შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარებ! 12 თავი


23-02-2021, 13:53
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 172

ალექსანდრე დიდხანს უყურებდა თვალებში თავგზააბნეულ გოგონას, რომელიც მის დაჟინებულ და გამომწვევ მზერას მალევე გაექცა და თავი დახარა
-მარიანა-დაიჩურჩულა ალექსანდრემ მისი სახელი და ნიკაპზე ხელი მოკიდა, თავი ააწევინᲐ და ზღვისფერ უძირო თვალებში ჩააცქერდა, მარიანა საშინლად დაიძაბა, დიდხანს ვერ გაᲣძლო ალექსანდრეს ნაცრისფერი სფეროების მწველ მზერას და უნებურად მზერა მის ტუჩებზე მიეყინა, ალექანდრეს ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში და სრულიად მოულოდნელად ცივი ტუჩები მაიწება მარიანას წითელ ვნებიან ტუჩებს, გოგონას უმალ შეუწყდა გულის ცემა, სუნთქვა გაუჩერდა და ცხელი სისხლი გაეყინა ძარღვებში, ალექსანდრეს კი პირიქით, ამ შეხებამ სუნთქვა გაუᲮშირა, გულისცემა აუჩქრა და ცხელმა სისხლმა გიჟური დენა იწყო ძარღვებში, მოულოდნელად მოწყდა ალექსანდრე გოგონას ტუჩებს და Ისევ თვალებში ჩააცქერდა, უნდოდა დაენახა მის სახეზე აღბეჭდილი ყველა გრძნობა და ემოცია, მარიანა რომელიც ჯერ კიდევ გონს ვერ მოდიოდა უნებურად უფრო მეტად მიეკრო სხეულზე ბიჭს და მის ტუჩებს მიწვდა, ალექსანდრემ უფრო ძლიერად შემოხვია ხელები წელზე და ამ ჯერად მისი კოცნა უფრო ვნებიანი და თავშეუკავებელი აღმოჩნდა, როცა მოწოლილი ვნებები ოდნავ დაცხრა და ერთმანეთის ტუჩებს მოწყდნენ, მარიანას გაეღიმა და თავი დახარა, ალექსანდრემ თავი მის ყელში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა მის კანის სურნელი
-როგორ მომენატრა ეს სურნელი-დაიჩურჩულა და მაშინვე ყელზე მიაწება ცხელი ტუჩები, მარიანას გააჟრჟოლა და უნებურად თავი ოდნავ უკან
გასწია, ალექსანდრეს ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში და ისევ მის ყელს მიაწება ვნებიანი ტუჩები, მარიანას ამ შემთხვევაშიც იგივე დაემათა, მაშინვე გააჟრჟოლა და დაძაბულობისგან ერთიანად დაეჭიმა სხეული -მარიანა ნეტა იცოდე როგორ მომენატრა შენი შეხება-უთხრა ჩავარდნილი ხმით და ამჯერად საფეთქელზე აკოცა
-ალექსანდრე-Აღმოხდა სუნთქვა არეულ გოგონას და გაჩუმდა, სათქმელ სიტყვენს თავი ვეღარ მოუყარა მისი ნაცრიაფერი აციმციმებული სფეროების შემხედვარემ
-ძალიან მომენატრე-უთხრა მთელი გრძნობით ბიჭმა და უფრო მეტად მიიკრო სხეულზე აკანკალებული გოგონა
-მეც ძალიან მომენატრე-აღმოხდა მარიანას და უმალ ცრემლები მოეძალა
-ატ იტირო გთხოვ-შეეხვეწა ალექსანდრე და თავზე აკოცა
-უნდა წავიდე-ახედა სახე ალეწილ ბიჭს თან ისე რომ მის სხეულს არ მოშორებია
-ცოტა ხანს კიდევ დარჩი გთხოვ-Დახედა ალექსანდრემ უკმაყოფილო სახით და ცხვირზე აკოცა
-რომ გაიგონ აქ ვარ, ხომ იცი რაც მოხდება-უთხრა მარიანამ ჩავარდნილი ხმით და მის სხეულს მოშორდა
-გთხოვ კიდევ დარჩი სულ რამდენიმე წუთᲘთ-შეეხვეწა ბიჭი და მათ შორის არსებული მანძილი წამში დაფარა, მკლავებში მოიმწყვდია დაბნეული გოგონა და თვალებში ჩააცქერდა -კიდევ როდის გნახავ?
-არ ვიცი-ახედა საცოდავად გოგონამ-თუ ტელეფონი ისევ არ წამართვეს, როგორმე მოვახერხებ რომ კიდევ გნახო
-მარიანა შენი გაშვება არ მინდა გთხოვ ცოტახანს კიდევ დარჩი-უთხრა გამომწვევი ტონით გოგონას
-არ შემიძლია-უთხრა სევდიანი ხმით
მარიანამ-წასვლა არც მე მინდა მაგრამ ხომ იცი...
-ამის დედასაც შევ.ცი-დაიღრინა Ალექსმა და ხელი გაუშვა -წადი...-უთხრა გაღიზიანებული
ტონით -წადი თორემ...-ისევ მკლავებში მოიმწყვდია და თვალებში ჩააცქერდა -წადი თორემ ვეღარ გაგიშვებ-უთხრა ჩურჩულით და მის ტუჩებს მიაწება ცივი ტუჩები მაგრამ ამ კოცნამ ორივეს ტკივილი მოაყენა რადგან ეს გამშორების კოცნა იყო, მოულოდნელად მოწყდა მის ტუჩებს მის სხეულს და დანისლული თვალებით მიაჩერდა სახე წაშლილ გოგონას -მიდი წადი... სანამ გადავიფიქრე შენი გაშვება-უთხრა არეული ხმით და სიმწრით გაუღიმა
-ნეტავ შემეძლოს დარჩენა-უთხრა მარიანამ ცრემლიანი თვალებით და მიტრიალდა, მაგრამ წასვლა ვერ შეძლო, მოულოდნელად მისკენ მიტრიალდა გაექანა და ჩაეხუტა -უშენობა არ შემიძლია -დაუჩურჩულა ყურში და ტუჩის კუთხეში აკოცა
-ჩემი გაგიჟება გინდა?-უთხრა ბრაზნარევი ტონით ალექსანდრემ სახე წაშლილ გოგონას, რომელიც წასავლელად მიტრიალდა, მაგრამ ბიჭმა მაჯაში ჩავლო ხელი და თავისკენ მიატრიალა
-გთხოვ გამიშვი-შეეხვეწა მარიანა, Ლექსანდრემ ხელი გაუშვა და ადგილზე გაიყინა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მისი სულის ნაწილი მიჰქონდა მარიანას, რომელიც სწრაფად გაუჩინარდა ჩაბნელებულ სადარბაზოში. მარიანამ კიბეები ჩქარი ნაბიჯით აიარა და სახᲚში ფეხაკრეფით შევიდა, კარი ფრთხილად დაკეტა, ფეხსაცმელები გაიხადა და თავისი საძინებლისაკენ ფეხაკრეფით წავიდა, მოულოდნელად შუქი რომ აინთო მისᲐღებ ოთახში ადგილზე გაიყინა, ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს ცივი წყალი გადაასხეს
-მის სანახავად იყავი წასული? -მოესმა გეგას ბოხი ხმა და შიშიგან ტელეფონი ხელიდან
გაუვარდა, იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო რომ მისკენ მიტრიალებაც ვერ
გაბედა -მიპასუხე-დაუღრიალა კაცმა, მარიანა შიშისგან ადგილზე შეხტა და უნებურად მისკენ მიტრიალდა თავდახრილი
-რა ხდება?-სოფო და ანა მისაღებში გავიდნენ გაბუებულინ თავით და თვალების ფშვნეტით
-მგონი კითხვა დაგისვი!-იმხელა ხმაზე დაიღრიალა კაცმა რომ მოულოდნელობისგან სამივე ადგილზე შეხტა
-რა მოხდა რამ გაგაგიჟა?-ანერვიულდა სოფო და სიგარეტის კოლოფს დაწვდა, ერთი ღერი ამოიღო აკანკალებული თითებით და ნერვიულად მოუკიდა
-მიპასუხე მის სანახავად გაიპარე სახლიდან?-თავზე წამოადგა გეგა ატირებულ შვილს
-მამა მე...-ახედა მარიანამ საცოდავი თვალებით სახე ალეწილ კაცს
-ტელეფონი დაგიბრუნე თუ არა მაშინვე მას დაურეკე...ისიც შენს სანახავად მაშინვე გამოვარდა ქუთაისიდან
-უბრალოდ...ცოტა ხნით ვნახე-ამოიტირა მარიანამ და ხმა ჩაუწყდა
-შენ რა გაგიჟდი? შეიშალე? -Აყვირდა სოფო -შუა ღამისას სახლიდან გაიპარე რომ ის არანორმალური გენახა?
-უბრალოდ ვნახე, სულ რამდენიმე წუთით-ამოისლუკუნა მარიანამ
-ამის დედასც შევ.ცი-აყვირა გეგამ და მარიანას ძირს დაგდებულ ტელეფონს იქამდე ურტყავდა ფეხს სანამ არ დალეწა
-ჯანდაბა ჯანდაბა-ვერ მშვიდდებოდა სოფო
-არაფერი მომხდარა... არაფერი დამიშავებია
-Გიკრძალავ გესმის!-უყვირა გეგამ -მის ნახვას კი არა მასზე ფიქრსაც კი გიკრძალავ! ახლა კი შენს ოთახში გადი-მიუთითა კარისკენ ატირებულ გოგონას რომელიც მაშინვე ოთახში შევარდა და ატირებული პირქვე დაემხო საწოლზე
-ანა-უყვირა კაცმა დის ოთახისაკენ მიმავალ გოგონას, რომელიც ადგილზე გაიყინა -შენი ტელეფონი მომიტანე!-უბრძანა და როცა ანამ თავისი მობილური გაუწოდა, გეგამ ხელიდან წაგლიჯა და იატაკზე დაახეთქა ისეთი ძალით რომ ნაწილებათ დაიშალა ტელეფონი -შენს ოთახში გადი-უბრძანა და ცოლს მიაჩერდა ალეწილი სახით
-ხედავ? ხომ გეუბნებოდი? -ცეცხლზე ნავთს ასხავდა ქალი-შენ თქვი ტყუპებს მე მივხედავ, ბიძაშვილებს კი თავიაანთი მამებიო, მაგრამ არაფერი გამოვიდა
-გამოვა-დაუღრინა გეგამ ცოლს და მოსაცმელს წამოავლო ხელი
-რას აკეთებ?-გაოცდა სოფო
-მივდივარ-თვალებში ჩააცქერდა ცოლს
-სად
-იმ ნაბიჭვა.ს პირადად უნდა დაველაპარაკო-უთხრა ბრაზნარევი ტონით ცოლს და სახლიდან გავარდა.
ალექსანდრემ გიორგის დაურეკა როცა მანქანაში ჩაჯდა
-გიო სახლში ხართ?
-ჰო რა ხდება?
-თბილისში ჩამოვედი და თქვენთან მოვალ რა , სახლში მარტო ყოფნა მეზარება, ჩემები Ქუთაისში დარჩნენ
-როდის ჩამოხვედი?
-ახლახანს... მარიანა ვნახე
-რაა?-გაოცდა გიორგი-ამ შუაღამისას სად ნახე მაკაიᲤები ხო?
-მის კორპუსთან რომ მივედი და ჩამოვიდა ჩემს სანახავად
-მარიანა?-გაოგნდა გიორგი
-ჰო მარიანა
-არ მჯერა
-კაი მიდი მოვდივარ და კარი გამიღე რომ არ გავაღვიძო შენები
-კაი მიდი-უᲧხრა გიორგიმ და მოუთმენლად დაელოდა ბიძაშვის მისვლას სახლში, ალექსანდრეს არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი მაგრამ ვერაფრით მოიშორა თავიდან გიორგი და მაქსიმალურად მოკლეთ მოუყვა მომხდარი
-შუადღეს დამირეკა ტელეფონი დამიბრუნესო, ხოდა ვიფიქრე რომ შუა ღამისას შემეძლო მენახა, ამიტომ ვეღარ გავძელი და წამოვედი ქუთაისიდან, ჰოდა მის კორპუსთან რომ მივედი დავურეკე ჩამოდი-მეთქი და ჩამოვიდა... ახლა შემეშვი უნდა დავიძინო-უთხრა სივილით და ოთახიდან გააგდო გაოცებული ბიჭი
-მარიანა სახლიდან შენს გამო გამოიპარა? თან შუა ღამისას?-ვერ იჯერებდა კიდევ
-აუ მიდი დაიძინე-უთხრა ალექსანდრემ და კარი ცხვირწინ რომ უნდა დაეკეტა გიორგიმ გაუცინა
-ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ასეთ რამეს გააკეთებდა... მგონი შეყვარეუბულია
-მიდი დაიძინე-უთხრა სიცილოთ და კარი ცხვირწინ მიუკეტა, რამდენიმე წუთის შემდეგ გიორგის სახლის კარზე ისეთი ბრახუნი ატყდა რომ ყველას გაეღვიძა და მისაღებში გაცვივდნენ
-რა ჯანდაბაა?-თქვა დაფეთებულმა ზურამ და გაოცებული მიაჩერდა ალექსანდრეს-შენ როდისღა Მოხვედი შვილო
-ახლახანს-უთხრა ჩავარდნილი ხმით ბიჭმა
-ახლახანს? მამაშენმა იცის რომ ქუთაისიდან წამოხვედი?
-მამა კარი გააღე თორემ ჩამოიღებენ-უთხრა გიორგიმ გაოცებულ კაცს და კარი გამოაღო თუ არა ზურამ სახე წაეშალა , გაავებული გეგა დაუპატიჟებლად შევარდა სახლში და პირდაპირ ალექსანდრეს დაეტაკა, საყელოში ხელები ჩაავლო და კედელზე ააკრა
-როგორ ბედავ !-დაუღრინა თვალებამღვრეულ
ბიჭს რომელსაც მშვიდი უემოცი სახით მიაჩერდა კაცს -ჩემს შვილთან მიკარებას! იცოდე მოგკლავ
-ბატონო გეგა-ზურა მიუახლოვდა გაცოფებულ კაცს
-არ ჩაერიო-უყვირა ზურას და ისევ ალექს
მიაჩერდა -მისმინე ლაწირაკო ჩემს შვილთან მიახლობას გიკრძალავ გესმის? მარტო მიახლოებას კი არა მასზე ფიქრსაც კი გიკრძალავ! თუ კიდევ გაბედავ მასთან მიახლოებას პასუხს არამარტო შენ... მთელს შენ ოჯახს ვაგებინებ შენი თავხედობისთვის
-ნუ მემუქრებით, თქვენი არ მეშინია-დაუღრინა გაბრაზებულმა ბიჭმა
-არადა უნდა გეშინოდეს-უთხრა გეგამ მკაცრი ტონით
-მარიანაზე უარი არ ვიტყვი-უთხრა მაკაცრი ტონით ალექსმა და მისი ხელები მოიშორა
-ლაექსანდრე-გაბრაზდა ზურა მის ქცევაზე
-ჩემი და ჩემი გოგონებისგან თავი შორს დაᲘჭირეთ მთელმა თქვენმა ოჯახმა-ზურას მიუბრუნდა გაცეცხლებული გეგა-თორემ ცხოვრებას გაგინადგურებთ!-დაუღრინა ზურას -შენ იცი რომ ამას გავაკეთე!-თვალებში ჩააცქერდა გეგა
კაცს-შენი შვილი და ძმის შვი აზრზე მოიყვანე თორემ ამა მე გავაკეთებ და ძალიან არ მოგეწონებათ იმას რასაც გავაკეთებ
-არ გინდა მუქარა გეგა-უთხრა მაᲥსიმალურად Მშვიდი ტონით ზურამ -ამ საქმეს მივხედავთ მე და ჩემი ძმა
-მარიანაზე უარს არ ვიტყვი არავითარ შემთხევაში გასაგებია?-დაუღრინა ბიძას და გეგას ალექსანდრემ და სახლიდან გიჟივით გავარდა
-ზურა ამ საქმეს მიხედე თორემ ჩემი ჩარევა მტკივნეული იქნება ხომ იცი-დაუჩურჩულა ყურში სახე წაშლილ კაცს და სახლიდან გავარდა. ზურა მაშინვე ტელეფონს დაწვდა და კახას დაურეკა
-რა ხდება?-ჰკითხა ნახევრად მძინარე კაცმა ძმას
-სად ბრძანდება შენი შვილი?-ჰკითხა ზურამ ბრაზნარევი ტონით ძმას
-სად და სახლში-თან ცოლს შეხედა გაოცებულმა კახამ და მანაც თანხმობის ნიშნად რომ თავი დაუქნია დამშვიდდა
-ანანოზე არ გაპარაკები-დაᲣღრინა ზურამ ძმას
-ვიცი ვისზეც მელაპარაკები ძმაო-გაბრაძდა კახა და საწოლზე წამოჯდა
-რა ხდება კახა-დაიძაბა აღელვებული ქმრის შემხედვარე თამუნა
-ზურა რა ჯანდაბა ხდება იქნება აგვიხსნა?
-შენი შვილი თბილისშია, უფრო მეტიც მინისტრის შვილი ნახა ამ შუაღამისას და ჩვენთან მობრძანდა
-რაა?-გაცეცხლებული კახა საწოლიდან გიჟივით წამოვარდა
-რაც გაიგე, მერე გეგა მოვარდა და მუქარა დაგვიწყო...
-ამის დედაც-დაიღრინა კახამ და ცოლს შეხედა არეული თვალებით -ახლავე წამოვალთ
-ეგრევე აქ მოდით
-ჰო მოვალთ...ალექსანდრე სადაა?
-არვიცი სახლიდან გავარდა და წავიდა
-კაი მალე ჩამოვალთ-უთხრა ძმას და გაუთიშა -თამო მიდი ანანო გააღვიძე თბილისში უნდა წავიდეთ
-ამ ბიჭს არავის ლაპარაკი რატომ არ
ესმისმის?-თქვა საცოდავად თამუნამ და ფეხზე წამოდგა
-შეყვარებულია და მაგიტომ-გაუღიმა კახამ ცოლს და წელზე შემოხვია ხელები -მე ძალიან კარგად მესმის მისი და მხარს დავუჭერ
-კახა-ეწყინა თამუნას -ტვინი უარესად არ აურიო რა...
-ხომ ველაპარაკეთ? ავუხსენით... ვუთხარით შეეშვი პატარა გოგოაო...გახსოვს რა თქვა?-თვალებში ჩააცქერდა კახა მომღიმარ ცოლს
- მიყვარსო-უთხრა თამუნამ ქმარს
-ჰო თქვა მიყვარსო-დაეთანხმა კახა ცოლს -ჩვენ არ დავუჯერეთ, მაგრამ ფაქტია რომ Მართლა შეყვარებულია და თან ძალიან-დაუჩურჩულა ცოლს ზედ ტუჩებზე -როგორ ვუთხრა საყვარელ გოგონაზე უარი თქვი მეთქი მაშინ, როცა მე დღემდე გიჟივით ვარ შენზე შეყვარებული და ზუსტად ვიცი რასაც გრძნობს ახლა ჩვენი ბიჭი
-კახა-სუნთქვა შეეკრა მომღიმარ ქალს
-მე მისი მესმის და არ ვაპირებ ამ სიყვარულს შევეწინააღმდეგო, მითუმეტეს რომ ის გოგონაც აშკარად არაა გულგრილი ჩვენი ბიჭის მიმართ
-კახა ის ჯერ ძალიან პატარაა, ამიტომ არ უნდათ მის მშობლებს, რომ ალექსთან იურთიერთოს მათმა შვულმა, ხომ გესმის... ალექსანდრე ისეა შეყვარებული რომ Ნებიამიერ დროს შეიძლება თავგზააებნეს, ის გოგონაც გადარიოს და ცოლად მოიყვანოს ან არვიცი... ხომ ხვდები მარიანას მშობლები რა მდგომარეობაშიც არიან ახლა?...ალბათ სხვა გეგმები აქვთ მის მომავაᲚთან დაკავშირებით... მე მათი მესმის... ნამდვილად არ მინდა ანანო ერთი წლის მერე გათხოვდეს...
-იმის გამო რომ მათ სხვა გეგმები აქვთ შვილის მომავალთან დაკავშირებით გინდა რომ ამ სიყვარულს შევეწინააღმდეგო?-გაბრაზდა კახა და ხელები გაუშვა ცოლს
-არა ეს არ მიგულისხმია-გაეღიმა თამუნას კახას ალეწილი სახის შემხედვარეს -უბრალოდ აუხსენი რომ მარიანა, ჯერ ძალიან პატარაა და უნდა დაელოდოს
-კაი რა თამუ-გაეცინა კახას -რა უნდა დაელოდოს...
-კახა გთხოვ უარესად არ გააგიჟო ალექსანდრე, დაელაპარაკე... უთხარი რომ ასე მოქცევა არ შეიძლება... თუ უყვარს უნდა დაელოდოს
-თამუნა-გაეცინა კახას და ნელ-ნელა მიუახლოვდა ცოლს -მე შენ დანახვის წამიდან შემიყვარდი და სულ ორი თვე შევძელი შენს გარეშე ყოფნა
-კახა-გაეცინა თამუნას როცა ქმარმა მკლავებში მოიმწყვდია და თვალებში ჩააცქერდა
-ახლა ნუ მეუბნები რომ ალექსი დავარწმუნო იმაში რომ დაელოდოს იმ გოგოს... სისულელეა... უყვარს, გესმის ეეს? უყვარს და მორჩა
-კახა-გაოცდა თამუნა
-მიდი მიდი მოემზადე თბილისში მივდივართ-კახამ ცოლს აკოცა ტუჩებში და ხილი
გაუშვა -ალექსანდრეს უნდა დავეხმარო
-ნუ სულელობ-ეცინებოდა თამუნას
-ჩემი შვილი შეყვარებულია და მე მისი მესმის, ასე რომ...-უთხრა კახამ და მომზადებას შეუდგა.
მარიამი განყოფილებიდან გამოვიდა თუ არა ადგილზე გაშეშდა, გაიყინა, გაქვავდა რადგან უამრავი ჟურნალისტი შემოეხვია გარს და კითხვების დასმა დაუწყეს იმ თემაზე რომელიც თვეებია სულს უწამლავდა და ცხოვრებას უნადგურებდა
-მართლა დაეხმარეთ?
-რატომ დაეხმარეთ?
-დიდ ხანია იცნობთ?
-რა გაკავშირებთ ლაშა დადიანთან?
-სამსახურიდან წამოსვლა გაიძულეს?
მიაყარეს ჟურნალისტებმა კითხვები და სახე წაშლილი გოგონას რომელიც ისევ ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა და ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა, უნდოდა გაქცეულიყო, აქაურობას გასცლოდა მაგრამ სხეულს ვეღარ იმორჩილებდა, ვერც ხმას, გონებაც დაებინდა ბოლოს, თორნიკე რომელიც მანქანით შევიდა ეზოში მაშივე გააჩერა და გაოცები გადავიდა, სწრაფად მიუახლოვდა ჟურნალისტებს და მათ შორის მომწყვდეულ მარიამს რომ ჰკიდა თვალი მაშინვე წყობრიდან გამოვიდა, გიჟივით მივარდა და თვაᲚებში ჩააცქერდა თვალებ აწყლიანებულ გოგონას, მის თვალებში ვერაფერი დაინახა საერთოდ ვერაფერი, იმდენად ცარიელი და ცივი იყო მისი მწვანე სფეროები, სული გაეყინა თორნიკეს, ვერაფერი მოახერხა, იმდენად ეტკინა გული მარიამის ამ მდგომარეობაში ნახვით, ასე იდგნენ ერთმანეთის პირდაპირ და თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს,ბოლოს მარიამმა ვეღარ გაᲣძლო ამდენ ამოციას, თვალთ დაუბნელდა, გაითიშა და მკლავებში ჩაუვარდა სახე წაშლილ ბიჭს, რომელმაც ხელში აიტაცა მაშინვე უგონოდ მყოფი გოგონა და თავისი მანქანისაკენ წაიყვანა



№1 სტუმარი სტუმარი სტუმარი

ნეაკო მარიამზე და თორნიკეზეც დაწერე ხოლმე ❤️

 


№2  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი სტუმარი
ნეაკო მარიამზე და თორნიკეზეც დაწერე ხოლმე ❤️

აუცილებლად დავწერ შემდეგ თავებში ❤

 


№3 სტუმარი სტუმარი თიკო

ეს იყო ემოციების პიკი! აი, უბრალოდ როგორ აღწერ თითოეულ გრძნობას ისე რომ ზუსტად მხვდება კი არა დარწმუნებული ვარ გვხვდება გულზე. ეს სოფი და გეგა მაგრად მაღიზიანებს. აი ბატონი კახა და თამუნა კი ნამდვილად მაგარი ტიპები არიან. ეგეთი კაცი ღირსია დაენგრეს კარიერაც და სოფინაირი ქალიც მიყვეს მაგრამ მეორე მხრივ მართლები არიან. აი, გეფიცები ვერ ვაფასებ. ყველა, სათითაოდ თითოეული პერსონაჟის გამართლებაც და გასამართლებაც ერთდროულად თან შეიძლება თან არა. მართლა დაბნეული ვარ. მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს!❤❤

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინა

ეს ისტორია თვიდან იყო მარიამზე მემგონი და არ იყო საჭირო (ჩემი აზრით) მისი დების სასიყვარულო ისტორიის ჩაკვეხება.(ისტორია უფრო ტყუპებზე გამოდის ვიდრე მარიამზე რომელმაც კარიერა ეგოისტი ლაშას და მინისტრი მამამის გამო კარგავს). მარიამმა სწორი რჩევა მიჩა ტყუპებს და მაგალითიც მოუყვანა მაგრამ თინეიჯერ გოგოები რომლებსაც მოწონება და გატაცება, სიყვარულში რომ ეშლებათ ეს ვარიანტია ზუსტად.
როგორც მშობელი გეგა მხოლოდ ტყუპებზე ფიქრობს, კაცი სხვა ქალის გამო რომ დაანგრევს ოჯახს მას არც შვილი უყვარს. (რეალობაშიც ესეა), მართალია რომ უნდა გეგას და სოფოს მისმა შვილებმა სწავაზე იფიქრონ მომავალზე და კარიერაზე, რომ სხვაზე არ იყვნენ დამოკიდებულები და ერთი წუთიდაც არ ვამტყუვნებ ამ მხრივ.
სოფო ეგოისტია ვერ იტანს მარიმას იმის გამო რომ გოგომ დედამისის დახმარებით ისწავლა გვერჩი დგომით, არადროს გამოუყენებია მინისტრის მამის სახელი და რასაც აღწევდა მისი შრომით იყო. ყველაფრის და მიუხედავათ მაინც უყვარს საკუთარი დები.
ეს კრიტიკა არაა და იმედია არ გეწყინება.

 


№5 სტუმარი სტუმარი Alice

ყოველ ჯერზე გული საგულედან მივარდება როცა ახალ თავს ვხედავ. ყოველი მომდევნო თავი ერთი ნაბიჯია ჩემთვის, როგორც ნენე ეძახის იმ ტირანამდე :დ

რაც შეეხება ამ ისტორიას, მომწონს, მაგრამ ვეთანხმები სხვებს., რომ მარიამზე უფრო უნდა გამახვილდეს ყურადღება ვიდრე თინეიჯერ ბავშვებზე. არ გეწყინოს, უბრალოდ, მე მგონია, არ არის საინტერესო მათი ნაწილი.
საბოლოოდ, მაინც ვიტყვი ,რომ ძალიან კარგი ხარ!

 


№6 სტუმარი სტუმარი თეო

სამი თავია უკვე ტყუპების ისტორიას ტკეპნი არადა თავიდან მარიამით ისე საინტერესოდ დაიწყე ნამდვილად გამიცრუვდა იმედი

 


№7 სტუმარი სტუმარი ნიტა

ამ მინისტრს და მის ოჯახს დაცვა არ ყავთ ასე რომ დადიან ბავშვები თავის ჭკუაზე? სიუჟეტი მართლა კარგია მაგრამ ცოტა რეამობა არ აწყენდა

 


№8  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი თიკო
ეს იყო ემოციების პიკი! აი, უბრალოდ როგორ აღწერ თითოეულ გრძნობას ისე რომ ზუსტად მხვდება კი არა დარწმუნებული ვარ გვხვდება გულზე. ეს სოფი და გეგა მაგრად მაღიზიანებს. აი ბატონი კახა და თამუნა კი ნამდვილად მაგარი ტიპები არიან. ეგეთი კაცი ღირსია დაენგრეს კარიერაც და სოფინაირი ქალიც მიყვეს მაგრამ მეორე მხრივ მართლები არიან. აი, გეფიცები ვერ ვაფასებ. ყველა, სათითაოდ თითოეული პერსონაჟის გამართლებაც და გასამართლებაც ერთდროულად თან შეიძლება თან არა. მართლა დაბნეული ვარ. მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს!❤❤

მიხარია რომ მოგეწონათ, ვცდილობ ბოლომდე ცუდი პერსონაჟები არ მყავდეს, ყველას თავისი სიმართლე აქვს, რაც შეეხება გეგას და სოფოს მათი შეცვლა და გამოსწორება მოხდება ბოლოს

სტუმარი ნინა
ეს ისტორია თვიდან იყო მარიამზე მემგონი და არ იყო საჭირო (ჩემი აზრით) მისი დების სასიყვარულო ისტორიის ჩაკვეხება.(ისტორია უფრო ტყუპებზე გამოდის ვიდრე მარიამზე რომელმაც კარიერა ეგოისტი ლაშას და მინისტრი მამამის გამო კარგავს). მარიამმა სწორი რჩევა მიჩა ტყუპებს და მაგალითიც მოუყვანა მაგრამ თინეიჯერ გოგოები რომლებსაც მოწონება და გატაცება, სიყვარულში რომ ეშლებათ ეს ვარიანტია ზუსტად.
როგორც მშობელი გეგა მხოლოდ ტყუპებზე ფიქრობს, კაცი სხვა ქალის გამო რომ დაანგრევს ოჯახს მას არც შვილი უყვარს. (რეალობაშიც ესეა), მართალია რომ უნდა გეგას და სოფოს მისმა შვილებმა სწავაზე იფიქრონ მომავალზე და კარიერაზე, რომ სხვაზე არ იყვნენ დამოკიდებულები და ერთი წუთიდაც არ ვამტყუვნებ ამ მხრივ.
სოფო ეგოისტია ვერ იტანს მარიმას იმის გამო რომ გოგომ დედამისის დახმარებით ისწავლა გვერჩი დგომით, არადროს გამოუყენებია მინისტრის მამის სახელი და რასაც აღწევდა მისი შრომით იყო. ყველაფრის და მიუხედავათ მაინც უყვარს საკუთარი დები.
ეს კრიტიკა არაა და იმედია არ გეწყინება.

არა რა თქმა უნდა არ მწყინს, პირიქით მიხარია რომ თქვენი აზრი გამიზიარეთ ისტორიასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ისტორია მარიამთან ერთად მის დებზეც ავაწყვე ( ადრე სულ რთულ ისტორიებს ვწერდი და საკმაოდ დიდი უკმაყოფილება მოჰყვა ამას) ამიტომ ახლა სხვანაირად ვაწყობ ისტორიას.
შემდეგი თავებიდან მარიამის ისტორიას გავშლი უფრო მეტად

სტუმარი Alice
ყოველ ჯერზე გული საგულედან მივარდება როცა ახალ თავს ვხედავ. ყოველი მომდევნო თავი ერთი ნაბიჯია ჩემთვის, როგორც ნენე ეძახის იმ ტირანამდე :დ

რაც შეეხება ამ ისტორიას, მომწონს, მაგრამ ვეთანხმები სხვებს., რომ მარიამზე უფრო უნდა გამახვილდეს ყურადღება ვიდრე თინეიჯერ ბავშვებზე. არ გეწყინოს, უბრალოდ, მე მგონია, არ არის საინტერესო მათი ნაწილი.
საბოლოოდ, მაინც ვიტყვი ,რომ ძალიან კარგი ხარ!

ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, რაც შეეხება წყენას, არ მწყინს რა თქმა უნდა, უბრალოდ ეს სიტორია ისე ვეღარ დავტვირთე უარყოფითი ემოციებით როგორც წინა ისტორიები ( იცით მკითხველის დამოკიდებულება წინა ისტორიასთან დაკავშირებით :D) ამიტომ ამ ისტორაის უფრო სხვანაირს ვწერ.
იმ ტირანს რაც შეეხება ჯერ კიდევ ვფიქრობ რა შეიძლება მოვუხერხო მას და ნათიას :D

სტუმარი თეო
სამი თავია უკვე ტყუპების ისტორიას ტკეპნი არადა თავიდან მარიამით ისე საინტერესოდ დაიწყე ნამდვილად გამიცრუვდა იმედი

ისტორიას სამივეზე ვწერ, ასეთი გამოვიდა ამ ეტაპზე

სტუმარი ნიტა
ამ მინისტრს და მის ოჯახს დაცვა არ ყავთ ასე რომ დადიან ბავშვები თავის ჭკუაზე? სიუჟეტი მართლა კარგია მაგრამ ცოტა რეამობა არ აწყენდა

ზოგადად ვცდილობ რომ რელაური ცხოვრებასთან მიახლოებული ისტორიები დავწერო ხოლმე, მაგრამ წერის დროს ასე, ყველა წვრილმანს ვერ ვეხები ხოლმე, რადგან ასე ისტორია უსასრულდ გაგრძელდება.
თუმცა ამაზე აუცილებლად გავამახვილებ ყურადღებას, რომ ისეთი განცდა არ დატოვოს რომ რეალობას ზედმეტადაა აცდენილი.
მადლობა საინტერესო შეფასებისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent