შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თანახმა ხარ?(3)


19-02-2021, 15:19
ავტორი sati
ნანახია 1 796

-დიმიტრი, კარგი რა. არ უნდა დამეპატიჟებინა?
-ადა, ძალიან მიყვარხარ, არაფერი არ არის ისეთი, რაც უნდა მთხოვო და არ შეგისრულო. მაგრამ არის საკითხი, რაზეც შენთანაც კი არ მინდა საუბარი, მით უმეტეს კონფლიქტში შესვლა. დამიჯერე არ გინდა ჩემი ძმის ახლოს გაცნობა.
-ხო, მაგრამ რატომ?-ადა მაინც არ ნებდებოდა დიმიტრის, ახლა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა რომ ყველაფერს ათქმევინებდა.
-მესმის, გარედან თავმდაბალი,კეთილი და რაღაც.. მიმზიდველი შეილება მოგეჩვენოს, მარგამ უკეთ ვიცი. და არც ისეთი კეთილი და კარგი ადამიანია, როგორიც გგონია.
-და რატომ არ მაძლევ იმის საშუალებას რომ საკუთარი დასკვნა გამოვიტანო? დიმიტრი, მე რომ იგივე გამეკეთებინა...
-უსიტყვოდ დაგთანხმდებოდი, იმიტომ რომ ეს შენი ოჯახის საქმე იქნებოდა და არა ჩემი.
-და როდიდან გაჩნდა ტერმინი შენი და ჩემი ოჯახი, როდესაც 2 კვირაში ოჯახს ვქმნით?
-ახლახანს ვიჩხუბეთ, არ შეიძლება შესვენება მაინც გვქონდეს?
ადა გაღიზიანდა დიმიტრი რომ არასერიოზულად უდგებოდა ამ ყველაფერს, მისი ხელები მოიცილა და სკამიდან წამოდგა.
-მიპასუხე. ან ამიხსენი რა არის ისეთი, რის გამოც საკუთარ ძმაზე ამბობ უარს? ბენზინ გასამართ სადგურზე რატომ უნდა მუშაობდეს მილიონერის შვილი?! რატომ უნდა ცხოვრობდეს მარტო სადღაც ერთ ოთახიან ბინაში? რატომ უნდა დადიოდეს დახეული საფულით ,უმანქანოდ?
-უბრალოდ იმიტომ რომ დაჩის არ ადარდებს ის ყველაფერი რაც მე და შენ. არც მანქანები, სახლი, ფული და ჩაცმულობა.
-აბა რა ადარდებს?
-არავინ. ეგოისტია. ეგოცენტრული, უსამართლო და ორპირი ადამიანია, რომელიც ყოველთვის ცდილობს დაბრუნდეს მე და ვაჟას ცხოვრებაში. შემოაღწიოს თავისი მანიპულაციებით, ამ შემთხვევაში კი შენთან ცდილობს დამეგობრებას.
-რატო ამბობ ასეთ რაღაცეებს საკუთარ ძმაზე?
-ჩემი არ გჯერა? შენი ქმრის არ გჯერა და 2 დღის გაცნობილი ადამიანის...
-დიმიტრი, ჩვენ შენ ძმაზე ვსაუბრობთ, როგორ შეგიძლია მასზე ასე საუბარი.
-და ზუსტად მაგიტომ რომ ჩემი ძმაა და ვიცი როგორი ადამიანიც არის,გთხოვ რომ თავი შორს დაიჭირო მისგან!!-ადას 3 წლის მანძილზე პირველად გაეგო დიმიტრის ხმამაღალი ნათქვამი. აქამდე ყოველთვის მშვიდი და წყნარი იყო, ყოველ შემთხვევაში მის გარემოცვაში. დიმიტრის ყვირილზე შეკრთა, თითქოს შეეშინდა, გაფაციცებით აკვირდებოდა მის წინაშე მდგომ კაცს, მაგრამ ვერ ცნობდა. სიმართლეს ეუბნებოდა თუ არა დაჩის შესახებ? ან რატომ მოიტყუებოდა? ანუ დაჩი მართლა იყენებდა და ადა ამას ვერ ხვდებოდა. ის ხომ ზედმეტად გულუბრყვილო იყო. ეკატერინეც არიგებდა მისგან თავი შორს დაეჭირა-მაპატიე.. არ უნდა მეყვირა, ადა მაპატიე.
-გულწრფელად მითხარი რატომ არ გინდა რომ შენი ძმა ჩვენთან ახლოს იყოს?
-გითხარი. არ ვენდობი. არავინ არ ადარდებს საკუთარი თავის გარდა.
-მპირდები რომ ეს არის სიმართლე?
-ადა, როდიდან აღარ ვენდობით ერთმანეთს?
-ჩვენი ნიშნობის დღიდან, როდესაც შენი არარსებული ძმა გამოჩნდა.
-კარგი, გპირდები, ყველაფერს მოგიყვები უბრალოდ ეხლა არა. გთხოვ, არ გვინდა ამაზე კამათი. შენც განერვიულებული ხარ, ჩაი დავლიოთ სადმე, წამოდი.
-მეორედ...-ადას ხმა უკანკალებდა-ხმას აღარ აუწიო-მაგრამ ცდილობდა მტკიცედ დაეცვა საკუთარი პოზიცია და სისუსტე არ გამოეჩინა. ბოლო-ბოლო 21 წლის პრაქტიკა ჰქონდა, როდესაც ელიტარულ საზოგადოებაში იზრდები, ოდნავ სისუსტეს როგორც კი გამოიჩენ, მშიერი ლომებივით გეცემიან. ადა მაინც ვერ მიხვდა რაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ამდენი ჩხუბის ატანა აღარ შეეძლო, თან თუ დიმიტრი სიმართლეს ამბობდა,რაზეც რატომღაც კიდევ ეპარებოდა ეჭვი, სისულელე იქნებოდა ამის გამო მათი ურთიერთობის გართულება. დიმიტრი ნელა მიუახლოვდა, მისკენ მიიზიდა ჩაეხუტა და მის თმით თამაში დაიწყო.
-მაპატიე, აღარ ავუწევ ხმას. უბრალოდ ძალიან მიყვარხარ და არ მინდა ვინმემ გაწყენინოს. ძალიან ადვილად ენდობი ადამიანებს ადა. მე შენი დაცვა მინდა.
-ვიცი-ადაც აღარ შეწინაღმდეგებია და მანაც მოხვია ხელები და შვებით ამოისუნთქა.
***
იმ დღის შემდეგ ადა დაჩის აღარ დაკონტაქტებია, არ უნდოდა დიმიტრის განაწყენება. ამ თემაზე ლაპარაკსაც ერიდებოდა, იმედი ჰქონდა დიმიტრი თვითონ იტყოდა რამეს, მაგრამ არაფერი. მის სახელსაც არ ახსენებდა ადას გარემოცვაში.თუმცა ადას რაღაც ეჭვები ახრჩობდა, ქორწილი 1 კვირაში იყო და გული კარნახობდა, რომ აქ რაღაც რიგზე არ იყო. რად უღირდა ისეთი ქორწინება და ოჯახი, რომელშიც მუდმივად ეჭვი შეეპარებოდა? სამზადისი თითქმის დასრულებული იყო.
ადა უზარმაზარ დარბაზში სკამზე საათნახევარზე მეტი იდგა და ელოდებოდა მკერავს როდის დაასრულებდა კაბის ,,დამამთავრებელ’’ შტრიხებს. თუმცა საკუთარი თავის იმ კაბაში დანახვა რაღც მხრივ ამაღელვებელიც იყო. ერთი სული ჰქონდა ერთ კვირას გაევლო და დარწმუნებულიყო რომ მისი ეჭვები, უბრალოდ სტრესის ბრალი იყო. იმ მომენტში თავს იმაზე მეტად ბედნიერად გრძნობდა , ვიდრე წარმოედგინა. ამ დროს კარზე კაკუნიც გაისმა.
-შეიძლება შემოვიდე?-დიმიტრის ხმა იყო
-არა! არა!-ადა შეკრთა და ლამის თვალში გაუყარა ნემსი მკერავს-მაპატიეთ, ბოდიში. არ შემოხვიდე! არ შეილება ქორწილამდე კაბა რომ ნახო.
-ადა, როგორ გჯერა მსგავსი ცრურწმენების.
-არ მჯერა, უბრალოდ, ყოველი შემთხვევისთვის.
-კარგი. არ შემოვდივარ-ადას მხრიდან ნათლად დავინახეთ მისი დამოკიდებულება ამ ქორწინებასთან დაკავშირებით, მაგრამ დიმიტრი ფიქრობდა თუ არა იმავეს? სიმართლე რომ ვთქვათ, დიმიტრის მართლაც თავდავიწყებით უყვარდა ადა ბევრი მიზეზის გამო. მშვიდი ადამიანი იყო, არ უყვარდა უაზრო საუბარი, კეთილი და ზოგჯერ ცოტათი ბავშვური, რაც ყველაზე მეტად ახალისებდა და მოსწონდა მასში. თუნდაც ამ მომენტში თავს იკავებდა, რომ ოთახში ხარხარით არ შესულიყო ადას ცრურწმენების გამო. მაგრამ ამის გამო როგორ აწყენინებდა პატარძალს. ცოტახანში ადა ოთახიდან გამოვიდა და მაშინვე ჩაეხუტა-ესე მოგენატრე?
-ძალიან. ერთი სული მაქვს ერთი კვირა როდის გავა-დიმიტრი გრძნობდა რომ ბოლო დღეები ადა დაძაბული იყო , მათ შორის უთანხმოების გამო. თუმცა ამან ყველაფერი შეცვალა და ცოტათი დამშვიდდა, როდესაც ადასგან ისევ ისეთივე სითბო იგრძნო.
-ხოო? და თაფლობის თვეზე რატომ არ მეკითხები არაფერს, სად წავალთ?
-სად წავალთ?
-არ გეტყვი.
-აბა რაღატო მიხსენე? რომ მაწამო ხო? მითხარი რა დიმიტრი, მითხარი-ადამ კისერზე შემოხვია ხელები და ორჯერ მოწყვეტით აკოცა, პატარა ლეკვივით მისჩერებოდა და პასუხის გამოძალვას ცდილობდა-გთხოოვ?
-კიდე ერთხელ მაკოცე და გეტყვი.
-არა, მატყუებ. არ მეტყვი.
-და ისე რო მაკოცო რო არ გითხრა არ შეილება?
-არა, გავნაწყენდები.
-რა მნიშვნელობა აქვს სად წავალთ ადა?
-მეც ვიცი რომ არ აქვს, მაგრამ ქორწილამდე ძლივს ვითმენ და ეხლა....
-არ გინდა ცოტა გავისეირნოთ.
-გავისეირნოთ, მანქანით?
-არა, ფეხით.
-დიმიტრი-ადამ შუბლზე ხელი მიადო-ბატონო დიმიტრი, თქვენ კოვიდი ხომ არ გაქვთ?
-ძალიან სასაცილოა.
-დიმიტრი აბელაშვილი და ფეხით სეირნობა? ეს ხომ,დაუჯერებელია. უდაოდ კოვიდი გაქვთ.
-კარგი, შენ გარეშე წავალ მაშინ.
-არა მოიცადე-ადამ გადაიხარხარა, ხელი ხელში გაუყარა და გარეთ გავიდნენ-ეკატერინეს და თათას რო არ დავემშვიდობეთ?
-ეგ არაფერი.
-კარგი, რა უქენი ჩემ საქმროს და თქვენ ვინ ხართ?
-ადა, დრო რო მქონდეს მთელი დღეები უაზროდ სეირნობაში გავატარებდით, აი თაფლობის თვე რომ გვექნება დღეში 20 კილომეტრი ვიაროთ თუ გინდა.
-მაინც წამოგცდება სად უნდა წავიდეთ.
-მაგასაც ვნახავთ. უსამართლობა იქნება, თუ ისე შევქმნით ოჯახს, სიმართლე რო არ იცოდე დაჩიზე. ვიცი დიდი ხანი მოგიწია ლოდინი, უბრალოდ არ არის ადვილი თემა.
-მესმის-და აი ადას მოთმინება მართლაც მტკიცე გამოდგა, უკვე მართლა დავიწყებოდა დიმიტრის ძმის შესახებ კითხვის დასმაც კი.
-ვაჟა ღალატობდა დედაჩემს, ერთხელ თვითონ გაიგო ელისაბედმა..-მაშინვე შეასწორა დედა ელისაბედით-საშინლად იჩხუბეს, მახსოვს ვაჟას ბებიის დანატოვარი ვაზა ჰქონდა, ძალიან ძვირფასი, ელისაბედმა კი კედელს შეალეწა. 6 თვის მერე შერიგდნენ, თითქოს ყველაფერი დალაგდა... და ერთხელ დაჩი მოდის სახლში საღამოს, ჩვენ ვსადილობდით და იწყებს ღრიალს ბოლო ხმაზე , უღრიალებს მამაჩემს რო როგორ გაბედა და ისევ უღალატა. ელისაბედს ლამის გულმა დაარტყა ამ სიტყვების გაგონებაზე, მამა გაოგნებული ჩანდა, ამტკიცებდა რომ არ უღალატია. რო დაჩი ტყუოდა. ელისაბედმა დაჩის ხელი დაავლო და სახლიდან წავიდნენ. დაჩიმ სკოლა რო დაამთავრა იტალიაში წავიდა და მომვლელად დაიწყო მუშაობა.
-და რატო არ ურთიერთობთ?
-ოჯახი დაანგრია და იმიტო.
-მამაშენი ღალატობდა დედაშენს.
-არ უნდა ეთქვა. მოსულიყო ჩემთან, ან ვაჟასთან, იქნებ შეეწყვიტა.
-იქნებ? მეორედ ღალატობდა.
-დაჩიმ ოჯახი დაგვინგრია ადა, თან ვაჟამ ასჯერ გაუმეორა რომ აღარ ღალატობდა.
-აბა დაესიზმრა?
-ეგოისტი იყო , ვერ იტანდა , რომ მას ყურადღებას არ აქცევდნენ. რატომღაც არ აპატია ვაჟას ღალატი ან მწარედ აღიქვა, არ ვიცი. მაგრამ ეგოისტურად მოიქცა. შენ არ იცი ვაჟა რა ცუდად იყო, მიზეზს სირცხვილით ვერ ამბობდა, რატომ გაშორდა ცოლი და მომვლელად გაექცა იტალიაში. მეორე შვილი კი ბენზინგასამართზე მუშაობს და უარს ამბობს ჩვენთან მუშაობაზე. ხალხმა ძლივს დაივიწყა ეს ამბები, ქორწილში რო მოვიდეს თავიდან დაიწყება ყველაფერი და მე ეს არმ ინდა. მე მინდა ეს ჩვენი დღე იყოს.
-დაჩი ხომ პატარა იყო.
-16 წლის. ადა. არც ისე პატარა. 16 წლის რომ ვიყავი, მამაჩემთან ერთად ვმუშაობდი უკვე. მესმის, გინდა დაიჯერო, რომ არ უნდოდა ბოროტად მოქცეულიყო, არც მე მინდოდა, მაგრამ რამდენჯერაც ვცადეთ დალაპარაკება, იმდენჯერ აგრესიული პასუხი მივიღეთ მისგან. სერიოზული პრობლემები აქვს ხასიათთან. ამიტომ არ მინდა რომ მასთან ურთიერთობა დაიჭირო-დიმიტრიმ გააჩერა, ხელი წელზე მოხვია და თვალებში ჩახედა-ეხლა გესმის?
-მესმის.
-დამპირდი, რომ აღარ ნახავ ჩემს გარეშე.
-გპირდები.
***
ამ ისტორიამ ადა შეაშფოთა, რადგან დაჩი მას საერთოდ სხვა ადამიანად მიაჩნდა. ეჭვი წამითც არ შეპარვია დიმიტრის ნაამბობში. პირიქით, იფიქრა, რომ ადამიანების წაკითხვა კარგად არ შეეძლო და ღმერთს უმადლოდა, რომ მისნაირი ქმარი გამოუგზავნა. რამდენად ბრმა შეიძლება იყოს სიყვარული, მაგრამ რამდენად ბრმა შეიძლება იყოს თვითონ ადამიანი? რომ განსჯის უნარიც დაუქვეითოს. მოკლედ რომ ვთქვათ 2 თუ 3 დღე ღა რჩებოდა ქორწილამდე, რომ დიმიტრის კორონავირუსი დაუდასტურდა და იზოლაციაში მოუწია გადასვლა. შესაბამისად ქორწილიც გადაიდო 2 კვირით. ადა საშინელ ხასიათზე იყო, მთელი გულით და სულით ელოდებოდა ქორწილს. ვერ ხვდებოდა საიდან გადაედო დიმიტრის, ფირმაში ყველა ყოველდღე იკეთებდა ტესტს. მომდევნო დღეს ირმასაც დაუდასტურდა და გადაწყვიტა, რომ ალბათ ვინმემ გაავრცელა ისევ რესტორანში, ამიტომ მაქსიმალურად მოერიდა დიმიტრის ოჯახსაც და სახლიდან ხშირად აღარ გადიოდა.
ადას მშობლები ბაკურიანში წავიდნენ, მაგრამ თვითონ არ წაყვა, რადგან სწავლა დაეწყო. საღამოს მაღაზიაში გასვლა დააპირა, მაგრამ ქარიანი ამინდი იყო და მანქანით მოუწია გასვლა. გზად ის ბენზინ გასამართი სადგური შეხვდა, სადაც დაჩი მუშაობდა. ცოტა წინ კი დაჩი დაინახა, რომელიც სახლში ფეხით მიდიოდა. გაახსენდა პირობა, რომელიც საქმროს მისცა, მაგრამ ესეთ ამინდში შეეცოდა მარტო გაეშვა. რა მოხდებოდა რომ მიეყვანა? არც ისე შორს არ ცხოვრობდა. დაუსიგნალა და მანქანა მის გვერდით გააჩერა.
-დაჩი?
-გამარჯობა, ადა.
-დაჯექი თუ გინდა გაგიყვან, მაინც შენი სახლისკენ მივდივარ.
-იყოს, ფეხით გავალ.
-გთხოვ? რძალს უარს როგორ ეუბნები თხოვნაზე.
-კარგი-გაეღიმა, მანქანის კარი სწრაფად გააღო და ჩაჯდა-როგორც ჩანს კარგად არ ჩაიარა შენ და დიმიტრის საუბარმა ჩვენ ერთობლივ სადილზე.
-ა... დიმიტრის კორონავირუსი დაუდასტურდა და იზოლაციაშია.
რა თქმა უნდა დაჩი ხვდებოდა, რომ კორონავირუსი დიდი ხნის წინ არ დადასტურებია ძმას და ეს უბრალოდ ზრდილობიანი ხერხი იყო უხერხული სიტუაცია რომ აეცილებინა თავს.
-შენ როგორ გრძნობ თავს?
-მე არ მაქვს, როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს...-წამით მართლა დაფიქრდა,რანაირად შეიძლებოდა თვითონ არ ჰქონოდა?-შენ როგორ ხარ?
-ძველებურად. ვმუშაობ. ველოდები სიტუაციის გამოკეთებას იტალიაში, რომ დავბრუნდე.
-მგონი ეს არის ხომ?-მანქანა დაჩის სახლთან გააჩერა.
-კი, ხო არ ამოხვალ? სასახლე არ მაქვს , მაგრამ ჩაიზე დაგპატიჟებდი, მადლობის ნიშნად-დაჩის მართლა არ ჰქონდა ცუდი განზრახვა, უბრალოდ ბევრი მეგობარიც არ ჰყავდა, მთელ დღეს სამსახურში ატარებდა და ენატრებოდა ნორმალურ ადამიანთან საუბარი. ადამ დაუფიქრებლად იპასუხა და შემდეგ სულ კიცხავდა თავს, როგორ დათანხმდა.
-კი. ცოტახნით ამოვალ-მანქანა ეზოში გააჩერა და სახლში ავიდნენ. სადარბაზო ზედმეტად ვიწრო და პატარა, თუმცა საკმაოდ დასუფთავებული იყო. დაჩი მესამე სართულზე ცხოვრობდა. ერთოთახიან, სტუდიო, პატარა მყუდრო აივნიან ბინაში. შიგნით ბევრი არაფერი იდგა, მაცივარი, გაზქურა, სასადილო მაგიდა , 3 სკამი და იქვე კამოდზე ძველის ძველი ტელევიზორი იდგა. საძინებლის კარი გამოხურული იყო. ადას რაღაცნაირად გული ტკიოდა, დაჩის რომ ასეთ ადგილას უწევდა ცხოვრება, რადგან ის მიჩვეული იყო ისეთი ზომის საძინებელს, რომელიც დაჩის საცხოვრებლის ნახევარს მაინც ფარავდა. თუმცა ცდილობდა არაფერი შეემჩნია.
-ჩაის დავადგამ, დაჯექი-გაზქურასთან მივიდა, ჯერ ჩაიდანი აავსო და შემდეგ ცეცხლზე დადგა-ხო არ გშია?
-არა, მადლობა.
-დარწმუნებული ხარ? უმაგრეს დოშირაკს ვაკეთებ-დაჩის გაეცინა-პასტას და იხვის სალათს ვერ შემოგთავაზებ, მაგრამ დოშირაკიც არა ნაკლებ გემრიელია.
-არა, მართლა არ მშია, არ მომერიდებოდა.
-იმედია. მაშინ შენის ნებართვით მე მივირთმევ , თან ვიჭორაოთ.
ადა მის ყოველ მოძრაობას აკვირდბეოდა, თითქოს ელოდებოდა, რაღაც აგრესიულ ჟესტს, რაც დიმიტრის მონაყოლს დაამტკიცებდა. არადა მის წინ სრულიად უვნებელი, კეთილი, თავაზიანი და საკმაოდ საყვარელი ახალგაზრდა და შრომისმოყვარე ბიჭი იდგა. რატომღაც მისგან ვერანაირ საფრთხეს ვერ გრძნობდა, პირიქით თავს დაცულადაც კი გრძნობდა. ამ ერთ ოთახიან ბინაში კი მის და გასაოცრად-კომფორტულად.
-ადა, აქ ხარ?- მხოლოდ შემდეგ შეამჩნია რომ დაჩი ესაუბრებოდა, ის კი ფიქრებში იყო გართული-ჩაიც მზად არის-მაგიდაზე დაუდო და საშაქრეც მიაწოდა, თავის გემოვნებით რომ ჩაეყარა შიგნით-მე ტკბილს ვსვამ ზოგადად, არ მესმის უშაქროდ როგორ უნდა დალიო ან ჩაი ან ყავა.
-მე ვსვამ ხოლმე.
-ვაი...-დაჩის გაეცინა-ცუდად არ გამომივიდა იმედია.
-არა-ადასაც გაეღიმა.
-სწავლის საქმეები როგორ მიდის? მგონი დაგეწყო ხო უნივერსიტეტი?
-კი, აქედან ვაგრძელებ.
ცოტახანი სწავლაზე საუბრობდნენ, მერე დაჩიმ ჭურჭლის რეცხვა დაიწყო და ცოტახნით ადა ამრტო დატოვა, პრინციპში რთული იქნებოდა იმ ბინაში ადას ოთახში მარტო დატოვება, რადგან წასასვლელი თითქმის არსად იყო. ადა დიდხანს ფიქრობდა ეკითხა თუ არა რამე ოჯახზე, მაგრამ გადაიფიქრა. ის იყო წასვლა დააპირა, რომ საათს დახედა და 9ს აკლდა 2 წუთი. კომენდანტი...
-დაჩი, კომენდანტი იწყება. აქედან 10 წუთში სახლში როგორ მივასწრო.
-კომენ...დანტი...-დაჩიმ ჯერ გაოცებულმა შეხედა და მერე გაეცინა-მაგაზე როგორ არ იფიქრე?
-ვიფიქრე? შენ არ დამპატიჟე ამოდიო?
-მერე საუბარში გავერთეთ და მეგონა შენ აკონტროლებდი საათს, მე ხო ჩემ სახლში ვარ?
-არ მეცინება..
-კარგი, დიმიტრი გადაგიხდის იმ 2000 ლარს.
-წავიდე?
-ვხუმრობ ადა.
-კარგია ხუმრობის ხასიათზე რომ ხარ.
-მისმინე, ესე მოვიქცეთ. მე იატაკზე დავიძინებ და პრინცესას დავუთმობ ჩემ ოთახს. ოღონდ მაცადე შევალ და ცოტა მივალაგებ იქაურობას.
-ა-..ა-რა, აქ როგორ უნდა დავრჩე?
-კი, გეთანხმები მთლად ჰილტონი არ მაქვს, ვერც შენ სახლს შეედრება, მაგრამ არჩევანიც არ გვაქვს დიდი.
-დიმიტრის რა უნდა ვუთხრა..



კოვიდი ირმას და დიმიტრის ერთდროულად აღმოაჩნდათ? ეს ჩვენი დიმიტრი მამამისზე უარესი მოღალატე ყოფილა. ხოდა ძაანაც კარგი თუ ორი კვირა ვერ ნახავს ადა. ამ დროში იმდენ რამეს გაიგებს კიდევ დიმიტრიზე და მამამისზე რომ საბოლოოდ დააკარგავს მათზე შექმნილ შთაბეჭდილებებს.
რაც შეეხება დაჩის, ძალიან მომწონს. უბრალო და ძალიან საყვარელი ვინმე ჩანს.
ველოდები ადას და დაჩის ურთიერთობის განვითარებას.

 


№2  offline წევრი sati

რუსკიმარუსია
კოვიდი ირმას და დიმიტრის ერთდროულად აღმოაჩნდათ? ეს ჩვენი დიმიტრი მამამისზე უარესი მოღალატე ყოფილა. ხოდა ძაანაც კარგი თუ ორი კვირა ვერ ნახავს ადა. ამ დროში იმდენ რამეს გაიგებს კიდევ დიმიტრიზე და მამამისზე რომ საბოლოოდ დააკარგავს მათზე შექმნილ შთაბეჭდილებებს.
რაც შეეხება დაჩის, ძალიან მომწონს. უბრალო და ძალიან საყვარელი ვინმე ჩანს.
ველოდები ადას და დაჩის ურთიერთობის განვითარებას.

ჯერ არაფერს ვამბობ, მაგრამ მიყვარს მიხვედრილი მკითხველები joy . მერე ვხვდები ხოლმე რო სწორად გადმოვცემ ამბავს heart_eyes heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი Mmm

ოღონდაც მაზლს და რძალს ნუ შეაყვარებთ ერთმანეთს რა ????ან ეს დაჩი აყვანილ შვილად გაასაღეთ ???? წარმატებებს გისურვებთ....

 


№4  offline წევრი sati

სტუმარი Mmm
ოღონდაც მაზლს და რძალს ნუ შეაყვარებთ ერთმანეთს რა ????ან ეს დაჩი აყვანილ შვილად გაასაღეთ ???? წარმატებებს გისურვებთ....

ჯერ არ შეუღლებულან , მაგრამ დაელოდეთ შემდეგ თავებს. heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგი მეც არ მომეწონა ეს ირმა და რა ვქნა ცუდად ეკურკურებოდა დიმიტრის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent