შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

9 მიზეზი, რატომ არის თხის რქა – საუკეთესო ადამიანი შენს ცხოვრებაში


26-10-2015, 21:54
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 089

ყველა სამეგობროში უნდა არსებობდეს ადამიანი, რომელიც ყველას მაგივრად დაგეგმავს, ყველას შეაკავშირებს და არასოდეს იწუწუნებს; ვიღაც, ვინც ყველაზე ძლიერი იქნება და თქვენზე პასუხისმგებლობას აიღებს.
ალბათ, მიხვდით, ვისზეც არის საუბარი. ის თავს მოგაჩვენებთ, რომ გართობა და საღამოები არ აინტერესებს, მაგრამ სტუმართა სიაში ის მაინც ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება.

ეს ადამიანი – თხის რქაა. თავადაც არ იცით, რატომ გსურთ, რომ ეს ადამიანი ყოველთვის თქვენ გვერდით იყოს და არასოდეს წავიდეს თქვენი ცხოვრებიდან.

1. ის პუნქტუალურია
თხის რქამ კარგად იცის დროის ფასი, განსაკუთრებით მაშინ, თუკი დიდ ქალაქში ცხოვრობს.
"თუკი დათქმულ დროზე 10 წუთით ადრე მიხვედი – ესე იგი, დროულად მიხვედი. თუკი ზუსტად დათქმულ დროს მიხვედი – შენ უკვე დააგვიანე". – ამ დევიზით ცხოვრობს თხის რქა.

2. ის შრომისმოყვარეა
დიახ, თხის რქის ნიშნით დაბადებული ადამიანები ზედმეტად ჩაციკლულები არიან კონტროლზე, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან შრომისმოყვარეები არიან.

მათ არ სჭირდებათ "მოტივაცია", რათა ნებისმიერ მომენტში წარგიდგინოთ საკუთარი შესაძლებლობებიდან საუკეთესო. თუნდაც "უმნიშვნელო" საქმეს თხის რქა მთელი მონდომებითა და ძალისხმევით ასრულებს.
თუკი დღეს თქვენი დაბადების დღეა, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ: თხის რქა იდეალურ საჩუქარს გაგიკეთებთ.

3. ის ყოველთვის მხოლოდ ლოგიკასა და ორგანიზებულობას ეფუძნება
როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები, თხის რქა ყოველთვის ლოგიკას ეფუძნება. ეს თვისება მას საოცრად გაწონასწორებულ ადამიანად ხდის. მისი ორგანიზებულობა – ბუნებრივად მინიჭებული თვისებების ნაწილია.
თხის რქა მკაცრად განსაზღვრულ სისტემებსა და გეგმებს მისდევს, რათა პრობლემებსა და მოულოდნელობებს აარიდოს თავი. თუკი თხის რქამ რაიმე დაგეგმა, ის აუცილებლად გააკეთებს ამას, რამდენად რთულიც არ უნდა იყოს ეს.
თუკი თხის რქასთან რაიმე საკითხზე კამათს გადაწყვეტთ, ის აუცილებლად მოგიგებთ ლოგიკით. და თუკი თქვენ მართალი არ ხართ, ამას აუცილებლად დაგიმტკიცებთ!

4. ის ამბიციურია
თხის რქის ამბიციურობა იმდენად მოტივირებულს ხდის თხის რქას, რომ ის, ფაქტობრივად, ნებისმიერ სიტუაციაში მზად არის სამუშაოსთვის. ის გამუდმებით იმაღლებს კვალიფიკაციას და იძენს ახალ-ახალ ცოდნას.
თხის რქა – მეგა-ამბიციური ადამიანია. ის ნამდვილად არ არის ის მეგობარი, პარტნიორი ან ოჯახის წევრი, რომელიც ცხოვრებაში დაგამუხრუჭებთ. პირიქით, ის ყოველთვის გაგამხნევებთ და დაგეხმარებათ, მიაღწიოთ წარმატებას. ეს თვისება, სხვათა შორის, თხის რქას საუკეთესო მშობლადაც აქცევს.

5. მას შეუძლია ჭკვიანურად ხარჯოს ფული
დიახ, თხის რქა გიჟდება სახელობით ბრენდებსა და მაღალტექნოლოგიურ ნივთებზე. მაგრამ ის არ დახარჯავს ფულს იმაში, რაც არ სჭირდება.

თხის რქა ყოველთვის "აწონის" ფასს გონებაში იქამდე, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეს.
მეორე მხრივ, მიუხედავად თავისი ხელმომჭირნეობისა, თხის რქას ხანდახან შეუძლია დაიხარჯოს და გაანებივროს საკუთარი თავი და მეგობრები.

6. ის კეთილსინდისიერია
ხანდახან თხის რქა ზედმეტად ჯიუტია, მაგრამ ყოველთვის – კეთილსინდისიერი.
მას ყოველთვის აქვს არგუმენტირებული აზრი ნებისმიერ საკითხზე და თქვენ ვალდებული ხართ, მოუსმინოთ! მაგრამ თხის რქა არასოდეს შეალამაზებს სიმართლეს და არ მოგატყუებთ.

მიუხედავად ამისა, თხის რქა ძალიან დელიკატური და ფრთხილია, როცა უსიამოვნო სიმართლე აქვს სათქმელი. მის დიდ გულს ეშინია, რომ სხვას არ ეტკინოს გული.

7. ის მომთმენია
თხის რქის მოთმინების უნარი – კიდევ ერთი უდიდესი მადლია, რაც მას ბუნებამ

მიანიჭა. ის ყველაზე მომთმენი ჰოროსკოპის ნიშანია მთელ თანავარსკვლავედში.

თხის რქას შეუძლია დიდი დრო დაუთმოს მნიშვნელოვან საკითხს, შეუძლია მშვიდად აკეთოს საქმე. მთავარია შედეგი.
თუკი გსურთ, ვინმეს გაუზიაროთ თქვენი ცხოვრებისეული სიახლე, იცოდეთ: თხის რქა ნამდვილად მოგისმენთ!
მისი მოთმინება – სხვისი ერთგულების გარანტიაა.

8. ის ერთგული მეგობარია
როცა თხის რქას პირველად ნახულობთ, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ არ არის დაინტერესებული ახალი ნაცნობობით.
ეს თავდაცვის ერთგვარი მექანიზმია. თხის რქას დრო სჭირდება, რათა გული გადაგიშალოთ და მეგობრად მიგიღოთ.
თუმცა, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, ძალიან ლოიალურები და თბილები არიან.

შუაღამისასაც რომ დაურეკოთ ატირებულმა, ის მაშინვე თქვენთან გაჩნდება და ყოველთვის თქვენ მხარეს იქნება.

9. ის აფასებს ოჯახს

თხის რქისთვის ოჯახი – ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც უყვართ და გვერდში უდგანან მას
და თითოეულ ამ ადამიანს შეუძლია დაეყრდნოს მას.

თხის რქას შეუძლია გათავისუფლდეს საკუთარი ამბიციებისგან, როცა ხედავს, რომ რომელიმე ოჯახის წევრს უჭირს – ეს თხის რქისთვის ბევრად მნიშვნელოვანი და ფასეულია, ვიდრე საკუთარი ამბიციები.

საერთო ჯამში, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ძალიან კარგად აბალანსებენ ყველაფერს და შეუძლიათ გაუძღვნენ ცხოვრების ნებისმიერ ასპექტს. ისინი დასაფასებლები არიან არა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვისთვის მაგალითნი გახდნენ, არამედ იმიტომ, რომ ისინი ის ადამიანები არიან თქვენი გარემოცვიდან, რომლებიც მზად იქნებიან თქვენ დასახმარებლად ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში.



№1  offline მოდერი ^paradise^

Rogor miyvars chemi zodiaqooo <3 :D

 


№2  offline წევრი andreik

დიდი ამბავი, მართლაც ლამაზი წაკითხვის ასეთი. რა თქმა უნდა, სასიამოვნო საჩუქარი სიყვარულის საჭიროა სწრაფი სესხების <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent