სიყვარული ცხოვრებაში ერთია! (1 თავი)
დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს, ავდექი დილიდ პროცედურები ჩავიტარე და ჩემი საუკეთესო მეგობრის ოთახისკენ წავედი -ნიააა-მთელი ძალით გავაჯანჯღარე ჩემი დაქალი მაგრამ მაინც არ იღვიძებდა, ვფიქრობდი გამეკეთებინა ის თუ არა რასაც მე ვფიქრობდი, და წარმოვიდგენდი როგორ მიყვიროდა გაბრაზებული ნია. ბოლოს გადავწყვიტე გამეკეთებინა. ჩავირბინე სამზარეულოში და ჭიქით ცივი წყალი ავიტანე საძინებელში, საწოლთან მივედი და ნიას ზედ დავასხი. იმხელა ხმაზე დაიყვირა შემეშინდა და სანამ მომკლავდა მანამდე გავიქეცი..არ ვიცი რა დავუშავე მე ხომ არ მინდოდა რომ დაეგვიანა.. სასწრაფოდ გავიქეცი საძინებელში და სანამ ნია შემოვიდოდა ჩავიკეტე. ასეთები ვართ მე და ჩემი მეგობარი ორივე ერთმანეთზე გიჟები და გადარეულები... მე 18 წლის ვარ, ანასტასია მქვია, იურიდიულზე ვსწავლობ და ჩემს საუკეთესო მეგობართან ნიასთან ერთად ვცხოვრობ. კარადა გამოვაღე და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე შავი მაღალწელიანი მოტკეცილი შარვალი ჩავიცვი ზემოდან თეთრი მაიკა და თეთრი კედები. გარეთ რომ გავედი ნია ძალიან გაბრაზებული დამხვდა. -კარგი რა ტასო, წყლის გარეშე რო გაგეღვიძე არა ხო? -იცი რამდენი განჯღრიე? მაინც არ იღვიძებდი და რო არ დაგგვიანებოდა ამიტომ მოვიქეცი ასე-მივაყარე ჩემს დაქალს სათქმელი ხელების მოძრაობით და როდესაც გამიღიმა გაოცებული სახით მივაშტერდი. -რა იყო ტასი რა გიკვირს? -რავიცი არ მეგონა თუ ასე გადაგირჩებოდი ვუთხარი ნიას გულწრფელად და ორივემ გავიცინეთ. საუზმის შემდეგ მანქანაში ჩავჯექით და დავძარი თუ არა ნიას ტელეფონი აწკრიალდა -გისმენ ცხოვრება-უთხრა ნიამ ხალისიანი ხმით თავის შეყვარებულს ნიკას და სიცილი ძლივს შევიკავე, არ ვიცი რატომ,მაგრამ ყოველთვის მეცინებოდა წყვილის ასეთ დიალოგებზე. ნიამ დიდი საუბის შემდეგ ყურიდან ტელეფონი მოიხსნა და მითხრა რომ ნიკას ჩემთან საუბარი უნდოდა მეც დავეთანხმე და ხმამაღალზე ჩართო -გისმეენ ნიკოლოოზ-ვუთხარი მხიარულად, ყოველთვის ვუშლიდი ნიკოლოზის დაძახებით ნერვებს და მეც მეტი რა მინდოდა და ვერთობოდი ამით. -ოხ, ნინო დეიდაა კიდე ვერ მოეშვი ხო შენ ნიკოლოზის დაძახებას-მითხრა ვითომ ნაწყენმა და მერე ყველამ ერთად გავიცინეთ. შემდეგ ნია დაემშვიდობა, რადგანაც შოთა უსთაველის უნივერსიტეტის წინ ვიდექით უკვე.. აუდიტორიიდან გამოსულს ნია შემეჩეხა ძალიან ცუდად გამოიყურებოდა შემეშინდა..არ მეგონა თუ ამ ორი სიტყვით შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება.. მეგობრებო.. ამ საიტზე ეს ჩემი პირველი ისტორიაა..ვიცი ძალიან პატარაა და ასე აღარ გაგრძელდება, უბრალოდ თქვენს შეფასებას ველი, (შემდეგში დიდ თავებს დავდეებ) ძალიან დამეხმარება თქვენი თითოეული შენიშვნა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.