შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუჯერებელიც კი არაა დაუჯერებელი (2თავი)


27-02-2021, 13:53
ნანახია 2 157

-თქვენ?
- ზოგადად ყოველთვის ასე ხარ ხოლმე?
- ანუ?
-გამუდმებით შეკითხვებს სვამ
- არა. უბრალოდ ისეთი ადამიანები მხვდებით ბოლო დროს რომ ამის მეტი არაფერი მეთქმის
- აქ რა დაკარგე?
- ბატონო არჩილ. აქ იმ სასაჩუქრე ყუთების მოსაძებნად ვარ , რომლის ცასწმინდად დაკარგვის გამო შეიძლება სამსახურს დავემშვიდობე
- კარგი წარმატებები ძიებაში.
- და თქვენ...- კარი გაიხურა და წავიდა... ღმერთო ჩემო ან რას მოდიოდა ან რას მიდიოდა? ვერაფერი გავიგე.. მაინცდამაინც მე რატომ მერჩის, წარსულში რამე დავუშავე და არ მახსოვს თუ რა ხდება არ ვიცი... ამ სიბინძურესა და არეულობაში გავიკვლიე გზა და ამოვირჩიე ადგილი საიდანაც ძიებას დავიწყებდი... ყველაფერი გადავქექე , მთელი სხეულით მტვერში და სიბინძურეში ვარ გახვეული და აი ჩვენი ყუთებიც- სოლიდარული გამომეტყველებით, თაროზეა შემოლაგებული.. მე მთელი სარდაფი თავზე დავიმხე და თურმე სად ყოფილა .. კეთილი ვინებე და იქვე მდგომი სკამი მოვაჩოჩე .. ჩემი გადატყავებული მუხლით ავედი და ყუთების ჩამოლაგება დავიწყე. ერთი, ორი,სამი.... ექვსი , შვიდი... და ღმერთმანი... ის იყო სკამი გადაყირავდა , ვიფიქრე ძირს დავენარცხები და საბოლოოდ დავასრულებ ჩემს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კარიერას თქო და რაღაც ძლიერის ჭიდილს ვგრძნობ ფეხებსა და წელზე.. ჩემი გადამრჩენელი
- მართუ კარგად ხარ?
- ილია--- ამოვისუნთქე, ხელით ვანიშნე რომ ძირს ჩამოვესვი , მე რის მე ვარ , სწორ იატაკზეც კი ვერ დავდგი ფეხი და კიდევ გავიშხლართებოდი ისევ ილიას მკლავებში რომ არ აღმოვჩენილიყავი, ამ დროს სიცილი ვეღარ შევიკავე , ილიაც იგივე მდგომარეობაში იყო და ერთი გულიანად ავხარხარდით...
- მისმინე.. არ მეგონა თუ ასეთი მოხერხებული იყავი ---თქვა და განაგრძო სიცილი
- მერწმუნე ბოლო დროს უფრო 'მოხერხებული' გავხდი -- მეც სიცილით ვუთხარი და როგორც იქნა წელში გავსწორდი
- იმედია კიდევ არ წაიქცევი
- ვაიმე ჩემო სა'ყვ' არელო -- ცინიზმუკაა-- არ ინერვიულო შენ, თუ რამეა ახლოს იყავი -- და ისევ სიცილი...
ასე სიცილ- სიცილით ყველა ყუთი დავაბრუნეთ თავის ადგილას , შუა ნაწილში ნინკაც შემოგვიერთდა, ილიამ ჩემი მოხერხებულობის ამბები მოუყვა და როგორც ყოველთვის ბოლო ხმაზე აახარხარა ჩემი დაქალი.. იმ დროს განმავლობაში, სანამ ჩვენ საჩუქრებს ვაწყობდით მაგიდებიც მზად იყო.. ყველაფერი ქალბატონო მიკაელას თანდასწრებით გადავამოწმე რომ ისევ გაუგებრობა არ მომხდარიყო.. და შიგადაშიგ ვამჩნევდი ჩემსკენ გაუცხოვებული თვალებით მომზირალ არჩილს. ისე მიყურებდა თითქოს არ სიამოვნებდა რომ ყველაფერი ისე იყო როგორც წესი და რიგია.. ვერ ვუგებ ამ ბიჭს.. უბრალოდ დაუჯერებელია როგორ შეიძლება ის ბაბნიკი და უხეირო ტიპი 'ამად' დამდგარიყო ან კიდევ იყო 'ასეთი' და მაინც უცნაური და გაუგებარი... საკმაოდ მაბნევს ეს ადამიანი და უმჯობესია მისგან თავი შორა დავიჭირო...
როცა მივხვდით რომ ყველაფერი რიგზე იყო , რაშიც ჩემი სიცოცხლე, ჩემი ალქაჯი დაქალი დამეხმარა ... წამოსვლას ვაპირებდით რომ ჯერ მიკაელამ და მერე ილიამ გაგვაჩერეს
- რას ქვია მიდიხართ, რა სისულელეა !
- ბოს ყველაფერი რიგზეა , მერწმუნეთ აღარანაირი პრობლემა, საერთოდ არაფერი იჩენს თავს .. ამაში გარწმუნებთ
- მართა ეგ რა შუაშია.. მთელი წვეულება შენი ორგანიზებულია და ყველა შეამჩნევს ამას, ყველა გიკითხავს და რა ვუპასუხო?
-მართალს ამბობს მართუ
- ილია მე
- მისმინე, კი დაიღალე და თან ტანისსამოსიც დაგსვრია, ამას მარტივად მოვაგვარებთ, უნდა დარჩე და ყველას უნდა გავაცნო თქვენი თავი. ნინა უთხარი შენს დაქალს
- ჯერ ერთი ნინა....--- არ დავამთავრებინე ისეთმა გავხედე- კარგი. მართუ მართალს ამბობენ.. ჯობია დარჩე .. ყველაფერი შენი გაკეთებულია და მართლა გიკითხავეენ. მაგალითად მე რომ შემოვსულიყავი ასეთი დეკორის რესტორანში პირველი იმას ვიკითხავდი რა ხელმა და გონებამ შექმნა ეს თქო?! უნდა დარჩე---- ეს ჰოლივუდის აფერისტი ნახეთ რა, მისდღემში არ უთქვამს ასეთი სიბრძნე ახლა რა ეტაკა! არადა იმედი მქონდა სახლში წავიდოდი და იმ ნეგატიური ენერგიის წყაროს აღარ დავინახავდი
- ზუსტად! და ხო ორივე თქვენგანი რჩება! გადაწყვეტილია!
- მოიცა რა ? აუუჩ..--- ვერასდროს აჩერებს ენას! ამისთვის კი ერთი ჩმეტა დაიმსახურა!!!
- კარგი მაგრამ ტანისამოსი?
- ახლავე შევუკვეთავ თქვენთვის კაბებსა და ფეხსაცმელს..
- მადლობა ილია
- მადლობა შენ მართუ ამხელა ღვაწლისთვის, ამხელა ენერგიისთვის, რომ იტყვიან მათლაც რომ ''დაილოცოს შენი ხელები''
- უღრმესი მადლობა.--- როგორც ყოველთვის ძალიან თბილი ადამიანია, მასში საერთოდ არაფერი შეიცვლილა ისევ ისეთი მხიარული და თბილია როგორც ადრე.ცოტა ხანს, სანამ კაბებს მოგვიტანდნენ, ნინკასთან ერთად ჩემ მიერ მოდიზაინერებული რესტორანი შევათვალიერე.. სამზარეულოშიც შევიჭყიტეთ.. რამდენიმე კერძი გავსინჯეთ, მმმმ ისეთი გემრიელობები... და ამასობაში ილია ქაღალდის პარკებით ხელში მოდის ჩვენი მიმართულებით.
- ესეც თქვენი დღევანდელი სამოსი, იმედია მოგერგებათ ქ. მიკაელას მიერ შერჩეულია.. თავისი აქსესუარებით და ხო ეს ყველაფერი თქვენ გეკუთვნით ზედმეტი მითქმა - მოთქმის გარეშე. --- მადლობის თქმაც ვერ მოვასწარი , პარკები გადმოგვცა და გაბრუნდა..მე და ნინკამ საპირფარეშოში გადავინაცვლეთ გამოსაცვლელად, ტანსაცმლის გამოცვლა რომ დავიწყე მაში მივხვდი თუ რა გაბინძურებული იყო, შემეცოდა ჩემი სმოკინგი...პარკები გავხსენით და ორი კაბა , ერთი შავი ,აშკარად ტანზე მომდგარი უნდა იყოს, მეორე კი შინდისფერი , ესეც იგივე შთაბეჭდილებას ტოვებს, ფეხსაცმელიც რაღათქმაუნდა შესაფერისი, და ერთი სადა , მაგრამ საკმაოდ მიმზიდველი კულონი თავისი სამაჯურით , მეორე კი ყელსაბამი გველის ფორმის თავისი სამაჯურით, შასევე გველის ფორმის.. აი ეს კი ზუსტად ის იყო რაც მე მიზიდავს.. როგორც წესი მე შავი მუხლს აცდენილი კაბა მოვირგე , წვრილმკლავიანი , ამოღებული ზურგით, თვლებში გაწყობილი ქამრით , აქსესუარები კი ჩემი გველაძუები.. თმა ჩამოვდივარცხნე, უკან ცხენის კუდივით შევიკარი წინ კი ყურებთან ჩამოყრილი დავიტოვე.. ისე გამოვიყურებოდი რომ ჩემი თავი თავადვე მიზიდავდა.. ნიკამ თმა გაშლილი დაიტოვა, ტანზე კარგად გამოკვეთილი შინდისფერი კაბა მოირგო, რომელიც მის მიმზიდველ საჯდომს უფრო მიმზიდველს ხდიდა, კულონის დამაგრება ვერ მოახერხა და კავალერის მაგივრობა გავუწიე.. საბოლოო ჯამში ორი მიმზიდველი ქალბატონი გამოვედით საპირფარეშოდან, და დავეშვით კიბეებზე....
- ამის..-- ეს იყო ილიას სიტყვა პირდაღებულმა ნიკაპზე რომ ჩამოისვა ხელი
- შეუდარებლად გამოიყურებით გოგონებო, და შენ მართა ? ულამაზესი ხარ, აქამდეც ბევრჯერ მინახავხარ კაბაში მაგრამ დღეს პიკი..
- თქვენი დამსახურებაა ბოს.
- მართუ და ნინა .. თვალისმომჭრელად გამოიყურებით
- ნინ... მადლობა ილია
- არც თქვენ გამოიყურებით ცუდად პრინცო ილარიონ --- ვიკომპლიმენტე
- ჩემთვის დიდი პატივია თქვენნაირ ლამაზმანებს კავალერობა გავუწიო--- და ორივეს მოხრილი მკლავებით შეგვეგება
- ნურც დაიგინებ პატა ძამიკო--- ახლა რაღა უნდა
- რაო არჩო ,შენც მოგხიბლეს ხო
- თან როგორ--- რაღაც ბოროტულად ჩაილაპარაკა და ხელი გამომიწოდა --- გთხოვთ.
- უკაცრავად?--- ისევ ეს დებილური შეკითხვა და წელზე ხელი ძლიერად მომხვია და ახლად მოსული სტუმრებისაკენ , სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით წამათრია
- ხომ შევთანხმდით რომ ამ შეკითხვას აღარ დამისვამდი?
- უკ.. რა? რაზე შევთანხმდით, არაფერზეც არ შევთანხმებულვართ
- საღამო მშვიდობის ბატონებო
- ოო ჩემო ძვირფასო არჩილ, როგორ გიკითხოთ?
-მადლობა . კარგად თავად?
- შესანიშნავად-- და ამ მამის ტოლა კაცმა ჩემსკენ გამოაპარა თვალი -- ეს მშვენიერი გოგონა ვინ არის ? ნუთუ ჩვენს არჩიბალდს შეყვარებული ყავს?--- არჩიბალდის ხსენებაზე გამეცინა, უფრო სწორად ჩამეცინა, ''არჩიბალდი'' ეს სახელი ჩემი ძაღლისთვის მაქვს მოფიქრებული,რომლის ყიდვაც არც თუ ისე უფინანსოა..
- დიახ!-- წელზე ისე ძლიერად მომხვია ხელი , ნაწლავებს ვაღებდინებდი მეგონა.--- ჩემო ძვირფასო გაიცანი , ესენი ჩვენი პარტნიორები არიან,ბატონი მიხეილი და მისი მეუღლე მარიამი, ირაკლი და მისი მეუღლე ეკატერინე, ნიკოლოზი და მისი მეუღლე ნინი.
- გამარჯობა--- ხელი გამომიწოდა ეკატერინედ წოდებულმა , ეს ყველაფერი ისე გაუგებრად და უეცრად მოხდა ვერც კი გავიაზრე რას ვაკეთებდი და ხელი გავუწოდე
- ძალიან ლამაზი გოგონაა, ბედნიერებას გისურვებთ-- ეს თქვეს და დარბაზში შევიდნენ
- რაო ? ბედნიერებასო? რას? რას ნიშნავს ეს ყველაფერი ბატონო არჩილ?!
- აკი უკომენტაროდ ამყევი? შეგეძლო გეთქვა რომ უბრალოდ თანამშრომელი ხარ, დაქირავებული-- ისეთი ცინიზმით გაჟღენთილი სიტყვები იყო,რომ ვეღარ მოვითმინე და სილა გავაწანი, დიახ სილა! ამდენ ხალხში, ისე გავბრაზდი რომ არ მაინტერესებდა ვინ რას იფიქრებდა,
- მეორედ ასეთი რაღაც აღარ გაბედო გასაგებიაა?!- ძლიერად მომიჭირა მაჯაზე ხელი და მთელს სხეულზე ამიკრა, გაცხოველებული თვალებით მიყურებდა ალბათ საშუალება რომ ქონოდა კისერს დაუფიქრებლად მომიგრეხდა
- მშვიდობა გაქვთ?-- ღიმილნარევი სახით მოგვიახლოვდნენ ილია და ნინკა, უეცრად ხელი გამიშვა და ისევ წელზე მომხვია ძლიერად, ეს ალბათ 'კვალის' დასაფარად , არავის არაფერი რომ ეეჭვა.
- კი მშვენიერ განწყობაზე ვართ ორივენი--- და ზიზღის თვალებით გამომხედა
- იცი რა? სულაც არ ვართ მშვენიერ განწყობაზე! -- თავი ვეღარ შევიკავე, მთელი ძალით მოჭერილი ხელი გავაშვებინე და პირდაპირ თვალებთან ავუფრიალე საჩვენებელი თითი-- თუ გგონიათ, რომ რადგან თქვენს ფენას არ მივეკუთვნები ზედმეტების უფლება გაქვთ? ძალიან ცდებით.დიახ მე უბრალო, დაქირავებული თანამშრომელი ვარ და მეტი არაფერი , მაგრამ ეს იმის უფლებას ნამდვილად არ გაძლევთ რომ უხეშად მომექცეთ, მე არც თქვენი მეგობარი ვარ,არც შეყვარებული და მით უმეტეს ნაშა!!!! შეგიძლიათ სხვა გოგო მოძებნოთ ისეთივე 'მსუბუქი' ყოფაქცევის როგორიც თქვენ ბრძანდებით ბატონო არჩიბალდ! -- ბოლოს რაც დავინახე მისი გაცეცხლებული თვალები, და დაბერილი სისხლძარღვებია ყელზე.ნინას ხელი დავავლე და რესტორნიდან გავედი...
- ეს ნახეთ რა.. როგორ ბედავს.. რამდენის უფლებას აძლევს თავს, შენნ.. შენ წარმოგიდგენია ?? --- გზაში ბოლთას ვცემდი და რამდენჯერმე საკითხავად გაღებული პირი ,იმდენჯერ დავახურინე ნინკას.ვერ ვწყნარდებოდი იმდენად მქონდა ნერვები მოშლილი , შეიძლებოდა ავფეთქდებულიყავი
- მართა,ნინა...
- არც კი გაბედო ილია, თუ შენი ნაგავი ძმის დაცვას აპირებ იცოდე რომ არ გამოგივა, ჩვენ მივდივართ
- მოიცადე--- მკლავში ჩამეჭიდა-- მე არ ვიცი შენსა და არჩილს შორის რა მოხდა მაგრამ მის მაგივრად მე გიხდი ბოდიშს, მთელი გულით გთხოვ რომ აპატიო--- ეს ახლა დამცინის ხო?!!
- და შენ რატომ? სულ შენ რატომ იხდი მის მაგივრად ბოდიშებს, თუ შენს დიდად დიად და გალანტურ ძმას თავის დამდაბლება არ ეკადრება-- ვგრძნობდი რომ კი არ ვლაპარაკობი , ვყვიროდი
- მართა მე..
- რა შენ ილია? რა შენ? გეკითხები? რატომ გგონიათ ამ სიმდიდრით გაჟღენთილ ხალხს რომ ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგახართ? მიპასუხე?! მიპასუხე თუ შეგიძლია!!!
- გეყოფა წიქვინი!
- არჩილ საკმარისია , დაანებე ამ გოგოს თავი, ყველაფერს გადააჭარბე
- შენ ჩუმად პატარა ძმაო!
- არჩილ...
- მარტო დაგვტოვეთ...--- ორივეს გახედა და დაიყვირა -- ახლავე!!! --- არა ამას ვეღარ მოვითმენ
- შენ ვინ ხარ-- მისკენ წავედი და მკერდზე საჩვენებელ თითს'ვუშენდი' --- გეკითხები შენ ვინ ხარ რომ ჩემს დას უყვირი? გეკითხები და მიპასუხე?!
- მომისმინე უტვინო გოგონა! --- მკლავებზე ძლიერად მომიჭირა და ჩემს უკან მდგომ მანქანაზე მიმანარცხა , რასაც ქვია მიმანარცხა, მთელი ძალით მიჭერდა და სხეულზე მეკვროდა-- მეორედ ჩემთან მსგავსი სიტყვებით საუბარი აღარ გაბედო გასაგებიაა?! გასაგებია მეთქი?!!!
- და რომ გავბედო?! გეკითხები რომ გავბედო რას იზამ?! სილას გამაწნი?! თუ მომკლავ?! გეკითხები ერთი რას იზამ მაინტერესებს?! შენი სხვა დაქალი გოგოები არ გეგონო გასაგებიაა?! ჩემი ღირსების და თავმოყვარეობის შელახვის უფლებას არ მოგცემ?! გაიგე თუ კიდევ გავიმეორო?!
- ახლა შენ....
- არჩიბალდ .. ჩემო ბიჭო რამე პრობლემა ხომ არაა?
- ჯანდაბა, ჯანდაბა , ჯანდაბა.. არ.. არც კი გაბედო მათ წინაშე ჩემი შერცხვენა, განანებ იცოდე.. ძალიან განანებ დედის სულს ვფიცავ...
- არჩიბალდ..--- მე აქ გაცოფებული და გაოგნებული ვიყავი, ის კაცი კი 'არჩიბალდ, არჩიბალდ, არჩიბალდ' გაიძახოდა
- ფუ შენი......- ეს თქვა და ტუჩებში მწვდა, მთელი სხეულით ვეწინააღმდეგებოდი, ისე ცხოველურად, ისე დაუოკებლად მკოცნიდა, ასე მეგონა მიწა ნელ-ნელა მეცლებოდა ფეხ ქვეშ, რაც უფრო ძლიერად ვცდილობდი შეეწინააღმდეგებას მით უფრო მიძალიანდებოდა, ხელები უკან წამაღებინა და ცალი ხელი ჩამავლო , მეორე კი კისერში შემიცურა და უფრო ძლიერად და ცხოველურად განაგრძობდა კოცნას, უკვე ჰაერი აღარ მყოფნიდა და ფეხი ძლიერად დავაბიჯე... კოცნა შეწყვიტა , ის იყო უნდა მეყვირა რომ ტუჩებზე ხელი ამაფარა
- იცოდე განანებ!---- ტუჩებზე თითი ჩამომისვა და კიდევ მაკოცა ახლა უკვე ცინიზმით სავსე გამომეტყველებით--- ბატონებო, ვერ შეგამჩნიეთ
- როგორ შეგვამჩნევდი , შენი შეყვარებულით იყავი დაკავებული-- მათ ჩაიცინეს, ხელი წელზე ძლიერად მომხვია და თავისკენ მიმიზიდა, მას ფეხებზე ეკიდა ჩემი ზიზღით სავსე თვალები და ისევ საუბარს განაგრძობდა
- ხო... ძნელია ცდუნებას გაუძლო- ვუყურებდი როგორი ცინიკური იყო და ვერაფერს ვაკეთებდი
- მით უმეტეს ასეთი მშვენიერი გოგონა რომ გყავს გვერდით--- ქალბატონი ეკატერინეც გამოჩნდა
- აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით...--- ეს სიაფერისტე , მძულს ეს ადამიანი მინდა .. მინდა რომ მოკვდეს.. მინდა რომ ჩაძაღლდეს...
- ხო ჩვენ საქმე გამოგვიჩნდა საჩუქრებამდე ვეღარ დავრჩებით და გამომშვიდობება გვინდოდა...
- თუმცა იმდენად მიმზიდველი წყვილი ხართ რომ თქვენს ერთ ცეკვას ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოვტოვებთ -- ცეკვას ?რა ცეკვას?? ამ ნაგავთან ცეკვას არ ვაპირებ
- იცით მე..
- რა თქმა უნდა.. თქვენთვის ერთი ცეკვა ჩემზე და ჩემს ლამაზმანზეა-- წელზე ისევ ძლიერად მომიჭირა , ის იყო პირის გაღებას ვაპირებდი რომ, ყურთან ჩამჩურჩულა
- არც კი იფიქრო, ეს პარტნიორები რომ დავკარგო იცოდე ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ. კარგად დაიმახსოვრე! --- შუბლზე მაკოცა არაფერი რომ ეეჭვათ და ა ძალით წამათრია დარბაზში..
- წყვილების ცეკვა თქვენზეა --- გვანიშნა ეკატერინემ, სრულიად უგონოდ მყოფმა თავი დავუკარი და ისევ მაჯაში ძლიერად ჩაჭიდებული ხელი ვიგრძენი, თავისკენ მიმიზიდა და აი მუსიკაც - ვალსი, იმ ადამიანთან ვცეკვავ ვინც მეზიზღება, უსაშველოდ შემძულდა .... სახეშიც კი ვერ ვუყურებდი, წელზე ძლიერად მომხვია ხელები და სხეულზე ამიკრა
- წესით მადლობას უნდა გიხდიდე, მაგრამ ამის ღირსი არ ხარ, სისულელის გაკეთებაზე არც იფიქრო. გაფრთხილებ!
- მძულხარ არჩილ აბაშიძე! მთელი არსებით მძულხარ!!!
- ასეთი მიმზიდველი და ამავდროულად ასეთი აუტანელი! ჰჰჰჰ..- თავისი მოკლე ჭკუით ჩაიცინა , დამატრიალა და ზურგით ამიკრა მკერდზე, იმ წამს შევამჩნიე თვალი როგორ გააპარა, არცთუ ისე შორს მდგომი ბატონებისკენ.. სხეულს ნელა არხევდა და მაიძულებდა იგივე გამეკეთებინა, ამ მომენტში ყველაზე უსუსურად ვგრძნობდი თავს, ვგრძნობდი რომ პირველად მქონდა ისეთი შემთხვევა რომ არაფრის გაკეთება არ შემეძლო, ის კი განაგრძობდა ცეკვას, მისი ცივი ცხვირი ჩემს ყელს ისე ეხებოდა, ლამის მწვავდა , ეს იგივე შეგრძნება იყო - ვამპირს მზის ერთი სხივი რომ მოხვდება და დაიწვება, ის განაგრძობდა ჩემს ყელზე ცხვირის სრიალს , მისი გახშირებულ სუნთქვასაც კი ისე საშინლად ვგრძნობდი
- შეწყვიტე! -- რისი თქმაც შევძელი მხოლოდ ეს იყო
- მაშინ შევწყვეტ,როცა მუსიკა ისურვებს!--- როგორ მინდოდა წინააღმდეგობა გამეწია, მეყვირა,სილა გამეწნა, მაგრამ ასეთი შებოჭილი , ასეთი უმწეო არასდროს ვყოფილვარ.... და აი მუსიკაც დამთავრდა... ლავიწზე სველი კოცნა დამიტოვა,მაჯაში ხელი ჩამავლო და თავისი ბიზნესოპერატორებისაკენ წამიყვანა
- იმედია ისიამოვნეთ
- მერწმუნეთ, ისე ცეკვავდით ,თქვენთვის უფრო სასიამოვნო იქნებოდა
- ეგ რა თქმა უნდა--- არც აცია არც აცხელა, ჩემ მაგივრად უპასუხა,და ისევ წელზე მოხვეული ხელით მიმიკრა სხეულზე
- იმედია სულ ასეთი ბედნიერები იქნებით, სულ ასეთი გახარებულები უნდა იყოთ--- ის იყო რაღაცის თქმას აპირებდა რომ დავასწარი
- რა თქმა უნდა ქალბატონო ეკატერინე, ჩემი არჩი სულ ასეთი ბედნიერები იქნება , ეჭვიც არ მეპარება--- ცინიზმი,ირონია,სარკაზმი რაც გინდათ დაარქვით, მაგრამ ღირსია ყველაფრის
- შენთან ერთად ჩემო ფერიავ- ფერიავ? რა?? და უცებ ტუჩებში მეცა
- გეყოფა! -- საკმაოდ ხმამაღლა ვუთხარი, შევამჩნიე როგორ გაუცეცხლდა თვალები
- რა თქმა უნდა ფერიავ! ლოგიკურია . მაპატიეთ ცოტა მორცხვია--- რა? მორცხვი? ღმერთო ჩემო.. ყველაფრიდან შეუძლია თავი დააღწიოს, როგორ მინდა ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვას და დაიფერფლოს..
- არაუშავს.. მოდი ორივეს გაგაცნობთ ჩვენს ახალ ინვესტორს, ახლახან ჩამოფრინდა ბერლინიდან , ნუ ის ფაქტობრივად შენი მეორე ნახევარია და ალბათ წინააღმდეგი არ იქნები?
- არა იცით მე....
- გაცუმდი-- ყურთან ჩამჩურჩულა-- რა თქმა უნდა!
- აქეთ .. გთხოვთ..--- ისევ ძალით წამათრია, ღმერთო გადამარჩინე, ასე მგონია რომ დღეს საკუთარი ნებით არაფერი გამიკეთებია, ღმერთო ასეთი რა შევცოდე ,რომ ეშმაკზე უფრო საშინელი დამსჯელი გამომიგზავნე...
- ბატონო გიორგი, აი ისიც , ვისზეც ამდენ ხანს გიყვებოდით , არჩილ აბაშიძე, თავისი საქმის პროფესიონალი და ეს კი მისი მეორე ნახევარი გახლავთ- მართა
- გამარჯობა არჩილ.. მე გიორგი თოფურია ვარ , შენც მოგესალმები მართა..????--- ღმერთო ჩემო ის, შეუძლებელია



იმედია ძალიან მოკლე არ არის ♥️



№1  offline წევრი OKI ME

ოჰ ოჰ ოჰ უკვე დადებულა ♥️♥️❤️ აბა წავედი, ჩავუჯდე და დაგიბრუნდები ისევ, ჩემი მოსაზრებებით :დდდ

მოვედიი, ეს გიორგი თოფურია ვინ არის? ოპაა, გამოჩნდა ახლა სიტუაციის ამრევი ადამიანიც :დდდ აქ რაღაც სხვა ხდებაა, ვგონებ არჩიბალდი, მართას მიმართ არაა გულგრილი.

ილია და ნინა როგორ მესაყვარლებიან ❤️❤️

მოუთმენლად ველი ახალ თავს ❤️❤️ აჰ, ჰო რა მაინტერესებს. მოვლენებს წინ გავუსწრებ. :დდ შეიძლება მთავარი არაა ამ ისტორიაში მაგრამ მე მაინც მაინტერესებს და რა ვქნა? ცნობის მოყვარე ვარ :დდ მართას მამაზე მაინტერესებს ძალიან, ვინაა, რატო მიატოვა და ასე შემდეგ. :P

 


Megioki
ოჰ ოჰ ოჰ უკვე დადებულა ♥️♥️❤️ აბა წავედი, ჩავუჯდე და დაგიბრუნდები ისევ, ჩემი მოსაზრებებით :დდდ

მოვედიი, ეს გიორგი თოფურია ვინ არის? ოპაა, გამოჩნდა ახლა სიტუაციის ამრევი ადამიანიც :დდდ აქ რაღაც სხვა ხდებაა, ვგონებ არჩიბალდი, მართას მიმართ არაა გულგრილი.

ილია და ნინა როგორ მესაყვარლებიან ❤️❤️

მოუთმენლად ველი ახალ თავს ❤️❤️ აჰ, ჰო რა მაინტერესებს. მოვლენებს წინ გავუსწრებ. :დდ შეიძლება მთავარი არაა ამ ისტორიაში მაგრამ მე მაინც მაინტერესებს და რა ვქნა? ცნობის მოყვარე ვარ :დდ მართას მამაზე მაინტერესებს ძალიან, ვინაა, რატო მიატოვა და ასე შემდეგ. :P

"ა ხლა შენ ნამეტან წინ წახველ მანდილოსანი?" ???????? ... ყველაფერი თავის დროზე ჩემო ლამასო❤️????

 


№3  offline წევრი 《Sunshine》

მოკლედ ჯერ ლამის გული გამისკდა ამ ისტორიის ლოდინით საინტერესოა ძალიან მალე დადეთქო რო გითხრა რა აზრი აქ 3 დღის მერე დადებენ საიტზე ეს გიორგი ვინააა ?

 


《Sunshine》
მოკლედ ჯერ ლამის გული გამისკდა ამ ისტორიის ლოდინით საინტერესოა ძალიან მალე დადეთქო რო გითხრა რა აზრი აქ 3 დღის მერე დადებენ საიტზე ეს გიორგი ვინააა ?

ვინაობა მალე გაირკვევა... და ხო რავიცი.. 2დღის წინ ავტვირთე და დღეს დაიდო.. განვაახლე კიდეც :-\

 


№5  offline მოდერი ნეაკო

ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, წარმატებები ❤

 


ნეაკო
ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, წარმატებები ❤

მადლობა ♥️

 


№7 სტუმარი სტუმარი თიკო

რა ძალიამ საინტერესოა. ბოლოს შოკი მივიღე. მართაც ხომ თოფურიაა და ის ბიჭიც. ნათესავები არიან თუ ვცდები?! ვაიმე მართლა შოკია. წარმატებები.❤❤

 


სტუმარი თიკო
რა ძალიამ საინტერესოა. ბოლოს შოკი მივიღე. მართაც ხომ თოფურიაა და ის ბიჭიც. ნათესავები არიან თუ ვცდები?! ვაიმე მართლა შოკია. წარმატებები.❤❤

დიდი მადლობა. ♥️

 


№9  offline წევრი თათუ♡

როდის იქნება შემდეგი?

 


№10  offline წევრი _კატერინაააა_

თათუ♡
როდის იქნება შემდეგი?

ხვალ♥️ ფაქტობრივად დღეს... ზუსტი დრო არ ვიცი ♥️

 


№11  offline წევრი Daldoni Daldoni

ოჰოო ძალიან საინტერესო და სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიააა ,ვფიქრობ წინ ზღვა ემოცია გველის ...

 


№12  offline წევრი _კატერინაააა_

Daldoni Daldoni
ოჰოო ძალიან საინტერესო და სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიააა ,ვფიქრობ წინ ზღვა ემოცია გველის ...

heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent