ფერის შეცვლაზე დაგთანხმდებიო. ბოლოების შეღებვა გადავწყვიტე და ღია ფერი დავიტანე. ძალიან კი მომიხდა, მაგრამ მერე ცოტა ვინანე. რადგან ვხვდებოდი დიმას, ჩემი თმების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, მისი ბუნებრიობა მოსწონდა და არ მინდოდა ჩემი გადაწყვეტილება წყენოდა. დადგა ჩემი წასვლის დღეც. დედამ ყველაფერი გამატან რისი წაღებაც კი შეიძლებოდა. მოკლეთ, ჩემი მანქანის საბარგულში იმერული გულუხვობა ჩაატია. პირველად მქონდა შეგრძნება, რომ გზა დაპატარავდა. როგორც წესი პირიქით ხდება ხოლმე. თითქოს, იმაზე ადრე ჩავედი ვიდრე უნდა ჩავსულიყავი. ჯერ ჩემს გადარეულ ლილეს შევუარე, მისი წილი გზავნილები რომ დამეტოვებინა თორემ, მთელს დასავლეთს ააფორიაქებდა –მშიერს მამყოფებს და ნერწყვებით მგუდავსო. -ვგიჟდები დედაშენზე. რა ხელი აქვს ! -შეგერგოს ჩემო სულელო , მაგრამ მერე კალორიებზე და გრამებზე არ იწუწუნო იცოდე. - ამათ გამო სასწორსაც კი გადავაგდებ. – სიცილით მითხრა. – ესეიგი მეუღლეს მოეწონა შენთან?! -კი. წამოსვლაც არ უნდოდა მგონი. არც მე მინდოდა რამოსვლა, მაგრამ წამზომი ჩამირთო და... -გოგო კიდე კარგად გაგაჩერა. მოენატრე ალბათ. – თვალები მოჭუტა უფრო დაკვირვებით მომაჩერდა. – ჰე, თქვი ახლა როდის აჩუქებ ცეცლოვან ღამეს ! -ენა გააჩუმე თორემ, ყველაფერს უკან წავიღებ რაც მოგიტანე ! -ჯერ ერთი ვერაფერსაც ვერ წაიღებ მე გამომიგზავნეს და მეორე, როდემდე შეიკავებ თავს ძალიან მაინტერესებს. ან მასაც რა მოთმინება აქვს ვგიჟდები. -ლილე, რა ღამეებზე ლაპარაკობ ჯერ გრძნობებზეც არ გვისაუბრია. -მომიყვები ბოლოს და ბოლოს, რატომ ხართ ერთად? იქნებ მერე მაინც დაგეხმარო და გაგარკვიო რამეში თორემ, ვატყობ გამოგაგდოს. -რომ არ გაომაგდებს საქმეც მაგაშია. მგონი, ასი წელი შეუძლია ჩემი ასე ატანა. -იმიტომ, რომ უყვარხარ ! დავიჯერო, ვერ ამჩნევ როგორ გიყურებს?! მგონი ზუსტად მაგ სიყვარულით სარგებლობ. -იცი რა? იქნებ შენც ვერ ამჩნევ, როგორ გიყურებენ ხოლმე. -ეგ საიდან მოიტანე. – დაიბნა. -კარგი მე დავაშავე და რაღაცეები ბოლომდე არ გითხარი. თუმცა მიზეზი მაქვს და იმიტომ, მაგრამ შენ რატომ მიმალავ ზურას? -კარგი რა თაკო ! როდის შეამჩნიე? -ნუ გავიწყდება, რომ მეც ძალაინ კარგად გიცნობ. -ხომ იცი, რომ გეტყოდი. უბრალოდ, ჯერ მე მინდა გავერკვიო. -ვიცი და არაფერს გსაყვედურობ. ისე კარგი ბიჭია. ფერი ფერს და მადლი ღმერთსო თქვენზეა ნათქვამი. – ვუთხარი და ჩავეხუტე. -შენიც კარგი ბიჭია თაკო და რაც მალე გაერკვევი ამაში მით უკეთესი ორივესთვის. -ვიცი, მაგრამ მანამდე შენი დახმარება მჭირდება. -ოჰო, ჩაერთო ამას ღილაკი „გამომძიებელი“. ვხვდები შენ ტონს ქალბატონო. -იცოდე ჯერ არაფერი არ მკითხო. ნიკას თანამშრომელი, რომ არის ნატა ვიცი, მასთან კარგი ურთიერთობა გაქვს. -ხო მაქვს და შენც კარგი ურთიერთობა გაქვს. მერე? -კი, მაგრამ ჩემგან არ იქნება სწორი. შენ შეეხმიანე და ოფისთან დაკავშირებით ინფორმაციები გამოტყუე ხოლმე. რა ხდება, ვინ სტუმრობს და ასე შემდეგ. ხომ იცი რაჭორიკანაა, აუცილებლად მოგიყვება. -შენ ახლა შპიონობას გვთავაზობ მე და ნატას ? – ვითომ ძალიან შეურაცხყოფილი დარჩა. -გთხოვ სახე გაასწორე ნუ მაცინებ. მე უბრალოდ მეგობრის დახმარებას გთავაზობ. -რა ამბებს ხლართავ ბერიძის ქალო? იცოდე დიმამ, რომ გაიგოს ნიკათი ხარ დაინტერესებული ... - არავითი არ ვარ დაინტერესებული ლილე და დიმაც ვერაფერს გაიგებს. წავედი ახლა და გააკეთე რაც გთხოვე. -არის უფროსო ! –ჩესტი ამიღო.– ისე მაგ თმებს რას ერჩოდი? -უუფფფ, არ ვიციი ! ისე ნელა ვმოძრაობდი, სიგნალებით ამიკლეს. მაგრამ სულაც არ მადარდებდა ოღონდ, რაც შეიძლებოდა მასთან შეხვედრა დამეგვიანა. ჩემს სასახლეს მივადექი. სპეციალურად გამზადებული საჭმელით სავსე კონტეინერი, დაცვის ოთახში შევიტანე და მერე სახლში შევედი ლელასთვის დახმარების სათხოვნელად. ყველაფრი, რომ თავის ადგილზე მოვათავსეთ ოთახში ავედი. ძალიან დაღლილი და დაძაბული ვიყავი.სტრესის მოსახსნელად წყლის გადავლება გადავწყვიტე. მაგრამ ვინ მაცადა, ჩემმა ბატონმა ოთახის კარი შემოაღო. არც გამკვირვებია. პირიქით, ჩემი გათვლებით დააგვიანა კიდეც. მოსალოდნელი საუბრის შიშმა ტალღად დამიარა სხეულში. შემოსვლის წამიდან მზერა ჩემს გაშლილ ფერშეცვლილ თმაზე გადაიტანა და მივხვდი არ ესიამოვნა. გულში მწარედ გამკრა მის თვალებში წყენა, რომ დავინახე. -რას ერჩოდი? -მას არაფერს. უფრო ჩემ თავ ვერჩოდი... გეწყინა? – ძალიან მინდოდა არა ეთქვა. შემომხედა და თითქოს თვალებში ჩემი სურვილი წაიკითხა. -თუ შენ, მართლა გაღელვებს ის ფაქტი, რომ მე მეწყინა მაშინ არა. -უბრალოთ ვერ ვეგუები იმ აზრს, რომ ჩემი თავი და ცხოვრება მარტო მე აღარ მეკუთვნის. უკანასკნელი დაუფიქრებელი საქციელი იყო გპირდები. -მე არ ვაპირებ შენი თავისუფლების და შენი სურვილების შეზღუდვას თაკო. მხოლოდ იმას გთხოვ, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩემთვის ის შემითანხმო. მაგალითად შენი თმა, ძალიან მომწონდა ისეთი, როგორიც გქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეც ძალიან გიხდება. მგონი ზედმეტადაც.– ახლოს მოვიდა ხვეულებზე მომეფერა და შუბლზე მაკოცა. ისეთი სიმშვიდე დამეუფლა მივხვდი, რომ მზად ვიყავი ამ საუბრის გასაგრძელებლად. მივხვდი, დრო იყო მასთან გულრწფელი ვყოფილიყავი. -აღარ გაწყენინებ. მგონი, შენთა ყველა სიგიჟე ჩავიდინე, შენი მოთმინების ყველა ლიმიტი ამოვწურე. ვფიქრობ საკმარისზე მეტია. მგონი დროა მართლა გავერკვიო რა მინდა თორემ, ამ ბრძოლით ძალიან დავიღალე. საკუთარი თავი დავკარგე.– ცრემლები უნებურად წამომივიდა. იმ წუთას ის, ყველაზე მძიმე და ყველაზე მსუბუქი იყო. ცრემლის ამ წვეთთან ერთად ვემშვიდობებოდი იმ დღეებს, რომლის გამოვლაც ერთმანეთს ვაიძულეთ. ამ ერთ წვეთში იყო ჩემი დარდიც და ბედნიერებაც. მზად ვიყავი მიმეღო ის უკიდეგანო სიყვარული, რომელისაც ასე მეშინოდა და რომელმაც შეშლილად მაქცია. მიმიხვდა, ჩემი ბედნიერების საწყისი, როგორც ყოველთვის ახლაც მიმიხვდა და გულში ისე ძლიერად ჩამიხუტა როგორც არასდროს. -ჩემი თავისთვის და შენი ლამაზი თვალებისთვის მხოლოდ, მაგ ცრემლების პატიება შემიძლია! როცა დამშვიდდები მაშინ გავაგრძელოთ. -ისევ შენი უსაზღვრო ლოდინი. როგორ ვერ შევძელი აქამდე ამის დაფასება. -შენი თავი არაფერში დაადანაშაულო თაკო, საერთოდ არაფერში. ჩვენი ურთიერთობა არ დაწყილა სტანდარტულად და არც ჩვენ ვართ სტანდარტულები.. მე მესმის შენი და არაფერს არ შევცვლიდი ჩვენ განვლილ დღეებში. -სამაგიეროდ მე არ მესმის ჩემი თავის. არის რაღაცეები რაშიც გაართლებას ვერ ვუძებნი. -შენ არ ხარ მარტივი ადამიანი, არცერთ სტანდარტებში არ ჯდები და ეს შენი პიროვნებაა. და თუ შენ, აპირებ ყველა ქმედებაში რაც ჩაგიდენია ან, რაც აწი უნდა ჩაიდინო მიზეზი და გამართლება ეძებო მაშინ, მართლა დაიკარგები. თუ ჩემ გამო აკეთებ მაგას არ მინდა! მე ზუსტად ისეთი მჭირდები, როგორიც ხარ ! -რატომ დიმა, რატო გესმის ჩემი?! ცოტა მაინც გესაყვედურა მომეშვებოდა. -მე ყოველთვის სწორდ ვიქცეოდი შენთან, ყველაფერს სწორად ვაკეთებდი? -ყველთვის არა! -მაშინ რა უფლებით უნდა გისაყვედურო?! თაკო არაფერს არ ვნანობ საერთოდ არაფერს რადგან ამ ყველაფერმა ჩვენ ამ მდგომარეობამდე მოგვიყვანა. მთავარია შენ, ახლა აქ, ჩემს გვერდით ხარ და მე შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტვების თქმა შემიძლია. მისმა ტელეფონმა დარეკა. გუგა იყო. უპასუხა და სახე შეეცვალა მივხვდი ძალიან მნშივნელოვანი ზარი იყო. მალე მოვალო უთხრა და მერე მე მომიბრუნდა. -მაპატიე თაკო, მაპატიე ! ათას ბოდიშს გიხდი, მაგრამ უნდა წავიდე. არ ვიცი როდის დავბრუნდები. -ხო მშვიდობაა დიმა? – შემეშინდა, ტყუილად ამ საუბარს არ შეწყვეტდა. -კი, უბრალთ გუგას ძალიან ვჭირდები . -კარგი, რათქმაუნდა უნდა წახვიდე. -მადლობა ! – თავზე მაკოცა და სწრაფად გავიდა. რაც არ უნდა მომხდარიყო ეს საუბარი გაგრძელდებოდა და შედეგით დასრულდებოდა ეს უკვე ვიცოდი. არსად გაქცევას და არანაირი სისულელის ჩადენას არ ვაპირებდი. გამეხარდა, ცოტახნით მაინც რომ მომიწევდა მარტო ყოფნა იმდენად მიძნელდებოდა ეს საუბარი. ძალებს მოვიკრებდი. არ იყო ადვილი ამდენხნიანი დუმილისა და ჩადენილი საცქიელების შემდეგ, მისთვის ყველაფრის ახსნა. ერთიანად უნდა გადავშლილიყავი მის წინ. ახლა ზუსტად ისეთი მომენტი მქონდა როგორც მისი გაცნობის პირველ დღეს. მაშინ ერთ დღეში გავგიჟდი და საკუთარი თავიდან გამოვედი, ახლა კი ერთ დღეში უნდა დავბუნებოდი კალაპოტს და ჩემს თავს. უფრო მეტი სიმშვიდის მოსაპოვებლად დაწყებული საქმის გაგრძელება გადავწყვიტე და სააბაზანოში შევედი. იქედან გამოსულს ჩაცმა დასრულებული არ მქონდა ტელეფონმა, რომ დამირეკა. საწოლთან კომოდზე მედო. ვინაიდან დიმა სახლში არ იყო საპასუხოდ მოურიდებლად მხოლო თეთრეულით გამოვედი. დედა იყო, მომიკითხა ხომ კარგად იმგზავრეო. დავამშვიდე და ჩასაცმელად გავბრუნდი, მაგრამ ვინ გაცადა. დიმა ოთახში, დროზე ადრე შემოვიდა და ორივე ადგილზე გავშეშდით. მერჩივნა მიწა გამსკდომოდა მის სახეს, რომ შევხედე. თვალები გაუფართოვდა ფერი შეცვალა. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, სირცხვილით ვიწვოდი ლამის შიშველს,რომ მიყურებდა. ადგილიდან მოვწყდი და გარდეროფის ოთახისკენ გავიქეცი. შეიძლება ითქვას, ჰაერში დამიჭირა და კედელზე ამაკრა. – ნუ გარბიხარ, ნუ გარბიხარ ! თაკო გთხოვ ახლა მაინც ნუ გამირბიხარ! – დიმა ახლა თუ არ გინდა აქვე გული გამისკდეს შემიშვი ჩასაცმელად. -ჩემ გულზეც იფიქრე. ვერ გაგიშვებ. სრული უფლება მაქვს ამ მშვენიერებას ვუყურო. – წელზე მომეხვია და ახლოს მიმიზიდა. მთელი სხეული ამითრთოლდა. გულში ლილეს ვლანძღავდი ისე ახსენე ცეცხლოვანი ღამეები მგონი ამიხდათქო. -დიმაა... – მღელვარებისგან ხმა ჩამიწყდა. ჩემი გული ისე ფეთქავდა როგორც არასდროს. – არაფერი თქვა, უბრალოდ მომეცი უფლება გთხოვ ! -არ შემიძლია! -რატომ, რატომ ? ნუთუ საერთოდ არაფერს გრძნობ ჩემს მიმართ? -ეგ არაფერ შუაშია. უბრალოდ არ შემიძლია ! -მეც აღარ შემიძლია გიყურებდე და ვერ გეხებოდე. აღარ შემიძლია ჩემს ოთახში ჩემს საწოლში გეძინოს და მე შენს გვერდით დაწოლის უფლებას არ მაძლევდე. მოთმინების ყველა ძაფი გაწყვიტე უკვე, ყველა ფიალა აივსო უკვე. -ჩვენ ხომ ჯერ უნდა გვესაუბრა ! – ჩემი სახე ხელებში მოიქცია. -შეთვის მხოლოდ ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელი დამრჩა– შენ, ჩემი მზე ხარ ამ ბნელ სამყაროში. შენ, ჩემი ჰაერი ხარ, რომლითაც ვსუნთქავ. ჩემი გული მხოლოდ შენს გამო ძგერს თაკო. შენ, ჩემი არსებობის, ჩემი ბედნიერების საწყისი ხარ. ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. საკუთარ თავზე მეტად, სრულიად უპირობოდ მიყვარხარ გესმის? – ეს სიტყვები ექოსავით მოედო ჩემს სმენას. წამში ასჯერ დავიშალე და ავეწყვე. გადატრიალდა სამყარო ჩემს გონებაში. ვეღარაფერს ვგრძნობი, ვეღარაფერს ვამჩნევდი მის გარდა.მხოლოდ ის და მე, სადღაც უკიდეგანო სივრცეში ერთმანეთზე მიკრულები ვიდექი და ერთმანეთის გულისცემას ვუსმენდით. ვერასდროს წარმოვიდგენდი ასეთი სასიამოვნო თუ იქნებოდა მისგან ამ სიტყვების მოსმენა. -ახლა მე რა უნდა ვთქვა, ახლა რა გავაკეთო? – ვკითხე სრულიად დაბნეულმა. თან ბედნიერების ცრემლებმა მომისწრო თვალებზე. -მხოლოდ ორი სიტყვა თაკო, მხოლოდ ორი. იცოდე მაგ სიტყვებით ყველაფერს გადაწყვეტ. გთხოვ, ის მითხარი რისი მოსმენაც მინდა! -მიჭირს დიმა, არ შემიძლია ! – უცებ მომშორდა და ტკივილით სავსე თავლებით შემომხედა. -გასაგებია ! – წასვლა დააპირა, მაგრამ ვერ გავუშვებდი ვერ დავკარგავდი. გავაჩერე, რადგან ჩემი არ შემიძლია არასწორად გაიგო. ახლოს მივედი, თავი მკერდზე მივადე და ჩუმად ვუთხარი: -მიჭირს გითხრა, მეც... ! -თვალებში შემომხედე და მითხარი რას გრძნობ ჩემს მიმართ თაკო ! -მეც... -აწიე თავი და მითხარი, რა მეც ? ნუ მომკალი კაცი ! -მეც მიყვარხარ დიმა მეც. ხომ არ შეეშვები ადამინას რა !... – ძლივს ამოვთქვი. გული ამოუვარდა. -ვერ გავიგონე. რა თქვი? თვალებში შემომხედე და ხმამაღლა მითხარი! -ნუ მტანჯავ რა ! -თქვი და დაასრულე ორივეს ტანჯვა, გთხოვ ! – აცახცახებულმა ძლივს გავუსწორე თვალი. – შენმა სიყვარულმა გამაგიჟა, შენს მიმამართ ისეთი დაუმორჩილებელი გრძნობა მაქვს, საკუთარი თავი დამაკარგვინა და შეშლილად მაქცია. მე შენ ყველაზე ძლიერი, ყველაზე შლეგი ყველაზე წმინდა სიყვარულით მიყვარხარ დიმა აბაშიძე! – იმ წუთას ჩემს წინ სულ სხვა ადამიანი იდგა. ბედნიერებისგან ბრწყინავდა მისი შავი თვალები. ხელში ამიტაცა და ასჯერ მაინც დამატრიალა. -რამდენი ხანი ველოდი იცი ამ სიტყვებს? იმეზე მეტი ვიდრე შენ გგონია! – „იმაზე მეტი“ რაღაც საეჭვოდ კი მომესმა, მაგრამ იმ წუთას სხვა ფიქრებისთვის არ მეცალა. მხოლოდ ის და ჩვენი სიყვარული არსებობდა. -ახლა რა იქნება, როგორ ვიქნებით ? -რაც შენ გინდა და როგორც შენ გინდა. მთავარია ის გავიგე რისი გაგებაც მინდოდა. მთავარია შენ ჩემს გვერდით ხარ და სხვას აღარაფერს აქვს მნიშვნელობა. – მითხრა და ჩემი კოცნა დააპირა. თავი დავხარე. -ანუ ახლა ჩვენ ... -ახლა ჩვენ ... – სახე ამაწევინა, მაკოცა, მერე ჩემს ღაწვებს გაუყვა, ყელთან მივიდა და გაჩერდა. ნდომითა და არ ნდომით ერთდროულად ვკვდებოდი. – ჩვენ ახლა არაფერს არ გავაკეთებთ. არაფერს არ დაგაძალებ სანამ შენ არ გენდომება ეს. მინდა დარწმუნებული იყო და მერე არ ინანო. რამდენი დროც დაგჭირდება დაგელოდები ! – გულში ჩამიხუტა. -არ მანანო დიმა ! არც ეს სიყვარული მანანო და არც არაფერი რასაც შენთან ერთად გავაკეთებ! – ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება. -რაც არ უნდა მოხდეს აღარასდროს არსად გაიქცე, არ დამტოვო და ჩემი ღალატი არ გაბედო. იცოდე ვერ გავუძლებ. -თაკო შენ ჩემი სიყვარულის გეშინია? -მე იმ ტკივილის მეშინია, რისი მოტანაც შენ სიყვარულს შეუძლია. სწორედ ამიტომ ვიყავი ასეთი, სწორედ ამიტომ გამიჭირდა გრძნობებში გამოტყდომა. -და შენ გგონია მაგისთვის გაგიმეტებ? არასოდეს ჩემო პატარა არასოდეს ! – ისე მჭიდროდ მომეხვია ლამის გამგუდა. -გამიშვი ახლა ჩავიცმევ. -მიდი, ჩემთვისაც მასე აჯობებს. ის დღე ოქროს ასოებთ ჩაიწერა ჩემს ცხოვრებაში. ვერასდროს წარმოვიდგენდი ცხრა ასოს ერთობლიობა– „მიყვარხარ“ ასეთი გასაოცარი მოსასმენი თუ იქნებოდა. აქამდე გაგონილი ყველა სიტყვა ერთად აღებული, მნიშვლელობით ერთ წამში გადაფარა. წრესავით ტრიალებდა ჩემს გულსა და გონებაში მისი სიტყვები და ერთიანად მათბობდა, მახარებდა მაბედნიერებდა ჩემს არსებობას აზრს სძენდა. ვბრაზობდი, როგორ არ მივეცი ჩემს თავს უფლება ეს აქამდე მომესმინა, მაგრამ რამდენიც არ უნდა მეფიქრა ამ წუთებზე, წარმოდგენით ახლოსაც ვერ მივიდოდი ამ შეგრძნებებთან. ჩემი არსებობა ერთ წამში შეიცვალა, ეს ყველაფერი იმდენად უცხო იყო ჩემთვის. ახლა ცხოვრებას ვიწყებდი საყვარელ ადამიანთან ერათად. ჩემს წინ ახალი სამყარო იყო, სადაც ერთადერთი რამ დანამდვილებით ვიცოდი– მე მასთან ერთად მინდოდა ამ სამყაროში ცხოვრება და ყველაფერს გავაკეთებდი ამისთვის. ჩავიცვი და ოთახიდან გავედი. ვერანდის კარებთან ჩემგან ზურგით იდგა და გარეთ იყურებოდა. ცოტახანს ასე ვუცქირე. მერე, ნელი ნაბიჯებით მივედი და გვერდით დავუდექი. ხელი მომხვია და შემომხედა. -იცი, ახლა სხვანაირად მიყურებ. შენი თვალები სხვანაირია ! -იმიტომ, რომ შენ გიყურებს და ბედნიერია ! -აქამდეც ხომ მიყურებდა ?! -ახლა დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემი ხარ თანაც, შენი სურვილით. -არ მჯერა, რომ ეს მოხდა და არც ის მჯერა, რომ ამის თქმა გავბედე. -არც მე მჯერა და არც იმის მჯერა ახლა ჩემს გვერდით ასე მშვიდად, რომ დგახარ და ჩემს ნერვებს და მოთმინებას რომ არ ანგრევ. – მითხრა და გაეცინა. -არ დაიჯერო. იმიტომ, რომ ვერ გეტყვი მაგას აღარ ვიზავთქო. შეიძლება ამის მერე უფრო ეჭვიანი გავხდე. – მეც გამეცინა. -ისეთი დარჩი, როგორიც ხარ! მე მასეთი მიყვარხარ, შეშლილი და დაუმორჩილებელი. ზუსტად ეგ მაგიჟებს შენში. – ვნებიანად მაკოცა მერე, უცებ გაჩერდა – ისე კოცნა მოსულა ხო? -ისე შენც არ ხარ ნორმალური! – ფეხის წვერებზე ავიწიე და ამჯერად თავად ვაკოცე. -გამოუცდელის კვალობაზე არაგიშავს. – მითხრა მას შემდეგ რაც ჩემი ბაგეების ფერებით გული იჯერა. - ეგ ახლა უნამუსობაა ! ისე დარწმუნებული ვარ მოგწონს ჩემი გამოუცდელობა. – ბედნიერი თვალები შევანათე. -მომწონს კიარა მიყვარს ! ჭკუიდან ვიშლები იმის წარმოდგენაზე ყველაფერი პირველი, ჩემთან ერთად რომ უნდა გაიარო. -მე შენ თანამედროვე კაცი მეგონე! – დავცინე. -მენტალური პრობლემები მაქვს ! – არც მან დამაკლო. -მომწონს ეგ შენი მენტალური პრობლემები ! – გულიანად გავიცინე. - დღეს სად ვიძინებ? -სადაც გეძინა ! -კარგი რა ! ცოტახანში ტრავმატოლოგი დამჭირდება, ყველაფერი მტკივა. -ტრავმატოლოგი ჩემს გვერით თუ დაწვები მართლა დაგჭირდება. -ვიცი, მაგრამ თანახმა ვარ ! იმ დღის შემდეგ, როგორც დამპირდა ყველაფერი შეიცვალა. ერთამანეთის სიყვარულით ვცხოვრობდით. ყველგან დავყავდი სადაც კი შეიძლებოდა. იშვიათად მტოვებდა მარტო. თუ ბევრი საქმე ჰქონდა მაიძულებდა ოფისში წავყოლოდი.– მომენატრები, მერე სახლში გამოვიქცევი და საქმე გაუკეთებელი დამრჩებაო. მერე ისე მიეჩვია, საბუთების მოწესრიგებაში, რომ ვეხმარებოდი სულ აღარ მტოვებდა შინ. ჩვენი ბედნიერება ყველასთვის შესამჩნევი იყო. განსაკუთრებით ნანასთვის და ერთ დღეს მისთვის რაღაცეების ახსნა, რომ დავაპირე გამაჩერა მითხრა: – მხოლოდ ჩემს გამო არ გააკეთო ეს. თუ გინდა ნურაფერს მეტყვი ისედაც ყველაფერს ვხვდები სახეზე გაწერიათო. ჩემი ლილიანაც ხშირად მსტუმრობდა და ყოველ მოსვლაზე მიმეორებდა თუ, რა კარგი სიძე ყავს და როგორც იქნა დავაყენე საშველი ამ სიყვარულს. ერთ დღესაც მოვიდა და ის ინფორმაცია მომიტანა რაც ვთხოვე. მიუხედავად ყველაფრისა სიმართლის ცოდნა მაინც მჭირდებოდა. სახლში მარტო ვიყავი და შეგვეძლო თავისუფლად გვესაუბრა. -მომისმინე თაკო, ისეთი ბედნიერი ხარ არ მინდა ამ ამბებმა რამე შეცვალოს, მაგრამ არც დამალვა არ შემიძლია, რადგან მთხოვე. -ლილე თუ უნდა გააფუჭოს ახლა გავიგებ თუ მერე რა მნიშვნელობაა აქვს? მე სიმართლე მჭირდება და მეტი არაფერი. -უუფ კარგი, მართალი ხარ ! მოკლეთ, ნიკას ხშირად სტუმრობს ქალი სახელად ნინა ლეჟავა. ეს, ისე თუ რამეში გამოგადგება. ვიცი, რომ დიმას ყოფილია... ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, მასთან ერთ დღეს შენი მეუღლეც ყოფილა მისული აშკარად ჩხუბობდენო და დიმას გამოსვლისას უთქვამს – ამჯერადაც მამაშენს უმადლოდე ცოცხალს, რომ გტოვებო. -ლილე ნიკას მამას ზურაბი ერქვა ხო? -კი ნატამ ასე მითხრა. ისიც მითხრა, რომ ახლა ცუდი ფინანსური პერიოდი აქვს და ალბათ მართალა ასეა, რაგდგან წინაზე ნაცემი შემხვდა ჩემს ბინასთან და ჩხუბის მიზეზად დაახლოებით რაღაც ასეთი მიზეზი მითხრა. -შეგიძლია გაიხსენო როდის? – ერთ თვეზე მეტი იქნება. -ოხ დიმა ! როგორც ჩანს სერიოზული საუბარი გველის. -თაკო დაფიქრდი სისულელე არ გააკეთო. ჯერ მოუსმინე და მერე გადაწყვიტე. -დამშვიდდი ლილე. არაფერს არ გავაკეთებ მისი სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვი. -კარგი წავალ ახლა. აქ რომ დავხვდე მიხვდება და არ მინდა ენატლიკინა ვეგონო. ხომ არ ვეტყვი შენმა გადარეულმა ცოლმა სხვა გზა არ დამიტოვათქო. -შენზე არ გაბრაზდება დამიჯერე. მოსწონხარ. -მეც ძალიან მომწონს და ყოველთვის მის მხარეს ვარ, რომ იცოდე. -და ზურა ? - ვსო გავრბივარ ძალიან მეჩქარება. – მაკოცა და ქარივით გაფრინდა. კაბინეტში შევედი. ვიცოდი, რომ იქ ძველი ფოტოალბომები ინახებოდა. დიდი ძებნა არ დამჭირდა. უამრავი ფოტო ვიპოვე სადაც ნიკა და დიმა ერთად იყო აღბეჭდილი. რამდენიმეცალი ოთახში წავიღე. მოვემზადე იმ ამბებისთვი რაც წინ მელოდა. ოღონდ, ამჯერად არც ისტერიკებს ვაპირებდი და არც მის გულის ტკენას. მის სიყვარულში ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული და ზუსტად ეს წამლობდა ჩემს ნერვულ სისტემას. კარი შემოაღო. ხელში უზარმაზარი, ლურჯი ვარდების თაიგულით, რომ დავინახე თვალებს არ დავუჯერე, იმდენად მოულოდნელი იყო მისგან. ჩემს წინ სიმპატიური, ღირსეული, გალანტური მამაკაცი იდგა და სახეზე ღიმილი დათამაშებდა. მის თვალებში მხოლოდ ჩემი სიყვარული იკითხებოდა. მეც მიყვარდა, თავდავიწყებით მიყვარდა... გამანეიტრალა, ფარ–ხმალი დამაყრევინა. ჩემში ცოტათი შეპარული სიბრაზე წამში გაქრა. ვერავის და ვერაფერს მივცემდი უფლებას ეს მომენტი გაეფუჭებინა და მითუმეტეს ნიკას. ფოტოები დივანზე, ბალიშის ქვეშ დავმალე და მისკენ წავედი. -დიმა მართლა ? ეს, შენ ხარ ? -ეს ჯერ არაფერია. ვიცი, რომ ლურჯი ვარდი გიყვარს. – თაიგული მომაწოდა, წელზე ხელი შემიცურა და ახლოს მიმიზიდა. -ძალაინ ლამაზია. მადლობა !– სიხარულით აციმციმებული თვალები შევანათე. -შენს სილამაზესთან შედარებით არაფერია. -მიდი მიჩქმიტე, სიზმარში ხომ არ ვარ. -მე უკეთესი იდეა მაქვს, გაკოცებ. ისედაც ძლივს ვიკავებ თავს. თან, მგონი დავიმსახურე შენი ტკბილი მარწყვები. -და გგონია, შენი კოცნა სიზმრიდან გამომიყვანს ? პირიქით. -ვგიჟდები, როცა ასეთი ხარ ! – მითხრა და მთელი სახე დამიკოცანა. მის ყოველ შეხებაში ვგრძნობდი მის სიყვარულს. ვგრძნობდი, როგორ კლავდა ჩემი სურვილი. ხელები მომიდუნდა და თაიგული ქვემოთ დავწიე. ამ დროს იატაკზე, რაღაცის დავარდნის ხმა მომესმა. დავიხედე, პტარა ლამაზი ყუთი ჩემს ფეხთან მოგორდა. – ეს რა არის?– ასაღებად დავიხარე. – მოიცადე, მე ავიღებ ! – გახსნა და თვალი მომჭრა. ყუთიდან სადა, მაგრამ ულამაზესი ბრილიანტის ბეჭედი იწონებდა თავს. – მინდა სულ გეკეთოს. რაც არ უნდა მოხდეს არასოდეს მოიხსნა ! – ჩემი ხელი აიღო მაკოცა და ბეჭედი თითზე გამიკეთა. -მადლობა ! მიყვარახარ ! – დაბალი ხმით, ცოტა დამორცხვებულმა ვუთხარი. -მოდი ჩემთან ! – მთელი ძალით ჩამეხუტა და თმებში ჩარგო თავი. – ხშირად გამიმეორე ეგ რა ! მაგ დროს ლოყები, რომ გიწითლდება მაგაზე ვგიჟდები. -იცი ? ზოგჯერ ვერ ვიჯერებ ეს ყველაფერი ჩემს თავს თუ ხდება. ვერასდროს წარმოვიდგენდი ქვეყნად ამხელა ბედნიერება თუ არსებობდა. -დაიჯერე, რადგან ეს არასდროს დასრულდება. ყველაფერს დავთმობ, მაგრამ შენ ვერა. სამყაროსაც გადავატრიალებ შენი ბედნიერებისთვის. – ჩვეული, მაგრამ უფრო მეტად გამთბარი ტონით გააჟღერა და კიდევ ერთხელ გაახელა ჩემი მისადმი სიყვარული. მერე კოცნა , რომელითაც ყოველ ჯერზე სააქაოს მწყვეტდა და რომელიც არასდროს ჰქონდა ნაზი. უფრო სწორაად არ გამოსდიოდა. რადგან ჩემს წყურვილს მასში კლავდა და ატევდა და ხომ წარმოგიდგენიათ რა ვნებით და სიმძაფრით გააკეთებდა ამას. ტუჩებს ვეღარ ვგრძნობდი ხოლმე. - წავალ ლარნაკს ამოვიტან ყავავილებისთვის. – ძლივს ამოვთქვი როდესაც სააქაოზე დავბრუნდი. -მოიცა რა, არ მეყო ! – ისევ დამაცხრა. ჩემში ატეხილ ვნების ქარიშხალს ვეღარ ვუმკლავდებოდი, ისიც არ ჩერდებოდა, ამიტომ ქვედა ტუჩზე ვუკბინე. თვალები ტკივილისგან ჯერ მჭიდროდ შეკრა მერე კი, გაკვირვებისაგან ერთიანად დაჭყიტა, გაიწია და ნაკბენზე ენა ისე ვნებიანად მოიტარა კინაღამ მივუბრუნდი თან დაკვირვებით მათვალიერებდა. ყველაფერს მიხვდა..– სხვა შემთხვევაში მაგას გამოწევად მივიღებდი და ნაკბენის პროპორციულად გადაგიხდიდი, მაგრამ ახლა... ახლა გავჩერდები. თუმცა, ვიმახსოვრებ. -მადლობა გადაგიხადო ? – ეშმაკურად გავუღიმე და ორივე ხელი მკერდზე ავუცურე. -ახლა მადისაღმძვრელად იქცევი იცოდე. – გამაფრთხილებელი ტონით მითხრა. –მე კი შენს მიმართ ეგ მადა ისედაც არ მაკლია. -ალბათ გინდოდა გეთქვა სექსუალურად, მაგრამ როგორც ჩანს შენს ფიქრებში ჯერ კიდევ პატარა გოგოდ ვრჩები. – ყელში, თითქმის შეუმჩნევლად შევახე ტუჩები. ვიგრძენი, როგორ დაუარა ჟრუანტელმა და ტანი დაეხორკლა. -ახლა ჩემს წინ, ჩემს ფიქრებში უცებ გაზრდილი, სექსუალური ქალი დგას და ცეცხლს კიარა პირდაპირ ხანძარს ეთამაშება. -რომელი უფრო მოგწონს, ეს ქალი თუ, ის გოგონა ? – უფრო ახლოს მივედი და შევაცქერდი. საიდან მქონდა ამხელა სითამამე არ ვიცი. – გოგონა მიყვარს, ქალი მომწონს და მიზიდავს ! ორივე ჩემია და ორივე ჭკუას მაკარგვინებს. თუ გინდა გეტყვი, რომელი სად და როგორ. – ისე საუბრობდა და ისე მიყურებდა დამცხა. მივხვდი, რომ მალე აალდებოდა და მეც გადამწვავდა. არა, ღირსი ნამდვილად ვიყავი რა კეკლუცობა ამიტყდა. –სხვა დროს იყოს. ახლა ქვემოთ ჩავალ. -თაკო ახლა ცუდად იქცევი ! – ისე ამოიხვნეშა გული ამოაყოლა. -კარგი. მეორედ ასე აღარ გავაკეთე ! . -გააკეთე არ მაქვს პრობლემა ოღონდ, მეორედ დაწყებულის ბოლომდე მისაყვანად მზად უნდა იყო. -ბოდიში ! წავალ ახლა. – ლელას თხოვე და მოგიტანს. -რატომ, როცა მეც შემიძლია?! – ძლივს გამოვეცალე ხელებიდან და გაბრუებული დავიძარი კარისკენ. ვერაფრით ვერ ვთოკავდი ჩემში აშლილ ჰორმონებს. ის კი ჩენზე მეტად აღელვებული დავტოვე. მართლა ბოროტება იყო ჩემი სააქციელი , მაგრამ ცოტა ვბრაზობდი მასზე ქალად, რომ ვერ აღმიქვავდა. არა, ვერ ვუარყოფ, რომ ამისთვის ყველაფერი გავაკეთე. მუდამ კუდშისადევი და დასატუქსი, თავნება, პატარა გოგოსავით კი ვიქცეოდი, მაგრამ მას მაინც უნდა დაენახა ჩემში ქალი. მერე, ჩემს თავშეკავებულობას რომ გადავხედე მეც, კინაღამ ეჭვი შემეპარა ჩემს თავში. აბა, ნორმალური, ჩამოყალიბებული, ზრდადამთავრებული და მომწიფებული ქალი მის ასეთ სიახლოვეს როგორ ვუძლებდი?! მოკლეთ ძალიან ავირდავირიე. იმწუთას ჩემი ფიქრები, ზუსტად ჩემს საქციელს გავდა. მაგალითად: როცა ვეჩხუბებოდი, ვლანძღავდი, ჩემგან წასვლას ვთხოვდი ან თავად გავრბოდი მისგან, მაშინაც მინდოდა ჩემს ქცევებში სიყვარული დაენახა. როგორი რაღაც მინდოდა იცით? აი, დაახლოებით ასეთი– დანაშაულს მთელი მონდომებით, რომ იბრალებ და აღიარებ და მერე, მოსამართლისგან შენში უდანაშაულოს დანახვის სურვილი, რომ გაქვს . უცნაური სურვილბი მქონდა ხო? ვიცი ! მაგრამ თქვენც ხომ იცით, რომ თავად ვარ ზედმეტად უცნაური და ასეთი აზრები მარტო მე თუ მომივიდოდა. ასეთი ფიქრებით და ზლაზვნით ჩავფრატუნდი კიბეებზე. ნანა მისაღებში იჯდა. რომ დამინახა ფეხზე წამოჭრა და მომეხვია. -შენ რომ არა ალბათ ვერასდროს ვეღირსებოდი ამას თაკო . -რა გავაკეთე? – ძალიან გამიკვირდა. -სასწაული. დიმა რომ შემოვიდა აქ ვიჯექი. ჩემთან მოვიდა , მომესალმა და შენზე მკითხა სად არისო.აქამდე ჩემთან საუბრის სურვილი არასოდეს გაჩენია. თან ისედაც იცოდა სადაც იქნებოდი, მაგრამ მაინც მკითხა. სულ სხვანაირია, ძალიან სხვანაირი, მისი თვალები ბედნიერებისგან ანათებს და ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია ჩემთვის. ყველაფერი რაც მე წავართვი, ნელ–ნელა შენ უბრუნებ. მთელი ცხოვრება არ მეყოფა შენთვის მადლობის სათქმელად. -მადლბა არ გამაგონო. მითუმეტეს მე არაფერ შუაში ვარ. შენ მისი დედა ხარ და უბრალოდ ნელ–ნელა აცნობიერებს, რომ ძალიან სჭირდები. -შენს გარეშე ეგ არ მოხდებოდა. – ალბათ მართალიც იყო. დიმასთან ამ თემაზე საუბარი არასოდეს შემიწყვეტია და მგონი შედეგიც ქონდა. -არ ვიცი. მე მაინც მგონია, რომ თავად მოინდომა. -ისეთი სუფთა გული გაქვს, ისეთი ღირსეული ხარ უკეთესს ვერც კი ვინატრებდი მის გვერდით. -შენი შვილიც ღირსეულია თანაც, შენსავით. ის ძალიან გავს დედას. – ხელებზე მოვეფერე. -ნეტავ იცოდე, როგორ მიყვარხარ ! – გულში ჩამიკრა – თაკო ვერ დავიჯერე ყვავილებით რომ დავინახე.თან ძალიან გამიხარდა, რომ მოგიტანა. -მეც არ მჯერა. – ორივეს გაგვეცინა. – და არა მარტო ყვავილები.– ვუთხარი და ხელი ვაჩვენე. -როგორ მიხარია როცა იცინი, სახლს ანათებ. – გოგი მოგვიახლოვდა თბილი ხმით. – მომიყვებით? იქნებ მეც გამეცინოს. -მე მოგიყვები გოგი მე. ახლა თაკო გავუშვათ. -თქვენთვის აქამდე მითქვამს, რომ ჩემთვის მშობლებივით ხართ და ძალიან მიყვარხართ? – ღიმილიანი სახით გავხედე ორივეს. -კი. ყოველდღე გვეუბნები ამას შენი ქმედებებით.– ერთხმად მიპასუხეს. – სიტყვები, რასაც ვხედავთ იმაზე მეტს, ვერ გვეტყვის. გაიქეცი ახლა, ნუ ალოდინებ. – დაუმატა ნანამ. იმდენად სასიამოვნო და მოულოდნელი იყო ეს პასუხი ერთიანად გავთბი. ლარნაკი ავიღე და მეუღლიკენ გულანთებული დავიძარი. ჩემი სიმშვიდის და ბედნიერების დარაჯები კი მარტო დავტოვე, რადგან ნამდვილად დიდი ამბავი ჰქონდა ნანას მოსაყოლი.წარმოვიდგინე, როგორ დაურთავდა სიხარულის ცრემლებსაც. მერე, გოგი უფრო მეტ იმედს მისცემდა, რომ ყველაფერი მალე კარგად იქნებოდა და ბოდიშსაც დაუმატებდა თავის შეცდომის გამო. ნანა კი, უკვე ნაპატიების ნიშნად მხარზე მიეყრდნობოდა. მერე, ჩვენზეც ისაუბრებდნენ. შეიძლება სამომავლო გეგმებიც დაეწყოთ შვილიშვილებთან დაკავშირებით. გაიხარებდნენ გაბედნიერდებოდენ და ყველაზე იმედიანი და მშვილი ძილით დაიძინებდნენ რაც კი აქამდე ჰქონიათ. ამ ფიქრების პარალელურად, ნანაზე ცალკე ფიქრები მომდიოდა. თუ, რაოდენ გასაოცარი ქალია. იშვიათი თვისებებით და ნამდვილად არ იმსახურებდა ამდენ წლიან დაუსრულებელ დარდს. წარმოგიდგენიათ?– შვილი უბრალოდ მიესალმა და ეს იყო მისთვის უზარმაზარი ბედნიერება. რა მცირედს შეეძლო მისი გახარება. მე ვფიქრობდი და დღესაც ვფიქრობ, ნანა ყველაზე ნაკლებად იყო დამნაშავე დიმასთან და ალბათ, ეს თვითონაც კარგად იცოდა, მაგრამ არასდროს აღიარებდა ამას. პირიქით, მთელი ისტორიის სიმძიმე ყველას ჩამოხსნა მხრებიდან და თავად ამდენი წელი დაატარებდა. შეეძლო, ისიც განაწყენებულიყო შვილზე. მისი მოსმენა და გაგება ამ ხნის მანძილზე, რომ ვერ შეძლო. ალბათ სამართლიანიც იქნებოდა, მაგარმ არა. არამცთუ შვილის ესმოდა, არამედ ქმრისიც კი. ვინც, რეალურად სათავე იყო ამ ამბისა. ერთხელაც არ დასცდენია მის მიმართ საყვედური. ყოველთვის მომთმენი, თბილი და ყურადღებიანი იყო. მან ყველას პატიება შეძლო. ეს ადამიანი ყველაზე ნაკლებად იმსახურებდა ბედისგან ამ სასჯელს. სამაგალითო იყო ჩემთვის. ოთახის კარი შევაღე და დიმამდე, რომელიც დივანზე იჯდა სწრაფად მივირბინე, ნანას გამო მადლობა, რომ მეთქვა და ჩემი აზრები გამეზიარებინა, მაგრამ მაგიდას, რომ დავხედე სურვილი დამეკარგა. ჩემი დამალული სურათები წინ ელაგა და დასჩერებოდა. ვინანე, რომ უფრო გულმოდგინედ არ დავმალე. იმ მომენტში ყველაზე ნაკლებად მასთან უთანხმოება მინდოდა. - ამიხსნი ამ ფოტოებს აქ რა უნდა ?– ისე მკითხა არც შემოუხედავს. -ამ საუბარს დღეისთვის ნამდვილად აღარ ვგეგმავდი, მაგრამ რადგან ასე მოხდა მაშინ გისმენ. იქნებ დადგა დრო შენ ამიხსნა. – გვერდით მივუჯექი. -ანუ ვერ ისვენებ ხო ? -მგონი, მაქვს უფლება სიმართლე ვიცოდე. საიდუმლოებების და უნდობლობის პერიოდი ვფიქრობ, უკვე გავიარეთ და ძალიან გთხოვ, მოთოკე შენი სიბრაზე ! -მართალია. უბრალოთ არ მინდა, ამ ამბების გახსენება. -ჩემთვის და ჩვენი ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია. რაც არ უნდა მითხრა გავიგებ. - მთელი ცხოვრებაა ნიკას ვიცნობ, ერთად გავიზარდეთ. ის გოგის მეგობრის შვილია. – წყვეტილად და პაუზებით საუბრობდა, გადავწყვიტე დიალოგი კითხვა–პასუხის რეჟმში გადამეყვანა. – ახლა რატომ გაქვთ ასეთი ურთიერთობა? მე რამე შუაში ვარ? -არა ! მანამდე გააფჭუა ყველაფერი. თაკო, ყველაფრის მოყოლა არ მინდა და არც შემიძლია. -ყველაფრის მოყოლას არც გთხოვ. ის მითხარი რაც უნდა ვიცოდე. მოკლედ მომიყვევი თქვენს ურთიერთობაზე. -მეგობრები ვიყავით, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ვალდებულებას ვგრძნობდი. სიმართლე გითხრა არასდროს მომწონდა თავიდანვე ვიცოდი რა გაიძვერაც იყო. უბრალოდ ზურაბის ხათრით, ძალიან დიდ პატივს ვცემდი. თან დედა ძალიან პატარამ დაკარგა და .... მიუხედავად ჩვენი ურთიერთობისა ბევრჯერ შეეშალა ჩემთან, მაგრამ ყოველთვის თვალი დავხუჭე. მის გამო მეც ბევრი პრობლემები მქონდა, მაგრამ მეგობრობა ასე მესმის. მაშინ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, ახლა კი მგონია სპეციალურად აკეთებდა, რომ შარში გავეხვიე. სასწავლებლადაც ერთად წავედით. მერე ზურაბი გარდაიცვალა და უკან დაბრუნებამ მეც მომიწია, რადგან მარტო ვერ გამოვუშვი. მამამისმა, მისი თავი გოგის და ფაქტიურად მე, ჩაგვაბარა. ის ჩემზე უკეთ ამჩნევდა, როგორი შვილიც ყავდა და ჩემი იმედი ჰქონდა, რომ ყოველთვის დავეხმარებოდი. აზარტული თამაშებით იყო დაკავებული. მამის გარდაცვალებიდან მალე ფინანსური კრიზისი შეექმნა ბიზნესში. თითქმის გაანიავა ზურაბის ქონება. პარტნიორები გაექცა. ზედმეტად ამაყია პირდაპირ არასდროს მთხოვდა ხოლმე დახმარებას, მაგრამ იმ პერიოდში ისე რთულად ქონდა საქმე იკადრა და ახალი პარტნიორის პოვნაში დასახმარებლად ჩემთან მოვიდა. . მალე მოვუძებნე. ჯოზეფს და მის მეგობარს, სასტუმროში მასთან ერთად რომ იყო რაიანი, ვთხოვე ნიკასთან ეთანამშრომლათ. ჯოზეფს არ უნდოდა, რადგან ამერიკიდან იცნობდა ნიკას და დიდად არც მას მოსწონდა, მაგრამ ჩემი ხათრით დათანხმდა. -ჯოზეფს ამერიკიდან იცნობთ? -კი. მისი შვილი, ჩარლი ჩემი მეგობარია. ჩვენთან ერთად სწავლობდა. მერე მე დავაკავშირე ჩვენს ბიზნესთან და უკვე წლებია ვთანამშრომლობთ. -მას რა დაუშავა ნიკამ? -არ ღირს ამის მოყოლა. მოკლეთ ამოვიყვანე ამ მდგომარეობიდან. მერე კი უფრო მეტი მოინდომა. ჩემს ზურგს უკან მოქმედება დაიწყო. რაიანის კომპანია ჩვენი ერთერთი უმსხვილესი პარტნიორია მან კი მოინდომა ჩვენთვის წაერთმია და ერთპიროვნული პარტნიორი თავად გამხდარიყო. მალევე გავიგე, რაიანმა მითხრა და... გეფიცები, რომ ეთხოვა ყველაფრის მიუხედავად არც დავფიქრდებოდი ისე დავუთმობდი, მაგრამ მან, როგორც ყოველთვის არაკაცური საქციელი და ღალატი არჩია. ვერ ვაპატიე და ვერც ვერასდროს ვაპატიებ, ზურაბის ხათრითაც კი. -უუფფ ვერ ვიჯერებ. საერთოდ არ გავდა მასეთ ადამიანს. – გაოგნებას ვერ ვმალავდი. – დიდი დროა მას შემდეგ? -ერთ წელზე მეტია. - მაგ პერიოდში უკვე მად ვმუშაობდი, უფრო სწორად ახალი მისული ვიყავი. რეორგანიზაცია მოხდა და ძველი კადრის ნაცვლად მე ამიყვანეს. კრიზისის დასაძლევად ახალი სახეები მჭირდებაო ხშირად იძახდა. -ხო, მერე გავიგე, რომ კრიზისის დაძლევის თავისებური გეგმა ჰქონდა. ამიტომ გაუშვა მამამისის დროინდელი გამოცდილი და პატიოსანი კადრები. -რას გულისხმობ? -ბინძური საქმეების გაჩარხვას იწყებდა. მერე გეგმები ჩაეშალა და გაპატიოსნდა. -მოიცა, ეგონა რომ ახალი თანამშრომლები მაგაზე დასთანხმდებოდნენ? -ზოგი ალბათ, კი. ზოგს იძულებულს გახდიდა. -მე? – მას აუცილებლა ეცოდინებოდა ნიკას გეგმები ჩემს მიმართ. -შენ ჩემს გვერდით ხარ ! – მისი პასუხი ზედმეტად ორაზროვნად ჟღერდა. მივხვდი, რომ გამიჭირდებოდა მისგან რაიმეს გაგება. - ერთხელ, ერთ–ერთ კომპანიასთან ხელშეკრულებას ვამზადებდი. სხვათაშორის მაშინ ძალიან მეუცნაურა იმ კომპანიის სახელი. ძალიან მწირი ინფორმაცია მომაწოდა მასზე. როდესაც მოვრჩი და ვაჩვენე, რამდენიმე პუნქტის შეცვლა მთხოვა. უნდოდა დარღვევით შემედგინა და პუნქტებს შორის ბალანსი არ დამეცვა. რათქმაუნდა უარი ვუთხარი. სხვა შემთხვევაში ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. მაშინ ვიფიქრე ახალი, რომ ვარ მცდის ან, შესაბამისი განათლება არ აქვს და შეეშალათქო. მას შემდეგ მსგავსი არაფერი შემიმჩნევია პირიქით, სხვებთან შედარებით ყოველთვის პატივისცემით მექცეოდა. -ერთ ფაკულტეტზე ვსწავლობდით. მშვენივრად იცოდა რასაც გთხოვდა. სიამოვნებით მივახრჩობდი ახალა მაგ ნაგავს. შენი გარევა როგორ იფიქრა. – წამოენთო და სიბრაზისგან ძარღვები დაეჭიმა. -დიმა რაში მრევდა? რა კავშირი მაქვს მე ამ ყველაფერთან? -თაკო რაც საჭირო იყო უკვე ყველაფერი იცი. გარდა იმისა, რომ მასთან მუშაობდი და იცნობდი სხვა შეხებაში არ ხარ და რას არ მივცემდი ოღონდ, არ იცნობდე. -თუ ეს ამბები მე არ მეხება, მაშინ რატომ მიმალავდი. ხომ შეგეძლო თავიდანვე გეთქვა მისი ვინაობა? – უკვე ყველაფერი გაიგე რაც საჭირო იყო. – მკაცრად გამიმეორა. -რა მოხდა ბილიარდის ოთახში? – არ ვნებდებოდი. -მორჩი ახლა დაკითხვებს და მასზე საუბარს თორე, ვბრაზდები უკვე. -რაღაცას არ მეუბნები კიდევ და ჩემი ძალებით, რომ გავარკვიო მერე ალბათ მართლა გაბრაზდები. -ვერაფერსაც ვერ გაარკვევ და მითუმეტეს მასთან მიახლოვებას გიკრძალავ. იცოდე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. – ისეთი ტონით მითხრა, მივხვდი მართლა საშინელების ჩადენა შეეძლო. სახეზე წყენა, რომ დამეწერა უცებ დატკბა. – თაკო გთხოვ მენდე ! -წვეულების დღეს სახლიდან, რომ გაიქეცი მის საცემად წახვედი ხო? -მაშინ დაიმსახურა. ოღონდ, პირადად მე არ მიცემია. მანამდე არასდროს შევხებივარ ზურაბის ხათრით. კარგად იცოდა ეს და ხშირად სარგებლობდა, მაგრამ შენ ვერ გაგთვალა. ვერ მიხვდა, რომ შენ ერთადერთი ხარ ვის გამოც შემიძლია მოვკლა კიდეც. -არავის მოკვლა არაა საჭირო ჩემს გამო, თავის დაცვა მე თვითონაც შემიძლია. მთავარია მე სიმართლე ვიცოდე, ის სიმართლე რომელსაც კიდევ მიმალავ. – მისგან მეტს ვერაფერ მოვისმენდი ეს უკვე ვიცოდი, მაგრამ ძალიან მაინტერესებდა სრული სიმართლე. გაჩერებას არ ვაპირებდი, მაგრამ ისე უნდა გამეკეთებინა, რომ მისთვის არ მეწყენინებია. -იმ სამყაროში სადაც მე ვცხოვრობ და სადაც მასეთი სარეველები არიან შენნაირ სუფთა ადამიანებს თავის დაცვა არ შეუძლიათ დამიჯერე. აქ ბინძური თამაშის წესებია. თანაც ისეთი, შენ თავში აზრადაც არ მოგივა. -უფრო მიმძაფრებ ეჭვებს. ნინასთან რომ მეგობრობს ეგ იცი? -რათქმაუნდა და მეცოდება კიდეც მასაც გახვევს რამე შარში. -ნინას, რატომ დაშორდი? -მოიცა, მე რა დაკითხვაზე ვარ და არ ვიცი? -არა. უბრალოდ საყვარელი მეუღლე ატარებს მინი გამოძიებას. – ჩემს საყვარელ მეუღლეს გადაეცი, რომ მის ფიქრებში მხოლოდ მე უნდა ვიყო. მაგათ შეეშვას რა ! – მხრებზე მომეხვია. –ისე, შენ საიდან არკვევ ამ ამბებს? – დიმა, მე მხოლოდ შენთან ვარ არეული თორემ, შენს იქით მშვენივრად ვიცი რა, როგორ უნდა ვაკეთო. -მაგ ჭკუა მე დამახარჯო ჯობია და კიდევ, ამ თემას აღარასოდეს დავუბრუნდებით ! ამაზე მეტის ცოდნა არაა საჭირო. ახლა წამოდი დავწვეთ ! -მოიცა, ჯერ ყვავილებს ჩავალაგებ ლარნაკში. არ მინდა დაჭკნეს. -არაუშავს, ხვალ ახალს მოგიტან. -ასე ერთბაშად ნუ გარომანტიკოსდები ახლა, დამაცადე გააზრება. – სიცილით ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე . – კიდევ კარგი ეს ამბავი ახლა, რომ გავიგე თორე, მანამდე მესამე მსოფლიო ომს მოგიწყობდი ალბათ. -ახლა ანუ როდის? რას გულისხმობ? -როგორ გინდა სულ შენთვის სასრგებლო სიტყვები გამომტყუო. -ხო მინდა და მითხარი, „ახლა“ რას ნიშნავს? -ახლა ანუ, როდესაც მე და შენ კიარა, უკვე „ჩვენ“ ვართ და არაფერია ჩემთვის ახლა ჩვენზე მნიშვნელოვანი. -აი, სულ ასეთი სიტყვები მინდა მესმოდეს შენგან, სულ ასეთი მინდა იყო. –გულში ჩამიკრა. ყოველჯერზე, როდესაც მეხუტებოდა მე ათასჯერ მეტად ვეკვროდი, რადგან არასდროს არ მყოფნიდა მისი შეგრძნება. ვერ ვკმაყოფილდებოდი მისი სითბოთი და სურნელით. -წამო საწოლშიც ჩაგეხუტები და ისე დავიძინოთ. – საწოლამდე ისე მივედით არც მოვშორებივარ. -ჩამეხუტები და დავიძინოთ– გაიმეორა დანანებით.– კარგი დავიძინოთ! ძალიან მიჭირდა მის გვერდით მშვიდად წოლა და ძილი. განსაკუთრებით დილით მასზე აკრული რომ ვიღვიძებდი, მაგრამ სურვილის მიუხედავად მზად არ ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მისიც ძალიან კარგად მესმოდა ჩემში ამ ძალას ვერ ვპოულობდი. სწორედ ამიტომ ან კლოუნის პიჟამოს ვარჩევდი ამ ძალიან უჟმურს. მის დანახვაზე სურვილი, რომ დაგეკარგება ადამიანს. სულ დამცინოდა მათ გამო. ამჯერადაც ერთ–ერთი მოვირგე, საწოლში ჩავსკუპტი და გულზე მივეხუტე. ის ჩვეულებისამებრ ჩემი თმების ფერებას შეუდგა. ამ დრო ისე ვინაბებოდი, წამში მეძინებოდა ხოლმე. შუაღამე იქნებოდა, კარებზე ძლიერი ბრახუნის ხმამ გაგვაღვიძა. შეშინებული წამოვხტი და გასარებად მივვარდი. ფერდაკარგული ლელა დამხვდა. -ბავშვებო სწრაფად... ნანა ... ჩაიცვით. სასწრაფო უკვე გზაში. - სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. -ლელა დამშვიდდი და გვითხარი, სასწრაფო ვის ჭირდება! -ნანა... ნანამ გონება დაკარგა და ვეღარ ვაფხიზლებთ. ელდანაცემმა დიმას გავხედე. სახე წაეშალა და ერთიანად დაიფერფლა ეს კლდესავით კაცი. ვინ იცის, რა იფიქრა მისმა გონებამ. მივხვდი, რომ ვეღარ აზროვნებდა. როგორღაც გონს მოვიყვანე, უცებ მოვემზადეთ და კიბეები ისე ჩავირბინეთ ხელი არ გამიშვია. მასთან არ შემომყვა. არც დამიძალებია, არ მინდოდა დედა, ამ მდგომარეობაში ენახა. საძინებელში შევვარდი და საწოლთან გავხევდი , ნანას მიტკლისფერი ედო და სიცოცხლის ნიშან–წყალი აღარ ეტყობოდა. გაუნძრევლად ესვენა სასთუმალზე... სასწრაფოც მალე მოვიდა. გოგი მას გაჰყვა. საჭესთან მე დავჯექი და უკან გავყევით. მთელი გზა ხმა არ ამოუღია. მეც ვერაფერს ვეუბნებოდი, არც ის ვიცოდი რა უნდა მეთქვა. უბრალოდ ვაცადე თავის ძალიან დიდ დარდთან მარტო დარჩენა. ან, რა უნდა მეთქვა ისეთი, რაც იმ ტკივილს შეუმსუბუქებდა. ალბათ, სინანული და შიში ერთდოულად ჭამდა შიგნიდან. სინანული იმისა, რომ ამდენი წელი დედის გარეშე გაატარა და შიში იმისა, რომ ახლა შეიძლებოდა სულ დაეკარგა. გული მეკუმშებოდა ასეთს, რომ ვხედავდი... საოპერაციოს კართან თმენადაკარგულები ვიდექით და ვეღარ გამეგო, რომელი მენუგეშებინა. გოგი საშინლად გამოიყურებოდა. პირველად ვნახე, ერთ წამში გატეხილი ადამიანი. დაიშალა და დაპატარავდა. თითქოს, საყრდენი გამოეცალა და კუთხეში, მოხრილი, იმედდაკარგული იდგა. ყოველწუთს მივდიოდი მასთან და ვცდილობდი იმედი მიმეცა. წინ და უკან სირბილში და მათ მშვიდებაში ხუთი საათი გავიდა. ჩემი სამაგალითო ქალბატონის გულმა ვეღარ გაუძლო, მოთმინების, სიძლიეისა და ღირსების ეტალონი შიგნით, სიცოცხლისათვის იბრძოდა. ძალიან განვიცდიდი, მაგრამ ვცდილობდი არ შემტყობოდა.იმ წუთას მათზე ძლიერი უნდა ვყოფილიყავი. თითქოს, ჩემში პოულობდნენ ძალას და იმედს. საავადმყფობო გულშემატკივრებით გაივსო. რადგან მარტო აღარ ვიყავით, ცოთახნით მოდუნების საშუალება მივეცი თავს და ძალიან დაღლილი ჩამოვჯექი სკამზე. დიმაც მოვიდა, გვერდით მომიჯდა და ჩემი ხელი დაიჭირა. გაფითრებული იყო, ხელები სულ გაციებოდა. მხარზე მივეყრდენი და სანუგეშებლად საჭირო სიტყვები მოვძებნე. -კარგად იქნება. ძლიერი ქალია და სანამ დედას არ დაუძახებ არსადაც არ წავა. – ნაღვლიანი თვალებით შემომხედა და გამიღიმა. -ძალიან დიდ სიცარიელეს ვგრძნობ ! – პირველად დაილაპარაკა ამ ხნის მანძილზე. მისი ხამ შეცვლილი მომეჩვენა. -მესმის შენი, მაგრამ ახლა ეგ არ შეიძლება დიმა. ახლა უნდა გამხნევდე. როცა გაიღვიძებს არ მოეწონება მასეთს თუ დაგინახავს. -ოღონდ გაიღვიძოს ! -გაიღვიძებს. – უფრო ძლიერად ჩამჭიდა ხელი. ამასობაში დავითიც გამოჩნდა. ფეხზე წამოვხტი მის დანახვაზე. -ნუ გეშინიათ, ყველაფერმა ჩაიარა. – გახარებულმა ჯერ გოგის ჩავეხუტე, მერე დიმას, ბოლოს კი დავითს. – მეც ძალიან შემაშინა, მაგრამ ღმერთის წყალობით გადავრჩით. -ანუ საფრთხე აღარ არსებობს? – ძლივს ჰკითხა დიმამ. -ამ მომენტში საფრთხე აღარ ემუქრება, მაგრამ ძალიან სერიოზული კრიზისი გადაიტან. თვალის ჩინივით უნდა გაუფრთხილდეთ, მისი სტრესი და ნერვიულობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. განმეორების შანსი დიდია, ამიტომ ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდება. -მთავარია, ახლა კარგად არის და ყველაფერს ისე გავაკეტებთ, როგორც გვირჩევ. – იმედი დაუბრუნდა ხმაში გოგის. -რათქმაუნდა ყველანი გავუფრთხილდებით. – დავეთანხმე და ჩემს მეულღლეს გავხედე, რომელიც ჯერ კიდევ ეჭვის თვალით უყურებდა ამ სიტოაციას. -დავით, ცუდად ნუ გამიგებ, სრულიად გენდობი, მაგრამ იქნებ, მაინც სხვა ქვეყანაში წაგვეყვანა ან, სხვა ექიმები მოგვეწვია. – – მესმის შენი ჩემო ბიჭო, მაგრამ ამ ეტაპზე არ არის საჭირო, მას მსოფლიო დონის კარდიოლოგმა ჩაუტარა ოპერაცია. თუ რამე შეიცვალა თავად გეტყვით. ჯერ არ გაიღვიძებს. ისე გამოიყურებით მანამდე თქვენც არ გაწყენდათ დასვენება. ნანა, განსაკუთრებული პაციენტებისთვის, საპატივცემულო პალატაში გადაიყვანეს, რომელიც ორი ოთახისგან შედგებოდა. პირველში მნახველთათვის იყო განკუთვნილი . მეორეში კი პაციენტისა და მომვლელისთვის ყველა პირობა იყო შექმნილი. მე და გოგო მასთან შევედით, დიმა კი რაღაც დროით დაიკარგა. არც გავყოლილვარ და არც მიძებნია. მივხვდი, რაც სჭირდა. კარი შემოაღო, ფრთხილად შემოვიდა, ნანას გახედა და ჩუმად მკითხა ხომ კარგად არისო. პასუხით, რომ დაკმაყოფილდა წამში, უკან გაბრუნდა. პირველ ოთახში გაჩერდა. ვინაიდან ნანას მშვიდად ეძინა და საღამომდე არაფერი არ შეიცვლებოდა, გოგისაც ვაიძულე დაესვენა. მის გვერდით დავუთმე ადგილი. მე ჩემს ქმართან გამოვედი და უხმოდ, დივანზე გვერით მივუჯექი. რამდენიმე წუთიანი დუმულის შემდეგ მისი თბილი ხმა მომესმა. -მადლობა ! -რისთვის ? -ჩემს და საერთოდ ჩვენს გვერით, რომ ხარ ! -ამაში სამადლობელი რა არის ?! -იმ დოზით, რა დოზითაც შენ ამას აკეთებ, არ ხარ ვალდებული. -მე მიყვარს შენი ოჯახი, რომელიც უკვე ჩემიცაა . მე ვალდებული ვარ ასე მოვიქცე და მინდა კიდეც ასე, რომ მოვიქცე. გარდა იმისა, რომ ისინი ძალიან მნიშვნელოვანნი არიან ჩემთვის, კიდევ მაქვს მიზეზი მათზე განსაკუთრებულად ვიზრუნო. – რა მიზეზი ? – ძალამოკრებილი ღიმილით გადმომხედა – შენი სიყვარული დიმა . ვიცი, თუ ისინი კარგად იქნებიან შენც კარაგად იქნები. თანაც, დარწმუნებული ვარ, ჩემს ადგილას შენც იგივეს გააკეთებდი და გთხოვ, მეორედ მადლობა არ გამგონო ! -არ ვიცი აქმდე უშენოდ, როგორ ვარსებობდი ! – მიმიხუტა და თავზე მაკოცა. -შეგეშინდა? – მისი ხელი დავიჭირე და გულთან მივიკარი. - შიშზე მეტი იყო. -დაკარგული დროისა და დაგვიანებული სინანულის შიში ხო? -მგონი, ზუსტად ეგ. -გამოვასწორებთ. მიდი, შენც დაიძინე ცოტახანს ! – ღიმილით ვუთხარი. -ახლა დაძინება არ შემიძლია. ჯობია შენ დაისვენო. -შენი, მარტო დატოვება არ მინდა. - სულ ჩემთან ხარ ! მხარზე მივესვენე. ძალაგამოცლილს, ძილი მალე მომეკიდა. თვალი, მის მკერდზე მიკრულმა გავახილე. კალთაში ვყავდი და სახე კისერში მქონდა ჩარგული. მომენტით ვისარგებლე, სანატრელი სურნელი ღრმად ჩავისუნთქე ყელში ვაკოცე და უცებ მოვფხიზლდი. წესით, ნანას უნდა გაეღვიძა. ვთხოვე, პალატაში შევსულიყავით, მაგრამ არ გამომყვა. დრო სჭირდებოდა, ამიტომ არ დავაძალე ... პაციენტი ბევრად უკეთ გამოიყურებოდა. მოვიკითხე და რადგან სულ კარისკენ იყურებოდა ჩუმად ვუთხარი, რომ მთელი ეს დრო გარეთ გაატარა და ახლაც იქ იყო. საკმარისი აღმოჩნდა მის გასახარებლად. ათი დღე მოგვიწია საავადმყოფოში დარჩენა. მე, სულ მასთან ვიყავი და ვცდილობდი, მისთვის ბედიერი და მშვიდი გარემო შემექმნა. გვიან, გოგი და დიმაც მოდიოდნენ. ნანას გვერდით ადგილს მის ქმარს ვუთმობდი. მე კი ჩემს ქმართან გავდიოდი. ამ ხნის მანძილზე დიმას, ნანა არ უნახავს. მხოლოდ ისეთ დროს შემოდიოდა, როცა ეძინა. როგორც იქნა გაგვწერეს. საღამოს, როდესაც ოფისიდან შინ დაბრუნდა და კიდევ არ მოიკითხა დედა, სერიოზულად გავბრაზდი. არადა, როგორ მოუთმენელი მოთმინებით ელოდა ქალი. ოთახში ავყევი, მოწესრიგება დავაცადე და ცოთა მაღალი ტონით ვუთხარ: -დიმა, საავადმყოფოში ვიფიქრე გარემო ცუდად მოქმედებსთქო და არ დაგაძალე, მაგრამ ახლა, ორივე დედაშენთან ჩავალთ და შენ, მას მოიკითხავ! -გთხოვ თაკო, ახლა ნუ მაიძულებ მაგის გაკეთებას. - აბა როდის? ნუთუ საკმარისი არ იყო ის შიში რაც გამოვიარეთ? იცოდე , არ მოგცემ უფლებას კიდევ ერთხელ დაკარგო! -ეგ, მეც არ მინდა. უბრალოდ მიჭირს. -თუ თავს არ მოერევი ყოველთვის გაგიჭირდება. ამ მომენტის გადადებით არაფერი არ გაგიადვილდება იცოდე , პირიქით მერე უფრო მეტად რთული იქნება. -არ შემიძლია, გაიგე გთხოვ ! -შენ, ისე ექცევი ნანას, როგორც მე გექცეოდი შენ. ეგოისტურად.– ცოტა გაკვირვებულმა შემომხედა. – ხო დიმა, შენი გულცივობით სჯი. -შენ, ჩემს მიმართ ეგოისტი იყავი ? - კი, მასეთი ვიყავი. ზუსტად ისე ვიქცეოდი, როგორც შენ სჯი ეგოისტურად დედაშენს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქციელი შენ უფრო მეტად ისჯები. რაც არ უნდა გააკეთო იცი, მაინც არსად წავა, მაინც არ მიგატოვებს. ახლაც, რომ არ მიხვიდე მასთან ის, მაინც გაპატიებს და უწინდებურად ეყვარები. მისი მოთმინებით სარგებლობ. აი, ასეთი ვიყავი მეც შენს მიმართ. მერე კი, ისევ შენ დამეხმარე და ასე ვთქვათ გამიმართლა... მაგრამ თუ ახლა შენ თავს არ გაუწევ იგივე დახმარებას, მოვა დრო და ამას ვერასდროს აპატიებ საკუთარ თავს. ეს სინანული გაგანადგურებს და შანსიც აღარ გექნება გამოსასწორებლად. შენს ახლანდელ საქციელს უკვე, ეგოისტობაც აღარ ჰქვია ! -ვიცი ! – თვალებში ვერ მიყურებდა. -მე შენს გვერდით ვიქნები. წამოდი გთხოვ ! ამდენი ხანია მოთმინებით გელოდება და მგონი, უკვე იმსახურებს შენგან მცირედ ყურადღებას მაინც. ხომ ხედავ, მისი გული ვეღარ უძლებს ამ დარდს. შევუმსუბუქოთ კარგი ? -კარგი! ხელი ძლიერად ჩამჭიდა და ნელი მძიმე ნაბიჯებით გამომყვა. ვხვდებოდი, როგორ უჭირდა, ძალიან უჭირდა. მესმოდა მისი. მე, სამი თვით დამალული სიყვარული ძლივს გავუმხილე, მას კი ოცწლიანი დუმილი უნდა დაერღვია. საძინებელთან თითქოს ფეხი შეიჩერა, მაგრამ როგორც იქნა გაბედა და ოთახში შეაბიჯა. ნანამ, რომ დაინახა სევდა და ბედნიერება ერთდროულად დაეხატა სახეზე. ტირილი დაიწყო. -თუ უნდა იტირო და ინერვიულო ახლავე გავალ ! – მზრუნველი, მაგრამ ცოტა მკაცრი ტონით უთრა. -არ ვნერვიულობ, პირიქით და აღარც ვიტირებ. – ცრემლები შეიმშრალა და საწოლიდან გადმოსვლა ადააპირა. -არ ადგე, მე მოვალ ! – წამში მის წინ გაჩნდა.მე კი კარებიდან ვუყურებდი მათ და უკვე უხმოდ ვსლუკუნებდი. –როგორ ხარ? -კარგად ! ახლა იმაზე კარგად ვიდრე ოდესმე ! -კარგია ! შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება და ჩემგან თუ რამე დაგჭირდება მითხარი. – ძლივს აკანკალებული ხმით საუბრობდა. -მე მხოლოდ ერთი რამ მინდა შენგან, მინდა ბედნიერი იყო, მეტი არაფერი. -ნანა, შეგიძლია მაპატიო? – უცებ, თავდახრილმა უთხრა. ყურებს ვერ ვუჯერებდი. -შენ მაპატიე შვილო, მე შენგან მინდა პატიება ჩემო ბიჭო. – გულში ჩაიკრა. ოცწლიანი ლოდინის შემდეგ შვილი დაუძახა და გულში ჩაიკრა. ჩემ, ენით აღუწერელ ემოციათა რიგს, ის ემოციაც დაემატა, რაც იმ დროს დამეუფლა. იმ წამმა, ოცი წელი ერთად დაიტია. სხვა თუ არაფერი, მარტო იმისთვის მიღირდა არსებობ, რომ ეს შევძელი, რომ დედას შვილი დავუბრუნე. -ახლა დაისვენე, მერე კიდევ გნახავ. – კარისკენ წამოვიდა. -დიმა ! – გაჩერდა მაგრამ არ შებრუნებულა. – ოდესმე, ჩემთვის დედის დაძახება შეძლებ? – პასუხს მოლოდინში თვალებში, შეშინებულმა შევხედე. მის სახეზე სიტყვა დედა, ტკივილად გაკიაფდა. მზერა ამარიდა. -ალბათ... ! – სწრაფად დატოვა ოთახი. კარგი სიტყვაა „ალბათ“. მთქმელს, სათქმელს უადვილებს, ნათქვამის ადრესატს კი არჩევანის უფლებას აძლევს. ვინაიდან სიტყვა „ალბათ“, არასდროს ნიშნავს მტკიცებით, დამარწმუნებელ ფორმას, ის ყოველთვის ორ მნიშვნელობას მოიცავს. მოკლედ რომ ვთქვათ, კარგს ან, ცუდს. ადამინი კი, მასში ყოველთვის იმ მნიშვნელობას ხედავს, რაც ძალიან სჭირდება. მან, სწორედ ამ კარგის იმედმომცემი სიტყვა დაუტოვა დედას. - სიხარულით, უცებ მივირბინე ნანასთან, ჩავეხუტე და მერე, ჩემს ქმარს გავეკიდე. ვერანდაზე, მოაჯირზე ხელებდაყრდნობილი იდგა და ძირს დასჩერებოდა. გვერდით დავუდექი. -შეიძლება მარტო ყოფნა გჭირდება, ამიტომ მადლობას გეტყვი და წავალ. – ახლა მხოლოდ შენთან ყოფნა მჭირდება !– მომეხვია. -თუ მეტყვი რას გრძნობ იქნებ დაგეხმარო. -არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს! -შვებას არა? გულიდან ტვირთი არ მოგეხსნა? – მგონი ზუსტად მაგას ვგრძნობ და ამიტომ ვერ ვხვდები. იმდენად მივეჩვიე მაგ ტვირთით ცხოვრებას ახლა მეუცხოვა. -კარგია. ახლა, მე ვუმკურნალებ მაგ გულს. -შენ უკვე უმკურნალე ჩემს გულს. შენს გარეშე ამას ვერ შევძლებდი ! -ჩემს გარეშეც შეძლებდი. შენც გინდოდა, უბრალოდ მე ხელი გკარი. -ახლაც იგივეს აკეთებ ! – ცოტახანს, ჩახუტებულები ჩუმად ვიდექით. – იმ სამყაროში, სადაც მე მიწევს ვიცხოვ ძალიან ძნელია თაკო.– ერთიანად გავირინდე, დასაწყისი აღსარებას გავდა. მივხვდი გულის გადაშლას აპირებდა და სმენად ვიქეცი.– ბევრს შურს, ბევრს უნდა ჩემს ადგილზე ყოფნა მაგრამ, რომ იცოდნენ რისი გავლა მიწევს ალბათ, არც მოუნდებოდათ... წლების წინ, ამ ხიფათით სავსე ზღვაში გოგიმ, მოახერხა და ზვიგენად გადაიქცა. თუ მოინდომებ, რამის მიღწევა შედარებით ადვილია, მაგრამ შენარჩუნებაა ძალიან ძნელი. რადგან ზვიგენს უფრო მეტი მტერი ყავს, ვიდრე თევზს. მისი ყველას ეშინია, ახლოს მიკარებას ვერავინ ბედავს, მაგრამ შორიდან უგებენ მახეს... შეიძლება მამამ, ნანასთანაც და ჩემთან, ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა, მაგრამ მისი გაგება შევძელი. როცა ვხედავდი, როგორ თვადაუზოგავად შრომობდა და იბრძოდა ჩვენი კეთილდრეობისთვი, ის შეცდომა თითქოს ვაპატიე. ბოლომდე, პატიებას ვერ დავარქმევ, მაგრამ ამ სამყაროში მარტო ვერ დავტოვე. მხრებით, მძიმე შრომით მოიტანა ეს მდგომარეობა და ვერ მივატოვე იმ დოს, როდესაც ყველაზე მეტად ვჭირდებოდი. როდესაც ამერიკაში წავედი, უკან ჩამოსვლას აღარც ვაპირებდი. იქ, ნანას გამო გავიქეცი. უფრო სწორად ჩემი სინდისის გამო. ყოველდღე მისი ყურება გულს მიჭამდა, ჩემ თავს ვერ ვპატიობდი, მისი პატიება რომ ვერ შევძელი. რაღაც დროით იქიდან ვეხმარებოდი ჩვენს ბიზნეს. ზურაბის გარდაცვალების გამო, რომ დავბრუნდი იმ ერიოდში საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ გოგის მარტო უჭირდა ადგილის შენარჩუნება და იძულებული გავხდი მეც ჩავრთულიყავი ამ ომში. იცი, რა დაუნდობელი სამყაროა? ყველა ფრონტზე გიწევს ბრძოლა. ათასი სისაძაგლის კეთება შეუძლიათ ადამიანებს ფულის გამო... ჩვენ, კი ვდგავართ მყარად ფეხზე დიდი შრომის შედეგად მაგრამ, შედარებთ სუსტ კომპანიებს თვალის დახამხამებაში ჭამენ. ბევრის გადარჩენა შევძელით, ბევრის ვერა.ამის გამო მტრებიც შევიძინეთ. მათთვის სასურველი პარტნიორი არ ვარ, რადგან ამ ბინძურ თამაშში ვერ ჩამითრიეს. ჩემი და გოგის გავლენა სჭირდებათ, პლიუს ჩემი ძმების რუსეთში, მაგრამ ჯერ საძირკველი ვერ გამოგვიღეს და სანამ ცოცხალი ვარ ვერც ვერასდროს მოახერხებენ ამას. მთელი ჩემი ცხოვრებაა ვცდილობ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დავუშვა. ვცდილობ ყველა გადაწყვეტილება სწორად მივიღო, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის არ გამომდის, მდგომარეობა არ მაძლევს ამის საშვალებას. ჩემი მოთმინებას სწორედ აქ გამოიწრთო. სწორედ, ამიტომ მაქვს ასეთი ხასიათი. ცივი, ზოგჯერ უხეში და მუდმივად სერიოზული. ჩემი განვლილი ცხოვრების გამო, თავისდაუნებურად გამომიმუშავდა... ყველა ძლიერი ადამინის აქვს სუსტი მხარე. ჩემი „სისუსტე“ პატიოსანი, სწორად ცხოვრების სურვილია. ვიღაცისთვის, რაღაც სხვა. მერე, ეს „სისუსტე“ ზოგს არ მოსწონთ, ამის გამო მუდმივად გებრძვიან და ზუსტად ამ ომში ხდები ძლიერი. -ეგ სისუსტე კიარა ადამიანის ღირსებაა. -ეგ მხოლოდ ჩვენისთანა ადმიანებისთვის თორემ, მათ ღირსების განმარტებაც არ იციან. -ადამიანს, რომელსაც ღირსება არ გააჩნია ჩემი აზრით, ყველაზე მხდალები და სუსტები არიან. მათ არაფერი აქვთ, რის გამოც ბრძოლა ღირს და ნებისმიერ დროს შეძლება დატოვონ ბრძოლის ველი. – გეთანხმები, მაგრამ მეორე კატეგორიაც არსებობს, რომლებსაც დასაკარგი არაფერი აქვთ, ბინძური სულის გარდა და ეგ სულიც კი, არ ადარდებთ. ისინი ბოლომდე, ყველზე სასტიკი წესებით გეომებიან. – სწორედ მასეთი ადამიანები წამლავენ სამყაროს... მერე ? -მერე, მეც ხშირად გამჩენია გაქცევის სურვილი, მაგრამ არა ბრძოლის ველის დასატოვებლად უბრალოდ დროებით, ამ სიბინძურისგან დასასვენებლად... მერე.. მერე შენ გამოჩნდი და ჩემს შავთეთრ ცხოვრებაში ფერები შემოიტანე. შენ, ჩემი ყველაზე დიდი „სისუსტე“ და ყველაზე დიდი „ძალა“ ერთდროულად გახდი.შენს გამო დაუღალავად შემიძლია ბრძოლა. შენ, ჩემი ნავსაყუდელი ხარ, ამ შტორმიან ზღვაში. მათთან ომიც კი არაფრად მიღირს როდესაც ვიცი, სახლში შენ მელოდები. ჩემს ცხოვრებაში, შენ ერთადერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ხარ. ბედნიერება, რომელიც დიდი ხნის დავიწყებული მქონდა, შენ დამიბრუნე. შენი სილაღე, სიგიჟე, ბავშვურობა, დაუმორჩილებლობა და რაც მთავარია შენი სუფთა და კეთილი გული, ჩემი ახალი ცხოვრების საწყისი გახდა. შენამდე ვცოცხლობდი შენს მერე ვარსებობ. ვერსოდეს შეგელევი, ვერასოდეს დაგთმობ და გთხოვ, რაც არ უნდა მოხდეს ჩემზე უარი არ თქვა. სუნთქვა შევწყვიტე. ჩემს სხეულში მისი სიტყვების გავლის შემდეგ, ჰაერიც კი ზედმეტად მეჩვენებოდა. ეს, არ იყო ის კაცი, რომელსაც მე ვიცნობდი. ჩემს წინ ნამდვილი, გულრწფელი დიმა იდგა. ჩემს თვალში ასჯერ მეტად აღმატებული, ვიდრე აქამდე და იმ წუთას, ასჯერ უფრო მეტად შემიყვარდა. იმდენად, რომ ვერც კი წარმომედგინა, ამაზე მეტი სიყვარული თუ არსებობდა. ადამინი, რომელიც ყველა სიტყვას წონის და მერე, ამბობს ერთბაშად გაიხსნა ჩემთან. ეს, მისი ჩემდამი პატივისცემის,ნდობისა და სიყვარულის გამოხატვის უმაღლესი საფეხური იყო. იმის იქით, რომ აღარ არსებობდა ისეთი. არც ჩემთვის აღარ არსებობდა დიმას იქით არაფერი... -ვერც მე დაგთმობ, ვერასდროს ! შენს გარეშე სუნთქვაც აღარ შემიძლია... – ყველაზე დიდი დარწმუნებით ვუთხარი და მის ბაგეებს ავწვდი. მის სურვილს ვეღარ ვუმკლავდებოდი. მანაც ვნების ალში გამახვია. ხელში აყვანილი შემიყვანა საძინებელში და საწოლთან დამსვა. მერე, ჩემს ღაწვებს გაუყვა, ნელ–ნელა ყელს და მკერდთან ახლოს ამბორი, რომ დამამჩნია და მე წინააღმდეგობა არ გავუწიე, ღელვაშეპარული ხმითა და მოციმციმე თვალებით მკითხა: - დარწმუნებული ხარ ? – თანხმობის ნიშნად, მორცხვად დავუქნიე თავი.– ეს ჩემს გამო არ გააკეთო. არ მინდა მერე, ინანო. -შენს გვერდით არასდროს არაფერს ვინანებ და მოეშვი სულ ჩემს სურვილებზე ფიქრს. -ანუ მზად ხარ? -გულრწფელად გეტყვი, ამისთვის მზად არასდროს არ ვიქნები , მაგრამ ოდესმე ხომ უნდა მოხდეს?! მინდა ეს ბედნიერება ახლა, შენც და საკუთარ თავსაც ვაჩუქო. -შენ ისედაც ყველაზე დიდი საჩუქარი ხარ ჩემთვის ! – – დიმა ოღონდ ცოტა ... – სიტყვა ვერ დავასრუე და სირცხვილით თავი დავხარე. -უბრალოდ მომენდე ! – ყველაზე მეტად გენდობი... თავი ამაწევინა. ნაზად, სხვანაირი სურვილით მაკოცა. მთელი სხეულით ვცახცახებდი. ყველა მის შეხებაზე ერთიანად ვთრთოდი. ფრთხილად შემომაცალა ტანსაცმელი და მის წინ დედიშობილა დამტოვა. მრცხვენოდა, მაგრამ სიამოვნო განცდები უფრო მეტი იყო და ჩემს თავში სხვა აზრებს აღარ უტოვებდა ადგილს. მისი თითეული მოძრაობა სიყვარულით, ვნებით და სიფაქიზით იყო გაჯერებული. ფრთხილად გადამაწვინა საწოლზე და თავად ჩემს ზემოთ მოექცა. თვალებში ხშირად მიყურებდა, ჩემი სურვილი ან წუხილი, რომ წაეკითხა. როგორც დამპირდა, სხეულის ყველა სანტიმეტრი ალერსით მოიარა და ამ სამყაროდან გამიყვანა. რამდენჯერმე გაჩერდა, მოთმინებით დამელოდა სანამ ძალას მოვიკრებდი. გულის ფეთქვა არცერთ საზღვრებში არ ჯდებოდა. მის თითეულ შეხებაზე სიამოვნების ტალღები მივლიდა, ყველა უჯრედი მეკუმშებოდა. მკლავებში და სხეულში მთლიანად მომიქცია და სიამოვნების ბურანში გამახვია. ყველაფერი დამავიწყდა, ყველაფერი გაქრა. მხოლოდ მე და ის, მხოლოდ ჩვენ ვარსებობდით. იმ ღამით დედამიწაზე არ ვყოფილვარ, იმ ღამით განცდილი არ იყო ვნებით გამოწვეული ხორციელი სიამოვნება. ის, მასზე გაცილებით აღმატებული, გაცილებით წმინდა შეგრძნებები იყო. ის, მის სულთან და სხეულთან გაერთიანებით გამოწვეული ბედნიერება იყო. ჩვენმა სიყვარულმა ფრთა შეისხა ... სანთელივით ვდნებოდი მის მკლავებში. დრო და დრო ჩემი გაუგებარი ხმები და ჩვენი გულის რითმები არღვევდა სიჩუმეს... არ ვიცი დილით რა დროს გამეღვიძა. ჩემთვის დრომ, წინა ღამით, ერთდროულად დაკარგა და შეიძინა მნიშვნელობა. თვალის გაუხელელად ვგრძნობდი მის მზერას. მოხრილ ხელზე თავდაყრდნობილი, ზემოდან დამჩერებოდა. ცხვირში მისი სურნელი მომწვდა და ყველა წამი განმიახლა. თვალის გახელა სპეციალურად გავაჭიანურე, უხერხულობას ვგრძნობდი. – კიდევ დიდხანს მოიმძინარებ თავს? – ვიგრძენი, როგორ გაეღიმა. – ნეტავ, დარჩა რამე, რასაც ვერ მამჩნევ? – ღიმილითვე ვუპასუხე. -უკვე აღარაფერი. ყველა ხალი დავითვალე. -დიმა, კარგი რა ! – ძალიან შემრცხვა და საბანში ჩაძრომა გადავწყვიტე, მაგრამ მოძრაობისას ისეთი უსიამოვნო შეგრძნება მქონდა ადგილზე გამაშეშა. ვეცადე არ შემემჩნია. - რა იყო, კარგად ხარ? -კი, ძალიან კარგად ვარ. ან ცუდად, რატომ უნდა ვიყო?! – თავდააჯერებულად გავეპასუხე. -ძალიან კარგად ? – წარბები ამიწია -კარგად ვარ ! -თაკო, ტუჩების ჭამა დაიწყე და სახე ცოტა აგერია. -აუ... კარგი ხო, ცოტა უსიამოვნო შერძნებები მაქვს და იმედია, ახლა დავითთან, არ გამაქანებ ! – დავცინე და გემრიელადაც გავიცინე. -ნუ სულელობ ! მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნებები? წუხელ, ძილშიც ბორგავდი. - ძილში ისედაც სულ ვბორგავ. -ხო, მაგრამ უფრო სხვანაირად. – შენ, არ დაიძინე და მე, მყარაულობდი? ვაიმე რა საყვარელი და ტკბილი ხარ . – სახეზე მივეალერსე და თემის შეცვლა ვცადე თორემ, სრულად გამოიკვლევდა ჩემს ჩივილებს. -ანუ ტკბილი? – გაჭრა. ყურში სასარგებლო სიტყვა მოხვდა. -სულ საშენო სიტყვებს,როგორ პოულობ ჩემს ნათქვამში. საყვარელი ხართქო, ეგეც ხომ გითხარი. -ეგ, აქამდეც გითქვამს. აი, ტკბილი კი ახალია. ალბათ წინა ღამის ბრალია. – კმაყოფილმა, თვალების ციმციმით მიპასუხა. -კარგი რა, ნუ მარცხვებ. -შენი, წითელი ლოყების, დანახვა მომინდა . – მოიწია. ჯერ გემრიელად მაკოცა მერე კი, ყურთან ახლოს, ნაზად მითხრა– მადლობა, გუშინდელი ღამისთვის! ახლა, ჩემზე ბედნიერი კაცი, დედამიწაზე არ მეგულება. სიყვარულიც აღარ ჰქვია იმას, რასაც შენს მიმართ განვიცდი, გაცილებით მეტია. -მადლობა შენ, იმისთვის რომ ძალიან ღირსეული იყავი, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, იმდენად და კარგი. სულ ტყუილად მეშინოდა. ამ ღამეს, ვერასოდეს დავივიწყებ. – მთელი ძალით ვეკარი სხეულზე. -კონტროლს ვკარგავ უკვე... – მისი ხელი, ჩემს სხეულზე მოძრაობდა და ცხელ ნაკვალევს ტოვებდა. -დიმა, დავბრუნდეთ, ახლა ამ ქვეყნაზე და ავდგეთ. გვიანია . -ანუ, უკვე იცი, მაგ დროს, იმ ქვეყანაზეც რომ გადიან? – გაეცინა. -ვაიმე, როგორი გახდი შენ ?! -როგორი? - სხვანაირი. -არ ვიცი, სხვანაირში რას გულისხმობ, მაგრამ რასაც არ უნდა იყოს, მაინც შენი ბრალია ! -ძალიანაც კარგი. შეს ცხოვრებაში, ყველაფერი ჩემი ბრალი უნდა იყოს. – დაიხარა და ცხვირზე მაკოცა. -მითხარი, რას გრძნობ ახლა გარდა იმისა, რომ მესაკუთრეობა გაგიმძაფრდა ? – გაეღიმა. არ ვიცი, ვერ ვხსნი, მაგრამ ახლა, ერთი რამ ზუსტად ვიცი – ჩემი სამყარო, შენ გარშემო ტრიალებს. -ჩემთვის კი, შენ ხარ სამყარო. - რატომ შეგიყვარდი? – უეცრად მომინდა, მეკითხა. -რატომ ? – არ ვიცი. თუ მართლა გიყვარს, შეუძლებელია ახსნა, რატომ ! – უბრალოდ, ფეხის თითიდან თმის ღერამდე, დადებითი და უარყოფითი თვისებებებით, მთლიანად, მიზეზებისა და პირობების გარეშე დანახვის წამიდან მიყვარხარ ! – პირდაპირ თვალებში მიყურებდა, სახეზე მეალრსებოდა და ბენიერების ცრემლებს მწმენდდა, რომლებიც უკითხავად მოედინებოდენ. ზუსტად ის თქვა, მე, რასაც ვფიქრობდი. - მადლობა უფალს, იმ დღისთვის, ჩემს ცხოვრებაში რომ გამოჩნდი. მაპატიე, სასჯელი რომ გიწოდე ! მაშინ არ ვიცოდი, საჩუქრად თუ გამოგგზავნა. – ისე მივეკარი, მინდოდა მასში შემეღწია და სამუდამოდ იქ დამედო ბინა. კარგახანს ვტკბებოდით ერთმანეთით ასე, უხმოდ. – შენ ოფისში არ გაგვიანდება? – გადაირიე? დღეს სადმე წამსვლელი ვარ, მითუმეტეს შენს გარეშე?. -კარგი, მაშინ ავდგეთ. გვიანია უკვე. -მე ავდგები. შენ, ცოტახანს კიდევ დაისვენე. საუზმეს აქ მოგიტან. - კაი ახლა, შენ ლანგრით ხელში? – ხმამაღლა გავიცინე. -ხო, რაიყო, არ მომიხდება? -ნუ გასულელდი. . მათ რას ეტყვი, ვეღარ დადის და ოთახში უნდა ვაჭამოვო? -საერთოდ, რატომ უნდა ვუთხრა რამე? - მეც წამოვალ და ყველამ ერთად ვისადილოთ. -არა, შენ დასვენება გჭირდება. -დიმა, კარგად ვარ, სიარული შემიძლია. ომში კიარ ვყოფილვარ. – ძალიან მეცინებოდა. მასთან შედარებით ისეთი სიფრიფანა ვჩანდი, მგონი ფიქრობდა, რომ ძვლებში დამშალა. -ორივე, აქ ვისადილებთ ! კოცნა მომპარა და აბაზანისკენ წავიდა. მის მხრებს, რომ შევხედე, სირცხვილით საბანში ჩავიკარგე. მე, არა, მაგრამ ისისნი, ნამდვილად გავდა ჩემთან, ომგამოვლილს როგორც კი შევიდა, მეც ავდექი. საწოლი მოვაწესრიგე და ვინაიდან შხაპი, მეც მჭირდებოდა, მოურიდებლად შევეჭერი ჩემს მეუღლეს. დანახვიდან, წამის მეასედში დამავლო ხელი და მეც, მასთან ერთად აღმოვჩნდი, ცხელი წყლის, ჭავლის ქვეშ.... იმ დღის შემდე, ურთიერთობაში საბოლოოდ ჩამოვყალიბდით. დღითიდღე ვიცვლებოდით ერთმანეთისი მიმართ უკეთესობისკენ. მის გარეშე წამიც აღარ შემეძლო, სულ მენატრებოდა. ისიც, ყველა თავისუფალ წუთსაც კი, ჩემთან ატარებდა. ხშირად დავდიოდით სასეირნოდ. ჩემთვის, საჩუქრები და თაიგულები თითქმის, ყოველდღიურობად აქცია. სამეგობრო შეკრებებსაც ხშირად ვაწყობდით... ამასობაში ზურა და ლილეც „დავაწყვილეთ“. ძალიან კი ებრძოდა ჩემი ქალბატონი თავს და გრძნობებს, მაგრამ საკუთარი გამოცდილებით ვაიძულე შეეწყვიტა. ავუხსენი, რომ ყველაზე დიდი უაზრობა და შეცდომაა, სიყვარულთან ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე, ცოტა ცანცარა და მოგიჟო იყო, ჩვენგან განსხვავებით, გაცილებით მშვიდი და უპრობლემო წყვილი აღმოჩნდა. ნანას რეაბილიტაციის პერიოდი ძალიან კარგად მიდიოდა, ვცდილობდი ყურადღება მისთვისაც არ მომეკლო. დიმაც, უფრო მეტ მზრუნველობას იჩენდა. ერთმანეთთან ურთიერთობას ნელ–ნელა სწავლობდნენ და მეც ხელს ვუწყობდი შეძლებისდაგვრად. ეს, ყველაზე დიდი წამალი იყო მისთვის. ამ მდგომარეობის გამო ფონდში საქმეები დაუგროვდა. ამიტომ საბუთები, მისთვის სახლში მოქონდათ და მეც ვეხმარებოდი, მათ მოწესრიგებაში. თან, მუშაობის სპეციფიკასაც მიხსნიდა. როგორც, მერე მივხვდი თავისი ადგილისთვის მამმზადებდა. მიუხედავად იმის, რომ ძალიან კარგი თანამშრომლები ყავდა, მაინც სულ ღელავდა, რაიმე, ისე რომ ვერ გაეკეთებიათ, როგორც საჭირო იყო. ერთ ღესაც მთხოვა : – მინდა, ჩემი ადგილი, შენ დაიკავო და ფონდს, სათავეში ჩაუდგე. ვიცი, ამ ადამიანების დასახმარებლად მაქსიმალურს გააკეთებ და მეც, უფრო მშვიდად ვიქნებიო. – უარი, როგორ უნდა მეთქვა? – ისეთი კეთილი, საქმის კეთებას მთხოვდა, თანაც, ნდობა გამომიცხადა. ვერც ვუთხარი. მაგრამ ჯერ ჩემი ქმარი, უნდა დამეთანანხმებია... მასთან ჩხუბს, ხვეწნას და ასე შემდეგ, აზრი არ ჰქონდა. კვირა დღე დაემთხვა. გემრიელი ვახშამი მოვუმზადე, ლამაზად გამოვეწყე და სამსახურიდან მოსულს კარებში ღიმილით შევეგებე, ლამის ჩემი ხელით, ვჭამე და არც ტკბილი სიტყვები დამიკლია. სასიამოვნოდ გაოცებული იყო. ჩვენს ოთახში ასვლის და დაძინების დროც მოვიდა. გარდეროფის ოთახში, გამოსაცვლელად შევედი და იქიდან გამოსულს, რომ შემომხედა, ცოტა არ იყოს, იმედი გაუცრუვდა. გვერდით უხმოდ მივუჯექი. – რამე დავაშავე? -ჯერ არა ! -აბა, ეგ უჟმური პიჟამო რატომ ჩაიცვი? – ისეთი სახე ქონდა სიცილს ძლივს ვიკავებდი. – ქვემოთ დაწყებულს, ასეთი დასასრული არ ეკუთვნის ! – ეშმაკურად გამიღიმა. -შენზეა დამოკიდებული. თუ არ დააშავებ, შესაფერისი დასასრული ექნება და თუ დააშავებ, კი მეცმება ეს პიჟამო. -ახლა ნუ გამაგიჟებ, რა უნდა დავაშავო, ის მაინც მითხარი ! -ნანა, ფონდის გამო ძალიან ღელავს. რაც ცუდად აისახება, მის ჯანმრთელობაზე. მთხოვა, გენდობი და მინდა, ჩემს მაგივრად შენ უხენლმძღვანელოვო. – ყოველგვარი შესავლის გარეშე ვუთხარი. -კარგი, გეცვას ! -სხვა პასუხს არც ველოდი. ხოდა მეცვას. -რატომ გადაეკიდე ამ მუშაობას? -ამ ემთხვევაში, ჩემი მუშაობასთან გადაკიდებ არაფერ შუაში, რომ არ არის,შენც კარგად ხვდები ! -არ მინდა, რომ იმუშავო ! -შენ ახლა ჩემს უფლებებს ზღუდავ ! -რაც გინდა ის დაარქვი. მაგის გარდა ყველაფერზე თანახმა ვარ. -რატომ ხარ ასე ჩაციკლული მაგ საკითხზე მართლა ვერ ვხვდები. – არ მიპასუხა. –დიმა, ამ შემთხვევაში ნანაზე და იმ ადამიანებზე ვიფიქრობ, ვისაც მისი დახმარება სჭირდებათ და არა, ჩემს მუშაობაზე. ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვეტყვი უარს ! -გადაგიწყვეტია უკვე ეგ საკითხი და მე რაღას მეკითხები? -მინდა, რომ შენც გინდოდეს. თანაც, ვერცეთ რეალურ მიზეზს ვერ დამისახელებ, რატომ არ უნდა ვიმუშავო იქ. სხვაგან მუშაობაზე ხომ გაგიგე, მაგრამ ახლაც უარს თუ მეტყვი, ხმას აღარ გაგცემ და სხვა ოთახში მოგიწევს დაძინება. -პატარა გოგოსავით იბუტები ახლა. -არ ვიბუტები. უბრალოდ არ მესმის, რატომ გაქვს ამ საკითხზე, ასეთი რეაქცია! - უბრალოდ მინდა, სულ ჩემს გვერდით და დაცული იყო. -ის, ნანას შექმნილია. ანუ, ჩვენი ოჯახის ფონდია და რატომ არ გესმის, რომ სხვას ვერ გადააბარებს მას? თანაც, იქ არანაირი საფრთხე არ არსებობს და თუ იარსებებს მშვენივრად შემიძლია თავის დაცვა. ან, შენი შიშით ვინ, რა, უნდა გამიბედოს. ან კიდე, რას გადაეკიდე ამ საფრთხეებს შენ? – გაბრაზებული, დასაწოლად წავედი. კარგი, მართალი ხარ ! – გამაჩერა და ხელებით დამიჭირა. -რა კარგი ? -თანახმა ვარ ! -მართლა? მადლობა... მადლობა... – გულზე შევახტი და ფეხები წელშე შემოვხვიე.– უარი რომც გეთქვა, მე, მაინც ჩავუდგებოდი ამ ფონდს სათავეში ნანას გამო, მაგრამ რახან შენც თანახმა ხარ, მომეშვა. -მადლობა გულრწფელობისთვის ! – ირონიულად მითხრა და თავი გააქნია. – ეგ რაღაც გიხადე ახლა ! -კარგი, წავალ გამოვიცვლი . -თაკო, მე, გამოცვლა ვახსენე? -აბა, რაც მაცვია, არ მოგწონს და... – თითქოს ვერ გავიგე, რაც იგულისხმა -მე, მაგის შიგნით რაც არის, ის მომწონს. თანაც, ჯილდოს დამპირდი... -ესეიგი, შენ ჯილდოს იღებ, მე ჯარიმას ვიხდი. -პრეტენზიები ხომ არ გაქვთ? -აზრი აქვს? -არა ! ეს, მეორედ, აღარ ჩაიცვა ! – ხელის, რამდენიმე მოძრაობით განძარცვა სამოსელი ჩემი ტანიდან და წამის მეასედში მკლავებში მომიქცია... პირველ დღეს ნანასთან ერთად მივედი ფონდში. მმართველობა ყველა წესის დაცვით გადმომაბარა და „ინსტრუქტორის“ როლიც შეასრულა. ყველა საკითხში მალე გავერკვიე. თუმცა, დახმარების თხოვნით ხშირად მივმართავდი მას. ზოგ შემთხვევაში არ მჭირდებოდა, მაგრამ მინდოდა, თავი საჭიროდ და მნიშვნელოვნად ეგრძნო. თავდაპირველად, ემოციურად გამიჭირდა. ყოველდღე, დაავადებულ ბავშვებთან მიწევდა შეხვედრა და უსამართლობის გრძნობა მეუფლებოდა, მათ ტკივილს ვერ ვუძლებდი. ამავდროულად, უამრავი ზარი შემოდიოდა, ვისთვისაც, უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი დახმარება. შვილის ტანჯვით გამწარებულ მშობლებს, რომ ვუყურებდი, ძალა მერთმეოდა... მაგრამ მერე, როდესაც ჩემი ძალისხმევით, პირველი სიცოცხლე გადარჩა, ეს იმდენად ამაღელვებელი განცდა იყო, ამ სენით მოვიწამლე. ძალების მოკრებასა და ყველაფრის დაძლევაში დამეხმარა. ამ სამსახურამ ძალიან ბევრი კარგი მასწავლა. როდესაც ყოველდღე, სიცოცხლისთვის მებრძოლ ადამიანებს უყურებ, როდესაც ხედავ, სიკვდილზე გამარჯვებას და ზოგჯერ, ამ ბრძოლის მიუხედავად მაინც დგება სიკვდილი ... და ამ ყველაფრის შემსწრე თითქმის, ყოველდღე ხდები. ეს, სრულიად აბრუნდებს შენს, შინაგან სამყაროს. ტკივილი და მწუხარება, გადარჩენილი და შეწყვეტილი სიცოცხლის გამო, შეიძლება, ერთდროულად განიცადო. ყველაზე რთული მომენტია, რომ ვერ არკვევ, რომელი განცდა უფრო დიდია შენში. უნდა იტირო, თუ, უნდა იცინო... ყველაზე დიდი გაკვეთილი აქ ჩამიტარა ცხოვრებამ. ყოველ დღე წვეთ–წვეთობით მაწვდიდა ცოდნას. აქ, ყველაფერი ახლიდან შევაფასე, გადავაფასე და დავაფასე. აქ მივხვდი, რა არის ცხოვრებაში და ადამიანებში ყველაზე მნიშვნელოვანი ... ახლა, აღარ მიკვირდა, რატომ იყო ნანა, ასეთი სამაგალითო, ამაღლებული ადამიანი. სიცოცხლე, შეუფასებელი საჩუქარია უფლისგან და ეს საჩუქარი, დაფასებულად ჩაითვლება თუ ჩვენ, ღირებულებას შევძენთ ჩვენს სიცოცხლეს... დიმა, თავისუფალ დროს, სულ ჩემთა გამორბოდა და თუ მისი იქ ყოფნის პერიოდში, ვინმეზე დახმარების საჭიროებას გაიგონებდა, ყველა ხარჯს ის ანაზრაურებდა. მალე, ისიც აღიარა, რომ თურმე, ძალიან მოსწონდა ჩემი თავი სამსახურში. ერთხელ მითხრა : აქ, რომ შემოდიხარ, ისეთი ძლიერი ქალი ხდები, მავიწყდება, ეს ქალი „ბაჭიის“ მოსაცმელით, რომ მოვიტაცე და ღამ–ღამობით ჩემს მკლავებში, ჩიტივით რომ ფრთხიალებს ხოლმეო. – იმდენი სიგიჟე ჩავიდინე მასთან და მას, შესადარებლად, მხოლოდ ესენი მოაგონდა. განსაკუთრებით ბოლო. ასე ამრია და ამიფორიაქა ის დღე. ჩემს, შინ დაბრუბებას ნანა, ყოველთვის მოუთმენლად ელოდა, რომ მისთვის ამბები მომეყოლა. ფონდში, გვყავდა ბენეფიციარები, რომლებსაც საკამაოდ დიდი ხნის მანძილზე ვეხმარებოდით და რათქმაუნდა, კარგად ვიცნობდით. მას ყველას წუხილი ადარდებდა, მაგრამ განსაკუთრებულად სწორედ მათზე მეკითხებოდა. მეც შეძლებისდაგვარად ვამსუბუქებდი მათ მდგომარეობას, თუ რათქმაუნდა ამის საჭიროება იყო, რომ არ ენერვიულა. ერთ საღამოს ტრადიციულად მისაღებში ვისხედით და ვსაუბრობდით. ანამ დაურეკა და თხოვა ვიდეოზარით დალაპარაკებოდა – მინდა დაგინახო და დავრწმუნდე, რომ ისე კარგად ხარ როგორც მეუბნებიო.– ხო, დამავიწყდა თქვენთვის მეთქვა – ანა, (დიმას და) ამერიკაში ცხოვრობდა და სამედიცინო ფაკულტეტეზე, ასპირანტურაში სწავლობდა. დიმამ, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მისი თავი ჯოზეფის ოჯახს ჩააბარა. ღელავდა პატარა დაზე, სწავლასაც ვერ შეაწყვეტდა და ამიტომ დაცვად, სანდო მეგობარი, ჩარლი(ჯოზეფის შვილი) დაუნიშნა. ანას, ახალი გაგებული ჰქონდა ნანას ამბავი. თავიდან დაუმალეს, რომ არ ენერვიულა. რათქმაუნდა შვილს სურვილი შეუსრულა. მე, მათი მარტო დატოვება გადავწყვიტე, მაგრამ ნანამ არ გამიშვა. ლეპტოპი მაგიდაზე წინ დავიდგით და ზარი განვახორციელეთ. – დედა როგორ ხარ? – შეშინებული ჩანდა. -ძალიან კარგად ვარ შვილო, სანერვიულო არაფერია. შენ როგორ ხარ? -როგორ არ ვინერვიულო ნანა?! შენ, რა ამბები გადაგიტანი და მე, ახლა, რატომ ვიგებ? შენს გვერდით არ უნდა ვყოფიიყავი? -ანა, ყველაფერი რიგზეა. ხომ ხვდები, რატომაც დაგიმალეთ, სულ ტყუილად უნდა გენერვიულა. -დამიმალეთ თუ, დამიმალა? ხანდახან ჩემზე ზრუნვა, ისე ზედმეტი მოსდის, ჭკუიდან მშლის. – ადვილი მისახვედრი იყო, ვინც იგულისხმა. -ისედაც არ ხარ დალაგებული ჭკუის. – ზურგიდან ადრესატის ხმა მომესმა. – შენს ძვირფას დროს, ჩემს ლანძღვაში ნუ დახარჯავ.– ახლოს მოვიდა და დივანს ხელებით დაეყრდნო. -საყვარელი ძამიკო მოსულა, ტრადიციული რჩევებით. რა, არ ხარ სალანძღი ? -მადლობა, კარგად. მეც მომენატრე. – ირონიულად გაეპასუხა, მერე გვერდით მომიჯდა და ჩუმად გადმომილაპარაკა – ესეც შენნაირია ! -მეც მივხვდი მაგას და უკვე მომწონს, რადგან მოკავშირე მეყოლება შენს წინააღმდეგ. თუ დამჭირდა რათქმაუნდა ! – ჩუმადვე, ღიმილით ვუპასუხე. -თაკო, რაც არ უნდა გითხრას ჩემზე, იცოდე არ დაუჯერო. – ლამის გამოიჭრა მონიტორში. -ანუ, ახლა რომ მითხრა, ძალიან საყვარელი და ჭკვიანი დაიკო მყავსო, არ დავუჯერო? – მთელი სერიოზულობით ვკითხე. -ვაუ, „ფერი ფერს და მადლი ღმერთსო“ თქვენზეა ნათქვამი. თავისი სკოლა გაგატარა უკვე? -დამიჯერე, არ სჭირდება ! – მეუღლემ დამასწრო პასუხი. -ისე, რახან ორივე, ერთად პირველად მესაუბრებით, თუ წინააღმდეგი არ ხართ, რამდენიმე კითხვა მაქვს. -გააჩნია რას გვკითხავ . -სხვათაშორის პირველი კითხვა შენთან მაქვს – ეს სიფრიფანა გოგონა, სად და როგორ იპოვნე? -სიტყვა „გოგონაზე“ ცუდი რეაქცია აქვს. – სიცილით უპასუხა. – და კიდევ, თავად მიპოვნა. – ამჯერად, მე გადმომხედა ღიმილით და ჩემგან, ამ პასუხისთვის, გვერდში მირტყმაც დაიმსახურა. -რატო მეგონა, რომ თქვენი სიყვარულის ისტორიას მომიყვებოდი, არ ვიცი ! თაკო გთხოვ, ისე გაუმწარე სიცოცხლე, როგორც მე მიმწარებდა და მიმწარებს. -რას აკეთებს ასეთს? – ვკითხე ღიმილით ანას და დიმას ჩუმად გადავულაპარაკე. – მგონი უკვე, ყველას მაგივრად გადაგიხადე. -სათოფეზე არ მაკარებდა თაყვანისმცემლებს. ყველას აშინებდა და სცემდა. მაგის შიშით, ვერავინ ბედავდა ჩემთან ურთიერთობას. მე კი მეგონა, რომ ყველაზე მახინჯი ვიყავი და ამიტო არ მოვწონდი არავის. რავიცი, კიდევ რომელი ერთი გითხრა და ახლაც არ მასვენებს მაქედან. გაიგე ძმაო დიდი გოგო ვარ უკვე ! თაკო, იქნებ შენ მაინც გააგებინო, რომ სკოლის მოსწავლე აღარ ვარ. – ისეთი დრამა დადგა, მეგონა ფილმს ვუყურებდი. -ვეცდები ! – სიცილით, მოკლედ გავეპასუხე და მივხვდი, რომ ჩემს ქმარს საყვარელი ქალების მიმართ დაცვის ერთნაირი რეფლექსი ჰქონია. -დრამების დედოფალო, მგონი, პროფესია უნდა შეიცვალო! არ ყოფილიყავი თავქარიანი და არ მომიწევდა შენი კუდში დევნა. -უჟმურო ! -მორჩით ახლა ჩხუბს ! – თბილი ტონით უთხრა ნანამ. – ჩამოსვლას როდის აპირებ, ძალიან მომენატრე. -ძმიშვილს რომ მაჩუქებენ. აბა ქორწილი არ უნდათ და... – ნაწყენმა გადმოგვხედა. – ისე, მამაც როგორ დაითანხმეთ ის მიკვირს. არადა, როგორ ოცნებობდა მაგ დღეზე. -ანა, მათი გადასაწყვეტია რას იზავენ. თუ არ უნდათ, გოგი რა უფლებით დააძალებს?! --ესეიგი, მიზეზი გინდა აქ ჩამოსასვლელად? – თავის ქნევით კითხა დიმამ. -ხოდა მივცეთ ! – ვთქვი და მის გაკვირვებულ თვალებს შევეფეთე. ახლა ანას მივუბრუნდი – ჯვარს რომ დავიწერთ, შენი ხათრით ქორწილსაც გადავიხდით. ოღონდ პატარს, სამეგობრო წრეში. ასე, რომ ჩამოსასვლელად მიზეზი გაქვს. ზუსტ თარიღს მოგვიანებით გეტყვით. -ანა, თხუთმეტ ნოემბერს . – ისე უპასუხა ჩემთვის თვალი არ მოუცილებია. ბედნიერება ეწერა სახეზე. ამჯერად კი, მე გამაკვირვა. ჩემი დაბადების დღის თარიღი უთხრა. გახარებულ ანას, დავემშვიდობეთ და ოთახში ავედით. -ქვემოთ რაც თქვი, არ იხუმრე ხო ? მართლა გინდა ? – ისევ დაბნეული იყო. -შენი აზრით, ასეთ საკითხებზე ხუმრობენ? -სადღა მაქ ახლა აზრი ! -მგონი, შენ არ გინდა, ისე აბნეულად ლაპარაკობ. – მკაცრი სახე დავიჭირე. -ასე უცებ ვერ გიპასუხებ, დაფიქრება მჭირდება. – წელზე მომეხვია და მიმიკრა. -რომც არ გინდოდეს რა აზრი აქვს, ჩემგან თავს ვეღარ დაიხსნი. – ვუპასუხე და სიცილი ვეღარ შევიკავე. -ანუ, გადაწყვიტე ყველა გზა მომიჭრა და სამუდამოდ შენი ტყვე გავხდე? -უკვე ხარ ! – წარბები ავუწი და ყელში ხელი ავუცურე. -როგორ გაეშმაკდი შენ ! – გული აუჩქარდა. - რაიმე, პრობლემა გაქ? – ამჯერად, ხელი ტუჩებზე გადავუსვი. -შენ ხარ ჩემი პრობლემა ! ისევ გაქრა ირგვლივ ყველაფერი. ისევ იმ სამყაროს ვესტუმრე... დილით, სასაუზმოდ ჩასულებს გოგი და ნანა, სასადილო ოთახში, გვერდი–გვერდ მდგარი, მომლოდინე გახარებული გამომეტყველებით დაგვხვდნენ. მივხვდი, იმ აზრის კიდევ ერთხელ მოსმენას ელოდნენ, რაც გუშინ გავაჟღერე. მივესალმეთ მათ. დიმამ ღიმილით გადმომხედა და თვალი ჩამიკრა.მივხვდი რატომაც. სუფრას მივუსხედით. გოგის მოუსვენრობა დაეტყო. ხან რა გვითხრა ხან რა, მაგრამ პირდაპირ კითხვა ვერ გაბედა, რადგან თავიდან ისეთი კატეგორიული უარი განვაცხადეთ ქორწილზე და ახლაც, რომ არაფერი ვთქვით ალბათ ეგონა ისევ გადაიფიქრესო. ბოლოს ვეღარ მოითმინა და მეუღლეს ნაწენმა უთხრა : – ნანა, მგონი, რაღაც შეცდომით გაიგე შენ ! –ყურთასმენაას არ ვუჩივი ! – გაეპასუხა და მე, კითხვის თვალებით შემომხედა. –კარგი, რადგან არავინ, არაფრის თქმას არ აპირებთ, მე სამსახურში წავალ. - დამელოდე, ერთად წავიდეთ. - მძღოლი წამიყვანს !– ცოტა მკაცრად უპასუხა შვილს. - გოგი რახდება, რამის თქმა გინდა? - მე მეგონა, თქვენ გქონდა სათქმელი. – ინტერესით მოუბრუნდა. - თუ რამის თქმა გვენდომება, გეტყვით. – ძალიან გაუგრძელდა დიმას ხუმრობა და გოგიც წასასვლელად წამოდგა. - გვაქვს ! – უცებ ვთქვი, რადგან მისი ნაწყენი სახის ყურება არ შემეძლო. სკამზე დაბრუნდა და გახარებული მომაცქერდა.– ორ კვირაში, ჩვენ ქორწილში გეპატიჟებით. – ქორწილი გაგონებაზე სახე გაუნათდა. -როგორც იქნა ! თქვენ არ იცით, როგორ გამახარეთ ! ცოტა დრო, კი გვაქვს, მაგრამ მაინც ყველაფერს მოვასწრებთ. -მამა, შენებურად არ დაიწყო ახლა. ჩვენ, მოკრძალებული ქორწილი გვინდა. -თქვენთვის ოდესმე რამე მითხოვია, მითუმეტეს შენთვის დიმა? -არა.– ერთდროულად ვუპასუხეთ და მივხვდით, საუბარი საითაც მიჰყავდა. -ხოდა ახლა გთხოვთ, მომეცით უფლება, ერთადერთ ბიჭს ისეთ ქორწილი გადავუხადო როგორიც გოგი აბაშიძეს ეკადრება. – ადგა, თბილი თვალებით შემომხედა და პასუხის მოლოდინში მისაღებში გავიდა. ნანაც გაჰყვა. -მამა... – უარის თქმა დააპირა დიმამ, მაგრამ ხელი მოვუჭირე და გავაჩერე. -„აზრი არ აქვს მასთან შეწინააღმდეგებას, როცა ასეთი მონდომებულია“, ეს სიტყვები შენ მითხარი. ხოდა ახლაც ნუ შევეწინააღმდეგებით. მემგონი, იმსახურებს ამ სურვილზე დავეთანხმოთ. -თაკო ვიცი, რომ არ გინდა დიდი ქორწილი და მხოლოდ მისი სურვილის გამო ნუ გადაწყვეტ. -ხო, მაგრამ ეტყობა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღის განსაკუთრებულად აღნიშვნა და ამიტომ მე არ ვაწ წინააღმდეგი. ხომ დაინახე, ეწყინა კიდეც. -შენ წარმოდგენაც არ გაქვს, ეგ რა პომპეზურ ქორწილს გულისხმობს . ყველა ტრადიციის დაცვით რათქმაუნდა. ამდენი ხალხის წინ ხელოვნური ღიმილით, მთელი დღე ვერ ვიჯდები და მითუმეტეს, დაისს ვერ ვიცეკვებ ! – ისე საუბრობდა გამეცინა. -შენს გაღიმებაზე მე ვიზრუნებ და რაც შეეხება დაისს, იქნებ მე მინდა, ჩემს სიმპატიურ მეუღლესთან ერთად, საკუთარ ქორწილში ცეკვა! - რა? მართლა გინდა ? – ისეთი გაოცებით მკითხა თვალები შუბლზე აუვიდა. – თაკო, ეგეთი რაღაცეები არ შემიძლია, ხომ იცი ! -რა სახე გაქვს? დამშვიდდი, ვხუმრობ ! – ისე შეშინებული მიყურებდა სიცილით ვერ შევიკავე. -პირველი, ქორწილიდან გაქცეული სიძე, ვიქნებოდი ეგ რომ გეთხოვა. – თავადაც გაეცინა. -ჩემთვის მთავარია, რომ ამ დღეს, ჯვარი დავიწეროთ და მერე, მთელი ცხოვრება, შენს გვერდით ვიყო. სხვა დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა, როგორიც უნდათ, ისეთი გააკეთონ. წამოდი ახლა, გავახაროთ ! -კარგი. ისე ხვდები, ამ ბოლოს სხვის გახარებაში მე, რომ გავიწყდები ? -ეგოისტი, მესაკუთრე და ეჭვიანი ხარ ! – ლოყაზე ვაკოცე და მისაღებისკენ დავექაჩე. -კარგი გოგი, გაიმარჯვე ! ოღონდ მე არ გამრიოთ მაგ საქმეებში ! – უთხრა დიმამ, როგორც კი გავედით. -ყველაფერს მე და ნანა, მივხედავთ. თქვენ, მხოლოდ ბედნიერება და ქორწილის დღეს, სუფრის თავში ჯდომა გევალებათ. – გახარებულმა, ისე ომახიანად და დარწმუნებით წარმოთქვა, ვიფიქრე, მთელი გეგმა ღამით, ხოარ შეადგინესთქო. -ნანა, – ახლა დედას მიუბრუნდა. – ჩოხის ჩაცმისა და ნაციონალური ცეკვების იდეა, გეგმიდან ამოიღეთ ! -კარგი შვილო, მაგრამ ის მაინც მითხარი, როგორი რეპერტუარი შევარჩიოთ. -რეპერტუარს არ ვგულისხმო. უბრალოდ მე და თაკო, არ ვიცეკვებთ. თორემ შენ, გოგიმ და დანარჩენებმა, თუ გინდათ, კინტაურიც იცეკვეთ. – თავისივე ნათქვამზე გაეცინა, მაკოცა და წასვლა დააპირა, მაგრამ ხელში მოვქაჩე და თვალით ვანიშნე დედისკენ. ღრმად ჩაისუნთქა, სამზარეულოსკენ წასულს დაეწია, მხრებზე ხელი მოხვია და შუბლზე აკოცა... – ზოგჯერ აუტანელი ხარ, მაგრამ მაგ დროსაც კი მიყვარხარ ! – ჩუმად მითხრა, როდესაც კარისკენ მიმავალმა ჩამიარა. საქორწილო წვეულების მოსაწყობად საუკეთესო ჯგუფი დაიქირავეს. სამზადისით დიდად არ ვიყავი დაინტერესებული, მხოლოდ მცირედ დეტალებს ვათანხმებდი ორგანიზატორებთან. სამაგიეროდ საპატარძლო კაბის, არჩევას შევალიეთ მთელი ენერგია და დრო, მე, ლილემ და ნანამ. იმდენად ცოტა დრო გვქონდა, შეკერვას ვერ მოვასწრებდი და ამიტომ უკვე გამზადებული, ბრენდული კაბების მაღაზია ფეხდა–ფეხ მოვატარე. ვინაიდან ამ კაბას, პირველად და უკანასკნელად ვიცვავდი, მინდოდა, ძალიან ლამაზი ყოფილიყო. ერთ კვირიანი, უშედეგო ძებნის შემდეგ, საღამოს, შინ დაღლილი, იმედგადაწურული დავბრუნდი და პირდაპირ საძინებელში შევლასლასდი. დიმა, უკვე იქ დამხვდა. -ისეთ გამოიყურები, სავარაუდოდ კიდე არაფერი მოგეწონა. – მომიხლოვდა და სახეზე მომეალერსა. -არა და მგონი, ჯინსებით მომიწიოს წამოსვლამ. -მაინც ლამაზი იქნები ! -შენ გეჩვენები ეგრე, თორემ სულაც არ ვარ ლამაზი ! -ყველაზე ლამაზი ხარ ! ... და კიდევ ყველაზე წუნია. მადლობა მითხარი, რომ მოგიტაცე თორემ, შინაბერა დარჩებოდი. – გაეცინა. - არ ვარ წუნია, უბრალოდ ლამაზი კაბა მინდა ! – თვალები ამემღვრა. -მოწესრიგდი, გავდივართ ! -სად? -კაბის ასარჩევად. -დიმა, აქ ყველა მაღაზია მოვიარე უკვე. ასე, რომ აზრი არ აქვს ! -ვინ გითხრა, რომ აქ ავარჩევთ? -ვერ გავიგე ! -მიდი, ჩქარა გამოიცვალე , მილანში მივდივართ ! -მოიცა ახლა? როგორ? რანაირად? შენ, რა იცოდი ? ... – დაბნეულობით, არ ვიცოდი, რას ვამბობდი. - შემთხვევით გავიგე, რომელი ბრენდის მოგწონდა ყველაზე მეტად. მერე, მაღაზიის მისამართი გავარკვიე და... - ჩემმა ლეპტოპმა გითხრა, თუ ლილემ ? – პასუხი უკვე ვიცოდი. -მზად თუ ხარ, წავიდეთ. ლილე ვერტმფრენში გველოდება. -მთელი კვირაა კუდში დამსდევს, ქანცი გავაძრე სიარულით და ერთიც არ დასცდენია. -კარგი გოგოა და იმიტომ ! -ორივე, კარგები ხართ და ორივე, ძალიან მიყვარხართ ! -მაგრამ მე, უფრო მეტად გიყვარვარ, ხო ? – წელზე მომეხვია და მიმიკრა. -დიმა, ასე თუ გააგრძელებ ძალიან დაგვაგვიანდება. -არაუშავს, ცოტა დაგველოდონ. – ცხელი ბაგეები ვნებიანად, მძლავრად მომაკრო. -გაჩერდი რა ! – ძლივს წარმოვთქვი, მის ტუჩებს მიწეპებულმა. -უფ, კარგი წავიდეთ. – რამდენიმე კოცნა ისევ მომპარა. მილანში დილით ჩავფრინდით. იქ, მისი ერთ–ერთი მეგობარი, დაგვხვდა და მასპინძლობა გაგვიწია. კაბა, მე და ლილემ, ავარჩიეთ. თავად არ შემოგვყვა– მინდა, პირველად, ქორწილის დღეს დაგინახოვო. თანაც, კატეგორიულად გამაფრთხილა ფასზე არ მეფიქრა. ვინაიდან უკვე ვიცოდი, როგორი მოდელიც მინდოდა და არჩევანიც მრავლად იყო, გადაწყვეტილება მალე მივიღე. უკან დაბრუნებამდე საკმაო დრო დაგვრაჩა. ამიტომ სხვა მაღაზიებშიც გავიარეთ. მასაც, აქ შევარჩევინე საქორწინო სამოსი. ყოველ გამოცვლაზე, გასახდელში შემათრევდა და მისი კოცნით გაბრუებულ, უკან გამოსულს, ლილეს დაცინვა ემატებოდა – კედელს გამოყევი, არ დაეცეო. – რათქმაუნდა,ქალბატონიც არ დატოვა უსაჩუქროდ. სხვა ნივთებთან ერთად, მეჯვარის კაბაც, ძალით უყიდა. იქაურობა ისე მომეწონა, კიდევ მინდოდა დარჩენა, მაგრამ დროში ვიყავით შეზღუდულები. მიხვდა და მითხრა : თუ გინდა, თაფლობისთვეზე ისევ აქ ჩამოვიდეთო. მეც სიამოვნებით დავთანხმდი. როგორც აღმოჩნდა ლილეც, ზედმეტად მოიხიბლა და აეროპორტში განგვიცხადა– არ მოგყვებით, აქ ვიპოვე სულის სიმშვიდე, მივხვდი, რომ აქაა ჩემი ადგილიო და ვრჩები. ვაჟბატონს გადაეცით, თუ ვუყვარვარ ჩამომაკითხოსო. – მოკლეთ სპექტაკლი გამართა. ცოტა გაგვიძალიანდა, მაგრამ მერე დაგვთანხმდა ვინაიდან დიმა დაპირდა – ოღონდ ახლა წამოდი და თაკოს მეჯვარის გარეშე ნუ დატოვებ, თორემ ქორწილს ჩაშლის და ზურას, მანამ არ მოვასვენებ, სანამ საცხოვრებლად აქ არ წამოგიყვანსო. ქორწილამდე, ორი დღით ადრე, ანაც ჩამოვიდა. დასახვედრად მე და დიმა, წავედით. იქ კი სურპრიზი დაგვხვდა. ანა, ჩარლიც თან ახლდა. ჩვენ კი ვიცოდით, რომ ვერ მოდიოდა. დიმას ძალიან გაეხარდა. მათ ერთად დანახვაზე, თანაც ისე უყურებდნენ და ისე უხდებოდნენ ერთმანეთს, საეჭვო აზრმა გამიელვა. შემეშინდა, ჩემი მეუღლის მახვილ თვალსაც არ შეემჩნია. ამიტომ ანა, ბიჭებს გავარიდე და ორივე ავტომობილის უკანა სავარძელზე მოვთავსდით . ჩარლი, მშობლებთან წავიყვანეთ, რადგან ჩვენთან სტუმრობაზე უარი თქვა, მათი მონატრების გამო. გზაში ცოტა ვისაუბრეთ. ცასვლამდე კი, დიმას უთხრა: – ქორწილი, რომ ჩაივლის შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს, მინდოდა პირისპირ მეთქვაო. – ანას, სახეზე ფერმა გადაუარა და ჩემი აზრის სისწორეში საბოლოოდ დავრწმუნდი. დიმა, ყოყმანით რომ დაეთანხმა და მერე, სარკეში მის დას გახედა, ვიფიქრე, უთუოდ მანაც იეჭვა რამეთქო. სწრაფად შევცვალე თემა და ანას, სწავლა–განათლებაზე ვკითხე. შინ დაბრუნებულებმა შვილი, მონატრებულ მშობლებთან, მარტო დავტოვეთ და ჩვენი სიყვარულის ბუდეში გავეშურეთ. ცოტა ჩაფიქრებული და უხასიათოდ იყო. -ასეთი არ მომწონხარ. რამე მოხდა ? -ჯერ არა, მაგრამ მგონია, რომ მოხდება. – მომეხვია და თავზე მაკოცა. – შენი ჩახუტება მამშვიდებს. - მითხარი რაზე ფიქრობ? -არც ისე კარგ რაღაცაზე და თუ სიმართლეა ორივეს ... – ვერ დაამთავრა წინადადება, თუმცა ყველაფერს მივხვდი. -თუნდაც სიმართლე იყოს, მაგაში ცუდი რა არის? -მოიცა, ხვდები რაზეც და ვიზეც ვსაუბრობ? -საკმაო გამოცდილება მივიღე, მასეთი ამბების მისახვედრად. -ნეტავ, ორივე ვცდებოდეთ. -მოდი, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, იქნებ სხვა რამე უნდა გითხრას. -სხვა რამის თქმას, ტელეფონშიც მოახერხებდა. თან, ანაც უცნაურად იქცეოდა. - პირობა მომეცი, რომ რაც არ უნდა გითხრას, მოუსმენ, გაიგებ და შეეგუები ! -მაგის პირობას ვერ მოგცემ, ტყუილად აღარ მთხოვო. არ მინდა გაწყენინო. – იმდენად გაბრაზებული ჩანდა, მასთა საუბარი იმწუთას მართლა არ ღირდა. -კარგი, უბრალოდ დაველოდოთ. მანამდე კი დამშვიდდი და ისე მოიქეცი მათთან, როგორც აქამდე. ტყუილად არ აწყენონო. -მაშინ დამეხმარე და ხშირად ჩამეხუტე ხოლმე. – უფრო ძლიერად მიმიკრა სხეულზე. ქორწილამდე ერთი დღით ადრე, წვეულების ყველა ორგანიზატორმა ჩვენს სახლში მოიყარა თავი. მე და დიმა, ჩვენი მეჯვარეებიანად „დაგვიჭირეს“ და გაგვაბრუეს იმაზე საუბრით, ვის რა, სად, რომელ წუთზე და როგორ უნდა გვეკეთებია. დიმამ და გუგამ (ზურამ, მას დაუთმო მეჯვარეობა) რომლებიც ისედაც დიდ ხვერწნის შედეგად დავითნხმეთ მათ მოსმენაზე, ათი წუთი ვერ გაუძლეს და გაიქცნენ. მე და ლილე, ვისხედით და ხათრით ვუსმენდით. თუმცა, ისიც ვიცოდით, რომ მათი საუბარი ამაო იყო. არცერთი არ ვიმოქმედებდით წინასწარ გაწერილი გეგმით. ამ აურზაურში დაღამდა. ისე გადავიღალე სულ დამავიწყდა, ქორწილთან ერთად ჩემი დაბადების დღეც, რომ იყო. დასაძინებლად მინდოდა წასვლა, მაგრამ დიმა, არ ჩანდა. ტელეფონზე დავურეკე, არ მიპასუხა. კიდევ დაველოდე. მერე კი, ისევ რომ შეაგვიანდა, ოთახში ავედი და დივანზე მივესვენე. თორმეტს უკლდა ხუთი წუთი ტლეფონზე დამირეკა და მთხოვა, ეზოში გავსულიყავი. თბილი მოსაცმელი მოვიცვი და ჩავედი. ლამპიონების შუქზე, გარკვევით ჩანდა, ჩემს პირისპირ მდგომი დიმა, მის წინ კი ჩემგან ზურგით, ვიღაც მამაკაცი. მის დანახვაზე გული ამიფრიალდა. უკუნით ღამეშიც კი შემეძლო მის ცნობა. მობრუნდა და ხმამაღლა მითხრა : -დაბადების დრეს გილოცავ დაიკო ! -სანდრო ! – სიხარულით ვიკივლე, მისკენ სწრაფად გავიქეცი და გულზე შევაფეინდი. -თაკო გავიგუდე ! – სიცილით მითხრა და უფრო ძლიერად მომეხვია. -არც კი იცი, როგორ მენატრებოდი. – ცრემლები ვეღარ შევიკავე. -გოგო რა გასლუკუნებს? -შენი დანახვის სიხარული, სულელო. -მეც მენატრებოდი, ჩემო ერთადერთო. -რატომ არ მითხარი, რომ მოდიოდი? -უფლება არ მქონდა. -რა უფლება ბიჭო? -სიძეს, სიურპრიზს ვერ ჩავუშლიდი. შენი დაბადების დღის საჩუქარი ვარ ! – -მერე შეფუთული, რატომ არ ხარ? – ორივეს ვკითხე. -გახსნა დაგეზარებოდა. – ღიმილით მითხრა. – დაბადების დღეს გილოცავ! – მივედი და მოვეხვიე. -მადლობა ! მადლობა ! მადლობა ! – მერე ისევ ჩემს ძმას დავუბრუნდი. -შენ, რომ კონტრაქტით წამოსვლის უფლება არ გქონდა? – უკვე ვიცოდი პასუხი, მაგრამ მათგან მინდოდა მომესმინა. -კარგი, აქ ცივა სახლში შევიდეთ ! – პასუხის გაცემა არ დააცადა სანდროს. -დიმა ჯარიმა შენ გადაიხადე? – გული, ასჯე მეტად გამითბა მის მიმართ. -კი თაკო, ყველაფერი მან მოაგვარა თანაც სამუდამოდ. -რა სამუდამოდ ! -რახან ერთი შვილი, მე წავართვი შენს მშობლებს, მეორეს დავუბრუნებ თუ შენც გინდაო, შემომთავაზა. მოკლეთ, სინდისის დამშვიდება უნდოდა მზეთუნახავი, რომ მოგვპარა და რაღას ვიზავდი, დავეხმარე. – სიცილით მომახსენა. - ანუ აღარ წახვალ ? - ახალ სამსახურში გადასახდელი ჯარიმა არ მაქვს, ამიტომ ვრჩები ! -სანდრო, ბოლომდე მითხარი ყველაფერი თორემ, უკვე დავიბენი. -რა და შენმა ქმარამ, ისეთი პროფესიონალი ხარ, ჩემთან მიჭრდებიო. -ამ, ბოლოს რაღაცეებს მიმალავ და არ მომწონს. – მადლიერი და ბედნიერი თვალები მივანათე ქმარს. -შედი სახლში, თორემ ცხვირი გაგიწითლდა სიცივით. – მხრებზე მომეხვია და ორივე სახში შეგვიყვნა. სანდრო ოჯახის წევრებს გავაცანით. ცოტა ვისაუბრეთ და მერე ჩვენს მშობლებთან წავიდა. ჩემს შემდეგ მათი გახარება გადაწყვიტა. ამ ყველაფრის მიზეზი კი, ჩემი მეუღლე იყო. რომელიც ყოველ ჯერზე მიმტკიცებდა, რომ ყველაზე მეტად იმსახურებდა ჩემს სიყვარულს და მეც წარმოუდგენელი სიძლიერით, მთელი გულით, მთელი არსებით , ყველა უჯრედითაც კი, მიყვარდა. მან ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად გაყო – დიმამდე და დიმას შემდეგ. დიმას იქით არ არსებობდა სამყარო, არ ვარსებობდი მეც. -ვერ ვიპოვი სიტყვას, რომელიც ახლა შენდამი ჩემს მადლიერებას გამოხატავს . – ვუთხარ მას შემდეგ, რაც ოთხში მის მხარზე აკრულმა შევაბიჯე. -ეგ, აღარ გაიმეორო ! უბრალოდ, სულ ჩემს გვერდით იყავი და სულ გაიღიმე. -სულ გავიღიმებ, რადგან ამისთვის ყველაფერს აკეთებ. – როცა იცინი შენი თვალები ვარსკვლავებივით ციმციმებს და ანათებს. ყოველდღე მოვძებნი მიზეზს, რომ არ ჩაქრეს და სულ შემეძლოს მათი ყურება. -როდესაც შენ არსებობ , როდესაც შენი, შავი გიშრები არსებობს და მე, ყოველდღე შემიძლია, მათში ჩემი სიყვარულის დანახვა, ეს ყველაფერი საკმარისზე მეტია და სხვა მიზეზის ძებნა არაა საჭირო. -ჩემი შავი გიშრები? – მართლა ვარსკვლავივით აციმციმდნენ იმ წუთას მისი თვალები. -უი, აქამდე ეს, არ მითქვამს? – ისე გავიკვირვე, გეგონებოდათ არ მახსოვდა. -ნწ... – ხელი დამავლო და ახლოს მიმიყვნა. – გააგრძელე, მაინტერესებს ! -პირველად, იცი, სად დაგინახე? უფრო სწორად შეგამჩნიე. ვერა... -ვიცი ! ბაკურიანში, ვერანდაზე. – თქმა არ დამაცადა. – ისე შემომხედე მივხვდი, პირველად ხედავდი ჩემნაირ სიმპატიურ მამაკაცს. – გაეცინა. -ნარცისო ! თუმცა ვაღიარებ, პირველივე წამიდან მოვიხიბლე. -მე პირველივე წამიდან, შემიყვარდი ! -მაცადე მერე, რომ შემყვარებოდი? -ვინ დაგიშალა ნეტა?! მოინდომე თავის დაფასება, გაგიჟდი და გადაირიე. – აშკარად ერთობოდა. -ახაც რომ გავგიჟდე და გადავირიო? – წარბებაწეულმა ვკითხე. -ვერა, შენს დამამშვიდებელს მივაგენი. თუ გინდა ახლავე გიმკურნალებ. -ნუ მაიმუნობ ახლა ! -კარგი. გისმენ ! -რომ შემოგხედე ძალიან დავიბენი თან ისე მიყურებდი... აი, შენს თვალებს, რომ შევეფეთე, მაშინ რაც დამემართა დღემდე ვერ ვხსნი. პირველიად, მაშინ გავიფიქრე, თვალების ნაცვლას შავი გიშრები აქვსთქო. სწორედ მაგ გიშრების გამო, ვერ ვბრაზდებოდი, შენზე ბოლომდე ვერასდროს. ერთი, შემოხედვაც კი საკმარისი იყო, ჩემი გული აგეფრთხიალებია. მათში, ყოველთვის ჩემ თავს ვხედავდი. როდესაც ვჩხუბობდით, მაშინაც კი მეფერებოდნენ და სითბოს ასხივებდნენ. მე, შენი შეყვარება შენი თვალებით დავიწყე. -კიდევ გააგრძელე რა ! – ბედნიერების ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. -ახლა შენი ჯერია. - ვერანაზე, ჯერ შენ მეგობრები გამოვიდნენ.შენც, რომ არ იყავი გული დამწყდა. კიდევ ეთხელ მინდოდა შენი დანახვა. მერე, რომ გამოხვედი და დაგინახე, ისეთი ლამაზი და საყვარელი იყავი თვალს ვერ გაშორებდი. მზერა, რომ გამისწორე იმ წამს საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ჩემი იქნებოდი. -„კიდევ ერთხელ მინდოდა“, „ საბოლოოდ გაგავწყვიტე“. ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ პირველად, ბაკურიანში არ გინახივარ ! აბა სად და როდის და მე, რატომ არ ვიცი ეს? -პირველად,გაცილებით ადრე გნახე და სად,არ აქვს მნიშვნელობა. -დიმა ხვალ ჯვარს ვიწერთ, ანუ უფლის წინაშე ერთგულებისა და მარადიული სიყვარულის ფიცს ვდებთ. იქნებ ახლა მაინც მომიყვე ყველაფერი ! -თაკო, რომ ვიცოდე, ფლისა და შენს წინაშე ამით რამეს ვაშავებ, ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი. უბრალოდ ჩემს სიყვრარულში ეჭვი არასოდეს შეგეპაროს. -დიმა,მგონია, რომ მაგ სიმართლეს ისევ ჩემს გამო მიმალავ.მიცავ, ხო ? -სწორად გგონია. ახლა კი დაივიწყე ეგ ამბავი, მაინც ვერასოდეს გაიგებ. -კარგი. შენს გარდა ახლა აღარაფერზე მინდა ფიქრი. -ამ ბოლოს სულ მიჯერებ. – გაეცინა. -იმიტომ, რომ გენდობი ! -მეც ! – შუბლზე მაკოცა. გათენებულიც კი არ იყო, ლილე, თავზე რომ დაგვადგა და გამოგვაფხიზლა. ადამიანები, რომლებსაც ჩვენს გარეგნობაზე უნდა ეზრუნა სახლში დავიბარეთ. დილის ცხრა საათზე მოვიდნენ და თორმეტზე ყველანი მზად ვიყავით. ჩემს საოცრად დახვეწილ, ტანზე მომდგარ, მთლიანად მაქმანებით გაფორმებულ, საშუალო დეკოლტით, უკან გრძელი შლეიფით კაბაში, ძალიან ლამაზად გამოვიყურებოდი. გასვლის დრო იყო. ჩემმა მეუღლემ კარზე დააკაკუნა და შემოსვლის ნებართვა ითხოვა. მისმა თვალებმა, უსიტყვოდ მ ითხრეს სათქმელი. ხელზე მეამბორა, მერე თავის ხელში დაიჭირა და ოთახიდან გამიყვანა. ჯვისწერამ საოცარი ემოციებით ჩაიარა. ადამინთან, რომელთანაც მთელი გულითა და სხეულით ვიყავი დაკავშირებული,უკვე უფლის კურთხევაც მაკავშირებდა. ეს, კიდევ უფრო ურყევს ხდიდა, ჩვენს ერთობლივ სიყვარულით, პატივისცემითა და ნდობით სავსე თანაცხოვრებას. სრულიად დარწმუნებული ვიყავი ამ ნაბიჯის სისწორეში. არასდროს მესმოდა წყვილების, რომლებიც ჯვარს მოდას აყოლილობის გამო იწერენ. რადგან უფლის წინაშე დადებული მარადიული ერთგულების, სიყვარულის, ჭირში გვერდით დგომის, პატივისცემისა და სხვა, ფიცის შესრულება მოვალეობით კიარა, წმინდა გრძნობებით და დიდი სურვილთ უნდა იყოს განპირობებული. როდესაც წყვილებს შორის ეს მზაობა არაა, ზოგისთვის ეს ფიცი ტვირთად იქცევა ხოლმე. ზოგი კი ამ ტვირთს საერთოდ ვერ გრძნობს და მისი გატეხვაც ისევე ემარტივებათ, როგორც დადება. ეს, ყველაფერი სრულად მქონდა გაცნობიერებული და შემეძლო სამუდმოდ ამ ფიცისა და მისი ბედნიერების სადარაჯოზე ვმდგარიყავი. ამის სურვილს მისგანაც ვგრძნობდი. ჩემი მეუღლე,ფოტოსესიაზეც დაგვთანხმდა ჩემს გამო. შემდეგ კი დარბაზში წავედით. ხომ გაგიგიათ გამოთქმა „ზრაპრული ქორწილი“ , თამამდ შემიძლია ჩემს ქორწილს ეგ გამოთქმა მივუსადაგო. ენით აღუწერელი სილამაზე დამხვდა. გოგის და ნანას,არც ენერგია და არც თანხა არ დაუზოგავთ ამ საოცრების მოსაწყობად. ძალიან გამეხარდა, მათ უარი რომ არ ვუთხარით. ძირითადად თეთრი ფერი დომინირებდა. ღია ვარდისფერი და ვერცხლისფერი მას ეხმარებოდნენ. ბროლის ბურთულები, თვალისმომჭრელ განათებებს ქმნიდა. დარბაზის შესასვლელიდან ჩვენს მაგიდამდე, ვერცხლისფერი ხალიჩა ეგო და ორივე მხარეს თეთრი და ვარდისფერი ვარდების კონთა ჯარი მიუყვებოდა. ასეთივე კონები, სხვადასხვა კუთხეებსა და სუფრებსაც ამშვენებდა. ფეხი შევდგით თუ არა, დარბაზმა, მენდელსონის მარშთან ერთად იქუხა და ოვაციებით მიგვაცილეს მთავარ მაგიდამდე, რომელიც ტრადიციულად განცაკვავებით, ოდნავ შემაღლებულ ადგილზე, იდგა და რომელიც განსაკუთრებულად ლამაზად მორთული იყო. თეთრ „სამეფო“ სავარძელში კოფორტულად ჩავჯექი და დარბაზში მხდომთ, თვალი მოვავლე. საყვარელ ადამიანებს მზერით მივეალერსე. სტუმართა რაოდენობას ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი შეხედვითაც სჩანდა, რომ რეკორდი მოხსნა. მიუხედავად ხლხმრავლობისა, ყველაფერი მშვიდად და წესრიგით მიდიოდა. სპეციალურად შერჩეული თამადა, ღირსეულად უძღვებოდა სუფრას. განსაკუთრებული განწყობის შესაქმნელად კი მოცეკვავეთა ჯგუფები ზრუნავდნე. ნახევარმა დრომ ისე ჩაიარა, მე და დიმა, მაგიდას არ მოვცილებივართ. გუგა და ლილე კი გართობის შანსს არ უშვებდენ. დარბაზში დაისის ხმა გაისმა. ჩვენს მაგიდას სანდრო მოუახლოვდა და საცეკვაოდ გამიწვია. რათქმაუნდა დავთანხმდი. უკან დაბრუნებული, ჩემი მეუღლის კმაყოფილ მზერას შევეჩეხე. -კარგად ცეკვავ. განსაკუთრებულად ლამაზი იყავი. -მადლობა ! მიყვარს ცეკვა. - გინდა ჩვენც ვიცეკვოთ? – ცოტახნიანი პაუზის შემდეგ მკითხა და ღიმილიანი სახით გვერდულად გადმომხედა. -რაა? შენ ხომ არ გინდოდა ?! -ახლა მთავარია შენ რა გინდა ! - არა ! მარტო ჩემს გამო არა ! -მარტო შენს გამო არ ვაკეთებ. მართლა ! – მომატყუა, რათქმაუნდა. – ამ დრეს, მარტო ჩვენი ცეკვა აკლია სრულყოფილებისთვის. -მაგაში გეთანხმები. არც კი ვიცი, შენს მშობლებს მადლობა, როგორ დაგავუხადო. შენ ცეკვა იცი? -წამოდი, თავად ნახე, ვიცი თუ არა. თან გოგის და ნანას ამით მადლობას გადავუხდით. დარბაზს კი, მოლოდინს დავუკმაყოფილებთ. ღიმილით მითხრა და ხელი გამომიწოდა. სიხარულით შევაგებე ჩემი და საცეკვაო მოედანზე გავედით. სტუმართა ყურადღება წამსვე მივიქციეთ. ყველანი წამოიშალნენ და საყურებლად განეწყვნენ. ტრადიციული ქართულის მუსიკა გაისმა, ჩვენც შესაბამის მოძრაობებით ავყევით. ის ცეკვითაც კი, სიყვარულს მიხსნიდა... ყველაზე საუკეთესო თუ არა, ერთ–ერთი საუკეთესო წყვილი ნამდვილად ვიყავით. ჩვენი ქორწილი დიდხანს იყო, განხილვის საგანი და „წლის ქორწილის“ ტიტულიც, დაიმსახურა... ქორწილი გვიან ღამემდე გაგრძელა. როგორც წესი, იმდენჯერ მაცეკვეს არაქათი გამომელია, ძალიან დავირალე. დიმასაც არავინ მიყენებდა გვერიდით. მიუხედავად იმისა, რომ მხიარული სასიმაოვნო გარემო იყო, მაინც ერთი სული მქონდა იქაურობას გავცლოდი და ჩემს სიყვარულთან ერთად მყუდრო გარემოში გაგვეგრძელებინა ერთმანეთით ტკბობა. უფრო მეტად კი მისი, იქიდან წაყვანა მინდოდა. ყელში მქონდა უკვე იმ ქალბატონების ქცევები ვინც მთელი დღე მის ირგვლივ ტრიალებდნენ. მაგრამ ამისთვის ჯერ უნდა მეპოვნა. ავდექი და დარბაზს თვალი მოვავლე იმ იმედით, რომ სადმე დავინახავდი. პირველად მისი მეგობრების მაგიდა შევათვალიერე, არც შევმცდარვარ მათთან იყო, ვიღაც ქერათმიანის გვერდით იჯდა და მშვენივრად ერთობოდა. ცოტა არ იყოს, ძალიან მეეჭვიანა. არა, კი ვენდობოდი მაგრამ... მაინც... დამინახა და ხელით მანიშნა მასთან მივსული. უარის ნიშნად თავი გავაქნიე და გაბუსხული სკამზე დავბრუნდი. –რას იბერები თუ იცი ? – მკაცრი ტონით მკითხა, ლილემ. –საიდან მოიტანე? – ისე გავიკვირვე თითქოს არ ვიცნობდი მოხარშულსაც რომ მიცნობდა. –კარგი ახლა, რა ! – შეხედე, რა მშვენივრად ერთობა. – მერე, რა პრობლემა გაქ ? – მე აქ მარტო დამტოვა. -ანუ, მე არ ვითვლები? -მშვენივრად ხვდები რასაც ვგულისხმობ და შენ თავს სულელურად ნუ გარევ ახლა. -ერთადერთი რასაც ვხვდები ისაა რომ ძლიან მიეჯაჭვე და მეშინია ავადმყოფობაში არ გადაგეზარდოს. --მაგის, მეც მეშინია. თანაც იმდენად, რომ ზედმეტად მშვიდი და დამთმობი გავხდი. მემგონი ქვეცნობიერი გამოცდას მიწობს. -მაგ ქვეცნობიერს უთხარი დღეს ჭკვიანად იყოს და ტყუილად ნუ გადარევს კაცს. -ლილე, იქებ შენ ბოლოს და ბოლოს გაერკვიო ჩემი მეგობარი ხარ თუ მისი. -აი გეწყება, უკვე. – გაეცინა – ისე, რომ არ მოგატყუო მაგ ამ ბოლოს კითხვას მეც ვუსვამ ჩემ თავს. -დროზე უპასუხე თორემ შენზე ამოვიყრი გულისჯავრს. -რას ერჩი, ის მაინ მითხარი. -რამდენიმე გოგოსთან დავინახე დღეს, ისე ტკბილად ეჭუკჭუკებოდა. -თაკო დღეს თითქმის ყველა მამაკაცს ეცეკვე ვინც კი ქორწილშია და კიდე მასზე ეჭვიანობ? -მათი ინიციატივით ლილე. თან დედოფლისგან ცეკვაზე უარის თქმა ცოტა უხერხული მგონია. -იქნებ მასაც ეუხერხულა მათი უპასუხოდ დატოვება. ზურაც მასთან ერთად იყო მგრამ სულაც არ მიმიჩნევია პრობლემად. -აი, ხომ გითხარი მისი მეგობარი ხართქო. -თაკო ზუსტად ვიცი, ყველაფერს მშვენივრად ხედავ, გესმის და ხვდები, მაგრამ უცნაური სენი გაქ შეყრილი უკვე და სწორად განსჯის მიუხედავად ქცევებ გიუკუღმართებს. -მჭამს, ეგ სენი მჭამს. ჩემგან დამოუკიდებლად მუშაობს. ეჭვიანს მას ვეძახდი, მაგრამ მგონი გადავასწარი. -მე ის მიკვირს აქამდე თავის შეკავებას როგორ ახერხებდი. -ვენდობი. -ენდობი, მაგრამ მაინც ეჭვიანობ. როგორ მეცოდება შენს ხელში. -შეიძლება, მართლა არ ვიყო ნორმალური ამ საკითხში მაგრამ დღეს მიზეზი მომცა. თან ის ნახევრად გახდილი გოგონები უსირცხვილოდ ეფლირტავებოდნენ. ამ დროს ძალიან ღირსეულად კი ვიქცევი ხოლმე სხვის დასანახად, მაგრამ სინამდვილეში მათი შუაზე გაგლეჯვა მინდება. ხო, მიდი დამცინე შენ. – მძიმედ ამოვისუნთქე და სკამის საზურგეს მივეყრდენი. -მაგ დროს დამიძახე, მეც დაგეხმარები. – ისე გულიანად იცინოდა, მეც ამიყოლა. – მოდის და გთხოვ , ჭკვიანად მოიქეცი, ნუ გააგიჟებ. -კარგი, მაგრამ ცოტას ვაწვალებ. მერე უფრო ტკბილად, რომ შევურიგდე. -მაგის მერე უფრო ტკბილია ? – ჩუმად, სიცილით მკითხა -მაგის ახსნა ზურას პრეროგატივაა. ვერ წავართმევ მაგ უფლებას. ისე შენც ახლა დიდ გამოცდილ ქალს კითხე. დიმა, რომ არა... -შენ ისევ დასაწყისში ხარ? – ლამის ყბა ჩამოუვარდა. -ხო. -საეჭვიანოდ კი გქონია მაშინ საქმე. ამისთანა კაცის ხელში, როგორ ვერ ისწავლე გოგო?! -როგორ იცი შენ, ჩემზე მეტი ვერ ვხვდები? -რატომ და მე, რომ ასეთი ამბებებით ვინტერესდებოდი შენ, ფუ გულს ნუ მირევო გაიძახოდი. მოგესმინა და გეცოდინებოდა, რომ ტანჯავ ახლა ბიჭს. -საზიზღარო! ხომ იცი არ მაინტერესებდა ეგეთი თემები. -შენ გათხოვებაც არ გინდოდა, მაგრამ კი გყავავს ახლა ლომივით კაცი გვერდით. თაკო, რომ არ ვიცოდე სხვა საკითხებში, როგორი შემგდარი და ჩამოყალიბებული ხარ და ხელს რასაც მოკიდებ ყველაფერი ბოლომდე, რომ მიგყავს, ვიფიქრებდი დებილიათქო. მე ის მიკვირს დიმასთან, რატომ იჭედები? -არ ვიცი ! -მე მჭორავთ, თუ ზურას ? – იკითხა და გვერდით მომიჯდა. - ყოფის ამაოებაზე ვსაუბრობთ. – ღიმილიანი, გამაფრთხილებელი მზერით უპასუხა ლილემ. -მშვენიერი თემა აგირჩევიათ ახლა სასაუბროდ. – ცოტა ნასვამი იყო. ისეთი საყვარელი თვალებით მიყურებდა კინაღამ გადავიფიქრე მისი გაბრაზება. -აბა, რაზე უნდა გვესაუბრა? იმაზე ხომ არა, თუ როგორ უნდა მიიქციო მამაკაცის ყურადღება ნახევრად გახდილმა კეკლუცობით ? -ლილე, ხომ არ იცი ამას რა სჭირს? -წარმოდგენა არ მაქვს. მე წავალ და იქნებ, შენ მაინც გაარკვი.– მხრები აიჩეჩა და თავის ქნევით მოგვშორდა. - როგორც ჩანს, ის უკვე გადარიე. ახლა, ჩემი ჯერია? -სახლში მინდა წასვლა, დავიღალე. -კარგი, სტუმრებს დავემშვიდობოთ და წავიდეთ. - მიდი, მიდი ის ქერათმიანი არ დაგრჩეს. -ახლა გასაგებია! -ხელი მომკიდა და დარბაზიდან ისე სწრაფად გამიყვანა არავის დავმშვიდობებივართ. მხოლოლოდ ლილესთვის მოვასწარი თქმა გარეთ გამომყოლოდა. მასთან სასაუბროდ დამტოვა და ტავად ავტომობილთან დამელოდა. -ჩემს მაგივრად დაემშვიდობე ვისაც საჭიროა. წასვლის მიზეზს დარწმუნებული ვარ მოიგონებ. -კარგი, მაგრამ შენ ახლა რას აპირებ? -არაფერს, სახლში წავალ და დავიძინებ. -ნუ მაცინებ. შენი აზრით ამ კაბას თავად არ გაგხდის? -ნერვები თუ შერჩება გამხადოს. ოღონ ზუსტად არ ვიცი შევძლებ თუ არა მის გაბრაზება. შეხედე რა საყვარელია. -ღირსი ხარ ამაღამ სული ამოგხადოს, მაგრამ ისეთი კარგი ბიჭია შეიძლება მართლა მოგცეს დაძინების უფლება. -ისე ამ კაბას მისი დახმარების გარეშე მაინც ვერ გავიხდი. – თვალი ჩავუკარი და დავემშვიდობე. -მაგ მაიმუნობებს სჯობს სთხოვო, ყოველღე გავარჯიშოს. იქნება ისწავლო რამე . შევბრუნდი და ჩემს ბედნიერებას გავხედე, რომელიც ჩემს უკან იყურებოდა და საევოდ იღიმოდა სავარაუდოდ ლილე ჭესტებით რღაცას აჩვენებდა. უცებ უკან გავიხედე ქალბატონი უხერხულად შეიშმუშნა და ძალით გამეკრიჭა. მისი დანახვით გამოწვეული ემოცია დავმალე და მეუღლეს სერიოზული სახით მივუახლოვდი. -ნასვამი ხარ, საჭესთან ვერ დაჯდები. -არც იმდენად, რომ სახლში დედოფალმა მიმიყვანოს. -ანუ, შეძლებ ? -მაგასაც და სხვა ბევრ რამესაც. – მრავალმნიშვნელოვნად მიპასუხა, თვალი ჩამიკრა და კარი გამიღო. -სხვა რამის იმედი ნუ გექნება. – ჩავუსისინე და სავარძელზე მოვთავსდი. ცოტახანს მიყურა. მე ცხვირაბზუებული წინ გავჩერებოდი. მერე კარები უთქმელად მომიხურა, თავადაც საჭეს მიუჯდა. დრო და დრო ღიმილით, თავისქნევით გადმომხედავდა ხოლმე. ყოველ შემოხედვაზე მისი გაბრაზების შანსი მიმცირდებოდა. -რატომ გაიღვიძა შენში ბუტია ქალმა მაინც და მაინც დღეს? – გაიჟღერა ჩემმა საყვარელმა ხმამ. -რომ ვიბუტებოდე ხმას საერთოდ არ გაგცემდი. -რაც არუნდა გაბრაზებული იყო, პასუხს ყოველთვის გამცემ, რადგან ენა არ გიჩერდება. – გაეცინა.– ასე რომ გისმენ, რა მოხდა? -არაფერი არ მომხდარა. -სანამ დანიშნულების ადგილას მივალთ, შანსს გაძლევ მანამდე მითხრა თორემ, მერე მაგისთვის აღარ გვეცლება. -თავი დამანებე. -მოდი, მაშინ მე გეტყვი – დღეს ყველა იმ ქალზე იეჭვიანე ვისაც კი დაველაპარაკე და არც გაბედო უარყოფა ! რაც არ უნდა ღირსეულად გეჭიროს თავი მაინც გამჩნევ. სიმართლე გითხრა, მომენატრა შენი გადარეული მხარე. მომწონს, როცა ჩემზე ეჭვიანობ. – საჩვენებელი თითი, ნაზად ჩამომისვა ცხვირზე. – მაგ დროს განსაკუთრებულად მიმზიდველი ხდები. ასე, რომ რაც არ უნდა თქვა და გააკეთო, მაინც ვერ გამაბრაზებ. პირიით, უფრო და უფრო მეტად მომინდები... ახლაც ძლივს ვიკავებ თავს... დღეს მაგ კაბის გახდის უფლებას ვერ წამართმევ, ისედაც მაღიზიანებს ჩემს ნაცვლად რომ გეხება სხეულზე. მინდა ახლავე შემოგახიო... მთელი დღეა ნერწყვები მგუდავს შენი მკერდის ყურებით. ისე, რომ იცოდე მასეთი დეკოლტე პირევლად და უკანსკნელად გაცვია. თვალებ დაჭყეტილი ვუსმენდი. გული სულ ამომივარდა საგულედან. ეს რა ესმოდა ჩემს ყურებს, ასეთი აღგზნებული პირველად ვნახე, ასეთი სიტყვები პირველად მითხრა. გადავიფიქრე მისი გაგიჟება. ანდა, მეტს რაღას დავუმატებდი ისედაც გაგიჟებული იყო. დამცხა, გამახურა ჟრუანტელმა ამიარ–დამიარა. მასთან ალერსზე არც თავში არ ვიყავი დიდ უარზე, მაგრამ ამის შემდეგ ყველა შანსი დავკარგე. დღეს მისი ვნება ნამდვილად გადამწვავდა. თავისივე სიტყვებმა ისეე აანთო პიჯაკი გაიხადა ჰალსტუხი მოიხსნა და პერანგი რამდენიმე ღილით შეიხსნა. მეც ცეცხლი მომეკიდა მაგრამ ერთი კაბა მეცვა და მას ხომ არ გავიხდიდი. თან ის კაბა მეცვა რომლის გახდის უფლებაც უპირობოდ დაიკანონა. ძაფსაც ვერ შევწყვეტდი. ამ ფიქრებში გართულმა ახლაღა შევამჩნიე, რომ სახლში არ მივდიოდით. -სად მიგყავარ ? -სასტუმროში. -სახლს რას ერჩოდი? - სრულიად მარტო მინდა შენთან ყოფნა. -დიმა, რამეს მიპირებ და არ ვიცი? -კი, გაზრდაში უნდა დაგეხმარო. -იქამდე გული თუარ გამისკდა. – ღრმად ამოვისუნთქე და დავინიავე. – ჩემმა გამოხტომებმა მგონი, ახლა იმოქმედა და შეიშალა. – ჩუმად ჩავილაპარაკე. -რამე მითხარი? – წარბების აწევით მკითხა. -თუ რამეს მოვიფიქრებ გეტყვი. – ორივეს გაგვეცინა. სასტუმროს წინ შეჩერდა კარი გამიღო და გადასვლაში დამეხმარა. კართან შვეიცარი შეგვეგება, მოწიწებით მოგვესალმა და მოგვილოცა. იგივე განმეორდა მისაღებში. ნომრის გასაღები აიღო და ლიფტში შევედით. ბოლო სართულის ღილაკს დააჭირა ხელი. ვიდრე ავიდოდით ანთებული, სულ მე მიყურებდა. უხერხულად ვიყავი, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს პირველად მხედავდა და ამ კაცთან უამრავი ლამაზი ღამე არ მქონოდა გატარებული. დაიწვა იქაურობა, ჰაერი შემცირდა. ციებ–ცხელება დამეწყო. მისგან ზურგით შევბრუნდი და როგორც კი კარი გაიღო მდუღარე გადასხმულივით გაავარდი. გვერდით ამომიდგა ხელი ჩამჭიდა და სასტუმროს მდიდრულ ჰოლს უხმოდ ჩავუყევით. დიდი მოლაპარაკე არც არასდროს ყოფილა, მაგრამ ახლა სულ დადუმდა და მხოლოდ მაცდური ღიმილით შემოიფარგლებოდა. ნომრის კარი შეაღო. საქორწინო აპარტამენტში შევდგი თუ არა ფეხი, აღტაცებულმა შევკივლე : –რა ლამაზია ! იქ საოცრება დამხვდა. ყველგან ვარდის ფურცლები ეყარა. ირგვლივ სურნელოვანი სანთლების სუნი ტრიალებდა. – შენთვისაა და მინდა, ამ ღამის დედოფალი იყო, ყველა მნიშვნელობით. – მადლობა, მაგრამ მგონი ვერ მივხვდი, რა იგულისხმე ! – მიდი დაჯექი, ცოტახანს დაისვენე, თუ გინდა ცოტა დალიე და მერე აგიხსნი. -კარგი, დავჯდები დავისვენებ, მაგრამ დალევა რაში მჭირდება? – ამ საუბარში კომფორტულ დივანში ჩავესვენე. -გამბედაობას შეგმატებს. -დიმა შენთან გასაბედი რაც იყო უკვე ყველაფერი გავბედე და ახლა ალბათ აქედან გადასახტომად მამზადებ თორემ, სხვა არაფერი მომდის თავში. – ხმაურიანდა გამეცინა. -ჩემი ჯერ კიდევ, რომ გრცხვენია მაგაზე რას მეტყვი ?! – როგორც სჩვეოდა, ჩემს წინ ჩამოჯდა და ყველა გზა მომიჭრა. ასე როცა იქცევოდა საუბრი გარდაუვალი იყო. -ახლა ის დროა გავრბოდე ხო? – გული ამომივარდა მის სიტყვებზე, მივხვდი საითაც მიყავდა საუბარი და არ მესიამოვნა. -ახლა ის დროა, მითხრა, რა გავაკეთო, რომ ბოლომდე გაიხსნა. ორი თვე გავიდა უკვე... -გაქცევა არ გამოვა ხო? -არა ! -აბა, რომ არ ვიცი რანაირადა აგიხსნა?! -პრობლემა ჩემშია? -ახლა ჩემს დასამშვიდებლად შენი თავის გამტყუნებას თუ დაიწყებ უფრო შემრცხვება. მართალია მაგ საქმეში სრულიად დებილი ვარ, მაგრამ შენი გამოცდილების შემჩნევა ნამდვილად შემიძლია. -დებილი კი არა, გამოუცდელი და შებოჭილი ხარ. არ იფიქრო, რომ მე რაიმე პრობლემა მაქვს, მთელი ცხოვრება შემიძლია ასე გავაგრძელო და მხოლოდ მე მოგანიჭო ბედნიერება. მაგ დროს მე უფრო ბედნიერი ვარ, მაგრამ მინდა შენც მიიღო ამით სიამოვნება. -ვიღებ, შენს უბრალო შეხებაზეც კი სანთელივით ვდნები, სადღაც ვიკარგები... - დაბნეულმა განვუმარტე.- მეტი მართლა არ ვიცი რა უნდა ვქნა. – ახლა ალბათ, თქვენც გიკვირთ ოცდასამი წლის გოგო ასეთი მოუხერხებელი როგორ იყოვო, მაგრამ ასეთი საკითხებისგან თავიდანვე იმდენად შორს ვიყავი, ახლა ქმართან დაბდურობაში გადამდიოდა. -ეგ იმიტომ რომ გიყვარვარ... მე მაგ დადნობებს არ ვგულისხმობ... უუფ ! – პირიდან დაგუბებული ჰაერი გამოუშვა, მგონი ჩემზე მეტად ნერვიულობდა ამაზე, რომ უწევდა საუბარი. – როგორ აგიხსნა არ ვიცი. უფრო სწორად კი ვიცი, მაგრამ ისეთი, რაღაცნაირი ხარ ვცდილობ, სიტყვები სწორად შევარჩიო, რომ უფრო არ დაგაფრთხო. მგონი მეც დამაკომპლექსე. – გაეცინა.– თაკო, ჩემგან ნუ ელოდები ხოლმე ინიციატივას. როცა ჩემთან სექ... – სიტყვა შუაგზაში გაწყვიტა, რადგან მასთან ამ სიტყვასაც კი ნაცვალსახელით ვახსენებდი. – მაგის სურვილი გექნება შეგიძლია უბრალოდ მითხრა ან რაღაცნაირად მიმახვედრო. -შენ ისედაც ხვდები. -მე მინდა,შენ მორიდების გარეშე მითხრა. და რაც მთავარია ყველა სურვილი მითხრა რისი გაკეთებაც გინდა. გაიხსენი და მიეცი თავს უფლება ბოლომდე გაუგო გემო. -მეშინია, რომ შენისთანა გამოცდილების კაცს ვერაფრით გაგაკვირვებ. ამიტომ სისულელეების კეთებას, ვამჯობინებ სულ შენ მოგანდო. -მართლა სულელი ხარ ! სკოლის მოსწავლესაც კი შენზე მეტი ეცოდინება დარწმუნებული ვარ. – გაეცინა და შუბლზე მაკოცა. – მე ისედაც გაკვირვებული ვარ შენით. თაკო, მხოლოდ ის მჭირდება ჩემი ცოლი ჩემს გვერდით ყველაფერით ბედნიერი და კმაყოფილი იყოს. -ასეთი შესამჩნევია? შენ მაგის გამო ხომ არსად წახვალ ? დიმა შეიზლება მე იმ ქალებივით არ გამომივიდეს ვისთანაც ურთიერთობა გქონია, მაგრამ ძალიან ვეცდები. – თავლები ამემღვრა. -სწორედ ამიტომ ვიკავებდი თავს, შენთან ამაზე საუბარისგან აქამდე... არ მინდა არასწორად გაიგო. თაკო, მე შენ მიყვარხარ და საერთოდ არ მინდა ვინმეს რამეში დაემგვანო. მე შენ მჭირდები. თავშიც გითხარი და კიდევ გაგიმეორებ, რაზეც ვისაუბრეთ ჩემს გამო არა, შენს გამო გთხოვ. მოდი ახლა მაგ საკითხ საერთოდ გადავახტეთ და თავში არასდროს გაივლო. -ისინი სულ შენს ცხვირწინ არაიან. -შენ კი ყოველ ღამე ჩემს საწოლში, ჩემს გვერდით გძინავს. განსხვავებას ხედავ? შენი გამოუცდელობა ათასჯერ მირჩევნია მათ გამოცდილებას. და საერთოდ რატომ მაიძულებ შენს გვერდით ეგენი ვახსენო. -კარგი ჩუმად ვარ. ახლა რა ვქნათ, უნდა მავარჯიშო? – გამეცინა. -შენ თუ გინდა... -შენ? -კარგი ახლა. რას მეკითხები?! მაგ კაბა იმდენჯერ გაგხადე უკვე გონებაში ... -მე მეგონა საერთოდ ავტომობილში გამხდიდი ... ახლა მგონი განელდი. -ესეიგი გავნელდი?! – წამოდგა და მეც ამიყოლა.– ახლა, რომ იცოდე რა მოთმინების ფასად დამიჯდა ეგ მშვიდი საუბარი, მაგას არ მეტყოდი. – თავლები ისევ აერია, აუელვარდა. გულისცემაც გაუშირდა. -იცი? ნასვამი კიდევ უფრო მესაყვარლები. -ახლა, ისე მინდა შენთან ყოფნა, როგორც არასდროს. – ცოტახნისწინანდელი ჟინი დაუბრუნდა. – ალბათ, მაგ კაბის ბრალია. – ზურგზე ხელი ამიცურა და ელვა ჩახსნა. -ახლა ისე ვნერვიულობ მგონი, პირველად არ მინერვიულია ამდენი. -ხო, მთელი სხეული გითრთის, ცახცახებ და ეს უფრო მეტად მირევს გონებას. -ახლა, უკვე ყველა კანონის ძალით შენი ვარ... მგონი დღეს მართლა შევძლებ, ამ ღამის დედოფალი ვიყო. -ესეიგი, სინათლეს აღარ გამოვრთავთ. -ეე, შენ კიდე ყველა დეტალში როგორ გამომიჭირე? -ეგ უბრალოდ დეტალი კი არა, ბოროტება იყო, მაგ დროს შენი სხეულის ყურების უფლებას რომ არ მაძლევდი. არადა, როგორი ლამაზი ფორმები გაქვს. -ესეიგი დღეს ყველა დაფარულს ვამჟღავნებთ... -კომპლექსების გარეშე... ამიტომ მოვედით აქ. არც ხმა, არც ემოცია და არც სურვილები არ შეზღუდო. ეს ღამე ისეთი იქნება, დილით რომ გაიღვიძებ მიხვდები, ამ ქვეყნად ყველაზე მაგარი ქალი ხარ და საერთოდ არ გაქვს მიზეზი სხვებზე იეჭვიანო... ასეც იყო. დილით, რომ გავიღვიძე ვფიქრობდი, ის ქალი ნამდვილად მე ვიყავი თუ არა. მას კიდევ ეძინე. ერთი სული მქონდა გაეღვიძა და რამე ეთქვა. პატარა ბავშვი, რაიმე კარგს, რომ გააკეთებს და მერე ელოდება როდის შეაქებენ ზუსტად ასეთი მოლოდინი მქონდა. მთელი ღამე, რომ მიძახდა ჭკუიდან შემშალე და გამაგიჟეო ეგ, ვერ ვიკმარე. როგორც იქნა თვალი გაახილა. – რომელი საათია ? – ეს კითხვა უნდა დაესვა ახლა? გავიფიქრე გაბრაზებულმა. – თერთმეტი. –კარგი მაშინ ცოტას კიდევ დავიძინებ, ისევ დაღლილი ვარ. – ნაზად მაკოცა და თვალები დახუჭა. ამას ახლა ისევ შავი იუმორი მოაწვა? კიდევ უფრო დავქაჩე გაკვირვებულმა თვალები. – რამის თქმა გინდა? ლამისაა გამხვრიტო მზერით.– თვალების გაუხელელად მკითხა. –არაფრის ... – პაუზის შემდეგ– დიმა ! – უფრო ვიყვირე, ვიდრე დავუძახე. ამჯერად იკადრა თვალის გახელა. – რა გაყვირებს? დააფრთხობ მობინადრეებს. – ახლა დავაფრთხობ ხო? –მართალი ხარ ! ალბათ უყვე ყველა გაიქცა სართულიდან. ასეთი გაგიჟება კიდევ თუ მოგინდება, წინასწარ გამაფრთხილე და სადმე ტყის პირას წავიდეთ... რამდენხანს გაგიძლებ არ ვიცი... ისე, ამდენხანს სად მალავდი მაგ ცეცხლოვან ქალს? – ისე გულიანად იცინოდა, თავს მეც ძლივს ვიკავებდი. ბალიშები დავუშინე. –ნუ იცინი! იცოდე ხმას აღარ გაგცემ! – გაბრაზებულმა ადგომა დავაპირე, მაგრამ წელზე ხელი მომხვი და საწოლზე დამაგდო. ნელი მოძრაობებით ჩემს ზემოთ მოექცა. -ბუსია ქალბატონო – ლოყაზე მაკოცა.– ხომ ხედავ, თუ მოინდომებ – ახლა მეორე ლოყაზე.– შეგიძლია ყველაფერში საუკეთესო იყო. – ამჯერად ცხვირზე. – იცოდე, ამის შემდეგ არ გაბედო ამაზე ნაკლები იყო. – ბოლოს ტუჩებზე დამაცხრა. თითქმის შუადღე იყო შინ, რომ დავბრუნდით. ლილე, სანდრო, გუგა, ზურა, ჩარლი და კიდევ რამდენიმე მეგობარი სახლში დაგვხვდნენ და თურმე წინ ღამითაც აქ დარჩენილან გართობა არ გვეყოვო. ყველას ნაბახუსევი ეტყობოდა. დიმას ჩუმად გადავულაპარაკე:– კიდევ კარგი გუშინ სასტუმროში წავედით თორემ, აქ ჩვენი ადგილი ნამდვილად არ იქნებოდათქო. – თქვენც სმაში გაათენეთ? რა სახეები გაქვთ ? – ეშმაკურად გვკითხა ჩემმა ენამოსწრებულმა მეგობარმა. –ხო. – დაჭიმული ყბებით ვუპასუხე და თვალები დავუბრიალე. ჩემს სახეზე განსაკუთრებთ გამხიარულდა. ახლოს მოვიდა და ჩამჩურჩულა: –ის მოხდა რასაც ვფიქრობ? – ლილე, დაასვენე ეგ თავი ცოტახანს ფიქრებისგან. –ოჰ, ოჰ ! როგორი გადაღლილი თვალებით იყურები. – წარბები შეათამაშა. –გოგო აქ ჩემი ძმაც ზის. როგორ ლაპარაკობ? –ვის ცალია ახლა ჩვენს მოსასმენად. შეხედე, როგორ მხიარულობენ. მიდი, მითხარი და დავმშვიდდები! –ნეტა საძინებელში კამერას არ დაგვიმონტაჟებდე ჭორიკანა. ხო, დავამარცხე კომპლექსები ! დაისვენე ახლა. – რა კამერა გოგო, ნამდვილად არ მინდა შიშველი დიმას დანახვა. შენც, ალბათ წუხელ დაინახე პირველად გაბედულად. იმედია ჩემო ფისო, ან გიჟო არ ეძახე. – ჩუმად ფხუკუნებდა. – ვაიმე გადამშორდი ახლა აქედან. – ხოარ შეგეშინდა? – რისი ლილე, ახლა რა მოიგონე? -შიშველი რომ დაინახე. იმხელა კაცია მაინც, რავიცი... – ნეტა იცოდეთ, როგორ ერთობოდა ჩემი დაცინვით. –ასეთი გაფუჭებული, როგორ ხარ. სად ჯანდაბაში გაქ ამხელა გამოცდილება შე უნამუსო ! –თეორიულად ჩემო გოგო თეორიულად. პრაქტიკას იმ მაწვილს ვუნახავ იქ რომ ზის და ლამაზად აჟუჟუნებს თვალებს. -მაგ საწყალმა, რომ იცოდეს რა არანორმალური უყვარს, უკან მოუხედვად გაიქცეოდა. –შენ წარმოიდგინე იცის და არც ისაა მთლად დალაგებული. – ლოყაზე მაკოცა და კუნტრუშით მიირბინა ზურასთან. –ბავშვებო, სუფრა მზადაა წამოდით ! – თბილი ტონით მიგვიპატიჟა ნანამ. მასთან უცებ მივირბინე, რადგან წინ დღით წესიერად ნახვა ვერ მოვახერხე. ჩავეხუტე, ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადე და ლოყაზეც ვაკოცე. ცოტახანში გოგიც გამოჩნდა. მას ჩვენზე გაუბედურებული სახე ჰქონდა, როგორც სჩანს ერთი ჭიქაც არ დაუკლია. ან, როგორ დაიკლებდა ქართულ სუფრაზე, ღვინის სმაზე უარის თქმა ხომ, სირცხვილის ტოლფასია. მჟავე მწნილი მოითხოვა და კვდარ–ცოცხალი მიუჯდა სუფრას. წინ დღით დაწყებული მხიარულება, ოჯახურ გარემოში განვადრძეთ. ყველას ჩვენი მიზეზი გვქონდა ბედნიერებისთვის. მე და ჩემს ქმარს კი განსაკუთრებული. ხანდახან ფიქრებსაც მირევდა. ხშირად გადმომხედავდა ხოლმე და ჩემს დაბნეულ მზერას რომ დაიჭერდა, შეუმჩნევლად ეღიმებოდა. მას არ დაულევია, რადგან იმ ღამით თაფლობის თვეში მივდიოდით. შუა მხიარულებაში, სანდრომ მითხრა დედა გირეკავს და ტელეფონი გამორთული გაქვსო. მაშინღა გამახსენდა ელემენტი სულ დამჯდარი რომ ქონდა. ჩემს ოთახში ავედი დასატენად. წინა დღიდან მოყოლებული ჩანთა, რომელშიც მობილური მედო პირველად გავხსენი. სატენზე შესაერთებლად ამოვიღე და მას პატარა შავი ყუთი ამოყვა. ძაალიან გამიკვირდა რადგან ზუსტად ვიცოდი მე არ ჩამიდია. გავხსენი. შიდ გულსაბნევი იყო შავი თვლებით გაწყობილი და წერილი. „ ვიზიარებ ! მაგ ბედნიერებას არასოდეს გაპატიებთ“. გული შემიქანდა შიშით. მთელი სხეულით ავკანკალდი და ცივმა ოფლმა დამასხა. ორი ვარიანტი იყო – ნინა, ან ნიკა. არ ვიცოდი დიმასთვის მეთქვა თუ არა. არ მინდოდა ეს დღე ჩამეშხამებია. თან გაურკვევლეს არ დატოვებდა საჩუქრის ავტორს და რამე უბედურებას დაატრიალებდა. ყუთი საგულდაგულოს დავმალე. გადავწყვიტე, სწორი დრო შემერჩია მის საჩვენებლად. ვერაფრით ვერ მოვახერხე დამშვიდება და მათთან ჩასვლაც შევაგვიანე. კიბეებზე მისი ფეხის ხმა ვიცანი. -რატომ არ ჩამოხვედი? – მკითხა კარებიდან. ახლოს რომ მოვიდა სახე შეეცვალა. – ცუდად ხარ, რა ფერი გაქვს? –არაფერი. დაღლილობის ბრალია. -კარგი საღამომდე დაისვენე. მე და ჩარლი სალაპარაკოდ გავდივართ. -სად გადიხართ? აქაც ხომ სეგიძლიათ საუბარი. -მოწმეები და მსაჯულებიც ხომ არ დავისწრო კიდევ? -დიმა, რაღა დღეს აიტეხე ეს საუბარი. რომ გადადოთ? -ჩვენ რომ დავბრუნდებით აქ აღარ იქნება. -იქნებ, ჯერ ანასთვის გეკითხა რამე? -რა უნდა ვკითხო, ისედაც სახეზე აწერია ყველაფერი. -მაშინ მეც წამოვალ. -ახლა, ჭკუა, რომელიც მაგ ლამაზ თავში გიდევს სად წაიღე? -უუუფფფ, რა უაზრო მიდგომები გაქვთ კაცებს ხანდახან ! -ბუზღუნა, ნუ გეშინია არ ვიჩხუბებთ. -შენც არ გჯერა ახლა მაგის ხო? დიმა ჩემზე უკეთ იცი იქ ჩვენგან განსხვავებულად უყურებენ ყველაფერს და ნუ მოსთხოვ ახლა „კაი ბიჭობას“ -კაცობას არც ეროვნება სჭირდება და არც „კაი ბიჭობა“. კარგი კაცი, რომაა მიტო ვანდე ჩემი და. -ხოდა კარგი თუა რა პრობლემა გაქვს, უყვარდეთ ერთმანეთი. - პრობლემაა, მეჭედება ! -მენტალურად გეჭედება. შენ ახლა კი ხარ ღირს, ჩემი ძმა გადავრიო ვაცემინო შენი თავი. – გამეცინა. -ისეთი კაცია, ხელს ნამდვილად ვერ შევუბრუნებ. კარგი წავედი და შენ დაიძინე. რა დამაძინებდა. როგორც კი ეზოდან გავიდნენ სტუმრებს საპატიო მიზეზი ვუთახარი ანას ხელი დავსტაცე და უკან გავეკიდეთ. საწყალი მთელი გზა კანკალებდა მოკლავს ჩემი ძმაო. ოფისში მივიდნენ. ჩვენც ფეხდაფეხ შეუმჩნევლად შევყევით. თანამშრომლები გააფრთხილა სართული დატოვეთო. თავის კაბინეტში შეიყვანა და კარები მოხურა. ყველა გაკვირვებული გვიყურებდა. მე და ანა, კარებთან ავიტუზეთ და სმენა დავძაბეთ ერთი სიტყვაც რომ არ გამოგვპარვოდა. თუ ხმაური შემოგვესმებოდა მანდილით შევვარდებოდით. ცოტახანს ისეთი სიჩუმე ჩამოწვა შიშვა აგვიტანა, მთელი სხეული დაგვეჭიმა. როგორც იქნა ჩემმა ქმარმა დაიწყო. -აბა, ჩემო მეგობარო გისმენ. – წარმოვიდგინე რა ირონიული სახით ეუბნებოდა ამ სიტყვებს. -დიმა, პირველ რიგში ბოდიში მინდა მოგიხადო იმისთვის, რომ ახლა ამ მდგომარეობაში ვართ. -ცუდი დასაწყისია ჩარლი. დიმა მე ანა მიყვარს. -მასაც უყვარხარ? – ისე მშვიდად კითხა, მე კი მეგონა ლომივით დაიწებდა ღრიალს. -კი. ოღონდ მას არ აწყენინო გთხოვ ! ყველაფერი ჩემი ბრალია. ის ძალიან გიფრთხილდებოდა. -ესეიგი შენ არ მიფრთხილდებოდი? რატომ ჩარლი ხომ იცოდი ჩემი ხასიათი? -ვიცოდი და ახლაც ვიცი მაგრამ... -მე, შენ, ანას თავი განდე. -ვუფრთხილდებოდი სინდის გეფიცები შენსავით ვუფრთხილდებოდი. -შენი თავისგან რატომ არ დაიცავი? -ვერ შევძელი ! ძალიან ვეცადე მაგრამ ვერ შევძელი. -ამის დედაც... ამერიკაში ქალები დაილია? მაინცდამაინც ანა რატომ? – ამჯერად თავი ვეღარ მოთოკა და მართლა ლომის ხმით იღრიალა. შიშისაგან ორივე შევხტით. -თაკო, მოკლავს შევიდთ გთხოვ ! – ცრემლად იღვრებოდა ანა. -ნუ გეშინია, არაფერს დაუსავებს მისი მეგობარია და დარწმუნებული ვარ ძალიან უყვარს. ამიტომაა ასე გაცოფებული. -იცი რამდენი ხანია საკუთარ გრძნობებს ვებრძვი? იცი რის ფასად დამიჯდა? გაქცევაც მინდოდა, მაგრამ შენთვის მოცემულ პირობეს ვერ გავტეხდი და მას ჩემი მფარველობის გარეშე ვერ დავტოვებდი. სანდო ხელში კი დამიტოვებია. -მაგას ნუ მეტყვი და თუ გინდა მომკალი. იარაღის ჩხაკუნის ხმა მომესმა. მუხლები მომეკვეთა შიშით მაგრამ შესვლა მაინც ვერ გავბედე, იქ რომ დავენახეთ მართლა გაგჟდებოდა. -მოაშორე. პრობლემებს იარაღით არ ვაგვარებ. -ვიცი, მაგრამ შენ თუ ფიქრობ რომ ჩემი ანასადმი სიყვარულით ჩვენ მეგობრობას რამე დავუშავე, მაშინ მირჩევნია მომკლა. -ცარლი თქვენ ხომ ერთად... თქვენ ხომ არაფერი დაგიშავებიათ? ანუ ჭკვიანად იყავით? – ძლივს მოაბა სათქმელს თავი, თუ რათქმაუნდა მობმა ქვია. -დიმა რას მეკითხები ?! მასე მიცნობ ?! ასე უღირსი კაცი გგონივარ?! – მის ადგილას მე უარეს ვუზავდი. -მართლა რას ეკითხება თაკო სულ გაგიჟდა? – გაფართოებული შეშინებული თვალებით მკითხა ანამ. -არ ვიცი რა გითხრა, მაგრამ უნდა გავუგოთ ძმაა და ღელავს. – ნამუსის გამოწმენდა ვცადე არა და გულში უსაშველოდ ვლანძრავდი. -კარგი ჩარლი, ბოდიში ! მოაშორე ეგ იარაღი ! - მესმის შენი, მაგრამ მაინც ზედმეტი მოგივიდა. ისეთი კარგად აღზრდილი, განათლებული, გაწონასწორებული ადამიანი იყო, უკეთესს ვერც ვინატრებდით ანასთვის, მაგრამ ჩემი ქმარი შეჯდა ვირზე. უაზრო მეგობრობის წესის გამო. არა, სხვა წესებს კი ვეთანხმებოდი, მაგრამ სიყვარული მაინც გამართლებულად მიმაჩნდა. თანაც, მაგის გაკონტროლება ხომ არ შეუძლია ადამიანს და რატომ უნდა იტანჯოს ვიღაცის ხათრის გამო, თუ ეს სიყვრული წმინდაა და არაფერს ასავებს. ასეთივე უდანაშაულო იყო მათი სიყვარულიც. მხოლოდ დიმას „კაცობას“ უშავებდა. -რომ გესმოდეს ახლა ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. – დიმა, შენც ხომ იცი რას ნიშნავს, როცა ვინმე გიყვარს. ხომ იცი რომ მის გამო ყველაფერზე ხარ წამსვლელი ! -ხო, მაგრამ მე ჩემი საუკეთესო მეგობრის და, არ შემყვარები ! -ანუ შენი საუკეთესო მეგობრის და რომ ყოფილიყო მასზე უარს იტყოდი? დათმობდი? შეელეოდი? – საღოლ ანა, ეს რა კარგი ბიჭი აგირჩევია.– აღფრთოვანებულმა ვუთხარი. – ახლა კი დააყრევინა შენს ძმას ფარ–ხმალი. -ვერ დავთმობდი. მასზე უარს ვერავინ და ვერაფერი მათქმევინებდა. -იქნებ, მეც მასე მიყვარს ანა ! ცოტახანს ხმას არცერთი აღარ იღებდა. დავწყდით კარებტან პასუხის მოლოდინით. – ჩარლი, იცოდე არასოდეს აწყენინო, ვერ გაპატიებ. -მაგას მე ვერ ვაპატიებ ჩემს თავს. -კარგი, მაშინ შენ ჩემს ჩამოსვლას დაელოდე. მერე, კი ჩვენთან ანას ხელის სათხოვნელად მოდი. არ მინდა არაოფიციალურ ურთიერთობაში იყოთ. -შევთანხმდით ! -შენს ძმას მგონი, დაუკითხავად გათხოვებები ჰობად ექცა.– გახარებულმა ვუთხარი ანას და შვებით ამოვისუნთქე. -გამათხოვოს ! რახან ერთმანეთს ცხვირ–პირი არ დაამტვრიეს გათხოვება რაღა მოსატანია ! – სიცილით მიპასუხა რახან ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა, უკან ა შეუმჩნებლად წასვლა დავაპირეთ. სხეული ნერვიულობით ისე გვქონდა დაჭიმული ნაბიჯი ძლივს გადავდგით. ცოტაღა გვაკლდა და იწედან ისევე სეუმცნვლად გავიპარებოდიტ როგორც მოვედიტ მაგრამ, ჰოპ! ჩემი სახელი მომესმა. -თაკო ! – ძალიან გაბრაზებული ტონი ჰქონდა. ადგილზე გავქვავდი. მომიახლოვდა. – მე შენ რა გაგაფრთხილე ? ბოდიში ! -ჩარლია, ანა სახლდი წაიყვანე. შენ სხვადროს დაგელაპარაკები ქალბატონო. შენ კი კაბინეტში წამომყევი. – ხელი მომკიდა და ძალით წამათრია. თავის სავარძელში ჩამსვა და ტრადიციულად წინ დამიჟდა. – თაკო რა ქვია ახლა შენს საქციელს? -ბოდიში ხომ მოგიხადე ! – მოვიბუზე, ნაწყენი ჩანდა. -ახლა, შენი აზრით ბოდიშია მნიშვნელოვანი? -არა ! -აბა? -ის, რომ შენს თხოვნას პატივი არ ვეცი და მოღალატესავით მოვიქეცი. -ნუ, მთლად მასე მწვავედაც ნუ შეაფასებ, მაგრამ დაახლოებით ხო. -ძალიან ცუდად მოვიქეცი ხო? -არ შეგეფერება ! -კარგი, პირველია და უკანასკნელი. -მჯერა ! -ისე, ხომ იცი, რატომაც გავაკეთე. -ვიცი ! -დღეს ძალიან ღირსეულად მოიქეცი, ცოტა გადასვლები კი გქონდა, მაგრამ მაინც. -მადლობა ! -ჩარლიც კარგი ბიჭია. იმსახურებს ანას. -მაგიტომ ვატან ! -ისე, მასეთ ადამიანს, რომ დაუტოვე ანა საპატრონოდ,არც ჭკუა აკლია არც განათლება არც გარეგნობა, თანაც ძალიან უხდებიან ერთმანეთს. როგორ არ ივარაუდე რომ შეიძლებოდა ასეთი ფინალი ჰქონოდა? - რაიყო, შხამი მოგეძალა? -რა შუაშია? ჩემთან მაინც აღიარე, რომ ცოტათი შენი ბრალიცაა. -უკვე ვაღიარე. -ხო, მაგიტომაც ატან. – თვალი ჩავუკარი და გემრიელად ვაკოცე. – წავიდეთ ახლა. აეროპორტში ნახევრად მთვრალმა მეგობრებმა გაგვაცილეს და ისეთი გამომშვიდობება მოგვიწყეს, თითქოს სამუდამოდ მივდიოდით. ლილეს ბუნებრივ სიგიჟეს დამატებული ალკოჰოლის დამათრობელი დოზა, რომელსაც თავად მოთელვას ეძახდა. წარმოდგენა არ მქონდა სად იტევდა ეს თითის ტოლა ქალი ერთ ტიკს ღვინოს. ხომ წარმოგიდგენიათ რა სანახაობას მოაწყობდა. თანაც, სხვებიც, რომ მისი ჭკუისანი აღმოჩდნენ. ყველა აიყოლია, სანდროს გარდა. სხვათაშორის ჩემი ძმას და დიმას, ბევრი საერთო თვისება ჰქონდათ. . ამიტომ იყვნენ ერთმანეთის მიმართ დიდი პატივისცემით განმსჭვალულნი. მოკლედ, მასკარადი მოაწყეს. ჩემი ქმარი თვალებატრიალებული იდგა და საყვედურებით მავსებდა– დაგეჯერებინა და კერძო თვითმფრინავით წავსულიყავით, ახლა ამათ ცირკს რა გაუძლებსო. განსაკუთრებით მაშინ აკრაჭუნებდა კბილებს, იქ ნაცნობები რომ ხვდებოდნენ. ფრენის შიში მაქვს. რაღაცნაირად კი ვერევი ხოლმე ამ შიშს, მაგრამ მაინც მირჩევნია ხალხთან ერთად ვიფრინო. ამიტომ ვუთხარი უარი კერძო თვითმფრინავზე. თანაც, სულ არ ვიყავი ნაჩვევი ამხელა ფუფუნებას და არც მჭირდებოდა. მთელი ცხოვრება საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტით ვსარგებლობდი. ბოლოს ვეღარ გაუძლო, სანდროსთან ერთად გაგვეცალა და მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, ჩვენს რეისზე ჩასხდომა, რომ გამოაცხადეს. პირველი კვირა ეგვიპტეში გავატარეთ. ბავშვობიდან განსაკუთრებული ინტერესი მქონდა ამ ქვეყნის მიმართ და როდესაც ჩემმა რაინდმა არჩევანი მე მომანდო არც დავფიქრებულვარ. ვისაც ამ ქვეყანაში უმოგზაურია, აუცილებლად ექნება განცდილი, თუ როგორი შეგრძნებაა, როდესაც გგონია, რომ დროის მანქანით წარსულში მოგზაურობ. იქაურობას ისტორიის ფურცლების სუნი ასდის. ხან ფარაონ ჯოსერის ეპოქაში დააბიჯებ, ხან ხეოფსის და ხანაც დედოფალ კლეოპატრასი. დიდი სფინქსის ქანდაკებას ხომ, საერთოდ აღტაცებაში მოჰყავხარ. ამ ქვეყანამ, განსაკუთრებული სიდიადით შემოუნახა უძველესი მემკიდრეობა მსოფლიოს. აქ, ძველი წელთაღრიცხვა სიმბიოზურად თანაცხოვრობს თანამედროვე ცივილიზაციასთან. ტურის ბოლოს, ეს გასაოცარი შთაბეჭდილებებით ავღვსილი გემი, ქვიშის ზღვაში შევაცურეთ. იდუმალებით მოცულამ, ოქროსფრად მოლივლივე უდაბნომ საბოლოოდ მოიცვა ჩემი გონება და იქიდან წამოსულს უკან დასაბრუნებელი ბილეთი მისახსოვრა. შემდეგი გაჩერება იტალია. მისი ქუჩები ისეთივე ხმაურს გამოსცემს, როგორსაც მისი სავიზიტო ბარათი, „ რომის კოლიზეუმი“ გამოსცემდა სანახაობების დროს. ეს ქვეყანა ერთი დიდი ყიჟინა, სტუმართმოყვარე, თბილი და ტემპერამენტიანი ხალხით. აქ ქაოსი წესრიგშია, წესრიგი კი ქაოსში... კიდევ დიდხას ვიმოგზაურებდით, მაგრამ ორივეს, თბილისში საქმეები გვიხმობდა. დიმამ, კატეგორიულად გამაფრთხილა, ჩვენი ჩასვლის ამბავი არავის უთხრა, აეროპორტში მათი ლანდიც არ დამანახოვო. იმდენი გამოხტომა ვანახე, ლიმიტი ამოწურული ჰქონდა. სხვებისაზე, უკვე აცრილი იყო. ერთი ჩემოდნით წასული, უკან ხუთით დავბრუნდი. რაიმესთვის უბრალოდ, ინტერესის გამოც, რომ შემეხედა მასაც კი მყიდულობდა. ახლობლებისთვის სამახსოვრო საჩუქრებიც არ დამვიწყნია. აქედან, თითქმის ერთი ჩემოდანი ლილეს საკუთრებაში იყო. აეროპოტში ჩემი ძმა დაგვხვდა. რომ ვკითხე მას რატომ დაურეკეთქო, სანდრო სხვა „თემააო“ მიპასუხა. გემრიელად ჩვეხუტე მონატრებულს. ისედაც, ხუთწლიანი განშორებიშ შემდეგ წესიერად არ მყავდა მოსიყვარულებული. თაფლობისთვემ ისეთი მუხტი მომიტანა, მთელი ენთუზიაზმით ჩავები შრომის ფერხულში. რამდენიმე დღე იყო გასული ლილე კი არ ჩანდა. გამებუტა,დაბრუნების შესახებ, რომ არ შევატყობინე. არანაირმა შემორიგების მცდელობამ, რომ არ გაჭრა, ერთ დღეს სამსახურიდან თავად გავუარე და საჩუქრებით მოსყიდვა ვცადე. – სოფია მაგას გადაეცი, დაქალი მოგიკვდათქო ! – გამოსძახა დედამისს, რომელიც კარებში გულთბილად მეხვეოდა. -შემოდი შვილო, ამას ტრადიციულად აჟრიალებს. – ისეთი ტონით თქვა, ჩვენი სიცილი მთელს კორპუსს ესმოდა. -ლილე, ეგვიპტურ–იტალიური ვენოკები მოგიტანე ! - მისაღებში, კედელს მიყრდნობილი ვაკვირდებოდი, როგორ ახდენდა ქალბატონი სიბრაზის აშკარა დემონსტრირებას ცხვირის აბზუებით. „ ვენოკების“ გაგონებაზე მაღლა აქაჩული კისერი, თავის ადგილას დააბრუნა და გვერდულად გამოხედა ჩემოდანს. -ადამიანის დაუფარავად მოქრთამვა, შეუწყნარებელი დანაშაულია! -ამ შემთხვევაში, მიზანი ამართლებს საშუალებებს. -ეს საშუალება, თქვენს მიერ, თქვენივე პროფესიის უგულებელჰყოფაა. -გპირდები, აუცილებლად დავსჯი საკუთარ თავს, კანონის უმაღლესი ზომით ! -თქვენ ახლა, ჩემს მორალურ და სულიერ მხარეზე ძალადობთ . ჩემს მოთმინებაზე ამ ლამზ–ლამაზი საჩუქრებით სავსე ჩემოდნით მანიპულირებთ. – ხელებს მრავალმნიშვნელოვნად აქტრიალებდა ჰაერში. -ქალბატონო ლილე, იქნებ გატყდეს ახლა ეგ თქვენი მოთმინება და აიღოს ქრთამი, თორემ წავიღებ და ვინმე სხვის მორალურ მხარეზე ვიძალადებ. – კიდებ დიდხანს გავაგრძელებდი მასთან სიტყვათა ომს, მაგრამ მოთმინება არ მეყო, სხვა თემის განილვას ვჩქარობდი. -უიმეე ! უჟმური ! მომეცი ერთი ვნახო რაები ჩამომითრიე. ჩემოდანი მობეზრებულად გამომართვა და დივნისკენ წააფხოკიალა. მის შემხედვარეს სიცილით ყბები დამეჭიმა. ყოველ შემდეგ საჩუქარზე მის სახეზე მოჩვენებით სიბრაზე უგზო–უკვლოდ იკარგებოდა. ბოლოს გახარებული, მადლობებით მომვარდა და ლამის გამგუდა ხვევანა–კონცით. -ანუ შევრიგდით? – ჩემზე შემოხვეულს ცალი თვალიტ გავხედე. -მოიცა, ჩვენ რა გაბუტულები ვიყავით? – თატრალურად, გაოცებული სახით შემომხედა. -უი, არა ! რაღაც ამერია მგონი. – დამანჭული მიმიკით გავეპასუხე. -ნეტა როდის დალაგდები ?! აბა, მომიყევი, როგორი იყო? -ძალიან კარგი, მაგრამ მაგაზე ცოტა მოგვიანებით. ახლა სხვა რამეს განვიხილავთ. -ვცნობ შენ ტონს, საეჭვო გადასვლა გქონდა. -საეჭვო ამბავი უნდა გითხრა და იმიტომ. -ბავშვებო, ეს ყავა თქვენ! მე სამსახურში მივდივარ. – სოფიამ ორივე დაგვკოცნა და მარტო დაგვტოვა. -მოყევი დროზე, დამელია სული. -ქორწილის დღეს რაიმე საეჭვო ხომ არ შეგინიშნავს? ანუ, ჩემს ჩანთასთან, ან ჩვენს მაგიდასთან ხომ არ მისულა ვინმე ისეთ დროს, როცა იქ არ ვიყავით? -არაფერი. ისედაც, იმდენი ხალხი იყო, მაგის შემჩნევას ვერც შევძლებდი. რატომ მეკითხები? - ვიღაცამ ჩანთაში ეს ჩამიდო. – ყუთი ვაჩვენე წერილთან ერთად. -ეს, რა ჯანდაბაა თაკო ! ვის უნდა ჩაედო, ან რა წერილია ?! – თეთრმა ფერმა გადაუარა სახეზე. -ან ნინას, ან ნიკას. -ხომ მაგრამ რაში სჭირდებათ? თან ორივე, იცნობს დიმას და ისიც ეცოდინებოდათ, რომ ამისთვის ცოცხლად ჩამოტყავებს. -რომელსაც არ უნდა ჩაედო, დიდი ალბათობით ივარაუდა, რომ დიმას არ ვაჩვენებდი. ამიტომ, მე უფრო ნიკა მგონია. -შენ რა, დიმას არ ეტყვი? -ლილე, სწორად აღნიშნე, რომ გაიგოს ცოცხლად ჩამოტყავებს. -ხო, მაგრამ მერე რომ გაიგოს, შენ გაგიბრაზდება. თანაც არ ვიცით, ეგ წერილი, რა მნიშვნელობის მატარებელია! -დიდი სცოდნა არ ჭირდება. ამ შავი ფერის გულსაბნევსაც თავისი დატვირთვა აქვს და ამ სიტყვებშიც არაფერია ძნელი დასაშიფრი. -აგატა კრისტის, დეტექტივივით ნუ საუბრობ, თუ ქალი ხარ! დაკონკრეტი! -შავი გლოვის სიმბოლოა და არ გაპატიებ –არ შეგარგებ, უხეშად რომ ვთქვათ. ანუ, მაგ ბედნიერებას გაგლოვებო. -ისე მშვიდად საუბრობ, გეგონება შენსას კი არა, ვირაცის ამბებს განვიხილავთ. – ნერვიულობისგან თმებს დაუწყო წვალება. -აბა ისტერიკა, რომ დავიმართო რა შეიცვლება? -ახლა დიმას, რომ ხედავდე ვინმე ქალთან მოსაუბრეს სრული ისტერიკა გექნება და ასეთ რაღაცას მეუბნები ისე, რომ ნერვი არ გიტოკდება. რანაირი ადამიანი ხარ ვერ გავიგე. მე ლამისაა სისხლი გამეყინოს. -მთლად ასე მშვიდადაც არ ვარ, უბრალოდ არ მეტყობა. ასეც უნდა იყოს! -ხანდახან უსისხლო მგონიხარ. ახლა რაღაცნაირად შენს სტუდენტობას დაემგვანე. ისე, რომ ვიცოდე რას აპირებ? -იმდენად მჭამს სურვილი, რომ არ გავარკვიო ვერ მოვისვენებ. -თაკო, დიმას გარეშე მოქმედებას თუ აპირებ, მე მხარს ვერ დაგიჭერ. აუცილებლად მიხვდება. მთელს ქვეყანაში აქვს კავშირები და შენი აზრით ისე გაარკვევ, რომ მის ყურამდე არ მივა? -ოხ, მაგ და მაგის კავშირები. სად ვიპოვე ეს ძლევამოსილი კაცი. – უცებ, ძალიან მომენატრა. მისი ჩახუტება მომინდა და ჩემს სურვილებზე გამეცინა. – ჯერ შედარებით შეუმჩნევლად, სტუმრების სიით დავიწყებ. ქორწილის ვიდეოც მზად იქნება. შენთან წამოვიღებ და ერთად ვუყუროთ. იქნებ ისეთი რამ ვიპო, რაც დამეხმარება. მაგრამ მეორე ვარიანტია– თუ ეს ყუთი ჯვრისწერის, ან ფოტოსესიის დროს ჩადეს, ამ შემთხვევაში ნამდვილად ვერაფერს გავიგებ. -ნუ შერლოკ ჰოლმსობ თაკო, გთხოვ ! რაში გჭირდება, როცა გვერით ისეთი კაცი გყავს, რომელსაც მარტივად შეუძლია მაგის მოგვარება?! უთხარი რა! -სანამ სიმართლეს დაადგენს, გზად ყველაფერს წალეკავს. ის ასეთ საქმეებს მარტივად არ აკეთებს, ჩემნაირი არა. ამიტომ არ მინდა, შარს გადაეყაროს. -ამ ძიებაში რამე, რომ დაგემართოს? თუ მაგ წერილის გამოგზავნა გაბედა, არც მაგაზე დაიხევს უკან. აი, მერე კი მართლა წალეკავს ყველაფერს შენი ქმარი და შენც არასდროს გაპატიებს. -შენ ახლა, სიღრმინად ამოქექილი არგუმენტების ნაცვლად, შემართების გაძლიერებაში უნდა მეხმარებოდე. -იმ თაკოს, რომელსაც მე ვიცნობ, არავინ და არაფერი სჭირდება შემართების გასაძლიერებლად თუ იცის, რომ სწორად იქცევა. მაგრამ შენც, რომ არ ხარ დარწმუნებული შენს საქციელში, საქმეც მაგაშია. -მეგობრის თანადგომა, მაინც მნიშვნელოვანია ! -გეთანხმები, თუ რათქმაუნდა თანადგომა ხიდიდან გადახტომაში დასახმარებლად არ გჭირდება ! - ლილე, ან ზედმეტად ადრამატიზებ მოვლენებს, ან რაღაც იცი და არ მეუბნები ! - აქამდე, იმიტომ არ გითხარი, რომ არ ჩავთვალე საჭიროდ არ მინდოდა ტყუილად ამეფორიაქებინე. ახლა კი ვფიქრობ, მნიშვნელოვანია. –დამნაშავესავით დაიწყო საუბარი. – ნიკა დამეკონტაქტა, დაახლოებით ორი თვის წინ. თავიდან, უბრალო მეგობრული მოკითხვით დაიწყო, მერე კი, შენზე კითხვებს მოუმატა. იმდენად ოსტატურად იქცეოდა, პასუხის არ გაცემაც მეუხერხულა. რათქმაუნდა არაფერს ვეუბნებოდი გარდა იმისა, რომ ბედნიერი ხარ. სახლში მისვლამდე, ჩემი კორპუსი ხომ უნდა გაიაროს და რამდენჯერემე, ვითომ შემთხვევით დამინახა და გამომელაპარაკა. მოკლეთ სულ თქვენი ამბებით იყო დაინტერესებული. ერთხელ ვუთხარი: ასეთი ინტერესი გათხოვილი ქალისადმი ცუდიათქო. თუ ის ქალი ამად ღირს, ცუდსაც არაუშავსო, მიპასუხა. მერე, ყველანაირად რომ ავარიდე თავი შემეშვა. ახლა შენ დაასკვენი, რას უნდა ნიშნავდეს მისი საქციელი?! – ავადმყოფია ლილე ! – დაუფიქრებლად წამოვიძახე.– ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს, მაგრამ მგონი, ჩემთან კი არა, დიმასთან მიმართებაში. -ის ხომ, მისი ბავშვობის მეგობარი იყო?! -ზუსტად მაგ ბავშვობიდან მოდის ეგ პრობლემები სავარაუდოდ და დიმასაც აუცილებლად ეცოდინება, მაგრამ მასთან ნიკას ხსენება ომის ტოლფასია. უკვე მართლა აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. -უთხარი ! -მოდი ცოტახანს დავიცდი. იქნებ ყველაფერი მშვიდად გაგრძელდეს. არ მინდა, ტყუილად დავძაბო სიტოაცია. კარგი, წავალ ახლა ! -გამომძიებლობანა არ ითამაშო, გთხოვ ! – მომაძახა, როდესაც კიბებეზე ჩავდიოდი. ლილეს მონაყოლის მერე თავგზა ამებნა. აშკარად ჩემით, ან დიმათი, შეპყრობილ ადამიანთან გვქონდა საქმე. სხვანაირად ვერ გაბედავდა ჩვენს ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას. მშვენივრად იცნობდა ჩემ ქმარს, შეიძლება ჩემზე უკეთესადაც კი და მას, კარგად უნდა სცოდნოდა თუ, რისი გაკეთება შეეძლო ამ ამბების გაგების შემთხვევაში. სავარაუდოდ, წვეულებაზე მისი ცემის უფლება, რომ არ მივეცი, ჩათვლა რომ ახლაც არ ვეტყოდი სიმართლეს და ვაი, რომ მართალი იყო. ან კიდევ, დიმას მიერ მამამისისთვის მიცემული პირობით ანუ, მისი ადამინობითა და კაცობით სარგებლობდა. მეც ამიტომ ვერ ვეტყოდი. გაბრაზებულზე რამე სისულელე, რომ გაეკეთებია მერე, მთელი ცხოვრება ინანებდა. – ფუ მართლა, რა არაკაცია ! მისი დამპალი სიცოცხლის გამო საყვარელი ადამიანი, როგორ უნდა მოვატუო?! – კიბეები გაცოფებულმა, ლანძღვით ჩავიარე. სადარბაზოს ოდნავ გავცდი. ამ უსინდისოს მანქანა, რომ შევნიშნე. ისეთი უცნაური ფერის იყო, ყოველთვის ვცნობდი. ნამდვილად იცოდა იქ, რომ ვიყავი და მიცდიდა. დენდარტყმულივით შემაქანა. მასთან შეხვედრას და საუბარს გულის სიღრმეში კი ვგეგმავდი, მაგრამ იმწუთას ისე შემზიზღდა, რომ მენახა აუცილებლად თავს გავუტეხდი. აჩქარებული ნაბიჯებით გავემართე ჩემი ავტომობილისკენ. გამომყვა. სისხლმა ამომასხა. ისე გავბრაზდი თავად გადავწყვიტე მისკენ წასვლა და გამოლანძღვა. ის იყო უნდა მივბრუნებულიყავი, ჩემი მეუღლე გამოჩნდა. ერთი წუთიც რომ დაეგვიანა და ერთად დავენახეთ არც მტყუან–მართლის გარჩევას დაიწყებდა და არც მიზეზების კითხვას. მტერს, იქ ამბებს დაატრიალებდა. ეს რომ გავიაზე შიშმა ამიტანა. სწრაფად ჩამოქვეითთდა და ჩემთან მოვიდა. -თაკო, რატომ კანკალებ? – შეშინებულმა მკითხა. -ძალიან შემცივდა ! – მართლაც ციოდა და წესით უნდა დაეჯერებინა. -შენი სახე შეცივნულს არ გავს ! -ლილედან მოვდივარ და აბა სხვა, რა მიზეზი უნდა მაკანკალებდეს? აქ კიდევ დიდხანს თუ გამაჩერებ ლოლოები დამეკიდება. – ვეცადე დამაჯერებლად გამომსვლოდა, თუმცა უშედეგოდ. -ვინმე დაინახე? აი, აქ კი მივხვდი,მანაც იცოდა ნიკას ეს გზა,რომ უნდა გაევლო. არემარე ზედმეტი ინტერესით მოათვალიერა. მუხლები მომეკვეთა, ვაი თუ დაინახოსოთქო. ჩემი მზერა მისას ავაყოლე. უცებ შეჩერდა. გავშეშდი, სუნთქვა ერთიანად შემეკრა. სწრაფად მივეწიე ხედვაში და ჩემდა ბედად იქ, აღარავინ ჩანდა. სიმწრით დაგროვილი ჰაერი ერთიანად გამოვუშვი. –ლაჩარი ! – ჩუმად ცავილაპარაკე. ამჯერად მე შემომხედა დაეჭვებით. ვეცადე ნერვიულობით აშლილი ყველა მიმიკა წამში დამელაგებინა და კეკლუცურად გავუღიმე. -რაღა არ მომწონხარ. ახლა კი დაჯექი მანქანაში და არ გეგონოს შენი ნათქვამი დავიჯერე. -ჩემი ვის დავუტოვო აქ? – თითქოს მეტი სადარდელი არ მქონდა. -მოაკითხავენ. დავჯექი და გავიტრუნე. ყველა ნერვული დაბოლოება, სახიფათო იმპულსებს მიგზავნიდა ტვინში და მერე, სულსაც მიფორიაქებდა. რაიმე, კიდევ რომ ეკითხა, ნამდვილად ვეღარ შევძლებდი მოტყუებას. ამიტომ ბოლო ძალამოკრებილამ სხვა თემაზე წამოვიწყე საუბარი. –დიმა, ნეტავ ნინა ხომ კარგად არის? იმდენი ხანია არ გამოჩენილა მიკვირს. – ისე დაამუხრუჭა საბურავების სუნი სალონში ვიგრძენი. -დავურეკო ლილეს თუ თავად მეტყვი რა გჭირს? -როგორ იქცევი, ახლა შენ ? -მე, როგორ ვიქცევი? თაკო, რამე დალიე? მთვრალი ხარ? -არა ! ხომ იცი იშვიათად ვეკარები ალკოჰოლს. -მერჩივნა კი გეთქვა, გამართლებას გიპოვნიდი. – ისევ დაძრა მანქანა და ცოტახნიანი დუმილის შემდეგ, კვლავ იფეთქა. –რა შუაში იყო ახლა ნინა? ან რატო უნდა მაინტერესებდეს სადაა? მე, რა მისი ძიძა ვარ? -კარგი, ისე ვიკითხე უბრალოდ გამახსენდა. -უბრალოდ? ხანდახან მგონია, რომ შარს ეძებ ! -გგონია! ხმა აღარ, ამომიღია. რომ გითხრათ გაუაზრებლად ვახსენე ნინათქო, მოგატყუებთ, მშვენივრად გავიაზრე. ამ სახელით, ისე ოსტატურად გადავფარე ცოტახნის წინანდელი ამბები, რომ ჩემთვის კითხვის დასმის სურვილი აღარ გაუჩნდებოდა. ყოველშემთხვევაში დროებით. მანამდე კი დამშვიდებას და რამის მოფიქრებას მოვახერხებდი. ეზოში სწრაფად შეიყვანა მანქანა და ისე გადავიდა არც კი დამლოდებია. – ნიკა შენ თუ ეს დღე არ განანო...რა სისულელე მათქმევინე.– გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე და უკან დავედევნე. სახლში შესულებს ანა, გაოცებული სახით შეგვეგება. –რატომ მოხვედით, რესტორანში ხომ მიდოდით სავახშმოდ? -გადავიფიქრეთ ! – მკაცრად უპასუხა დიმამ. გულში რაღაც ჩამწყდა. ანამ კითხვის თვალებით შემომხედა და მეც ასევე თვალებითვე დავამშვიდე, არაფერიათქო. აი, თურმე, რატომ მომაკითხა ლილესთან. ისე მეწყინა, იმ ავადმყოფის გამო რომ ვაწყენინე, ჩემი თავის გაგუდვა მომინდა. როგორ უნდა მომეხადა ბოდიში, როგორ ამეხსნა, რატომ ვახსენე იმ ქალის სახელი, რომელიც არცერთს არ გვეხატებოდა გულზე? ... ყველაზე რთულია ადმიანს ტყუილის თქმა, რომ გიწევს და სულაც არ აქვს მნიშვნელობა ეს ზრახვები, კეთილია თუ ბოროტი. ვინ გადაწყვიტა, რომ ეს კეთილია? მე? და რატომ? მხოლოდ იმიტომ რომ, დამეცვა? – ნამდვილად იყო ჩემი მიზანი ეგ. მე ამ ტყუილში, ჩემი სიმართლე მქონდა, მგრამ ტყუილი, მაინც ტყუილია. ნახევარი საათიც არ იყო გასული და უკვე სული დამიმძიმა, უკვე ჩვენს ურთიერთობაში პრობლემა მოიტანა. მიღირდა კი ამად? იქნებ ჯობდა გაეგო და ქვეყანაც დაენგრია, მაგრამ მე მის წინაშე პირნათელი ვიქნებოდი. ყოველივე ეს გააზრებული მქონდა, თუმცა ამ ტყუილში, ჩემი სიმართლე უფრო სწორად მიმაჩნდა. მძიმე ნაბიჯებით შევედი ოთახში. ვერანდაზე მოესწრო გასვლა. ან ფიქრებს ალაგებდა ან სათქმელს. სხვაგვარად ისეთ სიცევეში იქ არ გავიდოდა. -შემოდი გთხოვ, გაცივდები ! მობრუნდა, ცოტახანს მიყურა, მერე გვერდი ამიარა, დივანზე ჩამოჯდა და მუხლებზე დაილაგა იდაყვები. ასე მაშინ იქცეოდა, როცა ჩემი საქციელებით ცუდად გაკვირვებული იყო. თავის მოძრაობით მანიშნა მის წინ დავმჯდარიყავი. თქმას არ ჩქარობდა, მაგრამ ისე მიყურებდა პირდაპირ თვალებში, ასე მეგონა ჩემში ყველა კუთხე–კუნჭული მზერით მოიარა. ყველაფერი მეწვოდა. -თუ შენს საქციელს, რაიმე ახსნა აქვს გისმენ ! -ვერ ვხვდები, რატომ ანიჭებ ახლა ამხელა მნიშვნელობას ჩემს ნათქვამს?! -რომ არ ვიცოდე, გვერდით როგორი ცოლი მყავს არ მივანიჭებდი. ზედმეტად ჭკვიანი ხარ საიმისოდ, ვინმეს სახელი გაუაზრებლად ახსენო. – და შენ რატო ხარ ამდენად ჭკვიანი, რომ ყველა ჩემი ქმედება გაშიფრო? გულში უხმოდ ვყვიროდი. -რაც არ უნდა იყოს მაინც ქალი ვარ და მახასიათებს გაუაზრებელი ქმედებები. ბევრი მაგალითის მომსწრე ხარ. -თაკო, მორჩი... მორჩი! მაშინდელ შენ საქციელებსაც კი, თავისი მიზეზი და აზრი ქონდა და ეს ორივემ მშვენივრად ვიცით. -დიმა, რა გაყვირებს? – პირველად დამიყვირა. -ნუ მასულელებ ! ყველაზე მეტად ვერ ვიტან ტყუილებს ! საშინლად მეწყინა, მისი ყვირილც და ჩემი ტყულიც. ამ ხნის მანძილზე პირველად ავტირდი მწარე ცრემლებით. ხმაურზე ნანა შემოვარდა. -ბავშვებო, რა ხდება ? შვილო , რატომ ყვირი? -ნანა გადი ! – შედარებთ დამშვიდებულმა უთხრა. -დიმა, ის ტირის ! – ასეთი მკაცრი ხმა პირველად გავიგონე მისგან. ნანას სიტყვებზე ჩემსკენ მოტრიალდა. გვედზე გავიხედე. სახეზე ხელი მომკიდა თავისკენ შემაბრუნა, რომ დამინახა სახე გაებზარა. ისე ღრმად ამოისუნთქა, ლამის გული ამოაყოლა. -ნანა გთხოვ, გადი ! – უხმოდ გავიდა. ყელში ბურთი გამეჩხირა. მახრჩობდა. ახლა, სიმართლის თქმა რომც მდომოდა მითუმეტეს ვეღარ ვეტყოდი. ძალით ამოწიწკნილ სათქმელს დაემგვანებოდა და უფრო მეტად შეუფერებლად მიმაჩნდა. გავქვავდი. გაუნძრევლად მუჭისისხო ცრემლებით ვტიროდი. -გთხოვ, გაჩერდი თორე, თავი შემძულდება ! არ შემეძლო იმ წუთას გაჩერება, ვეღარ ვაკონტროლებდი ემოციას. ჩემდა უნებურად მეტირებოდა. ჩემი ხელები დაიჭირა და მოფერება დაუწყო. ამაზე ასმაგად ამიჩუყდა გული. ჩემი ბრალი იყო და კიდევ ის გრძნობდა თავს დამნაშავედ. თუმცა, დაყვირება ზედმეტად უხეშად და ხმამაღლა მოუვიდა. იმდენად არ ველოდი მისგან, იმდენად მეწყინა, ვერც დამშვიდება მოვახერეხე და ვერც სიტყვის თქმა. უცებ წამოვხტი, აბაზანაში ჩავიკეტე, მისი ხალათი ჩავიხუტე და ბოლო ხმაზე ავღრიალდი. დიდხანს ვიყავი ასე . ისიც უხმოდ, კართან მიცდიდა. ბოლოს, რომ აღარ გამოვედი წავიდა. გამეხარდა კიდეც, იმ მომენტში მისი ნახვა არ შემეძლო. ყველა გრძნობა ერთიანად მჭამდა შიგნიდან. დაღლილი და სახეწაშლილი საწოლამდე მივლასლასდი. ნანაც მალე შემოვიდა. არაფერი უკითხავს, უთქმელად მომიჯდა და ჩამიხუტა. ვგრძნობდი, თვითონაც, როგორ ღვრიდა ცრემლებს . არ მახსოვს როდის ჩამეძინა. ვიდრე დიმა არ დაბრუნდა გვერდიდან არ მომშორებია. მის გულზე ჩახუტებულს მეძინა და რომ გამომეცალა ოდნავ შევიღვიძე. -როგორ არის? – ჩუმად ჰკითხა. -ტირილში ჩაეძინა. - მადლობა ! – წარმოვიდგინე, როგორი თბილი თვალებით შეხედა. -ჩემთვის ის, ისეთივე შვილია, როგორც შენ და ანა. მადლობა მეორედ არ მითხრა. -კარგი ! -დიმა, არ ვიცი რა მოხდა თქვენ შორის და არც ვაპირებ ჩავერიო, მაგრამ მის წყენას ვერ ავიტან. ცამდე მართალიც რომ იყო, მის ცრემლებად არ გიღირდეს. -ვიცი ნანა, ვიცი ! -ხვალ, მის სახეს ღიმილი დაუბუნე, გთხოვ ! საბანი შემისწორა, თავზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. ჩემი დარდის მიზეზი კი, დივანზე ჩამოჯდა. თვალი ჩუმად გავაპარე მისკენ. სახე ხელებში ქონდა ჩარგული. მთელი სხეულით ვგრძნობდი, როგორ ტკიოდა ჩემს გამო, როგორ ჯავრობდა და გულში ათას ბოდიშს მიხდიდა. ამის გააზრებაზე, სხეულში უფრო ღრმად იდგავდა სინდისის ქეჯნა ფესვებს და ყელში მოწოლილ ბურთს გაზრდაში ეხმარებოდა. ცოტანში ადგა ჯერ, შორიდან მიყურა, მერე ჩემს წინ ჩაიმუხლა. სუნამოს, თამბაქოს და ალკოჰოლის სუნი ერთმანეთში აირია და მისი ჩახუტების სურვილი ამიწვა. თმებზე მომეფერა. მერე მუჭით აიღო და სახესთან მიიტანა. ისე ჩაისუნთქა მეგონა შემისრუტავდა. – ყველაზე სასიამოვნო სურნელი გაქვს ამ ქვეყნად. – თბილი, ჩურჩულის ტონით დაიწყო. სიმთვრალე საგრძნობლად ეტყობოდა. – ჰაერსაც კი დავთმობ მის გამო... თაკო, რატომ ხარ ასეთი რთული ? ... ძალიან კი ცდილობ არ შეგეტყოს, მაგრამ ხანდახან არ გამოგდის. საოცრად კეთილი ხარ, თავისუფალი, მზრუნველი, მაგრამ კიდევ გაქ შიგნით სამყარო რომელიც მარტო შენია. ვეჭვიანობ მაგაზე, ძალიან ვეჭვიანობ... რატომ არ მაძლევ უფლებას შენ სულ, სურვილებს და გრძნობებს ბოლომდე ჩავწვდე? რატომ გგონია, რომ მაგ სამყაროს გაგება, სადაც მარტო შენ შეხედულებებზე გაქ ყველაფერი აგებული მე არ შემიძლია? რომც ვერ შევძლო, მაინც არ გთოვ, რამე შეცვალო... გინდა, მარტო შენთვის დაიტოვო ? დაიტოვე... ოღონდ არ მისცე უფლება რამე გააფუჭოს... იმდენი ადამიანი მინახავს ცხოვრებაში და მითუმეტეს იმდენი ქალი, არ მეგონა ჩემზე გაცილებით პატარა გოგოში კიდევ რაიმე თუ გამიკვირდებოდა. რაც არ უნდა ძალიან ვეცადო შენს ბოლომდე გაცნობას, ახლა ზუსტად ვიცი, არასდროს არ გამომივა შენ თუ არ მომცემ ამის საშუალებას... რა გემართება ჩემთან ? ... ნეტავ იცოდე ახლა როგორ მტკივა, როგორი არაკაცი მგონია ჩემი თავი. თითოეული ცრემლი ტყვიად მხვდება, რაც მაგ ლამაზმა თვალებმა დაღვარა. პატიებასაც ვერ გთხოვ, არ მაქვს უფლება ! – წამოდგომა დააპირა. მერე, უცებ შეჩედა და ვიდრე სააბაზანოსკენ წავიდოდა ბოლო სიტყვები დამიტოვა.– კარგია, რომ გძინავს, რადგან ამას პირისპირ ვერასოდეს გეტყვი– სულ გეუბნები, რომ არასოდეს გაგიშვებ, გატყუებ! მე, შენს გაშვებას მხოლოდ მაშინ შევძლებ, თუ მეცოდინება, რომ ჩემს გვერდით ყოფნა ტკივილს მოგაყენებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგელევი. მაგრამ შენ, რომ წახვალ, მე ცოცხლად მოვკვდები. ვიდრე ის საუბრობდა მე სუნქვა შევწყვიტე. ბოლო სიტყვებზე კი ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს, ჩემმა სულმა სხეული დატოვა. ყველა უჯრედი გავთიშე, რომ რაიმეზე არ მეფიქრა. არადა აზრები, არმიებად იდგნენ რიგში. იმ წუთას ეს, რომ არ გამეკეთებია ვერ გავუძლებდი. ერთადერთი რაც ტვინამდე მივიტანე იყო, სიტყვები „სამყარო, რომელიც მარტო შენია“ ... იმ წუთას ზუსთად იმ სამყაროში წავედი, რომ დავმშვიდებულიყავი და მერე, ჩემს ტყავს დავბრუნებოდი... აბაზანიდან გამოსულმა კიდევ რამდენჯერმე შემავლო თვალი და მერე გვერდით ფრთხილად მომიწვა, ჩემსკენ გადმობრუნდა და სახე ახლოს მომიტანა. აუტანლად ძნელი იყო მისი სიახლოვე. გული ყელში მიცემდა. ისე ხმაურობდა შემეშინდა, მიხვდებოდა, რომ არ მეძინა. კვლავ თმებზე მომეალერსა. მთელი სხეული მის ჩახუტებას მთხოვდა, მე კი უკანასკნელი ძალით უკან ვექაჩებოდი. არ მქონდა უფლება, მერიდებოდა მისი. თან რაიმე, რომ ეკითხა პასუხსაც ვერ გავცემდი. – გული, არასდროს გვემორჩილება ხო? ახლა დამშვიდდი, ხვალ ვისაუბროთ. მისმა ხმამ, სხეულში მრავალჯერ დავლილი ჟრუანტელი წრეზე დაატრიალა. ასე, გულისა და გონების ბრძოლაში, როგორღაც გამოვათნე. მშვენივრად ვხვდებოდი, წინა დღის მოვლენები, დიდი პრობლემების დასაწყისი იყო ჩვენს ურთიერთობაში. მას, რომ გაეღვიძა მე, უკვე მოწესრიგებული ვიჯექი მისგან ზურგით, საწოლზე. გაუნძრევლად იწვა, თუმცა მაინც მივხვდი, არ ეძინა. მისკენ არ გამიხედავს ისე, ყოველგვარი შესავლის გარეშე დავიწყე: -დიდი ხანია ვხვდები, ბაკურიანში მომხდარი, საბაბი იყო, ჩემს ცოლად მოსაყვანად. იმასაც ვხვდები, ეს ამბავი გაცილებით ადრე დაიწო და ალბათ, სერიოზული მიზეზიც გექნებოდა, მაგრამ შენი აზრით, მე ეს ყველაფერი არ უნდა ვიცოდე? ... ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის შესახებ მიმალავ სიმართლეს. ამის გამო ოცდაორი წლის ასაკში მომიწია გათხოვებამ. ისეთ დროს, როცა ეს დაგეგმილი კი არა, თავში აზრად, წამითაც არ მქონდა გავლებული. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე შორეული გეგმა იყო. მომკიდე ხელი და ყველაფრის აუხსნელად გამათხოვე. ყველა ჩემი გეგმა, ერთ დღეში ამოტრიალდა. დიმა, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას უჩემოდ მიიღებდი, ხომ ჯობდა ჩემთვის აგეხსნა და მერე ერთად გადაგვეწყვიტა ღირდა, თუ არა?! ნამდვილად ჯობდა, მაგრამ შენ ასე არ მოიქეცი რადგან ფიქრობდი და ახლაც ფიქრობ, ამის არ თქმა უფრო სწორი იქნებოდა და ამით მე მიცავ. – ვცდილობდი მისი წუხანდელი კითხვებისთვის ცოტათი მაინც, შემოვლით ისე მეპასუხა, ვერ მიმმხვდარიყო, რომ გავიგონე. – თაკო, საით მიგყავს ეს საუბარი? – გატეხილი ხმით მკითხა, ერთიანდ ფამოფხიზლდა და ადგა. – არსად არ მიმყავს, უბრალოდ რაღაცის ახსნას ვცდილობ. რთული ყოფილა. ვერასდროს მოამზადებ წინასწარ სიტყვას, როდესაც შენს თავზე და გრძნობებზე საუბრობ. არ გავს იმ გამოცდლებას, რომელიც აქამდე სიტყვით გამოსვლის დროს მიმიღია. თავს ძლივს ვუყრი და გთხოვ, მაცადე ! – რამეს ნანობ? – არაფერს და არასოდეს ! არ ვიცი რას გეტყვი, ისიც არ ვიცი შენ როგორ გაიგებ, მაგრამ ერთი რამ თავშივე იცოდე, შენთან გატარებულ ერთ წამსაც არ ვნანობ. ახლა გავაგრძელებ, რამდენად დალაგებულად არ ვიცი, მაგრამ მინდა სწორად გაიგო. – ვეცდები ! – მე, შენი მესმის. მე, შენი ამ ნაბიჯის გაგება შევძელი და არასდროს დამცდენია საყვედური. არ გეთანხმებოდი, არც ახლა არ გეთანხმები, მაგრამ მესმის. თუმცა არ ნიშნავს, რომ ამან ჩემზე გავლენა არ იქონია... რამდენჯერაც გკითხე, იმდენჯერ უარი მითხარი მოყოლაზე, თუცა არ დაგიმალავს რაღაც, ნამდვილად რომ იყო. იცი რატო არ დამიმალე? მიუხედავად იმისა, ზოგჯერ უცნაური საქციელები მახასიათებს და რაციონალურ საზღვრებს ვცდები, მაინ იცოდი, დიდი ინტერესის მიუხედავად არ ჩაგეძიებოდი და შენს უთქმელად გაგებას შევძლებდი. ამის გამო არც ვიყვირებდი, არც ისტერიკას მოვაწყობდი და არც იმას გეტყოდი, რომ მასულელებ. დიმა, მე ძალიან მინდა ვიცოდე, მაგრამ მაინც მესმის და არ გაძალებ, სანამ თავად არ გადაწყვეტ მოყოლას. მესმის, რომ მიცავ, არვიცი რისგან, მაგრამ შენ რახან ასე თვლი ესეიგი მართლაც ასეა საჭირო... მე ამ ყველაფერს ხაზი მაშინ გადავუსვი, როდესაც ჩემ თავთან ვაღიარე, რომ მიყვარხარ და იმაზეც თანახმა ვარ, რომ არასდროს მითხრა... მოდი, ახლა ადგილები გავცვალოთ და გკითხავ, თუ შენ შეგიძლია რაღაც არ მითხრა, მე რატომ არ შემიძლია, თუ ჩემი მიზანიც იგივეა? თავადვე გიპასუხებ, იმიტომ, რომ მე ქალი ვარ. შენზე გაცილებით სუსტი პირდაპირი გაგებით, პიროვნულად და სტატუსითაც. მე შენი დაცვა არ შემიძლია... ასე ფიქრობ ხო? – დაველოდე, მაგრამ პასუხი რომ არ გამცა და ეს სიჩუმე კის ნიშნავდა, ცოტა ხმამაღალი ტონით ვუთხარი. – მე არ ვარ სუსტი დიმა ! მე არ შემიძლია მუდმივად შენი ჩრდილის ქვეშ ცხოვრება. მე ყოველ დაბრკოლებაზე შენთან არ მოვირბენ და შენს ზურგს არ ამოვეფარები. ეს ჩემს შინაგანს ეწინააღმდეგება... მარტო შენ ვერ იზრუნებ... თუ ზრუნვა და დაცვაა მაშინ მხარდამხარ იყოს... დიდი პაუზებით ვსაუბრობდი. ისე ვნერვიულობდი ყელი გამიშრა. წყლით სავსე ჭიქა მომაწოდა. გამოვართვი და ლამის ერთ ყლუპზე გამოვცალე. მთელი ეს დრო მოთმინებით მისმენდა. –დამშვიდდი და განაგრძე ! – მისი ხმაში იმხელა ზრუნვა იგრძნობოდა იმედი მომეცა, ჩემს ნათქვამს სწორად იგებდა. – არასდროს მიფიქრია, რომ ვიღაცითვის ანგარიში უნდა ჩამებარებინა და ჩემი წესები მისასთან შემეთავსებინა. ახლა მიწევს და ვცდილობ ვისწავლო. ვცდილობ, შენთან ერთად ცხოვრება ვისწავლო.ვიცი, არ გამომდის, არ ვარ კარგი ცოლი. რაც არუნდა ძალიან ვეცადო, მაინც რაღაც მექაჩება უკან. ჯერ კიდევ ჩემ თავთან რაღაცეებზე ვმუშაობ.ბევრი რამის ერთად გადახარშვა მიწევს და ამ დროს ერთმანეთში ვირევი. დამიჯერე არ არის ადვილი ... – თაკო, მე შენთვის არ მითხოვია იდეალური ცოლი იყო. არასდროს გთხოვ გახდე ისეთი, როგორიც არ ხარ. – ვიცი არ გითხოვია, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავ,არ გინდა? როგორია შენთვის იდეალური ცოლი დიმა? – ისეთი, როგორიც მიყვარს ! მე შენგან მხოლოდ ერთს ვითხოვ, არ მომატყუო. – ამ ქვეყნად ყველაზე ნაკლებად შენი მოტყუება მინდა. – აბა, რატომ არ მითხარი გუშინ? – იცი, რატომ არ გეუბნები თუნდაც იმას, რომ „რაღაც“ მოხდა? მეშინია, რადგან შენ მხოლოდ ამ სიტყვებს არ დასჯერდები და ბოლომდე გარკვევას მოინდომებ. არ დამაცდი თავად გადავწყვიტო, როდის გეტყვი სრულად... ეს ერთი და მეორე– ახლა, ის რომ გითხრა რის გამოც გუშინ ერთმენეთი ასეთ მდგომარეობამდე მივიყვანეთ, იცი რას გააკეთებ? ისე მოაგვარებ მე გვერდზე გამწევ, მეტყვი, ამ საქმეში არ უნდა ჩავერიო და რომ მიცავ. მერე წახვალ და ქვეყანა გადაატრიალებ...მე ამჯერადაც არ შეგეწინააღმდეგები, გაგიგებ მაგრამ მერე, სადღაც აუცილებლად ამოხეთქავს...ჩემი თავი მარტო მე, რომ აღარ მეკუთვნის და შენი სიყვარული ყველაზე ძვირფასი რომ არის ჩემთვის ამის დასტური ჯვრისწერა იყო, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნვს, ჩვენ ერთმანეთი ბოლომდე შევისრუტოთ ხო? დიმა შენ ყოველთვის ჩემს გვერდით დგახარ, მაგრამ ისეთ სივრცეებში მზღუდავ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის...ვიცი, შენი იმედი ყოველთის და ყველაფერში უნდა მქონდეს, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს მე ხელები დავიფერთხო და ყველაფერი ჩემს მაგივრად შენ აკეთო? ყველა გადაწყვეტილება შენ მიიღო? მე, საყრდენი და იმედი სხვანაირად მესმის– როდესაც ჩემი გადადგმული ნაბიჯებით, თუნდაც ის მცდარი იყოს, დაღლილი და დამარცხებული დავბრუნდები ის დამეხმაროს წამოდგომაში, იმედი მომცეს და არა ჩემს მაგივრად აკეთოს ჩემი საკეთებელი. სულ ეს იყო. იმედი მაქვს ისე ვთქვი, როგორც მინდოდა, მეთქვა. – დავასრულე და ერთიანად დაჭიმულ სხეულს თავისუფლება მივეცი. – ესეიგი „რაღაც“ მოხდა? – მე, მაგის გარდა სხვა, ბევრი რამ გითხარი. – ყველაფერი გავიგე ! – გააჩნია, როგორ ? – როგორც გინდოდა. ყოველშემთხვევაში იმედი მაქვს, ასე გინდოდა. არ მინდა მაგ სიტყვების სიღრმეებში ჩავიხედო. – რომც ჩაიხედო ზუსტად იგივეს დაინახავ და კიდევ შენდამი იმაზე მეტ სიყვარულს ვიდრე გგონია. რაც შეხება ჩვენს პირველ შეხვედრას იმდენი ხანი ვდუმდი ახლა მიჭდებოდა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ მეთქვა. – თაკო, მე მეგონა ყველაფერს ვაკეთებდი ... – აკეთებ! ყოველდღე ცდილობ თანაცხოვრებაში გავიზარდოთ მაგრამ ეს იმდენად სწრაფად ხდება ვერ გეწევი. – იცი, რა მაგიჟებს? ყველასთან ახერხებ იდეალური ურთიერთობის აწყობას, ერთი დღეც კი საკმარისია მათი სიყვარული მოიპოვო და ჩემთან რა გჭირს ? რას ვაკეთებ არასწორად? – ჩემდამი ნდობა გაკლია ! – საიდან მოიტანე? – ცდილობ მარტო არსად გამიშვა ან შენ მომყვები ან დაცვა დამსდევს. გინდა, ყველა ჩემი ნაბიჯი იცოდე. დიმა, გგონია არ ვიცი, ჯერ კიდევ რომ აკონტროლებ ჩემს ტელეფონს? – ეს ყველაზე დიდი, პრობლემა იყო რაც მას ან ურთიერთობაში მაწუხებდა. – ეგ ნდობასთან არაფერ შუაშია. – აბა რასთანაა შუაში დიმა? – შენი დაკარგვის შიშთან. – შენ გეშინია ჩემი დაკარგვის იმდროს, როცა მე შენს იქით ვერავის ვერ ვხედავ? ჩემს გულში და გონებაში შენს გარდა არავის ადგილი, რომ არ არის ამის დამტკიცება ვერ შევძელი? – გაცეცხლებული მივვარდი მასთან თვალებში ჩავაშტერდი. – მაგაში ისე ვარ დარწმუნებული როგორც საკუთარ თავში. – თბილად გამიღიმა. – აბა როგორ აიხსნება შენი საქციელი? – თაკო რაც არუნდა ძალიან გინდოდეს დამაჯერო, რომ ძლიერი ხარ, თავის დაცვა შეგიძლია და ჩემს ზურგს უკან დგომა არ გინდა, მე ისე ავადმყოფურად მაქვს სულში გამჯდარი შენი დაცვის სურვილი, მაინც იგივეს გავაკეთებ. მაინც დავითვლი შენს ნაბიჯებს, ყოველთვის ჩაგეძიები როდესაც შენს სახეზე ღელვას დავინახავ და ზუსტადაც, მერე გვერდზე გაგწევ და ის მოვაგვარებ შენს გასაკეთებელს, არ ჩაგრევ რომ არ ინერვიულო. არ დავუშვებ ოდესმე დაეცე, რადგან მეც შენთან ერთად დავეცემი და მერე წამოდგომაში ვეღარ დაგეხმარები. ყველა შენს ტკივილს მარტო ჩემად ვაქცევ ოღონდ შენ აგარიდო. შენს საყვარელ თავისუფლებასაც კი შევზღუდავ თუ საჭირო გახდა. არაფერი არ გამტეხს ცხოვრებაში შენს გარდა. ახლა მითხარი რა მოხდა გუშინ! – და შენი აზრით ამ დროს მე არ ვინერვიულებ, მშვიდად ვიჯდები როდესაც შენ ჩემს მაგივრად ცეცხლში ჩახტომას დააპირებ? კიდე ვერ ხვდები, ჩემი ყველაზე დიდი სატკივარი და სანერვიულო შენ რომ ხარ ?! კიდე ვერ ხვდები, რატომ გიმალავ იმას რაც გუშინ მოხდა? – ვხვდები, მაგრამ არ მაინტერესეს ! – ასე თუ შემბოჭავ მართლა გამაგიჟებ. სულ ტყუილად ვილაპარაკე იმდენი? სულ ტყუილად ვცადე შენთვის გული გადამეშალა და ჩემი პრობლემები, ჩემი დამოკიდებულება მეთქვა? – თუ გინდა გაგიჟდი, ავიტან. თაკო არ გეგონოს ვერ გავიგე რაც მითხარი. ახლა უფრო მეტად ვეცდები შენს გაგებას, მაგრამ ამ საკითხში ვერა. სხვა დანარჩენი შენს ჭკუაზე აკეთე, მაგრამ ამას არ დაგითმობ. ტყუილად არ მთხოვო ! – ვაიმეეე ! რა ვქნა ახლა ? ახლა, რა გავაკეთო? – მოყევი ! – უცებ მომვარდა და ხელებში მომიმწყვდია. – დიმა ახლა სულ რომ დავივიწყო მე რა მინდა, პრობლემად ის კი არ რჩება, მე რომ მოვყვები არამედ ის, მის შემდეგ რას გააკეთებ. – იმას რასაც საჭიროდ ჩავთვლი. – მაგ „საჭიროს“ ვგულისხმობ მეც. – ნუ სარგებლობ, იმით რომ შენთვის ყველაფრის პატიება შემიძლია. მოყევი ! – არასოდეს გავაკეთებ იმას რასაც არ და ვერ მაპატიებ. უბრალოდ ცოტა დრო მომეცი ... – ეგ დრო უკვე გავიდა. – მართლა გიჟად მაქცევ ! – ეგ ჯერ კიდევ საკითხავია გიჟად ვინ, ვის აქცევს ! ამევსო მოთმინება ! – თვალები ისე დამიბრიალა სხვა გზა აღარ დამიტოვა. – კარგი, ოღონდ დამპირდი, რამე სისულელეს არ გააკეთებ და ნერვიულობით არ მომკლავ ! – ეგ იმაზეა დამოკიდებული შენ, რას მეტყვი. – დიმა დამპირდი თორემ, კრინტს არ დავძრავ. დამპირდი, რომ მშვიდად მომისმენ და ცივი გონებით იმოქმედებ ! – თაკო, არ მიყვარს ტყუილი დაპირებები, მითუმეტეს იმაზე რაც არ ვიცი. – გთხოვ, არ მანანო, რომ გითხარი თორემ ამის შემდეგ არასდროს აღაფერს გეტყვი ! მის მკლავებს დავეხსენი და დამალული საჩუქარი გამოვიტანე. წერილი, რომ წაიკითხა სახეზე იმხელა სიბრაზე დაეტყო მივხვდი, ნიკას ამბავსაც რომ გაიგებდა მხეცს დაემგვანებოდა.მას არ შეეძლო ასეთ დროს თავის კონტროლი. მისთვის რამე რომ დაეშავებინა მთელი ცხოვრება ინანდებდა. ეს სინანული კი ორივეს გაგვანადგურებდა. სწორედ ამის არიდება მინდოდა. – სულ ეს იყო? სამიკვირისწინანდელმა საჩუქარმა, გუშინ შეგაშინა? – ამ, დაჭიმული ყბებიდან გამოცრილ რამდნიმე სტყვაში, მთელი ირონიით ჩააქსოვა საყვედური და აწი, უფრო ცუდი რომ უნდა მეთქვა, მიხვდა და აფეთქებისთვის შემამზადა. – ლილეს წერდა და ჩემზე ეკითხებოდა. – ლილეს ნათქვამი ყველა სიტყვა ვერ ვუთხარი, ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნებოდა. – ვინ ? – ისე მკითხა, უპასუხოდაც იცოდა. – ნიკა. გუშინ კორპუსთანაც ის იყო. – ნიკაააა ... მოგკლავ შე არაკაცო ! – იმხელაზე იღრიალა კედლები შეზანზარდა. წასვლა დააპირა. კარებში გადავუდექი. – გთხოვ დამშვიდდი. იქნებ მას არ გამოუგზავნია. – ის ბინასთან იდგა და შენ გელოდა, მარტო ესაა საკმარისის ჩემი ხელით რომ გავგუდო. – მის ხმაურზე ყველა ერთიანად ამოცვივდა. – დიმა ჩემს სიცოცხლეს გაფიცებ ახლა არ წახვიდე ! ხომ გთხოვე არა? ხომ გთხოვე... – სიბრაზით ყველა ძარღვი ეტყობოდა. შემეშინდა, რომ სშინელებაას ჩაიდენდა და ისტერიკული ტირილი ამივარდა. – თაკო, გაიწიე თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ ! – არ გავიწევი ! რაც გინდა ის გამიკეთე, ოღონდ ახლა არ წახვიდე. გთხოვ დიმა ... გთხოვ... – არც ჩემი სიტყვები ესმოდა და არც გარშემომყოფთა ხვერწნა–მუდარი. ხელით გამწია და კიბებეზე ქარივით დაეშვა. ავედევნე. – თუ არ ჩერდები მაშინ მეც წამოვალ. – წამში მოტრიალდა, დამიჭირა და შემაჯანჯღარა. – კიდევ ერთხელ, რომ მივცე შენი ცქერის ბედნიერება? ბოლო წამს შენ, რომ გიყურებდეს? – ბოლო სიტყვებზე სხეული მომეცელა, თავი ძლივს შევიკავე, არ წავქცეულიყავი. – დიმა ისე ნუ იზამ ეს, ჩვენი ბოლო წამი იყოს ! – მრავალმნიშვნელოვნად, მუდარით ვუთხარი. – ჩვენს ბოლო წამს მე გადავწყვეტ ! კბილების კრაჭუნით გამოსცრა. – ახლა კი სახლში შედი თორემ, მომიწევს განახო ნამდვილი დიმა, როგორია! – მის თვალები ისეთი შეცვლილი იყო, მათში იმხელა რისხვა დავინახე შიშისაგან ერთიანად გავიყინე. ჩემი საყვარელი გიშრებისგან მისხალიც არ დარჩენოდა. – ნანა, ეს, სახლიდან ფეხს თუ გადადგავს პასუხს შენ მოგთხოვ! – ისევ იღრიალა. მანქანაში ჩაჯდა და წამის მეასედში გაქრა ჩემი თვალსაწიერიდან. – სანდროს დაურეკე, გაყვეს. – იმ წუთას ვინმეს სიტყვას თუ შეისმენდა, ეს სანდრო იყო. ეს სიტყვები ანას ვუთხარი. მის მერე აღარაფერი მახსოვს, სხეულში სიმძიმე ვიგრძენი და ჩავიკეცე. გონზე, რომ მოვედი თვაზე, სამი წყვილი შეშინებული თვალი დამჩერებოდა. განსაკუთრებულ ღელვას ნანას დასტყობოდა. ხელზე მოვუჭირე და უთქმელად ვანიშნე, რომ კარგად ვიყავი. შუადღე მიიწურა, მასზე საერთოდ არაფერი ვიცოდით, არსად არ სჩანდა. არც თავად პაუხობდა ზარებს და არც სანდრო. ზურა და გუგაც საქმის კურსში იყვნენ და ეძებდნენ. მთელი ეს დრო მისაღებში მოკეცილი ვიჯექი, მუხლებზე ხელები მქონდა შემოხვეული და წინდა და უკან ნერვიულად ვქანაობდი. ასეთი გაურკვევლობით და შიშით სავსე პირველად ვიყავი. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ან, რომც მცოდნოდა ნანას ისეთი ტონით დაემუქრა არსად გამიშვებდა. საღამო ისევ სრული გაურკვევლობით დადგა. გოგიც დაბრუნდა, მაგრამ არც მან მოგვიტანა ახალი ამბავი გარდა იმისა რომ ნიკაც არსად ჩანდა. არც გამკვირვებია რათქმაუნდა არ გამოჩნდებოდა, თავისთან ეყოლებდა და კაცმა არ იცის რას გააკეთებდა. როგორ მინდოდა ის უნამუსო საკუთარი ხელებით გამეგუდა მაგრამ იმწუთას მისი უღირსი სიცოცხლისთვის ვლოცულობდი. იმის წარმოდგენა, რომ შეიძლებოდა მართლა მოეკლა ჭკუიდან მშლიდა. ეს რომ გაეკეთებინა ორივე უფსკრულში ჩავცვივდებოდით. ან, პირიქით, მას რომ დაეშავეინა რამე? ... ყველა მოთმინება გადამეწურა. იქ ჯდომა და ლოდინი აღარ შემეძლო. ფეხზე შეშლილივით წამოვვარდი და კარებისკენ გავიქეცი. არც ის ვიცოდი სად გავრბოდი და არც ის რას გავაკეთებდი, მაგრამ რამე უნდა გამეკეთებია. პირდაპირ ჩემი ავტომობილისკენ ავიღე გეზი. ის იყო, კარს ვაღებდი და ვჯდებოდი სახლიდან ყველა ხმაურით გამოცვივდა და მომვარდა, დიმამ კი მანქანა პირდაპირ ფეხებთან გამიჩერა. მისკენ შევბრუნდი და ლამპიონების შუქზე შავად მოელვარე თვალებში მივაშტერდი. შედარებით მშვიდი ჩანდა მაგრამ რომ შემომხედეს ერთიანად აიმღვრნენ. როგორც ჩანს მე გამოვიყურებოდი ძალიან ცუდად. სახეზე მზერა მოვატარე და რამდენიმე სისიხლის კვალი შევნიშნე. – მე შენ რა გითხარი? სად მიდიოდი? – მოჩვენებითი სიმკაცრე გაურია ხმაში. ხმას ვერ ვიღებდი, უბრალოდ ვუყურებდი. ათასი სიტყვა მქონდა სათქმელი მაგრამ ვერ და ვერ მოვახერხე ამოთქმა. მიხაროდა, სახსალამათს რომ ვხედავდი, მაგრამ მასზე მეტი წყენა და სინანული იყო. ვნანობდი რომ ვუთხარი. მერჩივნა ჩემზე ყოფილიყო გაბრაზებული ვიდრე ეს დღე გამოგვევლო. მწყინდა, ჩემი არჩერთი სიტყვა რომ არ გაითვალისწინა. განსაკუთრებით კი მისი ბოლო სიტყვები მწყინდა. მთელი დღის ნანერვიულებს და ძალაგამოცლილს, წესით იმ წუთას ფეხებსი ძალა უნდა გამომცლოდა, მაგრამ პირიქით, ქვასავით გავხდი. მის უკან მდგომ ჩემს ძმას გავხედე. თვალებით მანიშნა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. – სანდრო შეგიძლია ახლა შენთან წამიყვანო? – ამ სიტყვებმა იმდენად მოულოდნელად გაიჟღერა, ყველას გაკვირვებულმა მზერამ ჩემსკენ გადმოინაცვლა. – თაკო ! – დიმამ გაყინული, გამაფრთხილებელი სახით პირდაპირ თვალებში ჩაშტერებულმა მომმართა. მზერა ავარიდე და კვლავ გავიმეორე: – სანდრო შეგიძლია დღეს შენთან წამიყვანო? ის გაოგნებული იდგა. ხან მე, ხან დიმას გვიყურებდა და დაბნეული ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა. – სანდრო, ან კი, ან არა ! – თაკო, რათქმაუნდა შემიძლია, მაგრამ უკეთესი იქნება აქ თუ დარჩები და დაილაპარაკებთ. – ყველა ჩემს მაგივრად ნუ წყვეტთ რა იქნება ჩემთვის უკეთესი. უკვე ძალიან დავიღალე ამით ! – ცუდ მდგომარეობაში მაყენებ ! – სანდრო, მე, შენი და ვარ და გთხოვ, შენთან წამიყვანო ! – თაკო, გთხოვ ! – სანდრო, შენ ყველაფერი იცი? – კი ! – ისიც, მოგიყვა რაც მე არ ვიცი? – პასუხი ვერ გამცა. – კარგი, გასაგებია ! ყველა დაძაბული უსმენდა ჩვენს დიალოგს. რათქმაუნდა ვერავინ ხვდებოდა რაზე ვსაუბრობდით, მაგრამ იმდენად დაძაბული ატმოსფერო იყო ძნელი მისახვედრი არ იქნებოდა მათთვის, არც თუ ისე სასიმოვნო თემა, რომ არ გვქონდა. დიმა ეს დრო ქანდაკებასავით იდგა და თვალმოუშორებლად მიყურებდა. მეტი აღარაფერი მითქვამს. შევტრიალდი, ოთახში ჩავიკეტე და იმდენი ვიტირე სანამ ცრემლი არ გამიშრა და ბოლო ემოციაც არ გამოვუშვი. მერე როგორღაც დამშვიდება მოვახერხე. მოვწესრიგდი და მისაღებისკენ ღიმილით გავემართე. ამ ხნის მანძილზე კართან მდგომს გვერდი ისე ავუარე ვითომ არც შემიმჩნევია. ჩემსკენ მომზირალ ყველა განერვიულებულ, მოწყენილ, აცრემლებულ და გაურკვევლობა ჩამდგარ სახეს ისეთი ბედნიერი ღიმილი შევანათე თითქოს არც არაფერი მომხდარა. მათ გვერდით დივანზე მოვკალათდი და დაბნეულ სანდროს ლოყაზე ვაკოცე. თან რამდენიმე კითხვა დავუსვი მისი ამბებით დაინტერესებულმა. ნამდვილად ვიცი, იმ წუტას ყველა უკლებლივ ფიქრობდა, რომ სრულ ჭკუაზე არ ვიყავი. არა და მშვენიერ ჭკუაზე ვიყავი. ყველა ნელ–ნელა ავიყოლიე მხიარულ საუბარში. შნო კიარავის ჰქონდა, მაგრამ ხათრს ვერ მიტეხავდნენ. მხოლოდ დიმა იდგა მთავარ სვეტზე მიყრდნობილი, გაბზარული მზერით მიყურებდა და ყველა ჩემი ქმედების ანალიზს ცდილობდა. ხვდებოდა, ყველაფერს კარგად ხვდებოდა. – მანდ რატომ დგახარ, მოდი დაჯექი ალბათ დაღლილი იქნები ! – მთელი მზრუნველობა გავურიე ხმაში მივედი და ხელკავით დივნამდე მოვიყვანე. – ვაიმე ! ხელები როგორ გადაგყვლეფია? არ უნდა მითხრა? ასე ხომ ინფექცია შეგეჭრება. დაჯექი, ახლავე დაგიმუშავებ. საოჯახო აფთიაქის მოსატანად ისეთი სისწრაფით გავიქეცი თითქოს უკან ვინმე დამედევნებოდა და ჩემს გატეხილ თავსაჯწრებულობას დაინხავდა. როგორც კი მათ თვალს მივეფარე გულზე ხელი ისე მივიჭირე თითქოს მის შეკოწიწებას ვცდილობდი. მისი სისხლით გაჟღენთილი, მთლიანად გადატყაული ხელების დანახვაზე, ტკივილისგან ათას ნაწილად ქცეულიყო. ყუთი ავიღე და უკანასკნელი მოკრებილი ძალით კვლავინდებურად ამაყად დავბრუნდი მასთან. მის წინ ჩავიმუხლე და ხელზე დავეჯაჯგურე. ან რას ვეჯიკავებოდი, ისედაც უპრობლემოდ გამომიწოდა. გამზადებული ტამპონი ხელზე, რომ დავადე და ტკივილისგან შეიშმუშნა, კინაღამ ადგილზე დავლიე სული. სიმწრით ცხვირპირი მეწვოდა. მთელი გულით ვემუდარებოდი თავს, ცრემლებს არ გავეყიდე. მემგონი მიხვდა რაც მჭირდა და ისე მედგრად გაუძლო ორივე ხელის დამუშავებას, სახეზე მიმიკაც კი აღარ შეცვლია. ეს უფრო მკლავდა. ტუჩისა და წარბის ჯერიც დადგა. რამდენადაც შემეძლო მზერას ვარიდებდი. სამაგიეროდ ის მყინავდა ადგილზე მწველი თვალებით. – თაკო, თავლები გყიდიან ! ჩუმად ჩამჩურჩულა, როდესაც ჩემი სახე მასთან ახლოს დაიგულა. სპირტიანი ტამპონი ტუჩთან ძლიერად დავაჭირე. სიმწრით თვალები დახუჭა. იქ ღმა ჭრილობა არ ქონდა ვიცოდი ისე ძალიან არ ეტკინებოდა, რომ მეც მტკენოდა. მოვრჩი და კვალვ მის ხელებს დავუბრუნდი. – სანდრო ესეიგი ყველაფერი რიგზეა? ასე მითხარი ხო? – რიგზეა თაკო, რიგზეა ! – ჩემი უცნაურობების ყურებით დაღლილმა, მობეზრებულად ამოილაპარაკა. – აბა ამან, ხელები რულის ტრიალის დროს დაიზიანა? – მინდოდა მეტი სიცხადით გამეგო ეს ამბავი და დავრწმუნებულიყავი, რომ ნიკას ნახევდად მკვდარი ლეში სადმე არ ეგდო და სულს არ ებრძოდა. – უფრო კედლების ფერებით ! – სახე? – ცოტა ერთმანეთსაც მოეფერენ ! – ესეიგი, მას უკვე ანახე, როგორია ნამდვილი დიმა ხო? – ამჯერად ჩემს ქმარს მივუბრუნდი და ირონიული ღიმილით ვკითხე. – მტკივნეულ ადგილზე მაჭერ ! – დამნაშავის ტონით მიპასუხა. – კარგია ! – უკვე გვიანია, მე წავალ. – ყველას დაემშვიდობა და წასასვლელად მოემზადა სანდრო. – მე გაგაცილებ ! – დიმაც წამოდგა. – ჩემი ძმაა და მე თვითონ გავაცილებ. – ეჭვიანი მზერით გადავხედე. – არ გართმევ. – ღიმილი შეეპარა სახეზე. სანდრომ თავის ქნევით ხელი მრებზე შემომხვია და ეზოში გამიყვანა. – არ გეგონოს შენთან დავასრულე ! – თითის ქნევით ვუთხარი. – არც მიფიქრია. საერთოდ არ შეცვლილხარ თაკო, ისევ ძველი წესებით იბრძვი. – ჩვევა, რჯულზე უმტკიცესიაო, ხომ გაგიგია? – ის კარგი ადამიანია ! ერთი წამითაც რო მეპარებოდეს ეჭვი მის შენდამი სიყვარულში, ხომ იცი, რომ ახლა აქ არ დაგტოვებდი?! – ვიცი ! მაგაში, არც მე მეპარება ეჭვი. – აბა, სხვა დანარჩენს თავად მოაგვარებთ. უბრალოდ ერთი იცოდე, მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ. – შუბლზე მაკოცა და წავიდა. უკან დაბრუნებულს ნანამ, ძალიან ფრთხილი და თითქოს თხოვნის ტონით შემახსენა, რომ ორ დღეში ჩარლის ოჯახი, ანას დასანიშნად მოდიოდა. ახლაღა გამახსენდა, რომ არცერთს ანასთვის არ გვიკითხავს ამ ნაბიჯში დარწმუნებული იყო თუ არა. დიმამ ისე გადაწყვიტა მისი გათხოვების ამბავი მის აზრს არ დალოდებია. მართალია ძალიან ბედნიერი ჩანდა, მაგრამ მაინც მომინდა მისთვის ეს ახლა მეკითხა: – ანა, ხომ არაფრის შეცვლა გინდა? ხომ ნამდვილად გსურს ეს? – კი თაკო, მიყვარს ! – მიხარია ! მაგრამ იცოდე, მარტო სიყვარული არ კმარა. ვიცი, ცოტა ბოროტულად ჟღერდა, მაგრამ იმ წუტას აბსოლიტურად გულრწფელი ვიყავი. თუ ის, ურყევად დარწმუნებული იყო მისი ნაბიჯის სისწორეში, ჩემი ნათქვამი გავლენას არ მოახდენდა და თუ მოახდენდა, ესეიგი ასეც უნდა ყოფილიყო. დავასრულე და კიბეებზე ჩემი კითხვის გაგონებისას ერთიანად შემოტრიალებულ და გაშეშებულ დიმას დავეწი, გავუპირისპირდი. – თუ გგონია, რაც შენ დღეს გააკეთე ჩემი დაცვაა, თუ გგონია, შენი ასეთი ქმედებებით მე ნერვიულობას ამარიდებ ძალიან ცდები. მე ეს არ მჭირდება ! გველივით ჩავუსისინე, გადავასწარი და ოთახის კარი ცხვირწინ მივუხურე არ იყო მარტივი გადასაწყვეტი მისი კარებს მიღმა დატოვება, მაგრამ ძალიან ნაწყენი ვიყავი და შეიძლებოდა გაბრაზებულზე ათასი საშინელება მეთქვა და გამეკეთებინა. მასაც ეს უნდოდა. ელოდა, ვეჩხუბებოდი, გავლანძღავდი ქვეყანას დავამხობდი. ასე უფრო გაუმარტივდებოდა. ასეთ დროს ორივე ვიცლებოდით მოწოლილი ემოციებისგან და შერიგებაც ადვილი ხდებოდა. მაგარამ ახლა იმედი გაუცრუვდა. ყველა წყენა და ბრაზი ჩემთვის შევინახე რომ არ დამვიწყნოდა, როგორ მოიქცა. განა არ მესომდა მისი? კარგად მესმოდა, რატომაც გაბრაზდა, მაგრამ ეს მის საქციელს მაინც არ ამართლებდა. სხვა თუ არაფერი ჩემი გადაშლილი გულისა და ათასი თხოვნის გამო, მაინც უნდა ეცადა თავის მოთოკვა. მართლა რამე რომ დაეშავებინა ეს ფაქტი ორივესთვის სატანჯველად იქცეოდა. წამში აგვაცლიდა ხელიდან ომით მოტანილ ბედნიერებას. სიმშვიდესა და ერთმანეთს დაგვაკარგვინებდა. ის კი ბრაზის დროს, პირდაპირ აფექტურ მდგომარეობაში გადადიოდა და ასეთი ფიქრებისთვის თავში ადგილი აღარ ჰქონდა. ან, თავდა რომ რაიმე დამართნოდა? არა ! არა! ამის წარმოდგენა მიწასთან მასწორებდა. ისეთი შიში გამომატარა, ალაბათ როგორც დავპირდი მართლა აღარასდროს არაფერს ვეტყოდი. ასე, ათასი ფიქრით, წყენით, დარდითა და მისადმი უზარმაზარი სიყვარულით აღვსილი ვიდექი კარეზე ზურგით მიყრდნობილი და ცრემლებს ღაპაღუპით ვღვრიდი. მის გარეშე ამ ოთახში არ მინდოდა, ვერ ვეგუებოდი მასთან გაბუტულად ყოფნას, მაგრამ ვერც სიამაყეს ვაბიჯებდი. – თაკო, ასე ნუ იქცევი გთხოვ ! იყვირი, ისტერიკები დაიმართე, თუ გინდა სახლში ყველაფერი დაამტვრიე, ოღონდ ასე ჩუმად ნუ ხარ ! გაიჟღერა ჩემმა საყვარელმა ხმამ გატეხილი ნოტებით და გულში თითქოს ხანჯალი ჩამერჭო. მისკენ მივტრილადი, შუბლი კარს მივაყრდენი, ხელები კი ტუჩებზე მჭიდროდ მივიკარი ქვითინის ბგერების შესაკავებლად. – ასე არ მომექცე ! ტყვიაზეც თანახმა ვარ, ოღონდ დღეს შენ თავს ნუ წამართმევ. – ყველა მისი სიტყვა ყელში მიჭერდა, მგუდავდა. – როგორც ჩანს, ჩვენ ერთმანეთის თხოვნა არ გვესმის ! მეც გთხოვდი დილით, ასე არ მოგგვქცეოდი ! მეც გთხოვდი შენი თავი არ წაგერთმია ! – ისეთი გაჭირვებული თავდაჯერებით ამოვთქვი, ყველა ბგერა ტკივილად დამეტყო სახეზე. – არ წამირთმევია, აქ ვარ, შენთან ვარ ! – არ წართმევაში თუ მარტო იმას გულისხმობ, ის ცოცხალი რომ დატოვე ცდები ! ამით, მხოლოდ შენი თავი იხსენი ციხისგან. – მაგას არ ვგულისხმობ. შემომიშვი, დავილაპარაკოთ ! – სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს ! – თაკო, შემომიშვი თორემ კარებს შემოვამტვრევ ! – არ გამიკვირდება ! ოთახი შენია , ნებაც შენია ! – ოთახი ჩვენია ! დღეს შენს გარეშე არ დავიძინებ. – მაგაზე დილით გეფიქრა ! – მითხარი, რა ვქნა, რა გავაკეთო, რა გითხა, რომ მაპატიო. – არაფერი ! – ასე ნუ მექცევი... ნუ მექცევი.. ნუ მექცევი... – სასოწარკვეთილი მემუდარებოდა მისი ხმა და ხელებს, კარების ჩარჩოს, შეძლებისდაგვარად მოთოკილი სიბრაზით ურტყავდა. – დიმა წადი ! – ვერ წავალ, არ შემიძლია, შენს გარეშე არ მინდა ! – მე შემიძლია, მე მინდა ! – სად ჯანდაბაში მქონდა ამ სიტყვების თქმის ძალა არ ვიცი. – ჩემს კარადაში იარაღია, მიდი აიღე და ბარემ მესროლე ! – წადი თორემ, მომიწევს ნამდვილი თაკო, ანუ თამარი გაგაცნო ! – დამიზნებით ვესროლე. – ანდა, რათ გინდა იარაღი როცა შეგიძლია ტყვიის გარეშეც მომკლა. – მწარე იყო? კარგია ! მეც მემწარა, ეგ სიტყვები შენი პირიდან, რომ გავიგონე . იმაზე მეტად ვიდრე შენ. – ნეტა შემეძლოს ამ დღის შენი გონებიდან ამოშლა... თაკო, დაუფიქრებლად გითხარი. სხვანაირად ვერ გაგაჩერებდი. როგორ იფიქრე, რომ რაიმე არასწორს გავაკეთებდი შენთან, როცა საკუთარ სიცოცხლეზე მეტი ხარ. მაპატიე გთხოვ ! – არ შემიძლია ! – ცოტა კიდევ გაუძელი თაკო არ დანებდე ! ვუმეორებდი ჩემს თავს და ნერვიულობით თითებს ვიმტვრევდი. – რა მოგიხეხო უკვე აღარ ვიცი ! მითხარი, რა გავაკეთო ?! – წადი და დამაძინე ! – ან შემომიშვებ ან მთელ ღამეს ამ კართან გავათენებ ! – დიმა სირცხვილია, ამ სახლში მარტო ჩვენ არ ვცხოვრობთ. წადი, რომელიმე ოთახში დაიძინე. – რა მინდა სხვა ოთახში როცა ჩემიც მაქვს და იქ ჩემი სიყვარული მელოდება. – აქამდე გეფიქრა მაგაზე. და კიდევ არავინაც არ გელოდება. – ახლა სულ ასე უნდა გამამწარო ? სულ ეგ უნდა მაძახო ? – მითხარი, არ იმსახურებ? არ დააშავე, არ მაქ უფლება ნაწყენი და გაბრაზებული ვიყო? ჯოჯოხეთი გამომატარე და კიდე იმაზე აცხადებ პრეტენზიას შენს გვერდით დაძინება რომ არ მინდა? – მაინც მძლია ხასიათმა და აფეთქებისთვის მზადება დაიწყო. – ნუ მიყვირიხარ ! – ვიყვირებ და შენ ამას ვერ დამიშლი. საერთოდ ვერაფერს ვერ დამიშლი დღეის შემდეგ. ერთმანეთთნ მისასვლელი გზა საგულდაგულოდ ჩავხერგეთ ! მორჩა ჩვენს შორის რაიმე თხოვნა და ასრულება. იმას გავაკეთებ რაც მინდა და ისე, როგორც მინდა. შენი ბრძანებების დრო დამთავრდა ! – ვაღიარებ, ზედმეტად მაღალი ტონით ვყვიროდი. კარებს მიღმა, რომ არ ყოფილიყო კაცმა არ იცის როგორ გამაჩუმებდა. – ლელა, ჩემი ოთახის გასაღები მომიტანე სწრაფად ! – ისე იღრიალა ალბათ ყველა კუთხე–კუნჭულმა გაიგო. – დიმა არ გაბედო აქ ჩემი სურვილის გარეშე შემოსვლა ! – კი ვიცოდი უშედეგო იქნებოდა ახლა ეს სიტყვები, ოთხმაგი რკინის კედელიც კი ვერ შეუშლიდა ხელს ჩემთან შემოსასვლელად, მაგრამ მაინც ვცადე. პასუხს ნაცვლად ყურში მისი ფეხის ხმა მომწვდა. სავარაუდოდ გასაღების მოსატანად თავად ჩაირბინა კიბეები. საძინებელი ბოლომდე ჩავიარე, დივანთან შევჩედი და მისი შემოვარდნისთვის მოვემზადე. – დიმა რა ხდება? – შეშინებული ხმა ჰქონდა გოგის. – არაფერი ! ყველანი ოთახებში შედით და დამაცადეთ ცოლთან საუბარი.– ისეთი უხეშად გასცა ბრძანება მისი გაგუდვა მომინდა. – მასთან საუბარში ხელს არავინ გიშლის, მააგრამ შენ მაგას საუბარს ეძახი? შეირყა კედლები. – არც ანამ დააკლო ტონი. – უკაცრავად თუ შეწუხდით– მთელი ირონია გაურია ხმაში. – ოთახში ჩაიკეტა, კარს არ მიღებს და ბოდიში, გაგიჟებულზე თქვენს მყუდროებაზე თუ ვერ ვიფიქრე. – მის ადგილას უარეეს გავაკეთებდი. დააცადე მარტო ყოფნა და დაფიქრება. – იმაზე უარესს ვერა, რასაც ახლა ის მიკეთებს. ვერ დავაცდი ! – აბა რას იზამ, ძალით შეუვარდები და საუბარს აიძულებ? – ზუსტად ! – დიმა, დღეს დააცადე ! – ანა, ჩემს საქმეში ნუ ერევი ! იცოდეთ, არცერთმა გაბედოთ იმ ოთახის ზღურბლზე გადმობიჯება. – დიმა კიდევ რომ აწყენინო, ყველაფერს დავივიწყებ და მერე მე, შენ გაწყენინებ! – მთელი ამ ხნის მანძილზე, პირველად ჰქონდა გოგის, შვილის მიმართ ასეთი მკაცრი ხმა. – მამა, ჭკუის დარიგება არ მჭირდება. კარგი ?! ეგ ასაკი დიდი ხანია გავიარე ! წადით ახლა და თვენ სააქმეებს მიხედეთ. მისი ტონი ვეღარ ავიტანე. მათ მაინც რაღას ერჩოდა, მაგრამ ისევ უკონტროლობაში გადაუდიოდა ჩემი მიზეზით აშლილი სიბრაზე. ქვემოთ ჩასვლა და მის გალანძღვა გადავწყვიტე. მოწოლილი შხამის ამოსანთხევად ორმაგი მიზეზი მექნებოდა. ვიდრე მე კარამდე მივაღწიე, მან წამში დაფარა მანძილი, გასაღები მოარგო, გადაატრიალა და ოთახში ჩემს წინ არაადამიანური სახით გაჩნდა. – გაიმეორე წეხან რაც თქვი ! – მათ რას ეჩოდი? – არაფერს ! – რომ არაფერს, მაგრამ მაინც, რომ ერჩოდი მეც მაგას გეკითხები ! – მათთან მე მოვაგვარებ, შენ ის გააკეთე რაც გითხარი! – მოაგვარებ? ჩემზე გაბრაზებულმა უმიზეზოდ ოჯახის წევრებს აწყენინე, ესაა მოგვარება? ახლა ზუსტად იგივე გაუკეთე მათ რაც მე დილით ! – ახლა ეგ ჩვენს პრობლემაზე მეტად გადარდებს? – დიახ, მადარდებს და ჩვენს არა, შენს პრობლემაზე მეტად ! ჩვენს ურთიერთობაში პრობლემის შექმნაში მეც კი გადამასწარი. თან ისეთი გააკეთე ყველა ერთად გადაწონე. – თუ საჭირო გახდა ისევ იგივეს გავაკეთებ ! თუ კიდევ მოგიახლოვდება, ცოცხალს აღარ დავტოვებ არც მას და არც არავის ! – ბრავო ! არა, ეგ ნამდვილად დასაფასებელია, რომ არ მალავ ! ახლა რა ვქნა, ტაში დაგიკრა და კისერზე ჩამოგეკიდო, კიდევ ერთი და სხვა მრავალი ჯოჯოხეთური დღის დაანონსებისთვის? – უბრალოდ მაპატიე და ჩამეხუტე. – რა გაპატიო დიმა, ის, სისხლის ცრემლებით რომ მატირე? ყველა ტკივილი ერთად, რომ გამომატარე? შენი დაკარგვის შიშით გული, ლამის რომ გამიჩერე? უიმედობა, შეშლამდე მისული გაურკვევლობა? მთელი დღე, ნახევრად კვდარი რომ ვიყავი ეგ გაპატიო? ხო კიდევ ყველაზე მთავარი, მე შენ გული გადაგიშალე, გთხოვე გაგეგო, გთხოვე მშვიდად მოგესმინა და ეს პრობლემა სხვანაირად გადაგვეწყვიტა, გთხოვე არ წასულიყავი და კიდე რა აღარ გთხოვე, მაგრამ შენ რა გააკეთე? თავი უკანასკნელ ადამიანად მაგრძნობინე შენც ცხოვრებაში. ახლა გინდა ესეც გაპატიო? და ამის შემდეგ ასეთი, ბევრი დღე, რომ მელის ეგეც? სიტყვა, რომ დავასრულე მერე აღმოვაჩინე მის წინ მდგარი, როგორ გამეტებით ვუშენდი მკერდზე მუჭებს. ის, იდგა სევდიანი სახით დამყურებდა და არცერთს იცილებდა, არც კი ცდილობდა გავეჩერებინე. ჩემს სიტყვებს ის, ყველა გამოვლილი განცდა მოყვა და ყელში ბურთად მომაწვა. სწრაფათ მოვშორდი დივანზე მოწყვეტით დავჯექი, სახე ხელებში ჩავრგე და უხმოდ ავტირდი. – ასე ადვილია? შენ გგონია ასე ადვილია? გგონია მე არ მინდა? ასე მარტივად ვერ შევძლებ საკუთარ თავზე გადაბიჯებას. – გატეხილი აკანკალებული ხმით ვლუღლუღებდი. – ასე ვერ გიყურებ ... ასე ვერ გიყურებ გესმის? ყველა სასჯელზე თანახმა ვარ ოღონ ასეთი ნუ იქნები. – დაბინტული ხელები, კვლავ კედლებს დაუშინა. – რას აკეთებ, გაგიჟდი ? გეტკინება ! – მასთან მივვარდი და ხელებზე ჩავებღაუჭე. გული ამეწვა სახვევზე გამოჟონილი სისხლის დანახვისას. – გეტკინა? – თვალებში მივაჩერდი და ორივე ხელი ინსტიქტურდ გულზე მივიხუტე. – იმაზე მეტად არა ვიდრე შენი სიტყვები ! – ამ ბგერებს მთელი გული ამოაყოლა. – დიმა, ზოგჯერ მგონია, გაბედნიერების ნაცვლად ერთმანეთს დავღუპავთ. – მაშინ, ჩემი სიყვარული მაპატიე თაკო ! ისეთი წყლიანი გიშრებით მიყურებდა გული მომეწურა. არ თაკო ახლა არ ჩაეხუტო გთხოვ ცოტახანს მაინც გაძელი, არ იფიქრო მაგაზე .. არ იფიქრო ! რანაირი შტერი ხარ ხანდხან. შეიძლება, წუტში ასჯერ შგეცვალოს დამოკიდებულება? წეხან მუჭებით დაალურჯე და წყენისგან სლუკუნებდი, ახლა კი ჩახუტება გინდა. რა ჯანდაბა გინდა ბოლოს და ბოლოს გაარკვიე ... რა ჩამოუყალიბებელი ხდები მასთან... ახლა იკადრე და მყარად დადექი ერთ პოზიციაზე ! გაცხარებული ვეჩხუბებოდი ჩემს თავს გულში. ის ჩემს თვალიერება არ წყვეტდა. – დაჯექი სახვევს შეგიცვლი. – ვითომ მოვძებნე გამოსავალი. – არ მინდა, არ მტკივა ! – დიმა დაჯექი, რომ გეუბნები !– ხელით ვუბიძგე დივნისკენ – სისხლი მოგდის და მასე ვერ დავტოვებ. – გადარდებს? – რაც არ უნდა ეცადო, მაინც ვერ დამტყუებ იმ სიტყვებს, რისი მოსმენაც გინდა ! – სააბაზანოსკენ, საოჯახო აფთიაქის მოსატანად წასულმა მივაძახე. – მაინც მეტყვი ! – არც ის თმობდა პოზიციას. პირველადი სამედიცინო დახმარების ცოდნაც და გამოცდილებაც მქონდა, მაგრამ მისი, წინანდელთან შედათრებით კიდვ უფრო გადაყვლეფილი ხელების დანახვაზე, დილეტანტივით ავკანკალდი. ცოტაც და ყველაზე გულჩვილი ადამიანებივით, სისხის დანახვაზე გონებას რომ კარგავენ, მეც იატაკს დავენარცხებოდი. ლამის ძვლები უჩანდა. ყველა ჭრილობიდან ორმაგად მოთხრიალებდა წითელი სითხე. არა, ამას ნამდვილად ვერ გავუძლებდი. ცივმა ოფლმა დამასხა. – ასე როგორ მოექეცი საკუთარ თავს დიმა ? ასეთი უკონტროლო რატომ ხდები ? – მისი ხელები მეჭირა და გათიშულივით დავშტერებოდი. ვერც ვერაფერს ვუკეთებდი და ვერც ვუშვებდი. – შენს თავს გეფიცები, არ მტკივა ! – ნუ მატყუებ ! – შენი თავი დავიფიცე. – მერე რა, ეგრე მეც ხომ დაგაფიცე დილით ! – სატირლად მოფლუშული სახითა და გადმობრუნებული ტუჩებით მივაჩერდი. – ვაჰ ! – ამოიხვნეშა და ლამის გული ამოაყოლა . – აი, ახლა ნამდვილად მეტკინა ! – საავადმყოფოში წავიდეთ, მე ვერ შევძლებ შეხვევას ! – არ მინდა, მე შევიხვევ ! – ვერ შეიხევ ღრმა ჭრილობებია, წავიდეთ რა ! – ამაზე უარესებიც მქონია, ასე რომ პრობლემა არაა ! – ვაიმე, სად გიპოვე ასეთი არანორმალური ! არა, უფრო სწორად სად ვიპოვეთ ორმა არანორმალურმა ერთმანეთი ! – ერთნაირები იზიდავენ ხომ იცი. – გაეღიმა. – განიზიდავენ, უკუღმართო ფიზიკოსო ! – ჩვენს შემთხვევაში ბუნების კანონებიც უძლურია. რაც უფრო ცდილობ მომშორდე, მით უფრო გიახლოვდები. – მოუშორებელი ჭირი ნამდვილად ხარ. – ვეცადე შეუმჩნევლად გამეღიმა. – უუფფ, კარგი იქნებ მოვახერხო და შეგიხვიო. ცოტა შენც დამეხმარე. – მითხარი, რა გავაკეთო ! – გული თუ წამივა, დამიჭირე ! – როგორ დამაიმედე ! ისე მიყურებდა, დარწმუნებული ვარ ჩემი კოცნის სურვილით ისე იყო შეპყრობილი, ვერც სისხლს ამჩნევდა და არც ტკივილი ადარდებდა. ჭრილობები ძლივსძლიობით დავუმუშავე. ანტიბაქტერიული მალამოს წასმას ლამის ერთი საათი მოვანდომე. გულის ყველა ძაფი გამიწყდა იმის სიშით არ ტკენოდა. გადავუხვიე და ომგამოვლილივით დაღლილი მივუჯექი გვერდით. გეგონებოდა ხელის გადახვევით კიარა თორმეტ საათიანი გულის ოპერაციით ვიყავი დაკავებული. – ყოჩაღ, გმირულად გაუძელი ! – ჟრუანტელის მომგვრელი ხამ მომაგება. – მართლა არ გტკივა ? – კი, ძალიან ! – გამაყუჩებელს მოგცემ. – არ დავლევ ! – ახლა ვინ არის პატარა ბავშვი? – მაკოცე და ... – დიმა ! – მართლა გეუბნები, მაკოცე და დავლევ. ისე, დიდი აბლათობით შენი კოცნის მერე გამაყუჩებელი აღარც დამჭირდება. – ესეიგი არაფერიც არ გტკივა და რომც გტკიოდეს, სულიც რომ გძვრებოდეს მაინც არ გაკოცებ ! გადი ახლა ოთახიდან, დამაძინე ! – დაიძინე, მე ხელს არ შეგიშლი. – უკვე მიშლი. გადი–მეთქი ! – თაკო ჩემი ადგილი შენს გვერდითაა. ისევე, როგორც შენი, ჩემს გვერდით. აქედან მკვდარს თუ გამიტან ... – ჩვეული ურყვევი, მტკიცე, მკაცრი და რავიცი კიდევ რა დავამატო, ტონით მითხრა და თვალები დამიბრიალა. თავდაყირა, რომ დავმდგარიყავი მაინც არ შეიცვლიდა აზრს. – რახან ასე ძალიან გიყვარს შენი საწოლი და ვერ ელევი, მაშინ მე გავალ ! – კარებისკენ აჩქარებული ნაბიჯებით წავედი. გაორმაგებული სისწრაფით გადამიდგა წინ, ხელში ბუმბულივით ამიტაცა და საწოლზე შეძლებისდაგვარად რბილად დამაგდო და ჩემს ზემოთ მოექცა. ძალიანაც კი ვცადე წინააღმდეგობის გაწევა მაგრამ მარწუხებივით იყო ჩემზე შემოხვეული. ისეთი გაცოფებული იყო ცხვირიდან ჩასუნთქულ ჰაერს პირიდან უშვებდა. არც მე ვიყავი ნაკლებ დღეში, მღელვარებისგან მთელი გულმკერდით ვსუნთქავდი. – ყველაფერს აკეთებ, უკანასკნელი მოთმინების ძაფიც გამიწყვიტო. ჭკუიდან მშლი... – დაიხარა და მხარზე ნაზად მიკბინა. პირველად გააკეთა ასე. გაკვირვებისაგან თვალები დავჭყიტე. – წუთში ასჯერ შეგიძლია ერთდროულად მომკლა და გამაცოცხლო, გამაგიჟო და დამაწყნარო, ამალაპარაკო და დამადუმო. ერთადერთი, რაც არ იცვლება შენი სიყვარულია. ყოველ წუთში, წამში, სიტყვაში, გამოხედვაში დებილივით ავადმყოფურად მიყვარხარ. გესლიან ენას, რომ არ აჩერებ მაგ დროს უფრო მეტად . ჩემი არცერთი სტყვა, რომ არ გესმის, ვირივით ჯიუტი და დაუმორჩილებელი, რომ ხდები მაშინაც კი... როდესაც მაიძულებ, მაყვირო და რამე სისულელე მათქმევინო მაშინაც, ყველა სიტყვას არანორმალური სიყავარულის გამო გეუბნები ... გითხარი და კიდევ გეტყვი, თუ საჭირო გახდა დღევანდელს ისევ გავიმეორებ. შენი ზედმეტი შეხედვის, შენი შეხების უფლებას არავის მივცემ. მირჩევნია ჩემი დაკარგვის შიშით განერვიულო, ვიდრე შენ დაგიშავდეს რამე. მერე მოვიდე და შენს ფეხებთან დაჩოქილმა მანამდე გიხადო ბოდიში, ვიდრე არ მაპატიებ... დილით მითხარი ვერ გეწევიო, შენ კიარა მე ვერ გეწევი თაკო. სულ ჩემზე წინ ხარ, მე კი ფინია ლეკვივით სულ უკან დაგსდევ – აქამდე თუ გაოგნებული ვუსმენდი, ამ სიტყვების გაგონებაზე თავი ძლივს შევიკავე, რომ არ გამეცინა ქვედა ტუჩი კბილებში გამოვამწყვდიე. დიმა და ფინია ლეკვი... მაგრამ მის, უსერიოზულეს მზერას „ჯერ არ დამიმთავრებია“ რომ გადავაწდი სწრაფათ დავალაგე მიმიკები. – საერთოდ არ ვგავარ იმ ადამიანს, შენ გამოჩენამდე, რომ ვიყავი. ერთი მინდა მეორეს ვაკეთებ, ან პირიქით. სულ არეული და გზააბნეული ვარ. თავში შენს გარდა ვერაფერს ვუშვებ. ხანდახან მეც მაკვირვებს ჩემი სიდებილეები. თავდაყირა დამაყენე აზრებშიც, გრძნობებშიც და ქცევებშიც. ჩემი ახალი ცხოვრება სულ შენი ბრალია, მე კი არაფის შეცვლა არ მინდა. ერთი წამიც, კი არ მინდა სხვანაირად... დამაჰიპნოზე მგონი..... და ახლა ქალბატონო თამარ, კეთილი ინებე და მაპატიე ! ვალდებულიც კი ხარ... ვერ ავიტან, ვერ გავუძლებ შენს გაბუტვას... ვერცერთი ჩემი დღე შენი კოცნის გარეშე ვერ დაიწყება და ვერც დამთავრდება. ვერ მაიძულებ შენს და შენი სურნელის გარეშე დავიძინო. გესმის რაც გითხარი? გასაგებად აგიხსენი? თუ ვერა და თუ ახლა, იმ პასუხს არ მივიღებ რაც მინდა, ხელახლა აგიხსნი და ასე გავაგრძელებ უსასრულოდ. – მგონი მართლა გაგიჟდა? ამდენს ეს როდის აქეთ ლაპარაკობს? ყბაჩამოვარდნილი ვფიქრობდი გულში. მაგარმ ამჯერად ეს გაგიჟება ისეთი სასიამოვნო მოსასმენი იყო, მთელი ცხოვრება არ მომბეზრდებოდა ასეთი სიყვრულის ახსნა. გული სულ გამიგიჟდა, თავის ადგილას ვეღარ ეტეოდა. – და კიდევ, მაგ ტუჩს კბილები გაუშვი თუ არ გინდა ჩემსაში მოვაქციო... –ვსო, დავყარე ფარხმალი. ყველა ბრძოლა კი წამაგებინა საკუთარ თავთან, თუმცა მაინც არ დავნებდი. არა, კი დავნებდი მაგრამ... – ვერ გავიგე. ასე რომ ყოველდღე, ყოველწუთს, ყოველ წამს ამიხსნი და თუ საჭირო გახდა უსასრულოდაც... არაფერიც არ მიპატიებია ! – ღმერთო დამეხმარე ! – ღიმილით თქვა და მარწუხები შემომხსნა. – უკვე აღარ ვიცი რა ძალებს ვთხოვო საკმარისი მოთმინება. შენთან არაფერი არ ჭრის, რაც არ უნდა გავაკეთო ბოლოს, მაინც იქამდე მიგყავარ, დაგელოდო მანამ, სანამ მაგ ლამაზ თავში არსებული ტვინი, თავად არ ამინთებს მწვანე შუქს. უკვე აღარ ვიცი რა უნდა მოგიხერხო ! – ჩემმა ტვინმა, ჩემს გვერდით დაძინებაზე მწვანე შუქი აგინთო. – ღამის სამი საათი იყო, ამდენი კინკლავისა და ათასჯერ შეცვილი ემოციის გამო ქანცი მქონდა გაწყვეტილი. მგონი საკუთარ თავს უფრო მეტს ვეომებოდი ვიდრე მას. თან, ისედაც არსად იყო წამსვლელი და არც მე მინდოდა წასულიყო. – ჩახუტებით დაძინებაზე რა აზრისაა ? – აზრები დაუმთავრდა. იმაზეც მადლობა მითხარი, ჩემს გვერდით, რომ გაწვენ ! ესეც იმიტომ, რომ ამ შუაღამეზე ოთახის მოსამზადებლად ლელამ უნდა იწვალოს. – მადლობელი ვარ ... ყველაზე, რომ ზრუნავ ჩემს გრდა... თავისქნევით წამოდგა და აბაზანისკენ წავიდა. ეს ახლა ნორმალურია? იმ ხელებით, როგორ უნდა იბანავოს? მაგრამ ალბათ სინდისის ჩამორეცხვას ცდილობს მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანს მოსაკლავად რომ იმეტებდა. მისი სისხლის კვალი ტანსაცმელზეც ეცხო და ასე ცოდევბით დასვრილი ხომ არ დაიძინებდა. თან სიმწრით გადავუხვიე. თუ გონია კიდევ გავუკეთებ ძალიან ცდება ! ისე ნეტავ იქ რა მოხდა, ან რა უთხრა, ან მისი მოკვლა რამ გადააფიქრებინა? ახლა რომ ვკითხო გაბრაზდება ნეტა? ან, რატო უნდა ვიდარდო გაბრაზდება თუ არა. ჩემზე იდარდა, მის საცემად რომ გარბოდა? უფლება მაქვს ვიცოდე... გამოვა და ვკითხავ ... ამდენი კითხვებით გადავსებული თავით წინ და უკან დავდიოდი. როგორც იქნა გამოაღწია. მისი მშრალი სახვევების დანახვაზე, შტერივით მივაჩერდი. რანაირად? ვაღიარებ, მისი სხეულისკენაც გამექცა თვალი თან, აბაზანიდან გამოსულს ისეთი სურნელი ჰქონდა ხოლმე... თვითონაც მიყურებდა ოღონდ ძალიან იმედგაცრუებული სახით ალბათ, ჩემი „უჟმური“ პიჟამოს დამსახურება იყო. ახლოს რომ მოვიდა და უკმაყოფილო მზერა ამატარ– ჩამატარა, მაშინღა გამახსენდა კითხვა, რომ მქონდა. – დიმა ის საჩუქარი მისგან იყო? – არც მისგან და არც ნინასგან. – ამ პასუხმა სხვა ყველა დასასმელად გამზადებული კითხვა პირზე მიმაყინა. – აბა? – შუბლზე ამივიდა თავლები მოულოდნელობისგან მართლა არ ველოდი საჩუქარს სხვისგან. – არ ვიცი, გავარკვევ. – იმედია ისე არა, როგორც დილით. – თაკო, აღარასოდეს არაფერი დამიმალო. იმაზე არ იფიქრო მე რას გავაკეთებ, მთავარია მითხრა და მარტო არ დარჩე პრობლემებთან. გთხოვ, ძალიან, გთხოვ ! აღარაფერი მითქვამს. აშკარად ორივეს შეგვეცვალა ხასიათი. მოედანზე, ახალი მოთამაშე გამოჩნდა... ვსო ეს ახლა ჩემი დაცვის სურვილით სულ გადაირეოდა... დილით ადრე, მინდოდა გამეღვიძა სამსახურში გამესწრო, აუცილებლად მოინდომებდა თავად წავეყვანე. ადრე კი გავიღვიძე მაგრამ რათ გინდა? ჩაცმულ–დახურული იჯდა დივანზე და მელოდა. უხმოდ ავდექი. შენელებული კადრივით დავიწყე მომზადება. იქნებ ლოდინით დაღლილიყო და გაქცეულიყო. შენც არ მომიკვდე, იმდენ რამეს გაუძლო ჩემთან ეს ალბათ ზღვაში წვეთი იყო. როგორც იქნა მოვრჩი და კარებთან წასულს ბრაძნება დამეწია. არადა გუშინ ბოლო ხმაზე ვკიოდი შენი ბრძანებების დრო დამთავრდათქო. – მე წაგიყვან ! – უშენოდაც მივაგნებ. დამშვიდდი, დაცვა მიმყავს. – შენი აზრით მე სახლში დავრჩები და დაცვას გაგაყოლებ? მე მიგიყვან დაცვა კი ჩემს მოსვლამდე იქ დააგელოდება. – თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გმირი მგონია, მოსაკლავად რომ დასდევენ ! – მობეზრებით ამოვილაპარაკე და კარებს მივეყრდენი. – ხარ კიდეც, ოღონდ პირიქით, შენ დასდევ მსხვერპლი კი მე ვარ. წამო, ჯერ ვისაუზმოთ. – სიცილს ვერ მალავდა. სწრაფად აისვეტა ჩემს წინ, ხელი ჩამჭიდა და წამიყვანა. ზლაზვნით გავყევი. რომც შევწინააღმდეგებოდი, დიდი ალბათობით ზურგზე მოგდებულს გამატარებდა მთელ გზას. როგორც კი სუფრას მივუახლოვდით მის გარშემო შემომსხდარი ოჯახის წევრები დავინახე ბენიერი ღიმილითა და მხიარული ხმით მივესალმე. არც ჩემი მეუღლის ეჭვიანმ მკვლელმა მზერამ არ დააყოვნა შინაარსით „ მე ორი დღეა მშხამავ, მათთან კი მშვენივრად იკრიჭები“. ოჯახის წევრებზე, როგორ უნდა იეჭვიანო ადამიანმა თუ მართლა ავადმყოფობად არ გაქვს ქცეული? ხელის გამოცლა ვცადე, ვიფიქრე ანას გვერდით დავჯდებითქო, მაგრამ ვინ გაგიშვა მის გვერდით ძალით დამაწება სკამზე. – როგორ მიხარია, ასეთს რომ გხედავ ! – ჩემს წინ მჯდარი ნანა, გადმომწვდა და სიტყვითა და ხელით ერთდროულად მომეფერა. შენ როგორ ხარ შვილო? – ახლა მას შეანათა მზრუნველი თვალები. – რომ გითხრა, კარგადთქო დაიჯერებ? – პასუხს მას ცემდა, მე კი ბრალმდებელივით მიყურებდა. – მეტის ღირსიც ხარ ! – ჩაიბურდღუნა ანამ. – ანა, მეც იგივე რომ გავაკეთო ჩარლისთან მერე არ გეწყინოს ! დარწმუნებული ვარ ჩემზე კარგი დღე არც მას ელის შენს ხელში. – ვითომ, რატომ ? – დაწვრილებული თავლებით ჰკითხა ანამ. – გავხართ ! – ხელებისა და თვალების მოძრაობა ჩემსა და მას შორის გაცვალა. – ბარემ, იქნებ ისიც უთხრა საუკეთესო მეგობარს დაღუპვის გზას ადგახართქო ! – დამანჭული სახით ურჩია დამ. – გვიანია, უკვე დაღუპულია. – ისევე, როგორც შენი ძმა ! – ღიმილიანი სახით დავუდასტურე ანას. – ხვალისთვის ჩემი დახმარება, ხომ არ გჭირდებათ ? – მშლობლებს ეკითხებოდა, მაგრამ მაინც მე მიყურებდა გამყინავი მზერით. – მომაცილე ეგ თვალები, თორემ ლუკმა გადამცდება ! – ჩუმად და მკაცრად ვუთხარი. – ვცდილობ, მაგრამ მაინც შენსკენ გამორბის ! – ყურთან ახლოს მომიტანა ტუჩები ჰაერი მომაფინა და ჟრუანტელმაც არ დააყოვნა. – ყველაფერი მოვაგვარეთ უკვე. ანამ სახლში ისურვა სტუმრების მიღება. ხვალ ექვსზე დავპატიჟეთ. – აუხსნა შვილს გოგიმ. – ანა, შენ გინდა რამე? – მანამდე ერთმანეთი არ დახოცოთ, მეტი არაფერი ! – კისკისით უპასუხა. – მართლა მეცოდება ჩარლი, ისეთივე ტლიკინა და ჭკუამხიარული ხარ ! – შენ კი ისეთივე უჟმური და სიტყვაძუნწი ! ძალიანაც კი ცდილობს ჩემი რძალი შეგცვალოს, მაგრა, არ ანებებ და ... – ვაიმე ანა, შენ რომ იცოდე, გუშინ მაგან რამდენი ილაპარაკა და თან როგორები ილაპარაკა, მაგას არ იტყოდითქო ვფიქრობდი და ჩუმად მეცინებოდა. ისევ დიმას „ შენ რაღა გაცინებს“ მზერა. – შენ, რომ გკითხოს კაცმა, შეცვლილი კი არა, პირდაპირ ამოყირავებული ხარ. არა და საკუთარი დაც, კი ვერ გამჩნევს.– ისევ ჩუმად გადავულაპარაკე. – იდეალური ტანდემი ხართ. ჩემი ნერვების განადგურება ორივეს კარგად გამოგდით, თუმცა უნდა ვაღიარო შენ ვერ გჯობია. ხელი დამავლო, ჩვენ მივდივართო მათ უთხრა და ისევ ბაღის მოსწავლესავით ძალით წამათრია. ავტომობილის კარი გააღო დაიმედებულად მომათავსა სავარძელზე და თავადაც მიუჯდა საჭეს. დაქოქა და კომპიუტერმა ხმები გამოსცა. გადმომხედა. – უსაფრთხოების ქამარი გაიკეთე ! – ყველაფერს შენ აკეთებ ჩემს მაგივრად და ბარემ ესეც შენ გამიკეთე. – საზურგეს კომფორტულად მივეყრდენი, დაველოდე, როდის შეასრულებდა ჩემს ბრძანებას. – მერე არ გეშინია ჩემს ახლოს მოსვლას, რომ ვერ გაუძლებ? – შენგან განსხვავებით, გადასარევი ნებისყოფა მაქვს ! გამიკეთებ თუ გადავიდე? – შენს გაძლებაში, მოთმინების რეკორდს ვამყარებ და კიდე მე არ მაქვს ნებისყოფა? – გაკვირვებული ხმით მიპასუხა და ჩემთვის ქამრის გაკეთებას შეუდგა. მეც დრო ვიხელთე, მისი სურნელი მოვიპარე. სავარძელზე აკრული ველოდი როდის მორჩებოდა და გაიწეოდა, მაგრამ გაიწია კი არა პირიქით, უფრო ახლოს მოვიდა და მზერა ჩემს ტუჩებზე გააჩერა. ახლა სად გინდა დაუსხლტდე ან მას ან სურვილს. გულაფრთხიალებული უფრო მონდომებით ავეკარი სავარძელს. მანაც მეტად მოიწია . ვსო მაკოცებს გავიფიქრე, თვალები დავხუჭე და ჰოპ ! მანქანა დაიძრა. რა გააკეთა ახლა ამან? ძველი ჩვევები დაუბრუნდა? ანუ, რა გამოდის მე მის მოთმინებაზე ის კი ჩემს სურვილებზე თამაშობს? ეცინება კიდეც... ასე ფიქრებში გაცოფებული მიმიყვანა სამსახურთან. მანქანა ბოლომდე გაჩერებული არ ყავდა კარები, რომ გავაღე, ვისკუპე და სწრაფად წავედი შენობისკენ. გამომყვა რათქმაუნდა. კაბინეტში, რომ შევედით მკლავში ხელი ჩამავლო და თავისკენ მიმაბრუნა. – შენს მაგივრად ყველაფერს მე ვაკეთებ და ბარემ ამასაც მე გავაკეთებ – დაასრულა თუ არ, ტუჩებზე მოწყვეტით დამაცხრა. წინააღმდეგობა არც და ვერც გავუწიე. დავაცადე სანამ გული არ იჯერა. ნუ, ხო მეც ვიჯერე. – გითხარი, ჩემი დღე შენი კოცნის გარეშე არ დაიწყებათქო. ისედაც დამაგვიანდა. – წუხელ ჩემს გვერდით, რომ იწექი არ ნიშნავს ყველაფერი რიგზე გვაქვს ! – ჩემი ნაწყენი პოზიციის უშედეგო გამომზიურება. – დღის, ბოლო კოცნისთვისაც მზად იყავი ! – თვალი ჩამიკრა და ოთახიდან ჩვეული, მომხიბლავი სიარულია მანერით გავიდა. – ამ კაცთან არაფერი არ ჭრის ! არადა რომ კითხო მე ვარ თურმე ასეთი. ცოტა კიდევ ვლანძღე, მერე გაბრაზებულ–ბედნიერი ჩავესვენე ჩემს სავარძელში და დაკვირვებით გადავხედე ჩემს მაგიდას. წინ იმდენი საბუთები მეყარა, მათ მოწესრიგებაში სამყაროს არსებობაც კი დამავიწყდებოდა. ნახევარიც არ მქონდა გაკეთებული, ჩემი მდივანი შემოვიდა და ახალი ქველმოქმედისა და მის მიერ სოლიდური თანხის გადმორიცხვის შესახებ რომ მამცნო. თანხას რომ დავხედე თვალები გამიფართოვდა. – რომელი კომპანიაა? – გახარებულმა ვკითხე.– მადლობის სათქმელად ხომ დაურეკეთ? – კომპანია არა. ჩრიცხვა ფიზიკური პირის დემნა ჯაფარიძის სახელზეა. მადლობას მხოლოდ დირექტორისგან მივიღებო ასე გამოგვიცხადა. – ეგ ვინღაა? არასდროს გამიგია. ან ეს განსაკუთრებული მადლობები რაში ჭირდება. – დემნა, ცნობილი ბიზნესმენია. დიდი ხანი საზღვარსგარეთ მოღვაწეობდა. რამდენიმე წელია, რაც საქართველოში დაბრუნდა. აი, მადლობაზე ნამდვილად არ ვიცი. თუ გინდა მე დავურეკავ და თავს შენად გავასაღებ. – არა ! ადამიანმა ამხელა თანხა შემოგვწირა და მადლობას ვერ დავმადლი. ჩემი ბავშვების ხათრით მაინც. – ძალიან მეუცნაურა მაიცდამაინც ჩემი მადლობა, რომ უნდოდა. – ნათი ნომერი დამიწერე და როცა მოვახერხებ დავურეკავ. – კარგი ! ხუთ წუთში შემომიტანა ნათიამ თეთრ ფურცელზე მიწერილი ნომერი და ქვეშ სახელი, დემნა ჯაფარიძე. გამოვართვი და ჩანთაში ჩავიდე. ცოტახანს კიდევ ვიმუშავე. ხუთი საათი იქნებოდა ჩემმა „მძღოლმა“, რომ შემოაჭრა კაბინეტში ყვავილებით. ამან ახლა ამ ყვავილებით მთელი შენობა და ასი თვალი გამოიარა ჩემამდე? ეს ის დიმა არაა, ვისაც მე ვიცნობ. არა, ნამდვილად გაგიჟდა! ვფიქრობდი და ვუყურებდი მის დაბინტულ ხელებში გამომწყვდეულ თაიგულს. სახვევიც შეუცვლია, აშკარდ დავითი მოინახულა. – წავედით ! – შენთვის კარზე დაკაკუნება არავის უსწავლებია? – თუ კაბინეტში გაბუტული საყვარელი ქალი მელოდება და მისთვს ყვავილები მაქვს მისართმევი, არა ! – დარწმუნებული ხარ, რომ ეგ თაიგული მე მომიტანე? – ისე გაშეშებული იდგა და ყვავილების მოწოდებას არ აპირებდა ეს კითხვა დამებადა. – არა, შენს მდივან ნათიას. აქ, უბრალოდ შემომყვა ! – ხოდა გაუტანე, გაეხარდება ! – ოხ თაკო ! გამომართვი და წავიდეთ. – ამაზე რომანტიკულად ვერც მომართმევდა. – შენ გეჭიროს, გიხდება ! – შენ უფრო მიხდები ! – ვითომ, ვერ გავიგონე. – მე ჯერ ვერ წამოვალ, საქმე მაქვს. თუ გინდა დაჯექი და დამელოდე თუ არა და წადი.უშენოდაც მოვაგნებ სახლს. – შენს გარეშე არსადაც არ წავალ. რვა საათი შესრულდა. ისევ კაბინეტში ვიყავით და ქარალდებს ჩავკირკიტებდი. მთელი ამხნის მანძილზე მისი მხრიდან დიალოგის მცდელობა ჩემი უკმეხი პასუხებით სრულდებოდა. სინამდვილეში სულ არ ვაპირებდი ამ დრომდე დარჩენას, მაგრამ მისთვის როგორმე ნერვები ხომ უნდა მომეშალა და დამესაჯა. გაწყვეტილი მოთმინებით იჯდა და მელოდა. – თაკო მთელი წლის სბუთებს ახლა აკეთებ? – თუ რამე პრობლემა გაქვს წადი ! – მე ეგ გითხარი ? – მაგას ნიშნავდა ! – სპეციალურად აკეთებ ხო ? გინდა გამომიწვიო? – რამხელა წარმოდგენა გავს შენს თავზე ! – ხო ფინია ლეკვის წარმოდგენა, ნამდვილად დიდია ! – არა და ამ დროს ყველას ეშინია შენი და გერიდებიან ! – ძლივს გავასწორე გასაცინელად აშლილი სახე. – ვინც იმსახურებს უნდა ეშინოდეს კიდეც ! ერთი შენ ვერ მოგიხერხე ვერაფერი და მარტო შენ დაგსდევ დებილივით . – რომ არა მოჩვენებითი სიამაყე, მის სიტყვებზე გულისწასვლამდე ვიცინებდი ალბათ – მოვრჩი. წავიდეთ ! – უუფ, მადლობა, აქ რომ არ გამათენებინე ! – სწრაფად წამოხტა და წასასვლელად მოემზადა. – გადავიფიქრებ ახლა ! – ისე, არაა ცუდი აზრი. – გაკვირვებულმა შევხედე. – მშიერზე, ამ დივანზე შენი ალერსით დაკმაყოფილება მომიწევს და სასიამოვნოდ წვდება ეს აზრი გონებას. – შენ მართლა ხოარ აურიე? რა აზრები მოგდი თავში, ან, რამდენს ლაპარაკობ, ამ ბოლო დროს? – აბა, არ მაცდი ნორმალური ვიყო ! – გამოადგი ფეხი. მთელი გზა გულში ჩუმად მეცინებოდა მის აზრებზე და ქცევებზე. მაშინ, როდესაც პირველად შევხვდი, ორ სიტყვას თუ მოგიგდებდა, ისიც მკაცრი ტონით ახლა კი, ათასს მოგაყრიდა ერთდროულად თან სულ სითბოთი გაჯერებულს. ამ დროს ისეთი საყვარელი იყო... ისე მომინდა მისი ჩახუტება და მის კისერში ცხვირის ჩაგვა, ამ სურვილმა ძვლებში გაატანა... გული უნებურად ამომივარდა. მიყვარდა ! ეს კაცი იმაზე მეტად დებილურად მიყვარდა ვიდრე თავად. ორივე, ერთმანეთის მიმართ ავადმყოფური სიყვარულის გამო ვქმნიდით გაუაზრებელ, გაუმართლებელ და სრულიად ირაციონალურ სიტოაციებს... ქვეყანა, რომ დაქცეულიყო ,ერთმანეთი სიკვდილის პირას, რომ მიგვეყავნა, მისგან მაინც არ წავიდოდი და არც ის დამტოვებდა. მისთვის ყველაფრის პატიება შემეძლო, მართალია ჩემებურად მაგრამ შემეძლო... ერთადერთი რასაც არ და ვერ ვაპატიებდი იყო, ღალატი... შინ მისულმა, ისევ ცხვირაბზუებულმა სწრაფად დავტოვე ავტომობილი. კარებთან დამეწია. – ჩემს საწამებლად ხარ გაჩენილი ! – კბილებში გამოსცრა. ხელი ჩამჭიდა და ისე შევაბიჯეთ სახლში. სავახშმოდ გველოდნენ. რატომღაც არ მშიოდა და ჩვენს ოთახიში წასვლა გადავწყვიტე. უკან დამქაჩა. – წამოდი ვჭამოთ, ვიდრე შენი შეჭმა დამიწყია ! – არ მშია ! – კარგი, მაშინ ორივე ოთახში ავიდეთ და იქ, რაც მოხდება, შენ თავს დააბრალე ! მშიერზე ზედმეტად მეგემრიელები – ისევ მაცდურად აზიდა წარბები, ხელები შარვლის ჯიბეში ჩაილაგა და ზემოდან დამაჩერდა კი არა, ჩამაშტერდა – ეგ ზედა ცოტა, ძალიან ამოღებულია ხო ? – თითქოს მდუღარე გადამევლო, ისეთი სიმხურვალე ვიგრძენი. რა უნდა ამ კაცს, რა ? გული უნდა გამიხეთქოს ? ენის წვერს ტუჩებთან ათამაშებდა. მერე, რაღაცნაირად მამაკაცურდ ტუჩი, კბილებში მოიქცია. არა, მოვკვდები ახლა ! ადუღებული სისიხლისგან ძარღვები დამისკდება . – აბა, რას ვშვებით, ავდივართ? – ზუსტად იცოდა რასაც მიკეთებდა. – დიმა, შემიბრალე რა ! – ძლივს ამოვიკნავლე და სასადილო ოთახისკენ დავიძარი. მესმოდა, ჩემს ზურგს უკან მოძრავი, როგორ ფხუკუნებდა. – შენ მიბრალებ ხოლმე? – გეხვერწები, სუფრასთან რამე მსგავსი არ გააკეთო ! – სულ გადამავიწყდა სიამაყე, გაბუტვა და ყველაფერი. ნუკრის თავლებით ვუყურებდი. – გაბნევ ? – ვაიმე, დაბნევას ვინღა ჩივის ! არც კი შემომხედო, იცოდე დავიხრჩობი ! – ანუ შემირიგდი? – ეს, ზეწოლაა ! - დამადანაშაულებელი მზერით გავხედე. – მიყვარხარ, ჯიუტო თხა ! – შუბლზე მიმაწება ტუჩები. – უუფფ, მეც საზიზღარო, მაგრამ არ ნიშნავს, რომ შეგირიგდი! – შემირიგდი ! სუფრასთან სრულიად პარალიზებული დავჯექი. როგორ დაუნდობლად მექცეოდა თქვენ არ იცით. როგორც კი ოდნავ დავმშვიდდებოდი ისეთი მზერით გადმომხედავდა ჩანგალი მივარდებოდა ხელიდან. ძლივს დალაგებული ჰორმონები ხელახლა იწყებდა აშლას. არაამქვეყნიურად ზემოქმედებდა იმ წუთას ჩემზე... ვეღარ გავუძელი მიზეზი მოვიგონე და სუფრა დავტოვე. ზურგიდანაც კი ვგრძნობდი მის გასაგიჟებელ მზერას... თავად დარჩა. ანას ნიშნობის საკითხზე საუბრობდნენ და უხერხული იქნებოდა მისი წამოსვლა, თორემ დარწმუნებული ვარ გონებით მე მომყვებოდა. ოთახში შესული მოწყვეტით დავენარცხე დივანზე, თავი საზურგეს მივაყრდენი და ვიდრე გული არ დამეღალა პირდაღებული ვსუნქვადი... სანდრომ დამირეკა. – ოჰ, მოღალატეც გამოჩნდა. არადა, როგორ გთხოვდი წაგეყვანე. – რახან ხუმრობის ხასიათზე ხარ, ესეიგი ერთმანეთი არ დაგიხოცავთ და ყველაფერი რიგზეა. – დახოცვის საკითხს ჯერ არ ჩაუვლია. ისე, შენ ხომ არაფრის მოყოლა გინდა? ხომ არაფერი გაქვს სათქმელი? – არაფერი ჩემო ერთადერთო. თუ რამეა მოსაყოლი და სათქმელი თავად გეტყვის. – იცი, მის გვერდით, როგორ აღმოვჩნდი და მაინც არ გაქვს პრობლემა ? – გინდა, რომ მქონდეს ? – მე არა, მაგრამ შენ რა გითხრა ისეთი, მაინც მის მხარეს რომ ხარ? – სიმართლე და ეგეც, რომ არ იყოს, ისე უყურებთ ერთმანეთს სხვა მიზეზი აღარც მჭირდება. – აი, როგორ გავხართ ასე ერთმანეთს ?! – კარგ კაცს მადარებ, რომ იცოდე ! – ვიცი ! – თაკო, დედას ბოლოს როდის დაურეკე? – მაშინღა გამახსენდა, იმ დღით, რომ მირეკავდა და პასუხის გაცემა ვერ შევძელი. – სამი, დღის წინ. – ხოდა დაურეკე ახლა თორე, შემჭამა წუწუნით დავავიწყდიო. – ჩემი დუდუნა არ იცვლება ! კარგი, დავურეკავ. – ჭკვიანად იყავი, ნუ გადარევ მაგ კაცს. – ვეჭვიანობ იცოდე ! – ნეტა, რატომ არ მიკვირს ?! – დამანებე ახლა თავი ! გავუთიშე და წამში შეტყობინება გამომიგზავნა – „ხომ იცი, რომ ჩემთვის შეუცვლელი ხარ ! “ – გული გამითბა. „ ჩემთვისაც“ – პასუხი დავუბრუნე, დედასთან ზარი გავუშვი და დაველოდე მისი ტკბილი ხმით ქოქოლას. – ხო დედიკო, გაგახსენდი? იქნებ რაზე გირეკავდი? – კარგი რა დუდუ, მწყინს ! ხომ იცი, როგრორ მიყვრახარ ! - კარგი ხო, უბრალოდ მომენატრა შენი ხმის გაგონება. თან რაღაც მინდოდა მეთქვა. - მაპატიე და ახლა მითხარი რა ხდება ?! – მამაშენს შრომა დაუფასდა ! – მოიცა, ახლა იმას გულისხმობ, რასაც ვფიქრობ? – ხო ! არ იყო საკმარისი, ოცდახუთი წელი მაგისთვის? – ზედმეტიც კი იყო, მაგრამ მე ის მიკვირს ნუგზარმა, როგორ აღიარა მასზე ასჯერ უკეთესი პროფესიონალი რომაა მამაჩემი. – ნუგზარს ვინ ჰკითხა ! უშუალოდ დირექტორმა დააწინაურა და მოადგილედ დანიშნა. – კარგი ახლა დედა, კვდებიან და ცოდვების გამოსყიდვა უნდათ თუ, რა დაემართათ? – რაც უნდათ ის დაემართოთ, რაც მთავარია ახლა დამსახურებულ ადგილზეა და ანაზღაურებაც ისეთი აქვთ ვერც დავხარჯავ. – მიხარია. დავურეკავ და მივულოცავ. ცოტა კიდევ ვიჭორავეთ დედა-შვილმა. შუა საუბარში, ოთახში, ჯიბეში ხელებჩაწყობილმა ჩვეული, საოცრად მამაკაცური სიარულის მანერით შემოაბიჯა. დედას დავემშვიდობე და სწრაფად მოვავლე თვალი მის მომხიბლავ სილუეტს. ახლაღა შევნიშნე, მუქი ლურჯი მჭიდრო მაისური,ჩემი გულის გასახეთქად, როგორ მიმზიდველს ხდიდა მის სხეულს. თვალი ავარიდე და თითებით, შუბლის წვალებას შევუდექი. იქნება ის აზრები გამეფანტა, ჩემს გონებაში უსირხვილოდ რომ დარბოდნენ. ვაიმე, როგორ სიმპატიურად გამოიყურებოდა... ჩემს წინ გაჩერდა. რა ჯანდაბა ვქნა ახლა? ამიდუღდა ისევ სისხლი... -შენი მშობლები, როგორ არიან ? კარგი იქნებოდა, მომიკითხვა ჩემგანაც გადაგეცა. - გულწფელად თბილი ხმით მითხრა. უცებ, თავში ლოგიკურმა აზრმა გამიელვა– ამდენი წელი არავის გახსენებია მამას პროფესიონალიზმი. არა, კი იცოდნენ საუკეთესო რომ იყო, პატივსაც სცემდნენ თავისებურად, მაგრამ არც წინ უშვებდნენ და ვერც ელეოდნენ. მასაც ისე უყვარდა თავისი საქმე არც უფიქრია სხვაგან წასვლა და არც აწყობდა ჩვენს ოჯახს. ახლა, ასე უცებ ჰოპ და დირექტორის მოაგდილე? ვაი დიმა აბაშიზე, იქაც გადაწვდი? ნეტა, რა გაუკეთე იმ უბედურს ამდენწლიან სიამაყეს რომ გადააბიჯა? ვის ხელეწიფებოდა ამ საქმის მოგვარება თუ არა დიმას? ... ახლა უნდა გავბრაზდე თუ მადლობა უნდა ვუთხრა?... ასეთ ხელის წაშველებებზე ჩემი აზრი მქონდა, მაგრამ მამას სიხარული რომ წარმოვიდგინე, დამავიწყდა ჩემი აზრი. ახლა იქ არის, სადაც უნდა იყოს და თუ უნდა ხელი წაეშველებინა ვინმეს. ვის ვაპატიებდი ამ საქციელს თუ არა, ჩემს ქმარს... და რადგან ეს ისე ჩუმად გააკეთა მე არ გამეგო, ასეც დარჩებოდა. თითქოს მე, არაფერი ვიცოდი. დარწმუნებული ვიყავი ასე ენდომებოდა... ათასი მადლობა გადავუხადე გულში. – რაზე ფიქრობ? - კვლავ მისმა ხმამ გამომაფხიზლა. – არაფერზე ! – რა არაფერზე, მჭამ თვალებით. – ეგრე, შენც მჭამ ! – მე ვიცი, რაზეც ვფიქრობ ! – ისევ ისეთი „მშიერი“ მზერა და კვლავ ყველა ჟესტი, რითაც ცოტა ხნის წინ მოსვენება დამაკარგვინა. – რაზე ? – ისე ვკითხე თითქოს ვერ მივხვდი. – რომ გითხრა, არ ვარ დარწმუნებული, გაუძლებ ! – მერე შენც ეგ, არ გინდა? – მინდა ! – ხოდა მითხარი ! – დღის, ბოლო კოცნისთვის მზად ხარ ? – ნელი ნაბიჯებით საწოლისკენ წავიდა. – არ ვარ ! – მაშინ, მოემზადე ! – დიმა შენ ამ კოცნას ვეღარ მომპარავ ! – ვუთხარი, მთელი ინერციით დავეჯახე და საწოლზე წავაქციე. წამოჯდა და გაოცებული მომაჩერდა. – რა, არ ელოდი? – ამჯერად მე ავუზიდე წარბები და ენა მთლიანად მოვიტარე ბააგებზეე. – რას მიკეთებ თაკო ? მერე მეტყვი რა გაგიჟებსო. – ვერაფრით ვერ ავღწერ იმ წუთას, როგორი გამომეტყველება ჰქონდა. – ცუდად ვმოქმედებ? – საშინლად ! – მაინც, როგორ? – ცხოვლეს აღვიძებ ჩემში ! –ჩემსკენ წამოწეული, ხელისკვრით უკან დავაბრუნე. – ზოგჯერ ძალიან საშიში ხარ ! – კარგი, ღამემშვიდობის ! – რამდენიმე ნაბიჯით დავიხიე უკან და თვალები მაცდურად ავუციმციმე. – თაკო, გაფრთხილებ, ფეხი არ მოიცვალო თორემ, არ დაგინდობ ! – დაჭიმული ყბებიდან გამოსცრა და მაისური სწრაფად გაიძრო. გადავიწვი ... – დიმა, დღეს ეს კოცნა ჩემია ! – დავასრულე და მოწყვეტით დავეტაკე ტუჩებზე. მისმა რეაქციამაც არ დააყოვნა, წამში ტანზე აღარაფერი მეცვა. მის მკლავებში აღარ ვჩანდი... – იცოდე, მაინც არ შეგირი... – ჩემი ხმა მისმა ვნებინმა ამბორმა ჩაახშო ... საღამოს ექვსი საათისთვის ყველაფერი მზად იყო. ანა საოცრად ლამაზად გამოიყურებოდა და ბედნიერებისგან ანათებდა. სტუმრებიც მოვიდნენ. ჩვენი ქორწილის შემდეგ შეყვარებულებს ერთმანეთი არ ენახათ. დიმას სიტყვა სრულად გაითვალისწინა მეგობარმა. არა, ნახვა კიარ დაუშლია მაგრამ რატომღაც ასე მიიჩნიეს წყვილმა სწორად. ყველაზე ბოლოს შემოვიდა ჩარლი უზარმაზარი თაიგულით, ყველა მოგვიკითხა და თვალებით დაუწყო ძებნა ანას. ისიც გამოჩნდა. კიბეები წითელი ულამაზესი კაბითა და საოცრად დახვეწილი მოძრაობბებით ჩამოიარ. ვეღარ გავიგე მისთვის მეყურებია თუ, ჩარლის გაცისკროვნებული სახისთვის. მათი ბედნიერება მეც გადმომედო და ინტიქტურად ქმრას ავეკარი. მანაც, ხელი წელზე შემიცურა. – ძალიან მიხარია, დიმა ! – მეც, მაგრამ მაინც ვერ ვეგუები ! – დაწვრილებული თვალებით ავხედე. – სულ ტყუილად ბრაზობ ! ეგ, რომ გაიგო კაცი უნდა იყო და შენს დას, საუკეთესო მეგობარს უნდა ატანდე. ძალიან კარგ ადამიანს, მაგრამ მაინც მეგობარს. – შენ წარმოიდგინე მესმის... დიმა, ხელებს ნუ ასრიალებ ჩემს წელზე ! – ძალიან ლამაზი ხარ და არ მემორჩილება. - ღიმილით დამხედა ზემოდან. – ანაზე ლამაზი არა ! – მართლა ძალიან ლამაზია ! არადა რა ციცქნა იყო... როდის მოასწრო ასე გაზრდა?! ოხ, გამეჭედება ახლა ... – ცრემლიღა გაკლია ახლა ! – სიცილით ჩავჩურჩულე. – დღეს მათი დღეა და შეეგუე უკვე. – გამიჭირდება ! ერთმანეთი რომ გადაკოცნეს და ჩაეხუტნენ, მომირიდონ მაინცო ჩაიბურდღუნა. ვეღარ გაუძლო, ხელი დამავლო და მისაღებში შემიყვანა. ან, რა გააკეთეს ახლა ისეთი? ჩაეხუტნენ უბრალოდ, მაგარმ ამის გონებას სხვანაირად გადაწვდა. ერთი, ეს იყო, თანამედროვე კაცი და მეოერე, მე, ყველაზე მორჩილი ცოლი... მალევე შემოგვყვნენ. ცოტახასნ კიდევ მოვიკითხეთ ერთმანეთი, სხვადასხვა საკითხებზეც ვისაუბრეთ. მერე ნიშნობის ცერემონიაც წესისამებრ ჩატარდა და ანას თითზე, ძალიან ძვირფასი, ძალინ ლამაზი ბრილიანტის ბეჭედი აბრჭყვიალდა. ბოლოს, სუფრას მივუსხედით. ჩარლიმ მაშინღა შეამჩნია დიმას დაბინტული ხელები. – დიმა, მე რატომ არ დამპატიჟე? – თვალით ხელებზე ანიშნა. – ძველი დრო მოგენატრა? – სიცილით უპასუხა. – რატომაც არა ! ერთად ჩაგვედინა გმირობა ! – ღიმილით. – ვერ მოვასწარი, მეგობარო ! – ამჯერად, მარტოს მოუნდა გმირად გახდომა ! – ნიშნისმოგებით გაეპასუხა ანა. – აა, ახლა გასაგებია ! თაკოს გმირი ! – ჩარლიმ სცადა, ღიმილი შეეკავებინა და დაემალა, რომ დასცინა. ოხ, ეს ამერიკული თავშეკავებულობა ! – გულს იმით დავიიმედებ, რომ შენც ხშირად მოგიწევს გმირობა, ჩარლი ! – სკამის საზურგეს მიეყრდნოდა და სიტყვა თვალის ჩაკვრით დაასრულა. – ამას, ისეთივე სიამოვნებით გავაკეთებ, როგორც შენ ! – მეგობრული ჟესტის ნიშნად შეკრული მუშტი შეაგებეს ერთმანეთს. – ეჭვიც არ მეპარება ! - სიამაყით წარმოთქვა ჩემმა გმირმა. – არ იცვლები მეგობარო ! – არც შენ ! – რანაირად იკრებ შენს გარშემო, შენივე მსგავს ადამიანებს, გაოცებული ვარ ! – ჩუმად გადავულაპარაკე. – შენ, სულ გაოცებული ხარ ჩემით ! – სიამოვნებით ჩავკლავდი, შენ თვდაჯერებულობას ახლა ! – თუ ისე, როგორც ვფიქრობ, ახლავე გავიპაროთ. – დიმა ! - მუშტი ვუთავაზე გვერდში. ერთმა კვირამ კატა–თაგვობანაში განვლო. მე გავრბოდი ის მიჭერდა. –შენ გაბუტულზე, ტკბილად შერიგება დაამუღამე და ახლა აღარ მომასვენებო– დამცინოდა. არცერთს გვაწუხებდა ეს მდგომარეობა, პირიქით... სამუაო საათები მითავრდებოდა ნათიამ, კვლავ რომ მამცნო სოლიდური ჩარიცხვის შესახებ იგივე ადამიანისგან. ძალიანაც არ მინდოდა მისთვის დარეკვა, მაგრამ თავი რაღაცნაირად მოვალედ ვიგრძენი... ანდა, რა დაშავდებოდა მითუმეტეს ეს, ჩემს სამსახურს ეხებოდა და პირად დამოკიდებულებებთან არასდოს ვურევდი. ნომერი მოვიძიე, მაგრამ ის ჩანთა არ მქონდა რომელშიც ჩავდე და რომც მქონოდა მაინც არ დამხვდებოდა მასში, რადგან ის ფურცელი ჩემი კომოდის უჯრაში მოვათავსე. ისევ ნათიას ვთხოვე. – გისმენთ ! - ბოხი ხმა მომესმა ყურმილში. – გამარჯობა ბატონო დემნა , ფონდი „ სიცოცხლის იმედის“ დირექტორი, თამარ ბერიძე, გესაუბრებით. – დიახ თამარ, გისმენთ ! – ბატონო დემნა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ... – უბრალოდ დემნა, ფორმალობა არ არის საჭირო თაკო ! – თაკო? სისხლმა ამომასხა ლამის. – ბატონო დემნა, მე ზრდილობა მავალდებულებს ასე მოგმართოთ და მითუმეტეს, არ ვიცნობთ ერთმანეთს. ასე, რომ თქვენთვისაც თამარი ! – თუ ესაა პრობლემა ქალბატონო თამარ მოვაგვარებ .-ირონიას შეიცავდა მისი ტონი. – ბატონო დემნა, ვაფასებთ თქვენს კეთილ ნაბიჯს, ძალიან დიდი დახმარება გაუწიეთ ჩვენს ბენეფიციარებს. ფონდისა და მათი სახელით მადლობას გიხდით! – ძლივს მოვთოკე თავი ეს სიტყვები შესაფერისი ზრდილობით მეთქვა. – ყოველთვის თქვენს გვედით მიგულეთ. იმედი მაქვს, შემდეგ ჯერზე მადლობას მხოლოდ თქვენი სახელით გადამიხდით. – ეს რა თავხედია, გავიფიქრე. – ბატონო დემნა, მე ამ ფონდის დირექტორი ვარ და აქ ჩარიცხული თანხის გამო არავის წინაშე არ ვარ ვალდებული მადლობა, ჩემს სახელს მივაწერო. შემიძლია პირადად გადავუხადო და გადამიხდია კიდეც , მაგრამ არა, ჩემი სახელით. თუ ამის შემდეგ კიდევ გაგიჩნდებათ ფონდის დახმარების სურვილი იცოდეთ, მადლობის სათქმელად სხვა გაგესაუბრებათ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მოთხოვნა მადლობის გადახდის შესახებ სითავხედე ჩავთვალე, მაინც ვალდებულად მივიჩნიე დამერეკა. როგორც ჩანს შეცდომა დავუშვი ! – თამარ... სიტყვა აღარ დავასრულებინე და გავუთიშე. სიბრაზემ პირდაპირ თავში ამასხა. უზრდელი, ტუტუცი , თავხედი ... ხმამაღლა ვუძღვნიდი ქათინაურებს. ნათია შემოვიდა. კითხვის დასმაც არ ვაცადე ისე მივახალე : – ამ, დემნა ჯაფარიძის ამბები ახლოს აღარ გამაკარო თორემ, არ ვიცი რას ვიზავ! საწყალმა, სიტყვის თქმა ვერ გაბედა და კარი გაგდებული ბავშვივით გაიხურა. ახლა იმაზე დავიწყე ფიქრი ეს დიმასთვის მეთქვა თუ არა... ან რა უნდა მეთქვა ისიც არ ვიცოდი, რა გააკეთა ისეთი რომ მისთვის ამეხსნა. აუცილებლად გადაირეოდა და ალბათ მიუვარდებოდა მაგრამ რას ეტყოდა თამარის მაგივრად თაკო რატომ დაუძახეო? ან ჩარიცხული სამასიათასი დოლარის სანაცვლოდ მადლობა რატომ გადაახდევინეო? ისედაც ხომ ყველას ვუხდით მადლობას ... ნამდვილად „ქაჯს“ გამოვიყვანდი მასაც და საკუთარ თავსაც... პირდაპირ ვერ ვეტყოდი, გვერდიდან უნდა მომევლო... ტრადიციულად გამომიარა და შინ წამიყვან.საღამოს რუტინის შემდეგ ოთახამდე მივაღწიეთ. კომოდის უჯრაში ჩადებული ფურცელი დროული იყო. – დიმა შეგიძლია დამტენი მომიტანო? მანდ დევს უჯრაში. წუთში, ჩემსკენ ერთ ხელში სატენით, მეორე ხელში კი, იმ ფურცლით მოტრიალდა. მის სახეს დავაკვირდი, მაგრამ რამე განსაკუთრებული ცვლილება არ შემიმჩნევია. – თაკო ეს ფურცელი უჯრაში რატომ გიდევს? ვინ არის? – ა, ხო, ფონდში სოლიდური თანხა ჩარიცხა და მადლობის სათქმელად ჩავინიშნე. – შენ რატომ უნდა გადაუხადო მადლობა? - მშვიდი ტონით განაგრძობდა საუბარს. – უკვე გადავუხადე და ამაში გასაკვირი არაფერია ! ხშირად ვუხდი ასეთ ადამიანებს მადლობას. – შენს გარდა იქ სხვებიც არიან. – რაიყო, იცნობ? – რატომ დაინტერესდი ? – ისე, უბრალოდ შენი სამყაროდანაა და ვიფიქრე გეცოდინებოდა. – შენ მაგას უბრალოდ არ შემეკითხებოდი. საუბრის დროს რამე მოხდა ? - მიხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. – დიმა, მოდი ცოტახანს გამორთე დიპლომატიური უნარები და კითხვაზე მიპასუხე. ვატყობ, რაღაც გექნება მოსაყოლი. – იცის, ვინ ხარ, ხო? – რავიცი, ალბათ ! – რატომ არ მასვენებენ ?! ეგ ტყუილად არ ჩარიცხავდა თანხას მაგ ფონდში. – ესეიგი იცნობ ! – მოდი ახლა ასე შევთანხმდეთ მე დავივიწყებ, რომ შენ მაგას დაურეკე. გასაგებია, რომ არაფერი იცოდი. თანხის ჩარიცხვას ვერავის დავუშლით მაგრამ შენ მასთან არანაირი კონტაქტი არ გექნება. ეს აღარ გამამეორებინო და ახლა ის მითხარი, რამე ისეთი გითხრა რაც უნდა ვიცოდე? – დიმა, უკვე მართლა ძალიან დავიღალე... სულ ვიღაც არის , სულ რაღაც ხდება ... ახლა შენ მითხარი რა უნდა მაგ ადამიანს ?! შენი აკრძალვა გასაგებია, მაგრამ მგონი, მიზეზის ცოდნასაც ვიმსახურებ ! – იმსახურებ ! მასთან არანაირი მტრობა არ მაქვს, ყოველშემთხვევაში აქამდე და იმედი მაქვს, მიზეზს არ მომცემს – ახლა, გასაგები გახდა თავიდანვე რატომ არ იფეთქა. – უფრო მას აქვს პრობლემა ჩემთან. – მოიცა, მას აქვს პრობლემა და შენ არა? – ნამდვილად გამიკვირდა. – ჩემს გამო მიატოვეს ! – ტყვიასავით გამიარა თავში. – ვერ გავიგე ! – კი გავიგე, მაგრამ ტვინში გაიჭედა და ბოლომდე ვერ გავიაზრე. სხვას რომ ეთქვა ეს სიტყვები წამიში დავალაგებდი აზრებს, ფაქტებს, მოვლენებს და მთელ სურათს დავხატავდი, მაგრამ როდესაც საქმე შენს პირადს, შენს გრძნობებს ეხება ყველაფერი გაცილებით რთულად არის. – გახსოვს, ბათუმის სასტუმროში ჯოზეფს, თარჯიმანი რომ ახლდა? – ხო, მგონი გვანცა ერქვა. - აჰა, ესღა მაკლდა ! სახელიც რა მშვენივრად დამიმახსოვრებია. გავიფიქრე. – კი. მაგან მიატოვა. – მერე შენ, რა შუაში ხარ ? – მაიცნდამინც უნდა დავაკონკრეტო? – დიმა ! – მასთან გარკვეული სახის ურთიერთობა მქონდა. ოღონდ მაშინ ნამდვილად არ ვიცოდი დემნას თუ ხვდეობა, ისიც არ ვიცოდი საერთოდ თუ იცნობდნენ ერთმანეთს. გვანცა ჯოზეფთან გავიცანი და ისე იქცეოდა სხვაზე შეყვარებულს ნამდვილად არ გავდა. მეც თავისუფალი ვიყავი და... – ანუ, დემნას გვანცა უყვარდა, გვანცას კი შენთან ჰქონდა ურთიერთობა? - ლამის გავიბერე ეჭვიანობით. – ხო, როგორც აღმოჩნდა მერე შევუყვარდი და ის მიატოვა. თან მიზეზიც არ დაუმალავს. სიმართლე გითხრა დემნასი მესმის, მაგრამ მასთან სუფთა ვარ. გვანცასთან სერიოზული არც არაფერი მქონია, მაგრამ რაც მქონდა ამის გაგების შემდეგ ისიც გავწყვიტე. – მერე შენ, შენზე შეყვარებული გვანცა მიატოვე? – არავინ მიმიტოვებია ! ჩემს ცხოვრებაში ყველა ქალმა იცოდა მათგან რა მინდოდა და იმის იქით არაფრის იმედი, რომ არ უნდა ჰქონოდათ. გვანცაც იმათ რიგებში შედიოდა, ვინც ასეთ ურთიერთობებზე თანახმა იყო. – როგორც ჩანს არ იყო, უყვარდი გოგოს ! – ირონიით წარმოვთქვი. – ეგრე, ყველას ვუყვარდი ! – გაჩუმდი ახლა სანამ გაგგუდე ! – მოკლედ ამ ამბავში მე, ორივესთან სუფთა ვარ. – გავნცას, ერთდროულად ორივესთან ჰქონდა ურთიერთობა? – თავიდან იმედი მაქვს არა, მაგრამ ბოლოს ნამდვილად ვიცი მარტო ჩემთან იყო ! – ფუ, როგორ უყვარდა ასეთი უღირსი ქალი. ან შენ რა ჯანდაბა გინდოდა მასთან ? – სიბრაზით გვერდები დავუჩქმიტე. – თქვენ, ხომ მხოლოდ მადლობებით ისაუბრეთ? – ამის ეჭვიანი თავი ! უცებ შემიცვალა თემა. – მას არაფერი უთქვამს ისეთი რის გამოც გაგიჟება და ამბების ატეხვა ღირს, მაგრამ დიმა, იზრუნე, რომ ეს კაცი ჩვენც ცხოვრებაში არასდროს გამოჩნდეს. რაც გინდა ის გააკეთე ოღონდ მე ჩამომაშორე. – ასეც იქნება თაკო ! – გასაგები იყო მისთვის ყველაფერი. – რამდენი ხანია რაც ეს ამბავი გაიგე და რაც გვანცას დაშორდი ? – ხომ წარსული იყო, მაგრამ მაინც უსიამოდ მებღაუჭებოდა გონებაში. – აუ, ახლა ნუ ჩაეძიები გთხოვ ! – ჩემამდე? ჩემს მერე? – მას შემდეგ რაც მითხარი, რომ გიყვარვარ სხვა ქალს ერთი კილომეტრის რადიუსშიც არ ვიკარებ ! - გაეცინა და მხრებზე მომეხვია. – პირდაპირ ჩემი თავის მიკვირს, ახლა ასე მშვიდად, როგორ ვისმენ ამ ამბებს... რატომ ჩნდება შენზე გამწარებული ყველა ქალი და კაცი ჩემს ცხოვრებაში, ერთმანეთის მიყოლებით? ყველა მომაშორე გთხოვ ! მაცადონ შენთან მშვიდად ცხოვრება. – ემოციურად ძალიან დაღლილი გულზე მივეკარი. – მე ხომ არ გაწუხებ ჩემი ყოფილებით... – ბაღის ასაკიდან მოყოლებული ყველა ვიცი ! – აჰა, ახლა გასაგებია, რატომ აორთქლდა ყველა ერთდოულად... უფრო ძლიერად ჩამეხუთე რა ! აქ – გულზე დავადე ხელი– ყველაზე მშვიდად და დაცულად ვგრძნობ თავს. – სულ ასე ვიყოთ ! – თავის მუხლებზე გადამსვა და სუნთქვისშემკვრელად მომეხვია. წინ, შაბათ–კვირა გვქონდა. საგურამოს სახლში წავედით და ყველაფერი გავთიშე რითაც კი შეიძლებოდა გარესამყაროს დავკავშირებოდით ან დაგვკავშირებოდნენ. არავინ და არაფერი გვინდოდა ერთმანეთის გარდა. ეს ორი დღე ერთმანეთის სიყვარულში, სითბოში და ზრუნვაში ავითვისეთ. მოგიზგიზე, თბილი ბუხრის წინ ვისხედით და ჩვენი შეხვედრიდან დღემდე ყველა წუთს ვიხსენებდით. ხან ვიცინოდით ხანაც, მე ვტიროდი. აქამდე არცერთი დღე არ ყოფილა ამ, ორ დღეზე ბედნიერი და მშვიდი. კვირით, საღამოს, ისევ ბუხრის წინ, იატაკზე, ფუმფულა ხალიჩაზე ვიჯექით და ვსაუბრობდით. ფეხებს შორის ვყავდი გამომწყვდეული, ზურგით მის მკერდს აკრული. მეხვეოდა და ხელებს ჩემს სხეულზე დაასრიალებდა. უცებ მუცელთან შეაჩერა, ლოყაზე მაკოცა, მერე თითქოს რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გაჩერდა. მის ხელს დავხედე. – რამის თქმა გინდა? – ხელი გაშეშების ადგილითა და ქალური ინტუიციით მივხვდი, რაღაც ძალიან სერიოზულს მეტყოდა. – ჩვენ ბავშვებზე არასდროს გვისაუბრია ხო? – ერთიანად იფეთქა ჩემში სიხარულამ, მისკენ შევტრიალდი და გაბრწყინებული თვალები შევანათე. - არა ! - მგონი უკვე დროა ვისაუბროთ. - მისი მზერაც ზუსტად ჩემნაირი იყო. -დიმა, შვილი გინდა? – ძალიან. შენ გინდა? – მაგას რა კითხვა უნდა სულელო. რათქმაუნდა მინდა ! – ისეთი სიძლიერით დავეტაკე ჩასახუტებლად, ორივე იატაკზე აღმოვჩნდით. - როგორ გამიხარდა შენგან ამის გაგება . არც კი იცი, როგორ გამახარე ! -ვეუბნებოდი და მთელი ძალით ვეკვროდი. – თაკო შენ აქაამდე ხომ არაფერს... ანუ, ხომ არ იცავდი? – ძლივს მკითხა. – მაგ კითხვისთვის ღირსი ხარ, მოგხვდეს! – მის ზემოდან მოქცეულმა მუშტი მოვუღერე. – არ გეწყინოს რა ! უბრალოდ აქმდე, რომ არ დაგეწყო გულის რევა და ასე შემდეგ... – ეე, შეხედე ამას, რა გარკვეულია ! – რაიყო, უცხოპლანეტელი კიარ ვარ. ბევრი ცოლიანი მეგობარი მყავს და მათი ახირებებიც ხშირად შემისრულებია. – დარწმუნებული ხარ, რომ ჩემს ახირებებს გაუძლებ ? – ოღონდ შენ ეგ დღე მაჩუქე და ათასჯერ გავუძლებ ! – მინდა გაჩუქო, მაგრამ არ ვიცი აქმდე რატომ არ დავფეხმძიმდი. – ჩვენზე არის რამე დამოკიდებული? - ძალიან დამწუხრებული, გულუბრყვილო სახით მკითხა. – არაფერი, ასე ვიწვეთ იატაკზე და თავად მოგვარდება. – ისეთი სიცილი ამიტყდა მთელს სახლში ისმოდა. – ესეიგი დამცინი ხო? – დამიჭირა და მოსაცმელი შემომაცალა. – რაღაც კარგად ვერ იცინიხარ ! – თითებით გვერდებში ჩამაფრინდა. – კარგი, ხო, ვიხუმრე... დიმა გეხვერწები მომაშორე ხელები ... ვერ ვუძლებ... გული წამივა იცოდე... გეხვერწები... – მომშორდა და სული ძლივს მოვითქვი. – ასე აღარ გააკეთო ! – გავაკეთებ, შენი კისკისის გაგონება, როცა მომინდება. ახლა იმაზე ვიფიქროთ, ეს მუცელი როგორ გაიბეროს ! – თავისკენ მომქაჩა, კვლავ ფეხებს შორის მომიქცია და მუცელზე მომეფერა. – შენზე რაც არის დამოკიდებული დაუღალავად აკეთბ. – ისევ სიცილით ავხედე ქვემოდან. თვალებით გამაფრთხილა მიწვევო. – სხვა, ექიმს ვკითხოთ ამ დღეებში. – კარგი, ვკითხოთ. ახლა კი, ჩვენის მხრივ ვიზრუნოთ, მაგ საკითხზე. სწრაფად წამოდგა, ხელში ამიტაცა და საძინელში წამიყვანა... საგურამოდან პირდაპირ სამსახურში მიმიყვანა. ჩვეულებისამებრ საქაღალდეებით სავსე მაგიდას მივუჯექი და მათ მოწესრიგებას შევუდექი. ხანდახან მიკვირდა მდივანი რაში მჭირდებოდა. თუმცა, რომ მახსენდებოდა მას, სხვა საქმეებს ვავალებდი და საბუთების მოწესრიგებას ჩემ თავს უფრო ვანდობდი გაკვირვება ქრებოდა. შუადღე იქნებოდა დიმამ დამირეკა და მამცნო: რადგან ორი დღე სამყაროსთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვეტილი გვქონდა სახლიდან ვერავინ შეგვატყობინა დღეს ჯოზეფის ოჯახში რომ ვიყავით დაპატიჟებული, ანასა და ჩარლის ამერიკაში გასაცილბელად მიძღვნილ ვახშამზე. ადრე დავიბარე მომზადება რომ მომესწრო და გავაფრთხილე იქ გვანცას ლანდი არ ვნახოთქო. უშენოდაც ვაპირებდი მაგის მოგვარებას თუმცა მოსაგვარებელიც არაფერია, დიდი ხნის წინ გაუწყვეტია მათთან ურთიერთობაო. ვიჯექი და ველოდი დიმა, როდის მოვიდოდა. უცებ, ნათიამ შემოაღო კარი. – თამარ შენთან სტუმა... სიტყვის დასრულება არ აცადა კარი უფრო ფართოდ გაიღო და კაბინეტში მაღალი, სიმპატიური, სოლიდური აღნაგობის მამაკაცი შემოვიდა. სწრაფად წამოვდექი ფეხზე და ჩემს მდივანს მკაცრად ვკითხე : – ნათია რახდება? – მინდოდა გამეფრთხილებინე მაგრამ... – ბოდიშის გამომხატველი თვალებით მომანათა. ხელებს ნერვილად ისრესდა. – ჩემი ბრალია ქალბატონო თამარ, მომიტევეთ ! – ახლა გასაგები იყო სტუმრის ვინაობა. – ნათია, შეგიძლია გახვიდე ! – მას დასამშვიდებელი, სტუმარს კი მრისხანე მზერა ვესროლე. – მე, დემნა ჯაფარიძე ვარ ! – ამაყად წარმიდგინა თავი. – ბატონო დემნა, კაბინეტში დაუკითხავად შემოჭრა მინიმუმ უპატივცემულობაა, მაქსიმუმ შეურაცჰყოფა, მაგრამ ვინაიდან თქვენის მხრიდან ჩემთვის ორივე დაუმსახურებელი და მიუღებელია ჩავთვლი, რომ ორივე ქმედება თქვენივე მისამართით ჩაიდინეთ. – რათქმაუნდა. დაჯდომას არ შემომთავაზებთ? - თვალებით სავარძლისკენ მანიშნა. – მიზეზს ვერ ვხედავ ! – გასაგებია, ისევ ნაწყენი ხართ ! – და თქვენ ვინ ხართ, რომ მე მაწყენინოთ ? – არც მიფიქრია. უბრალოდ შემთხვევით გამომივიდა და ამიტომ ვარ აქ. მინდა, ბოდიში მოგიხადოთ. – მე თქვენზე ნაწყენი ვერ ვიქნები ასე რომ საბოდიშოც არაფერია. - ძალიან მშვიდი ტონით ვუთხარი და ჩემს სკამს დავბრუნდი. - ახლა კი გთხოვთ, დატოვოთ ჩემი კაბინეტი ! - ხელით კარისკენ ვანიშნე. – თამარ, თქვენ იცით მე ვინ ვარ ხო? - გამომეტყველება შეეცვალა. – ისევე, როგორც თქვენ იცით, მე ვინ ვარ ! – დიახ და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. არ ველოდი ასეთი ადამინაი თუ დამხვდებოდა. – აბა, როგორს ელოდით ? – არ ვიცი, მაგრამ თქვენნაირს ნამდვილად არა ! ბოდიშს გიხდით. – ბატონო დემნა, მოდი იმ მიზეზით პრობლემებს ნუ შევქმნით, რაც რეალურად არ არსებობს ! დამიჯერეთ, არ ღირს ! – რას გულისხმობთ ? – ვფიქრობ, მიმიხვდით ! – მეც მასე ვფიქრობ ! – ეხლა კი, მეც დავივიწყებ ჩემს მიმართ რა მიზნებიც გამძრავებდათ და წარმატებულ გზას გისურვებთ. – ღირსებას გეფიცები თქვენს მიმართ არავითარი ცუდი მიზანი არ მქონია ! აქ რომ სხვა ქალი დამხვედროდა, სხვა თვისებებით კიდევ შეიძლებოდა მეფიქრა რევანშზე, მაგრამ თქვენთან ამის გაფიქრებასაც ვერ ვიკადრებ! როგორ მეგონა, რომ დიმა აბაშიზე შენზე ნაკლებ ქალს დაიყენებდა გვერდით ! – ბოლო სიტყვები ისეთი დანანებით ჩაილაპარაკა, მივხვდი, რა იგულისხმა და იმ წამს რას გრძნობდა. – მადლობა გულრწფელობისთვის ! ახლა კი, ვიდრე ჩემი მეუღლე მოსულა გთხოვთ, წაბრძანდეთ ! – კიდევ ერთხელ მიიღე ჩემი უდიდიესი პატივისცემა და ბოდიში თამარ ! – რაღა დაგიმალოთ და მის მიმართ მეც პატივისცემით განვეწყვე. ასეთი კაცები სტყვებს ჰაერზე არ ისვრიან. – მიღებულია ! – რატომ იხდი ბოდიშს დემნა? – მომესმა მეუღლის ხმა და ტანში ცივად დამიარა. – დიმა, ბატონი დემნა ფონდზე სასაუბროდ მესტუმრა და უკვე მიდიოდა ! – სწრაფად წამოვიჭერი სავარძლიდან, მასთან ახლოს მივედი, ხელზე ჩავებღაუჭე და მუდარით შევხედე. დამშვიდდიო, თვალებით მანიშნა. – დიმა ყველაფერი რიგზეა ! – მისალმების ნიშნად თავი დაუკრა სტუმარმა. – რათქმაუნდა რიგზე იქნება ! – ანთებული თავლებით გაეპასუხა. – ქალბატონო თამარ ყოველთვის დიდი სიხარულით დავეხმარები თქვენს ფონდს და გთხოვთ, ამ შესაძლებლობას ნუ წამართმევთ. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის ! – განა შეიძლება, ადამინას სიკეთის კეთებაში ხელი არ შეუწყო? დიმა უჩვეულო მოთმინებით უსმენდა ჩვენს დიალოგს. სტუმარი კარისკენ დაიძრა, მერე შეჩერდა მოტრიალდა და ბოლო სიტყვები დაუტოვა : – იღბლიანი კაცი ხარ დიმა ! – ვიცი ! - მედიდურად დაეთნხმა. – თვის ბოლოს ბიზნეს ფორუმია. სკამს, შენ გვერდით დავიკავებ ! ამ რამდენიმე სიტყვაში იმაზე ნათლად აუხსნა ყველაფერი ვიდრე ათასი სიტყვა მოახერხებდა. კაბინეტიდან, რომ გავიდა მეუღლემ გაკვირვებულმა შემომხედა. ნეტავ იცოდეთ, როგორ მეამაყებოდა იმ წუთას. – თაკო, ამიხსნი, რა მოხდა აქ? – ჩემო სიყვარულო ასახსნელი არაფერია. უბრალოდ იცოდე, ეს კაცი უკანასკნელია ვინც ჩვენს ცხოვრებაში პრობლემას მოიტანს ! – ვიცოდი, რომ ღირსეული კაცი იყო, მაგრამ მაინც რა უთხარი ასეთი? – უბრალოდ მენდე, გთხოვ ! ძალიან გთხოვ ! – სხვა რა გზა მაქვს. ისედაც, ვხედავ უჩემოდ მშვენივრად მოგიგვარებია. – არ მჯერა, რომ ეს ამბავი ასე მარტივად გავიარეთ. - მხარზე მივაწებე ტუჩები – თაკო, მართლა გიჟი კი არ ვარ, კაცი ტყუილად ვცემო. – მოდი რა, ყველა პრობლემა ასე მოვაგვაროთ ! – თანახმა ვარ, მაგარმ მნიშვნელობა იმასაც აქვს პრობლემას, როგორი ადამიანები გიქმნიან ! ახლა სწრაფად წამოდი გვაგვიანდება. – მართალი ხარ ! – პირველი ვინც თავში მომივიდა რათქმაუნდა უღირსი და უნმუსო ნიკა იყო. შვიდ საათზე, ყველანი ჯოზეფის სახლში ვიყავით. გზად ჩარლის თხოვნით ლილე, სანდრო და უცვლელი ტანდემი გავიყოლეთ. ჩვენს გარდა სხვა, ასვე ნაცნობი სტუმრები ჰყავდათ. უფროსმა თაობამ მალევე დაგვტოვა და სხვა ოთახში განმარტოვდნენ. ახალგაზრდებმა კი ამ, ამერიკულ ოჯახში ქართული დროსტარება გავმართეთ. დიმა, სანდრო და ჩარლი, სხვა, ყველა აქტივობაში შეძლებისდაგვარად აგვყვნენ მაგრამ ვერაფრით ავაცეკვეთ. იჯდა სამი უჟმური მუშკეტერი და ჩვენი ყურებით ერთობოდა. დიდი სმის მოყვარული არც არასდროს ვყოფილვარ, ნეკლებ ალკოჰოლიან კოქტეილს თუ დავლევდი ისიც იშვიათად, მაგრამ იმ დღეს ეგეც ამიკრძალეს. როგორც კი ჭიქას ავწევდი ჩემი მეუღლე ან თვალებს დამიბრიალებდა, ან თავად მაცლიდა ჭიქას ხელიდან. შვილის სურვილი ისე აეკვიატა, მგონი უკვე ფეხმძიმედ ვეგონე. ვაი და იყო ბავშვს არაფერი დაუშავდესო. ლილე და ანაც მიხვდენ მის ღალვას, ერთი–ორი სიტყვით მეც დავუდასტურე და მთელი საღამო მოსვენება დააკარგვინეს. დიმა, რომ აღარ ეყოთ მერე, მეც გადმომწვდნენ და ორივე, გვერდიგვერ მსხდარი ვუსმენდით მთვრალი ქალების გაუთავებელ დაცინვებს. ერთი–ორჯერ ისიც კი ვიფიქრეთ სასმელში რამე გავერია და დილამდე მაინც გაგვეჩუმებია ორივე. როგორც იქნა ცოტახნით დავეხსენი მათ და სამზარეულოში ნამცხვის საჭმელად გავედი. ლუსიაც იქ დამხვდა. ცოტახანს რაღაც თემაზე ვისაუბრეთ. მერე კი მომინდა გვანცაზე მეკითხა ეს ბოლო დღეები ისე მოუშორებლად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ქალურმა ინტერესმა მძლია. შეფარვით რამდენიმე სასხვათაშორისო კითხვა დავუსვი. მანაც მიპასუხა, რომ თურემ რამდენიმე თვის წინ გაუწყვეტია მათთან კონტაქტი. ბოლო დროს წონაში მოიმატა, მგონი ამის გამო დეპრესია დაეწყო თავს სულ შეუძლოდ გრძნობდა და ასე ყველაფრის აუხსნელად წავიდაო. მას შემდეგ არც შეგვხმიანებია და არც არსად შევხვედრილვართო. ცოტა კი მეუცნაურა ეს ამბავი, მაგრამ რადგან მოშორებული წარსული იყო მალევე დავივიწყე. ანდა, რაში მაინტერესებდა მისი ცხოვრება. მოკლეთ, გვიან ღამით დავიშალეთ. როგორც აღმოჩნდა მხოლოდ მე, ნანა და დიმა ვიყავით ფხიზელი. ყველა მთვრალი,ჩვენი ჩამოსარიგებელი გახდა. ანას და გოგის სახლში მიტანა ნანასა და მძროლ დავავალეთ. თან ნანა ლანძღავდა ახლადდანიშნული გოგო, საქმროს ოჯახში ასე უგონოდ, როგორ უნდა დათვრესო. ისიც თავის მხრივ ამშვიდებდა ეგრე, ჩემი საქმროც და მამაჩემიც კი დათვრაო. მე სანდროს მანქანაზე დავჯექი, ის და ლილე ვიტვირთე. დიმამ, ტანდემი ჩატენა თავისთან. მაგრამ ვიდრე ამ ოთხეულს მანქანებში მოვათავსებდით ლილემ და ზურამ სპექტაკლი „ამაღამ ცოლი უნდა მოვიყავნო“ მოგვიწყვეს. ეს ჩემი ცანცარა დაქალიც, რომ უარზე არ იყო კი არა, და ლამის ძალლით წაყვა ცოლად. რის ვაი ვაგლახით გადაათქმევინეთ, გამოფხიზლებულზე ექორწინათ. დილით, საღ გონებაზე რომ დავურეკავდი და მოვუყვებოდი მის ნამოქმედარს, თან კომპრომატის სასხით რამდენიმე ფოტო და ვიდეოც მასალაც მქონდა, ნამდვილად საკადრისი სამაგიერო იქნებოდა, მთელი საღამო დაცინვაში რომ გამატარებინა. სახლში ქანცგაწყვეტილები დავბრუნდით. სააბაზანოდან გამოსულს დიმამ, ბავშვზე ხომ არ გვეზრუნაო, რომ მითხრა გულწასულივით გადავქანდი საწოლზე. რამდენიმე დრემ ასე მშვიდად და ბედნიერად განვლო. ანა და ჩარლი გავაცილეთ ამერიკაში. ექიმიც მოვინახულეთ და არანაირი პრობლემა არ გაქვთ უბრალოდ სწორი კვება, სწორი რეჟიმი და დრო გჭირდებათ, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული და მალე ყველაფერი კარგად იქნებაო, რომ გვითხრა მეც ხომ გამიხარდა, მაგრამ დიმას სიხარულს საზღვარი არ ქონდა. პრადად აკონტროლებდა კვებასა და რეჟიმს დღეც და ღამეც. ერთ საღამოს, სამსახურიდან დამირეკა, მეგობრებმა საგურამოს სახლში წასვლა გადავწყვიტეთ, ცოტას გავერთობით და თუ შენც წამოხვალ მათაც ვთხოვ მეუღლეები წამოიყვანონო. უარი ვუთხარი, ამ ერთხელ უჩვენოდ გაერთეთ სახლშიც გეყოფითთქო. მთხოვა ლილესთან წავსულიყავი ან ჩემთან დამეპატიჟა, რომ არ მომეწყინა და რათქმაუნდა დაცვის გარეშე არ წახვიდეო. ტელეფონი მოვიმარჯვე ლილესთან დასარეკად, მინდოდა მეთქვა სტუმრად რომ მივდიოდი. ვიდრე ნომერი მოვძებნე, ეკრანზე მისი ზარი აციმციმდა. - გულმა გიგრძნო გადარეულო? ახლა ვრეკავდი შენთან. - თაკო, დიმა შენს გვერდითაა? - შეშინებული ხმა ქონდა. - არა ! რაიყო ლილე, რა ხმა გაქვს? - სწრაფად მოდი ჩემთან ! - მითხარი რა ხდება, თორემ გზაში გული გამისკდება ! - ნიკას ეხება. დიმას ჯერ არაფერი უთხრა. - ახლა რა ჯანდაბა უნდა ? - ბოლომდე მეც ვერ გავიგე, მაგრამ მგონი, კარგი ნამდვილად არაფერი. რომ მოხვალ გაჩენებ და თვად უფრო მიხვდები. მასთან რომ მუშაობდი იმდროინდელი ამბავია. - ეგ ადამინი თავად ითხოვს, რომ მოკლან ! სწრაფად მოვემზადე და თავქუდმოგლეჯილი გავვარდი მასთან. გულამოვარდნილი მივდიოდი და ვფიქრობდი, რა მოუშორებელი ჭირი გახდა ეს ადამინი ჩვენს ცხოვრებაში. ვხვდებოდი, კიდევ ერთი მძიმე დღე მელოდა და ამის გაზრებაზე გონება, მთელს სხეულში უსიამო ტალღებს გზავნიდა. მანქანას ზუსტად ისე მივაქროლებდი, როგორც ჩემი ქმარი გაბრაზებულზე და თუ აქამდე ვერ გამეგო, რატომ იქცეოდა ასე, ახლა ნამდვილად მივხვდი- ბრაზის ჩახშობას, მოზღვავებული ადრენალინით ახერხებდა. თუმცა, იმ მომენტში ესეც ვერ მშველოდა, ვერ ცვლიდა იმ ფაქტს, წინ დიდი პრობლემა, რომ უნდა დამხვედროდა. როგორც იქნა მივაღწიე ლილეს კორპუსამდე. სწრაფად დავამუხრუჭე და სადარბაზოში გავიქეცი. ლიფტი დაკავებული დამხვდა. მოთმინება არ მეყო დავლოდებოდი. ექვსი სართული სირბილით ავიარე. კარზე დაკაკუნებაც ვერ მოვასწარი ისე გამიღო. ჩარჩოს მიყრდნობილი, გულამოვარდნილი ვსუნთქავდი. - გოგო, როგორ დაატარებ მანქანას ხოარ შეიშალე? საბურავების ხრჭიალი აქ მომესმა. - შევიშალე ! რა ხდება ლილე, რატომ არ მაცდის ეგ უნამუსო მშვიდად ცხოვრებას? - შემოდი, ამოისუნთქე და გაჩვენებ. ძლივს შევლასსლასდი მისაღებში. სავარძელში ჩავესვენე. ცოტა რომ მოვსულიერდი ლილემ ლეპტოპში თავის მეილი გახსნა და ნიკას მიერ გამოგზავნილი საბუთები მაჩვენა. როგორც ჩანს ჩემთან გამოგზავნა ვერ გარისკა ივარაუდა, რომ დიმა ნახავდა. საბუთების შინაარსი, რომ წავუკითხე და ყველა გვერდის ბოლოს ჩემი ხელმოწერა ვიცანი, სულ ბოლოს კი წარწერა „დარწმუნებული ვარ მიხვდები ეს რას ნისნავს“, თვალებში დამიბნელდა. - ეს რა ჯანდაბა ! ეს რა ჯანდაბა ! რა უნდა ვქნა ახლა ?! - ისეთ ხმაზე ვიკივლე, მოულოდნელობისა და შიშისგან ლილე შეხტა. - რა იყო გოგო, რა წერია, რა საბუთია ამისთანა? - ის რაც თაღლითობის ბრალდებით, მინიმუმ ექვსი წლით ციხეში გამომკეტავს. ლილემ ფერი დაკარგა, მოწყვეტით დაეშვა დივანზე. მეც გვერდით მივუჯექი, სახე ხელებში ჩავრგე და მთელი გონება დავძაბე აზრების მოსაკრებად და რაიმეს გასახსენებლად. ცოტა ხანს უხმოდ ვისხედით. მხარხე ხელის მოხვევა ვიგრზენი, გავსწორდი და მის აცრემლებულ, შეშინებულ თვალებს შევხედე. - თაკო, შენ ხომ ამას არ გააკთებდი ? - არც გამიკეთებია ! - აბა, როგორ აქ ეს საბუთები, ამ არაკაცს? - ზუსტად ვერ გეტყვი. ფქტია მოტყუებით მაქვს მასზე ხელი მოწერილი, მაგრამ როდის, რანაირად არაფერი არ მახსოვს ლილე. ყველა საბუთს წაკითხვის შემდეგ ვაწერდი ხელს და ეს არ გამომრჩებოდა არ არსებოს. რა ნა******ია ! - რაღაც გამოსავალი აუცილებლად იქნება. ხომ შეგიძლია შენი სიმართლე დაამტკიცო? - რომელი იდიოტი დაიჯერებს, რომ ამას პროფესიით იურისტმა გაუაზრებლად და შემთხვევით მოაწერა ხელი ლილე? - იქნებ დაიჯეროს. ხომ არსებობს შეცდომა, თუ რაღაც ასეთი მიდგომა? - თაღლითობა სამსაურეობრივი უფლება-მოსილების გადამეტებით, არ არის მარტივი ბრალდება ლილე. თან მარტო ჩემი ხელმოწერა აქვს. მაგ გარემოების დამტკიცებას ვერ შევძლებ. - ვერ დავიჯერებ, რომ რამის პოვნას ვერ შეძლებ ! - ალბათ შევძლებ კიდეც, მაგრამ იცი, როგორ გაიწელება დროში? იმ სკანდალს სად გავექცევი რაც ამას მოჰყვება. ახლა შეიძლება მართლა გავგიჟდე. ვერაფერს ვერ ვიხსენებ, ვერც იმას ამას როდის მოვაწერე ხელი. - რაში დასჭირდა მაგ ნაგავს, ვერ ვხვდები ! - თარიღის მიხედვით, ეს საბუთები ერთ წელზე მეტია რაც აქვს. ანუ მაშინ დიმასთან არანაირი საერთო არ მქონდა. ფაქტია ჩემი ციხეში გაშვება არ უნდოდა, სხვა მიზნებისთვის ჭირდებოდა, თორემ მანამდე გააკეთებდა ამას. - რა მიზნებისთვის თაკო? - ზუსტად თქმა რთულია. ბევრი შეიძლება იყოს. ახლა პირველი რაც თავში მომდის შანტაჟია. მაგრამ რისთვის? კარგი ახლა გასაგებია მაგრამ მაშინ რისთვის ამას ვერ ვხვდები. - რაღა აზრის აქვს მაშინ რა უნდოდა. ახლა იყენებს და რაღაც უნდა მოვიფიქროთ. - მაშინდელსაც აქვს მნიშვნელობა და მგონი ახლა ვხვდები, რატომ არ მეუბნება დიმა ბოლომდე სიმართლე. ნამდვილად ამ ამბებთანაა ეს სიმართლე კავშირში. - დიმას, ხომ ეტყვი? - ღმერთო, რა მე შველება ! - ამოვიოხრე და საზურგეს მივეყრდენი. - ვეტყვი ლილე, ვეტყვი. მანამდე კი ორგანულად ომისთვის უნდა შევემზადო. დამთავრდა ჩემი მშვიდი ცხოვრება, თუ მშვიდი ერქვა. - ნერვები მახრჩობს, ისე მინდა მისი გაგუდვა. - მეც ! ახლა ვხვდები რა გრძნობაა, როდესაც თავს ვეღარ აკონტროლებ და ვიღაცის მოკვლა გინდა. - როგორ ახერხებ, ასეთი მშვიდი და აუღელვებელი გამომეტყველება გქონდეს ასეთ დროს. - პირველად ხომ არ მხედავ ასეთს ? ! - არ გხედავ, მაგრამ მაინც ყოველჯერზე მიკვირს. - სამაგიეროდ შიგნიდან მჭამს ლილე. - რა ვქნათ ახლა ? - მის ულტიმატუმს დაველოდოთ. - რა ულტიმატუმს? - ისე იყო დაბნეული ვერაც აზროვნებდა მგონი. - მოდი ახლა საჩვენოში. შენი აზრით ამ საბუთებს მარტო, იმიტომ გამოგზავნიდა, რომ ჩემთვის უბრალოდ გეჩვენებინა? აუცილებლად ექნება შემოთავაზება. იმედი მაქვს ის არა რაც, მე მგონია. - რა ? - დაველოდოთ ! უკვე საკმაოდ ბნელოდა. ლილეს ვთხოვე განათება ჩაექრო. ასე, სიბნელეში უხმოდ ვიჯექით და ვფიქრობდით. ის ალბათ უფრო დარდობდა და თავში ამ ამბის რამდენიმე, ყველაზე ცუდი გაგრძელება წარმოიდგინა. მის ჩუმ ამოსლუკუნებაზე ვხვდებოდი. მე კი სადარდელად არ მეცალა. გამოსავლის პოვნის ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილე გონებაში. ყველა მუხლი და ქვეთავი გავიხსენე, თუმცა „სამართლის ზეიმი“ საკმაოდ შორეულ ოცნებაშიი მესახებოდა. თანაც ამ საბუთების არსებობიდან დიდი დრო იყო გასული, თან არაფერი მახსოვდა. ამ ეტაპზე ხელჩასჭიდი არ ჩანდა. მიუხედავად ამ უზარმაზარი პრობლემისა ყველაზე მეტად დიმას რეაქციის მეშინოდა. ჩემთან ერთად მის ცხოვრებასაც თავდაყირა დააყენებდა ეს ამბავი. თავს შეაკლავდა ამ პრობლემის მოგვარებას. არ დაუშვებდა ჩემთვის რამე დაეშავებინა და კაცმა არ იცის რას მოიმოქმედებდა. ვერც გავამტყუნებდი... გონება ლამის გადამეწვა, ამდენი ფიქრით... - ღმერთო, რა დავაშავე ასეთი, რისთვის ვისჯები ის მაინც ვიცოდე? მაცადონ მასთან ყოფნა.- ჩემი ფიქრი ხმამაღლა ამოვთქვი და თვალზე ეული ცრემლიც გადმოგორადა. პრობლემების დროს არასდროს ვტიროდი პირიქით, გული მიქვავდებოდა და ყველას გასაკვირად უემოციო ვხდებოდი. თუმცა ამჯერადაც, ისევ ჩემმა ქმარმა მოახერხა ჩემი ატირება. მარტო მასთან და მის გამო თუ ვისლუკუნებდი. ლილეც ამყვა და ცოტახანს ორ ხმაში მოვთქვავდით. მერე ერთმანეთს ვაწყნარებდით. ისევ სიბნელე და სიჩუმე... ლილეს ტელეფონის ეკრანმა გაანათა. დახედა, უცებ წამოხტა განათება ჩართო და გაფართოვებული თვალებით მითხრა: - თაკო, ისაა. რა ვქნათ? - დარწმუნებული ვარ ჩემთან რეკავს და მე ვუპასუხებ. - ხმამაღალზე ჩართე რა ! აუღელვებლად გამოვართვი მობილური, გავაგონე და ძალიან მშვიდი ტონით ვუპასუხე. - ვერასდროს წარმოვიდგენდი, ამ ქვეყნად შენისთანა სარეველები თუ არსებობდნენ. - როგორც ჩანს საქმის კურსში ხარ ! - ირონიული ტონმა გაიჟღეღა და სისხლმა ტვინში ამასხა. - ხომ იცი, რომ ამისთვის პასუხს აგებ ! - ნუ მემუქრები ! ყოფილიყავი ჩემს გვერდით და არ მოგიწევდა ახლა თავისუფლებისთვის ბრძოლა. - იქნებ ეგ ცარიელი თავი გაარყიო და მიხვდე, შენს გვერდით ყოფნას ყველაფერი, რომ მირჩევნია. - ხოდა გერჩივნოს ! - მაგის სათქმელად დარეკე? - არა ! - რათქმაუნდა ! დარწმუნებული ვარ, რაღაც სიბინძურე გიტრიალებს თავში. - უნდა შემხვდე და გეტყვი რაც მინდა ! - შეიშალე ხო? - თაკო, უნდა შემხვდე თორემ ეგ საბუთები იქ აღმოჩნდება სადაც საჭიროა ! - ასეთი ნაგავი, როგორ ხარ ?! - შენი ბრალია. არც გაბედო შენს ქმარს რამე უთხრა, თორემ იცი, რასაც გავაკეთებ. მარტო მოდი! - დღეს არ არსებობს, ვერ მოვახერხებ ! დიმა მიხვდება . - ნუ მატყუებ. ვიცი, სადაც არის ! - დღეს არა-მეთქი გითხარი ! - კარგი. ამ ერთს დავთმობ. მისამართს მოგწერ და ხვალ დილის ათ საათზე მოხვალ. - კარგი ! - იცოდე, არაფერი დააშავო, არავის უთხრა და მარტო მოდი, თორემ ყველაზე დიდი საშინელების ჩადენა შემიძლია ! დღეს, ჩემ ძებნასაც აზრი არ აქვს, არ გეგონოს მიპოვით და ამით რაიმე შეიცვლება. უბრალო შეცდომასაც არ გაპატიებ. - ქალთან მუქარა გეხერხება ხო? ლაჩარაო! - ეს მუქარა არა, გაფრთხილებაა ! ზუსტად ათზე მოხვალ ! გავუთიშე და აკანკალებული სხეულის დამორჩილება ვცადე. - თაკო, რა ვქნათ ახლა ? - გაბზარული ხმა ქონდა ლილეს. - არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. ახლა, ჩემი ტვინი არ მუსაობს . ცოტახნით უნდა დავფიქრდე. - მასთან შესახვედრად ხომ არ წახვალ? - ლილე, ვერ გაიგე რა მითხრა? ვერ ხვდები, რომ არ წავიდე რას გააკეთებს? - დიმას არ ეტყვი? - როგორ დამემუქრა ინ ნაბ*****ი ! - თაკო, ხომ იცი, მასთან შესახვედრად მარტო თუ წახვალ არასდროს გაპატიებს. - ვიცი და მარტო წასვლას არ ვაპირებ. ამას ვერ დავუმალავ. - ნეტა ყველაზე დიდ საშინელებაში რა იგულისხმა ? - რავიცი, მის ბოროტ არსებას რას გაუგებ. იმაზე მეტს ნამდვილად ვერაფერს დამიშავებსა, რასაც ახლა, დიმასთვის ამ ამბის დამალვას შეუძლია. - მეშინია თაკო ! - ყველაფერს მოვაგვარებთ ! როგორ არ მინდა მისთვის დასვენების ჩაშლა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. ეგ საბუთები მეილზე ჩამიგდე და საგურამოში წავიდეთ. - ნასვამი, რომ იყოს ? - არაუშავს. მაინც საღ გონებაზეა ხოლმე. - კარგი ! ხუთ წუთში საგურამოს გზას ვადექით. ისევ ჩუმად და ისევ ფიქრებში. გაორებული აზრები მქონდა ერთი მთხოვდა მეთქვა, მეორე კი უკან დაბრუნებას მირჩევდა. თითოს, რაღაც ცუდი წინათგრძნობა მქონდა, მაგრამ ცოტახნის წინ გადატანილ ნერვიულობას ვაბრალებდი. ჭიშკარი ღია დამხვდა. სწრაფად შევიყვანე ეზოში მანქანა და სახლისაკენ თითქმის სირბილით წავეედით. კარებში დიმა და ზურა შეგვეგებენ. უფრო სწორად გადაგვიდგნენ. სახლიდან მხიარული ხმები გამოდიოდა. სახე წაეშალათ ჩვენს დანახვაზე. - ამ შუაღამეზე აქ რას აკეთებთ? - აღელვებული ხმით გვკითხა ზურამ. - საქმე გვაქვს. სახლში შევიდეთ. - ვუპასუხე და მათთვის გვერდის ავლა ვცადე. - სხვაგან წავიდეთ და ვისაუბროთ. - ისევ ზურას ხმა - ზურა რა ხდება? - ჰკითხა ლილემ ეჭვის შემცველი ტონით და მეც ნამდვილად საეჭვოდ მომეჩვენა მათი ქცევა. სახლიდანაც კაცისთვის არადამახასიათებელი სიცილის ხმა შემომესმა. - თაკო, გთხოვ არ შეხვიდე ! - სასოწარკვეთილი ხმა ქონდა ჩემს ქმარს. - დიმა, რა ჯანდაბა ხდება შიგნით? - გთხოვ თაკო, სწორად ვერ გაიგებ ! - ნუ გამაგიჟებ ახლა ! სიტყვა დავასრულე, მათ შორის გაძრომა მოვახერხე და მისაღებში აღმოვჩნდი. ადგილზე გავხევდი. ჩემს დანახვაზე ბიჭებს სახე შეეცვალათ და ფეხზე წამოცვივდნენ. გოგონები კი გაკვირვებული მიყურებდნენ. ლილეც გვერდით ამომიდგა. ერთხანს უხმოდ ვიდექით. გუგას თვალები ბოდიშებს მიხდიდა და თითქოს უთქმელად რაღაცას მიხსნიდა. იმაზე მეტი თავზარი დამეცა ვიდრე საბუთების დანახვისას. ისიც დამავიწყდა, რის სათქმელადაც მივედი. უცებ თავბრუ დამეხვა და კიბის სახელურს დავეყრდენი. ძლიერმა ხელმაც არ დააყოვნა და მკლავში მომეჭიდა. უკან მივიხედე, სხვა ვინ იქნებოდა... - სულ რაღაც ათი დღის წინ აქ, ჩვენს ბედნიერ მომავალზე ვოცნებობდით. როგორ შეგეძლეო? კიდევ ერთხელ დაკვირვებით მოვავლე თვალი ოთახს, რაღაც დეტალები გაუაზრებლად დავიმახსოვრე და კარებისკენ წავედი. ზურგს უკან ძლიერი გარტყმის ხმა შემომესმა. ლილეს ხელი, მთელი თავისი დიდებულებით, ალბათ დიდხანს იქნებოდა აღბეჭდილი ზურას სახეზე. - თაკო არასწორად ფიქრობ ! - მომესმა დიმას ხმა ეზოში რომ გავედით. - მომეცი უფლება, აგიხსნა ! - ფაქტი სიტყვებზე უკეთ მეტყველებს ! - ისე ვუპასუხე არც შევბრუნებულვარ. - ზოგჯერ გვატყუებს ის რასაც ვხედავთ ! - დამეწია და წინ გადამიდგა. - არ გაბედო ჩემი შეჩერება და არც უკან დამედევნო . - მე თვითონ გამიკვირდა ისეთი მკაცრი ხმა მქონდა. - გიშვებ ! ოღონდ გთხოვ, ჩემს მიმართ უკანასკნელ ნდობას, უკანასკნელ ძალას მოუხმე და დაფიქრდი ! დაასრულა და გზა დამითმო. აქვითინებულ მეგობარს ხელი დავალე მანქანისკენ ვუბიძგე და წამში მოვშორდით იქაურობას. დილის ექვს საათზე ძალაგამოცლილი, სრულიად განადგურებული, ისევ დივანზე ვისხედით. ჩემს მხარზე მოყრდნობილი ლილეს გაუთავებელი კითხვა -ახლა რავქნათ და სლუკუნი ჩამესმოდა ყურებში. გულს უარესად მიკლავდა. პასუხი არ მქონდა... მე ცოტახანს ვიტირე. მერე მივხვდი, რომ ტყუილად ვირჯებოდი... გონებაში ერთდროულად იმდენ რამეზე ვფიქრობდი, იმდენი ურთიერთგამომრიხცავი არზრი მომდიოდა, ერთმანეთს ხელს უშლიდნენ და საბოლოო ჯამში სრულ არეულობას ქმნიდნე. საერთოდ ვეღარ ვაზროვნებდი. ვერანაირი დასკვნის გამოტანა ვერ მოვახერხე. იმწუთას სახელიც, რომ გეკითხათ, იმასაც კი ვერ გიპასუხებდით... მხოლოდ, ერთადერთი ფაქტი იყო უცვლელი, დილით, ნებით თუ ძალით იმ არაკაცის სანახავად უნდა წავსულიყავი და იქნებ რაღაც შეთანხმებისთვის მიმეღწია, თორემ, მუქარას ნამდვილად შეასრულებდა. ერთ მხარეს დიმა და ის რაც ვნახე, მეორე მხარეს ნიკა და მისი მუქარა... ჭკუიდან შეშლას ცოტაღა მაკლდა. - თაკო, გაიღვიძე ! - ჩამესმის ლილეს ყვირილი და თვალები ძლივს გავახილე... დამჯდარ მდგომარეობაში მეძინა... - რა მოხდა ? - ათს თხუთმეტი წუთი აკლია. ის ნაგავი ხომ დაგემუქრა არ დააგვიანოვო. - ძალა აღარ მაქ ლილე ! არ მინდა მის შესახვედრად წასვლა. შეიძლება მართლა მოვკლა. - არ წახვიდე მერე, იქნება რამე მოვიფიქროთ. - ახლა ვერაფერს ვერ ვფიქრო. თანაც, რომ არ წავიდე დარწმუნებული ვარ გამწარებულზე საბუთებს პოლიციაში გაგზავნის. ავადმყოფია ! - და ასეთ დროს იმათმა რა გაგვიკეთეს ?! ვერ ვიჯერებ, გული ძალიან მტკივა ! - მეც ! თვალები დავხუჭედა გონებაში ყველა კადრი დავაბრუნე. ცოტახნიანმა გამოძინებამ მიშველა უკეთესად ვაზროვნებდი . ნიკას სიტყვები „ვიცი სადაც არის“ დიმას სიტყვები „ სწორად ვერ გაიგებ“ „ ბოლო ნდობა, ბოლა ძალა მოიკრიბე“ - თაკო, სანდროს რომ, ვუთხრათ? - არავითარ შემთხვევაში ! მირჩევნია მე ჩავჯდე ცხრა წლითაც კი, ვიდრე ის ჩემს გამო, წამებითა და სასტიკი მოპყრობით მკვლელობის მუხლით გაასამართლონ. ეგ აღარ გაიმეორო ! - ვუპასუხე და ისევ ფიქრი განვაგრძე. - ლილე, გუშინ იქ, მისაღებში საეჭვო არაფერი შეგიმჩნევია? - არა. თაკო, ხომ იცი მასეთ რამეებში შენნაირი არ ვარ. შენ რა დაინახე? - იქ ხუთი გოგო იყო ხო? - ბიჭიც ხუთი იყო ! - ისე თქვა, მივხვდი ყველას სათითაოდ დახრჩობა უნდოდა. - ხო, მაგრამ გუგას, ლაშასა და ბაჩოს, თავისი მეწყვილეები გვერით ესხდნენ დიდ დივანზე. მათ მარჯვნივ, ორ ადგილიანი დივანში ორი გოგონა ერთად იჯდა. მარცხენა მხარეს კი ისევ ორიანი დივანი ცარიელი იყო. ესეიგი იქ გუგა და ზურა იჯდა. ანუ ამათ წყვილები გვერით არ ყავდათ. - იქნებ მერე გაადაჯდა ერთ-ერთი გოგო მეორესთან? - არ არსებობს ! ორივეს მოსასხამი გვერდით ედოთ, მათ წინ შამპანურის, ერთნაირი ჭიქები ელაგა, თანაც სავსე. ბიჭების მხარეს კი ვისკის ჭიქები ისინიც სავსე. ესეიგი თავიდანვე უარი განუცხადეს გართობაზე და გვერდით არ მოისვეს. მერე, ერთად დასხდნენ და ვინაიდან გართობა არ იქნებოდა დალევის სურვილი დაკარგეს. ზურა და დიმაც ფხიზლები იყვნენ. თანაც, ორივე გოგო უსაქმურობის გამო ტელეფონში ჩაჩერებოდა და ჩემს დანახვაზე მათ ჰქონდათ ყველაზე უდანაშაულო და მშვიდი რეაქცია. ანუ მათ ჩვენთვის არ უღალატიათ. - ღმერთო ჩემო, როდის მოასწარი ამდენი რამის შემჩნევა, დამახსოვრება და დაკავშირება ? - ლილე, ამდენი წელი ტყუილად არ მისწავლია. წუხელ უბრალოდ ამას ვერ გავიაზრებდი. ხომ იცი გაბრაზებულზე ვერ ვაზროვნებ. განსაკუთრებით თუ ეს დიმას ეხება. - კარგი, ეგ გავიგეთ, მაგრამ იქ რატომ დაპატიჟეს? ან სამი დაეპატიჟათ მარტო. - აი, მანდ კი იმ ნაგავის ხელი ურევია. ამ საბუთების გამოგზავნა მაინცდამაინც დიმას სახლში არ ყოფნას რანაირად დაამთხვია? იცოდა სადაც იყო, მითხრა კიდეც საუბრის დროს. უფრო კარგად და დიდხანს რომ დაეკავებინა იქ, გოგონები მიუგზავნა. შეიძლება ისიც ივარაუდა, მისი მუქარის მიუხედავად მასთან,მაინც წავიდოდი და ყველაფერს მოვუყვებოდი. იქ მისულს კი სიურპრიზი დამხვდებოდა, ვიჩხუბებდით და თქმას გადავიფიქრებდი. თითქმის გამოუვიდა კიდეც. ზარის ხმა გაისმა. - თაკო, რეკავს ! საათს შევხედე, თერთმეტის ათი წუთი იყო. - ლილე დამაგვიანდა. დამაჯერებლად უპასუხე, უთხარი, რომ წამოვედი და შეიძლება საცობში მოვყევი.- შეშინებულმა თავი დამიქნია და ყურმილი აიღო. - თაკო სად ხარ? აქ გელოდები. იცოდე, თუ ისე არ გააკეთე, როგორც გითხარი, შენ თავს დააბრალე რაც მოხდება !- გაისმა მისი ღრიალი. - თაკო წამოვიდა უნამუსო. - მერე სად არის ამდენხანს? - რავიცი, ალბათ საცობში მოყვა. - დაურეკე და უთხარი თხუთმეტ წუთში აქ იყოს. იცოდე თუ რამე დაგეგემთ ჯოჯოხეთს მოგიწყობთ. იმედია მარტო მოვა. გადაეცი, წამზომი ჩართული მაქვს. - უკანასკნელი ნაძირალა ხარ. - აკანკალებულმა გაუთიშა და მერე მე მომიბრუნდა. - არ წახვიდე, მეშინია ! - მე უკვე წასასვლელად ვემზადებოდი. - სხვა გზა არ მაქვს ლილე, ხომ ხედავ რა შეშლილივით იქცევა. შენც კი დაგემუქრა. ასე ვერ გავრისკავ. კაცმა არ იცის რას გააკეთებს. - ფეხზეზც ჩავიცვი და ისევ ლილეს მოვუბრუნდი. - დიმას დაურეკე, ყველაფერი აუხსენი,მისამართი მიეცი, უთხარი მარტო არ წამოვიდეს და რაც შეიძლება სწრაფად მოვიდეს. მე ვერ დავურეკავ ვერც დაველოდები აუცილებლად დავაგვიანებ და ის ავადმყოფიც საბუთებ გაგზავნის. იქნებ მის მოსვლამდე რაღაცნაირად დრო გავაჭიანურო. - კარგი ! მეგობარს ჩავეხუტე, სწრაფად ჩავირბინე კიბეები, მანქანაში ჩავჯექი და მოწყვეტით წავიყვანე. ამ ბოლოს პროფესიონალი მრბოლელივით დამყავდა მანქანა. ჩვიდმეტ წუთში ვიყავი დანიშნულების ადგილზე. ქალაქგარეთ, დაუსახლებელ ადგილას მიტოვებულ შენობასთან, თავისი უცნაური ფერის მანქანას მიყრდნობილი იდგა და მელოდა. მის დანახვაზე გულისრევა და სიბრაზე ერთად ვიგრძენი. მანქანა მისგან მოშორებით გავაჩერე, ჩამოვქვეითდი, კარი ღია დავტოვე და მეც იქვე გავჩერდი. ყოველიშემთხვევისთვის ჯობდა მანქანასთან ახლოს ვყოფილიყავი. - დაგაგვიანდა მშვენიერო ქალბატონო. ცოტაც და გისოსებში მომიწევდა შენი მონახულება. - ირონიულად საუბრობდა და ჩემსკენ მოიწევდა. - არ მომიახლოვდე თორემ, ისე წავალ, როგორც მოვედი ! - სისხლი საფეთქლებზე მაწვებოდა. იმის წარმოდგენა, რომ ჩემს ახლოს შეიძლებოდა მოსულიყო მისი მოკვლის სურვილს მიღვიძებდა. - ნუ ბრაზობ ! - საიდან გაქვს ეგ საბუთები? ზუსტად მახსოვს ხელი მე არ მომიწერია. - მოაწერე, მაგრამ რომ არ გახსოვს ეგ ბუნებრივია. - რა არაკაცი ხარ ნიკა ! რაში გჭირდება ეს ყველაფერი ვერაფრით ვერ ვხვდები ! - ყოფილიყავი ჩემს გვერდით და არაფერი დაგემუქრებოდა. ცოტათი მაინც, რომ გყვარებოდი, ახლა მშვიდად იცხოვრებდი. - შენისთანა ადამიანის გვერდით მშვიდად? სიყვარულს დამსახურება უნდა ნიკა ! - დავიმსახურებ ! შეგიყვარდები ! - შენ მართლა ხოარ გააფრინე? მომეცი საბუთები და მშვიდობით დავცილდეთ ერთმანეთს თორემ, ხომ იცი, ეს საქციელი არ შეგრჩება. - შენი აზრით საბუთები აქ მაქვს? ის სანდო ხელშია და ჩემი ერთი ზარიც საკმარისია, იქ მოხვდეს სადაც საჭიროა. - მეზიზღები, მძულხარ შე ავადმყოფო ! - სამაგიეროდ მე მიყვარხარ ! - გაჩუმდი, გულს მირევ ! ქალს ჩუმად ასეთ საბუთებზე ხელს აწერინებ და მერე სიყვარულზე ელაპარაკები? საერთოდ არ გაგაჩნია სინდისი? - შენ, რომ ჭკვიანად, ჩემს გვერდით ყოფილიყავი მაგ საბუთს ვერასდროს ნახავდი. ახლა კი მაიძულე, - ესეიგი ჭკვიანად? ანუ ამ საბუთზე, იმიტომ მომაწერინე ხელი, რომ დაგეშანტაჟებინე და სულ შენს გვერდით ვყოფილიყავი? ამის მერე ვინ დამარწმუნებს, რომ ავადმყოფი არ ხარ? - ავადმყოფი, მას მერე გავხდი რაც იმის გვერდით დაგინახე ! - ან მან რა დაგიშავა, ან მე ? - მაან? ყველაზე მეტი. ყველაფერი წამართვა რაც ჩემი იყო. ყველას სიყვარული განსაკუთრებით მამაჩემის და შენი. - ჩემი სიყვრული შენი არასდროს ყოფილა ! - იყო ! იქნებოდა ის, რომ არ გამოჩენილიყო. სულ ასე აკეთებდა. ყველგან იყო სადაც მე. თითქოს სულ მეხმარებოდა და მიცავდა. უნდოდა ყველას ის შეექო, ყველას ჰყვარებოდა. სანიმუშო ყოფილიყო. მამაჩემსაც კი ჩემზე მეტად უყვარდა და ენდობოდა. სულ მას მადარებდა, სულ მეუბნებოდა მასავით ღირსეული ვყოფილიყავი. სიკვდილის შემდეგაც კი მას მიაბარა ჩემი თავი. ამის გამო ათას პრობლემას ვუქმნიდი და დღესაც სიამოვნებით შევუქმნი. ეს სულელი კი პირნათლად ასრულებდა და ასრულებს დანაპირებს. მან, შენი თავი წამართვა და ამას არასდროს ვაპატიებ ! შენი სიყვარულის მოპარვას არ ვაპატიებ ! თვალისდაუხამხამებლად მოვკლავ, თუ ეს შენს დაბრუნებაში დამეხმარება. შენ თავს აუცილებლად წავართმევ. გაოგნებული ვუსმენდი. არ მჯეროდა, რომ მართლა ეს სიტყვები მესმოდა. მივხვდი, სერიოზული ფსიქიკური პრობლემა ჰქონდა. კომპლექსიანი, გაბოროტებული ადამინი იყო. შემეშინდა ასეთი კაცისგან ყველაფერს უნდა ელოდო. კი ვიცოდი, ჯანმრთელი რომ არ იყო, მაგრამ ასეთს ნამდვილად არ ველოდი. მას ჩემთან კიარა, ყველაზე დიდი პრობლემა ჩემს ქმართან ჰქონდა. აკანკალებულმა მობილური ამოვიღე და დიმასთან დარეკვა გადავწყვიტე მინდოდა მეთქვა არ მოსულიყო. ნამდვილად რამეს დაუშავებდა. - არ გაბედო ! გაფრთხილებ არსად დარეკო, თორემ წაგართმევ. - იმხელაზე იღრიალა გავჩერდი. - ახლა კი თუ არ გინდა მრავალი წელი ციხეში გაატარო, ჩემს მანქანაში ჩაჯდები და ჩემთან ერთად წამოხვალ. - რომც მომკლ, შენს გვერდით მაინც არსად წამოვალ ! - მასთან არ გაგიშვებ. მირჩევნია ციხეში გაგიშვა ვიდრე მასთან ! - მეც მირჩევნია, ციხეში წავიდე ვიდრე შენთან ! - რატომ, რა აქვს იმ ნა*****ს ისეთი რაც მე არ მაქვს? - სხვა რამეებზე რომ აღარაფერი ვთქვა, მარტო მისი ღირსება გადაგწონის ! - გინდა თუ არა ეს მაინც ჩემთან წამოხვალ ! ჩემსკენ წამოვიდა, მაგრამ უეცრად შეჩერდა, რადგან არსაიდან წამის მეათასედში ჩვენს წინ, მანქანა გაჩნდა და ისე დაამუხრუჭა, საბურავების ხჭიალის ხმა ალბათ ხუთი კილომეტრის რადიუსით ისმოდა. ასეთივე სისწრაფით აისვეტა ჩემს გვერდით. არაადამინაური, არამქვეყნიურად შეშლილი სახე ჰქონდა. პირდაპირ ჯოჯოხეთიდან გამოქცეულ ეშმაკს გავდა. გამყინავი მზერით გადმომხედა. ადგილზე გავქვავდი. ასეთი დიმა არასდროს მინახავს. თავით მანიშნა, მანქანაში დავმჯდარიყავი. მეც უსიტყვოდ დავემორჩილე. - შენ, მე, რამდენჯერ გაგფრთხილე არ მიუახლოვდეთქო ?! - ყინულივით ცივი ხმა ჰქონდა. - ესეიგი შენც მოხვედი? არადა, არ გელოდი ! - გეგმა ჩაგეშალა ! - გეგმა „ბ“, ყოველვის არსებობს ! - იმ საბუთში დაწერილ, თითოეულ ასოს განანებ შე არაკაცო ! მამაშენის ხსოვნაც ვეღარ გადაგარჩენს! - მე კი თაკოს წართმევას განანებ, მეგობარო ! - მის სახელს ნუ ახსენებ ! - ცხოველივით იღრიალა და მისკენ წავიდა. მანქანიდან სწრაფად გადმოვხტი და დიმას დავეწიე, მაგრა იქვე გავხევდი, დიმასკენ შემართული იარაღი, რომ დავინახე. ხელში მოვქაჩე და გავაჩერე. - თაკო, ხომ გაგაფრთხილე შენს გარდა ან შეთან ერთად თუ ვინმე მოვა ყველაზე დიდ საშინელებას ჩავიდენთქო. დარწმუნებული ვარ შავები ძალიან მოგიხდება. - არ, გაბედო თორემ ჩემი ხელით მოგკლავ ! - აკანკალებული ხმით ამოვთქვი და ჩემს ქმარს წინ გადავეფარე. - უკან გაიწიე თაკო და მანქანაში ჩაჯექი. - გაბრაზებულმა ხელი დამავლო და ზურგს უკან მომიქცია. - არ წავალ ! - მის უკან ატირებული მოვიბუზე. - დიდხანს უნდა მაყურებინოთ თქვენი თავგანწირვა? - ისევ მისი საძულველი ხმა. - ისეთივე ვირთხა დარჩი, როგორიც იყავი. არასდროს შეგეძლო პრობლემების კაცურად გადაწყვეტა. - სამაგიეროდ ყოველთვის შენ აგავარებდი ჩემს პრობლემებს და ახლაც გმირობა გინდა. სად არის შენი იარაღი დიმა? ავტომობილში დატოვე? - იარაღით არასდროს მომიგვარებია საქმე და არც ახლა ვაპირებ. შენნაირი ლაჩარი ნუ გგონივარ ! - ან გამოუშვი შენი ცოლი, ან სიცოცხლეს დაემშვიდობე ! და კიდევ ფეხი არ მოიცვალო თორემ არც დავფიქრდები ისე გესვრი. - მოკეტე შე ნაბ****რო ! გაგტყავებ იცოდე. - მისკენ წასვლა სცადა, მაგარმ დავექაჩე და ისევ წინ გადავუდექი. იმ წუთას ვერაფერზე ვფიქრობდი ჩემი სიცოცხლეც არაფრად მიღირდა ოღონდ მისთვის არაფერი დაეშავებინა. - გაიწიე, შენთან პრობლემა არ მაქვს ! - როგორ დამარწმუნებ, რომ ჩემი, შენს მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ, მას არ ესვრი ! - თაკო ! - თავისკენ შემაბრუნა, ცეცხლი ეკიდა თვალებში. -შენ ხოარ გაგიჟდი, მანქანაში შედი დროზე ! - ხელი დამავლო და მანქანისკენ მიბიძგა. - ვერ წავალ , არ წავალ ! რომ გესროლოს მოვკვდები ვერ გავუძლებ. დიმა გთხოვ გამიშვი... მირჩევნია მას გავყვე, ოღონდ შენ ცოცხალი და ჯანმრთელი მეგულებოდე. - მაგის თქმა აღარ გაბედო ! აღარ გაბედო გესმის? - ლამის ძვლები დამიმტვრია ისე მიჭერდა მკლაბენზე. ამასობაში მანქანების ხმა შემოგვესმა და სტუმრების მოახლოვება გვამცნო. - დროა გეგმა „ბ“ ავამუშავო. - ისევ ბოროტი სული ალაპარაკდა. - თუ ჩემი არ იქნები არც ის გეყოლება გვერდით. ორივე მისკენ შევბრუნდით. მე ხელი დამავლო და წინააღმდეგობის მიუხედავად ზურგსუკან ამიკრა. ჩახმახის შეყენების ხამ, სროლის ხმამ ჩაანაცვლა. ჩემმა განწირულმა კივილმა კი ყველა ხმა გადაფარა ირგვლივ. მისი, ჩემს ფარად აღმართული ორმეტრიანი სხეული ჩემსკენ მძიმედ მოტრიალდა და თვალებიდან უზარმაზარი სიყვარული მომანათა. - არ შეგეშინდეს თაკო ! ძლივს ამოილაპარაკა. მერე, ნელნელა მომშორდა და ჩემს წინ ჩაიმუხლა. მეც მოწყვეტით დავეცი მიწაზე. ყურებში გამაყრუებელი, სასოწარკვეთილი, წარმოუდგენელი ტკივილითა და შიშით სავსე კივილი მესმოდა. ვიღაც ხმის გაწყვეტამდე ყვიროდა : დიმააა... არ დამტოვო .... უშენოდ ვერ ვისუნთქებ ... გთხოვ არ დამტოვო... ... მაპატიეეე... მაპატიე აქ მოსვლა რომ გთხოვე ... მაპატიე შენს ცხოვრებაში რომ ვარსებობ ... გთხოვ არ დამტოვო... თავლები არ დახუჭო ... ღმერთო არ წამრთვა ... მერე მივხვდი რომ მისი ხმა აღარ ისმოდა.ისევ ყვიროდა, მაგრამ უხმოდ . საწყალს ხმა აღარ ჰქონდა... ბოლოს, რომ აღმოვაჩინე ეს გამწარებული, სისხლისგან დათხვრილი ქალი მე ვიყავი, უკვე ვიღაც მიჭერდა და მაკავებდა.მის მერე აღარაფერი მახსოვს... გონზე საავდმყოფოს პალატაში მოვედი. თვალები ისე მძიმედ გავახილე თითქოს გუგებზე ლოდები მელაგა და იმ წამსვე საშინელი წვა ვიგრძენი. სხეული ისევ მიკანკალებდა. თავზე სანდრო და აცრემლებული ლილე მადგა. თავდაპირველად ვერ გავიაზრე რა ხდებოდა. წამოვჯექი. სისხლიგან დასვრილი ხელები და ტანსაცმელი, რომ დავინახე პანიკა თავიდან დამეწყო. შეშლილივით წამოვვარდი და მის სანახავად გავიქეცი. ვიღაც დამეწია, ნევსის ჩხვლეტა ვიგრძენი და მალე ბურანში გავეხვიე. იმ ბურანშიც კი ვგრძნობდი გაუსაძლის ტკივილს და უიმედობას. ვგრძნობდი, როგორ ხტოდა შიშისგან ჩემი სხეული, როგორ ცარიელი ვიყავი შინაგადნად და როგორ მტკიოდა ყველა უჯრედი. არ ვიცი რამდენი საათი ვებრძოდი ამ სიბნელეს, მაგრამ ზუსტად ვიცოდი აუცილებლად უნდა გამეღვიძა, მისი ამბავი უნდა გამეგო. როგორღაც ძილს მოვერიე, თვალები ნელ-ნელა გავახილე. ისევ ლილე დამჩერებოდა. იმ კითხვის დასმა, რომელმაც სიბნელიდან გამომიყვანა მაინც ვერ მოვახერხე. პასუხის უსაშველოდ შემეშინდა. თვალებიდან მდუღარე ცრემლის მდინარეები გადმოვუშვი. თავზე მომეფერა და შუბლზე მაკოცა. - გთხოვ, თავს ძალა დაატანე ! მეტ დამამშვიდებელს ვეღარ გაგიკეთებთ. - რამდენი ხანია ასე ვარ ? - მეგონა ხმამაღლა ვკითხე, არადა ძლივს გაიგონა. იოგები საშინელ დღეში მქონდა. ყელი მტკიოდა. - ბევრი არ ისაუბრო. თითქმის ოცი საათია. დროის გაგონებაზე ლამის შევიშალე. ის, იქ, უჩემოდ იყო. უჩემოდ იბრძოდა... მეკი მშვიდად მეძინა. რამდენად მშვიდად ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ხომ მეძინა. საწოლიდან წამოვვარდი და ისევ მისი სისხლით დასვრილ ტანსაცმელს დავხედე. ტანზე ხელები შემოვიხვიე, თითქოს მას ვეხუტებოდი. იმ მტანჯველი კითხვის დასმა ისევ ვერ გავბედე. - სხვა ტანსაცმელი ვერ მოგიტანეთ. დრო არ იყო. - ამღვრეული ხმით მითხრა. - არაუშავს. მინდა, ეს მეცვას . წავალ მას ვნახავ ! - თაკო, მოიცადე ! - ვერ მოვიცდი, ახლავე უნდა ვნახო ! - ხელით გავწიე და წამოვდექი. - თაკო, გთხოვ გაჩერდი! - ლილე შენ არ გესმის, მას ჩემი დანახვა გაეხარდება. ისედაც დიდხანს დავტოვე. - ვერ დაგინახავს ! - ახალ გაჩუმდი... გაჩუმდი... გაჩუმდი ... დამინახავს, აუცილებლად დამინახავს... პალატიდან გავვარდი და უმისამართოდ გავიქეცი. ლილეც უკან დამედევნა. საავადმყოფოს მისაღებში, უამრავი ადამინის გარემოცვაში აღმოვჩნდი. ყველა დაღლილი და სახეწაშლილი იდგა. იქვე სანდროს მოვკარი თვალი, რომელიც სწრაფად მოვიდა ჩემთან და გულში ჩამიკრა. მერე კი, ჩემთან ერთად იატაკზე მუხლებზე დაემხო. - არ გაბედო იმის თქმა, რომ ვერ დამინახავს ! შენ მაინც არ გამწირო გემუდარები. ვერ გადავიტან სანდრო, მოვკვდები. მთელი იოგები დავძაბე, რომ მისთვის მკაცრად და კარგად გასაგონად მეთქვა. თურმე,იმდენად უკონტროლოდ გამომივიდა ჩახლეჩილი ხმით ვხაოდი. ყველა ერთიანად ჩემს ირგვლივ გაჩნდა. ნანა თითქმის, სირბილით მოვიდა ჩემთან. არასოდეს დამავიწყდება მისი, შეშლილი სახე და ტირილისგან დასიებული თვალები. სწრაფად გამოართვა ჩემი თავი სანდროს და გულში ჩამიკრა. - როგორ შემაშინე თაკო. ვეღარ გავიგე, რომელი თქვენგანი უნდა მეჯავრა ! - მისმა თბილმა და მზრუნველმა ხმამ გული უარესად ამიჩუყა. - ნუ გეშინია ! - მომესმა იმედისმომცემი სიტყვები და მეტის გაგების სურვილით თავლებში შევხედე. - ცოცხალია, ჩემი შვილი ცოცხალია ! - ჩემს გამო ნაგროვები მოთმინება წამში გაუქრა და ჩემთან ერთად აქვითინდა. - მანახეთ ! - ვითხოვე მას შემდეგ, რაც ბოლო წვეთი ცრემლიც დავიდინე თვალზე. - ახლა არ შეიძლება ! - ჩემმა ძმამ მიპასუხა. - რატომ სანდრო ? მისი ნახვა მინდა, მანახეთ გთხოვთ ! - თაკო, ტყვიამ გულთან ახლოს გაიარა. საფრთხეს ბოლომდე არ ჩაუვლია. ახლა რეანიმაციაში ჰყავთ. - მაგას ნუ მეუბნები, გეხვერწები, გემუდარები ნუ მეუბნები ! საფრთხე არ არსებობს. ის დამიბრუნდება, ამ ტკივილისთვის ვერ გამიმეტებს. - სკამიდან, გაუაზრებლად იატაკზე მუხლებით, რომ დავემხე, მაშინ ვიგრძენი, როდესაც მრავალგზის ძირს ხოხვით დაბეჟილი ძვლები, კიდევ ერთხელა ახრჭიალდა და საშინლად მეტკინა. - დამშვიდდი გთხოვ, ასე თუ გააგრძელებ ცუდად გახდები შვილო. - ჩემი წამოყენება სცადა ნანამ, მაგრამ უშედეგოდ. - ჩემი ბრალია ! მისთვის იქ მოსვლა, რომ არ მეთხოვა არაფერი მოხდებოდა. - მაპატიეთ ! ორივემ მაპატიეთ, შვილს რომ გართმევდით. - ის შენი ქმარია შვილო, რათქმაუნდა მისთვის უნდა გეთქვა. - ჩემზე არანაკლებ განადგურებული გოგი, მხრებზე მომეხვია და ფეხზე წამომაყენა. - რომ არ გეთქვა მერე უარეს იზავდა თაკო, უარესი მოხდებოდა. მერე თავად გახდებოდა მკვლელი. შენც არასდროს გაპატიებდა ხომ იცი, მას ხომ იცნობ ?! დარწმუნებული ვარ, ერთ წამსაც არ შეცვლიდა. - არ ეპატიებია ნანა, არ ეპატიებია. ახლა იქ წოლა და სიკვდილთან ბრძოლა მაინც არ მოუწევდა. არა, ამ ტკივილს ვერ გავუძლებ ! - მოვშორდი და მათგან ზურგით ფანჯარასთან დავდექი. მათი, ჩემდამი ზრუნვა და ნუგეში დაუმსახურებლად მიმაჩნდა. სამი უძილო დღე და ღამე გავატარე მისაღებში. პალატაშიც არ შევდიოდი. რაიმე, რომ შეცვლილიყო, გონს რომ მოსულიყო აქ უფრო მალე გავიგებდი. არ ვჭამდი არ ვსვამდი. ყველა მეხვერწებოდა ასე ნუ იქცევი, ასეთ, რომ დაგინახავს უარესად გახდებაო. მესმოდა, მაგრამ არ შემეძლო, ყელში არ გადამდიოდა. ამ დღეების განმავლობაში, თვითგვემამ და დანაშაულის გრძნობამ ისე გაიდგა ჩემში ფესვები, ყველა უჯრედი მოიცვა. ყელში მიჭერდა. საერთოდ არ ვსაუბრობდი. მხოლოდ უხმოდ, უცრემლოდ, გულში ვტიროდი. მისაღებში ხელზე თავჩამოყრდნობილი ვიჯექი. გვერდით ვიღაცის მოძრაობა აღვიქვი და ხმაც შემომესმა. - შენ არ ხარ დამნაშავე თაკო ! - შევხედე, რადგან ხმით ვერ ვიცან. ზურა შემრჩა. ხმა გატეხვოდა და შეცვლოდა. - შეწყვიტე შენი თავის დასჯა ! - ვარ და ამას ვერავინ გადამაფიქრებინებს ! - იქ, შენს გარეშე მივიდოდა თუ შენთან ერთად მაინც ეს მოხდებოდა. წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი ყველაფერი. თან მარტო არ იყო. ხაფანგში შეგიტყუათ. ან თავად ესროდა ან სხვა. - მისთვის საერთოდ არ უნდა მეთქვა. ან ნიკამ, რომ მითხრა, უნდა წამომყვეო მაშინვე უნდა გავყოლოდი, მაგრამ შემეშინდა ზურა დიმას გარეშე ყოფნის შემეშინდა ... როდესაც მივხვდი რა ქონდა ჩაფიქრებული უკვე გვიანი იყო, დარეკვის უფლება არ მომცა... წინ დღით, რომ მივმხვდარიყავი მის გეგმას ასე არ მოხდებოდა... - არაფერი შეიცვლებოდა დამიჯერე... ის მანამდე არ გამოძვრებოდა სოროდან სანამ იმ ადგილას არ მიგიყვანდათ. ან ცალცალკე ან ერთად. დიმაც უკან არ დაიხევდა და მივიდოდა. ჩვენც კი არ გვითხრა გუშინ, რომ წამოვყოლოდით. ლილემ მოსაკითხად დამირეკა და ასე გავიგე. ამიტომ დავაგვიანეთ. ეს დღე გარდაუვალი იყო, თაკო. - ის სად არის ახლა? - იმ წუთას მის მიმართ სიძულვილს მთელი არსებით ვგრძნობდი. იმდენად მძულდა მისი მოკვლაც კი შემეძლო. - იქიდან გაქცევა მოახერხა. დანარჩენები ავიყვანეთ. ახლა მთავარია დიმამ გაიღვიძოს, დანარჩენს მერე მივხედავთ. - იპოვეთ და ისე მოიქეცით, როგორც საჭიროა ! - ის საბუთები, ისევ მასთანაა თაკო ! - ეგ ყველაზე ნაკლებად მადარდებს. - მესმის, მაგრამ კაცმა არ იცის, როდის გამოიყენებს სათავისოდ. - თუ პოლიციაში უნდოდა მიტანა აქამდეც მიიტანდა და კიდევ დაგვიმატებდა პრობლემას ზურა. ისეთი უსინდისოა არ გაუჭირდებოდა. - როგორც ჩანს ჯერ არ უნდა. რაღაცას უცდის და მგონი ვხვდები, რასაც. - თუ სანაცვლოდ თავისუფლების ყიდვა უნდა, მაგის უფლებას არ მოგცემთ ! - მაპატიე, მაგრამ დიმა, როგორც იტყვის ისე იქნება ! ახლა კი ძალა მოიკრიბე და თავს მიხედე გთხოვ ! რომ გაიღვიძებს, ყველაზე მეტად შენ დასჭირდები. - არ შემიძლია ზურა, არ შემიძლია. მეოთხე დღე იწურებოდა. საფრთხე თითქმის ჩავლილი იყო, მაგრამ გონზე მაინც არ მოდიოდა. ამ დარდს ვეღარ ვუძლებდი. კედელში, ფანჯრისთვის გამოკვეთილი დიდი და განიერი თაღის დაბლა რაფაზე, მუხლებმოკეცილი ვიჯექი და გარეთ ვიყურებოდი. საავადმყოფოს ჰოლში ნაბიჯების ხმა გაისმა. დავითმა და რეანიმაციის უფროსმა ექიმი სწრაფად ჩაგვიარეს და რეანიმაციაში შეცვივდნენ. შიშით გული მომეწურა. წამში ყველამ კართან მოვიყარეთ თავი. არავინ გამოდიოდა. შეშლის ზღვარზე ვიყავი. უკვე დაუკითხავად შიგ შესვლას ვაპირებდი, მომღიმარი დავითი, რომ გამოჩნდა. - ყველაფერი კარგადა, გონზე მოვიდა ! მის სიტყვებს მოყვა სიხარულითა და ბედნიერებით გამოწვეული შეძახილები. ერთმანეთს ეხვეოდნენ, ულოცავდნენ. მეც მეხვეოდენ, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობდი. ზედმეტი, ზღვარსგადასული სიხარულის გამო სრულიად უგრძნობი გავხდი. ვერც ვიღიმოდი. - ცოტახანში პალატაში გადავიყვანთ და რიგ-რიგობით მისი ნახვის უფლებას მოგცემთ. ოღონდ ძალიან არ დაღალოთ. თუ არ ისაუბრებთ უკეთესია. დავითი უკან შებრუნდა და მალე სამედიცინო საწოლით გამოიყვანეს. ფერი არ ედო. თვალების გახელაც უჭირდა. ჩემი საყვარელი გიშრები ნახევრად უჩანდა. მისი, ასეთ მდგომარეობაში დანახვისას, მუხლებში აქმადე ასჯერ გამოცლილი ძალა კიდევ ერთხელ წამერთვა და ძირს რომ არ წავქცეულიყავი კედელს მივეყრდენი. თვალებს მძიმედ ატრიალებდა აქეთ-იქეთ, მე მეძებდა და რომ დამინახა გუგები გაუფართოვდა, გიშრები გაუბრწყინდა და ოდნავ გამიღიმა... როგორ მინდოდა იმ წუთას იქედან გაქცევა ვერც კი წარმოიდგენთ. მინდოდა სადმე მარტოს ბოლო ხმაზე მეტირა. ერთდროულად სიხარულისა და ტკივილისგან გული ისე მქონდა დამძიმებული და გაბერილი ლამის გასკდებოდა. მართალია ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ცოცხალი იყო და მალე ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებოდა, მაგრამ ამის ცოდნაც არ მშველიდა. ვერაფრით ვერ მოვახერხე სხეულიდან და გონებიდან იმ შიშისა და ტკივილის მოშორება. ყოველწუთს, წოველწამს ლახვარივით მესობოდა. ჩემი ბრალი იყო. ნიკას, მართლა ციხეში რომ გავეშვი, ან სულაც თავისთან რომ წავეყვანე მაინც უნდა გამეძლო და მისთვის არ უნდა მეთხოვა იქ მოსვლა. არასდროს მაპატიებდა, მაგრამ მისი სიცოცხლით გარისკვას მერჩივნა... თუმცა მოვლენები ასეთ განვითარებას ყველაზე ცუდ ფიქრებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი... დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ დავითმა პირველი მნახველი იხმო. ყველამ მე გადმომხედა, მაგრამ საერთოდ არ ვიყავი მზად. ნანა გავუშვი. დედა ხარ და პირველი შენ გეკუთვნისთქო. მერე გოგი, ლალიკო, ზურა, სანდრო. გამოსვლის დროს ყველა მეუბნებოდა, რომ მე მკითხულობდა. ბოლოს ჩემი ძმა, რომ გამოვიდა მითხრა : ბოლოს და ბოლოს შეხვალ თუ თავად გამოვიდესო. ვერანაირი ძალა ვერ მოვიკრიბე, რადგან საერთოდ აღარ მქონდა. უბრალოდ გამოფიტული წავედი და კარი აკანკალებულმა შევაღე. თვალები დახუჭული ჰქონდა. ფეხაკრეფით, ფრთხილად შევედი და მის წინ გალახული ბავშვივით ავიბუზე. - მიხარია, ისევ რომ შემიძლია შენი დანახვა. მომენატრე ! - მომესმა ხუთი დღის ნანატრი ხმა და ყველა, ისედაც მოუშუშებელი იარა ერთად და უფრო ღრმად გახსნა. - მინდოდა შენ, პირველს გენახე, მაგრამ მერე ვინღა იჯიუტებდა ხო? - შემომხედა და გაეცინა. მერე, უცებ ტკივილისგან სახე შეჭმუხნა. გული უსაშველოდ მეტკინა. - დიდხანს იდგები მანდ, მასე უტყვად? - თბილი თაველიბი მომანათა. - დავითთმა თქვა,ბევრი საუბარი არ შეიძლებაო. - ოდნავ დაბრუნებული ხმით ძლივს ამოვთქვი. - ტყვიამ ვერ მომკლა და საუბარი რას დამაკლებს ! თან ეგ ჩემზე თქვა, შენზე ხომ არა?! - არც მე მინდა, დაგღალო ჩემი საუბრით. - ტყვია და სიკვდილი, რომ ახსენა კინაღამ უკანმოუხედავად გამოვვარდი პალატიდან. - შენით არასდროს ვიღლები, მაგრამ როგორც ჩანს შენც აგიკრძალეს საუბარი. ხმაზე გატყობ, ბევრი გიმღერია. - ღიმილით მითხრა. - მაპატიე ! - უცებ ვუთხარი და სახე სატირლად ამეშალა. მუჭები შევკარი თავის შესაკავებლად. - რა გაქ საპატიებელი? - გაბრაზებულმა გამომხედა. - სიკვდილისთვის, რომ გაგწირე ! - დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც ამევსო თვალები ცრემლით. - თუ ღმერთი გწამს, ეგ სისულელე აღარ გაიმეორე და ახლა, შენს თავალზე ცრემლს თუ დავინახავ ისევ იქ დავბრუნდები საიდანაც ძლივს მომაბრუნეთ. - ეცადა მკაცრად გამოსვლოდა ნათქვამი. - გამოკეთდი და ამაზე მერე ვისაუბროთ. ახლა ცოტახნით გავალ გთხოვ ! - აქ სასაუბრო აღარაფერია ! გადი ! - სწრაფად შევტრიალდი კარისკენ. მისმა ხმამ გამაჩერა.- თაკო, მალე მოდი და გთხოვ, მასეთი აღარ დაბრუნდე ! თავი დავუქნიე და კარში გავვარდი. დერეფნოს ბოლოს, საპირფარეშოსკენ გავიქეცი. ლილემ გამოყოლა დააპირა, მაგრამ ხელით ვანიშნე დარჩენილიყო. შიგნით შევიკეტე და მოგუდული, მაგრამ გამწარებული ხმა ამოვუშვი. მასთან ნახევარი საათის შემდეგ დავბრუნდი. მეც ვცდილობდი არაფერი შემტყობოდა და ისიც ცდილობდა დაეფარა ჩემს მდგომარეობას მშვენივრად, რომ ხვდებოდა. სულ მასთან ვიყავი, წუთითაც არ ვცილდებოდი. ნანას საღამოობით სახლში ვუშვებდი და მარტო ვრჩებოდი. ნახევარჯერ არ მეძინა. სიზმარში იმ დღეს ვხედავდი და სულ შეშინებულს მეღვიძებოდა. მერე, მასთან ახლოს ვჯდებოდი, მის სუნთქვას ვუსმენდი და თან ვტოროდი. ჩემი ხელით ვაჭმევდი. რისი გაკეთებაც შემეძლო, ყველაფერს მე ვუკეთებდი, არავის ვაკარებდი. სახვევებსაც მე ვუცვლიდი. გამრთობებიც არ გვშორდებოდნენ და ასე თუ ისე, გავლიეთ ეს დღები. ძლიერი ორგანიზმის გამო ათ დღეში ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა. თითქმის ჯანმრთელად. დავითი ეხუმრებოდა შენს ორგანიზმს ისეთი რეგენერაციის უნარი აქვს გამოკვლევები უნდა ჩაგიტარო დარწმუნებული ვარ, რაღაც ახალ ფენომენს აღმოვაჩენო. როგორც იქნა გაგვწერეს. სახლში მისულმა პირველი, შხაპის მიღება მოითხოვა.საავადმყოფოს სუნი უნდა მოვიშორო, ახლა ამაზე მეტად არაფერი მიშველისო. მიუხედავად იმისა, რომ კარგად იყო ხელის მოძრაობა მაინც უჭირდა. მარტო დაბანას ვერ მოახერხებდა. ამიტომ დახმარება შეთავაზე. რათქმაუნდა უარი არ უთქვამს. თვალებიც კი აუციმციმდა. მისი გახდა, რომ დავასრულე და ჩემს წინ შიშველი, ორმეტრიანი მიმზიდველი სხეულით აღიმართა, სისხლმა აჩქარებულად დაიწყო მიმოქცევა. განცდების დასაფარად საშხაპეში შევედი და წყალი მოვუშვი. ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა. დასაბან ღრუბელს ხელი დავავლე, სასწრაფოდ შემოვუარე და ზურგის გასაპვნას შევუდექი... ისე, სააბაზანოში რომ მივყვებოდი ნეტა რაზე ვფიქრობდი? მართალია ემოციურად გამოფიტული ვიყავი, მაგრამ მის მიმართ სიყვარული ისეთივე განუსაზღვრელი იყო, როგორც აქამდე. ისევ ისე მსურდა, ისევ ისე მჭირდებოდა და როგორ უნდა გამეძლო მასთან ასეთ მდგომარეობაში ახლოს ყოფნისთვის?... ზურგი იმდენხანს ვხეხე, ტყავი გადავაძრე. მერე თავად მოტრიალდა და სხვა, მისთვის მიუდგომელი ადგილებიც გულისფანცქვალით დავბანე. ბოლოს, რომ დავრწმუნდი უჩემოდაც შეძლებდა გაგრძელებას გამოსვლა დავაპირე. მარჯვენა ხელით დამიჭირა და გულზე ამიკრა. ორივე შხაპის ქვეშ ვიდექით. - ეს მაისური, გასაგიჟებლად გეკრობა ტანზე ! - ყელში მაკოცა. - მაგ ტუჩებს წყალი, რომ ეხება სისხლს მიდუღებს. შენი ალერსი მომენატრა. - ბაგეებზე ცხოველივით დამაცხრა. სანთელივით დავიღვენთე. წყლისა და მის გემოს ერთდროულად ვგრძნობდი. - დიმა, ასე დიდხანს შხაპის ქვეშ ვერ გაჩერდები, სახვევი სწრაფად უნდა შეგიცვალო. - ძლივს მოვახერხე, გონზე მოსვლა. - რა დროს სახვევია, შენს სურვილ ვეღარ ვუძლებ ! - არ შეიძლება-მეთქი ! - კარგი, მაშინ საწოლში წავიდეთ. - დიმა, ჯერ მასე ჯანმრთელადაც არ ხარ ! - ძალიან კარგად ვარ და მშვენივრად ვიცი რა შემიძლია. - ნწ... არ შეიზლება ! - სწრაფად გამოვეცალე. - ეგ ზედა მაინც გაიხადე თორემ გავაფრენ. - ჩქარა გამოდი, სახვევი უნდა გამოგიცვალო ! სააბაზანო დავტოვე და სველი ზედა გარდეროფის ოთახში გამოვიცვალე. მის წინ რომ გამეხადა მერე, ათასი უარიც არ უშველიდა. სახვევის შეცვლის დროს ისევ სცადა მომფერებოდა, რომ მეხები თავს ვერ ვიკავებო, მაგრამ ისევ გავექეცი. მისი ჭრილობის ყოველ დანახვაზე სული მეყინებოდა. რამდენიმე დღე, ათას მიზეზს ვიგონებდი და ასე გავურბოდი. არ შემეძლო. მიუხედავად იმისა, რომ მეც ვიტანჯებოდი მისი სურვილით მაინც არ შემეძლო. თავს ვისჯიდი. ვფიქრობდი, რომ მისგან არაფერს არ ვიმსახურებდი. მასთან საუბარსაც გავურბოდი. ისიც, მაქსიმალურად ცდილობდა ჩემს გაგებას. მჭამდა, გულს მიღღრნიდა დანაშაულის გრძნობა. ერთ დილას მორიგი გაქცევის შემდეგ სასაუზმოდ ჩავედით. ვიდრე სუფრას მივუსხდებოდით გუგა, ზურა და სანდრო გვეწვივნენ. საუბრიდან გავარვკიე, რომ დიმამ დაიბარა. შუა სუფრაზე გოგიმ, წამოიწყო საუბარი, როგორც ჩანს მიხვდა, რაზე სათათბიროდ შეიკრიბნენ. - დიმა რას აპირებ ? - რაზე მეკითხები მამა, რას უნდა ვაპირებდე?! - მშვენივრად ხვდები, რაზეც. აქამდე გაჩუმებული და გაჩერებუი ვიყავი შენს გამო, მაგრამ უკვე საკმარისია. - გოგი, მაგ საქმეს თავად მივხედავ ! - შენ ჩემი შვილი ხარ, მან კი შენი მოკვლა სცადა. გგონია კიდევ გავჩერდები და საკადრისად არ დავსჯი? - თავად მივხედავთქო, უკვე გითხარი ! - მე უკვე გავეცი ბრძანება. მალე იპოვნიან და პოლიციას ჩააბარებენ. ცოცხალს მხოლოდ იმიტომ ვტოვებ, რომ ზურაბის შვილია. - რა გააკეთე? ჩემ უკითხავად, როგორ გაბედე ?! - დაიღრიალა და სუფრიდან წამოხტა. - შვილო დამშვიდდი. შენთან ასე მოქცევას ვერ შევარჩენ. - გოგი მიხვდა, მკაცრი ტონით უფრო რომ გააღიზიანებდა და მშვიდად უთხრა. - მამა, ახლავე დარეკე და ბრძანება გააუქმე ! მეორედ ჩემს საქმეში ჩარევა აღარ გაბედო ! - დაასრულა, კაბინეტისკენ გაემართა და ბიჭებს ანიშნა გაყოლოდნენ. - დიმა, რას აპირებ? - მივხვდი რომ მის დაჭერას არ აპირებდა და მოთმინება დავკარგე. უკან დავედევნე. - შენ რა, მას უფლებას მისცემ თავისუფლად იაროს? - თაკო, ნუ ერევი ! - მე ნუ ვერევი? ჩემს თვალწინ სასიკვდილოდ გაგიმეტა და კიდე მე, ნუ ვერევი? - ოთახში ადი და მერე ვილაპარაკოთ, გთხოვ ! რაც არ უნდა გააკეთო მაინც არ შევიცვლი აზრს. - კი, მაგრამ რატომ, რატომ? - ასეა საჭირო ! კაბინეტში ბიჭები შეატარა, თავადაც შევიდა და კარი მომიხურა. საძინებლისკენ სირბილით გავიქეცი, საწოლზე დავემხე და ავტირდი. მივხვდი,რის გაკეთებასაც აპირებდა. მას თავისუფლებას აძლევდა, ჩემი თავისუფლების სანაცვლოდ. ისევ მე. ისევ და ისევ მე... მხოლოდ ჩემ გამო ხდებოდა მის ცხოვრებაში ასეთი არეულობა... მხოლოდ ჩემს გამო უწევდა ათასს დათმობაზე წასვლა... მხოლოდ ჩემს გამო ჩახედა სიკვდილს თვალებში. ეს ზღვარი იყო... ავტომობილების ხმა გავიგონე, სასწრაფოდ ვერანდაზე გავვარდი და გავიხედე. სადღაც მიდოდნენ. ისიც მიყვებოდა. როგორც სჩანს გეგმა შეიმუშავეს და სისრულეში უნდა მოეყვანათ. გულზე ცეცხლი მომეკიდა. ბოლომდე გამოჯანმრთლებული არ იყო და ცუდად რომ, გამხდარიყო? ან კიდევ რამე, რომ დაეშავებინა? ნერვიულობით ადამიანს აღარ ვგავდი. მის მოსვლამდე ოთახიდან ფეხი არ გამიდგავს. რამდენჯერმე ნანა იყო ამოსული მოსაკითხად და დასამშვიდებლად.ბოლოს საჭმლით სავსე ლანგრით მომადგა. როგორ ახერხებდა ეს ქალი ჩემზე მეტად მშვიდი ყოფილიყო ვერ ვხვდებოდი? ასეთ დროს ჩემზე და ზოგადად სხვაზე ზრუნვა, როგორ შეეძლო? ამიტომ, ვერასდროს ვერ ვეუბნებოდი თხოვნაზე უარს და ამჯერადაც მისი ხათრით ვჭამე. საღამოს, ცხრა საათი სრულდებოდა შინ, რომ დაბრუნდა. ოთახის კარი, რომ შემოაღო და საღსალამათი დავინახე, მთელი დღის ნანერვიულები, დაჭიმული სხეული ერთდროულად მომიდუნდა და დამიმშვიდდა. დივანზე ვიჯექი. ახლოს მოვიდა და ჩემ წინ ფაილში ჩადებული საბუთები დადო. უკითხავადაც მივხვდი შიგ რაც ეწერა. უხმოდ შებრუნდა, სააბაზანოში შევიდა. ერთხანს ვუცადე, მაგრამ იმდენად დაღლილი ვიყავი, თვალები უნებურად მიმელულა და დივანზევე დამეძინა. როგორც ყოველი ძილის დროს, ისევ ის დღე დამესიზმრა. აქამდე გასროლის მომენტამდე მეღვიძებოდა ახლა კი სრულად ვნახე. ვნახე როგორ ისროლა და როგორ დაეცა ჩემი ქმარი უსულოდ ჩემს ფეხებთან. ვგრძნობდი ძილში, რომ ვიტანჯებოდი და ვიღაც ჩემს გაღვიძებას ცდილობდა. უცებ წამოვვარდი და განწირული ხმით ვიკივლე : - დიმაააა...... - ისეთი შეშინებული ვიყავი, გული ყელში ფეთქავდა. მომმვარდა და მომეხვია. - დამშვიდდი შენთან ვარ, კარგად ვარ, ნუ გეშინია ! ვერ ვმშვიდდებოდი, ზუსტად იგივე შეგრძნებები მქონდა როგორც მაშინ. მთელი სხეულით ვკანკალებდი. ყველა კუნთი, ყველა ორგანო, ყველა უჯრედი მტკიოდა. იმდენად დიდ სტრესი მქონდა მიღებული ალბათ ვერასდროს შევძლებდი მის დავიწყებას. ჩუმად წამლებსაც კი ვსვავდი, მაგრამ არ მშველოდა. დივანზე, გვერდით მომისვა და უფრო ძლიერად მიმიკრა. რამდენიმე წუთიანი სჩუმის შემდეგ დუმილი დაარღვია. - ასე ვეღარ გააგრძელებ თაკო. უკვე დიდი ხანია ხმას არ ვიღებ. გელოდები,როდის შეწყვეტ თავის დადანაშაულებას. როდის მიხვდები, რომ შენი ბრალი არ არის და რომც იყოს, მე მაინც იგივეს გავაკეთებდი. შენს გამო კიდევ ბევრჯერ გავრისკავ სიცოცხლეს. გგონია არ ვიცი, წამლებს რომ სვავ? ისიც ვიცი წესიერად, რომ არ გძინავს და ჩუმად, რომ ტირი. მთელი ღამე ჩემს სუნთქვას რომ ყარაულობ. დამიბრუნე ჩემი საყვარელი, მხიარული და ზოგჯელ გიჟი ცოლი, გთხოვ ! ძალიან მომენატრა. - დიმა, გეხვეწები გამიშვი ! მომეცი უფლება წავიდე და მშვიდად ყოფნის საშუალება მოგცე ! - ჩავთვლი, რომ არ გამიგონია. ვიცი, გაუაზრებლად ამბობ. - სრულიად გააზრებული მაქვს. გთხოვ, მეტს ვეღარ გავუძლებ ! მეტი შიშის ატანა აღარ შემიძლია. - აღარ მოგიწევს ! - ვეღარ დავრჩები. ხომ ხედავ, შენს ბედნიერებას ნებით, თუ უნებლიეთ ვანგრევ! გამიგე გეხვერწები ! - შენ ხარ ჩემი ბედნიერება და მორჩი ახლა მაგაზე საუბარს თორე მოთმინებას ვკარგავ. - ჩემზე აღებული პასუხისმგებლობა, ბოლოს ორივეს უფსკრულში გადაგვჩეხავს დიმა ! - მაგ პასუხისმგებლობა ჩემი სურვილით, ჩემი ნებით დიდი ხნის წინ ავიღე. მინდოდა ერთი საოცრად ლამაზი, სიფრიფანა გოგო, დაცული და ბედნიერი ყოფილიყო. - დიმა ! - გაოცებულმა შევხედე. მივხვდი რასაც აპირებდა. - ხო. როგორც ჩანს შეს დასამშვიდებლად ყველაფრის მოყოლა მომიწევს, მაგრამ რამდენად დაგამშვიდებს ეგ, არ ვიცი. - ადგა, გაიარ-გამოიარა, ისევ გვერდით მომიჯდა და დაიწყო :- იმ დღეს, ცოლად რომ მოგიყვანე, ანუ ბაკურიანიდან რომ წამოგიყვანე ზუსტად ერთი წელი იყო გასული მას შემდეგ პირველად, რომ შეგხვდი. ნიკას ფინანსური პრობლემები რომ შეექმნა და დახმარება მთხოვა, როგროც კი პარტნიორები ვუპოვე მაშინვე მასთან მისვლა და პირადად დალაპარაკება გადავწყვიტე. ეზოში შემხვდა და კაბინეტისკენ საუბრისთ წავედით. ვიდრე შიგნით შევიდოდით, მდივანმა დაუძახა და ცოტახანს კართან შევჩერდით. ამდროს გამოჩნდი შენც. დერეფნის ბოლოს, კაბინეტიდან გამოხვედი და ჩვენსკენ წამოხვედი. მუხლს ოდნავ ზემოთ ლურჯი, თეთრკოპლებიანი კაბა გეცვა, ფეხზე თეთრი „კედები“ წინა მხარეს „მიკიმაუსი“ეხატა. ძალიან სასაცილოები იყვნენ. გაშლილი, ბოლოებზე ხვეული ოქროსფერი თმა ბეჭებზე გეფინა. ღმერთო, რა ლამაზი ბავშვიათქო პირველად ეს გავიფიქრე. მართლა ბავშვს გავდი. ისეთი ლამაზი იყავი სუნთქვა შემეკრა. ქალის დანახვისას მსგავსი გრძნობა არასდროს გამჩენია. ის, რაღაც ახალი იყო. გვერდი ისე მორიდებულად ჩაგვიარე არც შემოგიხედავს. უბრალოდ მოგვესალმე და გვერდით ოთახში შეხვედი. გონს ნიკას სიტყვებმა მომიყვანა. გახსენებაც კი არ მინდა იმ ნაგავმ რაც შენზე მითხრა. იმ წუთას თან გავბრაზდი, თან გული დამწყდა. არ ტოვები ისეთი გოგოს შთაბეჭდილებას, რომ მისნაირ კაცთან დაგეჭირა საქმე და თან იმ ფორმით. - ასეთი რა გითხრა ? - დაახლოებით კი მივხვდი მისი ბინძური ტვინი კარგს არაფერს იტყოდა, მაგრამ დაზუსტება მომინდა. - არ მინდა ამის გამეორება. მაშინ არ მქონდა უფლება ცხვირ-პირი გამეერთიანებინა და ყველაზე მეტად ამაზე მწყდება გული. თუმცა მის მერე ვიყარე ჯავრი. ვიდრე იქიდან წამოვიდოდი შენ შესახებ მონაცემები ოსტატურად გამოვტყუე იქ, ერთ-ერთ თანამშრომელს და როგორც კი ოფისში დავბრუნდი, მეგობარს ვთხოვე დეტალური ინფორმაცია მოეძია. დღის ბოლოს შენი ამბებით გავსილი საქაღალდე ჩემს მაგიდაზე იდო. ახლაც შენახული მაქვს. - გაეღიმა და შუბლზე მაკოცა. - რომ წავიკითხე მივხვდი, ნიკა იტყუებოდა. თან მისი დამოკიდებულება ვიცოდი ზოგადად გოგიების მიმართ და ამან გამიჩინა ეჭვი. რაღაც პერიოდი შორიდან ვგებულობდი შენს ამბებს, ზოგჯერ თავადაც გაკვირდებოდი და უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ კარგი გოგო იყავი. მას კი ცუდი მიზნები ჰქონდა. ვიცი, ჩემი საქციელი გაუმართლებელია. ადამიანის თვალთავლი დანაშაულია, მაგრამ მიზეზი მქონდა მასთან მარტო ვერ დაგტოვებდი. თან ძალიან მიმწონდი. დანახვის წამიდან ჩემს გულში შემოხვედი და შენზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევდა. . ისე მოვახერხე, თქვენთან ინფორმატორიც გავიჩინე, ნიკას გეგემებს მაწვდიდა. თავიდან ზედმეტად არ გაწუხებდა და შედარებით მშვიდად ვიყავი. მერე, მისი ღალატის შესახებ, რომ გავიგე საბოლოოდ დავრწმუნდი რა გაიძვერაც იყო და მეტი მონდომებით უნდა დამეცავი მისგან. ახლა, ალბათ იტყვი მოსულიყავი და თავიდანვე ჩემთვის გეთქვაო, მაგრამ ვერ გეტყოდი. პირველი - შენთვის უცხო ვიყავი და არც მომისმენდი. მეორე, ნიკასთან ცუდი ურთიერეთობა მქონდა და რომც მოგესმინა იფიქრებდი, ჩემი გამოყენება უნდაო. მესამე- მე კი ვიცოდი რა ნაგავიც იყო, მაგრამ დამამტკიცებელი ფაქტები არ მქონდა, ყოველთვის სუფთად მუშაობდა. მეოთხე- ისეთი დაუმორჩილებელი ხარ და იყავი, ამის შესახებ თავიდანვე ბევრი ინფორმაცია მქონდა, შეიძლებოდა უარესი გაგეკეთებინა და პირდაპირ მგელს ჩავარდნოდი ხახაში. მისთვისაც პირდაპირ, რომ მომეთხოვა შენთვის თავი დაენებებინა უფლება არ მქონდა. მერე სათავისოდ გამოიყენებდა ყველაფერს და ჩემ თავს შეგაძულებდა. იმ პერიოდში მას ძალიან ენდობოდი. მერე, უფრო გამიძნელდებოდა შენს უსაფრთხოებაზე ზრუნვა. არც შენი ძმა იყო აქ, მას მაინც, რომ დავლაპარაკებოდი. ასე, რომ შეუმჩნევლად დარჩენა გადავწყვიტე. მერე, ჩანაფიქრს რომ მივუხვდი და პარტნოირები ჩამოვაშორე სრულიად შეიშალა. თითქმის ყველა თანამშრომელს მახე დაუგო და ხელი ისეთ საბუთებზე მოაწერინა, მერე შანტაჟით ათას ბინურ საქმეს რომ გააკეთებინებდა. ხომ იცი ბოლოს რა საქმეებსაც ეწეოდა. ეს, რომ გავიგე სასწრაფოდ შენი მოძებნა გადავწყვიტე, მითხრეს რომ მასთან და კიდევ რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ბარში წახვედი. სასმელში წამლის გაგირევდათ და საბუთებზე ხელს ისე მოაწერდით. მაშინ მეგონა დროულად მოვედი, თუმცა როგორც ჩანს ერთზე მაინც მოგიწერია. ბართან იდექი. შეგატყვე თითქმის გათიშული, რომ იყავი და სახლში წაგიყვანე. უფრო სწორედ ლილესთან. ჩემს გვერით სავარძელზე დაგსვი, მთელი გზა გაკვირდებოდი და შენს ნაკთებს ვსწავლობდი. მაშინ პირველად შევეხე შენს თმას. წამლისგან გათიშული კი იყავი, მაგრამ არ გეძინა სავარძელზე გვერდულად იჯექი, დაჭყეტილი თვალებით მიყურებდი და მიღიმოდი. ერთი-ორჯერ თმებშიც მომქაჩე. ისეთი ლამაზი და საყვარელი იყავი, კინაღამ გადავიფიქრე ლილესთან შენი წაყვანა. ბინაში, რომ მიგიყვანე ზარი დავრეკე და კედელზე მიყრდნობილი დაგტოვე. ერთი სართულით დაბლა ველოდი სანამ ლილე სახლში შეგიყვანდა. ახლაც ყურში ჩამესმის, როგორ გლანძღავდა. - იმ დრე შენ მიმიყვანე? შენ იყავი? - გაოცბისაგან ყბა ჩამომივარდა. - წასვლა არ მინდოდა მაგრამ არ მომეშვნენ ცოტა გავერთოთო. მე მეგონა უბრალოდ ბევრი დავლიე. მეორე დღეს კი ნიკამ მითხრა მე მიგაცილეო. მე კი საერთოდ არაფერი მახსოვდა. დიმა რეებს მიყვები, ახლა შეიძლება მართლა გავგიჟდე. - დამშვიდდი და ბოლომდე მომისმინე. მერე ისე მოვახერხე, ნიკა დაარწმუნეს და აიძულეს მსგავსი საბუთების შედგენა შეეწყვიტა თორემ, დაიჭერდნენ. რადგან შენი ხელმოწერით არაფერი ჰქონდა და აწიც ვეღარაფერს მოიმოქმედებდა, სამსახურში დარჩენის საშუალება მოგეცი. ისედაც არ იყო ადვილი შენი იქიდან წამოყვანა, ერთწლიანი კონტრაქტით იყავი და მაგ დრომდე, როგორმე უნდა გამეძლო. თან ისიც ვიცოდი პარალელურად სხვას, რომ ეძებდი და ვადის გასვლის შემდეგ სხვაგან გინდოდა გადასვლა. ის სხვა კი მე ვიქნებოდი, ჩემთან წაგიყვანდი, მაგრამ არ დაგვცალდა. ამ ხნის მანძილზე ხშირად ვცადე შენი სხვა სიტოაციაში გაცნობა, მაგრამ ვერსად მოგიხელთე. თითქმის არსად დადიოდი არც კაფეში არც ბარში. თუ სადმე შეირბენდი ისიც ლილესთან ერთად და ათი წუთით. კი მომწონდა ასეთი, რომ იყავი მაგრამ თან ვბრაზობდი ვერსად, რომ ვერ დაგიჭირე. იმ დღის შემდეგ რაც ბარიდან მის შეუმჩნევლად გაქრი განსაკუთრებით შეიცვალა, უფრო სწორედ შენი დარწმუნება გადაწყვიტა, რომ უყვარდი. ეგ პერიოდი ჯოჯოხეთურად მახსენდება. იმდენჯერ გამოვგლიჯე შენი თავი ხელიდან ... შენს მიმართ მიზნები შეეცვალა - გაცოფებული წამოვარდა და მაგიდას დაკრა ფეხი. - რა მიზნები დიმა? - გულგახეთქილმა ვკითხე. - ვერ ვიტან იმ პერიდის გახსენებას. სიამოვნებით გავასხმევინებდი იმ დამპალ ტვინს. უნდოდა შენი ნდობით და გამოუცდელობით ესარგებლა. კიდევ კარგი შენ არ იყავი ცანცარა და ქარაფშუტა ქალი თორემ, არ ვიცი რა შედეგი დადგებოდა. ყოველთვის არიდებდი თავს მის ზედმეტ ინტერესს. შენც მეხმარებოდი. ყოვლელთვის მქონდა იმედი თუ მე ვერ მოგისწრებდი თავს რაღაცნაირად გადაირჩენდი. - რას მიპირებდა ასეთს ? - მოსმენილით უკვე გული მჩხვლეტდა. ძლივს ვსუნთქავდი. - არ გვინდა დაკონკრეტება გთხოვ. - იმას რასაც ვფიქრობ ? - ცრემლის შეკავება ვეღარ მოვახერხე. - კი. ახლა ხვდები, აქამდე რატომ არ გიყვებოდი? ხვდები, რატომ არ მინდოდა გცოდნოდა? - ვხვდები ! იმ წუთას საშინელი უსუსურობის, სისუსტის და საკუთარი თავის მიმართ ზიზღის შეგრძნება დამეუფლა. თავი შემძულდა ასეთი ჩანაფიქრს, რომ ვერ მივუხვდი და რომ არა დიმა რა შეიძლებოდა დამმართნოდა. ღმერთმა უწყის რას დამიშავებდა და მერე იმ საბუთს გამოიყენებდა ჩემს გასაჩუმებლად. სიცოცხლეს ჯოჯოხეთად მიქცევდა. გული შემეკუმშა ყველა იმ საფრთხის გააზრებაზე. - აღარ გავგრძელებ თაკო. მგონი, საკმარისზე მეტი მოისმინე. ისედაც ძლივს გიყვები. არ მინდა თავი კიდევ უფრო ცუდად იგრძნო. - ამაზე ცუდად ვეღარ ვიგრძნობ. გთხოვ, მინდა ბოლომდე ვიცოდე. - ყოველდღე სამსახურთან გიცდიდი, შენი გამოსვლის დრო ვიცოდი. თუ დაგაგვიანდებოდა შიგნით „შიკრიკს“ ვგზავნიდი, რომ გამეგო რა ხდებოდა. თუ დროულად გამოხვიდოდი, სახლამდე გაცილებდი. ყოველ ჯერზე მახარებდი და მას მანქანაში არასდროს უჯდებოდი. ერთ დღეს ყველა თანამშრომელი გამოვიდა შენ კი არ ჩანდი. ძალიან დაგაგვიანდა . მერე ინფორმატორმა მითხრა, მის კაბინეტში იყავი რაღაც საბუთებს აკეთბდი. ცოტახანში ნიკა გამოვიდა და უკან შამპანურით დაბრუნდა მივხვდი რა გეგმაც ჰქონდა. ამიტომ შენს ნომერზე ლილეს მეზობლის სახელით შეტყობინება გამოვგზავნე თითქოს ერთი საათი აკაკუნებდა და კარს არ უღებდა. მერე კი ლილეს ნომერი დროებით ქსელიდან მიუევდომელი გავხადე, რომ დაურეკავდი და არ გაგაგონებდა სასწრაფოდ მასთან წახვიდოდი. არც შევმცდარვარ. ხუთ წუთში გამოხვედი. - იმ დღეს, მთხოვა ცოტახნით კიდევ დავრჩენილიყავი და ერთ-ერთი პარტნიორის ხელშეკრულებაზე გვემუშავა. მეჩქარება და მინდა მალე გვქონდეს მზადო. საეჭვოდ არააფერი მომჩვენებია და უარი ვერ ვუთხარი. მერე შეტყობინება, რომ მივიღე ავღელვდი, გამორთული რომ მქონდა სულ გადავირიე და გაგიჟებული გავვარდი მასთან. პირველივე ზარზე გამიღო კარი. ისე გამეხარდა მისი დანახვა, უბრალო ბოროტ ხუმრობად ჩავთვალე და ყურადღება აღარ მიმიქცევია ამ ამბისთვის. - შვებულებაში რომ გახვედი, ცოტახნით დავისვენე, მაგარმ მალე ახალი თავსატეხი გამიჩნდა. იცი ბაკურიანში რატომ დაგპატიჟა? გაიგო სამსახურიდან წასვლა, რომ გინდოდა და რადგან თბილისში არაფერი გამოუვიდა იფიქრა, იქ მოიყვანდა ჩანაფიქრს სისრულეში. ახლაც მიკვირს იმ აზრების გამო, აქამდე რატომ არ მოვკალი. როგორც კი გავიგე, წამოვედი. იმ საღამოს ბილიარდის ოთახში თავად მომაკითხა. ეგ გოგო ჩემია და თვალი ტყუილად დაადგიო. კიდევ მითხრა იქ რაღაც ისეთი, რამაც იარაღის ამოღება მაიძულა. მერე კი შენ გამოჩნდი. რომ დაგინახე ძალიან გავბრაზდი. მივხვდი, მას ეძებდი. მერე სხვა გზა აღარ დამრჩა, იქედან ვეღარ გაგიშვებდი და ასე გახდი ჩემი ცოლი... ისედაც გახდებოდი, მაგრამ მასე ნამდვილად არ მინდოდა, უბრალოდ სხვა გამოსავალი არ მქონდა..დანარჩენი შენც იცი... - ეს ამბავი ზურამ და გუგამ იცოდა? - არა ! - სანდროს უთხარი? - უმნიშვნელო დეტალები. სრულად მხოლოდ მე ვიცოდი ახლა კი შენც. - დიმა არ ვიცი რა უნდა გითხრა ! შენ, რომ არა, ახლა სად და როგორ ვიქნებოდი არც კი ვიცი. - არაფერი არ მითხრა. უბრალოდ ხომ გაიგე სიმართლე. ახლა ხომ ხვდები, რატომ ხარ ჩემს გვერდით, რატომ მაქვს ავადმყოფურად შენი დაცვის სურვილი, რატომ არასდროს შევუშინდები შენს გამო სიკვდილს. ამ ყველაფერზე თავიდანვე თანახმა ვიყავი და ვერანაირი ძალა, ვერვინ და ვერაფერი მაიძულებს შენს გაშვებას. ეს პასუხისმგებლობა საკუთარი სურვილით და სიამოვნებით ვიტვირთე თაკო. ყველაფერს ავიტან ყველაფერს გავუძლებ შენს გამო. თითქმის ორი წელია შენი ცხოვრებით ვცხოვრობ, ორი წელია საკუთარი თავი დამავიწყდა და მარტო შენით ვარსებობ. იმ დღეს, დროულად რომ მომესწრო ეგ საბუთი არ იარსებებდა და არც მე მომხვდებოდა ტყვია. შენგან არაფერი არ მინდა სიყვარულის გარდა . ამ ბრძოლას წყალში ნუ ჩამიყრი. მინდა ბედნიერი და სულ ჩემს გვერდით იყო. ახლა კი შეწყვიტე თავის დადანაშაულება და ჩემი საყვარელი ცოლი დამიბრუნე. მოსმენილით ისეთი გაოგნებული და გაორებული ვიყავი ვერ გამეგო საერთოდ თუ მინდოდა ეს ამბავი მცოდნოდა. თავი ფილმში მეგონა. ვერასდროს წარმოვიდგენდი ეს ამბავი ჩემს ირგვლივ თუ ხდებოდა. მე კი სრაქლემასავით თავი ქვიშაში მქონდა ჩარგული. ეს კაცი ჩემს გამო ყოველდღე რისკავდა, ყოველდღე ჩემს უსაფრთხოებას დარაჯობდა, მე კი ვერაფერს ვხვდებოდი. ასე რამ დამაბრმავა? ამდენი ხანი ნიკაც მიზნებს, როგორ ვერ ვხვდებოდი? ასე კარგად, როგორ თამაშობდა ჩემთან? საშინელი შეგრძნებები, ენაცვლებოდნენ ჩემში ერთმანეთს. რომ მცოდნოდა ასეთი მწარე მოსასმენი იქნებოდა სიმართლე, არასდროს ვთხოვდი მოყოლას. ის მშვიდად მიყურებდა და ფიქრს მაცდიდა. როგორც იქნა გამოვერკვიე და შედარებით საღ გონებაზე შევხედე ჩემს წინ მჯდომ კაცს. მივხვდი, რომ საყვარელი მამაკაცის გარდა ის ჩემი მფარველი ანგელოზიც იყო. ახლოს მივიწიე და ჭრილობა, რომ არ ტკენოდა ფრთხილად მოვეხვიე. - არანაირი მადლიერების გრძნობა თაკო, გთხოვ ! არ მინდა ჩემი სიყვარული შენში, რომელიმე სხვა გრძნობამ ჩაანაცვლოს. სიმართლე გინდოდა, მოისმინე, ახლა კი დაივიწყე. ამის გამო არაფერი არ შეცვალო. ისევ ისე გამიმწარე სიცოცხლე, როგორც აქამდე. ისევ ისე მეჯიუტე, გამაგიჟე და თუ გინდა გამექეცი კიდეც. მე ყოველთვის დაგიჭერ. შენში მხოლოდ ჩემი სიყვარული უნდა ხარობდეს. გთხოვ, ეს არასდროს გამამეორებინო ! - თანხმობის ნიშნად თავი დავუიქნიე. - კარგი, რახან შევთანხმდით წამოდი, საწოლშიც ჩამეხუტე და დავიძინოთ... თავი, მის მკერდზე მედო და მის სუნთქვას ამჯერად უფრო ახლოდან ვითვლიდი. მშვიდად ეძინა, ძალიან მშვიდად. მე, მის გვერდით ვეგულებოდი და მისთვის ესეც კი, საკმარისი იყო. ყურში გულის რითმები ჩამესმოდა. მსოფლიოში ყველაზე საყვარელი, ყველაზე გამბედავი და კეთილი გულის ხმა. გქონიათ შეგრძნება, თითქოს, რაღაც ხმა უწყვეტად თქვენს სახელს იმეორებს? იმ წუთას მეც ასეთი განცდა მქონდა მისი გული, რომელმაც ჩემს გამო ტყვიასაც კი გაუძლო და მერე ისევ ჩემს გამო დაბრუნდა იმ ქვეყნიდან, ჩემს სახელს ყოველ ფეთქვაზე იმეორებდა. მაისური ფრთხილად ავუწიე, ჭრილობა თითების ნაზი მოძრაობით შევუმოწმე. მის გარშემო წრეებს ვხატავდი და ვეფერებოდი. თან, ღმერთს მადლობას ვწირავდი , ტყვია ერთი სანტიმეტრით ზემოთ, რომ არ მოხვდა. მისი შეხება, კანისა და სურნელის შეგრძნება ისევ რომ შემეძლო. ისევ, რომ შემეძლო ყოველ დილით მისი შავი თვალების სიღრმეში ჩავკარგულიყავი. მერე, ნიკაზე ბრაზმა შემომიტია მისდამი სიძულვილმა თხემიდან ტერფამდე დამიარა... ოღონდ ახლა არა რა ! ახლა არ მინდა ამაზე ფიქრი, ამ მომენტის გაფუჭება, მისი თხოვნის უარყოფა ! ... ბევრი ვეხვერწე ჩემს თავს, არც ნიკაზე და არც დიმას მონაყოლზე, რომელიც მისივე თხოვნით საგულდაგულოდ მივჩქმალე გონებაში, არ მეფიქრა, მაგრამ ვერაფერს გავხდი. როგორც კი მიზეზი მომეცა, როგორც კი რაღაცას ან ვიღაცას დავაკავშირე იმწამს გამოვიდა სააშკარაოზე ჩემი ფიქრები. თანაც, იმ წუთას მარტო ვიყავი ჩემ თავთან და მივეცი უფლება გონებას ერთხელ მაინც ეფიქრა მომხდარზე... აღარ განვაგრძობ იმის მოყოლას რამდენად ცუდი გასააზრებელი იყო. რამდენად სუსტი და უმწეო მეგონა ჩემი თავი ის ცხოველი ჩემს, ნადავლივით ხელში ჩაგდებას, რომ ცდილობდა და ლეშივით საჯიჯგნელად, რომ ვუნდოდი. ახლა ცხადზე ცხადი იყო, თუ, რატომ გამოდიოდა დიმა წყობიდან, როდესაც საქმე მას ეხებოდა. უსიამო შეგრძნებებმა ტალღებად დამიარა მთელს სხეულში. სული გამეყინა... - შენ, რომ არა ! შენ რომ არა, მართლა რა მეშველებოდა?!... მონოტორულად დავასრიალებდი ხელს მის სხეულზე და ვჩურჩულებდი.- წარმოდგენაც არ მაქვს, რომ დამეკარგე ამას, როგორ გადავიტანდი. შენს გარეშე როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება? ან საერთოდ გადავიტანდი კი? იქნებოდა რამე შენს გარეშე? ... მისი დიდი თხოვნის მიუხედავად, მის მიმართ უსაზღვრო მადლიერებას ვგრძნობდი. სიყვარული არ ჩაუნაცვლებია, მაგრამ მასთან ერთად დაიდო ბინა ჩემს გულში. -ნეტავ იცოდე, როგორ ვნანობ ყველა ჩემს გამოხტომას ! რომ მცოდნოდა სულ სხვანაირი ვიქნებოდი ... - ნაზად მივაკარი ტუჩები ჭრილობაზე. სხეული დაეჭიმა და სიამოვნების ბუსუსებმა ამხილა... - უკვე სერიოზულად ვდარდობ შენს უძილობაზე ! - მეგონა გეძინა. - დანაშაულში გამოჭერილივით ვუპასუხე. - მეძინა, მაგრამ რაღაცამ გამაღვიძა. - რა რაღაცამ ? - ხანდახან მაკვირვებს შენი მიამიტობა. - გაეციანა - სანამ ჩემთვის ხელების ფათურს და კოცნებს გადაწყვეტ გაიხსენე, რომ ჰორმონები იდეალურ მდგომარეობაში მაქვს. - ვერ დავინახე, მაგრამ წარმოვიდგინე რა კმაყოფილი სახით მეუბნებოდა. - ახლა რა მიზეზს მოიგონებ გასაქცევად ძალიან მაინტერესებს ? - სწრაფად გადმობრუნდა ჩემსკენ და ხელები მომხვია. - აუ, კარგი რა... მოიცადე გთხოვ ! - თაკო, ჩემი გაგიჟება გინდა თუ რატო მცდი ვერ გავიგე ! - უბრალოდ, რახან გაიღვიძე ჯერ ვისაუბროთ. - უკვე მოვისმინე შენი აღსარება. - ეე, მისმენდი? - ჩემი ბრალი არ არის, შენ მაიძულე გამღვიძებოდა. ისე მაგ თითებში ბიოდენები გაქვს? - კი, სიყვარულით მაქვს დამუხტული. თემას ნუ მიცვლი ! - მე გითხარი ამ თემას აღარ დავუბრუნდებითთქო და შენც უნდა დაგევიწყებია წესით. - ისეთს არაფერს გკითხავ რაც არ მოგეწონება. არც მე მინდა მაგაზე საუბარი. ჩვენს ურთიერთობაზე მაინტერესებს. - ესეიგი ჯერ საუბარი... კარგი გისმენ. ოღონდ ბვევრი დრო არ მაქვს. - ნუ ხარ სულ ანთებული შენ ! - გულიანად გამეცინა. - ისე ხარ მოწეპებული, თავად მიკიდებ ცეცხლს. თანაც, ხომ არ დაგავიწყდა რამდენხნიან პაუზას მაკეთებინებ? - ესეიგი მოწეპებული. ახლა ავდგები, ცივ წყალს მოვარბენინებ, გადაგავლებ და უცებ ჩაგაქრობ. - ახლა ანტარქტიდაზე, რომ წამიყვანო ეგეც არ მიშველის. - ესეიგი, გეგმა უნდა შევიმუშავო „როგორ ჩავაცხრო ქმარი“, რომ მასთან საუბარი შევძლო. - დაგეხმარები და საქმეს გაგიადვილებ. არანაირი გეგმა არ გჭირდება უბრალოდ მაკოცე, კიდე მაკოცე, კიდე მაკოცე და ასე უსასრულოდ... მაისურში ხელი შემისრიალა და ნაზი მოძრაობებით მომეალესრა ზურგზე. - ამდენი კოცნით გავიგედები დიმა... - ხო, მეც მაგას ვამბობ გავიგუდებით... მაშინ შულაედებში ერთი-ორი ილეთი დავუმატოთ და სხვა საქმითაც დავკავდეთ. დამიჯერე მიშველის... - ორი თითის სწრაფი მოძრაობით ბიუსჰალტერის შესაკრავი შემიხსნა. - ამით რატომ იტანჯავ თავს? საწოლში ნუ იცვამ ვერ ვიტან. - ყურთან მესაუბრებოდა. მისი რა მოგახსენოთ, მაგრამ მე ნამდვილად წამეკიდა ცეცხლი... თან მართლაც აგიზგიზებული კოცონის სიმხურვალეს გამოსცემდა მისი სხეული. - სპეციალურად აკეთებ ხო? - ხო ! - გაჩერდი ! - რატომ? - ჯერ ვისაუბროთთქო გითხარი ! - არ შედგება ეგ საუბარი დამიჯერე. სულ შენი სხეულის ირგვლივ იტრიალებს ჩემი ფიქრები. ვერ ვაზროვნებ ამ დროს. - მე ვაზროვნებ ! - სადაც სჭიროა იაზროვნო, იქ, „გეჭედება“ ეგ ლამაზი თავი და ახლა აქ მოუნდა ფიქრი და ანალიზი გოგოს ! როცა ბრაზდები და გიჟდები მე ხომ გიგებ? ახლა მეც იგივეს ვითხოვ ! - შენ ახლა რაზე მიმანიშნებ ! რაღაცეებს მაძახებ ხო? - ვაჰ ! უცებ მომაბრუნე ამ ქვეყნად. ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე, შენთან საუბრის დროს ყველა სიტყვა, რომ უნდა გავაკონტროლო მერე შენს სასარგებლოდ, რომ არ გამოიყენო. რა გაქ ასეთი სათქმელი, ჩემს იმპონტენტად დატოვებასაც, რომ რისკავ ? - დიდი ამბავი ერთჯერ თუ უარი გითხარი. არაფერი დაგემართება. - რა ? თითქმის ერთი თვეა გამირბიხარ, ჩემს გვერდით „მეზობელივით“ გძინავს და ერთჯერო, როგორ მეუბნები? - ვერ შევედავე. მართლას ამბობდა. ისე ეს ახმახი კაცი გვერდით მყავდა და მეც, როგორ გავძელი? - მიბრაზდები ? - თითის ფალანგები ნაზად ჩამოვუსვი მკერდზე. ვიგრძენი, როგოგორ გააჟრჟოლა. - შენ ჩემს ადგილზე რას იზამი? - ცოტათი დამშვიდებული გული ისევ ამოუხტა ბუდიდან. - მე შენს ადგილზე არასდროს ვიქბები. უბრალოდ უარს ვერ მეტყვი! - ნამდვილად ბოროტული პასუხი იყო. - ახლა რისი ღირსიც ხარ, ხომ იცი? - არ ვიცი ! - სამაგიეროდ მე ვიცი ახლა რასაც ცდილობ ! კარგი ღამემშვიდობის ვიძინებ. - ერთიანად მომშორდა. - ეეე, ვერ დაიძინებ ! - ჩათვალე უკვე მძინავს. - ჩემგან ზურგით გადაბრუნდა. - დიმა ! არ მიპასუხა. მოსვენება დავკარგე, გაბრაზებული წამოვვარდი და აბაზანაში გავიქეცი. სახეზე ცივი წყალი შევისხი აბობოქრებული გრძნობების დასამშვიდებლად. ნახევრად შემოხდილი ბიუსჰალტერი გავიძრე და აბაზანის ღია კარიდან გარდეროფის ღია კარში ვისროლე. - მაინც არ დავაძინებ ! - ჩავიბუზღუნე და კარებში ნახევრად გამოსული ვიღაცამ ზურგით დამიჭირა და ჰაერში ამიტაცა. ჩემი ზედა საცვალი ცხვირწინ ამიფრიალა. - ვერ აიტანე ჩემს მაგივრად, რომ გეხებოდა? მეც ვერ ვიტან ! - ხელები ჩემს მკერდზე ქონდა შემოჭდობილი. მუცელში პეპლები აფრთხიალდნენ. - ისევ ცხელი ხარ ესეიგი წყალმა არ გიშველა. - ვერც ანტარქტიდა მიშველის. - ზურგს უკანაც კი ვიგრძენი მისი ღიმილი. - რა გინდა თაკო? - ისევ ჰაერში დამატრიალა და ჩვენი სხეულები პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს. ისე ღრმად სუნთქავდა მის მკერდის მოძრაობას ჩემსაზე ვგრძნობდი. - არ იცი? - არა ! - შენ ! - მოგართმევ ! - თეძოებზე შემოჭერილი ხელებით ამზიდა, მის თეძოებზე შემომისვა და საწოლისკენ კოცნით წამიყვანა. - ხომ გითხარი, შენ, მე უარს ვერ მეტყვითქო ! - ჩავუსისინე, როდესაც მაისურს გაშმაგებით იხდიდა. თავზე ნახევრად გადაძრობილი ზედა და ხელები ჰაერში გაუშეშდა. სახეზე ღიმილმა გადაურბინა და ჩემს მოშიშვლებულ მკერდს ზემოდან წარბების თამაშით დააშტერდა. - ყოველთვის იცი სიტოაცია შენს სასარგებლოდ როგორ გამოიყენო. - მაისური გაურკვეველი მიმართულებით მოისროლა ჩემსკენ გადმოიხარა და ვნებიანი ხმით მითხრა. - ვერასდროს ვერ გეტყვი უარს . შენს სურვილთან უძლური ვარ. იცოდე, ეს ერთადერთია, სადაც შენი ყურმოჭრილი მონა ვარ !- სუნთქვა უფრო მეტად გამიხშირდა. - ვგიჟდები ჩემს მკლავებში სანთელივით რომ დნები. ჩემს შეხებაზე სიამოვნებისგან სხეული, რომ გითრთის და გეკუმშება. როდესაც შენს მკერდს ვეხები ჯერ სხეული გეჭიმება და თმებში მაფრინდები, მერე კი თვალებს ხუჭავ და ერთიანად დუნდები. შენში ყოველ ჯერზე ისევ ისეთ გრძნობებს, რომ ვაღვიძებ თითქოს პირველია. ისევ ისეთი ბედნიერების მონიჭება რომ შემიძლია და აქ - საჩვენებელი თითი არტერიაზე ჩამომისვა- ჩემს გამო ვნებით ადუღებული სისხლი მაქსიმალური აჩქარებით, რომ მიედინება. და იცი ყველაზე მეტად რაზე ვგიჟდები ? - მკითხა და ნაზი, მაგრამ სველი ამბორი დამიტოვა ტუჩებე. - რაზე? - საერთოდ როგორ მოვახერხე კითხვის დასმა მიკვირს. უგონოდ ვესვენე საწოლზე. - ეგ საოცრად ლამაზი სხეულის თითოეული სანტიმეტრი მხოლოდ ჩემს ალერს რომ იტევს. მარტო ჩემი გემო რომ იცის. შენი სხეული, ტუჩები, გული, ფიქრები მარტო ჩემი რომ არის. მხოლოდ მე მაქვს უფლება ვუცქირო და შევეხო. მხოლოდ ჩემი რომ ხარ თაკო, მარტო მე რომ მეკუთვნი. - ისე საუბრობდა ჩემი გადამიწყდა. - შენს გარდა არვინ არ მჭირდება,ხომ იცი? ათასჯერ საკმარისი ხარ. იმდენად, რომ არ მყოფნი დიმა ... - ამიტომ ვერასდროს გეტყვი უარს. ვერ გავუძლებ ! - ახლა შეწყვიტე ეგ საუბარი გთხოვ, თორემ ნამდვილად ხელში ჩაგაკვდები ! - მეც ეგ მინდა ! მინდა ჩემს მკალვებში, ჩემს ალერსში მოკვდე დილით, უფრო მეტად სიცოცხლით სავსემ, რომ გაიღვიძო. უფრო სწორად გავიღვიძოთ. - ამის სიტყვების მერე საერთოდ არაფერი, რომ არ გაეკეთებინა აღარც იყო საჭირო ისედაც გადასული ვიყავი იმიერში, მაგრამ ვინ გაკმარებდა... - მიყვარხარ ! - ხელები კისერზე შემოვხვიე და მისენ წავიწი. - მე უფრო მიყვარხარ ! - ტუჩებთან მიჩურჩულა. - დიმა ! - რა იყო ? - ისე მკითხა აშკარად აღარ ეცალა სასაუბროდ. - ახლა, რომ ავდგე და გავიდე? - პირდაპირ ჯოჯოხეთში მოხვდები ! - ისევ განაგრძობდა თავის საქმეს. ან მე რას მეცალა ერთი სასაუბროდ ?! - სერიოზულად გეუბნები ! - თაკოოო ! - უცებ მოწყდა ჩემს სხეულს და ზემოდან ისეთი სახით დამხედა სიცილი ვეღარ შევიკავე და მთელი ხმით ავკისკისდი. - ასე, ხო ! - ამოიოხრა და მტაცებელივით ჩამაფრინდა... დილით, თუ შეიძლება შუადღის პირველ საათს დილა ეწოდოს, კარზე კაკუნმა გამაღვიძა. ძლივს ავზიდე ბალიშიდან თავი და მეუღლეს გადავხედე. პირდაპირ მის მკერდს შევეჩეხე, მერე ავხედე. საწოლის საზურგეს მიყრდნობილს ისევ მკლავებში ვყავდი გამომწყვდეული და თმებზე მეფერებოდა. - დილამშვიდობის. - საჩვენებელი თითის ფალანგით შუბლიდან ჩაუყვა და ბაგეებამდე ჩავიდა. მერე თითის მოძრაობის ტრაექტორია შეცვალა, ჯერ მთელს ტუჩებზე გადამისვა მერე მის გარშემო დაატარებდა. - იცი? ახალ გაღვიძებულზე ყოველთვის, გაბუსხულ ბავშვს გავხარ. - გაეღიმა. - თმები აჩეჩილი და წინ ჩამოყრილი, თვალები სულ ამვრეული, ეგ მარწყვები კი უფრი წითელი და წინ მეტად გამოზიდული გაქვს. ამ დროს განსაკუთრებულად მიწვევს საკოცნელად. მეც ხომ არ ვაწყენიენბ? - არც აწყენინა. კარზე კაკუნი არ წყდებოდა. - მტკივა უკევ დიმა - ძლივს დავეხსენი. მომშორდა და ტრადიციულად თავისაზე ენა მოიტარა. ეს ჟესტი ყველაზე მეტად მიყვარდა.- კაკუნის ხმა არ გესმის ? - კი. - მერე? - რა მერე? - იქნებ რა საქმე აქვთ ! - არ მაინტერსებს. რას გვაწუხებენ ამ დილაადრიან? - საათს დახედე, რაღა დილა ხოარ გადაირიე? - თუ ქვემოთ არ ჩავდივართ ესეიგი ასეა საჭირო. რა მნიშვნელობა აქვს დროს. ხოდა აკაკუნონ ახლა. - ხანდახან ძალიან აუტანელი ხარ ! - ცხვირზე ვაკოცე და ადგომა დავაპირე. - სად მიდიხარ? - მე გავაღებ. - არა ! - დამიჭირა და უკან დამაბრუნა. - სირცხვილია ! - ოხ, შენ ხო არ დაასვენებ ადამიანს. აქ დაეტიე. ახლა ძალიან დაღლილ ბავშვს გავხარ. სირცხვილი ის უფრო იქნება ახლა, მაგ მდგომრეობაში ვინმეს თუ დაენახვები - გაეცინა. - ნუ, შენ შეგრცხვება თორემ მე პრობლემა არ მაქვს. ჩემი ცოლი ხარ და.. - წამოდგა და კარისკენ წავიდა. - დიმა ეგრე სად მიდიხარ? მასეთ ფორმაში არ გააღო ! - დამფრთხალი წამოვვარდი. - რა ფორმაში თაკო? - ხელები გაშალა და ტანზე დაიხედა. - ვითომ ვერ ხვდები. თითქმის შიშველი ხარ ! - არაუშავს, მეორედ ვეღარ მოადგებიან ამ კარს. - ჩემი სახის ყურებით ერთობოდა. - ნერვებს ნუ მიშლი. - გარდეროფის ოთახიდან ხალათი გამოვიტანე და შემოცმა ვცადე. - დამეხმარები და თავად ჩაიცვამ თუ კიბე მოვიტანო? ხომ ხედავ კარგად ვერ გწვდები.- - როცა გინდა მშვენივრად მწვდები. - სიცილით გამომართვა და ჩაიცვა. - ასე ნუ დარბიხარ თორემ, ამ კარს დღეს საერთოდ არ გავაღებ. - სულ წახვედი ხელიდან !- სწრაფად დავბრუნდი გარდეროფის ორთხში. მეც თეთრეულის ამარა დავრბოდი. საკეტის გადატრიალების ხმას, ნანას შეწუხებული ხმა მოჰყვა : - ვაიმე შვილო შენ, სახლში ხარ? არ მეგონა ოთახში თუ იყავი. ვიფიქრე წავიდათქო და ამიტომ ... - კარგი ნანა, დამშვიდდი ! - გულრწფელად სცადა მისი დაწყნარება. - რა დამამშვიდებს დიმა. იმდენი ხანია ვაკაკუნებ. - ამან მგონი იფიქრა, რომ ხელი შეგვიშალა? გულში გავიფიქრე და თავი უხერხულად ვიგრძენი. - უბრალოდ ასე რომ დააგვიანდა თაკოს ჩამოსვლა, შემეშინდა. . ამ ბოლოს ბევრი სანერვიულო შეხვდა და დასარწმუნებლად ამოვედი, რომ ნამდვილად კარგად იყო. რას ვიფიქრებდი თუ შენც იყავი... აქ... კარგი, შვილო ბოდიში. აღარ განმეორდება. - ნანა, დამშვიდდი, ყველაფერი რიგზეა ! ორივე მშვენივრად ვართ. ჩადი და ჩვენც მალე ჩამოვალთ. - კარი დახურა და მოტრიალდა. მეც საქვეყნოდ შერცხვენილივით გამოვძვერი ოთახიდან და კედელთან ავიწურე. - ამან ახლა ის იფიქრა რაც მე მგონია? -მარჯვენა ხელი დანარჩენი თითები მუშტად შეკრა, ცერა თითი კი ზურგსუკან კარისკებ გაიშვირა. - კარში, ამ დროს ხალათით, აბურძგნული თმებითა და მინაბული სახით რომ გამოეცხადე აბა რა გეგონა? - მერე არ გითხარი, არ გავაღებთქო ? - ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს?! გადავრიეთ ქალი. - უფრო შერცხვა. - შერცხვენას ნუღა მეტყვი. თვალებში ვერ შევხედავ. - შენ რატო გრცხვენია მართლა ვერ ხვდები. ქმართან ერთად ხარ ოთახში. - მერე რა? სავალდებულოა ყველამ უნდა გაიგოს, ქმართნან ერთად შუადღის პირველ საათზე რასაც ვაკეთებ? - და რას ვაკეთებდით? - ნუ პრინციპში არაფერს, მაგრამ მან ხომ იფიქრა. - იცი ახლა რა ვქნათ? მან ხომ მაინც იფიქრა და იქნებ, მართლა დავკავდეთ ერთმანეთით ?! შენც ტყუილად აღარ შეგრცხვება. - საწოლს ვალაგებდი ზურგს უკან მომეპარა და ხელში დაჭერილი ბალიშიანად გამაკავა. - გაჩერდი ახლა თორემ ამ ბალიშს ჩაგცხებ. მაინც რა ჯანზე ხარ ?! მგონი ნარკოზში რაღაც გაგირიეს ! - მოიცა, აქამდე რამე მაკლდა? - ნაწყენი ხმით მკითხა. - არა ! უბრალოდ ახალ ნაოპერაციებთან შედარებით ვიგულისხმე. - სწრაფად გამოვასწორე შეცდომა. - სასჯელი გეკუთვნის ! - კარგი რა დიმა, მაგდენი არ შემიძლია ! - გულრწფელი ტონით ვუპსუხე და მის ხელებში მოვითენთე. ხმამაღალი სიცილის შესაკავებლად ჩემს კისერში ჩარგო თავი. - კარგი, მოწესრიგდი ჩავიდეთ, სანამ ყველამ სათითაოდ ამოგვაკითხა. ისევ სიცილით მომშორდა და აბაზანაში წავიდა. მე კი, მოწესრიგების ნაცვლად ხელები გავშალე და საწოლზე გულდაღმა დავემხე. ერთდოულად ბევრი ემოცია მქონდა და ცოტახას ამაზე უნდა მეფიქრა. უფრო სწორად ჩემს უსაზღვრო ბედნიერებასა და ამის მიზეზზე, ახლა ცხელი წყლის ქვეშ კმაყოფილი, რომ ნებივრობდა, უნდა მეფიქრა. მის გამოსვლამდე ვიყავი ამ მდგომარეობაში. მერე კი სააბაზანოს კარებში დავხვდი და აციმციმებული თვალებით ჩავანაცვლე. - ეგრე ნუ მიყურებ, თორემ მად შემოგყვები და... - ცალი წარბი ამიწია. - დიმა, დღეს არსად წახვიდე რა ! - ვუთხარი და სწრაფად მოვუხურე კარი. - რატომ ჩემო პატარა? - ჩემო პატარაო? ასევე სწრაფად გამოვაღე და დაჭყეტილი თვალები შევანათე. - რა დამიძახე? - რაც გაიგონე ! - ნელ-ნელა შეეპარა ტუჩის კუთხეში ღიმილი. - გაიმეორე გთხოვ ! - შენ არ გეწყინება პატარას თუ დაგიძახებ? - რატო უნდა მეწყინოს, მაგრამ შენ ხომ მასეთი არ ხარ ? ანუ, მასეთი სიტყვებით არ მომმართავ ხოლმე ? მართლა რაღაც გაგირიეს მგონი ! - ხო, არ მიყვარს ზედმეტი ლაქუცი, მაგრამ ჩემი პატარა, რომ ხარ მაგას თქმა რათ უნდა? გულში ხშირად გიძახდი ამ სახელს. უბრალოდ თავიდან სიტყვა „პატარაზე“ ისეთი რეაქცია გქონდა ხოლმე ... - მე სიტყვაზე კიარა იმაზე მქონდა რეაქცია პარტარდ, რომ აღმიქვავდი. აუ, ხშირად დამიძახე რა ! ყველანაირად სულ შენი ვარ და ბარემ შენი პატარაც ვიყო. - კიდევ უფრო ბედნიერი გავეშურე საშხაპისკენ. - არ გიპასუხია, რატომ არ გინდა სადმე წავიდე?! - არ მყოფნი და იმიტომ ! მისაღებში იმ დროს ჩავედით, ლელა უკვე სადილისთვის შლიდა სუფრას. - მოხვედით ბავშვებო? - უცნაური სიცილით გამოგვძახა სამზარეულოდან. ისე, მგონი „უცნაურად“ მე მომეჩვენა. რატომღაც გადავწყვიტე, რომ ამანაც იცოდა ჩვენი „ ცუღლუტობის“ ამბები. უფროსები სუფრასთან ისხდნენ. ნანას თვალი ვერ გავუსწორე. მორიდებულად მივესალმე ორივეს და დავჯექი. თავადაც შეწუხებული ჩანდა. დიმამ და მამამისმა ბიზნესის ამბები განიხილეს. ავადმყოფობის გამო დიდი პაუზა გააკეთა ჩემმა მეუღლემ და ახლა ერბაშად უნდოდა ყველა დეტალში გარკვეულიყო. მე ისევ უხერხულად ვიჯექი სუფრასთან. ნანა ხანდახან გამოაპარებდა მზერას და შეუმჩნევლად ეღიმებოდა. დიდხანს ვითმინეთ ორივემ, მაგრამ ბოლოს თავი ვეღარ შევიკავეთ და ისეთი სიცილი აგვიტყდა, ლელეაც კი გაკვირვებული გამოვარდა სამზარეულოდან. დიმა მაგიდაზე თითების ბაკუნით გველოდა, როდის მოვითქვამდით სულს. გოგო კი მთელი ძალით ცდილობდა სიცილში არ აგვყოლოდა და თავი არ გაეყიდა იმაში, რომ ჩვენი მხიარულების ამბავი თავადაც მშვენივრად იცოდა. ახალგაზრდა წყვილი საძინებლიდან სამ საათზე, რომ გამოვა სხვა, რა უნდა იფიქროს ადამიანმა? ... მერე, ორივე ერთად ადგნენ. - ჩვენ, ჯოზეფთან ქორწილზე სასაუბროთ მივდივართ, ბავშვებო. - ახლაღა გამახსენდა ორი დღის წინ ჩვეც, რომ გვითხრეს, მაგრამ უარი ვუთხარით წასვლაზე. - იცოდეთ, შედეგს მოუთმენლად ველოდებით ! - ომახიანი ხმით გამოგვძახა გოგიმ კარებიდან და ორივემ ჩუმად ჩაიფხუკუნეს. - დიმა, ამათმა ახლა დაგვცინეს ხო? - არა ! უბრალოდ შედეგი უნდათ ! შენ კიდე ვერ გაგაგებინე, რომ ეგ საკითხი თვეში ერთხელ, ვერ გვარდება ! - მიხარია მათ ბედნიერს რომ ვხედავ ! - ვითომ, ვერ გავიგონე. - მაშინ ყოველდღე დავაგვიანოთ ჩამოსვლა. - მიმიკრა და თავზე მაკოცა. - სულ გაფუჭდი შენ ! - წამოდი ! - ხელი დამავლო და სწრაფად ადგა. - სად ? - სიხარულით გავეკიდე. - ჩვენებს გავუაროთ და სადმე ჩავუჯდეთ. - დღეს ძალიან მაკვირვებ ! - ასეთი არ მოგწონვარ ? - მხრებზე მომეხვია და ზემოდან გადმომხედა. - ძალიან ! - ცოტა გავერთოთ. თან, ზურას და ლილეს წვალების ხასიათზე ვარ დღეს ! - გაეცინა. - აუ, ეგ კარგია ! ნამდვილად გავერთობი. - ხმაურიანად გადავიკისკისე. - იქნებ მაგათაც დაადგეთ საშველი. - დავეხმაროთ ! - ლელა მადლობა და დღეს გვიან დავბრუნდებით. - გავძახე ჩვენს ფუმფულა ქალბატონს და ჩემს ქმარზე მიხუტებულმა დავტოვე სახლი. ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მშვიდი ხანა დადგა. ერთ ბედნიერ დღეს მეორე მოსდევდა. რამდენიმე კვირა ისე მიილია უბრალო წყენა, უბრალო პრობლემაც არ ყოფილა ჩვენს შორის. ისე მივეჩვიე მუდმივად ვიღაც და რაღაც, რომ ურევდა ჩვენს იდილიას აღარ მჯეროდა ოდესმე თუ გვეღირსებოდა ერთად მშვიდად ყოფნა. ანასა და ჩარლის ქორწილი გაზაფხულის პირველ თვეში გადაწყდა. მთელი შემადგენლობით ამერიკას უნდა ვწვეოდით. ზურას და ლილეს რაც შეეხება, ჩემმა ქარბორბალა დაქალმა საოცრება მოიგონა. თუ ჩემს დაბადების დღემდე გამიძლებს და არ გაიქცევა მერე გავყვებიო. ზურამაც რკინის სიმტკიცეს გამოვიჩენ, ეჭვიც არ შეგეპაროს ზუტად ოც ივლისს ჩემი ცოლი გახდებიო. მე კი, მანამდე ორი, ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი მქონდა აღსანიშნი. ძმის და მეუღლის იუბილე. სანდროსთვის სიურპრიზის მოწყობაში დიმაც დამეხმარა. თხუთმეტი თებერვალი მეგობრების წრეში ისე ავღნიშნეთ, როგორც ჩემს ძმას სურდა. უფრო სწორად ვიცოდი რაც სურდა და ყველაფერი მის გემოვნებას მოვარგე... მათ დაბადების დღეებს შორის ოთხდღიანი სხვაობა იყო. აი, რატომ გავდნენ ასე ერთმანეთს ! და აი ისიც, ცხრამეტი თებერვალი... ის დილაც რუტინულად დავიწყე. დილის მისალმება ამბორი და ა.შ. ... ხო მართლა, მას არ უთქვამს ჩემთვის როდის ჰქონდა დაბადების დღე. თავად გავარკვიე. დარწმუნებული ვარ თავადაც ივარაუდებდა, რომ მეცოდინებოდა და ალბათ მილოცვასაც ელოდა, მაგრამ მე სპეციალურად ვიქცეოდი ისე თითქოს არაფერი ვიცოდი. ცოტა არ იყოს და წყენა შევატყე. ერთი-ორჯერ ეჭვის თვალით გადმომხედა. არც კი ვიცი, როგორ მოვითმინე. უხმოდ ადგა და სააბაზანოსკენ წავიდა. ოთახის მოწესრიგებას, რომ მოვრჩი დივანზე ჩამოვჯექი და ტელეფონით საღამოს დეტალების გარკვევას შევუდექი. აბაზანიდან რაღაცის მტვრევის ხმა შემომესმა. შეშინებული გავიქეცი და პირდაპირ საშხაპეში შევეჭერი. უდარდელად იდგა „დუშის“ ქვეშ. - როგორ ხარ? რა ხმა იყო ? - გულზე ხელმიდებულმა ვკითხე. - მშვენივრად ! მე არაფერი გამიგია ! - უფ კარგი ! - უკან გამოსასვლელად შემოვბრუნდი. ხელი მომხვია და შიგ შემითრია. - გგონია ის მშვენიერი სასაპნე იმიტომ გავწირე, რომ აქედან მშრალი გახვიდე? - გამიშვი გადარეულო ! - სულ ტყუილად ვფართხალებდი. - ვერა ! - არ ვარ ახლა მაგის ხასიათზე ! - ეწყინა. - ჩემთვის არაფერი გაქვს სათქმელი? - არა ! რა უნდა მქონდეს ? - დარწმუნებული ხარ? - ვაიმე დიმა, რაზე მიმანიშნებ იქნებ პირდაპირ მითხრა ! - არაფერზე, დაივიწყე ! - კარგი ! გამიშვი, უნდა გავიდე ! - დღეს ცუდად იქცევი ! - ხელები შემომაცალა და დაბანას დაუბრუნდა. - აა, ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად, რომ მიყვარხარ ამის გაგონება გინდოდა? - თითქოს მერე გამახსენდა და კარებიდან გავძახე. - კარგი, ეგეც წავა ! - მაინც გულდაწყვეტილმა ამოილაპარაკა. მეც მეწყინა, მას რომ ეწყინა, მაგრამ სიურპრიზი მინდოდა და... სასაუზმოდ, რომ ჩავიდა არ გავყევი რაღაც მოვიმიზეზე. ოჯახის წევრებს უჩემოდ მილოცვა დავაცადე. ცოტახანში შევუერთი და ოფისშიც ჩვეულებრივად გავაცილე. წასვლის წინ, კიდევ ერთხელ გადმომხედა უკმაყოფილოდ და მეც კიდევ ერთხელ შევკარი ზურგს უკან მუშტი, მისი თავლებისთვის, რომ გამეძლო. შეთანხმებისამებრ, იმ დღეს სახლი ჩვენ დაგვითმეს. ნანა, მეუღლითურთ დას ესტუმრა. ლელა კი თავის ოჯახში გავუშვი. მერე, ლილე გამოვიძახე დასახმარებლად. - მეც, რომ ამიკრძალე მილოცვა არ გრცხვენია ? - კარებში არ იყო შემოსული, რომ აბუზღუნდა. - საღამოს პირადად გადავცემ შენს მილოცვას. ცოტა სწრაფად ვიმუშავოთ, მინდა ყველაფერი მოვასწროთ. - შენ „კუხნაში“ შედი და ახლოს არ მიმაკარო, თორემ გადავწვავ ხომ იცი ?! დანარჩენს მე მივხედავ ! - ვიცი ! არ დამვიწყნია ნაქირავებ ბინას, ვალად რომ მადებდი და წლების განმავლობაში პირად მზარეულად, რომ მაქციე. - ორივემ ხმაურინი სიცილით გავიხსენეთ. - გემრიელი ხელი გაქვს და რა მექნა? ჩემს წყალ-წყალა „სუპს“, შენი ხორცის წვნიანი ან თუნდაც „მადამ ბოვარი „ არ სჯობდა? კარტოფილსაც კი გემრიელად წვავ . ვაიმე თაკო ნერწყვი გამგუდავს ახლა, მგონი მომშივდა ! - წამო მსუნაგო, გაჭმევ და მერე სწრაფად იმუშავე. - კნუტის თვალებით მიყურებდა. ჩვენგან სიურპრიზის მოსაწყობად მშვენიერი ტანდემი შედგა. იუბილარის მოსვლამდე გაცილებით ადრე, ყველაფერი მზად გვქონდა. ჩემს გრეგნობაში ბოლო აკორდები შეიტანა ქალბატონმა, ორჯერ დამატრიალა და გაბრწყინებულმა მომახარა: - ისეთი ლამაზი ხარ, კაცს კარებში აუფეთქებ ჰორმონებს - გადაიკისკისა. - ეს კაბა ურცხვად ითხოვს, რომ გაგხადონ კაიარა და პირდაპირ შემოგახიონ. - დღის ბოლოს, უმაგისოდაც არავინ დამიყენებს ტანზე. დლით აბაზანიდან გაქცევის მერე, მითუმეტეს... - აბაზანიდან გაექეცი გოგო ? - ხო. - მოიცა დავაზუსტებ. ჩემს დაკუნთუ, ორმეტრიან, ახმახ, შიშველ ტანზე წყლით დანამულ , უსიმპატიურეს სიძეს აბაზანიდან გამოექეცი? - ხო ლილიანა, ხო ! - გოგო არ ხარ შენ ნორმალური. მე, რომ ზურა მაგ მდგომარეობში ვნახო და თან საალერსოდ მიწვევდეს ატომური ბომბივით ავფეთქდები. შენ რანაირად შეგიძლია თავის შეკავება ერთი ის გამაგებინა? შენი გაცნობის დღიდან ვიცოდი უცნაური, რომ იყავი, მაგრამ ახლა მოლოდინს გადაააჭარბე. - აი, როდის გეღირსება ეგ აფეთქება, შენც რომ დაისვენო და მეც დამასვენო რა ! - ზაფხულზე ჩემო მშვენიერო. შაქარლამად უნდა ვიქცე, მამანამდე რომ გამიძლოს. - ვიცი, რა შაქარლამაც იქნები ! - კარგი, წავედი ახლა თორემ, მოვიდა უკვე ჩემი იუბილარი ბიჭი. - საუკეთესო, რომ ხარ ხომ იცი? მადლობა ! - ვუთხარი და მთელი გულით ჩავეხუტე. - მადლობები მომაშორე თუ ქალი ხარ ! ისე მგონი, კარგი გამოგვივიდა. იმედია მოეწონება . - დარწმუნებული ვარ ! - კარგი, გავიქეცი ახლა. - მხიარულად ჩაირბინა კიბეები. - თაკო, გმირი სიძე მყავს შენ, რომ გიძლებს. - სიცილით ამომძახა და კარში გაუჩინარდა. სახლში განათება ჩავაქრე, ყველა სანთელს დავუარე, ავანთე და მოუთმენლად დაველოდე მის მოსვლას. გული ბუდიდან ამომიხტა, სანთლების შუქზე კარში მისი სილლუეტი, რომ აღვიქვი. მოულოდნელობისგან ერთადერთი, კარის დახურვა მოახეხა და ადგილზე გაშეშდა. ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი, ფეხისწვერებზე ავიწიე, კისერზე მოვეხვიე, ჯერ ნაზად ვაკოცე და მერე ყურთან ახლოს დაბალი ხმით ვუთხარი: - უფლის უსაზღვროდ მადლიერი ვარ, ამ დღის ! დარწმუნებული ვარ, ოცდათერთმეტი წლის წინ, ქვეყანას რომ მოევლინე ჩვენი ბედიც სწორეს მაგ წამს დაიწერა. მიხარია, რომ დაიბადე და ჩემს ცხოვრებაში არსებობ ! მიხარია, რომ შემიძლია, ახლა აქ შენთან ერთად ვიდგე და წლების წინ შენს დაბადებას ვზეიმობდე. ყველა წუთი მენანება, რაც შენს გარეშე გამიტარებია. დაბადების დღეს გილოცავ, ჩემი გულის, სულისა და არსებობის განუყრელო ნაწილო ! - ეს, საუკეთესო მოლოცვაა, რაც კი ოდესმე მიმიღია ! მადლობა ჩემო ერათადერთო ! - ამიტაცა და ჰაერში იმდენხანს მაფრიალა ძირს დაბრუნებულს თავბრუ მეხვეოდა. - ძალიან ლამაზი ხარ ! - ძალიან ვეცადე ! ყველაზე სიმპატიური იუბილარისთვის, გვერდი ღირსეულად უნდა დამემშვენებია. - ისედაც ყველაზე მშვენიერიხარ ! ეს, მე უნდა ვცდილობდე შენს გვერდით ღირსეულად დგომას. - ჯელტმენი ხარ, როგორც ყოველთვის. წამოდი ! - ხელი მოვკიდე და მისთვის საგულდაგულოდ გაფორმებულ მისაღებში შევიყვანე. - ეს, ყველაფერი შენ გააკეთე? - ლილე დამეხმარა. ავეჯი დაცვის ბიჭებმა გადაადგილეს. - ახლა გასაგებია, რატომ იქცეოდი ისე უცნაურად დილით - ეგ აღარ გამახსენო. გაწყენინე ხო? - ცოტა, მაგრამ ამად ნამდვილად ღირდა .- ოთახს გაბრწყინებული ათვალიერებდა. - პროექტორი? - ეგ ბოლოსკენ. ახლა ვივახშმოთ . - თეთრი მაგიდა, რომელზედაც წითელ სანთლებთან ერთად სხვადასხავა ქვეყნის კერძები ელაგა, ოთახის ცენტრში დავდგი. - თაკო, ესენი შენ მოამზადე ? - მათ დანახვაზე გაოცება ვერ დამალა. - „როსტბიფი“ , „კორდონ ბლუ“ „კიში “ „შოკოლადის მადლენები“ ... დღეს ნამდვილად ჩემი გამოთაყვანება გაქვს გადაწყვიტილი. - თავის სიტყვებზე გაეცინა. - „კატლეტის“ რეცპტი ლალიკოს ვკითხე, „სუში“ გამოვიძახე. - მეც გამეცინა. -იმედია ისეთი იქნება, როგორიც გიყვარს ! - სკამი გამომიწია და დამსვა. - დარწმუნებული ვარ, მაგრამ ახლა გემოს, საერთოდ არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. მთავარია ჩემს გამო იწვალე და საყვარელი კერძები დამახვედრე. - ვიცი, კიდევ სხვა ბევრი კერძი გიყვარს. მერე მათ გაკეთებასაც ვისწავლი. - ღვინის ბოთლი გახსნა და ჭიქები შეავსო. - ეგ წითელი, მშრალი ღვინო გოგის მარნიდანაა ! - ვიცანი. ხუთი წლის წინ, ჩამოვუტანე საფრანგეთიდან. - მითხრა, როდესაც გამომიტანა. განსაკუთრებული დღისთვის ვინახავდი და და ეს დღეც დადგაო. - რომ მომქონდა რას ვიფიქრებდი, ამ ღვინით მსოფლიოში ყველაზე ლამაზ და ყველაზე საყვარელ ქალთან ერთად, ჩემს დაბადების დღეს თუ ავღნიშნავდი. - ხო, ცხოვრება უცნაურია !ამ ქვეყნად ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და ეს საკუთარ თავზე გამოვცადეთ ორივემ. მაგალითად შენ, ჩემი დღევანდელი მშვიდი და ბედნიერი ცხოვრების მიზეზი ხარ ! - არ გინდა მაგის გახსენება ! - არ ვიხსენებ უბრალოდ აღვნიშნე. დღეს ყველაფერს გავიხსენებთ ცუდის გარდა. - ესეიგი სღამო ჯერ კიდევ წინ გვაქვს ! შენ ბევრი არ დალიო ! - ბევრს არა ! მხოლოდ შენ, ჩვენ, ჩვენი მომავლისა და ჩვენი სიყვარულის სადღეგრძელოს დავლევ . - და ეგ შენთვის ბევრი არაა? დღის ბოლოს ფხიზელი მჭირდები. - ღიმილით მითხრა და თვალი ჩამიკრა. - დილით დაწყებულს ვაგრძელებთ ხო ? - როგორი მიხვედრილი ხარ ! ყველა კერძი გასინჯა. არ ვიცი მართლა გემრიელი იყო თუ ჩემს გამო ეჩვენებოდა, მაგრამ ისე ნეტარებით შეექცეოდა თავი სამზარეულოს დედოფალი მეგონა. ვახშმობას, რომ მოვჩით, იუბილარი სავარძელზე კომფორტულად მოვათავსე, პროექტორი ჩვრთე და გვერდით მივუჯექი. თეთრ ეკრანზე ჯერ წარწერა გამოჩნდა „ ჩემი არსებობისდა და ჩემი ბედნიერების ათვლა, შენთან შეხვედრის წამიდან იწყება.“ კიდევ ერთხელ მოეფინა მის სახეს სიხარულის ღიმილი და თავზე მაკოცა. მერე კი პირველი ფოტო. - ეე, ეს ფოტო... მე რატომ არ მახსოვს? - ვერ გაიხსენებ. ჩუმად გადაგიღე. ბაკურიანში პირველად, რომ დაგინახე ხომ გახსოვს? - მაგას რა დამავიწყებს. ისეთი საყვარელი თავლებით მიყურებდი, მერე უცებ დაფრთხი და გაიქეცი. - გაეცინა. - მაგის მეორე დღეს გადაგიღე. ვერადნაზე მარტო იჯექი, ლილეს ვეძებდი და შემთხვევით დაგინახე. მერე, მომინდა შენი ფოტო მქონოდა. ისე თავიდანვე მომეწონე, რომ იცოდე. თუ გინდა მომიყევი რამე იმ დროიდან ! - მივხვდი, რომ მოგეწონე და ამაზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო. - მედიდურად მითხრა. - ნარცისო ! მე სხვა რამის მოყოლა ვიგულისხმე. - ის დრო კარგიც იყო და ცუდიც. - კარგი ვიცი და ცუდზე მეტყვი? - მაშინ ჩემი, რომ გეშინოდა ძალიან განვიცდიდი. შენ რომ ვერ მიტანდი მერე მეც ვერ ვიტანდი ჩემ თავს. შენთან უხეშად მოქცევაც რომ მიწევდა... ჩემს სახლში პირველად რომ მივედით და შენ იმის შიშით, არ მოგკარებოდი ოთახში რომ ჩაიკეტე თავი უკანასკნელი ნაძირალა მეგონა. ყველა შენი ცრემლი ხანჯალივით მესობოდა გულზე და შენთვის არაფრის ახსნა, რომ არ შემეძლო ეგ ყველაზე მეტად მაგიჟებდა. მერე ლალიკო მოგიყვანე. ვიფიქრე, ასე უფრო დაცულად იგრძნობდი თავს. ვცდილობდი ნაკლებად შემეწუხებიე. არადა ამდროს სულ შენთან ყოფნა მინდოდა. მერე, ნინაზე რომ იეჭვიანე და ლაკიკო ნათესავთან გაუშვი, მაშინ მივხვდი, ჩემი აღარ გეშინოდა და შენთან შანსი მქონდა. - თვალები ცრემელებით ამევსო და განწყობის შესაცვლელად მომდევნო ფოტო ვაჩვენე. - აი, ესენი საგურამოში. ფანჯრიდან გიღებდი ხოლმე. აქ უკვე ვეღარ გიტანდი. - სიცილით ხვირზე ხელი მოვუჭირე. - ვეღარ მიტანდი და ჩუმად ფოტოებს მიღებდი. - თავადაც გაეცინა. - ეს გახსოვს? ჩვენი პირველი ერთობლივი სურათი, სანდროს გამო რომ გადავიღეთ. - მე ჩვენი ყველა წამი მახსოვს. ამ ფოტოს გამო პირველად მომეცი უფლება ჩაგხუტებოდი. აი, მაშინ რომ დამიარა შენმა სურვილმა სხეულში მის მერე ვეღარ გავანელე. - მაშინ მეც არ ვიყავი კარგ დღეში. სამაგიეროდ მერე ავურიე ნამეტნავად. - მაგ დროს უფრო მიყვარდი და საერთოდ მე მასეთი არეული შემიყვარდი. - ვიმახსოვრებ იცოდე და როგორც კი სიყვარულის ნაკლებობას ვიგრძნობ მასე ავურევ ხოლმე. - ვერ იგრძნობ ! ამ ფოტში რატომ მძინავს? - ძაღლმა რომ შემაშინა, ის ღამე ჩემს ოთახში დივანზე გაატარე და დილით ამ კადრს გამოვტოვებდი? სხვათაშორის აქ შენი კოცნაც მინდოდა მაგრამ მაშინ მაგას, როგორ გავაკეთებდი. - არ შეიძლება სურვილებზე უარის თქმა ! იმ დღეს ძალიან გამაბრაზე, მერე მთელი ღამე დაცვად გამომიყენე და ერთი კოცნით რა დაშავდებოდა ? მადლობად ჩავთვლიდი. - მშვენივრად ვიცი რადაც ჩათვლიდი ! ესენი ბათუმშია გადაღებული. - შენს ფოტოებში სულ რატომ მძინავს? - იმიტო რომ ასე უფრო ახლოდან და შეუმჩნევლად გიღებდი. თან ძილში ძალინ საყვარელი ხარ და რა მექნა. ეს იმ დილით გადაგიღე, რომ გავიპარე. იცი, მაგ დღეს ყველაზე მეტად ვნანობ ! - კინაღამ შევიშალე ნომერში რომ არ იყავი. თავიდან სხვა რამე ვიფიქრე და შემეშინდა, მაგარმ მერე, რომ გავარკვიე სადაც იყავი მივხვდი, მე გამექეცი. ვერ გავბრაზდი უბრალოდ მეწყინა. უფრო მეტკინა... მერე, სასტუმროში დაბრუნებულმა ეგ შხამიანი ენა, რომ არ გააჩერე უკანასკნელი მოთმინებაც დამაკარგვინე - ხმაურიანად გაეცინა. - ისე მგონი, ყველა ჩვენს ჩხუბს შენ იწყებდი ხო? პირდაპირი მნიშვნელობით მაიძულებდი წყობიდან გამოვსულიყავი. - ხო ! ყველაფრის მიუხედავად, რომ არ მძულდი, არ მეშინოდა და პირიქით გენდობოდი კიდეც აი, ამას ვერ ვიგებდი რატომ. ჩემმა გულმა დანახვის წამიდან ისე მიგიღო, გონებას არ კითხა და ომი გააჩაღეს ჩემში. შენთან მიმართებაში ყოველთვის გრძნობების ზღვარზე ვიყავი დიმა. ეს იმდენად ახალი, დამაბნეველი და გაურკვეველი იყო, ვერ ვეგუებოდი. ვერც ვაღიარებდი და ვერც უარვყოფდი შეს მიმართ გულგრილი, რომ არ ვიყავი და მერე, საკუთარ თავზე გაბრაზებული შენ გერჩოდი. ამას გვიან მივხვდი. - არ მინდა ამის ახსნა. ისედაც ვიცოდი ასე დაწყილი ურთიერთობა შენთვის ადვილი, რომ არ იქნებოდა. რაც არუნდა გაგეკეთებია ყოველთვის გიგებდი. ცოტა კი ვბრაზდებოდი, მაგრამ მაინც. - ვიცი და ახლაც კი მიკვირს როგორ შეგეძლო,როგორ იტანდი ჩემს დაუმსახურებელ გამოხტომებს. როგორ ითმენდი ჩემს ლანძღვას?! - არ ვთვლი, რომ ამაში ასატანი და გასაძლები იყო რამე. უბრალოდ ზალიან მიყვარდი, უპირობოდ მიყვარდი ! ჩემს გვერდით იყავი, ეგ იყო ყველაზე მთავარი და სხვას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. ვერაფრის თქმა ვეღარ შევძელი, აცრემლებული სწრაფად დავეუფლე მის ბაგეებს. ყველა ფოტო ვაჩვენე რაც კი მისთვის მქონდა ჩუმად გადაღებული. სხვათაშორის საკმაოდ ბევრი იყო. თითეულს თავისი ისტორია ჰქონდა. ბევრი ვისაუბრეთ, ბევრი ვიცინეთ. კიდევ ერთი საჩუქარი მქონდა- მისაღებში მდგარ დიდი ტელევიზორის ეკრანიდან ჩვენმა სამეგობრომ, რომლებიც ჩვენს გარეშე დიმას დაბადების დღეს რესტორანში აღნიშნავდნენ, ერთხმად „HAPY BIRTH DAY” უმღერეს. მალევე ჩარლი და ანაც ჩაგვერთნენ. ყველამ სათითაოდ მიულოცა და ერთი-ორი სიტყვით დაახასიათა. სულ თავლებში ვუყურებდი, ვხედავდი, როგორ უხაროდა და მეც ვბედნიერდებოდი. - თუ გინდა, ჩვენც შევუერთდეთ მათ ! - გაუბედავად ვუთხარი, რადგან საერთოდ არ მქონდა არსად წასვლის სურვილი. - ახლა, ამაზე უკეთესი ადგილი არ არსებობს ჩემთვის. ახლა, აი აქ, მარტო შენთან ერთად ყოფნა მინდა ! ისეთი ვნებიანი ხმით მითხრა, სხეულში სასიამოვნო ტალღებმა დამიარა. ადგა და ფლეიერთან მივიდა. წამში, ისედაც რომანტიკული გარემო, კლასიკური ვალსის ჰანგებმა მოიცვა და ჰაერიც კი, რომანტიკითა და ვნებით გაჟღენთა. მის გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე თუ არა, წამში მის სხეულზე მჭიდროდ აკრული აღმოვჩნდი. სიამოვნების ჟრუანტელი გაუჩერებლად მივლიდა. - დიდი მადლობა ჩემო პატარა ! - ყურთან ნაზად მიჩურჩულა. - საუკეთესო დაბადების დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. შენ, ჩემს სამყაროს აფერადებ ! - მიხარია ! დიმა, მინდა სულ ასე გიყვარდე და სულ ჩემთან იყო ! - რათქმაუნდა, ასეც იქნება ! - შენ ჩემი ჰაერი ხარ ! - მის ცხელ ბაგეებს დავაფინე ეს სიტყვები. - თაკო, ეს კაბა ურცხვად ითხოვს, რომ შემოგახიო. - ლილეს ნათქვამი გამახსენდა და გადავიკისკისე. - ხოდა შემომახიე ! ისედაც ურცხვად ჩამოცხა ! - ეს სიტყვები, რომ დავასრულე ხელში აყავნილი იმ წამს დამსვა საწოლთან და ჩემი ბრძანება პირნათლად შეასრულა... ალბათ ყველა ადამინს აქვს მომენტი, როდესაც უსაზღვროდ ბედნიერია სულ ეშინია, რომ ეს, ადრე თუ გვიან დასრულდება. არვიცი, შეიძლება ყველას არც აქვს, მაგრამ მე, ეს განცდა მქონდა... ალბათ ყველა ადამინს აქვს მომენტი, როდესაც უსაზღვროდ ბედნიერია სულ ეშინია, რომ ეს, ადრე თუ გვიან დასრულდება. არვიცი, შეიძლება ყველას არც აქვს, მაგრამ მე, ეს განცდა მქონდა. წესით არ უნდა მქონოდა ხო?... შეიძლება ყველაფერი იდეალურად არ იყო, ისევ ჩვენი ხასიათის გამო, მაგრამ სიყვარული გვქონდა უსაზღვრო და უპირობო. ამ მოკლე ხანში იმდენი გამოცდა გაიარა ჩვენმა გრძნობებმა, რკინასვით გამოიწრთო და განმტკიცდა. ეჭვგარეშე იყო. უამრავი მიზეზი იყო, რაც ჩვენს სიყვარულს ცეცხლს უკიდებდა და მარადიულობის ალში ახვევდა. დიმა იყო, პირველი ადამიანი ვინც ჩემს გულში შემოიჭრა, თავდაყირა დამაყენა, ყველაფერი პირველი განმაცდევინა, უკიდეგანოდ ბედნიერი გამხადა და ზუსტად ვიცოდი, რომ უკანასკნელიც ის იქნებოდა. მთლიანად მისით ვიყავი მოცული. ის იმდენად ბევრი იყო ჩემში, აღარ მყოფნიდა. მეტი და მეტი მინდოდა და თან ამდროს მეშინოდა, ძალიან მეშინოდა უმისობის... ამ ბედნიერების ჟამსაც კი არ მაძლევდა მოსვენებას სადღაც გონების კუნჭულში მიკარგული დამანგრეველი ფიქრები... რამდენადაც ძლიერი ვიყავი სხვა გრძნობებში, იმდენად სუსტი ვიყავი სიყვარულში. თუ სხვა შემთხვევაში მეტი თავდაჯერებულობა მქონდა აქ, სრულიად ვიკარგებოდი. დიდი იყო მისი სიყვარული, ზედმეტადაც კი. ამავსო, გამაგიჟა, ღრუბლებზე სიარული მასწავლა, აღმაფრენაში მამყოფებდა... და ამ დროს დაღმაფრენა, ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენად მტკივნეული იქნებოდა?! ამ გრძნობამ ჩემში ისეთი სიმძაფრით შემოაღწია უჯრედულ დონეზე გაიფანტა. ტვინის ყველა სფერო, ყველა ნერვული დაბოლოება, მოლეკულა, ატომი კი მოიცვა. კანითაც კი ვგრძნობდი და წასვლის შემთხვევაში თან გამიყოლებდა, დამანგრევდა, მიწასთან გამასწორებდა... დიმა, ჩემი ყველაზე დიდი ძალა და ყველაზე დიდი სისუსტე იყო... - რაზე ფიქრობ? - ვერანდაზე მდგარს, თბილი პლედი მომახურა და ზურგიდან მომეხვია. - შენზე, ჩვენს მომავალზე ! - და რას ხედავ ჩვენს მომავალში ? - ლოყაზე თბილად მაკოცა. - რა იქნება? ან რა გინდა, რომ იყოს? - არვიცი რა და როგორ იქნება, მაგრამ სულ შენ, რომ უნდა იყო, ეგ, ნამდვილად ვიცი ! - მე, ყოველთვის ვიქნები შენს მომავალში თაკო ! დანარჩენს კი, თავად შევქმნით ერთად ! - უშენოდ ვერ ვიცოცხლებ ! - ხელებზე მოვეჭიდე და უფრო მეტად ავეკარი. - ახლა, ნუ გამაგიჟებ ! რაღაც უცნაური ხარ. . - რა არის იმაში უცნაური, შენ გარეშე თუ არ შემიძლია? - თავი შევაბრუნე და ორივე წარბი ავუწიე. - ეგ კარგია, მაგრამ ძალიან რომ ჩაიციკლე მაგას ვგულისხმობ. ხშირად მეუბნები უკვე მასეთ სიტყვებს და მაბრაზებს. მე სულ შენთან ვიქნები ! შენს იმპულსურ ხასიათს ბევრი ფიქრი არ უხდება ! - ცხვირზე მომიჭირა. - და კიდე, მასე ნუ მიყურებ მეცინება ! მე კი სერიოზულ თემაზე გესაუბრები. - ყველა კუნთი დაჭიმა, რომ არ გასცინებოდა. - ფიქრი კარგია ! აქამდეც, რომ მეფიქრა ხოლმე უკეთესი იქნებოდა. ბევრ პრობლემას ავირიდებდით. - არის რაღაცეები რაც შენზე არ არის დამოკიდებული და რამდენიც არ უნდა იფიქრო მაინც ვერ აირიდებ ! ასეთი მომენტებიც ბევრი გვქონდა. შენ მარტო ჩემთან მიმართებაში გეზარებოდა ფიქრი ჩემო პატარა . გაბრაზდებოდი, გადაირეოდიი, გაიბუსებოდი და ჩემს ანაბრა ტოვებდი ჩვენს ურთიერთობას. - გაეცინა. - იმიტომ, რომ ვიცოდი, შენ არასდროს მიატოვებდი ! არასდროს მიმატოვებდი ! ეგოისტი ვიყავი. გაიძულე, მხოლოდ შენი მხრებით მოგეტანა აქამდე ჩვენი სიყვარული. - გაგეხუმრე და ნუ დაასერიოზულებ ახლა ! - ვიცი, რომ გამეხუმრე, მაგრამ სიმართლე თქვი. - საერთოდ არ ვფიქრობ მასე. შენგანაც ყოველთვის ვგრძნობდი იგივეს სურვილს. მართალია ძალიან ჯიუტი ხარ და ამას აშკარად არ გამოხატავდი, მაგრამ მე მაინც ვხვდებოდი და ეს მაძლევდა ძალას, უფრო მეტი მონდომებით მებრძოლა შენთვის. - გაიმარჯვე კიდეც ! იცი? რაც შენ გამოჩნდი ჩემი ყოველდღიურობა ორად გაიყო- შენთან ერთად და მერე ყველა სხვა, საყვარელ ადამიანებთან ერთად. ზოგჯერ მგონია უსამართლო ვარ მათ მიმართ, მიუხედავად იმის, რომ ყველა ცალკეულად და განსაკუთრებულად ძვირფასია ჩემთვის, მაგრამ რავქნა? შენ სხვა განზომილება ხარ ჩემთვის. ყველაფერი შენით მიხარია. ყველგან და ყველაფერში შენ ხარ. ერთი დღეც კი ვეღარ ვძლებ შენ გარეშე. დილით შენი ხმა, რომ არ გავიგონო ის დღე, ჩემთვის არ იარსებებს. ამოვჭრი მეხსიერებიდან. არ ვიცი ასეთი, რატომ გავხდი. არ მინდა ! მეშინია... - უაზროდ ამეტირა, შემატრიალა და ჩამეხუტა. - უკვე, მეც მეშინია ! ახლა, როცა ყველაფერი ძლიან კარგად გვაქვს, ამაზე ფიქრი ნორმალურია თაკო? რა გჭირს ვერ ვხვდები ? - არ ვიცი ! უფრო ჩამეხუტე ! - მოიცა, ორსულად ხომ არ ხარ ! ძალიან მგრძნობიარე გახდი და მაგ დროს ხო ეგ ბუნებრივია? - ოდნავ მომშორდა და გაცისკროვნებული თავლებით მომაჩერდა. - არა ! დილით გავიკეთე ტესტი. - როგორ მინდოდა კი მეთქვა. არ შეიმჩნია, მაგრამ იმ წამს შევატყე, როგორ ეწყინა. თვალები ჩაუქრა. ისევ მიმიხუტა. - ყოველკვირაში ნუ იკეთებ მაგ ტესტს ! ზედმეტად აქცევ ყურადღებას და შეიძლება მაგის ბრალიც არის შენი ცვლილება. - შეიძლება, მაგრამ ძალიან რომ მინდა, რა ვქნა? - თუ დაგამშვიდებს წავიდეთ ისევ ექიმთან. - ორი კვირის წინ ხომ ვიყავით. სირცხვილია უკვე. თან შენ ხომ გითხრეს სრულიად პროდუქციული ხარო. მე მაქვს პრობლემა. - და შენ ვინ გითხრა, რომ პრობლემა გაქვს? - არავინ, მაგრამ მეექვსე თვეა უკვე დიმა, ეს ნორმალურია? თუ ყველაფერი კარგადაა აბა, რატომ არ ვფეხმძიმდები?... სხვა ექიმი, რომ ვნახოთ? - მომლოდინე მზერა შევანათე. - უკვე მესამე ექიმმა გვითხრა და გერმანიის პასუხმაც დაადასტურა, რომ არცერთს არ გვაქვს პრობლემა, უბრალოდ დროა საჭირო. ნუ ფიქრობ ამაზე ამდენს ! მოხუცები ხომ არ ვართ? მშვენიერ ჯანზე ვარ. ასე, რომ მაგაზე მუშაობა მრავალი წლის განმავლობაში შემიძლია. - როგორც შეეძლო ცდილობდა ჩემს გამხიარულებას, მაგრამ ზუსტად ვიცოდი თავად განიცდიდა და ჩემზე მეტად უნდოდა შვილი. - ძალიან მინდა, მალე გაჩუქო ! - უფრო მეტად ავსლუკუნდი. - ამ თვეს ძალიან გავხარ ! - ესეიგი მარტივით ცვალებადი ვარ? - მშვენივრად გამოუვიდა თემის შეცვლა. - გასაბრაზებლად არ მითქვამს ბუსია. მომწონს მასავით უპროგნოზო და გადარეული, რომ ხარ ! ზოგჯერ ძალიან რთულია შენი ნაბიჯების გამოცნობა და ეს, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მომწონს შენში. ტბა არასდროს მიყვარდა. მდინარე მირჩევნია, რომელიც არ იცი, როდის შეიცვლის კალაპოტს და სულ უნდა ფრთხილობდე. - უფრო მეტი მონდომებით მიმიკრა. - ვიდრე მდინარე ჯებირებს გადმოხეთქავს და კალაპოტს შეიცვლის, მანამდე უნდა წვიმდეს დიმა, ძალიან უნდა წვიმდეს... მაგრამ ზოგჯერ ისე წვიმს ჩვენ ვერ ვხედავთ. მაგალითად, მდინარის სათავეში. - ხილულ წვიმაზე შენი რეაქციის მოლოდინი მიახლოებით მაინც მაქვს, მაგრამ უხილავის ნამდვილად უნდა მეშინოდეს. - ჩემს ყელში ცხვირჩარგულს გაეცინა. - შენ ხომ გიყვარს მდინარე დიმა ? მარტიც ? - მიყვარს, ძალიან მიყვარს ! - მძაფრად და ხმაურიანად მაკოცა ყელში. - აცივდა, შევიდეთ ! - კარგი. - მხრებზე მომეხვია და ოთახისკენ წამიყვანა. - როდის მივფრინავთ, გადაწყვიტეთ? - ორ კვირაში. - კარგია ! ანას გაეხარდება. - ზუსტად ანამ დაგეგმა ეს ფრენა. ქორწილი ოცდაათ მარტს არის და ათი დღით ადრე რატომ გამოგვიძახა ძალიან მაინტერესებს. თან მე, არ მკითხეს ისე დათანხმდნენ. - შენ ახლა სერიოზულად წუწუნებ მაგაზე? - არ ვწუწუნებ, უკმაყოფილებას გამოვხატავ. - ერთი და იგივეა ! - შენც მათ მხარეს ხარ რათქმაუნდა. - ვერ ხვდები, რატომ დათანხმდნენ? - ტვინს შეუჭამდა . - ახლა ისეთ რამეს გამომტყუებ რაც გეწყინება. - რახან დაიწყე თქვი. - რაღაც ცვლილებები კი განვახორციელე შენში მაგრამ ზოგჯერ მაინც ისეთივე „ვირი“ ხარ . ანას მერამდენე ქორწილია ეს? - რას მეკითხები ? პირველი, რათქმაუნდა ! ეგღა მაკლია ცხრაჯერ გათხოვდეს. - „გრუზინი“ - ჩუმად ჩავიბუტბუტე, მაგრამ ისე შემომხედა მივხვდი, გაიგონა. - პირველი, რომ არის და თან ძალიან მნიშვნელოვანი მეც მაგას ვგულისხმობ. შენი აზრით ჩვენ, მისი ოჯახის წევრები, სტუმრებივით პირდაპირ ქორწილში უნდა მივიდეთ? ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მის გვერდით ვიყოთ. ბევრი საკითხი იქნება რაშიც ჩვენი დახმარება დასჭირდება. - პირდაპირ ქორწილშითქო არ მითქვამს, მაგარმ ათი დღით ადრე ჩასვლა ზედმეტი მგონაი. რა უნდა ვაკეთო იქ?! - ამდენი წელი გაატარე ამერიკაში და ის არ იცი, რა უნდა აკეთო? - გემრიელად გამეცინა.- მე არ ვარ ნამყოფი და შეგიძლია დამათვალიერებინო. თან, მთელი შემადგენლობით, რომ მივდივართ ხომ არ დაგავიწყდა? მოსაწყენად არ გვეცლება. და რაც მთავარია ანას ზურგს გავუმაგრებთ. რაც არუნდა კარგად ექცეოდნენ ანას, ჩარლის მშობლები ახლა, მისთვის ჩვენი იქ ყოფნა მაინც, განსაკუთრებულია. - არ მინდა ჯერ წასვლა ! - მოდი, ასე მოვიქცეთ. ახლა ჩვენ წავალთ , შენ ქორწილის დღეს ჩამოდი. - ნწ... შენ ვერ გაგიშვებ ! - დიმა, როდის შეეეგუები ანა, ჩარლის ცოლი, რომ ხდება? ან შეეგუები საერთოდ? მშვენივრად ვიცი, რატომაც არ მოდიხარ. მათი ერთად ყურება არ გინდა. ერთ დღეს კი, როგორმე გაუძლებდი. - არ ვარ „გრუზინი“, მაგრამ მაინც მიჭირს იმის გადახარშვა, ჩემგან ჩაბარებული ანა, რომლისთვისაც დასავით უნდა მიეხედა, რატომ შეიყვარა და ახლა საერთოდ ცოლად მოჰყავს და თან, მე მივეცი ამის ნება. - მისმა ყველა ნერვმა აიწყვიტა. - კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩემი სიყვარული უსაშველოდ მესაკუთრეა ! - დასაწყნარებლად თბილი ხმით ვუთხარი და მივეხუტე. - ვისაც არ უნდა წაეყვანა მაინც გაგიჭირდებოდა იმ აზრთან შეგუება, რომ უკვე გაიზარდა, დამოუკიდებელი გახდა და თავისი ცხოვრება აქვს. მშვენივრად ვიცი, როგორ უფრთხილდებოდი მას. ანამ მომიყვა. სწავლაში ხელი ვერ შეუშალე და ვერ წამოიყვანე, მაგრამ აქედან იმხელა სიყვარულს და ზრუნვას აწვდიდი იქ მას, ზოგიერთი ძმა მის გვერდით მყოფს ვერ გაუკეთებს. ვიცი, როგორ ნერვიულობდი იქ, მარტო რომ იყო და შენი ახლანდელი დამოკიდებულება მესმის კიდეც, მაგრამ მოდი ახლა, კიდევ ერთხელ ვაღიაროთ, რომ ზუსტად ამის ბრალია მათი ურთიერთობა. ჩარლის „ძმურ“ ვალდებულებად გაუხადე მისი კუდში დევნა. სულ ერთად იყვნენ, ზრუნავდა უფრთხილდებოდა, ყველა ბიჭი ჩამოაშორებინე... და ბოლოს და ბოლოს ოცდარვა წლის ასაკში ვიღაც ხომ უნდა შეყვარებოდა? შინაბერა ხომ არ დარჩებოდა ეს ვარდივით გოგო ? ხოდა ის ვიღაც, ჩარლი აღმოჩნდა. შენი დავალებით მუდამ მის ცხვირწინ მოტრიალე ძალიან კარგი ბიჭი ... დიმა მომავალ სიძეს, რომ იცნობ და იცი, მის გვერდით ბედნიერი იქნება მაგას რა სჯობს ? აი, ძალიან ელემენტარულს მახსნევინებ ახლა... - ვაა, უცებ არ მომიგვარა ?! - გბრაზებას ისე გადაევლო, ყურებამდის იღიმოდა. - ვსო ხმას აღარ ვიღებ. - ხელები აწია და აბაზანაში წასავლელად შებრუნდა, მაგრამ მერე ისევ მოტრიალდა. - ახლა კიდე იტყვი „გრუზინიო“, მაგრამ მერჩივნა სხვა პროფესიის ცოლი მყოლოდა. - ჩემს გაკვირვებულ სახეს კიდევ ერთხელ გაუღიმა და თვალი ჩაუკრა. - მარტო ახლანდელი „მოგვარების“ გამო არ ვამბობ. - უკვე აბაზანაში შესულმა გამომძახა. წასასვლელად მთელი ენთუზიაზმით ვემზადებოდით ყველანი. წინ ნამდვილად დაუვიწყარი დღეები და ლამაზი ქორწილი გველოდა. დიმას ცოტა „უჟმურული“ განწყობის მიუხედავად მაინც ვიცოდი, რომ არ მაწყენინებდა და „ მისი მხიარულების“ ფარგლებში აგვყვებოდა. თან, გარემოსა და განწყობის შეცვლა ჰაერივით მჭირდებოდა. ჩემს შემაწუხებელ ფიქრებსა და ვერ დაორსულების პრობლემას ცოტახნით მაინც დამავიწყებდა. დიმა მართალი იყო, ზედმეტად ჩაციკლული ვიყავი ამ ორ საკითხზე და უფრო ფეხმძიმობაზე. იმდენად ძალიან მინდოდა შვილი და მისი გახარება, თითქმის აკვიატებად გადამექცა. ხანდახან იმაზეც კი ვფიქრობი, რომ არასდროს გამიჩნდებოდა და ამ აზრს საერთოდ ცნობიერებიდან გადავყავდი. ვცდილობდი ამ დარდის დიმასთან დამალვას, მაგრამ მაინც ხვდებოდა. არც ძალიან დიდი დრო იყო ექვსი თვე, მაგრამ რაღაც ძალიან რომ გინდა ხომ იცით, წამიც კი საუკუნედ გეჩვენება... წასვლამდე ორი დღე იყო დარჩენილი. სამსაურში ვიყავი და ჩემი არყოფნის გამო თანამშრომლებთან, რაღაც საკითხებს გავდიოდი. მობილურზე ანას შეტყობინება მივიღე. მთხოვდა , თუ დიმა ჩემთან ერთად არ იყო, მისთვის ინტერნეტის საშუალებით დამერეკა. მისი თხოვან უცნაურად მომეჩვენა. სასწრაფოდ დავეთხოვე ყველას, კაბინეტში შევედი და შეშინებულმა დავურეკე. - ანა, იმედია იმას არ მეტყვი რასაც ვფიქრობ ! გული გამისკდება. - მივახალე, როგორც კი ეკრანზე გამოჩნდა. - გეგონა ქორწილი ჩავშალე? - გულიანად გაეცინა. - უუფფ, ამოვისუნთქე. ახლა რაც გინდა ის მითხარი. - დამშვიდებული ნელა მივესვენე საზურგეს. - თაკო, ორსულად ვარ ! - რა მაგარია ! გილოცავთ ! - სიხარულისგან შევკივლე, ელვის სისწრაფით წამოვხტი, ადგილზე შევხტი და ტაში შემოვკარი. - დიმაა ... ვაიმე ! - ამოვიხვნეშე და მიღონებული დავეშვი ჩემს ადგილზე. - ხო დიმა. გაგჟდება, გადაირევა ეწყინაბა და შეიძლება ქორწილზეც არ ჩამოვიდეს. - სრული სიზუსტით აღწერა მისი რეაქცია. - ქორწილის შემდეგ, რომ უთხრა? - ვიპოვე გოგომ გამოსავალი. - ვუთხრა არა, შენ უნდა უთხრა, თან რაც შეიძელბა მალე. - სახე დამანჭა და მომლოდინე მზერით მომაჩერდა. - კარგი რა ანა ! აგიზგიზებულ ცეცხლში მაგდებ? - ღიმილიანი სახით ვუთხარი და თან მართლა დამიარა ცეცხლმა. ყველა მის გაგიჟებას ჩემზე, როგორ უნდა გადაევლო? - ვიცი და ბოდიშს გიხდი, მაგრამ მე ვერ შევძლებ. თან, მარტო შენ შეგიძლია მისი დამშვიდება. - კარგი, ქორწილის შემდეგ ვეტყვი მაშინ ! - ქორწილზე მუცელი სად დავმალო? სამი თვის ვარ უკვე. - მართლა გადაირევა ! ისედაც ძლივს შეეგუა თქვენს ამბავს და ახლა ქორწილამდე რომ ვერ მოითმინეთ... - ვიცი, ძალიან ვცდილობდით, მაგრამ მიყვარს და რა ვქნა? ჩარლის თავად უნდოდა ეთქვა და მე დავუშალე. - მესმის და მე ნუ მიხსნი. ბოლოს და ბოლოს დანიშნულები ხართ. შენი ძმაა ცოტა „კომუნისტი“ თან, მხოლოდ საყვარელი ქალების მიმართ... - სახიდან ღიმილს არ ვიშორებდი, მისთვის დაძაბულობა რომ მომეხსნა, მაგრამ შინაგანად თავად ვიყავი დაძაბული, დიმას რეაქციაზე რომ ვფიქრობდი. - ძალიან ვნერვიულობ ! - ცრემლები გადმოსცვივდა. - ახლა არ გადამრიო ! ცრემლი მოიწმინდე, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება ! ახლა, არავინაა შენს შვილზე მნიშვნელოვანი. - რომ წარმოვიდგინე რამხელა ბედნიერება სახლობდა მასში, გული მეც ამიჩუყდა და ცრემლი მომერია. - თაკო, მაპატიე თუ აგაღელვე, მაგრამ სხვას ვერ ვეტყოდი ! - ნუ სულელობ ! უბრალოდ ძალიან გამეხარდა. - ვიცი და ისიც ვიცი, ამ საკითხს ზედმეტად მგრძნობიარედ რომ უყურებ ... - და გეგონა, შენი ორსულობა ჩემზე იმოქმედებდა ? ხო. შენს თავზე გადაიტანდი და მერე ინერვიულებდი... - დამნაშავესავით მიყურებდა. - შენმა ორსულობამ ჩემზე, მხოლოდ დადებითან იმოქმედა ანა ! რაც შეეხება ჩემს არ ორსულობას, არ მინდა ვინერვიულო, მაგრამ თავს ვერ ვერევი. - კიდევ მეტად ამემღვრა თვალები. - უნდა მოერიო ! ემოციური ფონიც ძალიან მოქმედებს და შეეცადე, მასე მძაფრად არ მიუდგე. დარწმუნებული ვარ მალე გამახარებთ ძმისშვილით. - კარგი, ჩემზე ნუ ვისაუბრებთ. ახლა მთავარი შენ და შენი პატარა ხართ. - და კიდევ ჩემი „კომუნისტი“ ძმა . - მაგაზე არ იღელვო. როგორმე შევაგნებინებ. სამსახურის შემდეგ, ტრადიციულად გამომიარა. მომწერა გელოდებიო. ჩანთას ხელი დავავლე და მისკენ სწრაფად გავეშურე. მენატრებოდა... გარეთ გასულს ძალიან მესიამოვნა მარტის მზიანი და თბილი დღე. გარემოს თვალი მოვავლე და ერთ ადგილას გამიშტერდა. ავტომობილზე თინეიჯერი ბიჭივით იყო მიყრდნობილი. მაჯვენა ფეხი საბურავზე ჩამოედო, ხელში კი გასაღებს ათამაშებდა. ასეთი მანერები არ ახასიათებდა. ისეთი ასოციაცია შემექმნა, თითქოს სკოლის მოსწავლე ვიყავი და სკოლის კართან, დამამთავრებელი კლასის მოსწავლე შეყვარებული მიცდიდა. თან, როგორ მოხდენილად ეცვა. ისეთი სიმპატიური იყო, კინარამ კუნტრუშით მივირბინე მასთან. ნუ, რაღა კინაღამ... ვეტაკე და ვაკოცე. - შენ, რომ საზოგადოებაში კოცნა არ გიყვარს? - იჯერა ბიჭმა გული და დაცინვაზე გადავიდა. - ნუ ხარ ასეთი სიმპატიური და არ გაკოცებ ! ვერ მოვითმინე... რაიყო, არ მოგეწონა? - შენი აზრით? - ჩემი აზრით, ორივე ვიცვლებით. - მე მომწონს შენი ცვლილებები პატარა ქალბატონო. - ხელი საჯდომისკენ შეუმჩნევლად ჩააცურა. - მასეც არ გავთამამებულვარ ჯერ ! - თვალით ხელისკენ ვანიშნე. გაეცინა. - ნუ აკეთებ მასე, თავში უხამსი აზრები მომდის. - საღამოს ვუშველი მაგ უხამს აზრებს. - ისეც ნუ იზამ ჰორმონებზე დამოკიდებული გავხდე ! - თვალები კეკლუცურად ავაფახურე. - მომგებიანი მდგომარეეობა ჩემთვის ! - კიდევ ერთხელ დააგემოვნა ჩემი ბაგეები და ავტომობილის კარი გამიღო. - სახლში მივდივართ? - ვკითხე მის გვერდით მოკალათებულმა. - სადაც შენ იტყვი ! - მაღაზიებში გავიაროთ, საჭირო ნივთების ყიდვა მინდა. - ქალი ამერიკაში მიდის და აქ აპირებს შოპინგს ! - ხომ იცი, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია სამოსი კომფორტული იყოს და შენ მოგეწონო. - მე, სამოსის გარეშე უფრო მომწონხარ ! - მეც ! - ცოტა მორიდებულად ამოვთქვი. - წინსვლა გვაქვს ! - გაეცინა. - მაღაზიებში იქ გავიაროთ და ყველაფერი ვიყიდოთ. - კარგი. ვიცი შენთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანად და გემოვნებიანად გეცვას. - სახე შემეცვალა. - ახლა, რაზე გაიბუსე? - გულრწფელად გაუკვირდა. - მეეჭვიანება ! - რაზე ? - ეცადა სერიოზულად ეკითხა, არადა ძლივს ალაგებდა სახეს. - უუუფფფ ! ყველაფერი გიხდება. საშინლად მიმზიდველი ხარ და სხვა ქალებიც რომ გიყურებენ, მერე თავში რომ გხდიან და ათას უხამსობებს ფიქრობენ, მაგაზე. - გაოცებულმა შემომხედა. - ადგილები გავცვალეთ? - არაფერიც ! მე სულ ამ ადგილზე ვიყავი, უბრალოდ ახლა აღარ ვმალავ. - თუ გინდა დაცვა მომამაგრე. - ნუ დამცინი ! - სასაცაილო ხარ და რა ვქნა? ისე ხო ჩამომაცილე ყველა ქალი და ახლა ფიქრიც აუკრძალე . - მე არავინ ჩამომიცილებია. შენ, თავად ვეღარ მიდიხარ ჩემს შემდეგ სხვასთან. - რა თავდაჯერებულობაა ?! დღეს კიდევ ერთხელ მოგიწევს დამიმტკიცო, რომ შეუცვლელი ხარ ! - ჩემს მოშიშვლებულ ფეხზე ხელი აასრიალა. - ეს კაბა ცოტა მოკლეა მგონი ?! - სიამოვნების ჟრუანტელმა და ეკლებმა არ დააყოვნა. - გეჩვენება ! გაწიე ხელი და მასე ნუ მესაუბრები თორემ, საღამომდე დროა კიდევ... სულ მაგაზე ვიფიქრებ და დებილივით ვიქნები . - ისე ხმაურიანად გადაიხარხარა მეც ამიყოლა. - გინდა სასტუმროში წავიდეთ? - ისეთი ტონითა და სახით მკითხა უარის თქმით, ნამდვილად იმედ გავუცრუვებდი. თან, ჩვენი ქორწილის დღე გამახსენდა სატუმროში და ცეცხლი მომედო სხეულზე. - მინდა ! - ვგიჟდები შენზე ! - ავტომობილი სწრაფად მოაბრუნა და გააქროლა. ისეთ კარგ ხასითზე იყო, მიდი და ახლა უთხარი, შეყვარებულებმა ქორწილამდე ვერ მოითმინეს და მალე ბიძა გახდებითქო. ისე, რატომ უნდა გაკვირვებოდა? ჩვენ საღამომდე ვერ მოვითმინეთ და იმათ თვეები უნდა გაეძლოთ კიდევ... ბევრი სიტყვა და სათქმელი დავალაგე თავში, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი როგორ უნდა დამეწყო, რომ არ გადარეულიყო. ამ დამოკიდებულების გამო, ვერც ვამართლებდი ჩემს ქმარს და ვერც ვამტყუნებდი... მოკლეთ სათქმელი გადავდე. იცით სად მიმიყვანა? იმ სასტუმროში სადაც ქორწილის დღეს ვიყავით და ისევ ის ნომერი აიღო. შესვლის წამიდან ალმური მომედო. გამახსენდა რაც იმ ღამით გავაკეთეთ და ორგანიზმი ამიფეთქდა. მან კარებიდან დაიწყო ჩემი გახდა. თან, როგორ ოსტატურად აკეთებდა. დედიშობილა, რომ დამტობა და მთელი სხეულით აღიგზნო აბაზანაში შესვლა და წყლის გადავლება მოვინდომე. წინააღმდეგობა არ გაუწევია, ცეცხლჩამდგარი თავლებით კი მიყურებდა, მაგრამ მაინც გამატარა... ხშირად ვუკეთებდი ასე. მის მოთმინებას ბოლომდე ვაწამებდი, შუა გზაში გაგიჟებულს ვტოვედბი. ეს მოთმინება რომ ამოეწურებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ რა სურვილითა და ჟინით დამაცხრებოდა. ახლაც ზუსტად ასე მოხდა. შხაპის ქვეშ ვიდექი და ველოდი, როდის შემოვარდებოდა გააფთრებული... ხუთ წუთს გაუძლო. კარები კიარ შემოაღო, შემოგლიჯა. წამში გაიძრო ტანსაცმელი, მომვარდა, ხელში ამიტაცა და თეძოებზე შემომისვა. ცხოველივით მკოცნიდა ხან მკბენდა... უეცრად კედელს მიმანარცხა და ჩემში ისეთი სიმძაფრით გაერთიანდა, ტკივილისა და სიმაოვნების კვნესა ურცხვად ამოვუშვი. ცდილობდა ნაზად მომქცეოდა, მაგრამ ისე იყო აღგზნებული თავს ვერ თოკავდა. ყოველ მოძრაობაზე სუნთქვა მეკვროდა, გული შეშლილივით ფეთქავდა. სრულიად სველი გამიყვანა ვანიდან და საწოლზე დამაგდო. ცოტახანს აქოშინებული დამჩერებოდა. მეც ხარბი მზერა მოვავლე საოცნებო სხეულზე. თავი ღიმილით გადააქნია ნუ ცელქობო, მერე გვერდით მომიწვა, ბუმბულივით ამიტაცა ჰაერში და ზემოდან შემომისვა. კიდევ ერთხელ ვერ დავხურე პირი. უხეში იყო, მაგრამ საშინლად მსიამოვნებდა. შეშლის ზღვარზე მიმიყვანა. ისეთი მოძრაობები მაკეთებინა რაც მანამდე არ ვიცოდი. მკერდზე ერდროულად საოცრად ნაზად, უხეშად და მომთხოვნად მეალერსებოდა. ვეღარ ვაზროვნებდი. ყველაზე სუსტი წერტილი იყო. სიამოვნებით ვკვდებოდი , კივილამდე მივდიოდი... მასთან სექსი ყოველ ჯერზე ისეთი საოცარი, განსხვავებული და სასიმაოვნო იყო, არაფრით გავდა წინას. ყოველ ჯერზე გონებას მაკარგვინებდა. ახალ შეგრძნებებს მგვრიდა. ვერასდროს ვახერხებდი სიამოვნების ბგერების შეკავებას და ჩემს ოხვრასა და კვნესაზე ის უფრო მეტად ხელდებოდა. ისეთი ვნებიანი იყო, მის მიმართ ისეთი ლტოლვა მქონდა, მართლა მასზე დამოკიდებულს მხდიდა. შეუცვლელი პარტნიორი იყო. იმ საღამოს ოთახის ყველ კუთხე-კუნჭული დავლაშქრეთ. ერთმანეთი ძალის გამოცლამდე მივიყვანეთ... დილას ისეთი შეგრძნებით გავიღვიძე, თითქოს სატვირთომ გადამიარა. მთელი სხეული მტკიოდა, მაგრამ წინ ღამით გამოვლილი, რომ გამახსენდა ტრამვატოლოგიურში მოხვედრაზეც მზად ვიყავი. მას ჯერ ისევ ეძინა. მისკენ გადავბრუნდი, მარჯვენა ხელს დავეყრდენი და დავაცქერდი. ვუყურებდი და ვეფერებოდი თმაზე, სახეზე, მხრებზე ტუჩებზე. ვეხებოდი და ვხვდებოდი, თუ როგორ მიყვარდა მისი თითეოული სანტიმეტრი, როგორ მაღელვებდა და მაბრუებდა მის კანზე შეხება. ყველაფერი მიყვარდა მასში ხასიათი, სხეული, მიმიკა, მოძრაობა, გამოხედვა, მისი ყვირილიც კი, სითბოთი და მზრუნველობით სავსე ხმაზე ხომ აღარაფერს ვამბობ. ის იმდენად დიდი იყო ჩემში, უბრალოდ ვეღარ ვიტევდი... ამ კაცმა რას აღარ გაუძლო ჩემს გამო. რა, არ მოითმინა... რა, არ მაპატია.. და მთელი ეს დრო, საკუთარი მხრებით გვატარა. მფარველ ანგელოზად მომევლინა და ასე გაგრძელდებოდა მთელი ცხოვრება... არასდროს გამიშვებდა და მეც არსად წავიდოდი... და ახლა ასეთი ბედნიერი დღის შემდეგ, როგორ უნდა მეთქვა ანას ამბავი? ძალიან არ მინდოდა ამ მომენტის გაფუჭება, მაგრამ გადადებაც აღარ შეიძლებოდა. მეორე დღეს მივფრინავდით. მის მხარზე დავდე თავი და დაველოდე როდის გაიღვიძებდა. უფრო სწორად მხურვალე კოცნებით ვაიძულე... ზლაზვნით გაახილა თვალი, გადმომხედა, წარბები აათამაშა და საბნის ზემოდან მიწოლილი, სასწრაფოდ საბნის ქვეს შემათრია. ეს ისე საყვარლად და სასაცილოდ გააკეთა კისკის ვერ ვწყვეტდი. ის კი არ ჩერდებოდა და მკოცნიდა... - გაჩერდი გეხვერწები ! - ძლივს ჩავაკვეხე ეს სიტყვები სიცილში. - ნწ... ხომ გაგაფრთხილე ერთხელ, სანამ ხელების ფათურს გადაწყვეტ შედეგებზე მზად იყავითქო ?! - დამავიწყდა ! - თუ დაგავიწყდა და ... - ვაიმე, შენ, მე შემიწირავ ! ყველაფერი მტკივა, ასე მგონია დაშლილი ვარ. გაჩერდი რაა... - მერე არ გინდა აგაწყო ? - დიმა ვერ გაგიძლებ, სერიოზულად გეუბნები. ცოტახანში ჭრაჭუნს დავიწყებ. - ისე გადაიხარხარა კედლებმაც კი გაიგეს. - რას იზავ? - სიცილშივე წამოიყვირა - რა იყო, არ გაგიგია ? - კი, მაგრამ ჩემს ცოლს თუ ავაჭრაჭუნებდი არ მეგონა. - მისი შემყურე უნებურად მეცინებოდა. - დაგზეთავ ! - როგორ? - ვკითხე და ვინანე. მის იდეას პირდაპირ პროვოცირება გავუწიე. სასწრაფოდ წამოვხტი და კივილით გავიქეცი. - არ მაინტერესებს... არ მინდა ... აღარ ვჭრაჭუნებ ... ვკიოდი და ოთახს კრუგს ვურტყავდი. - მაგრამ ნეტა რა დამარბენინებდა ? არა თუ მომსდევდა, ადგილიდანაც კიარ განძრეულა. ისევ იქ იყო და ჩემს მოძრაობებს კუჭის ტკივილამდე სიცილით აკვირდებოდა. დაღლილი და გულამოვარდნილი მის წინ დივანზე დავეყრდენი და ძლივს შეკავებული სიცილით ვკითხე. - რატომ დავრბოდი შემთხვევით ხომ არ იცი? ვის გავურბოდი? - ვის, თუ რას ? - თვალი ჩამიკრა და უკვე დასერიოზულებული ფეხზე წამოდგა. - ესეიგი ყველაფერი გტკივა და თან, აქ ჩემს აზრებს მარათონი გაუმართე? - ნელი ნაბიჯითა წამოვიდა. - აი, ახლა უნდა მიკუნტრუშობდე ! - ვიდრე ჩემმა დაღლილმა ტვინმა სიტოაცია გადახარშა და გასაქცევად , ის უკვე ჩემს წინ იყო და ხელში ვყავდი გამომწყვდეული . - დაგიჭირე, ჩემი ხარ პატარავ ! - ისეთი სიყვარულით წარმოთქვა ეს სიტყვები მთლიანად გავინაბე. - ღმერთო, როგორ მიყვარხარ ! - მთელი გული და სული ამოვაყოლე ამ სიტყვებს და ისე ავეკარი თითქოს მასში შეღწევას ვცდილობდი. - ვგრძნობ, მთელი არსებით ვგრძნობ ! სიცოცხლეს მაწყურებს იმის ცოდნა, რომ ასე გიყვარვარ. მინდა ათასი წელი ვიცოცხლო ამ განცდებით. ისეთი კარგია... ისეთი კარგია ... - ჩემს ყელში ცვირი ჩარგო და ისე შეისუნთა ჩემი სურნელი მეგონა შემისრუტავდა. - შენ ხომ უსაზღვროდ მიყვარხარ, მაგრამ შენში, ჩემი სიყვარული სიგიჟემდე მიყვარს ! - ბედნიერი ვარ ! შენთან ძალიან ბედნიერი ვარ ! - გამწია და დამთბარი თვალებით შემომხედა. - იცი? ეს სიტყვები პირველად მითხარი. - ვიცი ! დიდხანს ვიდექით ასე ერთმანეთზე ჩახუტებულები და ერთმანეთს აჩქარებული გულის რითმებს ვუთვლიდით. საოცარი გრძნობაა, როდესაც შენი საყვარელი ადამიანის გული შენს გამო ძგერს, შენს გამო ჩქარდება და ისევ შენს გამო შეუძლია შეწყვიტოს ფეთქვა. ზუსტად ვიცი იმ წუთას ორივე ერთიდაიგივეზე ვფიქრობდით. თითქოს ერთმენეთზე აკრული სხეულებით, ფიქრებსა და განცდებს ვცვლიდით. იმ წუთას თითქოს მასში გავერთიანდი. თუ აქამდე ყოველი ჩახუტების დროს ამის სურვილი , ახლა ნამდვილად ამიხდა. მთელი არსებით ენით აღუწერელ კავშირს ვგრძნობდი მასთან და ათასეული კილომეტრით შორსაც რომ წასულიყო, ზუსტად ისე ვიგრძნობდი... შევისისხლხორცე და ეს, რამდენადაც მიხაროდა, იმდენად მაშინებდა... ვერასდროს ვიფიქრებდი ასეთი სიყვარული თუ შემეძლო... - დიმა რაღაც უნდა გითხრა და დამპირდი, რომ ძალიან მშვიდად და გაგებით მოეკიდები ! - შინ დაბრუნებულმა და ბარგის ჩალაგებით დაკავებულმა, ასჯერ, პირზე მომგდარი და შეწყვეტილი საუბრის ასმეერთედ, წამოწყება ძლივს გავბედე. - დაპირებებზე ჩემი აზრი ხომ იცი ? - ხო, კარგი ! ეს ისეთი საკითხია ვერც გვერდიდან მოვუვლი, ვერც ნეხევრად გეტყვი, ვერც აზრებს დავალაგებ და სჯობს პირდაპირ გითხრა. - გისმენ თაკო ! - ანა, ორსულად არის ! - ვუთხარი და მასწავლებლის მიერ დატუქსული ბავშვივით, დაჭიმული სხეულით კედელთან ავიწურე. - ანუ, ბიძა გავხდები ? - მოიცა ახლა ეს არ ღრიალებს, არ ილანძღება და არაფერს ამტვრევს? მეჩვენება ახლა რამე, თუ რა ჯანდაბა ხდება? პირი დავაღე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. - დახურე პირი თაკო ! - დიმა, მოდი მიჩქმიტე ! - რატომ? - გაეღიმა. - დამარწმუნე, რომ ახლა შენ წინ ვდგავარ, ის გითხარი რაც, ორი დღეა სადარდელად მექცა და შენ ასე მშვიდად შეხვდი თორემ, მგონია რომ სიზმარში ვარ. - მერე ვინ გითხრა, რომ მშვიდად შევხვდი ? - აბა ახლა, რატომ არაფერს ამტვრევ ? - უკვე დავამტვრიე და ყბაშიც მოხვდა მამიკოს - სახეზე ხან სიბრაზე ეტყობოდა ხანაც ღიმილლი. სულ ავირიე. - რა დაამტვრიე? ვის მოხვდა? მოიცა, შენ იცოდი? ... ვაიმე დიმა შენ... - ხო, მე მამიკო გავულამაზე ჩემს დისშვილს ! ნუ გეშინია ქორწილი გავითვალისწინე და ძალიანაც არ დამილურჯებია... სახეზე მაინც... - ანუ, ჩარლიმ გითხრა ? აბა, ანამ დავუშალეო... - ეგღა აკლია ჩარლის, ყველაფერი ანას დაუჯეროს ! - ისე წარმოთქვა მივხვდი, ყველაფრის მიუხედავად როგორ ეამაყებოდა. - როდის, როგორ ნახე? - ერთი კვირის წინ ჩამობრძანდა და მომახარა ახალი ამბავი. - რა მაგარი კაცია ! აი, ზუსტად შენნაირი. - ისეთივე სიამაყით ავივსე როგორც დიმა. - უუფფ, მომეშვა. არადა, როგორ ვნერვიულობდით მე და ანა. - არაფერი გიჭირთ ! - ისე, როგორ ცემე? - აბა, შევარჩენდი ქორწილამდე, რომ ვერ მოითმინეს? - ორივეს ჯავრი ამოიყარე ხო? - არამგონია ტკენოდა, რომ ვცემდი იცინოდა. ანას ელაპარაკე ? - კი . - მივხვდი რასაც მკითხავდა. - ბედნიერია ხო? - ძალიან ! - როგორი ონავარი და ქარაფშუტაც იყო, ისეთივე დარჩა. ახლა მისი ბავშვი ... - ისეთი სითბოთი და სიყვარულით საუბრობდა თვალები ცრემლებით ამევსო. მივედი და მოვეხვიე. - შენ ბიძა გახდები ! წარმოგიდგენია რა მაგარია? პაწაწინა არსება, შენი დისშვილი მასავით ლამაზი... - ბიძა გავხდები ... ბიძა გავხდები... - ხელში ამიტაცა და ამფრიალა. - ძალიან მეყვარებაა ! - სულ სხვანაირი იყო, ძალიან სხვანაირი. წარმოვიდგინე, საკუთარი შვილი, როგორ გაახარებდა და უცებ შემეცვალა ხასიათი, მაგრამ მაინც არაფერი შევიმჩნიე. - ბებიას და ბაბუას არ ვუთხრათ? - იციან ! - ისიც გეცოდინებოდათ ანამ, მე, რომ დამაკისრა შუამავლის ფუნქცია და ორივეს დაგვცინოდით ხო? ახლა გავიბუტები ! - უცებ შემოგირიგებ ! ულამაზესი, მუცელდამრგვალელბული ანა აეროპორტში დაგვხვდა ახალ ოჯახთან ერთად. . ისეთი მშვენიერი იყო, ქალებმა ცრემლი ვერ შევიკავეთ. ერთხანს კოპებშეკრულმა უყურა ძმამ და ბოლოს ლამის ტირილამდე მისული და, ბედნიერებით ჰაერში იმდენხანს აფრიალა ყვიროდა, ისედაც სულ თავბრუ მეხვევა და ნუღარ მიმატებო. სიძეს, გადახვევის დროს ხელით მოუსინჯა მის მიერ დატობევული დაბეჟილობები და სიცილიც დააყრა. ათ დღეში რამდენადაც შესაძლებელი , იმდენად ავითვისეთ „ნიუ იორკი“. ისე გავერთეთ ლამის დაგვავიწყდა იქ ქორწილისთვის, რომ ვიყავით ჩასულები. დიმამა და ჩარლიმ ყველა მათი საყვარელი ადგილი მოგვატარეს და მთელი, ერთად გატარებული რვა წელი გაიხსენეს. ისეთი განსხვავებული იყო ამ დროს ჩემი ქმარი, თიქოს იმ წლებში დაბრუნდა. ჩვენზე მეტს იცინოდა და მხიარულობდა. ეს კი არა, საცეკვაოდაც კი თავად მიმათრევდა. ათი თვის, ან თუნდაც ოთხი თვის წინ ვინმეს, რომ ეთქვა შენს ქმარს ასეთს ნახავო, შეურაცხადად ჩავთვლიდი. ცხოვრებით ტკბებოდა და მეც მატკბობდა მასთან ერთად... მერე... მერე უეცრად შეიცვალა. ისეთივე თბილი მოსიყვარულე და მზრუნველი იყო, მაგრამ ის, ძლივს მოპოვებული სხივი ჩაუქრა. ხშირად ვხედავდი ჩაფიქრებულს და განერვიულებულს. თითქოს თავს მარიდებდა და თუ ჩემთან იყო, სულ იმაზე მელაპარაკებოდა, რომ ჩემს დაკარგვას ვერ გაუძლებდა და რაც არ უნდა მომხდარიყო არ მიმეტოვებინა... გიჟს ვგავდი მისი ასეთი ცვლილებით, ბევრჯერ ვცადე მიზეზის გარკვევა, მაგრამ არ მეუბნებოდა... მეც მასთან ერთად ვქვრებოდი მერე... მერე უეცრად შეიცვალა. ისეთივე თბილი მოსიყვარულე და მზრუნველი იყო, მაგრამ ის, ძლივს მოპოვებული სხივი ჩაუქრა. ხშირად ვხედავდი ჩაფიქრებულს და განერვიულებულს. თითქოს თავს მარიდებდა და თუ ჩემთან იყო, სულ იმაზე მელაპარაკებოდა, რომ ჩემს დაკარგვას ვერ გაუძლებდა და რაც არ უნდა მომხდარიყო არ მიმეტოვებინა... გიჟს ვგავდი მისი ასეთი ცვლილებით, ბევრჯერ ვცადე მიზეზის გარკვევა, მაგრამ არ მეუბნებოდა. მეც მასთან ერთად ვქვრებოდი. ვგრძნობდი, რომ რაღაც ძალიან აწუხებდა, მაგრამ საუბარს გაურბოდა. ბევრი დღე გამატარებინა ჩუმად ტირილში. ჩვენს საძინებელში დივანზე ვიჯექი და ვერანდის კარიდან, მთვარიან ღამეს გავყურებდი. თავში, ათასი ვერსია მომდიოდა. თითეულზე კი გულამომჯდარი ვსლუკუნებდი. კარი ფრთხილად შემოაღო. სწრაფად შევიმშრალე ცრემლი და სახე ავარიდე. არ მინდოდა, ამ მდგომარეობაში ვენახე. გვერდით მომიჯდა. დიდხნიანი დუმილი, ძალიან სევდიანი და გატეხილი ხმით დაარღვია. - მაგ ცრემლების მიზეზი მე, რომ ვარ, თავი უკანასკნელი ნაძირალა მგონია. არადა სულ იმისთვის ვიბრძოდი შენ, რომ არ გეტირა. - ამასაც გადავიტანთ ხო? არვიცი ასეთი რა არის, მაგრამ იმდენი გამოვიარეთ ამას გავუძლებთ. - ხმას არ იღებდა. - მინდა ჩემი იმედი გქონდეს დიმა. რა პრობლემაც არ უნდა იყოს ვეცდები გავიგო და შენს გვერდით დავდგე. უბრალოდ მომიყევი რა... ასე გაურკვევლობაში ყოფნა უფრო ცუდად მოქმედებს. - მისკენ შევბრუნდი და ხელებზე შევეხე. სწრაფად მოითავსა თავის ტორებში, ჩემი სიფრიფანა ხელები და ნაზად დამიკონცა. - მხოლოდ იმის იმედით ვსუნთქავ, რომ შენ გამიგებ. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. იმის გაფიქრებაც კი მაგიჟებს, რომ შეიძლება ერთ დღეს ადგე და წახვიდე. ვერ შეეგუო, ვერ გაუძლო და მიმატოვო. - იმაზე ძნელი იქნება, ვიდრე ჩემთვის შენს გარეშე ყოფნა ? - მე, შენ გიცნობ თაკო და შეიძლება მაგ გადაწყვეტილებამდეც კი, მიხვიდე. - მაშინებ, ძალიან მაშინებ ! - მთელი ძალით მოწოლილ ცრემლებს წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე. - მე უშენობა მაშინებს ! იცი ყველაზე ცუდი რა არის? მე, დარჩენას ვერ დაგაძალებ. - არსადაც არ წავალ ! ვერ წავალ, დიმა ვერა ! შენ ჩემს გამო იმდენი გააკეთე ვერასდროს შევძლებ შენს მიტოვებას... შენს გარეშე მოვკვდები. - არ მინდა, ჩემდამი მადლიერების გრძნობამ, შენს გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს. და საერთოდ მინდა ეგ ამბავი დაივიწყო. - შენს გარეშე ვერ ვიარსებებ, დავიშლები ! რომ არ მითხრა შეიძლება? საერთოდ რომ არ გავიგო და ისევ ისე ბედნიერად განვაგრძოთ ცხოვრება არ შეიძლება? - პატარა ბავშვივით ვევედრებოდი. - მაინც გაიგებ ! - მაშინ ახლა მითხარი ! - ერთი დღე მომეცი, გთხოვ! მინდა რაღაცაში სააბოლოოდ დავრწმუნდე. - აღარც კი ვიცი, მაგ ამბის გაგება საერთოდ თუ მინდა. მე, რომელსაც ყოველთვის ყველაფერი მაინტერესებდა და გასარკვევად ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი, ახლა შემიძლია ცხოვრების ბოლომდე დავბრმავდე და დავყრუვდე ოღონდ შენთან ერთად ვიყო. - მაპატიე ჩემო პატარა ! - გულზე ისე მიმიხუტა, ამაშიც კი პატიების თხოვნა ჩააქსოვა. - მინდა, რომ შევძლო . როგორც იტყვიან ხოლმე, იმ ღამით წვეთიც არ მძინებია. არც მას. მოსალოდნელ ტკივილს ორგანულად ვგრძნობდი და სულს მიყინავდა. ყოველი ცუდის გაფიქრებაზე ჩემს მეორე, შემართებით მხარეს ვრთავდი და თავს ვაჯერებდი, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო აუცილებლად შევძლებდი მის გაგებას. მისგან შორს ყოფნას ფერფლად მაქცევდა, სიცოცხლის ხალისს დამიკარგავდა და ნაწილებად დამშლიდა. ამის შიში ძვლებამდე ატანდა. არც კი ვიცი, რა შეიძლება ვუწოდო იმ განცდებს რაც, იმ ღამით გამოვიარე. თოთქოს ვხვდებოდი კიდეც რა პრობლემასთანაც გვქონდა საქმე, მაგრამ ხომ იცით, რაღაცას სიკვდილიც რომ გირჩევნია იმ დროს, როგორ იქცევა ადამიანი. აი, ზუსტად მასე მოვექეცი იმ აზრს. ისე შორს გადავისროლე მთელი ცხოვრება არ მეყოფოდა მის მოსაძებნად. დილით ადრე ადგა. ვხვდებოდი, რამდენად რთული იყო, მისთვის ჩემთან საუბარი და ამიტომ თავი მოვიმძინარე. შუბლზე მაკოცა და წავიდა. მარტო, რომ დავრჩი ავდექი და სარკეში ჩავიხედე. არ ვიცი საიდან მომაფიქრდა მაინც და მაინც სარკეში ჩახედვა, მაგრამ ნანახმა ძალიან შემაკრთო. განადგურებულ ქალს ვგავდი. თანაც, არც მეტი არც ნაკლები ფიქრებით განადგურებულ ქალს. ნუთუ ის აზრი საკმარისად შორს ვერ გადავისროლე? ნუთუ ჩემს ქვეცნობიერს ვერ გასცდა და ახლა, შიგნიდან შეუმჩნევლად მიწასთან მასწორებ? ... ოღონდ ის არ ყოფილიყო, ოღონდ ის არა და სიცოცხლესაც კი დავთმობდი... მისაღებში ჩასულს ნანაც უცნაური მომეჩვენა. თითქოს ნამტირალევს გავდა და დაბნეულად მიყურებდა. უსიამოდ ვისადილე და კიბისკენ წასული უკან მოვბრუნდი. ჩემი საყვარელი ქალბატონი სამზარეულოს კარში იდგა და უკან მოტრიალებულს ღიმილი მომაგება. ხელი მოვკიდე და სამზარეულოში ბარის სკამზე დავსვი. ორივესთვის ყავა გავაკეთე და მეც გვერდით მივუჯექი. ასეთი მომენტები ბევრი გვქონია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაიმეზე საუბარი გვინდოდა. უხერხულად შეიშმუშნა. ვაცადე რამდენიმე ყლუპის მოსმა მასაც და საკუთარ თავსაც. - ნანა, როგორ შეეგუე იმ აზრს რომ გოგოსთვის პირველი შვილი შენ არ გიჩუქნია? - სად ჯანდაბაში მომაფიქრდა ეს კითხვა? წარმოდგენა არ მაქვს. ნანა კი, აშკარად დავაფრთხე. ერთხანს გაოცებული მიყურებდა და ძლივს მოაბა სათქმელს თავი. - თავიდანვე ვიცოდი და არ გამჭირვებია ამ აზრთან შეგუება. - არც კი უკითხავს ამას რატომ მეკითხებიო. - თავიდანვე, რომ არ გცოდნოდა და მერე გამოჩენილიყო ? - თუ ეს შვილი ღალატის შედეგი არ იქნებოდა შევძლებდი. - და თუ შენ გოგი ძალიან გეყვარებოდა, იმდენად რომ მის გარეშე წამიც ვერ გაძლებდი, ვერ ისუნთქებდი , ვერ იარსებებდი, დაიფერფლებოდი, მის გარეშე უბრალოდ უსულო საგანს დაემსგავსებოდი, თან იმდენად უსაზღვროდ და ეგოისტურად გეყვარებოდა, რომ მისთვის პირველი შვილის ჩუქებას ვერავის დაუთმობდი, წარმოდგენაც კი ჭკუიდან შეგშლიდა, თუდაც ეს ღალატის შედეგი არ ყოფილიყო, თუ ეს შენთვის სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა ამ შემთხვევაში რას იზამდი? - შენ ახლა, შენი და დიმას სიყვარული აღწერე. - სახეზე სევდამ გადაუარა. - ხო და ბოლოს კითხვაც დაგისვი. - გავიგონე, მაგრამ პასუხი არ მაქვს. - ორივე თვალიდან მოურიდებლად დაედინა ცრემლი. - ვგრძნობ, როგორ ვგიჟდები ! ფერები მეკარგება ნანა ! - დიმას ესაუბრე ? - ამ კითხვით მივხვდი, რომ მან ჩემზე მეტი იცოდა. - არა ! - თაკო... - რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ შევაჩერე. - ნუ მიხსნი, შენი ისედაც მესმის. არ ვიცი ამის შემდეგ რა მოხდება, მაგრამ შენ ჩემთვის ყოველთვის მეორე დედა იქნები. - ნუ ამბობ ასე გთხოვ ! - მადლობა, ნანა ! ავდექი და ნელი ნაბიჯებით, გავეშურე ჩემი ოთახისკენ. სამზარეულოში კი თავშეუკავებლად ატირებული ნანა დავტოვე. დამძიმებული სული და სხეული ძლივს მივათრიე დივნამდე და ზედ დავესვენე. აღარც გამოვსულვარ. არც ნანას შევუწუხებივარ. სამსსახურში დავრეკე და გავაფრთხილე, რომ რამდენიმე დღე არ ვიქნებოდი. მოკლედ ირგვლივ ყველა და პირველ რიგში საკუთარი თავი საგლოვად შევამზადე. საღამომდე თითქმის გაუნძრევლად ერთ პოზიციაში ვიჯექი. ვერანდის ღია კარიდან ავტომობილის ხმა შემომესმა. ის იყო. ამოსვლა შეაგვიანდა და ვიფიქრე ნანას ნახავდა. მერე კიბეებზე ისეთი ნაბიჯების ხმა გავიგონე ფეხები, რომ უკან გრჩება. კართან შეჩერდა და ცოტახანში სახელური ჩამოსწია, მაგრამ არ გაიღო. ახლაღა გამახსენდა, შემოსვლისას გადავკეტე. ნეტავ ვის, ან რას ვუკეტავდი? საკუთარ თავს რათქმაუნდა. თოთქოს ამ საკეტით იმ ამბავსაც სამუდამოდ კარს მიღმა დავტოვებდი. ბავშვური მცდელობა იყო არა? როგორღაც მოვახერხე კარებამდე მილასლასება, საკეტი გადავწიე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი. უხმოდ გამომყვა უკან. ამჯერად ჩემს წინ მაგიდაზე დაჯდა და ამ ჟესტით ტრადიციულად მანიშნა გარდაუვალი საუბრის შესახებ. ალბათ ხვდებოდა, რომ ახლა, ყველაზე დიდი გაქცევის მოწყობა შემეძლო ოღონდ ეს არ მომესმინა. გავიქცეოდი კიდეც, საშუალება რომ მოეცა. როგორ მინდოდა დავყრუებულიყავი... თავი ამაწევინა და ერთხანს თვალებში მიყურა. არ ვიცი ჩემს თვალებში რა დაინახა, მაგრამ მე მის ჩამქრალ გიშრებში უკიდეგანო სასოწარკვეთას ვხედავდი. უძირო, სევდიან შავ ტბებში დავიკარგე და სამუდამოდ იქ დავრჩებოდი ოღონდ ხმა არ ამოეღო. - უკვე დაიწყე ჩემი და შენი თავის დანგრევა ხო ? - თითქოს მტუქსავდა. - მომეცი მიზეზი და ამ წამს შევწყვეტ. - სიცოცხლეზეც კი ვიტყოდი უარს ოღონდ ახლა ამ მიზეზის მოცემა შემეძლოს. - დიმა არ მითხრა გეხვეწები, გთხოვ, გემუდარები არ მითხრა, ვერ გადავიტან ! - გულში მთელი ძალით მიმიკრა. - რომ არ გითხრა რამე შეიცვლება ? - არ ვიცი, უბრალოდ მოსმენა არ მინდა... გაქცევა მინდა... დაყრუება მინდა... - ამის დედაც ... გამწარებული წამოვარდ და მაგიდას ფეხი მიკრა. ძირს კონვერტი გასრიალდა. - ეს დეენემის ტესტია ? - იატაკზე დაგდებულ კონვერტზე ვანიშნე. - ამას უცდიდი? - პირიდან ისეთი გმინვა ამოვუშვი, დაკლული ცხოველისას გავდა. - დამთავრდა დიმა, ყველაფერი დამთავრდა? დამრთავდა ჩემი ზღაპარი ? - უხმოდ იდგა კედელთან და კეფას ურტყამდა. - გაჩერდი, გეტკინება ! - მივვარდი და სახე ხელებით დავუჭირე. მის თვალებში ცრემლი შევნიშნე. პირველად,. გესმით? პირველად, ის ტიროდა . ჩემზე მეტად განიცდიდა. ძალა მოვიკრიბე და ვცადე დავმშვიდებულიყავი. თუ აქამდე ქვეყანას თავზე დავამხობდი ახლა მისი დარდი უფრო მეტკინა და ჩემი თავი დამავიწყდა... - შემომხედე, მე კარგად ვარ ! დამშვიდდი გთხოვ ! - თვალებზე ნაზადა გადავუსვი თითები. თავისი ხელები ჩემსას შემოაჭდოდა და მომეალერსა. - შენ ხარ ერთადერთი ქალი, ვისგანაც შვილი მინდოდა. ეს ხომ იცი? - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.- არც კი ვიცი, ეს, როგორ მოხდა, მანამდე არ მჯეროდა სანამ დეენემის ტესტმა არ დაადასტურა... ცხოვრებაში ასე გაურკვეველ მდგომარეობაში, ასე დაბნეული, ასე გაორებული არ ვყოფილვარ... მაგრამ არაფრის შეცვა არ შემიძლია . ის არსებობს, ის ჩემი შვილია და მე ვალდებული ვარ... - რა ხნისაა ? - ოთხი თვის. - აქამდე სად იყო? როგორ დაგემალა ? შენ ხომ ყოველთვის ყველაფერი იცი... - არ ვიცი ! ჯერ კიდევ ვცდილობ რაღაცეების გარკვევას... მასთან სერიოზული ურთიერთობა არ მქონია და რაც დავშორდით არც დავინტერესებულვარ მისი ამბით... - როდის გაიგე ? - ერთი თვის წინ. - მაშინვე რატომ არ მითხარი ? - ბოლო წამამდე მეც არ მჯეროდა. - ნახე? - თაკო გთხოვ, ნუ იქცევი ისე თითქოს შენთვის სულ ერთი იყოს. ნუ გაიყინე.. - ნახე? - მხოლოდ ორჯერ . - გგავს? შენსავით შავი თვალები აქვს? რა იგრძენი ? - გავტყდი. დავიბზარე. - თაკო გთხოვ ! - მიპასუხე ! - ვერაფერი ვერ ვიგრძენი. ისიც არვიცი მგავს თუ არა, მაგრამ ის ვიცი, რომ შავი თვალები არ აქვს. - ის შენი შვილია, მაგრამ ჩემი არა . - ეგოისტური გრძნობა მჭამდა შიგნიდან. - ვერასდროს, შეძლებ ამასთან შეგუებას ხო? - ვინ წამართვა პირველობა? ვინ არის დედა ? - ბოლო სიტყვა გაყინული ხმით ამოვუშვი. ღმერთო, როგორ მეტკინა... სიტყვა, რომელიც ყველაზე ძვირფასი იყო, ახლა დამანგრეველად მოედო ჩემს სმენას, გონებას, გულს. - უუუფფფ ! - ამოიხვნეშა, თავზე ხელები მოიჭირა და თითქმის შეუმჩნევლად ამოილაპარაკა. - გვანცა. - კარგი რა დიმა ! - მუხლებზე დავეცი და ავღრიალდი. - მისგან ? ნუთუ მისგან ! რა დამამცირებელია ჩემთვის. რატომ მისგან? ეს მაინც აგერიდებია არ შეგეძლო ? ესეიგი ჩვენ, რომ შევხვდით ფეხმძიმედ იყო? მერე გაქრა იმიტომ,რომ ასე ეფექტურად გამოჩენილიყო? თვდაცვის საშუალებები რომ არსებობდა არ იცოდი ? იმ უღირსი ქალისგან რატომ? - სრულიად გაუზრებლად ვსვავდი კითხვებს. ვერც კი ვხვდებოდი რას ვამბობდი. ნებისმიერი სხვას ველოდი, ნინაზეც კი თანახმა ვიყავი, ოღონდ ის არ ყოფილიყო. არვიცი რა მნიშვნელობა ქონდა მაგრამ ორგანულად უარვყოფდი მის, დიმას შვილის დედობას. დედობას? ეს ადგილი ხომ ჩემი იყო... რამდენი ხანი ვოცნებობდი, როგორ განვიცდიდი, როგორ ვდარდობდი, როგორ მინდოდა და ვინ წამართვა ?! ბედის ირონიაა... - ესეიგი მაინც მოახერხა შენი ხელში ჩაგდება. - წამოვდექი და ცრემლები შევიმშრალე. - შვილი გაგიჩინა და სამუდამოდ დაგიკავშირდა. - ჩვენს შორის ურთიერთობას ბავშვი ვერ შეცვლის. - ის შენი შვილის დედაა. კიდე ვერ ხვდები ეს რას ნიშნავს? შენი შვილის დედა ... მე უნდა ვყოფილიყავი მაგრამ ისაა დიმა ისააა... - მორიგი აღრიალება მქონდა. ისეთი არასტაბილური ვიყავი იმ წუთას. რაც არ უნდა მდომოდა სიმშვიდის შენარჩუნება არ გამომდიოდა. - ჩემი ოცნება მან აიხდინა. წარმოდგენაც კი არ გაქვს , რა მტკივნეულია. - მაქვს და სწორედ ეგ მაშინებს. თუ აქამდე ეჭვი არსდროს შემპარვია ახლა ვგრძნობ, რომ გკარგავ. - დივანზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. - ეგოისტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა იმდენად მეშინია შენი დაკარგვის შემიძლია გავხდე და გთხოვო, რომ იბრძოლო. გეხვეწები, მოერიე თავს , ამ გრძნობებს და არ წახვიდე ჩემგან თაკო ! თავლებში შემოხედავ ვერ გაბედა, იატაკს დასჩერებოდა და ისე მესაუბრებოდა. უსაზღვრო მუდარი იგრძნობოდა მის ხმაში. იცით, ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მისი დადანაშაულება არ შემეძლო. არ ურალატია. ეს ყველაფერი მანამდე მოხდა ვიდრე დავქორწინდებოდით და თუ იმ უნამუსო ქალის მიზნები ვერ გათავალა მისი ბრალი ნამდვილად არ იყო. გაქცევას და მისგან წასვლას თუ გადავწყვეტდი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის გამო. მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემს ემოციებს ვერ ვაჯობე, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი ეგოიზმი მის სიყვარულზე დიდი უნდა აღმოჩენილიყო. - არ ვიცი, როგორ გამომივა, მაგრამ ძალიან ვეცდები ! -იმ წუთას მისი თვალები უნდა გენახათ. წამში მომანათა იმედი აღვსილი სფეროები. მისგან შორს ყოფნით ტანჯვას, მის გვერდით ტანჯვა ვამჯობინე. წამში მიღებული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ არ შევცვლიდი. ჩვენს ურთიერთობას ყველაზე დიდი გამოცდის ჟამი ჰქონდა და მე ამ დროს ყველა სხვა მომენტზე რაციონალურად ვაზროვნებდი. მაშინაც კი არ მიგრძვნია ამ დოზით მისი დაკარგვის საფრთხე, როდესაც სიკვდილს ებრძოდა. სიკვდილის ანგელოზისგან უფრო ადვილი მეჩვენა მისის სიცოცხლის დახსნა, ვიდრე ჩვენი ურთიერთობისა ჩემი თავისგან. ერთ წამში მიღებული უმძიმესი, ყველაზე მტკივნეული გადაწყვეტიელაბა იყო, მაგრამ არ მინანია, არც ვინანებდი. კაცმა არ იცის რას გავაკეთებდი, მაგრამ მაინც მის გვერდით დავრჩებოდი. ბევრი რამე შეიცვლებოდა, არარაფერი აღარ იქნებოდა ისე, როგორც ადრე, მაგრამ მასთან ერთად ვიქნებოდი. მე მასზე ეგოსიტი აღმოვჩნდი. ვიცოდი, ყველაზე მეტად მას დავტანჯავდი, მაგრამ საკუთარი თავი მისგან შორს ყოფნისთვის ვერ გავიმეტე. ვხვდებოდი, რაც დამემართებოდა და შემეშინდა. ვერ მივცემდი იმ ქალს უფლებას გამარჯვება ეზეიმა. ზუსტად ამას უცდიდა მთელი ეს დრო. ზუსტად ამისთვის ინახა ყველაზე დიდი კოზირი და ჩემი საქორწინო საჩუქარიც დიდი ალბათობით მისგან უნდა ყოფილიყო. ამ ყველაფრისთვის, კი უდანაშაულო ბავშვი გამოიყენა. - ეცადე ამ ინფორმაციამ მედიაში არ გაჟონოს, რაღაც დროით მაინც. მზად, რომ ვიქნები გეტყვი და ბავშვი ჩვენთან მოიყვანე გავიცნობ. დიდხანს არ გალოდინებთ. თქვენი შეცდომების გამო მან პასუხი არ უნდა აგოს. ბებია-ბაბუას აქვს უფლება მას იცნობდნენ და ეს გაცნობა ამ სახლსი უნდა შედგეს. და საერთოდ ამ ბავსვ აქვს უფლება შენს გვერდით იყოს. - მათ ცალკე სახლს ვუყიდი. ყველაფერი ექნებათ არაფერს მოვაკლებ. - მამას მოაკლებ დიმა, მამას ! - არ შემიძლია, ახლა ასე უცებ მამის როლის მორგება. - ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა, სანამ მასთან თავდაცვის გარეშე გორაობას გადაწყვეტდი. - არც ისე ადვილი აღმოჩნდა მშვიდობის შენარჩუნება და ენამ დაუფიქრებლად გამასწრო. - მაპატიე ! წამომცდა. - ნუ ღელავ, ვიცი ასე ადვილად არ გადაივლის. ის თქვი რასაც ფიქრობდი და უნდა შევეგუო იმ აზრს, რომ ხშირად მომიწევს ამის მოსმენა. - ერთადერთი, რაც მინდა კარგად დაიმახსოვრო ისაა, რომ მე ბავშვის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ის, ყველაზე უდანაშაულოა ამ ამბავში. არჩევნის წინაშე არასოდეს დაგაყენებ და თუ შენ ერთ დღეს მისი ამ სახლში მოყვანა მოგინდება ეს სწორიც კი იქნება. მას აქვს უფლება მამა ჰყავდეს ! - მოდი მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. ჯერ კიდევ მაქვს გასარკვევი ბევრი რამ. - შენი სპ*რმა სადაც დატოვე, იქვე ნაყოფიერად აღმოცენდა... ნეტა რაღა დაგრჩა გასარკვევი?! - თავს რომ ვიცავდი, საქმეც მაგაშია. აუ, რაზე მიწევს შენთან საუბარი გავგიჟდები ! - დეენემის ანალიზი დადებითია ! - მაშინებს შენი ასეთი სიმშვიდე. ვერ ხვდები რას აკეთებ. - არაფერს არ ვაკეთებ, საერთოდ არაფერს ! - კარებისკენ გავიქეცი - სად მიდიხარ? - არ გამომყვე ! - თაკო, სჭესთან არ დაჯდე გთხოვ ! კარი მთელი ძალით გავიჯახუნე და თვალებზე ნიაღვარმაც არ დააყოვნა. კიბეებზე სირბილით დავეშვი და პირდაპირ გარეთ გავიჭერი. ნანა გამომედევნა, მაგრამ შეჩერება მანაც ვერ გაბედა. სახეზე შიში ეწერა, ალბათ იფიქრა გავრბოდი. უკან მივტრიალდი ჩავეხუტე და დავამშვიდე. ვუთხარი, რომ არსად მივდიოდი უბრაოდ ცოტა დრო მჭირდებოდა. მერე, ჩქარი ნაბიჯებთ ჩემს მანქანასთან მივედი.კარი გამოვაღე და ინსტიქტურად ჩემი საძინებლის ვერანდისკენ ავიხედე . ვგრძნობდი, რომ მიყურებდა და არც შევმცდარვა. თავით მანიშნა არ დაჯდეო. სხვა დროს ალბათ მის ჯინაზე ჩავჯდებოდი, მაგრამ ახლა არც სურვილი მქონდა და არც ძალა. ნამდვილად სადმე გადავიჩეხებოდი. თანაც, თავად გამომეკიდებოდა და მე კი, ამ წუთას მას გავურბოდი. ცოტახნით, მაგრამ მაინც გავურბოდი. კარი უღონოდ დავხურე და იქვე მდგარ, დაბნეულ მძღოლს ვთხოვე, ლილსთან წავეყვანე. ჩემდა გასაკვირად ეზოში დამხვდა. - მან დაგირეკა ხო? - კი და ისეთ ხმა ჰქონდა, ნომერს ასჯერ დავხედე ხომ არ მეშლებათქო. - იცი, რა მოხდა ლილე ? ყველაზე ცუდი, რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყო. - აზლუქუნებული მოვეხვიე. - წამოდი, ავიდეთ და მომიყვევი. უკანასკნელი ენერგია მოვიკრიბე და ლილეს გავყევი. როდესაც დივნამდე მივაღწიე ისე ვიყავი გამოფიტული და დაღლილი მივხვდი, იქიდან ფეხის გადადგმაც კი აღარ შემეძლო. დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი. ეჭვები, ვარაუდები, განცდები და იმ ტკივილის გადმოცემაც კი შევძელი რასაც ვგრძნობდი. მთელი სიზუსტით, მთელი სიცხადით ავღწერე. ლილესთან იმ იმედით გამოვიქეცი, მისთვის მოყოლის შემდგ ცოტა სიმსუბუქეს მაინც ვიგრძნობდი, მაგრამ საერთოდ არ მომეშვა. იოტისოდენა შვებაც კი ვერ მომგვარა. - ახლა რა იქნება თაკო ? - ძალიან დიდხნიანი პაუზის შემდეგ მკითხა. როგორც, ჩანს მისმა გონებამ ჯერ კიდევ ვერ აღიქვა მომხდარის სიმძიმე. - ამის შემდეგ იქნება და თან აღარაფერი აღარ იქნება. მეგონა შენთან საუბარი მიშველიდა, მაგრამ როგორც ვხვდები, ახალა აღარაფერი მიშველის. - შენ თავსაც გაინადგურებ და იმასაც თან გაიყოლებ. - ვიცი, მაგრამ მის გარეშე არ შემიძლია, არ მინდა. ვერ მივატოვებ ! - ისიც მეცოდება, შენზე ნაკლებ დღეში არ იქნება. - ხო, მაგრამ მისთვის მე არ გამომიჩენია დამალული შვილი. - მისთვისაც სიურპრიზი იყო. - ყველაფერი კარგად მესმის, ყველაფერს კარგად ვხვდები, მაგრამ ამდენიხნის ოცნება წყალში, რომ ჩამეყარა და მისთვის შვილის ჩუქება, სხვას ხვდა წილადა და თან ვის? გვანცას? ამას ვერასდროს გავიგებ, ვერასდროს შევეგუები და ვერასდროს დავივიწყებ. - და სიცოცხლეს გაუმწარებ, დიდი ალბათობით ორივეს. - ლილე, შეიძლება ერთ დღეს მისი შვილი ჩეზე მეტად შეუყვარდეს ? შეიძლება მის გვერდით ცხოვრების გამო მე დამთმოს? - ვკითხე და მდუღარე ცრემლი გადმომცვივდა. - თაკო, რა სისულელეებს მეკითხები? ! - მიპასუხე, რას ფიქრობ. - ერთადერთი ახლა რასაც ვფიქრობ ისაა, რომ ფსიქოლოგი გჭირდება და დროზე თუ არ მივაკითხავთ, მალე ფსიქიატრიც ვეღარ გიშველის. - მე მხოლოდ ის მჭირდება, თანაც ისეთი, არავისთან გასაყოფი რომ არ მეყოლება. - ეჭვიანი მესაკუთრე ხარ. ამ ხნის განმავლობაში სხვა მეგობარი, რომ არ მყავს მხოლოდ იმის ბრალია, რომ შენ ვერავისთან მიყოფდი. მგონი თქვენს შვილთანაც ვერ გაიყოფ. - ჩვენი შვილი აღარ იქნება ! - რაა, გაგიჟდი? - თუ აქამდე არ ყოფილა, ესეიგი ასე იყო სჭირო და აღარც ამის შემდეგ იქნება. - მაშინებ ! - რამდენადაც არ უნდა აგიხსნა რას ვგრძნობ, მაინც ვერ მიხვდები ლილე. წარმოდგენაც კი არ გაქვს რამდენად მტკივნეულია ეს ჩემთვის. - როგორ აპირებ ამის არიდებას , თავს დაიცავ ? - არა ! უბრალოდ ვგრძნობ, რომ აღარ იქნება. როგორც ჩანს, უფალი არ მთვლის დედობის ღირსად. მე, მისი შვილის დედა, ვერასდროს გავხდები ! - თაკო, გთხოვ, მართლა წავიდეთ ექიმთან ! ამ აზრებით თავს დაიღუპავ. - არ მინდა ! ახლა უბრალოდ დავიძინოთ. - და რომ გაიღვიძებ? - მასთან წავალ. დილით თავად მომაკითხა. უსიტყვოდ მიმიყვანა სახლამდე და ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე. ერთკვირიანი დუმილის შემდეგ კაბინეტში მივაკითხე. თუ აქამდე ოთახში მუშაობდა ახლა აქ გადმოინაცვალა. ალბათ იმიტომ, რომ ნაკლებად ეყურებინა ჩემი უმეტყველო სახისთვის. აქამდე საბუთების მოწესრიგებაში ვეხმარებოდი და ვერთობოდით კიდეც, ახლა კი ხმასაც არ ვცემდი. განა სპეციალურად ვიქცეოდი ასე? არა. უბრალოდ სხვანაირად არ შემეძლო... მოკლედ სამუშაოთი გართულს ვესტუმრე და მის წინ სავარძელზე მოვკალათდი. სიყვარულით სავსე თავებით მიყურებდა დაჩემს ხმის ამოღებას ელოდა. სათქმელს ვაჭიანურებდი. მისი თავლებიდან მონატრებულ სიყვარულის სხივებს ვითვლიდი. - ბავშვის ნახვა მინდა ! - ისეთი მტკიცე ხმა მქონდა, მეც გამიკვირდა. - არ ხარ ვალდებული. - თუ ჩემს გვერდით ცხოვრებას აპირებ, ეს გარადაუვალია. თუ არა და ... - როგორ ცდილობ ყველა სიტყვაში მომკლა. - მარტო შენ არ კვდები ! - არასდროს დაივიწყებ ... ასი წელიც რომ გავიდეს ჩემს წამებას არ შეწყვეტ. ეს არაა პრობლემა ათასი წელიც გავუძლებ, მაგრამ შენ რომ იცვლები ეს მანგრევს. - სიმწრით ნაშენები ბედნიერება ერთ დღეში დაგვენგრა თავზე, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ, საყვარელთან პრეზერვატივის გაკეთება დაგავიწყდა და როგორმე მაგ დანგრევასაც გაუძლებ. - ჩემს გვერდით ხარ, მაგრამ არა ჩემთან ! - შენს გვანცას შეატყობინე, რომ დღეს ველოდებით. - კარებთან მდგომმა ვუთხარი და სწრაფად გავიხურე. ჩემს ყურებს კაბინეტიდან მტვრევის ხმა მოსწვდა . სიმწრით თვალები დავხუჭე და კარებს ზურგით ავეკარი, მაგრამ შიგნით შებრუნება არც მიფიქრია. ჩემს წინ წამში გაჩნდა ოჯახის ყველა წევრი. - დღეს სტუმარი გვეყოლება. უფრო სწორად სტურები. - ვუთხარი და უემოციოდ ავუარე გვერდი. - ჩემო გოგო, არ გინდა გთხოვ ! - ნანამ დამაწია ხმა. - მინდა ! დიმა შეშლილივით გამოვარდა კაბინეტიდან, ჯერ მათ შეხედა დამფრთხალნი, რომ უყურებნენ ხან მას ხან მე, მერე წამით ჩემს წინ გაჩერდა და განადგურებულმა შემომხედა. - თავად მიდიხარ მათ მოსაყვანად ? - თაკო რა ჯანდაბას აკეთებ? რას ითხოვ ჩემგან ვერ გავიგე ? მითხარი, გამარკვიე იქნებ გავაკეთო ! - უკვე, გითხარი. შენი შვილის და მისი დედიკოს უკეთ გაცნობა მინდა . იქნებ აღზრდაში ჩემი დახმარებაც დასჭირდეს. - რის მიღწევას ცდილობ? - არაფრის ! უბრალოდ რადგან მე არ მყავს შვილი, დრო ბევრი მაქვს და შენსას გავზრდი. რაიყო არ მენდობი ? გვანცაზე უკეთესი დედა ვერ ვიქნები ? - ამის დედას შე**** ... - ასე პირველად შეიგინა. იქვე მდგარ ლარნაკს ფეხი გაკრა და ნამსხვრევებად აქცია. ვერავინ გაბედა მისი დამშვიდება. - დღეს აქ არავინ მოვა ! - დაიღრიალა. - ან შენ მოიყვან, ან მე ! - თვალი თავლში გავუყარე და ისე ვუთხარი. - არ მინდა იმ ქალის ამ სახლში ნახვა. რატომ არ გესმის? - ის ქალი, შენი შვილის დედა ! - მინდა შენ იყო ! - იმდენად გულრწფელად მითხრა გული ათას ნაწილად დამეფლითა. - მეც მინდოდა ! - ტირილის სურვილით ნიკაპი ამიკანკალდა. შევტრიალდი და ოთახისკენ გავიქეცი. - ახლა წახვალ და იტირებ ხო? - არ მიშველის ! - რატომ ექცევი ასე, შენს თავს ? - ტანჯვა მსიამოვნებს ! - ასე გავგიჟდები, ვერ გავუძლებ. - ამჯერად ვაზა შეიწირა. - უკან მათ გარეშე არ დაბრუნდე ! კარში გაცოფებული გაიჭრა. მეც ჩემს ოთახში შევვარდი და ხო, ცრემლის გაშრობადე ვიტირე. მართლა ტანჯვა მსიამოვნებდა თუ რა ჯანდაბა მჭირდა არ ვიცი, მაგრამ მათი ნახვა მართლა მინდოდა. გამოცდას ვუწყობდი თავს. იმ გამოცდას,რომელიც გარდაუვალი იყო, თუ მის გვერდით დარჩენა მინდოდა. მაგრამ ერქვა კი, დარჩენა ამას? უკან მათ გარეშე დაბრუნდა. მე გამოწყობილი დავხვდი და თქვენ წარმოიდგინეთ ბავშვისთვის, საჩუქარიც კი ვიყიდე. სახლში შემოსულმა ისეთი მადიანი თვალებით ამათვალიერა მიმახვედარ, როგორ მენატრებოდა მისი სხეული, სითბო და ალერსი. ვიდრე მე, კითხვას დავუსვამდი მანამდე მითხრა, რომ მძღოლი მოიყვანდა. და აი, ნანატრი დროც დადგა მოვიდნენ. მუხლები ამიკანკალდა მათი შემოსვლის მოლოდინით. კარში, რომ გამოჩდნენ და გვანცას ხელში ძალიან ლამაზი, ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი გოგონა შევნიშე, ფეხები მომეცელა და იქვე მდგარ დიმას დავეყრდენი. ყელში ისე მომიჭირა თითქოს ვიღაც მახრჩობდა. ცივმა ოფლმა დამასხა და მივხვდი, რომ მათი ნახვისთვის საერთოდ არ ვიყავი მზად და არც არასდროს ვიქბებოდი. დიმამ ჩემი აკანკალებული ხელი მაგრად დაიჭირა და თავისკენ მიმქაჩა. სწრაფად გამოვერკვიე საკუთარი შისებისგან და მეუღლეს კეკლუცურად ავეკარი, შემოსულთ კი ღიმილი შევაგებე. ყველანი დაზაფრულები მიყურებდნენ. იმის მაგივრად, რომ ბავშვს მოფერებოდნენ, იდგნენ და მე მიყურებნენ, თითქოს ჩემგან ელოდნენ ნებართვას. რთქმაუნდა ეს ნებართვა არ გავეცი. ყველანი მოჩვენებითი სიმშვიდით მისაღებში შევიპატიჟე და დივანზე, ქმრის გვერდით მოვკალათდი. თანაც გვანცას ზედმეტი დაკვირვებით, უხერხულობას ვუქმნიდი. ყველა მის მოძრაობას, მიმიკას, გამოხედვას ვსწავლობდი. დაბნეული ჩანდა. - გავაცა, თუ პრობლემა არ გაქვს ბაშვს ავიყავნ. - უხერხულობა გავარღვიე. თავი დამიქნია და მომაწოდა. არც კი ვიცი რა დამემართა ხელში რომ ავიყვანე. ისე ავკანკალდი, ლამის გამივარდა. შეიძლებოდა ჩემი შვილი ყოფილიყო. ამ აზრმა თავში გაგნგაშის ზარი შეჰმოკრა, ერთიანად შემარყია. ისევ ჩესს ადგილს დავუბრუნდი. ბავშვი მუხლებზე დავისვი და ინტერესეით დავაკვიდი. - საყვარელო რა ჰქვია შენს შვილს? - მეუღლეს თვალებში შევციცინე. თითქმის შეუმჩნევლად ამოიხვნეშა. - ანასტასია. - მამიდას მოსახელე ყოფილა. ყოჩაღ გვანცა ! - მთელი ირონია მოვიშველიე. - იცი, ეხლა ვაკვირდები და თოთქოს, მამას საერთოდ არ გავს. დიმას ისეთი შავი თავალები აქვს დავიჯერო ცოტათი მაინც ვერ შეძლო გამოეყოლებინა? - უკვე უტაქტობაში გადამდიოდა ჩემი შენიშვნები, მაგრამ საერთოდ არ მაღელვებდა. -შენ ნაცრისფერი გაქვს. ანას კი ძალიან ღია თაფლისფერი. უცნაურია. ნაკვთებიც განსხვავებული აქვს. - ნეტა საიდან მომდიოდა, ეს აზრები. რა იმედს ვებღაუჭებოდი. - ჯერ პატარა. რომ გაიზრდება ალბათ დაგვემგვანება რომელიმეს. - დაბნეულმა მითხრა, მაგრამ მე მაინც ტყვიასავით მომხვდა გულზე. აბა, რა პასუხს ველოდი ნეტა?! - ხო რათქმაუნდა. იცი, შემიძლია დავიტოვო ხოლმე შენ თუ სადმე წასვლა გენდომება. მაგალითად გასართობად. - ბოლო სიტყვას განსაკუთრებით გავუსვი ხაზი. - გასართობად მას შემგედ აღარ დავდივარ რაც მისი არსებობის შესახებ გავიგე. - მე მესაუბრებოდა და ჩემს ქმარს უყურებდა. - ანუ, დედის როლი კარგად მოირგე. ისე, ძალიან მაინტერესებს აქამდე სად იყავი. თავიდანვე რატომ არ უთხარი? ან თუნდაც მაშინ, როდესაც გაჩნდა. - თქვენი ბედნიერების დანგრევა არ მინდოდა. თანაც ჩვენს ურთიერთობაში ბავშვი საერთოდ არ მოიაზრებოდა. - ალბათ, უნდოდა ეთქვა, ფეხებს მხოლოდ გასართობად მაშლევინებდაო. - ჩვენს ბედნიერებას, ჩვენს ქორწინებამდე ჩასახული ბავშვი ვერ დაანგრევს ! მამაკაცია და ბუნებრივია გართობა სჭირდებოდა. - მგონი ყველაზე დიდი სისულელე ვთქვი, რაც კი ოდესმე მითქვამს ყველა ასპექტში, მაგრამ მთავარია მას მოხვედროდა გულზე, ზუსტად ისე, როგორც მე მხვდებოდა მისი იქ ყოფნა. ვიცი, შურისმაძიებელი, ბოღმიანი ქალივით გამომდიოდა. - თაკო, გეყოფა ! - ჩემსკენ გადმოიხარა და ჩუმად მითხრა. - მგონი ხვდება დედინაცვალი, რომ ვარ და მოუსვენრად არის. არ გინდა დაიჭირო? იქნებ მამიკოს ხელში უკეთესად გაჩერდეს. - არ იფიქროთ ბავშვის მიმართ რაიმე ცუდს ვგრძნობდი. პირიით დაუსრულებლად შემეძლო მასთან თამაში და მოფერება, მაგრამ იმ წუთას მისი მშობლების გამწარება მეტად მინდოდა. - არა, იყოს. დედას დაუბრუნე. - ცოტათი მკაცრი ხმა ჰქონდა. - როგორც გინდა საყვარელო - ანა დედას მივაწოდე და სპეციალურად დავაკვირდი მის მზერას, რომელიც ჩენს კაბაზე მიმაგრებულ გულსაბნევზე იყო მიყინული. . - მოგეწონა? - ვკითხე და შევაკრთე. - ქორწილზე მაჩუქეს, ოღონდ არ ვიცი ვინ. ანონიმურობა მოინდომა. - დიმას მხარზე მივეკარი და მის გაკვირვებულ მზერას ავხედე, მერე კი სხვა მომზირალი გაოცებული თავლები შევათავლიერე, რომლებმაც პირველად გაიგეს საჩუქრის შესახებ. - თუ მოგეწონა მართლა შემიძლია გაჩუქო. - ღიმილიანი სახით შევხედე და კიდევ უფრო მეტად ავანერვიულე. უდაოდ, საჩუქარის ავტორი ეს ქალბატონი იყო ! - არა, მადლობა. შენ უფრო გიხდება. - ხო, ბავშვზე ვსაუბრობდით. თუ ამდენი ხანი დამალე ეს ლამაზი გოგონა, ახლა რამ გადაგაწყვეტინა მისი გამოჩენა? - ერთ დღეს დიმას შემთხვევით შევხვდი და ბავშვზე, რომ მკითხა სიმართლე ვეღარ დავუმალე. თანც, მივხვდი დანაშაული იქნებოდა მამის გარეშე გამეზარდა. - შემთხვევით? ხო, რათქმაუნდა. თქვენი დაუფიქრებელი საქციელის გამო, ბავშმა პასუხი არ უნდა აგოს. იქნებ სჯობდა თავიდანვე გაგემხილა, ბოლოს და ბოლოს მისი მამობის დასამტკიცებლად დეენემის ტესტი აღარ დაგჭირდებოდათ. უბრალო, ცოტა დამამცირებლად მეჩვენა და დარწმუნებული ვარ შენც ასე გრძნობ თავს. - უკვე გვიანაი. ანას ძილის დრო აქვს და სჯობს წავიდე. - დენდარტყმულივით წამოვარდა და ნივთები მოკრიბა. - შეგიძლია აქ დარჩეთ, ბევრი ცარიელი ოთახები გვაქვს და რომელიმეს დაგითმობ. - თითქოს ძალიან გულწფელად შევთავაზე. არადა ზუსტად ვიცოდი, ეს მისი პირველი და უკანასკნელი ვიზიტი იყო ამ სახლში. ანას კი ხშირად მივიღებდი თუ საჭირო გახებოდა. თუმცა მანამდე რაღაც ეჭვები მღრღნიდა და უნდა გამერკვია. - არა. - ცივად წამოიყვირა. - ღაემშვიდობის ! გამარჯვებულის გამომეტყველებით ავუყევი კიბეებს, მაგრამ ვაი ამ გამარჯვებას... მივდიოდი და თითქოს დამძიმებული სხეულიდან ნაწილები მცვიოდა. ყველა კუნთი მიკანკალებდა. ძლივს შევაკოწიწე ჩემი ნაგლეჯები და ოთახში შევიტანე. - შენ ასეთი არ ხარ ! - ვერ შევამჩნიე, როდის შემოვიდა. - უბრალოდ ეს, ის თაკო არ არის, რომელსაც შენ იცნობ. ეს თამარია ! - დამიბრუნე ჩემი ცოლი, გთხოვ ! - ჩემს უკან აისვეტა და მომეკრო. უფრო მეტად ამიტანა ცახცახმა. - დაიკარგა ! - ვხვდები, რომ დაიკარდა, მაგრამ პოვნის იმედი მაქვს ! - ნაზად მომეხვია თავი უკან გადამაწევინა. - ასე ადვილია ? - ის დამპირად, რომ ჩემთან დარჩებოდ და ჩემს გაგებას შეძლებდა. - ხელი ნაზად ჩამოასრიალა ჩემს შიშველ მკლავზე. - შენთან რჩება. გაგებას ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. - სამაგიეროდ ჩემი მიწაზე მწარედ დანარცხება გამოსდის. - ელვა შემიხსნა. - შენი არა, ჩვენი ! - თავისკენ შემაბრუან და კაბა მხრებზე გადამიწია. - მომენატრე ! არაადამიანურად მომანატრე ! - კაბა მთლიანად გამხადა. - პრეზერვატივი გაქვს ? - სწრაფად მოწყდა ჩემს ტუჩებს და მომშორდა. - რაა? - არამგონია მეორე შვილისთვის მზად იყო ! - ეს შენ არ ხარ ! საერთოდ არ გგავს ! - ჯერ უკან სვლით წავიდა მერე კი, უკანმოუხედავად გავარდა ოთახიდან. - ვიცი... ვიცი... ვიცი... - ვყვიროდი და აქამდე შენარჩუნებულ სიმშვიდე სადღაც გადავკარდე. კარი გადავკეტე და რაც კი ხელში მომყვა ყველაფერი დავლეწე. არც კარზე გაუთავებელი ბრაგუნის ხმა მესმოდა და ვერც ის გავიგე დიმამ, როდის შემოამტვრია. - დამშვიდდი, დამშვიდდი ... - ხელში მაგრად გამაკავა და ჩემთან ერთად კედელთან ჩაიკეცა. - არ შემიძლია. მჭამს, მღრღნის, სიცოცხლის ხალისს მაკარგვინებს. - მე, რომ შენს გვერდით ვარ, ეგ არ გყოფნის სიცოცხლის სურვილისთვის? - მაგიტომ ვერ გტოვებ და ვერ ვამბობ შენზე უარს. იმდენჯერ გადაარჩინე ჩემის სიცოცხლე ახლა მთლიანად შენ გეკუთვნის. - მხოლოდ მაგიტომ? - დიმა, იქნებ შენი შვილი არაა, საერთოდ არ გგავს. გვანცაც საეჭვოდ იქცეოდა. - მოდი, ახლა დაიძინე ! - ახლაც მინდა, რომ მეძინოს და ხვალ გაღვიძებულზე მივხვდე, რომ ეს უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო. - წამოდი, დაისვენე და ხვალ ვილაპარაკოთ. - შენც ჩემთან ერთად დაიძინებ? - როდის დამიძინია სხვაგან და შენს გარეშე ? - აქამდე სხვა, არ არსებობდა. - გიჟდები და მეც მაგიჟებ ! ასეთს ვერ გიყურებ. ხელში ამიყვანა, საწოლზე დამაწვინდა , გვერდით მომიწვა და მთელი ძალით მიმიკრა. ვერც სინაზეს იჩენდა, ვერც ძალას ზომავდა. ისე მიხუტებდა თითქოს უკანასკნელი იყო. თითქოს ჩემს სითბოსა და სურნელს იმახსოვრებდა. ძალიან მეუცნაურა, მაგრამ ფიქრი არ დამცალდა, ღონემიხდილს მალე ჩამეძინა. დილით თვალი რომ გავახილე, საწოლის კიდესთან ჩამომჯდარი და ხელებში თავჩარგული დავინახე, გული მომეწურა. ნერვიულად ამოძრავებდა ხელებს სახეზე და ღრმად სუნთქავდა. ძნელი გამოსაცნობი არ იყო ჩემთვის მისი ასეთი ქცევის მიზეზი, რაღაცაზე ზედმეტად ნერვიულობდა. ისევ დავხუჭე თვალები და ჩემს ქმედებებზე კიდევ ერთხელ დავფიქრდი. ამჯერად გაცილებით ღრმა ანალიზი უნდა გამეკეთებია ჩემს ქმედებებსა და მისით გამოწვეულ შედეგებზე. აქამდე ხშირად მიფიქრია, მაგრამ დიმას ასეთ მდგომარეობაში დანახვამ მაიძულა, ეს ჩუმი ისტერიკა, რომელსაც ვერაფრით ვერ ვაკონტროლებდი და ჩემდაუნებურად მომდიოდა აუცილებლად უნდა შემეწყვიტა. ტყავიდან გამოვმძვრალიყავი, საკუთარი თავისთვის მეჯობნა და ძველ მდგომარეობას დავბრუნებოდი. თორემ, ასე გაგრძელების შემთხვევაში საკუთარი ხელებით მივიყვანდი ჩვენს ცოლ-ქმრობას დანგრევამდე. მასაც ხომ ჰქონდა მოთმინება არა? თუ მის გვერდით ყოფნას ვაპირებდი, როგორღაც უნდა შევგუებოდი მომხდარს. თუ ვერ შევეგუებოდი მაშინ უნდა გავცლოდი, რადგან ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ დავანგრევდი ჩვენს ურთიერთობას. ამ ორი ვარიანტიდან, რათქმაუნდა პირველი ავირჩიე, მე მისგან წასვლას ვერ შევძლებდი. მთელი ძალით მოვინდომებდი მათი მამა-შვილობის მიღებას, არც კი ვიცი ბოლომდე გამომივიდოდა თუ არა, მაგრამ მაინც ვერ მივატოვებდი. იცით, რამდენად რთულია რაღაცის შეცვლა შინაგანად რომ არ შეგიძლია, მთელი არსებით რომ გიმონებს ეგ გრძნობა, მაგრამ მაინც იძულებული ხარ თავს ის ძალა დაატანო, რომელსაც ვერ პოულობ. დამღლელია, საშინლად დამღლელი. იმდენად საციცოცხლო ენერგიასაც კი გართმევს. მაგრამ... მაგრამ სასწორის მეორე პინაზე შენი სიყვარული და ბედნიერება, რომ დევს?! ... საწოლზე წამოვჯექი, მისკენ გავჩოჩდი და მხარზე თავი ჩამოვადე. მისთვის არაფრის მტკიცებას არვაპირებდი, არც ჰქონდა აზრი სიტყვებს, უბრალოდ ჩემი გადაწყვეტილება საქციელთ უნდა მეჩვენებინა. არ ვიცი, როგორ გამომივიდოდა, მაგრამ ის იმსახურებდა ჩემგან მ მცდელობას. ერთხანს იგივე პოზიციაში იჯდა. მერე ხელი შემომხვია, მიმიხუტა და თავზე მაკოცა. - რა დავაშავე ასეთი მაინც ვერ ვხვდები ! - ისე ამოილაპარაკა მთელი სადარდელი ამოაყოლა. - ჩემი თავი რომ გამოგიგზავნეს სასჯელად ხო? - სიცილნარევი ხმით ვუთხარი. - უშენობა, რომ გამომიგზავნეს სასჯელად ! - სწრაფად შემეცვალა განწყობა. გავიწიე და სახეში შევხედე. უემოციოდ მიყურებდა. ისე , როგორც მაშინ, ურთიერთობას რომ ვიწყებდით. გულმა რეჩხი მიყო... ნუთუ ? ვაიმე, არა ! ... - უჩემობა? - ვცადე ემოციები დამემალა და სახეზე მხოლოდ მსუბუქი ინტერესი ავიკარი. - უნდა ვილაპარაკოთ. - გაუბედავად დაიწყო. - რაზე? - იმაზე, რაც ჩვენს თავს ახლა ხდება. - ცოტა დრო მჭირდება ... - დამნაშავე ბავშვივით ამოვიბუტბუტე. - რომ მიყვარხარ, საკუთარ სიცოცხლესაც რომ მირჩვენიხა ეგ ხომ იცი? - დიმა ... - ხელზე ხელი მოვუჭირე და თვალები ძლიერად დავხუჭე. მივხვდი საითაც მიყავდა საუბარი. მან განაგრძო... - იმდენად მიყვარხარ, რომ... - სიტყვა გაწყვიტა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, კიდევ ერთხელ მოიტარა სახეზე ხელი და კვლავ დაბალი ძალიან ნელი ტონით განაგრძო. - თაკო, მინდოდა ეგოისტი ვყოფილიყავი, მაგრამ არ შემიძლია, არ გამომივიდა... შენი თვითგანადგურების ხარჯზე არა... ისე მიყვარხარ საკუთარი თავისთვის უშენობით გამოწვეული მძიმე დღეების ასარიდებლად არ შემიძლია არ გავაკეთო ის, რის გაკეთებასაც სიკვდილი მირჩევნია... - კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ შევაწყვეტინე და გაპარული ხმით ვუთხარი: - „ მე შენს გაშვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებ თუ მეცოდინება, რომ ჩემს გვერდით ყოფნა ტკივილს გაყენებს. „ ნუთუ ?! ეს დრო დაგვიდგა? - გაკვირვებული მომაჩერდა. არ ელოდა ამის გაგონებას ჩემგან. - ხო, გავიგონე. იმ ღამით არ მეძინა. - იატაკს გაუსწორა მზერა. - ახლა, ახლა რა იქნება? - ახლა? - კიდევ ერთი ღრმა ჩასუნთქვა. ისე ხშირად ივსებდა ფილტვებს ჰაერით, თითქოს ჩემი წილიც მიჰქონდა და მე აღარ მყოფნიდა. - თუ მინდა რომ „ჩვენ“ ისევ ვიარსებოთ, თუ მინდა რომ ისევ ბედნიერს და ლაღს გიყურო, თუ მინდა რომ ისევ დაგიბრუნდო, ახლა შენი გაშვება უნდა შევძლო. თაკო, შენ ახლა ჩემს გვერდით ხარ, მაგრამ ჩემთან არა. ეს შენც ხომ იცი? - დიმა, ვეღარ მგრძნობ ? ასე დაგშორდი? - იმ სისავსით ვეღარ გგრძნობ და ამას ვერ ვეგუები. ვერ დავუცდი, როგორ დაგვენგრევა თავზე ძლივს მოპოვებული მთლიანობა. - თუ მე შენგან შორს ვიქნები, გგონია, ეს პრობლემა ასე მოგვარდება და მერე ისევ შევძლებთ გამთლიანებას ? - მიუხედავად იმისა რომ მშვენივრად ვხვდებოდი და მესმოდა რასაც გულისხმობდა მიუხედავად იმისა რომ სიმართლეს ამბობდა, მაინც არ მინდოდა დაჯერება, რომ ახლა ამ სიტყვებს მისი პირით ვისმენდი. - მე, ის მგონია, თუ ახლა შენ ისევ ჩემს გვერდით დარჩენას გაიძულებ, თუ ახალ გრძნობებს, სურვილებს არ ვაჯობებ და არ გაგიშვებ მაგ მთლიანობას ბოლომდე შემოვაცლით ერთანეთს.ისეთი აღარასდროს იქნება ჩვენი ურთიერთობა, როგორც აქამდე... ვერ დავუცდი, როდის გადაიზრდება ჩვენი სიყვარული მოვალეობასა და მადლიერებაში... გულში სიცარიელეს ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ შენც იგივეს განიცდი. ახლა აქ ხარ, ჩემგან სანტიმეტრების დაშორებით, მაგრამ ჩვენს შორის იმხელა დისტანციაა, სულს მიყინავს. ასე არ შემიძლია გესმის ? ახლა არ ვიცი, გამიგებ თუ არა და ამას არც გთხოვ, მაგრამ ისიც ვიცი, თუ ძალიან ღრმად ჩახვალ შენ ფიქრებთან მიხვდვდები ამას, რატომ ვაკეთებ. თავადაც გჭირდება ჩემგან ცოტახანს შორს ყოფნა უბრალოდ არ აღიარებ. შენი სურვილით არასდროს დამტოვებ. მე კი, უნამუსოდ ვერ ვისარგებლებდი ამით. იმის სანაცვლოდ, რომ სულ ჩემს გვერდით მყავდე, შენს ფერების დაკარგვას ვერ დავუშვებ. ვერ დაველოდებოდი როდის გიმტყუნებს ნერვები და როდის შემრჩები ხელში სრულიად შეცვლილი განაცრისფერებული ცოლი. - შენგან თუ წავალ გავფერადდები? - მოკლე კითხვა- პასუხებით შემოვიფარგლებოდი და ვგრძნობდი, როგორ ვაკისრებდი ამ გადაწყვეტილების სიმძიმის სრულ პასუხისსმგებლობას. - რაღაც დროით შავთეთრიც გახდები, მერე ხო, გაფერადდები. გეცოდინება, რომ მე დროებით გაგიშვი და სულმოუთმენლად ველოდები შენს დაბრუნებას. მინდა ამის მჯეროდეს... შენ ჩემგან შორს ყოფნა გჭირდება, ამას მთელი არსებით ვგრძნობ. ახლა, ჩემს გვერდით ყველაფერზე ფიქრობ ჩვენს გარდა. ჩემგან შორს ყოფნა კი მარტო მონატრებას გაიძულებს. მიგახვედრებს, ამ ქვეყნად ჩვენთვის ერთმანეთზე მნიშვნელობანი არაფერია და სხვა ყველა, ირგვლივ განვითარებული მოვლენები უმნიშვნელოა. მერე, ამ ამბავსაც ადვილად გადავლახავთ. როცა ეს მოხდება თავად დაბრუნდები ჩემთან. - შენ ? - შემიძლია ვთქვა ჩემი სხეული და გონება ბოლო ხმაზე მოთქმით ტიროდა, ოღონდ ისე რომ ცრემლიც არ დამდენია თვალზე. ლარივით დაჭიმული სხეულით ვიჯექი და ათასჯერ გააზრებულ სიტყვებს და მდგომარეობას ორგანულად ვერ ვიაზრებდი. - მე მანამდე შენი დაბრუნების იმედით ვიარსებებ... - რომ აღარ დავბრუნდე ?! - ცივად შემომხედა, სახეზე წყენა აღებეჭდა. - მაშინ ჩავთვლი, რომ ჩვენმა სიყვარულმა ეს გამოცდა ვერ ჩააბარა. - თავლი თვალში გამიყარა ისე მითხრა. - რაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი მას შემდეგ მთელი ძალით ვცდილობ სულ გვერდით მყოლოდი, არასდროს მომიცია საშუალება ჩემგან შორს გეფიქრა და ისე გადაგეწყვიტა ნამდვილად გინდოდა თუ არა ჩემთან. ახლა, კი ამის საშუალება უნდა მოგცე. არ მინდა ერთმანეთს რაიმე დავაძალოთ... ჩვენი სიყვარული დიდია, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ზოგჯერ მარტო ეგ არ კმარა... - იქნებ არ მინდა ეს გამოცდა გავიარო, იქნებ მეშინია რომ უშენობა უფრო გამტეხავს და დამასუსტებს? - მეც, თაკო მეც, მაგრამ მთელი ცხოვრება მაგის შიშით ხომ ვერ ვიცხოვრებთ? თუ ახლა მაგ გრძნობას ვერ გადავლახავთ შიგნიდან შეგვჭამს. ყოველი ახალი პრობლემა გაძლიერებაში უნდა გვეხმარებოდეს. ხოდა გამოვიყენოთ შანსი და ეს პრობლემა ჩვენი ურთიერთობის სიმტკიცისკენ მივმართოთ. თანაც ჩვენ ხომ დროებით ვიქნებით ცალ-ცალკე. - შენ ახლა იაზრებ რას მეუბნები ?! არა, კი იაზრებ მაგრამ მე კიდევ სხვანაირ გააზრებას ვგულისხმობ. - ცრემლი, რომელსაც მთელი ძალით ვექაჩებოდი უკან, აღარ დამემორჩილა. - არ ვიცი... რომ გავიაზრო ალბათ ყველა სიტყვა უკან დავაბრუნებ და ოთახში ჩაგკეტავ, რომ არსად წახვიდე... არ მინდა ამაზე დაფიქრება, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, სწორად ვიქცევი. - ახლა ველოდები, გაიცინებ და მეტყვი, რომ უბრალოდ მეხუმრე... ახლავე გააკეთებ ამას დიმა ! გესმის ? ახლავე ... - აი, ახლაც მარწმუნებ, რომ სწორად ვიქცევი. დგახარ გაშეშებული და გაყინული სახით მისმენ. სხვა შემთხვევაში ახლა ამ ოთახს და ქვეყანას თავზე დამამხობდი. შენთვის ინახავ იმას რასაც განიცდი და შენ თავს შიგნიდან იკლავ. ზუსტად ამიტომ... აი, ამიტომ... თაკო, რომ ვიცოდე შენი ყველა სიტყვა და საქციელი მხოლოდ ჩემი გამწარებისთვის არის განკუთვნილი სიამოვნებით ავიტანდი სიცოცხლის ბოლომდე. შენგან მოწყობილ ჯოჯოხეთსაც კი გავუძლებ, მაგრამ ამ ჯოჯოხეთს საკუთარ თავსაც რომ უწყობ თანაც ისე, რომ ვერ აკონტროლებ ამიტომ ვდგამ ამ ნაბიჯს. ის რასაც აკეთებ მხოლოდ შენი ტკივილის გამოძახილია... თან გინდა არ შეგეტყოს და ეს თავშეკავება უფრო მეტად გშლის და გცვლის. თავს ისჯი იმის გამო, რომ ამ ამბავთან შეგუება არ შეგიძლია. მე კი, ამით ათასჯერ მეტად მსჯი. არვიცი, შენ ატყობ თუ არა, მაგრამ მე ცხადად ვხედავ, ამ მოკლე დროში, როგორ შეიცვალე. ხმაც კი სხვანაირი გაქვს. აღარ იღიმი. ცოტას საუბრობ. სახლში ლანდივით დადიხარ და ყველაზე მეტად რაც დაჩოქებას მაიძულებს ისაა, რომ ვგრძნობ, შვილს აღარასდროს მაჩუქებ... - საბოლოოდ გაებზარა ხმა. ბოლო სიტყვებზე შემკრთალმა შევხედე და ამ რეაქციით უნებურად დავუდასტურე კიდეც გაჟღერებული. - აი, ხომ ხედავ ! - უკვე გყავს ! - მტკივნეულად დავარტყი. თავი უსიამოდ გააქნია და ჩემგან ზურგით შებრუნდა. - ესეიგი შენ ისე გადაწყვიტე მე არც კი მკითხე ? - შენი პასუხი ისედაც ვიცი. ამიტომ თავად გადავწყვიტე. - ანუ საბოლოოა ? აზრს არ მეკითხები და არც იმას მაცდი გითხრა, მოვინდომებ და უფრო მეტად ვიბრძოლებთქო? - რა, აქამდე ამას არ აკეთებდი? ჩემზე უკეთ იცი, რომ აკეთებდი. უბრალოდ ვერ აჯობე შენს თავს. ზედმეტად რთული აღმოჩნდა. - ისევე დაუკითხავად მიშვებ შენი ცხოვრებიდან, როგორც შემომიშვი. მოჩვენებითი აუღელვებელი ნაბიჯებით სააბაზანოსკენ წავედი. გონებამ განათება დაიწყო.მთელი სიცხადით მიწვდა, ყველა მისი სიტყვა. ვგრძნობდი, როგორ ვეღარ ვიტევდი დაგროვილ ემოციას სხეულში. დიაფრაგმას ერთიანად მოასკდა და მიცდიდა როდის მივცემდი გარეთ გამოსვლის საშუალებას.- შემოსვლა არ გაბედო ! - დაბალ ხმაზე ვუთხარი, სწრაფად გამოვაღე კარი და შიგნით შევვარდი. როგორც კი მის თვალსაწიერს მოვშორდი ჩუმად განწირული ხმით ამოვიგმინე. იქვე თაროზე დაკეცილ მის ხალათს დავწვდი, პირზე ავიფარე და გამწარებული ბგერები ამოვუშვი. იმ ხმებისთვის, რომ არეალი არ დამეხშო ალბათ, კედლებს შევარყევდი, ჩემი ხმა ცას მიწვდებოდა. დაჭრილი მხეცივით ვზმუოდი... შეკავებული ბგერებისგან იოგები, რომ დამეჭიმა და ყელი მეტკინა, მერეღა ვიკადრე დამშვიდება. ცივ იატაკზე ოთხად მოვიკეცე და მისი ხალათი გულზე მივიკარი. არ ვიცი ამ მდგომარეობაში რამდენი წუთი ვიყავი, მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე მარჯვენა მხარე სიცივისგან, რომ დამიბუჟდა. წამოვჯექი და კედელს მივეყრდენი. წარმოგიდგენიათ? კაცი რომელიც მთელი ეს დრო ჩემს შენარჩუნებას ცდილობდა, ახლა თავისივე სურვილით მიშვებს. განა ვერ ვხვდებოდი რატომ? მშვენივრადაც ვხვდებოდი რასაც აკეთებდა, მაგრამ მაინც ვერ ვიღებდი. ის, ჩემზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა. გააკეთა ის, რაც გულის სიღრმეში მეც ძალიან მინდოდა, ძალიან მჭირდებოდა, მაგრამ ვერ ვბედავდი. იმდენად მეშინოდა მისგან შორს ყოფნის ამის აღიარებას ვერ ვბედავდი და მზად ვიყავი, მის გვერდით ასე ომში მეცხოვრა და ყოველდღე წაგვეგო თითო ბრძოლა სანამ საბოლოო დამარცხებამდე არ მივიდოდით. მართალი იყო, სიყვარული არა მაგრამ „ჩვენ“ ნამდვილად გავქრებოდით. მან მაჯობა. თან ეს, ისე გააკეთა თავი დამნაშავედ რომ არ მეგრძნო. თავად აიღო პასუხისმგებლობა და მე გამათავისუფლა... ახლა ვიტყვი, გადავწყვიტე შევგუებოდი მისი სხვა ქალის შვილის მამობის ამბავს და ახლა მიშვებსთქო, მაგრამ მერე რა? უბრალოდ გადავწყვიტე, ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ გამომივიდოდა? ძალიან კი ვეცდებოდი,მაგრამ ეს ვერ იქნებოდა გარანტია, რომ აუცილებლად შევძლებდი ამასთან შეგუებას... ვხვდებოდი, მესმოდა, ვიაზრებდი, ვგრძნობდი, მაგრამ არამც და არამც, ვერაფრით ვერ გავამართლე რომ მიშვებდა. ვერაფრით ვერ მივხვდი, რისთვის, რატომ, როგორ აჯობა სურვილს, ჩემდამი სიყვარულს ისევ ჩემს, ჩვენს სასიკეთოდა და შემელია თუნდაც დროებით. უმისოდ გატარებული წამიც კი, საუკუნედ მომეჩვენებოდა და ამ აზრს, როგორ შევეგუებოდი? .... მაგრამ შემელია? შეძლო? ხოდა მეც შევძლებდი... სახე მოვიბანე, მოვწესრიგდი და გამოვედი. კართან იდგა. ტირილისგან დასიებული თვალები მისას შევანათე. იმდენი ემოცია დავინახე მასში საბოლოოდ ვერცერთი გავარკვიე. - არ გინდა გამლანძღო? იჩხუბო იყვირო და ყველაფერი დაამტვრიო? - ცდილობდა მკრთალი ღიმილით ის ემოცია დაემალა რაც, მის შიგნით შტორმს აწყობდა. - რაიყო, საშუალებას ეძებ გულზე, როგორ მოგეშვას? იმედი უნდა გაგიცრუო. - სულ ცოტახნით, გიშვებ ხომ იცი? - ვისთვის ცოტახანი, ვისთვის საუკუნე. ესეიგი არც კი მკითხე ? კარგი. იყოს ისე როგორც შენ გინდა. როგორც ჩანს ძნელი გახდა შენთვის ჩემი ატანა. ახალი საზრუნავიც გამოგიჩნდა... - მინდოდა ტკენოდა, ძალიან ტკენოდა. - მანდ გაჩერდი, აღარ განაგრძო ! - შეძლებისდაგვარად მშვიდი მაგრამ მკაცრი ტონით მითხრა. თავლები ჩაუწითლდა - ვიცი, რატომაც ამბობ მაგრამ თუნდაც მაგ მიზნისთვის არ გაბედო და ეს ამბები ერთმანეთში არ აურიო. - ავურევ, ზუსტადაც რომ ავურევ და შენ ამას ვერ დამიშლი. მძულს ის დღე ეგ, რომ მითხარი. ყველაფერი მძულს რაც მაგ ამბავს უკავშირდება... ის დღეც კი მძულს მასთან რომ გორაობდი, გესმის? მაგ დღემ შენი თავი წამართვა. ყველაფერი წამართვა ... დედობის უფლება და სურვილიც კი წამართვა... მძულს ... ყევლაფერი მძულს... გამიშვი, ნუ მეხები... დღეიდან აღარ გაქვს უფლება... ჩემზე ყველა უფლება დაკარგე... შენ მე გამიშვი... დიმა ხვდები რა გააკეთე? ხვდები? ... როგორ გამიშვი ? როგორ ? ღმერთო, როგორ მტკივა... როგორ გავძლო უშენოდ? მე თუ ვერ შევძელი, შენ რატომ გააკეთე? არ მომეკაროთქო... თავი დამანებე... - მისკენ წაღებული არცერთი მუშტი არ აუცილებია. ბოლოს ძლივს მომიხელთა და გულზე მიმიკრა. - მითხარი, რომ ხვალიდან ყველაფერი შეიცვლება, დამარწმუნე, რომ ჩემს გვერდით ამ ამბავზე არ იფიქრებ, ყოველ ჩემს მოახლოვებაზე არ გაიქცევი და ექიმთანაც წამოხვალ. გავიგე, ვიზიტი რომ გააუქმე. მითხარი, რომ ხვალ ზუსტად ისეთივე იქნები როგორც აქამდე, ისეთივე გაგიჟებით ყოველგვარი კითხვებისა და შიშების გარეშე გენდომება ჩემგან შვილი, როგორც მე მინდა. - მის ხმას მოკანკალე ბგერები შეერია . - არაფრის თქმას არ ვაპირებ ! აზრი აღარ აქვს. ახლა, რომც შემეხვეწო თავად აღარ დავრჩები. გამეცალე. - გარდეროფის ოთახში გამწარებული შევვარდი. ვერ მივხვდი, ის უფრო მაგიჟებდა ყველა სიტყვას სიმართლეს რომ ამბობდა თუ ის, რომ მიშვებდა. საკუთარ უსუსურობაზე უფრო ვბრაზობდი თუ, მის სიძლიერეზე. სწრაფად ჩავიცვი, ასეთივე სიჩაქრით გამოვვარდი და გასასვლელ კარებს ვესცი, მაგრამ ადგილზე გავშეშდი ოთახის წინ ჩამწკრივებულ გაფითრებულ სახეებს რომ გადავაწყდი. - რა გააკეთეთ? - სინანულით სავსე ხმა ამოუშვა ნანამ და გულზე ხელი მიიჭირა. - დიმა, რა გააკეთე ? - ჩემს ზურგს უკან მდგომზე გადაიტანა მზერა და კითხვას ცრემლიც მოაყოლას. - დავამთავრეთ ! - ატირებული ხმით ვუპასუხე. მინდოდა ნანას ჩავხუტებოდი და ისე მეზლუქუნა, მაგრამ რატომღაც ვერ გავბედე. - რის გამო, ვის გამო ? ასე როგორ მოიქეცით ? - შენი შვილი უკეთ აგიხსნით ! კიბეებზე კისრისტეხვით დავეშვი. ეზოში გავიჭერი და ჭიშკრამდე გზა წამში დავფარე. დაცვის ოთახიდან ახალგაზრდა ბიჭი შეშინებული გამოვარდა და კითხვისნიშნიანი მზერით შემომხედა რა გავაკეთოვო. ელოდა როდის ვთხოვდი გაღებას, მაგრამ აქ უკვე სასოწარკვეთამ შემიპყრო. წარმოდგენაც კი არ მქონდა სად უნდა წავსულიყავი. უამრავის სახლის კარი იყო, რომელსაც უყოყმანოდ გამიღებდნენ, მაგრამ მე არსად მიმიწევდა გული. უკან შემოვბრუნდი, ამჯერად ჩემი სახლს გავხედე. არც აქ აღარ მინდოდა. გამახსენდა, ბოლო დროს, როგორ მეხუთებოდა სული იქ ყოფნისას... მაშინ მივხვდი, რომ დავიკარგე. უფრო სწორად დიდიხნის დაკარგული ვიყავი... ჩემს ირგვლივ უამრავი ადამინი იყო ვისი იმედიც უნდა მქონოდა, მაგრამ იმ წუთას აღარავინ მეიმედებოდა, აღარავინ მინდოდა. საყრენი იმდენად მქონდა გამოცლილი საკუთრაი თავიც კი უცხოდ მომეჩვენა. ბოლო რამდენიმე კვირა საერთოდ არავის ვეკონტაქტებოდი. ლილესაც კი ვემალებოდი. არავისთან საუბარი და მითუმეტეს ჩემი განცდების გამხელა არ მინდოდა. ნაჭუჭში გამოვიკეტე. აი, რას გულისხმობდა ცხადად ვხედავ შენს ცვლილებასო. მეც ვხედავდი, მაგრამ სანამ ფაქტის წინაშე არ დავდექი ვერ ვაღიარე. ისევ, დიმამ მაიძულა ჩემი პრობლემა დამენახა. ამ ფიქრებში გართულს ნელ-ნელა მომიახლოვდა. შევხედე და მის ნაცვლად ის კედელი დავინახე, რომელიც თავად აღვართე ჩვენ შორის. ვიგრძენი, როგორი გაუცხოება მქონდა მასთან. - სად გარბიხარ? - ცოტახნიანი დაკვირვების მერე მკითხა. თან დაცვას ანიშნა ოთახში დაბრუნებულიყო. - სადაც გამიშვი. - მე შენ ამ სახლიდან არ გამიშვიხარ. - გამიშვი ! - მე, დრო მოგეცი დასამსვიდებლად და დასაფიქრებლად. შენ აქ რჩები, მე მივდივარ. - ესეიგი საკუთარი სახლიდან მიდიხარ და მე აქ მტოვებ? სულ გაგიჟდი? - შენ ხომ არ გავიწყდება ჩემი ცოლი რომ ხარ და ეს სახლი შენიცაა? - ცოლი, რომელი რამდენიმე წუთის წინ შენივე ნებით დათმე. - თაკო, ნუ იქცევი პატარა უჭკუო გოგოსავით. ორივემ ვიცით, რომ ყველაფერს მშვენივრად ხვდები. ისიც კარგად იცი რის ფასად მიჯდება ეს გადაწყვეტილება და გთხოვ, ნუღარ მიმატებ. - ამ სახლში არ დავრჩები ! - კარგი. წამოდი აიღე შენი ნივთები და ბინაში წაგიყვან. - შენთან ერთად არსად არ წამოვალ. ახლა წესით შენი საძინებლიდან მშვიდად უნდა მიყურებდე, როგორ ვტოვებ შენს სახლს და ცხოვრებას. ხომ დაიწყე? ხოდა ბოლომდე მიიყვანე, ნუღარ მომსდევ ! - ჩემს ცხოვრებას შენ ვერასდროს დატოვებ. - ასე მშვიდადაც ნუ იქნები. კარგად იცი, გაგიჟებულზე რისი გაკეთებაც შემიძლია. - ზუსტად ვიცი, რას გააკეთებ და რას არა ! ახლა წამოდი შენს ბინაში წაგიყვან. - შენგან აღარაფერი აღარ მინდა, საერთოდ არაფერი. - თუ შეგეკითხო, მასე მაშინ მიპასუხე. წავედით ! - ხელი მომკიდა და მანქანისკენ წამიყვანა. - არ მინდა. შენს გვერდით არ წამოვალ. - ხელი გამოვსტაცე და ერთ ადგილზე მიველურსმე. - ერთხელ მაინც არ იჯიუტო ხომ შეგიძლია ? - დიმა, დაანებე თავი მე და ნანა წავიყვანთ. - გოგი ამოუდგა გვერდით. - არა ! - დიმა, ნუ მაიძულებ ის გავაკეთო რაც აქამდე არ გამიკეთბია. ისედაც ძლივს ვიკავებ თავს ნერვებმა არ მიმტყუნოს. - ისეთი გაბრაზებული იყო თავლებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. - საერთოდ რას აკეთებთ თუ ხვდებით რომელიმე? რას ქვია დაამთავრეთ? - მამა, რაც არ იცი იმ საქმესი ნუ ერევი გთხოვ ! - მისი ტონი ბრძანებას უფრო გავდა. გოგიმ უკმაყოფილოდ გააქნია თავი და მე მომიბრუნდა. - წავიდეთ ჩემო გოგო. - ერთი პირობით, მის ბინაში არ წამოვალ ! - კარგი. სხვაგან წაგიყვან და ისიც თუ არ მოგეწონება ახალს გიყიდი. არ ვიცი ახლა რა სისულელეს აკეთებთ, მაგრამ შენ რომ ჩვენი შვილი ხარ ამ ფაქტს ვერაფერი შეცვლის. - მაგ ფაქტის შეცვლას არც მე ვაპირებ ! მანქანაში დამელოდეთ, მალე მოვალ. - კარგი. გოგიმ, ატირებულ ნანას ხელი მოხვია და ავტომობილისკენ წაიყვანა. მე ერთხანს გაუნძრევლად ვიდექი და ძალის მოკრებას ვცდილობდი. ათასი რამის თქმას მინდოდა. ძალინ მინდოდა გამემწარებინა მეტკინა და ასე დამეტოვებინა, მაგრამ ბგერებს ვერ ვუშვებდი. გულის სიღრმეში მისი მესმოდა, თუმცა მისგან შორს ყოფნის შიშს უფრო დიდი ადგილი ეკავა ჩემს გულში. რაც, ირაციონალურ ქმედებებს მაიძულებდა. რამდენჯერმე სიტყვის სათქმელად გაღებული პირი ისევ დავხურე. რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ. მზერა გავუსწორეთ ერთმანეთს. დარდი და ტკივილი სახის ყველა ნაკვთზე ეტყობოდა განსაკუთრებით კი თვალებში. - მიდი, მითხარი ! - ხელები ჯიბეში ჩაილაგა და უფრო ახლოს მოიწია. - გავუძლებ, ამასაც გადავიტან და უფრო მყარად წამოვდგები ფეხზე. ყოველი ახალი დაბრკოლება უფრო გვაძლიერებს ხო? ხოდა მეც შევძლებ... შენ კი ამ დროის განმავლობაში თვალით არ დამენახო, ახლოს არ მომეკარო. სრულ თავისუფლებას ვითხოვ... - კარგი და მერე? - მერეზე მერე ვისაუბრებთ. - გიშვებ იმისთვის, რომ უკან დაგიბრუნო, ეს არ დაგავიწყდეს ! ქალაქის ცენტრში, ახლადაშენებულ კორპუსში ძალიან ლამაზ ბინაში მიმიყვანეს. ნანამ შიშით შემაპარა კითხვა ფონდს ხომ არ მიატოვებო. რათქმაუნდა არაფრის მიტოვებას არ ვაპირებდი. სამსახურის და პირადის არევა არასდრის მიმაჩნდა გამართლებულად. თანაც, ძალიან მიყვარდა ჩემი საქმე. ახლა იქ ყოფნა და ადამიანების დახმარება თუ გამომიყვანდა იმ მდგომარეობიდან რაც წინ მელოდა. მერე, დიდხანს მეხვეწა შენი მარტო დატოვება არ მინდა და მეც დავრჩებიო, მაგრამ იმ წუთას მარტო ყოფნაზე მეტად არაფერი მჭირდებოდა. ერთი საათი გაატარეს ჩემთან. ამასობაში ჩემი ნივთებიც მოიტანეს და ეზოში ჩემი მანქანაც დააყენეს. მე უარზე ვიყავი, მანქანისა და ყველა ნივთის უკან წაღება ვთხოვე და ისიც ვუთხარი რამდენიმე დღეში სხვა ბინაში გადავალქო, მაგრამ გოგიმ ისე შემომხედა ყველა გზა მომიჭრა. უარის თქმით ძალიან ვაწყენინებდი, მით უფრო ბინაც და მანქანაც გოგის ნაჩუქარი იყო. როგორც კი წავიდნენ ტელეფონი გამოვრთე, განათებები ჩავაქრე, ფარდები გადავწიე და სამი დღე ამ გარემოში დივანზე მიყუჟულმა გავატარე. არავინ და არაფერი არ მინდოდა ამ ქვეყნად ერთი ადამიანის გარდა. მჭირდებოდა, ძალიან მჭირდებოდა, მაგრამ მერე გვანცა-ანა, რომ მახსენდებოდა უარეს აგონიაში ვვარდებოდი და ისევ მარტოობას ვამჯობინებდი. ასე განვაგრძობდი კიდებ დიდხანს ერთ საღამოს კარებზე გაბმულ ბრახუნის ხმას, რომ არ აეძულებინა ჩემი ცივილურ სამყაროში დაბრუნება. მესიკვდილებოდა ახლა ვინმეს ნახვა და მითუმეტეს საუბარი, მაგრამ ის სულიერი ძლიერი დარტყმების შეწყვეტას არ აპირებდა. ფეხებმოთრეულივით მივედი კარამდე და უხალისოდ გამოვაღე. თვალებდაქაჩული შეშლილი და შეშინებული სანდრო შემრჩა. - შენ გოგო, სულ გაგიჟდი? შენი თავი თუ არა სხვა აღარავინ გეცოდება? რას გავს შენი საქციელი? - ღრიალით შემოვარდა და დაღლილი ჩაეშვა სავარძეში. - ნუ ყვირი, თავი მტკივა. - ამ დღეებში სარკეში ჩაიხედე? - არა ! - ხოდა ჩაიხედე, შენი თვალით რომ დაინახავ რას დაემსგავსე იქნებ მოეგო გონს. ტელეფონი სად ჯანდაბაში გაქვს? - აუ, სანდრო აქ თუ ჭკუის დასარიგებლად მოხვედი, სულ ტყუილად შეწუხებულხარ. - შენთან სალაპარაკოდ მოვედი. - ახლა, რამის მოყოლა არ მთხოვო თორემ შევიშლები. - არაფრის მოყოლას გთხოვ, ისედაც მომიყვა უკვე. - ხო, რათქმაუნდა. თქვენი მეგობრობა ურყევია. არ შემოსცხე იმის გამო შენი და რომ მიატოვა ? - რომ მიეტოვებინე შემოვცხებდი. - სხვა ქალის შვილის მამიკო რომაა მაგაზე რას იტყვი? - მაგაზეც ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ არამგონია გესიამოვნოს. ამიტომ სჯობს საერთოდ არ ვთქვა. - ნუ გგონია, რომ მე ეგ შენი აზრი არ მესმის, უბრალოდ ვერ ვეგუები. - ხოდა, ამიტომ მოგცა დრო. თქვენი შეხვედრის დღიდან დღემდე იმდენი რამ მოხდა თქვენს ურთიერთობაში მეც ვფიქრონ, „ტაიმაუტი“ მართლა გჭირდებოდა. - ვიცი, მაგრამ რომ მენატრება რა ვქნა? - გადაგივლის. - ვითომ მამშვიდებს. რა გადამივლის შე იდიოტო საყვარელი ადამიანის მონატრება? ინგლისში, რომ წაბრძანდი მთელი წელი ზლუქუნით რომ გელაპარაკებოდი დაგავიწყდა? - მაშინ პატარა გოგო იყავი, ახლა დიდი ხარ ! - დღეს რჩევა-დარიგებებში სრული კრახი გაქვს . რამ დაგაბნია ? - თაკო რაღაც უნდა გითხრა, მაგრამ მეშინია საბოლოოდ არ გაგიჟდე. - ამაზე მეტად რაღა გამაგიჟებს. ხომ ხედავ, სახლი კუბოს დავამსგავსე. - გაემგზავრა. - ვინ ? - რიტორიკული კითხვა დავსვი იმ იმედით რომ ახვის სახელს მეტყოდა. - დიმა . - და შენ ამბობ, რომ არ მიუტოვებივარ ?! სანდრო, წადი ! - ვერა ! - სანდრო, გთხოვ წადი, მარტო დამტოვე. - თაკო, ვერათქო. ან შენთან დავრჩები ან შენც წაგიყვან. ახლა მარტო არ დაგტოვებ. შეშლილივით წამოვფრინდი და საძინებელში შევვარდი დაიქაურობა ბრძოლის ველს დავამსგავსე. სანდრო კართან იდგა და მშვიდად აკვირდებოდა ჩემს მოძრაობას. დაღლილი, გულაჩქარებული, გამოფიტული ჩამოვჯექი თავდაყირა დაყენებული საწოლის კიდეზე. ისიც მოვიდა, გვერდით მომიჯდა და ძლიერად ჩამეხუტა. - როდის მერე გახდი ასეთი არასტაბილური თაკო? ისტერიკიან ქალს დაემსგავსე. ბოლომდე არც კი მომისმინე ისე აფეთქდი. - არ ვიცი. ძალიან ცუდად ვარ სანდრო, ძალიან ცუდად. ჯერ გამომიშვა, ახლა სულ გაემგზავრა და სულ მიმატოვა და კიდე ის გიკვირს რატომ მაქვს ისტერიკა? - არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებ მის საქციელს. არ გამოუშვიხარ დრო მოგცა, არ მიუტოვებიხარ უბრალოდ სასწრაფო საქმე გამოუჩნდა. - ჩემზე მნიშვნელოვანი? თან ისე წავიდა არც კი გამაფრთხილა? - ხომ უთხარი სრული თავისუფლება მინდა და ახლოს არ გამეკაროვო? - მერე რას დამიჯერა? იქნებ გულით არ მითქვამს? - მხოლოს ერთ რამეს გეტყვი ახლა და შენს ბავშვურ გამოხტომებს მეტჯერ აღარ მოვისმენ. ყველა მის გადადგმულ ნაბიჯს ვეთანხები, რადგან ზუსტად ვიცი დაუფიქრებლად და არასწორად არაფერს გააკეთებს. რაც მოხდა ესეიგი ასე იყო საჭირო. ახლა კი კეთილი ინებე და გონს მოეგე, იმაზე იფიქრე რისთვისაც აქ გამოგიშვა და ამხელა მსხვერპლს ნუ ჩაუყრი კაცს წყალში. იცოდე, მე მასავით რბილად არ მოგექცევი. - როგორ მელაპარაკები სანდრო ? - იმდენად არ ველოდი თვალები ერთიანად დავჭყიტე. - ისე,როგორც გჭირდება. მორჩი გლოვას. ცნობისთვის, შენი თავი მან ჩამაბარა ორივეს მაგივრად მიხედეო. ასე, რომ ცუდადაა შენი საქმე. ახლა, შებრძანდი აბაზანაში და მოწესრიგდი, გავდივართ ! - ძალით ამაყენა, აბაზანაში შემათრია და მაიძულა სახე ცივი წლით მომებანა, გონზე მოგიყვანსო. - ველურო, აუცილებლად გადაგიხდი ამისთვის ! - შენსავით თუ უნდა დამემართოს, უარესიც გიქნია. - კარგი რა სანდრო, რატომ არ გესმის ჩემი? - სველი და ცოტათი დამშვიდებული სახე ისევ სატირლად მომეშალა. - ვინ გითხრა, რომ არ მესმის? მესმის, მგარამ ეს არ ნიშნავს, რომ გეთანხმები. არ იტირო ახლა გეხვერწები. - მიყვარხარ დებილო ! - გულზე მივეკარი. - მეც, ჩემო პატარა ! მიდი ახლა მოემზადე, ბავშვებს ვუთხრათ და სადმე გავიდეთ. მან შენი თავი ჩამაბარა და იმედს ვერ გავუცრუვებ. - სად წავიდა, რატომ და როდის ჩამოვა? - ამერიკაში. აი, რატომ თავად გეტყვის როცა გნახავს. როდის ჩამოვა ეგ ნამდვილად არ ვიცი. - შენ არ იცი, რატომ წავიდა? - თაკო, სჯობს თავად გითხრას. მე ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს თანაც დაუზუსტებელი. - კარგი. სანდრო ჩემთან გადმოხვალ საცხოვრებლად? - შენ რომ წამოხვიდე ჩემთან? - არა, გოგის ეწყინება. შენ გადმოდი რა, მარტო აღარ მინდა. თან მეშინია რაღაცნაირად. ლილეს ვეტყოდი, მაგრამ ახლა საქორწინო სამზადისი აქვს და არ მინდა ჩემი პრობლემებით დავრთგუნო. - ხო ვიცი, რომ გეშინია და აქმადე როგორ გაძელი მიკვირს. კარგი გადმოვალ. და კიდევ, ლილეს ეგ არ უთხრა, თორემ მაგის ქოთქოთ რა გაუძლებს. - გულიანდ გაიცინა და მეც ამიყოლა. - აი ასე, ჩემო ერთადერთო გიხდება სიცილი. - თავზე მაკოცა და საძინებლისკენ მიბიძგა. - სანდრო დედას და მამას ხომ არაფერი უთხარი, არ მინდა ჯერ გაიგონ. - არაფერი იციან და ვერ გაიგებენ. მაგას მე მივხედავ. იმ დღეს, კაფეში დავსხედით. ყველა სათითაოდ მსაყვედურობდა ჩემი ბოლოდროინდელი საქციელისა და დაკარგვების გამო. აი, ლილე კი, რომ არა გაეჩერებინათ პირდაპირ შუა კაფეში გამჩეჩავდა. სასიამოვნოდ ჩაიარა ჩვენმა შეხვედრამ. მივხვდი, როგორ მენატრებოდნენ და რამხელა ბედნიერებას ვართმევდი თავს მათგან შორს ყოფნით. ხშირად ვიკრიბებოთი ასე. ნელ-ნელა გულზეც მომეშვა. თითქოს სადარდელიც დამავიწყდა, მაგრამ გულში ძალიან დიდ სიცარიელეს გამუდმებით ვგძნობდი. მენატრებოდა,მაკლდა მის გარეშე არასრულფასოვნების განცდა მქონდა. ყველა კუთხეში მას ვეძებდი. სულ მქონდა მოლოდინი რომ ახლა გამოჩნდებოდა. და თან ამავდროულად მტკიოდა, მწყინდა, ვბრაზობდი მასზე. თუ აქამდე გონება მიშლიდა ხელს და გულს არ ემორჩილებოდა ამჯერდ პირიქით იყო, გული არ ემორჩილებოდა გონებას. თავში ყველაფერი დალაგებული მქონდა მაგრამ გული სულ სხვა ფიქრებში მიმაქანებდა ხოლმე. ერთი თვე გავიდა ჩვენი დაშორებიდან. მისგან არაფერი ისმოდა. არავინ არაფერს მეუბნებოდა. უფრო სწორედ მე არ ვკითხულობდი. ნანას რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა, მაგრამ მერე ისევ გაჩერდა, ალბათ ჩემი მოჩევენებითი უინტერესობის გამო. ჩემი რუტინა სამსახური, სახლი, ზოგჯერ მეგობრული შეკრება, სანდროს ნერვების მოშლა და ღამე ტირილი იყო. ამ დროის განმავლობაში გვანცაზეც მოვიძიე ცოტა ინფორმაცია,იმ ეჭვებმა მსძლია. სამწუხაროდ საეჭვო არაფერი შემინიშნავს. მის წარსულზე ისედაც ვიცოდი, ახლა კი ძალიან მშვიდად და შეუმჩნევლად ცხოვრობდა ანასთან ერთად, გარეუბანში პატარა სახლში. ალბათ კიდევ განვაგრძობდი მისი ამბების ქექვას, მაგრამ რატომღაც თავი დამნაშავედ ვიგრძენი მის პირადში ღრმად რომ ვიჭრებოდი და შევეშვი. თანაც, აღარ მინდოდა მასზე და ამ ამბებზე ფირქისთვის გამეცდინა გონება.გვანცა, როგორღაც გავაქრე თუმცა, ანას შემოშვება არ შემიწყვეტია და თითქოს გამომივიდა კიდეც. საერთოდ აღარ მესახებოდა ეს პაწაწინა უცოდველი არსება პრობლემად. ნუ პრინციპში ანა არც თავიდან ყოფილა ჩემთვის „საძულველი“ . მე იმ მიზეზს ვერ ვეგუებოდი რასაც ანა მოჰყვა შედეგად. მოკლედ ამაზე ფიქრს საბოლოოდ შევეშვი და დაველოდე, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. დიდი, დრო არ დამჭირვნია იმის მისახვედრად დიმას გარეშე სიცოცხლე, რომ არ შემეძლო და მის გარეშე არაფერი, რომ არ მიხაროდა. ეს ისედაც ვიცოდი, მაგრამ ახლა ყველგან და ყველაფერში მის სახეს რომ ვეძებდი, მისი სურნელი და ხმა რომ მელანდებოდა და ქუჩაში ვიღაცეებს, რომ ვამსგავსებდი განსაკუთრებულად მიმახვედრა. ის ჩემი სამყაროს ცენტრი იყო და ვერანაირი მიზეზი ვერ შეცვლიდა ამას. მის მიმართ აქამდე არსებული გრძნობებიდან მხოლოდ უკიდეგანო სიყვარული, მონატრება და გაბრაზება დამრჩა. მაინც ვბრაზობდი მისგან შორს ყოფნა, რომ მაიძულა. ეტაპობრივად ჩემი მდგომარეობაც დალაგდა ბევრად სტაბილური და მშვიდი გავხდი. გოგი და ნანა მზრუნველობას რა მაკლებდნე. სანდროც თავის სახლში გადაბარგდა. მე კი, მხოლოდ მისი დაბრუნების მოლოდინით ვთელავდი დღეებს. მზად ვიყავი მასთან კითხვების ეჭვებისა და შიშების გარეშე ცხოვრების გასაგრძელებლად თუმცა, შერიგებას ასე ადვილად არ დავუთმობდი. ამასობაში მეორე თვეც მიილია. ზურამ და ლილემ ქორწილი გადადეს, იქ ორივე თუ არ გიხილეთ, ვერც ჩვენ ვიქნებით ბედნიერებიო. ხოდა მეც მომენტით ვისარგებლე და უსაქმოდ დარჩენილი ლილე ფონდის თხუთმეტი წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოს სამზადისში დავიხმარე. მთელი კვირა ისეთი რეჟიმი გვონდა დასაძინებლადაც არ გვეცალა. უამრავი სტუმარი იქნებოდა. ყოფილი და ახლანდელი ბენეფიციარები შემომწირველებთან ერთად დაესწრებოდნენ ამ წვეულებას. მინდოდა ჩვენი სპონსორებისთვის მენახვებინა, რამდენად დიდ სიკეთეს აკეთებდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათ მიერ გღებული თითოეული თეთრიც კი და საკუთარი თავლით ენახათ მათ მიერ გადარჩენილი სიცოცხლეები. ერთკვიარიან დაუღალავ შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია. საღამომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, იყო ბევრი სიხარულიც და ცერმლიც. გვყავდა რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებულებიც. იუბილემ სითბოთი და ამაღლებული განცებით გაჯერებულმა ჩაიარა. როგორც კი დასკვნითი ნაწილისკენ გადავედით ანუ, როდესაც ყველას უბრალოდ გართობა ევალებოდათ მეც, მოვდუნდი და თავს დასვენების უფლება მივეცი. გულრწფელი მადლობების შემდეგ, წითელი ღვინით სავსე ფუჟერით ხელში ვერანდაზე გადავინაცვლე და ლამაზად განათებულ ქალაქს მოვავლე თვალი. - მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ამაზე საპატიო ჯილდო არ ამიღია ! - მომესმა ზურგს უკან ნაცნობი ხმა და გაღიმებულმა გავხედე. - ბატონო დემნა ! - წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, რომ შემოგიერთდეთ? - არა, მობრზანდით. - „უანგარო ქველმოქმედი“ - ხელში დემონსტარციულად აღმართა ვერცხლისფერი ასოებით შეკრული წარწერა. - მადლობა თამარ! - ვფიქრობ, იმსახურებთ. ფონდის თანამშრომლების ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. - მადლობა თანამშრომლებსაც. უმჯობესია მიკროფონში თუ გამოვაცხადებ ხო ? - გაეცინა. - თითქოს მოწყენილი მეჩვენებით. - მგონი, გეჩვენებით. - თამარ, მე სიმართლე ვიცი ! - არც მიფიქრია, რომ არ გეცოდინებოდათ. - ალბათ ამას სხვა დროს არ გეტყოდით მაგრამ ახლა მომენტით ვისარგებლებ და რაღაცას გეტყვით. - გისმენთ. - ინტერესი გამიღვიძა. - გვანცას, რომ დიდი ხანია ვიცნობ ეგ უკვე იცი და ალბათ ძნელი მისახვედრი არ იქნება, ყველაზე კარგად მას მე, რომ ვიცნობ. - ამით, რისი თქმა გინდა? - დაბნეულმა „თ“ ავტომატურად ჩამოვაშორე. - ის ახლა, ერთი გაბოროტებული ქალია და მიზნისთვის ყველაფერს იკადრებს. - დემნა ისეთი, რამ იცი რაც, მეც უნდა ვიცოდე ? - მე ის ვიცი, მის გამო თქვენი ოჯახი გაწირვად არ ღირს. ამ ბოლო თვეების განმავლიბაში თქვენით ვიწამე, რომ კიდევ შეიძლება ღირსეული ქალის პოვნა ვისაც გულრწფელად უბრალოდ მე, დემნა ვეყვარები და არა ჩემი სტატუსი და ქონება. - იქნებ, პირდაპირ მითხრა რას ემსახურება შენი ეს სიტყვები. - შენში ეჭვის გაღვიძებას თამარ. - მგონი, შენ კიდევ რაღაც იცი. - მაგას არ აქვს ახლა მნიშვნელობა. უბრალო მე ვიცი დიმა კარგი კაცია და თქვენი ურთიერთობა ამ ქალს არ უნდა შეეწიროს. - რატომ აკეთებ ამას დემნა? - მინდა შენ და დიმა ბედნიერები იყოთ. საკმარისზე დიდი მიზეზია ვფიქრობ. გვანცასნაირი ქალის გამო არ ღირს... - დემნა, მგონი შენი ბენიერების დროც დადგა. თორემ ვატყობ ასაკი გერევა და სენტიმენტალური ხდები. - მომესამ ზურგს უკან ახლობელი, საყვარელი, ნანატრი ხმა და გული ერთინადა ამოვარდა ბუდიდან. ორივე ერთდროულად შევბრუნდით. - ხო მაგას მეც ვატყობ და ვმუშაობ მაგ საკითხზე დიმა ! - მხიარული ხმა შეაგება და ხელის ჩამოსართმევად ორი ნაბიჯი გადადგა. - მიხარია, რომ გხედავ. - მეც. - ყველაფერი რიგზეა? - რიგზეა. - კარგია. მაშინ მე დაგტოვებთ. - ყველაფრისთვის მადლობა დემნა ! - მადლობას იცი, როგორც გადამიხდი. - გაეღიმა და თვალით ჩემსკენ ანიშნა. მე? მე ამდროს ალბათ მკვდრისფერი მედო. გავხურდი, გავიყინე, დვბუჯი, თავბრუ დამეხვა, გული ამიჩქარდა, თვალები აბირჭყვიალდა, ყელში ბურთი გამეჩხირა, გული ჯერ ამომივარდა მერე, სულ გამეპარა. მოკედ რა აღარ დამემართა. დემნა გააცილა და ჩემსკენ მობრუნდა. ერთხანს თბილი ღიმილიანი სახით მიყურა მერე კი ისევ გააჟღერა ნანატრი ხმა. - ესეიგი განქორწინება გინა ? - ხელები ჯიბეში ჩაიწყო, წარბები აზიდა და ისე დამაჩერდა. - დიდი ბოდიში, მაგრამ ვერ ეღირსები ! - სიტყვის თქმა ვერ შევძელი. პირი უდაბნოსავით მქონდა გამომშრალი, ტუჩები კი ერთმანეთზე შეწეპებული. გაქვავებული ვიდექი და გაშტერებული ვუყურებდი. - არ მოგენატრე? მე ძალიან. - უფრო ახლოს მოვიდა - ახლა თუ არ გაკოცებ, შენი სილამაზე პასუხს მომთხოვს ! - დაიხარა და ნაზად შემეხო ბაგეებზე. ფუჟერი გამივარდა ხელიდან და მისმა გატეხვის ხმამ გამომაფხიზლა. სწრაფად დავიხიე უკან. - არ შემეხო ! - მოზრდილი ნერწყვი ძლივს გადავყლაპე გამომშრალ ყელში. - ანუ, ახლა თავიდან ვიწყებთ? ისევ უნდა გდიო? კარგია, მომენატრა კიდეც. - გაეღიმა. - არაფერს არ ვიწყებთ თავიდან, პირიქით ვასრულებთ ! - ფორმაში ხარ თაკო, ზუსტად ისეთი ხარ როგორც თავიდან. - არა ცდები, იმაზე ბევრად უკეთესად ვარ და გაცილებით უკეთ გაგიმწარებ სიცოცხლეს. - მაგისთვის თავიდანვე ვიყავი მზად. - რა თვითდაჯერებულობაა? გგონია ძველი წესებით გამოგივა? - ახალს მოვიგონებ. - ნერვებს მიშლი უკვე. ხვალ ჩემი ადვოკატი მოგაკითხავს. - თუ არ გინდა მოხვდეს, ახლოს არ გამაკარო. - ახლოს მოიწია და კვლავ დაპირა კოცნა, მაგრამ იმის სიშიშით რომ ნამდვილად გული წამივიდოდა ბზიკნაკბენივით გავიქეცი დარბაზში და სანდროს ძებნა დავიწყე. ძლივს ვიპოვე და სასწრაფოდ სახლში წაყვანა ვთხოვე. - რა მოხდა, რა სახე გაქვს? - ისე იცინოდა ვიეჭვე მანაც იცოდა რომ დაბრუნდა. - დაბრუნდა სანდრო, დაბრუნდა და ჩემი გულის გასახეთქათ პირდაპირ აქ მობრძანდა. ჩქარა წამიყვანე ჩვენსკენ მოდის. - მაცადე, მივესალმო და მერე. - რა მერე, დროზე წამოდი თორემ ჩემით წავალ. - მანდ დაეტიე და მაცადე. - გასაღები ამართვა ხელიდან. - დიმა? რატომ არ მითხარი რომ მოდიოდი დაგხვდებოდი. - სიხარულით მოეხვია გულითად სიძე-მეგობარს. - შენ გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე გქონდა. - უთხრა და მე გამომხედა. - კარგი, ახლა მაგ საქმეს სახლში წავიყვან და მერე სადმე დავსხდეთ. – - კარგი. დაეთანხმა და ხელით რაღაც ანიშნა. სხვა დროს ალბათ მივხვდებოდი რა, მაგრამ იმ წუთას ჩემს გამომშრალ ტვისნ მაგის უნარი არ შესწევდა. სტუმრებს დავემშვიდობე და ლილეს თან გაყოლაც დავაპირე, მაგრამ ზურამ არ გამოუშვა. რაღაც, შეთქმულებივით იქცეოდნენ. რაღას ვიზავდი, მძღოლის გვერდით უგემურად მოვთავსდი და სახლამდე ხმა არ ამომიღია. ტავის ბინაში წამიყვანა. როგორც კი კარი შევაღე იქედან მოვყევი, ნერვიულად წინდა უკან სიარულს. მიხაროდა, უზომოდ ბედნიერი ვიყავი რომ დაბრუნდა მაგრა უაზრო სიჯიუტე მაინც მჯობნიდა და გაბრაზების დავიწყების საშუალებას არ მაძლევდა. - თაკო დაჯდები ახლა თუ მიგაკოჭო სავარძელზე? დამეხვა ბრუ.. - სანდრო დამეტაკა და ძალით დამსვა. - ხედავ რა გააკეთა? ისე მოვიდა თითქოს სულ არაა დამნაშავე და მის გარეშე ორი თვე და ათი დღე არ გამეტარებინოს. ბოდიშიც კი არ მოუხდია იმისთვის, ასე ერთიანად რომ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. - შენი სურვილი შეასრულა ქალბატონო. - რატომ შეასრულა მერე? ან ახლა რაზე დაბრუნდა ვინ დაუძახა დატეულიყო იქ და მეც ასე მშვიდად განვაგრძობდი ცხოვრებას. - ვინ დაუძახა? ნუ მაცინებ ახლა. განქორწინების საბუთები რომ გააგზავნინე ადვოკატს მეილზე დაძახება კი არა, საყვირში ჩაბერვა იყო. - ეგ რა შუაშია ? მოეწერა ხელი და ვსო. - თავს ნუ იკატუნებ, განქორწინება რომ არ გინდა მშვენივრად ვიცით. იცოდი ,აქ რომ ჩამოვიდოდა და ამიტომაც გაუგზავნე. დაჯექი ახლათქო, რომ გეუბნები - შენ რანაირი ძმა ხარ? - იმნაირი. - გაეცინა - ისე მართლა, რომ ჩამოვიდა ... - ეჭვი გეპარებოდა ? - ხმის მიმართულებით გავიხედე, მისაღების კარში ჩემი ქმარი იყო თავისი განიერი მხარ-ბეჭით ასვეტილი. არა, რატომ მივაქციე ახლა ყურადღება მის მხრებეს თუარ მენატრებოდა?! ერთი შეხედვითან კი სწრაფად ავითვისე მისი სხეული. - დამიძახე და მოვედი. - მედიდურად გაიჯგიმა და ლამის ვეღარ დაეტია ჩარჩოში. - ამას აქ რაუნდა ? - ჩემს ძმას მივუბრუნდი და ისეთი ტონით ვკითხე, თითქოს სულ არ მიხაროდა უკან რომ გამომეკიდა. გამიხარდა კიარა, ეს რქამოუტეხელი სიჯიუტე რომ არა, კუნტრუშს დავიწყებდი ოთახში და მერე კისერზე ჩამოვეკიდებოდი. - კარაქიან პურზე დავპატიჟე, მაგრამ ახლა გამახსენდა კარაქი რომ არ მაქვს, წავალ ამოვიტან. - ადგა და გასასვლელისკენ გაემათა. - სანდრო ! - მაინც გავიბრძოლე. - დიმა თოკი თუ დაგჭირდეს, დივნის ანტრესორშია. - მხარზე ხელი დაარტყა. - მადლობა სანდრო. - ახლა არ მინდა მადლობა, მაგრამ მეორედ აღარ დამიტოვო იცოდე. ძმური ვალდებულებებიც მეყოფა. გამაგიჟა. - სიცილით უთხრა და ოთახიდან გაუჩინარდა. - ხომ ხედავ ჩემს გარდა ვერავინ გიძლებს ! - ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა და გვერდით მომიჯდა. - არავის არ ვთხოვ, თუ ვერ მიძლებთ მიბრძანდით. აა, თუმცა შენ უკვე მიბრძანდი. - ესეიგი შხამის მოზღვავებას ისევ გრძნობ. მოგიხდა ჩეგან შორს ყოფნა. - დიმა, ნუ მახსენებ. ისიც საკმარისია ეს დრო ჩემით საერთოდ, რომ არ დაინტერესებულხარ. - აირჩიე ამ ხნის მანძილზე ნებისმიერი დღე და გეტყვი, რას აკეთებდი. - სანდროს გარდა კიდევ გყავდა სხვა დეტექტივი ? - ეჭვიც არ შემპარვია, ყველა კუთხეში უჩინარ დაცვას რომ მომიჩენდა. - მოეშვი ახლა მაგ ირონიას. არ მკითხავ, რატომ გავემგზავრე? - მაგაში შესაკითხი რაა ? ადექი და ასე უბრალოდ წახვედი. ალბათ, არ გინდოდა სადმე შემთხვევით გადამყროდი. - ასე უბრალოდ არ წავსულვარ, მაგრამ ბოლოს სიმართლე თქვი, არ მინდოდა სადმე გადაგყროდი, რადგან თავს ვერ შევიკავებდი ხელს დაგავლებდი და ისევ ჩემთან წაგიყვანდი. ასე კი წყალში ჩამეყრებოდა, ის მიზანი რისთვისაც გამოგიშვი. - თუ, წამოგყვებოდი კი. - არ წამომყვებოდი? - მთელი ტანით შემობრუნდა ჩემსკენ და მომეჩერდა. სხეულში სიმხურვალის ტალღამ დამიარა, სწრაფად გადავჯექი მეორე მხარეს. გაეღიმა. - ძალიან კარგად იცი, რომ არა ! - ახლაც არ წამომყვები? შენს დასაბრუნებლად მოვედი. - იქნებ ჯერ კიდევ არ ვარ მზად შენს გვერდით ცხოვრებისთვის? და საერთოდ, იქნებ ამ დრომ ის მიმახვედრა, რომ შენს გარეშეც ძალიან კარგად ვარ? - ეგ, არ მოხდება ! - უკვე მოხდა ! შენ მე გამომიშვი და არჩევანის უფლება მომეცი. ხომ გინდოდა ჩემს თავში გავრკვეულიყავი ? ხოდა გავერკვიე. ამის შემდეგ ჩემს ადვოკატს დაელაპარაკები. - რაც არ უნდა გააკეთო, ვერ გამაბრაზებ. ასე, რომ ტყუილი მცდელობები გაქვს. - მაგასაც ვნახავთ როგორი მცდელობებიც მაქვს. - თავი გააქმია და ჰაერი მობეზრებულად გამოუშვა. - აქ რისთვის მოხვედი? - იმ ამბების მოსაყოლად რაც, ამ დროში მოხდა. - მგონი აღარ მაინტერესებს. - ანა, ჩემი შვილი არ არის ! - რაა? - ფეხზე წამოვფრინდი. ლამის სისხლი ჩამექცა ტვინში ამ სიტყვების გაგონებაზე.- ღმერთო ჩემო, აბა ეს სიმწარე მე რისთვის გამოვიარე? - მგონი ახლა, მერჩივნა სიმართლე ყოფილიყო. იმდენი ემოცია, იმდენი აზრი ამეშალა შეიძლებოდა მართლა გავგიჟებულიყავი. - გამოვიარეთ. - შემისწორა. - მიდი დაჯექი და მოგიყვები. - თვალით ჩემს სავარძელზე მანიშნა. დაპროგრამებულივით დავემორჩილე. - შენი წასვლიდან რამდენიმე დღეში ბიზნეს ფორუმზე დემნას შევხვდი. როგორც აღმოჩნდა მან ველაფერი იცოდა, მაგრამ არ ჯეროდა რომ გვანცა სიმართლეს ამბობდა, რადგან ვიდრე ანა გაჩნდებოდა მანამდე მასთან ყოფილა მისული და აჯერებდა მამა შენ ხარო. მაგრამ იმდენად უტვინო აღმოჩნდა მათი ურთიერთობისა და ფეხმძიმობის დრო ვერ გათვალა და ასე ჩაეშლა გეგმა. დემნამ მიუხედავად ამისა, მაინც მოიძია მისი ბოლოდროინდელი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია. მის სანაცნობო წრეს კარგად იცნობდა. აღმოჩნდა რომ მის კონტაქტებს ნინა და ნიკა დაემატა.ძალიან კი ცდილობდნენ შეუმჩნევლად ურთიერთობას, მაგრამ დემნამ მაინც გაარკვია. გეფიცები, ვერც კი წარმოვიდგენდი მაგ ნაგავს თუ იცნობდა. თავიდან ყურადღება არ მიუქცევია ამ ფაქტისთვის, მაგრამ ჩემზე, რომ გაიგო ეჭვი დაებადა, ნიკას ამ ამბავთან კავშირის შესახებ. მან იცოდა ჩვენს მტრობაზე. მოკლედ დამაკვალიანა და ეჭვი მეც გამიჩინა. ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ ნიკა ამერიკაში გავუშვი და სწორედ იმ პერიოდში დაბრუნებულა, როცა გვანცა, ჩემთან ახალი მამის პოვნის მიზნით იყო მოსული. მერე იმ კლინიკაზე შევაგროვე ინფორმაცია სადაც DNM ტესტი ავიღეთ. ლაბორატორიის მმართველი ნიკას ნათესავი აღმოჩნდა. მასთან შეხვედრა მინდოდა, მაგრამ საქართველოში არ იყო. ხოდა მეც შორი გზებიდან ამბების გარკვევას პირდაპირ ნიკას ნახვა გადავწყვიტე. - მე თავიდანვე, რატომ არ მითხარი ? - გაოცებისაგან ძლივს მოვაბი თავი სიტყვებს. - ჯერ მინდოდა ყველაფერი ზუსტად გამერკვია, შენთვის ტყუილი იმედის მოცემა უფრო დიდი დარტყა იქნებოდა. ჩემი ეჭვები, რომ არ გამართლებულიყო , უფრო მეტად გეტკინებოდა. ამიტომ გავემგზავრე ამერიკაში. საკმაოდ დიდ ხანი ვეძებე ის ნაგავი. გაიგო, რომ ჩავედი და მემალებოდა. ჩარლი დამეხმარა და როგორც იქნა თვენახევის შემდეგ ძველ მეგობარ გოგონასთან მივაგენით. დიდ წვალება არ დამჭირვებია ყველაფერი დაფრვა. გვანცას მასთანაც ქონია ურთიერთობა... გულს მირევენ... ისეთი არაკაცი და ავადმყოფია საკუთარი შვილიც კი ჩვენს დასაშორებლად გამოიყენა. ის შტერი გვანცა, ის ხო საერთოდ ლანძღვის ღირსიც არ არის. - დიმა, ანა, ნიკას შვილია და გვანცამ მისი გამოყენების უფლება მისცა? საკუთარი შვილი ამ თამაშისთვის გაწირეს? - ხო თაკო, მეც ვერ ვიჯერებდი. ლაბორატორიაში ჩემი სისხლი, თავისით ჩაანაცვლა ამ ნაგავმა ნათესავი დაეხმარა და ასე მივიღეთ დადებითი პასუხი. - იმედია ყველას საკადრისად დასჯი ვინც ამა საქმეში იყო გარეული. - ეგ საკითხი უკვე მოვაგავრე. - ახლა სად არის ნიკა ან გვანცა ? - ნიკა იქ დავტოვე და კარგახანს ვერ ჩამოვა. გვანცას კი თავისი გაჭირვებაც ეყოფა, მე აღარ დავუმატე. - ღმერთო ჩემო ეგ რანაირი დედაა? როგორ მისცა ნიკას უფლება ასე უღირსად გამოეყენებინა შვილი? რა ვთქვა არც კი ვიცი საერთოდ გული აქვთ ? - მოსმენილისგან სრულიად შოკში ვიყავი. არ ვიცოდი უნდა მწყენოდა თუ უნდა გამხარებოდა ეს ამბავი. იმდენად უღირსი სიმართლე გავიგე, მგონი მერჩივნა ანა, დიმასნაირი კაცის შვილი ყოფილიყო. იმ უცოდველ არსებას ასეთი მშობლებისთვის ვერ ვიმეტებდი. ცალკე ჩვენი ბოლოდროინდელი ცხოვრება, ვისთვის, რისთვის აირია? ეს კოშმარული დრეები რისთვის გამოვიარე? - ანუ რა გამოდის ჩვენი ურთიერთობა არაფრის გამო აირია და შენ არაფრის გამო მიმატოვე? ეს ყველაფერი იმდენად რთულია... დიმა ახლა მართლა შევიშლები. - მეც გამიჭირდა გონზე მოსვლა. - დანარჩენი სამი კვირა სად იყავი? - ვალერის (დიმას უფროსი ძმა) ოპერაციას უკეთებდნენ და იქიდან რუსეთში გავფრინდი. მერე ცოტახანს დავრჩი კიდევ მეტად რომ მოგნატრებოდი. - მეღადავები? რა მონატრებაზე მელაპარაკები, როცა ეს ყველაფერი არაფრის გამო გამატარე? ხომ გეუბნებოდი შენი შვილი რ იქნებათქო? რომ დაგეჯერებია ახლა ასე არ ვიქნებოდით. - კარგი ხო, იქ საქმეების გამო დავრჩი ჩემს ძმას ვჭირდებოდი და რომ არ დაგიჯერე მაგას მეც ვნანობ, მაგრამ შენ თავს გეფიცები ნიკას მაგ ამბავში ვერ ვიფიქრებდი. - მარტო დამტოვე ! - ვერა, შენც ჩემთან ერთად წამოხვალ. - დიმა, ახლა ისე მჭირდება მარტო ყოფნა როგორც არასდროს. ახლა ჩემს ექსტრაორდინალურ ცხოვრებაზე, სადაც ისეთი რაღაცეები ხდება თავი ფილში მგონია უნდა დავფიქრდე. გთხოვ ! - ვაჰ, კარგი. - დიდი ყოყმანის შემდეგ დამეთანხმა და გასასვლელისკენ წავიდა... დავრჩი მარტო, , “ბორდეასისი კვანძივით” ჩახლართულ ფიქრებთან ერთად. არც კი ვიცოდი საიდან უნდა დამეწყო გახსნა, რომ ბოლოს დალაგებული გამოვსულიყავი აზრებიდან... ჩემი ცხოვრების ორი თვე, რომელიც ჩემს ქმართან ერთად ბედნიერად უნდა გამეტარებინა, თავმოყვარეობის შელახვის, საყვარელი ადამიანის დაკარგვისა და მასთან ძლივს მოპოვებული მთლიანობის დანგრევის შიშსა და დარდს შევწირე. დავიბენი, დავიკარგე, მეწყინა, მეტკინა, ვერგააზრებულად გავიაზრე და ბოლოს მაინც მოვახერხე შევგუებოდი ამ ფაქტს. თანდათანობით შემოვუშვი ჩემში, მივეჩვიე და გადავწყვიტე მასთან ერთად დავბრუნებოდი ჩემს თავსა და ადამიანს ვისგანაც ამ დარდმა გამომაქცია. და ახლა უცებ ვიგებ, რომ ჩემი ეს ამოტრიალება, ტირილში და მონატრებაში გათენებული ღამეები, ზოგჯერ მიტოვებულის შეგრძნებით გაღვიძება, საყვარელი ადამიანის გარეშე მისივე მოლოდინით გათელილი დღეები, ხელჩართული ბრძოლა გულთან, გონებასთან და ქვეცნობიერთან ერთი დიდი უაზრობა აღმოჩნდა, რადგან თურმე, ეს მიზეზი არ არსებობდა. მთელი ეს დრო აფსურდულთან ჭიდილში გავატარე... მაგრამ ყველაფერ ცუდსაც აქვს კარგი. კიდევ ერთი ცხოვრებისეული გაკვეთილი ჩამიტარა. კიდევ ერთი გამოცდა ჩამაბარებინა ჩემს თავთან... - რახან აქ მშვიდად ზიხარ და სახლი, ქარიშხალგადატანილს არ გავს, ესეიგი ცივილურად საუბარი მოახერხეთ. - აზრებიდან სანდროს ხმამ გამომარკვია, რომელიც ჩემს გვერდით დასკუპდა. - ადამინაის სიმშვიდზე და განცდებზე მისი გარეგნობით მსჯელობა დიდი შეცდომაა !- ისე ვუპასუხე არც შევტოკებულვარ. - უკაცრავად. დამავიწყდა შენს შემთხვევაში ყველაფერი პირიქით, რომ არის. - ჩემი გამხიაულება სცადა, მეც მცდელობა დავუფასე. დივანზე მიწოლილი გავსწორდი და გავუღიმე. - შენ იცოდი? - იმდენადაც არა, რომ ახლა, არ თქმის გამო მისაყვედურო. - სანდრო ისტერიჩკა ნუ გამოგყავარ. სრულადაც, რომ გცოდნოდა საყვედურის თქმას მაინც არ ვაპირებდი. პირიქით, ვაფასებ ჩვენს ურთიერთობაში საერთოდ, რომ არ ერევი და ჩვენს ყველა გადაწყვეტილებას პატივს სცემ. - მესმის შენი ახლანდელი მდგომარეობა და მაშინდელიც მესმოდა. ვიცი ძალიან არეული ხარ, მაგრამ ერთს გთხოვ , ცივი გონებით დაფიქრდი, კარგად გააანალიზე და გადაწყვეტილება ისე მიიღე. მინდა, სწორი იყო, შენ თავთანაც და მასთანაც. - არადა გუშინ ყველაფერი გადწყვეტილი მქონდა. მემგონი ეს ცხოვრება მაგრად დამცინის. - დიმას რაიმეში ადანაშაულებ ? - აქ დამნაშავე მხოლოდ გარემოებაა. იცი, მისთვის არასდროს მითქვამს, მაგრამ მგონია, ნიკას ზედმეტად ბევრს უთმობს. თავის დროზე მისი დაჭერის უფლება, რომ მიეცა ახლა ვფიქრობ ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. თუმცა ვიცი, რატომაც აკეთებს ამას. ცდილობს მისი ასეთი საქციელით გააკეთილოს. იქნებ ახლა გაუნათდეს გონება, იქნებ ახლა... ამასობაში კი, გამოკეთების ნაცვლად ბოროტების ბუდედ იქცა. კაცი, რომელიც სხვას მაღალი ტონით ნათქვამ სიტყვასაც არ შეარჩენს, ნიკას-უძღებ შვილს, მამასავით უფრთხილდება. მე მესმის მისი. არ ვეთანხმები, მაგრამ მართლა მესმის. დიმა სიტყვის ადამიანი და იმ სიტყვას, რომელიც ნიკას მამას მისცა დღემდე, ყველაფრის მიუხედავად პირნათლად ასრულებს. აი ეს გარემოებაა ჩვენი ყველაზე დიდი მტერი, თორემ ნიკასნაირ პაიკს ერთ წამში გააქრობდა. - მეც მესმის მისი. რას აპირებ ? - არვიცი ! ანუ ის კი ვიცი, რა მინდა და ვინ მინდა და ეს არასდროს შეიცვლება, მაგრამ ახლა რაღაც გარკვეულ თუ გაურკვეველ წინაღობას ვგრძნობ ჩემს ამ სურვილთან. მირჩიე რამე, გთხოვ ! მჭირდება ! - ვერ გირჩევ, რაგდან რაიმე, რომ გირჩიო შენს ტყავში უნდა ვიყო და ის გავიარო რაც, შენ. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოგცემდი სწორთან მიახლოვებულ რჩევას და რადგან ახლა ეს არ შემიძლია, სჯობს საერთოდ არაფერი ვთქვა. მხოლოდ და მხოლოდ შენი გადასაწყვეტია და ეჭვიც არ მეპარება, ისევ შენით მიხვალ ჭეშმარიტებასთან. - ახლა, შენ ყველაზე დიდი რჩევა მომეცი. შეიძლება ზოგჯერ ძალიან არეული ვხდები, ჩემი თავიდან გამოვდივარ, მაგრამ ორი, რამ ზუსტად ვიცი და არასდროს შეიცვლება - პირველი : დიმა, სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება და მეორე: ჩემი არსებობის ყველა ეტაპზე იყავი, ხარ, იქნები ჩემი ძალა და იმედი. - ისე ამ და-ძმობას რა ვუთხარი თორემ, „არეული“ და „თავიდან გამოსული“ რთულად შესაყვარებელი ხარ. - ჩემსკენ მოიწია, ჩამიხუტა და უზარმაზარი სითბო გამიზიარა. ჩემი ძმა ყოველთვის მალამოდ ედებოდა ჩემს დარდებს და ჭრილობებს, ახლაც ასე იყო. არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებდა, უბრალოდ ჩემს გვერდით იყო. არ მეთანხმებოდა, მაგრამ მხარს მიჭერდა. არასდროს მაძლევდა პირდაპირ მითითებებს და რჩევებს, მაგრამ ისე ხდებოდა მაინც სწორ გადაწყვეტილებამდე მივყავდი. ვგრძნობდი, სჯეროდა ჩემი და ეს იყო ყველაზე დიდი სტიმული. გვიანობამდე ვისაუბრეთ. ბავშვობიდამ ბევრი მომენტი გამახსენა. თითქოს რაღაცნაირად სპეციალურად შეარჩია,ან არ ვიცი, შეიძლება შემთხვევით, მაგრამ იყო იქ რაღაც ისეთი, რაც ჩემს თავში გაჩენილ პატარ-პატარა კაფსულებ გამხსნელად მოევლინა. როცა მიხვდა, დადებითად იმოქმედა ჩემზე და მშვიდად დაძინებას შევძლებდი სახლში წამიყვანა. - და მაინც, რას აპირებ თაკო ? - შესასვლელისკენ წასულს ისეთი ტონით მომაძახა მივხვდი, პსუხი უკვე იცოდა. - გახსოვს, ბავშვობაში რა თამაში მიყვარდა ყველაზე მეტად ? - ღიმილით ყურებადე გამეწელა, ტუჩები. - „დაჭერობანა“ და „კატა-თაგვობანა „ . - თავის ქნევით მიპასუხა. - ხო, ახალც მიყვარს ! ნუ, ცოტახნით. - თავლი ჩავუკარი და სადარბაზოში შევაბიჯე. დიმა, რამდენიმე დღე არ გამოჩენილა. ან ფიქრს მაცდიდა ან, ჩემს ნაბიჯს ელოდა. მე კი სულაც არ ვჩქარობდი. მან ორი თვე მალოდინა და... ერთ საღამოს სამსახურიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი და სამზარეულოში ვტრიალებდი, კარზე ზარის ხმა შემომესმა. წინსაფრითა და დანით ხელში მივიფრატუნდი. მოლოდინით გამოვაღე, რადგან არავის გავუფრთხილებივალ მოსვლასას ვაპირებო. ზღურბლთან ნანა, მის უკან კი დიმა იდგა. ცოტახანს ურყევად ვიდექი. - მე კაი, ჯანდაბას, მაგრამ ნანასაც არ დაინდობ ? - სიცილშეპარული ხმით მითხრა და გონს მომიყვანა. მაშინღა შევნიშნე ხელში დანით შემართული, რომ ვიდექი. სასწრაფოდ დავწიე და განზე გავდექი. - მიმიღებ ? - თბილი ხმით მკითხა ნანამ. - კარგი რა, რა კითხვას მისვამ? შენ ყოველთვის . - ხელი ჩავკიდე და შემოვიყვანე. დიმა ისევ იქ დარჩა. - შენ არ შემოხვალ? - ამჯერად მას ვკითხე. ნანამ მარტო დაგვტოვა და მისაღებისკენ წავიდა. - შენი ნახვა უნდოდა და წამოვიყვანე. - შეგეძლო უბრალოდ ბინამდე მოგეყვანა. აქ ამოყოლაც გთხოვა? - არა. მეც მინდოდა შენი ნახვა. - შემოხვალ? - არ მინდა შეგაწუხო. - კარგი, როგორც გინდა. - მე მინდა ? - ხო, აბა მე? - გეთქვა არ შევწუხდებიო და შემოვიდოდი. - მაგის თქმა გჭირდება? - მჭირდება ! - ხოდა, არ გეტყვი. - ნუ მეტყვი. მაინც არ შემოვიდოდი. - რა? - აი, ეს ! - მეცა და ტუჩებში მოწყვეტით წამით, მაგრამ ძლიერად მაკოცა და მომშორდა. მონატრებულმა გემომ ჟრუანტელი მომგვარა, სუნთქვა გამიხშირდა. თვალდახუჭული დავრჩი ადგილზე. არა, თვალის დახუჭვა, როდის მოვასწარი ნეტავ? - არ გეყო ხო ? გაგრძელებისთვის თავად მოდი. დროებით ჩემო პატარა ! - კიბებზე სწრაფად დაეშვა, მე კი კარებში სრულიად გამოშტერებული დამტოვა. ძლივს მოვახერხე აზრზე მოსვლა. გულში ჯერ ის ვლანძღე დაუსრულებელი კოცნისთვის მერე კი, ჩემი თავს ასეთი აშკარა დადნობისთვის. ანდა, რას გამოვაპარებდი ? მგონი ის უკეთ მიცნობს, ვიდრე მე საკუთარ თავს. სუნთქვა დავირეგულირე და ნანასთან შევედი. - მოდი, აქ დაჯექი . - ხელით მის გვედზე მანიშნა. თავი დავუქნიე და მივუჯექი. - წავიდა თუ გააქციე? - სიცილით მკითხა. - მგონი, ორივე. - მეც გამეციან. - ძალიან მოგვენატრე ჩემო გოგო. თანაც, ერთმანეთის გარეშე ვერ წარმომიდგენიხართ. - მეც მომენატრეთ ! - როდის დაბრუნდები ? ვერ ვეგუები თქვენი ოთახი ცარიელი რომ არის. - ცარიელი რატო? დიმა ხომ სახლშია. - არ არის ! - აბა სად არსი? - ცოტა არიყოს და არ მესიამოვნა მის სხვაგან გათენებული ღამეები. - რაც შენ წახვედი იქ არ ძინებია. ახლაც არ იძინებს. საღამოს შემოივლის ხოლმე და მერე საგურამოში მიდის.- მისაღები პასუხი იყო. ჩვენს საძინებელში ჩემს გარეშე ვერ იძინებდა. ჩავცხრი, დავმშვიდდი. - შეიძლება ახლა ეგოსიტურად გამომდიოდეს, მაგრამ უთქვენოდ ყველაფერმა ხალისი დაკარგა. - განაგრძო ნანამ, ჩემი ხელი თავისაში მოაქცია და მომეალერსა.- დილით, ერთად ჩამოსულს, რომ გხედავდით მე და გოგი სხვანაირად გვებედნიერებოდა დღეები. - ცრემლები მოერი თვალზე. - ეგოისტურად კი არა, დედა-შვილურად ჟღერს.- ჩავეხუტე და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე.- ეგ დღეები მეც ძალიან მებედნიერებოდა. სულ ცოტა დრო მჭირდება ნანაჩკა, სულ ცოტა. წავალ ახლა ყავას გავაკეთებ და ძველებურად ვიჭუკჭუკოთ. - კარგი იქნება. ეგ, რიტუალივით გვექცა მგონი ! სამზარეულოში სითბოთი აღვსილი გავედი და საყვრელი ყავა მოვუმზადე ქალბატოს, რომელიც ყველა მძიმე წუთში დედის მაგივრობას მიწევდა, იმ დროს როდესაც ბიოლოგიურ დედას ამას ვერ და არ ვუმხელდი. ზედმეტი კითხვებისა და გაკიცხვების გარეშე. ალბათ იყო ბევრი რამ, რაშიც არ მეთანხმებოდა, მაგრამ არასდროს უგრძნობინებია. პირიქით, ყოველთვის ვგრძნობდი მის მხარდაჭერას. არასდროს უცდია ჩემი პირადი სივრცის საზღვრის გადმოკვეთა, რჩევების მოცემა მიუხედავად იმისა, რომ ამის საშუალებას მივცემდი და სიამოვნებით მოვუსმენდი, რადგანა მას თუ არა აბა ვის ჰქონდა გამოცდილება ტკივილსა და პატიებზე. - ნანა, რატომ არასდროს მიზიარებ შენს აზრს ჩემი ქცევების შესახებ ? დავიჯერეო ყველაფერი მოგწონს? - სიცილითა და ორივე ხელში ყავის ფინჯნით მივუჯექი გვერდითა და ერთი გავუწოდე. გამომართვა, გემრიელად მოსვა, მერე მაგიდაზე დადგა და ჩემსკენ შემობრუნდა. - არავის არ აქვს უფლება, მეორე ადამინის ქცევები გააკრიტიკოს, იმდროს, როცა მის ადგილას არ იმყოფება. ყველას ინდივიდუალური მიდგომა აქვს ამა თუ იმ საკითხის შესახებ. ამიტომ ჩემი აზრი შენ არ გამოგადგება. - შენ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვს. წლების განმავლობაში უცდიდი უდანაშაულოს, როდის გაპატიებდნე და თან ამდროს შენ ყოველდღე პატიობდი. როგორ შეგიძლია მითხრა, რომ შენი აზრი არ გამომადგება ? - მე და შენ ძალიან ბევრი საერთო ღირებულებები გვაქვს, მაგრამ ძალიანაც განვსხვავდებით ერთმანეთისგან. მე უფრო მშვიდი და მომთმენი ვარ რადგან ასე გამზარდეს და ჩემი ბუნებაც არ ეწინააღმდეგებოდა ამას. ვცდილობ ემოციები ზედმეტად არ გამოვხატო და ეს ძალიან ცუდია შინაგანად მღლის. შენ კი თავისუფლების მოყვარული ხარ, ყველაფერზე შენი აზრი გაგაჩნია და ამ აზრის გატანას ყველაფრის ფასად შეგიძლია. არავის არაფერზე დაუხრი თავს და არავის სიამოვნებისთვის შენსას არ ჩაახშობ თუ თვლი, რომ ეს არაა საჭირო. შეიძლება საჭიროც იყოს მაგრამ, მაინც არ შეგიძლია. ეს შენი ხასიათია. ზოგჯერ ემოციების მართვაც გამოგდის, თუმცა ამ დროსაც კი ყველაფერს ანგრევ. ეს ბოლო შემთხვევა შენს თავს გაშორებს, სხვანაირს გხდის. სწორედ ამიტომ მოგცა დიმამ დრო. შენ ჩემი ანტიპოდი ხარ და როგორ შეიძლება ასეთ დროს ჩემი რჩევა გამოგადგეს? მე რასაც ვაკეთებ ჩემი ხასიათიდან, ჩემი შინაგანიდან მიღებული გადაწყვეტილებებია და შენსასთან თანხვედრაში ვერ მოვა. თანაც ვფიქრობ, არც გჭირდება, რადგან თავადაც მშვენივრად შეგიძლია სწორ გადაწყვეტილებამდე მისვლა. თავად ყველაზე უკეთ ხვდები რა შეგეშალა და რა, არა. ასე, რომ ჩვენს შორის ყველაფერი იქნება ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გაცემული რჩევებისა და კრიტიკის გარდა. გაგიზიარებ ცოდნას რაც მაქვს, მაგრამ არასდროს მივცემ თავს უფლებას შენს გადაწყვეტილებებში თუნდაც რჩევის სახით ჩავერიო და მითუმეტეს გაკრიტიკო. ის ჩემი ცხოვრება იყო. შენ კი, შენი და განსხვავებული გაქვს. რა აზრი აქვს იმის თქმას მე ასე ვიზამდი, ისე ვიტყოდი , როდესაც მე, შენ, არ ვარ. იცხოვრო ისე , როგორც გინდა, აკეთო ის რაც გინდა ეს თითოეული ადამინის უფლებაა. - როდის მოასწარი ჩემი ასე კარგად გაცნობა? - ემოციებისაგან ცრემლი მომადგა თავლზე. - მშობლები შვილებს კარგად უნდა იცნობდნენ! - ვგიჟდები შენზე ! მაგალითი ხარ, თუ, როგორი უნდა იყოს ადამიანი. ძალიან მიყვარხარ ! - კარგი ახლა, ნუ აზვიადებ. - რომ გავიზრდები მინდა, შენსავით ბრძენი გამოვიდე ! - ორივეს სიცილი აგვიტყდა, ჩემს ბავშვურ სურვილზე. ერთხან ჩუმად ვისხედით და ყავას მივირთმევდით, ნანას მოტანილ შოკოლადის ტორტთან ერთად. სიჩუმე უხერხული ტონით დაარღვია : - თაკო, რაღაც მინდა გითხრა და მგონია, რომ სწორად გამიგებ. - გეწყინა ანა შენი შვილიშვილი რომ არ აის ხო ? - ხო. როგორ მიხვდი ? - მეც მეწყინა. იმდენი ხანი ვეგუებოდი ამ ამბავს და ისე შევისისხლხორცე, რომ ანა ჩვენი ცხოვრების ნაწილი უნდა გამხდარიყო ახლა იმედი გამიცრუვდა თითქოს. ანა, არასდროს ყოფილა ჩემი პრობლემა. მე გვანცა და მისი, დიმას პირველი შვილის დედობა მტკიოდა, თავმოყვარეობას მილახავდა. თანაც, ისეთი ბინძური თამაშის სატყუარად აქციეს ეს უცოდველი ბავშვი, ისეთი უღირსი მშობლები ხვდა წილად მერჩივნა მისი მამა მართლა დიმა ყოფილიყო. არც კი ვიცი, მათგან რა უნდა ისწავლოს, როგორი გაიზრდება. ძალიან განვიცდი მის ამბავს. - როგორ მიხარია მასე, რომ ფიქრობ. მეც ზუსტად ეგ მაწუხებს. - რომ მოვინდომო გვანცას დედობის უფლებას ჩამოვრთმევ. ნიკა კი, დარწმუნებული ვარ არც მოიკითხავს შვილს. საერთოდ რომ იცოდნენ მშობლობა რას ნიშნავს ამას არც არასდროს გაუკეთებდნენ იმ ციცქნა არსებას, მაგრამ არ შემიძლია. რაც არ უნდა იყოს მაინც დედაა და ... არადა სიამოვნებთ გავზრდიდი, არაფერს მოვაკლებდი... - სიტყვა გზაში გამიწყდა, ღრმა სუნთქვას ცრემლიც მოჰყავ თვალზე. - თაკო, შენ ... - ნანა გაოგნებული მისმენდა . - კი. რომ შეიძლებოდეს, უფრო სწორად სინდისი, რომ მაძლევდეს ამის გაკეთების საშუალებას, მე და დიმა გავხდებოდით მისი მშობლები. ნანას აღარაფერი უთქვამს. ცოტახანს სხვა თემებზე ვისაუბრეთ. მერე კი, მძღოლთან დარეკვას აპირებდა, წასაყვანად რომ მოსულიყო, მაგრამ არ დავანებე და თავად წავიყვანე. სახლში შესულს ყველა სიხარულით შემეგება ეგონათ დავბრუნდი. გოგის თვალები გაუნათდა, მაგრამ ნანამ, რომ უთხრა მე მომაცილაო მოწყენილი მომეხვია. ჩემი სახლისკენ წასულმა მანქანა სწრაფად მოვაბრუნე და მცხეთის გზას დავადექი. საგურამოს გადასახვევიდან ჩვენს სახლამდე გზა, დაბალი სიჩქარით გავიარე. ეზოში ფეხით შესვლა გადავწყვიტე. დიდი ხანი არ ვყოფილვარ და მენატრებოდა იქაური გარემო. ეს სახლი ჩვენს ისტორიას ინახავდა და განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა მასთან. გაზონში სიარულით გული რომ ვიჯერე სახლის კარს მივადექი და ზარი დავრეკე. დიმას მანქანა ეზოში არ ეყენა და მივხვდი სახლში არ იქნებოდა. თუცა იქ ვინც დამხვდებოდა ისიც ძალიან მენატრებოდა. კარი ლალიკომ გამიღო და სიხარულით შეჰკივლა. დიდხანს მიხუტა გულში. კარგახანს ვისაუბრეთ. ჩემი ქმარი არა და არ გამოჩნდა და მგონი არც აპირებდა მოსვლას. რამდენჯერმე მითხარ დავურეკავ და ვეტყვი, რომ ელოდებიო მაგრამ ნება არ მივეცი. ამასობში ღამის თორმეტი საათზე მოვიდა და ლოდინით დაღლილმა სახლში წასვლა გადავწყვიტე. ლალიკოს დავემშვიდობე, სახლიდან გამოვედი და ჩემს დაგვიანებულ მასპინძელს შევეჩეხე, რომელიც იმ წუთას შემოდიოდა ეზოში. რომ დამინახა სახე გაებადრა. მე ვეცადე გამომეტყველება არ შემცვლოდა. ვბრაზობდი მისი ასეთი დაგვიანების გამო. მართალია არ იცოდა, რომ ველოდი მაგრამ ამდენხანს გარეთ რას აკეთებდა? ... - რატომ არ მითხარი ჩემს სანახავად თუ მოდიოდი ? - ნაწყენმა მითხრა. - უნდა გამეფრთხილებიე? - ეგ რა შუაშია? აღარ დავაგვიანებდი. - რას ამბობ, მნიშვნელოვან საქმეებს ხომ არ მოგწყვეტდი ?! - გასაგებია. შენს გაბუტვებს ახალი მიზეზი დაემატა ! - არანაირი ახალი მიზეზი, მაგრამ თუ იმის თქმა გინდა სად იყავი ღამის თორემტ საათამდე და რას აკეთებდი, შემიძლია მოგისმინო. - ხელები გადავიჯვარედინე და წარბებაწეულმა გავხედე. - იეჭვიანი და გაბრაზდი ხო ? - სიცილს ძლივს იკავებდა. - ისე მიყურებ მინდა კოცნით დაგახრჩო. - სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. - მომენატრე თაკო. ყველაფერი მომენატრა რაც შენ გიკავშირდება. - თემას ცვლი და არაფრის თქმას არ აპირებ. კარგი, მე წავედი! - გვერდი ავუარე და ჭიშკრისკენ გავეშურე. - თაკო, მოიცადე ! გაჩერდი ! - დამეწია და წინ გადამიდგა. - მოკლედ, გიჟდები ჩემს წვალებაზე და დამარბებინებ ამხელა კაცს. - სირბილი მოგიხდება, მგონი, ცოტა წონაში მომატებული ხარ . - არადა მშვენივრად გამოიყურებოდა. ზედმეტადაც კი. - მგონი? თუ გინდა უფრო ახლოდან შეამოწმე. - ხელი დამავლო და სხეულზე ამიკრა. გული ბუდიდან ამომიხტა. - ჩემს შეხებაზე ისევ ჩიტივით ფრთხიალებ. ახლაც უარყოფ, რომ მოგენატრე? - გამიშვი, გთხოვ ! - შენც ჩამეხუტე და მერე გაგიშვებ. - არა ! - თუ არადა ვიდგეთ ასე, მე პრობლემა არ მაქვს. - კარგი რა ! - როგორც შემეძლო გავიბრძოლე, მაგრამ ვერაფერს რომ ვერ გავხდი კი ჩავეხუტე. თაანაც, რომ გითხრათ არ მინდოდათქო დამიჯერებთ ? ... მისი მონატრებული სხეულის, სურნელისა და სითბოს შეგრძნებამ მთელს სხეულში ტალღებად დამიარა. არაფერი არ შეცვლილა, საერთოდ არაფერი. მისი ჩახუტების დროს, როგორც აქამდე მქონდა მასში შეღწევის, მასში გაერიანების განცდა ახლაც ზუსტად ასე იყო. გულში მთელი ძალით მიკრავდა და თმებზე მეალერსებოდა. - მიყვარხარ ჩემო პატარა ! - ჩამჩურჩულა და ბაგეებზე დამეწაფა. ვერ და არც შევეწინააღმდეგე. - ყველაფერზე გემრიელი და ტკბილი გემო გაქვს. თან მონატრებულზე ალკოჰოლივით იმოქმედე, გავბრუვდი. - ტრადიციულად ენა მოიტარა თავის ტუჩებზე. მე კი აცახცახებული ვიდექი და ყველა სიტყვა მართლა გამაბრუებლად მოქმედებდა. - წამოდი, სახლში შევიდეთ. - არა, ბაღში დავსხდეთ და იქ ვისაუბროთ. - კარგი. - სახლის უკანა მხარეს გავედით და მოწნულ სავარძლებზე კომფორტულად მოვთავსდით. - ხო არაფერს დალევ ? - არა, მადლობა ! დიმა სად იყავი ? - ზურას დავსდევდი ქორწილის საკითხების მოსაგვარებლად. ლილე ფანტაზიას არ უჩივის. იმ საცოდავს კი ათას საზრუნავს უჩენს. - ეცინებოდა. - მერე ცოტახნით ბარში დავსხედით. დავაკმაყოფილე შენი ინტერესი? - კი. ისე, თქვენ თუ უნდა ირბინოთ ორგანიზატორი რაღათ უნდოდა? თან შენ მასეთ საკითხებში ჩარევა არ გიყვარს... - ორ კვირაში ჰოლივუდური ქორწილი, რომ მოინდომა მაგას მარტო ორგანიზატორი ვერ გაუქაჩავს. ლამის ყველა კავშირი ამოგვაწურინა მაგ გადარეულმა. ასეთ დროს ჩემი არსიყვარული სად წერია. თავბრუდახვეული დარბის ზურა და ვიღაცამ ხო უნდა სდიოს რომ არ დაიკარგოს. - აუ ისე ხო. - ტუჩები ყურებამდე გამეწელა ჩემი შეშლილი დაქალისა და მისი სურვილების გახსენებაზე. - ისეთი იდეები აქვს ჰოლივუდური ნამდვილად გამოუვა. შენ ის უნდა გენახა კაბის არჩევაზე რაები აკეთა. მთელი მაღაზიები ფეხზე დააყენა და ჩემი ნერვებიც შეიწირა. ნუ მოკლედ ორივე ვალდებულები ვართ ორი კვირა ეს შემოტევები ავიტანოთ. სხვა თუ არაფერი ჩვენს გამო გადადეს ეს ქორწილი. თან, ორივეს ბედნიერს რომ ვუყურებ მეც ვბედნიერდები. - მე კი, ყველაზე მეტად შენ მაბედნიერებ. - ამ ქორწილზე ერთად უნდა მივიდეთ ხომ იცი? - ისე მითნხმდები, გეგონება წინააღმდეგი ვიყო. სხვანაირად მისვლას არც ვაპირებდი. - არ გეგონოს შეგირიგდი. უბრალოდ იქ ასეა საჭირო. - გინდა გამაგიჟო ხო? - არც ისე გაკლია ! - შენი გადამკიდე გიკვირს? - სიცილს ძლივს იკავებდა. - არ მიკვირს. - თაკო, კიდევ გჭირდება დრო? - უცებ დაუსერიოზულდა ხმა და სახე. - დიმა, არ მინდოდა ეს ამბები შენ გარეშე გადამეტანა. მესმის და ვიცი, სწორი იყო შენი გადაწყვეტილება.იმ დროს ჩემ თავს არ ვგავდი და შენზეც ცუდად მოქმედებდა ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც შენს გვერდით მერჩივნა. ძალიან მჭირდებოდი. უსაშველოდ მენატრებოდი. ყველგან შენ მელანდებოდი. რთული იყო ეს ყველაფერი... დანაშაულის გრძნობა მქონდა საკუთარი თავის მიმართ. მართალია შენ გამომიშვი, მაგრამ ეს ჩემმა მდგომარეობამ გაიძულა და ვფიქრობდი, რომ ამ პრობლემასთან მარტო დაგტოვე, რომ შენც ისევე გჭირდებოდი და გინდოდა ჩემი მხარდაჭერა, როგორც მე, შენი. მაგრამ, რომ არ გამოგეშვი ახლა აქ ასე მშვიდად ვერ ვიჯდებოდი... ამ დროში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მარტოსაც შემიძლია ძლიერი ვიყო, პრობლემებს გავუმკლავდე და საკუთარ თავზე ვიზრუნო... იცი? ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, რომ შენს გარეშე ცხოვრებას ვისწავლიდი... ნუ, ის ცალკე საკითხია ეს ყველაფერი ტყუილად, რომ გავიარე და აღარც მსურს ამაზე საუბარი. - მერე ისწავლე ? - შენ, როგორ ფიქრობ? - მე ვფიქრო, რომ ფეხზე მყარად დგახარ და ისეთი ხარ, როგორც ჩვენი გაცნობის პირველ დღეს. - ის თვითშეფასება, რომელიც ცოტათი დამიქვეითდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემზე გამუდებით ზრუნავდი და ყველა პრობლემის გადაჭრაში მეხმარებოდი, ან უბრალოდ შენ ჭრიდი, მითუმეტეს იმის გაგების შემდეგ ნიკას ჩემდამი წარსულის გეგმები შესახებ შევიტყვე, ახლა ისევ ამიმაღლდა. დიმა, ხომ იცი ყველას შეგვიძლია იმის სწავლა რასაც მოვინდომებთ... მაგრამ სააქმე იმაშია ეს გვინდა თუ არა. გვიღირს თუ არა... - შენ გინდა, გიღირს? - არაფერი არ მინდა შენს გარეშე. არაფერი არ მიღირს შენი დაკარგვის ფასად. შენთან ერთად მინდა ტკივილიც, დარდიც, ტირილიც სიხარულიც, ბედნიერებაც. გავიგე, რომ მარტოსაც შემიძლია ფეხზე დადგომა, მაგრამ აღარ მსურს შენს გარეშე წამოვდგე. - ამის შემდეგ ერთად დავეცემით და მერე ერთმანეთს დავეხმარებით ადგომაში. ამის შემდეგ აღარასდროს გაგიშვებ და შენც არასად არ წახვალ. ერთიც საკმარისზე მეტი აღმოჩნდა ორივესთვის, რაღაცეებში დასარწმუნებლად. - ჩააბარა ჩვენმა სიყვარულმა გამოცდა ? - ეჭვიც არ მეპარებოდა ამაში ! - კარგი, მაშინ ახლა მე წავალ. - რაა? სად წახვალ ? - სადაც ვცხოვრობ დიმა, რა გაგიკვირდა ? - ამ სიტყვების მერე სად მიდიხარ ? - ეს სიტყვები, რომ გულრწფელია ამის მტკიცებას არ დავიწყებ და არც მჭირდება, მაგრამ შენ რომ საკმარისად არ დამისჯიხარ ამას ვერ შეცვლის. რა გეგონა აბა? ამდენ უშენოდ გატარებულ დღეებს ასე უცებ დამვიწყებდი? ჩამოხვიდოდი და მაშინვე უკან გამოგეკიდებოდი ? - ისე ამბობ გეგონება სამოგზაუროდ ვიყავი წასული. - ვიცი რაზეც იყავი, მაგრამ არ მშველის. მოკლედ ახლა იმის ცოდნაც გეყოფა შენი სიყვარულით და მონატრებით ისევ, რომ ვკვდები. ცოტახანს კიდევ მოგიწევს ჩემს გარეშე დაძინება. - ნამდვილად მომკლავ. გეფიცები შემიწირავ , ჭკუიდან შემშლი. - გაუძლებ ჩემო სიცოცხლე, გაუძლებ ! - წამოვდექი და მანქანისკენ გავეშურე. - გვიანია, მარტო ვერ წახვალ ! - ოჰ, ახლა გაახსენდა ბიჭს. უკვე სამი თვე გახდება მარტო დავდივარ. - წამოძახებების ოსტატი ხარ ! - თავი ვეღარ შეიკავა და სიცილი აუტყდა. - აი, ხომ ხედავ, ისე გამაგიჟე უკვე სისულელებზე მეცინება. - ნწ... ნწ... მედია უცებ აიტაცებს დიმა აბაშიძე გაგიჟდაო. თუმცა არა, მაგ ამბავსაც ისე მიჩქმალავ, როგორც ყველა სხვა. მაინც მიკვირს, როგორ ახერხებ ამას. ამ ქვეყანაში პრეზიდენტიც კი ვერ მალავს პირადს. სიმართლე გითხრა შენი ეგ გავლენა ყოველთვი ძალიან მეხმარებოდა და ახლა მითუმეტეს. - მე წაგიყვან ! - გზა ვიცი ! გასაღები გადავატრიალე და კმაყოფილმა დავტოვე იქაურობა. ნუ, ბოლომდე კმაყოფილმა ვერა, რადგან მის გვერდით დაძინება მერჩივნა, მაგრამ რახან სათქმელი მოვიხსენი გულიდან შვება მომგვარა. ქორწილის სამზადისი დასასრულს მიუახლოვდა.მე და დიმაც ხშირად ვხედავდით ერთმანეთს ამ მაბების გამო და ყოველ ჯერზე ვაწამებდი, მაგრამ მგონი, ორივე თავისებურად კმაყოფილები ვიყავით თუნდაც იმის გამო, რომ ერთმანეთს ვხდავდით. ბევრჯერ მოინდომა ჩემი თავისთან წაყვანა, მაგრამ არ დავთანხმდი. ქორწილის დღეს საგანგებოდ გამოპრანჭული, რომ დამინახა ისე აენთო და გადაირია, მთელი დღე მემუქრებოდა რაც არ უნდა გააკთო მაინც ჩემთან წამოხვალო. ეს, ცეკვის არმოყვარული კაცი შანსს არ უშვებდა ხელიდან ჩემთან ვალსი ეცეკვა. მეც რას ვიზავდი ქმარ უარს ხომ ვერ ვეტყოდი და რაღა დაგიმალოთ და უარი არც მსურდა. დღის ბოლოს მაინც მოუწია ჩემს სახლში დავეტოვებიე. მაინც, ჩემი სურვილი გაითვალისწინა. ერთ საღამოს სახლში საშინლად დაღლილი დავბრუნდი. ერთ-ერთ ბენეფიციარს მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ხნის მანძილზე მეც მათ გვერდით ვიყავი. რთული დრე იყო. ემოციურად დაცლილი ვიყავი. სახლში შესულმა პირდაპირ აბაზანას მივაშურე და იქიდან მხოლოდ თხელი, მოკლე აბრეშუმის ხალათის ამარა გამოვედი. ყავა გავიკეთე და მისაღებში, სავარძელში ჩავესვენე. რაღაც დროის შემდეგ კარზე გაუთვებელი ზარისა და ბრახუნის ხმა ატყდა და სასიმაოვნო ფიქებიდა გამომიყვანა. შეშინებული მივედი და გავაღე. ჩემი ფიქრების გმირი, გაბრაზზებული სახით იდგა კარში. ასეთ ნამეტნავად შინაურულად გამოწყობილი, რომ დამინახა წარბები მაღლა აზიდა და მწველი მზერით დააკვდა, თეთრ ხალათში ურცხვად მომზირალ მკერდს, რომელიც სისველის გამო ალაგ-ალაგ უფრო გამომწვევად ჩანდა. უცებ თავი გააქნია გონზე მოსასვლელად და დაუკითხავად შემოიჭრა ჩემს სივრცეში. - რა გინდა თაკო ? - არ მითხრა ახლა, რომ ჩემი ფიქრების წაკითხვაც შეგიძლია ! - რომელი ფიქრების? ჩემთან განქორწინება, რომ უნდა და ადვოკატს მიგზავნის ? - რა ადვოკატი, რა განქორწინება ? ეგ, რომ არ მინდა და არასდროს მომინდება ხომ იცი. - აბა დღეს, რატომ მომადგა საბუთებით? - ვაიმეეე... დამავიწყდა. ბოლოს რომ დავეკონტაქტე კონკრეტული დრო ვუთხარი, როდის უნდა მოსულიყო შენთან. მას შემდეგ რაღაცეები შეიცვალა და ეგ იმდენად უმნიშვნელო იყო სულ გადამვარდა გულზე დამერეკა და გამეუქმებინა. - უცებ ჩავურაკრაკე ახსნა-განმარტება და დამნაშავეს გამომეტყველება მივიღე. - დიმა, იმედია არ სცემე ?! - მხოლოდ საბუთები დავხიე დიპლომატში ლამაზად ჩავუწყვე და კაბინეტიდან ზრდილობიანად გავაცილე. - გაეღიმა. - შენი თავშეკავებულობის იმედი, ყოველთვის მქონდა ! - მეც გამეციან. - ძალიან გაბრაზდი? - კარგია, სიბრაზემ აქ, რომ გამომაქცია ! - ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე და კიდევ შემათვალიერა. - ისე წეხან, რა ფიქრებს გულისხმობდი? - არაფერს ! - ხოარ ვეტყოდი შენ ნახვას ვნატრობდითქო?! - თაკო, ხალათის შიგნით არაფერი გაცვია ? - თვალები ეშმაკურად აუციმციმდა. უხერხულად შევიშმუშნე და ხალათის საყელო მჭიდროდ მივქაჩე ერთმანეთთან. - თუ ყველაფერი გავარკვიეთ შეგიძლია წახვიდე ! - ჩემს მოსალოდნელ თავშეუკავებლობას აშკარად ვგრძნობდი. - არაფერი არ გაგვირკვევია ! აქედან არსად წამსვლელი არ ვარ და შეეშვი მაგ ხალათას, კარგად გქონდა ! - წელზე ხელი მომხვია და სხეულზე მიმიკრა. - დიმა, გთხოვ გაჩერდი ! - სჯობდა ასე არ დამხვედროდი. ახლა შანსი არ არის ! - რა ვიცოდი თუ შემომივარდებოდი?! - ნუ, ახლა ვერაფერს შევცვლით. -მარყუჟს ხელი ნაზად გამოსდო, ხალათი გაიშალა და გული მომიშიშვლა. არამარტო გული. თვალებში შევხედე, ერთიანად ელავდა. - ასეც ვიცოდი ! - ლამის დააკვდა ჩემს მკერდს მზერით. მხრებზე ხელი შემიცურა და აბრეშუმის ნაჭერი იატაკზე სრიალით დაეშვა. ავკანკალდი. ვნებამ ერთიანად დაიწყო ჩემს ძარღვებში დინება. - ძალიან ლამაზი ხარ. ყოველ ჯერზე უფრო მეტი ჟინით მიზიდავ და ახლა მე, არ შემიძლია ამ სურვილს უარი ვუთხრა ! საშინლად მომენატრა შენი შეგრძნება !- თეძოებზე მჭიდროდ მომიჭირა ხელი, ჰაერში ამიტაცა და საძინებლამდე ჩემი ბაგეების დაგემოვნებით გაიკვალა გზა. რათქმაუნდა ამ გასაოცარი ღამის შემდეგ, მასთან დაბრუნებაზე უარის თქმის არც ძალა მქონდა და არც სურვილი. ვეღარ გავძლებდი. მის გარეშე ერთ ღამესაც ვეღარ გავათენებდი. დილით ერთად დავბრუნით ჩვენს სახლში. ძველ ცხოვრებას ახალი შემართებით და მრავალგზის გამოცდილი სიყვარულით შეუდექით. ამასობაში ორი თვე, ძალიან მშვიდად მიილია. ჩემმა ხასიათმა ცვლილება დაიწყო, მადამ კი მატება. ნებისმიერ დროს მშიოდა და თან, განსაკუთრებული სურვილებიც მქონდა. ვხვდებოდი და თან ვერ ვხვდებოდი მიზეზეს. დიმამაც მას შემდეგ შემომხედა ეჭვის თავლით შუაღამეზე აჭარული ხაწაპურისა და დესერტად კრემიანი „პონჩიკის“ მოსატანად, რომ გავუშვი და არც კი შევუწუხებუვარ სინდისს, ღამის სამ საათზე სად იშოვიდა. რათქმაუნდა მომიტანა. მე, არ შევჭამე იმიტომ, რომ დააგვიანდა და გადამინდა. მერე ერთ სათში გამეღვიძა და ისევ მომინდა. ყველაფერი შევჭამე რაც პარკში ეწყო. ხუთ წუთში კი აბაზანაში გავიქეცი და კუჭი დავიცარიელე. გვიან, უზომოდ ჭამას დავაბრალე. დილით ავდექი და სამსახურში წასასვლელად მოვემზადე. თან ქმარს უმიზეზოდაც ვეჩხუბე. ის ხმას არ იღებდა და ყველაფერზე მეთანხმებოდა. კიბებზე მარტო არ გამიშვა. ხელი ჩამჭიდა და ისე ჩამიყვანა. სამსახურშიც თავად წამიყვანა და გზაში, რომ იტყვიან კუს ნაბიჯებით იარა. ამაზეც ვეჩხუბე. მოკლედ ძალიან წუწუნა გავხდი. კაბინეტში ვიჯექი და სბუთებს ვაწესრიგებდი. ლილემ დამირეკა, მასთან მისვლა მთხოვა. - ცუდად ვარ გარეთ ვერ გამოვდივარ, ორსულების ტესტი მიყიდე და სასწრაფოდ ჩემთან გაჩნდიო.- გახარებული გავიქეცი. - თაკო, აქ ორი ტესტი დევს ! - ერთი ჩემია. - რა? - მგონი, მეც. მორიგეობით მოვიარეთ აბაზანა და ხაზებს მოლოდინით დავაცქერდით. რამდენიმე წუთში ორივე ტესტზე, ორივე ხაზი გაწითლდა. თავიდან ვერ გავიგეთ რა უნდა გვექნა. მოზღვავებული ემოციებისგან სრულიად უუნარო გავხდით. მერე კი ვტიროდით, ერთმანეთს ვულოცავდით, ვიცინოდით და მოზომილდ ვხტოდით კიდეც. იქედენ ისევ სამსახურში დავბრუნდი და მთელი გზა გეგმებს ვაწყობდი, როგორ მეთქვა დიმასთვის. კაბინეტში შესულმა მთელი ინტერნეტ სივრცე გადავქექე ორსულობის შესახებ ინფორმაცია, რომ შემეგროვებინა. ნათია შემოვიდა და სტუმრის შესახებ მამცნო. რათქმაუნდა ნება დავრთე შემოეშვა და კვლავ ეკრანს ჩავაცქერდი. კარში სილუეტი, რომ გამოჩნდა მაშინღა გავხედე. ზღურბლზე რაღაცნაირად გასაცოდავებული და დაბეჩავებული გვანცა იდგა, ანათი ხელში. ტანში უსიამო განცდამ დამიარა. ერთხანს ვუყურებდი, მერე გონს მოვეგე, ვთხოვე დაჯდარიყო. მეც მათ წინ დავჯექი. ანა ისეთი ლამაზი იყო, მომინდა ჩავხუტებოდი, ამდროს ავტომატურად წავიღე მუცლისკენ ხელი და მოვეფერე. უეცრად უცნაურმა გრძნობამ იფეთქა ჩემში. დედობრივმა.... დედა-შვილურმა... - ვიცი, აქ მოსვლის უფლება არ მქონდა, მაგრამ სხვა გზაც არ მქონდა. - აკნაკლებული ხმით დაარღვია სიჩუმე. - თუ გინდა ჯერ შენ მოგისმენ, ბევრი სათქმელი გექნება. - არაფერი არ მაქვს სათქმელი გვანცა. ასე, რომ შენ გისმენ ! - მართლაც ასე იყო, მის ლანძღვას არ ვაპირებდი და რომც მდომოდა ახლა ისე გამოიყურებოდა ნამდვილად ვერ შევძლებდი. - ვიცი, ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს, მაგრამ მაინც მინდა გითხრა, რომ ეს ყველაფერი ნიკას იდეა იყო, უფრო სწორად იძულება. მას ჰქონდა ისეთი რამ, რითიც ჩემი შანტაჟი შეეძლო. - შანტაჟი რომ ახსენა, ნამდვილად დავიჯერე მისი ნათქვამის. - მე არ მინდოდა თაკო. ანას გეფიცები არ მინდოდა. ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დამიშვია, მაგრამ ასეთი უღირსიც არ ვარ. ამაზე ისევ ანას გამო დავთანხმდი. - ცრემლად იღვრებოდა. - კარგი, დამშვიდდი ანაზე იფიქრე. შენი ასეთი მდგომარეობა მასზეც იმოქმედებს. - შემეცოდა, რაღაცნაირად გავუგე და გამეხარდა კიდეც ბოლომდე ზნედაცემული, რომ არ აღმოჩნდა. - ახლაც ანაზე ფიქრის გამო მოვედი აქ. იცი, როგორ მიყვარს? სიცოცხლეზე მეტად. ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ნიკა საერთოდ არ კითხულობს ჩვენს ამბავს და სრულიად მარტო ვართ ამ ქვეყანაზე. - დიმას დაველაპარაკები და ყველა პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებით. - არა, არ მინდა. ჩემს გამო არ შეგაწუხებთ, მაგრამ ანას გამო ... - პრობლემა არ არის. ანას არაფერი მოაკლდება... - უცებ შემაწყვეტინა. - შეგიძლია მისი დედა გახდე? - ექოსავით დატრიალდა ეს სიტყვები გონებაში. ვერ გავიაზრე რა მკითხა. - გვანცა, ვერ მივხვდი ! - შეგიძლია ანას დედობა გაუწიო? მე არ შემიძლია მისთვის კარგი დედა ვიყო საერთოდ არაფერი გამაჩნია მისთვის მისაცემი. არც ფინანსური არც მორალური. - ხვდები ახლა რას მთხოვ? შენ ახლა ანას თმობ გვანცა ! - ძალიან დიდი ხნის ნაფიქრი და გააზრებული მაქვს და დარწმუნებული ვარ სწორად ვიქცევი. თქვენ უფრო მეტის მიცემა შეგიძლიათ მისთვი ვიდრე მე. ვიცი ჩემზე უკეთესი დედა იქნებ ი. ზალიან რთულია ახლა აქ დგომა და შენთვის ამის თხოვნა მაგრამ მის გამო ამასაც გავუძლებ. - გვანცა, დაგეხმარებითქო, რომ გეუბნები არ გესმის. ყველაფერი გექნებათ და რაც მთავარია შენ იქნები მის გვერდით. - ზალიან დიდი მიზეზი, რომ არ მქონდეს მას არასდროს დავთმობდი. მისთვის ასე სჯობს. ახლა კი, უბრალოდ მიპასუხე, შეგიძლია თუ, არა ?! - შემიძლია ! - ბავშვი გამოვართვი და აცრემლებულმა ჩავიხუტე. მანაც მომხვია პაწაწინა მკლავები. ვიგრძენი, რომ ის უკვე მიყვარდა. - მადლობა ! მთელი ცხოვრება შენი მადლიერი ვიქბები! - უკვე ხმით ტიროდა. - გთხოვ, კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდი ! მე მასზე განსაკუთრებულად ვიზრუნებ მაგარმ დედა მაინც შენ ხარ და აქვს უფლება დედასთან გაიზარდოს. ყველაფერი გექნებათ, გპირდები ! - დღეიდან მისი დედა შენ ხარ ! - არც კი ვიცი ახლა რაზე გთანხმდები, მაგრამ ვგრძნობ, რომ სხვა გზა არ მაქვს. - მის ნივთებს გამოგიგზავნი. - მხოლოდ ის გამომიგზავნე რაც ანას განსაკუთრებულად უყვარს. დანარჩენი შენთან დარჩეს. - ანა, ძალიან მიყარს ! - მჯერა. მას აუცილებლად ეცოდინება სიმართლე და შენ ყოველთვის შეგეძლება მისი ნახვა. განადგურებულმა, ნელი ნაბიჯებით წავიდა კარისკენ. გასვლამდ კიდევ ერთხელ შეხედა შვილს, თვალიდან ნიაღვრები დაედინა და სწრაფად გაუჩინარდა. ერთხანს გახევებული ვიდექი ანათი ხელში. იმ წუტას ვერ ვხვდებოდი რამხელა პასუხისმგებლობა ავიღე ჩემს თავზე და რამდენი რთული დღე მელოდა. თუმცა ეს, არასდროს მინანია. დიმას დავურეკე და ვთხოვე სახლში დამხვედოდა. შინ მისვლამდე კი ბავშვისთვის აუცილებელი ნივთები შევიძინე. ვიდრე კარს შევაღებდი, მუხლები ამიკანკალდა. განვიცდიდ, არ ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდათ სხვებს განსაკუთრებით კი ჩემს ქმარს. თუმცა მისი კეთილი ხასიათი მაძლევდა იმედის ქონის საშუალებას. რაც არ უნდა ყოფილიყო საქმე პატარა ბავშვს ეხებოდა, რომელიც დედამ ისე დამიტოვა მოფიქრებაც არ მაცადა და მეც, ბედის ანაბარა ვერ მივატოვებდი. ყველანი მისაღებში ისხდნენ. ანათი, ხელში რომ დამინახეს სახეზე გაოცება დაეტყოთ. ნანას სახეზე მალე ჩაანაცვლა ღიმილმა. - თაკო ბავშვი, შენთან რატომ არის ? - გაკვირვებულმა მკითხა დიმამ. - დასხედით, რაღაც უნდა მოგიყვეთ. - ყველაფერი დეტალურად მოვუყევი. გვნცას შემოსვლის წამიდან მის გასვლამდე, უსიტყვოდ მისმენდნე. - არ ვიცი, რა რეაქცია გექნებათ, მომიწონებთ თუ არა ნაბიჯს, მაგრამ მე სხვანაირად არ შემეძლო და არც ვნანობ. დიმა, გთხოვ ეცადე გამიგო ! ვერ მივატოვებდი. შეიძლება სხვა ოჯახი აერჩია. მე კი ანა... მას სხვას ვერ დავუთმობდი... - უხმოდ ადგა მომეხვია და თავზე მაკოცა. - არაფერია გასაგები შენს გადაწყვეტილებაში. სწორად მოიქეცი, რომ დასთანხმდი. მას საკუთარი შვილივით გავზრდით. - შვებასავით გაიჟღერა ამ სიტყვებმა და გულზე უზარმაზარი ლოდი მომხსნა. მივეხუტე და თვალები ცრემლებით გამევსო. ანა გაუჩერებლად დაატარებდა ხელებს ჩემს თმებში. - თაკო, მგონი შენი თმების სიყვარულში კონკურენტი გამომიჩნდა. - ბავშვი გამომართვა და თავად აიყვანა. - მე, კარგა ხნის წინ შევეგუე ამ საოცარი ბავშვის მამობას. - დაბალი ხმით მითხრა. - სხვათაშორის მეც. ის ახლა ჩვენი ცხოვრების ნაწილია და ეს, ძალიან მიხარია. - ანა წაიყვანა, დივანზე დაჯდა და მუხლებზე დაისვა. მეც უკან გავყევი, მის წინ დავდექი ცრემლები მოვიწმინდე და მეორე, ახალი ამბის სათქმელად მოვემზადე. - კიდევ მაქვს რაღაც სათქმელი. - ღიმილით სახე გამებადრა. ყველა სმენად გადაიქცა. - სულ მაინტერესებდა კაცის რეაქცია, როდესაც იგებს, რომ ერთდროულად ორი შვილის მამა ხდება. დავასრულე, ხელები ძლიერად მოვუჭირე ერთმანეთს, დიმას მივაჩერდი და მის რეაქციას დაველოდე. ნანამ დაასწრო, სწრაფად წამოვარდა ფეხზე და სიხარულით შეჰკივლა. მის ასეთ რეაქციაზე მეტად გამეღიმა. გოგიც მალე მიხვდა და ორივენი ჩემთან გაჩნდენ. მხოლოდ ჩემი ქმარი აგვიანებდა. უცნაურად მიყურებდა და გონი, თავში აზრებს ალაგებდა. მერე წამოდგა ბავშვი ნანას მიაწოდა და გაუგებრად დაიწყო: - ანუ, შენ... ბევრი ჭამა ... უმიზეზო ჩხუბი ... გულისრევა... ანუ შენ ახლა ... თაკო ! - ხო დიმა, ორსულად ვარ. მეორე შვილიც გვეყოლება ! - ვიცოდი, ვხვდებოდი ! - ერთხანს წინდა -უკან სიარულს მოყვა. ძალიან მახალისებდა მისი ასეთი დაბნეულის ყურება. არამარტო მე. გოგი ჩუმად ფხუკუნებდა. როგორც იქნა გაუნათდა გონება მომვარდა და ჰაერში მაფრიალა. - რა მაგარია ! უფალო, მადლობა! თაკო შენ შვილს მაჩუქებ ? ვაიმე... სიხარულით გული გამისკდება ახლა. - იმდენად ვეღარ აკონტროლებდა ემოციებს სრულიად სხვა ადამიანს გავდა. ამ დღის შემდეგ სრულიად სხვა, ახალი ეტაპი დაიწყო ჩვენს ცხოვრებაში. ანამ უფრო მეტი ბედნიერება შემოიტანა. ის, რაღაც განსაკუთრებული სინათლე გახდა ჩვენს ურთიერთობაში. ჩემი და დიმას ხასიათი, ერთმანეთს ეჯიბრებოდა და დღითიდღე იცვლებოდა. მე უარესად ჭირვეული ვხდებოდი ის კი უფრო მეტად მომთმენი და თბილი. აქამდეც ხომ ავადმყოფობად ჰქონდა ქცეული ჩემზე ზრუნვა, მაგრამ ახლა გაუსამმაგდა. მე, ანას და ჩვენს მომავალ შვილს ისე გვიფრთხილდებოდა ავადმყოფობაც აღარ ერქვა ამას. ერთ საღამოს, მისაღებში, დივანზე ვიჯექი. ხან ჩემს ცხვირამდე მუცელს ვეფერებოდი, ხანაც ჩემს გვერდით მჯდომ ქმარს. ანა, იქვე ხალიცაზე ნანას და ლალიკოს ეთამაშებოდა. გოგიც მალე შემოუერთდა იდილიურ გარემოს და ანასთან თამაშში შეეცილა ქალბატონებს. ხელში ტელევიზორის პულტს ვაწვალებდი. ვერა და ვერ ვიპოვნე ჩემი მოსაწონი გადაცემა და ამის გამოც დიმას ვუბურღავდი ტვინს. უეცრად თვალსა და გონებას, ერთ-ერთი ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემის რეპორტაჟიდან ნაცნობი სახე მისწვდა და უკვე სხვაგან გადართული ისევ უკან დავაბრუნე. „ კომპამია „ZNA“ დამფუძნებლის, ზურაბ აბულაძის შვილი და ამავე კომპანის ახლანდელი მფლობელი ნიკა აბულაძე, ფულის გათეთრებისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დღეს საკუთარ კაბინეტში დააკავეს. მისი სახლისა და კომპაისს ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მისი კუთვნილი კომპიურერი, იგივე ლეპტობი და ორი ცეცხლსასროლი იარაღი. როგორც გვითხრეს ერთი დაკავებულის სახელზეა გაფორმებული, მეორეს კი უკანონოდ ინახავდა. - ჟურნალისტის სილუეტი, კომპანიაში გადაღებულმა კადრებმა ჩაანაცვლე. - გარადა ამ ბრალდებებისა, როგორც ჩვეთვის ცნობილია ის ბევრ სხვა დანაშაულებშიცაა ეჭვმიტანილი. თუმცა ამსთან დაკავშირებით სამრთალდამცავები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. ყველა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას მრავალი წლით მოუწევს სასჯელის მოხდა.“ ჟურნალისტმა დაასრულა სიტყვა და კადრში ისევ ბორკილდადებული ნიკა გამოჩნდა. ყველანი გაოცებულები ვისმენდით. მხოლოდ გოგის და დიმას არ შეცვლიათ გამომეტყველება. - დიმა შენ ... - მე არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ ხელი აღარ შევუშალე. - რომ დაბრუნდა იცოდი? - კი და არ უნდა დაბრუნებულიყო. ამიტომ აღარ შევაჩერე ფინანსური პოლიცია. დროა, შეცდომებე პასუხი აგოს. ისედაც დიდხანს ვუთმინე და ვინახე. თქვენს უსაფრთხოებაში მეათასედი პროცენტიტაც კი ვერ დავუშვებდი რისკს. ის კი ისეთი გაიძვერააა... - ნუ მიხსნი დიმა. ჩემი ნება, რომ ყოფილიყო მე დიდი ხნის წინ გავუშვებდი ციხეში. სწორად მოიქეცი, იმსახურებდა. - იქნებ იქ მაინც ისწავლოს ჭკუა. - კომპამიას რა ბედი ელის? - მე მოვუვლი. ისევ დავუბრუნებ ძველ დიდებას. მერე კი, ანა, რომ სრულწლოვანი გახდება მას გადავულოცავ. მას ეკუთვნის. ერთი კარგი მაინც დარჩეს მის შვილს მისგან. - დიმა, არ მინდა ანამ სიმართლე იცოდეს ნიკაზე. ანუ ისე მოვუყვეთ, რომ არასდროს შერცხვეს მისი ნამდვილი მშობლების გამო. - ვერაფერს გაიგებს კარგის გარდა. - დიამ, ანა, შენი პირობაა ზურაბთან ! - მივეხუტე ჩემს უსაზღვროდ კეთილ ქმარს და გულთან ახლოს ვაკოცე. - თან, როგორი საყვარელი პირობა ! - ღიმილით ხმით თქვა და სითბოთი სავსე მზერით გადახედა ხალიჩაზე მოთამაშეს. ჩემი სიყვარული დიმასთვის არასდროს ყოფილა ადვილი. არ ვიყავი მარტივად საგუებელი და ასატანი ცოლი. მაგრამ მისთვის ეს რომ გეთქვათ იუარებდა და ისე ლამაზად დახატავდა ჩემს ცუდ ჩვევებს ანგელოზს გამომიყვანდა. მას მართლაც უპირობოდ, უსაზღვროდ ვუყვარდი. ჩემთვის რომ გეკითხათ, გიპასუხებდით, რომ მასზე იდეალური ადამიანი ქვეყნად არ მეგულებოდა, რომ იმდენად მიყვარდა წარმოდგენაც კი არ მქონდა იმაზე მეტად თუ შეიძლებოდა... ორივემ ვიცოდით, რომ ჩვენი თანაცხოვრებაში არაფერი იქნებოდა სტანდარტული და ჩვეულებრივი, მაგრამ ამას ხომ თავად ვქმნიდით... ასეთები ვიყავით და ალბათ ამიტომაც გვიყვადა ასე გაგიჟებით ... შესისხლორცებული გვქონდა ერთმანეთი და ეს სიყვარული... მთავარი იყო, ჩვენ ერთად ვიყავით, ერთმანეთი გვყავდა და ამის იქით ყველაფერი უმიშვნელო იყო... ... რომ არ უნდა გიყვარდეს, მაგრამ მაინც, რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად გიყვარს... - თაკო, ცოტა სწრაფად ვაგვიანებ. - ვცდილობ, მაგრამ არ შემიძლია. მგონი ეს ფეხსაცმელი აღარ მეტევა. - ჩემო პატარა მოგორდი, აქ დაჯექი და მე ჩაგაცმევ. - მოიცა თუ უნდა მოვგორდე ესეიგი გულისხმობ, რომ მსუქანი ვარ და პატრას რატოღა მეძახი? - ბუზღუნით მივჩანჩალდი დივნამდი, ცალი ხელით წელზე მეორეთი კი, დიმას ხელს ჩაბღაუჭებული ნელ-ნელა დაჯექი და ფეხი გავუწოდე. - პირდაპირ მითხარი, რომ გავსუქდი, დავუშნოვდი და აღარ მოგწონვარ. - სისულელეებს ნუ ამბობ. ხომ იცი, რომ ახლა განსაკუთრებულად ლამაზი ხარ და ახლა უფრო მეტად ვგიჟდები შენზე. - სულ, არ გამოგდის ტყუილი. - არ გატყუებ ! - საცოდავად ამოილაპარაკა და ფეხზე ძლივს წამომაცვა ფეხსაცმელი, რომელიც ავიკვიატე და არაფრისდიდიებით არ შევცვალე. - ნახე, ფეხებიც კი გამისუქდა. არადა სულ არ ვჭამ ბევრს. - ხო, ახლა, ნახევარი მაცივრის დაცარიელებას ბევრი როგორ უნდა უწოდო თანაც დღეში ათჯერ. - ჩუმად ჩაეციან. - დიმა, დამცინი ? დამცინი ხო? - სახე სატირლად მოვფლუშე. - ახლა არ გადამრიო, გეხვერწები ახლა არ იტირო თორემ გავიქცევი, ვერანდიდან გადავხტები და თავს მოვიკლავ ! ვეღარ გავუძლებ ! თაკო, მეორე ორსულობაა და ასე მგონია ისევ პირველს გავდივართ. - ანუ ახლა ვეღარ მიძლებ? - მე ეგ გითხარი ? უბრალოდ ისეთივე ხასიათი გაქვს, ზუსტად იმაზე წუწუნებ და მიშარდები რაზეც მაშინ. ყოველდღე მგონია დეჟავუ მაქვს. - მოიწია და ცხვირზე ნაზად მაკოცა. - რომ გკითხოს კაცმა საფეხბურთო გუნდს მაჩენინებ და მაგდენ დეჟავუს გაუძლებ? - გავუძლებ ! ამ დროს ისეთი ლამაზი და ყველაფრის მიუხედავად საყვარელი ხარ სიამოვნებით გავუძლებ. - ნუ მთაფლავ და ადგომაში მომეხმარე. - ორივე ხელით მოვეჭიდე ძლივს ავწიე ცხვირამდე გაზრდილი მუცელი . - ანამ და ალექსანდრემ გაიღვიძა? სად არიან? - ლალიკომ ბაღში გაიყვანა სასეირნოდ . - კარგი, ჩვენც ჩავიდეთ მომშივდა. დიმა, სანდროს უნდა დავურეკო და ვკითხო, სოფის ჩემსავით ბევრს თუ ჭამს. - კარგი კითხე. თუ გინდა ზურასაც დაურეკე და ლილეზეც კითხე. მეათასედ...- ბოლო სიტყვა თავისთვის თქვა. - ვკითხავ. მაინტერსებს ჩემი ძმიშვილიც ასეთივე ღორმუცელაა თუ არა. - ვუთხარი და მუცელს მოვეფერე. - ხო, ეს ბავშვები და მათი მადა, თორემ დედბი რა შუაში ხართ. - ახლა კიდე დამცინი, მაგრამ გასაბრაზებლად არ მცალია ჯერ უნდა ვჭამო. - მიყვარხარ ! - შუბლზე მომაკრო თუჩები. ვიდრე მე სამზარეულოში ვიჯექი და ლელას სუფრასთან მიტანამდე ვუჭამდი კერძებს, ბაღში გასასვლელი კარიდან, ბავშვებთან ერთად ცეკვა-თამაშით შემოცვივდნენ გოგი, ნანა და ლალიკო. მათთან სწრაფად გაჩნდა დიმა, ალექსანდრე და ანა გულში ჩაიკრა. მათი სახით ხორცშესხმულ ბედნიერებას ვუმზერდი... დავასრულე... არ ვიცი, საბოლოოდ რა გამოვიდა, მაგრამ იმედი მაქვს ერთი, თქვენთვის სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორია შევქმენი. მადლობა თითოულ თქვენგანს ! ძალიან მიყვარხათ ! მინდა, მალე დაგიბრუნდეთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.