დამალული
თავი 1 -ჩვენ გაგვიმარჯოს!-ყვირის სალომე და შამპანურით ნახევრად სავსე ჭიქებს ერთმანეთს ვაჭახუნებთ. -გაგვიმარჯოს! დღეს გადაღების ბოლო დღე იყო.ახალი ფილმი წლის ბოლოსთვის კინოთეატრებში გამოვა. -ტატიანა!-მესმის რეჟისორის ხმა.ჩემსკენ მოიწევს სავსე ჭიქით ხელში.-მართალია,მხოლოდ ეპიზოდური როლი გქონდა,მაგრამ შენით აღფრთოვანებული ვარ!-ამბობს ის.ძალიან თბილი კაცია,იმდენად,რომ თავი უცხოდ არ მაგრძნობინა სრულიად უცნობ ადამიანებთან და ჩემი,მხოლოდ 5 მონაკვეთიანი ეპიზოდი,სასიამოვნო გადასაღები გახადა.თავს სახლში,როგორც თეატრის სცენაზე,ისე ვგრძნობდი. -იმედი მაქვს ჩვენი კავშირი გაგრძელდება.-ხელს მხვევს გადასაღებ მოედანზე გაცნობილი სალომე.მას უკან მაღალი ქერა ბიჭი დგას,რომელიც მოთმინებით ელოდება. -ძალიან შემიყვარდი.-ვპასუხობ გულახდილად და ვეხვევი. თეატრი ჩემი სახლია.მაყურებლები კი ოჯახის განუყოფელი ნაწილი.მათ გარეშე არ წარმომედგინა თამაში,არც მეგონა თუ შევძლებდი,მაგრამ შესანიშნავმა ადამიანებმა და სცენარმა შიშის ეს გრძნობა სრულიად გააქრო. -მგონი შენ გელოდება.-მეჩურჩულება სალომე.თავით ჩემი ზურგისკენ მიანიშნებს და სახეზე ფართო ღიმილს იკრავს.თავს ვატრიალებ. ილო წითელი მიხაკების თაიგულით კედელს ეყრდნობა და ღიმილით გვიყურებს.მაშინვე მისკენ მივრბივარ და ვეხუტები.ღრმად ვისუნთქავ მის მონატრებულ სურნელს და ყელში ვკოცნი. -მომენატრე, მომენატრე.-ვეუბნები და ხელებს კიდევ უფრო მჭიდროდ ვხვევ.-არ მეგონა,თუ მოხვიდოდი. -დროულად ჩამოვედი.-ღიმილით მიწერს სახეს და მკოცნის.-ხომ დაგპირდი მოვალ-მეთქი. -გვრიტობო.-სალომეს ხმის გაგონებისას ილოს ვშორდები,მაგრამ ხელს ძლიერად ვკიდებ.-არ გამცნობ? -უკაცრავად.-ვამბობ თავაზიანად.-სალომე,ეს ილიაა,ჩემი ქმარი.ილო ეს კი,სალომეაა, ერთ-ერთი მსახიობი. -სასიამოვნოა.-უღიმის ილო გოგოს და ხელს ართვავს. -იმედია,შემოგვიერთდებით.-სალომე ხელის მოძრაობით წინ გვეპატიჟება,სადაც ყველა ერთად აღნიშნავს. * * * ჯერ კიდევ სველ თმას მარჯვენა მხარზე ვიყრი.ფანჯრიდან მზიან დღეს ვუყურებ.თვალებს ვნაბავ და საზურგეს კომფორტულად ვეყრდნობი. თავს ილოსკენ ვატრიალებ.ჩვენი მზერები იკვეთება.თბილად მიღიმის და მარჯვენა ხელს ლოყაზე მკიდებს.თავს ვაყრდნობ მის ხელს და თვალებს ვხუჭავ.უჩვეულოდ მშვიდად ვგრძნობ თავს. -როგრც გავიგე,დაკოს უნდა პატარას ნათლია იყო. -ჰო,ეს დიდი პასუხისმგებლობაა.-ვეუბნები ღიმილით. -გეშინია? -არვიცი.უბრალოდ...ხომ ხვდები,ხშირად პასუხისმგებლობებს გავურბივარ. -მაგრამ ეს გინდა.ვგრძნობ,რომ გინდა.-ხელის მკვეთრი მოძრაობით ატრიალებს საჭეს და მანქანებს გვერდს უვლის. -რათქმაუნდა მინდა.პატარა ბავშვი სასწაულია.-ვამბობ ჩუმად.თემას მეტად აღარ ვაღრმავებ,არ მინდა ამ თემაზე საუბრით რაიმე სახის კამათი გამოვიწვიო. -როდის მიდიხარ?-ვეკითხები ფრთხილად. -ჯერ ადრეა.ალბათ თვის ბოლოს.-მპასუხობს წარბშეკრული. -ვერ ვიტან შენს სამსახურს.სულ არ ხარ სახლში.-ღრმად ვოხრავ. -ვიცი.მაგრამ ეს საჭიროა,არა? -რათქმაუნდა.შენ ადამიანებს ეხმარები.-თვალებს ვხუჭავ და ასე ვცდილობ გაღიზიანება გავაქრო.ის ჯანდაცვის გიდია,მესმის,რომ მნიშვნელოვანი თანამდებობაა,მაგრამ ამავდროულად მოსაწყენი პროფესია,რომლის გამო სულ მოგზაურობა უწევს. *** დაკოს ქორწილისთვის ასარჩევ მოსაწვევ ბარათებს თვალს ვავლებ.ზოგიერთი მათგანი ზედმეტად გადატვირთულია.ვფიქრობ,მინიმალისტური აჯობებს.ფიქრებში ვარ ჩაძირული,როცა კაბინეტის კარი იღება და სტუდენტები შემოდიან.ბარათებს ერთად ვკეცავ და მაგიდის კუთხეში ვდებ. -დღეს რომეოს და ჯულიეტას განვიხილავთ.გთხოვთ თქვენი ადგილები დაიკავოთ.-ვამბობ ღიმილით და სავარძლიდან ვდგები.თითოეულ მათგანს პიესის მოკლე შინაარს,დადგმის ფოტოებსა და ჩანაწერის ვედეო ასლს ვუდებ. -თქვენი აზრით,რას შეეხება პოემა?არ მინდა მოვისმინო ბანალური აზრები,რომელიც საზოგადოებაში გავრცელებული.მე თქვენი დამოკიდებულება მაინტერესებს. -პოემა ჭეშმარიტ სიყვარულზეა.-იწყებს ნელა ლილე. -მე კი,ვფიქრობ,რომ ის სიძულვილის შედეგზე მოგვითხრობს.ადამიანების ბუნების შესახებ.მის ეგოიზმზე და სიხარბეზე.-ეკამათება მწველი მზერით ლუკა.ამ ბავშვებში ის მომწონს,რომ დისკურსის წამოწყებას არ უფრთხიან.თაბისუფლად აფიქსირებენ საკუთარ აზრს და დაწესებულ საზღვრებს ხსნიან. -და რას იფიქრებთ,თუ გეტყვით,რომ ჩემთვის რომეო დამნაშავეა.მათი სიყვარულისთვის პირველი ჯულიეტა მოკვდა,რომელო კი,როგორ ვთქვა...უბრალოდ სინდისის ქენჯამ შეაწუხა.-ვამბობ ხმამაღლა და გარკვევით. ამის შემდეგ ნამდვილი დისკურსია იწყება. *** -შაბათ-კვირას სადმე წასვლას ვგეგმავ.-ვამბობ მოულოდნელად და ჩემს წინ მჯდომ დაკოს ვუყურებ. -რამე ხდება?-ეჭვნარევი მზერით მათვალიერებს. -უბრალოდ ცოტა ხნით ამოსუნთქვა მინდა,აქაურობა მახრჩობს.-თითებს ერთმანეთში ვხლართვავ,რაც ხმამაღლა გავაჟღერე ჩემი წადილი,უფრო გამიქრა წასვლის სურვილი.ნეტა,სულ ასეა?როცა რამეს ხმამაღლა იტყვი და სხვებს გაანდობ,მაშივე ქრება მისი შესრულების წადილი? -ილია არ ბრუნდება ჯერ? -ჯერ არა.-მასზე ფიქრი გუნებას მიხდენს. -შენს ადგილას მის ასე მისვლა-მოსვლას ვერ ავიტანდი.-მეუბნება ფრთხილად.ვიცინი.-ეჭვიანობით გავსკდებოდი. -ვენდობი,ისიც მენდობა.რა მაქვს საეჭვიანო?-ვპასუხობ.მასში ეჭვი არასოდეს შემპარვია,წამითაც კი.როცა ასე უწევდა წასვლა მხოლოდ მენატრებოდა.ეს ალბათ დასაწყისი იყო. -წამოვალ,შენთან ერთად,თუ გინდა.-მზერა უთბება დაკოს.იქნებ მიხვდა კიდეც ჩემს ფიქრებს. -არა.დარჩი. * * * -რა გინდა,რომ გავაკეთოთ შენს დაბადების დღეზე?-თვალებს მიჟუჟუნებს ნია.ბოლო ხმაზე ვიცინი. -ტრადიციულად.სპექტაკლს დავესწრები ან დამატებით ლექციას ჩავატარებ. -მოსაწყენი ხარ.-ტუჩებს დაბლა უშვებს.დაკეცილ მაისურს ვესვრი საპასუხოდ. -ეი,ეს რისთვის? -შეურაცხყოფა მომაყენე!-ვერ ვჩერდები და თამაშში ვყვები. -რა ჩემი ბრალია შენ,თუ ბანძი ხარ! -ილო ჩამოდის ხვალ,როგორც იქნა თავიდან მოგიშორებ.-ვეუბნები ირონიულად. -შუაში ჩაგიწვებით!-პატარა ბავშვივით ენას მიყოფს ის.-იმედია საღამოს მაინც გამოვა ოთახიდან.-ბუზღუნებს და სავარძელზე ჯდება. -ისევ იმ გოგოს ეკიდება?-ვეკითხები ჩუმად. -ეკიდება არა ის.-ქირქილებს და თმის ღირებს იწიწკნის.-ხშირად შუაღამემდე მასთანაა.არ მესმის რა მოსწონს იმ ელენაში. -არ გიფიქრია,რომ უბრალოდ ეჭვიანობ?-ვეკითხები ფრთხილად.ნია წარბებს ქაჩავს და პირს აღებს საპასუხობ.მეცინება.-ანუ ხომ გესმის,შენი ძმაა.ამდენი ხნის განმავლობაში სულ შენს ირგვლივ ტრიალებდა მისი სამყარო.ახლა,როცა უკვე დიდი ხარ,აქვს უფლება საკუთარი ცხოვრება ჰქონდეს. -ბოლო დროს ფილოსოფიით დაინტერესდი?-ამბობს უხეშად.-უბრალოდ ცუდი წინათგრძნობა მაქვს. -არვიცი,ნია.არვიცი.-მის გვერდით ვჯდები სავარძელზე და თავს მის მხარზე ვდებ.მისი სხეულის სითბო მეც მათბობს. -მართლა ბრუნდება ილო ხვალ?-თავს ვუქნევ მხოლოდ თანხმობის ნიშნად. -კარგია,ასეთ ჩამომტირალს მიგიყვანს გუნებაზე.-ამბობს ოხვრით. -ეი!-მწარედ ვჩქმეტ მხარზე.გულიანად ხარხარებს. -გოგოებო!ვახშამი მზადაა.-მესმის ტატოს ხმა.სიცილით ვდგებით და სამზარეულოში გავდივართ. -შენ კი ამბობდი არც გავახსენდებითო,-ვეჩურჩულები ნიას, როცა მადის ამღძვრელ საჭმელებს ვხედავ მაგიდაზე.ის უბრალოდ ენას მიყობს და ტუჩებს ილოკავს. -რაო,რას ჩურჩულებთ?-ამბობს ტატო და ცალი ხელით იწყებს ჭამას,მეორეში ტელეფონი უჭირავს. -ისეთს არაფერს.-პასუხობს ნია სწრაფად და გამაფრთხილელად მიღიმის.მე უბრალოდ ჩანგლით ვქექ საჭმელს ჩემს თეფშზე.გუნება წამში მიხდება.მათ ღიმილით შევყურებ,მაგრამ რეალურად ილოსთან მინდა.აუტანელი ხდება უკვე მისი ჩემს გვერდით არყოფნა. მეგობრებს დროებით ვწყდები და აივანზე გავდივარ.სწრაფად ვკრეფ დედაჩემის ნომერს სანამ დარეკვას გადავიფიქრებ. -გამარჯობა,დედა.-ვცდილობ ხმაში მხიარული ტონები გავურიო. -ტანია,შენ ხარ?-თვალები უცრემლიანდება.აშკარაა მგრძნობიარე ხასიათი მისგან გამომყვა. -მე ვარ დე,აბა ვინ,-ვამბობ სიცილით და მის ღიმილსაც ვხედავ.-ვერ შეგეხმიანეთ.ბოლო ორი დღე საგიჟეთი იყო. -ყველაფერი მოაგვარე?რამე პრობლემა ხომ არაა ფორმებთან?-მის ხმაში მაინც იგრძნობა ნერვიულობა. -ჯერ ყველაფერი კარგადაა,თუ არ მომერგება,შენს ხელს ვერ აცდება.-ტელეფონს მეორე ხელში ვიჭერ და ცერა თითით თვალს ვისრესს. -მომიტანე შვილო,მომიტანე.ილო ჩამოვიდა უკვე? -ხვალ დაბრუნდება,რაღაც პრობლემები შეექმნათ.-ვცდილობ ვუთხრა მხიარულად და სევდა დავმალო. -სხვა რა ხდება შენსკენ?-თვალებს აკვესებს.ვოხრავ. -დანარჩენები როგორ არიან?-ვეკითხები ჩუმად. -არაუშავთ.პარკში გასულან ყველა.ცოტა ხნის წინ დავბრუნდი სამსახურიდან. კარის ხმა მესმის.ნია ღიმილით მოდის ჩემთან,როგორც ჩანს ცოტა ალკოჰოლი მიუღია. -როგორ ხარ ნათი?-კითხულობს ნაზი ხმით და ტელეფონში ღიმილით იყურება. -კარგად ნიაკო,კარგად.თქვენ როგორ ხართ?რამე ხომ არ გჭირდებათ? -როგორ ყოველთვის ქოთქოთებ ნათი.ნუ გეშინია,კარგად ვართ. სანამ დედაჩემი ნიას ეჭორავება და მთისა და ბარის ამბებს ედებიან,მე აივნის მოაჯირზე ხელებს ვაწყობ და მზის ჩასვლას ვუყურებ.მის სილამაზეს ვერ ფარავს მახინჯი კორპუსები და გამონაბოლქვი.ყოველ ჯერზე უმშვენიერესია. ნია ხელით მანჯღევს და ტელეფონს ხელში მაჩეჩებს. -შევიდეთ თორემ გაცივდები.-მის ირონიულ სიცილზე მეც ვიღიმი. -ხვალ საჩუქრისთვის ასარჩევად გამომყვები?-ვეკითხები მაშინ,როცა აივნის კარს ვხურავ და ოთახში შევდივართ.ტატო დივანზე ზის კონტროლერით ხელში და თამაშობს. -დღის პირველ ნახევარში მცალია.-მეუბნება და თავს მიქნევს ნია.-იმ გოგოსთვის გინდა?რა ქვია?დიანა თუ.. -დაკო.-ვუსწორებ ღიმილით ჩემს ბავშვობის მეგობარს.მისი ეჭვიანი ხასიათი ხანდახან აუტანელი,მაგრამ სასაცილოა.თვალებს ატრიალებს ტატო. -ეჭვის ბუკეტი ხარ,რა.-უბღვერს უმფროსს დას. -მოკეტე და ითამაშე!-ტუჩებს ბრეცს ნია. -რის ყიდვას აპირებ?-სავარძელზე ჯდება და ბალიშს წინ,მუცელზე იდებს. -არვიცი,ჯერ არც მიფიქრია.-ვამბობ გულახდილად და საფეთქლებს ვიზელ.საშინლად მტკივა თავი. -მისი მეჯვარე იყავი,მაგრამ ბავშვის ნათლია..?ცოტა ზედმეტი ხომ არ არის?-ფრთხილად მეკითხება ტატო.წაუგია თამაში. -უფრო პასუხისმგებლობა,რომლის ასაღებადაც არ ვიცი მზად ვარ თუ არა.-ზურგზე ხელს თანაგრძნობით მისვავს ნია. -არ გინდათ სადმე წავიდეთ?ცოტა გართობა არ გვაწყენდა.-ვამბობ და ვცდილობ ოთახში ახლი მუხტი შემოვიტანო. * * * ავტობუსის გაჩერებაზე უკვე ნახევარი საათია ვიცდი,მზეც ისე საშინლად აცხუნებს თავს უარესად მატკიებს. ესესაა კიდევ ერთხელ ვაპირებ ზარის გაშვებას რომ ჩემს წინ ნაცნობი მანქანა ჩერდება.იმ წუთასვე ვჯდები შიგნით. -იუბილარისთვის ვის დაუდია?-მაშინვე საყვედურს ვესვრი. -უკვე წუწუნებ?-წარბებაწაეული მათვალიერებს.-კარგად გამოიყურები. ვგრძნობ,როგორ მიწითლდება ლოყები.მისი ხითხითი მესმის. -ო,ნუ იცინი! -რატომ?ამდენი წელი კომპლიმენტს ვერ მიეჩვიე?-თვალებს აწვრილებს ღიმილით. -ეგ არაფერ შუაშია,-თავს ვაქნევ.-მიხარია,რომ დრო გამონახე. -საკუთარი ცოლისთვის დრო ყოველთვის მაქვს.-მიღიმის ისევ. *** -დღეს ახალი დადგმაა,მოხვალ?-ვეკითხები ილოს.ეჭვნარევი მზერით მიყურებს.სავარაუდოდ,ამის შესახებ ჯერ არ მითქვამს. -მოვალ,აბა არ მოვალ?-მეუბნები წყრომით და თვალებში მიყურებს. -შენი გაბრაზება ადვილია არა?-მის სიტყვებზე წარბებშეჭმუხნული ვეყრდნობი კედელს მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული.იცინის. -რა საყვარელი ხარ.-ამბობს და ჩემს ლოყას თავისკენ წელავს.თვალებს ვუბრიალებ.შემდეგ ორივე ვიცინით. -ჩემთან ერთად წამოდი ადრე,ან ნიას და ტატოს შეუთანხმდი.-ქვედა ტუჩს კბენს და თვალს მიკრავს.ცინიკურად ვუღიმი და ფეხზე ვდგები.ნიჟარაში თეფშებს ვდებ და ზურგით ვეყრდნობი. -მათთან ერთად მოვალ. -რა?-ვიცხადებ მაშინვე.-ჩემთან ერთად წამოსვლა არ გინდა? -არვიცი,აქამდე ეს არ შემოგითავაზებია-ვიცი,რომ ამ პასუხით ჩემი გაღიზიანება უნდა.იცის,როგორ ვარდები,როცა კითხვაზე უარყოფითად მპასუხობენ. -რატომ არ უნდა მინდოდეს ჩემს ქმართან ერთად ჩემს თამაშზე წასვლა?-თვალებს ვჭუტავ.ნიჟარისკევ ვბრუნდები და ცხელ წყალს ვუშვებ.ნელა ვიწყებ ჭურჭლის რეცხვას. -ნერვების ჭია ხარ.-ამბობს ჩუმად და მაგიდის ალაგებას იწყებს.გასარეცხ თეფშებს გვერდით ფრთხილად მილაგებს.სამზარეულოდან გადის, ყურადღებას აღარ ვაქცევ მის მოქმედებებს,მაგრამ მალე მაკრობა ზურგზე და ხელებს წელზე მხვევს.ცხელ ჰაერს მაფრქვევს ყელზე. -როცა მზად იქნები,მაშინ გავიდეთ.-ყურში მეჩურჩულება.მისი ხმა თავგზას მიბნევს.ლამისაა მუხლები მომეკვეთოს მაგრამ მისი მჭიდროდ მოხვეული ხელს მტკიცედ მაკავებს. მისკენ ვტრიალდები და ქაფიან ხელს ცხვირზე ვუჭერ.ზიზღით სახეს ჭმუხნის მაგრამ მაინც არ მშორდება.მეცინება. -სხვადასხვა ადგილას გავლა მოგვიწევს.-თვალებს ნაბავს და თავს მხარზე მადებს.მაგიერში მიდგება და ქაფიან ცხვირს ყელზე მისვავს. -არამგონია ეგ პრობლება იყოს.-ჩურჩულით მპასუხობს და ყურის ძირში მკოცნის. -მანამდე რა გავაკეთოთ?-ისევ თავს სწევს და თვალში მიყურებს. -მოვიფიქრებ.-ეშმაკურად მუღიმი და ისევ ნიჟარასკენ ვბრუნდები.ჭურჭლის რეცხვას ურეაქციოდ ვაგრძელებ. -კაცს ცოდვას ჩაადენინებ.-თავს ვერ ვიკავებ მის სიტყვებზე მეცინება. -წინააღმდეგი ხარ? -გაგიჟდი?რათქმაუნდა არა! *** მქუხარე ტაში აპობობს წამის წინ ჩამოწოლილ სიჩუმეს.ერთმანეთზე ხელჩაკიდებული მსახიობი თავს დაბლა რამოდენიმეჯელ ვხრით და შემდეგ წითელი ხავერდის ფარდაც დაბლა ეშვება. -ეს მშვენიერი იყო,არა?-აღტაცებით ამბობს ლილე და თავის თავს ეხუტება.მეცინება,ეს მისი პირველი სერიოზული როლი იყო. -ყველაფერი კარგად გააკეთე,-ღიმილით გამხნევებ მას.მსახიობები ერთმანეთს კიდევ ერთ წარმატებულ დადგმას ვულოცავთ და სცენიდან გავდივართ.კულისებში ვარდების თაიგულით მხვდება ილო.ძლიერად ვეხუტები. -შესანიშნავი იყავი.-ამბობს და შუბლზე მკოცნის.-როგორც ყოველთვის. -მართლა მოგეწონა?-აღტაცებული ვეკითხები. -რა კითხვაა ტანია.-წარბებს კრავს.-ბოროტის როლიც კი მოგიხდა. -გულით ვეცადე. მის გამოწვდილ თაიგულს ცხვირს ვადებ და არომატულ სურნელს ღრმა ჩასუნთქვით ვუშვებ ჰაერში. -გარეთ დამელოდე,გრიმს მოვიშორებ და მალევე მოვალ.-კიდევ ერთხელ ვკოცნი მას და საგრიმიოროსკენ ფართო ღიმილით მივიწევ. -ჩვენი ვარსკვლავიც მოვიდა.-მხიარული შეძახილებით მხვდებიან იქ.მეღიმება მაგრამ ჩემს გვერდით ფრთხილად ვიყენებ ლოყებ აწითლებულ ლილეს. -ჩვენი დღევანდელი გმირი,ლილეა!-ხმამაღლა ვაცხადებ,ვიცი,როგორ სჭირდება ახლა მსგავსი მხარდაჭერა ახალბედას.მადლიერად მიღიმის და მსახიობების სხეულებში იკარგება.კმაყოფილი ვუყურებ მას. -არც თქვენს შრომას ჩაუვლია ფუჭად.-მესმის ხმა უკნიდან,მაშინვე ვტრიალდები და ხელთ უცნობი ქერა ბიჭი მრჩება. -გმადლობთ.-თავაზიანად ვუქნევ თავს და ვუღიმი.თითქოს სადღაც უკვე მყავს ნანახი,მაგრამ ვერ ვიხსენებ. -სულისშემკვრელად ლამაზი ხართ,-მეცინება მის მოფლირტავე ღიმილზე. -კომპლიმენტს მივიღებდი რომ არა გრიმი,რომელიც ჩემს სახეს ფარავს.-ვპასუხობ თავაზიანად და თავს ვუქნევ.საინტერესოა ვინ არის,რომ ასე შემოაღწია საგრიმიოროში. *** -შეიძლება დამაგვიანდეს ცოტა.-ოხრავს და ჰაერს ძლიერად უშვებს. -არაუშავს,მეც უკვე მოვედი სახლში.-სავარძელში ფეხებს ვაწყობ და წიგნსაც სასურველ გვერდზე ვშლი. -კარგი იქნებოდა,რომ წამოსულიყავი,ყველამ მოგიკითხა. -მაპატიე,ძალიან დაღლილი ვარ მართლა.ლექციები დიდხანს გაგრძელდა.-დაღლილიც ვიყავი და დიდად არც სურვილი მქონდა მის მეგობრებთან შეხვედრის.არ ვიცი,რატომ ვარიდებდი თავს. -გათბობა ჩართე? -კი,დღეს შემცივდა ცოტა.-მისი ხმა მათბობს და ძალიან ვდუნდები.ლამისაა ხელიდან წიგნიც გამივარდეს. -ვეცდები მალე მოვიდე.-ამბობს თბილად. -ტანია.ტანია.-მესმის ყურში ნაზი ხმა.თბილი ხელიც მეხვევა წელზე. თვალებს ნელა ვახელ და ვცდილობ დაბურული საგნები მალე დალაგდნენ. კისერზე ძლიერ ხელს ვგრძნობ,ნაზად მატრიალებინებს თავს და მას ვხედავ. -მოსულხარ,-ვჩურჩულებ ჯერ კიდევ ძილნარევი ხმით და ოდნავ ვუღიმი. -მაპატიე,რომ დამაგვიანდა.მოგწერე კიდეც,მაგრამ არ მიპასუხე.-მეუბნება,მე კი ხელს თბილ ლოყაზე ვუთათუნებ.-უნდა დაგეძინა. -დაგელოდები-მეთქი,ხომ გითხარი.-ისეთი მოდუნებული ვარ,ინერციით თავი წინ მივარდება მაგრამ ილო მიჭერს.ხვნეშის და ხელში როგორღაც მიყვანს.მალევე ვეფლობი რბილ ლოგინში. -ჯიუტი ხარ რა.-ამბობს ხმადაბლა და მალევე მიწვება გვერდით.-ნუ დადიხარ ასე,შეგცივდება და გაცივდები მერე ისევ.-მაისურს ოდნავ ქაჩავს ქვემოთ და საბანს მაფარებს,ხელს ბარძაყზე მადებს. -არ დაგილევია?-ვეკითხები და მისკენ ვტრიალდები.ნელა ვკოცნი.უკვე გამოვფხიზლდი. -არა. -რა კარგი ბიჭი ხარ.-ხელს ვუსვავ ლოყაზე ნაზად. -უკეთესი იქნებოდა შენ რომ იქ ყოფილიყავი,ან მე აქ,შენთან.-ამბობს ხმადაბლა,ბეჭებზე მკლავს მხვევს.სიამოვნებისგან თვალებს ვნაბავ. -ძალიან დაღლილი ვიყავი,რომ მოვსულიყავი ჩამეძინებოდა ალბათ. *** -სეზონის ბოლოს “ორი ქალაქის ამბავს” წარვადგეთ.მინდა თითოეულმა თქვენგანმა ზუსტად განიცადოს და გაიაზროს ეს უმნიშველოვანესი პასუხისმგებლობა.სინჯებს კვირის ბოლოს ჩავატარებთ,მაგრამ მონახაზი უკვე არსებობს.გირჩევთ დაივიწყოთ ყველაფერი და ფოკუსირება მოახდინოთ.ბევრი თქვენგანის მომავალი,კარიერული წინსვლა შეიძლება ამ სპექტაკლმა გადაწყვიტოს.-ხისტი,კონცერტრირებული ხმით აყალიბებს სათქმელს თომა.შეიძლება მკაცრი ჩანს,მაგრამ მისი წინამძღოლობით თეატრში ყველაფერი კარგად მიდის.თომას სიტყვების შემდეგ დარბაზში სიჩემე ისადგურებს.თითოეული ჩვენგანი ვცდილობთ მისს სიტყვებს სათანადოდ ჩავწვდეთ.შემდეგ ყველა ერთდრულად დგება და სცენიდან გადაძახილებით გადიან. -ეს საკმაოდ რთული იქნება.-გვერდში მიდგება ლიზი.ჩემი ხშირი კომპანიონი სამსახურში. -მაინცდამაინც ახლა რატომ გადაწყვიტეს,როცა ისედაც ბევრი საქმე გვქონდა?-ვუბრუნებ პასუხს გოგოს.მხრებს იჩეჩს. -არ მშურს მისი,ვინც ლუსის როლს მოირგებს.-ამბობს ღიმილით და თვალს მიკრავს.მხოლოდ სცენა რჩება განათებული.კულისებში მოფუსფუსე სოფოს ვხედავ.ნელა გვის იატაკს.მაშინვე მასთან მივდივარ. -მოგეხმარებით, ქალბატონო სოფო.-ვეუბნები თავაზიანად და ერთად მიყრილი ნივთების დალაგებას ვიწყებ. -საჭირო არაა ძვირფასო.-ცდილობს შემაჩეროს,მაგრამ ყურს არ ვუგდებ. -ერთად მალე მოვრჩებით და წავალთ სახლში.-ვეუბნები თბილად.მუდამ ბევრს მუშაობს,ადვილი არაა კოსტუმების,სცენის და საგრიმიოროს დასუფთავება.თანაგრძნობით მიღიმის.ფრთხილად ვართმევ ხელსახოცს და თაროებს ვუსვავ. -აქეთ მთავრი სცენაა,-მესმის ნაცნობი ხმა,რომელიც თანდათან გვიახლოვდება.-წამომყევი.აი ტანიაც. ხმისკენ ვიხედები.ლიზი გვიახლოვდება,უკან ნაცნობი ფიგურაც მოყვება. -როგორ ხარ?-ვეკითხები თავაზიანად.მასთან დიდად კომუნიკაბელური არ ვარ. -თავად სიკეთე ხარ,-გვათვალიერებს მე და სოფოს,-შეგიძლიათ წახვიდეთ. სოფოც თავისი კეთილი და ნაზი ხმით გვეშვიმდობება. -მინდა,ვიღაც გაგაცნო.-თავს ატრიალებს ჩემსკენ ლიზი.აქამდე მის უკან მდგარ ბიჭს მკლავზე ექაჩება და გვერდით იყენებს. -ეს..-ეს ის ბიჭია,წინა სპექტაკლზე სულისშემკვრელი,რომ მიწოდა.მახსოვს. -ეს ნიკაა,ახლა გადმოიყვანეს ჩვენთან.-ამბობს ღიმილით ლიზი. -სასიამოვნოა.მე..-თავს ოდნავ ვაქნევ ფიქრების გასაფანტად და საუბარს ვიწყებ,რომელსაც მაწყვეტინებს. -ტატიანა ხართ.თქვენ ყველა გიცნობთ.-ამბობს და ხელს მართმევს.მისი თითები ჩემს მაჯას ძლიერად ეჭიდებიან.მორიგი სასიამოვნო თუ შემაწუხეხებელი გულშემატკივარი? -ლიზი!-გოგოს უძახის საგრიმიოროდან გამოსული მისი ახლო მეგობარი ნეა."მალე მოვალო"ამბობს და ღიმილით გვტოვებს.უხერხულად ვუყურებ ჩემს წინ მდგომ მაღალ სხეულს. -იმედია,ამ ჯერად მაინც მიცანით.-ამბობს აბეზარი ღიმილით. -გიცანით.-ვამბობ ოდნავი ღიმილით.რაღაც არ მომწონს ამ ბიჭში.-მაგრამ ადრე სად?-რათქმაუნდა,მასთან არ ვაღიარებ,რომ პირველივე ჯერზე მეცნო. -კინო,რომელშიც მონაწილეობა მიიღეთ.-თავს მიქნევს.-ასესტენტ-დამხმარე ვიყავი. -უკაცრავად,ვერ შევამჩნიეთ,-ვეუბნები პირდაპირ და სახეზე დაყრილ თმის ღერებს უკან ვიყრი. -არც ველოდი.თქვენ ხომ ასეთი ცნობილი და დაკავებული ხართ.-ხელს მიშვებს. -ვერ დაგეთანხმებით.მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოება ასე თუ ისე მიცნობს,იმას არ ნიშნავს,რომ უფლება მაქვს თავში ამივარდეს.-ვპასუხობ გაღიზიანებული. -ნაკლებს არც ველოდი შენგან.-აციმციმებს ღია თვალებს.-შეიძლება შენობით მოგმართოთ? -რათქმაუნდა. *** კიდევ ერთი უძილო ღამე გადის ჩემს ცხოვრებაში.უკვე საძილე წამალიც აღარ მშველის.არც საღამოს ფეხით სეირნობა.ყველა ხერხი ვცადე,მაგრამ გონების მოტყუებას და დაძინებას ვერ ვახერხებ.იქნებ ნია მართალია და ექიმთან წასვლის დროა,ან ფსიქოლოგთან.ჩემს აზრებში,ფიქრებში დავიკარგე. გვერდს ვიცვლი და ჩემს გვერდით უშფოთველ მძინარე ილოს ვუყურებ.როგორ მშურს მისი.ნუთუ მხოლოდ მე ვამჩნევ კრიზისს ჩვენს ურთიერთობაში.ან იქნებ მხოლოდ მე მეჩვენება.რა უნდა ვქნა? ჯობს მოვიცადო,ცოტა დრო გავიდეს.აღარ მოუწევს ხშირი მგზავრობები და ჩვენც დრო გვექნება ერთმანეთისთვის.მაგრამ ვაი,თუ ვცდები.იქნებ უარესად წავიდეს ყველაფერი.ჩემს მშობლებს რა ვუთხრა?ან ირაკლის?იეჭვებენ,რომ რაღაც მოხდა.მე კი,მათ ვერაფერს ვეტყვი.ამდენი წლის ურთიერთობა როგორ დავანგრიო მხოლოდ იმიტომ,რომ ყურადღება მომაკლდა.ორივე სამსახურს ერთმანეთის გულისთვის ვუძლებთ.ერთმანეთისთვის ვშრომობთ.ხელს სახეზე ვუსვავ,ნელა და ნაზად.ახლად ამოსული წვერი ხელს მჩხვლეტს.მიყვარს მისი ნაკვთები,მისი სახე,თბილი თვალები.ღმერთო,როგორ მიყვარს.მაგარმ მის სიყვარულში ჩემს თავს ვკარგავ. ცრემლები ისე მოულოდნელად მეცემიან ლოყზე ვერ ვიაზრებ.რა მატირებს? კიდევ უფრო ახლოს ვიწევი და ცივ ფეხებს მისას ვადებ.იშმუშნება.ფრთხილად ვიღებ მის მკლავს და სხეულზე ვიხვევ.იქნებ ასე მაინც ვიგრძნო თავი დაცულად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.