შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თანახმა ხარ?(4)


20-02-2021, 01:10
ავტორი sati
ნანახია 1 704

-კომენ...დანტი...-დაჩიმ შუბლზე შემოირტყა ხელი და გაეცინა-მაგაზე როგორ არ იფიქრე...
-ვიფიქრე? შენ არ დამპატიჟე ამოდიო?
-მერე საუბარში გავერთეთ და მეგონა შენ აკონტროლებდი საათს, მე ხო ჩემ სახლში ვარ?
-არ მეცინება..
-კარგი, დიმიტრი გადაგიხდის იმ 2000 ლარს.
-წავიდე?
-ვხუმრობ ადა.
-კარგია ხუმრობის ხასიათზე რომ ხარ.
-მისმინე, ესე მოვიქცეთ. მე იატაკზე დავიძინებ და პრინცესას დავუთმობ ჩემ ოთახს. ოღონდ მაცადე შევალ და ცოტა მივალაგებ იქაურობას.
-ა-..ა-რა, აქ როგორ უნდა დავრჩე?
-კი, გეთანხმები მთლად ჰილტონი არ მაქვს, ვერც შენ სახლს შეედრება, მაგრამ არჩევანიც არ გვაქვს დიდი.
-დიმიტრის რა უნდა ვუთხრა..
-რა უნდა უთხრა, კომენდანტმა მოგისწრო და აქ დარჩი.
-ვერ გაიგებს...
-არ გენდობა?
-მე.. კი..
-მე არ მენდობა. კარგი არ ინერვიულო, საერთოდ ნუ ეტყვი თუ გინდა. ჩემი ბრალია, საათი უნდა მეკონტროლებინა.
-შენ რა შუაში ხარ?-ადამ გაოცებულმა გახედა-ჩემი უპასუხისმგებლობაა.
-კარგი, ნუღა ვიდავებთ ვისი ბრალია, ნუ დარდობ ამდენს დიმიტრი რას იფიქრებს იმაზე. ოთახს მივალაგებ და მოვალ, შეგილია დაიძინო თუ დაღლილი ხარ და ესე 5 ისთვის გაგაღვიძებ-რეალურად დაჩი სიგიჟემდე გადაღლილი იყო, დილის 10 დან საღამოს 7-მდე ორ სამსახურში მუშაობდა და დღის ბოლოს ერთადერთი შვება ძილი იყო , მაგრამ ადასთვის არაფერი უთქვამს. საძინებელში გავიდა მიალაგა იქაურობა და ახალი თეთრეული დაუგო ადას. ზედმეტი ნივთებიც კარადაში შეალაგა და გამოვიდა.
-ჯერ... შენ იძინებ?
-არა.
-ტელეფონი დამიჯდა... და ძილი არ მინდა ჯერ.
-ვილაპარაკოთ მაშინ. აივანზე დავჯდეთ, მოწევა მინდა და სახლში არ ვეწევი. პლედს გამოგიტან.
-კარგი-სახლი თუმცა პატარა იყო, აივანი შედარებით დიდი ზომის იყო. პატარა მაგიდა და 2 გასაშლელი სკამი იდგა. დაჩიმ ისევ ჩაიდანი დაადგა გარეთ ყავა ან ჩაი რომ დაელიათ. შემდეგ ისიც გავიდა და ადას გვერდით მიუჯდა.
-ვიცი, რომ არ უნდა გეკითხებოდე და რომ ჩემი საქმე არ არის.. უბრალოდ, არის რაღაცეები რაშიც ეჭვი მეპარება... თუ უხერხულად იგრძნობ თავს გპირდები აღარ ჩაგაცივდები-ადა შეშინებული თვალებით აკვირდებოდა დაჩის სახის გამომეტყველებას, თითქოს დიმიტრის ნახსენებ აგრესიულ საქციელს ელოდებოდა, მაგრამ ის ისევე წყნარად იჯდა. სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან, მოუკიდა და მხოლოდ შემდეგ გასცა პასუხი.
-რაც გინდა მკითხე.
-დიმიტრიმ.. მომიყვა რატო დაშორდნენ შენი მშობლები.
-მერე? როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა ჩემზე? მეც თუ მაქვს კითხვის დასმის.. უფლება, თუ შენც უხერხულად არ იგრძნობ თავს.
-არანაირი...
-რატო, არ დაუჯერე ქმარს?
-არ ვიცი. უბრალოდ მაინტერესებს რამდენად ობიექტური იყო.
-ბოლო-ბოლო ერთი ოჯახი ვართ და გეტყვი. ვიცი რო არ დაიწყებ მთელ თბილისთან ჭორაობას. ზოგადად დედაჩემის გამო არ ვამბობ არაფერს, მე ეს თქვენი მაღალი საზოგადოება, ბოდიში თუ უხეშად გამომივიდა..-მეორე ღერი ამოიღო, აშკარად ეტყობოდა რომ ოდნავ ანერვიულდა-ჩაიდანი ადუღდა მოვალ.
-იყავი.. მე გავაკეთებ ჩაის. 2 კოვზი შაქარი ხომ?-ადა სამზარეულოში გავიდა, ჩაი გააკეთა და ისევ აივანზე დაბრუნდა.
-მადლობა. მამას ერთხელ და ორჯერ არ უღალატია. ეს .. უფრო სისტემატიურ ღალატს გავდა. დედაჩემიც ამას იტანდა, რატომ არ ვიცი. ერთხელაც აღმოჩნდა, რომ მის ძალიან ახლობელ მეგობართან ღალატობდა და გაშორდა. მეორედ რომ დაბრუნდა... კიდე იგივე განმეორდა და ამჯერად მე დავინახე ეს ყველაფერი. სახლში იყვნენ ჩვენთან. ვაჟამ კარი გაიხურეო ისე უბრალოდ მითხრა.. თითქოს საქმიან მოლაპარაკებაზე ყოფილიყო და მე ვერ მივმხვდარიყავი რას აკეთებდა-ღერს ღერზე ამატებდა და თვალები უწყლიანდებოდა , მაგრამ ადას თვალს არიდებდა და არ იმჩნევდა-დედა პირველ სართულზე იყო... ვერ ვხვდებოდი როგორ შეიძლება არ ცოდნოდა, საღამოს ყველა ისე სადილობდა თითქოს არაფერი. მე ვერ მოვითმინე და ყველაფერი პირში ვუთხარი ვაჟას, დედაც იქ იჯდა. სიმართლე გითხრა, დღემდე ვერ ვხვდები რაზე უფრო გაღიზიანდა. ეს ყველაფერი ჩემი თვალით რომ დავინახე და გავიგე, თუ მამამ მეორედ უღალატა. და იცი ვისთან ღალატობდა...-დაჩის გაეღიმა და ადას მიუბრუნდა.
-ვისთან?-ადამ ბორძიკით ჰკითხა.
-თათასთან. ხოდა ეხლა ულამაზესი ოჯახი აქვთ. სადაც მე და დედა არ ვარსებობთ.
ადას გული შეუწუხდა, ვერასოდეს წარმოიდგენდა , რომ თათა და დაჩის დედა მეგობრები იქნებოდნენ, ის ხომ ასეთი ახალგაზრდა იყო. არც უფიქრია, რომ ვაჟა ასეთ რამეს ჩაიდენდა, დიმიტრი ხომ ძალიან წესიერი იყო. დაჩიც არ ჰგავდა ცუდ და მოღალატე ადამიანს. ვერაფრით გარკვეულიყო , რატომ დაუმალა ეს ყველაფერი დიმიტრიმ. ალბათ მამის საქციელის რცხვენოდა? ალბათ ასე იქნებოდა, თავის თავს ამშვიდებდა ადა. თუმცა დიმიტრიმ ყველაფერი ისე გამოიყვანა თითქოს მათი ოჯახის დანგრევა დაჩის ბრალი იყო.
-რა საშინელებაა...დიმიტრიმ მითხრა.. რომ მამაშენს აღარ უღალატია და შენ..
-დავანგრიე ოჯახი-დაჩის გაეცინა-ჩემი ძმა, შენი საქმროა. არ მინდა მასზე წარმოდგენა შეგიცვალო და პრინციპში არც მაქვს ალბათ მაგხელა გავლენა შენზე. ეს მხოლოდ და მხოლოდ ისტორიის ჩემეული ვერსიაა.
-ვერ ვიჯერებ, როგორ მოგექცნენ ესე?
-ვაჟას.. ყოველთვის დიმიტრი უფრო უყვარდა. ამას არ ვამბობ მხოლოდ იმიტომ, რომ ნაწყენი ვარ. ბავშვობიდან ყველგან ერთად დადიოდნენ. მე არ მიზიდავდა ბიზნესი. უფრო დიდ დროს გარეთ ვატარებდი. ვერც ვუგებდით ერთმანეთს და დამამცირებლად მიმეორებდა მუდმივად, რომ დედაჩემს ვგავდი.
-შენით.. გადაწყვიტე სახლიდან წამოსვლა?
-დედა იტალიაში რო წავიდა, დაბრუნება არც მიფიქრია. მითხრა რომ გამომიგზავნიდა ფულს, მაგრამ ჩემით მირჩევნოდა მუშაობა. იმდენსაც ვერ... ვიღებ ჯერ, რომ იქიდან ჩამოვიყვანო. არ მინდა მომვლელად მუშაობდეს და ასე ატარებდეს ცხოვრებას.. მაგრამ ჩემი ხელფასით.. -დაჩი ადასკენ ვეღარც იყურებოდა-ამას არ ვამბობ იმიტომ რომ თავი შეგაცოდო. შენ იკითხე, მინდა უბრალოდ დაგანახო რომ არც მე და არც დედაჩემს არ გვქონდა ეგოისტური მიზნები. არც მათი ფული გვადარდებს. დიმიტრი გულის სიღრმეში კარგი ადამიანია, დამიჯერე.
-იმის მერე, რაც გაგიკეთა...
-არაფერი არ გაუკეთებია, ისიც ბავშვი იყო, რაც ასწავლეს და ჩაუდეს , იმას იმეორებს. მეტი არაფერი.
-როგორ, არ ხარ გაბრაზებული?
-არა. ადა, გაბრაზებას რა აზრი აქვს, როდესაც ადამიანს არ ადარდებს შენ მასზე რას იფიქრებ? რას შეცვლის ჩემი გაბრაზება, ან რა შეცვალა ადრე? ეს უბრალო ბოღმა იქნება.
-დაუჯერებელია.. მე ... კიდე...
-ეგოცენტრული უმადური და გათამამებული, უღირსი და ოჯახის დამანგრეველი ადამიანი გეგონე?
-ცოტა.. გაბუქებული ეპითეტებია, მაგრამ დაახლოებით. ეს ხომ უსამართლობა... მე ალბათ გავცეცხლდებოდი, ყველაფერს პირში ვეტყოდი.
-ხომ ვუთხარი.
-ახლაც!
-ადა,ერთი ასეთი ცნობილი გამონათქვამია:დუმილი არის კამათის სხვა მეთოდით გაგრძელება. როგორ ფილოსოფიურადაც არ უნდა გამომივიდეს, ჩემ შემთხვევაში ეს მართალია.
-დაჩი, ეხა ისიც არ მითხრა, რომ როდესაც სახეში გაგარტყამენ, მეორე ლოყა უნდა მიუშვირო.
-და თუ გეტყვი? მერე რა?
-ეს აბსურდია. მათ შენ..
-რა?
-ცხოვრება...
-ჩემ ცხოვრებას არანაირად არ შეხებიან. მე ჩემთვის ვცხოვრობ. თუ შენ ძვირადღირებულ მანქანებს, სახლს და ტანსაცმელს გულისხმობ, ეს ჩემთვის კარგ ცხოვრებასთან არ ასოცირდება.
-არა, ეგ არ მიგულისხმია, ოჯახთან ცხოვრება...
-ისეთ ოჯახთან როგორიც ვაჟა და თათაა, ჩემ დაუძინებელ მტერსაც არ ვუსურვებდი ცხოვრებას.
ადა გაოგნებული იყო დაჩის პოზიციით, ამდენი წელი გავიდა ალბათ მას გადაუარა წყენამ, მაგრამ საკუთარ თავს რომ წარმოიდგენდა მის ადგილას, გული მისდიოდა. როგრო უნდა ეცხოვრა ესეთი ნაცრისფერი სიცოცხლით? როდესაც სულ ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენაც კი გაუჭირდებოდა და ამ დროს მისი ოჯახი სრულფასოვანი ცხოვრებით განაგრძობდა არსებობას, როგორ უნდა ყოფილიყო ბედნიერი? ალბათ ისევ მათ ღირებულებებში იყო განსხვავება. დაჩი ადას მსოფლმხედველობაში გარდამტეხ როლს თამაშობდა, ის მისთვის ყოვლად ამოუცნობი პიროვნება იყო.
-მაშინ... ვიცი უსამართლო შეკითხვაა, რადგან შენი ძმაა და შიძლება გაგიჭირდეს ობიექტური პასუხის..გაცემა, ან მომატყუო, რადგან გული არ მატკინო.. როგორ ფიქრობ,ამდენი ტყუილის შემდეგ...
-ადა.. ეგ კითხვა მე არ უნდა დამისვა-დაჩიმ შეაწყვეტინა.
-2 კვირაში როგორც კი დიმიტრი იზოლაციიდან გამოვა, ჩვენი ქორწილია დანიშნული. არც ერთი დღე არ მექნება ამის საკითხავად დაჩი.
-მართლა უსამართლო შეკითხვა იქნება და ნაღდად ვერ გაგცემ ობიექტურ პასუხს. შენ დაფიქრდი, რამდენად კარგაც იცნობ ჩემს ძმას და რამდენად ენდობი. ჩემი პასუხი არ უნდა გიწყვიტავდეს ამხელა მოვლენას.
-ჩემს ადგილას რას გააკეთებდი?
-ადა-დაჩის გაეღიმა.
-გთხოვ, სხვას ვერავის ვესაუბრები ამ თემაზე. მათ.. არ ესმით. ასეთ თემებზე არ საუბრობენ. ხმაც რომ ამოვიღო რომ ეჭვი მეპარება.. თუნდაც ოდნავაც კი.. მიწასთან გამასწორებენ.
-რატო?
-როგორ შეიძლება ესეთი მდიდარი, სიმპატიური და განათლებული საქმრო მყავს და უაზრო ეჭვების გამო ...-ადა მიხვდა, რატომაც დაუსვა ეს კითხვა დაჩიმ. საკუთარ კითხვაზე პასუხი ისევ ადამ გასცა. ზუსტად იმას ფიქრობდა, რასაც სხვები ეტყოდნენ, მასში ძალიან ღრმად იყო გამჯდარი მაღალი წრეების აზრი მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. ერთი შეხედვით იბრძოდა, მათი ბრჭყალებისგან თავის დასაღწევად, მაგრამ ეს არ არის ისეთი რამ, რაც ორ და სამ კვირაში შეიძლება გადაწყდეს. ადას კი პასუხი ეჩქარებოდა. ცოტაც და ცხოვრებას მისთვის უკვე ყოვლად გაუცხოებულ ადამიანთან დააკავშირებდა-მაპატიე...
-რისთვის?
-შენზე არასწორი შთაბეჭდილება.. რომ შემექმნა.
-ყველაზე უცნაური მიზეზია ბოდიშის მოხდის, მაგრამ მისაღები-დაჩის გაეცინა-ადა... მართლა მინდა რამით დაგეხმარო.
-საკმარისად დამეხმარე. აქამდე სიმართლე ვერავის ვათქმევინე.
-კარგი, აღარ გვინდა .. მალე იტალიაში მივდივარ.
-რა? როდის?
- 2კვირაში.
-მაგრამ... ვირუსი?
-ვაქცინაციაა დაწყებული. შედარებით უსაფრთხო ხდება მგზავრობა.დედაც მომენატრა.
ადას თითქოს გული დაწყდა, ძლივს იპოვა ისეთი ადამიანი, რომელთანაც ასე გულღიად შეეძლო საუბარი. უნდოდა ეგოისტურად მოქცეულიყო და ეთხოვა ქორწილში დარჩენილიყო.
-აიღე ბილეთი უკვე?
-ჯერ არა.
-ქორწილში.. არ მოხვალ?
-ვნახოთ.
-დაჩი, ძალიან ეგოისტი ადამიანი ვარ და ამავდროულად მიზანმიმართული. რატომ უნდა იმალო დიმიტრისგან და მამაშენისგან, გთხოვ მოდი. ძალიან გამეხარდება.
-არ ვიმალები. ზუსტადაც, რომ პირიქით.
-ხოდა იქ ვერ დაიმალებიან.
-ადა...
-გთხოვ? მე მინდა რომ იქ იყო. არ გთხოვ რომ აპატიო რომელიმეს, ეს თავიდან ბოლომდე შენი საქმეა.. უბრალოდ ქორწილში მოდი.
-კარგი. დავფიქრდები.
-ანუ კი?
-ადა, დავფიქრდები, ნუ ცდი ბედს.
-კარგი. კარგი-ადას პატარა ბავშვივით გაუხარდა, რადგან ხვდებოდა ეს დაფიქრება რომ კის ნიშნავდა. გული ისე უფეთქავდა, თითქოს ყველაზე კარგი ამბავი გაეგოს მთელი ცხოვრების მანძილზე. ბოლო ნახევარ საათში ემოციურად საოცრად გადაიღალა. თუმცა ეს არ იყო უსიამოვნო გადაღლა, რატომღაც თავს უფრო ცოცხლად გრძნობდა, მთელი ღამის გათენება სურდა მასთან საუბარში.
-დაჩი, გეძინება? ალბათ გადაგღალე.
-არა, მაგრამ ვხვდები კიდე გაქვს კითხვები-ოდნავ დამცინავი ღიმილით გადახედა-არ დავიძინებ, შიგნით შევიდეთ, უკვე ლურჯი ფერი გადევს სიცვისგან.
სახლში შებრუნდნენ და კიდევ ერთხელ დაადგეს ჩაიდანი. ამასობაში ადას მოშივდა და გადაწყვიტა პიცა შეეკვეთა, თუმცა იცოდა დაჩისთვის რო ეკითხა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა, ამიტომ თვითონ გადაიხადა. ცოტახანში კარზე კაკუნიც გაისმა და დაჩის ხელში გლოვოს კურიერი შერჩა.
-პიცა თქვენ გამოიძახეთ?
-დიახ-ადა სკამიდან წამოხტა , დაჩი გვერდით გაწია და კურიერს პიცა გამოართვა-დიდი მადლობა-შემდეგ კარი მიხურა და ოთახში ისე შებრუნდა მისთვის არც შეუხედავს , არ უნდოდა გაბრაზებული დაენახა.
-ადა? თუ გშიოდა რატო არ მითხარი?
-პიცა მინდოდა. ესე მომივლის ხოლმე. შენ თუ არ გინდა არ გაჭმევ.
-ადა.. მე გამოვიძახებდი.
-დაჩი, ოცდამეერთე საუკუნეში ვართ.
-ეგრეც არ მიჭირს.
-ვიცი, მაგრამ ვერ ვიტან ამ ჯენტლმენურ გამოხტომებს, ალბათ იმიტო რომ შენ ძმას დიდად არც ახასიათებს. შემდეგზე შენ დამპატიჟე პიცაზე, გაწყობს?
-კარგი.
-ეხლააა-ყუთიდან ამოიღო პიცა და ცხვირწინ მიუტანა თეფშით-ნახე ჯერ კიდე ცხელია-დაჩის გაეღიმა მის ბავშვურ ქცევაზე და პიცის ნაჭერი გამოართვა.
-მე ვხვდები რასაც აკეთებ.
-აბა?
-თან მაჭმევ.. თან ინფორმაციას იღებ ჩუმ-ჩუმად ჩემგან, არა?
-არა, მართლა მშიოდა. უბრალოდ..დიდი ხანია ნორმალურ ადამიანთან არ მქონია ურთიერთობა.
-იმიტომ რომ დიმიტრი იზოლაციაშია ხო?-ადამ თავი უხერხულად იგრძნო ამ კითხვის შემდეგ, თითქოს დაჩიმ რაღაც არასწორად გაიგო.. ან ადას გამოუვიდა რამე არასწორად და ფლირტში გადავიდა . ყოველ შემთხვევაში შეწუხდა და ეს დაჩიმაც შეამჩნია, ამიტომ მაშინვე სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი-ხო მართლა, მეც ხომ მაქვს კითხვების დასმის უფლება. ბოლო-ბოლო ჩემი ბიოგრაფია შეგიძლია დაწერო იმდენი ვისაუბრეთ.
-აბა, გისმენ. თუმცა ჩემი ბიოგრაფია უფრო მოსაწყენია, ვიდრე შენი.
-რომელ ქვეყანაში სწავლობ?
-გერმანიაში, ვსწავლობდი.. ეხლა ონლაინზე გადმოვედი.
-დაიხურა გერმანია ისევ?
-არა... დიმიტრიმ მთხოვა.
-შენ გინდოდა?
რა უცნაურია, თუ რამდენი რამე შეიძლება შეიცვალოს ერთ ღამეში. თუ სწორ კითხვას დასვამს ადამიანი, პასუხის პოვნა საკმაოდ ადვილი გახდება. ზოგჯერ კი კითხვის დასმა უფრო რთულია, ვიდრე მასზე პასუხის გაცემა. ამ 1 მა საათმა ადას ძალიან ბევრი რამ დაანახა, თუმცა მაინც უჭირდა გადაწყვეტილების მიღება. დიმიტრიმ ის მაინც უთხრა, დაჩი როგორ ადამიანადაც მიაჩნდა, როდესაც დაჩი ერთ უარყოფით სიტყვასაც არ ამბობდა ძმის შესახებ. პირიქით ადასაც უშლიდა, მასზე რაიმე ნეგატიურის თქმას. როგორ უნდა გადაეწყვიტა რაიმე ,როდესაც ორი კვირა პირისპირ ვერ დაელაპარაკებოდა საქმროს? თან ერთადერთი ობიექტური ადამიანი უარს ამბობდა, მასთან საუბარზე. ამაზე ფიქრი იმ საღამოს არ უნდოდა.
-არ ვიცი, დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდა ალბათ-ტყუილის დაფარვა ნაძალადევი სიცილით სცადა, რომელიც საკმაოდ შესამჩნევი იყო დაჩისთვის. რეალურად ადას ძალიან უყვარდა კარიერა, მარკეტინგს და პიარს გადიოდა უნივერსიტეტში და საკმაოდ წარმატებულ კომპანიაში მუშაობდა კორონავირუსის გამოჩენამდე. კარიერა და სწავლა მისთვის ყველაფერი იყო,ა მიტომაც ეწყობოდა დიმიტრის აქამდე კარგად. ორივეს ერთი ღირებულებები და მიზნები აკავშირებდათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს თანაცხოვრებისთვის საკმარისი არ იქნებოდა. დაჩისთან ლაპარაკისას მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარ თავზე არ ესაუბრა, რადგან მასთან შედარებით თავს ყველაზე უღირს ადამიანად გრძნობდა. უნდოდა ეკითხა, ოდესმე თუ ყვარებია, მაგრამ ეს ალბათ ზედმეტად შეჭრა იქნებოდა, თუმცა რას დააშავებდა? ბოლო-ბოლო ისევ მეგობრები იყვნენ. სიყვარულის განსაზღვრება ყველა ადამიანისთვის განსხვავებულია, სხვადასხვა ტიპის ადამიანები მას სხვანაირად აღიქვამენ. ამიტომ აინტერესებდა ადას, დაჩისეული სიყვარული რას ნიშნავდა. იქნებ ამით მაინც გაეგო, ღირდა თუ არა ოჯახის შექმნა აგებული იმ გრძნობებზე, რაც ადას და დიმიტრის აკავშირებდათ ერთმანეთთან. უკვე ეჭვი ეპარებოდა, რომ ამას სიყვარული ერქვა. ერთი კითხვის დასმით არაფერს არ კარგავდა.
-დაჩი... ვინმე ოდესმე გყვარებია?
-არა.
-არასდროს?
-არა-მისკენ შემობრუნდა და სახეზე დააკვირდა, აინტერესებდა კითხვის დასმის მიზეზი. თითქოს იგრძნო, როგორ გაუცრუა მისმა პასუხმა იმედი. დაჩისეული სამყარო ადასთვის იდუმალებით, სევდისა და ბედნიერების ნაზავი იყო. მასაც სურდა ასეთ სამყაროში ცხოვრება. ისეთივე სიყვარულის განცდა, როგორც დაჩისნაირი, ნორმალური, ჩვეულებრივი ადამიანები განიცდიდნენ. როგორც კი ეს გაიფიქრა, გული აუჩქარდა, თავი საშინლად იგრძნო. მას ხომ უყვარდა? მას ხომ საქმრო ჰყავდა? საქმრო,რომელსაც 2 კვირაში ცოლად მიყვებოდა.
-ადა, ჩაგეძინა?
-როგორ, არასდროს? საერთოდ არასდროს?
-არა. რეალურად არც შემხვედრია არავინ ისეთი ალბათ, ვისაც შევიყვარებდი. რატომ არის ესეთი დაუჯერებელი?
-არა..ისე. გვიანია. შენც.. დიდხანს დაგაყუდე ალბათ..დარწმუნებული ხარ, რომ იატაკზე გინდა ძილი? უბრალოდ...
-ადა, გეყოფა-დაჩიმ გააწყვეტინა, ოთახიდან ლეიბი და ბალიში გამოიტანა და იატაკზე დაიგო-ნახე? შესანიშნავი საწოლია. ზოგს ესეც არ აქვს. რამე... ხო არ გინდა მოგცე ჩასაცმელი?
-არა, მადლობა. ძილინებისა..
-ძილინებისა ადა.
***



ვიცოდი დიმიტრი შელამაზებულად რომ ეტყოდა დაჩიზე და რაღაცებს გააბუქებდა. იმედია კორონა გაურთულდება და კიდევ გადაიდება ქორწილი :)
საკმაოდ საინტერესო დიალოგი ჰქონდათ ადას და დაჩის. ეს ბიჭი თავდაყირა აყენებს ადას შეხედულებებს და აზროვნებას❤ ასე განაგრძოს ❤
ველი შემდეგს.

 


№2 სტუმარი ანუ

დაჩი მომწონს, და იმედია ეს დიმიტრის და ადას ქორწილᲘ საერთოდ არ შედგება.

 


№3  offline წევრი sati

რუსკიმარუსია
ვიცოდი დიმიტრი შელამაზებულად რომ ეტყოდა დაჩიზე და რაღაცებს გააბუქებდა. იმედია კორონა გაურთულდება და კიდევ გადაიდება ქორწილი :)
საკმაოდ საინტერესო დიალოგი ჰქონდათ ადას და დაჩის. ეს ბიჭი თავდაყირა აყენებს ადას შეხედულებებს და აზროვნებას❤ ასე განაგრძოს ❤
ველი შემდეგს.

კიი საკმაოდ დიდი გავლენა აქვს ადაზე, მიხარია რომ მოგწოონს. heart_eyes heart_eyes

ანუ
დაჩი მომწონს, და იმედია ეს დიმიტრის და ადას ქორწილᲘ საერთოდ არ შედგება.

ვნახოოთ flushed მადლობა რომ კითხულოობთ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent