შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული ცხოვრებაში ერთია! (2 თავი)


20-02-2021, 20:51
ავტორი ნანიკა
ნანახია 946

აუდიტორიიდან გამოსულს ნია შემეფეთა, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, უეცრად საოცარი ჭექაქუხილი ამოვარდა და ამას თავსხმა წვიმაც მოჰყვა.
-ნია რახდება? ნუმაშინებ ნია-ვეუბნებოდი თითქმის ტირილით
-ტასო გაგა..გაგა ავარიაში მოხვდა-თქვა და დასრულდა ჩემი ცხოვრება... გავიყინე, ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა, სიცოცხლე აღარ მინდოდა, ეს ყველაფერი კოშმარი მეგონა... მერე უცებ ჩვიკეცე ფეხი გადამიბრუნდა და, თავში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. შორიდან მესმოდა სასწრაფოს სირენების ხმა და ხალხის ყვირილი.
თვალები რომ გავახილე, მხოლოდ თეთრი კედლები და საავადმყოფოს მძაფრი სუნი ვიგრძენი. სხეულს ვერ ვგრძნობდი ვერ ვმოძრაობდი. მერე თავი ოდნავ შევატრიალე და ჩემს გვერდით ნია დავლანდე.
-ნიაა-აღმოვთქვი ძლივს გასაგონად და იმ წამსვე გაეღვიძა ნიას.
-ღმერთო ჩემო ტასო ტასო როგორ გამახარე რომ იცოდე-ნიას სიხარულისგან ცრემლები მოდიოდა და მეხუტებოდა მის ამ ხმაურზე პალატაში შეშინებული ლიკა გაჩნდა
-რამოხდა ნია რა გაყვირებს... ანასტასიაა?-თვალებს ვერ უჯერებდა ლიკა შემდეგ ისიც გამოექანა და ძლიერად ჩამიკრა გულში. დიდხანს ვესიყვარულეთ ერთმანეთს.
-რამოხდა გოგოებო ერთიდღე ვიყავი ბოლოს და ბოლოს უგონოდ-ვუთხარი ჩურჩულით გოგონებს
-რა ერთი დღე გოგო, ორი თვეა კომაში ხარ-მითხრა სევდიანი ხმით ნიამ
-რაა რომელი თვეა
ზაფხულია ტასი-მითხრა თბილად ლიკამ. მერე უცებ შევნიშნე რომ ორივეს შავები ეცვათ.
-რახდება? რატო გაცვიათ შავებიი?-გოგოები დაიბნენ ერთმანეთს შეხედეს და შემდეგ ლიკამ მითხრა
-გოგო ჩვენს ძველ უბანში მეზობელი გარდაირცვალა და იქედან მოვდივართ-მითხრა ლიკამ და მეც დავწყნარდი. მერე გამახსენდა რომ აქ კიბეებზე დავგორდი და ისე მოვხვდი... მერე გამახსენდა რომ გაგა გაგა ავარიაში მოხვდა..
-ნია, ნია გაგა? გაგა როგორაა? მითხარი რო კარად, გთხოვ, კარგადაა ხომ?-ვუთხარი ტირილით. ნია დაიბნა და შემდეგ თბილი ხმით მითხრა
-კარგადაა ტასი, შენ დაწყნარდი და დაიძინე კარგი? ექიმმა თქვა ხვალ გავწერთო, ამიტომ დაიძინე ახლა გვიანია. მეც დავმშვიდდი ნიამ და ლიკამ ტკბილი ძილი მისურვეს და ოთახიდან გავიდნენ. დილას ნია შემოვარდა პალატაში რომ წავეყვანე. მეც ჩავიცვი. ნიკამ მოგვაკითხა მანქანით და მან წაგვიყვანა. სახლთან რომ მივედით ნიკა ძალიან დამწუხრებული მეჩვენა
-რახდება მეტყვით? ყველას დამწუხრებული სახე რატომ გაქვთ?
-ტასო იცი? მოდი ავიდეთ სახლში მნიშვნელოვანი ამბავი უნდა გითხრათ-წამოიწყო ნიკამ
-კარგი, ავიდეთ-ავნერვიულდი და რაღაცას ვგრძბდი რომ ცუდი მოხდებოდა.
ავედით დამაჯინეს და დაიწყეს
-ტასო გახსოვს ხომ გაგა რომ ავარიაში მოხვდა? ზუსტად იმ დღეს ჩავარდი შენც კომაში, ორივე სიკვდილს ებრძოდით შენ გადარჩი და ეს შეძლი მაგრამ გაგა...გაგამ ვერ გაუძლო ამ ტანჯვას..- დაასრულა ნიკამ და ცრემლები წამოუვიდა. ვერ ვიჯერებდი უბრალოდ ვიყავი ერთ ადგილას მიშტერებული და გულში მთლიან სიცარიელეს ვგრძნობდი. მეგონა გული ამომგლიჯეს, ვერ ვაცნობიერებდი ვერაფერს გაგა მოკვდა? ვეუბნებოდი საკუთარ თავს...ბოლოს ამოვიღე ხმა
-მატყუებთ ხომ?-უეცრად ცრემლების ნაკადმა იწყეს დენა. ბოლოს ხმამაღლა ავტირდი და რას ვაკეთებდი არ ვიცოდი იატაკზე დავეცი და ვტიროდი- გაგა არ მომკვდარა ის აქ მოვა ის არ წასულა არ დამტოვებდა-ლიკა მოვიდა და მთელი ძალით მეხუტებოდა ბოლოს როგორც იქნა ოდნავ დავმშვიდდი.
-ტასო გაგამ სიკვდილის წინ შენთან დამაბარა უთხარი რომ სიგიჟემდე მიყვარსო... ზუსტად შენთან მოდიოდა, სიყვარული უნდა აეხსნა მაგრამ..-ნიკამ ვეღარ გაუძლო და გარეთ გავიდა. უცებ ავდექი და ჩემი მანქანის გასაღებს დავწვდი
-ტასო სად მიდიხარ დარჩი აქ-მოვიდა უცებ ნია
-გთხოვ მარტო ყოფნა მჭირდება- ვუთხარი ნიას და გავიქეცი.
მანქანა სწრაფად დავქოქე და წავედი. მივდიოდი, მაგრამ არ ვიცოდი სად... ცრემლებით მივიკვლევდი გზას ზღვისკენ... ზღვა... ყოველთვის მამშიდებს ზღვა, მისი ტალღების ხმა და სიმშვიდე.. მანქანა ზღვასთან გავაჩერე და გადავედი რადგანაც წვიმიანი ამინდი იყო ერთი ადამიანიც არ იყო. მივედი დავჯექი და ცრემლებმა დენა იმატეს... ვფიქრობდი რა არი სიყვარული? რა არი გრძნობა რასაც სიყვარულს ვუწოდებთ? ვფიქრობდი და ვაცნობიერებდი რომ აქ დასულდა ჩემი ცხოვრება. მაგრამ?...



მეგობრებო, ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს თქვენი თითოეული შენიშვნა თუ რჩევა და ძალიან მეხმარება მე ამაში... (რაც შეეხება მოვლენების მალე განვითარებას ამთავში, ეს იმიტომ რომ ისტორიის მთავარი ,,ნიშანწყალი,, ახლა იწყება)



№1  offline წევრი EllaTriss

პირველ რიგში, ის ფაქტი რომ ისტორიის მთავარი 'ნიშანწყალი' ახლა იწყება და ზუსტად იმ მთავარი ნაწილის დაწერას ესწრაფვი, არაფრით ამართლებს იმას, რომ მოვლენები სწრაფად განავითარე. შეგიძლია ის მთავარი ნაწილი დაწერო, იქ შენთვის, სადაც წერ. აქ დადე - მეთქი მაგას არ გეუბნები. გულიდან ამოიღე ის, რისი დაწერაც გინდა. ის მთავარი 'ნიშანწყალი'. ხოლო მერე, რომ მოგეშვება, მიუბრუნდი ამას, რაც ვთქვათ უფრო ნაკლებად გინდა და მხოლოდ მას შემდეგ დადე აქ. არავინ გაჩქარებს. აჯობებს, ცოტა გვიან დადო და უკეთესი იყოს.
რაც შეეხება ამ თავს.
ამ გაგაზე თავიდან რატომ არაფერი იყო ნათქვამი? შეგეძლო, გაკვრით მაინც დაგეწერა, რომ მთავარი პერსონაჟი მასზე შეყვარებულია. პირველ თავში, ისეთი შთაბეჭდილება დატოვე თოთქოს ტასოსთვის სიყვარული არც ისე მნიშვნელოვანი იყო (მანქანაში ნიასთან დიალოგს ვგულისხმობ)
მერედა, თუ გაგა ავარიაში მოყვა და სასწრაფო მოვიდა, სირენის ხმა ისმოდა. სანამ ნიამ არ უთხრა, მანამდე როგორ ვერ გაიგო ტასომ? რაღაცნაირი შეუსაბამობაა. ვერ ვწვდები. შესაძლოა შენთვის არაა შეუსაბამობა და უფრო სწორად დარწმუნებულიც ვარ, რომ არაა. შესაძლოა, რაღაც ის, რაც აკლია გაიფიქრე, იგრძენი და სხვანაირად გადმოეცი. მაგრამ აქ, მკითხველთან.. კონკრეტულად ჩემთან, არ მოვიდა. რაღაც ისე არაა, რა.
მერედა ამ ტასომ, ჯერ ეს ერთი, ის მომენტი სად წავიდა, რომ დაეცა?მე, შენს ადგილას, ხაზს არ გავუსვამდი იმ შემთხვევაში თუ მნიშვნელოვანი არ იქნებოდა ეს დაცემა. მაგრამ გოგო კომაში ჩავარდნილა და შენ ასე, ასე.. უბრალოდ რანაირად დაწერე ვერ ვხვდები.
შეგეძლო, იქ, მიგეთითებინა... რადგან პირველ პირში წერ, ვთქვათ ასე (თავი იმდენად ძლიერად დავრტყი.. ან რაღაც საშინელი, მწვავე ტლივილი ვიგრძენი, ყვირილის ხმა ჩამესმა ყურში. ხომ შეიძლებოდა, რომ ნიას ეყვირა ამ წუთში.. ან სხვა ვინმეს) ანუ გეუბნები, ისე უნდა დაგეწერა.. რომ მკითხველისთვის შოკი არ ყოფილიყო მერე ეს კომა. პირადად ჩემთვის მართლა იყო შოკი. გაოცებისგან, მექანიკურად გამიფართოვდა თვალები.
ნუ საერთოდ მე მაინც ვერ ვხვდები რამდენად ახლოა რეალობასთან ის, რომ ამ უბრალო დაცემით კომაში ჩავარდა, მარა....
და ხო კიდევ თავშივე უნდა მიმეთითებინა მაგრამ.. კაი, იყოს აქ გეტყვი
პ.ს პირველი თავი, მეორე თავს არ ებმება. უფროსწორად ებმება, მაგრამ ისე არა, როგორც უნდა იყოს. გეფიცები, არ გადამიკითხავს პირველი თავი, მაგრამ მახსოვს როგორც დამთავრდა. აი თუ გინდა შენ გადახედე და მიხვდები.

ველი, რომ ასე სწრაფად აღარ განვითარდება მოვლენები შემდეგ თავში. ჩანს, რომ შეგიძლია. რაღაც სხვანაირად ჩანს, რაც აქამდე არავის ნაწერში არ შემიმჩნევია.
მიდი რა, მეტი ეცადე.
ისე გელი, როგორც არასდროს, არავის.

 


№2  offline წევრი ნანიკა

მეგობრებო, პირველ რიგში უამრავ მადლობას გიხდით რომ წაიკითხეთ და მომეცით შენიშვნები, თქვენი თითოეული შენიშვნა მე გავითვალისწინე შეძლებისდაგვარად, და ბოდიშს გიხდით რომ ასეთი გაურკვეველი თავები იყო, ამიტომაც თავიდან და უფრო კარგად დავიწყე ამ ისტორიის წერა უფრო გაღრმავებით, მალე დაიდება ამ ისტორიის პირველი თავი... კიდე ერთხელ ძალიან დიდი მადლობა...

 


№3 სტუმარი სტუმარი :)

აუცილებლად განაგრძე რააა :) <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent