მოლოდინი
* ახალ დღეს, ახალ წელს... ახალ მეს, ახალ წელს... ახალ მზეს, ახალ წელს... მოგილოცავთ, ახალ წელს. * ლამაზ სავარძელში მოკალათებული ნანო ბებო ფანჯარას შეჰყურებს. ელოდება... რას ელოდება? რას არა, ვის. * როგორც ყოველთვის, ახალი წლის წინა დღეს ისევ სამზარეულოში ტრიალებს. სტუმრებს ელოდება, ზუსტად ისე, როგორც ამას ერთი, ორი, სამი, ან თუნდაც ათი წლის წინ აკეთებდა. იცის... იცის რომ ისინი აუცილებლად მოვლენ. * გარეთ თოვლში შეშას ჩეხავს. ნანო ბებო როგორ ჩეხავს? აი ისე, როგორც ამას სხვები ახერხებენ. მოხუცია, ძალიან მოხუცია, მაგრამ ამას არ შეუჩერებია ნანო ბებო. ის ყოველთვის შრომისმოყვარე იყო. ანდაც, რა შეაჩერებდა, როდესაც იცის, რომ დღეს სტუმრები მოვლენ. ის ამას მთელი თავისი გულით გრძნობს. სიცივეა... გარეთ ძალიან ცივა. * ბუხარს ანთებს ნანო ბებო. ასანთი ერთი ორი ღერიღა დარჩა. მაგრამ ის მაინც ანთებს ბუხარს, რადგან იცის რომ მისი ოჯახი დღეს აუცილებლად მოაკითხავს. აგიზგიზდა ბუხარი... ოთახი გათბა. * -ვაი, ჩემი ხაჭაპური. - თავზე ხელებს ირტყავს ნანო ბებო. რაქნას, დაავიწყდა, რომ ღუმელში ხაჭაპური ჰქონდა დატოვებული. მერე რა, რომ მეხსიერება ცოტას ღალატობს? მთავარია, რომ დღეს მისი სახლი ჟრიამულს დაიწყებდა. ხან ერთი თეფში გატყდებოდა... ხან ერთი ჭიქა გატყდებოდა... მაგრამ მერე რა? მთავარი ხომ ის არის, რომ მისი შვილიშვილები ამით იხალისებდნენ. -ისინი წელს მაინც მოვლენ. - ამბობს ნანო ბებო დარწმუნებით და ცომს ამზადებს ხაჭაპურის თავიდან მოსამზადებლად. * შუადღის 4 საათია. ყინვას ფანჯრები ლამაზი ორნამენტებით შეელამაზებინა. ფიფქებს შეეწყვიტათ დედამიწის კიდევ უფრო გათეთრება. ნანო ბებო კოხტავდება, ლამაზდება სტუმრებისთვის. იცის რომ ისინი წელს მაინც მოაკითხავენ მონატრებულ ბებოს. ფიფქისფერ თმას ივარცხნის და კოხტა კოსას იკეთებს. მან იცის... ის ელოდება... * უკვე შვიდი საათია. თეთრ ცას შავი შეპარვია. ნანო ბებო ბოლო თაროდან გადმოღებულ მტვრიან ალბომს უსვამს ტილოს. ყოველ ახალი წლის წინა საღამოს ასე შვრება. უყურებს მისი ახალგაზრდობის მოგონებებს, შიგადაშიგ სარკეში საკუთარ თავს მოჰკრავს ხოლმე თვალს. - რა მალე გაირბინეს წლებმა. - აღმოხდა მუდამ მომღიმარ ბებოს მისი დროდაკარგული ფერის ტუჩებიდან. * ცა სიბნელეს აეყვანა მძევლად, სულ რამდენიმე საათით. ან იქნებ პირიქით, სინათლეს აჰყავს ხოლმე ცა მძევლად , რამდენიმე საათით. ნანო ბებო , სანთლის შუქზე , ბუხრის გვერდით არსებულ სარწეველა სკამზე მოკალათებულიყო და მოლოდინით აღსავსე მზერით აკვირდება რკინის კარებს. საათის ისრები ცხრას გვიჩვენებენ. არ მოვიდნენ ნანო ბებო? ჯერ ადრეა , მაინც მოვლენ. გულს აჯერებს ნანო ბებო. * და ჩამოჰკრა შუაღამის ზარმა. და დაიწყო თოვლმა მოსვლა. მეზობელი ეზოდან ბავშვების ჟრიამულის ხმა გამოდის, ულოცავენ ერთმანეთს და ფეიერვერკებსაც ისვრიან. ნანო ბებო კი ფანჯრიდან გაჰყურებს ამ ულამაზეს სანახაობას. ცოტა ხანში ბუხართან არსებულ სარწეველა სკამზე ჯდება. ის ისევ იღიმის. მოლოდინს უღიმის. ამბობს: - არაუშავს, ისინი შობას მაინც მოვლენ. - მოსალოდნელ ვიზიტს უღიმის და ხუჭავს თვალებს. * თენდება. ღამდება. თენდება. და ისევ ღამდება. * ისევ და ისევ თენდება. და ისევ და ისევ ღამდება. * შობის დილას კი ისევ იწყებს ნანო ბებო მომზადებას. ბუხარს ანთებს, სამზარეულოში ფუთფუთებს ... მაგრამ ისევ არ მოვიდნენ... * გათენდა ძველით ახალი წლის დილა. ნანო ბებო კი სარწეველა სკამზე მჯდომი ნაწყენი თვალებით გაჰყურებს რკინის კარს. * შუადღეა. რა ხმა ისმის? მეზობლები ინტერესით აკვირდებიან ნანო ბებოს სახლისკენ მიმავალ უზარმაზარ ჯიპს. ნუთუ... ნუთუ ჩამოვიდნენ... * ნანო ბებო კარის სახელურის ხმამ გამოაფხიზლა. იღება კარი და წამებში ქარბორბალასავით მორბის 2 ზომით დიდ ქურტუკში გამოწყობილი პატარა და ჩაფუთნული ნანო. ნანო ბებო სიხარულით მეცხრე ცაზეა. - მოხვედიით? * და აი... ისმის სანატრელი ჟრიამულის ხმა. და აი... მაინც ჩამოვიდნენ... გარეთ გავლენ, გუნდაობენ ... სახლში შევლენ , ჩათბებიან... ხან ჭიქა ტყდება... ხან თეფში... აი ესაა ბედნიერება, როდესაც უყურებ შენს სიცოცხლით სავსე შთამომავლობას. ბედნიერია ნანო ბებო. მან ხომ ეს იცოდა? იცოდა რომ ისინი მაინც მოვიდოდნენ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.