შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტორო +18( სრულად)


19-02-2021, 11:15
ავტორი toroo
ნანახია 12 363

-----ტორო-----

ბედნიერების ძიებაში არასდროს ვყოფილვარ. არ მიყვარდა მსგავს სისულელეებზე დროის ხარჯვა. ეს ალბათ, დედაჩემის რეალისტ ბუნებას დამატებული, მამაჩემის დიქტატორული ხედვების დამსახურება იყო. ბავშვობიდან ცივი, უგულო და უემოციო ადამიანის სტატუსი შევიძნე და ისე მივიღე ჩემეულად, თითქოს არ არსებობდა დამოუკიდებელი და სულ სხვა „მე.“
თხუთმეტი წლისამ მამა დავკარგე. არ დავიწყებ იმ ემოციების გადმოცემას, რაც მაშინ ვიგრძენი, რადგან აზრი არ აქვს. ჩემი ოჯახი დევნილი იყო აფხაზეთიდან. სოხუმში დაბადებულებსა და გაზრდილებს, ცუდი ცხოვრება არ ჰქონდათ ნანახი და იმ დღის წინა ღამეს, როდესაც მე მოვევლინე ქვეყანას, ჩემმა მშობლებმა ყველა დაკარგა - დედ-მამიდან დაწყებული, და-ძმით დამთავრებული. არ ვიცი, ცხოვრების თუ ბედის ირონია იყო, მაგრამ ჩემმა მოსვლამ სხვები წაიყვანა და შავ წერტილად დააჩნდა კალენდარს პატარა თხის რქის, ანუ ჩემი, როგორც ტოროს დაბადება.
ყველაზე ჯიუტი ბავშვი ვიყავი ყოველთვის. ამისთვის კი, ორი მიზეზი მქონდა: პირველი ის, რომ თხის რქა ვიყავი. თვალის დაუხამხამებლად გავიკეთე ტატუ ლავიწთან. დიდი ასოებით დავიწერე - “Capricorn.” ტატუ-მასტერი აღფრთოვანებული იყო ჩემით და დროდადრო მკერდისკენაც აპარებდა თვალებს, მაგრამ, როგორც კი ჩემს მზერას აწყდებოდა, რომელიც შემაძრწუნებლად ცივი იყო, მაშინვე ავიწყდებოდა ის, რომ მის წინ ქალი იჯდა და როგორც ყველაზე ფრიგიდულს, ისე მიყურებდა (ეს შესაძლებელია ასეც ყოფილიყო). ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ხარის წელში ვიყავი დაბადებული - ანუ ორმაგად ჯიუტი, მომთხოვნი და მიზანდასახული რეალისტი შევრჩი დედამიწას. მეორე - ჩემი გვარის ინიციალებიდან გამომდინარე ზედმეტსახელი „ტორო" იყო, რაც, ალბათ, ყველას მოგეხსენებათ, რასაც ნიშნავს.
სიჯიუტე ყოველთვის მეხმარებოდა და ამავდროულად, ხელს მიშლიდა, მაგრამ ეს მე ვიყავი - არც მეტი და არც ნაკლები - უბრალოდ მე. ყოველთვის ყველას გაოცება შემეძლო. არ უარვყოფ, ჩვეულებრივი არ ვყოფილვარ. არც თავმდაბლობას დავიწყებ, შეუდარებლად ლამაზი ვიყავი. ჩემი ფორმები კაცებში ხელშეუხებლად იწვევდა ორგაზმს. ქუჩაში ყველა მე მიყურებდა. ქალები ზიზღით მაცქერდებოდნენ. ჰოი, რაოდენ სასაცილონი იყვნენ ჩემს თვალში, როცა, ლამის აფურთხებდნენ გვერდზე. ამ დროს მახსენდებოდა სიტყვები - „ადამიანები ყველაფერს გაპატიებენ, მაგრამ სილამაზეს არა."
და ვინ თქვა, რომ ბედნიერია ის, ვინც ლამაზია? არ მოტყუვდეთ, არ არის ასე. ჩემს მკერდს, საჯდომს და მომაკვდინებელ თვალებს, ცხოვრებაში არაფერი მოუტანიათ, გარდა ერთისა - მე გავხდი საბედისწერო ქალი, მეტსახელით - ტორო. არავინ იცოდა ის, თუ ვინ ან რა იმალებოდა ჩემს უკან გარდა ერთისა, რომელსაც მთლიანად ეძღვნება ჩემი ცხოვრების ის ახალი ფურცლები, რომლებიც მამაჩემის გარდაცვალბის შემდეგ დაიწყო.
მაშ, ასე. მზად ხართ? მაშინ მომყევით, ვიწყებ!


-----ტორო-----

ქარი იყო. სასაცილოა, დაკრძალვაზე ყოველთვის წვიმს, ახლა კი ქარი იყო. არავინ მაინტერესებდა, უბრალოდ ვაბოლებდი სიგარეტს, რომელიც ჩემი არ იყო.
- ნეტავ ვისია? - გამიჩნდა შეკითხვა და შეწუხებულმა შუბლი შევჭმუხნე. არადა, მახსოვს, მაგიდიდან ავიღე, მაგრამ როდის - ეგ არა.
- შენ ნორმალური ხარ? - მოვიდა დედაჩემი და პირიდან სიგარეტის ღერი ამაცალა. მისი თავი არ მქონდა, ამიტომ, როგორც შემეძლო, მობეზრებული სახე მივიღე და მინდორზე მივწექი.
- ღმერთო, გამაგიჟებ!
- დედა, შემეშვი.
- რა? რა? რანაირად მესაუბრები?
- რანაირადაც დაიმსახურე. კახპობა რომ მოგეშალა, შესაძლოა მამა ახლა ცოცხალი ყოფილიყო. რა იყო, ფეხები მაინცდამაინც მისი მეგობრისთვის რომ არ გადაგეშალა?
- მეზიზღება ის დაწყევლილი დღე, შენ რომ დაიბადე. ურჩხული ხარ!
- მაგრამ შენი საშოდან გამომძვრალი. - შევხედე, მერე ფეხზე წამოვდექი და სახლში შევედი.
რატომ გადაწყვიტეს მამაჩემის დასაფლავება სოფელში, მაინც ვერ ვხვდებოდი. ყოველთვის მეზიზღებოდა ეს ტრადიციები. მამა შემეცოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეს ვერ ხვდებოდა და არასდროს მომქცევია ისე, როგორც მშობელი, მან მე მომავლინა ქვეყანას, ამიტომ ღირსი იყო, ერთი მუჭა მიწა მაინც მიმეყარა მისთვის.
დაასაფლავეს.
წვეთი ცრემლი არ წამომსვლია. არავინ მყავდა, დედას ვძულდი.
ერთ დღეს, სახლში მისულს, სასწაული სურათი დამხვდა. მაშინ უკვე 19 წლის ვიყავი, მეორე კურსზე ვსწავლობდი, ფსიქოლოგიის განხრით. ჩანთა მივაგდე და ოთახში შესულს, დედაჩემი დამხვდა დივანზე გართხმული. გვერდით ვისკის ბოთლი ეგდო. ჩაეფსა, იმდენი ჰქონდა დალეული. წამით გული ამიცრუვდა მასზე, ჩემსა და ზოგადად კაცობრიობაზე.
გავაღვიძე. თვალებიდან ტუში ჩამოდღაბნოდა და საშინელი შესახედავი იყო.
- ოხ, მოვიდა გველის წიწილი. რა იყო, დედა, გაგისკდა თავი სწავლით?
- არ შეიძლება, ერთხელ მაინც მომექცე ისე, როგორც დედები ექცევიან შვილებს? ვერ ხვდები, რომ შენი და ბავშობაში გადატანილი სტრესის ბრალია ის, რომ მე ასეთი ვარ? - უკვე ყველაფერი ფეხებზე მეკიდა. აღარ შემეძლო. ყველანაირი განცდა და ემოცია ერთად ამოქმედდა ჩემში და მთელი გრძნობათა კასკადი გამოიწვია. ღრმად ვსუნთქავდი და თვალებში ჩავშტერებოდი იმ უსუსურ არსებას, რომელსაც აზროვნების უნარიც კი
წარმთეული ჰქონდა.
- იცი, რომ შენი გაჩენა არ მინდოდა? რატომ გაგაჩინე, არ ვიცი. იცი, რომ მამაშენმა გამაუპატიურა? აა, ჰოპ! არ იცოდი, ჩემო კუდრაჭა? - მითხრა და ლოყებზე ხელი მომიჭირა.
ეს უკანასკნელი წვეთი იყო. თვალებში დამიბნელდა, გავქვავდი და ოთახში შევვარდი. ყველაფერი ჩემოდანში ჩავყარე, რაც კი მებადა და ეგრეთ წოდებულ მშობელს, ზიზღიანი სახით დავუფურთხე იატაკზე.
- მეტის ღირსი იყავი. - სიძულვილით გამოვცერი კბილებში სიტყვები და კარი ძლიერად მოვიჯახუნე.
ამის შემდეგ ყველაფერი აირია. ჩემი შავი ცხოვრება უფრო გაშავდა. დავიკარგე როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. ვეღარაფერს ვგრძნობდი.
რატომ წამოვედი იმ სახლიდან, სადაც გავიზარდე და დავიბადე? სადაც ღვიძლი დედა მეგულებოდა? პირველად ფეხი სადაც ავიდგი? ვხვდებოდი, რომ ეს შეკითხვები ფორმალური იყო და ტვინი უბრალოდ ადამიანური განცდების ამოწევას ცდილობდა ჩემში. იმ განცდების, რაც უკვე არ გამაჩნდა. მე არავინ მიყვარდა და არც მე ვუყვარდი ვინმეს. ეს განაჩენი იმ ღამეს გამოვიტანე, როცა ათლარიან სასტუმროში ჩემი სველი
ბათინკები კომოდთან მივყარე და თავი ყველაზე საშინელ ბალიშში ჩავრგე. იმ საშინელ ღამეს ჩემი მეგზური ორი ბოლო ხმაზე მოღრიალე ცხოველი იყო .
- ნეტავ, მეტი რაღა უნდა, ისედაც გაიხა შუაზე. - გაცოფებულმა გადავიფარე ზეწარი და ამოვიოხრე.


***
- გამარჯობა, ორი ვაკანსია გვაქვს. მხოლოდ კრუპიე და მიმტანი. ოღონდ...
- რა, ოღონდ?
- კრუპიე აუცილებლად გამოცდილი უნდა იყოს და მიმტანს კი ბიჭს ვეძებდით.
- უკაცრავად, თქვენ მენეჯერი ხართ თუ HR-ის უფროსი?
- არც ერთი, მე მიმტანი ვარ.
- მერე, მიმტანი გასაუბრებას რატომ მიტარებს? ვერ ვხვდები. - ავიმრიზე. არ მოეწონა ჩემი ტონი, მაგრამ არ მაინტერესებდა.
- ახლავე დავუძახებ მენეჯერს, მაგრამ ვგონებ, რომ არ აგიყვანენ.
- შენ რას გონებ, ეგ იცი, სადაც უნდა გაიკეთო. - უკვე ვიცოდი, რომ აქ არ დავრჩებოდი, ამიტომ არ მაინტერესებდა, ვინ რას იფიქრებდა ჩემზე.
-ჰმ, კახპა! - ჩუმად ჩაილაპარაკა. გულში მეც არ დავაკელი, მაგრამ სცენების გამართვის ნერვები და ძალა არ მქონდა. ერთადერთი მიზეზი, რატომაც მუშაობის დაწყება და ღამეების თენება გადავწყვიტე, ის იყო, რომ სწავლის ფული როგორმე უნდა გადამეხადა. ერთ დღეს, დედისთვის თვალებში უნდა ჩამეხედა და მეთქვა, რომ ის არარაობა, რომელიც მან შვა, ქალად იქცა, წარმატებულ და ყველასთვის საამაყო ქალად. მე ამას შევძლებდი, ეს ყოველთვის ვიცოდი. აქ კი იმიტომ მოვედი, რომ ლეგალურ ბიზნესებს შორის, ყველაზე მაღალ ანაზღაურებას აქ გადავაწყდი. თავს არავის დავაჩაგვრინებდი. შიში არ ვიცოდი, რა იყო, ამიტომ პირდაპირ კაზინოში მოვაჭერი და ველოდი, ის ქათმისტვინა, როდის მოიყვანდა ჩემთან ვინმე პასუხისმგებელ პირს.
- თაკო, რისთვის მაწუხებ, ნორმალური ხარ? ხო გითხარი, მიმტანი - ბიჭი, კრუპიე - გამოცდილი. არ მაქვს ამდენი დრო. - ყვირილით და ხელების ქნევით მოდიოდა მაღალი კაცი ჩემკენ. პიჯაკზე თუ შეხედავდით, მიხვდებოდით, რომ ეს ნახევრად დაკუჭული და ვითომ ბრენდული, საშინლად უგემოვნო ნაჭერი, ერთადერთი მნიშვნელოვანი ნივთი იქნებოდა მის უძვირფასეს კარადაში. ქეციანი მენეჯერის პოზიციით ალბათ აღფრთოვანებულ, მეტი სწრაფვის და ამბიციის არმქონე მამაკაცს უნდა გადაეწყვიტა, ვიმუშავებდი თუ არა მასთან. ჩემს თავს ვწყევლიდი აქ მოსვლისთვის.
- ბატონო კახა, ვუთხარი, მაგრამ უზრდელი და ჯიუტია. არ მიდის. - მისის წიკვინა უკან მოწიკვინებდა.
- გამაგიჟებთ თქვენ! ბარდააგ, ნუ! - ამ სიტყვებით ჩემკენ გამოიხედა, თავი ოდნავ გვერდით გადასწია და მადიანად ამათვალიერ-ჩამათვალიერა. მივხვდი, რატო მიყურებდა ასე და წამით გული ამერია მამაკაცთა მოდგმაზე. ესეც მორიგი, ჩემი ფორმებით გაგიჟებული. ალბათ, ორ დღეში იმასაც ეცდებოდა, რომ საწოლში ჩავეწვინე.
- თქვენ ხართ ვაკანსიაზე? - ვაჭარივით შემომხედა.
- დიახ, მაგრამ უკვე მითხრეს, რომ არ მიმიღებენ.
- ამას აქ მე ვწყვეტ. - გესლიანად გადახედა ე.წ. თიკოს და შემდეგ მე გამიღიმა.
- წამობრძანდით ჩემს კაბინეტში. - თვალი თვალში გავუყარე და მკრთალად გავუღიმე. ერთ წამში მზერა შეეცვალა და ვიგრძენი, რომ მასში ცხოველი გავაღვიძე. საშინლად მწყურვალე მზერა დაასო ჩემს მკერდს და გავლისას ვიგრძენი, როგორ გადააგორა მადიანი ნერწყვი პირში.
„ - ძალიან ვუნდივარ.“ - გონებაში გამიელვა და წინ წავედი, მისი კაბინეტისკენ. ის კი უკან მომყვებოდა და ალბათ, ჩემი სხეულის ყველა წერტილს იზუთხავდა.
- ეს თამაში მომწონს. - ჩემთვის ჩავილაპარაკე და უკან გავიხედე. მომყვებოდა ისე, როგორც მოთვინიერებული ნადირი, მაგრამ მალევე დამღალა მისმა მზერამ.
- ანუ, არც მიმტანის გამოცდილება გაქვთ და არც კრუპიედ მუშაობის, ხო, როგორც მივხვდი?
- არა, არ მაქვს არანაირი სამუშაო გამოცდილება. მხოლოდ ვსწავლობდი.
- მმმ, არაუშავს, რამეს მოგიფიქრებთ. უკაცრავად, თქვენი სახელი?..
- ტოროთი შეგიძლიათ მომმართოთ. - წარბი მაღლა ავზიდე და ოდნავ გავუღიმე. ამან აშკარად იმოქმედა. უკვე ვიცოდი, რა გადაწყვეტილება
უნდა მიეღო ბატონ კახას, ამიტომ გავთამამდი და ფეხი ფეხზე გადავიდე. აი, სახის ალეწვაც ამას ერქვა. ასეთ დროს, ქალი აბსოლუტურ ძალას ფლობდა მამაკაცზე.
- კარგი, ნება თქვენია. დაგირეკავთ და შეგატყობინებთ, როდის უნდა მობრძანდეთ. კრუპიედ ნამდვილად ვერ აგიყვანთ. რაც შეეხება
მიმტანს, ამას დიდი გამოცდილება არ სჭირდება. მხოლოდ ბარი ფუნქციონირებს. სასმელი და სიგარები სათამაშო დარბაზში გვაქვს, მაგრამ ამასთანავე, გვაქვს „ვიაიპ“ კლიენტების ზონა, სადაც სპეციალური მაგიდებია განლაგებული. ორივე პოზიციაზე მოგიწევს მუშაობა. ორი ღამე იმუშავებ და ერთი ღამე დაისვენებ. მოგწონს გრაფიკი?
- დიახ, აბსოლუტურად.
- ანაზღაურება დღიურად გექნება, ღამეში ოთხმოცი ლარი. ამას დამატებული ის, რასაც სტუმრები დაგიტოვებენ. სიტუაციაში ნელ-ნელა გაგარკვევენ. დარეკვა მგონი აღარც ღირს. ჩათვალე, აგიყვანეთ. ტანსაცმლის ზომა ალბათ „ესი,“ ხო?
- დიახ.
- ხვალ მოხვალ შვიდ საათზე. ფორმა გასახდელში დაგხვდება. რუსული იცი?
- არაჩვეულებრივად.
- ძალიან კარგი. - საქმიანი კაცის იერი მაშინვე მოიხსნა, როგორც კი კარამდე მიმაცილა.
- შენნაირი გოგოს ხელიდან გაშვება, არ იქნებოდა კარგი საქციელი. - მთელი მონდომებით გამეღრიჭა.
- დიდი მადლობა, ასეთი გულისხმიერებისთვის. - სათნოებად დავიღვარე და ოთახის კარი ფრთხილად მოვიკეტე.
გულში ვზეიმობდი, რომ ყველაფერი ასე მარტივად გამოვიდა. არადა, არც მიცდია არაფერი. ბართან მივედი და იქ მდგომ წიკვინას ირონიული მზერა ვესროლე.
- ამიყვანეს, სიცოცხლე. - ვუთხარი და გემრიელად გადავიხარხარე. სული შევუბერე. ბარმენს, რომელიც გაოცებული გვიყურებდა, თვალი ჩავუკარი და ავორთქლდი ქვეყნის ყველაზე შემოსავლიანი კაზინოდან.

***
ბევრს ვფიქრობ ხოლმე, რა არის ცხოვრება? რაში გვჭირდება? ან რა არის კანონზომიერებანი ერთად შეკრებილი კაცობრიობისთვის? წესრიგი, რომელსაც ვიცავთ, რწმენა, რომელსაც მივყვებით. არსებობენ თუ არა გრძნობები, რომლებიც რევოლუციებს ახდენენ?
გამიხარდა სამუშაო რომ ვიშოვე. ფიქრის დრო არ დამრჩებოდა. მხოლოდ გამომუშავებაზე უნდა მეფიქრა, ანაბარი გაამეხსნა და წავსულიყავი ამ ქვეყნიდან მანამ, სანამ თავაწეული არ შევძლები უკან დაბრუნებას.


***
სამსახურში ფორმა დამხვდა. მენიუ მალევე ვისწავლე, რადგან სასმელებში ისედაც კარგად ვერკვეოდი. ყველას მოვწონდი, მთლიან გუნდს. შემეძლო, ყველანაირი ადამიანისთვის მომეწონებინა თავი. უბრალოდ, ამის სურვილი უნდა მქონოდა. მხოლოდ წიკვინა ვერ დავიმორჩილე, რადგან მეზიზღებოდა და არ ვეკონტაქტებოდი. ორი ბარმენი გვყავდა და ორივე გიჟდებოდა ჩემზე. სტუმრები კმაყოფილები მიდიოდნენ და შესაბამისად, მენეჯერსაც არ შორდებოდა სახიდან ღიმილი. ფორმა ზედმეტად სექსუალური, წიკვინასგან განსხვავებით, ჩემი უფრო მოკლე და ამოღებული იყო. არც მიკვირდა, რადგან ფიცარი ნამდვილად არ ვყოფილვარ. დამლაგებლიდან დაწყებული, დაცვით დამთავრებული, ყველა ჩემს ქებაში იყო. მოსწონთ ადამიანებს კარგი გარეგნობის, ჩუმი გოგონები, რომლებიც ბევრს არ ლაპარაკობდნენ და თავიანთ საქმეს კარგად აკეთებდნენ. ამასთანავე, იუმორი და ყურადღებაც არ ეშლებოდათ.
მაგიდებს შორის მოხერხებულად დავძვრებოდი. უკვე ორი კვირა იყო, აქ ვმუშაობდი. საშინლად გადაღლილი ვიყავი. თვალები მეხუჭებოდა, რადგან ჩემს დასვნების დღეებზე უარი ვთქვი. ვიფიქრე, შემდეგ ერთიანად დავისვენებდი ერთი კვირით.
- ტორო, მიდი, რა, „ვიაიპ” სექტორში მეათე მაგიდასთან. მე მანდ მიმსვლელი არ ვარ. - მითხრა ნათიამ და თან კალამი მომაჩეჩა. აშკარად ეტყობოდა, არასახარბიელო შეხვედრა ჰქონდა ამ მაგიდის სტუმრებთან.
- ხო მშვიდობაა? - ვკითხე აღელვებულმა და თან კალამი უკან დავუბრუნე, რადგან მეც არაერთი მქონდა.
- კი, უბრალოდ არ მინდა, რა. მერე მოგიყვები. ახლა კი მიდი.
არ ვნერვიულობდი. აუღელვებლად მივდიოდი მაგიდისკენ, სადაც შავი ფერის გარდა არაფერი ჩანდა. მათკენ დავიხარე და განათებამ თვალი
მომჭრა. მხოლოდ ის გავარჩიე, რომ მაგიდასთან ოთხი ადამიანი იჯდა. მათგან სამი მამაკაცი, ხოლო ერთი მანდილოსანი. მას შემდეგ, რაც აქ დავიწყე მუშაობა, უამრავი სიმპატიური, შეძლებული, წარმოსადეგი, წარმატებული და ამასთანავე, საშინლად უსუსური მამაკაცი მენახა. მათ კი, აშკარად ეტყობოდათ, რომ დიდი ფულის პატრონები იყვნენ. რამდენს ნიშნავდა ესთეტიურობა? - ძალიან ბევრს. ჩემს მახვილ თვალს არ გამოპარვია, მათი ბრენდული ტანსაცმელი და აქსესუარები.
მაგრამ ერთი წუთით, უკან გადავახვიოთ...
ბოტოქსშეპარული და აშკარად გაკეთებული მკერდით, ამაყად მომზირალი ქალბატონი, რომელიც ყურს უდორბლიდა იმ შემაძრწუნებლად სიმპატიურ მამაკაცს, როგორიც აქამდე არ მენახა, სიტყვით გამოხტა.
- გოგონი, რომ გეძახით ერთი საათია, აი, გაფიცებ, რას მიკეთებთ, ჭორაობთ? - იმდენად საშინლად მომხვდა ყურში ეს სიტყვები, რომ ფურთხის ღირსადაც არ ჩავთვალე ეს ბარბის პროვოკაცია.
- მგონი, ახლა აქ ვარ და გისმენთ. - მაინც თავი შევიკავე. ხელშეუხებლობის გარანტია არ მქონდა. ვგრნობდი ექვს თვალს. ზუსტად ექვსივეს თუ როგორ მათვალიერებდა, მაგრამ აქედან ორი განსაკუთრებულად. როგორ მინდოდა, ეს განათება ჩამქრალიყო და ზუსტად დამენახა ნებისმიერი წერტილი მის სახეზე. სახეზე, რომელმაც გამაქვავა. არ ვიცოდი, ეს რა იყო.
პირველად ჩემს ცხოვრებაში, აუტანელი სურვილი მკლავდა, მამაკაცს შევხებოდი.
- გვირჩიეთ რამე. - სკამზე გადაწვა ქერათმიანი მამაკაცი, რომელიც უტიფრად მათვალიერებდა, როგორც დანარჩენი ორი.
- ალბათ, ვისკი.
- ოჰო, რა თქმა უნდა, ვისკი.
- ყინულით! - ხმამაღლა შემოჰკრა ტაში ქერა კაცის გვერდით მჯდომმა, არანაკლებ მოხდენილმა მამაკაცმა.
- დიახ, ყინულით. ბურბონი გნებავთ, აირიში თუ სკოჩი?
- ოჰო, ყოჩაღ, გოგონი. მოდი, ბურბონი მოგვიტანე, კიდევ ყინული, ფორთოხლის წვენი და ხილის ასორტი, რაც შეიძლება დიდი.
- კარგი, ახლავე. ჯეიმსონს მოვიტან, ხო? ჯეკს ჯობია.
- მომწონს მე ეს გოგო. - ქერამ კიდევ ერთხელ ამათვალიერა და იმ განათებაშიც კი დავინახე, როგორ მოიქცია ტუჩი კბილებს შორის.
შეკვეთა მივიღე, მივუტანე და წამოვედი, მაგრამ თავს მაინც არაკომფორტულად ვგრძნობდი. რაღაც მაგიჟებდა და მაცოფებდა, მიზეზი კი უცნობი იყო. მაგიდა ნომერი ათი თავისკენ მიზიდავდა. ვგრძნობდი, როგორ მინდოდა მათზე შთაბეჭდილების მოხდენა. ბარბი კი მაღიზიანებდა.
- ნიკო, თუ არ გინდა, მოვკვდე, ჯეკი დამისხი ასი, რა. - ისეთი თვალებით ვთხოვე ბარმენს, ლამის მთლიანი ბოთლი ჩამახუტა.
- გაგიზავო? - თითებით ჩემს ხელს შეეხო.
- ნიკო, არ გინდა, გთხოვ.
- კარგი, კარგი.
დამისხა. ერთი მოყუდებით დავცალე და ვიგრძენი, როგორ ჩამიხურდა მთელი ორგანიზმი. სასწრაფოდ წყლის შესასხმელად გავვარდი, კისერზე ხელები მოვისვი და სარკეში ჩავიხედე.
- რა გჭირს? - საკუთარ თავს არ ვგავდი. კიდევ ერთი ღილი შევიხსენი და დავინიავე. მთლიანად ვხურდი.
კარები უნდა მიმეკეტა და დარბაზში დავბრუნებულიყავი, როცა ვიღაც უკნიდან მომეკრო. იმ მომენტში, მე არაფერზე ვფიქრობდი, გარდა იმ სურნელისა და ჟრუანტელისა, ჩემს ფრიგიდულობას მთლიანად ხაზს რომ უსვამდა.
- ჩემო ლამაზო, შენი სხეული და სახე ცუდ დღეში ჩაგაგდებს. ხალხში არ უნდა გამოჩნდე ხოლმე. - მსოფლიოში ყველაზე სექსუალური ხმა მესმოდა. მისი სუნთქვა კისერზე მხვდებოდა და გახსნილი ღილიდან გულ-მკერდის არეს საამოდ ესვენებოდა.
ხელები გამიშვა და შემოვტრიალდი. გულმა ყველაფერი ერთიანად გამოტოვა. ჩემ წინ აპოლონი იდგა. დავმუნჯდი.
სიტყვებით ვერ აღვწერ, როგორი იყო ის - უბრალოდ შეუდარებელი. არწივის გამოხედვით. იმდენად შავი თვალები ჰქონდა, რომ ინანებდით, აქამდე როგორ არ შეხვედროდით, რათა მათში ერთხელ მაინც ჩაკარგულიყავით. შავი, გრძელი და ატეხილი წარბები მისი თვალის ნუშისებრ მოყვანილობას უფრო მამაკაცურს და მიმზიდველს ხდიდნენ. ასევე შავი თმა და წვერი, ერთად ჰარმონიაში იყვნენ. ცხვირი ოდნავ კეხიანი, მაგრამ ამავდროულად, სწორი და პროპოციული ჰქონდა. აი, ტუჩები კი, ერთადერთი იყო, რაც მის სახეზე ზედმეტად იკვეთებოდა.
„ - ღმერთო, რა არაბუნებრივად წითელი ტუჩები აქვს.“ - გავიფიქრე ჩემთვის და მხოლოდ მაშინ მივხვდი, ამ თვალებში, რომლებშიც მე ვიძირებოდი, აუტანელი ჟინი იგრძნობოდა. მხოლოდ ჟინი იმისა, რომ დავესაკუთრებინე. მთელი სხეულით იწევდა ჩემკენ და ყველა წერტილს აკვირდებოდა. ასე მეგონა, თითოეულ ამოსუნთქვას მითვლიდა. იმდენად შორს წავიდა ერთმანეთის შესწავლა, წამით ისიც კი ვიფიქრე, რომ ამ ადამიანს პირველად არ ვხედავდი.
- რა უფლებით? არა, მაინც რა... - რაღაც უნდა მეთქვა, მაგრამ ენა მუცელში ჩამივრდა, როდესაც სწრაფად მომეჭრა, როგორც აფთარი და კედელზე ამაყუდა. მზერას მთელ სახეზე დააცოცებდა. შემდეგ კი ხელით სახე დამიჭირა და ცერა თითით ბაგეები ერთმანეთისგან დამიშორა. მერე ახლოს მოვიდა, ჯერ ჩემი ტუჩების სურნელი შეიყნოსა და მერე შეისრუტა. ასე მეგონა, ცოცხლებში აღარ ვეწერე. იმდენად აღმაგზნო, რომ სულ არ მაინტერესებდა, ვინ ვიყავი ან ის ვინ იყო. მხოლოდ ორნი ვიყავით იმ საძაგელ საპირფარეშოსთან, დერეფანში. მე... ის... ვნება...
- რას აკეთებთ? - მიუხედავად იმისა, რომ ყველა წერტილი მეწვოდა, სადაც შემეხო, მაინც ჩავრთე ჩემი აზროვნება და უკვე მორალის კითხვაზე უნდა გადავსულიყავი, რომ ცივად შემიშვა ხელი. ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ავილეწე. ვერ ვწყნარდებოდი, ის კი მშვიდად იყო. მე ვუყურებდი. ისიც მიყურებდა.
- არა. - თქვა იმ ხმით, რომელიც უკვე მაგიჟებდა. ხმა, ტუჩები, თვალები, ტანი - მისი უკვე ყველაფერი მაგიჟებდა და აი, ეს კი ნამდვილად საგანგაშო იყო.
- რა „არა“? ნორმალური ხართ? - შეშფოთებული ხმა მქონდა. მან კი ისე, თითქოს აქ არაფერიო, მამაკაცების საპირფარეშოს კარი ცხვირწინ მიმიხურა.
დარბაზში დავბრუნდი. მიჭირდა მომხდარის გაანალიზება. ვერ ვხვდებოდი, რქები მომაჭრა თუ ასე რამ დამაბრმავა? მაგრამ ახლა ისევ ცივი ვიყავი, ისევ უგრძნობი.
დარბაზში ისიც დაბრუნდა. მათ მაგიდასთან აღარ მივსულვარ, მაგრამ შევამჩნიე, რომ ოც წუთში გავიდნენ. მაგიდა ავალაგე, პორტმანი გადავხსენი და შიგნით ასდოლარიანი დამხვდა. ანგარიშიც გასწორებული იყო.
„ - მე დამიტოვა?“ - გავიფიქრე. არ ვიცოდი, რა უნდა მეგრძნო, მაგრამ გამიხარდა. და იქნებ მას არ დაუტოვებია? იქნებ სხვა იყო? ჯანდაბას, რა მნიშვნელობა ჰქონდა, ბანკში შევიტანდი.
- ერთ დღეს, შენ და შენი მწვანე ძმაკაცები, მე ყველაფერს შემაძენინებთ. -ვუთხარი კუპიურას და დაუფიქრებლად ჩავიდე წინსაფრის ჯიბეში.
- ნათია, მოდი.
- ხო, ტორო, რა იყო? წინსაფარს გამიუთოვებ? ხო იცი, მე ვერ... - არ დავასრულებინე, იმდენად მაინტერესებდა ინფორმაცია შავის შესახებ.
- ვინ იყვნენ მეათე მაგიდასთან?
- რა იყო, რამე გითხრეს? - ნათია შეშფოთდა. მესაყვარლებოდა ეს გოგო, მაგრამ ყველაფერს ნამდვილად ვერ მოვუყვებოდი. უბრალოდ ინფორმაცია მჭირდებოდა.
- არა, არაფერი. უბრალოდ „ჩაი“ დამიტოვეს დიდი რაოდენობით და კიდევ... კიდევ, მათვალიერებდნენ უცნაურად
- ა-ა, ხო. ეგ მათ ასე იციან ყოველთვის. მოკლედ, ეს სამნი არიან უმსხვილესი ჰოლდინგის დამაარსებლები და დირექტორები. ჰოლდინგი, საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს. ათასი მსხვილი და წვრილი ბიზნესი აქვთ, მაგრამ მთავარი მეღვინეობაა. კახეთში აქვთ ძალიან დიდი მიწები და ა.შ., რა.
- საინტერესოა.
- ხო, ძალიან. ის ქალი არ ვიცი, მორიგი „პრაშმანდოვკა“ იქნებოდა. - ნათიამ ისე სასაცილოდ თქვა ეს ყოველივე, რომ ღიმილი შემეპარა სახეზე.
- ხო ეტყობოდა. - თავი დავუქნიე. უფრო მეტის გაგება მინდოდა და არ ვშორდებოდი.
- მოკლედ, სახელები არ მახსოვს, მაგრამ აი, მისტერ ვალენტინი... ნუ, მოკლედ, რამე მისტერი თუ არსებობს, ყველგან მაგარია. ლევან მაჩაბელი როგორც კი შემომხედავს, წამში ვიფურჩქნები, რა კაცია! ქერას მგონი დიტო ჰქვია და ანდრია მაჩაბელი კი ლევანის ძმაა.
- რომელი რომელია, მაინც ვერ გავიგე. - ერთი სული მქონდა, გამეგო, რა ერქვა.
- მოკლედ, შავი თვალებით იყო ლევანი. იცი, რატომ არ მივედი მაგიდასთან? ერთი კვირის წინ, მაგ მაგიდას ვემსახურებოდი. რა თქმა უნდა, გოგოები ერთმანეთს ვჭამთ, ვინ მივა მასთან, მაგრამ თვითონ ბრძანა - ბიჭები მომემსახურონო და სიმართლე გითხრა, ეგეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ერთი ბიჭი მიმტანიც დაგვჭირდა. აიყვანენ კიდეც ალბათ, მაგრამ მგონი, შენ მოეწონე. - თვალი ჩამიკრა ნათიამ.
- საიდან მოიტანე? - სულ არ მაინტერესებდა, რომც დავენახეთ, მაინც.
- ნუ, ფაქტია - ცუდი არ უთქვამს. კარგი, წავედი, ჩემი დებილი ქმარი მისახედი მყავს. - გამიცინა და ლოყაზე მაგრად მაკოცა.
- о, боже, какой мужчина, леваан! - მთელი ხმით ღრიალებდა გასვლის წინ ნათია და თან კაკანებდა.
- გიჟი ხარ! - მეც გემრიელად გადავიხარხარე და ბართან ჩამოვჯექი.
- არ მიდიხარ სახლში? - დაღლილი სახით მკითხა ნიკომ.
- კი, ნიკ. აი, გამოვიცვლი და წავალ.
- მე გაგიყვან, okay?
- კარგი. - არ მქონდა შეწინააღმდეგების თავი.
ოცდახუთ წუთში ჩემს სასტუმროსთან ვიდექით. აღარც ძალა მქონდა შერჩენილი და აღარც ემოციები.
- როდემდე უნდა იცხოვრო აქ? - მკითხა ნიკომ. - მისმინე, ჩემს დას ჰყავს დაქალი და ის აქირავებს სახლს იაფად. გადასახადს გაიყოფთ შენ და ვინმე გოგო. იქ ცხოვრება არ გირჩევნია?
- კარგი იდეაა, ხო იცი? მომეცი მაგ გოგოს ტელეფონის ნომერი და გავარკვევ ხვალ.
- ტორო, მოიცა. - გადასვლისას ხელი მომკიდა და მანქანაში დამაბრუნა. ნიკო მაგარი ბიჭი იყო, მე ვიტყოდი - სიმპატიურიც. წიკვინა მთელი მონდომებით ეპრანჭებოდა, მაგრამ ნიკოს მზერას ყოველთვის მე ვგრძნობდი. მომწონდა, მაგრამ დიდად არ მიზიდავდა, რასაც ლევანზე ვერ ვიტყვი. - იცი, ხო, რომ მომწონხარ? მისმინე, სულელურია და ამას მგონი პირველად ვაკეთებ.
- რას? გოგოს პირველად უტყდები გრძნობებში? - დაცინვა გამომივიდა და ცოტა მეუხერხულა, ნიკომ რომ თავი ჩახარა.
- არა, არა, უბრალოდ არასდროს ყოფილა გოგო, რომელიც მე მომწონებია და იმას არა. მაგარი ხარ. არა, მაგარი არა - საოცარი ხარ. ვერავინ ამოგშლის გონებიდან, ერთხელ მაინც თუ შეგხვდება.
- კარგი, ნიკო. მსიამოვნებს ეს ყველაფერი, მაგრამ აზრი არ აქვს, ხო იცი, არა? - სრულიად გულგრილი ვიყავი იმ წამს.
- ვიცი და უკვე ძალიან მეცოდება ჩემი თავი.
- შენი თავი არასდროს შეიცოდო. ამაზე არაკაცულს ვერაფერს გააკეთებ. - თვალებში ჩავხედე და ტუჩებზე ვეცი. თავიდან დაიბნა იმდენად, რომ გააკანკალა, შემდეგ ამყვა. ვაღიარებ, გამოცდილი იყო და ამავდროულად, იმდენად სასიამოვნოდ დააცოცებდა ხელებს ჩემს სხეულზე, ლამის თავი დავკარგე, მაგრამ გონს მაინც მოვეგე და ერთიანად მოვშორდი. ვგრძნობდი, რომ ვერ ითმენდა. ვგრძნობდი, რომ ყველაფერს ერჩივნა ახლა ჩემთან სექსი, მაგრამ მანქანიდან გადავედი და კარები მივუკეტე.
- ნიკო, არაფერი გამოგვივა, ღამე მშვიდობის. - ვუთხარი. სახლში ავედი და მხოლოდ ძილის წინ გავიაზრე ის, რაც გავაკეთე. - ასე ჯობია. - ჩემს თავს ვუთხარი და მშვიდად გადავეშვი მორფეოსის სამყაროში. არც ლევანი დამსიზმრებია და არც ნიკო. მხოლოდ შავი ფერი.


***
სამსახურში საინტერესო არაფერი ხდებოდა. რუტინა უკვე მოსაბეზრებელი იყო, მაგრამ ვიტანდი. ბანკში ფული საკმარისად მქონდა დაგროვებული. მენეჯერის და ბარმენების თვალებს ვერსად გავურბოდი. ნიკომ უკან დაიხია. იმდენად ჩაფიქრებული და გაფანტული მეჩვენებოდა, რომ ხანდახან მეცოდებოდა. სულ ჩუმად იყო, საზარლად ჩუმად. მენეჯერი რამდენჯერმე მეხუმრა, ირიბი კომპლიმენტებიც მესროლა, მაგრამ ასე მეგონა, ხვდებოდა, რომ შანსი არ ჰქონდა. ჩემი სიცივე ალბათ, მასაც აშინებდა.
სათამაშო დარბაზში ჩხუბი იყო, ამიტომ „ვიაიპ” განყოფილებაში გადავინაცვლე და ჩემს პოსტზე მაია გავუშვი, რომელიც გიჟდებოდა მსგავს არეულობებზე. არ ვიცი, ეს გოგო რატომ ცდილობდა ხალხის ემოციები შეესწავლა, მაგრამ ფაქტი იყო, მე ამას კარგად ვიყენებდი. „ვიაიპ“ ნაწილში საშინელი დახუთულობა იყო.
- ჰეი, აქ რა, გამწოვები არ მუშაობს? - შევაჩერე ნათია, რომელსაც შეწუხებული სახით მიჰქონდა ლანგარი მაგიდისკენ.
- არ ვიცი, გოგო. ცუდად ვარ უკვე მეც. ლამისაა გავიძრო ტანსაცმელი და ტიტველი გავვარდე აქედან.
- გიჟი ხარ, გეუბნები. - გამეცინა და მენეჯერთან ავედი. ბატონმა კახამ მომახსენა, რომ რაღაც ტექიკური პრობლემის გამო, გამწოვები ნახევარი საათით არ იმუშავებდნენ. ნერვებმოშლილი ჩამოვედი და მაგიდებისგან შეკვეთების აღება დავიწყე. გამწოვებიც ჩაირთო. დრო მალე გადიოდა. მე და ნათია ერთმანეთთან გავლის დროს, საჯდომზე ვუტყაპუნებდით ხელებს ან რამე სასაცილოს ვეუბნებოდით ერთმანეთს და ასე ვხალისობდით. შემდეგ, ნიკოც გვისხამდა რამე გრადუსიანს და დრო ისე გაიფრენდა, როგორც არაფერი.
მორიგ მაგიდასთან მიმქონდა ტეკილა, როდესაც მოულოდნელად ქალი წამოდგა და დამეჯახა. სასმელი ფორმაზე გადამესხა. ქალმა ბოდიშებით ამიკლო, რაც ძალიან მესიამოვნა ამდენი გატუტუცებული, ფულის ტომრის გადამკიდეს. გასაკვირი იყო, ასეთი გულისხმიერი სინანული.
გამოსაცვლელ ოთახში არავინ დამხვდა. ხელის მარტივი მოძრაობით გავიძვრე მაისური და სკამზე ჩამოვჯექი, რომ სველი პირსახოცით ტანი გამეწმინდა. მოულოდნელად, გასახდელში შუქი ჩაქრა და ვიგრძენი, ცხელი ტუჩები როგორ შეეხო ჩემს კისერს. ამაზე სასიამოვნო არაფერი განმეცადა. ის ადგილი, სადაც შემეხნენ, ასე მეგონა, ცეცხლით ამომიწვეს. სამყარო წამში აირია და კანკალმა ამიტანა.
- შენი ტატუ მომწონს. - მომესმა. ის იყო.
არასდროს მჯეროდა ურთიერთობების. დედაჩემი და მამაჩემი ვერასდროს უგებდნენ ერთმანეთს. მუდამ კამათობდნენ, ბევრჯერ მამას უგინებია და სახლიდანაც წასულა. ქალბატონი ნინო, ვერ იტანდა სახლში ჯდომას. არავის ეკონტაქტებოდა, სამსახურიც ვერ იშოვა, გასუქდა და დამახინჯდა. შესაბამისად, ნერვოზიც აიკიდა. მაღალი ქალი იყო, ლოყები და ღაბაბი იმდენად დამრგვალებოდა, რომ ძნელად თუ შეამჩნევდით წარსული სილამაზის კვალს. თვალები მისი მქონდა - ცისფერი, არა - წყლისფერი, კამკამა და სუფთა. ხშირად გამიბამს მახეში ამ თვალებით ბიჭები მიუხედავად იმისა, რომ სამი ზომა მკერდი, ვიწრო წელი და არანორმალურად ლამაზი თეძოები მქონდა. მთავარი სიტყვა მაინც ჩემს ორ ყველაზე მნიშვნელოვან მრგვალ წერტილს - თვალებს ეკუთვნოდათ, რომლებიც ხან ცისფერი იყო, ხანაც სულ ნაცრისფერდებოდა. ისეთივე ცვალებადნი და ამავდროულად დისციპლინირებულნი იყვნენ, როგორც მათი პატრონი.
ბიჭებთან ურთიერთობები არ მქონდა ერთი მარტივი მიზეზის გამო - ყოველთვის სხვებისგან ვიგებდი მათ გრძნობებს, რაც ჩემში, მათ, როგორც მამაკაცებს აკნინებდათ. ახლოს არავის ვიკარებდი, ცივი და გაწონასწორებული ვიყავი, ამიტომ, აღარც მეკონტაქტებოდნენ. ინიციატივას ჩაახშობდნენ და აგრძელებდნენ ისეთივე იგნორს, როგორსაც მე.
მაგრამ ყველას ცხოვრებაში არსებობს სიტყვა „მაგრამ.“
იმ წამს, როდესაც ჩემ უკან კაცი იჯდა, რომლის სუნთქვასაც მილიმეტრებში ვგრძნობდი, რომელიც ჩემთვის იდუმალების ეტალონად რჩებოდა და ვხვდებოდი, ჩემში ქალურ საწყისს, როგორ სწევდა წინ, როგორ აღვივებდა ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ ველური ვნების იმ წერტილს, რომლის პიკიც ნეტარებისგან და სიამოვნებისგან აშენებული სამოთხე იყო, მივხვდი, რომ ღირდა სხვების გაშვება იქ, სადაც ესაქმებოდათ და მისი შემოშვება აქ - მისთვისვე განკუთვნილ ადგილას.
წამში გამაცია, მალევე გამაცხელა და თვალები მივლულე. ველოდებოდი შემდეგ ნაბიჯს. ღმერთო, ისეთი დიდი იყო იმის სურვილი, რომ კიდევ ერთხელ შემხებოდა, მაგრამ, თითქოს გაცნობიერებულად მტანჯავდა. არაფერს აკეთებდა და მე მთელი არსებული ძალის მოკრება მჭირდებოდა იმისთვის, რომ მივტრიალებულიყავი და თვალებში ჩამეხედა.
შევცდი, ცუდი გადაწყვეტილება იყო. თვალები დახრილი ჰქონდა და ნელა ამოიხედა. ჯერ მკერდზე შემავლო მზერა, შემდეგ მისმა შავმა თვალებმა ლავიწები მოიარეს და კისერზე წამით შეჩერდნენ. ტატუს გაუსწორა მზერა. მისი თითოეული ნაბიჯი, თითო გასროლა იყო ჩემს ორგანიზმში. ყველა წერტილს ვგრძნობდი, ყველაფერს განვიცდიდი. ჩემში რევოლუციას ახდენდა. უკიდურესად ცივისგან - უკიდურესად ვნებიანს და მგრძნობიარეს მქნიდა. რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო, ეს ყველაფერი ორგანულად ჯდებოდა ჩემში.
- ქალის იდეალი ხარ. - მითხრა და თითი ტატუზე მომადო. ფეხები სკამზე ჰქონდა გადაშლილი. შავი შარვალ-კოსტუმი იმდენად სექსუალურს ხდიდა, რომ სურვილი მქონდა, შემომეხია ყველაფერი და იმ წერტილზე მეკოცნა, რომელიც პერანგიდან მოუჩანდა. მისი ტუჩები ამჯერადაც მაგიჟებდნენ.
ორი პოლუსი შეხვდა ერთმანეთს, ვნებიანი და ცივი, მგრძნობიარე და უგრძნობი, ცისფერი და შავი თვალები და ჩვენ, როგორც ურთიერთსაპირისპირონი, იმდენად ვიზიდავდით ერთმანეთს, რომ ქარიშხალს ვიწვევდით. უკვე იგრძნობოდა გრძნობათა კასკადი, მაგრამ საკითხავი ის იყო, ვინ იყო ჩვენ შორის ვნებიანი ან ცივი? მგრძნობიარე ან უგრძნობი? პატრონი ან საპატრონო? მე თუ ის? ამ შეკითხვებს პასუხს ვერ ვცემდი და ალბათ, ვერც ვერავინ გასცემდა.
- ბატონო ლევან, ძალიან გთხოვთ, ის, რომ მე აქ ვმუშაობ მიმტანად, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ჩემზე რაიმე ძალას ფლობთ. გთხოვთ, ნუ არღვევთ ჩემს უფლებებს. პირველ რიგში, დისტანცია დაიცავით. - ისე ჩამოვაყალიბე, თითქოს იმ წამს, ჩემს ორგანიზმში სიამოვნების იმპულსები საერთოდ არ იგზავნებოდა. ტყუილად ვილაპარაკე, მიმიხვდა.
- აჰა, ანუ ასე რომ შეგეხო, - თმაში შეაცურა ხელი. - ან ასე, - ტუჩებზე ამატარა თითები. - იქნებ ასე, - ლავიწს ჩაუყვა. - ასე ხომ არ მეცადა? - მკერდზე მომეფერა. - არ გსიამოვნებს, ხო? - ტუჩის კუთხე ჩატეხა და მომაკვდინებლად გამიღიმა.
- რა გინდა? - ძლივს ამოვთქვი და კბილები ტუჩებს დავაჭირე.
- არაფერი, დამიჯერე. თუ რამე მომინდება, ყოველთვის ვიღებ. უბრალოდ იცოდე, ნუ გგონია, შენზე გადავირიე. მართალია მომეწონე, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ახლა კი გავალ და ძალიან გთხოვ, ჩაცმული გამოდი. - ტუჩებით კოცნა გამომიგზავნა და გავიდა.
ვერ გეტყვით, რა ვიგრძენი. ალბათ იგივე, რაც მარიტამ, როდესაც ვირზე უკუღმა დასვეს ან სორაიამ, როდესაც ჩაქოლეს. ვიგრძენი, რომ იმ წამს უსუსური ვიყავი და მივხვდი, რისიც მეშინოდა მაშინ, როდესაც ურთიერთობებს გავურბოდი - უარყოფის. მაშინ მან მე მიწასთან გამასწორა, მაგრამ ის ნამდვილად არ იცოდა, ქალს რომ მოენდომებინა, მთელ მის მამაკაცურ ეგოს ზედ გადაუვლიდა.
- მაცადე, ბატონო ლევან, ჩემი დროც მოვა!
ეს იყო და ეს. ამის შემდეგ, ლევან მაჩაბელი ხშირად გვსტუმრობდა. დაჯდებოდა „ვიაიპ“ განყოფილებაში და ხან მე ვემსახურებოდი, ხან თენგო, რომელიც ჩემ შემდეგ მიიღეს. ხანაც წიკვინა. ჩვეულებრივი კლიენტი გახდა. ბევჯერ მოსულა გოგონებთან ერთად. პიკანტურ, შავგვრემან გოგონებთან ან სლავ ქერებთან ერთად. ზუსტად ისეთებთან, რომლებსაც გარეგნობაც ჰქონდათ, ეშხიც და წარმტაცი ბუნებაც. შეუიარაღებელი თვალით, ყველაფერი რომ უვარგოდათ და შეიარაღებულით არაფერი.
მადარდებდა თუ არა? ვერ გეტყვით, რომ დიდად ვცოფდებოდი ან ალმური მეკიდებოდა სახეზე, მაგრამ არც მიხაროდა მისი შემოსვლა ე.წ “ნაშოჩკებთან“ერთად.
ჟურნალებსა და გაზეთებში, ტელევიზიასა თუ ინტერნეტში, ნებისმიერი მასობრივი კომუნიკაციის საშუალებაში, ლევან მაჩაბელზე იმდენი ინფორმაცია იყო, რომ მათი გაცნობისთანავე, თავს მის ახლობლად ჩათვლიდით.
„ - ლევან მაჩაბელმა იახტა იყიდა.“ „ - ლევან მაჩაბელი - ანუ როგორ შეიქმნა უდიდესი ჰოლდინგი.“ „ - ლევანის წარმატების საიდუმლო.“ „ - საქართველოში ყველაზე სასურველი სასიძო.“ „- პატარა ქვეყნის სამი დიდი ბურჯი.“
ასეთი სათაურებით ხშირად იწერებოდა სტატიები. მას ყველაფერი ჰქონდა. აი მე კი - არაფერი. მართლაც, რომ ვინ ვიყავი მისთვის? უბრალოდ ყურადღება მივიქციე ხუთი წუთით და სულ ეს იყო. რეალისტ ტოროს არ გასჭირვებია იმის გაცნობიერება, რომ ლევან მაჩაბელი არა თუ არ ფიქრობდა მასზე, არამედ, ალბათ, იმ ღამესვე დაივიწყებდა.
არავინ იფიქროს, რომ ეს ფაქტი ჩემზე დამანგრევლად მოქმედებდა. არ ვიყავი იდეალისტი, არც რომანტიკოსი. შესაბამისად, მისი იგნორი ჩემში გაღიზიანებას არ იწვევდა და ანტიიგნორით არც ვუბრუნებდი ხურდას. პირიქით, ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო.


***
- მოკლედ, ნიკო, სტუმარმა მთხოვა ასეთი რამ - უნდა ბეილისი და კვანტრო ერთად, მაგრამ ფენებად დაუყენე და ორასი გრამი გაუშვი ორივე. ხო, ფორთოხლის წვენი ყინულის გარეშე და კუბური სიგარა. - ჩამუვურაკრაკე ბარმენს და ცოტა ხნით სკამზე ჩამოვჯექი.
- სულ არ გძინავს, ხო? - მისი კითხვა იმდენად თბილად ჟღერდა, რომ წამში სახე გამითბა.
- არა, ნიკ, გეფიცები დღე-ღამეში მაქსიმუმ ოთხი საათი და ავტობუსში ხან ვინ მაღვიძებს და ხან ვინ. - გამეცინა და ხელები ბარზე დავალაგე.
- ეჰ, თავს იკლავ, იცი? ჯანმრთელობას გაინადგურებ.
- ჩემი მზრუნველი ბიჭი. - გადავიხარე და შუბლზე ვაკოცე.
- ნუ მიკეთებ, გთხოვ, ეგეთ რაღაცებს. არ გეცოდები? - საყვარლად აახამხამა თვალები. - ჯერ ის კოცნაც არ მომინელებია.
- აუ, ნიკო, რა ვქნა? ხო იცი, რომ ძალიან გაფასებ.
- ვიცი, ხო, ვიცი. მეც ძალიან. - გამიღიმა და შეკვეთა მომაწოდა. ლანგარზე დავდე და მაგიდასთან მივიტანე. ყველაფერი ლამაზად გადმოვულაგე, კარგი დროის ტარება ვუსურვე და სათამაშო დარბაზში გავედი. ნათია გაფართოებული თვალებით უყურებდა ერთ-ერთ მაგიდას.
- რა იყო, რულეტკას სწავლობ сестренка? - მხარი გავკარი და ცხვირზე თითები მოვუჭირე.
- ხო, გოგო. არ ვიცოდი და თურმე, რა ჩამთრევი ყოფილა. მე ხომ ბატონმა კახამ გამამწესა „ვიაიპ“ ნაწილში და აქ იშვიათად ვარ ხოლმე. კიდევ კარგი, თორემ, მეც ავად გავხდებოდი.
- ოჰო, ვიღაც აზარტული ყოფილა.
- ხო, გოგო. იცი, რა აზარტული ვარ? იმდენად აზარტში შევედი, რომ აი, უკვე მეოთხე შვილი გავაგორე.
- ვაიმე, ნათია, ყოჩაღ, კარგი იყო. მერე, შე ქალო, რამე მაინც გეტყობოდეს. შველივით გოგო ხარ.
- ეჰ, ჩემო ტორკა, შენ ხარ მოსაკლავი. იცი, რაზე მეშლება ნერვები? შენი გარეგნობის პატრონი რომ ვიყო, ამ მახინჯ მოდელებს ზედ გადავუვლიდი. რაღა მიმტანობა აგიტყდა, წადი პოდიუმზე გაინავარდე.
- არა, ნათ. მე პოდიუმით არ მინდა, რომ ცნობილი გავხდე. თან ჩემნაირი მოდელი სად გინახავს? ნახე, რა ჩამრგვალებული ვარ.
- დებილი ხარ. Ты богиня дорогая! - მომაძახა და სათამაშო მაგიდისკენ წავიდა.
- ტეკილა და ჭირი, შენ! - ორ წუთში ჯუჯღუნით დაბრუნდა ქალბატონი და თვალი ჩამიკრა. მეც თავი გადავიქნიე და გამოსაცვლელი ოთახისკენ
წავედი.
თხუთმეტ წუთში გარეთ ვიდექი და ველოდებოდი უკანასკნელ იმედს, ბოლო ავტობუსს, რომელიც ჩამოივლიდა, მაგრამ არ ჩანდა. უკვე გადაწყვეტილი მქონდა ტაქსით წასვლა, როცა ფეხებთან უახლესმა და საშინლად მაგარმა მანქანამ ჩამიარა. ვერ მივხვდი, რა მოდელი იყო. დიდად ვერც ვერკვეოდი მანქანებში, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემ წინ ძალიან ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში იდგა.
ფანჯარა ჩამოიწია და შიგნით ნაცნობი სახე შევნიშნე. ლევანის მეგობარი და ნათიას თქმით, მისი კომპანიონი ქერა ბიჭი იყო, რომელიც საეჭვოდ მათვალიერებდა. განსაკუთრებული არაფერი მეცვა - შავი შარვალი, მაღალყელიანი ბათინკები და ტყავის ქურთუკი. თმა გვერდზე გადავიწიე და ოდნავ დავიხარე.
- გამარჯობა, როგორ ხარ, მმმ...
- ტორო.
- რა?
- ხო, ტორო მქვია.
- უცნაურია. სინამდვილეში?
- მაგის საკითხავად გამიჩერე, ბატონო?
- ჰაჰ, დიტო, დიმიტრი.
- სასიამოვნოა, ბატონო დიტო. - გავუღიმე და გავსწორდი. ისევ ავტობუსს ველოდებოდი.
- ჩაჯექი, გაგიყვან. გაიყინები.
- არა, მადლობა. გავიკვლევ გზას. - თავაზიანი მადლობა გადავუხადე და დაველოდე, როდის წავიდოდა. ასეც მოიქცა. მანქანა ადგილიდან დაძრა, მაგრამ უცბად, ძალიან სწრაფად შემოუხვია და ჩემთან გაჩნდა.
- ჩაჯექი მანქანაში. - მითხრა.
ვერ მივხვდი, მისი ტონი მკაცრი იყო თუ მომთხოვნი, მაგრამ დღემდე ვერ ვხვდები, რა ძალამ მაიძულა, რომ მის მანქანაში ჩავმჯდარიყავი. კარები გამოვაღე და წინ მოვთავსდი. კმაყოფილების ღიმილმა სახე აუწვა ვაჟბატონს და სავარაუდოდ, გულში ჩაიცინა კიდეც.
ცხრამეტი წლის გოგოსთვის, ძალიან რთული გამოდგა ყველაფერი. რაც არ უნდა ჭკვიანი და დინჯი ვყოფილიყავი, გამოუცდელობა ცხოვრებაში თავის სიტყვას ყოველთვის იტყოდა. წარმატებული ადამიანები არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველასთვის გარკვეულწილად ავტორიტეტებს წარმოადგენდენ. ისინი ყველას აჯადოებდნენ და აიძულებდნენ, გაეარათ მათ ნათქვამზე, მაგრამ მხოლოდ ჭკვიანებს და მოხერხებულებს შეეძლოთ, სწრაფად მიმხვდარიყვნენ მათ სურვლებს, ამოეცნოთ, დაემუშავებინათ და საბოლოოდ, გაენეიტრალებინათ ისინი.
ბიზნესში მთავარი ძალა თავდაჯერებულობაა. სწორედ ეს თვისება უქმნიდა ლევანს და მის მეგობრებს იმ „ბექგრაუნდს,“ რომელიც თავიდან ჩემზეც ასე მოქმედებდა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.
- ლამაზი ხარ. - დიტომ ყოველგვარი ცერემონიალების გარეშე მომახალა. -მაგრამ დახვეწა გაკლია.
- ბატონო დიმიტრი, რატომ გგონიათ, რომ შეგიძლიათ ჩემზე იმსჯელოთ?
- ოჰო, პატარა გოგონა გაბრაზდა.
- იცით მაინც, სად ვცხოვრობ?
- უი, არა. - გაეცინა. - მართლა, მითხარი მისამართი.
მეც თავი გადავაქნიე და გამეღიმა. მისამართი ვუთხარი და მთელი გზა ჩუმად ვიყავით.
- მადლობა, რომ მომიყვანეთ.
- აქ ცხოვრობ? - ეჭვის თვალით შეათვალიერა უბანი და შემდეგ სასტუმრო.
- დიახ, სამწუხაროდ აპარტამენტების ფული არ მაქვს.
- ძალიან მწარე ენა გაქვს, მაგრამ ეგ მომწონს. მისმინე, იქნებ რამე გიშოვო იაფად, მაგრამ ამაზე კომფორტული.
- არა, მადლობა. დამოუკიდებლობას ვეჩვევი. გადავდივარ სამ დღეში. მე და ერთმა ნაცნობმა ბინა ვიქირავეთ, მაგრამ ყოფილი მდგმურები გადასვლას არ გეგმავდნენ ჯერ, ამიტომ დრო მივეცით.
- გასაგებია. - ამოიხვნეშა და საჭეზე ხელები დაატყაპუნა. დიტო ვერ ვიტყვი, რომ გადასარევი, მაგრამ მოვლილი და აშკარად ჰიგიენური პიროვნება იყო. მის ავტომობილში, რომელიც შიგნიდანაც ისე ბრწყინავდა, როგორც გარედან, არაჩვეულებრივი სურნელი ტრიალებდა. სისუფთავეს შერეული მამაკაცური ოდეკოლონის არომატი, გასაოცარ გარემოს ქმნიდა. თმა ლამაზად ჰქონდა გადავარცხნილი მარჯვენა მხარეს, მწვანე თვალები და კურნოსა ცხვირი კი სლავ გარეგნობას აძლევდა.
- ნახვამდის და კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა, რომ ამხელა პატივი მეცით.
- მეხუმრები? არაფრის, ჩემო კარგო.
მანქანიდან გადმოვედი და ხელი დავუქნიე. აშკარად მოღუშული იყო. რა მჭირდა? ყველა კაცს რატომ ვტოვებდი ასეთი სახით?
- ჯადო გაქვს. - მიპასუხა ჩემმა ალტერ ეგომ და ხმამაღლა გადაიხარხარა ისევე, როგორც მე.
ამბობენ, ცხოვრების ყველაზე ღრმა ტრავმები ბავშვობიდან მოდისო. ისინი, რომლებსაც თავიდან ვერასდროს იშორებ, კოშმარებად დაგყვება და გაიძულებს იბრძოლო იმისთვის, რომ მსგავსი ტკივილი ცხოვრებამ ვეღარასდროს მოგაყენოს.
ეს ყველაფერი უსუსური ფოთლის ძლიერ ტალღებთან შეჯახებას ჰგავს. არ შეგიძლია ეომო, ებრძოლო, გაიმარჯვო. მხოლოდ ფარ-ხმალს ყრი და ეგუები იმ აზრს, რომ ის შენზე ძლიერია. ღრმად იმარხება შენში მოგონებები და იწყებ ამ საშინელებებთან ერთად ცხოვრებას.

***
სტანდარტულად, არდადეგებზე ყველა ბებია-ბაბუებთან მიდიოდა. ჩაალაგებდნენ ბარგს და იქამდე, სანამ მშობლებს შვებულებას მისცემდნენ და ზღვაზე ერთად დაისვენებდნენ, თბილ სოფლებს მიაშურებდნენ ხოლმე. იქ ბევრი თავგადასავალი, მდინარე, სიცოცხლე, ჟრიამული და თანატოლები ელოდათ. აქედან იწყებოდა მათთვის ადამიანების შეცნობა, გარემოსთან ადაპტირება და მოგონებების დაგროვება.
მე კი, მე მუდამ თბილისში ვიყავი. არავინ და არაფერი არსებობდა ჩემ გარშემო, მხოლოდ სიცარიელე, მშობელების გაუთავებელი უარყოფა, რობოტად ქცეული დედ-მამა. არა ბებია, არა ბაბუა, მხოლოდ მე ჩემს ფიქრებთან. ასჯერ წაკითხული ერთი და იგივე წიგნები, ფანჯარა და სიცივე გულში. ხანდახან ისე შემომაწვებოდა ყველა ფიქრი თითისტოლა ბავშვს, რომ ლამის იყო, თვითმკვლელობამდე მივსულიყავი. ალბათ, ვერც ამით გავაკვირვებდი ვერავის. არ ვიცი, ჩემში ძალა როდის ვიპოვე, მაგრამ ფაქტია, სულ არაფრიდან შევქმენი საკუთარი თავი და ხელახლა დავიბადე.


***
თვალები მოულოდნელად ვჭყიტე. სახეს ვერ ვარჩევდი, ძალიან ბნელოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ მისი თითების თარეში სულაც არ მაშინებდა. პირიქით, ძალიან მომწონდა და ოხვრის მაგვარ ბგერებს ვუშვებდი პირიდან. ნაზად და მხურვალედ ეხებოდა ტუჩებით ჩემს ფეხს და ასე მეგონა, იმ ადგილს შანთავდნენ. ნელ-ნელა მოიწევდა ზემოთ და მის სახეს ვამჩნევდი. ის იყო. არ მჯეროდა. ლევანი იყო.
ამის აღმოჩენით ორმაგ სიამოვნებას ვგრძნობდი და ვხვდებოდი, როგორ ვითენთებოდი. არ მაინტერესებდა, საიდან აღმოჩნდა აქ. მაშინ ყველაზე უხარისხო ფიქრებად მეჩვენებოდა ეს. თანაც, სად მქონდა ფიქრის თავი, როცა ასეთი სექსუალური მამაკაცი, ჩემსავე სექსუალურ ფანტაზიებს აკმაყოფილებდა.
ენის წვერით, ჭიპიდან მკერდის გავლით - კისრამდე ამოვიდა და თვალებში ისე შემომხედა, ცალკე ორგაზმი განვიცადე. ეს იყო მამაკაცი,
რომელიც მთლიანად მიმონებდა. მისი ერთი შემოხედვაც საკმარისი იყო, სიამოვნების პიკის მისაღწევად. თვალებში ამოუცნობი მწყურვალე
ვნების ნაპერწკალი ხტოდა, მზერა მბურღავდა და ტვინში ჩაძრომას ლამობდა.
წამში ლევანის სახე გაიწელა და მის ნაცვლად დიტო გაჩნდა. ერთი გადაიხარხარა და შემდეგ ეს სიცილი გამაწვრილებელი ხმით შეიცვალა. ვერ გამოვერკვიე, მხოლოდ ხუთი წუთის შემდეგ მივხვდი, რომ მაღვიძარა რეკავდა.
- სიზმარი იყო, ამის დედა ვატირე! - ნაწილობრივ გამიხარდა და საბანი გადავიძვრე.


***
მე და ნინკა, რომელიც ნიკოს ახლობელი იყო, ახალ სახლში გადავედით. სახლი მოსკოვის პროექტის ერთოთახიანი ბინა იყო. ნესტიან სახლს მხოლოდ დილით ადგებოდა მზე. 350 ლარად ნაქირავები, საშინელი ავეჯით - რახა-რუხით რომ გამოეტენათ მეპატრონეებს - უსახური ბინა იყო, მაგრამ არაფერს ვჩიოდი. იმ სასტუმროს ყველაფერი მერჩივნა. რადგან 200 ლარს მე ვიხდიდი, საძინებელი ჩემი იყო.
ნინკა ჩვეულებრივი გოგო აღმოჩნდა. არც სულელი იყო და არც ჭკვიანი, არც ლამაზი და არც უშნო. იმდენად სტანდარტული იყო ყველაფერში, რომ ხანდახან მეშინოდა კიდეც მისი ამ არაუკიდურესობის.
- ნინ, გშია? - სამსახურიდან სახლში დაღლილი მოვედი და დივანზე მივეგდე. იქვე ჩემს თანამეცხოვრეს მშვიდად გადაეშალა ფურცლები და
რის ვაი-ვაგლახით სწავლობდა.
- აუ, კი. ძალიან. შენ გელოდებოდი.
- პელმენი და არაჟანი ამოვიტანე. მოდი, ჩავუსხდეთ.
- კარგი, მიდი, შენ გამოიცვალე, დაღლილი იქნები. მე მოვხარშავ. - მისი ეს სითბო და მზრუნველი დამოკიდებულება ძალიან მომწონდა. ოთახში გავედი და პიჟამა მოვძებნე. იქიდან დაბრუნებულს კი ნინკა სამზარეულოში დამხვდა, ჩაის ფინჯნით ხელში.
- აჰა, შენ. უშაქროა. - გამიღიმა და ფინჯანი მომაწოდა. მეც ღიმილიანი სახით გამოვართვი და სკამზე დავჯექი.
- ოქრო ხარ. მე სწავლა ორ კვირაში დამეწყება და მერე, ამ გადარეულ რეჟიმს როგორ გავუძლებ, არ ვიცი.
- ხო, ძალიან ბევრი შრომა მოგიწევს, მაგრამ ხომ იცი, რაც უფრო ძლიერია მიზანი, მოტივაციაც უფრო მეტია.
- კი, ნინ. ეგ მიზანი მაცოცხლებს და ეს ერთი წელი ამიტომაც ვუძლებ ამ გიჟურ რეჟიმს. მაგისტრატურისთვის აუცილებლად წავალ ევროპაში ან თუნდაც - ამერიკაში.
- კარგია. დიდი ადამიანი რომ გახდები, არ დამივიწყო, okay?
- არა, გპირდები. - გავუღიმე და ჩაი მოვსვი. - იცი, შეიძლება ამ ერთ წელში მე და შენ ბევრი გაუგებრობა მოგვივიდეს. თან, ერთმანეთს არც თუ ისე
კარგად ვიცნობთ, ამიტომ მინდა იცოდე, თუ რამე გეწყინება ან ისე არ იქნება, როგორც უნდა იყოს, პირდაპირ მითხარი, არაფერი დამიმალო. გაუგებრობას და წყენის გულში ჩადებას, ჯობია ერთმანეთთან პირდაპირები ვიყოთ. მპირდები?
- კი. ამჯერად მე გპირდები. - ორივემ ერთად გავიცინეთ. ამასობაში, პელმენის წყალიც ადუღდა.
იმ საღამოს, მე და ჩემმა პირველმა მეგობარმა, დრო კარგად გავატარეთ. აღმოჩნდა, რომ საერთო თითქმის არაფერი გვქონდა. ნიკოზეც ვისაუბრეთ, ჩემს სამსახურზეც, მის სასწავლებელზეც, განცდებზე, ფიქრებზე, მომავლზე. საკვირველია, რომ, ხანდახან ისეთი სიტუაციებიდან იღებ სიამოვნებას, რომლებიც არაფრით არიან გამორჩეულნი. აი, ასე ზიხარ თანამოსაუბრესთან ერთად, უბრალოდ იცინი და გიხარია, რომ მარტო არ ხარ.
ჩემში ის მცირე სითბო აღმოვაჩინე, რომელიც არასდროს არ მეგრძნო მანამდე. გული ნელ-ნელა გალღობას იწყებდა. ჩემში ახალ საწყისს ვგრძნობდი და რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო, იმ ჩემთვის ძნელბედობის ჟამს, პირველად ვიგრძენი ძალიან დიდი თავისუფლება, შიგნიდან რომ მოდიოდა.


***
დრო ისევ ჩვეულებრივად მიდიოდა. ჩემს ცხოვრებაში ან ყველაფერი ერთად ხდებოდა ან მდორედ მიედინებოდა. მუშაობა და სახლი, სახლი და მუშაობა. სხვა არაფერი მახსოვდა. ათასში ერთხელ თუ მივიდოდი სახლში და ნინკა დამხვდებოდა. ერთად ვუყურებდით ფილმს და მიმეძინებოდა. შემდეგ ავდგებოდი, წყალს გადავივლებდი, ერთი საათი წამოვწვებოდი და ისევ სამსახურში მივდიოდი. ზოგადად, ჩვენ - თხის რქები ასე ვართ - ნებისმერს საქმეს, რაზეც არ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, ზედმეტად კარგად ვასრულებთ. ვცდილობთ, ერთი შეცდომაც კი არ დავუშვათ. ასე ვთქვათ, პერფექციონისტები ვართ, ოღონდ მსუბუქ ფორმაში. მეც თავს ვიკლავდი, კარგად ვმუშაობდი, არ ვწუწუნებდი, არ ვჭორაობდი.

***
ჩემი ცვლა დაწყებული არ მქონდა, რომ წინსაფარში ტელეფონი აწრიალდა. ნომერი არ მეცნო, მაგრამ მაინც ვუპასუხე.
- გისმენთ.
- ალო, გამარჯობა, საბედისწერო ტორო.
- რომელი ხართ?
- დიტო, დიმიტრი. იმედია, გახსოვარ. - ტანში გამაცია, სიზმარი გამახსენდა და ძალიან მესიამოვნა მისი ზარი. ამ ფაქტმა კი დიდად არ გამახარა.
- დიახ, მახსოვხართ. - ვაპირებდი, მეკითხა, საიდან გაიგო ჩემი ნომერი, მაგრამ, თითქოს ფიქრებს მიმიხვდაო, მაშინვე მიპასუხა.
- შენი ნომერი სახელმწიფო საიდუმლოება არ არის და, რადგან თამაშში არ ამყევი, ანუ შენ უფრო მაღალი ლიგიდან ხარ. - მისი ეს ტონი და დამოკიდებულება არ მომეწონა.
- რატომ მიყურებთ ისე, როგორც შესაფასებელ საქონელს? - ხმა გავიმკაცრე.
- არა, არა, ჩემო კარგო. ეგრე სულაც არ გიყურებ. მე რა, შენ მსგავსი რამ გაკადრე? - მსახიობურად შეიცხადა. არადა, ორივემ ვიცოდით, რაშიც იყო საქმე. უბრალოდ მამაკაცებს ხრიკები არასდროს უვარგათ.
- იცით, ჩემთან ასეთი სისულელეებით შორს ვერ წახვალთ.
- გეგონოს! - ირონიით მიპასუხა და მისმა ამ ტონმა იმდენად გამაცოფა, რომ კბილებში ზიზღით გამოვცერი:
- კარგად ბრძანდებოდეთ. კაცები რომ გაწყდნენ, თქვენგან ვერაფერს ავიტან. - ვუთხარი და ისე მწარედ დავაჭირე წითელ ღილაკს, რომ თითი მეტკინა. თითქოს ამ ჟესტით მას ვუჭერდი ხელს კისერში. რაღაცნაირად, ეს მინი-სადისტობა მომეწონა და ჩუმად ჩავიფხუკუნე.
- მარტო რა გაცინებს, გოგო? თუ ასეთი კარგი ამბებია და გრიალია, მეც გამაცინე. - ენერგიის უშრეტი წყარო დოინჯშემოყრილი დამადგა თავს და ალმაცერად ამათვალიერა.
- ნათი, ასე მგონია, გადავიწვები.
- არ შეიძლება, პატარავ, ასე. ძალიან ბევრს მუშაობ. მოდი, ხვალ დაისვენე, ხო? შენ მაგივრად მე ვიმუშავებ. მერე სამი დღე გადაბმით ვისვენებ. ბავშვები ბაკურიანში მიმყავს. შენთვის კი, ეს ერთი დღეც გამონათება იქნება.
- ძალიან მიყვარხარ. - სწრაფად ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე. წამით დიდმა სიხარულმა დამრია ხელი და მის მორევში გადამაქანა. ჩემს ცხოვრებაში უკვე იყვნენ ადამიანები, ვისი იმედიც უნდა მქონოდა და ეს მახარებდა.
- მეც, მეც. მიდი, ახლა, იმუშავე. - უკანალზე ხელი მომცხო და აორთქლდა.
ღამემ მშვიდად ჩაიარა. უფრო სწორედ, ასე მეგონა.
სიგარეტის მოსაწევად გარეთ გავედი. ციოდა. კედელს ავეყუდე და ხელები ერთმანეთს გავუხახუნე. სიგარეტს წვალებით მოვუკიდე და ნელა გავაბოლე. ფიქრებში წავედი. უკვე რამდენი ხანი იყო, დედა არ მენახა. თითქოს მასზე ფიქრებს და იმ სახლის მოგონებებს შეგნებულად ვბლოკავდი. მიუხედავად იმისა, რომ არ ვაღიარებდი, მაინც მტკიოდა. უპატრონობა მტკიოდა, უყველაფრობა მტკიოდა და ამიტომ მინდოდა რამის შექმნა. იმის, რაც მექნებოდა. მაშინ არაფერი მქონდა, მხოლოდ მე ვიყავი.
- ნეტავ, დედა რას აკეთებს ახლა? იქნებ, არც არის ცოცხალი. - ჩავილაპარაკე, მაგრამ ფიქრების გასაფანტად მაშინვე თავი გავაქნიე. ღრმა ნაფასი დავარტყი, თუმცა, არავინ მაცადა საქმის გაგრძელება. კაზინოს სადგომზე ბრაბუსი გაჩერდა. ჯე კლასიდან კი, არც მეტი, არც ნაკლები, დიდებული სამეული გადმოიშალა. მანქანა ლევანის იყო. ამას მისი სერიიდან მივხვდი. წამით სუნთქვა შემეკრა, იმდენად კარგები იყვნენ. რაც არ უნდა ბევრი მელაპარაკა მათ უარყოფითზე, ქარიზმას ვერ გავექცეოდი.
„ - ლევან მაჩაბელი დიდებული მამაკაცია.“ - საკუთარ თავთან ვაღიარე და ცოტა არ იყოს, მომეშვა კიდეც.
მოდიოდნენ მთელი თავიანთი დიდებულებით. შავი პიჯაკი, თეთრი პერანგი და მახვილი გამოხედვა - ღმერთო, რა კაცი იყო! მის ფონზე ის ორი ნამდვილად არ ჩანდა.
სუნთქვა შემეკრა. უცბად, სამივეს მზერა ჩემკენ მოიმართა და ვიგრძენი, ვფიცავ, ნამდვილად ვიგრძენი ლევანის ანთებული თვალები.
- აქ როგორღა გამომთიშავ? - დიტოს მხიარული და ოდნავ ირონიული ხმა მოსწვდა ჩემს ყურთასმენას. თითქოს წამში გამოვერკვიე და შევხედე.
- გამარჯობა.- ფამილიარულად მივესალმე და სიგარეტის ნამწვი მოვისროლე. სანამ შენობაში შევიდოდი, არ გამომპარვია ლევანის მზერა, რომელიც, თითქოს უკმაყოფილოდ უყურებდა დიტოს. თუმცა, შეიძლება მომეჩვენა კიდეც.
დაძაბულობა ჩემს სამუშაოზე გავლენას არ ახდენდა. ჩვეულებრივ ვემსახურებოდი სტუმრებს და შეკვეთებსაც დავარბენინებდი. ამჯერად, მათ მაგიდას არ გავკარებივარ, რადგან სხვა უამრავი საქმე მქონდა.
დავინახე, ჩვენი მენეჯერი და დიტო, როგორ იცინოდნენ ერთად. თითქოს არ იყო მათ სიცილში ტყუილი და სიყალბე. კარგი მეგობრებივით საუბრობდნენ და იშვიათად, მხრებზეც დაუტყაპუნებდნენ ხოლმე ერთმანეთს ხელს. მართალი არ ვიქნებოდი, თუ ვიტყოდი, რომ ბატონი დიმიტრი ჩემში ცუდ რეაქციებს იწვევდა. სულაც არა. ხანდახან ვგრძნობდი კიდეც, როგორ ვაშტერდებოდი და მერე მეღიმებოდა ჩემს ქცევაზე.
ხალხი ერთმანეთში ირეოდა. სტუმრების რაოდენობა იზრდებოდა. ადგილი აღარ იყო. ბარიც აივსო. სიმღერა ბოლო ხმაზე გუგუნებდა და ზუზუნიც პირდაპირ ტვინში მირტყამდა. ცოტაც და ალბათ სადმე ავყირავდებოდი, როცა წელზე ხელის შეხება ვიგრძენი და უკნიდან ვიღაც ყურის ბიბილოზე შემეხო.
- ჩუმად იარე. ჩუმად გასასვლელისკენ. მიდი, ნაბიჯი გადადგი. - ლევანის ხმა ვიცანი. მისი შეხება - ეს ნამდვილად არ იყო სიზმარი, მაგრამ სიზმარზე მეტი იყო. რაც უფრო იშვიათად მეკონტაქტებოდა და მეხებოდა, მით უფრო მენატრებოდა მისი სიახლოვე და მსიამოვნებდა. უბრალოდ, ჩვენი ურთიერთობა არაფერი იყო. არც დასაწყისი ჰქონდა, არც შინაარსი. საკითხავია, საერთოდ იყო კი ეს რამე სახის ურთიერთობა? მგონი სულაც არა.
ვერ ვიტყოდი, რომ ჩემდა უნებურად გავყევი. პირიქით, გავაანალიზე და ისე მივენდე ბატონ ლევანს. იმდენად მინდოდა მისი ეს სიახლოვე დიდხანს გაგრძელებულიყო, რომ გავყევი. არ მაინტერესებდა სტუმრები. ყველას უკვე მიღებული ჰქონდა თავისი წილი და ეყოფოდათ. მე ორი ჭიქა ვისკი მქონდა გამოცლილი და სასიამოვნოდ გაბრუებული ვიყავი. ამას დამატებული, ლევანის ხელები, რომლებიც წელიდან არ მშორდებოდნენ, მიასმაგებდნენ ამ ეიფორიას და ასე, გონებამიბნედილი აღმოვჩნდი იმ მანქანების გაჩერებასთან, სადაც ცოტა ხნის წინ, გვარიანი ნერწყვები ვყლაპე. ახლა მე მეხობდა ეს ღმერთკაცი, მე ვიყავი მისი ინტერესის ობიექტი.
მხოლოს მაშინღა შემომატრიალა, როდესაც მანქანასთან მივედით და ჩემზე ორჯერ მაღალ ჯიპზე ამაყუდა. სახე ახლოს მომიტანა და ვნებიანი თვალები მომატარა. წვერი ოდნავ წამოზრდოდა, ტუჩები ისეთი წითელი ჰქონდა, როგორც არასდროს. მისი ეს საოცარი სურნელი თავბრუსხვევას იწვევდა და თვალებში მხოლოდ ერთ სიტყვას ვკითხულობდი - მინდიხარ. კი, მე მას ნამდვილად ვუნდოდი. ამის მიხვედრას დიდი ფილოსოფოსობა არ სჭირდებოდა.
- მანქანაში ჩაჯექი, თორემ გაგყინავ. - ისეთი წინადადება თქვა, რომელსაც სულაც არ მოველოდი.
- კარგი. - იმ წამს საერთოდ არ მციოდა, პირიქით, ზედმეტად ვხურდი და ზამთარსაც მგონი მე ვათბობდი, მაგრამ მაინც დავყევი მის ნებას და მანქანაში მოვკალათდი. ტემპერატურამ ერთიორად აიწია, როდესაც გვერდით მომიჯდა და მანქანა დაქოქა. სანამ დაძრავდა, ჩემკენ გადმოიწია და ლავიწთან მაკოცა. როგორც სიზმარში, ნაკოცნი ადგილი დამეშანთა.
- საოცარი კანი გაქვს. მიწვევს. - ჩაიჩურჩულა და წამში გასწორდა, თითქოს მზერაც დაუწყნარდა და ისე დაძრა მანქანა, ვითომც არაფერი მომხდარიყო.
- სად მიგყავარ? - მხოლოდ მაშინ დავსვი ეს შეკითხვა, როდესაც მივხვდი, რა ხდებოდა.
ის კი დუმდა. მე მის პროფილს ვუყურებდი. ვერც კი წარმომედგინა, რომ კაცი ასე მომაჯადოებდა. ახლა ვხვდებოდი, რას განიცდიდნენ მამაკაცები, როდესაც ქალი ლამაზი იყო და მათ არ ეკუთვნოდათ. მაგრამ ვგრძნობდი, მე ლევანის მხოლოდ გარეგნობა არ მიზიდავდა. მისი და ჩემი უცნაურობა მომწონდა. ის, რომ არ ვიცოდი, რა ხდებოდა. ჩემთვის არაპროგნოზირებადობა სიგიჟის ტოლფასი იყო და ეს მაბედნიერებდა.
მანქანა გააჩერა და გადავიდა. სასტუმროში მომიყვანა. თავი დამცირებულად ვიგრძენი. კახპას გავუტოლდი? ალბათ ასეთიც ვეგონე. ხელებში ვადნებოდი, ვთრთოდი და ათასი უბედურება მემართებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მეზიზღებოდა ეს სიტუაცია, წასვლას არ ვფიქრობდი. არც ლევანზე დამიკარგავს წარმოდგენა და სასტუმროს ფოიეში ამაყად შევედი. ჩემი ფორმა მოკლე წითელი კაბისა და თეთრი წინსაფრისგან შედგებოდა. წინსაფრის მოხსნის შემთხვევაში, კაბა ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. მეც ასე მივაბიჯებდი, ამაყად. თმა გავიშალე. ვგრძნობდი, რომ ყურადღების ცენტრში ვიყავი. მამაკაცები მაშტერდებოდნენ და გზას მითმობდნენ. აი, ასეთი იყო ჩემი ნამდვილი სახე. პირადი ცხოვრება არ მაქონდა, მაგრამ ასეც კარგად ვერთობოდი.
ლევანი ოპერატორს დაელაპარაკა და ორი წუთის შემდეგ მოტრიალდა. სავარაუდოდ, ჩემკენ წამოვიდა, მაგრამ გაშეშდა. აშკარად არ მელოდა აქ და ამ ფორმაში. ამიტომ, ნელა და აღფრთოვანებული მომიახლოვდა, ჩემს თვალებში წაიკითხა, რომ მზად ვიყავი და ლიფტისკენ წელზე ხელშემოხვეული წამიყვანა.
ამაყი იყო, ვგრძნობდი.
ლიფტის კარი დაიკეტა და ყველაფერი წამში ჩაიძირა. მომვარდა. წამოვიკივლე, რადგან მკერდზე მძლავრად მიჩქმიტა და თითები ამისვ-ჩამომისვა.
- მისი სიმკვრივით ვტკბები. - ჩუმად ჩაიჩურჩულა და ტუჩებზე მეძგერა. იმდენად სასიამოვნო იყო ეს პროცესი, რომ ორივე სურვილისგან ვცახცახებდით. მისი ტუჩები კისერზე გადავიდნენ, ხელები კი თეძოებზე ჩამოაცურა. მკოცნიდა თავდავიწყებით და მგზნებარედ. თავი დავკარგეთ. ვერ ვიგრძენით ლიფტის კარების გაღება. ვერც ოთახში შესვლა. მე მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს, როცა საწოლზე დამაწვინა და ზემოდან მომექცა. წამში გადავაბრუნე და ფეხზე წამოვვარდი. სახე შეშლილი ჰქონდა. მეც ვერ ვწყნარდებოდი, მაგრამ ჩემი პრაქტიკული ტვინი ახლაც აზროვნებდა.
- ჩშშ. - ღიმილით ვუთხარი და ვუბრძანე, რომ არ ამდგარიყო.
- არაფერი მახსოვს და ვერც ვაზროვნებ. მარტო ის ვიცი, რომ შენ მინდიხარ. - ლევანის სიტყვები იმდენად მესიამოვნა, რომ ლამის ყველაფერი ფეხებზე დავიკიდე და საწოლში ჩავუგორდი.
- გთხოვ, გაიხადე ეგ დედანატირები კაბა! - ეს თხოვნა არ იყო.
ნელა მივუახლოვდი, ხოხვით ავედი მის საწოლამდე და ღილები გადავუწყვიტე. ნებივრად მიწვა ბალიშზე და ნეტარებას მიეცა. მივხვდი, თავი დავაკარგვინე და კოცნით ნელ-ნელა ავუყევი მკერდისკენ. სრულიად შეუმჩნევლად ამოვაცალე ოთახის ბარათი ჯიბიდან და სწრაფად მოვცილდი ნირვანაში მყოფს. გავვარდი და სანამ გონს მოეგებოდა, შიგნით ჩავკეტე.
- შენ გეგონა, დამცირებას გაპატიებდი? მიდი, გაგრილდი, ლევან. -დავუყვირე და ბედნიერი გავექანე ჰოლისკენ. ტაქსი გავაჩერე და სახლში მიყვანა ვთხოვე. მძღოლი გაოგნებული მიყურებდა. დავპირდი, რომ ფულს გადავუხდიდი, როგორც კი სახლში მივიდოდით. ერთი ჩია, საყვარელი კაცი გამოდგა და უფასოდ მიმიყვანა კარამდე. ძალიან მაინტერესებდა, როგორ იოკებდა აბობოქრებულ ვნებებს ბატონი ლევან მაჩაბელი.
- არც შენთვის დაუკლიათ. - მითხრა ჩემმა ალტერ ეგომ და მაიძულა, გადაღეღილ მკერდზე დამეხედა, სადაც ჯერ კიდევ ვგრძნობდი მის წითელ ტუჩებს.


***
მოუხიბლიხართ ოდესმე მამაკაცს ისე, რომ მხოლოდ მისი შემოხედვაც კი დაგაბნევდათ, აგრევდათ და იმ სიმსუბუქეს განგაცდევინებდათ, რომელიც შორს გაგაფრენდათ და მხოლოდ მაშინ დაგაბრუნებდათ უკან, როდესაც გაგშორდებოდათ?
ჩემი აზრით, ეს არის ცხოვრების მთავარი მისია - გვქონდეს და განვიცადოთ ის წამები, რომლებიც ყველანაირ ორდინალურობასაა მოკლებული და რუტინაც იმისთვის არსებობს, რომ ფონი შეუქმნას ასეთ წამებს.
ჩემი ცხოვრების ბოლო პერიოდში კი, რატომღაც ძალიან ხშირად იყო მსგავსი ვნებათაღელვის მომენტები. ნუთუ ეს ასეთი ინტენსივობით უნდა გაგრძელებულიყო? რას მიკეთებდა ლევანი? რატომ მავიწყებდა ყველაფერს?
- გადავურჩები? - მხოლოდ ეს შეკითხვა მიტრიალებდა თავში, როდესაც გახვეული ვიყავი ჩემს რბილ სააბანში. ალბათ, ეცოდინებოდა ჩემი სახლის მისამართი და თუ მოინდომებდა, შუაზე გამხლეჩდა. ასეთი ფიქრები მაწუხებდა, მაგრამ მაინც, რატომღაც მშვიდად ვგრძნობდი თავს.
- ტორო, სად გაქრი? - ნიკო მირეკავდა.
- ნიკო, უცბად ცუდად გავხდი. ჰაერზე მომიწია გასვლა და მერე შევბარბაცდი...
- სულელი გგონივარ? დავინახე, ლევან მაჩაბელთან ერთად რომ გადიოდი. - სიტყვა შემაწყვეტინა.
- რა შენი საქმეა? სადაც მინდა, იქ წავალ. კარგად. - ყველაფერზე გულმოსულმა, გავუთიშე ტელეფონი და გულაღმა გადავწექი.
რა მინდოდა? ნამდვილად არ ვიცოდი.
არ მახსოვს, როდის ჩამეძინა, მაგრამ სიზმარში მე და ლევანს სექსი გვქონდა. ზუსტად ისეთი იყო სიზმარში, როგორიც შეიძლებოდა რეალურად წარმომედგინა. მალე გავაცნობიერე, რომ ლევანი მინდოდა.


***
გავიდა დღეები. სწავლა დამეწყო. ჩემდა გასაკვირად, სასწაულად მოვახერხე რეჟიმში ჩაჯდომა და მომწონდა კიდეც ის, რომ დრო არ მქონდა. ან ვსწავლობდი, ან ვმუშაობდი და დრო ასე იპარებოდა.
ლევანი არ ჩანდა და მივხვდი, აქამდე თუ მასზე იშვიათად ვფიქრობდი, ახლა ეს სიტუაცია რადიკალურად იცვლებოდა და დაწოლის წინ, მუდამ მასზე მეფიქრებოდა. ისიც ვიცოდი, არ შემარჩენდა იმას, რაც გავუკეთე. ეს ცოტა მაფრთხობდა და თან მინდოდა, სამაგიერო სასიამოვნოდ გადაეხადა ჩემთვის.
- კარგი რა, ნიკო. გთხოვ, შემირიგდი. მაშინ ძალიან ავნერვიულდი. არ მინდოდა, გეფიცები. - მუდარით დავყვებოდი და ვეწუწუნებოდი ბიჭს.
- კარგი, მაგრამ ერთი პირობით მხოლოდ. - ეშმაკურად აათამაშა წარბები.
- არა, ნიკო. ჩვენ ხომ შევთანხმდით? - მაშინვე უკან დავიხიე.
- სულელო, უბრალოდ ერთი დღე ბარში იმუშავე ჩემ მაგივრად. მაგარი კანაფი გაჩითა ჩემმა ძმაკაცმა და დაბოლილზე ვერ ვმუშაობ.
- სულელო, მაგაზე გაწყენინებ? პირიქით, აქ ცოტას დავისვენებ კიდეც. - შვებით ამოვისუნთქე.
- ხოდა, შევრიგდით მაშინ. - ლოყები გამიწელა და გემრიელად მაკოცა.
- მოიცა, მეც მინდა დაბოლება. - ახლა გამახსენდა, რას ლაპარაკობდა და გადავიკისკისე.
- არა, ბაჭია. შენთვის არ შეიძლება. - ცხვირზე თითები მომიჭირა და წავიდა.


***
ბარში კარგი აურა იყო. მაგრადაც ვმუშაობდი. ერთი კი ვიფიქრე, ბარისტა ხო არ გავხდე მეთქი, მაგრამ გამახსენდა, რომ ბარი თითქმის არ იხურებოდა და მთელი ღამე აქ მომიწევდა ყოფნა, ამიტომ დავივიწყე ეს აზრი.
მუსიკა ხმამაღლა უკრავდა, მაგრამ არა შემაწუხებლად. ხალხიც ზუზუნებდა და სათამაშო დარბაზიდანაც გამოდიოდა სლოტის ხმები, თუმცა არაფერი მაინტერესებდა. ჩემდა უნებურად, იმდენად ვიყავი ფიქრებში ჩაძირული, რომ მხოლო გავარვარებული ხელის შეხებამ გამომაფხიზლა.
- რაზე ფიქრობ, პრინცესა? - ხავერდოვანი ხმა მოსწვდა ჩემს ყურთასმენას.
- გამარჯობა, ბატონო დიმიტრი. - ირონიულად მივმართე ჩემ წინ აღმართულ სიმპატიურ მამაკაცს, რომლის სურნელიც საშინლად მაბნევდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი.
- ოპ, ოპ, ოპ, ეშაკუნა, ბატონი არ დამიძახო.
- კარგი, დიმიტრი.
ბარისკენ გადმოიწია და ღრმად შეისუნთქა ჩემი სურნელი. მთელ სახეზე ვნებამორეული მზერა მომატარა და ლოყებზე ხელი მომიჭირა.
- შენი დათმობა გამიჭირდება. - ხრინწიანი ხმით ჩაილაპარაკა და გამეცალა.
ნეტავ, რას ნიშნავდა ეს სიტყვები? დავიბენი. მეზიზღებოდა გაურკვევლობა. ისევ ძალიან დიდ ხათაბალაში ვებმებოდი. არავინ არსებობდა ჩემს ცხოვებაში ისეთი, ვინც სექსუალურ ფანტაზიებს ამიშლიდა და თავს მგრძნობიარე ქალად მაგრძნობინებდა. ახლა კი, ორი ერთდროულად გაჩნდა. აშკარად მაბნევდნენ და ჩემი ეს დაბნეულობა საშინლად არ მომწონდა.
თითქოს ბედი ცუდს მიქადდა. ცხოვრების ამ ეტაპზე ნამდვილად არ მჭირდებოდა ეს არეულობა, მაგრამ ვაი, რომ მომწონდა.
დიტო, როგორც კი გამშორდა, მაშინვე მოვარდა ქარბორბალასავით ნათია და კითხვების კორიანტელი დამაყარა.
- ჰა, გოგო, რა ხდება? რა უნდოდა ვარსკვლავბიჭუნას?
- არ ვიცი, ნათი. რაღაც ქარაგმებით მესაუბრებიან. მგონი, იაფფასიანი კახპა ვგონივარ ორივეს.
- ლევანსაც? - გაიკვირვა ჩემმა თანამშრომელმა.
- ხო, მასაც. ვერ ვხვდები, რა უნდათ, უცნაურად იქცევიან. იცი, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტად გამომაშტერებს.
- შენ ჰგონიხარ ვინმეს იაფფასიანი? კარგი რა, რატომ არ აფასებ თავს? გეუბნები, შენნაირები ასე მარტივად არ მოიძებნება. მითუმეტეს, საქართველოში. თვალები გაახილე და საკუთარი თავის ფასი იცოდე, ჩემო კარგო. მოუფრთხლდი იმ განძს, რაც გაგაჩნია. - თვალი ჩამიკრა და ჩემ მიერ მომზადებული ორი პინა კოლადა მაგიდისკენ გააქანა.
არადა ყოველთვის ვთვლიდი, რომ თავში ავარდნილი მქონდა, რადგან პირველ რიგში, საკუთარ თავს ვანიჭებდი მნიშვნელობას და მერე ყველა დანარჩენს, მაგრამ არც არავინ ყოფილა ისეთი, ვისაც დავაფასებდი. საკუთარი მშობლებიც კი.
ბარში მუშაობა დამქანცველი აღმოჩნდა. დიტო მას შემდეგ არ მოსულა. ერთხელ გადაეყარნენ ჩვენი თვალები ერთმანეთს და თვალი ჩამიკრა. შემდეგ, გამიღიმა და თავის მოყვანილ მახინჯ ნაშას მკერდზე ხმაურიანად აკოცა.
- იდიოტი! - ჩუმად ჩავიბურდღუნე და ჭიქების გამშრალება გავაგრძელე.
ღამის ოთხი საათი იყო, სამსახური რომ დავამთავრე. რაც სწავლა დამეწყო, ბატონ მენეჯერს გამოვუცხადე, რომ კვირაში სამი დღე უნდა დამესვენა. ისიც, თითქოს დიდი აღფრთოვანებით არ შეხვდა ამ ამბავს, მაგრამ როგორც კი ჩემი შარმი ჩავრთე, შენნაირ კარგ გოგოს, ამის გამო ვერ დავკარგავო, - მითხრა და საქმეც გაიჩარხა.
ყველას დავემშვიდობე და გარეთ გამოსულმა ღრმად ამოვისუნთქე. ტროტუარს ნელა გავუყევი და ტაქსში მოვთავსდი.
Scorpions - winds of change, ლამაზი მელოდია ხმადაბლა ისმოდა და ზამთრის სუსხიან ამინდში - გარეთ გაყინული გარემო და შიგნით სითბო - არაჩვეულებრივ კონტრასტს ქმნიდა. მოვდუნდი და მთელი დღის დაგროვებეული დაღლილობა, ერთ ამოსუნთქვას ამოვაყოლე. სავარძელს მივეყრდენი და თავი მინას მივადე. არც ტაქსის მძღოლს გადაუტვირთავს ჩემთვის ყურები, არც სიგარეტი მოუწევია.
რა ლამაზია ღამით თბილისი, არა? თითქოს სხვა სამყაროში ხვდები. განსაკუთრებით ზამთარში, როცა ადამიანები არ მოძრაობენ. ლამპიონებით განათებული ქალაქი და ძველი ლამაზი უბნები; მუდამ მოგუგუნე მტკვარი და მედიდურად აღმართული მეტეხი; განათებული გვირაბი, რომელსაც თითქოს დასასრული არ უჩანს, მაგრამ, როგორც კი ამას გაიფიქრებ, მაშინვე გარეთ აღმოჩნდები და ისევ დაიწყება ის გუგუნი, რაც ქალაქს ახლავს. თითქოს, იმდენად არის შენში გამდგარი ეს ხმა, რომ გგონია, ყველგან ასე იქნება, მაგრამ არა, ეს მხოლოდ თბილისშია ასე. ჩვენი მშობლიური ხმაა, თბილისის ხმა.
მწვანე ოპელი ჩემს კორპუსთან გაჩერდა და ღიმილით დამემშვიდობა ტაქსის მძღოლი. გული უცებ სიამოვნებით ამევსო. ხანდახან ბედნიერება დეტალებშია. იმის გააზრების დროს გეცემა, როცა ხვდები, რომ ყველაფერი რიგზეა და მშვიდად ხარ, მაგრამ ვაი, რომ დიდხანს არ გასტანს ეს სიმშვიდე.
კიბეზე ავდიოდი, ვიღაცის ხელმა მძლავრად რომ მიმახეთქა კედელზე და ზედ ამეკრო. მისმა სურნელმა თავბრუ დამახვია და ცხვირი ამიწვა. მაშინვე ვიცანი, რომ ლევანი იყო. ვეღარაფერს ვფიქრობდი. მისი გამოჩენის გამო, ჩემი გული საშინლად ფართხალებდა.
- გამარჯობა, ჩიტუნია. - სახე ახლოს მომიტანა და ხრინწიანად ჩაილაპარაკა.
- ლ-ლევან... - ძლივს ამოვილუღლუღე მისი სიახლოვისგან გაბრუებულმა.
- რა იყო? გაგიკვირდა აქ ჩემი დანახვა?
ხმას არ ვიღებდი.
- რაღაც შეშინებული ჩანხარ. - ირონიული იყო მისი ხმა.
- საიდან მოიტანე? - წამში გავსწორდი და ჩემს თავს შემოვუძახე, რომ გამოვფხიზლებულიყავი, მაგრამ მაჰიპნოზებდა და არ ვიცოდი, რა უნდა მექნა.
- იქიდან, რომ კანკალებ? თუ ჩემი სურვილით ხარ ასეთი აკანკალებული? იწვი, ჩემო გოგო?
- მაინც რა ნაძირალა ხარ! - თითები სასაცილოდ გავფშიკე და თვალები დავაბრიალე.
წამით შედგა. მერე წარბები შეჭმუხნა და ლოყებზე თითები ძლიერად მომიჭირა.
- ახლა კარგად მისმინე. - მკაცრად დაიწყო. - თვალები მეორეჯერ ეგრე აღარ დამიქაჩო.
- თორემ? - გამბედაობა მომემატა.
- თორემ ის, რომ ჩემი კლანჭებიდან ოთახის გასაღების ამოძრობა კი არა, მამა ზეციერიც ვერ დაგიხსნის.
- ანუ გახსოვს ხო, ჩვენი ბოლო შეხვედრა? - გესლიანად ჩავილაპარაკე.
- კი. ჩვენი შეხვედრაც და შენი მკვრივი და მადიანი სხეულიც. - ტუჩები ენით დაისველა და ვნებიანი თვალებით ამათვალიერა.
- ლევან, გამიშვი. - სატირლად მოვემზადე, მაგრამ სულაც არ მეტირებოდა. ერთგვარი ხრიკი იყო, რადგან ვიცოდი, ჩვენი ეს საუბარი ცუდად დასრულდებოდა, ახლა რომ არ გავქცეულიყავი.
ჩემი ცრემლიანი თვალების დანახვისთანავე შეეცვალა მზერა და სწრაფად გამიშვა ხელი. ნუთუ ამდენს ნიშნავდა მისთვის ქალის ცრემლები?
- ადი ახლა და იცოდე, ჭკვიანად... - თითი დამიქნია და კიბეზე ჩაირბინა.
გაშეშებული ვიდექი ხუთი წუთი, შემდეგ სწრაფად ავირბინე და ზარის ღილაკს თითი მივაჭირე. კარი ნინკამ გამიღო. აშკარად გავაღვძე. გემრიელად ვაკოცე ლოყაზე ბოდიშის ნიშნად და მაშინვე სააბაზანოში შევვარდი.


***
სემინარზე დაგვიანებით შევედი. პირველივე მცდელობაზე დავაგვიანე. ახალგაზრდა ლექტორმა, ბატონმა კოსტამ, ალმაცერად ამათვალიერა და გამაჩერა.
- საით მიბრძანდებით, ქალბატონო?
- უკაცრავად?! - ცოტა შევიცხადე, მესამე კურსელის ხუთი წუთის დაგვიანებისთვის დატუქსვა და თეატრალურად მივიდე საჩვენებელი თითი მკერდზე.
- დიახ, თქვან. რა, არ დააგვიანეთ?
- დავაგვიანე. ფაქტია, მაგრამ სულ რაღაც ხუთი წუთით. ბოდიში მოვიხადე. რა, საკმარისი არ არის?
- ხო, მაგრამ, თქვენ ხომ სასემინარო დრო წამართვით და ხელი შემიშალეთ? - აშკარად უხეშობას და გამოგონილ სიმკაცრეს ჰქონდა ადგილი.
- თქვენ რა, ახლა ჩემთან, ამ საუბარში, ამ დროს ინაზღაურებთ თუ პირიქით? - დათმობაზე არც მე მივდიოდი.
- მომავალში რომ დრო არ დავკარგო, იმიტომ გეუბნებით თქვენ.
კოსტა ახალგაზრდა, ჩემზე ოდნავ მაღალი იყო. ნავარჯიშები და სათვალედაკოსილი, ქოჩორა ლექტორი, ნამდვილად სიმპატიურად გამოიყურებოდა, მაგრამ მისი დაყენებული მანერები და აშკარად დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე, ჩემში ავტორიტეტს უკარგავდა. ამიტომ, არ დავიშურე მისთვის დამცინავი მიმიკები.
- ბატონო კოსტა, თქვენ რომ დროის ოპტიმალურად განაწილება გაინტერესებდეთ და იმით არ იყოთ დაკავებული, რომ თქვენი ასაკის გამო, ნაკლებავტორიტეტული, უფრო მაგარ ტიპად გამოჩნდეთ, რათა დაიმალოს არაპროფესიონალიზმი, რომელიც უკვე ფსევდოპერფექციონიზმში გადაგდით, ალბათ, შეამჩნევდით, რომ ზუსტად იმ დაკარგული ხუთი წუთის აღდგენას ცდილობთ, რომელიც უკვე შვიდ წუთად იქცა და, რომელსაც ვერ აღადგენთ. ასევე, ძალიან მონდომებულ სტუდენტს, რომელსაც დღეს თქვენი დაწერილი სტატიის განხილვა მინდოდა, სურვილს მიკარგავთ, საერთოდ რამე გავაკეთო ამ სემინარზე. ასე, რომ კარგად ბრძანდებოდეთ. - პირღია ლექტორი, ასევე პირღია კურსელებთან ერთად დავტოვე და რკინის კარები ძლიერად გამოვიჯახუნე იმის დასამტკიცებლად, რომ ჩემი გადაწყვეტილება ამ ლითონივით მტკიცე იყო.
გარეთ გამოსულს, მობილურზე შეტყობინება დამხვდა.
- მანდ იდექი, არ გაინძრე!
ზუსტად ათ წუთში ჩემს ფეხებთან დიტოს მანქანა გაჩერდა. გარშემო მიმოვიხედე. გარეთ გამოფენილი სტუდენტები შურის თვალით მიყურებდნენ ჯერ მე, შემდეგ კი მანქანას აღფრთოვანებით. იქიდან დიტოს გადმოსვლის შემდეგ კი ყველა ემოცია ერთდროულად აესახათ სახეზე. ბოროტულად ჩავიქირქილე და დიდის ამბით გადავკოცნე, არც თუ ისე ნაცნობი ადამიანი, რომელიც დღეს ძალიან კარგად გამოიყურებოდა.
- привет. მიდი, ჩახტი. - ღიმილით მომესალმა ის და გულით მიმიპატიჟა. ქაჯობა არ დამიწყია და მაშინვე ჩავჯექი მანქანაში.
- აქ რა გინდა? - ინტერესიანი თვალები მომაპყრო.
- მე აქ ვსწავლობ, ფსიქოლოგიას. - განვუმარტე და მისი ძალიან სასიამოვნო სურნელი ღრმად შევისუნთქე.
- ყოჩაღ, უფრო მეტად მომწონხარ.
- მაშინ, ის სიტყვები რას ნიშნავდა, ბარში რომ მითხარი? - მაინც ვერ მოვითმინე და ვკითხე.
- ოო, ეგ საიდუმლოა, ბაჭია.
ვერ ვხვდებოდი, რატომ აიჩემა ეს „ბაჭია.“ რომელი „ფლეიბოის“ მოდელი მე ვიყავი?!
- საიდუმლოები არ მიყვარს. - ცხვირი ავიბზუე. - ისე, მე მომაკითხე თუ აქ საიდან?
- გეფიცები, შემთხვევით დაგინახე. - მის გულწრფელობაში ეჭვი წამითაც არ შემიტანია.
- სად მივდივართ? ჩემი სახლი აქ არ არის.
- მერე, ვინ გითხრა, რომ სახლში მიმყავხარ? ახლა მე და შენ წავალთ კარტინგებზე. ხო გიყავრს?
- კი, ძალიან. - ამ იდეამ აღფრთოვანებაში მომიყვანა და დიტოს მადლიერი თვალებით შევხედე.
საუკეთესო მანქანები გამოგვიყვეს. საოცარია, გავლენა და ფული რამდენს ნიშნავდა?! ბევრი წრე დავარტყით ორივემ. იმდენად ვისიამოვნეთ, რომ წამოსვლა აღარ გვინდოდა. ბოლო ხმაზე ვკიოდი და ვკისკისებდი. მაღალი სიჩქარით ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. სამჯერ მოვუგე მხოლოდ, მაგრამ მაინც ეჭვი მეპარებოდა, რომ მართლა მე მოვიგე თუ მან მომაგებინა.
შემდეგ, მთაწმინდაზე ავედით. ავიჩემე, გინდა თუ არა, „შპრიცზე“ უნდა დავჯდე, მთელი ბავშვობა მინდოდა მეთქი. დიტო ბუზღუნით მომყვა. კიდევ კარგი, სპორტულად მაცვია და ვერავინ მცნობს, თორემ თავი მომეჭრებოდაო, ამბობდა.
- გიჯი ხარ, გეფიცები. - ორივე ვაკვდებოდით ერთმანეთს სიცილით და ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობდით.
- აუ, მაგარი გითხრა ახლა. მოკლედ, ასე თექვსმეტი წლის ვარ და ბათუმში დავჯექი აი, იმაზე, მმმ, იმაზე... - სახელს ვერ ვიხსენებდი.
- შენ კარგზე არაფერზე დაჯდებოდი, ვიცი. - სიცილში ამყვა დიტოც და თმა სახიდან გადამიწია. მერე ამათვალიერა და ჩემკენ დაიხარა. აშკარად კონცას აპირებდა, მაგრამ გონს მალე მოვეგე და თავი გავწიე.
- „კამიკაძეზე.“ - ბოლო ხმაზე დავიყვირე და გავეცალე. დიტომ სიცილით გადააქნია თავი და მანიშნა, სხვა დროს ასე ვერ გამექცევიო.
- მინდა. აუ, დიტო, მინდა, მინდა, მინდა!
- გოგო, რა სამი წლის ბავშვივით ყველაფერი გინდა? - ჩემ დაცინვას აგრძელებდა.
- აი, ის დიდი და ვარდისფერი ბამბის ნაყინი მინდა. - ტუჩები გავბუსხე და ხელები გულზე დავიკრიბე.
- ვაიმე, პატარა ბაჭია ხარ რა, გეფიცები. - გაიცინა და სამი ბამბის ნაყინი მიყიდა - ცისფერი, ვარდისფერი და თეთრი. მეც ბედნიერებისგან გაბერილი დავდიოდი და მიმავალ ბავშვებს ენას ვუყოფდი, აქაო და მე ამდენი მქონდა და მათ არც ერთი.
ის დღე სასწაულად კარგად გავატარე. ორივე ბედნიერი დავბრუნდით სახლში.
- დიდი მადლობა, დიტო. დიდი ხანია, ასე მაგრად დრო არ გამიტარებია. - გულწრფელი მადლობა გადავუხადე და ძლიერად ვაკოცე ლოყაზე.
- არაფრის, ჩემო ლამაზო. შენ მადლობა იმისთვის, რომ ასეთი ხარ.
მანქანიდან გადასვლას ვაპირებდი, როდესაც მძლავრად დამქაჩა და თავისთან ახლოს მიმწია. ერთხანს მიყურა და ხმაურიანად გადაყლაპა ნერწყვი. შემდეგ გულზე მძლავრად მიმიკრა და თავზე მაკოცა. ბედნიერების ტალღამ დამიარა. მასთან თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი. მისგან იმ სითბოს ვიღებდი, რაც ასე ძალიან მაკლდა. იმ წამებში არავინ მახსოვდა. მხოლოდ მე და დიტო ვიყავით.
- გაიქეცი ახლა და ჭკვიანად იყავი. - ამ სიტყვებმა ადგილზე გამაშეშა.
საშინლად დაბნეული ვიყავი. ცხოვრებაში პირველად აღმოვჩნდი მსგავს მდგომარეობაში, მაგრამ ვიცოდი, მხოლოდ დრო გაარკვევდა ყველაფერს. მხოლოდ დრო. ამიტომ, დავივიწყე ყველაფერი და მშვიდად გადავეშვი მორფეოსის სამყაროში.


***
დილთ ადრე წამოვხტი და სახლის დალაგება დავიწყე. ბოლო ხმაზე ჩავრთე სიმღერები და მუსიკას საჯდომი ავაყოლე.
- тансуют все! Ниначка, падем! - ბოლო ხმაზე გავყვიროდი და მეზობლებს ვაღვიძებდი.
- გიჟი ხარ, გოგო? - სახეარეული გამოვარდა, მაისურში გამოწყობილი და თმააბურძგნული ნინკა.
- и раз и два. все в месте панцуем. - გიჟივით ვყვიროდი და იატაკის ჯოხს ჰაერში ვაბზრიალებდი. მერე შემოვეხვიე და სასაცილოდ დავიკლაკნე. ჩემი შემხედვარე, ნინა სიცილით გაიხა და სიმღერას ხმა კიდევ უფრო აუწია. ორივე ერთად ვიქნევდით საჯდომს და ბოლო ხმაზე ვმღეროდით ყველაზე საშინელ სიმღერას. რუსული ესტრადის ჰანგებით გაიჟღინთა სახლი და მეზობლების ქოქოლა დაგვეყარა თავზე, მაგრამ არ გვაინტერესებდა არც ერთს. აბა, ეგ რა მოსატანი იყო ჩვენს მხიარულებასთან?
ჩაის ვსვამდი და კარაქიან პურს ვაყოლებდი, როცა ოთახში ნინკა შემოვარდა და ცხვირწინ ამიფრიალა ჟურნალი.
- აი, წაიკითხე, რა. უბრალოდ ნახე, რა დღეში ჰყავთ ხალხი. კიდევ აძვირებენ ყველაფერს. ნახე, ამათ გაუხმათ ეგ ტვინები და კუჭები. - ბობოქრობდა ნინკა და ატრიალებდა ჟურნალს. წარწერებს ძლივს ვარჩევდი, მაგრამ მეცინებოდა მის ასეთ გამძვინვარებაზე. უცბად, დახურა და ჩემ წინ დადო. თვითონ კი სააბაზანოში შეიყუჟა. ღიმილით გავხედე მას და მერე ყდას დავაცქერდი. გულმა ლამის ყველა დარტყმა გამოტოვა. წამში გაქვავდა ყველაფერი და გადაიხაზა. ჩემ წინ, მთელი თავისი დიდებულებით აღმართულიყვნენ დიტო, ლევანი და ყავისფერთმიანი ლამაზმანი. სტატიის სათაური კი ასეთი იყო:
"ბიზნესმენმა, ლევან მაჩაბელმა, ხელი უკვე სთხოვა პარტნიორისა და მეგობრის დას - ნინო პირველს."
ნინო პირველი, ნინო პირველი, ლევან მაჩაბელს ცოლად მიჰყვებოდა. ნინო პირველი, დიტოს და. ნინო პირველი, ჯანდაბასაც წაუღია.
გავიაზრე თუ არა ეს ინფორმაცია, საშინელმა ბრაზმა მოიცვა ჩემი მთელი სხეული. გქონიათ მომენტი, როდესაც სახეში სიმართლეს მოგახლიან იმის შესახებ, რომ გასუქდით ან ცუდად გამოიყურებით? გდომებიათ, ხო, რომ ის ადამიანი აგეკუწათ და ის ხელოვნურად დამწუხრებული სახე ჩამოგეკაწრათ მისთვის? აი, მსგავსი შეგრძნება მქონდა მეც. თითქოს, ვიღაცამ ორასი მეტრის სიმაღლიდან, მთელი ძალით დამანარცხა ძირს და შემდეგ, ჩემი ნაწილები შეურაცხყო. საშინლად ვგრძნობდი თავს. ალბათ, ცხოვრებაში პირველად ვიყავი ასეთ მდგომარეობაში. ნელა გადავატარე ლევანის სახეს თითები. მისი მკაცრი მზერა და ის დაწყევლილი შავი თვალები, რომლებიც მიმონებდნენ, კალმით გადავხაზე და შემდეგ ქაღალდი გავხიე.
- ცხოვრებაში უარესს გაგიკეთებ. - მთელი ჩემი გული და ღვარძლი ამოვაყოლე ამ წინადადებას და ჟურნალი ნაგვის ურნაში მოვისროლე.



------ავტორი------

პირველების ოჯახში დიდი ალიაქოთი იყო. ყველა აქეთ-იქეთ დარბოდა, თითქოს ქათმები ყოფილიყვნენ, რომლებსაც ეს-ესაა თავი მოაჭრესო. ნერვიულობდნენ, ფუსფუსებდნენ, ერთადერთი, ვისაც სახიდან ღიმილი არ შორდებოდა - დიმიტრი პირველი იყო. აწ გარდაცვლილი, ბატონი გიზო პირველის კაბინეტში არხეინად გადაწოლილიყო სავარძელზე და კუბურ სიგარას მოხდენილად აბოლებდა. მის უკან, მთლიან კედელზე აღმართულ და წიგნებით დახუნძლული კარადიდან, თავს იწონებდნენ აქა-იქ მიყუდებული ჩარჩოები, საიდანაც ბედნიერი ღიმილით იყურებოდა სავსე ოჯახი - ბებია-ბაბუა, დედ-მამა, და-ძმა. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ კაბინეტში, დიდი ბუხარი გაეკეთებინათ, რომელიც ჩამქრალი ვულკანივით საწყლად იდგა და მხოლოდ თავისი სიდიადით ამაყობდა. ტყავის სავარძლებს შორის, პატარა ჟურნალების მაგიდა იდგა, სადაც დეკორისთვის გაეშალათ რამდენიმე ჟურნალი, ზოგიერთი უცხოური, ზოგიერთი - ქართული. განიერი მუხის მაგიდა კი საბოლოო ეფექტს სძენდა მუქფარდებჩამოფარებულ ოთახს, სადაც ზემოთხსენებულ დიმიტრი პირველს, ვისკის ბოთლი და ჭიქები უნამუსოდ ჰქონდა გადადებული საქმიან ქაღალდებზე და ფეხებშემოლაგებული უმზერდა იმ წერტილს, რომელშიც სიგარის კვამლი საბოლოოდ ორთქლდებოდა.
- ძამიკო, აქ ხარ? - წკრიალა ხმა მისწვდა დიტოს ყურებს და თავისდაუნებურად გაეღიმა.
- მოდი, ჩემო ფერია. - თავისკენ უხმო დას და სწრაფად წამოდგა სკამიდან. სიგარის საფერფლეში ჩაქრობაც არ დავიწყებია და მთელი ძალით გადაეხვია სიფრიფანა გოგონას.
ნინო პირველი, პირველების საამაყო და მართლაც, რომ ნომერ პირველი სარძლო იყო მთელ თბილისში. მისი ნაზი, მელოდიური და ნარნარი ხმა, სრულ კონტრასტს ქმნიდა ვიზუალთან. დატალღული, ღია ყავისფერი თმა გვერდზე ჰქონდა გადაწეული. ლამაზი, აპრეხილი ცხვირი და საშუალო ზომის ვარდისფერი ტუჩები, ჰარმონიულად ერწყმოდა მის ღია თაფლისფერ თვალებს. საშუალო სიმაღლის და კოხტა ტანის პატრონ ნინოს, მისი გონებრივი შესაძლებლობებითაც შეეძლო ტრაბახი, რადგან მის განათლებაში თავის დროზე, მისმა მამამ ძალიან დიდი თანხა ჩადო, რაც ალბათ, გასაკვირი სულაც არ იქნებოდა. ნინო ბავშვობიდან შეყვარებული იყო ძმის მეგობარსა და პარტნიორ ლევან მაჩაბელზე. ან კი, რა გასაკვირი იქნებოდა? ყველანაირად მოხდენილსა და ჭკვიან მამაკაცზე, როგორ იტყოდა უარს, თავნება ნინო პირველი? არავის დაუთმობდა თავის პირველ სიყვარულს.
მეგობრობით დაწყებული ურთიერთობა, თავადვე გადაზარდა ქორწინებაში, რამაც ასეთი ალიაქოთი მოუტანა მთელ მათ ოჯახს.
- როგორ ხარ? - მზრუნველი ხმით ჰკითხა დიმიტრიმ დას.
- არ ვიცი, დიტო. ლამისაა ჭკუიდან შევიშალო. ამდენ დეტალზე ფიქრი თუ მომიწევდა, არ მეგონა. - დაღლილმა ამოილაპარაკა და სავარძელზე ნელა დაეშვა.
- აბა, რა გეგონა? გათხოვება ეგეთი ადვილი კი არ არის? - ცხვირზე სასაცილოდ მოუჭირა თითები და შუბლზე ნაზად აკოცა დას.
- ვიცი, ვაი, რომ ვიცი. მისმინე, ლევანი სად არის, არ იცი? მთელი დღეა ვურეკავ და არ მპასუხობს. არადა დამპირდა, საღამოს შემოგივლით და ერთად ვივახშმოთო. იქამდე, დაგირეკავ და სადმე გავიდეთ სასეირნოდო.
- არ ვიცი, სად არის, მაგრამ გავარკვევ. ალბათ, საქმიან შეხვედრაზეა და გაუგრძელდა. ხო იცი, როგორი პასუხისმგებლობით აღსავსეა? ვერ დატოვებს შეხვედრას. საქმის ბოლომდე მიყვანა უყვარს. - დაამშვიდა და და თვალებით მიეფერა.
- ხო, ვიცი და მაგიტომაც მიყვარს. - ნინომ ნაზად გაიღიმა და წამოდგა.
- მე არ გიყვარვარ? - დიტომ საწყლად ააფახუნა თვალები.
- შენ? შენ მიყვარხარ ყველაზე მეტად, ჩემო უსიმპატიურესო, ძამიკო. - მაგრად აკოცა ძმას და კისკისით გავიდა ოთახიდან.
დიტომ თავი გადააქნია და თავისთვის ჩაეღიმა. მაინც რა ონავარი იყო ოცდაოთხი წლის გოგო.

***
ლევანი კაბინეტში ნერვიულად დააბიჯებდა და არ იცოდა, რა ექნა. ცხოვრებაში პირველად, იმდენად დაბნეული იყო, რომ შეხვედრაზე რამდნჯერმე სულ გაითიშა და ფიქრებში გადაეშვა. არა, ლევან მაჩაბელს მსგავსი საქციელი არ სჩვეოდა. უკვე დრო იყო, გაეთიშა მასში ეს მოზარდი ბიჭი და ნამდვილი მამაკაცივით მოქცეულიყო, მაგრამ ურცხვ ზმანებებში წარმოსახული სექსუალური ტანი გონებას უბოჭავდა. თავი გადააქნია ფიქრების გასაფანტად და მთლიანად საქმეზე კონცენტრირდა. გამოუვიდა.


----ტორო----
ცხოვრებამ შეიძლება იმდენი სიურპრიზი მოგიწყოს, რამდენიც მოუნდება. აგაგდოს და გადაგაგდოს იქ, სადაც მოესურვება. გაფიქრებინოს და გათქმევინოს ის, რასაც გიბრძანებს, მაგრამ ერთადერთი, რასაც ვერ განკარგავს - ემოციებია. ის გრძნობები, რომლებიც შენში იბადება, ვითარდება და ვაი, რომ ტრანსფორმირდება. ან უარეს შემთხვევაში - კვდება.
ნიცშეს კითხვამ იმდენად გამიტაცა, რომ ვერც კი მივხვდი, სამსახურში რომ მაგვიანდებოდა. უკვე ხუთი საათი იყო. მე კი რვა საათზე კაზინოში უნდა ვყოფილიყავი ჩაცმულ-დავარცხნილი. სწრაფად გადავივლე წყალი და სარკეში საკუთარი თავის თვალიერება დავიწყე. გრძელი, ნაცრისფერი თმა გვერდზე გადმოვიგდე და ხალათი გავიხსენი. სრულიად შიშველი ვიდექი სარკის წინ. გრძელი, სწორი და გამხდარი ფეხები ჰაეროვნად გადადიოდა ლამაზად მომრგვალებულ თეძოებში. წვრილი, გიტარისებრი ტანი, ვიწრო წელი და სამი ზომა მკერდი, მაღალ კისერთან ერთად, ჩემი ტანის სრულყოფილ ნაწილს წარმოადგენდა. თოვლივით ქათქათა ვიყავი. ნებისმიერი შეხების შემდეგ, კანი მიწითლდებოდა, იმდენად მგრძნობიარე იყო ეს უკანასკნელი. სახე მრგვალი მქონდა, ტუჩები სავსე და დიდი. ცხვირი პატარა და კურნოსა. ქამელეონის თვალები კი ცივ შესახედაობას მაძლევდა. დედაჩემი ხშირად მეუბნებოდა - ნუ მიყურებ მაგ შენი, ცივი თვალებითო. ასეთი ვიყავი, ნამდვილი თხის რქა - ამაყი, უდრეკი და თავისუფალი. ჩემი თავის ერთგული, გამტანი და საშინლად ჯიუტი. ისეთი გარეგნობა მქონდა, ვერავინ მეკარებოდა. სურვილით ანთებული თვალები, წამში ყურებს ყრიდნენ და ხვდებოდნენ, რომ ჩემთან ახლოსაც ვერ მოვიდოდნენ. მიუხედავად ამისა, დიდი ხანი ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი მიუკარებლობა, ასევე ჩემი ხასიათით იყო გამოწვეული და გულს ვერავინ გამითბობდა.
კარები გადავკეტე და კიბეზე ჩავირბინე. კორპუსის წინ დიტოს მანქანა იდგა. ნამდვილად ვერ მივხვდი, როდის მოვიდა ან საიდან იცოდა ჩემი გამოსვლის შესახებ.
მანქანაზე მივუკაკუნე. ღიმილით ამომხედა და მანიშნა, მანქანაში ჩაჯექიო. მეც თავპატიჟი არ გამომიდია და მაშინვე ჩავხტი.
- აქ საიდან? - თვალები დავაწვრილე.
- ოოო, საიდან და სანამ გეტყვი, საიდან, მინდა გითხრა, რომ ძალიან ლამაზი ხარ.
- დიტო...
- ძალიან, ძალიან ლამაზი ხარ. - აღფრთოვანებას ვერ მალავდა. - და ეს შენი სურნელი, - ღრმად შეისუნთქა. - მაბნევს, გეფიცები. ამხელა კაცს მაჯაჭვებს.
- მესიამოვნა შენი სიტყვები, მაგრამ კითხვაზე მიპასუხე.
- მოკლედ, ახლა მე შენ სამსახურში მიგიყვან და თან, სარფიანი წინადადებაც მექნება.
- რა წინადადება?
- ჩვენს ჰოლდინგში, სამდივნოში ადგილი გათავისუფლდა.
- გათავისუფლდა თუ გაათავისუფლე? - შეფიქრიანებულმა ვკითხე, მივხვდი, საითაც მიჰყავდა საუბარი.
- ნუ, რა მნიშვნელობა აქვს? მოკლედ, მინდა, რომ იმ სამსახურიდან წამოხვიდე, რა. - მითხრა და თან გადმომხედა. მზერა არ შემცვლია. ფანჯრისკენ გავიხედე და ჩავფიქრდი. ნამდვილად კარგი ვარიანტი იყო. იმ წამს რეჟიმისა და დაღლილობის გარდა, სხვა არაფერზე მიფიქრია.
- ანაზღაურებაც კარგი გექნება, დამიჯერე და სწავლაშიც, რა თქმა უნდა, შეგიწყობთ ხელს. - ჩემ დარწმუნებას ცდილობდა დიტო და აშკარად გამოსდიოდა კიდეც.
- კარგი, მოვიფიქრებ. - მოკლედ მოვუჭერი, რადგან არ ვიცოდი, მისი სიახლოვე ამ ეტაპზე დამანგრეველი იყო თუ ამშენებელი.
დიტო მიხვდა, რომ ეს სიტყვები ოთხმოცი პროცენტით „კის“ ნიშნავდა და ბედნიერმა გააჩერა კაზინოს წინ მანქანა.
- არ შემოხვალ? - გადმოსვლის შემდეგ მივაძახე.
- კი, მოვალთ, ოღონდ ცოტა გვიან. ჭკვიანად. - თვალებით მომეფერა და მანქანა ადგილიდან დაძრა.
„მოვალთ“ - ეს სიტყვა ყურში ათასჯერ გავიმეორე. დიტოს სითბო ჩემზე დადებითად მოქმედებდა, მაგრამ არ ვიცოდი, ეს რა იყო. ჩვენი ურთიერთობა რა იყო საერთოდ, მაგრამ არაამქვეყნიურ კომფორტს ვგრძნობდი მასთან, რაც ნამდვილად მაკლდა მთელი ჩემი ცხოვრება, თუმცა ის ფაქტი, რომ ჩემზე ასო-ბგერა „თ“-მ ასე იმოქმედა, იმაზე მიუთითებდა, რომ ის იმაზე მეტს ნიშნავდა, ვიდრე ამას მე წარმოვიდგენდი.

***
მთელი ღამე რობოტივით ვმოძრაობდი. მივხვდი, რომ ამ ადგილას უკვე თავი ამოვწურე ან დიტოს წინადადებამ იმოქმედა და გულგრილი გამხადა კაზინოს მიმართ. არ მეთმობოდნენ აქ გაჩენილი მეგობრები, მაგრამ ჩემთვის ახლა ნამდვილად აჯობებდა, უფრო პრესტიჟული სამსახური. ნიკოც არ დამინახავდა ისე ხშირად და იქნებ გადაევლო ამ გრძნობების კორიანტელსაც მისთვის. ჯერ არავის არაფერს ვეუბნებოდი, მაგრამ მოულოდნელად, ბატონმა კახამ თავის კაბინეტში მიხმო. მის წინ მდგომი, თითებს ვიწვალებდი და არც კი ვიხედებოდი მისკენ.
- აბა, გადაწყვიტე აქაურობის დატოვება? ასე არ მოგწონვართ? - მის ხმაში ბრაზი იგრძნობოდა.
- იცით, მე ჯერ არ გადამიწყვიტავს.
- ძალიან კარგი, მაგრამ იცოდე, პრობლემა არ იქნება. დიმიტრი ჩემი მეორე ძმაა და მისი სიტყვა ჩემთვის კანონია. თუ გინდა, იყოს ასე. - ისე მეუბნებოდა ამ სიტყვებს, თითქოს ვიღაც იარაღით ედგა და ძალით აძრობდა პირიდან.
- ძალიან კარგი, ბატონო კახა. პირველ რიგში, თქვენ გაგაგებინებთ, რას გადავწყვეტ. - ვუთხარი, კარები ნელა გამოვიხურე და თავისუფლად ამოვისუნთქე. როდის მოასწრო დიტომ მისი გაფრთხილება?
კიბეზე ჩამოვდიოდი, როცა ჩემ წინ, მოულოდნელად, ნაცნობი და საყვარელი სახე გაჩნდა. მხოლოდ მაშინღა შევამჩნიე, როგორ მომნატრებია მისი სურნელი და შავი თვალები. მაშინღა მივხვდი, რამდენს ნიშნავდა მისი ეს გამოხედვა ჩემთვის. ის მამაკაცი იყო, რომელიც წამში მამუნჯებდა და მამონებდა.
ჩვენ არ გვჭირდებოდა ბევრი სიტყვები. ჩვენ სხვა რაღაც გვაკავშირებდა ერთმანეთთან. სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა და ხმამაღლა შემეძო განმეცხადებინა - მე ეს საშინელ სიამოვნებას მანიჭებდა.
უცებ მომეჭრა, როგორც სჩვეოდა და კედელზე ამაკრო. მისი სახის შემხედვარე, მაშინვე გამახსენდა ის სტატია და თვალებში ბრაზი გამიკრთა. ლევანს არ გამოპარვია და თავი მარჯვნივ გადახარა.
- ხდება რამე? - ხმაც შეცვლილი ჰქონდა. ინტერესიანი მზერით მომაჩერდა. არა, რისი ღირსი იყო ეს? კაცს დღე-დღეზე ცოლი მოჰყავდა, ის კი, კედელზე მაკრობდა და თან მეკითხებოდა, რა გჭირსო.
- ცოლი, ბატონო ლევან, ცოლი.
- საცოლე. - კბილებში გამოცსრა და შემდეგ ჩაიღიმა.
- თუნდაც. საერთოდ, ვინ გგონივარ? კარგი, რა! - დაღლილმა ამოვილაპარაკე.
- ვიცი, ყველაფერი ვიცი, მაგრამ შენ არ იცი ბევრი რამ.
მხოლოდ ვუყურებდი.
- ნუ მიყურებ ეგრე. - თავს ვერ აკონტროლებდა.
- თორემ? - აშკარად ვიწვევდი.
- თორემ ის, რომ აი, აქ, - ბარძაყზე მომაკრო თითები. სიამოვნებისგან გამაკანკალა. - ხელს მოგიჭერ და შენს გემრიელ ხორცს დავაგემოვნებ. -
დაბლა ჩაიხარა და იმ ადგილას, სადაც ხელი მომიჭირა, ვნებიანად მაკოცა. გავშეშდი, კვნესა აღმომხდა. ლევანი კი ჩემს ნასიამოვნებ სახეს ვნებამორეული შესცქეროდა თავისი მომაკვდინებელი თვალებით.
- როგორ მინდა, აქვე და ამ წამს გაგაშიშვლო. - ქვედა ტუჩზე კბილი დაისო და სწრაფად ამეკრო სხეულზე. მის ამ სიახლოვეს სადღაც, დედამიწიდან ძალიან შორს მივყავდი. მისი თვალებიდან ჭინკები გამოხტომას ლამობდნენ. იმ წამს, მე მზად ვიყავი, რომ მართლა გავეშიშვლებინე და ერთ მთლიანობად ვქცეულიყავით.
უცებ მოვიკრიბე მთელი ჩემი გამბედაობა და ტუჩებზე ვეცი. ადგილს მოსწყდა და გააკანკალა. ორივე ბურუსმა მოგვიცვა და მოგვაჯადოვა. ვერ ვშორდებოდით ერთმანეთს. ლევანმა ლამის ტუჩები მომაჭამა. ეს იყო ენით აღუწერელი ნეტარება, ვულკანი მუცელში. მთელ ტანზე ტაო მაყრიდა. ენა და კბილები მოხერხებულად უცვლიდნენ ერთმანეთს ადგილს და ეს შეგრძნება მაგიჟებდა.
- რას მიკეთებ, ამის დედაც!.. - შუბლზე შუბლი მომადო და ხმამაღლა ამოიოხრა. სუნთქვის დარეგულირება ორივეს გვიჭირდა. უცბად, ყველაფერი დამავიწყდა და გამოვექეცი. გარეთ გამოვვარდი და სწრაფად ავკრიფე დიტოს ნომერი. ჩემი თავი შემზიზღდა ამ საქციელის გამო. მოღალატე არასდროს ვყოფილვარ და არც ამ გრძნობას მივცემდი იმის უფლებას, რომ ჩემში ადამიანი ჩაეკლა. მე უფრო ძლიერი ვიყავი.
- გისმენ.
- დიტო, თანახმა ვარ. - სამი სიტყვა ვუთხარი და ტელეფონში წყვეტილი ზუმერი გაისმა.

------ავტორი------

ლიფტის კარები პირდაპირ მეოცე სართულზე გაიხსნა, საიდანაც მძიმე ნაბიჯებით ლევან მაჩაბელი გამოვიდა. შუბლი იმდენად შეჭმუხნული ჰქონდა, რომ სამდივნოში მჯდომ ნიაკოს, მზერა წამში შეეცვალა და შერჩენილი ღიმილიც ისევე გაუქრა სახიდან, როგორც ლევანს თავაზიანობა.
- ნეტავ, რა ჯანდაბა სჭირს ამჯერად? - თავისთვის ჩუმად ჩაილაპარაკა და ფრუტუნით გაეკიდა უკან მამაკაცს.
ლევანი თავის უზარმაზარ კაბინეტში სწრაფად შევიდა. თანამედროვედ ჰქონდა მოწყობილი. შუშის კარი და დიდი ფანჯრები უზომო სივრცეს ქმნიდა, ისედაც დიდი ფართის მქონე ოფისში. ტყავის სავარძელზე დაჯდა და აკურატულად დალაგებული დოკუმენტები გადაათვალიერა.
- ბატონო ლევან, მთელი დღის გრაფიკი გამოწერილი გაქვთ. ნუგზარმა დარეკა სამშენებლოდან და ასე გადმოგცათ, შემოწმებაზე ვინმე ნორმალური გამოუშვით, თორემ ლამისაა ამათთან ერთად დალევაც კი დაიწყონო. ასევე, ქვევრების საკითხზე მოიწერეს კახეთიდან. - უცებ ჩამოურიკრიკა დეტალები მდივანმა და წარბი მოიფხანა იმის ნიშნად, რომ რაღაც ავიწყდებოდა. - ხო, დიტომ, უკაცრავად, ბატონმა დიმიტრიმ დარეკა და ასე გადმოგცათ - დღეს სამის მერე შემოვივლიო.
- კარგი, ნიაკო, მადლობა. ახლა დამტოვე თუ შეიძლება. - ლევანის ხმა იმდენად მკაცრი იყო, საწყალი ნიაკო თავჩაღუნული გავიდა ოთახიდან და კარები ძალიან ფრთხილად მოიკეტა.
ლევანის ტვინში ათასი ფიქრი და აზრი ერთმანეთს ადგილს უცვლიდა. მისი ამ პირქუშობის და მძიმე ხასიათის მიღმა, სრულიად სხვა ადამიანი იმალებოდა. სინამდვილეში, მასზე გულისხმიერი და კეთილი ცოტა თუ იქნებოდა თბილისში, მაგრამ გარემოებებმა ძალიან შეცვალეს. ჩაკეტეს და გახადეს ისეთი, როგორიც მამამისი იყო თავის დროზე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ლევანის ეტალონი მთელი ცხოვრება გურამ მაჩაბელი გახლდათ. კაცი, რომელმაც გაზარდა და აქცია ნამდვილ პიროვნებად, ყველასთვის საამაყო ინდივიდად.
ცხრამეტ წლამდე, ლევანი ვარსკვლავბიჭუნა იყო. არაფერი აკლდა. ყველაფერი ჰქონდა - მოსიყვარულე დედ-მამა, უმცროსი და გამგები ძმა, კარგი განათლება, ფული, გოგონები, გარეგნობა. აბსოლუტურად ყველაფერი გააჩნდა იმისთვის, რომ უზომოდ ბედნიერი ყოფილიყო და ასეც იყო იმ დღემდე, სანამ დედ-მამა ავარიაში არ მოყვა. დედამისი - ნონა ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მამა - გურამი კი ეტლს მიეჯაჭვა. მიუხედავად იმისა, რომ გურამი გადარჩა, ყოველთვის სიკვდილს ნატრობდა, რადგან ფეხზე ვერ გაივლიდა და ვერც საყვარელ ქალს ჩაიხუტებდა გულში.
ლევანისთვის საშინელი პერიოდი დადგა. დედა დაკარგა, მამა გამუდმებით სასმელს ითხოვდა და ნასვამი, საკუთარი თავის გინებაში ათენებდა და აღამებდა. ცოლის სიკვილს თავის თავს აბრალებდა. მისი ძმა პატარა იყო, ამიტომ, მთელი ოჯახი ლევანს დააწვა მხრებზე.
ბიზნესები ჩაუვარდათ, საწარმო წაართვეს ფრთამოჭრილ არწივს. ბატონი გურამის ანგარიშზე თანხა გაქრა და სრული ნათელიდან - სრულ ბნელეთში აღმოჩნდნენ. საკვირველი იყო, მაგრამ ლევანი იმაზე ძლიერი და ჭკვიანი აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. იმ წამიდან, როცა წიგნების საყიდელი ფულის უქონლობის გამო, ღამით თავისი ძმის ჩუმი ტირილი მოისმინა, მიხვდა, რომ უკვე დრო იყო, რამე ისეთი გაეკეთებინა, რაც ყველაფერს შეცვლიდა.
ნოლიდან დაწყებულმა საქმემ და ყოველ დღე მუშაობამ შედეგი გამოიღო. საწყისი კაპიტალის გამო, ლევანი დღე-ღამეს ასწორებდა და ყველგან მუშაობდა, სადაც შეეძლო. სწავლა მაშინ გააგრძელა, როდესაც დიტო ამოუდგა მხარში და სამი ათასი ლარიდან დაწყებულმა საქმემ, იმხელა ჰოლდინგი შექმნა, რომ მთელ საქართველოში, მისი მსგავსი ერთი-ორი თუ იქნებოდა.
მოსაყოლად კონკიას ისტორია, ადამიანური და სულიერი თვალსაზრისით, ძალიან რთული აღმოჩნდა ლევანისთვის. მან იმდენი გამოიარა და იმდენს გაუძლო, რამდენსაც ძალიან ბევრი ნამდვილად ვერ გადაიტანდა, უბრალოდ გატყდებოდა.
ლევანი ფიქრებში ღრმად იყო ჩაფლული, როდესაც კარი გაიღო და ოთახში დიტო შემოვიდა.
- ძმას გაუმარჯოს! - დიტო მხიარულად შემოქანდა და მეგობარს წინ ჩამოუჯდა.
- გამარჯობა, დიმიტრი ბატონო. - ლევანიც გამხიარულდა.
- რას შვები, სიძე? შენ არ იცი, ჩემი და რა დღეშია. სარკესთან აღამებს და ათენებს. ყველა ყვავილს სათითაოდ ალაგებს ლარნაკში, რომელიც სტუმრების მაგიდაზე უნდა იდგეს. ცუდადაა ძმაო შენი საქმე.
- ხო, ძალიან ნერვიულობს. - მოკლედ მოუჭრა ლევანმა და ჰორიზონტს გახედა ფანჯრიდან.
- რა გჭირს შენ? - დიტომ ტონი შეცვალა.
- არაფერი, არაფერი. უბრალოდ გადავიღალე.
- რა? ლევან მაჩაბელი გადაიღალა? არ მჯერა, ძმაო. ბოლოს ეგ სიტყვები სამსაათიანი ტრენინგის ჩატარების მერე თქვი, როცა წამითაც არ შეგისვენია.
- ეს სხვანაირი გადაღლაა. - ლევანს მართლა დაღლილი ხმა ჰქონდა, მაგრამ საინტერესო ის იყო, რისგან იყო დაღლილი.
- რაღაც, ბედნიერ სიძეს არ გავხარ. - მოღუშულმა ჩაილაპარაკა და სკამზე გადაწვა.
- ხო იცი, ასეთი ხასიათი მაქვს. - ოდნავ ჩაეღიმა და თვალი ჩაუკრა ბავშვობის მეგობარს.
- ვიცი, ვიცი, რა უჟმურიც ხარ. რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო.
- გისმენ. - ინტერესიანი მზერა მიაპყრო ლევანმა.
- ქალმა გადამრია. - ოდნავ ჩაეღიმა და წარბზე საჩვენებელი თითი გადაიტარა.
- ვინ ქალმა?
- კაზინოში, რომ მუშაობს, ქერა გოგო, ხო იცი? აი, უმაგრესი ტანი რომ აქვს. ძალიან მომწონს, ყველანაირად. არ ვიცი, როგორ მივუდგე. - სევდიანად ჩაილაპარაკა.
ლევანს სახე წამში შეეცვალა და მიხვდა, რომ ყველაფერი ისე მარტივად არ იქნებოდა, როგორც თვითონ ეგონა.


------ტორო-------

არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, მაგრამ იმაში არწმუნებული ვიყავი, რომ არავის მივცემდი იმის უფლებას, დავემცირებინე და სათამაშოდ ვექციე. არ მაინტერესებდა, ვის რა უნდოდა, მთავარი იყო - მე რა მსურდა. რთული იყო ლევანის საქციელის და სიახლოვის დაბლოკვა, რომელიც აშკარად ყველაზე სასიამოვნო იყო მთელ ჩემს ცხოვრებაში. დიტო ნამდვილად კარგი მამაკაცი იყო. ისეთი, რომლის გვერდითაც არაფერზე იფიქრებდი. დეიდაჩემი ლალი, ხშირად მეუბნებოდა - რად გინდა სწავლა. ნახე, რა საჯდომი გაქვს. მდიდარი ქმარი იშოვე და მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი იქნებიო. რა თქმა უნდა, მის სიტყვებს არასდროს ვუსმენდი და არც მის ადამიანობაზე ღირდა საუბარი.
დიმიტრისთან საოცარი კომფორტის შეგრძნება მიჩნდებოდა. თითქოს დიდი ხანი იყო, ვიცნობდი და მის შესახებ ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ ობიექტურობას არ ვკარგავი და მაინც არ მჯეროდა, რომ მთლიანად პატიოსანი იყო ჩემთან მიმართებაში.
კაზინოდან წამოსვლა ძალიან გამიჭირდა. ზოგადად, რთული პერიოდი მქონდა ცხოვრებაში, რადგან ბატონ კოსტასთან ჩატარებულმა ირონიულმა დიალოგმა, შედეგი გამოიღო და მის ლექციებზე თავი ნამდვილ ჯოჯოხეთში მეგონა. ამას დამატებული ის, რომ ყველა მებუტებოდა დატოვებული სამსახურის გამო. თუმცა, ერთი კარგი ამბავიც გაიჩარხა - ნიკოს ჩემი ნინკა ახლოს გავაცანი, რომელიც მისი ვითომ და ახლობელი იყო, მაგრამ დიდი ხნის ურთიერთობა არ ჰქონიათ. ჩემს სახლში საღამოობით გამართულმა კინო-წვეულებებმა, რომელზეც ნიკო, მე და ნინკა საშიშ ფილმებს ვუყურებდით, შედეგი გამოიღო. ეშმაკურად მივიპარებოდი დასაძინებლად ადრე და წყვილს მარტო ვტოვებდი. ერთ ასეთ საღამოს წყლის დასალევად გამოსულს, შემდეგი დიალოგი მომესმა:
- რა ლამაზი თვალები გაქვს. - ნიკო ნინკას თმებს უწევდა თვალებიდან და უღიმოდა.
- მადლობა, შენც ლამაზი გაქვს, მაგრამ იმიტომ თუ მითხარი, რომ შენთვისაც იგივე კომპლიმენტი მეთქვა, მაშინ იდიოტი ხარ. - უხეშად უთხრა გოგომ და პოპკორნი ჩაიტენა პირში. მაინც რა ურჯულო გოგო იყო. ბიჭმა კომპლიმენტი უთხრა და ეს რას პასუხობდა? მაგრამ მე ვისგან რა მიკვირა?
- არა, არა, მაგიტომ არ მითქვამს. - გულუბრყვილოდ ჩაილაპარაკა ნიკომ და გასწორდა. - კარგი, წავალ უკვე მე. - მუხლებზე ხელები დაიტყაპუნა და წამოდგა, როდესაც ნინკას ხელმა შეაჩერა და ისევ პუფზე დასვა, მისკენ გადაიწია და ლოყაზე ნაზად აკოცა. ღამის სიბნელეშიც კი დავინახე, ნიკოს ახურებული ლოყები.

***
ის დღეც დადგა, ბატონი დიმიტრის ოფისში რომ შევაბიჯე. არავინ იღიმოდა. ყველა სერიოზული და ოფიციალური სახით მოძრაობდა და ცოტა არ იყოს, ჩემი თავისუფალი ბუნებისთვის რთული იყო ამ წესებს დამორჩილება. არც დრესკოდი გამითვალისწინებია და გასაუბრებისთვის ჩვეულებრივად - თხელი, შავი სარაფანი და კედები ჩავიცვი.
- ნეტავ საერთოდ რაზე ფიქრობდი? - ჩემი მეორე მე აშკარად უკმაყოფილო იყო.
მიმღებში მივედი და ტელეფონზე ჩამოკიდებულ, ქერა და სათვალიან ქალს შეძლებისდაგვარად გავუღიმე. პასუხად მომაბეზრებელი მზერა მივიღე და სახე წამებში ირონიული გამიხდა.
- გასაუბრებაზე ვარ დაბარებული, ბატონ დიმიტრისთან, სამდივნოში.
- ერთი წამით. - გაწელილად ჩაილაპარაკა და რაღაც ნომერი აკრიფა.
- დიმიტრისთან არის ერთი გოგო გასაუბრებაზე, მდივნად. - ბოლო სიტყვა ხაზგასმით თქვა და კარგად ამათვალიერა.
- მეთვრამეტე სართულზე მიბრძანდით, ლიფტით. იქედან კი ხელმარცხნივ არის სამდივნო.
- დიდი მადლობა. - ჩემი მადლობა ისეთივე აფერისტული იყო, როგორც მისი თავაზიანობა. - ქალბატონო დიანა.
ჯერ მკერდზე დამაგრებულ თავის სახელს დახედა, შემდეგ მე და წარბაწეულმა კომპიუტერში ჩაიხედა. ლიფტში სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. კარები დაიხურა და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს საერთოდ არ მოძრაობდა. ძალიან მალე ავედი მეთვრამეტე სართულზე და კარები წამებით შევაღე, რადგან ეს უკანასკნელი საშინლად მძიმე იყო.
- რა ჯანდაბაა? „კაჩოკები“ მუშაობენ ააქ? - ჩემთვის ვილანძღებოდი, როდესაც უკნიდან დიტოს ხმა მომესმა.
- მოკლედ, ჯერ არ მოსულხარ და უკვე გვლანძღავ, არა? - აშკარად კარგ ხასიათზე იყო ჩემი პოტენციური უფროსი.
- არა, უბრალოდ მძიმე იყო. - ვითომ დავიმორცხვე და დიმიტრის კაბინეტისკენ წავედი.
დაჯდა თუ არა, საქმიანი სახით დაიწყო.
- მოკლედ, ეს გასაუბრება ფარსია. უკვე აყვანილი ხარ. დიდი არაფერი გევალება. ჩემი პირადი მდივანი იქნები. შეხვედრები, საქმიანი ზარები, წერილების გაგზავნა-მიღება, ასევე - თარგმნა. ვინმე, რომ მოვა, გამაფრთხილე. ძირითადი საქმე ესაა და დანარჩენში დროთა განმავლობაში გაერკვევი. სამი ათას ლარს გადაგიხდი თვეში, ოღონდ დასაწყისისთვის. - თვალები შუბლზე ამივიდა, ეს ციფრი, რომ გადავხარშე. დიტოს არ გამოპარვია და ჩუმად ჩაეღიმა.
- მოგწონს პირობები?
- მეხუმრები? მომწონს, აბა არ მომწონს? - ბედნიერებისგან ლამის ვიყვირე.
- მუშაობ კვირაში ხუთი დღე. ხანდახან შაბათსაც დაგიბარებ, მაგრამ ადრე გაგიშვებ. მოდიხარ ათ საათზე და მიდიხარ შვიდზე.
- მესმის და როცა საჭირო იქნება, დავრჩები კიდეც. - აბა ამხელა ხელფასს მიხდიდა ადამიანი და არც დავრჩენილიყავი, როცა მოუნდებოდა?
- დრო გვიჩვენებს. ახლა კი, შეგიძლია წახვიდე. - კარამდე მიმაცილა. უცბად შემოვტრიალდი და ლოყაზე ძალიან ძლიერად და ამავდროულად ვნებიანად ვაკოცე. მეც ვერ მივხვდი, ეს მადლიერების გამო გავაკეთე თუ უბრალოდ მინდოდა, შთაბეჭდილება მომეხდინა, მაგრამ ფაქტი იყო, წამებში სახე შეეცვალა და გარდაიქმნა. მისი თვალებიდან ისეთივე ჭინკები მიმზერდნენ, როგორიც ლევანისიდან კოცნის დროს.
რაღაცას აპირებდა, მაგრამ მალე გამოვექეცი.
- ეშმაკუნა ხარ. - მხოლოდ ორი სიტყვის მოსმენა მოვასწარი იქამდე, სანამ ლიფტის კარი დაიხურებოდა.
დერეფანში ამაყად მოვაბიჯებდი და ჩანთას ვისწორებდი, როდესაც ვიღაცას მძლავრად შევეჯახე. ნამდვილად არც თვითონ იყურებოდა წინ, რადგან ტელეფონი ისევ ხელში ეჭირა და მზერას ვერ აშორებდა.
- ფრთიხლად იარეთ. - დავისისინე და მხოლოდ მაშინღა შევხედე სახეზე. შევხედე და გავშრი. ჩემ წინ არც მეტი, არც ნაკლები, ლევან მაჩაბელი იდგა.
- შენ? შენ აქ რა გინდა? - ხმა ამიკანკალდა, იმდენად დამაბნია მისმა დანახვამ. წამში გადამეშალა მასთან დაკავშირებული ყველა მოგონება. ღმერთო, რას მმართებდა ეს კაცი?!
- მე? მე თუ შენ რა გინდა ჩემს ოფისში? - ირონიულად შემეკითხა და ამათვალიერა. რომ მორჩა, მხოლოდ მაშინ გადააწყდა ჩემს ანთებულ თვალებს.
- მე აქ მუშაობას ვიწყებ, დიმიტრის სამდივნოში. - ამაყად ვუთხარი და თან ნელ-ნელა იმის გადახარშვა დავიწყე, რომ ეს მათი ერთობლივი ოფისი იყო და გამაჟრიალა, როგორ ერთხელაც არ დავფიქრდი ამ საკითხზე აქამდე. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს გიჟური რეჟიმი ჩემს გონებრივ შესაძლებლობას და აღქმას ანადგურებდა.
- კაზინოს პრინცესა, ოფისის პრინცესად გადაიქცა? - ტუჩის კუთხე ჩატეხა.
- არ გინდათ. - მისი ეს ტონი არ მომეწონა.
მაინც, რა სიმპატიური იყო, ან ეს შავი ფერი რატომ აკვდებოდა ასე ძალიან? რა ჰქონდა ამ კაცს ისეთი, რამაც გადამრია და გამაგიჟა? გარდა იმისა, რომ საშინლად სექსუალური იყო და ღრმა, ვნებიანი შავი თვალები ჰქონდა, მგონი არც არაფერი.
ჩემს ფიქრებზე ნერვები მომეშალა და მზერა სწრაფად მოვაშორე. ლევანს არ გამორჩენია ჩემი აშლილი ვნებები და ნელა მომიახლოვდა. ჩვენ შორის მცირე მანძილი დარჩა და ისიც საშინლად დამუხტული იყო. ორივესთვის დრო გაიყინა და ვიგრძენი, როგორ გამომეცალა ფეხებიდან მიწა. გარშემო ხალხი ირეოდა და ბევრი ადამიანის მზერას ვგრძნობდი. ალბათ, აინტერესებდათ, რაზე ვსაუბრობდით მე - საწყალი გოგო და ამხელა ოფისის უფროსი.
ლევანი ჩემი ყურისკენ დაიხარა და უნებურად თვალები მიმელულა. ლამის ხელებში ჩავადნი.
- მიფრთხილდი. - ყურებზე მისი ტუჩები ოდნავ შემეხო და მივხვდი, ალბათ, წლები დამჭირდებოდა, ეს გრძნობები და ემოციები ჩამეხშო. ან კი, იქნებოდა რამე ამქვეყნიური, რაც მაიძულებდა სრულიად ინდეფერენტული ვყოფილიყავი ამ ადამიანის მიმართ?
უცებ გამშორდა და მყარი ნაბიჯებით გაიარა გზა ლიფტამდე. მე კი დებილივით ვუყურებდი ჩემი ოცნების მამაკაცს.
- ეჰ, ტორო, აუცილებლად გამოკრავ ხელს რაღაც ცუდს. - აშკარა იყო, ყველაფერი ახლა იწყებოდა.


--------ავტორი--------

ყველამ იცის, რომ დანაღმულ ველზე უნდა იფრთხილოს ან საერთოდ ყველაფერი გააკეთოს, რომ იქ არ მოხვდეს. მაღალი წერტილების დალაშქვრის და პარაშუტით გადმოხტომის გამბედაობა არ ნიშნავს იმას, რომ არ გვეშინია ამის. ზუსტადაც, რომ ძალიან გვეშინია და გვიყვარს ჩვენი სიცოცხლე, მაგრამ გვაინტერესებს მათით გამოწვეული შეგრძნებები და ემოციები, ადრენალინი. გვსიამოვნებს ხალხის ნათქვამი, რომ უშიშრები ვართ, მაგრამ ვაი, რომ საბრალოა ადამიანი და ყველაფრის ეშინია. თუმცა, სწორედ იმაშია ინტერესი, რამდენად ახლოს მიხვალ შენს შიშთან და თვალებში როგორ ჩახედავ მას.
ლევანის და ნინო პირველის შეხვედრა მაშინ შედგა, როცა ნინო სულ რაღაც ცხრა წლის იყო და ამსტერდამიდან ახალი ჩამოყვანილი ჰყავდათ მშობლებს. პირველების სახლში დიდი ზეიმი მოეწყოთ. ბებიის გოგო, საბოლოოდ უბრუნდებოდა მშობლიურ მიწა-წყალს და შემოანათებდა მისი ბრწყინვალება თბილ კერაში. თავიდანვე ასე იყო ჩაფიქრებული, რომ ნინო ცხრა წლამდე ჰოლანდიაში იცხოვრებდა ბებიასთან, შემდეგ კი საქართველოში ჩამოვიდოდა და სწავლას აქ გააგრძელებდა. სტუდენტობის პერიოდში კი, ისევ ამსტერდამში დაბრუნდებოდა.
დიმიტრი, ნინოსგან განსხვავებით, ოჯახის საქმეებში აქტიურად იყო ჩართული და შესაბამისად, მთელ თავის დროს მამის კამპანიაში ატარებდა. თვრამეტი წლისამ, უკვე სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო და ლევან მაჩაბელთან ერთად, ღვინის ბიზნესი წამოიწყო. საკვირველი იყო, მაგრამ ახალგაზრდა მეწარმეებმა მალე მოიხვეჭეს სახელი. მაშინ ნინო ცამეტი წლის იყო და ლევანი სულ ორჯერ ჰყავდა ნანახი. პირველად მისი ჩამოსვლისთვის დაგეგმილ წვეულების დღეს, მეორედ - ვახშმობისას, როცა დიმიტრიმ და მამამისმა მაჩაბლების ოჯახი მოიწვია. პირველი შეხვედრისას, ნინო თერთმეტი წლის იქნებოდა, ამიტომ დიდად არ დაამახსოვრდა ლევანი, მაგრამ ხვდებოდა, რაოდენ კარგი და კეთილი ადამიანი იყო ის და რამდენად უნაკლოდ ეჩვენებოდა იმ წამს. ალბათ მაშინ ღვივდებოდა გოგონას პაწია გულში ის ნაპერწკლები, რაც ქალ-ვაჟური ურთიერთობების პირველი ჩანასახი იყო.
ცამეტი წლისას კი, მეორე შეხვედრისას, უკვე ნახევრად მომწიფებულმა გოგონამ მზერა ვერ მოაცილა ბედნიერად მომღიმარ ლევანს. მისმა გარეგნობამ წამში მოახდინა ეფექტი ნინოზე და ლოყები საყვარლად შეეფაკლა. უკვე კარგად ახსოვდა, სკოლიდან სახლში მოსულს, როგორ ბედნიერად გართხმულები დახვდნენ ლევანი და დიტო მისაღებ ოთახში. იმ დროისთვის ყველაზე პოპულარულ „სონიში“ ფეხბურთს თამაშობდნენ და „ჯოისტიკებს“ ერთმანეთს ურტყამდნენ.
თითქოს იქამდე არ უცხოვრია. წამში გაურბინა ყველაფერმა წინ, მისი სახე აღიდგინა და გულში ტაში შემოჰკრა. მთელ სხეულში ბედნიერების იმპულსებმა დაუარა. ერთი ნახვით სიყვარული თუ არა, არ იცოდა, მაშინ რა ეწოდებინა იმ გრძნობისთვის, რასაც განიცდიდა. თითქოს ორგანიზმში ვიღაცამ თბილი ხელები ჩაუყო და შიგნიდან ეფერებოდა. სახე გაუბრწყინდა და ძლივს მიხვდა იმას, რომ ზუსტად თხუთმეტი წუთი იდგა და საკუთარი ძმის მეგობარს თვალებგაშტერებული უყურებდა.
ამის შემდეგ დიდმა დრომ განვლო. ლევანმა უმატა პირველების სახლში სიარულს. ნინოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ისე უყურებდა, როგორც საკუთარ დას, რაც ნინოს ნამდვილად არ ახარებდა, მაგრამ ესმოდა, ხანდახან მეგობრობა ერთადერთი გამოსავალი რომ იყო საყვარელ ადამიანთან ყოფნის.
რაც დრო გადიოდა, მით უფრო უყვარდებოდა თავისუფალი, სიმპატიური, სერიოზული და ამასთანავე, მხიარული ლევანი, რომელიც გამუდმებით ლოყებზე ჩქმეტდა და გულში ამაყად იკრავდა, მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო ნინოსთვის საკმარისი. ვერავინ ხვდებოდა მის გრძნობას. მხოლოდ დედა მიხვდა მაშინ, როდესაც ერთ დღეს, ლევანმა მათთან ახალგაზრდა ჟანეტი მოიყვანა. გოგონა მოდის ჟურნალიდან გადმომხტარს ჰგავდა. ნინომ იცოდა, რომ ლევანს ვიღაც ეყოლებოდა, მაგრამ თითქოს უძალიანდებოდა საკუთარ ფიქრებს. აი, ფაქტმა კი პირდაპირი დარტყმა მიაყენა პრინცესას და აკანკალებული საკუთარ ოთახში გაუჩინარდა. მისი საქციელი ყველას უყურადღებოდ დარჩა. მხოლოდ დედის გულმა იგრძნო და შვილის ოთახში ჩუმად აიპარა.
- დე, დედი, ნინუ. დედიკო, რა გჭირს, რატომ ტირი? - აცრემლებული შვილი გულში ჩაიხუტა და უხმოდ უსმენდა, როგორ ეფლითებოდა მის გოგონას ერთ დროს, ძნელად ნაშენები ბედნიერი გული.
- დედი, დედი. - სლუკუნებდა და სიტყვებს ვერ აბოლოებდა ნინო. - მან, მან ის...
- ხო, მესმის. ჩშშ, გაგივლის, აუცილებლად წავა ეს ყველაფერი შენგან. - მთელი ძალებით აწყნარებდა.
უცებ ნინო გარდაიქმნა, საწყალი პრინცესადან - უგულო ცივ არსებად იქცა და ცრემლები სწრაფად მოიწმინდა. თვალები გაუშტერა აღშფოთებულ დედას და მტკიცედ წარმოთქვა.
- არ გადამივლის.
იმ დღის შემდეგ, ნინო ლევანს ჩამოშორდა. კითხვებზე პასუხებს მოკლედ სცემდა ან საერთოდ არ ელაპარაკებოდა. მასთან სიახლოვეს გაურბოდა და მაშინვე ორთქლდებოდა იმ ადგილიდან, სადაც ბიჭს ხედავდა.
- ნინო, რამე გაწყენინე? რა ხდება? - ერთ დღესაც, დიმიტრის კაბინეტში მჯდომი ნინო ლევანმა მარტო დაიგულა და წინ ჩამოუჯდა.
- არა, არაფერი. საიდან მოიტანე? - მოჩვენებით გაიკვირვა და კომპიუტერს ჩახედა.
- თითქოს ზედ არ მიყურებ და გამირბიხარ. რაშია საქმე? რამე დავაშავე? შეგიძლია მითხრა და ყველაფერს გამოვასწორებ. - ლევანი დაბნეული იყო, რადგან აქამდე ნინო საკუთარ უახლოეს მეგობრად მიაჩნდა და მისი სითბო ნამდვილად აკლდა.
- მე მართლა ვერ ვხვდები, ლევან, შენ და მე ახლა რაზე ვსაუბრობთ. - ნინო ცივ ტონს ინარჩუნებდა.
- ანუ ვერ ხვდები? კარგი. - ლევანმა ყურები ჩამოყარა და ოთახიდან გასვლა დააპირა.
- ლევან, - დაუძახა ნინომ. მამაკაცი უცებ შემოტრიალდა იმის მოლოდინით, რომ ქალი რამე საინტერესოს ეტყოდა და იმედიანი თვალები მიაპყრო.
- რომ გახვალ, ჩემს ძმას უთხარი, შემოვიდეს. საბუთებში რაღაც გაურკვევლობაა. - ხელოვნურად გაუღიმა და მიახვედრა, ოთახიდან გასულიყო.
მამაკაცმა ჩუმად მოიხურა კარი. ნინომ ხმაურიანად ამოისუნთქა და სავარძელზე გადაწვა. საკუთარი თამაში უკვე ანადგურებდა. ლევანი კი კიდევ დიდხანს ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა მისსა და თავისი ძმაკაცის დის ურთიერთობაში.


----ტორო----

სამსახური ზუსტად ისეთი გამოდგა, როგორსაც ველოდი. მიმტანად მუშაობის შემდეგ, აქ გატარებული ყოველი დღე სამოთხედ მეჩვენებოდა. მეცინებოდა ხოლმე, ვითომ საოფისე სამსახურით გადაღლილ და მოწუწუნე თანამშრომლებს, რომ ვხედავდი. ყავის ჭიქაზე ნეკათითაბზეკილი გოგოებით გადატენილი იყო ჰოლდინგი.
- ნეტავ ამ ქათმისტვინიანებს აქ რა უნდათ? - ხშირად ვეკითხებოდი საკუთარ თავს, მაგრამ პასუხს ნამდვილად ვერ ვპოულობდი.
დიტოსთან საქმიანი ურთიერთობის გარდა, არაფერი მქონდა. უკვე ერთი კვირა იყო ვმუშაობდი და გადაკვრითაც არ უთქვამს არაფერი. საინტერესო იყო, როდემდე გაგრძელდებოდა ეს ფარსი. ვიცოდი, რომ რაღაცას გააკეთებდა, მაგრამ სამსახურში ნამდვილად პირნათლად ასრულებდა ყველა მოვალეობას. ფაქტი იყო და ამას გვერდს ვერ ავუვლიდი, ძალიან ბევრს შრომობდა.
ლევანი არ გამოჩენილა იმ დღის შემდეგ. თითქოს მენატრებოდა კიდეც, მაგრამ საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი.
- ჯანდაბა, ცოლი მოჰყავს, ტორო, ცოლი. შეიგნე ბოლოს და ბოლოს. - ვეუბნებოდი საკუთარ თავს, მაგრამ, თითქოს ვერ ვითავისებდი იმას, რომ ჩემი ამოუცნობი მამაკაცი, რომელიც სიზმარივით ხან ჩნდებოდა და ხანაც ქრებოდა, რეალური პიროვნება იყო, რომელიც მალე ოჯახს შექმნიდა. თან, ჩემი უფროსის დასთან. პირდაპირ ზეიმი იყო მთელი ჩემი ცხოვრება დედაჩემით დაწყებული, ლევანით დაგვირგვინებული.

***

ოფისში ვიჯექი და პრაღაში გასაგზავნ წერილში ბოლო შტრიხები შემქონდა, ლიფტი რომ გაიღო და ჩემი კარის ჯახუნიც მას მოჰყვა. აშკარად დაფეთებული და გაცხარებული დიტო, ბოლთას ცემდა სამდივნოში და მე ვერც კი ვბედავდი რამე მეკითხა, იმდენად აღელვებული იყო. ბოლოს ისევ თვითონ დამშვიდდა და სახე დაუწყნარდა.
- ტორო, საღამოს შეგიძლია, მნიშვნელოვან შეხვედრაზე წამომყვე? - ფრთხილად მკითხა. გულში გამეცინა მის საქციელზე, საკუთარ დაქვემდებარებულს, ასე რომ მაპარებდა ინფორმაციას.
- რა შეხვედრაა? - ინტერესი გამოვიჩინე და წარბაწეულმა შევხედე.
- შენ ხომ რუსული კარგად იცი, არა? რუსი ინვესტორები არიან და შეხვედრა უნდათ ჩემთან. უბრალო, საქმიანი ვახშამი იქნება. შეგიძლია სახლში წახვიდე, გამოიცვალო და რვა საათზე აქ გელოდები.
- კარგით, მისამართს მომწერთ?
- პირველ რიგში, შენობით მელაპარაკე და მეორეც - რა მისამართი, მე აქ რისთვის ვარ? - თითქოს იწყინა, ეს როგორ მაკადრეო.
- კარგით, კარგი. - უცბად შევასწორე და გავუღიმე. - მაშინ, წავალ მე და რვაზე გელოდები, მისამართი იცი. - მიმართვითი ფორმა წამებში შევცვალე და ადგილიდან მოვწყდი.
სახლში მისულს, ნინკა გასული დამხვდა. გამახსენდა, სამსახურიდან მოსულს ნამძინარევი რომ მიღებდა კარს და გამეღიმა. უნდოდა ხოლმე გაეგო, როდის მოვდიოდი და მერე მშვიდად იძინებდა. ოქრო გოგო მყავდა. ძალიან რთული იყო ასეთი ადამიანების მოძებნა. მე კი როგორ გამიმართლა, რომ პირდაპირ შემხვდა? გაუმარჯოს ნიკოს!
ნიკოსა და ნინკაზე გამახსენდა, რომ ისევ კატა-თაგვობანას თამაშობდნენ. სუში-ბარში გამოვიჭირე ნიკო და მაშინვე დაკითხვა დავუწყე. სანამ ნინკა საპირფარეშოში სელფებს იღებდა.
- ჰა, რა ხდება? - ინტერესით შევხედე და ალმაცერად გავუღიმე.
- რაზე მეკითხები? - თავს ისულელებდა და როლს ეჯაჯგურებოდა.
- ოო, ნუ იშტერებ თავს. მოგწონს ხო? აღიარე, რომ მოგწონს. - მისკენ გადავიხარე და თვალებში ჩავხედე.
- ღადაობ? ეგ ქაჯი? არა. - თავი გააქნია და ეცადა მზერა აერიდებინა ჩემთვის, მაგრამ ნახევრად უკვე გამოტეხილი მყავდა.
- ტორო, მე... ხო ხვდები შენ. ისევ შენ... - სიტყვა ვერ დაასრულა, რომ ნინკა შუაში ჩაგვიხტა და სუში ლამის პირიდან ამძიძგნა.
ამის შემდეგ, ვერც განვმარტოვდით და ასე ვიხრჩობოდი გაუგებრობაში. ნეტავ რა მოხდებოდა?

***
კარადასთან ვიდექი და ვერაფერს ვარჩევდი.
- ეს ზედმეტად ამოღებულია. ეს არ მომწონს, რა დებილური ფერია. ღმერთო, არაფერი მაქვს. რა დავაშავე? - ვწუწუნებდი სარკის წინ. ქალების მარადიულ ისტერიკას ვიწყებდი და თან, ცალი თვალით ისევ ტანსაცმელს ვათვალიერებდი. უცბად, გამახსენდა, რომ არსებობდა ინტერნეტი და ზუსტად ნახევარ საათში, ჩემთან ლოყებშეფაკლული კურიერი იდგა ამანათით, რომელშიც ძალიან „საკაიფო“ კაბა იდო. მხოლოდ ეს სიტყვა შეეფერებოდა ვერცხლისფერ, ბრჭყვიალა და ბრეტელებიან კაბას.
- მადლობა. - ვუთხარი კურიერს და მისი მომსახურების საფასური ხელში მივაჩეჩე. ახალგაზრდა ბიჭი გაოგნებული უყურება ჩემს ნახევრად ჩაცმულ და ნახევრად გახდილ სხეულს და გვარიან ნერწყვს ყლაპავდა. მაგრამ ტკბობა არ ვაცადე, კარი მივუკეტე და კაბასთან განვმარტოვდი.
მოვირგე. სწორედ ის იყო, რაც მინდოდა. არც ყვიროდა, არც წიოდა, მაგრამ გულს და პულსს აჩქარებდა. გრძელი და თხელი კაბა, მთელ ტანზე ლასლასებდა. ბრეტელები ხანდახან მივარდებოდა და ულიფო მკერდზე, კერტები ოდნავ იკვეთებოდა, მაგრამ მხოლოდ სექსუალური იყო, გამომწვევი არა.
ფეხზე თეთრი კედები მოვირგე. ძალიან უხდებოდა ამ კაბას და არც ჩემი სიმაღლის დემონსტრირება იყო საჭირო. საქმიან შეხვედრაზეც შეიძლებოდა ქალი ასე გამოწყობილიყო. დიდი ამბავი, დიტო ნამდვილად არ მეჩხუბებოდა. პირიქით, კარგადაც გამოშტერდებოდა.
მაინც რამხელა იარაღია, იყო ქალი? გოგონებო, ჩემი რჩევა იქნება, რომ გამოაჩინოთ ის, რაც გაქვთ, ოღონდ, ნორმის ფარგლებში. მამაკაცებმა უნდა იცოდნენ, რა არ აქვთ და რის მოპოვება შეუძლიათ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს მაცდუნებელი და არა ვულგარული. აი, რა არის ყველაზე რთული - დაიჭირო ოქროს შუალედი.

***
უკვე რვა საათი იყო, მაგრამ დიტო არ რეკავდა, თუმცა მალევე, ფანჯრიდან გადაყუდებულს, მისი მანქანის ლაპლაპმა თვალი მომჭრა. სწრაფად ჩავედი და მანქანაში ჩავჯექი. დიტომ შემომხედა და გაშეშდა.
მერე ნელა გადმოიწია ჩემკენ და ისე მაკოცა ლოყაზე, თითქოს ყველაფერს ამ კოცნაში ატევდა.
სიტყვის თქმის გარეშე წავედით. ვგრძნობდი, ხელი უკანკალებდა, მაგრამ არ მიყურებდა. მეც არ ვიმჩნევდი და უკვე რესტორანთან გაჩერებული მანქანაში ღვედის შეხსნას ვცდილობდი, დიტომ რომ ხელი გამიკავა, მიმატრიალა და ტუჩებში მაკოცა. იმდენად მოულოდნელი იყო, რომ სწრაფად მოვიშორე და ლამის მზერით მოვკალი. ისე სწრაფად მოვიშორე, ვერც გავიაზრე, რა მოხდა.
- ბოდიში, ბოდიში. უბრალოდ, შენ ისე გამოიყურები, მართლა ვერ ვიკავებ თავს. - საწყლად მომიხადა ბოდიში. ჩემს თავზე გავბრაზდი. ლამის გახდილი ვიჯექი და რა თქმა უნდა, მოუნდებოდა ის, რაც გააკეთა.
- არაუშავს, გადავიდეთ, ხო? - სიტუაციის განეიტრალება ვცადე და გადავედი. მანაც ღიმილით დამიქნია თავი და გადმომყვა.
რესტორანი ძალიან ლამაზი და დიდი იყო. საცეკვაო ადგილი, მუქი იასამნისფერი განათება და დახვეწილი ინტერიერი, სასიამოვნო და ჰარმონიულ გარემოს ქმნიდა. მშვიდი მელოდია ისმოდა. ჩვენ კი მაგიდისკენ მივიწევდით. დიტო არ მეკარებოდა. ოდნავ მოშორებით მომყვებოდა. ერთადერთი, რაც თვალში უშნოდ მხვდებოდა, მაგიდების ცენტრში დალაგებული მინის ლარნაკები იყო, რომლებშიც შროშანები ეწყო.
- აშკარად ზედმეტია ეს ყვავილები. - ჩავჩურჩულე დიტოს და მანაც, გამხიარულებულმა იმით, რომ ცოტა ხნის წინანდელი ინციდენტი დავივიწყე, თავი დამიქნია.
მაგიდასთან ორი მოსაწყენი ადამიანი დაგვხვდა. ერთი მამაკაცი ორმოცდაათ წლამდე, დაღვრემილი სახით და ჩამოწეული თვალებით. მეორე - სათვალიანი ქალი, დაახლოებით ორმოცდაექვს წლამდე. ალბათ, გაქანებული კლიმაქსი აქვს - ჩემთვის გავიფიქრე და მის ბრილიანტის საყურეებს მივაშტერდი. - ოჰო, გემოვნება ჰქონია. - ჩემ თავს ველაპარაკებოდი და თან ღიმილსაც არ ვიშორებდი.
საუბარი აეწყო, სასმელი ორგანიზმში ჩავიდა, საქმე მოგვარდა. შემდეგ კი გართობის დრო იყო. ბოლო ორი საათი იმდენი ვისაუბრეთ, რომ ვერც კი ვიგრძენი, ოთხი ჭიქა ვისკი როგორ დავლიე.
მოღუშული მოხუცი ბატონი, ნიკოლაი, არც ისე ცუდი მოსაუბრე აღმოჩნდა. რამდენიმე კარგი ანეგდოტი და სადღეგრძელოც კი გვესროლა. მისი მეუღლე, ქალბატონი ნადიაც, ასევე საინტერესო პიროვნება იყო. როგორც ჩანდა, მათ სიყვარულს წინაღობები არ აკლდა, მაგრამ თავი გაართვეს და ოცდაათი წელი იყო, ცოლ-ქმარი იყვნენ.
Scorpions - winds of change-ის, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმღერის ჰანგები იღვრებოდა დარბაზში და დიმიტრი უკვე კარგად შეჟუჟუნებული, ასევე კარგად შეზარხოშებულს შემომიბრუნდა და ხელი გამომიწოდა.
- ამ საღამოს, ამ დარბაზში, ყველაზე ლამაზი და მაგარი გოგო თუ მეცეკვება, ალბათ მერე ვერაფერი მომკლავს. - ჩამჩურჩულა და თან მთელ სახეზე დაბინდული თვალები მომატარა.
- გეცეკვება, აბა რას იზამს? - სასმელისგან გათამამებულმა, ხელი მოვკიდე და ჩემი ინიციატივით შევუერთდით მოცეკვავე წყვილებს. დიტომ წელზე ხელი მომკიდა და გაბრუებულმა მიმიხუტა ტანზე.
- რა მაგარი წელი გაქვს, ვიწრო. აი, ხელის გულში რომ მოაქცევ და რა სასიამოვნოა, მოუჭირო ასეთ წელს ხელები. - აღგზნებული მედუდღუნებოდა და კიდევ უფრო მიკრავდა.
ვერ ვხვდებოდი, ასეთ მთვრალს რატომ, მაგრამ ჩემი და ლევანის საუბარი მახსენდებოდა ჩემს წელზე და ელექტრონები მივლიდა სხეულში. უცბად, დიმიტრის მხარს მიღმა თვალი გამიშეშდა. ელექტროდების მეორე ტალღამ დამიარა და ადგილზე ამაკონწიალა. მოვეშვი და მამაკაცის სხეულს დავეკიდე.
დარბაზში ლევან მაჩაბელი შემოვიდა. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა და მომინდა, რომ იმ წამს მიწას ჩავეტანე.


-------ავტორი-------

რა არის ბედისწერა? - მარადიული შეკითხვა, რომელიც არ ვიცით, რას მივაწეროთ. ერთი შეხედვით მარტივია - „ბედი“ და მისი „წერა.“ თითქოს, ჩვენ პატარა მარიონეტები ვართ და მაღლა, ცაში ვიღაც წერს იმას, თუ როგორ უნდა გადაგვაადგილოს დედამიწაზე. სად უნდა მოვხვდეთ? რა უნდა გადაგვხდეს? საიდან დავიწყოთ და სად დავამთავროთ?
ვინ ვართ ჩვენ? - ნამდვილად მარიონეტები თუ შეგნებული პიროვნებები, რომლებსაც გვძალუძს, საკუთარი ცხოვრება და ბედი ისე ატრიალოს, როგორც გვინდა?
შევცვლით ბედისწერას? - თუ მოვინდომებთ, ნამდვილად შევცვლით. ჭეშმარიტად თავისუფალია ადამიანი, რომელიც თავის თავს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ შეუძლებელი შეძლოს. თავს აჯერებს იმას, რომ ჭეშმარტებაა მისი ყველა გადაწყვეტილება, თუნდაც აშავებდეს. მაგრამ არის რომ დანაშაული ის, რაც შენ ბედნიერს გხდის? ეს საკამათო საკითხია და რადგან ზუსტი მეცნიერებაც კი არ არის ზუსტი და ჭეშმარიტებაც დაუდგენელი რამაა, მოდი, ვიცხოვროთ ყველამ ჩვენი ნებით, დავუშვათ „ჩვენი“ შეცდომები. „ჩვენებური“ აზრები და ოცნებები განვახორციელოთ. დაე, მოვუწოდოთ ერთმანეთს თავისუფლებისკენ.
მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს ყველაფერი უტოპიაა. მაშასადამე, რატომ გვინდა ყველას საზღვრის გარღვევა? პასუხი მარტივია - რადგან აბსოლუტურად ყველას გვინდა ვიყოთ განსხვავებულნი, ფენომენნი, საინტერესონი.
სწორედ აქ იწყება ყველაზე დიდი პარადოქსი. მაშინ, როდესაც გინდა იყო სხვა, ხდები ისეთივე, როგორიც ყველაა.
ფრთები გვინდა, რომელიც ვერ იფრენს, მაგრამ გაგვაფრენინებს დროდადრო, რადგან დორიან გრეის მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, არც სამუდამო ნეტარებაა ნამდვილი ნეტარება და არც მწუხარე ცხოვრება არ არის საშინელება.
ყველაფერი აზროვნებიდან მოდის, რადგან ისე ხდება და ლაგდება სამყარო ჩვენს ირგვლივ, როგორი განწყობითაც ვუყურებთ მას.
ტოროს ცხოვრებაც ერთი დიდი უტოპია იყო, რადგან ვერავინ ხვდებოდა, ამ გოგონას მიღმა ვინ ან რა იმალებოდა. არავინ იცოდა, სინამდვილეში საიდან მოდიოდა მისი ეს ფსევდოთავისუფლება. უყვარდა საკუთარი თავი და ამასთანავე სძულდა ის. იმდენად ეგოისტი იყო, რომ ადამიანები ჭეშმარიტად არ უყვარდა. უყვარდა თავისი თავი ამ ურთიერთობებში, საკუთარი გრძნობები და ემოციები.
ძლიერი ადამიანების ხვედრია, მარტონი იყვნენ, რადგან შეცდომების მთელ კორიანტელს უშვებენ მაშინ, როდესაც საქმე სენსიტიურ თემებზე მიდგება. მათ სკეპტიკოს ბუნებას არ ძალუძს, გაუძლოს ამდენ ლამაზ და ფერად ტალღას და საკუთარ თავში იკეტებიან. უნდათ იოცნებონ, უნდათ ცხოვრება გაიფერადონ, მაგრამ არ შეუძლიათ, რადგან ეს მათში არ ზის, რადგან არ არიან ისეთნი, რომ თავი მოიტყუონ.
ასეთი იყო ტოროც. ალბათ, გაწბილდები მკითხველო, მაგრამ მას არ უყვარდა არც დიტო, არც ლევანი. არავინ და არაფერი გააჩნდა ახლობელი, მხოლოდ ადამიანური ვნება და ლტოლვა ლევანის მიმართ და ჭეშმარიტი მადლიერების გრძნობა დიმიტრის მიმართ.
მაგრამ, იყო კი ნამდვილად ამ ისტორიაში ტორო მმართველი და სხვები მის დაკრულზე მოთამაშე მსახიობები? საკითხავი სწორედაც, რომ ეს იყო. აი, ეს!

--------ტორო---------

შემოვიდა ლევანი და დავიძაბე. ერთიანად ვხურდი და თვალი მიშტერდებოდა. ჩემი მზერა დაიჭირა და ოდნავ გაიღიმა.
- ნეტავ რატომ იღიმის? - ვკითხე საკუთარ თავს და დიტოს მხარზე თავი ეშმაკურად ჩამოვადე. მასაც ესიამოვნა და ხმა არ ამოუღია.
წამში შევამჩნიე ლევანის თვალებში ნაპერწკლები და გულში ვზეიმობდი. მე თვითონაც არ ვიცოდი, რა თამაშს ვთამაშობდი ან რატომ, მაგრამ ფაქტი იყო, მომწონდა ეგოისტურად რომ ვიქცეოდი.
- დიტო, დავიღალე. - ვუჩურჩულე უფროსს და ვანიშნე, რომ ადგილს დავბრუნებოდით. ისიც დამთანხმდა და მაგიდამდე უსიტყვოდ მომყვა. ლევანი ვერ შეამჩნია. უკვე ვერც მე ვხედავდი მას.
- გოგონი, თქვენ რას საქმიანობთ, გარდა ოფისში მუშაობისა? - თავაზიანად მკითხა ქალბატონმა ნადიამ და თვალებში შემომხედა.
- მე ვსწავლობ. ფსიქოლოგიის ფაკულტეტის, მესამე კურსის სტუდენტი ვარ. გარდა ამისა, ფორტეპიანოზე ვუკრავ და წიგნებს ვკითხულობ. ხანდახან ჩანახატებსაც ვწერ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩემნაირი გრძნობებში უმოწყალო ადამიანი, სასიყვარულო ჩანახატებში ეგზომ გამოცდილი ვარ. - ენად გავიკრიფე და ამაყად მომზირალ დიტოს თვალი ჩავუკარი.
- ოჰო, რა საინტერესო გოგონა ბრძანდებით. ოცდაოთხ საათში ამდენს როგორ ასწრებთ? მოხიბლული ვარ პირდაპირ. - გამიღიმა ქალბატონმა ნადიამ და ქმარს რაღაც გადასჩურჩულა.
ზუსტად ათ წუთში ცოლ-ქმარმა შეგვატყობინა, რომ არაჩვეულებრივი საღამო გაატარეს ჩვენთან ერთად და მათი კეთილგანწყობა დავიმსახურეთ. ბოდიში მოგვიხადეს და დაგვემშიდობნენ.
ჩემმა სხეულის ტემპერატურამ ორმოც გრადუსს მიაღწია, როცა ბატონი ნიკოალის ადგილას ლევან მაჩაბელი დაჯდა და პირდაპირ თვალებში შემომხედა.
- აქ საიდან, ბებერო? - მის მხარეს მოთავსდა დიტო და ლევანს ჩაეხუტა. ის კი, გაშტერებული ისევ მე მიყურებდა.
- შენს დას ველოდები. აქ უნდა ვივახშმოთ. - თვალი მომაშორა მან და ძმაკაცს მიუბრუნდა. მეგონა, არაფერს ვიგრძნობდი, მაგრამ უსიამოვნო შეგრძნებამ წამში დამრია ხელი და წამომახურა.
- მისმინე, ახლა მე ანგარიშს გავასწორებ, საპირფარეშოში შევალ და მერე, ერთი მაგარი ბარი ვიცი და იქ წავიდეთ, რა. ჩემს დასაც უყვარს. მიდი, გავერთბით. - შეზარხოშებული დიმიტრი ღიმილად იღვრებოდა. მიამიტი სახე მომატარა ჯერ მე, შემდეგ კი ლევანს. ჩემდა გასაკვირად, ისიც დათანხმდა.
- კარგი, წავიდეთ. - ჯიბრით ვთქვი და მეც არ მომიშორებია ლევანისთვის მზერა.
გახარებული ადგა დიმიტრი და ბარისკენ გაემართა.
მე და ლევანი ერთმანეთის პირისპირ ვისხედით. თვალებით მაშიშვლებდა. ვგრძნობდი მის მწველ მზერას მთელ ტანზე და ვხვდებოდი, როგორ უნდოდა, ჩემს სხეულს მთლიანად დაუფლებოდა.
ხელები მაგიდის ქვეშ ჩაყო და ჩემი სკამი თავისკენ მიაჩოჩა. შევკრთი და დაბნეული მზერით მიმოვიხედე გარშემო. არავინ გვიყურებდა. საშინლად აღვიგზენი და ხმა ჩამივარდა. ფეხებზე ხელი ამატარა და მზერა მაშინვე შეეცვალა, როგორც კი ჩემი მიბნედილი თვალები დაინახა.
- აქვე მინდა, რომ გაგაშიშვლო. - ხმა ძალიან შეცვლილი ჰქონდა და მიჭირდა იმის დაჯერება, რომ ნამდვილად ლევანი იყო.
- ვერ ეღირსები. - ვუთხარი ეშმაკურად და ამავდროულად, გამომწვევად, რადგან მაშინ მთლიანად მას ვეკუთვნოდი.
- ერთ დღეს მაინც გახდები ჩემი და ჩემს მკლავებში ისე ძლიერად იკვნესებ, რომ სუნთქვა გაგიჭირდება. ძალაგამოცლილი შემეხვეწები, რომ სიამოვნება გაგიხანგრძლივო და აი მაშინ, შენ მთლიანად ჩემი იქნები. ჩემი ქალი. - ვნებიანი მზერა მოშიშვლებულ მკერდზე მომატარა და მომხიბვლელად გამიღიმა. იმდენად მოქმედებდა ჩემზე ეს ღიმილი, რომ მეგონა, ნეტარებისგან გავფრინდებოდი.
- შენს ცოლს მიხედე. - ვუთხარი ამაყად და გარშემო მიმოვიხედე. დიტო ჯერ არ ჩანდა.
- ჰმ, ჩემი ცოლი. - ირონიულად დაიწო და თვალი ისე გაუშტერდა კარისკენ, როგორც მე მისი შემოსვლისას.
უკან მივიხედე და გამეღიმა. ეს უფრო სიმწრის ღიმილს ჰგავდა. დარბაზში საშუალო სიმაღლის, ლამაზი სახის გოგონა შემოვიდა.
- ისაა. - საკუთარ თავს ვუთხარი და ნინო პირველის დათვალიერება დავიწყე. რადგან მისი გარეგნობა ჩემთან ახლოსაც ვერ მოვიდოდა, ცოტა დავმშვიდდი და ლევანს შევხედე. სულ არ აინტერესებდა ცოლი. თვალებში ეტყობოდა, რომ არაფერს განიცდიდა მის მიმართ. ან იქნებ, მეჩვენებოდა, ზუსტად არ ვიცოდი.
ნინო ლევანის გვერდით დაჯდა და გამიღიმა.
- მე ნინო და თქვენ? - მოსული არ იყო, რომ მაშინვე კონტროლი დაიწყო და ოდნავ ირონიულად შემათვალიერა. აშკარად დიდად არ მოვეწონე, ასე დავასკვენი და დიმიტრის გავხედე საშველად. მანაც გვერდი დამიმშვენა და დას გააცნო ჩემი თავი.
მალევე დავტოვეთ რესტორანი და მე ვცდილობდი, არ შემემჩნია, რამდენად მაღიზიანებდა ხელი, რომელიც ნინოს წელზე იყო შემოხვეული. თავის ტკივილი მოვიმიზეზე და სახლში დავბრუნდი. სასტიკად უარვყავი დიტოს თავგამოდება და ტაქსი გავაჩერე.
- ნამდვილად არ შემიძლია მათი ატანა მთელი ღამით. - ჩუმად ვთქვი. მთელი გზა ტაქსის მძღოლის საშინელ ისტორიებს ვაიგნორებდი.


------ავტორი------
ნახევარი წლის წინ.

- შეიძლება, ბატონო კახა? - მხიარულად შემოვიდა ოთახში დიმიტრი და თავის მეგობარს მხიარულად გაუწოდა ხელი ჩამოსართმევად.
- დიტო, შე ძველო. სად ხარ ამდენი ხანი? რატომ არ მკითულობ? - როხროხით უპასუხა ახალგაზრდა მამაკაცმა და სავარძელს დაუბრუნდა, მაგრამ წამში ისევ ფეხზე ადგა და კარისკენ წავიდა.
- რას დალევ, აბა?
- კონიაკი გაქვს? ჰენესი თუ არის, დამისხი.
- კი, შენთის ჰენესი ყოველთვის მაქვს. - უპასუხა კახამ და მეგობარს სასმელის ჭიქა გაუწოდა.
- ეს რა კარგი ოფიციანტები აგიყვანიათ. - ტუჩებზე ხელი მოისვა დიმიტრიმ და მოწონების ნიშნად თავი დააქნია.
- ვისზე ამბობ?
- ახალ გოგოზე. ქერა, მაღალი, სექსუალური. მაგარი ქალია. მთლიანი კომპლექტია.
- ოო, ხო, კარგი გოგონაა, მაგრამ ერთი მინუსი აქვს. - ირონიულად ჩაილაპარაკა მენეჯერმა და მეგობარს ეჭვიანი მზერა სტყორცნა.
- რა მინუსი? - შეპყრობილივით აინტერესებდა ბატონ დიმიტრის მთელი ინფორმაცია ახალ გოგონაზე, რომელმაც ჰორმონები წამში აუშალა.
- არ იძლევა. - სერიოზულად ჩაილაპარაკა მექალთანე მენეჯერმა, შემდეგ სიცილი აუტყდა და ეს ხმა საზიზღარ ხარხარში მაშინ გადაიზარდა, როცა დიმიტრიც აჰყვა. ორივე ზღაპრის ბოროტი პერსონაჟივით გამოიყურებოდა.
- შენ თუ არ მოგცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ იძლევა. - ეშმაკურად ჩაილაპარაკა დიმიტრიმ და კონიაკი მოსვა.
- და გგონია, შენ იქნები ის ბედნიერი?
- ხო იცი, ქალები არ მაკლია და მით უმეტეს, მაგ გოგოსნაირები. ბერძენი, სლავი, ინდოელი - ოღონდ მოვისურვო, მაგრამ აქვს მაგ გოგოს რაღაც და თან, თუ არ იძლევა, ეს უკვე მითრევს.
- არ ვინდომებ, თორემ შეიძლება.
- ძალიანაც ინდომებ, ჩემო კახაბერ. მოდი, დავნიძლავდეთ, ეგ გოგო ჩემი მონა გახდება. აი, ნახავ, აქეთ შემეხვეწება. - თვალები წამში აუკიაფდა და მზერაც შეეცვალა დიმიტრის.
- კი, ბატონო. თუ საწოლში ჩაიწვენ და მის შიშველ ფოტოს გამომიგზავნი, გაიმარჯვებ და თუ დიდი ხანი ვერ შეაბი, მაშინ მე გავიმარჯვებ. გაწყობს?
- მაწყობს. მე დიდ ჯილდოებზე ვთამაშობ. ჩემს მანქანას ჩამოვდივარ. აი, შენ კი, თუ გინდა შენს წილს ჩამოდი ლევანის კომპანიაში. - ეშმაკურად აათამაშა წარბები და ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადო.
- მაწყობს. - დარწმუნებით თქვა მენეჯერმა და ამაყად მომზირალს მზერა გაუსწორა.

---------ტორო-------

დროის სვლასთან ერთად არაფერი იცვლებოდა გარდა იმისა, რომ თავაუღებლად ვშრომობდი საკუთარი მომავლისთვის. მეც არ ვიცოდი, რას ველოდი. უკვე საკმარისი თანხა მქონდა იმისთვის, რომ საზღვარგარეთ წავსულიყავი და იქ მეცხოვრა, მაგრამ ბიძგი მჭირდებოდა. ბოლო დროს, ხშირად ვფიქრობდი იმაზე, თუ რა მაკავებდა ამ დამპალ თბილისში.
სემესტრი მალე ამოიწურებოდა და ოფიციალურად გავხდებოდი მეოთხე კურსის სტუდენტი. ბატონი კოსტა, ბოლოს და ბოლოს შეეგუა ჩემს ხასიათს და სხვა თუ არაფერი, ყურადღებას მაინც აღარ მაქცევდა. მეც ამაყად ვიჯექი მის ლექციებზე და ყველანაირად ვცდილობდი, რამე მახე დამეგო ამ თავგასული ლექტორისთვის.
- გილოცავ მესამე კურსის დახურვას. - მითხრა ბატონმა კონსტანტინემ და ალმაცერად შემომხედა.
- მადლობა, ბატონო ლექტორო. - არც მე დავაკელი ირონია.
- რაღაც არის შენში სექსუალური. - ნელა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობდა და თან მიახლოვდებოდა. - ქარიზმატული, ამოუცნობი, იდუმალი, მომაჯადოებელი...
- ახლავე თუ არ გასწევთ თქვენს მამაკაცურ ღირსებას, იცოდეთ, მოგაჭრით და ხელში დაგაჭერინებთ. - ვუთხარი და ვეცადე, სიმტკიცე შემენარჩუნებინა.
- გაეთრიე! - დამიყვირა და იმით დაშინებულმა, სადმე არ მეჩივლა, ნერწყვი მძიმედ ჩაყლაპა.
მეც გაოგნებულმა და თან ამაყმა დავტოვე მისი კაბინეტი და სახლში წავედი. საოცარია, რომ ყველა მამაკაცს ერთი და იგივე უდევს თავში.
- ნუთუ სექსია ყველაფერი? - ვკითხე საკუთარ თავს და კარი გავაღე. სახლი ცარიელი იყო. ტორტი და შამპანური სამზარეულოში დავდე და ხალათი ჩავიცვი.
მესამე კურსი წარმატებით დავხურე. უნდა აღმენიშნა. უცბად მოსაღამოვდა. შუქი ავანთე და მაგიდა გავშალე.
ნინკამ დამირეკა და მითხრა, რომ ნიკოსთან და თავის მეგობრებთან ერთად საგურამოში ქეიფობდა. მე კი ეთდროულად ბედნიერიც და უბედურიც, მარტო ჩამოვჯექი სკამზე და შამპანური გავხსენი. როგორც ჩანდა, მარტო მომიწევდა ქეიფი.
- ურაა! მაგარია! - ჩუმად შევძახე და ალკოჰოლიკივით მოვიყუდე ბოკალი, შემდეგ კი მთლიანი ბოთლი.
ცოტა ხანში კი კარზე ზარი გაისმა. ვედაცე, სწორად გამეარა, რადგან აშკარად მოქმედებდა ჩემზე სასმელი და წონასწორობას მირღვევდა. ჩემ წინ დიტო გამოჩნდა.
- თქვენ აქ საიდან? უი, ბოდიში. შენ. - ვკითხე და თან სახლში შემოვუშვი ჩემი უფროსი.
- მოვედი, რომ მოგილოცო. - გამიღრიჭა და წინ დამიდგა.
- შემოდი, მოდი. მარტო ვქეიფობდი და შემომიერთდი. - გახალისებულმა მივიპატიჟე ჩემს მოკრძალებულ სუფრასთან და სკამი გამოვუწიე.
ქეიფი გახურდა და დიმიტრიმაც ნელ-ნელა ჩემკენ მოიწია. კარგად გამოთვრა. მე აღარ დამილევია. გამაბუა, იმდენი მელაპარაკა, მაგრამ ლევანზე და მის დაზე სეტყვა არ დასცდენია. არც მე მიცდია, რამე მეთქმევინებინა.
სკამიდან ადგა და მეც ამაყენა. სახე ახლოს მომიტანა და მაკოცა. თავიდან დავიბენი და მეც ავყევი, მაგრამ მალევე მოვიშორე და უკმაყოფილოდ შევხედე.
- რა იყო? - ხმაში ბრაზი დაეტყო და მეც ცოტა შემეშინდა.
- დიტო, არ მინდა, რომ გეწყინოს, მაგრამ როგორც მამაკაცს, ისე ვერ გიყურებ. - ვუთხარი. ამ სიტყვებმა მასზე საშინლად იმოქმედა. დავინახე, ერთ წამში როგორ შეეცვალა სახის გამომეტყველება და მზად იყო, თვალებით მოვეკალი.
- შენ, გოგო, ზედმეტი ხომ არ მოგდის? ვინ გგონია შენი თავი? ერთი ჩვეულებრივი ხარ. მომინდომა აქ თავის დაფასება. - მთელ ხმაზე იღრიალა. ვნატრობდი, ხელში რამე ბლაგვი მჭეროდა, რომ მთელი ძალით ჩამერტყა. - არ გინდა, ხო? ანუ არ გინდივარ, ხო? - მთვრალი იყო და ისევ მიყვიროდა. ჩემკენ მოიწევდა და დაბნეულს, არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა.
- დიტო, შემეშვი. იცოდე, ვიკივლებ. - პირი გავაღე, რომ მოულოდნელად მომვარდა და ხელები სახეზე ძლიერად მომიჭირა.
- ახლა შენ ჩემი გახდები. გინდა შენ ეს თუ არა. - უკანასკნელი განაჩენივით ჩამესმა ეს სიტყვები და ცუდად გავხდი. ვგრძნობი, რომ უსუსური ვიყავი. ვგრძნობდი, რომ მისი გაჩერების ძალა არ შემწევდა და ვგრძნობდი სისუსტეს მის წინაშე.
სახეში ხელი დამარტყა და დამცირებული ძირს გავიშოტე, იმდენად ძლიერი იყო ეს დარტყმა. ვგრძნობდი, სახეზე როგორ ჩამომდიოდა ბლანტი და წითელი სითხე. ყვირილი მინდოდა, მაგრამ ხმა ჩამივარდა. როცა ძალა მოვიკრიბე, პირში უკვე მისი ჰალსტუხი მქონდა ჩატენილი და ვიხრჩობოდი. რაც უფრო მეტს ვმოძრაობდი, მით უფრო მეტ ცეცხლს ვხედავდი მის თვალებში. ადამიანს არ ჰგავდა. ცხოველი იყო, რომელსაც ნადავლი წაართვეს. ტანსაცმელი შემომახია და გაცხარებული მლოშნიდა. სადაც კი მეხებოდა, ყველგან მიწითლდებოდა კანი და მისი ყველა შეხება თითო ჩაფურთხება იყო ჩემს სულში.
ძლიერი ბიძგებით დავკარგე ქალიშვილობა. ბოლო აკორდზე, ცხოველივით მოღრიალე მამაკაცი ზემოდან მთელი ძალით დამემხო. მე კი, თვალები ერთ წერტილზე მქონდა მიშტერებული და ყველანაირი ემოცია მეშლებოდა.
ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ ვერც კი გავიაზრე. ვერ ვხარშავდი იმას, რომ ეს ადამიანი სულ სხვანაირი მეგონა. ყველაფრის ნდობა დავკარგე და ჩემ გარშემო დრო გაჩერდა.
წამი აღარ წამობდა.
ადამიანი აღარ ადამიანობდა.
სული აღარ სულობდა.
თითქოს ყველაფერი მოკვდა.
- ჩემი დედოფალი ხარ. - ჩამჩურჩულა მან. მისი ხმა ყველაზე საშინელი რამ იყო მათ შორის, რაც კი ჩემს მეხსიერებაში არსებობდა.
ცრემლი არ მომდიოდა.
ის ადგა და ტელეფონი აიღო. იატაკზე შიშველი ვეგდე, საკუთარ სისხლში ამოსვრილი და განადგურებული. სახეზე ემოციები არ მქონდა და გაშტერებული ვუყურებდი დიტოს, რომელიც სურათს მიღებდა.
უცბად ცხოველივით დავიწყე ღრიალი. არ ვიცოდი, ეს ემოცია და ხმა საიდან ამომდიოდა, მაგრამ გავგიჟდი და ხელები ავიქნიე. ხორხი არ მემორჩილებოდა. ასე მეგონა, ორგანიზმი მეწვოდა შიგნიდან. თითქოს ვიღაცას ცეცხლი გაეჩინა, ყველა ორგანო ერთდროულად იწვოდა. შუაზე გადატეხილად ვგრძნობდი თავს. თითქოს ვიღაცას ძირს გავეფინე და ჩემზე ტალახიანი ფეხებით გადაევლო.
მომიახლოვდა და ისევ პირზე დამადო ხელი. მისმა შეხებამ ზიზღით მომიცვა და წამში გამაჩერა.
- დამშვიდდი. ხვალ მოვალ. ჩემი პატარა კახპა ხარ დღეიდან. - მეათასედ დამადგა თავს ამ სიტყვებით ზემოდან. დივანზე დავეცი და ვგრძნობდი, რომ მალე გავითიშებოდი. - არ მეგონა, ქალიშვილი თუ იყავი. - მისი სიტყვები და კარის ჯახუნი უკანასკნელი იყო, რაც გავიგე. ვგრძნობდი, როგორ გადავდიოდი სხვა სამყაროში.


სამი დღის შემდეგ:

აეროპორტში ვიდექი და სიცარიელეში ვიყურებოდი. ჩემთვის აღარავინ და აღარაფერი არსებობდა. იმ წამსვე მივიღე წასვლის გადაწყვეტილება, როგორც კი საავადმყოფოში გავიღვიძე და ცრემლიანი ნინკა დავინახე. ვერავინ და ვერაფერმა დამარწმუნა, რომ დავრჩენილიყავი. იმ დღესვე გამოვიქეცი საავადმყოფოდან და ბარგი შევკარი. ახლა კი, ვიჯექი უემოციო, შეურაცხყოფილი და განადგურებული და ვუსმენდი ერთსა და იმავე ხმას, რომელიც ყველაზე ნაცნობი იყო.
მხოლოდ გაქცევა მინდოდა. მხოლოდ გაქცევა მიშველიდა.
ვხვდებოდი, რომ პრობლემები ყველგან გამყვებოდა, მაგრამ არ მაინტერესებდა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობი, სად ვიპოვიდი ცხოვრების გასაგრძელებელ ძალას. ჩემი სიძლიერე იფერფლებოდა და ყოველი თვალის დახუჭვისას, საშინელი კადრები, ხვნეშის ხმა, სასმლის სუნი, ფილმის კადრებივით მიტრიალებდა გონებაში. ვერ ვიშორებდი.
თავს არ მოვიკლავდი. ვიცოდი, სხვა გზაც იყო.
პატარა იმედი ღვივდებოდა.
ტელეფონს ვუყურებდი, რომელიც არ ჩერდებოდა. მხოლოდ იმიტომ ვუპასუხე, რომ უცნობი ნომერი იყო.
ხმას არ ვიღებდი, არც ის.
- ყველაფერი კარგად იქნება. - ლევანის ხმა ვიცანი და იმ წამს რაღაც უცნაური მოხდა ჩემში, თითქოს იმედის ნაპერწკალი გაიზარდა და ვერ უარვყავი, ის წამიერი სითბო, რომელიც ორგანიზმში მივლიდა.
ტელეფონი გაითიშა და ჩემს რეისზე ჩასხდომაც დაიწყო.
მზად ვაიყავი, შევხვედროდი ახალ ცხოვრებას. ჩემოდანს ხელი მოვკიდე და ესკალატორისკენ წავედი.
- აუცილებლად დავბრუნდები და შენს სისხლს დავლევ. - მხოლოდ ზიზღი მალაპარაკებდა და ისევ წინ მიდგებოდა მამაკაცი, რომელმაც ნდობა დამიკარგა ყველაფრის მიმართ. მამაკაცი, რომელმაც ჩემში ცხოველი გააღვიძა საკუთარი ცხოველობით.


მეორე ნაწილი

-------ტორო---------

კარგად მახსოვს, რატომ ჩავაბარე ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. ჩემი სკოლა სახლიდან ძალიან შორს იყო. შესაბამისად, ყოველ დილით ავტობუსში ყველას გადათელვა მიწევდა, თითქოს ალეგორიულად აქედანვე ვემზადებოდი დაბრკოლებებისთვის. ყველაფერს და ყველას ვაკვირდებოდი - ადამიანების მოძრაობას, მიმიკას, ყოველ სიტყვას და ყველაფერში კანონზომიერებებს ვეძებდი.
გაზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. რატომღაც, საშინლად მახარებდა თეძოებზე შემოხვეული ჯინსის ქურთუკი, თვალებში მოჭყიტინე მზე და აქოშინებული პუტკუნა ქალები, რომლებსაც ოფლი სახეზე ეხეთქებოდათ და შემდეგ წვეთ-წვეთად მთელ სხეულზე ჩამოსდიოდათ. ვიდექი ჩუმად და ვტკბებოდი იმ მელოდიით, რომელსაც ჩემი ყურსასმენები ტვინის იმ უჯრედებს გადასცემდნენ, რომლებიც სმენას აკონტროლებდნენ.
ღიღინით ვყვებოდი უკვდავ კომპოზიციას - Guns N' Roses-Paradise city და ბედნიერებისგან ვიბერებოდი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის წინ, გაჩერებაზე ორი მაღალი და ლამაზი გოგონა ამოვიდა. აშკარად ეტყობოდათ, საუკეთესო მეგობრები იყვნენ. წამით შემშურდა მათი, რადგან მეშინოდა მომავლის. იმის, რომ ჩვეულებრივი ცხოვრება არ მექნებოდა. თითქოს მთელი ჩემი სიძლიერის უკან, უსუსური გოგონა იმალებოდა კომპლექსების სავსე ბუკეტით. იმ დროისთვის, ეს მართლაც ასე იყო.
ვაღიარე, რომ მეშინოდა მომავლის, მეშინოდა ყველაფრის, რაც გაურკვეველი იყო და ბუნდოვანი. პრაქტიკულად მოაზროვნე ადამიანებს ყოველთვის თან სდევთ იმის შიში, რასაც ვერ დაგეგმავენ, რასაც ცხოვრება მოუტანთ, ასეთია განგება.
მახსოვს, როგორ ვაკვირდებოდი მათ. შორიდან ვათვალიერებდი ჩაცმულობას და ქცევას. მაშინვე ვიფიქრე, რომ პირველკურსელები არ იყვნენ და ამის შემდეგ სიმღერაც გავთიშე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მათი დიალოგი ჩემთვის მაშინაც საინტერესო იყო და ახლაც მახსენდება, როდესაც ამ დღიურში ჩემი ცხოვრების ყველა დეტალს ვწერ პარიზის ერთ-ერთი მივარდნილი ქუჩის, ასეთივე მივარდნილ სახლად წოდებულ ქოხში.
- შენ გინდა ბედნიერი იყო?
- მინდა.
- ტყუი. - მობეზრებით გადაიქნია თავი.
- არ ვტყუი და ნუ ხარ ენამწარე.
- შენ რომ ბედნიერება გინდოდეს, იცი რას იზამდი?
-.....
- იცი, როგორ მოიქცეოდი?
-.....
- არ იცი და მე გეტყვი. ადგებოდი და ყველა უთქმელ სიტყვას იტყოდი. არაფერს შეინახავდი გულში. გახვიდოდი გარეთ და წამს არ დაკარგავდი ბედნიერებისთვის. ყველა გეყვარებოდა და ყველას ეყვარებოდი.
- ყველას ვერ ეყვარები.
- სწორედ ეგ სკეპტიკოსობა გაიძულებს, იყო უბედური. შეიძლება არ ყვარებოდი, მაგრამ შენ ხომ ამას ვერ მიხვდებოდი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ბედნიერი იქნებოდი.
მათი დიალოგის გაგრძელება ვერ მოვისმინე, რადგან ჩემი გაჩერება იყო და ჩაფიქრებული დავუყევი დაღმართს, დღემდე მეფიქრებოდა ამ სიტყვებზე.

---------ავტორი---------

კარზე ზარის გაბმული ხმა არ წყდებოდა. ლევანი ძლივს გამოერკვა ძილ-ბურანიდან და თავზე ხელი გადაისვა.
- ვინ უნდა იყოს ამ შუა ღამით? - გაიფიქრა და სწრაფად წამოდგა საწოლიდან. საძინებლის კარი გაასრიალა და მისაღები გადაკვეთა. - რომელი ხარ? - სიბნელეში ვერ არჩევდა სახეს.
- გამიღე. - ლევანის გაკვირვება მაშინ გამოესახა სახეზე, როდესაც კარი გააღო და ხელში სახეალენძილი დიმიტრი შერჩა. თავი გადააქნია და განადგურებული მეგობარი სახლში შემოუშვა.
- რა გჭირს? რანაირი ხმა გაქვს? - კითხვები მრავლად მოგროვდა ლევანის გონებაში.
- სასმელი გაქვს? - თითქოს არც გაუგონიაო მისი შეკითხვები, ისე მივიდა ფანჯარასთან და გამოაღო.
- კი, მაქვს. - ზედმეტი სიტყვების გარეშე მივიდა კარადასთან და სასმელი ჭიქებში გაანაწილა.
- მეტყვი, რა მოხდა? - მხოლოდ მაშინ იკითხა ლევანმა, როცა დუმილი საუკუნედ მოეჩვენა.
დიმიტრის სახეზე გაურკვეველი ემოციები ეწერა. თითქოს ყველაფერი ერთად შეესია და უკუნით ხვრელში ჩაიყვანა მისი სული. თითქოს ვიღაცამ ადამიანობა ამოგლიჯა და შეშლილობა შთაბერა. არ ჰგავდა სულიერს, მით უმეტეს ისეთს, როგორსაც მას ლევანი იცნობდა.
- იმან მეც დამინგრია ცხოვრება და თვითონაც დაინგრია.
- ვინ - იმან? ამიხსენი ნორმალურად თუ კაცი ხარ. - ლევანი უკვე წყობიდან გამოდიოდა. ეს აბდა-უბდა საუბარი ვერაფრით გაეგო.
- კაცი? ჰმ... - ირონიულად ჩაიცინა დიმიტრიმ, რაც შემდეგ საშინელ ხარხარში გადაეზარდა. ლევანი არეული უყურებდა მეგობარს. თვალებს უწვრილებდა და ისე აკვირდებოდა. აინტერესებდა, მის მზერაში იქნებ რამე ამოეკითხა, მაგრამ ამაოდ. ის ისეთივე არეული და გაუგებარი იყო, როგორც მისი სიტყვები.
ორივემ სწრაფად და უთქმელად გამოცალა სამი ჭიქა. ლევანს თავი ასტკივდა და სავარძელზე დაჯდა. ელოდებოდა, რამეს როდის ეტყოდა დიმიტრი, მაგრამ დუმილი ახლა მეტოქის იარაღი უფრო იყო, ვიდრე მისი. რაო, მეტოქეო? როდის გახდა მისი საუკეთესო მეგობარი მეტოქე? ნუთუ მაშინ, როცა მათ შორის ქალი ჩადგა? ნამდვილი და საბედისწერო ლამაზმანი. თავისი მიმზიდველობით ორივეს თავი დააკარგვინა და მაშინ ლევანს, თითქოს ნათურა აუნთესო თავში, უეცრად წამოხტა.
- მისმინე, შენ რამე ისეთი ხო არ იკადრე, რაც...
- კი. მე... მე... - ორმეტრიანი ვაჟკაცი ალუღლუღდა, ხელები აუკანკალდა, მთელი მისი არსება აჰყვა ამ ნერვიულობას, თითქოს მოტყდა და დაპატარავდა. იმას ლამობდა, რომ დაფერფლილიყო. ჯერ ვერც სინანულს განიცდიდა და ვერც თვითგვემაში ვარდებოდა, რადგან სულ რაღაც ორი საათის წინ, კაცისგან ლაჩრად გადაიქცეულიყო.
- რა... შენ? - ლევანი ახლოს მივიდა. სახე დაეჭიმა. იმ წამს დიმიტრის ერთი სიტყვა, რომელიც მის ფიქრს დაამტკიცებდა და მზად იყო, სახე მოეგლიჯა მისთვის. ყველაზე მეტად არაკაცებს ვერ იტანდა. ერთადერთხელ ასწია მამამისმა დედაზე ხელი. არ დაურტყამს, მცდელობა ჰქონდა, მაგრამ ახსოვდა ლევანს, როგორ აპირებდა გაქცევას და ქალისთვის ამოფარებას, რომ მისი წილი დარტყმა ამ უკანასკნელს მიეღო, მაგრამ საბედნიეროდ, თავი გააკონტროლა მამაკაცმა.
ამ წამსაც, ლევანი იგივეს გრძნობდა. რას არ მისცემდა, დიტოსგან ეს სიტყვები რომ არ მოესმინა.
- ძალა ვიხმარე. არ უნდოდა და დავაძალე. მისი ბრალია ყველაფერი, მისი ბრალია. - დაბალი ტემბრიდან მის ხმას რატომღაც ძალა შეემატა და ღრიალი დაიწყო, თითქოს უსუსურობის ჩაკვლა უნდოდა. თავდაცვის ინსტიქტი აამუშავა და საკუთარ თავსვე დაესხა თავს ამ სიტყვებით.
ლევანი უთქმელად მიხვდა, ვისზე იყო საუბარი, უთქმელად იგრძნო ზიზღის დიდი ტალღა, რომელიც მის ორგანიზმში დაიბადა, განვითარდა და მძვინვარედ ამოხეთქა.
სიტყვა არ უთქვამს დიმიტრისთვის, უბრალოდ გაუცნობიერებლად ასწია ხელი და მთელი ძალით ჩაარტყა სახეში. სასმლისგან გათანგული მამაკაცი, უღონოდ დაეშვა იატაკზე და გონება დაკარგა. უნდოდა, კიდევ ჩაერტყა, უნდოდა იქამდე დაესისხლიანებინა, სანამ აუტანელ ტკივილს არ იგრძნობდა ხელებში, მაგრამ შეჩერდა. მის სახეს დახედა.
- საწყალი ხარ. - ძირს დააფურთხა და ამით ყველაფერი თქვა. არ იყო საჭირო, მეტი განადგურება დიმიტრისთვის, ან რატომ უნდა გაეგო ეს ყველაფერი? იცოდა მისი ხასიათი. იცოდა, რომ მთელი ცხოვრება ინანებდა ამ საქციელს. ამაზე მეტი დასჯა კი ადამიანისთვის არ იარსებებდა.
ფეხებით გაათრია და სავარძელზე დასვა. ფეხსაცმელი გახადა,
ვისკის ბოთლს თავი მოხადა და მოიყუდა. სახე დაემანჭა, მაგრამ ორგანიზმი ჩაუთბა. ვერასდროს იფიქრებდა, რომ მისი მეგობარი მოძალადე იქნებოდა. და იქნებ თვითონაც იყო? იქნებ თვითონაც გაუკეთებია ოდესმე რამე მსგავსი?
ძალიან იზიდავდა ქალი, მასში ყველაფერს აღვიძებდა, მაგრამ ყოველთვის იკავებდა თავს, ბევრი გარემოებების გამო. სიგიჟემდე მოსწონდა მისი მიხვრა-მოხვრა, სხეული. წვრილი წელი და მკვრივი ძუძუები აგიჟებდა. თითქმის გამჭვირვალე კაბიდან მომზირალ ვარდისფერ და სათნო კერტებს რომ იხსენებდა, მაშინვე ინთებოდა. ეს ქალი მასში რაღაც განსაკუთრებულს და მძვინვარეს აღვიძებდა. იქნებ დიმიტრისაც იგივე დაემართა და თავი ვერ შეიკავა?
- აპატიე სისუსტე. - ალტერ ეგო ეჩიჩინებოდა მამაკაცს, მაგრამ რთული იყო იმის გააზრება, რომ ამ სუფთა და მისთვის სასურველ სხეულს ვიღაც ძალით დაეპატრონა, ლოშნიდა და აკივლებდა, ატირებდა.
სწრაფად წამოვარდა ფეხზე და დიმიტრის სიძულვილით დახედა. მუშტი ჰაერში ასწია, მაგრამ არ დაარტყა. თვითონაც ვერ ხვდებოდა, რა უნდოდა ან რა ხდებოდა მის გარშემო.
სიჩუმე იყო.
ცარიელი ვისკის ბოთლი ჰორიზონტალურად იყო გაწოლილი მაგიდაზე.
დიმიტრის მშვიდად ეძინა და ტუჩებგახეთქილს, სისხლი პირზე ჰქონდა შემშრალი.
ლევანი ფანჯარასთან იდგა და ღმერთმა იცის, რას ფიქრობდა. თითქოს მისი სულიც იტანჯებოდა და სხეულიც.
მთვარე კი არსად ჩანდა.
ყველგან სიბნელე იყო...

***
როიალზე კლავიშმა მძიმედ ჩაიწია, შემდეგ მას მეორის გულის გამაწვრილებელი ხმა მოჰყვა. ოთახი გაირიანდა ლამაზი მელოდიის მოსმენის სურვილში, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. მხოლოდ ნოტების უაზრო რახარუხი იყო.
- არ უყვარხარ, არაო, მელა მატყუარაო. - ქალი საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და თან ცალი ხელის თითები მძლავრად ჰქონდა შემოჭდობილი წითელი სითხით სავსე ჭიქაზე. ემოციებს ებრძოდა გულში, ღრმად და მტკივნეულად ჩამარხულს, მაგრამ რაღა ჩამარხული, მუდამ ახსენებდნენ თავს. ემოციები მწარედ ახრჩობდა, გული ერეოდა იმის გამო, რომ თავს ძალით ვერ შეაყვარებდა მამაკაცს. არადა, ბევრს არ ითხოვდა. მხოლოდ მის კეთილი და თბილი თვალების შემოხევას ლამობდა სხეულის მარცხენა ნაწილი, ყველაზე ნაზი ნაწილი.
გული ეფლითებოდა, სული უდუღდებოდა. იმის წარმოდგენისაც კი ეშინოდა, რომ ერთ დღეს უყველაფროდ გაიღვიძებდა.
ეს სმაც რომ დასჩემდა?
- არ უყვარხარ. - გაჩუმდი, გაჩუმდი. - არ ჰგავდა ნორმალური და ჯანმრთელი ქალის საქციელს ნინო პირველის გამოხტომები. იცოდა, რომ თავი უნდა შესძულებოდა იმის გამო, რასაც აკეთებდა, რასაც გონება და მთელი ორგანიზმი სთხოვდა, საითკენაც მიილტვოდა მისი ამაო არსებობა. მშიშარა და მხდალი რომ იყო, ამასაც ხვდებოდა, მაგრამ უარყოფდა. იმპულსებს და გონების თამაშს ყურადღებას არ აქცევდა.
- იზიდავენ და განიზიდავენ ქალნი და კაცნი ერთმანეთს. - თავის თავს უაზროდ ებურტყუნებოდა და როგორც მაშველ რგოლს, ისე ეჭიდებოდა როიალის ცივ და მყარ ზედაპირს.
კერპად ჰყავდა ჩვეულებრივი მამაკაცი ქცეული. არ უნდოდა მისი თვალები, რომლებიც და-ძმური სითბოთი უყურებდნენ. ეფერებოდნენ, როგორც შვილს და თბილ შინაურ ცხოველს და არა, როგორც სასურველ ქალს. უნდოდა ვნება და განსხვავებული გრძნობები, მაგრამ იყო კი მისი სამყარო იმისთვის მზად, რომ გარშემო შემოვლებული ეს უაზრო კედლები გაენგრია და თავი ქალად ეგრძნო, ამ პლატონური სიყვარულით გაჟღენთილ გოგონას?
მიხვდა, რომ სუსტი იყო. იგრძნო უსუსურობა და ფეხზე ბანცალით წამოდგა. ტელეფონი ამოიღო და საშინელი წუილის შემდეგ, ხმამაღალი ბარიტონი გაისმა.
- ლევან, მიყვარხარ. მიშველე. - მხოლოდ ეს სიტყვები უთხრა და სააბაზანოს კარები შეაღო.
ნელა დაეფინა თეთრი მატერია მეთლახით მოპირკეტებულ იატაკს. ცივი გაუხდა ფეხები ნინოს. სარკეში შეათვალიერა შიშველი სხეული.
- სითბოს მისგან ვერ იგრძნობ, მაგრამ წყალიც თბილია. - ონკანი მოუშვა და ისევ სარკესთან მივიდა ახლოს. გადაპრიალებული ჰქონდა ეს უკანასკნელი. უპეები, რომლებსაც ტუშიც შერეოდათ აქა-იქ, ჩაშავებოდა. უყურებდა თავის თავს და მისი ერთი ცნობიერი ნაწილი, ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, როდის დაეშვა აქამდე. ნუთუ ქალები სიყვარულით ასე ავადმყოფდებოდნენ?
თავმოყვარეობას ხელი დაუქნია და წყლალს ხმა გააწყვეტინა. ჯერ ერთი ფეხი ჩადგა გავსებულ ვანაში, შემდეგ - მეორე და ნეტარად გაიშალა. სხეული თითქოს რეზინის გაუხდა. ნეტარებამ მოიცვა და თავი უკან გადააგდო. ვერაფერს ხვდებოდა, მხოლოდ უემოციობას გრძნობდა, აბსოლიტურ სიცარიელეს მის გარშემო.
შემდეგ, გამჭვირვალე წყალი გაწითლდა, შეიღება და დაბინძურდა.
ნეტარი ბგერები ამოუშვა ნინო პირველმა პირიდან, თითქოს სულის გამოძახილი იყო ეს ყველაფერი. ამოუშვა ბოლო წლები. აღარ იცოდა, რა უნდოდა ან კი უნდოდა რამე?
სიამოვნება და ექსტაზი ერთმანეთს შეერია. უკანასკნელი აკორდი აიღო და გაირინდა. ტკბებოდა ამ სულიერი სიამოვნებით, ეიფორია მდგომარეობად გაუხდა. ნირვანა შორიდან ხელს უქნევდა და ისიც მზად იყო, ერთნი გამხდარიყვნენ, მაგრამ არ აცადეს ოცნებებში გახვევა. კარი ხმაურიანად შემოიგლიჯა, თუმცა, ეს ხმა სულ ოდნავ გაკრთა ქალის სმენაში.
- ნინო, შე სულელო გოგო, მერამდენედ? რატომ იქცევი ასე? - ლევანი პანიკას მოეცვა. სახე ალენძილი ჰქონდა. ვერ აზროვნებდა. მხოლოდ იმას ცდილობდა, ამოეყვანა ეს არსება ამ თბილი ჯოჯოხეთიდან.
- ლევან, მოხვედი? აი, გყვარებივარ. - ენას ძლივს ატრიალებდა და ღიმილს ვერ იკავებდა.
- გავგიჟდები! - ეს უკანასკნელი იყო, რაც ნინოს გარკვეულმა ტვინის უბანმა აღიქვა. შემდეგ იყო ბნელი და ბოლოს ნათელი.

-----ავტორი-------

ყოველთვის ასე იყო ლევანის ცხოვრებაში, ყველას და ყველაფერს მისი იმედი უნდა ჰქონოდა. იღლებოდა იმით, რომ გაჭირვების ტალკვესი იყო გარშემომყოფებისთვის. არ წუწუნებდა, მაგრამ საკუთარი პრობლემები და ჭირი, მისთვის ყოველთვის ახლოს იყო და სხვების კი გარშემო შემოხვეოდნენ.
კარგად ახსოვს, ნინომ ეს პირველად როგორ სცადა. მაშინ მიხვდა ლევანი, რომ ნინო არ აპირებდა თვითმკვლელობას. უბრალოდ სისუსტემ სძლია და ადამიანობამ არ მისცა იმის უფლება, ისევ ადამიანად ყოფნაზე ხელი აეღებინებინა.
მაშინ განაცხადა ნინო პირველმა, რომ ლევანი უყვარდა. თითქოს ეს დაშინებას და ფარულ შანტაჟს ჰგავდა. ლევანიც თბილად და ემოციურად იყო მისდამი განწყობილი. ერთად მომხდარმა ამდენმა ფაქტმა მამაკაცს გონება დაუბინდა.
არ იცოდა, ეს სიყვარული იყო თუ უბრალოდ გოგონას პლატონური და ავადმყოფური გატაცება. მძიმედ იტანდა ნინო ცხოვრებისეულ პრობლემებს. მუდამ დეპრესიისკენ და თვითგვემისკენ იყო მიდრეკილი. ეზედმეტებოდა ლევანს მისი ეს საქციელი და მაშინ, როცა ადამიანობადაკარგულ ძმას მის სახლში ეძინა და დამ ტელეფონზე დაურეკა, ლევანი მარტივად მიხვდა, გოგო არ უყვარდა და არც არასდროს ჰყვარებია. თითქოს მოწამლული იყო და ახლა თავის დაღწევას ცდილობდა მისგან. მიხვდა, რომ შიში იყო მისთვის მამოძრავებელი ძალა ურთიერთობაში. მუდამ დაძაბული იყო ნინოს გვერდით. ეს არ იყო ჯანსაღი გრძნობები, ეს რაღაც ამორალური და დაბალზნეობრივი გამოხატულება იყო ადამიანური გრძნობებისა, რომლებიც სიყვარულთან და სითბოსთან ახლოსაც ვერ მივიდოდნენ.
ქერა გოგონას გამოჩენამ კი, ლევანში მეორე გარდატეხა მოახდინა. აქამდე მთელ მის მამაკაცურ არსებას ეგონა, რომ სხეული ახვევდა თავბრუს. მიუღწეველის ჟინი კლავდა და ამას დამატებული, როცა მეტოქეც გამოუჩნდა და ისიც თავისი მეგობრის სახით, იძულებული იყო ეღიარებინა, რომ უძველესი დროიდან მამაკაცის გენში ჩადებული მტაცებლური სურვილი აიძულებდა ის დაეპყრო, რაც რთულად ხელმისაწვდომი და სასურველი იყო მთელი მისი არსებისთვის. მაგრამ მაშინ, როდესაც შეიგრძნო ტკივილი ქალისა, გადააფასა გრძნობები ნინოს მიმართ, თითქოს ერთიანად დარია რაღაც კომპლექტურმა ემოციებმა ხელი მის შინაგან სამყაროს. წარმოუდგა თვალწინ ცრემლიანი გოგონა, ძლიერ ნიღაბს ამოფარებული პატარა და დაუცველი ბავშვი. არავის და არაფრის მქონე და საშინელმა სიცარიელემ მოიცვა. შეეშინდა ამოუცნობი ტალღების, რომლებმაც იმ წამს გონებასა და გულში ერთდროულად გაუარეს.
- რატომ გააკეთე ეს? შენ იცი, რომ ავადმყოფი ხარ, ნინო? ამ საავადმყოფოდან ფსიქიატრიულში უნდა გადახვიდე.
- ლევან, მე... არ ვიცი...
- იცი, ძალიან კარგად იცი. იცოდე, მე ვეღარ დამაშინებ. შენ ხვდები მაინც, რას აკეთებ? საკუთარი სიცოცხლით როგორ თამაშობ? არავისზე არ ფიქრობ, ეგოისტი ხარ.
- მე შენ მიყვარხარ, ლევან და ჩვენი ქორწილი... ხო, ხო, ჩვენი ქორწილი... წავიდეთ, ავდგეთ. - ქალი დაჰიპნოზებულივით საუბრობდა. ლევანს კი ამ დროს სიმწრისგან ყბები დასჭიმვოდა.
- ქორწილი არ იქნებდა, ნინო. მე შენ ცოლად არ მოგიყვან. გესმის და ხვდები მაინც, რომ ჩვენს ურთიერთობას არანაირი კავშირი აქვს ჯანსაღ გრძნობებთან? შენ ჩემით ხარ დაავადებული, თითქოს მე სათამაშო ვიყო, რომელსაც ვერ იღებ და ჯიუტობ. ფეხებს იშენ, ხვდები მაინც რამდენად საშიშია ეს ყველაფერი?
- ლევან, ჩვენი შვილი?
- მე და შენ შვილი არ გვყავს და არც გვეყოლება, შეიგნე.
- მე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი პატარა გოგონაზე. ჩემი და შენი გოგონა, ლევან, წარმოიდგინე. - ლუღლუღებდა ემოციადაცლილი ქალი.
- არა. მე და შენ არ გვეყოლება, არც გოგო და არც ბიჭი.
- თავს არ ვიცოცხლებ. - უკვე ყვირილზე გადავიდა ნინო.
- ვეღარ დამაშინებ, გესმის? გეყო უკვე, რაც იკადრე. ჩემი წასვლის დროა. -ლევანმა კარი გამოიხურა. ახლა ასი პროცენტით იყო დარწმუნებული, რომ იგრძნო, როგორ მოეშვა სხეულიდან მძიმე ტვირთი. სასიამოვნოდ იგრძნო თავი. რამდენი ხანი იყო, ასე ლაღად არ გადაედგა ნაბიჯები. იცოდა, ნინო თავს არაფერს აუტეხავდა. ეს უკვე აღარ იყო მისი პრობლემა. უკვე დაიღალა ყველას დევნით, სხვისი კეთილდღეობის გამო მუდამ იტანჯებოდა.
საავადმყოფოში ტკივილისა და წამლების სუნი ერთმანეთში იყო შერეული. მაინც რა საინტერესოა, რამდენად ავსებს დედამიწაზე ყველაფერი ერთმანეთს. ტკივილი - მწარე და საზიზღარი მდგომარეობა. წამალი - ტკივილის მკურნალი. ასე ხდება ცხოვრებაში ყოველთვის. ცხოვრება საქანელასავითაა. ხანდახან აჰყავხარ მაღლა, მაგრამ ცამდე მაინც ვერ აწვდენ ხელებს. ხანდახან კი ძირს ეშვები, მაგრამ მიწას მაინც არ ეხუტები.
ლევანმა საავადმყოფოდან როგორც კი გამოაბიჯა, ტელეფონი მოიმარჯვა. არ იცოდა, ამას რატომ აკეთებდა, მაგრამ საშინელი სურვილი კლავდა იმ ხმის გაგონების, რომელიც მუდამ მელოდიად ურტიალებდა თავში.
ვერ მიხვდა, როგორ აკრიფა ნომერი და როდის უპასუხეს ტელეფონს. წამში მოემატა გამბედაობა და წამშივე დაკარგა ის.
- ყველაფერი კარგად იქნება. - მხოლოდ ამ სამი სიტყვის თქმა მოახერხა და ისე, რომ არ გაუგია არაფერი ტელეფონი გათიშა.
ეს სამი სიტყვა იყო ყველაფრის დასაწყისი, ბევრის მთქმელი და ემოციების მატარებელი. ეს სამი სიტყვა მალე ჩამოუვლიდა სასურველ სადგურს.

-----ტორო------

თორმეტი წლის ვიყავი, როცა საფრანგეთზე წიგნის კითხვა დავიწყე. მომწონდა ეს ბუნდოვანი, ამოუცნობი და რომანტიკოსებით სავსე ქვეყანა. მე ასეთი არასდროს ვყოფილვარ. მიუხედავად ამისა, მაინც მიზიდავდა მისი ტრაგიკულად ჩამოფარებული ფარდები, ისტორიები გრძნობათა კასკადებზე. თუმცა, შესაძლოა უარვყოფდი და ჩუმად მეც ვიყავი რომანტიზმის მატარებელი. ვინ იცის, კიდევ რამდენ რამეს ვუმალავდი საკუთარ თავს? ან რამდენ რამეს ვიბრალებდი უაზროდ?
პირველად პარიზში ვინმე ჟანის სახლში აღმოვჩნდი. წმინდა ტერეზას ქუჩაზე, პატარა ქოხმახი ჩაეჭუჭყნა ყავის კაფისა და ვებერთელა ძველ შენობებს შორის. პარიზის ქუჩები ნესტიანი იყო. სიძველისა და დაუღალავი სიცოცხლისუნარიანობის სუნი ტრიალებდა მის გარშემო. ამან თითქოს დამავიწყა და ღრმად ჩამარხა ყველაფერი ჩემში. საკვირველი იყო და რობოტივით ვარსებობდი. უნივერსიტეტში დავდიოდი, სახლამდე სამ ტრანსპორტს ვიცვლიდი, მხოლოდ ინგლისური ვიცოდი და არაფერს ვეხებოდი. ჩემს ორ ოთახში პირველად ვგრძნობდი ასეთ თავისუფლებას.
- როგორ მოეწყე, ჩემო პატარა? - ნაღვლიანად მეკითხებოდა ერთადერთი თბილისელი მეგობარი ეკრანიდან.
- არ ვიცი, ნორმალურად. ორი კვირა გავიდა და ცოტა შევეჩვიე. ფრანგულის წრეზეც შევედი, ვსწავლობ.
- ხო, ვიცი, რომ ნიჭიერი ხარ. მალე აითვისებ. თბილისში მშვიდობაა. ცნობისთვის, ნიკომაც მოგიკითხა. - ყველა კაცი მძულდა. ყველა მათგანში საზიზღარ სახეს ვხედავდი. ამაოდ ვცდილობდი თავის გაქნევით ყველაფრის გაქრობას, რადგან მაინც არ მშორდებოდნენ აჩრდილები, ხმები და გამოსახულებები. ვცდილობდი, ძლიერი ვყოფილიყავი. ყველაფრის უკუგდებას ვეჩვეოდი, მაგრამ წინ ვერ ვუდგებოდი შიშს, ვერ ვლახავდი მას, რადგან უკან მოსროლა სულაც არ ნიშნავდა მისთვის თვალებში ჩახედვას.
- მეც მომიკითხე. წავალ, ხო, ახლა, სამეცადინო მაქვს. - ნაღვლიანი ღიმილით მივეფერე მეგობარს და კიდევ ერთხელ გამწიწკნა გულში საშინლემა გრძნობამ.
- ტორო...
- ხო.
- მიყვარხარ. - ერთი სიტყვა და ჩემი ცრემლებიც გამოჩდნენ ჰორიზონტზე.

***
უკვე ერთი თვე იყო პარიზში ვიყავი. არაფერი ჩანდა საინტერესო ჩემ გარშემო, გარდა საოცარი ლექციებისა და ლექტორებისა, რომლებიც არ კარგავდნენ ჩემში ავტორიტეტს.
ლექციებს ინგლისურად ვუსმენდი. ფანგულს კი ნელ-ნელა ვსწავლობდი. ცოტა არეულად, მაგრამ მაინც ვლაპარაკობდი. მეგობრები არა, მაგრამ დამხმარე ნაცნობები გავიჩინე. ყველანაირ ურთიერთობას გავურბოდი გარშემომყოფებთან. მხოლოდ სახლი და სწავლა არსებობდა ჩემთვის.
- ტოროუ, - მორბოდა ჩემკენ ფრანგი ჟანი, რომელიც ჩემს სახელს სასაცილოდ წრმოთქვამდა.
- გისმენ, ჟან.
- საღამოს გასეირნებას ვაპირებთ და ხომ არ წამოხვალ?
- არა, ჟან, სამეცადინო მაქვს. - ვეცადე თავიდან მომეშორებინა, რადგან გართობის ხალისი არ მქონდა.
- კარგი, რა. ცოტა მოდუნდი.
- ცოტა ხნით შეიძლება.
- ასე არ ჯობია? გამიღიმა ჟანმა და გაიქცა.
ესეც ასე. საღამოს არ მქონდა ფრანგული, ამიტომ ცოტა გართობა შეიძლებოდა. ახალგაზრდა ვიყავი და თან პარიზში ვიმყოფებოდი.
ჩვეულებრივად ჩავიცვი, რადგან ოქტომბრის პარიზში ციოდა. შავი სვიტერი და მუქი ჯინსი მოვირგე. გარეთ გავედი. საშინელი სუსხი იყო.
ჟანთან და მის ორ მეგობართან ერთად, რომლებიც ჰოლანდიიდან ჩამოსული და-ძმა იყო, პარიზის ვიწრო ქუჩას მივუყვებოდი. შემდეგ, ერთ-ერთ კაფეში შევედით, რომელიც სულაც არ ჰგავდა ჩემის სახლის გვერდით მდგომ პაწია და საყვარელ ყავის სახლს.
- რას დალევთ გოგოებო? - გვკითხა ჟანმა და თან ჩემ გვერდით მჯდომ მალდიტას შეხედა ცისფერ თვალებში. ფაქტი იყო, მოსწონდა.
მივხვდი, რაც ხდებოდა. ჟანმა ისინი იმიტომ დაპატიჟა, რომ მალდიტა მოსწონდა. მე კი მისი ძმის პოტენციურ თავგადასავლად გამომაყოლა ხელს. ასე არ შეიძლებოდა. ჟანს ვთხოვე, ერთი წუთით გამომყოლოდა და ოდნავ გაკვირვებულ და-ძმას გავუღიმე.
- რა სპექტაკლი დადგი, ჟან? კარგი, რა. მე არ მცხელა ახლა ურთიერთობებისთის.
- რა სპექტაკლი? - თეატრალურად გაიკვირვა ჟანმა და ჩუმად გაიხედა დარბაზისკენ.
- ვხვდები, რომ მალდიტა მოგწონს, მაგრამ მე რა საჭირო ვარ? - ვუთხარი უხეშად და წასვლა დავაპირე.
- კარგი, რა. უბრალოდ მოდუნდი და გაერთე ჩვენთან ერთად.
- არა, მე მივდივარ. - ამაყად ვუთხარი და მტკიცე ნაბიჯებით დავტოვე კაფე. გზად ლამის მიმტანს დავეჯახე. ბოდიში მოვუხადე და ღრმად ჩავისუნთქე პარიზის ჰაერი.
ავტობუსს გავყევი ჩემი სახლის სიახლოვემდე. ორასი მეტრი ფეხით გავიარე და ჩანთაში გასაღების აცმის ძებნა დავიწყე.
- ჯანდაბა! არ ჯობდა, სახლში ფილმი მენახა?
უცბად, ტელეფონმა რდარეკა და გასაღები ხელიდან მგამივარდა. რა მჭირდა? არ შეიძლებოდა, რამე ნორმალური დამმართვნოდა? სულ სპექტაკლებში როგორ ვეხვეოდი?
ჟანი იყო. მესამე ზარზე ვუპასუხე.
- ტოროუ, ბოდიში. არ მინდოდა, ასე გეფიქრა. - ხმაში ისეთი დაბნეულობა შევამჩნიე, რომ შემეცოდა და გამეღიმა.
- არაუშავს, ჟან. დავივიწყოთ.
- მართლა? მაპატიებ? - აშკარად ბედნიერი იყო ამის მოსმენით, მაგრამ, რატომღაც კაცების მიმართ უნდობლობას ჩემში ღრმად გაედგა ფესვები.
- კი, გპატიობ. ძილინებისა, ჟან. - ტელეფონი გავთიშე და კიდევ ერთხელ ვცადე კარის გაღება.
- ჟან? ეს ვინმე ახალია? - მომესმა ზურგიდან და გავიყინე. ვერ ვხვდებოდი, ეს ცხადი იყო თუ სიზმარი. ალბათ, მოჩვენებები მეწყებოდა. ერთიანად ავილეწე, როცა შემოვბრუნდი და გავაცნობიერე, რომ ფხიზელი ვიყავი.
საფრანგეთში, პარიზში, წმინდა ტერეზას ქუჩაზე, საწყალ ქოხმახთან, ჩემ წინ, გამაყრუებელ ზუზუნსა და დამძიმებულ ჰაერში ლევან მაჩაბელი იდგა.
- შეუძლებელია. - ქართულად ჩავილუღლუღე და ვიგრძენი, როგორ გამომეცალა ფეხქვეშ მიწა.
- არ არის შეუძლებელი. ასეც ხდება ხოლმე. - ცინიკურად გამიღიმა და ჩემკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა. ადგილზე გავიყინე და დამავიწყდა, რას ნიშნავდა, გონიერი ადამიანივით აზროვნება. მაგრამ, ვიყავი კი იმ წამს გონიერი? ვიგრძენი, როგორ არანორმალურად ამტკივდა თავი.
წავბარბაცდი. ლევანმა ხელი გამოიწვდინა და სწრაფად დამიჭირა. გონებაარეული ვიდექი და გამოსახულებებს ვერ ვარჩევდი. მივხვდი, რომ ის იყო, მაგრამ რა უნდოდა ჩემთან?
- რატომ ჩამოხვედი? - როგორც იყო, მოვიკრიბე გონება და სრულიად ლოგიკური კითხვა გავაჟღერე. გაკვირვება არ ეტყობოდა. ცხადი იყო, ელოდა ჩემ გაოგნებას.
- მოსანახულებლად. - მითხრა ჩუმი და ხავერდოვანი ხმით და თმა სახიდან გადამიწია. სასიამოვნო შეგრძნებები მალევე შეცვალა შიშმა და სწრაფად მოვშორდი. - მესმის შენი რეაქცია, მაგრამ მინდა იცოდე - ჩემი არ უნდა გეშინოდეს. - თქვა, თუმცა აზრი არ შემიცვლია და მაინც გულგრილად ვუყურებდი.
საოცარი იყო, ალბათ ჭკუიდან ვიშლებოდი, რადგან ერთადერთი, რაზეც იმ მომენტში ვფიქრობდი, მხოლოდ მისი თვალები იყო, რომლებიც მზად იყვნენ, ჩემი სულის ყველაზე ღრმა ნაწილში ჩამძვრალიყვნენ და იქ ეფათურებინათ ხელები.
- მე არავისი მეშნია. - ხმა მიკანკალებდა და ვამჩნევდი, ჩემი არ სჯეროდა.
- ჩემო კარგო, სახეზე გაწერია, როცა ტყუი. - თბილად გამიღიმა და საბოლოოდ, ჩემი გული სინათლის სისწრაფით აჩქარდა, სისხლმა შხუილით დაიწყო მიმოქცევა და არტერიულმა წნევამ მომიმატა.
- ლევან, თუ გგონია, რომ შენი აქ ჩამოსვლა რამეს შეცვლის, ძალიან ცდები. მე... მე... - დავიწყე საუბარი, მაგრამ სიტყვა არ დამასრულებინა და გამიხარდა, რადგან არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა.
- ხომ გითხარი უკვე, რომ ყველაფერი მესმის? - დამაჯერებლად მიპასუხა და უკვე მჯეროდა მისი. საკითხავი იყო, ქათამი ვიყავი თუ უბრალო ქალი?
ნიავი სასიამოვნოდ მიღიტინებდა, მაგრამ სიამოვნება მალევე შეცვალა სიცივემ. ტანზე შემაცია და სვიტერს მოვქაჩე.
- მოდი, შევიდეთ. გცივა. - მზრუნველობა წავიკითხე მის მზერასა და სიტყვებში, მაგრამ რთული იყო დაკარგული ნდობის აღდგენა. ბოლოს მაინც დავნებდი და ორივემ ჩემს მოკრძალებულ ქოხმახში ამოვყავით თავი. - აქ როგორ ეტევი? - გაკვირვებულმა მკითხა. ცდილობდა, არაფერს დაჯახებოდა.
- მე მყოფნის. - გაბრაზებულმა დავიბუზღუნე.
უკაცრავად, ყველას ნამდვილად არ გვქონდა იმდენი შესაძლებლობა, რომ სასახლეში ეცხოვრა. ვეცადე, დებილური აზრები უკუმეგდო და სიტუაციაში გავრკვეულიყავი.
- საიდან გაიგე ჩემი მისამართი? - წარბი მაღლა ავწიე და თვალებში მივაშტერდი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ასე პირდაპირ ცქერა სისულელე იყო და მზერა მოვარიდე, რადგან კაცი საშინლად მაბნევდა. დაინახა ჩემი რეაქცია და მომხიბვლელად გამიღიმა. მაინც რა უნდოდა?
- მგონი, ინფორმაცია შენ შესახებ გრიფით საიდუმლო არ არის. - ზედმეტად ირონიულად გამოუვიდა პასუხი და მაშინვე სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი, როგორც კი აბრიალებული თვალებით შევხედე. - კარგია, რომ სწავლობ. მომწონს შენი მიზანდასახულობა. - ალბათ აინტერესებს, სხვა ქალების მსგავსად, რატომ არ ჩავვარდი პანიკაში და ცხოვრებაზე ხელი რატომ არ ავიღე. თან ვხვდებოდი, არ უნდოდა, რომ ის ღამე გაეხსენებინა ჩემეთის.
- ხო, ნელ-ნელა ვუწყობ ცხოვრებას ფეხს. - მორიდებით ვუპასუხე და ოთახიდან გავედი. - ყავას დალევ? - სასხვათაშორისოდ ვკითხე და მისი თანხმობის შემდეგ დავდგი ქურაზე ჩაიდანი.
ხმა არ ისმოდა. თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე, თუნდაც ამ სახლში რა ბედნიერი ვიქნებოდი ლევანთან ერთად, მარტო. პარიზი ალბათ, მართლაც ჯადსნური ქალაქი იყო. ჩემში რაღაც თბილი ღვივდებოდა და დებილივით მეღიმებოდა.
მალე ჰაერი დაიმუხტა. ვგრძნობდი მზერას, რომელიც თავიდან-ფეხებამდე მათვალიერებდა და იმ წამში, მან ზურგს უკან სიცარიელე შეავსო. დამბურძგლა, როცა ჩემს თმაში თითები აათამაშა. თავი უკან გადავაგდე.
- მაინც, რამხელა მიზიდულობაა ჩვენ შორის, დაჰკვირვებიხარ? - ხრინწიანი ხმით მკითხა და ჩემი ნაცრისფერი თმა ცხვირთან მიიტანა. ყნოსავდა და სიამოვნების ბგერებს უშვებდა პირიდან. მეც აღელვებული და გულაჩქარებული მივეყინე ერთ ადგილს.
ჩაიდანი აწივდა და ლევანიც მომშორდა. ჰაერი ისევ შევიგრძენი და გაჩერებულმა გულმაც განაგრძო ფეთქვა.
ერთმანეთის პირისპირ ვისხედით. ორივე ყავას ვსვამდით. გარეთ უკვე კარგად ბნელოდა.
- დიდი ხნით ჩამოხვედი? - სასხვათაშორისოდ ვკითხე და მზერა კვლავ მოვარიდე.
- ორი კვირით. სიმართლეს გეტყვი, შენთან ნამდვილად არ ჩამოვსულვარ. ღვინის ბიზნესში რაღაც ხარვეზებია და პირადად უნდა გავარკვიო, რაშია საქმე.
- გასაგებია. - გული დამწყდა. ძალიან სწრაფად ვიცვლებოდი. ჩემში აქამდე არარსებულ გრძნობებს ვამჩნევდი და არ მომწონდა. ძალაუნებურად შუბლი შევჭმუხნე.
- გეწყინა?
- რა? - ვითომ გაოგნებულმა ვკითხე და საკუთარი თავი გავლანძღე იმის გამო, რომ ასეთი მგრძნობიარე გავხდი.
- ის, რომ შენ გამო არ ჩამოვსულვარ. - თავი მარჯვნივ გადაწია და ეშმაკურად შემომხედა.
- არა, რატომ უნდა მწყენოდა. ვინ ვარ მე შენთვის? - ვითომც არაფერი, ისე ვუპასუხე.
- ხო, მართალია.
არ შევიმჩნიე, მაგრამ მისი ყველა სიტყვა საშინლად მომხვდა გულზე. ალბათ, ეს კაცი იმაზე მეტად მომწონდა, ვიდრე მეგონა.
ცოტა ხნით უხერხულმა სიჩუმემ დაისადგურა.
- გაგიკვირდება და ძალიან გამიხარდა, მანქანიდან რომ დაგინახე, როგორ შემოუხვიე ამ ქუჩაზე. ვიცოდი, რომ პარიზში იყავი, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ჩვენ შეხვედრას. არც მიფიქრია.
- ბედია, ალბათ. - გულწრფელად შევღიმე სახეში და თვალებით მოვეფერე. ჩემი მზრუნველი მზერა მაშინვე შეამჩნია და თვალებში ჭინკები აუთამაშდა. სწრაფად მისწია ჩემი სკამი თავისკენ. დეჟა-ვიუ დამემართა. შემეშინდა, არ მინდოდა, ეს წამები გაფიჭებულიყო. გავითიშე და ყველაფერი დამავიწყდა. მომიახლოვდა და ყურთან მომიტანა ტუჩები. თვალები დავხუჭე და ვეცადე, საღ გონებაზე დავრჩენილიყავი. არ გამომივიდა. ეს ყველაფერი ჩემზე ძლიერი იყო.
- ეგრე არ გამიღიმო, თორემ, ჩემ თავზე პასუხს აღარ ვაგებ. - სექსუალური ბგერები დაეცა ჩემს ყურებს და ლევანი მაშინვე მომშორდა. ტუჩები გამებუსხა. არ მესიამოვნა მის ადგილას დარჩენილი სიცარიელე. ათი წამის წინ როგორ კარგად ვგრძნობდი თავს... - ჟანი ვინ არის? - ვითომ უინტერესოდ მკითხა და ყავის ჭიქის გასარეცხად ადგა. ორმაგად გამიხსნა სახე ბედნიერებამ. პირველი იმიტომ, რომ იეჭვიანა. მეორე კი იმიტომ, რომ ძალიან მიყვარდა, მამაკაცი თავს ისე რომ გრძნობდა სამზარეულოში, როგორც თაგვი ხაფანგში.
- ჩემი კურსელი და მეგობარია.
- გასაგებია. - არ იყო პასუხით კმაყოფილი. მაინც, როგორ განსხვავდებიან ქართველი და ევროპელი მამაკაცები ერთმანეთისგან? - ვკითე საკუთარ თავს და ისევ სულელივით გამეღიმა. იმ დღეს, ბევრჯერ გავუღიმე საკუთარ თავს და ბევრივე შეკითხვა დავუსვი. რა სიდებილე დამემართა? - ისევ გავაგრძელე ჩემს თავთან საუბარი, მაგრამ უკვე აღარ ვიღიმოდი. - ჩემი წასვლის დროა. ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს. „Grand Palace”-ში ვცხოვრობ, დროებით. მაინც, რომ იცოდე. თუ რამე დაგჭირდება, არ მოგერიდოს. - გამიღიმა და ქურთუკი ჩაიცვა. გული მწყდებოდა, ასე სწრაფად რომ მტოვებდა. საეჭვოდ ვნერვიულობდი ყველაფერზე ერთად.
- კარგი, დროებით. - კარი გავაღე და მზერა შემეცვალა, როცა მთელი ტანით შემობრუნდა ჩემკენ.
- ტორო... - დამიძახა ისე, თითქოს შორს ვიდექი.
- რა? - რაღაც სასიამოვნოს მოლოდინში, ბედნიერმა ვუპასუხე. იქნებ მე უნდა მეაქტიურა? არა, არა. კარგად ვიცოდი, რაც მოვიგე ჩემი აქტიურობით. გამახსენდა ძველი და საშინელი გამოცდილება და ადგილს მივეყინე.
- მალე შევხვდებით. - შუბლზე მაკოცა და მისი სითბო ჩემზე გადმოიღვარა. ბედნიერებისგან გავიბერე და ხმამაღლა დავიწყე სუნთქვა. შემდეგ კი კარი დაიკეტა და ისეთი ცარიელი მეჩვენებოდა ჩემი ორი ოთახი, როგორც არასდროს.


---------ავტორი-------

ადამიანებს გვიყვარს ტრაგედიები, დრამები და სენტიმენტები.
საკვირველია, მაგრამ მაშინ უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს, როცა მარტო ვრჩებით ჩვენს ფიქრებთან. რას ვიხსენებთ ამ დროს? პასუხი მარტივია - ყველაფერს, რაც გადავიტანეთ. პირველად ყოველთვის მძიმე წუთები გვახსენებენ თავს, შემდეგ კი ბედნიერი წამები, რომლებმაც ისინი გადაფარეს.
ეგოისტები ვართ, ყველაფერი ჩვენ გარშემო არის გულთან მიახლოებული. გვიყვარს, მაგრამ ვტოვებთ. გვენატრება, მაგრამ არ ვეუბნებით. ვგრძნობთ, მაგრამ არ ვტირით. რატომ? იმიტომ, რომ მოგვწონს იმის შეგრძნება, რომ ადამიანები ვართ. ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ შესწევთ ძალა, შეიცნონ ემოციები თავიდან ბოლომდე.


***
ხუთვარსკლავიანი სასტუმროს ოცდამეშვიდე სართულზე, დიდი დერეფნის ბოლო პენტჰაუსში, უკვე ოლიგარქი ლევან მაჩაბელი, თვალებგაშტერებული უყურებდა უზარმაზარი ფანჯრიდან ხედს. ფიქრები ერთმანეთში არეოდა, კადრები განუწყვეტლივ მოძრაობდნენ გონებაში. მისგან ყველა რაღაცას ელოდა. მუდამ ვარსკლავი და საუკეთესო უნდა ყოფილიყო. აი, ისეთი ვარსკვლავი, ახლა რომ მაღლა ცაში ძლივს მოჩანდა, მაგრამ, რაც უფრო კარგად დააკვირდებოდით, უფრო მეტ ზემოქმედებას რომ მოახდენდა თქვენზე. აი, ის ვარსკვლავი, დედამიწიდან სულ პაწაწინად რომ გეჩვენებოდა, სინამდვილეში კი უზარმაზარი იყო. ბრწყინვალება თვალს რომ მოგჭრიდა, მაგრამ ამ ბრწყინვალების იქით სიცარიელე, რომ დაგხვდებოდა.
თვალები მოისრისაა, ძილი ერეოდა...
სიგარეტს მოუკიდა და ღრმა ნაფასი დაარტყა. მთელი დღის უჭმელობის გამო, თავბრუ ეხვეოდა და სასიამოვნოდ გაუელვა თვალებში სინათლემ. ოდნავ შებარბაცდა და საწოლზე ჩამოჯდა.
თითქოს ფიქრობდა, მაგრამ ვერაფერს იაზრებდა მისი ტვინი იმ წამს. შემდეგ ტელეფონი ახმაურდა. მამაკაცმა ჯიბიდან ფრთიხლად ამოაცოცა და ჩუმად უპასუხა.
- Hello. - ინგლისურმა სიტყვებმა გაიჟღერა ოთახში. - დიახ, მახსოვს, ბატონო ნიკ, აუცილებლად მოვალ ხუთშაბათს.
- ....
- კარგით, არ ვიქნები მოსაწყენი და აუცილებლად წამოვიყვან ახალგაზრდა ლედის, თქვენი ხათრით.
- ....
- კარგით, კარგით. არა, მხოლოდ თქვენი ხათრით. - უხალისოდ გაიცინა მამაკაცმა და ტელეფონი გვერდით გადადო.
დაღლილობამ თავისი გაიტანა და პერანგშეხსნილი ლევანი, მძიმედ დაეხეთქა საწოლზე. ხუთი წუთის შემდეგ კი მორფეოსის სამყაროში დაფრინავდა ისევე მძიმედ, როგორიც მისი ცხოვრება იყო.

-----ავტორი-----

ასე ეგონა, სამი დღე-ღამე გადაბმით ეძინა. თავი მძიმედ ასწია და თმაში თითები შეიცურა. წინ ნამდვილად მძიმე დღე ელოდებოდა მაჩაბელს. ტოროს ამბის გაგება არ გასჭირვებია. საჭირო წყაროებიდან მალე მოიძია გოგონას ადგილ-სამყოფელი. როდესაც ტელეფონი გათიშა, თითქოს შვებით ამოისუნთქა. ნამდვილად არ ეგონა, ასე თუ იმოქმედებდა, თუნდაც მისი სუნთქვის გაგონება. თავის თავი კი ამ ფიქრებში რომ გამოიჭირა, თავიდან გაუკვირდა, შემდეგ კი შუბლი შეჭმუხნა. არ უნდოდა რეალობის დანახვა. მის ორგანიზმში აკიაფებული პატარა მზის სხივის არ სჯეროდა. იმდენად ვალდებული ეგონა თავისი თავი ყველაფერში, რომ მისთვის სიყვარულიც ამად იყო გადაქცეული. ამიტომ სთხოვა ნინო პირველსაც ხელი, თითქოს ვალდებული იყო და სხვა არაფერი. არასდროს ჰყვარებია ის. შეიძლება, ახლაც ვალდებულად თვლიდა თავს, რომ ძმაკაცის მიერ მოსაქმებული აეწმინდა და მისი სახელი არ შეებღალა. პარიზში მხოლოდ იმიტომ ჩამოვიდა, რომ ღვინის ქარხანაში გარკვეული პრობლემები შეიქმნა დანადგარების დაზღვევასთან დაკავშირებით. მხოლოდ აეროპორტში გაახსენდა, რომ ისიც იქ იყო და ოდნავშესამჩნევად გაეღიმა. შემდეგ მიმოიხედა, ხომ არავინ უყურებდა და იმის გაცნობიერების შემდეგ, რომ სრულიად მარტო იყო, ღიმილის ხანგრძლივობამაც მოიმატა.
თბილი გრძნობები სჭირდებოდა ორივეს, ამოუცნობი და მღელვარე. არც ერთის ცხოვრება ყოფილა მარტივი და ვარდებით მოფენილი. ლოგიკურიც კი იყო მათი ერთად ყოფა, მაგრამ, თითქოს შორიდან ვიღაცამ მათი ბედის დაწერა გადაწყვიტა. უნდა ეჩუქებინა სამყაროსაც მისი წილი ბედნიერბა, რადგან სხვაგვარად, არ იქნებოდა სამართლიანი, ამდენი უსამართლობის ფონზე.
საშინლად ესიამოვნა ლევანს მისი დანახვა. პარიზის ერთ-ერთი განათებულ და ვიწრო ქუჩაზე მისეირნობდა. მისმა ლამაზმა სილუეტმა და უბრალო ჩაცმულობამ, მამაკაცი ძალიან ააღელვა. ის სილამაზე დაინახა, რომელსაც სხვანაირად აღიქვამდა მანამდე. თითქოს ამოისუნთქა, თითქოს დაკარგული იპოვა. გაჩერებული მანქანიდან მხოლოდ ნახევრად იყო გადმოსული და თვალს ვერ სწყვეტდა ბუნებასთან შერწყმულ ქალის სხეულს, ლამაზად გადადგმულ ნაბიჯებსა და კონტურებს.


***
- ბატონო ლევან, მე მესმის თქვენ რატომაც ბრაზდებით აქ, მაგრამ ჩვენ ხომ არ მიგვიძღვის წვლილი ამ ყოვლად ცუდ საქმეში? - სათვალიანი და ოდნავ მელოტი კაცი სავარძელზე გასწორდა და პირდაპირ თვალებში შეაფრინდა მაჩაბელს.
- მე არ მაინტერესებს ეს მიკიბვ-მოკიბვები. პასუხს თქვენ აგებთ და ასეც იქნება. მე დაზღვეული მაქვს თითოეული დანადგარი და მათი გაფუჭების შემდეგ, თქვენ ვალდებულები ხართ, ზარალი აანაზღაუროთ. - საკმაოდ მშვიდად და ცინიკურად საუბრობდა ბიზნესმენი.
- ჩვენ ვნახეთ დანადგარები, სამწუხაროდ... - ბატონ ჩარლზს არ დასცალდა სიტყვის გაგრძელება.
- ნახეთ? ანუ შეაფასეთ, ხომ? არა, ბატონებო, თქვენ არაფერი გინახავთ. თქვენი დილეტანტი თანამშრომლები კი, მგონი, კარგ გადამზადებას საჭიროებენ. - ამოისისინა ლევანმა და ახლა ის გადაწვა სავარძელზე კომფორტულად.
- ეს უკვე შეურაცხყოფაა, ბატონო მაჩაბელო. - აღშფოთების ნოტები იგრძნობოდა მის სიტყვებში.
- შეურაცხყოფა ის არის, რომ თქვენ არ იცით, მე რა შემიძლია. აი, ეს მე მაცოფებს.
- გვაშინებთ?
- არა, მე გაფრთხილებთ, სასამართლომდე მისული საქმე, აუცილებლად ჩემ სასარგებლოდ გადაწყდება. ამიტომ, ახლა თქვენ იფიქრეთ, ღირს თუ არა ეს ალიაქოთი?
- თქვენ რა, საფრანგეთი საქართველო გგონიათ? აქ მოსამართლეები და პროკურორები ქრთამზე უარს ამბობენ. - ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა ჩარლზმა.
- მე არაფერი მგონია, მე - ვიცი. ახლა კი, დაგტოვებთ და თქვენ ჯობია, იფიქროთ. - თავი დაუკრა და ღიმილით გავიდა საკონფერენციო ოთახიდან.
ჩარლზმა გადახედა კომპანიონებს და ჩუმად შეიგინა. ეს არ იყო ბინძური თამაში, ეს ბიზნესი იყო, რომლის რაუნდიც ლევან მაჩაბელმა მოიგო.


------ტორო-------

ყველა საღამო ერთმანეთს ჰგავდა. ეს უკვე საშინელება იყო. ფრანგულს გარკვეულწილად ვფლობდი, ამიტომ ფილმი სუბტიტრებით ჩავრთე და უინტერესოდ მივაშტერდი ეკრანს. ცოტა ხანში, კარზე ბრახუნი ატყდა. გამიკვირდა. პარიზში ასე არავინ მოგივარდებოდა სახლში, არც გაუფრთხილებლად და არც სამეზობლოს შეგიყრიდა ხმაურით. სწრაფად ავდექი საწოლიდან და ლეპტოპი ზედ დავანარცხე. ოთახი გადავკვეთე და კართან ავიტუზე.
- ვინ არის? - დავიყვირე და პასუხის მოლოდინში გავისუსე.
- მე ვარ, გამიღე. - საშინლად სასიამოვნო ხმა მომესმა და ადგილზე გავშეშდი. შემდეგ საღამურები შევისწორე და ფართხა-ფურთხით გავაღე კარი.
- რომელი საათია? - სრულიად უაზრო შეკითხვა დავსვი და მამაკაცი ოთახში შემოვატარე.
- ბოდიში. ცოტა გვიანია, მაგრამ აქ ბევრი ნაცნობი არ მყავს და ცოტა მოვიწყინე.
- მე რომელი კლოუნი მნახე? - სასაცილოდ გავიბუსხე და სამზარულოში გავედი. ლევანიც მომყვა და გავიგე, როგორ ჩაიფხუკუნა ზურგს უკან. სკამი გამოვწიე და ზედ დავენარცხე. ხელები მაგიდაზე დავალაგე და თვალებში შევხედე ჩემს ოცნების მამაკაცს. მაინც, როგორ ვშტერდებოდი მის დანახვაზე? რა მემართებოდა?
- ქორწილი? - წინა შეხვედრის შემდეგ, ერთი სული მქონდა, როდის დავუსვამდი ამ შეკითხვას. ინტერესიანი თვალებით შევხედე. სახე შეეცვალა. აშკარად არ ესიამოვნა ამ თემის განვრცობის პერსპექტივა, მაგრამ მე სულაც არ მაინტერესებდა ეს ამბავი.
- ქორწილი აღარ იქნება. არ იყო საჭირო. - მოკლედ მიპასუხა.
- რას ჰქვია, საჭირო არ იყო? მომიყევი, რა მოხდა. მაინტერესებს. - ჯიუტად ჩავაცივდი და მისმა გაღიზიანებამაც იმატა.
- არ იყო ამ ყველაფრის დაწყება საჭირო და ამიტომაც დასრულდა. - ისე თქვა, რომ მივხვდი, აღარ ღირდა გაგრძელება.
საშინლად მესიამოვნა ეს ფაქტი და წამით ღიმილი მომეფინა სახეზე. მაგრამ მაინც ვცდილობდი, არ შემემჩნია. თუმცა, აზრი არ ჰქონდა. ჩემი მზერა დაიჭირა და ფეხზე ადგა, მეც ამაყენა და ხელებით სხეულზე მიმიკრო. ფეხი ჩემს ფეხებშუა შეაცურა და ელექტრონების განუსაზღვრელი რაოდენობა ვიგრძენი ტანზე. ბუსუსებზე ხომ საუბარი აღარ ღირდა. აქლემები დარბოდნენ ჩემს სხეულში. ჩემმა აღგზნებამ ისიც გაააქტიურა და ხელი ფეხზე მომისვა.
- შენი პიჟამა ძალიან მოკლეა. აი, ფეხები კი, ძალიან გრძელი და თან ლამაზი. - თითებს წრიულად ატარებდა სხეულზე და ყოველ შეხებაზე ჩემი მემართებოდა, მაგრამ ეს ეიფორია მალე დასრულდა. მოულოდნელად დაჯდა და ღიმილით მომაცქერდა.
ჰაერში დამტოვა გაშეშებული. ასე არ შეიძლებოდა. მაბითურებდა და ჩემზე აშკარად კაიფობდა.
მისი სექსუალური გამონათების შემდეგ, გაბრაზებული და სახეარეული დავჯექი. თვალებში აღარ ვუყურებდი, რადგან ვიცოდი, კარგს არაფერს მომიტანდა ეს.
ვეცადე დავწყნარებულიყავი, მაგრამ ესეც არ გამომივიდა. საშინლად ავცახცახდი. ცოტა ხნის წინ განცდილ სიამოვნებას ვერ ველეოდი.
- ხვალ ჩემთან ერთად წამოხვალ? - სახე მიმიტრიალა და მკითხა მოულოდნელად.
- სად? - გაკვირვება გამომესახა. ნეტავ სად უნდოდა ჩემი წათრევა? იმედი მქონდა, სასტუმროს არ მეტყოდა. ან კი, რამე რომ სდომოდა, აქ ვინ შეუშლიდა ხელს? მართალია, ვიწრო ოთახები იყო, მაგრამ საქმეს კი ეყოფოდა.
რა სისულელეზე ვფიქრობდი. ნამდვილად საშინლად გარყვნილი ვიყავი იმის კვალობაზე, რომ მხოლოდ ერთხელ ვიყავი კაცთან, ისიც - ძალდატანებით. ალბათ, ყველგან ეროგენული ზონები მქონდა. აბა, ყველა შეხებაზე ორმოცი წლის ქალიშვილივით რატომ ვკვნესოდი და სხეულით რატომ ვღმუოდი? მარტივი არ იყო, ლევანის სექსუალურობისთვის გამეძლო. რა იქნებოდა, ნაკლებად სიმპატიური კაცი რომ შემხვედროდა? აი, ბუკოვსკის „კასი,“ რომ ვყოფილიყავი თავისი მახინჯი მამაკაცით, ხომ მაგარი იქნებოდა? ნაკლებად დავიტანჯებოდი, მისი ეს განუმეორებლობა მაინც რომ ამცილებოდა თავიდან. ამ ვაჟბატონს კი, მაინცდამაინც მკვლელი მზერა, უზადო აღნაგობა, ნავარჯიშები სხეული და მადისაღმძვრელი ტუჩები უნდა ჰქონოდა, ხომ?
ჩემს ბედზე კიდევ დიდხანს ვიწუწუნე ალტერ ეგოსთან, მაგრამ სინამდვილეში, ამ აზრების გაცვლა-გამოცვლა მხოლოდ ორი წამით გაგრძელდა.
- ჩემი მეგობარი, რომელიც ღვინის ბოთლებით საფრანგეთიდან მამარაგებს, კორპორატიულ წვეულებას აწყობს და რადგან გაიგო, რომ საფრანგეთში ვარ, მთხოვს, რომ მეც დავესწრო ამ საღამოს. თან, მარტო წასვლა აკრძალული მაქვს. ერთგვარი თხოვნაცაა და მოთხოვნაც. შეგიძლია, უარი მითხრა, მაგრამ იცოდე, ნამდვილად არ მესიამოვნება. - ბოლო სიტყვები შეფარვით მითხრა და იმედიანი თვალები მომანათა.
წავიდოდი, წავიდოდი. რა თქმა უნდა, წავიდოდი. რა ჯანდაბა არ წამიყვანდა, აბა? ნუთუ ბევრ ქალს უჩნდებოდა ასეთ თავგადასავალში გახვევის შანსი?
სულიერი ზეიმი გამიჩაღდა, მაგრამ გარეგნულად საშინლად უემოციო სახე დავიკერე.
- ხვალ ლექციებს ექვს საათზე ვასრულებ. გზაში ნახევარი საათი მჭირდება. მოსამზადებლად კი, საათნახევარი მაინც. ამიტომ, რვა საათზე გელოდები. - სწრაფად ჩამოვურაკრაკე გეგმა და მის თვალებში აკიაფებულ ბრწყინვალებას მივაშტერდი.
- ძალიან კარგი გოგო ხარ. - ცერა თითი ასწია მოწონების ნიშნად და ლოყაზე მაკოცა. იმდენად სხვანაირი გამოვიდა ეს ამბორი, რომ გავწითლდი და თმა გვერდით გადავიგდე. ყოველთვის ასე ვიქცეოდი, როცა არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა.
- ჩაის დალევ? - სასხვათაშორისოდ ვკითხე.
- კი, რატომაც არა. ჯერ ხომ არ იძინებდი?
- არა, ფილმის ყურებას ვაპირები.
- მართლა? რომელი ფილმის? - ინტერესით მკითხა.
- ფრანგული ფიმლია სუბტიტრებით. ფსიქოლოგიური. მგონი, საინტერესო უნდა იყოს. - მეტი არ იყო ჩემი მტერი, იმ ფილმს რამე საინტერესო ჰქონოდა.
- მეც ვუყურებ თუ ხელს არ შეგიშლი.
- რა პრობლემაა. მიდი, ჩართე. მე მანამდე ჩაის მოვადუღებ. - მოახლოებული ბედნიერი წამებისგან, კიდევ ერთხელ დამიარა ბუსუსებმა. ჩაიდანი დავდგი ქურაზე. ამ სიტუაციის სიხშირე რომ გავიზრე, გამეღიმა.
ლევანი ადგა და საწოლისკენ წავიდა. ცუდი აზრები ტვინიდან ამოვიგდე და მის ჭიქაში ერთ-ნახევარი კოვზი შაქარი ჩავყარე. ორი ფინჯნით ხელში გავწიე საწოლისკენ, რომელზეც ჩემი ოცნების მამაკაცი გაწოლილიყო. საშინლად უხდებოდა ჩემს ბუდეს ლევანი. არ მჭირდებოდა არც ვილა და არც დიდი სამყოფელი იმისთის, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი.
იმ წამს, იმ უაზრო და ამავდროულად აზრიანი სიტუაციით ტკბობა დავიწყე და ფინჯანი მივაწოდე. მანაც ღიმილით გამომართვა.
მის გვერდით თავს კომფორტულად ვგრძნობდი. ალბათ ისიც ასე იყო. უბრალოდ ვისხედი, ფილმის არაფერი გვესმოდა, მაგრამ მაინც ბედნიერები ვსვამდით ჩაის.
- იცი, ბებიაჩემმა ერთხელ მითხრა, არ უნდა დაკარგო ის ადამიანი, რომელმაც იცის, ჩაიში რამდენ კოვზ შაქარს იყრიო. - იდუმალი ხმით მიჩურჩულა და ის მხარე ამეწვა, საიდანაც ბგერები მომესმა.
- ხოდა, არ დამკარგო. - მეც იდუმალი ხმით ჩავჩურჩულე და გამეღიმა.
ფილმი დასრულდა და იდილიაც გაწყდა. ვნატრობდი, რომ ეს სიტუაცია მუდმივი ყოფილიყო, მაგრამ იქნებ მაშინ სულაც არ ჰქონდა ის ეშხი, რაც ახლა აქვს?
ლევანს ხვალინდელ დროზე კიდევ ერთხელ შევუთანხმდი და გავაცილე.
ამჯერად, შუბლზე აღარ მაკოცა.
მის გარეშე, სახლი ისევ ცარიელი გახდა. მაინც, რამდენს ნიშნავდა ერთი ადამიანი...
- ეჰ! - ამოვიოხრე და თან ამოვაყოლე უკვე გასული ბედნიერების წამები.


--------ავტორი------

ბარში გამაყრუებელი მუსიკა ისმოდა. ჰაერში სიგარეტის კვამლი ხელოვნურ კვამლში იყო შერეული და საშინლად დაგუბებულიყო გარშემო. ლევანმა ხმაურიანად გამოსწია ბარის სკამი და ბარმენს გახედა, რომელიც საოცარი სისწრაფითა და სიზუსტით ატრიალებდა ბოთლებს.
- ტეკილა მინდა, მთელი. - ბარმენმა გააჩერა წარმოდგენა და სასმელებისკენ გაიხედა. ყველაზე ძვირადღირებულს დაავლო ხელი. აშკარად დიდი ხანი იქნებოდა, ამ სფეროში მუშაობდა და იცოდა, როგორ გაერჩია კლიენტები ერთმანეთისგან.
ლევანმა არ იცოდა, თბილი გარემოსა და თბილი ჩაის შემდეგ, რატომ მივიდა ამ ადგილას და მით უმეტეს, დასათრობად. კაცებისთვის ხომ ყველაზე კარგი განტვირთვა მაინც ალკოჰოლი იყო? ალბათ, ყველაფრისგან დაღლილს, ეს ეგონა მარტივი გზა.
ბარმენმა ლიმონი პროფესიონალური სიზუსტით დაუჭრა, მარილი გადმოაპირქვავა და პატარა თეფშზე გაანაწილა. ჭიქაც და ბოთლიც მიუწია და ღიმილით გახედა მდიდარ სტუმარს.
მამაკაცმა დალევა დაიწყო. პირველ ჭიქაზე სახე დაემანჭა, მაგრამ შემდეგი სამი უკვე აღარ იყო იმდენად უსიამოვნო. სისხლი გაუთბა, სახემ დეფორმაცია განიცადა და მზერაში სიხალისის სხივები აუთამაშდა. გამოვიდა თავის ყოველდღიურ სამყაროდან და ეიფორიაში შეაბიჯა.
- მარტო ბრძანდებით? - საშინელი აქცენტით ჩაილაპარაკა სლავი გარეგნობის ქალმა. ლევანმა ფეხებიდან აათვალიერა ოქროსფერ, მბრწყინავ კაბაში გამოკვართული ლამაზმანი. შავი თმა გვერდზე გადაეგდო, ლურჯი თვალები უელავდა, მაგრამ არ იყო ეს მზერა ისეთი, როგორიც მის ქალს ჰქონდა. იმის გააზრებისას, რომ ვიღაცას „თავისი“ უწოდა და თან აქ ეს ქალი იყო, მაშინვე უკუაგდო ფიქრები და მოფლირტავე სახე დაიყენა.
- დიახ, ლამაზო, სრულიად მარტო ვარ. აბა, როგორ? - სახეში შესცინა ქალს და ბარმენს ანიშნა, მისთვის ჭიქა მიეცა.
მთლიანი ბოთლი გამოცალეს, იხუმრეს, იცინეს და ათასი სისულელე თქვეს. ძირითადად, ლევანი ლუღლუღებდა.
ყველა კაცი ერთნაერი რომ არის, ამაზე ქალთა მოდგმა აღარ დაობს. სიმთვრალისას ეხსნებათ ის, რაც თითქოს სიფხიზლეში განასხვავებს მათ ერთმანეთისგან და კატეგორიებად დაყოფის საბაბს იძლევა.
ტაქსით წავიდნენ ლევანის სასტუმრომდე. მძღოლს რეაქცია არ ჰქონია არც ქალის კვნესაზე და არც კაცის სურვილზე, რომ შეეჭამა ეს უკანასკნელი. ალბათ დღეში რამდენი ხვდებოდა ასეთი, თან პარიზში.
- ტორო. - კოცნისგან დაბინდული ხმით ამოილაპარაკა მამაკაცმა. ქალი შეჩერდა, თითქოს ერთი წამით გააცნობიერა, რომ რაღაც სხვა სახელი დაუძახეს, მაგრამ ლევანი ვერაფერს მიხვდა და ისევ მისწია მისკენ სახე. ქალიც აღარ დაინტერესებულა და კოცნაში აჰყვა.

------ტორო------

- არა, მაინც როგორ დამავიწყდა, რომ მეკითხა, რა სახის კაბაა საჭირო? ჯინსით ხომ ვერ წავალ? - ტელეფონის ზუმერს ვუსმენდი და თან ჩემს თავს ვეჩხუბებოდი წინდაუხედაობისთვის.
ჯანდაბა! ისევ არ იღებდა ტელეფონს. გაღიზიანებულმა მესამედ დავრეკე და უკვე გათიშვას ვაპირებდი, რომ სუნთქვის ხმა მომესმა ყურმილის მეორე მხრიდან. რატომღაც დავიძაბე და პაუზის შემდეგ, ქართულად ვკითხე.
- ლევან, მაინც რა სახის წვეულება იქნება? რა ჩავიცვა? - პასუხის მოლოდინში გავიყურსე. არა, ახლა არ გაიღვიძებდა, უკვე ორი საათი იყო.
- რა? ალო? - მახინჯი ფრანგულით მიპასუხა ქალის ხმამ და გაოცებისგან ენა ჩამივარდა.
ტელეფონი ხმაურიანად დაეცა იატაკზე.

-------ავტორი-------

ხუთვარსკვლავიან სასტუმროს ნომერში საშინელი არეულობა იყო. გარშემო მიმოეფანტათ ყველაფერი ისე, თითქოს გასულ ღამეს აქ ვინმეს ხელჩართული ბრძოლა გაემართა.
ახალგაზრდა ქალი ფრთხილად ადგა, ჯერ მშვიდად მიძინებული მამაკაცის პროფილს ღიმილიანი სახით უყურა, შემდეგ კი სააბაზანოში გაიძურწა. წყლის ჩხრიალის ხმამ ლევანზეც იმოქმედა და ზუსტად ორ წუთში თვალები ზანტად გაახილა.
თავი საშნლად ტკიოდა. ზუსტად არაფერი ახსოვდა, მხოლოდ ფრაგმენტებად დაყოფილი გარემოებები. გაახსენდა ტეკილას ბოთლი, ლამაზმანი, მისი ისტორიები და ცუდი ფრანგული. ბოლოს ის, თუ როგორ კოცნიდა ტაქსში იქამდე, სანამ სუნთქვაში ხელი არ შეეშალა, ტაქსის მძღილის ირონიული სახე და ბოლოს წყლის შხრიალის ხმა. აქეთ-იქით მიყრილი ტანსაცმელი, ქალის ლიფი და მისი ფეხსაცმელი, ბოთლები და გაფხრეწილი ზეწარი - საოცარი სანახაობა იშლებოდა ლევან მაჩაბელის თვალწინ.
თავზე ხელი მოისვა. საშინლად ტკიოდა ტვინის ყველა უჯრედი. ამდენი ნამდვილად არ უნდა დაელია. აღარც კი ახსოვდა, ასე როდის გაითიშა ბოლოს.
ამ ყველაფერს თავისი მიზეზი უნდა ჰქონოდა, მაგრამ ლევანი არ ცდილობდა რამის მიხვედრას.
წყლის ხმა მალე შეწყდა და აბაზანიდან ტრუსის ამარა ლამაზი ქალი გამოვიდა.
- გამარჯობა. - ქალმა მომხიბვლელად გაუღიმა და საწოლზე შეხტა. ლევანს არ ესიამოვნა მისი საქციელი. იცოდა, ერთი ღამის ქალი იყო. ასეთი აქამდეც ძალიან ბევრი ჰყოლია. არც მის შიშვლად დანახვას გაუოცებია მამაკაცი ამ დილა უთენია. უმოძრაოდ და უემოციოდ უყურებდა.
- გავერთეთ. ახლა შენი წასვლის დროა. - რამდენიმე სიტყვა მიაგდო მას და სააბაზანოში გასვლა დააპირა.
- მაშინვე უნდა მივმხვდარიყავი, რა ნაგავიც იყავი, როდესაც სხვა ქალის სახელი დამიძახე. - ამოისისინა ქალმა და თვალები დააბრიალა.
- რა თქვი? - ლევანი ადგილზე გაშეშდა. ნამდვილად არ ახსოვდა წვრილმანებში გუშნდელი ღამე.
- ხო, ვიღაც ტორო ახსენე. - ქალმა ცუდად ჩაიცინა და ლიფი შეიკრა. - ალბათ, დღესაც მაგან დაგირეკა. ბოდიში, არ მინდოდა შენი წყენინება, მაგრამ მე ვუპასუხე. - გამარჯვებული ღიმილით დაემშვიდობა სახეარეულ ლევანს და კარი ხმაურიანად მიიკეტა.
მამაკაცი კი იდგა დაღონებული. ეს რა შარში გაეხვა? როგორ მოუვიდა ასეთი რამ? ცხოვრებაში პირველად ხდებოდა, რომ სექსის დროს ქალი ახსენა და თანაც არა ის, ვისთან ერთადაც იყო, არამედ სხვა.
შემდეგ კი საშინელმა დანაშაულის შეგრძნებამ დარია ხელი. ალბათ, რას იფიქრებდა ტორო, მაგრამ მიზეზი ნამდვილად არ ჰქონდა გაბრაზების. ლევანი მისთვის არავინ იყო. ესეც აღონებდა მაჩაბელს, ჯერ არავინ რომ არ იყო. ეს ქალი სერიოზულ შარში გახვევდა. ახლაც კი, როცა დუშ-კაბინაში იდგა და ყოველი წვეთი, რომელიც მის სხეულზე ეცემოდა გარკვეულ ემოციას ატარებდა, ერთადერთი, რაზეც ლევან მაჩაბელი ფიქრობდა იყო ის, რომ საბედისწერო ქალს მის ცხოვრებაში არაფერი ესაქმებოდა.


***
- მე და შენ, ორივე, ყველაზე დიდი საშინელება ვართ მათ შორის, რაც კი შექმნილა ხო? - შეშლილი ღიმილი დასთამაშებდა ქალს სახეზე. - აი, უყურე. დავიბადეთ ერთი საშოდან. მე გავჩნდი შეშლილი, შენ კი - მოძალადე. ამაყობს დედა ჩვენით ვითომ?
- მოკეტე! - დიმიტრი ასეთი მრისხანე არასდროს ყოფილა. ემოციებმა კაცი გაანადგურა. ნანობდა თავის საქციელს. ყოველ ჯერზე ეგონა, რომ ყველაზე საშინელი რამ ჩაიდინა კაცისთვის. ის ხომ არ იყო მოძალადე? ყოველ შემთხვევაში, მთელი თავისი ცხოვრება ასე ეგონა. მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, რომ ნეხვის დიდი გროვა იყო, როდესაც ლევანის სახლში გაეღვიძა. სისხლი ჩამოიბანა და გაიაზრა, ის, რაც გააკეთა მთელი ცხოვრება გაჰყვებოდა, მოსვნებას არ მისცემდა. შეიძლებოდა ქალს თავი არ მოეკლა, როგორმე ეპატიებინა კიდეც... შესაძლოა ცხოვრებაც ორივეს გაეგრძელებინათ, მაგრამ შავ ლაქას ასე ვერ მოაშორებდა საკუთარ წარსულს. მოძალადის სახელი აჩრდილად დაჰყვებოდა ყოველთვის.
- არ მოვკეტავ. ჩვენ საშინელებები ვართ. ორ ადამიანს დავუნგრიეთ ცხოვრება. რისი ღირსები ვართ იცი ამ ეგოისტობისთვის? - ნინო ამაყად ესაუბრებოდა ძმას. არ აინტერესებდა მისი გრძნობები. შეშლილი იყო. რეალობას უკვე ვერ არჩევდა ზმანებისგან. მისი სიყვარული ავადმყოფობაში გადაზრდილიყო და ერთკვირიანი წამლების კურსის შემდეგ, ვითომ გონს მოგებულს, სასტიკი უარი განეცხადებინა ფსიქიკურათ შეშლილთა კლინიკაში მოთავსებაზე.
- ნინო, ვიცი, რომ დავაშავეთ, მაგრამ ადამიანები ვართ. ყველა ვუშვებთ შეცდომას. ასე ზედმიწევნით პატიოსნებას ვერ მოითხოვ. რატომ, იცი?
- რატომ?
- იმიტომ, რომ არ არსებობს. ჩვენ ყველა ბნელი აზრების მონები ვართ. როგორც ვაზროვნებთ და რასაც ვფიქრობთ, იმის გარშემო ვმოძრაობთ წრიულად. კარგი ფიქრები ყოველთვის კარგს შობს. ცუდი კი, პირიქით. ყველაში არსებობს პოტენციური მკვლელი, მოძალადე და საღი ადამიანი. შენ რომელს გააღვიძებ - აი ეს არის მისია. ამაში გვცდის ღმერთი სწორედ. - დიმიტრის ყბები დასჭიმვოდა. დასთან ბრძოლა უკვე აღარ შეეძლო. მოთმინებას იჩენდა მისი კაპრიზების მიმართ, რადგან ნინო ავად იყო. და ძალიან უყვარდა, მაგრამ არც თვითონ გრძნობდა თავს კარგად. დიმიტრის შიგნით ემოციათა და გრძნობათა საშინელი ქაოსი შერეოდა ერთმანეთს. აქ გამარჯვებული და დამარცხებული არ არსებობდა. აქ იმას ჰქონდა მნიშვნელობა, რომელს ჩათვლიდა დიმიტრი კარგად ან ცუდად. ის საკუთარი თავის არაჩვეულებრივი ფსიქოლოგი იყო, რაც მუდამ ეხმარებოდა წინსვლაში, მაგრამ ამასთანავე, სინდისი ქენჯნიდა მის „მე“-ს, რადგან ადამიანობა ჯერ არ დაჰკარგვოდა.
- ნინო, წამოდი დაიძინე. - მხარში ამოუდგა დას და ერთად დატოვეს კაბინეტი.
ნინო ტიროდა. კადრებად ახსენდებოდა მისი და ლევანის ბოლო, თბილი საუბარი ამ კაბინეტში. მაშინ ეგონა, რომ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. მაშინ არ უფიქრია, რომ ყველაფერი ასე აეწყობოდა, მაგრამ ხვდებოდა, თავისი ბრალი იყო. თავისი აზრების მონა გახდა. აირია ყველაფერი გარშემო მხოლოდ იმიტომ, რომ ძლიერი ვერ აღმოჩნდა. სუსტი იყო ამ სამყაროსთვის.
საბანი გადააფარა დამწუხრებულ დას. შვებას ვერაფრით პოულობდა დიმიტრი პირველი. იცოდა, ყველაფერი მარტივად არ მოგვარდებოდა. რაღაცისთვის ემზადებოდა მისი სხეული. ეს მეტამორფოზა მისდა უნებურად მიმდინარეობდა. თან ჩუმად და გაურკვევლად.


--------ტორო--------

მივხვდი, რომ აღარაფერს ჰქონდა აზრი. ვერ ვბრაზდებოდი და ვერც ვცოფდებოდი. უბრალოდ ამის მიზეზი არ გამაჩნდა, რადგან არავინ ვიყავი მისთვის.
ტელეფონი ავიღე და გაშტერებულმა დავხედე. ერთიანად დავიძაბე. ნუთუ შუბლზე მეწერა, რომ ყველას ფეხით უნდა გადაევლო ჩემთის? აუცილებელი იყო, ყველაფერი მეთქვა და მეყვირა იმისთის, რომ მიმხვდარიყვნენ, მეც როგორ მტკიოდა?
ბავშვობიდან ასეთი ვიყავი, არაფერს ვიმჩნევდი. იმდენად დიდი მოთმინების უნარი მქონდა - როგორც თხის რქას შეეფერება - რომ გარეგნულად ეს ყველაფერი საოცრად ინფანტილურ და „ამჩემფეხება“ განწყობას იძენდა. ამიტომ, ლოგიკურად, ყველას ზედაპირული ვეგონე.
მაგრამ ასე არ იყო, რადგან ამ ყველაფრის მიღმა აისბერგის კანონი მოქმედებდა. გარედან დანახული ათი პროცენტი, შიგნით მყოფ ოთხმოცდაათ პროცენტს ნამდვილად არ უდრიდა. ბევრად აღემატებოდა.
უნივერსიტეტში რობოტივით ვმოძრაობდი. ჟანის სისულელეებს ყურადღებას არ ვაქცევდი. მეტინგიცებოდა, როგორც შეეძლო. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, დამერეკა თუ არა ლევანისთვის კიდევ ერთხელ.
რატომ მიკვირდა, რომ შეიძლებოდა ქალი ჰყოლოდა? არ მიკვირდა, მაგრამ საშინლად არ მსიამოვნებდა. მზად ვიყავი, ის საშინელაქცენტიანი ქალი დამესახიჩრებინა. წარმოვიდგენდი, როგორ ვურტყამდი ცხვირში და სიამოვნებისგან ვიღიმოდი.
ჟანმა შემამჩნია და მკითხა, რა მაცინებდა. მისთვის ახსნის თავი არ მქონდა. უბრალოდ დავემშვიდობე და ავტობუსის გაჩერებასთან მივედი.
სახლში მისულს, ნინკას შეტყობინება დამხვდა სკაიპში. მეუბნებოდა, რომ აუცილებლად დამერეკა, როცა მოვიცლიდი. ვუპასუხე, რომ დღეს არ მეცალა და მომდევნო დღეში აუცილებლად შევეხმიანებოდი. აღარ მიპასუხა. ალბათ არ იყო საიტზე, ამიტომ ლეპტოპი დავხურე და აბაზანისკენ წავედი.
ლევანისთვის მიცემული პირობა უნდა შემესრულებინა.
აბაზანაში შესვლის წინ, ტელეფონმა დარეკა.
- ალო, როგორ ხარ? - მისი ნერვიული ტონი ვიცანი და გამეღიმა, რადგან მივხვდი, გაიაზრა, რომ ყველაფერი გავიგე. ალბათ ჩაუკარკლიდა ქალბატონი ამბებს.
- კარგად, ლევან, შენ? - ჩვეულებრივად ვუპასუხე. ალბათ ეგონა, რომ გადავიფიქრებდი წასვლას და ნიადაგს მისინჯავდა.
- არამიშავს. რომელზე გამოგიარო? - არ ელოდა ამ რეაქციას და ამოისუნთქა.
- ჩვეულებრივად, როგორც შევთანხმდით. რაც შეეხება კაბას... - მინდოდა რაღაც მეთქვა, მაგრამ შემაწყვეტინა.
- შენ უბრალოდ ყველანაირად მოემზადე. კაბას მე მოგიტან. - ბედნიერმა მითხრა და ტელეფონი გამითიშა.
საშინლად მსიამოვნებდა ამ ადამიანის არსებობა, ისეთი რაღაცნაირი იყო...
ჩვენი არეული და ქაოსური ურთიერთობაც პარადოქსულად მაგიჟებდა. თმები გავისწორე და მსუბუქად შევიკარი. შუაზე გავიყავი და გრძელი ჩოლკა წინ ჩამოვიგდე. თვალებზე შავი ჩრდილები წავისვი და ხორცისფერი პომადა გადავიტარე ტუჩებზე. სასიამოვნო სურნელის კრემი გადავინაწილე სხეულზე და „ნარცისო როდრიგესი“ ვიპქურე. ეს სუნამო არაბმა შეიხმა მაჩუქა კაზინოში და ძალიან მიყვარდა.
წითელი ბიუსჰალტერი და ტრუსი ერთმანეთს აკვდებოდა. ასევე, წითელი ფეხსაცმელი, რომელიც სულაც არ იყო ძვირადღირებული, მაგრამ, როგორც ვიტყოდით - „ვიდიანია“ იყო.
მზად ვიყავი.
ხალათი ჩავიცვი და ლევანს კარი გავუღე.
თვალები დახუჭული ჰქონდა, მხოლოდ კაბა მომაწოდა, რომელიც შავ პარკში იყო გახვეული.
- რატომ არ ახელ თვალებს? - სიცილით ვკითხე და შიგნით შემოვუშვი.
- მინდა, ერთიანობაში აღგიქვა. - მანაც სიცილით მიპასუხა და ჩემს გამორთმეულ პარკს ხელი ააყოლა.
- დამელოდე. - იდუმალი ხმით ვუთხარი და გავუჩინარდი.
- სიცოცხლის ბოლომდე. - ჩუმად ჩაიდუდღუნა ლევანმა, მაგრამ მე მაინც გავიგე და სიამოვნების ბუსუსებმა დამაყარა.
შავი ატლასის კაბა ავიღე. იმდენად სასიამოვნო მატერია იყო, რომ ლამის ხელში ჩამადნა. რატომ ველოდი სასწაული თვლებით გაფორმებულ კაბას, არ ვიცოდი, მაგრამ ფაქტი იყო, მისი უბრალო გემოვნება ჩემსას ემთხვეოდა. ჰქონდა ბიჭს გემოვნება. იცოდა, რაც მიხდებოდა.
ცხოვრებაში პირველად ნარცისიზმმა შემიპყრო და სარკეს თვალს ვერ ვაშორები. იქიდან სხვა გოგო მიყურებდა.
საკუთარი თავით ტკბობას ვაგრძელებდი, რადგან ესთეტიურობის მოყვარული ვიყავი. ვგიჟდებოდი სილამაზეზე.
ვიცოდი, რომ მე ვიყავი სარკეში, მაგრამ მაინც სხვა მეგონა ის ადამიანი. ვფიქრობდი, რომ შორიდან ვზვერავდი ვიღაც ულამაზეს გოგოს. მაგრამ მალევე დავრწმუნდი აზრების ალოგიკურობაში და ოთახი დავტოვე.
ლევანი მოტრიალდა და მის თვალებში ყველაფერი ნათლად დავინახე.
- ქალღმერთი ხარ! - ორი სიტყვა მითხრა და ჩემკენ მომავალი გზა ორ ნაბიჯში დაფარა.
ერთიანად ვხურდი.
გავიაზრე, რომ ქალღმერთი დამიძახა და ვიგრძენი, როგორ ამიჩქროლდა სისხლი ძარღვებში. ნაზად შემეხო ხელზე და დახრილი თავი თითებით ამაწევინა.
- რას არ მივცემდი, ახლა წასასვლელები რომ არ ვიყოთ. - ვერაგულად გამიღიმა და ჩემს კისერში ჩარგო თავი. - მმმ. - ხმაურიანად ტკბებოდა ჩემი კანის სურნელით და მეც ნეტარებაში მაგზავნიდა. ნეტარება არა, მაგრამ ჯანდაბაში ნამდვილად ვაიყავი.
მალე მომშორდა და ხელი თავზე გადამისვა. აშკარად თავის გაკონტროლებას ცდილობდა.
სახლიდან ორივე ერთად გამოვედით. კაბის ბოლოები ლამაზად ავიკეცე და მანქანის კარები ნაზად მოვკეტე. ლევანი სწრაფად მოთავსდა მძღოლის ადგილას და პარიზის ქუჩებში მოსიარულე ათასობით მანქანას შეუერთდა.
საკირველი იყო, მაგრამ გზაში საუბრის სურვილი არც ერთს გაგვჩენია. თითქოს ვტკბებოდით ამ უჩვეულო მდგომარეობით. არც მე ვსაუბრობდი მის ერთი დღის გასართობ ქალზე, რომლის ხმაც ისევ უაზროდ მიწუოდა ყურებში. არც ლევანი ცდილობდა რამის ახსნას. მხოლოდ ახლა მოვიფიქრე მისი შეთვალიერება და ლამის ენა პირში ჩამივარდა.
- ყოველთვის შავებს იცვამ? - დავუსვი თავისივე შეკითხვა და მის შავ პერანგს დავაკვირდი, რომლის ზედა ორი ღილიც გახსნილი ჰქონდა.
მანქანას რატომღაც შუბლშეკრული ატარებდა. ყოველთვის ისეთი დაძაბული იჯდა, თითქოს ავარიის მოლოდინში იყო და მობილიზირებას საჭიროებდა.
- ღმერთკაცია. - ჩავიბურდღუნე ჩუმად და მხოლოდ ბოლოს გავაცნობიერე, რომ ხმამაღლა გამომივიდა. - მგონი ვერ გაიგო. - საკუთარ თავი დავამშვიდე და ფანჯრისკენ გავიხედე.
ოცწუთიანი დუმილის შემდეგ, მაღალ შენობასთან გავჩერდით. დერეფანში ბევრი ჟურნალისტი შეკრებილიყო. თავი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“-ის, ან ფილმის “ეშმაკი ატარებს პრადა“-ს პერსონაჟი მეგონა. გახსოვთ მომენტი, სადაც, ენ ჰეტეუეი ერთ-ერთ საღამოს, ულამაზესი შავი კაბით, პაპარაცების ობიექტივში ხვდება?
ყველგან კამერების განათება მჭრიდა თვალს. ათასი ადამიანის ზუზუნი ჩამესმოდა და გიჟს ვემსაგვსებოდი. ლამის გადავიფიქრე და იქიდან უკანმოუხედავად გავიქცი, მაგრამ ლევანს ამის საშუალება არ მოუცია. ხელი წელზე მომხვია და მომხიბვლელად გამიღიმა.
- გაიღიმე. უბრალოდ გაიღიმე და საკმარისი იქნება. - კბილებდაკრეჭილმა ჩამჩურჩულა და ჩემს ალენძილ სახეს ყურადღება არ მიაქცია.
ის ყველას თავს უქნევდა, ხელს ართმევდა. მის გარშემო ჟურნალისტები სასწუალ დღეში იყვნენ. თითქოს ჩუმი სამყაროდან, საშინლად ხმაურიანში გადავები და ეს უკიდეგანო პარალელი მაგიჟებდა.
- ლევან, მე მეგონა უბრალო შეხვედრა იქნებოდ. ჩვენ რა, წითელ ხალიჩაზე ვართ? - ამ შემთხვევაში მეტაფორულად არ გამომივიდა ნათქვამი, რადგან ძირს დავიხედე და დავინახე, რომ ნამდვილად წითელ ხალიჩაზე მივაბიჯებდი. - ნეტავ ახლა დედაჩემი მიყურებდეს. - საკუთარ თავს ვუთხარი და ისევ ლევანს შევხედე თვალებში ჩამდგარი დახმარების თხოვნით. ისიც ყველას დაემშვიდობა და დერეფანში შევედით.
რადიკალურად განსხვავებული გარემო დაგვხვდა. ყველაფერი ჩაჩუმდა, მაგრამ ხალხის ნაკლებობას არც ეს ადგილი განიცდიდა.
- ოხ, ლევან! - ინგლისურად მოსაუბრე, შუახნის, ოდნავ ჭაღარა კაცი მოგვიახლოვდა. საკმაოდ სიმპატიურად გამოიყურებოდა. განსაკუთრებით, მისი არაბუნებრივად თეთრი კბილები იქცევდა ყურადღებას.
- გამარჯობა, ნიკ. მიხარია შენი ნახვა, მეგობარო. - ლევანმა ხელი გაუწოდა და მეგობრულად ჩამოართა. შემდეგ ნიკმა თავისკენ მიიზიდა და ორი მამაკაცი ჩემ თვალწინ თბილად ჩაეხუტა ერთმანეთს.
- გეყო, ლევან. გვერდით ასეთი ქალი გვიდგას და ჩვენ კი ერთმანეთს ვეხუტებით. სასაცილოა, მომშორდი, თუ ღმერთი გწამს. - სიცილით მოშორდნენ ერთმანეთს.
ნიკი ისეთი კაცების სიას მიეკუთვნებოდა, პირველივე წამიდან რომ დადებით განწყობას შეგიქმნიდნენ. რაღაცნაირად დადებით მუხტს ატარებენ და შემდეგ მას შენც გადმოგცემენ, არ გიტოვებენ იმის მეასედ შანსსაც, რომ შემდეგ ცუდად განეწყო.
- გამაცანი გოგონა. კარგია, რომ ჩემი თხოვნა გაითვალისწინე.
- გაიცანი, ეს საქალბატონე ტოროა. საქართველოდანაა.
- ოოო, ქართველი ქალები ყოველთვის გამოირჩეოდნენ სილამაზით. არც თქვენ ხართ გამონაკლისი, გოგონა. - გამიღიმია ნიკმა და ხელზე მეამბორა.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა, ბატონო ნიკ. იცით, აქაურობამ გამაოგნა. - გულწრფელად ვუპასუხე და სახეში შევცინე.
- არ მიკვირს, ნამდვილად. აქაურობა ყველას აოცებს. აი, თქვენ კი, მეორე საოცრება იქნებით დღევანდელ საღამოს. ლევან, ფრთხილად მეგობარო, ეს ქალი საშიშია. - იდუმალი ხმით რჩევა მისცა და დიდი მოწიწებით გაგვშორდა.
- სასიამოვნო კაცია. - ჩუმად ვუთხარი ლევანს, რომლის სახეც საშინლად არ მომწონდა. მის მზერას თვალი გავაყოლე და ჩემ წინ ლამაზი ჰაბიტუსის ქალი გაჩნდა.
- გამარჯობა, იდუმალო. - მისი ხმა ვიცანი. ვხვდებოდი, რომ თბილისი პატარა ქალაქი იყო, მაგრამ პარიზიც თუ ასეთი პატარა იქნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი.
- გამარჯობა. - ჩემდა გასაკვირად, ლევანს ხმის ტემბრში არც გაღიზიანება და არც მობეზრებულობა არ დატყობია, პირიქით, ერთობ სასიამოვნოდაც შეხვდა ქალს. - იცი, აქ მე პარტნიორთან ერთად ვარ. მერე ვისაუბროთ. - უბოდიშოდ მომკიდა ხელი და დარბაზში შემიყვანა.
როდესაც რომელიმე ადგილას პირველად ვხვდებოდი, ფერები მჭრიდნენ თვალებს. ოქროსფერისა და თეთრის სიჭარბე, სამოთხის ილუზიას მიქმნიდა. ასე მეგონა, მუზეუმში ვიყავი და ყველა სასწაულ ექსპონატს ელოდებოდა. მომართული მზერით თუ ვიმსჯელებდით, ჩემი და ლევანის ტანდემი უნდა ყოფილიყო ეს უკანასკნელი.
- გითხარი, რომ ქალღმერთი ხარ, არა? - მისი ცხელი სუნთქვა ყურთან ახლოს ვიგრძენი და ცოტა ხნის წინანდელი უსიამოვნო შემთხვევა დამავიწყდა.
ხალხს მალე გადაუვიდა შოკი და ყველაფერი გრადუსში შევიდა. სასიამოვნო მელოდია, ჩუმი საუბრები, სუფთად გამოწყობილი მიმტანები, რომლებიც მაღალ ფუჟერებს დაატარებენ მოხერხებულად, დახვეწილ გარემოს ქმნიდა. ამ უკანასკნელმა კი ჩემი თავი გამახსენა და გამეცინა.
ლევანი გაქრა.
- გამარჯობა. - არაბუნებრივად დაბალი ბარიტონი მომესმა და სწრაფად შევტრიალდი.
- გამარჯობა. - ფრანგულად ვუპასუხე და მისი წითელი ქოჩორი შევათვალიერე.
- იცით, თქვენ ამ დარბაზში ძალიან ჩანხართ. - თქვა. ამ წინადადების შემდეგ ყურადღებით დავაკვირდი.
ჩემზე ბევრად დაბალი იყო და ოდნავ პუტკუნა. წითელი თმა და წითური წვერი პარადოქსულად აცილებული იყვნენ ტონალობებს, რადგან ალბათ თმა შეღებილი ჰქონდა, წვერი კი ნატურალური, მაგრამ კარგად მოვლილი.
- თქვენი გარეგნობა დისბალანსირებულია. - ინგლისურად ვუპასუხე და მუქ თაფლისფერ თვალებში მივაშტერდი.
- პარდონ, თქვენ ულამაზესი ხართ და მე თქვენთან შემოთავაზება მაქვს. - მანაც ინგლისურად გააგრძელა და უხერხულად შემათვალიერა.
სტერეოტიპულად აზროვნება დავიწყე და მისი ჩაცმულობის, ქცევით თუ ლაპარაკით დავასკვენი - ნამდვილად გეი იყო, ანუ ჩემთან საფლირტაოდ არ იყო მოსული.
- ეს ჩემი ნომერია. კარგად გადაგიხდით, თუ ერთ შემოთავაზებაზე უარს არ მეტყვით. ეს თქვენც წაგადგებათ, თუ მოდელის კარიერაზე ფიქრობთ.
- საიდან მოიტანეთ, რომ მოდელობა მინდა? - ვუპასუხე ახალი ინფორმაციით შოკირებულმა. მილიონობით გოგო პარიზში მხოლოდ იმიტომ ჩამოდიოდა, რომ მოდელის კარიერა აიწყო და ისინი ჩემზე ბევრად კარგად გამოიყურებოდნენ, მაგრამ შერჩევიდან შერჩევამდე იფიტებოდნენ. ეს კაცი კი მოდელობაზე მე მელაპარაკებოდა.
- თქვენ რა, მოდელი არ ხართ? - გაოცება არ დამალა.
- არა, მე მომავალი ფსიქოლოგი ვარ.
- ლამაზი. ოხ, კიდევ ჭკვიანიც. ღმერთო, ის თქვენ ხართ! -აღფრთოვანებული უკრავდა ტაშს და თვალებაბრჭყვიალებული მიყურებდა.
- იცით, მე უნდა დაგტოვოთ.
ჩემს თვალთახედვას არ გამოჰპარვია კუთხიდან გამოსული ლევანი, რომელსაც ღიმილი დასთამაშებდა და მის უკან მომავალი ქალი. ღმერთო, ეს ქალი მაგიჟებდა! ასე მეგონა, ძირს გავიშოტებოდი, შეურაცხყოფის ტალღა მიპყრობდა და მისკენ მიმათრევდა. მარტო მყოფს რაც უნდოდა, ის ეკეთებინა, მაგრამ იქ ვიყავი და ასე არ უნდა მივეგდე.
- თქვენი სახელი? - კაცი თავს არ მანებებდა.
- ტორო. - მოკლედ მოვუჭერი და ლევანისკენ გავიხედე.
- ოო, მშვენიერია, მშვენიერია. ბრენდია უკვე, ბრენდი. - გამიღიმა და ხელში სავიზიტო ბარათი მომაჩეჩა. - აუცილებლად დამირეკეთ. - ახლოს მეჩურჩულა და ისევე გაქრა, როგორც გამოჩნდა.
მიმტანს ბოკალი გამოვართი და ხალხს შევერიე. ლევანს ვერ ვხედავდი.
მუსიკის ხმა შეწყდა, შუქიც ჩაქრა და მხოლოდ ერთი დიდი პროჟექტორი აინთო სცენასთან. მის შუაგულში კი ნიკის სილუეტი გამოჩნდა.
- ჩემო კარგებო, თქვენი აქ დანახვა ჩემთვის დღეს დიდი პატივია. თქვენ იცით, მე როგორ მიყვარს საზოგადოება. ეს დიდი ცნებაა. ჩვენ ერთმანეთისთვის შექმნილნი ვართ. ვაკეთებთ ჯინაზე ყველა საქმიანობას, სხვის დასანახად. იმისთვის, რომ მათ იგრძნონ, რამდენად კარგები ხართ თქვენ სხვასთან შედარებით. ეს დიდი ძალაა. ჩვენ ერთმანეთის მამოძრავებელი სულები ვართ. - ფუჟერი ძირს დადო და მიკროფონი ხელში მოიმარჯვა. - იცით, მე ყოველ დილით ვდგები და ლოცვას ვიწყებ იმისთვის, რომ ჩემი ოჯახი კარგად იყოს. იმისთვის, რომ ჩემი კოლეგები კარგად იყვნენ. ახლობლები, მეგობრები და უბრალოდ ყველა ადამიანი. კარგია მანქანები, რომლებსაც ჩვენ ვაწარმოებთ, თუნდაც ის ღვინო, რომელიც ჩემს ჯიბეში ფულს დებს, მაგრამ ადამიანობასა და სიყვარულზე დიდი და მტკიცე არაფერია. თქვენ გაგიმარჯოთ, ჩემო ადამიანებო! მადლობა დაფასებისთვის. - ნიკმა სიტყვა დაასრულა და ყველამ ერთბაშად დაუკრა ტაში. მისმა სიტყვებმა ჩემზეც იმოქმედეს.
- კარგი ორატორია. - ყურთან ახლოს ლევანის ხმა მომესმა. რა დღე იყო ასეთი? ყველა რატომ მეჩურჩულებოდა? ან ეს უცნაური თავზე დადგომა რაღაც ახალი ტრენდი იყო?
- კი. სად იყავი?
- მოდი, ვიცეკვოთ. - კითხვას თავი აარიდა და საცეკვაო დარბაზში გამიყვანა. ფრანგულ ნაზ მელოდიაზე ლამაზად ვირწეოდით.
- ლევან, შენი ვერ გამიგია. რა გინდა ჩემგან ან რა არ გინდა, იქნებ მითხრა? - შეწუხებული თვალებით შევხედე. ვეცადე, მის მზერაში რაიმე დამეჭირა, მაგრამ არ გამომივიდა.
- იცი, არის რაღაცები, რასაც ვერ იტყვი და ვერ აგიხსნი. მართლა, თვითონაც არ ვიცი, ეს რა არის, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ნამდვილია.
- ნამდვილია?
- ყოველ შემთხვევაში, არაფერი აქვს საერთო ფანტაზიასთან.
- ყოველთვის მაბნევ და კითხვაზე პასუხს თავს არიდებ. იმ ქალთან რა გინდოდა?
- ანუ მაინც ვერ მოითმინე, ხო? - მისმა ამ ტონმა საშინლად გამაღიზიანა. ცეკვა შევწყვიტე და გარეთ გავედი. გამომყვა და დერეფანში გამაჩერა.
- კარგად მისმინე. კი, გუშინ მოხდა რაღაც, მაგრამ დღეს მე აქ შენთან ერთად ვარ და ეს იცოდე, არასდროს დავუშვებ ჩემს პარტნიორს შეურაცხყოფა მივაყენო. - მისმა ტონმა ეჭვები გამიფანტა, მაგრამ მაინც უნდობლად ვუყურებდი. - გესმის? - ოდნავ ხმამაღლა მკითხა.
- კი, მესმის. - ჩუმად ჩავიდუდღუნე.
- წავიდეთ, ხო? - თბილი მზერა მომატარა და შიგნით შემიყვანა.
ყველას დავემშვიდობე. ნიკმა ღვინო მაჩუქა. მითხრა, რომ ძალიან გაუხარდა ჩემი გაცნობა და პირობა ჩამომართა, რომ ხშირად მოვიკითხავდი. მეც გამოსვლა შევუქე და აღტაცებულმა დავტოვე შენობა.
გზაში ისევ არ ვსაუბრობდით. ძილი მომერია, მაგრამ არ დამიძინია. სასიამოვნო სიმღერა ისმოდა, მაგრამ სახელი არ ვიცოდი. არც ლევანსთვის მიკითხავს.
მანქანა სასტუმროს წინ გააჩერდა. მის მიერ დასახელებული სახელი გამახსენდა და მივხვდი, რომ მასთან მივედით.
- კი, მაგრამ სახლამდე არ მიმაცილებ? - გაკვირვებულმა შევხედე.
- გამოვიცვლი და ვივახშმოთ. მერე კი წაგიყვან შენთან ან თუ გინდა, გიქირავებ ერთ ოთახს და დარჩი ერთი ღამით.
- არა, არ მინდა.
- გთხოვ. - საწყალი თვალებით მიყურებდა. - მხოლოდ ვახშამი, ძალიან დავიღალე.
- კარგი, მხოლოდ ვახშამი.
მის ნომერში ავედით. გზად ყველა უღიმოდა, კონსიერჟიდან დაწყებული, რეგისტრატორით დამთავრებული.
- აქ ყველას უყვარხარ? - თვალებმოჭუტულმა ვკითხე.
- მე ხომ მათ ფულს ვუხდი. - ღიმილით მიპასუხა და ნომერში პირველი მე შემატარა.
- სააბაზანოში შევალ. შენ იქამდე რამეს უყურე. პულტი არაა საჭირო. უბრალოდ ტაში დაუკარი, აი ნახე... - ტაში შემოჰკრა მან და ტელევიზორიც ჩაირთო. მე გაკვირვებისგან თვალები ავახამხამე და მერე მას შევხედე.
- რა სასაცილო ხარ. - თბილად გამიღიმა და მომიახლოვდა.
- სულაც არა. - სისხლი გამეყინა მის შემოხედვაზე.
- შენი არკოცნა ახლა ცოდვაა, იცი? - მოგუდული ხმით მითხრა და ტუჩებზე დამაცხრა. მისმა ცხელმა სუნთქვამ მთელი ტანი დამიბუსუსა. სულში სითბო ჩამეღვარა და მივხვდი, რომ ეს კაცი მიყვარდა. მისი ნაზი შეხება თავს მაკარგვინებდა, მაგრამ მოულოდნელად შევჩერდი. კადრებად დამდევდა ძველი მოგონებები. დიმიტრის შეხება გამახსენდა და ელექტროდენებმა დამიარეს.
- არა, არ შემიძლია. - საწოლზე მოწყვეტით დავეხეთქე და ცრემლები წამომივიდა.
- ჩშშ, გეყოს, დაწყნარდი. - თავზე მომეფერა და მეც ქვითინით ვუპასუხე. მისი პერანგი ჩავბღუჯე და ცხვირი მის მხურვალე კისერში ჩავყავი. იქ ისეთი სითბო დამხვდა, რომ გავბრუვდი და ტირილიც დამავიწყდა.
- შემომხედე. მე შენ არ გატკენ. უბრალოდ მენდე. - თავდაჯერებულმა მითხრა და თვალებში შემომხედა.
მივენდე და ცრემლები მოვიწმინდე. თვითონ მივუახლოვდი და ნაზად შევეხე ათრთოლებული ბაგეებით. ჯერ გემო გავუსინჯე და ნაზად ვკოცე. მას რეაქცია არ ჰქონდა, არ ამყვა. შემდეგ უფრო მოვინდომე და ამჯერად გემრიელად დავუკოცნე ჯერ ზედა, შემდეგ კი ქვედა ტუჩი. თავი ვეღარ შეიკავა და ხელებში მომიქცია, ალერსიანად დამეკონა და ღვთაებრივი ნეტარება ჩამეღვარა სხეულში. მისი უხეში და ამავდროულად სასიამოვნოდ ცხელი ტუჩები, ჩემი სახის ყველა ნაკვთს ღრმად სწავლობდნენ.
- ასე, ჩემო პატარა, ასე. - ჩურჩულს განაგრძობდა, მე კი ერთადერთი სიტყვა მიტრიალებდა თავში და ლამის მეყვირა, რომ ეს კაცი მიყვარდა.
ატლასის ნაჭერი ერთი ხელის მოსმით გამხადა. შემდეგ ჩემს წითელ ბიუსჰალტერს დახედა დაბინდული თვალებით და სწრაფად გაიხადა პერანგი. მის ტანს თითებით შევეხე. თვალები დავხუჭე სიამოვნებისგან. უგზოუკლოდ დავატარებდი მათ, ფრჩხილებით კონტურები მოვხაზე და ბოლოს ჩემკენ მოვიზიდე. მოშვებული დამეცა ზემოდან და მკერდზე მაკოცა. ნეტარების ბგერები მომწყდა პირიდან. გადმოვატრიალე და ზემოდან მოვექეცი. ქვემოდან ამომხედა და ჩემკენ გამოიწია, წელზე ხელები მომკიდა და მომიჭირა, მაგრამ უკან დავაბრუნე ბალიშზე და ბიუსჰალტერი გავიხსენი.
ამჯერად ძალა აღარ მეყო მის შესაჩერებლად. თავისკენ მომქაჩა და მკერდში თავი ჩამიყო.
ჩუმად გმინავდა და ჩემი კოცნით ვერ ძღებოდა. მეც თმაში თითები შევასრიალე და მოვქჩე. არანორმალურად მსიამოვნებდა ყველაფერი. მისი თითოეული შეხება. სიამოვნების ზენიტს მაშინ მივაღწიე, როდესაც კერტები მომიწუწნა. ოხვრა დავიწყე და თან თვალებს ვერ ვახელდი, ის კი არ ჩერდებოდა.
- რა გემრიელი ხარ. - თავისთვის ჩაილუღლუღა და ისევ ტუჩებზე დამაცხრა. ქვემოთ მომიქცია და კისერზე მაკოცა. ენის წვერით მუცლამდე ჩავიდა და საბოლოოდ დამაკარგვინა გონება და აზროვნების უნარი.
მხოლოდ იმას ვახერხებდი, რომ ვიკლაკნებოდი და სიამოვნების ბგერებს ვუშვებდი. შარვალი გაიხადა და ნელი ბიძგებით მოყენებული ტკივილის დასაფარად, ტუჩებზე მისი ფაფუკი ბაგეების შეხება მალე ვიგრძენი. ვიგრძენი, როგორ ჩაიღვენთა სითბო ორგანიზმში და მის ცხელ სუნთქვას როგორ მოყვა ხმაურიანი კოცნა კისერში. ზემოდან დამემხო და ორივემ, ნეტარებისგან დაცლილებმა, ხმაურიანად დავიწყეთ სუნთქვა.
- საოცარი ხარ, პატარა ქალო. - აბრჭყვიალებული თვალებით შემომხედა და შუბლზე მკოცა. ასე მეგონა, ყველაზე ფაფუკი არსება ვიყავი დედამიწაზე.
- მიყვარს. - კიდევ ერთხელ ვუთხარი ჩემს თავს და თვალები დავხუჭე. ასე მეგონა, გვერდით მძინარე მამაკაცი კი არა, აგიზგიზებული კოცონი მეწვა.


-------ავტორი--------

მე მინახავს, ადამიანები დაბადებულან, როგორც მხეცები და ბოლოს წრუწუნებად გადაქცეულებს, შეუფარებიათ სხვების კალთებში თავი.
მე მინახავს, ადამიანები დაბადებულან წურბელებად და აუშენებიათ სასახლეები.
მე ბევრი რამ მინახავს და ბევრიც გამიგია. არაფერი მიკვირს თითქოს, მაგრამ მაინც აღმოჩნდება ხოლმე სასწაული, რომელიც პირს დაგვაღებინებს და მიწიერებიდან გამოგვთიშავს.
კაცობრიობა ყოველთვის იპოვის მისთვის აღმოუჩენელს და ეს გააძლებინებს მას ყოფას და, თუ ადამიანებს აღარ ექნებათ სინათლის სხივისა და ახლის ნახვის სურვილი, მაშინ დაღუპულა კაცთა მოდგმა.
ახალია ადამიანებში სიყვარული. სასაცილოა, მაგრამ ეს მარადიული გრძნობა, რომელიც ყოველთვის არსებობდა, მაინც ახალია. იმდენჯერ ნაცადი და მაინც უცდელი. რატომ? იმიტომ, რომ ის ყველასთან სხვადასხვანაირად მოდის. ყოველ ჯერზე სახეს იცვლის და ვერც ერთი მატყუარა იქნება ისეთი დამაჯერებელი, როგორც ეს გრძნობა და ვერც ერთი კეთილშობილი ადამიანი იქნება ისეთი წრფელი, როგორც მარადიული სიყვარული.
დახრილი ასოებით ჩაიწერა ეს სიტყვები დღიურში, რომელიც ძლივს ჩაეტია ეგრეთ წოდებულ“კლაჩში.“
ბედნიერი ქალი კი მიწვა მთლიანად მინდობილი სასურველი კაცის გვერდით. კაცისა, რომელიც ყველაფერს ერჩივნა ამ წამს. კაცისა, რომელიც უყვარდა, თან ზუსტად ისეთი, როგორიც იყო.

------ტორო------

სასიამოვნო შეგრძნებით მგამეღვიძა. ვგრძნობდი, რომ ჩემ გარშემო გაზაფხული ტრიალებდა. მუცელი კიოდა, გონება წიოდა. ცხვირით ვიგრძენი მისი სურნელი და ხარბად ჩავისუნთქე, რომ არასდროს დამვიწყებოდა.
ჩემი ბედნიერება მწვერვალებს ეთამაშებოდა. მის სახეს თითები დავადე და კონტურები შემოვხაზე. ვბედნიერდებოდი მისით. მოწოლილი გრძნობები ვერსად გავუშვი და ჩემთან დავტოვე. ისინი თანდათან იბერებოდნენ და მეშინოდა, რომ გასკდებოდნენ, რადგან ვერ ვიტევდი.
- რა უცნაურია ეს ცხოვრება. რა მემართება? - ტრიალებდნენ შეკითხვები ტვინში და ყველა ხვეულს აწყდებოდნენ. პასუხს ვერ ვპოულობდი, რადგან ლევანის ნაპირწკლები, კიბოს მეტასტაზებივით, გულისა და ტვინის ყველა უჯრედს ედებოდნენ, ღვივდებოდნენ და სითბოს მიღვრიდნენ. ხან მუცელში მჩხვლეტდნენ, ხან სახესთან.
ვიხსენებდი მის ყველა მოძრაობას და ქცევას და ერთი წამითაც ვერ ვადარებდი იმ საშინელ ღამეს. ეს სასწაული შეგრძნებები, ახლოსაც ვერ მივიდოდნენ იმ ცხოვრელურ ვნებასთან. გუშინდელი ჩვენი საქციელისთვის, თავისუფლად შემეძლო მეწოდებინა „სიყვარულით დაკავება,“ როგორც ამას რუსები იტყოდნენ. მაგრამ ამის წარმოდგენის მაინც მეშინოდა, რადგან არ ვიცოდი, რას ფიქრობდა ლევანი ჩემზე. მე მიყვარდა, მაგრამ მას? საკითხავი ეს იყო.
იმედგაცრუებამ ამიტანა და შიშმა შემიპყრო. იქნებ მე სხვას ვფიქრობდი და მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა? იმდენი „იქნებ“ მიგროვდებოდა ტვინში, რომ ცოტაც და გავგიჟდებოდი.
სახე მომექუფრა.
გამახსენდა ის გამონათქვამი, რომ სექსის შემდეგ ქალებს ყოველთის მიმზიდველად ეჩვენებათ მამაკაცები. აი, მამაკაცებს კი პირიქით. რატომ მახსენდებოდა ასეთი სისულელეები და საერთოდ, რატომ ვინტერესდებოდი ამით? სრული აბსურდი იყო. საკუთარ თავს გავუბრაზდი და საწოლიდან ფრთხილად ავდექი.
უცნაურები ვართ ქალები. ჩვენს ტვინში რომ წამის მეასედში ფიქრები გაირბენენ, ისინი მამაკაცს ოცი წელიც რომ მისცე, თავში აზრად არასდროს მოუვათ.
როგორც წესი, ლევანის შავი პერანგი ჩავიცვი და ცხვირზე ვაკოცე საყვარელ მამაკაცს. ვერ ვძღებოდი მისი სურნელით, რადგან ეს უკანასკნელი საშინლად არომატული იყო. მისი სუნამო და სისუფთავის სუნი თავგზას მიბნევდა და ვოცნებობდი, რომ გაღვიძებოდა.
კადრებად ვიხსენებდი გუშინდელ ღამეს - მისი შეხება მთელ სხეულზე, ჩემი კრუნჩხვა და ორივეს სიამოვნებაში ამოსვრილი ხელები.
სააბაზანოში შევედი და წყალი გადავივლე. მისი დუშგელით დავიბანე და თან თვალები დავხუჭე.
ვერც კი ვხვდებოდი, როდის მოვასწარი მისი ასე შეყვარება. ფაქტი იყო, ყოველთვის მაგიჟებდა, მაგრამ ამ ვითომ გამოგონილმა პეპლებმა ჩემს მუცელში, როდის მოასწრეს გამოჩენა? შეკითხვებით დავხუნძლე საკუთარი თავი და აბაზანიდან გამოვედი. ისევ ლევანის პერანგი ჩავიცვი, სველი თმა უკან გადავიყარე და კარი ფრთხილად დავკეტე.
იმ წუთას კაკუნის ხმა გაისმა და გასაღებად წავედი. ახალგაზრდა ბიჭი ჩემ დანახვაზე შოკირებული არ დარჩენილა. დარწმუნებული ვიყავი, მისთვის ასეთ ფორმაში მყოფი მეათასე სტუმარი მაინც ვიყავი.
საჭმლით სავსე გორგოლაჭებიანი მაგიდა ფრთხილად შემოვაცურე ოთახში და მადლობა გადავუხადე შავგვრემან ბიჭს. მაგიდაზე კრუასანები, ყავა, მარწყვი, შოკოლადის მუსი და ფორთოხლის წვენი ეწყო. ვერაფერს იტყოდი, იდეალური საუზმე იყო. ვერანდაზე გავედი და რბილ სავარძელში ჩავეშვი. არ ვიცოდი, ლევანს რა ენერგია შეიძლებოდა დაეხარჯა გუშინ, ფაქტი იყო, გემრიელად ეძინა.
- რა არის ბედნიერება? - ალბათ მეათასედ ვუსვამდი ამ შეკითხვას საკუთარ თავს, მაგრამ ისევ არ მქონდა პასუხი. ალბათ, საყვარელი ადამიანისგან იგივე გრძნობა მაკლდა. ხო, ნამდვილად ასე იყო.
მაგიდაზე დადებულ ლევანის ლეპტოპს დავწვდი და მუხლებზე დავიდე. სკაიპში შევედი და მომენტალურად ნინკას წერილს მოვკარი თვალი.
- აქ ხარ?
- კი, ამ წამს შემოვედი. შენ რა, ვანგა ხარ? - მივწერე და ღიმილიანი კაცუნებიც არ დამიშურებია მისთის.
- ჰა, ჰა, ჰა. ხო აბა, არ იცოდი? მიდი, დამირეკე.
დავურეკე. ზუსტად ორი ზარის შემდეგ აიღო წითელ ხალათში გამოწყობილმა. ჩვენს ძველ სახლს შევხედე და ოდნავ, მაგრამ მაინც ვიგრძენი საქართელოს მონატრება.
- სად ხარ? - ხედით გაკვირვებულმა ნინკამ ემოციურად მკითხა.
- სად ვარ და ლევან მაჩაბელის ნომერში. გუშინ სექსი გვქონდა. - ვითომც არაფერი, ისე ვუთხარი და მისი სახე არ შევიმჩნიე. ორწუთიანი დუმილის და ნინკას ჩამოგდებული ყბის შემდეგ, თავი ვეღარ შევიკავე და გამეცინა.
- გაგიჟდი? რა გაცინებს? მითხარი, რომ ტყუილია.
- ნინკა, ხომ იცი, შენ ჩემი ერთადერთი მეგობარი ხარ. არ მოგატყუებ, მართლა. გუშინ ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო ღამე იყო. - არ ვიცოდი, ქალური თავმოყვარეობის ბრალი იყო თუ რის, მაგრამ ეს სიტყვები ჩუმად ვუთხარი, რადგან შეიძლებოდა ლევანს გაღვიძებოდა და მოესმინა.
- არ არსებობს! დეტალებში, დროზე! - მბრძანებური ტონით თქვა და წარბები მაღლა ასწია.
- რა დეტალები გინდა ადამიანო, მეტი? მთელ ღამეს დაწვრილებით ხომ ვერ მოგიყვები? თან, არ გაიგოს. აქ არის.
- ვაიმე, ახლა გავგიჟდები!
- არ გაგიჟდე, დამშვიდდი. ყველაფერი რიგზეა.
- შენ რა, გიყვარს? ხო, ხო გიყვარს. აბა, სხვა ვარიანტში...
- მოდი, ყველაფერს აქ და ახლა ნუ მომაყოლებ. დაგირეკავ სხვა დროს. - მავედრებელი თვალებით შევხედე. მიხაროდა მისი საქციელი.
- კარგი, ტორ. იცოდე, რომ მიყვარხარ. - ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა და მისი გამოსახულება ეკრანიდან გაქრა.
- მეც მიყვარხარ. - ჩუმად ვუთხარი, მაგრამ გვიანი იყო, ვერ გაიგო.
მიხაროდა, რომ არსებობდა.
ფიქრები მაშინ გაწყდნენ, როცა ლევანის მზერა ვიგრძენი. საოცარი იყო, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, როდის მიყურებდა.
- გაიღვიძე? - ღიმილით ავდექი თეთრი, ფუმფულა სავარძლიდან და საწოლისკენ ნელი ნაბიჯებით წავედი.
- სტოპ, გაჩერდი! - ახალგაღვიძებულისთვის შეუფერებელი ხმით გამაჩერა და ჩემკენ შეცვლილი თვალებით გამოიხედა. თეთრი ზეწრიდან მისი ოქროსფერი ფეხი მოჩანდა, გულ-მკერდზე გადაღეღილი ჰქონდა საბანი და ბალიშზე მიყრდნობილი ამაყად მიყურებდა. - ჩემი ქალი ხარ. უნაკლო ქალი. - სწრაფად ადგა და ახლოს მოვიდა. სრულიად შიშველი მომეკრო. სირცხვილი უკან გავაგდე და მეც მოვეხვიე.
- მინდა, რომ მაკოცო. აი, აქ. - ტუჩზე ხელი დავიდე და გაბრწყინებული თვალებით შევხედე. გააზრება ვერ მოვასწარი, რომ ტუჩებზე მეტაკა და კედლისკენ წამიყვანა. თავისი ფეხი ჩემს ფეხებშუა შეაცურა და ხელი ბარძაყზე აასრიალა, ძლიერად მომიჭირა და ჩემი კვნესა დააიგნორა.
- ნუ კვნესი და კრუტუნებ. იცოდე, აღმაგზნებ.
- მართლა? მეც ეგ არ მინდა? - გამარჯვებული ტონით ვუთხარი და საწოლთან მისულს ხელი ვკარი.
- ოჰო, პანტერამ გაიღვიძა შენში? - სიცილით შემომხედა და ჩემკენ წამოიწია, მაგრამ ზემოდან დავაჯექი და მუცელზე ვაკოცე. თავი უკან გადააგდო და თან ჩემს თმას ჩაეჭიდა.
ნელა შევახე ბაგეები და თითოეული სუნთქვა გავწელე. ვერტიკალურად გავუყევი და ერთი წამით შევჩერდი, შემდეგ მის კისერში ჩავრგე თავი და სველი კოცნებით დავაჯილდოვე. თვალები მიებლიტა და დავინახე, სიამოვნებისგან როგორ გაგიჟდა.
- ასე არ შეიძლება. - ჩახლეჩილი ხმით მითხრა და მეც მოულოდნელად მოვწყდი. დიდ სიამოვნებას მოკლებულმა, გაოცებით შემომხედა.
- გვეყო გორიალი. ადექი, ჰაერი ჩავყლაპოთ.
- ოხ, ეს ქალები. - ხელი ჩაიქნია და აბაზანაში შევიდა. - არ გინდა, ერთად ვიჭყუმპალაოთ, თეთრო პანეტერავ? - წარბები სასაცილოდ აათამაშა და თვალი ჩამიკრა. თავი გავაქნიე და ლიფის ძებნა გავაგრძელე.
ტანსაცმელი შეძლებისდაგვარად სწრაფად ჩავიცვი. ჩემი კაბა ზედმეტად შელახული იყო. არ მიკვირდა.


***
ხანდახან ბედნიერებას არაფერი სჭირდება, მხოლოდ ადამიანი, გრძნობები და სურნელი. სიყვარულის ფორმულა, რომ არსებობდეს... ეჰ, ნეტავ არსებობდეს... სუფთა და აბსოლუტური. მაგრამ არ არსებობს....
ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ უახლოეს წარსულში ერთმანეთისთვის მხოლოდ ვნებების ამფურჩქვნელი პირები იყვნენ, ახლა შეფერადებული თვალებით მოძრაობდნენ მსოფლიოს ყველაზე რომანტიულ და ძირძველ ქალაქ პარიზში.
მეტამორფოზა განიცადა ორმა რადიკალურად განსხვავებულმა პიროვნებამ. ერთმანეთი და გრძნობა იპოვეს. რამდენი რამის თქმა შეუძლიათ თვალებს? ახლა უყურებდნენ ერთმაენთს თვალებში, ხელიხელგადახვეულები მიდიოდნენ და არაფერი აინტერესებდათ.


***
- იცი, ყოველთვის მაინტერესებდა, რას ნიშნავს, როდესაც სხვა განიჭებს იმას, რასაც შენ განიცდი.
- ბედნიერებას გულისხმობ?
- კი, ბედნიერებას. შენ განიცდი, მაგრამ მხოლოდ სხვა განიჭებს იმით, რომ უნდა განგაცდევინოს, რადგან...
- რადგან უყვარხარ.
- ხო, რადგან უყვარხარ.
- შენ ახლა ბედნიერი ხარ?
- კი, თან ძალიან. აი, ასე უაზროდ ვზივარ შენთან ერთად ამ უაზრო ადგილას, სადაც არაფერი ხდება საინტერესო. უაზრო ადამიანები დადიან ჩვენ გარშემო, უაზროდ მიედინება დრო და იცი, მხოლოდ შენ ხარ აზრიანი.
- საინტერესოა. - კაცს გაეღიმა და გოგონას თმაზე ჩამოუსვა ხელი.
- რა გამოდის, ბედნიერება უაზრო აზრიანობაშია?
- ეგრე გამოდის.
- სისულელეა.
- შეიძლება სისულელეა, მაგრამ შენთან ერთად ახლა აქ ყოფნა, ჩემთვის ყველაზე სულელური ბედნიერებაა. - ფრთხილად დაიხარა მამაკაცი გოგონასკენ და ცხვირზე აკოცა.
- ერთ არაჩვეულებრივ ადგილას უნდა წაგიყვანო. საფრანგეთში ვენახები მაქვს და სახლი გვაქვს აშენებული. პარიზიდან ცოტა შორსაა, მაგრამ გპირდები, არაჩვეულებრივ დროს გავატარებთ იქ მე და შენ.
- თუ მარტო მე და შენ ვიქნებით, მაშინ წავიდეთ. - ჩაეხუტა სასურველ მამაკაცს და ცხვირი ღრმად ჩაყო მის კისერში.
აუტანელი ყოფილა მარტოობის სავანე. დინჯად მიაბიჯებ შენს განკუთვნილ გზაზე სრულიად ცარიელი, მარტოხელა. უკვე აღარც ამაყი გქვია და აღარც მედიდური. არაფერი გიღობავს გზას, მაგრამ გინდა გადაგიღობოს და შეგაჩეროს. ცოტა გამოგელაპარაკოს, იქნებ გამოცოცხლდე კიდეც, მაგრამ ასე არ ხდება. სულელივით მიაბიჯებ გზაზე და ფიქრობ: - იქნებ ოდესმე დასრულდეს ეს ჩამყაყებული ყოფიერება? იქნებ ჩემთანაც გამოასხივოს რამე მარადიულად სასიხარულომ? მაგრამ ხვდები, რომ ეს სასიხარულო მარადიული რომ იყოს, არანაირად დაგაინტერესებდა. იქნებოდა ისეთივე ცარიელი, როგორც მარტოობაა. მაგრამ ჯობია, ადამიანთან ერთად იყო მარტო, ვიდრე გარემოსთან, რადგან ჩვენ ყოველთვის მარტონი ვართ. იქნებ გავუზიაროთ ერთმანეთს ეს წამები? ასე უფრო არ მოვიწყენთ, ან თუ მოვიწყენთ, ეგოისტურად მაინც დავაბრალებთ ამას პარტნიორს.
ასეა, ეგოისტები ვართ მაშინაც კი, როცა გვიყვარს. მაშინაც კი, როცა გვძულს. ჩვენივე გრძნობებით და ემოციებით ვსაზღვრავთ გარშემომყოფთ. სამყაროს აღვიქვამთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა და გვაწყობს.
სხვა არ არსებობს, რადგან აქ მხოლოდ ჩვენ ვართ, აქ მხოლოდ ჩვენი ადგილია.


----ავტორი----

წარმოიდგინეთ, ოთახში შესულს, როგორ გეხვევათ თავბრუ, რადგან ნესტის სუნი გეცემათ ცხვირში, რომელიც სიგარეტის ბოლთან ერთად უღიტინებს ნესტოებს. იყურებით დაბლა, სადაც ჭუჭყითა და მტვრით გაჟღენთილი ხალიჩა, ფეხებზე ხავსივით გეკიდებათ. ჭაობისფერი, მძიმე და უხეში მატერია, შემოსასვლელიდან მისაღებში გადის, სადაც ხის ძველებური კარი ჰკიდია და ზანტად მოძრაობს. მონოტონურად ირხევა აქეთ-იქით, აქეთ-იქით. საათის წიკწიკიც კონტრასტს ქმნის ამ გულის გამაწვრილებელ ხმასთან. გვერდით სამზარეულოსა და ოთახებს არ იმჩნევთ და პირდაპირ მისაღებში შედიხართ.
გამეფებული ჩალისფერი თვალებს გატკიებთ და უგემოვნობის საშინელ იმპულსებს ტვინის უჯრედებს აწვდის. თქვენც, მომენტალურად სახე გეღრიცებათ, რადგან ხვდებით საშინელ და შეუფერებელ გარემოში. ისეთი წარმოდგენა გემქნებათ, თითქოს ამ სახლში საუკუნეა, არავის უცხოვრია და ახლა, ფანჯრის ჭრიალით გაღების შემდეგ, ყვავები ჰაერში ჭყავილით გაფრინდებიან.
ოთახის შუაგულში ერთი გაცრეცილი დივანი დგას, უსწორმასწოროდ მიყრილი ბალიშებით. ესეც ჭაობისფერია, მაგრამ ერთ დროს ვარგისიანობის მიუხედავად, ახლა საშინლად გამოიყურება. გგონია, დაჯდომისას ყველა მისი ნაწილი შეგერჭობა, ამიტომ უსიამოვნო შეგრძნებებს უკან აგდებ და იმ საათს უყურებ, რომელიც საშინლად ზუზუნებს და შენს ნერვულ სისტემას უხეშად ექცევა. საათი წიკწიკებს გაუჩერებლად. უკვე შუადღის ოთხი საათია. დიდი ისარი მძიმედ მოძრაობს და ზანტად ეხება თითოეულ ციფრს, თითქოს არ უნდა, მათთან ახლოს მისვლა, თითქოს გაურბის, მაგრამ ნელა.
მარჯვნიდან სახეს მარცხნივ ატრიალებ და მზერა გეყინება, რადგან გგონია, თითქოს ახლოს და ამავდროულად შორს ქალი ზის. გრძელი, ჭაღარა თმა დაწნული აქვს და გვერდით მოსროლილი. კოჭებამდე შავი კაბა მუხლებზე აქვს გადადებული. გინდა სახე დაინახო, მაგრამ ვერ ხედავ, რადგან ბნელა, მიუხედავად იმისა, რომ შუადღეა. ფანჯარასთან ფეხაკრეფით მიდიხარ მსუბუქი ნაბიჯებით, რადგან არ გინდა, ყურადღება მიიქციო, მაგრამ ის ვერ გხედავს და ვერც გამჩნევს, თითქოს ცნობიერება არ აქვს. ვერ აღიქვამს სულიერს. ფიქრობ: - იქნებ არ არის ცოცხალი? იქნებ სიზმარს ვხედავ?
მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად ცხადია, მას უახლოვდები. ქალი წერილს წერს. ლამაზი კალიგრაფია აქვს - დახრილი და მომრგვალებული ასოებით. არაჩვეულებრივი გადაბმებით სავსე ნაწერი იშლება შენ წინ და ვერ ითმენ, კითხვას იწყებ:
„ - ჩემო ლამაზო გოგო, მე შენ ბევრი რაღაც დაგიშავე. იმდენი შეცდომა დავუშვი ამ ცხოვრებაში, რომ ვერასდროს გამოვასწორებ, ვიცი.
უდიდესი ფილოსოფოსები ამბობდნენ: - ადამიანებს სიკვდილის წინ ყოველთვის ის უტრიალებთ თავში, თუ რას დატოვებენ, ამ ქვეყნიდან რომ წავლენ - დიდება, შვილები, სახელი, ფული. მე ვერაფერს ვტოვებ, რადგან შენ დედად ვეღარ აღმიქვამ. ხელები მიკანკალებს და ისე ვწერ ამ წერილს. ალბათ იფიქრებ, რამ გააგიჟა ეს დედაკაციო, მაგრამ სიკვდილის მოახლოება ყველას გვცვლის. ვიცი, რომ არ იტირებ და არც მიგლოვებ. გული მწყდება. გული მიკვდება. მე შენთვის ახლობელი არ ვყოფილვარ. არასდროს გვილაპარაკია დედა-შვილურად. მამაშენს ვღალატობდი, რადგან სუსტი ვიყავი და შენი მშურდა. საკუთარი შვილის სიძლიერის მშურდა. სმაც ამიტომ დავიწყე. სასმელში ხსნას ვპოულობდი და მან სიკვდილამდე მიმიყვანა.
იცი? ყოველთვის ლამაზი ვიყავი. განსაკუთრებით, ჩემი თმა და თვალები აგიჟებდა კაცებს. მე არავინ მაინტერესებდა, სიყვარული ჩემთვის გამოუცდელი ხილი იყო, რომელიც წიგნებში თუ მქონდა ამოკითხული. მარტივად არავის ვენდობოდი, იშვიათად მიხაროდა და ვიცინოდი.
მამაშენი ყოველთვის მძულდა, დანახვის წამიდან - სიკვდილის წამამდე, მთელი არსებული ცხოვრება. მე უსიყვარულობამ შემიწირა, მაგრამ ახლა, როცა ამ წერილს ვწერ და უკანასკნელ წერტილს ვსვამ, ვხვდები ერთს - მე შენ ძალიან მიყვარხარ და ამის გააზრებით ბედნიერად მივდივარ ამ წუთისუფლიდან. ყოველთვის იცოდე, ჩემო პატარა - დედიკოს ძალიან, ძალიან უყვარდი და უყვარხარ.“

ჩემს სალომეს, სიყვარულით დედა.

***
მოულოდნელად გადაწყდა მათი წასვლა ლევანთან. დიდ მინდორზე ჰქონდათ გადაჭიმული ვენახი და უვლიდნენ, როგორც შვილს. განაპირას დიდი, ორსართულიანი სახლი იდგა. საშიშიც კი იყო მისი რადიკალური სითეთრე. ხის ფანჯრებზე გისოსები იყო აკრული და ასევე მძიმე ხის კართან ერთად, სახლს ძველ და მდიდრულ სახეს აძლევდა.
- მზად ხარ, ჩემთან ერთად გადაეშვა რადიკალურად სხვა სამყაროში? - მამაკაცმა ჩუმად შეაპარა წინადადება და ამასთან ერთად მტკიცედ შეხედა სახეზე.
- მე შენთან ერთად ყველაფრისთვის მზად ვარ. - სახეშივე შეჰღიმა ქალმა და თვალებით მიეფერა. - ღმერთო, ჩემო, როდის გავხდი ასეთი?
- როგორი - ასეთი? - გაუკვირდა მამაკაცს.
- როგორი და არ ვიცი, ასეთი ქარაფშუტა.
- არა, ჩემო კარგო. შენ რასაც აკეთებ, ეგ ქარაფშუტობა არ არის. უბრალოდ ცხოვრებით ვტკბებით. რა საჭიროა ამდენი ზედმეტი საუბარი?
- ცხოვრება ერთხელ მოგვცემს ასეთ შანსს ხო?
- იმედი მაქვს, არაერთხელ და უფრო მეტად იმის იმედი მაქვს, რომ მე და შენ ამ შანსებს გამოვიყენებთ.
- გადავიდეთ, მგონი დროა. - ქალმა ლამაზად გადაიკისკისა და ფრთხილად გადმოვიდა მანქანიდან.
კომფორტისა და სიმშვიდის გრძნობამ ორივეს ერთდროულად დაუარა ორგანიზმში. ჰაერში ოდნავ ნესტის, მაგრამ ამასთანავე გრილი და სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. დიდი ბუხარი მისაღები ოთახის ნამდვილი ბურჯი იყო. მის გარშემო ლევანმა ბალიშები მიმოფანტა.
- მოდი, გაიხადე ეგ ქურთუკი. - ნაზად გახადა ქალს და თავისიც გადაკიდა დივანზე. ფარდები ჩამოაფარა და ბუხარი ააგიზგიზა.
გოგონა სიყვარულით გაჟღენთილი თვალებით უყურებდა ლევანს და უხაროდა მისი არსებობა. მის ყოველ მოძრაობას აყოლებდა მზერას. მამაკაცი როგორც იქნა, მორჩა საქმიანობას და ბუხრის წინ ჩამოჯდა ორი ბოკალითა და ღვინით ხელში.
- მე და შენ ერთად არასდროს დაგვილევია.
- მართალი ხარ. რომელი ღვინოა?
- წითელი, ნახევრად ტკბილი. ნამდვილი ფრანგული ჯიშის ყურძნისგან არის დამზადებული. - სწრაფად ჩამოურიკრიკა ლევანმა და წითელი სითხე ჭიქებში ჩამოასხა.
ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ და ისე მიირთმევდენენ ღვთიურ სასმელს. ორივეს უნდოდა რაღაცის თქმა, ორივეს უნდოდა შეხება და ემოცია, მაგრამ არც ერთი აკეთებდა არაფერს. უბრალოდ ისხდნენ და წრუპავდნენ სითხეს.
- რა გქვია? - ლევანმა შეპარვით ჰკითხა.
- სასაცილოა, ამას ახლა რომ მეკითხები.
- ჩვენი ურთიერთობა არ არის სასაცილო?
- მე არ მეცინება. - მოწყენით ჩაილაპარაკა ქალმა.
- მე არ ვამბობ, რომ არასერიოზულია. უბრალოდ ვამბობ, რომ სასაცილოა და ძალიან საინტერესო ეს ყველაფერი.
- ჩემს სახელს ადრე თუ გვიან გაიგებ.
- მოგწონს საბედისწერო ქალის როლის თამაში? - წარბები ირონიულად აწკიპა ლევანმა.
- არა, ჩემო კარგო. კი არ ვთამაშობ - ვარ კიდეც.
- ნუთუ?
- გინდა დაგიმტკიცო?
- დიდი სიამოვნებით მივიღებდი ამ გამოწვევას. - წარბები ეშმაკურად აათამაშა ლევანმა.
ქალმა ბრეტელი ნაზად გადაიწია, თავი გვერდზე გადააგდო და თითი აიტარა ლავიწზე. ხელის მტევნები უკან წაიღო და მარტივი მოძრაობით, ჰარმონიული ბალანსით ამოაძვრინა შავი მაქმანებიანი ბიუსჰალტერი. ლევანთან მიჩოჩდა და მკერდით აეკრო. კაცმა იგრძნო ქალის სირბილე და სითბო. ერთიანად შეაკანკალა და თვალებში ჩააჩერდა. მის მზერაში იკითხებოდა ნდომა, ვნება, ცეცხლი და კიდევ რაღაც - ეს რაღაც ამოუცნობი და მიმზიდველი იყო.
ქალმა უკან მოისროლა ბიუსჰალტერი და კაცის თითები მუცელზე აიტარა.
- გრძნობ, როგორ მაყრის ტაო შენს შეხებაზე? - ნაზად ამოუშვა ბგერები და მამაკაცს ყურზე სველი კოცნა დაუტოვა.
ლევანმა თავისდაუნებურად დიდი ნერწყვი გადაყლაპა და მექანიკურად დაუქნია თავი. ასევე მექანიკურად აატარა თითი მის სხეულზე და ჩამოატარა ნელა, ისე, რომ თითოეული წერტილი იგრძნო. ქალი მამაკაცს გადააჯდა და თავი უკან გადაწია. მზერა მოავლო სურვილანთებულ თვალებსა და მგრძნობიარე ტუჩებზე, რომლებიც ქალისკენ იწევდნენ.
- ჩვენ ეს ყველაფერი გაგვანადგურებს. - ქალმა საცოდავად ამოიხრიალა და მამაკაცის კისერში ჩაძვრა. კოცნით მიუყვებოდა თბილსა და სურნელოვან კანს და არ ბეზრდებოდა იმ სასიამოვნო ხმების მოსმენა, რომელსაც ლევანი გამოსცემდა.
- შენი არ ვიცი, მაგრამ მე უკვე გავნადგურდი. - მამაკაცმა ვეღარ მოითმინა და ხელის ერთი მოსმით ძირს დასცა ქალი, ზემოდან მოექცა და მკერდს დაეწაფა.
ათას სასიამოვნო სიტყვას ეუბნებოდნენ ერთმანეთს. მათი აქტი ერთდროულად ველური და რომანტიული იყო. მამაკაცი თითოეულ წერტილს უკოცნიდა ქალს და მის სურნელს ღრმად ისრუტავდა, თითქოს უნდოდა შეენახა ეს ყველაფერი და საჭირო დროს გამოეშვა მეხსიერებიდან.
- მიყვარხარ. - ქალმა უკანასკნელ ნოტზე ღრმად ამოიკვნესა და ეს სიტყვა წამოიძახა.
შემდეგ კი ორივეს ჩაეძინათ ერთმანეთზე ახლართულებს.

-----ტორო------

კიდევ ერთი სასიამოვნო დილა გათენდა ჩემს ცხოვრებაში. გავაანალიზე, რომ ეს კაცი მაბედნიერებდა. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი იყო და ჩვენ ერთად ვიყავით. ვუყურებდი, როგორ ეძინა და მის მამაკაცურ ნაკვთებს, თითით კონტურებს ვავლებდი. ბავშვივით უმანკო გამომეტყველება ჰქონდა მძინარეს. ისეთი საყვარელი იყო, რომ მინდოდა სულ მეყურებინა მისთის.
მანამდე არასდროს დავფიქრებულვარ ბავშვზე. მაშინ კი, ვფიქრობდი მისნაირ, პატარა ბიჭზე და სასიამოვნო სითბო მეღვრებოდა სულში. ვგრძნობდი, როგორ მიხაროდა მისი არსებობა და მეღიმებოდა.
ლევანმა შუბლი შეჭმუხნა და სახე მოისრისა. ახალგაღვიძებულმა ღიმილიანი მზერა მომაპყრო და ცხვირზე მაკოცა.
- დილითაც ულამაზესი ხარ. - მთქნარებით მითხრა ეს სიტყვები და გულმა კიდევ ერთი დარტყმა გამოტოვა.
- მადლობა, შენც. - გემრიელად გადავიკისკისე და მისი მოშტერებული მზერა არ შევიმჩნიე.
ერთიანად გადმოიწია ჩემკენ და ხელებში მომიქცია. კისკისს ვერ ვწყვეტდი. საშინლად გამაბა. მისმა სურნელმა მალევე ამიწვა ცხვირი და ვნებიანად მაკოცა. მკერდზე ხელი მომიჭირა და დავიკივლე, რადგან ძალიან მომისრისა.
- ჰეი, ვგრძნობ მაგ ნაწილს, სხეულისას. - დავუყვირე და გავებუსხე.
- მეც ვგრძნობ მათ სირბილეს და სიმკვრივეს. გემრიელობებია. - ირონიულად გამიღიმა და მუცელზე კოცნით ჩავიდა.
- მეღუტუნება. - დავიკლაკნე და სიცილი ვერ შევიკავე.
- გაჩერდი, გოგო. ნუ ხარ სულელი.
- არ ვარ სულელი. - ვუთხარი გულმოსულმა და საბანი დავიფარე. მოვიშორე და ხახამშრალი დავტოვე.
- აუ, კარგი, რა. ეს სილამაზე არ მომაკლო, გთხოვ. - პატარა ბავშვივით დაიწუწუნა და ჩემთვის საბნის გადახდას ეცადა.
- იწკმუტუნე ახლა. ღირსი ხარ. - გამარჯვებული მზერით ვუპასუხე და შიშველი ავდექი.
- სააბაზანო სად არის? - ვკითხე. ჩუმად მიყურებდა და თვალებში ცეცხლი უგიზგიზებდა.
მოულოდნელად წამოხტა სრულიად შიშველი და ხელში ამაფრიალა. მთელი გზა ვწიოდი, სანამ არ მივხვდი, რომ დუშის ქვეშ ვიდექით. თვითონ ამიქაფა სხეული და შამპუნიც დამასხა. ნელა და ნაზად მბანდა. მისი ყოველი შეხება საზიზღრად მსიამოვნებდა. მეც ავაქაფე და ბავშვებივით ორი საათი სიცილ-კისკისსა და ხვევნა-კოცნაში გავატარეთ. ბოლოს თვითონ გამახვია პირსახოცში და დედოფალივით დამაწვინა საწოლში. ისევ მომეფერა და მხოლოდ მაშინ მომშორდა, როცა ორივე შეგვაწუხა კუჭმა.


--------ავტორი--------

მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი, გაახარებს ვინმეს განა?!
ერთ-ერთ საღამოს, წყვილი განმარტოებულად იჯდა ეზოში და თვალს აყოლებდა უკიდეგანო ვენახების ორგანიზებულ წყობას.
- შენ რა, გიყვარვარ? - უთხრა მამაკაცმა და თავი ააწევინა დარცხვენილ ქალს.
- სასაცილოა, ხო? არა, სასაცილო კი არა - სატირალია, მაგრამ ასე გამოდის.
- სექსის დროს ქალები და კაცები ხშირად გრძნობებს ჰყვებიან და ამბობენ, რომ ერთმანეთი უყვართ, მაგრამ ეს ფარსია. შენ კი... მე დამამახსოვრდა იმ დროს შენი თვალები... მივხვდი, რომ სიმართლე თქვი.
- ეს განა ცუდია? მე არ ვიცი, მართლა მიჭირს, მივხვდე კარგს და ცუდს ამ სიტუაციაში. არ ვიცი, ეს გრძნობა რას მიზამს. ვიცოდი, უნდა დამემალა, მაგრამ ფაქტი სახეზეა.
- არ უნდა დაგემალა. მე ეს უნდა მცოდნოდა. აუცილებლად უნდა მცოდნოდა. - ღიმილიანი თვალები მიანათა გუნებაწახდილ ქალს და მოწყვეტით აკოცა სასიამოვნო ბაგეებზე.
- ირონიაა ალბათ. - თვალები გაუშტერდა ქალს.
- რა არის ირონია?
- ის, რომ მე ყოველთვის ვიშორებდი გრძნობებს, ემოციებსა თუ განცდებს. ჩემთვის მამაკაცი არ არსებობდა. აი, შენ კი, შემიყვარდი და მე არ მეგონა, თუ ოდესმე ამ გრძნობას გავიღებდი და სანაცვლოდ იგივეს ვერ მივიღებდი. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ქალმა და წამოსვლა დააპირა.
- ჯერ ყველაფერი წინ არის, ჩემო ლამაზო. - უკან დააბრუნა მამაკაცმა და კალთაში ჩაისვა.
- სალომე.
- რა? - გაიკვირვა მამაკაცმა.
- სალომე მქვია. - ღიმილს ვერ იშორებდა ბედნიერი სახიდან.
- გიხდება. - ლოყაზე უკბინა მამაკაცმა და ხელში აიტაცა სასურველი ქალი.


***
ლევანი საფრანგეთიდან ისე წავიდა, სიტყვაც არ დასცდენია სალომესთან. მხოლოდ მაშინ გააცნობიერა თავისი შეცდომა, როდესაც მისი რეისი ქუთაისის აეროპორტში დაეშვა. მძინარე ქალი მიატოვა უთქმელად და მხდალი ნაბიჯები გადადგა.
ქალი, რომელსაც უყვარდა.
ქალი, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა.
ქალი, რომელიც ზედმეტი კითხვების გარეშე აგრძნობინებდა თავს კარგად.
ქალი, რომელიც იდეალური იყო მისთვის.
ქალი, რომელიც აგიჟებდა სექსუალურად.
ქალი, რომელიც უსიტყვოდ უგებდა.
ქალი, რომლის ცივი და უგულო არსების მიღმა მგრძნობიარე და სათუთ ბუნებას მალავდა.
ქალი, რომელსაც სხვებზე მეტად ტკიოდა, რადგან ტკივილს მალავდა.
ქალი, რომლის თვალები ძირს აგდებდნენ.
ქალი, რომელმაც ყველაფერი აურია მის ცხოვრებაში და მოსვენება დაუკარგა.
ერთადერთი ქალი, რომლის გამოც, ღამით იღვიძებდა, რომ შეემოწმებინა, საბანი ხო არ ჰქონდა გადახდილი.
ახლა კი, იდგა დაბეჩავებული. თავისი სისუსტე ნერვებს უშლიდა. ხვდებოდა შეცდომას, მაგრამ წამითაც არ უფიქრია ტელეფონის ამოღება. საქართველოში ქართული სუნი იდგა - ზედმეტი სიამაყის. ის, რაც ხდებოდა პარიზში, პარიზშივე რჩებოდა. ლევანს ამ წუთას თავი ეზიზღებოდა.

***
დილით გაღვიძებულმა გვერდით სიცარიელე ვერ აიტანა. თავისი პატარა ოთახი ახლა უკიდეგანო ეჩვენა. ეგონა, ელანდებოდა ან სადმე წასული ლევანი წუთი-წუთზე გამოჩნდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
ადგილს ვერ პოულობდა, ყველაფერს ეჯახებოდა.
გავიდა საათი - ერთი, ორი, სამი. მთელი დღე გავიდა. მაგრამ ლევანი არ ჩანდა. არც ზარი, არც წერილი, არც ერთი სიტყვა.
მიხვდა, რომ შეცდომა იყო ყველაფერი.
მიხვდა, რომ არ იყო ბედნიერების ღირსი...
მერამდენედ მოუვიდა ასე, მერამდენედ ჩაეშვა ნეხვში... ეზიზღებოდა ყოველი სიტყვა, ყოველი აზრი, ყოველი შეხება...
გულში დანა ესობოდა და ყველაფერი, რაც გადაიტანა ერთად მოაწვა. ვეღარ მოითმინა ამდენი იმედგაცრუება და სიცარიელე. მისი სული დასახიჩრებული ეგდო მიწაზე და ბობღავდა. ვერაფერმა უშველა ცხოვრებისგან დაღლილს.
ერთი თვე ისე გავიდა, არაფერი გაუკეთებია. საშინლად გახდა. უკვე ადამიანს არ ჰგავდა. დახმარებას უარყოფდა. არავინ აინტერესებდა.
არავის ენდობოდა.
გრძნობა მოუკვდა, სული შეებღალა. იმდენჯერ გადაუარეს მის ქალობას და მეობას, რომ ძალა აღარ შერჩა.
იცოდა მისი ზოდიაქოს ამბავი. მიწის სტიქია იყო და ყოველთვის, როდესაც სარკეში იხედებოდა და ლავიწზე სვირინგს უყურებდა, ახსენდებოდა თუ რატომ ირჩევენ სიფრთხილით მისი ზოდიაქოს პატრონები საერთგულო ადამიანს. ისინი საშინლად რთულად იტანენ მათ დაკარგვას, რადგან დეპრესიულობა მათი ვნებაა. თუმცა, ძალების აღდგენის დროს, ორმაგდება მიღებული ტკივილი და მატულობს ჟინი. თავდაცვით ინსტიქტის დამატებული ჟინი.


***
მალევე წამოდგა ფეხზე. სწავლა სრული სვლით გააგრძელა. დაასრულა კიდეც უმაღლეს ქულებზე და ორთვიანი სტაჟირებაც გაიარა. სამოდელო სააგენტოდანაც დაურეკეს. ამჯერად უარი აღარ განუცხადებია. მისი განსხვავებული გარეგნობა და სახელი მალე გახდა პარიზის მოდის კრიტიკოსების საგანი. ყველაზე პირდაპირი და საზიზღარი კრიტიკოსი ვან დე პასიო, მის შესახებ დასმულ შეკითხვაზე ასე პასუხობდა.
„ - ტორო? ეს ქალია, მაგრამ ამავდროულად მასში იმდენი ცხოვრებისეული იკითხება, შეიძლება გაგიჟდე მისი დიდხანს ცქერით.“
ამ ადამიანის კომენტარმა ერთი-ორად ასწია ტოროს წონა მოდის ინდუსტრიაში. ის იყო საუკეთესო შეხამება ქალის, როგორც ამოუცნობი სილამაზისა და ინტელექტუალურობის.
პრესა ხმაურობდა მისი სახლის წინ. ყველას აინტერესებდა ტოროს პირადი ცხოვრება.
- რატომ ჩამოხვედით აქ? - ერთ-ერთ ინტერვიუზე შეეკითხა ახალგაზრდა ჟურნალისტი.
- იმიტომ, რომ მე აქ მეპოვა სიძლიერე. - ამაყად უპასუხა და თვალები ნელა დაახამხამა. მხოლოდ მან იცოდა, რამხელა გულის ტკივილს ატარებდა ამ სასურველი ცხოვრების მიღმა.
მის გარშემო კაცები ყოველთვის იყვნენ. ერთი-ორთან რომანის გაბმაც სცადა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. თვითონვე შეწყვიტა და პირში ჩალაგამოვლებული დატოვა პარიზის ელიტა.
სიგარეტს ეწეოდა ძალიან ბევრს. დღეში სამ კოლოფს. მხოლოდ მაშინ ასვენებდა ფილტვებს, როდესაც სვამდა.
სმასაც მოუხშირა. მთლიან ვისკის ბოთლს იყუდებდა ხოლმე და ასე ჩნდებოდა კამერების წინ.
თითქოს თავს აძულებდა ყველას, მაგრამ ეს პირიქით მოქმედებდა ადამიანებზე.
მისი პოპულარობა ზენიტში იყო უკვე.
ლევანზიე ფიქრს თავს უკრძალავდა. არც კი უნდოდა ის მამაკაცი გაეხსენებინა, რომელმაც ეს ყველაფერი დამართა. ერთხელაც არ დაურეკავს კაცს მისთვის. ის კი სიჯიუტეს არ აბიჯებდა.
ასე იყო ყველაფერი არეული მანამ, სანამ ფოსტით წერილი არ ჩამოუვიდა და, სანამ სკაიპში ნინკამ არ უთხრა, რომ დედამისი გარდაიცვალა. აქამდეც გარდაცვლილი ეგონა, მაგრამ ფაქტმა საშინლად ააღელვა. სააბაზანოში შევიდა და წყალი შეისხა სახეზე. შემდეგ ჩამოჯდა უნიტაზზე და კითხვა დაიწყო.


------ტორო-----

დედაჩემი დავასაფლავე...
მერამდენე ცრემლი მომდიოდა, უკვე ვერ ვხვდებოდი, ასე აღარ შეიძლებოდა. ყველაფერმა აზრი დაკარგა.
მხოლოდ ნინკა იყო ჩემ გვერდზით.
მუჭაში მომწყვდეული მიწა თვალდახუჭულმა დავაყარე ქალს, რომლისთვისაც ჯერ კიდევ ვერ მეპატიებინა...
ჩემ თავზე ვცოფდებოდი, რადგან მკვდარსაც ვერ ვპატიობდი. საერთოდ არ მქონდა თანაგრძნობისა და მიტევების გრძნობა.
ვერავის ვაპატიე, ვინც ტკივილი მომაყენა. შემდეგ კი ეს უპატიებლობა ჩემ თავსაც ვერ ვაპატიე.
საშინელი წრეები მოიხაზა ჩემს გონებაში და თვალებში დამიბნელდა.
ნინკამ თავისთან წამიყვანა...
მხოლოდ ის მიხარებდა გულს, რომ ჩემი მეგობარი ბედნიერი და ხუთი თვის ორსული იყო. ნიკო მამა გახდებოდა, ნინკა - დედა. ბედნიერები იყვნენ და მეც მაბედნიერებდნენ.
თბილისი ისევ ისეთი ბინძური იყო. ლევანი არ მინახავს. არავინ მინახავს ვინც არასაჭირო იყო... ვერ ვივიწყებდი მას, მაგრამ ვერც ვპატიობდი სიმხდალეს. არ მიყვარდა სუსტი მამაკაცები.

***
- გამარჯობა, ქალბატონი ტორო ბრძანდებით?
- დიახ, მე ვარ. ჩემი ნომერი საიდან გაიგეთ?
- იცით, ძალიან დიდი გამოძიება კი დამჭირდა ამ ყველაფრისთვის...
-....
- თქვენთან წინადადება მაქვს. იცით, საქართველოში თქვენით ამაყობენ. იქნებ მოგვცეთ უფლება, თქვენი საღამო გავმართოთ. სიტყვით რომ გამოხვიდეთ და ამასთან, ჩვენებას მოვაწყობთ. მე ამაში დიდ თანხას ჩავდებ.
- არ ვარ დაინტერესებული, უკაცრავად.
- იცით, მე ძალიან გთხოვთ. არ მახვეწნინოთ ამ ხნის კაცს.
- მოდით, შევხვდეთ. ჩემთან სახლში მობრძანდით. მე ორ დღეში საფრანგეთში ვბრუნდები და თუ ხვალ მოასწრებთ... ცოტა არარეალური და სასაცილოა.
- მოვასწრებთ. - მხოლოდ ერთი სიტყვა გაისმა და ყურმილი გაითიშა.
ერთ საათში კარში იდგა შუახნის მამაკაცი, შევერცხლილი თმითა და ხელოვნური სახით.
მოილაპარაკეს. ტოროს საღამო მომდევნო დღეს იქნებოდა.

-------ავტორი--------

არ არსებობს ძალა, რომელიც შეაჩერებს განგებას და ადამიანს, რომელიც მტკიცედ მიიწევს დასახული მიზნისკენ. გოგონამ ყველაფერს მიაღწია, რასაც ჰპირდებოდა საკუთარ თავს.
ის იყო ჭკვიანი, პატივსაცემი და დაფასებული. სწორედ ეს უნდოდა. სწორედ ამიტომ იყო მარტო. ამიტომ ატარებდა ამხელა ტვირთს.
ლამაზად გამოეწყო. ნამდვილად თვალისმომჭრელი იყო მისი სახე, ტანი და გამოხედვა. მეწამული ფერის კაბა ეცვა, უკან ამოღებული. თმები ლამაზად გადმოეყარა გვერდზე და ღვთაებრივი მიხვრა-მოხვრით მიიწევდა იმ სცენისკენ, რომელზე მდგომსაც უმეტყველო თვალებით შეხედავდნენ და არც დაინტერესდებოდნენ, რას იტყოდა.
ზოგიერთი სახელის, ზოგიერთი საკვების, ზოგიერთი კი, უბრალოდ პოპულარობის მიზნით მოსულიყო საღამოზე.
ნინკას აუკრძალა და სთხოვა, არ გამოჩენილიყო იქ, რადგან ბინძურ ხალხში არ უნდოდა მისი ხილვა. ისიც ეყოფოდა, თვითონ რომ ბინძური იყო.
მიკროფონი გადასცა წამყვანმა, რომელმაც მაშინვე მოიშორა მიმაგრებული ღიმილი სახიდან, როგორც კი კულისებში გავიდა. არავინ იცოდა, რას გრძნობა გოგონა იმ წამს, მაგრამ მან დაიწყო.
- იცით, რომ მე სალომე მქვია? ეს ბევრმა არ იცოდა. კიდევ, იცით, მე რა გამოვიარე? არა, თქვენ ახლა დგახართ და ელოდებით შოუს, გაფორმებებს, ფოირვერკებს. ათვალიერებთ ჩემს სამოსს, რათა შემდეგ, დიდხანს ილაპარაკოთ ამაზე. თქვენ ცარიელები ხართ. მეც. არ უარვყოფ, რომ არავინ მაინტერესებს აქ მდგომი. მე სულ ცალ ფეხზე თქვენი აღშფოთებული სახეები ამ წამს. თქვენი ფიქრები იმაზე, თუ რა საწყლად გამოვიყურები. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ზოგადად, ნერვი აღარ მიტოკდება. მე ყოველთვის ასეთი ვიყავი, განდიდების მანია შიგნიდან მჭამდა, მაგრამ ვაღიარებ, ამან მომცა მოტივაცია. მე არაფერი შემიქმნია, ხომ მართალი ვარ? არც ეს ტანსაცმელია ჩემი შექმნილი, მაგრამ რა საჭიროა? არა, მიპასუხეთ, ეს ტანსაცმელი საჭიროა? მე არ მიმაჩნია საჭიროდ... რატომ ვიხდით ამ ჩვარში ამხელა თანხას? - გოგონამ სახელოში ჩამალული დანა ამოაძვრინა და მარტივი მოძრაობით ჩახია კაბა ჯერ ფეხებთან, შემდეგ კი მაღლა.
დედიშობილა, დედიშობილა იდგა სცენაზე. ხალხი ახმაურდა და პაპარაცემა ფოტოაპარატების ჩხაკუნი დაიწყეს. იმ წამს მარმარილოს ქანდაკებას ჰგავდა ტორო, ხელშეუხებელსა და წმინდას.
- მე ბევრი შეცდომა დავუშვი, ბევრი გადავიტანე, მაგრამ არა, მე არ გადამიტანია, ვერ გადავიტანე.
შემდეგ კი იყო წითელი ფერი და განწირული კივილი. მოქნეული ხელი და სულსა და ხორცში ღრმად ჩამძვრალი დანის წვერი.
გაფატრული მუცელი და სუიციდის საშინელი ფორმა.
აყაყანდა ბრბო. სანახაობამ გააბრუა დარბაზი.
იყო თავდაპირველი განწირულობა და შემდეგში გაოცება. დახსნილი ყბები და გაუგებარი სიტყვები...
ყველა ერთს იუწყებოდა:
- მისივე საღამოს ტრაგიკულად დაღუპული სუპერ-მოდელის სუიციდი.
მიზეზი არავინ იცოდა, მაგრამ ფაქტი იყო, მეორე დილას სოციალური საიტები გადაჭედილიყო ამოუცნობი ტოროს სურათებით.
ფსევდოთანაგრძნობის სურნელი ტრიალებდა საქართველოსა და საფრანგეთში.

***
ორი მამაკაცის მაღალი სილუეტი ერწყმოდა ბუნების სურათს.
- არ უნდა შეგვყვარებოდა, რომ არ გვეტკინა. - თქვა ერთ-ერთმა და მეორეს შეხედა ამღვრეული თვალებით.
ორივემ თითო მუჭა მიწა მიაყარა...
ორივემ მოისვა თვალებზე ხელი...
ორივე ერთად დაუყვა გზას...
ორივე დიდ სიცარიელეს გრძნობდა მისი დაკარგვით...
ორივემ იცოდა, რომ მისი მსგავსი არავინ იქნებოდა...
ორივემ იცოდა, ისეთს, როგორიც დაკარგეს, ვეღარასდროს იპოვიდნენ...

1



№1 სტუმარი ნია

ვოოვ, არაჩვეუკებრივია

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინი

ისტორიაა მომეწონაა ❣❣❣მაგრამ ლევანს არ უყვარდა?? რატომ წავიდა ისე რომ არაფერი უთქვამს ტოროსთვის?

 


№3  offline წევრი ირო

რატომ დატოვა ლევანმა,რა მოხდა ასეთი,ნუთუ მხოლოდ პარიზულ თავგადასავლად უნდა დარჩენილიყო მათი სიყვარული.ვფიქრობ სალომემ ასე იძია ლევანზე შური.მოკვდე ასე ნიშნავს რომ ხარ ძლიერი.

 


№4  offline წევრი toroo

ინტერპრეტაციის საშუალებას გიტოვებთ ???? მახსოვს რომ ადრე ამ ისტორიამ ნახევარი 4 love გადამამტერასავით ????

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

თითქოს მიფუჩეჩებული დასასრული იყო,...

 


№6  offline წევრი ირო

toroo
ინტერპრეტაციის საშუალებას გიტოვებთ ???? მახსოვს რომ ადრე ამ ისტორიამ ნახევარი 4 love გადამამტერასავით ????

არა.რა უფლება მაქვს მწერლის გადაწყვეტილებას პატივი არ ვცე,უბრალოდ ასე დასასრულებლად დამენანა სალომე და ლევანი.მათი გიჟური თავგადასავალი.

 


№7 სტუმარი სტუმარი Alaskuna

ეს ისტორია ადრეც წავიკითხე, მიყვარს ეს ისტორია

 


№8 სტუმარი სტუმარი ქეთა

რაც ამ ისტორიაზე მიტირია. მეზიზღება ლევანი და დიმიტრი, ორივე ნაგავია. ორივემ გამოიყენა ეს გოგო.
ისეთი ემოცია დამიტოვა ტორომ, მინდა მაგრამ ვერ ვკითხულობ.

წინა ისტორიებს არ უწერია დასრულება?
მხოლოდ შენს გამო შემოვდიოდი ამ საიტზე:დდ მაგრამ გაუჩინარდი და შევეგუე. გააგრძელე რაა, დაუსრულებელი რაც გაქვს❤

 


№9 სტუმარი სტუმარი gvantsa

ესეთი დასასრული გამიკვირდა ძალიან, რა არის ყველა ბიჭი ნაგავიას თემაა თუ რა ??? : ))

 


№10  offline წევრი utsnobi

რა კარგი ისტორია და ასეთი სულელური დასასრული ნამდვილად არ შეეფერებოდა, ამდენი წვალების შემდეგ როცა რაღაცას მიაღწია თვითმკველობაზე დიდი იდიოტობა რა უნდა ყოფილიყო, ისტორია გააფუჭა

 


№11  offline წევრი toroo

სტუმარი ქეთა
რაც ამ ისტორიაზე მიტირია. მეზიზღება ლევანი და დიმიტრი, ორივე ნაგავია. ორივემ გამოიყენა ეს გოგო.
ისეთი ემოცია დამიტოვა ტორომ, მინდა მაგრამ ვერ ვკითხულობ.

წინა ისტორიებს არ უწერია დასრულება?
მხოლოდ შენს გამო შემოვდიოდი ამ საიტზე:დდ მაგრამ გაუჩინარდი და შევეგუე. გააგრძელე რაა, დაუსრულებელი რაც გაქვს❤



❤️❤️დიდი მადლობა ამ კომენტარისთვის, არ ვიცი შეიძლება გავაგრძელო კიდევაც, ახლო მომავალში ვგეგმავ

utsnobi
რა კარგი ისტორია და ასეთი სულელური დასასრული ნამდვილად არ შეეფერებოდა, ამდენი წვალების შემდეგ როცა რაღაცას მიაღწია თვითმკველობაზე დიდი იდიოტობა რა უნდა ყოფილიყო, ისტორია გააფუჭა



შეიძლება ასეცაა, უბრალოდ რეალურ ცხოვრებაში ადამიანებს ჰგონჯათ რომ ძლიერები არიან და ამას ყოველ წამს უმტკიცებენ თავს, მაგრამ ეს ილუზიაა ხშირ შემთხვევაში... რა თქმა უნდა ჩემი აზრია ❤️ მადლობა რომ წაიკითხე

 


№12 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან გამიხარდა შენი გამოჩენა გადარეულო.. ისეთი ცხოვრება ქონდა ტოროს არ მიკვირს ასეთი დასასრული..მისნაირები ეგრე ადვილად არ იკურნებიან.ვფიქრობ დიტოს მართლა უყვარდა ტორო რასაც ლევანიზე ვერ ვიტყვი.ფაქტია ლევანიმ გამოიყენა და უბრალოდ პარიზული თავგადასავალი იყო,რაც ტერომ ვერ დაიტია.უკვე ვეღარ აიტანა.მამაკაცი რომელიც სიგიჟემდე უყვარდა ასეთი აღმოჩნდა. საოცარი ისტორია საოცარი ამბებით.ასეც უნდა ყოფილიყო.მომეწონა თავიდან ბოლომდე.წარმატებები და არ დაიკარგოოო

 


№13  offline წევრი toroo

სტუმარი ნინო
ძალიან გამიხარდა შენი გამოჩენა გადარეულო.. ისეთი ცხოვრება ქონდა ტოროს არ მიკვირს ასეთი დასასრული..მისნაირები ეგრე ადვილად არ იკურნებიან.ვფიქრობ დიტოს მართლა უყვარდა ტორო რასაც ლევანიზე ვერ ვიტყვი.ფაქტია ლევანიმ გამოიყენა და უბრალოდ პარიზული თავგადასავალი იყო,რაც ტერომ ვერ დაიტია.უკვე ვეღარ აიტანა.მამაკაცი რომელიც სიგიჟემდე უყვარდა ასეთი აღმოჩნდა. საოცარი ისტორია საოცარი ამბებით.ასეც უნდა ყოფილიყო.მომეწონა თავიდან ბოლომდე.წარმატებები და არ დაიკარგოოო




❤️❤️ ვუაიმეე... მადლობა ❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი ლია

საშინელი დასასრული აქვს

 


№15 სტუმარი სტუმარი ანა

წავიკითხე იმიტომ რომ პერიოდი მაქვს სუბ კულტურის
და რომ მოვახერხე წაკითხვა ეს დიდი კომპლიმენტი ჩემგან
თუმცა იდეურად საშინელი ნაწარმოებია
გავლენები ცალსახა ბუკოვსკის
თუმცა თვითმკვლელი, რომ იდეალად არ აქციო და მოწვყვლად არსებად გამოიყვანო ამას დიდი შრომა და მუშაობა სჭირდება - აქ არ ჩანს .
ასევე მინდა ერთიანი ხედვა გაგიზაროთ, რაც მე დავინახე ეს არის ცხოვრების ციკლი სადაც ადამიანი ვერ გამოდის და ვერ იხსნის თავს , მიუხედავად ტკივილისა ცოდნისა და გრემოებებისა(ერთ პასაჟში ნიშცშეს კითხულობს , და ფსიქოლოგიას სწავლობს)
ის არის ქალი რომელიც იმსხვერპლა საკუთარმა პატივმოყვარეობამ,
და ვერმოახდინა იმ სივრცეში რელიზება რაც მოახდენდა მისი ფსიქიკის გაჯანსაღებას .

(კომპლიმენტი რომ ეს ცნობიერად თუ არაცნობიერად ასე ცალსახად აჩვენე)

აქ არავინარის ბედნიერებისთვის და ამას რაც მალე გავიაზრებთცხოვრებაში უმჯობესი ყველასთვის (და არა იდეუროად მხოლოდ რაც აღინიშნებოდა სალომეს შემთხვევაში ).

ასევე არავინ კვეთს იმ ადამიანს ვინც მასთან არ იკვეთება
ორივე მამაკაცი ხატსახეა ამ ქალის თავისებურად და იმ თვისებების რაც უნდა შეემჩნია და ვფრობ ეს ავტორმაც დაიანახა ერთ პასაჟში თუმცა არ განავითარა ...
მოკლედ ეს არის მანკიერი წრე რომელზეც უნდა გვეყოს ძალა ავმაღლდეთ და ამ ქალმა უბრალოდ უარეს ლაფში ამოჰყო თავი რასაც განდიდების თვითმკვლელი ჰქვია .
თუმცა მე მიმაქვს გულთან ახლოს
და ვუთანაგრძნობ მას.
მისი გულწფელი მიუღებლობისთვის საზოგადოებისა.

კიდევ ძალინ დიდი აქცენტირება გაკეთებული ქალზე როგორც ხორცზე და ვფირობ რომ ესეც იდეურად აცდენაა ძალიან დიდი .

როგორც მწერალს 10 ბალიანი სისტემიდან გიწერთ 5
როგორც იდეას 2
და როგორც მცდელობას რაც დროდადრო გამონათებდა 7
წარმატებები .

დამატებით ,

 


№16  offline წევრი toroo

სტუმარი ანა
წავიკითხე იმიტომ რომ პერიოდი მაქვს სუბ კულტურის
და რომ მოვახერხე წაკითხვა ეს დიდი კომპლიმენტი ჩემგან
თუმცა იდეურად საშინელი ნაწარმოებია
გავლენები ცალსახა ბუკოვსკის
თუმცა თვითმკვლელი, რომ იდეალად არ აქციო და მოწვყვლად არსებად გამოიყვანო ამას დიდი შრომა და მუშაობა სჭირდება - აქ არ ჩანს .
ასევე მინდა ერთიანი ხედვა გაგიზაროთ, რაც მე დავინახე ეს არის ცხოვრების ციკლი სადაც ადამიანი ვერ გამოდის და ვერ იხსნის თავს , მიუხედავად ტკივილისა ცოდნისა და გრემოებებისა(ერთ პასაჟში ნიშცშეს კითხულობს , და ფსიქოლოგიას სწავლობს)
ის არის ქალი რომელიც იმსხვერპლა საკუთარმა პატივმოყვარეობამ,
და ვერმოახდინა იმ სივრცეში რელიზება რაც მოახდენდა მისი ფსიქიკის გაჯანსაღებას .

(კომპლიმენტი რომ ეს ცნობიერად თუ არაცნობიერად ასე ცალსახად აჩვენე)

აქ არავინარის ბედნიერებისთვის და ამას რაც მალე გავიაზრებთცხოვრებაში უმჯობესი ყველასთვის (და არა იდეუროად მხოლოდ რაც აღინიშნებოდა სალომეს შემთხვევაში ).

ასევე არავინ კვეთს იმ ადამიანს ვინც მასთან არ იკვეთება
ორივე მამაკაცი ხატსახეა ამ ქალის თავისებურად და იმ თვისებების რაც უნდა შეემჩნია და ვფრობ ეს ავტორმაც დაიანახა ერთ პასაჟში თუმცა არ განავითარა ...
მოკლედ ეს არის მანკიერი წრე რომელზეც უნდა გვეყოს ძალა ავმაღლდეთ და ამ ქალმა უბრალოდ უარეს ლაფში ამოჰყო თავი რასაც განდიდების თვითმკვლელი ჰქვია .
თუმცა მე მიმაქვს გულთან ახლოს
და ვუთანაგრძნობ მას.
მისი გულწფელი მიუღებლობისთვის საზოგადოებისა.

კიდევ ძალინ დიდი აქცენტირება გაკეთებული ქალზე როგორც ხორცზე და ვფირობ რომ ესეც იდეურად აცდენაა ძალიან დიდი .

როგორც მწერალს 10 ბალიანი სისტემიდან გიწერთ 5
როგორც იდეას 2
და როგორც მცდელობას რაც დროდადრო გამონათებდა 7
წარმატებები .

დამატებით ,




ძალიან საინტერესო და სასიამოვნო კომენტარია, სიმართლე გითხრათ ეს ისტორია 4 წლის წინ დავწერე, ჩემი იმდროინდელი ასაკისა და გარემოებების გათვალისწინებით.

ახლა, როდესაც ვკითხულობ საერთოდ ვერ ვხვდები ეს როგორ დავწერე, საკმაოდ თვითკრიტიკული ვარ და ვხვდები ეს მე არ ვარ, არც ვყოფილვარ...

ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ...
იმედი მაქვს ჩემს ახალ ისტორიასაც წაიკითხავთ...
რომ დაასრულეთ კითხვა ეს უკვე დიდი კომპლიმენტია <3

 


№17 სტუმარი სტუმარი ანო

დიდებული ტორო...საინტერესო და უცნაური...სიყვარულის მონა...ის ორი მამაკაცი- ტიპიური დღევანდელი ღრუზინი მამაკაცი...2 სუსტი მამაკაცი, ლაჩარი და ეგოისტი. გულისრევა მამაკაცი

 


№18  offline წევრი Annia

მეორედ წავიკითხე წლების შემდეგ და ახლა უკეთესად გავიაზრე ❤️ მშვენიერი ნაწერია რადგან არ არის ის სიბანალურე და ადვილი დიალოგები როგორც უმეტესად უდევთ სხვა ავტორებს ❤️ თან დასასრული გიტოვებს გრძნობას და გამახსოვრევს ამ ისტორიას ❤️ ზიზღი და შეცოდება იყო ჩემი გრძნობები მაგრამ რა სავალდებულოა ყველა ისტრია ჰეპიენდით სრულდებოდეს ❤️ მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent