შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნანო #3

19-02-2021, 21:37
ავტორი ანე ლაშხი
ნანახია 6 370

ყვავილებს რომ საბოლოოდ მიხედა, ცხრა საათიც შესრულდა და ლიას კაბინეტისკენ გასწია. კარზე ფრთხილად დააკაკუნა და პასუხის შემდეგ შიგნით შევიდა. ქალს უკვე სათნო ღიმილი ჰქონდა სახეზე, აღარც ნანო ნერვიულობდა დიდად. თითქოს სწამდა, რომ აუცილებლად კარგად წავიდოდა მისი საქმე.

- აბა, ნანო, მზად ხარ, ხომ?

- დიახ, რა თქმა უნდა.

- მოდი, შენ მეხუთე სართულზე ჩადი ახლა. არქივში იკითხე ნათია, სათვალეებიანი გოგოა. უთხარი წინა წლების გაყიდვების ხარჯთაღრიცხვა მოგცეს და გადახედე დოკუმენტებს როგორ ვაწესრიგებთ. მერე ბატონ ომარს გაგაცნობ, ჩვენი კომპანიის უფროსს. ახალ პროექტებს ვგეგმავთ, ამიტომ მოგიწევს წინასწარ გათვალო ხარჯები და, რაც შეიძლება, მინიმუმამდე დაიყვანო. უნდა გამოჰყო რა რაოდენობის თანხა დაგვჭირდება ამ პროექტების დასაფინანსებლად და სხვა ბევრი რამ. მოკლედ, დოკუმენტებს რომ ნახავ, თვითონაც მიხვდები რა გააკეთო. თორმეტივე წლის ანგარიშს უნდა გადახედო. ჩაინიშნე, რასაც ჩათვლი საჭიროდ. შეგიძლია ნებისმიერ დროს მოითხოვო არქივიდან, რაც დაგჭირდება. პირველ საათზე ისევ აქ მოდი, შევიდეთ უფროსთან.

- კარგი, ქალბატონო ლია. როგორც მეტყვით, ისე მოვიქცევი.

- და კიდევ, ამ ბოლო რამდენიმე თვის ხარჯი და შემოსავალი მინდა ზუსტად ვნახო. მეთერთმეტეზე ბუღალტერიაში გაიარე, ესმა გაჩვენებს ექსელის ფაილში როგორ შეიტანო მონაცემები და შემდეგ მეილზე გადმომიგზავნე. კი იცი, მაგრამ მაინც. თუ დღესვე მოასწრებ, რაც ნაკლებად მგონია, ხომ კარგი. თუ არადა, მაქსიმუმ ხვალ იყოს. გვეჩქარება. პირველივე დღეს რთული სამუშაო გაქვს, მაგრამ ამ კომპანიაში ასეა. ვნახოთ, როგორ გაართმევ თავს ამას და მერე სხვა დავალებასაც მოგცემ.

- მე დაგპირდით. ახლა წავალ, საქმეებს მივხედავ, - ნანომ კაბინეტის კარი გამოიხურა. ერთი ღრმად ჩაისუნთქა. - ღმერთო შენ მიშველე! ქანთარია, ეს არის შენი ბოლო დღე ამ კომპანიაში ვითომ? რამდენი საქმე მაქვს, ვაი ჩემი ცოდვა! თან ირბინე ფეხით სართულებზე, როგორია? კლაუსტროფობია და ჯანდაბა ჩემს თავს! - მოღრეცილი სახით იყურებოდა გოგო. - წავედი ერთი, წავედი. ეგ კი არა, დამრჩა ის ერთი ცალი საცოდავი შოკოლადი უჭმელი, ჩანთაში რომ ჩავიგდე ბოლოს. ნეტავი, არ გამოვიფიტებოდე, არ დავეძებ. ვსო, მოვრჩი ლაქლაქს! საქმე მელოდება, საქმე!

კიბეები სწრაფად ჩაირბინა, მეხუთეზე სულ ფაცხაფუცხით ჩავიდა. მოვრჩი ლაპარაკსო კი თქვა, მაგრამ გზაშიც არ გაუჩერებია ენა. თანამშრომლები კი უყურებდნენ გაკვირვებული სახეებით, მაგრამ ენერგიას ასე ხარჯავდა ნანო. სხვა შემთხვევაში - აფეთქდებოდა.

- სათვალიან ნათიას ვეძებ. რომელ ოთახში ვიპოვი? - დერეფანში მდგარ გოგონებს ჰკითხა და, როცა მიანიშნეს ოთახი, მაშინვე იქით წავიდა.

- შეიძლება?

- კი, კი, შემოდი.

- გამარჯობა! მე ახალი გაყიდვების მენეჯერი ვარ. წინა წლების ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტები მჭირდება სასწრაფოდ. - სულმოუთქმელად ლაპარაკობდა ქანთარია.

- მოიცა ერთი, რამდენიმე წუთი წავიჭორაოთ. მომიყევი, აბა, აქ როგორ მოხვდი? - სათვალიანი სკამიდან წამოდგა, გოგოს ერთი წრეზე შემოუარა და კარგად შეათვალიერა, ეჭვისთვალით უყურებდა.

- რა ვიცი, გამოვაგზავნე სივი და ამიყვანეს. რა იყო? - მხრები აიჩეჩა ნანომ.

- ჰო? რა უცნაურია. ეგრე კი არავინ მიუღიათ კარგა ხანია. ეტყობა, ვინმეს ნაცნობი ხარ, ხომ?

- რა, შენც ეგრე ნაცნობობით აგიყვანეს? - კითხვა შეუბრუნა ქანთარიამ. არ დაიბნა.

- აჰ, მე არა. მე სხვა პრესტიჟული კომპანიიდან წამოვედი აქ, რატომ არ უნდა ავეყვანე?

- ჰოდა, მე გამიმართლა ისე, როგორც შენ. მიდი ახლა, საბუთები მჭირდება, იმდენი საქმე მელოდება. მერე ყავა დავლიოთ შესვენებაზე, მაინტერესებს აქ ყველა. თვალებში გეტყობა, რომ ყველაფერი იცი და მეც მომახსენებ.

- კომპანიის მთავარი ჭორბიურო ვარ, რომ იცოდე, - გაიცინა სათვალიანმა, თან კმაყოფილებით აღნიშნა ეს “შეწერილი” პოსტი. - კარგი, მოიცა, მოგიძებნი ახლა. - გავიდა და ნაწილ-ნაწილ გამოიტანა ყველა წლის დოკუმენტები გოგომ. საქაღალდეებში ჩაეწყოთ სუფთად. ქანთარია გაგიჟდა, ასეთი მოწესრიგებული რომ დაინახა ყველაფერი.

- ამდენი მარტო მე როგორ გავწიკო? - ჩაფიქრდა ნანო, როცა სათვალიანმა ყველა საქაღალდე გაუმზადა წასაღებად. - იმ შეჩვენებულს ხომ არ ვუთხრა? არა, ეგ რას ჩამოივლის ოც სართულს ჩემთვის. თან მე ხომ უნდა ავაკითხო ჯერ და ვუთხრა. აბა, ისე ხო არ დაესიზმრება ნანოს უნდა დავეხმაროო. ისევ ნაწილ-ნაწილ ავათრიო ჯობია.

- უნდა შეეჩვიო. სულ ასე მოგიწევს დოკუმენტების თრევა. ვაიმე, წინა გოგო ერთი ციფრის გამო გააგდეს. ლია ისეთი გაბრაზებული იყო, ძუნკალი ლეკვივით მოიშორა ის საწყალი გოგო. ასეა, გენაცვა. არ უნდა მიაშტერდე აქ ბიჭებს და არც არაფერი შეგეშლება. საქმე საქმეა! - სათვალის ზემოდან გამოიხედა ნათიამ.

- ეს საქმე ჩამამთავრებინა დღეს, მე თუ ვინმესკენ გავიხედო, რა! რას ამბობ, თუ იცი? მეტყობა ახლა მე, ვინმესთვის რომ მცალია? წავათრიო ესენი ნელ-ნელა. ისე, ვინმე არაა, ვისაც შეუძლია ესენი წამათრევინოს?

- არა, არავინ. ყველა თავისით დაათრევს, ძველები მიეჩვივნენ, ახლები მიეჩვევით და ასე. - მხრები აიჩეჩა სათვალიანმა.

- ამას როგორ უნდა მიეჩვიო? - ორ-ორი შავი საქაღალდე იღლიაში ამოიდო გოგომ. - წავედი, წავათრიო ესენი. იქნება, ის კი დამთანხმდეს და ამატანინოს, ვეტყვი ერთი. ავირბენ უცებ.

- ვისზე ამბობ?

- გეტყვი მერე, არ მცალია ახლა. - კისრისტეხით გამოვიდა გოგო არქივის ოთახიდან და მეთვრამეტესკენ წავიდა, სადაც თავისი კაბინეტი ჰქონდა. თავ-ბედს იწყევლიდა ამ სიმაღლეზე რამ ამომიყვანაო. კიდევ კარგი, სართულებზე სირბილი მართლა შეეძლო. წუწუნით, მაგრამ მაინც.

ოთახში მაგიდაზე დადო დოკუმენტები და ბოლო სართულისკენ გასწია. კიდევ კარგი შარვალი ეცვა და სირბილში ხელი არ ეშლებოდა. აქა-იქ “გამარჯობებსაც” ისროდა. ოცდამეხუთეზე რომ ავიდა, დაცვარული შუბლი ხელით მოიწმინდა და კარზე დააკაკუნა.

- შეიძლება? - ოდნავ შეაღო და ცალი თვალით შეიხედა კაბინეტში.

- ხომ ვთქვი, რომ ამ სართულზე არავინ ამოსულიყო?

- ვუთხარი, კაცო, ყველას. რა გაღრიალებს, თუ იცი? - წარბი ასწია გოგომ.

- შენც არ ამოხვიდე, ნანო.

- მაცადე, ერთი. ადექი ზემოთ, დოკუმენტები მაქვს ამოსათრევი. ხომ მიყურებ როგორიც ვარ? მითხარი ახლა, მე როგორ ამოვათრევ იმხელა საქაღალდეებს? აი, ამ წვრილმა ხელებმა რა უნდა შეძლოს? მიდი, მართლა, რა. დამეხმარე.

- ქვემოთ არ ჩამოვდივარ.

- რას ჰქვია ეგ? ჯერ ერთი, მე შენი სახელიც არ ვიცი.

- არც არის საჭირო, ნანო. წადი და სხვა დაიხმარე. გითხარი, ქვემოთ არ ჩამოვალ - მეთქი.

- ოო, რას ჯიუტობ? ადექი! - გაიჯგიმა ქანთარია და გაბრაზების ნიშნად ხელები გადაიჯვარედინა.

- ნანო!

- მეც მითხარი შენი სახელი, უნდა გიღრიალო, როგორც შენ ღრიალებ.

- მშვიდად გელაპარაკები.

- რამე მოგივა, რომ დამეხმარო? - ხმა დაუსევდიანდა გოგოს.

გიგამ თავი აქეთ-იქით გააქნია. მთელი ეს დრო ჯიუტად ცდილობდა უარის თქმას. თანამშრომლებს აქამდე არასდროს შეხვედრია. თუმცა, მათ კი უნახავთ გიგას ფოტო და სულმოუთქმელად ელოდნენ მის გამოჩენას კომპანიაში, მაგრამ მუდმივ დისტანციას იცავდა ბიჭი.

ახლა, როცა ნანომ “გამოანათა”, ქვეცნობიერში აღძრულ სურვილს ვეღარ გაექცა. თავში იმ აზრმაც გაუელვა, რომ შეეძლო საათობით ესმინა გოგოსთვის. შეუძლებელი იყო, ვინმეს ქანთარიას მუხტი რომ არ ეგრძნო და მინიმალურად მაინც არ აჰყოლოდა საუბარში. არ არსებობდა რაიმე საერთო ენა ვერ ეპოვა ადამიანთან.

- ქვემოთ არავის ვიცნობ, ნანო. არც მქონია სურვილი, რომ გამეცნო. ამიტომაც მოვდივარ ადრიანად და მივდივარ გვიან, როცა აქ არავინაა.

- გაგიჟდი? ასეთი უკონტაქტო როგორ ხარ?

- ჰო. მარტო დამტოვე ახლა, ჯობია.

- არა, სწრაფად ადექი! - ხელი მოჰკიდა გიგას გოგომ და თავისკენ მოქაჩა.

- გააფრინე? - არ ელოდა ნიშნიანიძე ამ ჟესტს.

- მიდი! მე ვერ აგწევ ახლა, თან დამეხმარები, თან ხალხს ნახავ. მოკვდები სიმარტოვით.

- ასე მშვიდად ვარ.

- სიმშვიდე მეც მიყვარს, მაგრამ ხმაურის გარეშე რა გამაჩერებს? ჰე, წამოდი ახლა! - კიდევ მოქაჩა ხელზე ნანომ ბიჭს.

- კარგი, ჰო. სად მივდივართ?

- მეხუთეზე, არქივიდან უნდა ამომათრევინო საქაღალდეები.

სართულების ჩავლისას ორივე მათკენ მიმართულ მზერებს გრძნობდა. გიგას თავადაც უკვირდა თავისი გადაწყვეტილების, ვერც კი სცნობდა თავის თავს. თითქოს თან უნდოდა სიახლოვე, თან - არა. ეგონა, რაღაცას აშავებდა.

- რას მოგვჩერებიან ესენი?

- გითხარი უკვე და ამის გამო არ მინდოდა. ჯიუტი!

- კარგი ახლა! გვიყურონ. ვინმემ ხომ უნდა გაზიაროს სოციალურ ჭეშმარიტებას?

- ოხ, ნანო! იცოდე, ყვავილების მოვლის უფლებას ჩამოგართმევ.

- ნუ მემუქრები! ეგ შენ არ შეგიძლია, უფროსი კი არ ხარ. ჰო, მართლა, რატომ არ მეუბნები შენს სახელს? ან გვარს?

- და ასე რომ ვიყოთ, რა? რამეს ზიანს ვაყენებთ?

- კი, ჩემს ნერვებს. ნახე, რომ გაბრაზდე, ქანთარიაო დამიღრიალებ და მეც რომ ეგრე გვარით დაგიძახო, რაღაცა უფრო მკაცრად ჟღერს. ამიტომაც ხომ უნდა ვიცოდე?

- შენ რას დამარქმევდი, ნანო?

- მე? მე უჟმურს, მოგიხდება. - აკისკისდა გოგო.

- ქანთარია!

- აი, წუთის წინ რა გითხარი? ნუ სარგებლობ!

- შენ გამო ოცდამეხუთედან მეხუთემდე ჩამოვდივარ, მერე მეთვრამეტემდე უნდა აგატანინო ეგ საქაღალდეები და ბოლოს ჩემს კაბინეტში დავბრუნდე.

- ოჰ, კაი ერთი! რას მამადლი?

- არა, უბრალოდ გეუბნები, რომ მსგავსად სხვის გამო არასდროს მოვქცეულვარ. - გაეღიმა ნიშნიანიძეს. დაუფიქრებლად გასცა თავისი თავი.

- მითხარი, ალუბალი გიყვარს?

- არა.

- ალუბლის მურაბა?

- არა.

- აჰა, მართლა უჟმური ესა! - ჩაიდუდღუნა ნანომ.

არქივის ოთახში ჯერ თვითონ შევიდა, მერე გიგა შეჰყვა.

- მოდი, აი, ესენია. ორს მე წამოვიღებ, ექვსს შენ, კარგი?

- უკაცრავად, თქვენ? - სათვალიანი გიგას მიაშტერდა, ვერც კი იჯერებდა ვიცე-პრეზიდენტის იქ ყოფნას. ამ უკანასკნელს პასუხი არ გაუცია. ეს უფრო ნანოს გამო. ჯერ კიდევ არ უნდოდა გოგოს გაეგო, ვინც იყო. დოკუმენტებს ხელი დაავლო და გარეთ გამოვიდა, ნანოც უკან გამოჰყვა.

- რას გამოვარდი? იქნებ, რამეს ვეუბნებოდი იმ გოგოს? ისე, ეგრე რატომ იყურებოდა ან რატომ მოგმართა თავაზიანად? - ჩაფიქრდა ქანთარია.

- მე რა ვიცი, მიდი და ჰკითხე. თუ გინდა, მომეცი ეგ ორი საქაღალდეც.

- არა, ნამუსიც კაი საქონელიაო, ხომ იცი?

- გიხდება, ნანო. - სიცილზე მიანიშნა ბიჭმა.

- რა მიხდება?

- მეთვრამეტე? - არადა, მშვენივრად იცოდა გიგამ რომელ სართულზეც მიდიოდნენ, მაგრამ თემა გადაიტანა.

- კი, კი. რაზე მითხარი ის? - არ მოეშვა გოგო, ჩააცივდა.

- დღეს ბოლოჯერ იყავი ოცდამეხუთეზე და მე ბოლოჯერ ვიყავი ქვემოთ. შევთანხმდით?

- არა, ეგ არ მაწყობს. იქნებ, კიდევ დამჭირდეს დახმარება?

- ცოტა დრო და გაიცნობ ხალხს, სხვებს დაიხმარ. ახლა საქმეს მიხედე. - ნანოს კაბინეტში შესულმა მაგიდაზე საქაღალდეები დადო.

- კარგი, კარგი! უჟმურაძე!

- ეგ არ არის ჩემი გვარი, ნანო, - ისევ გაეღიმა ნიშნიანიძეს. - ნუ იგონებ. - ესღა უთხრა და იქაურობა დატოვა.

- ღმერთო, შენ გამაგებინე ამ ბიჭის რამე, ჰა? არა, საღამოს უნდა დაველოდო მაგის გამოსვლას. ესენი თუ ექვსზე ამთავრებენ სამუშაოს, ანუ ეგ მერე გამოდის, როცა ყველა გაიხიკება. ძალიანაც კარგი! - ჩანაფიქრით კმაყოფილი დარჩა ქანთარია. მერე მუშაობა გააგრძელა და სამუშაო მაგიდა სულ გადაავსო ფურცლებით.

სანამ ნანო მუშაობდა, იქამდე კომპანიაში ჭორები აგორდა. უკვე დააწყვილეს გოგო ვიცე-პრეზიდენტთან. თუმცა, რადგან არავინ იცნობდა მას, უკვირდათ როგორ შეძლო ყველასგან იზოლირებული უმცროსი ნიშნიანიძის ქვემოთ სართულებზე ჩამოყვანა, როცა მამის დაჟინებულ თხოვნასაც არ ითვალისწინებდა ბიჭი და თავისი სურვილების გათვალისწინებით მუშაობდა აქ. ზოგმა ისიც კი თქვა, იქნებ ბატონმა ომარმა სპეციალურად დაიქირავა ის გოგო, რომ სრულიად ასოციალური არ გამხდარიყო მისი შვილიო. ხალხს რას გაუგებ? ათასი ვარიანტი განიხილეს. ქანთარიას ცილიც კი დასწამეს - ქონება უნდაო. რაში სჭირდებოდა ეგ ნანოს? ან ვინ იცოდა მისი წარსული, რომ თავს ასეთი ლაპარაკის უფლება მისცეს? კიდევ კარგი, მუშაობდა და ეს ყველაფერი თვითონ არ მოუსმენია, თორემ კივილით აიღებდა იქაურობას და იმ დღესვე დატოვებდა პოსტს. თავმოყვარეობის გათელვას და დამცირების ატანას სიკვდილი ერჩივნა. ან ვინმეს თმით ითრევდა, ან ეს ჭორაობის ამბავი მის ყურამდე არ უნდა მისულიყო.

პირველს აკლდა ზუსტად ხუთი წუთი, კაბინეტიდან ცხვირი რომ გამოჰყო ქანცგაწყვეტილმა.

- გამიკავდა წელი ლამის. ყოჩაღ, ნანო, რა. სამუშაოს პირველ დღესვე წუწუნს ახერხებ. ნიჭია, ნიჭი! - ბლოკნოტი ხელში გაისწორა და ლიასთან მივიდა. იქიდან უფროსის კაბინეტში გააგრძელეს გზა. ლიამ დააკაკუნა და გოგოს შიგნით შეუძღვა.

- გამარჯობა! - მორიდებული ხმით თქვა ნანომ.

- გამარჯობა, შვილო. მოდით, დასხედით, - ხელით ანიშნა ომარმა სტუმრებს დამსხდარიყვნენ. - აბა, შენ ხარ ის გოგო, მთელი კომპანია რომ ალაპარაკდა და მომიცდინე ხალხი საქმეს? - სიცილით თქვა კაცმა.

- არა, რას ბრძანებთ? ჩემზე ლაპარაკობენ? მაპატიეთ, არ მინდოდა ხმაურის გამოწვევა და ვინმესთვის ხელის შეშლა.

- დამშვიდდი, ნანო. იხუმრა ომარმა. - ლიამ დაამშვიდა გოგო და თბილად გაუღიმა.

- დარწმუნებული ვარ, ლია უკვე მოგცემდა დავალებას.

- კი, იცით, მთელი თორმეტი წლის შემოსავალი და ხარჯი შევაჯამე, მაინტერესებდა. ხარჯი ბევრად ნაკლები იყო. მიხარია, რომ ასეთ მსხვილ კომპანიაში მოვხვდი. უკვე ვისწავლე, როგორც უნდა შევადგინო გეგმა. მალე ვითვისებ ყველაფერს. ხვალისთვის ბოლო თვეების ხარჯთაღრიცხვაც უნდა გავამზადო.

- ოჰ, პირველივე დღე როგორ რთულად დაგიწყია. კარგია, რომ ასე მონდომებული ხარ. ენერგიული თანამშრომლები კი ნამდვილად გვჭირდება.

- გმადლობთ!

- აბა, შენ იცი. ლიას თუ გაუმკლავდი, აღარაფერი გიჭირს მერე. - კვლავ გაეცინა უფროსს.

- თავისუფალი ხარ, ნანო. შეგიძლია, მუშაობა გააგრძელო. - ქალმა გოგოს მიმართა და პარალელურად ომარს მკაცრი მზერით უყურებდა.

- ბედნიერ დღეს გისურვებთ! კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა! - ფეხზე წამოდგა ქანთარია და კაბინეტი დატოვა.

ძალიან კი ნერვიულობდა, ვაი და ცუდი უფროსი მყავდესო, მერე რაღა უნდა ექნა? თუმცა, სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა, ისეთი კარგი შთაბეჭდილება დაუტოვა კაცმა მას. გამომეტყველებაც კი თბილი ჰქონდა ომარს. კომპანიაში ყველას უყვარდა, მით უმეტეს, შრომას არავის უკარგავდა. პირიქით, მუდმივად იმაზე ფიქრობდა, რომ თანამშრომლებისთვის უკეთესი პირობები შეექმნა.

ლია ალმაცერად უყურებდა კაცს. ცოტა ნაწყენიც კი დარჩა, მაგრამ მისი ეს ხასიათი ბუნებრივი იყო. ყველასგან მაქსიმუმს მოითხოვდა და უპასუხისმგებლობა ძალიან არ უყვარდა. გასაუბრებაზე ნანოს მოწესრიგებული სივი რომ ნახა, მაშინვე მიხვდა როგორიც იყო და ამიტომაც აიყვანა დაუფიქრებლად.

-#-#-#-#-#-#-

პირველ სართულზე ყვავილებს ელაპარაკებოდა ისევ. მთელი კომპანია გააცილა და გიგას ჩამოსვლას ელოდა. ისიც ისე აჭიანურებდა, უკვე ნერვები ეშლებოდა ნანოს. ფეხის ხმა რომ გაიგონა, ყვავილებთან ჩაიცუცქა. მიწა ხელით გადაასწორა ქოთანზე.

- მე მელოდებოდი? - გაეცინა გიგას.

- არა, აი, ყვავილებს ვუვლიდი. დღეს ყველა გავალამაზე. ზოგს მიწა აკლდა, ზოგს ზედმეტი ჰქონდა, ზოგს ჩამომჭკნარი ფოთლები მოვაშორე და ასე. - თავი გაიმართლა გოგომ.

- ნანო, ვის ატყუებ?

- არ გატყუებ, კაცო. რას შემომიჩნდი? მოვრჩი მეც, შენც ხომ მოდიხარ უკვე?

- კი.

- ჰოდა, წავედით. რას უცდი?

- სად მიდიხარ შენ?

- სახლში, სად წავალ?

- მერე ჩემთან რა გინდა?

- ვაიმე, იქნება რა მინდა რომ გითხრა? - აიფოფრა ნანო.

- აქ მითხარი.

- აქ ვერ გეტყვი, ჰაერზე უფრო კარგი აზრები მაქვს.

- ქანთარია!

- ნუ სარგებლობ - მეთქი!

- ნუ ყვირი!

- შენ ნუ ღრიალებ!

- კარგი.

- ჩხუბშიც რომ არ აგყვება... უხ! - ფეხები დააბაკუნა გოგომ. - ცოტა რომ გავიაროთ?

- სახლში მივდიოდი, ნანო.

- ანუ ფეხით გავიაროთ, ხომ?

- კარგი.

- ისე, რატომ ხარ ასეთი ასოციალური?

- ადამიანებთან კონტაქტი არ მიყვარს.

- მაგრამ ისე ჩანს, რომ თითქოს რამე პრობლემა გაქვს.

- ბევრი ლაპარაკი გიყვარს, ნანო.

- ვიცი, მერე რა?

- არაფერი.

- შენს სახელს რატომ არ მეუბნები?

- გიგა მქვია.

- გიგა? არადა, უჟმურიც და უჟმურაძეც ძალიან მოგიხდებოდა. - ტუჩი აიბზუა გოგომ. - რატომ გაჩუმდი? არ გინდა ვითამაშოთ?

- რა უნდა ვითამაშოთ მე და შენ, ნანო?

- აი, მაგალითად, მითხარი შენი საყვარელი ფერი.

- შავი.

- რა გაბედნიერებს?

- არ ვიცი.

- რას აფასებ ადამიანში?

- სიმართლეს.

- რას ვერ პატიობ?

- სისულელე კითხვაა.

- რომელი ნამცხვარი გიყვარს?

- არც ერთი.

- რა ოცნება გაქვს?

- არ მაქვს.

- შენი საყვარელი წიგნი?

- “ტრამალის მგელი”.

- ფილმი?

- “გაქცევა შოუშენკიდან”.

- ნაყინი გიყვარს?

- არა.

- შოკოლადი?

- არა.

- ვინ გენატრება?

- ორი წლის ბავშვი ხომ არ ვარ, ნანო?

- უჟმური! მაშინ შენ მკითხე ახლა, კარგი?

- შენთვის რა არის ბედნიერება?

- ძალიან ბევრი რამ მაბედნიერებს. მაგალითად, სახლში რომ მივალ და ალუბლის მურაბა მაცივარში დამხვდება, რომელიც ყოველთვის გამორთული მაქვს, მაგრამ ჯიუტად ვინახავ. მაბედნიერებს შოკოლადის ნაყინის ჭამა, ოღონდ კოლოფიდან. აი, ყველაზე დიდ კოვზს რომ დავიჭერ, ისე მიყვარს, ვგიჟდები. კიდევ რა მაბედნიერებს იცი? გამთენიისას ყველას რომ სძინავს, მე ჩემს აივანზე ვდგავარ ფეხშიშველი და სამყაროს სიჩუმეს თვალს ვადევნებ. ფეხშიშველი იმიტომ, რომ სიცივე მსიამოვნებს. ისე მეხორკლება კანი... კიდევ ყვავილების მოვლა მაბედნიერებს. სახლი სულ სავსე მაქვს. ვაიმე, გიგა, იმდენი რამეა, გამაჩუმე ახლა.

- ნანო, ასე მგონია, ძალიან პატარა ხარ.

- დიდი გული მაქვს, ეგ არაფერი. - გაეცინა გოგოს.

- ალუბლის ნამცხვარი გინდა?

- როგორ არ მენდომება? - თვალები წამში გაუბრწყინდა ქანთარიას.

- ერთი საკონდიტრო ვიცი, წავიდეთ?

- სხვა დროს იყოს... - მერე უცებ მოიღუშა, გაახსენდა რომ ფული არ ჰქონდა საკმარისი.

- მე გპატიჟებ, წამოდი.

- არა, სხვა დროს იყოს. უფრო სწორად, ხელფასის დროს, კარგი? მე დაგპატიჟებ. - აკისკისდა ნანო.

- წამოდი. - გიგამ ხელი მოჰკიდა გოგოს. თვითონ ცივი ჰქონდა. წამიერად გათბა.

- გაგათბე?

- ჰო, ჩემი ხელი გაათბე.

- საშინლად ცივი ხარ.

- ცოტა ხანს გაჩუმდი და გამათბე.

სიჩუმე ჩამოვარდა. ნიშნიანიძეს არც ახსოვდა ბოლოს ფეხით როდის გაისეირნა, თან ვინმესთან ერთად. სამყაროს გამოეთიშა და ახლა ისევ აბრუნებდნენ.

მთელი გზა ხმა არც ერთს ამოუღია. ნანო მხოლოდ მაშინ მოვიდა ლაპარაკის ხასიათზე, ნამცხვარი რომ დაუდეს წინ და დაბნეული უცებ შეფხიზლდა.

- ღმერთო, როგორი ლამაზია.

- ნამცხვარზე ამბობ?

- ჰო, გიგა, აბა, რაზე ვიტყვი? ნახე, რა ლამაზი ფერი აქვს და როგორ ლამაზადაა ზედ მოსხმული მურაბაც. აუ, სუნიც ისეთი აქვს. გავგიჟდები, რა!

- ვინმე რომ გისმენდეს, ეგონება სულიერზე ლაპარაკობ.

- არა, ამას ვერ შევჭამ. ეს როგორ უნდა ჭამო? ისეთი სათუთია.

- ნამცხვარია, ნანო, იჭმევა.

- გიგა, მართლა ვერ შევჭამ. - თვალები აემღვრა გოგოს.

- ახლა თუ უნდა იტირო, აქ აღარასდროს მოგიყვან. - და უცებ ნიშნიანიძემ თავისი სურვილი გათქვა, რომ ქანთარიასთან დისტანციაზე არც კი უფიქრია. პირიქით, მიხვდა, რომ სჭირდებოდა. მეორედ კი არა, უნდოდა, მეასედაც მოეყვანა აქ გოგო.

- მოძალადე ხარ! - შეუბღვირა ნანომ და ერთი ამოიქსუტუნა.

- არ ჭამო, თუ არ გინდა, ოღონდ ნუ იტირებ. ან თუ გინდა, საერთოდ წავიდეთ.

- არა, დალიე ეგ ყავა, მე ცოტა ხანს კიდევ დაველაპარაკები ამ ნამცხვარს.

მართლა თქვა ქანთარიამ. ლაპარაკობდა და უსმენდნენ. არა მარტო გიგა, სულ ყველა. ისე სიყვარულით ლაპარაკობდა ნამცხვარზე, თვალის არიდება არავის შეეძლო. რომელი ნორმალური შეძლებდა ნამცხვართან საუბარს? ბუნებრივი იყო, ნანო სადღაც დაფრინავდა. თან ამას ისე აკეთებდა, რომ ადამიანებს თავს აყვარებდა.

- არქივში რომ გოგო იყო, ნახე? - იკითხა ნიშნიანიძემ, აინტერესებდა, თუ უკვე გაიგო მასზე გოგომ.

- არა, ეგ არა. სხვები ვნახე. იცი კომპანიაში თურმე რამდენი წყვილი გვყოლია?

- არ ვიცი.

- მე კი გავიგე უკვე. შენ რატომ არ გაინტერესებს? იქნებ, დაგადგა თვალი ვინმემ შორიდან?

- არც ერთს ვუნახივარ ახლოს.

- ჰო, ეგეც მართალია. რატომ ხარ ბოლო სართულზე?

- უბრალოდ.

- რატომ არავინ ამოდის მანდ?

- მე არ მინდა.

- რატომ არ გინდა?

- ნანო, ნუ იცი ჩაცივება.

- ჩაი, თუ ყავა?

- ყავა.

- აჰა, ყოველნაირად უჟმური! როცა ჩაი არსებობს, თან ალუბლის მურაბით, თან ლიმონით, აი, ყავა რატომ უნდა გინდოდეს?

- ვინც ყავას არ სვამს, ეგრე ამბობს.

- ჩაი არის ნეტარება, ვსო!

- გადაწყვიტე? - სიცილით იკითხა გიგამ.

- დიახაც!

- კარგი, იყოს ეგრე.

- ახლა წავიდეთ, თორემ ამ ნამცხვარს რომ ვუყურებ, გული მეკუმშება.

- წავიდეთ, ნანო. მე წაგიყვან სახლში.

- არა, ფეხით გავივლი.

- ქანთარია!

- ჯანდაბას! წამიყვანე, ჰო.

პარკინგამდე ენა არ გაუჩერებია ნანოს. გიგაც გულისყურით უსმენდა. პარკინგამდე მალევე მივიდნენ, მანქანით სახლამდე მისვლას რაღა უნდოდა.

- მართლა რა კარგი საღამო გამოვიდა, არა?

- ჰო, ძალიან. - დაეთანხმა ნიშნიანიძე.

- მადლობა, გიგა! შეხვედრამდე.

- ჭკვიანად, ნანო.

მარტო დარჩა გოგო. რამდენიმე წუთი უძრავად იდგა და გზაზე მიმავალ მანქანას მიშტერებოდა. ეს “ჭკვიანად” “თუ რამე დაგჭირდეს, მიპოვი” იყო და არა - გაფრთხილება. ღიმილით აიარა კიბეები ქანთარიამ და მაშინვე თეკლას დაურეკა ჩემთან ამოდიო. ემოციებისგან უნდა დაცლილიყო.

- მოდი, მოდი, ჩქარა! - კარში მდგარი გოგო შემოათრია სახლში ნანომ.

- რა იყო? რამე მოხდა? სად გეჩქარება? - კითხვები მაშინვე მიაყარა მეგობარმა.

- წამო, ჩაი დავლიოთ, თან რაღაცა უნდა მოგიყვე.

ქანთარია თან ჩაის ამზადებდა, თან ენას არ აჩერებდა. ახორხოცებული იყო, პატარა ბავშვივით ცქმუტავდა.

- ესე იგი, ჩემო თეკლა, კომპანიაში მუშაობს ერთი ბიჭი.

- ვაა, მერე? - თვალები დაჭყიტა გოგომ.

- მერე მე რა გამაჩუმებდა? ხან ის ვთხოვე, ხან ეს და, როგორც იქნა, საბოლოოდ ამოიღო ენა.

- ენა მუცელში ჩაიგდეო ხომ არ გითხრა? იმდენს ელაპარაკებოდი, ტვინს გამოულაყებდი საწყალს.

- გავგიჟდი, რა! მე ეგეთი ასოციალური ადამიანი არ მინახავს ცხოვრებაში. - ქოთქოთებდა ნანო. ჩაი გაამზადა, თეკლას წინ დაუდგა თავისი ჭიქა და ფეხებაკეცილი ჩამოჯდა სკამზე.

- მიზეზი აქვს, ალბათ. გითხრა რამე?

- ვაიმე, რას მეტყოდა? სულ სათითაოდ ამოვაცალე ისიც, რაც მითხრა. ჯერ ხომ მოკლედ მპასუხობს, ან საერთოდ ჩუმადაა. მერე კომპანიაში ბოლო სართულზე აქვს კაბინეტი. სამსახურში იმ დროს მიდის-მოდის, როცა კაციშვილის ჭაჭანება იქ არაა. თან თანამშრომლები რომ აქამდე არ უნახავს იცი? პირდაღებული ვიყავი, ეგ რომ გავიგე.

- ეგეთ ადამიანს როგორ ეგუები შენ? მემგონი, ძილშიც ლაპარაკობ. - გაეცინა თეკლას.

- ისე, ერთი გაფიქრება ისიც ვიფიქრე, გეი ხომ არ არის - მეთქი? მაგრამ ბიჭებიც ხომ არიან კომპანიაში, არც იმათ ეკონტაქტება. - ეცინებოდა ნანოსაც თავის ფიქრებზე.

- ნუ ბოდავ ახლა! გინდ გოგო იყოს და გინდ ბიჭი, თუ ასოციალურია, ესე იგი, რაღაც ტრავმის გამო. გეიც რომ იყოს, რატომ არ უნდა უნდოდეს ხალხთან საუბარი? - უკვე სერიოზულად ჩაფიქრდა გოგო. მის გამომეტყველებაზე ქანთარია გულიანად ახარხარდა.

- არა, მართლა ვბოდავთ ახლა ორივე. გავიგებ უეჭველი.

- კარგი, ჰო. ისე, როგორი ტიპია ფიზიკურად?

- დიდად არ დავკვირვებივარ. არ მიყვარს, ხომ იცი, მაგრამ აღნაგობა კარგი აქვს. ისედაც, ეტყობა რომ კარგი ადამიანია.

- ძალიანაც ნუ ჩაფიქრდები ახლა! - ხელი მხარზე მიჰკრა თეკლამ მეგობარს.

- თეკლა, რა ლაპარაკია? - წარბი ასწია ნანომ.

- კარგი, ჰო. ვიხუმრე, უიმე!

- შენ ის მითხარი, ფრიდონმა რაო დღეს, გამოგაცალა ქანცი?

- ამ თვის ხელფასზე ბონუსს მაძლევს, იცი?. რა ეტაკა ვერ გავიგე, მაგრამ ყველა გაექცა და ერთი მე შემოვრჩი მარტო ძველი. შეშინდა ეგ მოქონილი, ალბათ. მოიყვანა ახალი გოგოები, ეგენიც მალე გაექცევიან. ერთი მე გამომიმუშავდა იმუნიტეტი.

- კი გეტყვი წამოდი - მეთქი, მაგრამ სხვაგანაც რომ გაჭირდეს სამსახურის პოვნა, მერე რა უნდა ქნა?

- არა, ნანო, ახლა არ ღირს. თან შევეჩვიე იქაურობას უკვე. ეგ კი არა, იმ ღიპიანსაც კარგად ვეპასუხები უკვე. რაღაცები ჩემს ჭკუაზეც შევცვალე. მართლა მენდობა უკვე ფრიდონი და ზოგჯერ მაგის ჯაჯღანსაც ავიტან, სხვა რა გზაა? - მხრები აიჩეჩა თეკლამ.

- ჰო, მაშინ არაუშავს, რა, მაგრამ თუ აღარ შეგეძლება, არც ლელა გეტყვის რამეს. პირიქით, მოკვდა ქალი შენი ჯავრით, ისედაც გაძვალტყავდი.

- ვითომ შენ სავსე ხარ, ისე მეუბნები.

- ჯიუტო!

- დაიღალე დღეს?

- არც ისე, წუწუნი მიყვარს უბრალოდ, ხომ იცი. არა, ლიაც ძალიან მომთხოვნია, მაგრამ სასიამოვნოა შენს სფეროში მუშაობა. დედის სულს გეფიცები, არც კი წარმომედგინა ოდესმე ჩემი თავი იმ კომპანიაში. რამდენჯერ ჩაგვივლია იქ და დამიწუწუნია.

- სასწაულები ხდება, ნანო, გჯერა, ვიცი.

- რაღაც ისე ავეწყვე, მეშინია რამე ცუდი არ მოხდეს.

- მოიშორე ეგ ფიქრები! ყველაფერი კარგად იქნება! - ფეხზე წამოდგა თეკლა და მოეხვია გოგოს. - ახლა გავიქეცი, დავიძინო ადრიანად. დღეს რომ მარტო გამიშვი, არ დამვიწყებია. სხვათა შორის, ის ბებო და ბაბუ უკვე კარგადაც ეკურკურებიან ერთმანეთს. დღეს დილით იმდენი ვიცინე ჩუმად, იმაზე ლაპარაკობდნენ პენსიის ფულს როგორ ხარჯავდნენ. ბებო სალონებში დადის თურმე და ბაბუ ქეიფობს.

- ოხ, რამდენი მოასწარი ამ ერთ დღეში?

- ნუ მკითხავ, - გაეცინა თეკლას. - წავედი მართლა, გამაცილე, მიდი. დილით ხომ ჩამომივლი?

- არა მგონია, დაო. ადრე მომიწევს წასვლა, სამუშაო მაქვს დასამთავრებელი და, სანამ ლია მოვა, მანამდე გადაგზავნილი უნდა დავახვედრო.

- კარგი მაშინ. აბა, შენ იცი, ჭკვიანად.

ნანომ მეგობარი გააცილა, სახლის კარი გადაკეტა და თავის ოთახში შევიდა. დილით უფრო ადრე უნდა ამდგარიყო, ვიდრე აქამდე. თან გიგას ნახვაც უნდოდა. თითქოს ტრადიციად უნდა ექციათ გამთენიისას ნახვა და შებინდებისას დამშვიდობება.

№1 სტუმარი სტუმარი ნათია

ეს ქარბორბალა გოგო????

№2  offline მოდერი ანე ლაშხი

სტუმარი ნათია
ეს ქარბორბალა გოგო????

კიი, ქარბორბალა და ქარიშხალი :დდ ♥️♥️♥️

№3  offline წევრი OKI ME

ოჰ, გიგა შენ ვინ ხაარ :დდდ

ყველაფრის მიუხედავად, ეს გოგო მოსიარულე პოზიტივია ❤️❤️მხოლოდ ნანო თუ უშველის და მოიყვანს აზრზე გიგას :დდ ❤️❤️

№4  offline მოდერი ანე ლაშხი

Megioki
ოჰ, გიგა შენ ვინ ხაარ :დდდ

ყველაფრის მიუხედავად, ეს გოგო მოსიარულე პოზიტივია ❤️❤️მხოლოდ ნანო თუ უშველის და მოიყვანს აზრზე გიგას :დდ ❤️❤️

გიგა არის უსერიოზულესი, მარა სად გაექცევა ნანოს? მოიყვანა აზრზე და აზიარებს სოციალურ ჭეშმარიტებას :დდდ ♥️ მადლობა, მეგი, მიხარია შენი აქ ყოფნა ♥️♥️♥️

№5 სტუმარი Qeti qimucadze

enwrgo vampiria es nanooo. kargi gagebit ratqmaundaa. rogor miyvars aseti adamianebi bevra rom saubroben da areulad. ai giga tuargamoiyvana kabinetidan. moica eseni dazmobildebian maleee. carmatebwbii. magariaaa gelodwbit

№6  offline წევრი Margo Tokyo

მდაააა... ჰმ... აჰამ *ჩასუნთქვ-ამოსუნთქვა*
არ უნდა დამეწყო კითხვა, დავიტანჯე :D
ახლა ალბათ იფიქრე, არ მოსწონსო, მაგრამ რომ მომწონს, იმიტომ არ უნდა დამეწყო :დდ
აი, არ მყოფნის.
რა გა ვა კე თო
რა მო ვი მო ქმე დო

მართლა, უდავოდ საინტერესო და პოზიტიურია, მაგრამ (ისევ ეს მააააააგრამ) ნელა მიდის, ანუ პატარა თავებით და ანუ კიდე მინდა. smiley
ამ თავში პროგრესი კი ჰქონდათ, მაგრამ პატარა კუს პატარა ნაბიჯით (ნაბიჯებით კი არა, ნაბიჯით) <3
მომწონს ამათი დიალოგი, საინტერესო ტიპებს ქმნი. აი, კითხვის დროს, რომ გაინტერესებს ტიპაჟი და მეტი გინდა გაიგო, ეგეთებს, ხოდა ეს ძაან დიდი მიღწევაა და პლუსია ისტორიისთვის.
მომწონს ნანოს სიგიჟე და არაადეკვატურობა! რაღაცნაირად, ადამიანურია. (ზედმეტად ადამიანურიც კი)
სიმართლე გითხრა, ნანოს პერსონაჟი მოტივაციასავით არის. (ნუ, მოტივაცია რამდენად შეიძლება ეწოდოს არ ვიცი, მაგრამ დადებითად მოქმედებს ასეთი შეუპოვარი, ტკივილიანი ადამიანის გაცნობა)
მე, ზოგადად, ცოტა უჟმურუხასიათო ვარ, უფრო გიგას ტიპი, რადგან დეტალებში და ნამცხვრის ფაფუკ ფირფიტაში ბედნიერებას ვერ ვხედავ, ხოდა ჩემთვის ნანო ის პერსონაჟია, რომელიც დადებითად მოქმედებს და მსიამოვნებს კონტრასტული ხასიათის დანახვა. :დ

ქალბატონო ლია,
მეტის გაგება მინდა ამ არანორმალურ ტიპებზე და თქვნი ინიციატივით დასაქმებული ავტორი ხელს მიშლის.
ჰოდა, მომიგვარეთ, რა. innocent

№7  offline მოდერი ანე ლაშხი

Qeti qimucadze
enwrgo vampiria es nanooo. kargi gagebit ratqmaundaa. rogor miyvars aseti adamianebi bevra rom saubroben da areulad. ai giga tuargamoiyvana kabinetidan. moica eseni dazmobildebian maleee. carmatebwbii. magariaaa gelodwbit

დაძმობილება არ გვაწყობს, ქეთ, ჩვენ უფრო მეტი გვინდა :დდდ <333 რა გემრიელი კომენტარები იცი, მადლობა, ტკბილოოო ♥️♥️♥️♥️♥️

Margo Tokyo
მდაააა... ჰმ... აჰამ *ჩასუნთქვ-ამოსუნთქვა*
არ უნდა დამეწყო კითხვა, დავიტანჯე :D
ახლა ალბათ იფიქრე, არ მოსწონსო, მაგრამ რომ მომწონს, იმიტომ არ უნდა დამეწყო :დდ
აი, არ მყოფნის.
რა გა ვა კე თო
რა მო ვი მო ქმე დო

მართლა, უდავოდ საინტერესო და პოზიტიურია, მაგრამ (ისევ ეს მააააააგრამ) ნელა მიდის, ანუ პატარა თავებით და ანუ კიდე მინდა. smiley
ამ თავში პროგრესი კი ჰქონდათ, მაგრამ პატარა კუს პატარა ნაბიჯით (ნაბიჯებით კი არა, ნაბიჯით) <3
მომწონს ამათი დიალოგი, საინტერესო ტიპებს ქმნი. აი, კითხვის დროს, რომ გაინტერესებს ტიპაჟი და მეტი გინდა გაიგო, ეგეთებს, ხოდა ეს ძაან დიდი მიღწევაა და პლუსია ისტორიისთვის.
მომწონს ნანოს სიგიჟე და არაადეკვატურობა! რაღაცნაირად, ადამიანურია. (ზედმეტად ადამიანურიც კი)
სიმართლე გითხრა, ნანოს პერსონაჟი მოტივაციასავით არის. (ნუ, მოტივაცია რამდენად შეიძლება ეწოდოს არ ვიცი, მაგრამ დადებითად მოქმედებს ასეთი შეუპოვარი, ტკივილიანი ადამიანის გაცნობა)
მე, ზოგადად, ცოტა უჟმურუხასიათო ვარ, უფრო გიგას ტიპი, რადგან დეტალებში და ნამცხვრის ფაფუკ ფირფიტაში ბედნიერებას ვერ ვხედავ, ხოდა ჩემთვის ნანო ის პერსონაჟია, რომელიც დადებითად მოქმედებს და მსიამოვნებს კონტრასტული ხასიათის დანახვა. :დ

ქალბატონო ლია,
მეტის გაგება მინდა ამ არანორმალურ ტიპებზე და თქვნი ინიციატივით დასაქმებული ავტორი ხელს მიშლის.
ჰოდა, მომიგვარეთ, რა. innocent

აუუუუუ, მარგოოოო, ბოლო მინაწერზე რა ვიცინეეე :დდდდდდდ რა გინდა, გოგო, შენ? მოვკვდი სიცილით, სულ პირგახეულმა ჩავიკითხე და ახლაც არ მშორდება სახიდან ღიმილი :დდ ^__^
აუ, გეყოს რა, მეტი რა ვქნა? გავიხლიჩე ქალი :((((( ნანო თითქმის მე ვარ, მატლიკინე და მეტი არ მინდა, გაგართობ და არ მოგაწყენ :დდდ ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ აქ რომ ხარ და სულ გელოდები!!! მადლობა, მარგო ♥️♥️♥️♥️♥️

№8  offline წევრი ნანა73

ღმერთო რამდენს ლაპარაკობს... smiley
საინტერესოა, თუმცა ცოტა ნაკლებად რომ გაიშალოს ნანოს დიალოგები ( ზოგადად ვგულისხმობ) უკეთესი იქნება მგონი.

❤️❤️❤️

№9  offline მოდერი ანე ლაშხი

ნანა73
ღმერთო რამდენს ლაპარაკობს... smiley
საინტერესოა, თუმცა ცოტა ნაკლებად რომ გაიშალოს ნანოს დიალოგები ( ზოგადად ვგულისხმობ) უკეთესი იქნება მგონი.

❤️❤️❤️

მადლობა, ნანა, გავითვალისწინებ აუცილებლად <333 ანუ ეგ ხასიათების გამოსაკვეთად მჭირდებოდა, ახლა აღარ მჭირდება, უკვე გიგას უნდა ეტლიკინოს :დდ ♥️♥️♥️

№10  offline წევრი თეოფილე

ძალიან სასიამოვნო და სახალისო ისტორიაა❤️ მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს ❤️

№11  offline მოდერი ანე ლაშხი

თეოფილე
ძალიან სასიამოვნო და სახალისო ისტორიაა❤️ მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს ❤️

უიჰ, ძალიან დიდი მადლობა, გამიხარდი <3333 ვეცდები რომ მალე დავბრუნდე, მეც ერთი სული მაქვს ♥️♥️♥️♥️♥️

№12 სტუმარი ინა

ესე ჯერ არ მომწონებია ნოველა რაც ამ საიტზე მაქვს წაკითხული ❤️❤️❤️ ყველასგან განსხვავებულია როგორც წერის მანერა ისე მიმართულება ❤️❤️ მადლობა და შემდეგი თავი მალე დადე გთხოვ ❤️❤️

№13  offline მოდერი ანე ლაშხი

Nuki-rocks
ნანოს ენერგია მინდა რა! ცოტ-ცოტაზე მომცეს,კარგი?!
ანე,ისევ გელოდები და გელოდები და გელოდები! კიდევ კარგი შემოვიჭყიტე. აუუ,რა ცოტას ელაპარაკაა გიგაა, მე მეზღინ ნანოს ნაცვლად. მესმის,ეგეც ჩაკეტილობასაა ჩვეული და... მაგრამ მაინტერესებს!
"ფ"სო... დ

ნუკიკოოო, ნუ გზღიიინზ ♥️ გიგა ეგეთია რა, არ უნდა და არ ლაპარაკობს, კი არადა, არ არის ჩვეული და ლა ქნაშ? :( :დ მალე მოვალ, მადლობააა!!! ♥️

ინა
ესე ჯერ არ მომწონებია ნოველა რაც ამ საიტზე მაქვს წაკითხული ❤️❤️❤️ ყველასგან განსხვავებულია როგორც წერის მანერა ისე მიმართულება ❤️❤️ მადლობა და შემდეგი თავი მალე დადე გთხოვ ❤️❤️

ვაიიიმეეე, ეს რა კომპლიმენტი მივიღე, ახლა არ გავსკდეეე ♥️♥️♥️♥️♥️ აი ასეთ რაღაცებს რომ ვისმენ, მერე უდიდესი ენთუზიაზმით და ენერგიით ვივსები და გიჟივით მინდა რომ მალე დავბრუნდე, ჰოდა, ძაააალიან ვეცდები და შენ კიდევ უზარმაზარი მადლობა!!! <3333 ♥️♥️♥️

№14 სტუმარი maco maco

სამივე ერთად წავიკითხე და სურვილი მაქ რომ ბედნიერი დასასრული ქონდეს ნანოს რაღაცნაირი სევდიანი გიჟი ნანოა:(

№15  offline მოდერი ანე ლაშხი

maco maco
სამივე ერთად წავიკითხე და სურვილი მაქ რომ ბედნიერი დასასრული ქონდეს ნანოს რაღაცნაირი სევდიანი გიჟი ნანოა:(

ბედნიერი დასასრული ექნება აუცილებლად, ყველას გპირდებით <333 ♥️ ყველაზე საყვარელი ნანოა ეს და უფლებაც კი არ მაქვს ცუდად დასრულების, ამიტომ მაგაზე არავინ ინერვიულოს ^__^ ♥️♥️♥️

№16 სტუმარი ეკა

მოკლეეედ.... ნანო არის ანტიკვარი მოსიარულე რადიო თუ რა დავარქვა უკვე აღარ ვიცი:დდ მაგარი სარძლო იქნება დარწმუნებული ვარ:დდ აი ბევრ რამეში ვგავარ ნანოს:დდ თუ ხასიათზე ვარ შეიძლება ენა ვერ გავაჩერო და იმდენი ვილაპარაკო, რომ ხალხი გავაჩერო:დდ ერთ ისტორიას მოვყვები თუ შეიძლება... ფსიქოლოგიურზე ვსწავლობ და დეკემბრის ბოლოსკე ვაბარებდი ონლაინ პრეზენტაცია ხოდა ლექტორი კარგი ქალია მაგრამ ერთი ჩვევა აქვს სტუდენტებს აჩერებს ხოლმე მოყოლის დროს და თვითონ ყვება:დდ ხოდა მერო დავიწყე მოყოლა ნახევარი საათი მარტო მე ვლაპარაკობდი სიტყვა არც ჩავაგდებინე საწყალ ქალს:დ ბოლოს თვითონ მეხვეწებოდა გაჩერდიო:დდ ეგ გამახსენდა უცებ გიგას და ნანოს "მუსაიფს" როვკითხულობდი:დდდ ომარი სწორად მასეთი წარმომედგინა საყვარელი სამამამთილო:დდ მალე გიგაც მოგვირჯულდება მუხტია უკვე რაცმთავარია და მალე გასკდება ♥ ნანოჩკისავით მეც მაქვს ეს ჩვევა.. რაღაცეებს რო ველაპარაკები ხოლმე და ხალხს არანორმალური ვგონივარ მაგის გამო:დდ მარა ერთგვარი განტვირთვაა ჩემი აზრით:დდ უმაგრესი ხარრ ♥♥♥

№17  offline მოდერი ანე ლაშხი

ეკა

ეკა, რა ტკბილი კომენტარი დამახვედრე აქ, გავთბი ამ დილით და ამაზე უკეთესად ვერც დავიწყებდი დილას <3333 ძალიან მინდა რომ ნანო ბოლომდე სასწაული პერსონაჟი გამოვიდეს, როგორიც მართლა ჩავიფიქრე და ყველას რომ ძალიან მოგეწონოთ ეგეც მინდა :დდ ^__^ ძაან კარგად გიქნია, მეც ეგრე ვარ ლექტორებთან, ტლიკინის მეტს არაფერს ვაკეთებ, ხანდახან ჩემს თავსაც ველაპარაკები ავადმყოფივით :დდდდდ რა კარგია, რომ ყველაფერს ხედავ ♥️ სულ სულ მალე დალაგდება ყველაფერი და წყვილი გვეყოლება, აი რაღაცა სასწაული, რააა, როგორიც ჩვენ ყველას გვეკადრება :დდ ♥️ მადლობა, ეკუნა, აქ რომ ხარ ♥️♥️♥️♥️♥️

№18 სტუმარი ეკა

ანე ლაშხი

????????????????????????????????????????????

№19  offline წევრი Chocolate from White Hell

მოვედიიი ქალაავვ, მზისადაროო....ეს, აქ, რა და როგორი სიტკოება თავი დამხვდააოო.....ზუსტად ისეთი, როგორიც შენ ხარ!
საოცარი სითბო ჩამეღვარა-სულში, გულში და წამით, პეპლებიც ფრთხიალიც კი ვიგრძენი გულსა შინა.....
ცივ და სუსხიან ამინდში, მართლა ფინჯან ჩაისთან ერთად, ერთი დიდი მყუდროება და სითბოა შენი ისტორიის კითხვა. იმ სამყაროში გამოგზაურებს, სადაც მუდამ სითბო, ღიმილი და ალუბლების თვალუწვდენელი მთებია წამოჭიმული-ბისკვიტის სახით))))❤️
იმდენი პოზიტივი და დადებითი ემოციები მოდის, რომ დასრულება არ მინდა....
მინდა რომ ისეთივე დადებითი ემოციები შემოგათხლიშო ხოლმე, როგორ დადებითსაც შენ ასხივებ, ქალბატონო ცუნამო!
მიხარია შენი აქ ყოფნა, მართლა...
ისტორია, რომ საოცრად საოცარია, ამაზე საუბარიც ზედმეტია!
ეს წყვილი რომ საოცრებანი არიან-ამაზეც ზედმეტია.
არ ვიცი, მართლა რთულია აღწერა იმისა, რასაც აი, ახლა, ამ წამს განვიცდი.
ღიმილს ვერ ვიცილებ და ისევ ყურებამდე მეწელება. სახე დამინაოჭდა:დდდდ
მომწონს, მომწონს და მომწონს...
შენ კიდევ, გყვარობ!
საოცარი აღმოჩენა ხარ, მთელი შენი ენერგიითა და მუხტით❤️❤️❤️❤️
სულ აქა ვარ...დღეცა და ღამეცა და გელინოო..:დდდდ❤️
მომავალ ცუნამამდე, ანკოკუ!

№20  offline მოდერი ანე ლაშხი

Chocolate from White Hell

ლიკუნააა, ერთხელაც გულს გამიხეთქავ და ეგ იქნება, რააა :((((( ვგიჟდები შენზე, შენს ემოციებზე, იმენა ვიბერები, ვივსები და არ ვიცი რა ჰქვია იმას, რაც მემართება, ვფიცავარ :დ უზღვავი ენერგიის მატარებელი ხარ, ასე, შორიდანაც კი ვგრძნობ და მაგრად მომწონს იმიტომ, რომ ნანოს მაგონებ ამ შენი მუდმივი ტიტინით :დდდ ^__^ საოცრება ხარ თვითონ შენ ამ ყველაფრისთვის და ასეთი დადებითი კომპლიმენტებისთვის <33333 ანეს გოგო ხარ, რა :დდ მადლობაც კი აღარ გყოფნის, იმხელა სითბოს მიზიარებ, შოკოლადო ♥️♥️♥️♥️♥️

№21  offline წევრი Chocolate from White Hell

ვიინნნოო???? ანეს გოგო.ოოოოო???!! აი, ოღონდაც მიწა გაიხსნეს, დემონები ამოვიდნენ და შიგ ჩამიტანონ-თუ მინდოდეს რამე.....
მომესმა? არა, აშკკარად არ მომესმა:დდდდდდ
ახლა ისე გავიჯგიმე, რომ ლამის ფილტვები ამომიხტა:დდ გული გავარდა შურდილივით უკვე:დდდდ
როგოორ არ უნდა მიყვარდე შენ, თუნდაც შენი ესეთი თბილი კომენტარების გამო, მითხარი, უბრალოდ!!!
უუჰ:დდდ სიამაყის ტალღა მოდის და გამეცალეთ:დდდდ

ანე! ვგიჟდები შენზე და არასდროს მომბეზრდება შენთვის ყველა იმ ემოციის, სითბოსა და განცდების დახვავება, რაც მაქვს❤️❤️❤️❤️❤️
არ მოგკლებოდეს ჩემი ტიტინი:დდდ ამინ!(არც მოგაკლდება, თუ ესეთი საოცრებებით გამოანათებ ხოლმე)
მიყვარხარ, მე-შენ!❤️❤️❤️

№22  offline მოდერი ანე ლაშხი

მეც, მეც, მეც მიყვარხარ შენ! ♥️♥️♥️♥️♥️ მიყვარს ფრთები რომ აქვთ გამოსხმული ადამიანებს :დდ სულ სულ იციმციმე, ვარსკვლავო და ჩემი კომენტარები შენთან რა მოსატანია საერთოდ?! <3333 ♥️

№23  offline წევრი Nano Goduadze

ვაიმე რა სიტკბოებაა წყვილია ^___^ ♥︎♥︎♥︎

№24  offline მოდერი ანე ლაშხი

Nano Goduadze
ვაიმე რა სიტკბოებაა წყვილია ^___^ ♥︎♥︎♥︎

უჰ, როგორ მიხარიხარ, ნანო, ეგრეც უნდა იყოს უეჭველად ♥️♥️♥️♥️♥️

№25  offline წევრი Nano Goduadze

ანე ლაშხი
Nano Goduadze
ვაიმე რა სიტკბოებაა წყვილია ^___^ ♥︎♥︎♥︎

უჰ, როგორ მიხარიხარ, ნანო, ეგრეც უნდა იყოს უეჭველად ♥️♥️♥️♥️♥️

♥︎♥︎ როგორ ველოდები ახალ თავსს -_- ♥︎♥︎

№26  offline მოდერი ანე ლაშხი

Nano Goduadze
ანე ლაშხი
Nano Goduadze
ვაიმე რა სიტკბოებაა წყვილია ^___^ ♥︎♥︎♥︎

უჰ, როგორ მიხარიხარ, ნანო, ეგრეც უნდა იყოს უეჭველად ♥️♥️♥️♥️♥️

♥︎♥︎ როგორ ველოდები ახალ თავსს -_- ♥︎♥︎

მალე მოვალ :(( :დ ♥️♥️♥️

№27 სტუმარი სტუმარი თეკო

როდის დადებ? ????

№28  offline მოდერი ანე ლაშხი

სტუმარი თეკო
როდის დადებ? ????

აი, ზუსტად ახლა უნდა დავდო ♥️♥️♥️

№29  offline წევრი ირო

საყვარელიიი ვგიჟდები ნანოსნაირ დაუღალავ და ემოციურ ადამიანებზე,ბევრი გვყოლოდეს რეალობაშიც.

№30  offline მოდერი ანე ლაშხი

ირო
საყვარელიიი ვგიჟდები ნანოსნაირ დაუღალავ და ემოციურ ადამიანებზე,ბევრი გვყოლოდეს რეალობაშიც.

მეც ვგიჟდები, მიყვარს ტვინის ჭამა და სულ ლაპარაკი :დდდ ირო, უზომოდ თბილი ხარ ♥️♥️♥️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent