შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენთნ ერთად 2 ნაწილი


22-02-2021, 01:29
ავტორი EREM_UDU
ნანახია 851

დაახლოებით ერთი კვირა გავიდა რაც სავადმყოფოდან გამომწერეს, თუმცა სახლიდან გარეთ არ გავსულვარ,გოგოები მირეკავდნენ მწერდნენ მაგრამ არც მათთან საუბრის სურვილი არ მქონდა,უბრალოდ მარტო მინდოდა ყოფნა მხოლოდ ეს ვიცოდი და ვიცოდი კიდევ ის,რომ იმ არეულობისათვის უნდა მიმეხედა რაც ახლა ჩემს გონებასა და გულში ხდებოდა, აი წარმოიდგინეთ ღამის ცა რომელიც ორად არის გაყოფილი ცის ნახევარზე უამრავი ვარსკვლავევი არის რაც საუკეთესო ამინდზე მიგვანიშნებს ხოლო მეორე ნახევარზე ერთიცალი ვარსკვლავიც კი არ ჩანს და კუპრივით შავი არის ცაც. ასე იყო ჩემი ტვინიც ახლა გაყოფილი ტვინის ნახევარი გულს აძლევდა ბრძანებას რომ რეზი შეყვარებოდა და მეორე ნახევარი მათეს ვერ მათმობინებდა, კარგად ვიცოდი რომ რეზი ვარსკვლავებიანი ცა იყო ჩემთვის მაგრამ ზოგჯერ კუპრივით შავი ცა გვირჩევნია მზიან დღეს. იმდენად უჟმური ამინდები იყო ციოდა საშინლად და წვიმდა გადაუღებლად, ამ სიცივით ღამეები უფრო საშინლად მტკივნეული იყო თითქმის ყოველ ღამე მეღვიძებოდა წვიმის ხმაზე და ვცდილობდი იგივე სიზმრის დაბრუნებას,მაგრამ იყო ღამეები როდესაც რეზი მახსენდებოდა და მივშტერებოდი სარკეზე მიმაგრებულ ნომერს ვერ გამერკვია მინდოდა თუ არა დარეკვა ან მიწერა.
ერთ საღამოს უცბად წვიმის ხმამ გამომაღვიძა წრიალი დავიწყე ტელეფონს დავხედე 4 საათი ხდებოდა ვეცადე ჩამძინებოდა მაგრამ მათეზე ფიქრები არ მასვენებდა თითქოს შიგნიდან ვიღაც მჭამდა და მანამ გააგრძელებდა ჩემს შეჭმას სანამ არ დავურეკავდი და არ ვეტყოდი ყველაფერს რასაც ვფიქრობდი, სულ არ ადარდებს ჩემს შიგნით შურისმაძიებელ დემონს რომ მას უკვე ცოლი ყავს, რომელიც ორსულადაა, იცით ზუსტად იმ დროს თავში გამიელვა ამეღო დანა და მათეს თვალწინ მისი ცოლისთვის ყელი გამომეჭრა და ასეთი ტკივილისთვის გამემეტებინა ჩემი ახლანდელი ყოფისათვის.
უცბად შემაშინა ჩემმა აზრებმა წამოვჯექი და სანათი ავანთე, ლეპტოპი გავხსენი ვიფიქრე რამე ფილმს ვუყურებდი და უცბად ტელეფონმა გაანათა რატომღაც მათე მეგონა,მეგონა რომ მომწერა და ჩემი ფიქრების შესახებ იგრძნო, თუმცა შევცდი ფეისბუქის მოგონება ყოფილა რომელმაც უკვე დავიწყებული მათესთან ერთად გადაღებულიი პირველი ფოტო გამახსენა. უი ხო თქვენთვის არ მითქვამს რაც მათეს დავშორდიი მას შემდეგ აღარ ვიყენებ სოციალურ ქსელებს ანუ უკვე ერთი თვეა აღარ შევსულვარ ფეისბუქზე, თუმცა ამ მოგონებამ მომანდომა მათეს გვერძე გადასვლა.
ისე გაიწელა ლეპტოპის ჩართვა გეგონება საუკუნე გავიდა და აი როგორც იქნა ჩაირთო შევედი და ჩავწერე მათე დანელია და თურმე არ წავუშლივარ მეგობრებიდან რაც ძალიან გამიკვირდა რათქმაუნდა ქორწილის ფოტოზე მეტად ბანალური რა უნდა ყოფილიყო პროფილის ფოტოდ,გადავყევი ფოტოებს და რას ვხედავ ჩვენი პირველი ფოტო ისევ არის მასთან,ამის დანახვა იყო და თითქოს იმედის ნაპერწკალი გამიჩნდა მიუხედავად ყველაფრისა,ნომერს დავუწყე ძებნა შემდეგ დაუფიქრებლად ჩავიცვი, რეზის ნომერი ჯიბეში ჩავიდე, ჩავიირბინე კიბეები დედაჩემს სიგარეტი ავაცალე მაგიდიდან, პასტა და ფურცელი როგორ ვიპოვე არ მახსოვს, წერილი მაგიდაზე დავუტოვე:
„გავდივარ არ ვიცი სად, ნუ მომძებნი და ნურც პანიკებში ჩავარდები გოგოებმაც არ იციან სად მივდივარ, როცა მზად ვიქნები დავბრუნდები,სიგარეტი და სანთებელა მიმაქვს,დილით იყიდე შენთვის მიყვარხარ“
გავედი გარეთ წვიმდა, კაპიშონი წამოვიფარე ღრმად ჩავისუნთქე სიგარეტს მოვუკიდე და გვუყევი გზას,კუპრივით შავი ღამე იყო,მივდიოდი და ლამპიონები აქა-იქ ანათებდნენ გზას მათეს ნომერს დავუწყე ისევ ძებნა არ მქონია წაშლილი,როგორც იქნა ვიპოვე უკვე ხუთის ნახევარი იყო დაუფიქრებლად დავრეკე,ვიცოდი რომ არასდროს უთიშავდა ხმას ტელეფონს და იმედი მქონდა რო მისი დაქორწინებსი შემდეგაც არაფერი შეიცვლებოდა,იმედი მქონდა რომ მისი ცოლი მიპასუხებდა რატომ მინდოდა ეს არ ვიცი მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მქონდა ამის,გადის და იმდენად იწელება ეს ყველაფეი უკვე ვგრძნობ რომ სუნთქვა მიჭირს,თითქოს ამ ქალაქის ყინულივით ცივი ჰაერი არ არის საკმარისი ჩემი ფილტვებისათვის და იმ ტკივილის გასაყუჩებლად რც მან დამიტოვა...
აი უკვე მეოთხე ზარიი გადის და როგორციქნა მიპასუხა:
-ჰმ!,ხომ არ გაგაღვიძე?
-დიახ, გამაღვიძეთ და რომელი ხართ?
-აი ამ დროს კი ვიგრძენი, ბურთის ყელში გაჩხერა და მინდოდა მეკივლა რომ ამ ტკივლისგან ვიღაცას ვეხსენი, თითქოს სულს მისერავდნენ და ამ დასერილ ადგილებზე მარილს მაყრიდნენ..
-ოჰ,უკვე ვეღარ მცნობთ?
უცბად ხმა მომესმა ვინ არის ამ შუაღამისას?- არავინ საყვარელო დაისვენე,ახლავე მოვალ...
იქნებ მითხრათ ამ ყველაფრის გარეშე ვინ ხართ და რა გინდათ ან ამ შუაღამისას რატომ მირეკავთ?
ნია ვარ,რა იყო ქალბატონი ხომ არ შევაწუხე?! გავჩუმდი,მინდოდა ჩემი სუნთქვით ეგრძნო მონატრება, ეგრძნო თუ როგორ მტკიოდა უმისობა,როგორ მენტრებოდა მისი ჩახუტება.
ნია? ხო კარაგდ ხარ?ასე გვიან რატომ რეკავ? რამე ხომ არ გჭირდება გამოვალ ახლავე სად ხარ?
და დავიწყე ბოლო ხმაზე ღრიალი...-მჭირდება? იცი რა მათე მტკივა, მტკივა და ვეღარ ვუძლებ ვკდები შინაგანად,აღარ მინდა ასე, მორჩა, კარგად ვარ? არა მათე არ ვარ კარგად ნაწილებად ვიშლები,თითქოს ვიღაც მაწიწკნის ნაწილნაწილ ხორცებს, შიშველი ხელებით მაგლიჯავენ გულს უშენოდ მათე, იცი ასე გვიან რატომ გირეკავ? ვეღარ გავუძელი მარტომ ამ ტკივლის და ამის გამო, ვიგუდები და ჰაერი ჩემთვის არავის ემეტება თითქოს დაბოლოს ახლა შენ ჩახუტებაზე მეტად ახლა არაფერი მჭირდება შენს კოცნასა და მოფერებაზე მეტად არაფერი მინდა არ ვიცი სად ვარ ერთადერთი რასაც ვხედავ წყალაი,უშენოდ ვკვდები -ნი მითხარი საყვარელო სად ხარ ვიცვამ უკვე გამოვდივარ გთხოვ რაიმე სისულელე არ ჩაიდინო მიყვარხარ გახსოვდეს.
ჰმ,გიყვარვარ კაი! იცი მათე ახლა ყველაზე მეტად მეზიზღება ჩემი თავი, რადგან იმ დონემდე დავეცი დაგირეკე და ეს ყველაფერი გითხარი, ახლა კი ვკდები და სამუდამოდ გემშვიდობები....
ვგრძნობ რომ ისევ აღარ მყოფნის ჰაერი და ძალიან მეძინება რგორც მაშინ პირველად რომ გავითიშე, ხმა აღარ მესმის უკვე თვალებშიც მიბნელდება და ვითიშები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent