შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარებ! 9 თავი


21-02-2021, 02:57
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 489

მარიანას ცრემლები მოეძალა და ოთახში შეიკეტა, ვერ ხვდებოდა რატომ ჰქონდა დედამის ასეთი რეაქცია, რატომ უკრძალავდა ალექსანდრეს ნახვას ასე დაჟინებით
-ნუ ტირი გთხოვ-შეეხვეწა ანა და მის გვერდზე დაჯდა საწოლზე
-ასე რატომ იქცევა ვერ ვხვდები-ამოისლუკუნა მარიანამ
-დაიკიდე აქედან გოგას გავყვეთ და მერე გიოს მანქანაში გადავსხდეთ-გაეცინა ანას
-ხომ იცი რომ დედას ამბავს მოუტანს ლილეს დედა ან რომელიმე დაბოღმილის კლასელის დედა
-მოუტანონ-მხრები აიჩეჩა ანამ-მთავარია ბანკეტზე ჩვენი გავისწოროთ, მერე გაჭედავს თუ არა სოფო დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება -გაეცინა და ფეხზე წამოდგა
-ხომ იცი რომ ძაან გაბრაზდება და გეგასაც ეტყვის მერე გაცეცხლებული სოფო
-უთხრას მერე რა?-შეიცხადა ანამ და მარიანას მიაჩერდა აციმციმებული თვალებით -დიდი დიდი იყვიროს და ერთი ორი სკამი შეეწიროს ჩვენს დაუმორჩილებლობას
-ანა ხომ იცი რომ ეგ დაუმორჩილებლობა ძვირად დაგვიჯდება?-ფეხზე წამოდგა აჟიტირებული მარიანა და დას მიაჩერდა
-მერე რა?-გაეცინა ანას -ეს ამად ღირს... არ მეთანხმები?-წარბები აზიდა და ზურგი აქცია
დას.
-ჰო ეს ამად ღირს-თქვა დაბნეულმა მარიანამ და გაეცინა იმის წარმოდგენაზე თუ რის გაკეთებას აპირებდნენ დები.
მარიამი იმის მიუხედავად რომ ძალიან ცუდად იყო მაინც გაჰყვა დებს კაბების ასარჩევად და წამით არ უგრძნობინებია მათთვის რომ Ახლა მას ძალიან რთული ლერიოდი ჰქონდა
-მარიამ მგონია რომ გვატყუებ-უთხრა დაეჭვებით ანამ როცა კაფეში დასხდნენ
-ჯერ-ჯერობით არაფერი ახალი არ ხდება, თუ დამიჭერენ ისედაც გაიგებთ-გაეცინა და ყავა მოსვა
-არ მჯერა რომ ასეთ მდგომარეობაში
აღმოჩნდი-უთხრა ანამ
-მარიამ სისულელეა ჩვენი წასვლა ბანკეტზე მაშინ როცა შენ ამ მდგომარეობაში ხარ-შეხედა მოღუშული სახით მარიანამ დას
-გოგონებო დამშვიდდით გთხოვთ-გაუღიმა მარიამმა დებს -ბანკეტზე წადით გაერთეთ და დამივიწყეთ რამდენიმე საათით ოქეი? მე არაფერი მჭირს და არაფერი მომივა... თუ ჩემთან ერთად არ იქნებით რამდენიმე საათით არაფერი დაშავდება, დედაჩემი ისედაც გვერდიდან არ მშორდება
-როგორ მიყვარს მაია დეიდა-გაეღიმა ანას
-თუ მისი გამომცხვარი გემრიელობები?-გაეცინა მარიამს.
-მე პირდაპირ ვაღიარებ რომ ორივე-სიცილი აუტყდა მარიანას
-ახლა რომ მივალთ თქვენს საყვარელ პეროგს დაგახვედრებთ -უთხრა მარიამმა დებს და ანიშნა ამდგარიყვნენ.
სოფო მოღუშული სახით დახვდა სამსახურიდან დაბრუნებულ სახე წაშლილ ქმარს
-რა გჭირს?-უარესად გაღიზიანდა გეგა
-რა მჭირს?-შეიცხადა სოფომ და სამზარეულოში გავიდა
-ასე იმიტომ ხარ, რომ, დაგირეკე და გითხარი გოგოები მარიამთან ერთად გაᲣშვი
საშოპინგოთ-თქო?-გეგაც შევიდა სამზარეულოში და მაგიდასᲜ დაჯდა მოღუშული სახით
-ჰო სწორედ მაგიტომ-უთხრა სოფომ ყოყმანით
-მე იმდენი პრობლემა მაქვს სამსახურში და შენ რაზე მიჭედავ ხვდები?-გაბრაზდა გეგა
-ახლა არ გაგიჟდე რა-უთხრა სოფომ გაღიზიანებული ტონით და მაცივრიდან საჭმელი გამოალაგა
-შენ მაგიჟებ-უთხრა გეგამ და ფეხზე წამოდგა ზურგით მდგომ ცოლს მიუახლოვდა და სხეულზე მიეკრო
-გეგა მინდა რომ გოგონები საზღვარგარეთ გაგზავნო-უთხრა მოულოდნელად სოფომ ქმარს და მისკენ მიტრიალდა
-ხომ თქვეს გასაგებათ რომ საზღვარგარეთ წასვლა არ უნდათ-გაოცდა გეგა და უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები
-მინდა რომ შენ დაარწმუნო
-სოფო ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევი-თვალები დააწვრილა გეგამ
-მინდა რომ ჩვენი შვილები გიორგის და მის ბიძაშვილს ჩამოვაშოროთ-მიახალა სოფომ ქმარს და გვერდი აუქცია ქმარს
-გიორგის?- გაოცდა გეგა -რა შუაა გიორგი?
-ვერ ხვდები რომ ანაზეა შეყვარებული ეგ იდიოტი?
-სოფო რას მიედ-მოედები-გაეცინა გეგას-ბაღიდან ერთად მოდიან ბავშვები, რა სიყვარულზე მელაპარაკები? უბრალოდ კარგი მეგობრები არიან, ხომ იცი გიორგის და მის მამას კარგად ვიცნობ
-დაითანხმებ თუ არა?-გაბრაზდა სოფო
-მოიცა მოიცა-გეგამ სოფო მკლავებში მოიმწყვდია და თვალებში ჩააცქერდა -ალექსანდრე რა შუაა? აბა ამიხსენი?
-არ მომწონს ეგ ტიპი-უთხრა სოფომ ქმარს ყოყმანით
-ბავშვებს უბრალოდ ბოლო ზარზე მანქანით გაჰყვა... სულ ეს არ იყო? იმის იქით რამე ხდება კიდევ?-სახე აელეწა კაცს
-ზუსტად არ ვიცი მაგრამ...-სოფომ ტუჩები დაბრიცა და ქმრის დაჟინებულ მზერას გაექცა
-მიდი მითხარი-დაუღრინა გეგამ ცოლს
-ხშირად სწერს მარიანას და ურეკავს ვიღაც... ზუსტად ვიცი ეგაა, ლეილამ მითხრა გუშინ წინ დავინახე შენი გოგონები გიორგის და იმ მეორეს შეხვდნენ პარკშიო...
-ლეილამ?-გაეცინა გეგას და ცოლს ხელები გაუშვა
-მე ავუკრძალე მათთან შეხვედრა, მაგრამ მაინც შეხვდენენ... შენ კიდე ლეილაზე გაოცდი-ეწყინა სოფოს
-ანუ ჩუმად შეხვდნენ-გაბრაზდა გეგა
-ჰო და მინდა რომ დაარწმუნო და სასწავლებლად საფრანგეთში წავიდნენ, არ მინდა მაგ ორმა ტვინი აურიოს რომელიმეს...
-ალექსანდრეს გამოჩენას ნამდვილად არ ველოდი ჩვენს გოგონებთან-თქვა ჩაფიქრებულმა გეგამ
-ჰოდა სწორედ ამიტომ მინდა დავარწმუნოთ გოგონები..
-გგონია რომ რამე განსაკუთრებული ხდება?
-დარწმუნებული ვარ რომ ხდება-უთხრა სოფომ ქმარს დამაჯერებლად -ვიცი რომ ეგ ტიპი ურეკავს და ხვდება ხოლმე მარიანას, მოკლეთ მე თავად ვნახე ერთად...მაღაზიის წინ, ვითომ შემთხვევით შეხვდენენ...
-კარგი საზღვარგარეთ გავუშვებ მაშინ-უთხრა გეგამ გადაჭრით ცოლს და მაშინვე ზურას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.
-გეგა რა საჭიროა ამ საქმეში ზურას ჩარევა?-დაიძაბა სოფო
-უნდა იცოდეს მისმა შვილმა თავისი ადგილი-დაუღრინა გეგამ ცოლს და მოსაცმელს წამოავლო ხელი მაშინვე
-მისმინე ასე გიჟივით ნუ დაეტაკები იმ კაცს... წლებია ვიცნობთ გიორგისაც და მის ოჯახსაც...
-ზურას ავუხსნი რომ თავისი შვილი და ძმიშვილი აზრზე მოიყვანოს
-გეგა გთხოვ უხეშად არ დაელაპარაკო...
-არ დაველაპარაკები დაწყნარდი-წარბი აწკიპა გეგამ და ცოლს ჩააცქერდა თვალებში -ამ საქმეს უმტკივნეულოდ მოვაგვარებ-გაუღიმა ცოლს და მის ტუჩებს მიწვდა -ასე ჯიუტად რომ არ უნდოდათ წასვლა საზღვარგარეთ მეც მიკვირდა, ისიც მიკვირდა მარიანა ასე უცნაურად რატომ იქცეოდა ეს ბოლო პერიოდი-გაუღიმა ცოლს -ახლა გასაგებია მათი მიზეზები-გაეცინა და სახლიდან გავარდა.
ალექსანდრე მოღუშული სახით იჯდა დივანზე, ხელში ვისკით სავსე ჭიქა ეჭირა და ნელ-ნელა წრუპავდა მჟავე სითხეს, გიორგი ტერასაზე გავიდა და გაოცებული მიაჩერდა ბიძაშვილს
-მარტო სვამ?-გაუკვირდა გიორგის და მის გვერდზე დაჯდა, სასმელი დაიხა და ერთი მოყუდებით დაცალა ჭიქა, ყელი დაეწვა და ხველება აუტყდა, ალექსანდრეს გაეცინა მისი სახის შემხედვარეს და სასმლით გაუვსო ჭიქა, გიორგიმ ისევ წამოავლო ჭიქას ხელი და მოიყუდა მაგრამ ვეღარ აიტანა და ნახევრად სავსე ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დადო
-ამის დედაც-დაიღრინა სახე აწითლებულმა და გახედა ბექას რომელიც სიცილით მიუახლოვდა მათ
-შენ კიდევ ვერ ისწავლე ვისკის დალევა?-გაეცინა და მათ პირდაპირ სავარძელში დაჯდა
-აუ არ დამიწყოთ ახლა-გაბრაზდა გიორგი და მათ ჯინაზე ჭიქა დაცალა
-ოჰოო-შეიცხადა ახლად მოსულმა ლადომ და ვისკის ბოთლს წამოავლო ხელი გიორგი ისევ რომ
წაეტანა -შენ ჯობია მეტი აღარ დალიო-გაუცინა ბიჭს და ალექსანდრეს მიაჩერდა -რა გჭირთ ბიძაშვილებს?
-მამაჩემმა გაჭედა-ახედა ლადოს გიორგიმ და ბოთლზე წაეტანა ისევ
-ანუ?-ჩაეკითხა ლადო და თავისი ნებით დაუსხა სასმელი ჭიქაში გიორგის რომ უფრო მეტი რამ ეთქმევინებინა
-მინისტრმა გაუჭედა ზურას, ზურამ ჩვენ... გოგოების პონტში-თქვა გიორგიმ და ჭიქა მოიყუდა
-კაი მეტი აღარ დაალევინო-გაეცინა ბექას და ლადოს გამოართვა ვისკის ბოთლი
-დაუსხი მაინტერესებს რამდენ ჭიქიანია-გიჟივით გაეცინა ლადოს, გიორგის ალეწილი სახის შემხედვარეს
-არა შეეშვით-გაბრაზდა ალექსი -უკვე სამი ჭიქა დალია
-სამ ჭიქიან ვგავარ?-იწყინა გიორგიმ და თვალები მიელულა
-უფრო ერთ ჭიქიანს -უთხრა ბექამ და თავისთვის დაისხა -დალევ?-ახედა ლადოს
-არ მინდა -იაუარა და გიორგის წამოდგომაში დაეხმარა -ამას მივხედავ და მოვალ-თქვა სიცილით და ოთახისკენ წაიყვანა
-რა ხდება ალექს?- ჭიქა მოიყუდა ბექამ და ისე დაცალა მეგობრის ამღვრეული თვალებისთვის მზერა არ მოუშორებია
-ის რაც Გიორგიმ თქვა -უთხრა ჩავარდნილი ხმით მეგობარს ალექსანდრემ და ერთი მოყუდებით დაცალა ჭიქა, ბექამ მაშინვე შეუვსო
-ანუ დედამისმა გაჭედა?-გაეცინა ბექას
-ჰო-დაეთანხმა ალექსანდრე და მეორე ჭიქაც მოიყუდა
-რას აპირებ?-დაინტერესდა ბექა
-აზრზე არ ვარ-მხრები აიჩეჩა დაბნეულმა ბიჭმა და ლადოს შეხედა რომელიც სიცილით მიუახლოვდა მათ
-გაითიშა არა ეგრევე, ეგ ერთ ჭიქიანი?- გაეცინა ლადოს სახის შემხედვარე ბექას
-ია ეგრევე გაითიშა როგორც კი ბალიშზე თავი დადო, მართლა ერთ ჭიქიანია-უთქვა სიცილით და დივანზე ალექსის გვერდზე დაჯდა -აბა მოყევი ახლა რას აპირებ?-ინტერესით მიაჩერდა მეგობარს
-ამ ეტაპზე ჩიხში ვარ და გონების დაკარგვამდე დალევას ვაპირებ-გაეცინა ალექსანდრეს და კიდევ დაისხა სასმელი ჭიქაში
-დალევა ვერ გიშველის ძმაო-გაეცინა ბექას და თავადაც შეივსო ჭიქა, ლადო კი ტელეფონში ჩაძვრა ისევ და მალევე ბექასკენ მიატრიალა ეკრანი
-მახე პროსტა როგორ გვანან-გაეღიმა და თავისკენ მიატრიალა ტელეფონი-როგორ უნდა გაარჩიო ერთმანეთისგან ვერ ვხვდები-თქვა ინტერესით და სურათებს გადაჰყვა -ახლა გასაგებია რამ გამო..ვა ჩვენი ალექსი-თქვა სიცილოთ და ისევ ბექასკენ მიატრიალა ტელეფონი -ნახე რა ცეცხლოვანი გოგო არიან-თქვა გამომწვევი ტონით და გვერდზე მჯდომ ალექსანდრეს შეხედა რომლესაც მაშინვე სახე აელეწა
-მე უფრო სხვა სიტყვებს გამოვიყენებდი მათ შესაფასებლად-ტელეფონის ეკრანს თვალი აარიდა ბექამ და მანაც ალექს შეხედა გამომწვევი მზერით
-ბიჭებო ნუ მიწვევთ-გაღიზიანდა ალექსანდრე
-ხომ თქვი მარიანა უბრალოდ დამევასა და მეტი
არაფერიო?-ჩაეკითხა ლადო და როგორც კი ალექსანდრემ თვალები დაუბრიალა მზერა აარიდა
-აღიარე რომ ეს მოწონებაზე ბევრად მეტია
-შემეშვით რა-სახე აელეწა ალექსანდრეს
-მაგარ შარში ხარ ძმაო-ლადომ სურათების თვალიერება განაგრძო
-ბანკეტზე მიყვები იმ ერთ ჭიქიანს?-სხვა თემაზე გადავიდა ბექა
-არა, ტყუპები სხვა ბიჭს მიჰყავს და...
-მერე რა რესტორანში ხომ ნახავ?
-არ მინდა პრობლემები შევუქმნა მარიანას, ვიცი რომ ვნახო თავს ვერ შევიკავებ, მივალ მასთან და...
-ეგრევე მოახსენებენ მამამის და დედამის?-გაეცინა ბექას
-ზუსტად-გაეცინა ალექს და ბექას შეანათა ნაცრისფერი სფეროები
-უნდა წახვიდე და თან უეჭველი, რა პონტია? ეგრე გამოდის რომ მამამისის შეგეშინდა...-გააქეზა ლადომ
-ამას კიდევ გაგიჟება უნდა?-გაბრაზდა ბექა
-ყველა შანსი უნდა გამოიყენო მის სანახავად... -არ ჩერდებოდა ლადო -უეჭველი უნდა წახვიდე იმ ბანკეტზე...
-არა -გაბრაზდა ბექᲐ- მართლა ჯობია არ წახვიდე, შეიძლება პრობლემები შეგექმნას, გიჟია მამამისი ხომ იცი,თან შეიძლება გოგოებს გაუჭედოს მერე...
-უნდა წახვიდე ძმაო-თვაᲚებში ჩააცქერდა ლადო მეგობარს -გესმის რას გეუბნები? გოგო მოდის და შენ სახლში უნდა დარჩე?
-კაი ხო-გაეცინა ბექას -უნდა წახვიდე აბა რა უნდა ქნა, სახლში ხომ არ იჯდები მართლა?
-ტვინს ნუ მირევთ ბიჭებო -გაბრაზდა
ალექსანდრე -მკ.დია მამაისი გაჭედავს თუ არა და ბიძაჩემი რას იტყვის მაგრამ მარიანას გამო ვიკავებ თავს არ მინდა მამამისმა აურიოს...
-თუ ეშინია მამამისის ახლოს არ გაგეკარებᲐ მარიანა და პრობლემაც არ იქნება ბანკეტზე-უთხრა ლადომ მომღიმარი სახით -და თუ თავს არ აგარიდებს და შენს გვერდზე იქნება ესე იგი მისთვის ბევრად მეტი ხარ ვიდრე ნაცნობი და ეს ამად ღირს არ მეთანხმებით ბიჭებო?-თქვა ამაყად და მაქსიმალურად დააიგნორა გაოცებული მეგობრების სახეები.
სოფო კამყოფილი სახით უყურებდა გოგონებს რომლებიც მისი შერჩეული ბიჭის მანქანაში ჩასხდნენ ბანკეტის დღეს და სკოლაში წავიდნენ კლასელებთან შესახვედრად. გოგონები საკმაოდ უხასიათოდ იყვნენ რადგან გიორგიმ უთხრა მათ რომ რესტორანში მივიდოდა პირდაპირ და მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა მათ მანქანას აეკიდა ალექსანდრეს მანქანა და მოულოდნელად გზა გადაუჭრა, გუგას მეგობარმა ძლივს მოახერხა მანქანის გაჩერება ისე რომ არ შეასკდა გზაზე გაჩხერილ მანქანას
-რა ჯანდაბა ხდება -გაბრაზდა გუგა და მანქანიდან გადავიდა, ანა და მარიამა ერთმანეთს შეხედეს და ორივეს გაეღიმა როცა გიორგი და ალექსანდრე დაინახეს მათი მანქანისკენ მომავალნი -რა ჯანდაბას აკეთებთ?-შეიცხადა გუგამ და უარესად გაბრაზდა როცა ბიჭებმა დააიგნორეს ის, გვერდზე ამაყად ჩაუარეს და მანქანის უკანა კარები ერთდროულად გააღეს ორივემ
-გოგოებო?-გაუღიმა გიორგიმ დებს და სახეზე აშკარა გაოცება გამოეხატა
-ვიცოდი რომ მოხვიდოᲓით-უთხრა ანამ გიორგის აღთრთოვანებული ტონით
-რას აკეთებ ძმაო-გაცეცხლებული გუგა გიორგის მივარდა
-მე გიოს მივყვები-ანა გადავიდა მანქანიდან და მათ შორის ჩადგა -მასთან ერთად მინდა წასვლა -უთხრა ამაყად და გიორგისკენ მიტრიალდა -წავიდეთ?-ჰკითხა გამომწვევი ტონით და გიორგიმაც მაშინვე წელზე შეუცურა ხელი
-წავიდეთ-უთხრა გამომწვევი ტონით და მანქანისკენ წაიყვანა მომღიმარი გოგონა
-წამოხვალ ჩვენთან ერთად?-ჰკითხა ალექსანდრემ ჩავარდნილი ხმით მარიანას და მზერა აარიდა მის სახეს, გოგონამ მომღიმარი სახით ახედა ბიჭს და მანქანიდან გადავიდა გრაციოზულად, ალექსანდრე გაოცებული მიაჩერდა მისი მანქანისაკენ მიმავალ გოგონას და აზრზე მხოლოდ მაშინ მოვიდა როცა გუგამ დაიღრინა
-ამის დედაც - მანქანში გაცოფებული ჩაჯდა, მისმა მეგობარმა მანქანა დაქოქა და საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა, მარიანა ალექსის გეერდზე დაჯდა მანქანაში და უკან მიიხედა
-ამის გამო ოთხივეს მაგრად მოგვხვდება-თქვა ანამ სიცილით
-და თან ძალიან მაგრად -დაეთანხმა გიორგი
-რატომ მომატყუე პირდაპირ რესტორანში მოვალთო?-ჩხუბზე გადავიდა ანა
-გეწყინა?-თვალებში ჩააცქერდა გიორგი
-გამიტყდა-უთხრა ანამ გულწრფელად
-მართლა გეგონა რომ ვინმეს შენი წაყვანის უფლებას მივცემდი?-გაბრაზდა გიორგი
-დავიჯერო ეს სიგიჟე შენი მოფიქრებულია?-დაეჭვებით ჰკითხა ანამ და სარკიდან მომზირალ ალექსანდრეს გახედა რომელმაც მანქანა დაქოქა და საბურავების ხრჭიალით ადგილს
მოწყვიტა -თუ შენი ზედმეტად სიმპათიური ბიძაშვილის? -იკითხა სერიოზული ტონით
-ჩემი -უთხრა ბრაზნარევი ტონით გიორგიმ და ანას მიაჩერდა ამღვრეული თვალებით
-არ მჯერა-შეხედა ანამ მიმღიმარი სახით გიორგის
-რატომ?-უკმაყოფილონსახით დაბრიცა ტუჩები ბიჭმა
-ისეთი უფანტაზიო ხარ შენ რომ შანსი არაა შენი მოფიქრებული იყოს ეს-თქვა სიცილით და მის სიცილზე მარიანასაც გაეცინა
-გიოს იდეა იყო მართლა-თქვა ალექსმა -ცოტა ჩემიც
-ჩვენ კი გვანერვიულეთ და-თქვა ანამ დანანებით, როცა მარიანა მისკენ მიტრიალდა და თვალები დაუბრიალა გიჟივით აუტყდა სიცილი -მთელი ღამე გავათენეთ მე და მარიანამ თქვენზე ფიქრში, ვერ ვიჯერებდით რომ გუგას ატანდით ჩვენს თავს
-ანა ბევრს ლაპარაკობ-ვეღარ მოითმინა და ხმა ამოიღო აქამდე მშვიდათ მყოფმა მარიანამ
-ესე იგი მთელი ღამე ჩვენზე ფიქრობდით?-გაეცინა გიორგის და მარიანას გახედა
-იმაზე რომ გადაგვაგდე-აუხსნა მარიანამ
-სხვა დროს იმედი მაქვს ეჭვი აღარ შეგეპარებათ ჩვენს შესაძლებლობებში-უთხრა გიორგიმ მარიანას რომელმაც ინსტიქტირად ალექსანდრეს გახედა, ბიჭმა იგრძნო მისი დაჟინებული მზერა და მისკენ მიიხედა, მათი ამღვრეული თვალები ერთმანეთს შეეფეთა და რამდენიმე წამის განმავლობაში გაგრძელდა ეს დაჟინებული მზერა, ბოლოს ისევ ალექსანდრემ აარიდა მზერა მის ზღვისფერ უძირო სფეროებს და გზას გაუშტერა თვალი მომღიმარი სახით.
სკოლაში შეკრებილებს შორის აშკარად გამოირჩეოდნენ ტყუპები, ყველაზე მაღალი გოგონები ყველაზე მაღალ ქუსლებზე იდგნენ მხოლოდ რამდენიმე კლასელი ბიჭი ფარავდა მათ სიმაღლეს, ამის გამო ფოტოების გადასაღებად მათ გვერდზე არცერთი გოგონა არ დგებოდა კიბის საფეხურებზე დადგმის გარეშე, თან ფოტოგრაფს დაავალეს კიბე არ გამოაჩინოვო, ამაზე კი ძაან იხალისეს ყველამ, გოგონებს უკვირდათ ყველას ერთმანეთში რომ ერეოდა იმის მიუხედავად, რომ ანას შავი მოკლე კაბა ეცვა მარიანას კი წითელი გრძელი.
-აუ მაინც რომ ვერევით ერთმანეთში რა
პონტია?-ბუზღუნებადა მანქანაში ანა
-გეუბნები შუბლზე დაგაწერთ სახელებს-თქო და არ გინდა -უთხრა სიცილით გიორგიმ
-ვინმემ მომაშორეთ ეს უნიჭო მასხარა-თქვა გაბრაზებულმა ანამ და გაიბუტა -აუ მუსიკას აუწიე რა ალექს არ მინდა ამ მასხარას ხმა გავიგონო და ალექსანდრემაც მაშინვე მაქსიმალურად აუწია ხმას
-ალქაჯო-დაუჩურჩულა გიორგიმ ყურში და ცხელი ტუჩები მიაწება მხარზე -დღეს არ ვიჩხუბოთ-უთხრა და ხელი გადახვია თავგზააბნეულ გოგონას, ანა მაშინვე გულზე მიეკრო და ცხვირის წვერი ყელზე შეახო
-რა სასიამოვნო სურნელი გაქვს -დაუჩურჩულა და უნებურად ცხვირის წვერი ტუჩებამდე ააყოლა, გიორგიმ არეული სახით დახედა გოგონას და სუნთქვა შეეკრა მისი სიახლოვით გაბრუებულს, ანას კი პორიქით გულისცემა აუჩქარდა და სუნთქვა გაუხშირდა, რამდენიმე წამს ასე დაბნეულები შეჰყირებდნენ ერთმანეთს თვალებში და მხოლოდ მაშინ მოვიდნენ აზრზე როცა მანქან გააჩერა ალექსანდრე.
რესტორანში ისეთი სასიამოვნო გარემო დაუხვდათ რომ აღფერთოვანდნენ ტყუპები და ცოტა ხანი ბიჭები დაივიწყეს, აქეთ-იქით დაარბენინებდნე ფოტოგრაფს და ფოტოებს იღებდნენ განსაკუთრებულ ადგილებში. ბოლოს გაახსენდათ გიორგი და ალექსანდრე და მათ გვერდზე მოკრძალებული ფოტოები გადაიღეს.
ალექსანდრე ცდილობდა მაქიმალურად აეყვანა თავი ხელში და მარიანასგან შორს დაეჭირა თავი, რადგან გრძნობდა მისი კლასელების და მასწავლებლების დაჟინებულ მზერას და არ უნდოდა რამე არასწორად გაეკეთებინა, გიორგის და ანას დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილი იყო და მათ ყურადღებას არავინ აქცევდა, ამიტომ მარიანასთან სიახლოვეს ერიდებოდა, თუმცა ძალიან უჭირდა საკᲣთარ გრძნობებთან გამკლავება, გიორგიმ ისე მოაწყო რომ ალექსანდრე და მარიანა ვითომ შემთხვევით, სუფრასთან ერთმანეთის გვერდზე დასვა, გოგონა აშკარად დაიძაბა მისი სიახლოვით და გაუჭირდა სიმშვიდის შენარჩუნება, ალექსანდრეც დაიძაბა რადგან იქ მყოფთა დაჟინებულმა მზერამ მოსვენება არ მისცა და მარიანასკენ გახედვასაც ვერ ახერხებდა არა თუ დალაპარაკება, რამდენიმე ჭიქა ზედიზედ დალია გაბრაზებულმა როცა მარიანა კლასელმა ბიჭმა საცეკვაოდ ვაიწვია
-ბევრი არ დალიო-დაუჩურჩულა გიორგიმ ყურში
-ჩემზე ნუ ღელავ-ახედა თავზე წამომდგარ ბიძაშვილს ალექსანდრემ და დაძაბული მზერა მისიდან მოცეკვავე მარიანაზე გადაიტანა -ჯობია იმ სირ.ე იდარდო მარიანას რომ ეცეკვება -უთხრა ჩავრდნილი ხმით
-ეჭვიანობ?-გაეცინა გიორგის და ალექსანდრეს ამღვრეულ თვალებში ჩააცქერდა -უნდა მიეჩვიო ძმა-მხარზე ხელი დაარტყა და გაუღიმა
-ამის დედაც-დაუღრინა ალექსანდრემ ფეხზე წამოდგა და მოცეკვავე წყვილს
მიუახლოვდა-შეიძლება?-ჰკითხა სახე წაშლილ ბიჭს
-რა თქმა უნდა-უთხრა ბიჭმა და ცივად გაუშვა ხელი მარიანას რომელიც აშკარად გააოცა მისმა ქცევამ
-აბა ცეკვა არ მიყვარსო?-ზღვისფერი აციმციმებული თვალები შეანათა მარიანამ და ხელები კისერზე მოხვია
-არ მიყვარს-დაეთანხმა ალექსი მოღუშული სახით, წელზე მოხვია ოდნავ ათრთოლებული ხელები და მაქსიმალურად მიიკრო ტანზე სიფრიფანა სხეული
-თუ არ გიყვარს რატომ მეცეკვები?-ჰკითხა გამომწვევი ტონით გოგონამ
-შენს თავს სხვას ვერ დავუთმობ!-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან ალექსანდრემ და გაეღიმა როცა მარიანამ თავი ასწია და თვალებში ჩააცქერდა გაოცებული სახით -იცი რომ ძალიან ლამაზი ხარ?-ჰკითხა მოულოდნელად დაბნეულ გოგონას და ცხვირის წვერით შეეხო მის საფეთქელს
-შენთვის შეიძლება ვარ-უთხრა მარიანამ გამომწვევი ტონით და თავი ოდნავ უკან გასწია რომ მისი თვალები უკეთ დაენახა მასშინ აღბეჭდილი
ემოციებით



№1 სტუმარი სტუმარი სალომე

როდის დადებ შემდეგ თავს? საუკეთესოხარ<3

 


№2  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი სალომე
როდის დადებ შემდეგ თავს? საუკეთესოხარ<3

დავდე უკვე, მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent