შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თანახმა ხარ?(5)


21-02-2021, 21:01
ავტორი sati
ნანახია 1 945

***
დაჩიმ დილით ადაზე ადრე გაიღვიძა, 8საათი იქნებოდა, როგორც ჩანს ჩაეძინა. არ უნდოდა მისი გაღვიძება, მაღაზიაში გავიდა ტკბილეულობა და ცოტა საჭმელი ამოიტანა და საუზმის გამზადება დაიწყო. ამასობაში ადასაც გაეღვიძა და ოთახიდან ჩქარა გამოვიდა.
-ჯანდაბა.. ჩამეძინა.. მაპატიე, რომ ამდენი ხანი მოგიწია აქ ძილი. მართლა. წავალ.
-ისაუზმე ჯერ.
ადამ შეამჩნია, რომ დაჩის სპეციალურად ამოეტანა მისთვის ყველაფერი და უარი ვეღარ უთხრა.
-კარგად გეძინა?
-კი. შენ... ცუდი კითხვა იყო-ორივეს გაეცინა, შემდეგ მაგიდას მიუსხდნენ და საუზმობა დაიწყეს.
-ხო არ გინდა სადმე დარეკო, შენები ხო არ ინერვიულებდნენ?
-არ არიან აქ, ბაკურიანში წავიდნენ. მე არ წავყევი და არც მეგობრებისთვის მითქვამს რო თბილისში დავრჩი.
-რატომ?
-შემაწუხებენ. უაზრო.. ბოდიალით აქეთ-იქით.
-როგორ, სწავლა გირჩევნია? არ მჯერა.
-ესეთი უტვინოს შტაბეჭდილება დავტოვე? თუ ისევ.. ჩემი საზოგადოების გამო, როგორც გვეძახი.
-მეორე უფრო. უტვინო არ მიკადრებია.
-ძალიან გემრიელია. ომლეტი. შენ გააკეთე?
-კი.
საუზმობას მალე მორჩნენ, ადას კიდევ უნდოდა ცოტახანი მასთან დარჩენა და საუბარი, მაგრამ ერთ საათში სემინარი ეწყებოდა და სახლში უნდა მისულიყო.
-დიდი მადლობა, ყველაფრისთვის..
-პირიქით, მეც.. ასე თუ ისე გავერთე გუშინ. მომიკითხე დიმიტრი . იმედია ადვილად გადააქვს ვირუსი.
-იმედია.
***
სახლში მისვლისთანავე ტელეფონი დასატენად შეაერთა, იცოდა რომ დიმიტრისგან გამოტოვებული ზარები დახვდებოდა. ახლა უნდა მოეფიქრებინა მისთვის რა ეთქვა, სად იყო? ან ვინმემ თუ დაინახა დაჩის სახლიდან რომ გამოდიოდა? მაგრამ დილის 9 საათზე და თან იმ უბნიდან სადაც ის ცხოვრობდა? იქნებ ყველაფერს სიმართლის თქმა ჯობდა? და ამასთან ერთდ იმის მოყოლა, რაც დაჩიმ მოუთხრო? არა. რამე სხვა უნდა მოეფიქრებინა. ვითომ მეცადინეობისას ჩაეძინა და ტელეფონი გაეთიშა. ამაზე ნაღდად ვერაფერს იეჭვებდა. ხო, ესე ჯობდა. მართლაც ტელეფონი ჩაირთო თუ არა დიმიტრიმ დაურეკა.
-ადა, გუშინ მთელი ღამე გირეკავდი? ტელეფონი რატომ გქონდა გამორთული? შენებს დავურეკე და თბილისშია , ჩვენ ბაკურიანში ვართო.
-რატომმ.. ჩემ მშობლებს რაღატომ დაურეკე?.. ჩამეძინა ვმეცადინეობდი და ალბათ გაითიშა, დაჯდა.
-ადა, ესე აღარ გააკეთო, ხომ გახსოვს რო უნდა დამერეკა.
-ბოდიში, არ მიფიქრია..
-არაუშავს, მთავარია კარგად ხარ.
-შენ როგორ გრძნობ თავს?
-მარტო გემო მაქვს დაკარგული და ყნოსვა. დანარჩენი არც სიცხე მაქვს მაღალი. არ ინერვიულო, 12 დღემდე ხო შეამცირეს და თუ მეთორმეტე დღეს არ მექნება დავბრუნდები. ქორწილამდე ადრე.
ადამ გადაწყვიტა მომენტით ესარგებლა და სანამ დიმიტრი იზოლაციაში იყო ყველაფერი მისთვის ეთქვა, რადგან ვეაფერს დაუშლიდა იქიდან.
-შენი ძმა ვნახე გუშინ.
-ადა... მეგონა შევთანხმდით.
-ხო, მაგრამ სახლში მიდიოდა ფეხით და გაყვანა შევთავაზე, მერე სახლში ავედით ცოტა ხანი ვლაპარაკობდით და კომენდანტი დამავიწყდა.
-შენ.. ღამე ჩემ ძმასთან ერთად გაატარე და ამას ესე წყნარად მეუბნები?
-გეხვეწები დიმიტრი, არაფერი არ მომხდარა-ადამ ოდნავ უხეში ტონით უპასუხა-უბრალოდ ვეღარ მოვასწარი სახლში წასვლა.არ მენდობი?
-ადა...-ცოტახანი ხმა არ ამოუღია, ალბათ თავს იმშვიდებდა-გენდობი, მაგრამ გთხოვე, რომ ...
-არა, შენ მომიყევი რაღაც საეჭვო ისტორია და მერე მთხოვე დაჩისგან თავი შორს დამეჭირა.
-და არ მომისმინე. ადა, მე გთხოვე, შენ პირობა მომეცი.
-იმიტომ რომ მეგონა სიმართლეს მეუბნებოდი.
-რაც არ უნდა მოეყოლა დაჩის, ის მისი ვერსიაა. ორივე ბავშვები ვიყავით და შეიძლება კარგად არც გვახსოვს.
-17-18 წელი ჩემთვის პატარად არჟღერს. შენ მითხარი, რომ დაჩის ბრალი იყო შენი მსობლების დაშორება.
-კი, ასეც არის.
-და არა მამაშენის, რომელმაც უამრავჯერ უღალატა ელისაბედს? აქ იმაზეც არ არის საუბარი ვინ ვის უღალატა ან დაჩიმ რა მომიყვა დიმიტრი. ამას ვერ ხვდები? შენ მე მომატყუე.. და რისთვის კიდევ ვერ ვხვდები. შენი ოჯახის საიიდუმლო ჩვენ ურთიერთობასთან რა კავშირში უნდა ყოფილიყო რომ მიმალავდი?
-იმიტომ რომ ვაჟა, მოღალატე ადამიანი არ არის.
-აბა თათა ვინა რის დიმიტრი?
-ეგეც მოგიყვა...
-მგონი კიდევ ბევრი ჰქონდა მოსაყოლი, ისევ შენ გამო გაჩერდა.
-ადა, დამპირდი რომ ი..
-აღარაფერს არ დაგპირდები, იმედი მქონდა, რომ აღიარებდი მაინც დანაშაულს და ბოდიშს მოიხდიდი და ამ დროს იქით მადანაშაულებ. კარგი, მართალი ხარ , არ უნდა წავსულიყავი დაჩისთან, ამისთვის მე ვიხდი ბოდიშს.
-ადა, მოდი რომ გამოვალ იზოლაციიდან მერე ვისაუბროთ ამ ყველაფრის შესახებ.
-დიმიტრი, თუ გინდა რომ ჩვენი ქორწინება შედგეს, ვიტყვით, რომ ქორწილი გადაიდო, შენ კორონა გაგირთულდა. ამიტომ თებერვლის მაგივრად, მარტის ბოლოს იქნება.
-ადა...
-ნუ მეძახი უაზროდ... ადა, ადა. ან ესე... ან საერთოდ არ იქნება წორილი.
-კარგი... მაპატიე. მართალი ხარ. ჩემი შეცდომაა , არ უნდა მომეტყუებინე. უბრალოდ, იცი როგორც არის. მსგავს თემებზე..
-არ ლაპარაკობენ. მაგრამ მე შენი საცოლე ვარ და ცოტა მეტს ვიმსახურებ ვიდრე სხვა ყველა. დიმიტრი.. თუ მართლა გინდა, რომ ჩვენ ნორმალური ოჯახი შევქმნათ, რო მომჯობინდები, მე და შენ მამაშენს და დაჩის ერთმანეთს შევარიგებთ. ეხა გაგითიშავ, იმიტომ რომ ვიცი უაზრო ღრიალს დაიწყებ, რო დამშვიდდები და გადახარშავ ყველაფერს, მერე ვისაუბროთ. მიყვარხარ-ადამ გათიშა, ტელეფონს ხმა გამოურთო და მაგიდაზე დადო. თავს დამნაშავედ გრძნობდა დიმიტრისთან საუბრის შემდეგ, ის ხომ ცუდად იყო და ადა ეჩხუბა. თან პირობაც დაარღვია და ამისთვის ბოდიშიც არ მოუხდია. მთელი დღე სწავლაში გაატარა , ცდილობდა არ ეფიქრა არც დიმიტრიზე და არც დაჩიზე. მასთან საუბარმა სრულიად დააბნია, გუშინდელმა ღამემ იმდენ რამეზე შეაცვლევინა წარმოდგენა, ვერც აცნობირებდა როგორ შეიძლებოდა მასზე ამხელა გავლენა ჰქონოდა. მიუხედავად ამისა, მომდევნო ერთი კვირა თავს არიდებდა მასთან შეხვედრას, არ უნდოდა დიმიტრის გაღიზიანება. ისიც აშკარად ნაწყენი იყო და არ ურეკავდა ადას. ბოლოს ადა დაიღალა ლოდინით და უბრალოდ ცოტა გართობა გადაწყვიტა. საღამოს ნინისთან და მის შეყვარებულთან ერთად წავიდა კაფეში.
-ადა, როგორაა დიმიტრი?-შეყვარებულ წყვილთან ერთად კაფეში წასვლა არის სკოლაში გაკვეთილზე ჯდომის ტოლფასი. ერთი სული გაქვს როდის მორჩება, ისინი ან ერთმანეთში საუბრობენ, ან საერთოდ არ საუბრობენ. რამეს თუ გკითხავენ ისიც ზრდილობის გამო.
-კარგად.
-კარგად?-ალექსანდრემ გაკვირვებულმა შეხედა და ნინის ხელები მოიცილა სახიდან, თითქოს საყვედურით გახედა და ისევ ადას მიუბრუნდა-აბა გართულდაო?
-ხო, ეხლა უკეთესად არის-ადა არ დაიბნა-მაგრამ შეიძლება აპარატზე მოუწიოთ შეერთება, თუ სუნთქვის უკმარისობა გაუგრძელდა-არც კი იცოდა რამდენი ტყუილის თქმა შეეძლო ერთ წინადადებაში. თუმცა ეს ფაქტი ძალიან აღიზიანებდა, თავს დამნაშავედ გრძნობდა,როდესაც რეალურად ეს ყველაფერი დიმიტრის ტყუილების გამო ხდებოდა. არც თვითონ იყო ანგელოზი რა თქმა უნდა. რამდნჯერ დიმიტრის გაკიცხვას ეცდებოდა, იმდენჯერვე ახსენდებოდა, რომ თვითონაც დაარღვია პირობა და დაჩი ნახა.
-საწყალო,ადა, მერამდენედ მოგიწიათ გადადება.
-არაუშავს, მთავარია დიმიტრი იყოს ჯანმრთელად.
-ალექს, მე როდის მომიყვან ცოლად?
-რათ გვინდა ჩვენ ფურცელზე ხელის მოწერა იმისთვის რო ერთად ვიყოთ ნინი.
-ნუ ღადაობ ეგრე-ნინი სიბრაზისგან გაწითლდა-შენ რა ოჯახი არ გინდა?
ადას ძალიან წყინდებოდა მის მეგობრებთან ერთად, ისევე ვეღარ ერთობოდა, როგორც ადრე. არ აინტერესებდა უაზრო საუბრები მოდაზე, მომავალ ქორწინებაზე, აბელაშვილების ოჯახის სიმდიდრეზე და რამდენად იღბლიანი იყო, რომ მათ შვილს დაადგა თვალი. არა სულ რაღაც ერთი თვის წინ, დღეებს ითვლიდა ჩამოსვლამდე ისე ენატრებოდა ოჯახი, მეგობრები და საქმრო. კაფედან მალე წამოვიდა, უკანა გზაზე დაჩის სამსახურთან მოუწია გავლა. უცებ ვაჟას მანქანა დაინახა და სვლა შეანელა. ბენზინგასამართთან ჰყავდა გაჩერებული და დაჩის ესაუბრებოდა, უცებ ხმამაღლა რაღაც დაიყვირა და გიჟივით დატოვა იქაურობა. დაჩის არანაირი რეაქცია არ ჰქონია, სამუშაო დღე დაემთავრებინა და სახლში წასვლას აპირებდა. ადას არ უნდოდა მის ცხოვრებაში ზედმეტად ჩარევა და იცოდა, ახლა სახლში რომ გაეყვანა ვერ მოითმენდ და კითხავდა ვაჟას მსგავსი საქციელის მიზეზს. ამიტომ მანქანა მოატრიალა და სახლში სხვა გზით წავიდა. რამოდენიმე დღეში დიმიტრიც გამოწერეს. ღამის 4 საათი იქნებოდა ადამ კარზე ზარი რომ გაიგო. დიმიტრი იყო.
-უკვე.. გამოგიშვეს?
-ციხეში ხო არ ვყოფილვარ-სახეზე ეტყობოდა რომ ოდნავ გაბრაზებული იყო, მაგრამ ჩვეულებრივად შევიდა შიგნით, აკოცა და ჩაეხუტა. ადაც არ შეწინააღმდეგებია , მასაც ენატრებოდა.
-რამე სიმპტომები დაგიტოვა?
-არა. არაფერი.
-როგორ მოხვედი? კომენდანტია. საშვი გაქვს?
-კი.
-ჩაის ხომ არ დალევ? ან ხო არ გშია?
-არა, ადა, სალაპარაკოდ მოვედი. შენები სახლში არიან?
-ზემოთ არიან ძინავთ. მოიფიქრე რა გადაწყვიტე?
-ადა, დაჩის საკითხი ჩემი ოჯახისთვის საკმაოდ მტკივნეული თემაა. მაგრამ მე მაინც დაველაპარაკე ვაჟას და ვთხოვე , შენი ხათრით, რომ დაჩი დაეპატიჟებინა ქორწილში, პირადად .
-მერე?-ადას სახე გაუნათდა, ის იყო დიმიტრის უნდა გადახვეოდა, რომ მან საუბარი განაგრძო და წინადადება მაგრამ -ით დაიწყო.
-მაგრამ დაჩიმ უარი გვითხრა.
-რ-რატომ?-ადა ხო უკვე ესაუბრა და დაითანხმა. რა შეაცვლევინებდა აზრს?
-ჩვენთან შერიგება არ სურს. ვაჟამ ბოდიში მოუხადა ბოლო წლებისთვის, იმან რაღაცეები ცინიკურად უპასუხა, მამაც გამწარდა , ამას უარიც დაემატა და წამოვიდა. მეც კიდე დაველაპარაკები. უბრალოდ მოსაწვევს ვერ გავუგზავნიდით ადა ხომ ხვდები , შენ გინდოდა, რომ დაგველაგებინა ურთიერთობა.
-ხო.. მაგრამ, იქნებ ვაჟამ უთხრა რამე ... ისეთი რაზეც დაჩი გაღიზიანდა არ გიფიქრია?
-ადა, მამაჩემს რამდენი წელია იცნობ, რატომ ეტყოდა რამე მსგავს ?
-არ ვიცი... იქნებ ერთად დაველაპარაკოთ დაჩის? რას იტყვი.
დიმიტრი მსგავს შეთავაზებას არ ელოდებოდა. ადას მიაჩერდა და შემდეგ ოთახში სიარული დაიწყო და დრო და დრო ისევ უყურებდა ხოლმე. თითქოს რაღაცაზე ბჭობდა.
-შეიძლება ცოტახანი ჩვენზე ვილაპარაკოთ? მშორდები?-შეშინებული სახით ჰკითხა.
-რ.. გშორდები? ეგ როდის ვახსენე-მასთან ახლოს მივიდა, ხელები მოკიდა და ჩაეხუტა. შეეცოდა-დიმიტრი..
-აბა აღარ გიყვარვარ?
-დიმიტრი, ნუ მეუბნები ეგეთ რაღაცეებს-ადა უფრო ძლიერად ჩაეხუტა, ხელის გაშვება არ უნდოდა-შენ იცი..
-არ ვიცი. მითხარი.
-იცი როგორც მიყვარხარ. უბრალოდ .. ეს არ ნიშნავს რომ ყველა შენ შეცდომაზე თვალს დავხუჭავ, ისევე როგორც შენ არ უნდა დახუჭო ჩემ შეცდომებზე თვალი.
-კარგი, თუ შენ.. უკეთ იგრძნობ თავს, ერთად დაველაპარაკოთ ჩემს ძმას.
-მაგრამ... ამას ჩემთვის არ ვაკეთებთ. დიმიტრი, მე მინდა რომ ძმასთან ურთიერთობა დაგილაგდეს.
-კარგი. მესმის. მაპატიე .. ტყუილისთვის.
ადამ გაბადრული სახით ახედა, წამით ძალიან ბედნიერად იგრძნო თავი, აკოცა და ისევ ჩაეხუტა.
-მაგრამ-დიმიტრიმ ოდნავ უკან დაიხია-შენ პირობა დაარღვიე.
-ვიცი...
-ადა, მე გთხოვე, შენ დამპირდი. რა მიზეზითაც არ უნდა მეთხოვა, ეს პირობა იყო.
-ვიცი და მაპატიე.. მართალი ხარ, მართალი ხარ ასი პროცენტით, ათასით, მაგრამ მე ხომ გაპატიე?
-კი.
-ხოდა მეც ვიმსახურებ პატიებას.
-არა, უნდა დაიმსახურო.
-როგორ უნდა დავიმსახურო?
-გთხოვ ქორწილი არ გადავდოთ.
-დიმიტრი...
-ადა.
-უკვე გავაფრთხილეთ ხალხი.
-ვთქვათ, რომ 1 კვირაში იქნება 2 ის ნაცვლად.
-არასერიოზული ხალხის შთაბეჭდილებას დავტოვებთ.
-და ადა აბაშიძეს როდიდან ადარდებს ხალხის აზრი?
-შენ გადარდებს და შენ ოჯახს ადარდებს.
-მე მარტო შენ მადარდებ. გთხოვ.
-კარგი, თუ სხვანაირად ვერ დავიმსახურებ შენ პატიებას, კარგი . იყოს 1 კვირა.
-ეხლა ისე გამოვიდა თითქოს გაძალებ.
-დიმიტრი, შენი ცოლობა რომ არ მინდოდეს, საკმარისი დრო მქონდა რომ გერმანიაში დავბრუნებულიყავი. იქ გამოვნახავდი ვინმე ახალგაზრდა, ცისფერთვალება, ქერა სიმპატიურ ...
-ადა, უკვე ვეჭვიანობ და არც გაბედო მაგ წინადადების დასრულება-წელზე მოხვია ხელი და მისკენ მიიზიდა-გაიგე?
-გავიგე-ადამ ისევ ის სითბო იგრძნო დიმიტრისგან, რაც მათი შეხვედრის პირველ დღეს. თითქოს მას ადას დაკარგვის შეეშინდა და ყველაფერზე იყო წამსვლელი, ოღონდ ერთად ყოფილიყვნენ. შესაძლოა სერენადებს არ უმღეროდა, ყოველდღე ყვავილებით არ ავსებდა მის სახლს, მაგრამ მზრუნველი იყო და ადასთვის ეს ყველაზე რომანტიულ თვისებად მიაჩნდა მამაკაცში.
-და.. ისე იყო ვინმე მ... მსგავსი გერმანიაში?-წარბაწეულმა შეხედა და ადას ღიმილმა კიდევ უფრო გააღიზიანა-ადა, ნუ მეთამაშები-თან ეცინებოდა, კარგად იცნობდა საცოლეს.
-არ ვიცი, შემდეგზე რომ გამაბრაზებ გაგაცნობ.
-კარგი, ძალიან სასაცილოა.
-არ გინდა დარჩე?
-ადა, ეხლა შენ ჩემ ცდუნებას ცდილობ არა? არ გამოგივა-დიმიტრიმ თავიდან მოიცილა ადას ხელები და უკან დაიხია.
-რა.. რეებს ბოდავ-ადა ისევ ჩახუტებას ცდილობდა, თან სიცილს ძლივს იკავებდა მშობლები, რომ არ გაეღვიძებინა.
-იცოდე მამაშენს დავუძახებ, გაიწიე, ნუ ძალადობთ ჩემზე. არ მინდა დარჩენა-ბოლოს ხელში აიყვანა და სავარძელზე დააწვინა და თვითონაც გვერდით მიუჯდა-ცოტახანი ვიქნები. აბა მომიყევი, რითი ერთობოდი და რატომ ერთობოდი ჩემ გარეშე?
-ძალიან მაგრა ვერთობოდი, ერთხელ გავედი გარეთ ისიც ალექსანდრე და ნინისთან ერთად და...
-ინანე.
-კი. ორი ასეთი ცარიელი და უტვინო ადამიანი.. ორივე ერთანირი რანაირად გამოდგა.
-უტვინოები არიან, კი. მაგრამ უხდებიან ერთმანეთს, სხვას ვერც იპოვიან მაინც.
-ხო, მაგრამ მოსაწყენია.
-რა?
-შენნაირ ადამიანთან ერთად ცხოვრება.
-რატომ?-ადას სიტყვები გულზე მოხვდა. სულ ფიქრობდა, რომ ის და ადა ძალიან გავდნენ ერთმანეთს და ზუსტად ამიტომ იდეალურად ეწყობოდნენ.
-არ ვიცი, ახალს ვერაფერს იგებ. ასე არ ფიქრობ?
-არა. არც აქვს მნიშვნელობა ადამიანი შენნაირია თუ არა, თუ გიყვარს, ყველანაირს მიიღებ.
-მართალი ხარ. ძალიან დაღლილი ვარ.. შუალედურები მეწყება შემდეგ კვირაში..
-დასტრესილი მეჩვენები , აი სახეზეც შეგეტყო.
-რა?
-ხო აი გამოგაყარა.
-სად? -ადა წამოხტა, სარკე აიღო და ვერაფერი რომ ვერ დაინახა დიმიტრის ბალიში ესროლა-არ არის სასაცილო-არადა პირიქით, დიმიტრი ბოლო ხმაზე ხარხარებდა-გაჩუმდი,გაჩუმდი გააღვიძებ ჩემებს.
-კარგი, წავედი-როგორც იქნა დაწყნარდა, ადას აკოცა და წავიდა.
ადა ბედნიერი იყო. ახლა თითქოს ყველა პრობლემა ერთიანად მოგვარებულიყო. მორჩა, ახლა ნაღდად აღარ ეპარებოდა ეჭვი მათ ქორწინებაში. დაჩის ამბავი მან ერთგვარ გამოცდად მიიღო მათი ურთიერთობის, რომელიც, ადას აზრით, საკმაოდ წარმატებულად გადალახეს.
***
ადას დიდხანს არ დაჭირვებია ლოდინი, რომ დიმიტრის ძმისთვის დაერეკა. მეორე დღეს, ადა, დაჩი და დიმიტრი ერთ წყნარ კაფეში წავიდნენ.მათი შესვლისთანავე ყველა იქ მყოფმა იგრძნო დაძაბულობა ამ სამს შორის. ყველაზე უხერხულად თავს მაინც ადა გრძნობდა, დაჩი და დიმიტრი კი უბრალოდ არ იმჩნევდნენ, რომ არ სიამოვნებდათ ერთმანეთთან ყოფნა. ისიც ადას გამო. სანამ შეუკვეთავდნენ არც ერთს ხმა არ ამოუღია, შემდეგ ინიციატივა ისევ დაჩიმ გამოიჩინა.
-გავიგე რო გაგირთულდა ვირუსი. ეხლა როგორ ხარ?
-უკეთესად, საშინელი ვირუსია. კიდევ კარგი ადას არ დაემართა. შენ... როგორ ხარ? -უცნაური სანახავი იყო, თითქოს ორი უემოციო რობოტი ერთმანეთის წინ იჯდა და ერთი ინტონაციით დაზეპირებული სიტყვებით ელაპარაკებოდა .
-კორონა არ მაქვს და ისე ვცოცხლობ.
-ვაჟას ელაპარაკე?
-ველაპარაკე.
-მერე?
-არაფერი-საუბრისას დაჩი ადას თვალს არიდებდა-ქორწილში დამპატიჟა.
-უარი უთხარი.
-კი.
-მე რო გთხოვო, მაინც არ მოხვალ?
-გთხოვ-ადამ პირველად ამოიღო ხმა, რაზეც ორივე ძმის ყურადღება მიიპყრო.
-უარი იმიტომ არ მითქვამს რომ მოსვლა არ მინდა, ამ დღეებში მივფრინავ. დედასთნ იტალიაში.
-რო გადადო?
-როდისთვის გადადეთ?
-1 კვირაში-ადამ დიმიტრიზე ადრე უპასუხა.
-კარგი. ვნახავ ბილეთის გადაცვლა თუ შემიძლია.
იქიდან ყველას ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდნენ, ამიტომ საჭმლისთივს პირი არ დაუკარებია არავის. ადამ იცოდა , რომ ადვილი არ იქნებოდა მათი შერიგება და ერთი სადილი არ იქნებოდა საკმარისი. ამიტომ არ გაკვირვებია მათი გულგრილი დამოკიდებულება და საუბარი ერთმანეთის მიმართ. პირიქით უხაროდა, რომ შეხვედრაზე მაინც დაითანხმა . დიმიტრიმ ადა მანქანაში ჩასვა და დაჩი მოაბრუნა სალაპარაკოდ.
-მადლობა.. რომ დაგვთანხმდი. ადასთვის ეს ბევრს ნიშნავს.
-არაფრის-დაჩიმ ეს ერთი სიტყვა უთხრა და წავიდა.



არ უნდა შედგეს ეს ქორწინება :) მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრის აშკარად უყვარს ადა, მაინც უღალატა და ვგონებ აპირებს ამ საკითხში მამის კვალს გაყვეს :( ან გამოასწორე ეს ბიჭი ან არადა ადას ნუ გაიმეტებ :(
დაჩი, ძალიან მომწონს და მეტი მინდა მის შესახებ გავიგო❤

 


№2 სტუმარი ანუ

არ მიყვარს სასიყვარულო სამკუთხედები, მაგრამ ადა დაჩისთან უფრო მომწონს ვიდრე დიმიტრისთან.
იმედია დიმიტრი მამამისს Არ გავს.

 


№3  offline წევრი sati

ანუ
არ მიყვარს სასიყვარულო სამკუთხედები, მაგრამ ადა დაჩისთან უფრო მომწონს ვიდრე დიმიტრისთან.
იმედია დიმიტრი მამამისს Არ გავს.

არც მეე , და ამ ეტაპზე ადას და დიმიტრის უყვართ ერთმანეთი, დაჩის ცოტა სხვა დატვირთვა აქვს დასაწყისში. heart_eyes

რუსკიმარუსია
არ უნდა შედგეს ეს ქორწინება :) მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრის აშკარად უყვარს ადა, მაინც უღალატა და ვგონებ აპირებს ამ საკითხში მამის კვალს გაყვეს :( ან გამოასწორე ეს ბიჭი ან არადა ადას ნუ გაიმეტებ :(
დაჩი, ძალიან მომწონს და მეტი მინდა მის შესახებ გავიგო❤

ჯერ ყველაფერი წინ არიის, თუმცა ძაანაც არ გავწელავ heart_eyes <3 <3

 


№4 სტუმარი ანუ

sati
ანუ
არ მიყვარს სასიყვარულო სამკუთხედები, მაგრამ ადა დაჩისთან უფრო მომწონს ვიდრე დიმიტრისთან.
იმედია დიმიტრი მამამისს Არ გავს.

არც მეე , და ამ ეტაპზე ადას და დიმიტრის უყვართ ერთმანეთი, დაჩის ცოტა სხვა დატვირთვა აქვს დასაწყისში. heart_eyes

რუსკიმარუსია
არ უნდა შედგეს ეს ქორწინება :) მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრის აშკარად უყვარს ადა, მაინც უღალატა და ვგონებ აპირებს ამ საკითხში მამის კვალს გაყვეს :( ან გამოასწორე ეს ბიჭი ან არადა ადას ნუ გაიმეტებ :(
დაჩი, ძალიან მომწონს და მეტი მინდა მის შესახებ გავიგო❤

ჯერ ყველაფერი წინ არიის, თუმცა ძაანაც არ გავწელავ heart_eyes <3 <3

ანუ მათ წყვილს არ უნდა ველოდოთ?!

 


№5  offline წევრი sati

ანუ
sati
ანუ
არ მიყვარს სასიყვარულო სამკუთხედები, მაგრამ ადა დაჩისთან უფრო მომწონს ვიდრე დიმიტრისთან.
იმედია დიმიტრი მამამისს Არ გავს.

არც მეე , და ამ ეტაპზე ადას და დიმიტრის უყვართ ერთმანეთი, დაჩის ცოტა სხვა დატვირთვა აქვს დასაწყისში. heart_eyes

რუსკიმარუსია
არ უნდა შედგეს ეს ქორწინება :) მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრის აშკარად უყვარს ადა, მაინც უღალატა და ვგონებ აპირებს ამ საკითხში მამის კვალს გაყვეს :( ან გამოასწორე ეს ბიჭი ან არადა ადას ნუ გაიმეტებ :(
დაჩი, ძალიან მომწონს და მეტი მინდა მის შესახებ გავიგო❤

ჯერ ყველაფერი წინ არიის, თუმცა ძაანაც არ გავწელავ heart_eyes <3 <3

ანუ მათ წყვილს არ უნდა ველოდოთ?!

ყველაფერია შესაძლებელიი ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent