შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თანახმა ხარ?(2)


18-02-2021, 00:29
ავტორი sati
ნანახია 2 080

-აბა იაფიანი და უხარისხო ხომ არ გვექნება მილიონერის ქორწილია ბოლო-ბოლო. არა, ადა ასე არ გამოვა. ხალხმა უნდა დაინახოს რომ არაფერს არ ვინანებთ თქვენთვის. ასე სად გაგონილა, არაუშავს ეკატერინე ახალგაზრდაა, აი გაერევა საზოგადოებაში და ყველაფერს მიხვდება-ეკატერინესაც აღიზიანებდა თათა, ცოტაც და ალბათ დედა-შვილი თმაში წვდებოდა.
-გამარჯობა, ბოდიშს გიხდით რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ ოფისში ვიყავი უკვე და მითხრეს რომ იქ ვაჟა არ არის-ადამ უკან გაიხედა და დაჩი დაინახა,უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა ტანში, თითქოს დაჩის მაგივრად სულს ხედავდა-სახლშია?
-ალბათ რომელიმე რესტორანშია, დაჩი, დაჯექი დაიცადე თუ გინდა-მხოლოდ თათა არ დაიბნა, როგორც ჩანს მან მაინც იცოდე მის შესახებ-შენი ძმის ქორწილისთვის ვარჩევთმოსაწვევებს.
-არა, იყოს, ხო არ იცი რომელ რესტორანში იქნება?
-დავურეკავ, თუ გინდა.
-მადლობა-დაჩი ადას და დედამისისგან მოშორებით ჩამოჯდა.
-მოვალ-ადა ადგა და დაჩისთან მივიდა-როგორ ხართ?
-კარგად, თავად?
-მეც.
-ადა, რამე ხომ არ გაწუხებთ?-დაჩიმ დაკვირვებით შეხედა, მისკენ გადმოიხარა და თვალებში ჩახედა.
-არა, რატომ მეკითხებით?
-გეგონება სული დაინახეთ და არა ცოცხალი ადამიანი.
-დიმიტრის არასოდეს უხსენებიხართ.
-არ კითხეთ მერე მიზეზი?
-ჩემზე უკეთ იცნობთ ალბათ ძმას-ადამ ბოლო სიტყვები ინანა, არ უნდოდა საქმროზე რამე არასწორად ეთქვა იმთუმეტეს მის ძმასთან. მაგრამ დაჩის ეს საერთოდ არ გაკვირვებია, პირიქით დაეთანხმა კიდეც.
-მასინ რა ვიცი რამდენად ესიამოვნება მის მაგივრად რომ ვთქვა რამე.
-თქვენ აქ არ ცხოვრობთ?
-ცალკე ბინა მაქვს.
და ადა უკვე ვეღარ ითმენდა ყველა კითხვაზე უნდოდა პასუხი ცოდნოდა, ჭკუიდან გადადიოდა რომ მის შესახებ ვერაფერს ვერ იგებდა.
-უცნაურია, რომ აქამდე არასდროს შევხვედრივართ ერთმანეთს.
-თქვენ ხომ მხოლოდ არდადეგებზე ჩამოდიხართ, მე მაგ დროს დედასთან ვარ იტალიაში. ამჯერად ვირუსის გამო გამიჭირდა ჩასვლა და იმიტომ დავემთხვიეთ.
ძლივს წესიერი პასუხი, ნამდვილად არ გავდა არც ვაჟას და არც დიმიტრის, რადგან ადამიანს იგავებით არ ესაუბრებოდა.
-ქორწილში ხომ მოხვალთ?
-თუ დიმიტრის ეს უნდა, რა თქმა უნდა.
-რატომ არ უნდა უნდოდეს?
დაჩის ადას ცნობისმოყვარეობაზე გაეცინა, მაგრამ მაშინვე სერიოზული გამომეტყველება მიიღო.
-ხო, ეგეც მართალია.
-ვაჟა დაკავებულია დაჩი , იქნებ სხვა დროს მოხვიდე?-ამასობაში ტათაც დაბრუნდა. რა თქმა უნდა ვაჟა დაკავებული ადამიანი იყო, მაგრამ სულ რომ მთელი დღე თავისუფალი ჰქონოდა, ის მაინც არ მოვიდოდა დაჩის სანახავად, ან ამ დროს სხვა რამეზე დახარჯავდა. მამა-შვილს არც ისეთი კარგი ურთიერთობა აკავშირებდათ ერთმანეთთან.
-არ არის პრობლემა.
-იქნებ დარჩენილიყავი, დალოდებოდი? მე მაინც მიჭირს მარტო ყველაფრის ამორჩევა, დედაჩემი და თათა კიდე ყველაფერზე იღიმიან და მეუბნებიან რომ ძალიან კარგია. ვინმე ობიექტური მჭირდება, თუ რა თქმა უნდა შენც ბევრი საქმე არ გაქვს.
-არა, არ მაქვს არაფერი საქმე-დაჩიმ უხერხულად გაუღიმა, არ უნდოდა უარის თქმა და ადას წყენინება, მაგიდისკენ წავიდა და მის გვერდით ჩამოჯდა-რას ვარჩევთ?
-მოსაწვევებს-ადამ ბროშურები და მოსაწვევები ანახა.
-თათა, წამოდი მანამდე ყავა მოვადუღოთ, თორე ამიჭრელდა თვალები უკვე-ეკატერინე და თათა სამზარეულოში გავიდნენ და დაჩი და ადა მარტო დატოვეს.
-და ჯერ ფასებით ვარჩევთ?
-არა, აქ თუ რამე იაფიანს ეძებთ, ეგეთი არ არსებობს.
-ჯერ მარტო მოსაწვევი და ესეთი ძვირი?-დაჩის გაეცინა-მაგრამ, ხო, დიმიტრი იმსახურებს დიდ ქორწილს. ადას გაეღიმა თითქოს ძლივს იპოვა ადამიანი, რომელიც არ განსჯიდა იმის გამო რომ დიდი, ძვირიანი და პომპეზური ქორწილი არ სურდა.
-რაზე გაგეცინათ?
-რასაც მდიდარი ხალხი ქორწილებზე ხარჯავს, 3 იმდენი ქვეყნის ბიუჯეტში რო იდოს საქართველო სიმდიდრით მსოფლიოში პირველ ადგილზე იქნებოდა.
-ეგრე გგონიათ?
ამ დროს კარის ხმა გაისმა, ოთახში დიმიტრი შემოვიდა ჩქარი ნაბიჯებით, ძმის დანახვაზე ოდნავ შეკრთა, მაგრამ არ შეუმჩნევია, მაშინვე ადასკენ წავიდა.
-ხომ დაგპირდი მოვალ თქო-ღიმილით შეეგება, სკამიდან წამოაყენა და აკოცა, შემდეგ დაჩისაც მიუტრიალდა-დაჩი.
-ვაჟას ველოდებოდი.
-გვიანობამდე არ მოვა. თუ გინდა ვეტყვი დაგირეკოს რომ მოვა.
-არა იყოს, წავალ.
-შენი ნებაა-დიმიტრიმ ცალყბად გაუღიმა და ისევ ადას მიუბრუნდა-აბა რამე აარჩიე?
-არა, შენი ძმა მეხმარებოდა.
-არაფერი გაეგება ამ საკითხებში, ისევ ჩვენ ავარჩიოთ. კარგად დაჩი.
-ნახვამდის ადა-დაჩი მაშინვე გატრიალდა , ძმას არც შეპასუხებია და მშვიდი, ნელი ნაბიჯებით დატოვა სახლი.
-რატომ მოექეცი ასე უხეშად?
-მოგეჩვენა, ხო არ მოიწყინე ჩემ გარეშე?
-ცოტა, თათა მთელი 2 საათია ლაპარაკობს გოიმ ხალხზე, რომლებსაც იაფიანი და უხარისხო მოსაწვევები ჰქონდათ გაგზავნილი სტუმრებთან და რამდენი ხანი არჩევდა თბილისი მათ ოჯახს.
-ხო იცნობ თათას, უნდა რომ კარგი ქორწილი გვქონდეს.
-მეც ეგ მინდა, მაგრამ ზოგჯერ მაღიზიანებს.
-ძალიან კარგი ქალია, დედობა გამიწია, ხო იცი.
-ვიცი, ბოდიში ცუდად გამომივიდა-ადამ გაუღიმა, აკოცა და მაგიდას მიუბრუნდა და განაგრძეს ქორწილისთვის მზადება. ადას გასაოცრად დიმიტრი ძალიან ჩაერთო ყველაფრის არჩევასი, მოსაწვევებს 2 საათი არჩევდნენ ფერის და ზომის მიხედვით, შემდეგ სერვისზე გადავიდნენ, დარბაზებზე და ბოლოს ისევ ადამ შეაწყვეტინა, რადგან ძალიან დაიღალა. ისინი კი ისევ აგრძელებდნენ, ამიტომ მას ბუხართან ჩაეძინა. ეკატერინემ საათს რო დახედა უკვე 12 იყო.
-მგონი დროა სახლში წავიდეთ, დღეს ბევრი გავაკეთეთ, ადაც დაიღალა.
-ადა ძალიან ადვილად იღლება-დიმიტრიმ აღნიშნა და საცოლეს გადახედა-უმჯობესი იქნება თუ ექიმთან მივიყვანთ ყოველი შემთხვევისთვის.
-არა, დიმიტრი, დამერწმუნე კარგად არის. უბრალოდ 3 დღეა სულ ქორწილის საქმეებზე დარბის. მარტო-ეკატერინე შეიძლება ბევრს არ საუბრობდა და აზრსაც არ გამოთქვამდა, მაგრამ, როდესაც რამეს ამბობდა, მის შემდეგ სიტყვას ვეღარვინ ამატებდა. ზუსტად იცოდა რომელ სუსტ წერტილში უნდა დაერტყა ადამიანისთვის. არ უყვარდა, როდესაც ადაზე ოდნავ ნეგატიური კუთხითაც კი საუბრობდნენ. არ ერიდებოდა შეფარვით აზრის გამოთქმას, როგორც ეს მიღებული იყო მაღალ წერეებში. დიმიტრის არც დააცადა პასუხის თქმა, ისე ადგა და ადასთან მივიდა,რომ გაეღვიძებინა.
-ადა, გვიანია უკვე. ადექი უნდა წავიდეთ.
ეკატერინეს მხოლოდ მანქანაში გაახსენდა ის ბიჭი, რომელიც ვაჟას დასალოდებლად მივიდა სახლში. მასაც გაუჩნდა ერთგვარი ცნობისმოყვარეობის გრძნობა.
-ადა, ვინ იყო ის ბიჭი დღეს რომ მოვიდა?
-დიმიტრის ძმა.
-ძმა? როგორ, ელისაბედის შვილია? დიმიტრის დედის? თუ თათასი?
-არა, რანაირად იქნება თათას შვილი, მგონი ჩემხელაა. ელისაბედის შვილია, ხო. არც მე არ ვიცოდი, 2 დღის წინ გავიგე.
-მალავდნენ?
-როგორც ჩანს.
-რა უცნაურია.
-ვცადე მეკითხა იმ დღეს ვაჟასთვის, ხომ გახსოვს?
-მეგონა რაღაც აგერია, ყურადღება არც მიმიქცევია.
-მე კიდე მეგონა შენ იცოდი ვინ იყო.
-არა.
-დედა, რატო უნდა მალავდნენ საკუთარ შვილს? ხო უცნაურია? დიმიტრის არასოდეს არ უხსენებია, ახლა ისე იქცევა თითქოს არც არსებობს.
-აღარ ჰკითხო არაფერი.
-მაგრამ...
-ადა, შენი ქმარია უკვე. უნდა დაემორჩილო. თუ არ სურს ამ თემაზე ლაპარაკი, ესე იგი არ არის საჭირო-ეკატერინემ შვილს მკაცრად გადახედა-აქვთ მიზეზი სვარაუდოდ.
-კარგი-ადას ეწყინა დედის ასეთი დამოკიდებულება, იმედი ჰქონდა ის მაინც არ იქნებოდა ისეთივე გაყინული და უემოციო რობოტი, როგორადაც მთელ ელიტას მიიჩნევდა. თუმცა ერთის მხრივ უკვრირდა კიდეც, აქამდე როგორ ვერ ხედავდა ადამიანთანამდვილ სახეებს, შესაბამისად ვერ აცნობიერებდა, რომ ისიც ერთ-ერთი მათგანი იყო.,ა ხლა კი თავს აუთსაიდერად გრძნობდა. თითქოს ეუცხოებოდა საკუთარი დედაც კი, მაგრამ რას გამოეწვია ეს ყველაფერი ვერ ხვდებოდა. რანაირად შეიძლებოდა ერთუცხო ადამიანს ამხელა გავლენა ექონია მასზე. ბოლოს ყველაფერი იმით მთავრდებოდა, რომ წინა საქორწილო ნერვიულობას აბრალებდა მსგავს ფიქრებს. ბოლო ბოლო ამ საზოგადოებაში იზრდებოდა 21 წელი და რაღა ეხლა შეიცვლიდა აზრს მათ შესახებ. მეგობრები, მშობლები, ოჯახი და საქმრო, ყველა ხო მაღალი წრიდან ყავდა. თავს დამნაშავედ გრძნობდა, მსგავსი ფიქრებიც კი რომ აწუხებდა, ამიტომ მაშინვე სხვა თემაზე გადაჰქონდა ყურადღება. რამდენიმე დღეში სულ დაავიწყდა დაჩის არსებობის შესახებ ყველაფერი, რადგან დედამ ასე ურჩია. ისევ ჩვეულებრივად აგრძელებდა ცხოვრებას და ქორწილის დაგეგმვით იყო დაკავებული. დიმიტრის სამსახურში აკითხავდა ხოლმე და შესვენებაზე ერთად სადილობდნენ კაფეში.
-იცი რა ვიფიქრე-დიმიტრიმ ყავა მოსვა, ადას ხელები თავისაში მოიქცია და აკოცა-ვირუსის გამო უნივერსიტეტები ხო აძლევენ სტუდენტებს არჩევნის საშუალებას უცხოეთში. არ გინდა ონლაინ რომ ისწავლო შენც? აქედან. რას ფიქრობ?
-ხო, მაგრამ... ერთი წელი დამრჩა. ბოლო წელია, და წინა წელიც ონლაინ ვიყავი. ხომ ვილაპარაკეთ, რომ მინდოდა დამესრულებინა უნივერსიტეტი.
-და დაასრულებ კიდეც, ონლაინ. დიპლომსაც აიღებ. გამოცდებზე მე ჩაგიყვან და ერთად ვიქნებით. რა მნიშვნელობა აქვს რომელ ქვეყნაში ისწავლი თუ უნივერსიტეტი იგივეა?
-დიმიტრი იქ-ადამ ღრმად ამოისუნთქა, ხვდებოდა რომ ტონს უწევდა და თავს იკავებდა-მეგობრები მყავს, მარტო სწავლაც ხომ არ არის.
-აქაც გყავს მეგობრები, ქმარი? ოჯახი? სულ ამბობდი, რომ გენატრებოდით. ახლა გამოსავალიც არსებობს, რატომ მეჯიუტები ადა-გაუღიმა და სახეზე მოეფერა-ხო იცი რომ შენთვის ყველაფერი კარგი მინდა. შენ ხო არ ხარ ჯიუტი და შეუგნებელი. გთხოვ?
-დიმიტრი, ჩვენ ხომ ფარდებს არ ვარჩევთ სახლისთვის, ეს ჩემი ცხოვრებაა, უნივერსიტეტი. იქ ვცხოვრობ უკვე სამი წელია.
-ახლა კი თხოვდები და ოჯახს ქმნი, რომლისთვისაც მსხვერპლი უნდა გაიღო.
-და შენ? მთელი დღეები მუშაობ, უმეტეს ნაწილს მარტო ვაკეთებ , ესე იქნება როცა ერთად გადავალთ ახალ სახლში? მერე ბავშვების გაზრდა მომიწევს მარტოს? კარიერას თავი უნდა დავანებო და მორჩილი ცოლი გავხდე?-ადას მსგავსი საუბარი დიმიტრის ძალიან ეუცნაურა და ცოტა შეეშინდა კიდეც.
-ადა წყალი ხომ არ გინდა?-სახეზე გაფითრდა და ოფიციანტს დაუძახა-ერთი წყალი თუ შეიძლება.
-არ მინდა წყალი. არ ვარ ცუდად.
-აბა რა დაგემართა ადა? ესე არასოდეს არ გილაპარაკია.
-ალბათ, იმიტომ, რომ დავიღალე, დიმიტრი. ყველაფერთან მარტო გამკლავებით.
-მაგას გეუბნები მეც, აქ თუ ჩამოხვალ, აღარ იქნები მარტო.
-მაინც ვერ ხვდები ხომ? იქ ვიქნები თუ აქ, სულ რომ 200 კაცი მეხვიოს თავზე, შენ მაინც სხვაგან ხარ, ან მუშაობ, ან შეხვედრა გაქვს. ეხლაც, თავს მარტოდ ვგრძნობ.
-ადა, მემგონი ნერვები არ გაქვს კარგ დღეში, თუ გინდა ექიმთ...
ადამ წინადადების დასრულებაც არ დააცადა, რომ მაგიდიდან წამოდგა, ჩანთას ხელი დაავლო და გარეთ გასვლა დააპირა.
-არ გამომყვე-ეს უთხრა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. გული ისე ჩქარა უცემდა, არაფერი ირგვლივ არ ესმოდა, თითქოს რაღაც ცუდი გაეკეთებინა და დანაშაულის ადგილიდან გარბოდა. ვის გაურბოდა კი ამას ვერ ხვდებოდა. ცოტახანში ამ ეიფორიდიან რაღაც წრიპინის ხმამ გამოიყვანა. მანქანას ბენზინი უთავდებოდა, გაუმართლა, იქვე ბენზინგასამართი სადგური იყო და მანქანა გააჩერა.
-გამარჯობა.
ადას ზედ არც შეუხედავს ისე უთხრა რა ჩაესხათ, მერე მიხვდა რომ ბრძანებასავით გამოუვიდა და რომ გატრიალდა ბოდიშის მოსახდელად ხელში დაჩი შერჩა, რომელიც გაუნძრევლად იდგა მანქანასთან და ელოდებოდა როდის აივსებოდა ავზი.
-დ.. დაჩი? აქ მუშაობთ?
-ხო, ძალიან გაგიკვირდათ?
-კი.. თქვენ ხომ..
-მამას რესტორნების ქსელი აქვს კი ვიცი. მაგრამ იმასაც მიხვდებოდით რომ მე და მამა ახლოს არ ვართ. ყველაფერი მზად არის. ხომ კარგად ხართ? თითქოს ნამტირალევი ხართ? -საუბრის სხვა თემაზე გადატანის ოსტატებს წარმოგიდგენთ ქალბატონებო და ბატონებო, ძმები აბელაშვილები.
-კი, კარგად ვარ.-ადას ახლა ორმაგი შოკი ჰქონდა, ჯერ დიმიტრისთან საუბრის შემდეგ და ახლა დაჩისთან.
-ჩემ ძმასთან ხომ არ გიჩხუბია?-მსგავსი პირდაპირობა გაუკვირდა ადას, მაგრამ მართლა უნდოდა ვინმესთან საუბარი.
-შეილება.
დაჩიმ გვერდით თანამშრომელს გახედა, შემდეგ ღრმად ამოისუნთქა, იფიქრა ვინანებ ეხა რასაც გავაკეთებო.
-10წუთში მიმთავრდება სამუშაო დღე, თუ გინდათ სადმე ფეხით გავისეირნოთ. ან დავჯდეთ. ვიცი, როგორი რთული ხასიათიც აქვს დიმიტრის.
-არა, არ ხარ ვალდებული, მართლა-ადა სახეზე გაწითლდა, არ უნდოდა დაჩის შეწუხება ესეთი წვრილმანის გამო.
-არ არის პრობლემა-გაუღიმა, ბარათი უკან დაუბრუნა, გამოსაცვლელად წავიდა და 10 წუთში დაბრუნდა-მანქანა იქ გააჩერე და ვაკის პარკში გავისეირნოთ.
-ფეხით? წვიმას აპირებს მგონი.
-მანქანა ხო აქვე იქნება, მერე რა. არ გაგაციებ, ნუ ნერვიულობ-პირველად მიმართა შენობით, რაც თითქოს უზრდელობად ითვლებოდა მათ საზოგადოებაში, მაგრამ ადას ესიამოვნა, დაეთანხმა, მანქანიდან გადმოვიდა და დაჩის გაყვა პარკისკენ.
-არ მინდა უხეშად გამომივიდეს, მართლა, უბრალოდ, მინდა ... გკითხოთ.
-მკითხო. აღარ გვინდა თ-ები, ბოლო ბოლო ერთად ვსეირნობთ ესეთ რომანტიულ დღეს-დაჩიმ იხუმრა, მაგრამ რატომღაც ადამ თავი უხერხულად იგრძნო, ისევ დაეუფლა ის გრძნობა თითქოს რაღაცას აშავებდა, რადგან სხვა კაცთან ერთად სეირნობდ-ვიხუმრე. დამშვიდდი. რა უნდა გეკითხა?
-რატომ მუშაობ...
-ბენზინგასამართ სადგურზე?
-ცოტა მოსაწყენი ამბავია-ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა-არ ეწევი ალბათ.
-არა.
-კარგია. უკვე მიხვდი, რომ არ მაქვს კარგი ურთიერთობა ოჯახთან. ჩათვალე, რომ ეგ არის მიზეზი რატომაც მათთან არც ვმუშაობ და არც ვცხოვრობ.
-ფულს შენით შოულობ სულ?
-ორი სამსახური მაქვს, ბავშვებს ვამზადებ მათემატიკაში და აქ ვმუშაობ.
-მათმატიკაში?
-კი. კიდე გაქ რამე კითხვა?
-არა, მე არ მინდა გეგონოს, რომ უხეშად ვიჭრები, უბრალოდ ...
-ადა, რატო ხარ ესეთი შეშინებული. ჩვეულებრივი კითხვა დაგისვი-დაჩის გაეღიმა-ალბათ მიჩვეული ხარ, რომ ყოველი კითხვის უკან რაღაც ფარული მოტივი იმალება, მაგრამ ეგ იმ საზოგადოებაში, სადაც შენ გაიზარდე.
-და შენ არა?
-14 ის ვიყავი, როდესაც პირველად გაშორდნენ ჩემი მშობლები. და მამასთან იმის შემდეგ არ მიცხოვრია. ხან რიგდებოდნენ, მერე ისევ შორდებოდნენ. მაგრამ, შენ სხვა რაღაც გაწუხებს.
-არა, თუ თქვენ.. შენ გინდა მოყევი, მე ეხლა დიმიტრის გარდა ყველაფერზე ვილაპარაკებ.
-ესე გაგამწარა?
-არა, არ გავუმწარებივარ. გამაღიზიანა.
-კარგი, მაშინ ისევ მე მოგაწყენ თავს ჩემი დრამებით, ან საერთოდ არ გვინდა ამ ყველაფერზე ლაპარაკი და რამე სხვაზე ვისაუბროთ.
-მაგალითად? -ადა გაჩერდა და პასუხის მოლოდინში დაჩის მიაჩერდა.
-ნაყინი ხომ არ გინდა?
-ამ შუა ზამთარში?
-კი. ეხლა არ მითხრა გავცივდებით და არ გვინდაო ადა, რომ იცოდე შაქარი ხასიათს გამოგიკეთებს და უფრო ენერგიაზე მოგიყვანს.
-კარგი, სად ვიპოვით ეხლა ნაყინს?
-ნებისმიერ მაღაზიაში-დაჩის გაეცინა და მაღაზიაში შევიდნენ. ორი ნაყინი აიღეს და დაჩი სალაროსთან მივიდა, სიგარეტიც ჩადო ცელოფანში და ნახევრად დახეული საფულე ამოიღო ჯიბიდან, რის დანახვაზეც ადამ თავი უხერხულად იგრძნო, გადახდა უნდოდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ დაჩის ეს არ ესიამოვნებოდა. ვერაფრით ათქმევინა მაინც რის გამო არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა ოჯახთან, იქნებ უბრალოდ კარგად არ იცნობდნენ ერთმანეთს? გაუცხოებული იყვნენ ძმები მშობლების გაშორების გამო. მაშინ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც უდაოდ ინანებდა მომავალში. მაღაზიიდან გავიდნენ და ნაყინის ჭამა დაიწყეს-აბა? არ ინერვიულო, ფეხით არავინ არ დადის და ნაცნობი ვერ დაგინახავს ასეთ სიგიჟეს რომ აკეთებ.
-სიგიჟეს არ დავარქმევდი.
-შენ არა.
-მადლობა.
-რისთვის?
-არ ვიცი, რომ არ დამტოვე ესეთ საშინელ ხასიათზე ალბათ. არც მიცნობ და ესე მექცევი.
-იმედია რეპუტაციას არ გამიფუჭებ და ჩემ ძმას არ ეტყვი.
-რეპუტაციას?
-ხო, ჯენტლმენი არ მინდა დამიძახონ-ამაზე ორივეს გაეცინათ.
-აბა რა გინდა რო დაგიძახონ?
-აი წვიმამაც მოგვისწრო.
-გადარჩი-ადა თავს ბევრად უკეთესად გრძნობდა, უცებ თავსხმა წვიმა წამოვიდა და მანქანისკენ გაქცევა დააპირა დაჩიმ რო შეაჩერა.
-სად გეჩქარება?
-წვიმს.
-მერე? მაინც ახლოს არის მანქანა-ადა ჩაფიქრდა, არ წარმოედგინა როგორ შეიძლებოდა წვიმაში სეირნობა, მითუმეტეს უცხო ადამიანთან ერთად. ან ნაყინის ჭამა ამ დროს. თითქოს დამარხული მოგონებები ამოტივტივებულიყო, ოცნებები, რომლების ახდენაც საყვარელ ადამიანთან ერთად უნდოდა. სულ შურდა იმ წყვილების რომლებიც წვიმაში სეირნობდნენ, სიგიჟეებს ერთად სჩადიოდნენ, თუმცა თავს წუწუნის საშუალებას არ აძლევდა, რადგან მას ის გააჩნდა რაც არ ჰქონდა ბევრ წყვილს. უზრუნველყოფილი იყო ყველაფრით, ჰყავდა განათლებული, შეძლებული და ასე თუ ისე მოსიყვარულე საქმრო და ოჯახი. ამიტომ ფიქრობდა ეს ყველაფერი დიდი მსხვერპლი არ იყო. მაგრამ რეალურად ადას და დიმიტრის სიყვარული, არარომანტიული, ვნებას მოკლებული და სადა იყო. ამას კი ადა ვერ ხვდებოდა. სიყვარულს მისთვის მთელი ბავშვობა სხვანაირად აღწერდნენ.
მანქანა მართლაც ახლო იყო, ნელი ნაბიჯებით მიუახლვოდნენ და ჩასხდნენ. თავს უცნაურად გრძნობდა, გული ელვისებური სისწრაფით უფეთქავდა, თითქოს ცხოვრებაში პირველად ენახა წვიმა, ან ეჭამა ნაყინი. რატომღაც ყველაფერს სხვანაირად გრძნობდა. თუმცა მალე გადაუარა ამ აღტაცებამ და დაჩი გაახსენდა.
-სად ცხოვრობთ?-ადამ მანქანა დაქოქა-გაგიყვანთ.
-თ?
-ბოდიში, დამავიწყდა...-ლოყები გაუწითლდა და თავი დახარა.
-ბოდიშიო-დაჩიმ უცნაური გამომეტყველებით ჩაიბურტყუნა და სახლის გზა მიასწავლა. გზაში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, თუმცა დაჩი საერთოდ არ ჩანდა ამით შეწუხებული ადასგან განსხვავებით, რომელიც ცდილობდა საუბრისთვის რამე თემა მოენახა. ,,ამინდზე ვკითხო? მაგრამ რა ვკითხო ისედაც ხომ იცის რო წვიმს. იქნებ ვკითხო წვიმა უყვარს თუ არა? რა სისულელეა..’’.
-იცი მინდა რომ ხვალ საღამოს მე, დიმიტრიმ და შენ ერთად ვივახშმოთ, რა აზრის ხარ?
-მე , შენ და ჩემმა ძმამ? ადა, თუ შეამჩნიე მაინც და მაინც არ გვეხატება ერთმანეთი გულზე.
-ზუსტად მაგიტომ ვიფიქრე.
-მოდი, ჯერ დიმიტრის კითხე. მერე ვილაპარაკოთ.
-და როგორ დაგიკავშირდე თუ დავითანხმე?
-ნომერს ჩაგაწერინებ, ტელეფონით.
-არ არის ცინიზმი საჭირო-ადას გაეღიმა.
-აი, ცოტა უკვე ადამიანს დაემსგავსე. კარგი, თუ დაითანხმებ მოვალ და ვუსაყვედურებ რძალს ესე რო მინერვიულებს, რა თქმა უნდა არ მეუბნები რა გაწყენინა, მარა უკვე ვიცი რომ დამნაშავეა.
-ამასაც მეღადავები?
-არა. კარგად ადა. შეხვედრამდე-დაჩიმ გადაკოცნა, რასაც ადა საერთოდ არ ელოდებოდა და მანქანიდან გადავიდა. ადამ გადაწყვიტა დიმიტრის შერიგებოდა და წყნარად დალაპარაკებოდა მომხდარზე და ცოტა ღიად განეხილა ონლაინ სწავლის იდეა. ხვდებოდა, რომ დიმიტრისაც ენატრებოდა და ეგოისტურად არ უნდა მოქცეულიყო ამ შემთხვევაში. ბოლო-ბოლო ან უნივერსიტეტი ან ქორწილის გადადება, ამ ორს შორის უნდა აერჩია რომელიმე. ოჯახი კი ის ერთადერთი ოცნება იყო, რომელიც აქამდე აუხდენელად რჩებოდა მისთვის. ჯერ სახლში გაიარა და მოწესრიგდა, საბედნიეროდ მისი მშობლები არ იყვნენ, თორე მთელ ამბავს აუტეხავდნენ, როგორ შეილებოდა ამხელა გოგოს წვიმაში ფეხით ევლო. თან ეკატერინე რომ გაიგებდა ვისთან ერთად იყო, საერთოდ გაგიჟდებოდა. შემდეგ დიმიტრისთან წავიდა ოფისში.
-ბატონო დიმიტრი, თქვენთან საქმიანი პარტნიორი მოვიდა, შეიძლება?-ადა დიმიტრის ოფისში შევიდა და იქ ირმა დახვდა, რომელიც მაგიდაზე შემომჯდარი იყო და მის საქმროს ესაუბრებოდა-ირმა? შენც აქ ხარ?
-მე დავურეკე, ნინის და ირმას, მეგონა მათთან წახვედი. სახლშიც არ იყავი, ვინერვიულე.
-სად იყავი ადა?
ადას ცოტა ეუცნაურა ირმას დანახვა, მაგრამ არაფერი შეუმჩნევია, დიმიტრი მართლაც მზრუნველი ადამიანი იყო და იფიქრა არკვევდა სად ვიყავიო. ირმაც მალევე გავიდა და მარტო დატოვა ორივე სალაპარაკოდ.
-მაპატიე-ორივემ ერთდროულად დაიწყო და შემდეგ გაეცინათ.
-ვიცი როგორ გიყვარს გერმანია და ისიც მესმის, რამდენად უსამართლოა ბოლო წლის დათმობას რო გთხოვ. ამიტო, მაპატიე. მოვიფიქრებთ რამეს , იქნებ მე ჩამოვიდე ხოლმე როგორც ადრე, ან...
-დიმიტრი-ადამ შეაწყვეტინა, მასთან მივიდა და კალთაში ჩაუჯდა, შემდეგ ხელი მოხვია კისერზე და აკოცა-არსად არ მივდივარ. შენ მაპატიე. ალბათ ჯერ კიდევ ვერ ვხვდები კარგად რას ნიშნავს ოჯახის შექმნა.. რაღაც მსხვერპლს მოითხოვს. მე კიდე ეგოისტურად მოვიქეცი და მხოლოდ ჩემ გართობაზე ვფიქრობდი. მაპატიე, დიმიტრი... ძალიან ბავშვურად გამომივიდა.
-ანუ არსად არ მიდიხარ?
-არა.
-აი ეს ნაღდად ის ადაა, რომელსაც მე ვიცნობ. ისე გაბრაზდი ცოტა შემეშინდა.
-ეხლა ალბათ შენ გამიბრაზდები.
-რატომ?
-შენი ძმა ვნახე, ბენზინგასამართზე მუშაობს. მითავდებოდა ბენზინი და რომ მივედი იქ დამხვდა, მერე ცოტა გავისეირნეთ ვილაპარაკეთ და შევთავაზე რომ მე, შენ და მას გვესადილა ან გვევახშმა ერთად? ბოლო-ბოლო შენი ძმაა და ესე არ შეიძლება, უნდა მოვიდეს ქორწილში.
-ვერ ვხვდები, საიდან ასეთი ინტერესი ჩემი ძმის მიმართ?
-როგორ ვერ ხვდები, 4 წელი ადამიანის შესახებ ყველაფერი დამიმალე, მე და შენ თუ ოჯახს ვქმნით, მე მინდა ჩვენმა შვილებმა იცოდნენ ვინ არის ბიძა, ან რატო მალავს მამა მას. ეს ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა.
-მგონი იმაზე მეტი ვილაპარაკეთ დღეს ვიდრე ბოლო 3 წლის განმავლობაში-დიმეტრეს გაეღიმა.
-დიმიტრი, კარგი რა. არ უნდა დამეპატიჟებინა?
-ადა, ძალიან მიყვარხარ, არაფერი არ არის ისეთი, რაც უნდა მთხოვო და არ შეგისრულო. მაგრამ არის საკითხი, რაზეც შენთანაც კი არ მინდა საუბარი, მით უმეტეს კონფლიქტში შესვლა. დამიჯერე არ გინდა ჩემი ძმის ახლოს გაცნობა.
-ხო, მაგრამ რატომ?-ადა მაინც არ ნებდებოდა დიმიტრის, ახლა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა რომ ყველაფერს ათქმევინებდა.
-მესმის, გარედან თავმდაბალი,კეთილი და რაღაც.. მიმზიდველი შეილება მოგეჩვენოს, მარგამ უკეთ ვიცი. და არც ისეთი კეთილი და კარგი ადამიანია, როგორიც გგონია.



№1 სტუმარი სტუმარი თინანო

ეს დიმიტრი უკვე მაღიზიანებს რანაირი მანიპულატორი კაცია

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ისეთი რა დაუშავა დიმიტრის თავისმა ძმამ რომ ვერ იტანს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent