შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი სიცოცხლე IV თავი (დასასრული)


17-02-2021, 21:36
ავტორი სალისალომე
ნანახია 929

მისი ძირს დავარდნა ერთი იყო და ექთნის შემოსვლა პალატაში.
სასწრაფოდ წამოვაყენეთ,საწოლზე დავაწვინეთ.შაქარი არ ესინჯებოდა, ეს კი იმას ნიშნავდა,რომ სისხლში შაქრის დონე ძალიან დაბალი იყო.მიზეზი გათიშვის სწორედ ეს გახლდათ. სასწრაფოდ გაუკეთდა სპეციალური ნემსი, გლუკაგონი რათა შაქრის დონე აწეულიყო და გონზე მოსულიყო. სადღაც 5-10 წუთში გონს მოვიდა,ღმერთის წყალობით კარგად იყო.ნინოს დიაბეტი აღმოაჩნდა.მიზეზი? ეს არავინ არ იცის.არსებობს სხვადასხვა ვერსია, რომ თუნდაც შიში იწვევს მაგრამ გეტყვით, რომ როგორც ესეთი მშიშარა არ ყოფილა.მეორე ვერსიაც აქვე,რომ ბევრი ტკბილისგან ჩნდება.არავინ მოგატყუოთ ეს დიდი მითია და აქვე მესამე,რომ გენეტიკურია მაგრამ მას გენეტიკაში არ ჰქონდა.შეძენილი დიაბეტი, ტიპი პირველი აღმოაჩნდა. რაც ხშირია განსაკუთრებულად ბავშვებში,მოზარდებსა თუ ახალგარზდებში.

აქვე,უკეთესად,რომ გაიგოთ არსებობს ორი ტიპის დიაბეტი.მეორე ტიპი ხშირად ემართებათ ხანში შესულ,მოხუცებულ ადამიანებს.პირველ ტიპს საერთოდ არ გააჩნია ინსულინი,გამოფიტული აქვს ხოლო მეორე ტიპს რაღაც დოზით აქვს შერჩენილი. განსხვავება მხოლოდ ეს არის,  კიდევ თან სდევს  ბევრი სხვა  განმასხვავებელი ნიშან-თვისებები.
 
თავდაპირველად ეგონა,რომ  ე.წ რეჟიმი, საათობრივი და შეზღუდული კვება,დიეტა და აკრძალვები დროებითი იქნებოდა სულ რაღაც ერთი კვირა გაგრძელდებოდა ეს ამბავი თუ მეტი არა.თავს იმით იწყნარებდა,რომ როცა საავადმყოფოდან გავიდოდა ტკბილეულს,თავის საყვარელ ნამცხვარს ნაპოლეონს ისევ შეჭამდა როგორც ძველად. ის, ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა,არ მინდოდა მისთვის
ოცნებების დამსხვრევა ამიტომ მეც თავს ვუქნევდი. არადა ვიცოდი,რომ დიეტა კარგა ხანს კიდევ უნდა გაეგრძელებინა და საერთოდ უნდა დაევიწყებინა ე.წ სწრაფი კვება, ტკბილეული ,კვებიდან ამოეღო ცომეული და ის საკვები დანატამები რაც ზოგადად დიაბეტზე მოქმედებს და სისხლში შაქრის დონეს მაღლა წევს.

ახლა, მას ჯანსაღი ცხოვრების წესით უნდა ეცხოვრა, დაეგეგმა სხვადასხვა აქტივობები რაც ხელს შეუწყობდა
ორგანიზმს ენერგიის დახარჯვაში. მაგრამ ვიტყვი, რომ  გადაჭარბებული ენერგია ჰქონდა და უბრალოდ შეუძლებელი იყო ამ ენერგიის 24 საათში დახარჯვა რაც არ უნდა სასაცილო ყოფილიყოს...მას ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო.ასე ვთქვათ ყველაფერი ნულიდან, ახლიდან ესწავლა...იქვე სპეციალური სასწავლო სკოლა იყო, სადაც გვასწავლიდნენ დაავადების მართვას.გვიხსნიდნენ თუ რა და როგორ გაგვეკეთებინა თუნდაც დაბალი ან მაღალი გლუკოზის შემთხვევაში.ნინო განსაკუთრებულად მოწადინებული აღმოჩნდა, ერთ დღეში ისწავლა ნემსის გაკეთება საკუთარ თავზე. არადა დანარჩენებს ექთანი უკეთებდა...

სკოლა ყოველ დილას გვქონდა, დავდიოდით პალატიდან
სკოლის კაბინეტში, ჩვენი უბის წიგნაკებითა და კალმებით.

რაც საჭირო ინფორმაცია იყო ვინიშნავდით, ერთგვარ თეორიასა და პრაქტიკებს გავდიოდით რომელიც შემდეგ საკუთარ თავზე უნდა გვეცადა.
მალევე ვისწავლე, თავდაპირველად იყო რაღაც სირთულეები, გაუგებრობები. იყო მომენტი რაღაცას ვერ ვიგებდი, ვერ ვაკეთებდი და საერთოდ გაუგებარი იყო თუმცაღა დროსთან ერთად ყველაფერი ვისწავლე და როგორც გითხარით ასრულდა ის სიტყვები და საკუთარი თავის ექიმი გავხდი. თავისუფლად შემიძლია ადამიანს დავეხმარო თუნდაც ჩავუტარო პირველადი დახმარება,ნემსის გაკეთება, გლკუზირებულის გარკვევა,სხვადასხვა ჩივილებისა თუ სიმპტომების დროს მივცე რჩევა რათა გაიკეთოს ანალიზი და დარწმუნდეს იმაში,რომ ყველაფერი კარგადაა. ჯანმრთელობა ეს ბედნიერების ფორმულაა, როცა ჯანმრთელი ხარ მაშინ ბედნიერად გრძნობ თავს. მაგრამ როცა რაღაც გიჭირს უკან ტოვებ ყველანაირ ძვირფას ცხოვრებას, ფულს, სიყვარულს და მხოლოდ განსაცდელზე ფიქრობ.პირველ ადგილზე ჯანმრთელობაა,შემდეგ ადამიანობა და ამის მერე სხვა დანარჩენი.
 
ნინომ რაც გაიგო თავისი დაავადების
შესახებ ამის შემდეგ გადაწყვიტა,რომ ექიმი გამოსულიყო. ძალიან
უადვილდებოდა ისეთი რაღაცეები რაც ექთნის მოვალეობაში შედიოდა.შეეძლო ვენიდან სისხლის აღება, გადასხმის დადგმა. ძალიან მოხერხებული იყო.ის მომავალი ენდოკრინოლოგია,რომელიც
დაეხმარება მომავალში ყველა იმ
ადამიანს,ბავშვს ვისაც რაღაც
უჭირს.
დარწმუნებული ვარ,რომ მხარში დაუდგება რადგან ბუნებით ძალიან
მოსიყვარულე და თბილია...

 
 
რაც შეეხება იბრაგიმოვას ჩვენგან განსხვავებული შეხედულებები,აზრები ჰქონდა.
მისი ბებია ვერა და ვერ ხვდებოდა თუ რა სჭირდა თავის შვილიშვილს.

დედ-მამა თან არ ჰყავდა,მისგან შორს იყვნენ თურქეთში ცხოვრობდნენ.

ბებიასთან იზრდებოდა ,ერთმანეთი ძალიან უყვარდათ თბილი ურთიერთობა ჰქონდათ.როცა მას დიეტა სჭირდებოდა ამ დროს მოხუცებული ბებია სახლიდან მოტანილი წიწაკის მწნილით და მსუყე საკვებით უმასპინძლდებოდა.

ამიტომაც არეული შაქრები ჰქონდა და ექიმები ვერ არეგულირებდნენ.ვიფიქრე,რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა ისიც ადამიანი იყო,რაღაცანიარად შემეცოდა მშობლების გარეშე,რომ იყო და თან,რომ არც იცოდნენ დაავადების მართვა.

ამიტომ გადავწყვიტე მათთვის ამეხსნა ის ყველაფერი რაც საჭირო იყო,რაც ექიმმა თქვა,დაგვიწერა და რჩევად მოგვცა. მე, რასაც მივირთმევდი მასაც ვუნაწილებდი, სასწორზე ვწონიდით გრამობრივად საკვებს და ისე მივირთმევდით. მაგალითად: საღამოს, ვახშამზე უნდა მიგვეღო 25 გრამი პური სადღაც ერთი ნაჭერი და ცოტათი მეტი...ასე ვეხმარებოდით ერთმანეთს და ამ დახმარებას უშედეგოდ არ ჩაუვლია.ასე ვთქვათ ყველანი გავნათლდით, მედიცინის სკოლის რაღაც ეტაპი გავიარეთ, ვისწავლეთ და პატარა ექიმები გავხდით. ეს კი ძალიან მაგარი შეგრძნება იყო....

ამბავი კი მოკლედ ასე იყო,
იდუმალმა გოგონამ ერთხელ თავი შეუძლოდ იგრძნო, მიმართა ექიმს და იქვე დაიწერა დიაგნოზიც....ვერ ვიტყოდი მძიმე, ასე ვიტყოდი ცხოვრების ახალი თანამგზავრი შეიძინა, რომელიც მის ჯანმრთელობას არანაირ საფრთხეში არ ჩააგდებდა იმ შემთხვევაში თუ გაითვალისწინებდა რეკომენდაციებს,შეძლებდა 21 ე საუკუნის მთელი ევროპის ქვეყნებს შორის მოდებულ ჯანსაღი, სწორი ``დაავადების`` მართვას.

აქვე იყო მკურნალობის დაწყება, შემდეგ ინფორმაციების მიღება და გაცვლა.

იდუმალი გოგონას ცხოვრებაში ახალი, სანდო ადამიანები,
თბილი გარემო,რაღაცეების დაფასება და გადაფასება მოხდა.ბევრ რამეზე დაფიქრება,შეცდომების გაანალიზება და გამოსწორება.ახალი მუხტი, ენერგია, იდეა,ახალი გარემო, მზრუნველი ოჯახი, ახალი მეგობრები, საუკეთესო ექიმები,სევდიანი დღეები რომელმაც ასწავლა ცხოვრება ...თუ რატომ,რისთვის როგორ, რანაირად ვიცხოვრო...ვისთან ერთად ან საერთოდ რისთვის ღირს სიცოცხლე.
მეგობარო,
სიცოცხლე ყოველი წუთისთვის ღირს.ჩვენი ყოველი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა  ღმერთის საჩუქარია, ამიტომაც გაუფრთხულდით ამ ძვირფასს საჩუქარს და მადლიერნი
იყავით იმით რაც გაქვთ,
მადლიერი იყავით საკუთარი თავით, ახლობლებით, ოჯახით, მეგობრებით რათა მათ უყვარხართ, გაფასებენ და მათთვის ძალიან,ძალიან ძვირფასი ხართ. უბრალოდ გირჩევ, რომ იცოცხლო ყველა მზიანი დღისთვის, უმნიშვნელო დეტალებისთვის,რომელიც ბედნიერებას გვანიჭებს. იცხოვრო სიყვარულისთვის, გამოცდილებისთვის,სწავლისთვის,
საყვარელი ადამიანებისთვის, ან უბრალოდ შენივე ინტერესებისთვის.მიიღო ის წამიერი სიამოვნება რაც ცხოვრებას თან სდევს.
 
 
ეს გახლდათ, ცხოვრების რაღაც ეტაპის, ორ კვირიანი სევდით სავსე ისტორია რომელსაც ახალ სიცოცხლეს, ახალ სუნთქვას ვუწოდებ.ახალ გზას, ახალ სინათლეს,მომავალს... დიდი ხანია რაც წარსულს ჩაბარდა, თუმცა აწმყოში მაინც მახსენებს თავს.მაგრამ, მე ახლა არ ვიქნებოდი ის ვინც ვარ რომ არა ეს დაავადება. და მეტიც მადლობელი ვარ,რომ მასთან ერთად ვცხოვრობ...რადგან მე მან შემცვალა,სულ სხვა გამხადა და ცხოვრება თავიდან ბოლომდე კარგის მხრივ შეცვალა.ამიტომაც,ცხოვრება გვიწყობს ხშირად ამდაგვარ
მტკივნეულ თუ უმტკივნეულო გამოცდას რათა რაღაცას მივხვდეთ, მოხდეს გადაფასება და აზროვნებაც შეგვეცვალოს და ყველაზე მთავარი სამყაროს სხვა თვალით შევხედოთ...

ადამიანის ყველა ისტორიას აქვს,
როგორც დადებითი,ისევე უარყოფითი მხარე.

თუ შექმნი ნამდვილ ისტორიას,მაშინ გჯეროდეს იმის , რომ ერთ მშვენიერ დღეს მოვა ვიღაც და შენი ცხოვრების რაღაც ნაწილს ფურცელზე გადაიტანს...

ასე მოხდა იდუმალი გოგონას ცხოვრებაშიც, ის ვიღაცამ ფურცელზე დაწერა...მასზე მოგიყევით, რადგან ცხოვრებამ მიკარნახა,რომ გამოგონილ ისტორიას ჯობდა რეალური მომეყოლა თქვენთვის. აქვე დაიმახსოვრეთ,ის რაც წრფელი და ბუნებრივია ყოველთვის იქნება დაფასებული ...


დასასრული...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent