შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

...და მზე ამოვიდა (მეექვსე თავი)


1-03-2021, 03:08
ავტორი DiscoverYourWo(L)d
ნანახია 881

- რა მოგწონს ნოეში? - მკითხა დანიელმა. ცოტა შევცბი. მას ოდნავი გაბრაზება და წყენა ისევ ეტყობოდა, მიუხედავად იმისა, რომ ღიმილითა და თავშეკავებით ამის დაფარვას ცდილობდა.
- კარგი რა, რა აუცილებელია ამაზე საუბარი... - ვეცადე საუბრისათვის თავი ამერიდებინა.
- არა, არა, მე როგორც... ჰმმმ... როგორც მეგობარს ისე მაინტერესებს - ჩაილაპარაკა მან. - უბრალოდ მიამბე მასზე.
გადავწყვიტე უბრალოდ მომეყოლა და ამ საიდუმლო ისტორიისათვის ბოლო მომეღო. ისედაც ყველაფერი გაიგო დანიმ და აზრი არ ჰქონდა, მისგან რაიმეს დამალვას. მეც ძალა მოვიკრიბე და ავტობანიდან დაწყებული, წვეულებით დამთავრებული ყველაფერი ვუამბე. ის ჩუმად მისმენდა, ბოლოს კი მითხრა:
- მაგიტომ მაკოცე ხომ? - მე ცოტა დავიბენი... ვეცადე თავი მომეჩვენებინა ვითომ ვერ გავიგე.
- ვერ გავიგე?
- ანა, ყველაფერი კარგად გაიგე. ნოეს უთხარი, რომ ჩვენ შეყვარებულები ვიყავით, იმის გამო, რომ მას ჰყავდა შეყვარებული და შემდეგ მაკოცე. ხომ ასეა? შენი მოყოლილიდან ასე ჟღერს. იმიტომ მაკოცე, რომ ნოესთვის შენი ნათქვამი, რომ მე შენი შეყვარებული ვარ, დაგემტკიცებინა. ასეა?
მე გავჩუმდი, ახლა კი ნამდვილად შემრცხვა ჩემი საქციელის.
- კარგი, გასაგებია. ესე იგი, შენ მე მიყენებ იმისათვის, რომ ნოეს დაუახლოვდე.
- დანი... - აი ახლა კი არ ვიცოდი, როგორ უნდა გამემართლებინა თავი.
- როგორც უკვე გითხარი, ყველა გზა თავისუფალი გაქვს... სალომე და ნოე დაშორდნენ.
- რატომ დაშორდნენ?
- არ გვინდა ამაზე საუბარი.
- კარგი რა, მომიყევი. - ძალიან მაინტერესებდა, თუ რატომ დაშორდნენ, რადგან წინა დღეს მშვენივრად ერთობოდნენ ერთად.
- რა უნდა მოგიყვე, კარგი რა. ნოეს სითავხედის გამო დაშორდნენ.
- ნოეს სითავხედე? - ძალიან გამიკვირდა მე.
- ჰმმ, კარგი. ოღონდ დამპირდი, რომ არავის არაფერს არ ეტყვი, კარგი?
- არაფერს არ ვიტყვი. - გავიღიმე მე.
- იმ ღამეს, როდესაც ჩვენ წვეულებიდან დავბრუნდით, ნოე და სალომე იქ დარჩნენ. მათ ილაპარაკეს და როგორც აღმოჩნდა, სალომე... დარწმუნებული ხარ რომ ამის მოსმენა გინდა?
- ყველაზე მაგარ მომენტში, რომ გაჩერდი ხვდები? მაინტერესებს, და დარწმუნებული ვარ. - ყურადღებით ვუსმენდი მე.
- კარგი, მაგრამ იცოდე მერე არ გაბრაზდე და არ გეწყინოს.
- კარგი , კარგი - ჩქარა ვუთხარი მე, რომ მალე მოეყოლა.
- სალომე ნოესგან ფეხმძიმედაა.
აი აქ მე ცუდად გავხდი. შევეცადე არაფერი არ შემემჩნია. ჩემს გარშემო ყველაფერი დატრიალდა.
- ნოემ ბავშვის მოშორება სთხოვა, რადგან იგი არ იყო მზად მამობისთვის. სალომემ ამაზე უარი უთხრა და ნოემ ყველანაირი პასუხისმგებლობა მოიხსნა. ისინი დაშორდნენ. სალომე ჯერ ერთი თვის ორსულიც არაა. ჯერ მუშაობას შეძლებს, შემდეგ კი ამერიკაში დაბრუნდება. აჰა, კმაყოფილი ხარ? მოგიყევი... კარგად ხარ?
- მე... მე... დანი მანქანა გააჩერე, გთხოვ.
ძალიან ცუდად ვიყავი. პირღებინება დამეწყო და მანქანიდან სასწაფოდ გადმოვედი.
- ანა! არ ინერვიულო აქ ვარ. გიჭერ! - მეუბნებოდა დანი. მე ცუდად ვიყავი. მას ვეჭირე. შემდეგ წყალი დავლიე. ტირილი დავიწყე, რადგან თავს საშინლად ვგრძნობდი. დანიმ იცოდა რასაც ვგრძნობდი. მე მას ჩავეხუტე. ვტიროდი და ახლა ჩახუტება მჭირდებოდა. ნოე ასეთი არ მეგონა. გული მეტკინა. მასთან ურთიერთობას ვერ შევძლებდი, მე კი ის თითქოს შემიყვარდა. გული მეტკინა, რომ ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც ავტობანზე შეხვედრისას იყო. ვეხუტებოდი დანის და სიმართლე გითხრათ, იმ დროს ვერ ვიაზრებდი, რომ ის დანი იყო... მე უბრალოდ მჭირდებოდა ჩახუტება...
- კარგი, დამშვიდდი! ყველაფერი კარგადაა! დამშვიდდი გთხოვ!
შემდეგ გავიაზრე, რომ დანის ვეხუტებოდი... ისიც გავიაზრე, რომ მე მას ძალიან ვაწყენინე. უკან დავიხიე და ვუთხარი:
- მაპატიე რა! - ამ სიტყვების შემდეგ ისევ ცრემლები წამომივიდა... ძალიან მიჭირდა თავის შეკავება.
ის ჩემსკენ მოიწია და მხრებზე ხელი დამადო:
- არაუშავს! ანა არაუშავს! შენ უბრალოდ სხვა მოგეწონა! არაუშავს - შემდეგ მოვიდა და ჩამეხუტა. - ყველაფერი კარგადაა! გზა განვაგრძოთ. კარგ ადგილას უნდა წაგიყვანო.
ორივე მანქანაში ჩავსხედით და გზა განვაგრძეთ. ხმა აღარ ამომიღია. ჩუმად ვიჯექი. სიჩუმე დანიმ დაარღვია ნახევარი საათის შემდეგ:
- აი მოვედით.
გარშემო მიმოვიხედე და ირგვლივ საოცარი სილამაზე იყო. ბუნება, სიმშვიდე... მწვანე მინდორი, ცისფერი ცა... ცხელოდა. ხის ქვეშ ჩრდილი იყო. ეს ყველაფერი ზღაპარი მეგონა. ეს ძალიან ლამაზი იყო. იქვე პატარა სახლი იდგა.
- მოგწონს? - გამიღიმა მან.
- დანი! ეს ულამაზესია! - ბედნიერებისგან სახე გამიბრწყინდა.
- მართლაც... ეს ჩემი პატარა სახლია, მთის სახლი. აქ მაშინ მოვდივარ, როდესაც მარტო ყოფნა მინდა. ახლა მთაზე ვართ და მოწყვეტილები ვართ ,,დადიანურ და ანდრონიკაშვილურ“ ცხოვრებას. აქ სხვა სამყაროა... ზეცაში. - გაიღიმა მან და მანქანიდან გადავიდა.
- დამელოდეე! - ვიყვირე სიხარულისგან მე და მანქანიდან გადავედი. დანისკენ გავიქეცი და ორივემ სიცილი დავიწყეთ. სახლისკენ მივდიოდით. არ ვიცოდი ეს რატომ ხდებოდა. რატომ ვიცინოდი? მე ხომ ახლახანს საშინელი ამბავი გავიგე. მიუხედავად ამისა, ახლა მე ჩემი თავი ვიყავი... იცით რატომ? იმიტომ, რომ დანიმ თქვა, რომ აქ სხვა სამყარო იყო და რომ აქ ჩვენი თავი უნდა ვყოფილიყავით.
სახლში შევედით. პატარა სახლი იყო. ხისგან იყო ნაშენები, მაგრამ საკმაოდ ლამაზი და კარგი დიაზინის. სახლშიც და ეზოშიც ულამაზესი დეკორაციები იყო. იქვე გიტარა იდო. სამზარეულო ბარის სტილი იყო და იქვე პატარა მაცივარი იდგა.
დანი მის თავს აღარ ჰგავდა. მე მას, როგორც მუდმივად თავდაჭერილ ადამიანად ვიცნობდი. ასე მეგონა ის არ ერთობოდა და ასეთი რაღაცეები არ მოსწონდა. ასე მეგონა, ის არასოდეს არ იყო ,,თავისუფლად“... მეგონა არ მოსწონდა მუსიკა. მოკლედ ერთი დიდი, სამსახურზე დამოკიდებული და მოსაწყენი ბიჭი მეგონა. რაც სახლში ავედით, მას ამის ნასახიც არ ეტყობოდა... ის ნოეზე ბევრად თავისუფალი და წესიერი მომეჩვენა.
- რას შეჭამ? - აი ამ ფრაზამ გამაოგნა... დანი ასე არასოდეს არ საუბრობდა. ის მეტყოდა: ,,ხომ არ გვესადილა?“, ახლა კი თითქოს თავისი თავი იყო...
გადავწყვიტე, მეც ჩემი თავი ვყოფილიყავი და ეს ,,თავადური“ წესები ცოტა ხნით გვერდზე მოგვესროლა.
- ჰმმ, რას მთავაზობ?
დანიმ ხელები ბარზე დააწყო, ჩემსკენ მოიწია, გამიღმა და მითხრა:
- ჩემს მომზადებულ სპაგეტზე რას იტყვი? - ვერ ავღწერ იმ დროს როგორი საყვარელი იყო.
- ჰმმ... სპაგეტი... გემრიელად ჟღერს - მის მსგავსად ვუპასუხე მეც.
მან გამიღიმა, მისი თეთრი მაისური გაისწორა და სპაგეტის პაკეტის გახსნას შეუდგა. შიგადაშიგ შემომხედავდა ხოლმე, გამიღიმებდა და ისევ მის საქმეს აგრძელებდა. ძალიან სხვანაირი იყო. კედელზე ტელევიზორი ეკიდა. დანიმ პულტი აიღო და სიმღერა ჩართო. ის დღე არასოდეს არ დამავიწყდება. ერთი სული მქონდა, როდის შემომხედავდა. თვალი სულ მისკენ გამირბოდა და თან მერიდებოდა ასე ხშირად, რომ ვუყურებდი. მინდოდა სრულიად თავისუფლად გვესაუბრა, მაგრამ ეს არ გამოდიოდა, რადგან იმ დროს მასზე იმდენად ვერ ვაკავებდი აზრებს, რომ ყველაფერი, რომ მეთქვა ძალიან დიდი სირცხვილი იქნებოდა. იქვე, ბარის სკამი იდგა და იქ დავჯექი. ათი წუთის შემდეგ დანიმ საუბარი დაიწყო:
- ესეც ასე, სპაგეტი უკვე წყალშია, ოცი წუთიც და ყველაფერი მზად იქნება. სწრაფად ვამზადებ. - გამიღიმა და ჭიქაში დასხმული ვისკი მომაწოდა.
- ოჰო, ვისკი... ხომ იცი, რომ არ ვსვამ. - გავუღიმე მე.
- აქ ხომ ჩვენ ,,ჩვენ“ ვართ... ვის ემალები, კარგი რა. ერთი ჭიქა რას გიზამს. - მითხრა მან და ჭიქა ჩემსკენ დადგა.
დავფიქრდი და ის მართალი იყო. სრულწლოვანი ვიყავი, ჩემი ადგილი ვიცოდი, მშობლების პატივისცემა გამაჩნდა. ვიყავი იმის ღირსი, რომ ერთი ჭიქა სასმელი გამესინჯა. მითუმეტეს, რადგან აქ ვიყავით, შემეძლო ერთი ჭიქის დალევა.
- კარგი, კარგი - ავიღე ჭიქა მე.
- აბაა, სამ თვლაზეე - გაიცინა დანიმ.
მან სამამდე დაითვალა და ვისკი ერთდროულად დავლიეთ. მან მხიარულების ყვირილი დაიწყო:
- ჩემი გოგოააა! - იცინოდა და მუსიკის ხმას მაქსიმალურზე უწევდა. მე ცოტა თავბრუდამეხვა და გავშტერდი. დანიმ თავისთვის ერთი ჭიქა კიდევ დაისხა. სიმართლე გითხრათ, მომეწონა ეს გრძნობა, როდესაც იყვირა ,,ჩემი გოგოა“-ო... ჭიქა კიდევ მივაწოდე, რადგან უბრალოდ არვიცი რას ვაკეთებდი. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ იმ დროს თავისუფალი ვიყავი, იმ დროს მე, ჩემი თავი ვიყავი.
- მშვენიერო, ასე მალე გახურდიი? - მკითხა მან მისი საყვარლად მომღიმარი სახით და კიდევ ერთი ჭიქა დამისხა.
- დანი! დღეს ბოლომდე ჩემს თავს ვეკუთვნი - გავუღიმე მე და ჭიქა გამოვართვი. ისევ სამ თვლაზე დავლიეთ. ახლა, ამ დალევაზე უფრო სხვანაირი გრძნობა იყო. თითქოს გემო აღარ მიუცხოვია. ემოციურად ნელ-ნელა ვშტერდებოდი და ვგიჟდებოდი... ვთავისუფლდებოდი.
- აბა?! როგორ მოგწონს? - დაიწყო დანიმ სპაგეტის ამოღება და თან ჩემთან საუბარი.
- ეს... მაგარია. - გავიცინე მე.
- კი, კი. მაგარია - შემომხედა მან, წამიერად გაჩერდა. შემდეგ ისე დალია კიდევ ერთი ჭიქა, რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია. მე გავუღიმე. დავიბენი. სპაგეტი მომაწოდა და ორივემ გემრიელად ჭამა დავიწყეთ.
- აბა, ნოე ამზადებს ასე? - გაიცინა მან და ვისკი დამისხა.
- ჰმმ. ჩვენში დარჩეს და მე მხოლოდ ნოეს გაკეთებული სტეიკი მაქვს გასინჯული და ისიც მარილიანი.
- ესე იგი ჩემი მომზადებული გირჩევნია? - მკითხა მან.
- ასე გამოდის - გავუღიმე მე და ვისკის კიდევ ერთი ჭიქა დავლიე. მე მგონი დავთვერი. თავბრუ დამეხვა და როდესაც წამოვდექი კინაღამ ძირს დავეცი. დანიმ დამიჭირა.
- დღეს უკვე მეორედ ხარ ჩემს მკლავებში.- გამიღიმა მან. ის ჩემთან ძალიან ახლოს იყო. მე მის სუნთქვას ვგრძობდი. ღიმილი ტუჩის ბოლოებში ეპარებოდა და მის თვალებში მზე ირეკლებოდა, რომელიც უკვე ჩადიოდა. მე ღრმად ამოვისუნთქე და ჩავეხუტე, აი, რომ იტყვიან კისერზე ჩამოვეკიდე. მანაც ხელები წელზე მომხვია. ირგვლივ მხოლოდ მშვიდი მუსიკის ხმა იყო. სიჩუმე და უსასრულობა ვიგრძენი. მზე გვათბობდა და მის მკლავებში თავს სულ სხვანაირად ვგრძობდი. მისი გულის ცემა, სუნთქვა და მის მიერ ნათქვამი სამი სიტყვა გავიგონე:
- შენ ჩემი ხარ! - მითხრა ჩუმად და ამის შემდეგ აღარ მახსოვს. ესეც ძილბურანში გავიგონე. დამეძინა მის გულზე. ძალიან მივენდე...
მეორე დღეს, მზის სხივებმა და ფანჯრიდან სასიამოვნოდ შემოსულმა ნიავმა გამაღვიძა, რომლის მეშვეობითაც ფარდა სახეზე ნელ-ნელა მეხებოდა. ასეთი სასიამოვნო დილა ჯერ არ მქონია. მე ერთდროულად განვიცდიდი უსასრულობას, სიმშვიდეს და მუცელში პეპლებს.
ცოტა რომ გამოვერკვიე და თვალები გავახილე, შევნიშნე, რომ დანის მკერდზე მედო თავი და მას კი ჩემზე მოუხვევია ხელი, ისე როგორც ფეხზე მდგომარეს დამეძინა. კი, ეს ძალიან სასაცილოდ ჟღერს. მე ღრმად ჩავისუნთქე. გამეღიმა. ასე კომფორტულად, არასოდეს არ მძინებია. შევხედე, მას ჯერ კიდევ ეძინა. ძალიან საყვარელი იყო. როდესაც გავაცნობიერე, რომ დანისთან ერთად მეძინა, თან დავთვერი და ასევე ჩავეხუტე და არა უბრალო ჩახუტებით, ემოციებმა შემომიტიეს. ეს უცნაური იყო. ვერ ვგრძნობდი შიშს, რაც ზოგადად მახასიათებდა. ვგრძნობდი მხოლოდ კმაყოფილებას და სიხარულს. ემოციების გაცნობიერების შემდეგ ვიგრძენი, რომ თავი ძალიან მტკიოდა. თვალები დავხუჭე და მის მკერდზე კოფორტულად მწოლიარემ გავნაგრძე ,,ვითომ“ ძილი და სიმართლე, რომ გითხრათ, არ მინდოდა ეს დასრულებულიყო.
ცოტა ხანში დანიმაც გაახილა თვალები. ძალიან ფრთხილად და ჩუმად ადგა და რამდენიმე წუთში ცხელი ყავის არომატიც ვიგრძენი. დანი მომიახლოვდა... მე ვეღარ მოვითმინე და თვალები გავახილე, ვითომ იმ დროს გავიღვიძე.
- დილამშვიდობისა! - ვუთხარი მე და გავუღიმე.
- დილამშვიდობისა! ჩემო... - გამიღიმა და წინადადება აღარ დაასრულა. მან ის იცოდა, რომ მე მისგან მხოლოდ მეგობრობას მოველოდი. ისიც იცოდა, რომ მე ნოე მიყვარდა. სინამდვილეში, ახლა ძალიან მომინდა, რომ ეს ფრაზა დაესრულებინა. ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი:
- დანი! დაასრულე...
მან შემომხედა და გამიღიმა იმედის მომცემი თვალებით გაიმეორა:
- დილამშვიდობისა! ჩემო ერთადერთო. - მოიწია და შუბლზე მაკოცა. მე თვალები დავხუჭე. მისკენ გადმოვტრიალდი და სიამოვნებისგან ვიღიმოდი. მან თმები გადამიწია თვალებიდან. ძალიან უცნაური გრძნობა მეუფლებოდა, როდესაც მეხებოდა. მე მეღიმებოდა და ამას ვერ ვმალავდი. ძილბურანში მყოფს, თვალები მეხუჭა. მხოლოდ მის ხმასა და შეხებაზე მქონდა რეაგირება. მეხებოდა ლოყებზე... ეს ძალიან განსხვავებული გრძნობა იყო, რაც აქამდე არ მიგრძვნია. არც მაშინ, როდესაც ნოესთან დავრჩი, მისი გაცნობის პირველ დღეს. შემდეგ თვალები გავახილე. გავუღიმე და სირცხვილისგან, რომელიც გუშინდელი საღამოსა და დღევანელი სიტყვის (-დანი! დაასრულე) შემდეგ ვიგრძენი, თავი საბანში ჩავყავი და მეცინებოდა, რადგან აჟიტირებული და საშინლად ბედნიერი ვიყავი ამ ყველაფერის გამო.
- რა მოგივიდა? - ირონიულად მკითხა დანიმ, რომელიც მიმიხვდა სირცხვილის გრძნობას და გაიცინა.
- არაფერი - ძლივს ამოვილუღლუღე მე, რომელიც სიცილს ვერ ვიკავებდი. შემდეგ საბნიდან თავი ამოვწიე. შევხედე მორცხვად... ვეღარ მოვითმინე, ისეთი საყვარელი იყო, ხელები საბნიდან ამოვყავი და კისერზე მოვეხვიე. მანაც ჩაიცინა და ჩამეხუტა.
- კარგი დილაა! - გავიღიმე მე, რომელიც ჯერ კიდევ ვეხუტებოდი დანის.
- ცდები! - მითხრა მან. ამ სიტყვის გაგონებაზე სულ ოდნავ უკან გავიწიე, ისე, რომ უბრალოდ მისი სახე დამენახა, ხელები კი ჯერ კიდევ მის კისერზე მქონდა. - ეს შესანიშნავი დღეა! ასეთი არასოდეს არ ყოფილა! - გამიღიმა მან და შუბლი მომადო შუბლზე. მე გამეღიმა და კიდევ უფრო მაგრად მოვეხვიე. არ ვიცი, ეს ნაბახუსევის გავლენა იყო თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მოხდა. შემდეგ ლოგინშივე წამოვჯექი და დანიმ მისი მომზადებული ყავა და ტოსტი მომიტანა. ერთად ვისაუზმეთ, მერე კი ავდექი და შხაპი მივიღე. თავი აღარ მტკიოდა. შემდეგ კი ერთმა აზრმა დამიწყო შემოტევა. აღარ მახსოვდა რა მოხდა იმის მერე, რაც ფეხზე მდგარს ჩამეძინა დანის მკლავებში. ან მოხდა რამე? ამაზე ფიქრი მაწუხებდა. სააბაზანოშივე ჩავიცვი და ამ კითხვაზე დაფიქრებული გამოვედი ოთახში. დანი უკვე მომზადებული იყო, რომ წავსულიყავით, რადგან ლექციიდან გამოქცეულები აქ მთელი ღამე ვიყავით და არ გვინდოდა ვინმეს ენერვიულა. პიჯაკში, პერანგსა და კლასიკურ შარვალში კი სულ სხვანაირი იყო...
- მე მზად ვარ! - ვთქვი მე და მასთან ახლოს ჩამოვჯექი.
- რამე მოხდა? - გამიღიმა მან.
- ამ ჩაცმულობის სტილით სულ სხვანაირი ხარ. - მან შემომხედა, ხელი ჩამკიდა და მითხრა:
- ჰეი, მისმინე, რაც არ უნდა ჩავიცვა, რეალურად ისეთი ვარ, როგორიც გუშინ და დღეს მნახე. მე, მე ვარ. - გამიღიმა მან და ამ სტილშიც კი, უკვე რეალური დანი დავინახე, ისეთი, როგორიც გუშინ იყო.
- დანი! რაღაც მინდა გკითხო. - გადავწყვიტე, ძალა მომეკრიბა და პირდაპირ მეკითხა, თუ რა მოხდა გუშინ ღამე, იმის მერე, რაც ფეხზე მდგარს დამეძინა, რადგან არაფერი აღარ მახსოვდა.
- გისმენ...
- გუშინ, იმის მერე, რაც დამეძინა...
- ანა! გაჩერდი, - გაეცინა მას, - პატარა ბავშვივით, მორცხვად ბუტბუტებ, შენი სიმკაცრე და თავდაჯერებულობა სად გაქრა? თუ იმდენად მოიხიბლე ჩემით, რომ მზად ხარ დათმო შენი ხასიათი? - იცინოდა დანი და მისი ირონიული ტონი დიდ ნამიოკებზე მიმანიშნებდა. მე შემრცხვა... რეალურად ხომ მართლა ასე იყო.
- დანი, მისმინე... გუშინ ღამით...
- შენ მისმინე. - მითხრა მან და სიცილი დაასუსტა, მხოლოდ რამდენჯერმე ჩაიცინა - გუშინ ღამით როდესაც დაგეძინა, ჩვენ... მაპატიე, მირეკავენ. - და ტელეფონს უპასუხა. ყველაზე საშინელი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. მოულოდნელად, ვერ გავაკონტროლე თავი და ამოვიხვნეშე. მას გაეცინა და ტელეფონი მაგიდაზე დადო.
- გეხუმრები. კარგი, კარგი. გუშინ უბრალოდ გვეძინა. როდესაც დაგეძინა, უბრალოდ ლოგინზე დაგაწვინე და სხვა არაფერი. - გამიღიმა მან და მისი ყავა მოსვა. მე ამოვისუნთქე. მინდოდა მასთან ჩახუტების მომენტი, გაღვიძების მომენტი დაბრუნებულიყო და გაწელილიყო...
- აბა მზად ხარ, რომ დავუბრუნდეთ ჩვეული და მომაბეზრებელი ცხოვრების წესს? - მითხრა დანიმ და ეტყობოდა, რომ თვითონ არასდროს არ იქნებოდა მზად ამისთვის.
- მომზადების რა გითხრა, მაგრამ ერთი დაკითხვის გადატანა მოგვიწევს.
- ხოო, ეგ მართალია. და ვთქვათ, რომ ღამე ჩემთან ერთად იყავი...
- არა, არა, ყველა ცუდად გაიგებს და რომც არაფერი, არ მინდა ნოემ.... - და აქ გავჩერდი... ძალიან შევცდი, სრულიად შემთხვევით წამომცდა...
დანის სახე შეეცვალა.
- რა ნოემ? დაასრულე - მითხრა ოდნავ ნაწყენი და მკაცრი ტონით...
- არაფერი. დაივიწყე გთხოვ.
- ანა დაასრულე, მეც გთხოვ - ახლა კი სიმკაცრე გამქრალიყო... მხოლოდ ძალიან ნაწყენი და იმედგაცრუებული ხმა ჰქონდა.
- ჰმ, არ მინდა ნოემ სხვანაირად გაიგოს.
- კარგი, გასაგებია. მოიფიქრე მიზეზი და მითხარი. ახლა წავიდეთ - მას არ შემოუხედავს, არც გამიღიმა, ადგა და მანქანისკენ წავიდა. ჩემს თავზე ძალიან გავბრაზდი. რა დროს ნოე იყო... მანქანაში ჩავჯექით. გაწვიმდა. ნახევარ საათში უკვე სალექციო დარბაზთან ვიყავით. იქ ნენე და თაია დამხვდნენ.
- ანა?! - წამოიყვირა ნენემ. - ვაიმე, რა უნდა გკითხო ეგეც არ ვიცი...
- ანა ერთი მესიჯით უნდა მოგეშორებინეთ? - მკითხა თაიამ.
- მე ლექცია მაქვს. ანა კარგად იყავი. - მითხრა ნაწყენი ტონით დანიმ.
- დანი ერთი წუთით. მაპატიე... დღევანდელი დილა იმდენად სასიამოვნო იყო, რომ არ მინდა ასე დავასრულოთ რა... - ვუთხარი მე და აი ძალიან მინდოდა, რომ ჩემთან ძალიან ახლოს მოსულიყო, ისე როგორც გუშინ, ხელი მოეკიდა წელზე და ეთქვა, რომ მისი ვარ, როგორც იმ დროს, როდესაც მის გულზე, ფეხზე მდგარს დამეძინა. მინდოდა, მთვრალს, ისევ მებოდიალა სისულელეები, რომლებიც სიმართლე იყო.. მინდოდა ისევ გამეღვიძა მის მკერდზე მწოლიარეს და მისი გაკეთებული ყავა, მასთან ერთად საწოლში დამელია...
- ანა, ნოე მოდის - მანიშნა ნოესკენ, რომელიც დერეფანს ჩვენსკენ მოუყვებოდა. მე გავიხედე და როდესაც ისევ დანისკენ გამოვიხედე, ის უკვე სალექციო დარბაზში შედიოდა. ამ ყველაფერის გამგონე თაიას და ნენეს პირი ღია ჰქონდათ დარჩენილი.
- გოგონებოო, როგორ ხართ? - იკითხა ნოემ. არც კი შემიხედავს მისთვის, მხოლოდ სალექციო დარბაზს ვუყურებდი, სადაც დანი შევიდა, იმ იმედით, რომ უკან გამოვიდოდა, მაგრამ ამაოდ.
- კარგად ნოე, შენ? - იკითხა თაიამ.
- არამიშავს. ნენე, ანა თქვენ რას შვებით? ანა შენ სად იყავი გუშინ მთელი ღამით? სახლში არ მოსულხარ, როგორც იცი, უკვე გადმოვბარგდით მეც, დანიც და სალომეც.
მე გაბრაზებულზე მკაცრად შევხედე და ყველაფერი მოვახსენე:
- ნოე, მადლობთ კარგად ვარ. გუშინდელს რაც შეეხება, მთელი ღამე დანისთან ერთად გავატარე, ისევე, როგორც დილა. ახლა კი ლექციაზე მივდივარ. კიდევ გაინტერესებს რამე?
ძალიან უხეშად გამომივიდა. ნენე და თაია პირდაპირი მნიშვნელობით გაკვირვების პიკზე იყვნენ. ჩემდა საბედნიეროდ ეს დანიმ გაიგონა, რომელიც წყლის დასალევად გადიოდა.
- კარგი, კარგი, ასეთი რა ვთქვი... - გაეღიმა ნოეს და გზა განაგრძო მისი სალექციო დარბაზისკენ.
დანის ჩაღიმება შევამჩნიე... ის კმაყოფილების ღიმილი, რომელიც დღეს დილას ჰქონდა ჩახუტების შემდგომ. გოგონებს შეხედა და ხმადაბლა უთხრა:
- ეს გოგო ჭკუიდან მშლის! - გაიღიმა და გზა განაგრძო.
იმ დროს მე სუნთქვა შემეკვრა. რა მჭირდა? ეს ხომ ჩვენი დანი იყო... ის ხომ უბრალოდ დანი იყო... მუცელში ათასნაირ რაღაცას ვგრძნობდი. ბედნიერებისგან კისერს ცდებოდა კივილის სურვილი, რომელიც არასოდეს არ მიგრძვნია. მექანიკურად გოგონების წინ წამოვიკივლე... რაზეც იმათმა უფრო მეტად ხმამაღალი კივილი დაიწყეს და ასე აღმოვჩნდით უნივერსიტეტის გარეთ, დასჯის მიზნით..
გოგონებს ყველაფერი ვუამბე. ამ ისტორიამ მათ თვალში მოწონება დაიმსახურა. გამიმართლა. მათი შეფასება ათიდან ათი იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent