შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარებ! 7 თავი


19-02-2021, 14:14
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 727

მარიანა სახლში შევიდა თუ არა სოფო შვილს მივარდა და ამღვრეული თვალებით ჩააცქერდა ზღვისფერ უძირო თვალებში, რომელშიც კარგად დაინახა ის გრძნობა რისიც ასე ეშინოდა
-მინდა რომ ამ ბიჭს აღარ შეხვდე-დაᲣღრინა სოფომ შვილს
-დედა?-გაოცდა მარიანა
-გესმის რას გეუბნები?-თვალები დაუბრიალა დაბნეულ გოგონას
-რა ხდება?-გაწეწილი თმით გავიდა მისაღებში ანა
-მინდა რომ გიორგის და ალექსანდრეს აღარ შეხვდეთ-დაუღრინა სოფომ ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე შვილს
-რაა?-გაოგნდა ანა
-რაც გაიგე-უყვირა სოფომ ანას და სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ნერვიულად მოუკიდა
-მათთან შეხვედრას ვერ აგვიკრძალავ-უთხრა გაღიზიანებული ტონით დედას ანამ
-აგიკრძალავთ და თუ წინააღმდეგობას გამიწევთ ამ საქმეში გეგას ჩავრევ-უთხრა სოფომ გაღიზიანებული ტონით და სამზარეულოში შევიდა მოღუშული სახით
-დედა შეგიძლია ამიხსნა რატომ ხარ ასეთი კატეგორიული? -მოლაპარაკებებზე გადავიდა ანა
-უბრალოდ მინდა რომ მათქგან თავი შორს დაიჭიროთ
-კი მაგრამ რატომ? რა მოხდა ისეთი რომ ასე მოულოდნელად...
-მოულოდნელად?-გაცეცხლდა სოფო და ანას ჩააცქერდა ამღვრეულ თვალებში -გგონია ვერაფერს ვხვდები? გგონია ვერ ვხვდები რომ გიორგის შენს მიმართ გრძნობები აქვს?
-რაა?-პირი დააღო გაოცებისგან ანამ
-რაც გაიგე-უთხრა სოფომ და ზურგი აქცია
შვილს-არ მინდა რომ თავგზააგიბნიოთ ბიძაშვილებმა
-დედა საიდან მოიტანე ეს?-გაეცინა ანას
-დედა თუ ალექსანდრეს გამო ამბობ ამას, მას საერთოდ აღარ ვნახავ...-უთხრა მარიანამ ჩავარდნილი ხმით დედას
-მინდა რომ არცერთს აღარ შეხვდეთ-უთხრა სოფომ და აივანზე გავიდა
-რა დაემართა?
-ალექსანდრე მოვიდა აქ მოსაცმელი წაიღო და გაჭედა-დაუჩურჩულა მარიანამ დას ცრემლიანი თვალებით
-დაიკიდე-გაუღიმა ანამ დას -ცოტა ხანს ეგონოს რომ ვემორაჩილებით და მერე დავკერავ რომ ისევ ვნახოთ ბიჭები თან ისე რომ ამ საქმეში გეგა არ ჩარიოს
-გაგიჟდი?-შეიცხადა მარიანამ -ხომ იცი რომ თუ გაჭედა ვსო
-ადრეც ეგრე გაჭედა გიოზე მაგრამ...
-ჩემს გამოა გაბრაზებული... რესტორანში რომ გავყევი ალექსანდრეს ეგ ვერ მაპატია დღემდე
-ჰო თვალში არ მოსდის პერსპექტიული
სასიძო-სიცილი აუტუდა ანას -ეტყობა ისიც გაიგო ლევანს ცხვირი რომ გაუტეხა და დარწმუნებული ვარ, სულ გამოიძია მისი წარსული...ეტყობა ისიც გაიგო რომ ორი წელი პირობითი რომ ჰქონდა და ექვსი თვე იჯდა...-გიჟივით სიცილი აუტყდა ანას
-საერთოდ არაა ეგ სასაცილო -სახე აელეწა მარიანაას
-ჩემი სულელი გოგო-ლოყები დაუჭირა ანამ დას და მაქსიმალურად გაუწელა -მგონი სოფოს შფოთვის მიზეზი აქვს-უთხრა სერიოზული სახით და ისევ სიცილი აუტყდა
-ხანდახან მართლა არანორმალური მგონიხარ-უთხრა მარიანამ ნაწყენი ტონით და ოთახში შეიკეტა.
ლაშა და მარიამი დიდხანს უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში, ბოლოს ლაშა მისკენ გადაიხარა მანქანის კარი გააღო და საქარე მინას გაუშტერა თვალი
-გადადი-უთხრა ჩავარდნილი ხმით და კეფაზე იგრძნო მარიამის დაჟინებული მზერა, რომელიც ერთი წამითაც არ აშორებდა თვალს, მარიამმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, მძიმედ ამოისუნთქა და კარი გამეტებით მოაჯახუნა, ლაშამ ინსტიქტურად შეხედა მის ამღვრეულ თვალებს და ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში, გაგა კი რომელიც საჭესთან დაძაბული იჯდა და სარკიდან ადევნებდა მათ თვალს მაშინვე გაზსა მიაჭირა
-ამ მდგომარეობაში ვერ მიგატოვებ-უთხრა მარიამმა მკაცრი ტონით და გზას გახედა
-მარიამ გეფიცები არავინ არაფერს დაგიშავებს, მაშინ წახვალ ჩემგან როცა მოგინდება...
-მადლობა გადაგიხადო?-უთხრა გაბრეზებული ტონით მარიამმა და მაშინვე შეანათა ლაშას აციმციმებულ თვალებს არეული მწვანე სფეროები
-მართლა არ მინდოდა ასე რომ
მომხდარიყო...-უთხრა ლაშამ ჩავარდნილი ხმით და დაძაბული მზერა მისი თვალებიდან მის წითელ ვნებიან ტუჩებზე გადაიტანა
-ნუ ცდილობ თავი კარგ ადამიანად
მომაჩვენო-უთხრა მარიამმა ბრაზნარევი ტონით და თავი გვერდზე მიატრიალა რომ მისი მზერა დაეიგნორებინა
-მარიამ-ლაშამ უნებურად ხელი შეახო მის ჯერ კიდევ ოდნავ დაწითლებულ მაჯას და გული შეეკუმშა მისი შეხებით დამფრთხალი გოგონა კართან რომ მიიყუჟა
-არ გაბედო და არ მომეკარო-უთხრა ზიზღით და თვალებში ჩააცქერდა
-მაპატიე-უთხრა ლაშამ ჩავარდნილი ხმით და მის თვალებს გაექცა,უხერხული სიჩუმე ჩამოწვა
-მარიამ მართლა არ მინდოდა ასე რომ მომხდარიყო... მართლა არ მინდოდა შენთვის ტკივილის მოყენება... მითუმეტეს არ მინდოდა შენი შეშინება... არც ის მინდოდა რომ აქ მოვსულიყავი და დახმარება მეთხოვა შენთვის... უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა...
-ლაშა იმედი მაქვს ამ ღამის შემდეგ აღარასოდეს შევხვდებით-უთხრა მარიამმა არეული ხმით და მზერა აარიდა მის პროფილს
-მაგას ვერ შეგპირდები-უთხრა ლაშამ და მარიამს მიანათა აციმციმებული ჭაობისფერი სფეროები, რასაც მარიამის აშკარა გაოცება მოყვა
-უკაცრავად? ვერ გავიგე?!-დაუღრინა გაღიზიანებულმა გოგონამ და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ამღვრეულ თვალებში -ეს მუქარაა თუ გრძნობებში გამოტყდომა?-ჰკითხა კარგახნის ფიქრის შემდეგ
-შენი აზრით?-გაუღიმა ლაშამ და მოულოდნელად სახე ტკივილისგან დაებრიცა
-რა მოხდა?-დაფეთდა მარიამი და მაშინვე მის პერანგს ეცა და ღილების შეხსნა დაუწყო
-ჩემმა დამ გამაყუჩებელი გამიკეთა...-აღმოხდა ლაშას და ხმა ჩაუწყდა ტკივილისგან გაწამებულს
-ლიკამ ნემსი გაუკეთა...მისმა დამ... გამაყუჩებელი... ალბათ დრო გაუვიდა-ხმა ამოიღო გაგამ და გაზს ბოლომდე მიაჭირა, მარიმმა პერანგი შეუხსნა ლაშას რომელსაც რაც დრო გადიოდა ნელ-ნელა ტკივილი აგიჟებდა, მარიამი სახვევს დააკვირდა რომელიც სისხლისგან იყო გაჟღენთილი და შეშფოთებული სახით შეხედა ლაშას
-რაც შეიძლება მალე უნდა მივიყვანოთ იქ სადაც მიგყავართ-გახედა გაგას
-მალე მივალთ
-ყველაფერი გაქვთ იმისთვის რომ მის ჭრილობას მივხედო?
-დიახ ლიკამ ყველაფერი მიგვატანინა რაც საჭორო იყო-უთხრა გაგამ ბოლომდე მიაჭირა გაზს.
გაგამ როგროც კი მანქანა ეზოში შეიყვანა რამდენიმე ბიჭი მივარდა და ლაშას გადაყვანაში დაეხმარნენ გაგას, სახლიდან დაფეთებული ლიკა გამოვარდა და მარიამს მივარდა
-თქვენ მარიამი ხართ?
-დიახ მე ვარ-უთხრა მარიამმა და უკან მიყვა ბიჭებს
-ძალიან დიდი მადლობა რომ გამოყევით-უთხრა გოგონამ ცრემლიანი თვალებით
-ასეთ მდგომარეობაში დახმარებაზე უარს ვერ ვეტყოდი-უთხრა მარიამმა და სევდიანად გაუღიმა ატირებულ გოგონას
-ძალინ ცუდად გამოიყურება... გთხოვ გადაარჩინე -ნუ გეშინი კარგად იქნება... სიკვდილის უფლებას არ მივცემ -გაუღიმა ისევ და ოთახში შევიდა სადაც ლაშა დააწვინეს უკვე უგონო მდგომარეობაში.
თორნიკე მოღუშული სახით იჯდა საკუთარ კაბინეტში და უკვე მეათედ კითხულობდა მარიამის ჩვენებას
-შეიძლება?-ზაზამ შეაღო კარი და დაუპატიჟებლად შევიდა
-უფროსმა რაო?-არეული თვალებით ახედა თავზე წამომდგარ ბიჭს თორნიკემ
-ხვალ ახალი ჩვენება ჩამოართვითო...-დაიწყო ზაზამ ენის ბირძიკით
-ამის დედასაც შევ.ცი-დაიყვირა მოულოდნელად თორნიკემ და ფეხზე წამოვარდა -ამ საქმეში მამამისი უნდა ჩავრიო
-მისმინე თორნიკე-შუბლი შეჭმუხნა ზაზამ - ასე არ შეიძლება! -და მეგობარს ჩააცქერდა ამღვრეულ თვალებში -შენ ახლა გრძნობებით მოქმედებ და არა გონებით
-გრძნობები რა შუაა?-გაცეცხლდა თორნიკე და გვერდი აუქცია მეგობარს
-ირაკლიმ გასაგებად თქვა ამ საქმეში გეგა არ ჩარიოთო
-დამპალი ნაბიჭვ.რი!-იყვირა თორნიკემ და წიხლი დაარტა მაგიდას რომელზეც უწესრიგოდ დაყრილი საბუთები იატაკზე გადმოცვივდა
-მისმინე მარიამი კიდევ დაკითხე და ეცადე რომ უფრო დაწვრილებით გაიხსენოს ყველაფერი...ეცადე გაარკვიო როგორ გახსნა ხელბორკილი ლაშამ...
-გგონია რომ მარიამმა მისცა რამე რომ გაეხსნა და მერე თავი მძევლად ააყვანინა?-აფეთქდა თორნიკე
-მე არ მგონია ასე ირაკლის ჰგონია და ბოლომდე მაგ აზრს მიაწვება, ხომ იცი არა? გურამიც მას ეთანხმება და მთავარი პროკურორიც
-მაგ აზრს იმიტომ აწვებიან ეგ ნაბიჭ.რები, რომ უნდათ გეგას გადადგომა აიძულონ და არა იმიტომ რომ მართლა ასე ფიქრობენ! როგორ შეიძლება იფიქრო რომ მთავარი ექიმი თან მინისტრის შვილი ვიღაც იდიოტს გაქცევაში დაეხმარა და ამით არამარტო საკუთარი თავი და კარიერა... მამის სახელი და კარიერაც შესწირა ამ ამბავს... და რაც მთავარია საკუთარი თავისუფლება!
-ჰო ნორმალური ადამიანი მაგას არ დაიჯერებს ...არ დაიჯერებს არავინ რომ მარიამმი ლაშას გაქცევაში დაეხმარა, ხელბორკილი გაახსნევინა...თავი მძევლად ააყვანინა... მაგრამ არსებობს ერთი, მაგრამ თორნიკე...და ეს მაგრამ არის ის, რომ Ყველაფერი დასაშვებია თუ ეს შენ გინდა და გაწყობს რომ დაიჯერო... ხვდები? და ამის დაჯერება აქ ბევრს უნდა... განსაკუთებით ირაკლის...
-მარიამს ცხოვრებას გაუნადგურებენ... ამას ვერ დავუშვებ
-მისმინე ასე ნუ გიჟდები... ამ საქმეში გეგას თუ ჩარევ და ის ეცდება შვილი დაიხსნას...ამას არა მარტო მისი კარიერა, თავისუფლებაც შეიძლება შეეწიროს! ხვდები რას გაუბნები? ყველა გეგას წინააღმდეგაა და თუ ის ამ საქმეში ჩაერევა მარიამის დასაცავად და ისიც შენსავით გონებით კი არა გრძნობებით იმოქმედებს, უეჭველი მოხსნიან და შეიძლება დაიჭირონ კიდეც... მარიამს კი ამით უარესად გაუᲤუჭებთ საქმეს შენც და მამამისიც...
-მეუბნები რომ უფლება მივცე მარიამი დაიჭირონ?
-არავინ არ იჭერს ჯერ-დაამშვიდა ზაზამ- საქმე ჯერ ძიებაშია, მარიამის ჩვენებაც იმდენად ზედაპირულია... რომ იქიდან რამის გარკვევა შეუძლებელია
-ზაზა ჩემთან მოსალაპარაკებლად
გამოგიშვეს?-აფეთქდა თორნიკე და მეგობარს საყელოში ჩაავლო ორივე ხელი და კედელზე ააკრა
-დაწყნარდი-დანებების ნიშნად ხელები ასწია ზაზამ
-ვერ დავწყნარდები მითხარი რის მიღწევას ცდილობ?
-მისმინე თორნიკე ამ საქმეში შენთან ერთად გავიხლართე... ხვდები რას გეუბნები? -თორნიკემ ხელი გაუშვა მეგობარს, სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ნერვიულად მოუკიდა -დაფიქრდი რა ხდება... მარიამი შინაგან საქმეთა მინისტრის შვილია რომელსაც ადანაშაულებენ იმაში რომ გაქცევაში დაეხმარა მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს... გეგა მოგვაწვება ჩვენ რომ ეს საქმე მშვიდად მივჩქმალოთ... ის აზრზე არაა რა ჩვენება მისცა მარიამმა და არ იცის რომ მარიამის ჩვენებიდან გამომდინარე არსებობს სერიოზული ეჭვები რომ თავად მარიამი დაეხმარა ლაშას გაქცევაში... ცალკე არიან ზემდგომები რომლებიც ცდილობენ მარიამს ხელები შეაწმინდოᲜ და აღიარებინონ რომ სწორედ მან გააკეთა ეს და ლაშას გაქცევაში დაეხმარა! და ვარსებობთ მე და შენ... ყველაზე ობიექტური ადამინები რომლებსაც მხოლოდ ის მიზანი გვაქვს სიმართლე გავარკვიოთ
-შენ როგორ გატყობ ირაკლის ემხრობი ძმაო...-დაუღრინა თორნილემ მეგობარს
-თორნიკე ასე არაა, წინააღმდეგ შემთხვევაში დავთანხმდებოდი რომ საქმეს ჩამოშორებოდი...
-ანუ ამაზეც მიდის გურამი?-უარესად გაგიჟდა თორნიკე
-შენ ვერც კი წარმოიდგენ რაზე არიან წამსვლელები...-უთხრა ზიზღით ზაზამ და ადგილზე შეხტა შიშისგან როცა გაგიჟებულმა თორნიკემ საკუთარი სამუშაო მაგიდა ააყირავა
-ამის დედასაც შევ.ცი-იღრიალა
გაცოფებულმა ბიჭმა და მაინც რომ ვერ დამშვიდდა სვარძელი შეახეთქა კედელს
-აქ რა ჯანდაბა ხდება?-გურამმა შეაღო მისი კაბინეტის კარი და გაოგნებულმა მოათვალიერა იქაურობა
-თორნიკე ვატყობ ნერვები წესრიგში არ გაქვს-გურამი მშვიდად შევიდა კაბინეტში და გადააბიჯა მინის დალეწილ მაგიდას და თორნიკეს პირისპირ
დადგა -თუ ჭკვიანად არ იქნები შვებულებაში გაგიშვებ და მაინც თუ არ დაწყნარდები შემიძლია საერთოდ სხვა რაიონში გადადიყვანო გასაგებია? ამ საქმესაც მხოლოდ იმიტომ არ ჩამოგაშორე რომ არ მინდა გეგა დაფრთხეს... თუ დააფრთხობ შენი სიგიჟეებით იცოდე რომ პირადად ვიზრუნებ იმაზე რომ შენინკარიერა ნელ-ნელა
განადგურდეს - უთხრა გაღიზიანებული ტონით სახე წაშლილ ბიჭს და კაბინეტიდან გავიდა
-ნაბიჭვ.რიიი-იღრიალა თორნიკემ და გიჟივით გავარდა ქუჩაში.
მარიამი მოღუშული სახით იჯდა სავარძელში და ლაშას გაფითრებულ სახეს არ Აშორებდა თვალს
-Მარიამ არც კი ვიცი მადლობა როგორ
გადაგიხადო-დაუჩურჩულა ფანჯარასთან მდგომმა ლიკამ და მარიამის არეული სახიდან მზერა ლაშაზე გადაიტანა, რომწლივ უგონოდ მყოფი იწვა საწოლზე
-მადლობა საჭირო არაა, მთავარია ახლა სიცხემ დაუწიოს და დავრწმუნდე რომ კარგადაა, შემდეგ კი წავალ და დიდი იმედი მაქვს რომ ჩემს ცხოვრებაში აღარასოდეს გამოჩნდება
-მარიამ ლაშა ცუდი ადამიანი არაა, გეფიცები... უბრალოდ... სხვა გზა არ ჰქონდა... შენ მინისტრის შვილი იყავი და ამიტომ აგირჩია შენ...
-ჰო ზოგჯერ რაღარცაში მადგება მამაჩემის მინისტრობა-გაეცინა მწარედ მარიამს და ლიკას ახედა ცრემლიანი თვალებით-მაგალითად შენ ძმას თავისუფლება მოაპოვებინა... მამაჩემის შიშით გაუშვეს ლაშა... მე რომ არაფერი დამმართნოდა თორემ ესროდნენ ხომ ასე?
-ესროდნენ-დაეთანხმა ლიკა -დაუფიქრებლად ესროდნენ და მოკლავდნენ... შენს გამო ვერ გაბედეს მისთვის სროლა...
-კარგად გათვალა შენმა ძმამ ყველაფერი -უთხარ მარიამმა არეული ხმით
-მარიამ მართლა არ უნდოდა რომ ასე მოქცეულიყო
-გთხოვ ნუ ამართლებ-გაბრაზდა მარიამი
-ის უდანაშაულოა გეფიცები, აი ნახავ ამას დაამტკიცებს...
-და მე როგორ დავამტკიცებ რომ უდანაშაულო ვარ?
-ვერ გავიგე?-დაიბნა ლიკა
-მათ ჰგონიათ რომ ლაშას ხელბორკილის გახსნაში მე დავეხმარე-უთხრა არეული ხმით მარიამმა
-მარიამ-დაიჩურჩულა ლაშამ და სუსტად გაახილა თვალები
-ძმაო-ლიკა მიუახლოვდა ლაშას და Მის გაფითრებულ სახეს დააკვირდა
-რომელი საათია?-ჰკითხა დას ჩურჩულით
-თენდება, ექვსია
-მარტო დაგვტოვე-უთხრა ლიკას ლაშამ და როგორც კი გოგონა გავიდა მარიამს მიაჩერდა ჩაწითლებული თვალებით -თორნიკეს ჰგონია რომ შენ დამეხმარე გაქცევაში?-ჰკითხა კარგახნის სიჩუმის მერე
-ახლა სუსტად ხარ ჯობია დაისვენო-უთხრა მარიამმა და ფეხზე წამოდგა
-მარიამ გთხოვ დამელაპარაკე
-ლაშა არ ვიცი ვის რა ჰგონია მაგრამ კითხვები დამისვეს, თუ როგორ გაიხსენი ხელბორკილი მაშინ როცა შენს გარშემო, სიახლოვეს ტუმბოც კი არ იდგა არა თუ რაიმე ნივთი რომლითაც შეძელბდი ხელბორკილის გახსნას, ერთადერთი საშუალება იყო რომ ვიღაცას მოეცა შენთვის რამე ნივთი რითაც გაიხსნიდი ხელბორკილს
-მაგალითად ეს?-უთხრა ლაშამ და შარვლის ჯიბიდან მარიამის თმის სამაგრი ამოიღო და დაანახა
-აღფრთოვანებული ვარ შენი კრეატიულობით-უთხრა მარიამმა და მწარედ გაეცინა
-იძულებული ვიყავი-უთხრა ლაშამ
-ჰო იყავი!-დაუღრინა გოგონამ
-გამოსავალს ვიპოვი
-ძალიან გთხოვ ჩემს ცხოვრებაში აღარ გამოჩნდე, მე მხოლოდ ეს მინდა-უთხრა მარიამმა და მზერა აარიდა მის თვალებს-როგორმე ჩემით მოვახერხებ თავი დაცვას
-ნუ მთხოვ რომ შენს ცხოვრებაში აღარ
გამოვჩნდე-გაბრაზდა ლაშა
-შენი ყოველი გამოჩენა ახალ პრობლემას მიქმნის ვერ ხვდები?
-ასე აღარ იქნება გპირდები -უთხრა ლაშამ და მათი ამღვრეული თვალები ერთმანეთს შეეფეთა
-მინდა რომ თავი დამანებო-გაბრაზდა მარიამი
-არ შემიძლია-უთხრა ლაშამ და მარიამიდან მზერა მის თმის სამაგრზე გადაიტანა
-კიდევ რა გინდა ჩემგან?-გაცეცხლდა გოგონა და თავზე წამოადგა -თავისუფლება მიიღე...სიცოცხლე... კიდევ რას მოითხოვ ჩემგან?
-მარიამ-აღმოხდა ლაშას და მაჯებში წაავლო გოგონას მულოდნელად ხელი და თავისკენ მოქაჩა, მათი არეული თვალები ერთმანეთს შეეფეთა და კარგა ხანს ხმის ამოუღებლად უყურებდნენ ერთმანეთს მწვანე თვალებში
-ხელი გამიშვი-დაუღრინა მარიამმა
-ნუ მთხოვ რომ შენი ცხოვრებიდან უკვალოდ გავქრე
-ლაშა ხელი გამიშვი-თავის დახსნა სცადა გოგონამ და ლაშამ ცივად გაუშვა ხელი
-ყველაფერს გამოვასწორებ-უთხრა ჩავარდნილი ხმით
-ვერაფერს ვერ გამოასწორებ-უთხრა გაზიღიანებული ტონით მარიამმა და აივანზე გავარდა გიჟივით, სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ნერვიულად მოუკიდა, ტელეფონი ჩართო და მაშინვე რომ აწკრიალდა ეგონა გეგა ურეკავდა და გულის სიღრმეში გაუხარდა მაგრამ თორნიკეს ნომერი რომ დაინახა იმედები გაუცრუვდა ეკრანი ჩააქრო, ისევ გამეორდა ზარი, მარიამმა ისევ არ უპასუხა, ტელეფონი კი ჯიუტად არ წყვეტდა რეკვას ,ბოლოს მოთმინების ძაფი გაუწყდა და მეშვიდე ზარზე უპასუხა
-რა გინდა?-ჰკითხა გაღიზიანებული ტონით გოგონამ
-სად ხარ?-ჰკითხა თორნიკემ არეული ხმით
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?-უთხრა მარიამმა და მეორე ღერს მოუკიდა
-ააქვს-დაუღრინა თორნიკემ და ღვინის ჭიქა მოიყუდა
-თორნიკე თავი დამანებე
-სამსახურშიც მოგაკითხე და სახლშიც, არსად არ ხარ! ტელეფონიც გამორთული გქონდა
-ნუ ღელავ დღეს დაკითხვაზე მოვალ-უთხრა მარიამმა ბრაზნარევი ტონით
-უნდა გნახო-უთხრა თორნიკემ ჩავარდნილი ხმით
-შენი ნახვა არ მინდა
-მარიამ უნდა გნახო და დაგელაპარაკო-გაჯიუტდა თორნიკე
-მე და შენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს-აფეთქდა მარიამი- თუ ჩემთან კითხვები გავქვს განყოფილებაში დამისვი და იქ გიპასუხებ! გასაგებია? -უყვირა წყობრიდან გამოსულმა გოგონამ
-მარიამ უკვე ხომ აგიხსენი რომ ვალდებული ვიყავი ეს კითხვები შენთვის დამესვა-გაცეცხლებული თორნიკე Ფეხზე წამოვარდა სავარძლიდან და ღვინის ცარიელი ჭიქა კედელს ესროლა
-მთვრალი ხარ?-ახლაღა შეატყო ხმაზე მარიამმა რომ ნასვამი იყო თორნიკე
-დღეს უეჭველი უნდა გნახო-უთხრა ბარაზნარევი ტონით -მითხარი სად ხარ მოგაკითხავ
-თავი დამანებე-Უთხრა მშვიდი ტონით და გაუთიშა, უკვე თავგზა ჰქონდა არეული მისი და ლაშას ამგვარი ქცევის გამო, თორნიკემ ისევ დარეკა, ისევ და ისევ იქამდე არ შეწყვიტა რეკვა სანამ მარიამმა კვლავ არ უპასუხა
-ჩემი გაგიჟება გინდა?-ჰკითხა თორნიკემ მშვიდი ტონით
-რა გინდა? მართლა არ მესმის ჩემᲒან რა გინდა
-შენი ნახვა მინდა და თან ძალიან-უთხრა გულწრფელად თორნუკემ და ხმა ჩაუწყდა
-გთხოვ თავი დამანებე... ახლა არა გესმის?... ახლა არა-უთხრა მარიამმა და გაუთიშა, ყელში გაეჩხირა ბურთი და ვეღარც ტირილი მოახერხა და ვეღარც ლაპარაკი, ისევ რომ დარეკა მისმა ტელეფონმაეკრანს არც დახედა ისე უპასუხა
-მარიამ სად ჯანდაბაში ხარ?-გაისმა გეგას ბოხი ხმა
-რა გინდა მამა?-ჰკითხა ჩავარდნილი ხმით
-სად ხარ-მეთქი!-ჩაყვირა გეგამ -ერთი შეტყობინება გამოგზავნე კარგად ვარო და იმის მერე გათიშე ტელეფონი და ახლაღა ჩართე! ეს ნორმალურია? მთელი ღამე გამორთული რატომ გქონდა? რა ჯანდაბა ხდება? სად ხარ?! განყოფილებაში ვიყავი და შენი ჩენების ნახვის უფლება არ მომცა ნაბიჭვ.რმა ირაკლიმ! რა ხდება გამაგებინე!
-ახლა არა გთხოვ-ატირდა მარიამი
-მარიამ რა ხდება გამაგებინე-დაიძაბა გეგა
-მამა ახლა არა გთხოვ, მერე აგიხსნი-შეეხვეწა მარიამი და გაუთიშა. ცოატა ხანში მაიამ დაურეკა
-მარიამ დედა რა ხდება? სად ხარ? მამაშენი გაგიჟებული დაგეძებს
-დედა-აღმოხდა მარიამს და ცრემლები მოეძალა
-მარიამ რა ხდება სად ხარ შვილო? მთელი ღამე რატომ გქონდა გაᲛორთული ტელეფონი? ვინ მეგობართან დარჩი? მარიამ ძალინ ვნერვიულობ
-დედა მერე აგიხსნი კარგი?-უთხრა მარიამმა და გაუთიშა, მაიამ ისევ დარეკა, შემდეგ გეგამ, თორნიკემ... ბოლოს გაცეცხლებულმა გოგონამ ტელეფონი მოისროლა და იქვე სავარძელზე ჩამოჯდა, აკანკალდა, ბოლოს ამდენ ემოციას უკვე ვეღარ უმკლავდებოდა და ატირდა
-მარიამ-ლაშას შეხებამ შეაკრთო გოგონა და ფეხზე წამოვარდა დაფეთებული
-გთხოვ მაპატიე-მისი სახე ხელებში მოიქცია ლაშამ და თვალებში ჩააცქერდა, თვალებში რომელიც ახლა ამ წამს სრულიად ცარიელი იყო -მარიამ-დაიჩურჩულა ლაშამ მისი სახელი და ცხვირის წვერით შეეხო მის შუბლს -მარიამ გთხოვ
ნუ ტირი-უთხრა ისე რომ თვალი არ მოუშორებია მისი ჩაწითლებული თვალებისთვის, ბოლოს ვეღარ გაუძლო ცდუნებას და მის გაფითრებულ მთრთოლარე ტუჩებს მიაწება გაცრეცილი ტუჩები, მარიამი თითქოს გონს მოიყვანა ლაშას თავშეუკავებელმა ქცევამ და მაშინვე მოწყდა მის ტუჩებს, უკან დაიხია და თვალებში ჩააცქერდა
-როგორც ვხედავ უკვე კარგად ხარ-უთხრა ზიზღნარევი ტონით და ოთახში შევარდა, კარი გააღო და მისაღებში გავარდა, ლიკას და ლაშას მეგობრებს მიაჩერდა რომლებისც მისი დანახვისთანავე ფეხზე წამოცვივდნენ, ცოტა ხანს უყირებდა მათ არეული თვალებით და მერე გიჟივით გავარდა ქუჩაში.
გაავებული გეგა იქამდე ლეწავდა ნივთებს სანამ არ დაწყნარდა
-შეგიძლია ეს დალიო?-სოფომ დამამშვიდებელი მიუტანა და წყლით სავსე ჭიქა
-შენ რა გაგიჟდი?-გეგამ ხელი აუკრა და ძირს დააგდებინა ჭიქა -გეუბნები რაღარც ხდება-მეთქი მე და მარიამს რღარაცს გვიწყობენ-მეთქი-დაუღრიალა გეგამ ცოლს და წიხლი დაარტყა კარს
-ასე თუ გაგიჟდები ვერაფრით დაეხმარები ვერც მას და ვერც საკუთარ თავს-დაუღრუნა სოფომ ქმარს
-მომხსნიან, ვიცი ამას გამოიყენებენ ჩემს წინააღმდეგ და მომხსნიან! ირაკლი ამაზე ჩალიჩობს! მაგის გაკეთებულია ეს საქმე!
-რას ბოდავ-აფეთქდა სოფო-მარიამი მძევლად აიყვანა იმ სირ.ა და შენ რატომ უნდა მოგხსნან?
-ვინმემ ნახა რომ მარიამი ძალით აიყვანა მძევლად?-უღრიალა გეგამ -არა! ჰოდა ახლა საჭირო ხალხს აფიქრებინებს ირაკლი რომ მარიამი ნებით გაჰყვა მძევლად და გაქცევაში ლაშას დაეხმარა!
-რააა?-გაოგნდა სოფო
-რაც გაიგე-უყვირა გეგამ-ამ საქმეს შეეწირება ჩემი კარიერა და მარიამის თავისუფლება
-ეს არ უნდა დაუშვა-აფეთქდა სოფო-იმ შტერ გოგოს უნდა შეეწიროს შენი მინისტრობა?
-რას ბოდავ-გეგა ცოლს თავზე წამოადგა -რას
ბოდავ -მეთქი?-გაგიჟდა გეგა და მაგიდა
ააყირავა ბრაზისგან და მრისხანებისგან გონება დახშულმა რომ ცოლისთვის რამე არ
დაეშავებინა -მე გეუბნები რომ ამ სამეს მარიამის თავისუფლება და ჩემი კარიერა ეწირება-მეთქი! მარიამის თავისუფლება! მარიამის!
-მამა-ატირდა ანა რომელიც მარანაზე ჩახუტებული უყურებდა მამის გაგიჟებას -გთხოვ ეს არ დაუშვა
-არ დავუშვებ არ დავუშვებ!-უთხრა გეგამ მშვიდი ტონით და სახლიდან გავარდა
-ჯანდაბა ჯანდაბა-აყვირდა სოფო-ყველაფერი დაანგრია, ერთი ხელის მოსმით გაგვინადგურა მომავალი
-დედა რას ამბობ-შეიცხადა ანამ-ვერ ხვდები რომ საქმე მარიამის თავისუფლებას ეხება?
-!-იყვირა სოფომ ანას და საძინებეᲚში შეიკეტა ატირებული, ვერ იჯერებდა რომ ამ ინციდენნტს მისი ქმირის კარიერა ეწირებოდა.
მთელი სამი საათი ალაგებდნენ გოგონები სახლს და ვერ იჯერებდნენ რომ ამ დგომარეობამდე მივიდა მათი ოჯახი და განსაკუთრებით სოფოს ცივსისხლიანობა აკვირვებდათ.
მარიამმი სახᲚსი როგორც კი დაბრუნდა მაშინვე სააბაზანᲝში შევიდა და დიდხანს, ძალინ დიდხანს იგდა ცხელი წყლის ნაკადის ქვეშ და ცდილობდა დამშვიდებულიყო და აზრზე მოსულიყო, როცა თავი ოდნავ უკეთ იგრძნო სააბაზანოდან გამოვიდა და თხელი საზაფხულო სარაფანი გადაუცვა ნახევრად სველ სხეულზე და მაშინვე სიგარეტი აიღო და ნერვიულად მოუკიდა, კარზე ზარის ხმამ მაშინვე გაუფუჭდა ხასიათი და მოღუშული სახით გამოაღო კარი ეგონა გეგა მოვარდა საჩხუბრად და დაბნეული მიაჩერდა ნასვამ თორნიკეს რომელმაც მომღიმარი სახით შეხედა და თვალი უნებურად მისი ფეხებისკენ გაექცა რადგან მარიამი ფეხშიშველი იდგა შემდეგ კი თვალი ააყოლა მის უზადო სხეულს და ბოლოს მზერა მის წითელ ვნებიან ტუჩებს გაუშტერა
-აქ რას აკეთებ?-არ დაიბნა მარიამი და ჰკითხა მკაცრი ტონით
-შენს სანახავად მოვედი-უთხრა თორნიკემ და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში სახე აწითლებულ გოგონას



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან მაგარია და როდის დადებ შემდეგს?

 


№2  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი მარიამი
ძალიან მაგარია და როდის დადებ შემდეგს?

მიხარია რომ მოგეწონათ ხვალ დავდებ ახალ თავს

 


№3 სტუმარი ინა

ნეაკო როგორ მიყვარს შენი ნოველები ❤️❤️❤️ საოცრება ხარ ❤️❤️

 


№4  offline მოდერი ნეაკო

ინა
ნეაკო როგორ მიყვარს შენი ნოველები ❤️❤️❤️ საოცრება ხარ ❤️❤️

ინა
ნეაკო როგორ მიყვარს შენი ნოველები ❤️❤️❤️ საოცრება ხარ ❤️❤️

ძალიან მიხარია რომ მოგწონთ ჩემი ისტორიები :)

ნეაკო
ელ პინი
პირადი შეტყობინებები შეამოწმე.

ხვალ შემოგეხმიანებით ფეისბუქით

მოგწერთ ჩემი ფბ-თი

 


№5 სტუმარი 123

ეს დაუღრინა რა სიტყვაა,როცა უამრავი სიტყვაა ქართულ ლექსიკონში რაც უკეთესად წარმოითქმევა,ყოველ წინადადების ბოლოს თითქმის დაუღრინას იყენებს ავტორი,ასევე საშინლად არის ერთი ამბავი მიწებებული მეორეზე,დიალოგიც ასევე,უკეთესი წასაკითხი იქნება ეს ყველაფერი რომ გაითვალისწინოს ავტორმა,უამრავი ბგერების შეშლა და კუბიკებად დაწერილი ტექსტებიც ურევია

 


№6 სტუმარი სტუმარი დაკო

აუუ ეს სოფოო!????????????რა შუაშია ერთი მარიამი? თან როგორ მოიხსენიებს? შტერი გოგოო????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent